შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოწახურის კანფეტები (სრულად)


15-03-2018, 14:22
ავტორი Marry Amm
ნანახია 3 134

კოწახურის კანფეტები (სრულად)

ისტორია დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე


ქურდი... რა გახსენდებათ ამ სიტყვაზე? ოღონდ შავ სამყაროში ნუ წახვალთ, ეს ჯიბის ქურდია, ქურდბაცაცა, აფერისტი გოგონა. ალბათ იკითხავთ ვინ აღზარდა ასეთიო, პასუხი საკმაოდ რთულია. ბავშვთა სახლის აღმზრდელმა, დირექტორმა, თავად მისნაირმა, მიტოვებულმა ბავშვებმა და ქუჩამ... ჯერ უბრალოდ მეტროში ბოდიალობდნენ კატო და რებე, ხალხი აღტაცებული იყო ამ ორი პატარა არსებით, ქერა კულულებით და დიდი მწვანე თვალებით.
- როგორ გვანან, რა ლამაზები არიან! - უჩურჩულებდნენ ერთმანეთს და ღიმილს არ იშურებდნენ ტყუპებისთვის, თუმცა ხალხის ემოციები ვერ დაანაყრებდა მათ პატარა მუცლებს, ბავშვთა სახლში ხომ ამდენნი იყვნენ, საჭმელი კი ძალიან ცოტა, ხან კი თითქმის არც იყო. ამიტომ ჯერ სიმღერა დაიწყეს ტყუპებმა და ამით შოულობდნენ მათთვის საკმარის ფულს, შემდეგ კი როცა ხალხი მიეჩვია, აღარაფერი გამოსდიოდათ და ბაზარში გადაინაცვლეს. სილამაზე და სისაყვარლე ეხმარებოდათ ხალხის გულის მოგებაში და ხილით დატვირთულები ბრუნდებოდნენ სახლში. უკვე მეექვსე წელი შეუსრულდათ, ,,უკვეს'' იმიტომ ვამბობ, რომ მიტოვებული, ბავშვთა სახლში აღზრდილი ადამიანებისთვის ეს დრო ორმაგად დიდია, ძნელია, როცა დაბადების წუთებიდანვე შორდები სითბოს და თვითონ გიწევს ბრძოლა, რომ შიმშილით არ გარდაიცვალო. მერე კატოს გაჯგიმული, ღიპიანი მამაკაცის ჯიბისკენ გაექცა ხელი და ტყუპებმა დიდ ფულს გემო გაუსინჯეს, თუმცა რებეკა მთელი ღამე ტიროდა და უფლის წინაშე ინანიებდა დის ცოდვას. მერე მეორედ, უკვე უპატრონოდ დატოვებული მანქანიდან, ამჯერად რებემ შედარებით ცოტა იტირა, რადგან ახალი ტანსაცმელი და ტკბილეულობა, რომელიც მათ ახალ წელს ბავშვებს დაურიგეს, უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო აღმოჩნდა. ასე მიილია მათი მეექვსე წელიც და ასაკთან ერთად მადაც გაიზარდა. ახლა უფრო იპყრობდნენ ხალხის ყურადღებას, სუფთად ეცვათ, ლამაზად გამოიყურებოდნენ, მათხოვრობაზე აღარც უფიქრიათ. კატო გამოიწვევდა რომელიმე მდიდარ ადამიანს, მანქანიდან მოაშორებდა, ხან რას უყვებოდა გასართობად, ხან რას, რებე კი ავტომობილში მყოფ ყველა საჭირო ნივთს იპარავდა, თუ გაუმართლებდათ, უდიერად ჩაკუჭულ ფულსაც გამოკრავდნენ ხელს. ასე ზრდიდა მათ ბავშვთა სახლი, მეტრო, ბაზარი და მდიდარი ხალხი, რომლებიც ტყუპებს საშინლად სძულდათ, ხან კატო თავს ვერ თოკავდა და ერთ-ორ მწარე რეპლიკას ურევდა მათთან საუბარში. ნელ-ნელა დაქალდნენ, ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ქურდბაცაცებად, აფერისტებად, მატყუარებად... უკვე თვითონაც ვეღარ არჩევდნენ რა იყო სიმართლე და რა ტყუილი. სიამოვნებით გეტყოდით, გული უკვდებოდათ მშობლებთან ერთად ბავშვს რომ ხედავდნენ თქო, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, კატოს და რებეს სძულდათ, ყველა და ყველაფერი ეზიზღებოდათ, მათ პატარა გულებში ციმბირზე ძლიერ სიცივეს და უკაცრიელობას დაესადგურებინა.
- ყველაფერი ნამდვილად არ გვძულდა!
- მართალია, მათხოვრები ხომ გვეცოდებოდა?
- და არც ჩვენი აღმზრდელის მიმართ ვიყავით გულგრულნი.
- ბავშვებსაც ვუნაწილებდით რაღაცეებს, ნუ ნახევარს მაინც...
- რებე...
- რა?
- როგორ ფიქრობ, სახლის კარის გაღება, მანქანის საკეტზე უფრო რთული იქნება?
- არც იფიქრო, ამდენი ხანია სუფთად მოვდივართ!
- მითუმეტეს...
მათი პირველი სახლის კარი პოლიციის უფროსის აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ? ასეთი ადრენალინი პირველად გამოსცადეს, მთელი ტანით იყვნენ დაძაბულები და ყველა გაფაჩუნებაზე გულისცემა ორასს აღწევდა. ფული ვერა, მაგრამ იმდენი სამკაული და ძვირფასეულობა გამოიტანეს ნერვიულობით დაკლებული ორ-ორი კილო, ნამდვილად უღირდათ. გადამყიდველიც უცებ იშოვეს, ბრუციანი ბილი, რომელიც მათთან ერთად საბავშვო ბაღში იზრდებოდა, რა თქმა უნდა, თვითონ არ იცოდა ამ სახელის მატარებელიც თუ გახლდათ. ერთ კვირაში მათ ახალ სახლში უკვე ავეჯიც შეიტანეს და კმაყოფილები დივანზე მიესვენნენ.
- ახლა მანქანები გვინდა...
- ჯერ ტარება ისწავლე კატო!
- არამგონია სიჩქარეებიან ველოსიპედზე უფრო რთული სამართავი იყოს, იცი?
- მაგ ველოსიპედის გამო კინაღამ დაგვიჭირეს!
- სამაგიეროდ იმ მსუქანა მამიკოს ბიჭის სახის დანახვად ღირდა. - გაახსენდა კატოს როგორ გადმოაგდო პირდაპირ ქუჩაში ბავშვი ორთვალადან, როგორ მოსდევდა სტვენით პოლიციელი და სიამოვნებისგან გადაიხარხარა.
- კატო...
- რა იყო?
- სახლი უკვე გვაქვს...
- ახლა არ დაიწყო რებე თორე ფანჯრიდან გადავხტები!
- კატო, რეებს იძახი?
- კარგი, თვითმკვლელობით აღარ დაგემუქრები, მაგრამ გთხოვ შეწყვიტე იმის ძახილი, რომ ძალიან შორს შევტოპეთ, სახლიც გვაქვს, საჭმელიც, შოკოლადებიც და უნდა ვიმუშაოთ პატიოსნად! გიჟი ხაარ? რომ არ ვიპარავდეთ და ვმუშაობდეთ ახლა ისევ იქ ვისხდებოდით, და ერთმანეთის ნალოღნ პურს შევჭამდით!
- კატო... უბრალოდ მეშინია!
- მეც მეშინია პატარავ, ოღონდ ისევ იმ ჭაობში დაბრუნების! - დას მიუცუცქდა კატო და ხელებში მისი სახე მოიქცია. - გახსოვს სუნი? ბავშვთა სახლის სუნი რებე... ახლაც მგონია, რომ მის არომატად ვყარვართ! ვერანაირი ,,შანელი'' ვერ ფარავს ამ წყეულ სუნს! იმიტომ, რომ ის ჩვენშია, იქ გავიზარდეთ და იქ ვისწავლეთ ყველაფერი, რაც მყუდრო სახლში, მშობლებს უნდა ესწავლებინა. ჩვენ ცურვაზე უნდა გვევლო რებე, მერე ცეკვაზე, სკოლიდან მოსულებს ცხელი სადილი და სითბო უნდა დაგვხვედროდა, საუკეთესოდ უნდა გვესწავლა და მშობლებს ჩვენით ეამაყათ, გახსოვს? გახსოვს რა იყო ჩვენი ოცნება? არ ახდა რებე და აღარც ახდება, ამისთვის უკვე საკმარისად დიდებიც ვართ და... არ ვიცი რატომ მალაპარაკებ იმაზე, რაც ჩემზე უკეთ იცი!
- მე შენი დაკარგვის მეშინია კატო... - გოგონამ ერთი გაოცებით შეხედა და თვალები აუწყლიანდა.
- რებე რას ამბობ?
- ალბათ გადავიღალე... - დას კალთაში თავი ჩაუდო თვალები დახუჭა.
- ჩვენ, ერთად ავფრინდებით ცაში... - დაიწყო კატომ ჩურჩულით სიმღერა, რომელსაც ყველა ძილისწინ მღეროდნენ.
- და გავშლით ფრთებს, ღრუბლების მარშში...
- ჩავუვლით მზეს, შევცინებთ მთებს...
- იქ ავაშენებთ ჩვენს სასახლეს...
- მიყვარხარ რებე... არასდროს დამკარგავ გესმის? თუ მოკვდები, იქაც წამოგყვები... ტკბილად იძინე ჩემო პატარავ, ანგელოზები დაგსიზმრებოდეს...
მთელი თვე მოუნდნენ მართვის მოწმობის აღებას, თავიდან იზეპირებდნენ, შემდეგ ნელ-ნელა ალღო აუღეს და შინაარსიც დაინახეს ბილეთებში. კატო ამავდროულად ერთ სახლს ზვერავდა, რებე კი ვაკანსიებს ათვალიერებდა.
- სერიოზულად? - ნერვები მოეშალა ბოლოს კატოს.
- ხო, მე მუშაობა მინდა კატო, ნორმალური, მშვიდი ცხოვრება!
- იქნებ ოჯახიც?
- კატო...
- შენ რა... ოჯახი გინდა? - მწვანე თვალები უფრო მეტად გაუფართოვდა გოგონას.
- კატო...
- იმეორე ეხლა, კატო, კატო, კატო!
- უკვე თვრამეტისები ვართ...
- ეგ კიდევ საკითხავია, ჩვენ გვითხრეს რომ ოცდაექვს მაისს დავიბადეთ... მაგრამ სინამდვილეში არ იციან, იქნებ ჯერ ჩვიდმეტისები ვართ?
- უკვე ივლისია კატო!
- კარგი რა! ადამიანი ზრდასრულად ოცდაცამეტი წლის ასაკში ითვლება. ბიბლიაში ასე წერია!
- მანდ ისიც წერია ,,არა იპარო-ო''!
- ეგ არ წამიკითხავს, მაჩვენე აბა რა ადგილას წერია!
- კატო!
- მხოლოდ ეს სახლიც და მორჩა, უშენოდ ვერაფერს გავაკეთებ ხომ იცი? ძალიან მდიდრები არიან რებე... მთავარია კამერებს არ მოვხვდეთ თვალში. ესეც და მორჩა, კიდევ ერთ სახლს ვიყიდით, მანქანებს, ფულში ვიცურებთ... შემდეგ კი თვითონ გავხსნათ თავშესაფარი და ბავშვები აღვზარდოთ... ოღონდ ისე, რომ ქურდობა არ მოუწიოთ რებე... პატიოსან ხალხად აღვზარდოთ... და საქველმოქმედო საღამოები გავმართოთ. წარმოიდგინე როგორ შემოგვხედავენ ბავშვები როცა შობას საჩუქრებს დავურიგებთ? ზუსტად ისე რებე, როგორც ჩვენ ვუყურებდით აღმზრდელს კოწახურის კანფეტის დარიგებისას...
უკვე მერამდენედ გარდაიცვალა მზე თბილისში... მერამდენედ გადაინაცვლეს ადამიანებმა ზღაპრების სამეფოში და უკვე მერამდენედ აიღეს ტყუპებმა ხელში პატარა, ძლივს შესამჩნევი რკინის ჩხირები... ვერ გეტყვით რამდენად უკანასკნელად... მაგრამ მაინც აიღეს.
რამოდენიმე წამიც და საკეტმა გაიჩხაკუნა, ფრთხილად ჩამოსწია რებემ სახელური და დერეფანში შეიხედა. ეს უკანა კარი იყო, რომელიც კატოს თქმით სამზარეულოში გადიოდა, შემდეგ კი მისაღებში. ფეხაკრეფით გაიარეს მსუბუქად განათებული შესასვლელი და მისაღებიდან მამაკაცის დაბალი ტემბრი მოესმათ.
- ტელეფონში ვერ გეტყვი, ხვალ გნახავ და დავილაპარაკოთ. საკმაოდ სერიოზული საქმეა სოსო... გითხარი ასე ვერ გეტყვი თქო!
- შენ არ თქვი მანქანა თუ არ ეყენება, ესეიგი სახლში არ არისო? - გაბრაზებით უჩურჩულა რებემ კატოს და უკან დაიხია.
- არ მესმის... ღამე არასდროს მოდიოდა! წავედით სანამ შეგვამჩნია... - გამოტრიალდნენ თუ არა კატო საყვავილეს დაეჯახა. ლარნაკმა დიდი ჭახანი გაადინა მეტლახზე და ნამსხრევები გაიფანტა.
- მანდ ვინ არის? - ტყუპებმა იარაღის გადატენვის ხმა გაიგეს და ცივმა ოფლმა დაასხათ.
- დროზე! - კატომ ხელით უბიძგა გასასვლელისკენ დას, ის იყო უკან უნდა გაყოლოდა, რომ ნამსხვრევზე ფეხი აუსრიალდა და ხელებით დაეცა. - წადი, რამეს მოვიფიქრებ! - ჩანთა მიაჩეჩა და წამოდგომა სცადა თუ არა სამზარეულოში შუქი აინთო. თვალებგაფართოვებულმა გოგონამ მძიმედ გაიხედა უკან. მამაკაცი შუბლშეკვრით იარაღს უმიზნებდა და მის დასისხლიანებულ ხელებს ათვალიერებდა. მსგავსი თვალები არ ენახა, ეგონა ორი პატარა ღრიჭოდან უფსკრულს უყურებდა.
- გამარჯობა, - გონს მოეგო კატო და სახეში შესცინა. - იცით, კარი ღია იყო და შემოვედი. - ნელ-ნელა წამოდგა და ვითომ აქ არაფერიო ონკანისკენ წავიდა ხელების მოსაბანად.
- კარი დაკეტილი იყო!
- რა უცნაურია... მე ღია დამხვდა... თანაც გამოღებული იყო, წარმოგიდგენიათ? ღმერთო, ქურდი ხომ არ შემოვიდა?
- ნამდვილად! - იარაღს არ აცილებდა მამაკაცი და კატოს უახლოვდებოდა.
- სერიოზულად? დაიჭირეთ თუ?
- ხო, დავიჭირე, შემთხვევით ლარნაკი გაუტყდა!
- რას ამბობთ, ლარნაკი მე გამიტყდა, იმ საცოდავს ნუ დააბრალებთ! ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამის გამო, გულწრფელად ვწუხვარ! - თავს იშტერებდა და სისხლს იბანდა. - ბინტი ხომ არ გექნებათ?
- იოდის კლეტკებიც ხო არ გაგიკეთო? - ჩაიღიმა კაცმა გვეედულად და კატო ონკანთან მოიმწყვდია.
- მასე ვერ შეგაწუხებთ, თანაც ეგ ჭრილობაზე არ კეთდება, თქვენი სახელი?
- ლევანი!
- სასიამოვნოა ლევან, იცით გზა ამებნა, სოფლიდან გუშინ ჩამოვედი, უცებ ეზოს მოვადექი და ვიფიქრე დამეხმარებიან თქო...
- მართლა? სოფლელი ხარ?
- დიახ, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობა არ იგულისხმება. ბებიაჩემი მარტოა, შეიძლება რომ დავაგვიანე წნევამ აუწიოს, უნდა წავიდე...
- და გზები თუ არ იცი, რას დაბოდიალობ?
- სამსახურს ვეძებ იცით? ხომ ხვდებით რა ძნელია თბილისში მუშაობა... ყველგან გამოცდილება უნდათ. მე კი არაფერი ვიცი, მხოლოდ სკოლა დავამთავრე და...
- საინტერესოა... მე კიდე ძიძას ვეძებ.
- დიდი იმედი მაქვს თქვენთვის არა! - მამაკაცს გაეცინა და კატოსაც მოეხსნა დაძაბულობა.
- მე ქალიშვილი მყავს, თებე, ახლა ძინავს.
- დარწმუნებული ვარ ძალიან საყვარელი იქნება...
- ლარნაკის ფულს ხელფასიდან დაგიქვითავ!
- ხელფასიდან? - ლევანი მისაღებისკენ წავიდა და გაოცებული კატოც უკან გაყვა. - რა ხელფასიდან?
- მისი ძიძა იქნები, სამსახური ხომ გინდოდა?
- დიახ მაგრამ...
- ხოდა ღმერთმა შენი ფეხით მოგიყვანა ჩემთან. - ვისკი ჩამოასხა მამაკაცმა და დივანზე ჩამოჯდა.
- დიახ მაგრამ, ბავშვს როგორ მანდობთ არ მესმის, იქნებ ვინ ვარ!
- თვითონ არ თქვი ერთი საწყალი სოფლელი გოგო ვარო?
- საწყალი არ მითქვამს!
- ხო, ეგ მეც შეგატყვე, თანაც თებე უკვე რვა წლისაა.
- და ძიძა რათ უნდა, დედამისმა სალონებში სიარული რომ მოასწროს? - მაინც ვერ შეიკავა მდიდრებისადმი ზიზღი კატომ.
- მკვდრებს გალამაზება აღარ სჭირდებათ, შენი სახელი?
- კატო... - ამ ამბით დაზაფრულმა ვერც გაიაზრა ისე გაუმხილა სახელი.
- მოკლედ ხვალ გელოდები კატო. დილის ათზე აქ იყავი, სექტემბრიდან რვაზე. ხელფასი რვაასი ლარი, ამაზე მეტს ვერსად იშოვი ვერანაირ სამსახურში შენ.
- ნამდვილად, - მისი ბოლო ძარცვა გაახსენდა კატოს და ჩაეცინა, მერე თავში საშინელმა აზრმა გაუელვა და უკეთეს ხასიათზე დადგა. - თქვენ ჩემი გადამრჩენელი ხართ! ბებიაჩემი აღტაცებული იქნება ამ ამბით, დღეს ჩამოვედი და უკვე სამსახური მაქვს!
- თუ გუშინ?
- დღეს ვთქვი? მაპატიეთ, ძალიან ავღელდი, ერთი სული მაქვს თებე გავიცნო! იცი, საერთოდ ძალიან მომწონს ბავშვები, მართლა... პატარა ანგელოზები...
- ხვალამდე კატო.
- მაპატიეთ, თავი შეგაწყინეთ, ლარნაკისთვის ბოდიშს გიხდით, თუმცა რა საჭიროა, ხელფასიდან მაინც დამიქვითავთ, რა ღირს?
- ორი ათასი დოლარი. - გასაცილებლად წამოდგა ლევანი.
- სერიოზულად? ვინ იხდის საყვავილეში ამდენ ფულს...
- ღამემშვიდობის...
- ხვალამდე... - გაუღიმა გოგონამ და კარში გავიდა.
- მადლობა ღმერთს! - ჭიშკარს რომ გასცდა ეგრევე თავისკენ გაქაჩა რებეკამ. - რა უთხარი?
- სამსახური ვიშოვე დაიკო!
- რა? მგონი ცუდად დაეცი, თავი დაარტყი?
- სერიოზულად გეუბნები, ცოლი არ ყავს და შვილისთვის ძიძა უნდა, ვიმუშავებ ცოტა ხანს, ყველაფერს გავიგებ სად რა აქვთ და იქიდან დიდი ფულით გამოვალთ!
- მე პასს! შანსი არაა გესმის? გირჩევნია მართლა იმუშაო და არაფერი მოპარო, მეც ვნახავ რამეს და ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ! ღმერთს მადლობა რომ ვერ გაიგო...
- იქამდე მაინც დაგითანხმებ! - გაიღიმა კატომ სიამოვნებით და სახლისკენ წავიდნენ.
ცუდად ეძინა, სულ ესიზმრებოდა რომ უფსკრულში იყურებოდა, მოულოდნელად კი ფეხი უცდებოდა, ვარდებოდა და შავ სივრცეში იკარგებოდა. რამდენიმეჯერ გაეღვიძა, ყველაფერი იმას დააბრალა, რომ რებესთან ერთად არ ეძინა და ფეხაკრეფით დის ოთახს მიადგა.
- რებე... რებე გღვიძავს?
- კატო... რა მოხდა? ზუსტად ახლა ვაპირებდი შენთან გამოსვლას. - კარი გამოაღო შეცბუნებულმა რებეკამ.
- ხო? რატომ?
- ცუდი სიზმარი ვნახე... შემოდი რა... - კატო ოთახში შევიდა და დასთან ერთად გადასაფარებელში შეიმალა.
- რა ნახე?
- სისულელე. თითქოს უფსკრულში ვვარდებოდი...
- ახლა შენთან ვარ და აღარ დაგესიზმრება. - გულზე მიიკრო ჩაფიქრებულმა კატომ რებეკა და მათი საყვარელი სიმღერა დაიწყო.
დილის ათ საათზე ლევანის სახლის ზარი აწკრიალდა. კარი მოსამსახურემ გააღო და კატო შიგნით შეიპატიჟა.
- ლევანი სადაა?
- გასულია, ყოველთვის ადრე გადის. თებე თავის ოთახშია, მიგაცილებთ.
არ მოგატყუებთ, ძალიან ღელავდა. რაც გაიზარდა მის მერე ბავშვებთან ურთიერთობა არ ჰქონია. კარი შეაღო. თებე სარკესთან იჯდა და წელამდე თმას ივარცხნიდა.
- დაკაკუნება საქართველოში უზრდელობაა?
- გამარჯობა პატარავ. - არ მიაქცია მის რეპლიკას ყურადღება.
- მე პატარა არ ვარ. თებე მქვია და რვა წლის ვარ!
- მთელი რვა წლის? ღმერთო შენ რა, მეხუმრები?
- არ გინდა ეს ირონია კარგი?
- მე კატო ვარ. შენზე ათი წლით დიდი.
- მთელი ათი წლით? - გაიღიმა გოგონამ.
- ნუ რაღაც თვეები მაკლია.
- მამაჩემი ნახე?
- დღეს არა. არ გინდა სახლი დამათვალიერებინო? - თავისი მისია გაახსენდა კატოს.
- დღეს მაგისთვის არ გვეცლება. ერთ კვირაში დაბადებისდღე მაქვს და ყველაფერი უნდა დავგეგმო. წამომყევი.
- დასაგეგმი რა არის?
- უკაცრავად, დამავიწყდა რომ სოფლელი ხარ, თბილისში დაბადებისდღეებს გრანდიოზულად იხდიან!
- რისთვის?
- როგორ თუ რისთვის?
- ვის სჭირდება? შენ თუ შენს ნაცნობებს?
- ყველას!
- ხო მაგრამ, ეს შენი დაბადებისდღეა და არა მათი. შენ უნდა გაერთო ისე როგორც გინდა, თუ ერთი კვირა დაიღალე მაგ წვალებაში, დაბადებისდღე რაღად გინდა?
- საინტერესო ჰიპოთეზაა, ვიფიქრებ.
- ოჰ, მის! ნუთუ აქამდე არ გიფიქრიათ ამაზე?
- კატო, საკმარისია შენი აზრების თავზე ჩემთვის მოხვევა, თანაც ასე სარკასტულად!
- მოსაწყენი ხარ... მე სულ სხვანაირი ვიყავი!
- მართლა? მაინც რას აკეთებდი სკოლის მერე?
- სკოლის მერე? - ეზოში სკამზე ჩამოჯდა კატერინა და მისი ბავშვობა გაახსენდა. - ვთამაშობდი.
- ჩემ ასაკში? რას თამაშობდი?
- ქურდობანას! - კატოს დაასწრო ლევანმა და თებეს წინ ჩაიმუხლა.
- ეგ რა თამაშია?
- იმედი მაქვს შენ არ გასწავლის.
- როგორ ხართ ლევან? კარგად გეძინათ?
- ძალიან, თქვენ?
- გმადლობთ, ძალიან ყურადღებიანი ხართ.
- თქვენ კი ისეთი ზრდილობიანი...
- ვფიქრობ ჩვენ საუკუნეში ეს ერთ-ერთი დასაფასებელი თვისებაა.
- ნამდვილად. - გაუღიმა უკუნითი თვალებით და კატოს ერთი წამით მოეჩვენა, რომ ამ ღიმილში რაღაც სხვა იყო. რაღაც, რამაც მიიზიდა და ამავდროულად შეაშინა. - ხვალ ჩემი პარტნიორები მოვლენ, მინდა კარგად გამოიყურებოდე.
- საღამოს კაბა ჩავიცვა?
- არა, უბრალოდ ასე ჯინსებით ნუ მოხვალ.
- სულ რომ არ მოვიდე? იცით, ვერ ვიტან მდიდრებს.
- ჩვენც მდიდრები ვართ კატო!
- თქვენ საყვარელი მდიდრები ხართ. - გაუღიმა მან და ლევანი წამოდგა.
- მაღლები ჩაიცვი.
- არის სერ! - ხელი თავთან მიიტანა კატომ და ფეხზე წამოუდგა, რასაც თებეს გულიანი სიცილი მოყვა, ლევანმა კი მხოლოდ ჩაიღიმა.
- მიხარია, რომ ჩვენთან ხარ... - და აი აქ კატოს ღიმილი სახეზე მიეყინა.

სახლში საკმაოდ ნერვებმოშლილი დაბრუნდა. ხვდებოდა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა საუკეთესოდ გამოსდიოდა და რაც მთავარია მოსწონდა. კატოს გულს კი ახლოს არავის მიშვება არ უნდოდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი და რებეკას გარდა არავინ იქნებოდა მათ ცხოვრებაში, მხოლოდ ორნი, ისე მოკვდებოდნენ, როგორც დაიბადნენ. ახლა კი გამოჩნდა ლევანი თებესთან ერთად და თურმე უხაროდათ კატოს პოვნა... აბა მას ჰკითხეთ... სულ ამაზე ეფიქრებოდა, ისიც კი დაავიწყდა საერთოდ რატომ იყო მისული. გარდერობი გადაქექა, შავი კლასიკური შარვალი და ლურჯი ზედა სავარძელზე მიკიდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც გვერდით მიუდო და აბაზანაში შეიკეტა.
რას აკეთებდა რებეკა? ქუჩა-ქუჩა მხიარულად დანარნარებდა და ყველას ეკითხებოდა ვაკანსია თუ ჰქონდათ, ბოლოს ერთ კაფეში შეიხედა, ხალხი საერთოდ არ იყო, კარი შეაღო და ბარიდან წელსზემოთ შიშველი, შავგვრემანი ბიჭის დანახვაზე შეჰკივლა, ხელები თვალებზე აიფარა და შემდეგ ოდნავ გამოიჭყიტა.
- უკაცრავად მე... მე რებე ვარ... მეგონა მუშაობდით და...
- გამარჯობა ცალო ტყუპო! - მხიარულად გაიცინა ცისფერთვალამ და მისკენ წავიდა. - სად გყავს ის გიჟი?
- დემე! - სიხარულით წავიდა რებეკა მისკენ და გადაეხვია. - აქ რა გინდა, ღმერთო რამდენი ხანია არ მინახიხარ... რაც გიშვილეს... ძლივს გიცანი იცი?
- ვიცი, ვიცი. შევიცვალე... და საერთოდ, ბევრი რამ შეიცვალა. დაჯექი რა...
- მადლობა. აქ რა გინდა, მღებავი ხარ? - სკამზე ჩამოჯდა და შავი საღებავი დემეტრეს მხრიდან მოაცილა.
- ეგ დრო წავიდა რებე, ვღებავ, მაგრამ უკვე საკუთარ კაფეს. გახსოვს ერთად რომ ვხატავდით და კატო მიჯღაპნიდა?
- კი, - გაეცინა რებეს. - გერეოდა და თან ეჭვიანობდა ეგ სულელი.
- ვფიქრობ მიზეზი ჰქონდა. - დასერიოზულდა დემეტრე და რებეს წინ წამოწეული თმა შეუსწორა. ვერ გეტყვით რა დაემართა გოგონას, მაშინვე აფორიაქდა და ჩანთა ხელით მოსინჯა.
- უნდა წავიდე დემე...
- სამსახური?
- რა სამსახური?
- ხომ თქვი ვეძებო, ხოდა დღედღეზე ვხსნი და აქ იმუშავე...
- იცი... არ ვიცი... კატოს ვკითხავ და...
- კატოს რას კითხავ?
- ანუ, თუ იქნება კარგი...
- ნუ ხარ სულ მასზე დამოკიდებული!
- ჩვენ ტყუპები ვართ დემე!
- მაგრამ სრულიად განსხვავებულები, თვითონ გეკითხება რა ქნას და როგორ?
- წავედი!
- მოიცადე! - ხელით დაიჭირა ბიჭმა და სხეულზე თითქმის მიიკრა. - ეს ჩემი ნომერია, სად უნდა მიპოვო ისიც იცი... გთხოვ, დაფიქრდი რაც გითხარი, მისთვის ცუდი არ მინდა, მაგრამ საშინლად ხარ კატოზე დამოკიდებული...
- კარგად დემე... - უკან გაიწია რებე და გაუღიმა. - მადლობა.
- კარგად რებე... - და მანაც გაუღიმა, თუმცა ბიჭის ღიმილი გოგოზე სევდიანი მაინც ვერ აღმოჩნდა...
ორივე ჩუმად იჯდა და ფანჯრიდან იყურებოდა. რებე ნერვიულად აწვალებდა ჩაის ჭიქას.
- კატო... კატო თქო!
- რა იყო? - გამოფხიზლდა უცებ.
- რაზე ფიქრობ?
- ლევანზე და მის შვილზე... შენ?
- დემეტრეზე.
- ეგ ვინაა? - აშკარად გაუაზრებლად იკითხა კატომ.
- არ გახსოვს? ბავშვთა სახლში რომ იყო, ცისფერთვალება.
- ის იდიოტი მსუქანა? - გადაიკისკისა გოგონამ.
- მსუქანი აღარაა კატო. - გაიცინა რებემაც. - ძალიან სიმპატიურია, უკვე საკუთარი კაფე აქვს, მალე გახსნის და...
- და იქ გინდა რომ იმუშაო. - არ დაასრულებინა გოგონამ და დამცინავად გაიცინა.
- ხო მინდა, რას იცინი?!
- შენ რა, შეყვარებული ხარ?
- კატო ნუ ხარ ასეთი მაქსიმალისტი ყველაფერში რა!
- თუ გინდა წადი, მე რას მეკითხები. - უდიერად მიაგდო კოვზი და წამოდგა.
- მე არ მინდა, რომ ჩვენ შორის...
- რებე... - მოლბა კატოც და დას გაუღიმა. - ჩვენ ერთად ავფრინდებით ცაში.
- და გავშლით ფრთებს, ღრუბლების მარშში...
- მიყვარხარ.
- მეც... ძალიან... - გაუღიმა რებემ და გული გამალებით აუჩქარდა.
ახალი საფიქრალი, დემეტრე... თანაც ამაზე უფრო ნერვიულობდა. იცით, ორივე დას ერთი რამ სურდა, ერთმანეთის ბედნიერება, ისინი დები იყვნენ, ტყუპები, ძმები, დედაშვილნი და საერთოდ, ერთმანეთის ყველაფრები. თუმცა კატოს ხანდახან ზედმეტი მოსდიოდა, ისიც იმიტომ, რომ რებესთვის არავის ეწყენინებინა ან ეტკინა. ხოდა ახლა გამოჩნდა დემეტრე და არ იცოდა რა ეფიქრა. ლევანი, თებე, დემეტრე... ლევანი, თებე, დემეტრე... ლევანი, თებე... ლევანი... ლევანი... და ისევ უფსკრულის პირას გამოეღვიძა...
დილის ათი საათი და ისევ გაბმული ზარი.
- კატო, - კარი გაბრაზებულმა მოსამსახურემ გააღო და გოგონას შეუბღვირა. - დილაადრიან შაქარს ნუ დაგვმართებ!
- თინანო როგორ ხარ? დღეს ძალიან ლამაზად გამოიყურები, გიხდება ეს ფორმა. - სამოცდაათი წლის ქალი უცებ დააჯილდოვა.
- გუშინაც ეს მეცვა!
- არ გაგირეცხავს? - გაიოცა ყასიდად და ოთახში შეფრიალდა.
- ეს მეორეა, წინას მსგავსი.
- ტყუპები არიან? - დივანზე მიესვენა და ამოიოხრა. - საშინლად ცხელა. ჩართე რა კონდოციონერი.
- მე შენი მოსამსახურე კი არ ვარ! - აბუზღუნდა ქალი და სამზარეულოსკენ წავიდა.
- მერე მე გიბრძანე? უბრალოდ გთხოვე! თინანო! - რა თქმა უნდა, ქალმა ყურადღება აღარ მიაქცია და ის იყო სამზარეულოში ჩასვლა დააპირა რომ ლევანი ჩამოვიდა კიბეებზე. - ბატონო ლევან, კონდინციონერი ჩამირთეთ, გეთაყვა.
- მე შენი მოსამსახურე კი არ ვარ! - ჩაიფრუტუნა მანაც და აუზისკენ წავიდა. - მიდი და თვითონ ჩართე.
- თქვენ რა, ბრძანების და თხოვნის ტონს ერთმანეთისგან ვერ არჩევთ? რა გჭირთ ყველას ამ სახლში! - კიდევ დიდ ხანს ბუზღუნებდა და პულტს ეძებდა. მერე დაიღალა და თებესთან ავიდა. გოგონას ეძინა და კარის ხმაზე გვერდი იცვალა. კატომ ერთხანს უყურა მძინარე თებეს და ჩაეღიმა. მერე უცებ ერთი ახტა და საწოლზე მოწყვეტით ისე დაეცა ბავშვი კინაღამ იატაკზე გადმოვარდა.
- შენ ნორმალური ხარ? - შემოანათა დიდი მწვანე თვალები და აწეწილი თმა გაისწორა.
- ჩემი და სულ ასე მაღვიძებდა იცი?
- გიჟები ხართ მთელი ოჯახი?
- ეს გიჟობა არ არის, - წამოდგა ნერვებმოშლილი. - ეს დილის მხიარულად დაწყების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც შენ ასე გაკლია!
- ოჰ, კატო რა... ისე, არ ვიცოდი და თუ გყავდა.
- ხო, ძალიან მგავს, მარა ჩემზე პატარაა. ადექი რამე ვქნათ რაა, ყველა თქვენს სტიქიაში ხართ და საერთოდ, მე რაში გჭირდებით?
- არც არაფერში, უბრალოდ ლევანს არ უნდა ქალის სითბო მომაკლდეს, რაც შენ არ გაქვს ის, ანუ.
- შენ რა იცი რომ არ მაქვს? ამ მკერდის უკან, - ხელი მიიდო კატომ. - დიდი გული ძგერს, სადაც ყველა ეტევა! ნუ... მთავარია კარი იპოვო, რომელიც არ აქვს. ვსო ადექი ახლა, კმარა ნებივრობა, შენ რა, ზარმაცი ხარ?
- ჟონგლიორი ხარ კატო...
- მე კლოუნს ვარჩევდი. - გაიღიმა სევდიანად მერე ნელა წამოდგა და კარში გაუჩინარდა.
მთელი დღე იბოდიალეს, ლევანი არსად გადაყრია, რა თქმა უნდა საღამომდე. შებინდებისას რამდენიმე კლასიკურად ჩაცმული მამაკაცი მოადგა კარს თანმხლებ ქალებთან ერთად, ზემოდან გადახედა კატომ და კინაღამ იქვე დაეცა ერთერთი მანქანა რომ იცნო. დაახლოებით ორი თვის წინ ყავდა გაქურდული და დარწმუნებული იყო კაცი იცნობდა.
- სად ხარ კატო ამდენ ხანს? მამამ ხომ თქვა რომ...
- მე იქ ვერ წამოვალ თებე... ანუ... სახლიდან დამირეკეს ბებიაჩემია ცუდად... - ჩანთას დასწვდა და აღარ იცოდა სად წასულიყო. - მისმინე, ეხლა ვერანდაზე გავალ და დაბლა ჩავძვრები, შენ ლევანს უთხარი უკანა კარით წავიდა მანამდე, სანამ...
- თებეს ტყუილებს ნუ ასწავლი, - ლევანის ხმა საბოლოო წვეთი იყო კატოს ნერებისთვის. - რა ხდება გამაგებინებ?
- უნდა წავიდე, ბებიაჩემი...
- თებე დაგვტოვე ერთ წამს, - გააწყვეტინა ლევანმა და როგორც კი ბავშვი ოთახიდან გავიდა კატოს ისე შეხედა გოგონა შეცბა. - ეგ ტყუილები შენ ტყუპისალს აჭამე, რა ქვია? გამახსენდა, რებეკა!
- ის არ შეჭამს, - გაუღიმა მანაც ირონიულად და სავარძელზე ჩამოჯდა.
- ხო, რა თქმა უნდა, გაქნილი აფერისტები ხართ!
- საერთოდ არ ვაპირებ არაფრის უარყოფას იცი? ხო, ის ვარ, რაც ვარ და არც იმის მტკიცებას დაგიწყებ შევიცალე თქო, იმიტომ რომ რებესგან განსხვავებით, მე მომწონს ასე ცხოვრება.
- პოლიციას რომ გამოვიძახებ მერეც ასე დამელაპარაკები? - კატოს მიუახლოვდა და უკუნითი თვალებით ღრმად ჩახედა.
- გამოიძახე, მე სუფთა ვარ!
- ეს კაცი დაგავიწყდა?
- იქ კამერები არ იყო ძვირფასო, კარგი ადვოკატით მორალური ზიანის ანაზღაურებაც კი შემიძლია მოვითხოვო. ეს კი... - ჩანთა გახსნა მან და საფულიდან ორი ათასი დოლარი ამოიღო. - ლარნაკის გამო ბოდიშს ვიხდი! - თანხა მაგიდაზე დაუგდო და ფეხზე წამოდგა.
- არ წახვიდე! - წინ აესვეტა ლევანი. - შენ მე მჭირდები...
დღეები ისე გარბოდა კატო რებესთან ლაპარაკს ნორმალურად ვერც ახერხებდა, თუმცა დანიშნული დრო ახლოვდებოდა და ძალიან ღელავდა. როგორც იქნა იპოვა შესაფერისი მომენტი და ყველაფერი მოუყვა. რებეკა თავიდან შეიშალა, არაფრის გაგონება არ უნდოდა, თუმცა შემდეგ ნელნელა ყველაფერი გაიაზრა, აწონ-დაწონა, რა თქმა უნდა, ამაში დიდი როლი კატომ ითამაშა და ისიც დემეტრესთან სასაუბროდ წავიდა.
- რამდენიმე დღე არ ვიქნები თბილისში...
- რამე მოხდა? სამ დღეში ვიხსნებით რებე. - ცივი ყავა წინ დაუდო დემემ გოგონას და ჩამოჯდა.
- ისეთი არაფერი, კატოს მივყვები სადღაც.
- ისევ კატო...
- ხო დემე, კატო! შეეგუე, რომ ის ჩემი ტყუპისცალია, ჩემი ნაწილი და ჩვენ ასე ვცხოვრობთ.
- რა საქმეა?
- ეს შენ არ გეხება.
- უკვე ეგეც გასაგებია. რებე არ მინდა შენი დაკარგვა, ძლივს ისევ გიპოვე და...
- არ დამკარგავ, გპირდები მალე დავბრუნდები და მერე რაც გინდა ის ვაკეთოთ. - გაახსენდა რებეს როგორ ეუბნებოდა დას იგივეს და მოიღუშა. ყოველ საღამოს, ძილისწინ სიმღერის შემდეგ ფიქრობდა, რომ დილით რაღაცას შეცვლიდა, კატოს დაელაპარაკებოდა, სხვანაირად იცხოვრებდნენ, მაგრამ თენდებოდა და ყველაფერი იგივენაირად ვითარდებოდა. ისევ დაზვერვა, მანქანები, ქურდობა და ახლა, როცა თითქმის შეიცვალა, თავიდან იწყება... ყველაზე მეტად ის აფრთხობდა, რომ საქმეში ლევანიც იყო, როცა მხოლოდ ტყუპები მიდიოდნენ, ზუსტად იცოდა რებემ ვის რა ფუნქცია ჰქონდა, ახლაც ხვდებოდა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მამაკაცს არ ენდობოდა.
იგივე სიტუაცია იყო კატოსთან, ახლა უკვე ნათელი გახდა რატომ აიყვანა ლევანმა თავიდანვე, დაიახლოვა და საქმეში ჩაერთო. ხან ხატავდნენ ის და თებე, ხან ფილმებს უყურებდნენ. თუმცა კატოს ყველაზე მეტად აუზთან წოლა და გარუჯვა უყვარდა. ახლა ის უკვე ლევანის პარტნიორი იყო და არა თებეს ძიძა. საღამოობით პარკში გადიოდნენ სამივენი და როცა დაღლილი თებე სახლში ბრუნდებოდა ლევანი კატოს დაწვრილებით უხსნიდა სიტუაციას.
რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ყველაფერი მზად ჰქონდათ, კატო და ლევანი ეზოში ისხდნენ და კოცონს შეშას ამატებდნენ. თან ნელნელა ვისკს წრუპავდნენ.
- რებე აშკარად შენზე ბევრად სუსტია, არა?
- არა უბრალოდ თავისდროზე მე ბევრად მეტი ავიღე საკუთარ თავზე, ვიდრე მან.
- რას გულისხმობ?
- ლევან არ მინდა ამაზე...
- კარგი რა... გთხოვ, მაინტერესებს შენი ცხოვრება. უცნაურები ხართ ძალიან, არც დღესასწაულები გიყვართ, არც დაბადებისდღეებს აღნიშნავთ, მეგობრები არ გყავთ... მხოლოდ ორნი ხართ.
- არ მიყვარს მასეთი დღეები...
- იცი, როცა ადამიანი ყვება იმას, რაც აწუხებს, მისგან თავისუფლდება.
- მე არაფერი მაწუხებს.
- იმედი არასდროს გაგცრუებია? - აქ გოგონას თვალები ცეცხლზე გაუშტერდა, ერთხანს ჩუმად ოყო, შემდეგ სევდიანად გაიღიმა და ჭიქას ჩახედა. მძიმედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო.
- წერა რომ ვისწავლეთ, ყოველ ღირსშესანიშნავ დღეზე მშობლებს წერილებს ვუგზავნიდით, ჩემი ფურცელი ყოველთვის ცისფერი იყო, რებესი სტაფილოსფერი. ძალიან ვცდილობდით ლამაზი კალიგრაფიით დაგვეწერა, რომ სცოდნოდათ როგორი ნიჭიერები ვიყავით. - კატომ შესვენება აიღო და ვისკის ჭიქა ბოლომდე გამოცალა. ლევანიც უფრო ახლოს მიუჯდა და სასმელი დაუსხა. - ლეილასთან, ჩვენ აღმზრდელთან მიგვქონდა შემდეგ, რომ მათთვის გაეგზავნა და სიხარულით ვიძინებდით იმ იმედით, რომ მალე კარზე მოაკაკუნებდნენ და წაგვიყვანდნენ იქიდან. წლები ისე გავიდა, წერილების გაგზავნას არ ვწყვეტდით, როცა იმედი გაქვს, ბევრად სხვანაირად ფიქრობ და იქცევი. ერთხელაც, როცა ბაზარში დავბოდიალობდით, ლამაზი შარფი დავინახე, ჩვენი აღმზრდელის კაბის ფერი იყო და მოვიპარე. მეორე დღეს დაბადებისდღე ჰქონდა. გახარება მინდოდა და ღამე მის სამუშაო ოთახში შევიპარე, რებე დარჩა. საწოლში შეიმალა და მელოდებოდა. საწერი მაგიდის რამდენიმე უჯრა გამოვხსენი რომ შარფი იქ ჩამედო. ყველა დაკავებული იყო, ერთის გარდა. - კატომ ისევ დაიყუდა ჭიქა და ბოლომდე დაცალა. - მერე სტაფილოსფერ და ცისფერ ფურცლებს მოვკარი თვალი, დაზაფრულმა გავიშვირე ხელი მათკენ და ცრემლები წამომივიდა როცა ჩვენი წერილები ავიღე. წლების განმავლობაში დაგროვილ ფურცლებს გარედან შემოსული ლამპიონის განათებაზე ვკითხულობდი და ყველა მათგანს ჩვენი იმედების სათითაო ნაგლეჯს ვატანდი. არცერთი არ იყო გაგზავნილი ლევან, ყველა იქ იყო, ერთ პატარა უჯრაში გამოკეტილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ლეილამ ისიც კი არ იცოდა ვისთვის უნდა გაეგზავნა... შარფი იქ დავტოვე...
- კატო... - გოგონამ რომ აიხედა ბუნდოვნად გაარჩია ლევანი, რომელიც ცხვირსახოცს აწვდიდა და მაშინღა მიხვდა, რომ თურმე ტიროდა. პირველად, იმ დღის შემდეგ... და საშინლად გაბრაზდა. ისე გაბრაზდა რომ თავზე ხელები მოიჭირა და დაგროვილ, უზარმაზარ ცრემლის ბურთულებს გადმოსვლის საშუალება მისცა. ეზიზღებოდა და ეცოდებოდა ყველა და ყველაფერი, ეცოდებოდა ადამიანების სისასტიკის და უთანასწორობის გამო. მერე ლევანის ხელი იგრძნო წელზე და თავი მხარზე დაადო. ყველაფერი დატრიალდა, ნელნელა ცეცხლი დაპატარავდა, პატარა ნაპერწკლად იქცა და ისიც გაუჩინარდა. ბოლოს კი მიდამო სიბნელემ, უწონობამ მოიცვა, თითქოს ჰაერში ატივტივდა... და კატოც ძლიერ მკლავებს მიენდო.
დილით ადრე გაეღვიძა, მის მუცელზე შემოხვეული კაცის ხელი რომ დაინახა რამდენიმე წამი გაშტერდა, ოთახი არ ეცნო და ძალიან ფრთხილად გადატრიალდა. ლევანს მშვიდად, ბავშვივით ეძინა, ტუჩები გამობერვოდა და წარბები შეეჭმუხნა. წვეტიანი, სწორი ცხვირი ჰქონდა და ფერმკრთალი ჭორფლები. კატოს თმამ სახეზე მოუღუტუნა, ხელი სწრაფად აიღო გოგონას სხეულიდან და მოისრისა, შემდეგ ისევ წელზე დააბრუნა, უფრო მაგრად მიიკრო კატო და ისე მოკალათდა. ამის გაკეთება და ორგანიზმში ქაოსის დაწყება ერთი იყო, კატოს ეგონა ყველა ემოცია აღმატებით ხარისხში ერთიანად დაატყდა თავს და შეკრთა, თუმცა არ გაწეულა. პირიქით, მოუნდა კიდევ ერთხელ ეგრძნო ეს კორიანტელი და ახლოს მიუჩოჩდა. ერთი სიკვდილი გაათავა ამ დროს ლევანმა თვალები რომ გაახილა და კატოს მიაშტერდა.
- შენთან რატომ დამაწვინე, სხვა ოთახი არ იყო? - მიახალა აწითლებულმა და უკან გამოიწია.
- ვიფიქრე თავს კარგად იგრძნობდი და აშკარად არ შევმცდარვარ. - ისევ მიიზიდა კატო და აი სასურველი ქაოსიც მუცელში. სუნთქვა აუჩქარდა თუ არა ლევანმა იგრძნო და მკერდზე დახედა.
- უნდა წავიდე... - გაიბრძოლა კატომ მაგრამ მამაკაცმა უფრო მიიკრა. მის მკლავებში უცებ გადაიქცა ნაზ, უსუსურ არსებად და თვალები მოსალოდნელი შეუცნობელი ვნებისგან გაუფართოვდა. - ლევან... - აღმოხდა როგორც კი ის ზემოდან მოექცა და ხელები თავს ზემოთ დაუჭირა. - რას აკეთებ?
- იმას, რაც ორივეს გვჭირდება. - უჩურჩულა ყურთან და ტუჩები ნაზად შეახო. შემდეგ დაბლა დაუყვა, კატოს ასეთი რამ არასდროს განეცადა და გაშეშებული, გრძნობაარეული ხმამაღლა სუნთქავდა. მამაკაცი ფეხებს შორის მოექცა და ერთი ხელი მუხლიდან ზემოთ, ძლიერად ააყოლა.
- ლევან...
- ხომ მოგწონს?
- ლევან... - მამაკაცმა ახლა მაიკის ქვეშ შეუცურა თითები და მსუბუქად წელზე მოუჭირა. - ასე არ შემიძლია... ასე არა ლევან...
- არ გინდა? - სახე სახესთან მიუტანა მან და უკუნით თვალებში ბრაზის ნაპერწკალმა გაიელვა.
- მინდა, - თქვა კატომ რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. - ოღონდ ასე არა... მე ზღაპარი მინდა ლევან, - ხელები სახეზე მოუჭირა და ტუჩზე ოდნავ აკოცა. - ზღაპარი, სახელად ქურდბაცაცა პრინცესა.
სახლი, რომელიც ლევან მარგიანმა უკვე დიდი ხანია შეარჩია, მილიონერ ზურაბ ცაბაძეს ეკუთვნოდა. იმიტომ არ ამოუღია მიზანში, რომ ასეთი მდიდარი იყო, ის თავისდროზე, ოთხმოც-ოთხმოცდაათიან წლებში ლევანის მამასთან ერთად არც თუ ლეგალურ საქმეებზე დარბოდა, ასე ვთქვათ ,,პაძელნიკობდნენ'' და დიდი ფულიც ,,გაჭრეს'' ერთად, მაგრამ ზურაბმა უცებ ცოლი მოიყვანა და ყველაფერი აირია. ვიქტორია განსაკუთრებული, ულამაზესი ქალი იყო. ქართველი ბებია ჰყავდა და ხშირად ისვენებდა ბათუმში. ზურამ სწორედ იქ გაიცნო ერთ მშვენიერ საღამოს და მას შემდეგ ყველაზე მოუცლელი ადამიანი გახდა მსოფლიოში. ვიქტორია მამით რუსი, დედით კი ქართველი იყო, დიდი მწვანე თვალები და ქერა კულულები ჰქონდა. მუდამ ხალისიანი გოგონას ღიმილმა ჭკუა დააკარგვინა ზურაბს და როგორც კი შანსი მიეცა მაშინვე მოიტაცა... ამას ერთი წივილ-კივილი და ქაოსი მოჰყვა, წინა დღეს დაგეგმილი ბრილიანტების საქმეც ჩავარდა, უფრო სწორად ლევანის მამას, ნიკოლოზს ეგონა რომ ასე იყო, სინამდვილეში კი ზურაბმა მარტო, ,,უპაძელნიკოდ'' იჩალიჩა და ულამაზესი ბრილიანტის ბეჭდით ვიქტორია დანიშნა, ნახევარი ნაღდ ფულად აქცია, რამდენიმე კი ნიკას მისცა და თავიდან მოიშორა. ლევანის ცნობით, ის ბრილიანტები ჯერ კიდევ ზურაბის აგარაკზე, სეიფში ინახებოდა და მისი მიზანიც მათი გამოტანა გახდა. ეს ერთგვარი შურისძიება იყო მისთვის გამდიდრების საშუალებასთან ერთად.
წვეულება საღამოს რვა საათზე დაიწყო. ტყუპებმა აბსოლუტურად ერთნაირი, შავი კაბები ჩაიცვეს, თმა მაღლა აიწიეს, მსგავსი კულონები ყელზე მიიმაგრეს და ამაყად, ლევანთან ერთად შეაბიჯეს მისაღებ ნაწილში. რა თქმა უნდა სამეულმა იქ მყოფების დიდი ყურადღება და ინტერესი გამოიწვია, თავად ცდილობდნენ არავის გამოლაპარაკებოდნენ, რამოდენიმე წუთი შამპანიურს წრუპავდნენ და სახლს ათვალიერებდნენ, მერე უცებ კატომ თითქოს ნაცნობ სახეს მოკრა თვალი.
- ლევან...
- გისმენ კატო.
- რა საზოგადოებაა აქ?
- დაწყნარდი, შენი გაქურდული ვერავინ იქნება.
- იქნება!
- ვინ?
- ზურაბი, დაგავიწყდა? - მაცდურად გაუღიმა გოგონამ და ტანის ნაზი რხევით სტუმრებს შეერია. ყველას დაჟინებულ მზერებს გრძნობდა და საოცრად ღელავდა. სახლი მთლიანად მარმარილოში იყო ჩასმული. ნათელი, მდიდრული ავეჯი, მოწესრიგებული მომსახურე პერსონალი... და ისევ ის ნაცნობი სახე, უფრო სწორად თვალები, დაახლოებით ორმოცი წლის ქალის სახეში. ძალიან დიდი და მწვანე, წამით კატომ იფიქრა რომ დავბერდები ალბათ ზუსტად ასეთი ვიქნებიო. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ გოგონას დანახვაზე ქალი გაფითრდა და უკან მდგარ მაგიდას ხელით მიეყრდნო. შემდეგი შოკი მისთვის კატოს გვერდით რებეს დანახვა იყო. ხალხი აირია, ვიღაცამ ხელი შეაშველა, ვიღაცამ წყალიო, დაიძახა. ტყუპები კი იდგნენ ერთ ადგილას გაშეშებულები, ვერც წინ მიდიოდნენ და ვერც უკან.
- კატო ის... - ამოილუღლუღა რებემ და გოგონამ ნელა მაგრამ მჭიდროდ ჩაკიდა ხელი.
- წავედით რებე... - აზრზე მოვიდა სწრაფად. - რაც არ უნდა იყოს, ასე არ უნდა მომხდარიყო!
იმ ღამეს ვერცერთმა ვერ დაიძინა ნორმალურად. ლევანი თავის ფიქრებში იყო, კატო და რებე კი სულ ვიქტორიაზე ფიქრობდნენ, ქალის ასეთ მსგავსებას კიდე არ ჩათვლიდნენ საეჭვოდ, რომ არა მისი რეაქცია ტყუპების დანახვისას. ეჭვი კი მოგეხსენებათ რა სასტიკია, სხეულში, გონებაში ერთი თუ შემოგიძვრათ დამთავრებულია, ან ის შეგჭამთ, ან თვითონ უნდა გააკეთო ყველაფერი მისგან თავის დასაღწევად. ბევრი იტრიალა კატომ, ბოლოს მაინც ვერ მოისვენა და რებესთან გავიდა. გოგონას სახეზევე ეტყობოდა, რომ კარგად ეწვალა ძილის თავისთან მისატყუებლად. გადასაფარებელი გაუსწორა და ოთახიდან ჩუმად გავიდა. მერე ტელეფონი აიღო კატომ და ლევანს მესიჯი გაუგზავნა.
,, ვერ ვიძინებ... დამეხმარე რა...''
,, ვერც მე, გშია?''
,, არ ვიცი... ცოტა კი, რამე დასალევზე და ერთ ცალ მსმენელზე არ ვიტყოდი უარს...''
,, გამოვდივარ.''
ისე დაფაცურდა მთელი სახლი თავზე დაიმხო, სპორტულად ჩაიცვა, გაჩეჩილი თმა დაივარცხნა, სუნამო მიიპკურა და თითისწვერებით დატოვა რებე ლამაზ ზმანებებთან.
- როგორ ხარ? - მანქანაში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა კატომ.
- არ ვიცი, გაოცებული ვარ. რა მოხდა ეხლაც მიჭირს გააზრება, მთელი გეგმა ჩავარდა.
- სად მივდივართ?
- ერთ ადგილას, მეგობრებმა გავაკეთეთ, მხოლოდ ეზოა, ხეები, მასზე ჩამოკიდული ჰამაკები და მაგიდები თავისი სკამებით.
- ალბათ მომეწონება.
- აუცილებლად მოგეწონება. - მუსიკას აუწია ლევანმა, მთელი გზა ჩუმად იყვნენ, ორივეს თავისი ფიქრები ჰქონდათ მაგრამ ერთმანეთთან თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ. კატო ჰამაკში იწვა, ლევანი კი ღვინოს ეძებდა სიძველისგან შელახულ კარადებში.
- ეს ნამდვილად საუკეთესოა! ღვინოებში ერკვევი?
- არა, საერთოდ არ ვსვავ, შეიძლება ერთი ღერი ავიღო? - და პასუხს არც დალოდებია ისე დასწვდა მის წინ მდგომ მაგიდაზე დადებულ კოლოფს.
- არ ვიცოდი თუ ეწეოდი.
- ხანდახან, როცა რამეზე ვფიქრობ... არ ვიცი რატომ მაგრამ, თითქოს ფიქრს უხდება კვამლში გახვეული ჰაერი.
- გამომართვი, - ჭიქა გაუწოდა ლევანმა და კატოს წინ, უცნაური ფორმის, ხის სავარძელში ფეხმორთხმით მოკალათდა. - რა გიქნია ცხოვრებაში საუკეთესო რამ?
- საუკეთესო? არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია. თანაც მაგ სიტყვის მცნება ყველასთვის ძალიან ინდივიდუალურია.
- მე შენთვის გეკითხები კატო.
- რებეს ვაჩუქე ტყუპების კულონი, თანაც ნაყიდი, ანუ მოპარული ფულით კი იყო, მაგრამ ვიყიდე.
- მორჩა?
- შენ რომ მისი თვალები გენახა ასე უბრალოდ არ იკითხავდი, თანაც მაგ სიტყვას. შენ?
- რა მე?
- შენ რა გაგიკეთებია ყველაზე კარგი ცხოვრებაში?
- ადამიანს არ ვესროლე...
- ალბათ უბრალო ადამიანზე არ გაქვს ლაპარაკი, ასეთი რა ტკივილი მოგაყენა რომ იარაღი მიუშვირე?
- ლარნაკი გამიტეხა. - ჩაეღიმა გვერდულად ლევანს და უფრო ახლოს მიჩოჩდა კატოსთან.
- ღმერთო! - წარმოსთქვა გოგონამ პათეტიკურად და გულზე ხელი მიიდო. - და შენ არ ესროლე? რა სულგრძელი ხართ ლევან! მე არ დავინდობდი...
- მე კი დავინდე და კუთხეში მივიმწყვდიე.
- ჩემი აზრით ეგ ადამიანი სულაც არ ჰგავდა კუთხეში მიმწყვდეულს!
- ისე საყვარლად და დაბნეულად ახამხამებდა იმ დიდ მწვანე თვალებს მინდოდა ლოყაზე მაგრად მეკბინა! - სიცილით გაიწია კატოსკენ და გოგონა აკისკისდა.
- ეგ რომ გექნა მართლა ძალიან დამაბნევდი.
- რატომ არ ვქენი, დღემდე მაგას ვნანობ... ტყუილებით მაინც აღარ გამბერავდი.
- ხო, მიყვარს ადამიანს რომ ვაშტერებ.
- ხოდა რა გინდა, დავშტერდი, ოღონდ ტყუილებით არა... - ხელი ნაზად ჩამოუსვა კატოს ლოყაზე და დიდ, ლამაზ თვალებს უკუნითად ჩახედა.
რუსეთი, მოსკოვი, 1996 წელი.

ქალაქში მთელი დღე გადაუღებლად თოვდა, თუმცა მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ბუნებამ მაინც ვერ შეძლო გადაეთეთრებინა ახმაურებული, აჟიტირებული მოსკოვი. საღამოვდებოდა ვიქტორია სადარბაზოში რომ გამოჩნდა და ღიმილით ჩაჯდა შავ ,,მერსედერსში''.
- მომენატრე, - უთხრა ბიჭმა და დათვივით ხელები მძლავრად მოხვია გოგონას.
- მეც, ძალიან...
- მოხდა რამე? - საშამ მანქანა დაქოქა და უბნიდან გავიდა.
- ხო, მოხდა. ცოტა ხნით საქართველოში მივდივარ, ბებიასთან... დედას უნდა მისი მონახულება, ვლადი არ მიყვება, ხომ იცი რატომაც და...
- და შენ შემორჩი...
- ხო...
- რამდენი ხნით მიდიხართ?
- არ ვიცი... ბევრით არამგონია... საით?
- სახლში ჩემთან, არ არიან დღეს ბიჭები.
- არ მინდა რა სახლში, გავისეირნოთ... ნახე რა ლამაზად თოვს... როგორ მომწონს ფიფქები, ნეტა სულ თოვდეს სააშ...
- მერე ასე აღარ გეყვარებოდა...
- მეყვარებოდა... - თქვა ჯიუტად და მინა ოდნავ დაუშვა. - ძალიან მომენატრები...
- მეც პატარავ... - პარკთან გააჩერა ბიჭმა მანქანა და თავით ანიშნა ვიკის გადადიო. დიდ ხანს ისეირნეს, გოგონა გაშლილ ხელებს მაღლა სწევდა და იქამდე იტრიალა სანამ თავბრუ არ დაეხვა. საშაც თითქოს ამ მომენტს ელოდებოდაო, სწრაფად გადაიხარა ფეხარეული ვიქტორიასკენ და სხეულზე ტრიალით აიკრა.
- გიყვარვარ? - დიდი მწვანე თვალები შეანათა გოგონამ.
- ძალიან, შენ?
- მე ისე რა. - ბიჭი ამაზე მოიღუშა, ვიქტორიამ კი გულიანად გადაიკისკისა... და სულ ნანობდა... მთელი ცხოვრებდა ნანობდა...
საქართველო, ბათუმი, 1996 წელი.
ხშირად უფიქრია ვიქტორიას გათხოვებაზე, ან კი რომელ ქალს არ უოცნებია ამ დღეზე, მაგრამ გოგონასთვის ეს ოცნება კი არა, საშინელი კოშმარი აღმოჩნდა. გაცნობის დღიდან გადაკიდებული ზურა ვერაფრით მოიშორა თავიდან. რატომღაც ეს ძალიანაც არ უცდია, საშა არ იყო მდიდარი, გავლენიანი, ის ერთი უბრალო სპორტსმენი ბიჭი იყო უბრალო გულით, მაგრამ ვიქტორიას უყვარდა ის. აი ზურა კი ყოველდღე აოცებდა და აგიჟებდა, ორქიდიების დიდი კონა აღებული არ ჰქონდა გოგონას, რომ ახალ-ახალი საჩუქრები მისდიოდა. მერე იყო ბეჭედი და ხელის თხოვნა, ვიქტორიას უარი არ უთქვამს.
- დრო მჭირდება ზურა, უნდა მოვიფიქრო...
- მეღადავები? საფიქრალი რა არის ტო?
- ეს სერიოზული ნაბიჯია, თანაც შენ მე არ მიცნობ კარგად, არც მე გიცნობ... ეს ყველაფერი ნაჩქარევია...
- მე შენ მიყვარხარ და ეს საკმარისია, შენ რა, სხვა გყავს?
- რანაირი კითხვაა... მე უბრალოდ... მოკლედ შენ არ ხარ ჩემთვის პირველი... - მის სიტყვებზე ზურა მოიღუშა, თვალებში ბრაზის ნაპერწკლები შენიშნა თუ არა ვიკიმ უკან დაიხია.
- აქამდე რატომ არ მითხარი? - მკლავში ძლიერად მოკიდა ხელი ბიჭმა და თითქმის შეანჯღრია.
- რატომ უნდა მეთქვა? ან როდის? ერთი თვეც კი არაა რაც აქ ვარ.
- უნდა გეთქვა!
- გეყოფა, გამიშვი! ეს აქ არის თქვენთან პრობლემა თორემ მოსკოვში არაფერია გასაკვირი!
- რამდენი?
- რა რამდენი?
- რამდენი გყავდა ჩემამდე?!
- ერთი...
- და სადაა ახლა ის ერთი, რა ქვია?
- საშა ქვია... მოსკოვში ცხოვრობს...
- მერე?
- რა მერე?
- გელოდება თუ?
- ხო, მელოდება...
- ელოდება, - სიმწრით ჩაიცინა ზურამ და მანქანისკენ გატრიალდა. - ხვალამდე მოიფიქრე პასუხი, ეჭვი მაქვს მაგ შენ საშას დიდხანს მოუწევს ლოდინი!
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭია გოგონას, დილითაც ცუდად იგრძნო თავი, მაგრამ უძილობას დააბრალა, მერე გადაწყვიტა მტკიცე უარი ეთქვა ზურასთვის და შესახვედრად მოემზადა.
სწორად ამ დროს ბიჭი ძმაკაცებთან ერთად კაფეში იჯდა და ლუდს სვავდა.
- შენ რა მართლა გაგიჟდი თუ რა ხდება? - ვერ ცხრებოდა ნიკა.
- წინასწარ ვიცი რასაც მიპასუხებს-თქო ვერ გაიგე შენ?
- მერე მითუმეტეს შე.ჩემ.ა, არ უნდა გოგოს და რა პონტია?
- მოუნდება, ავიყვან აგარაკზე, არ გამოვუშვებ და ეგ იქნება, მერე მობეზრდება და თავისით დათმობს ჯიუტობას!
- არაა ეგრე ძმაო რა, ცოდოა ტო! არ გიყვარს შენ ეგ გოგო, პროსტა უარი რო გითხრა ეგ გაგიტყდა!
- რა გამიტყდა და რა არა, თვითონ გადავწყვეტ, რაც ვთქვი ისე იქნება, ახლა შევხვდები და დავებერები პირდაპირ აღმოსავლეთში, თქვენც თუ მოხევთ იქით კაი იქნება...
- იმენა ვერა ხარ რა... მერე ჩვენი საქმე?
- გადაიდება და ეგაა... წავედი! - ბოლომდე გამოცალა ბაკალი ზურამ და მანქანის გასაღებს დასწვდა.
საქართველო, თბილისი, 2015 წელი.

უკვე თენდებოდა, როცა კატო სახლში შევიდა, თავი უსკდებოდა სასმლისგან და თამბაქოსგან, იცოდა, საშინლად ყარდა, მაგრამ აბაზანაში შესვლის თავი არ ჰქონდა. საძინებელში შეფრატუნდა და გაუხდელად მიეგდო საწოლზე.
ბრილიანტების საქმემ გაურკვეველი ვადით გადაიწია, კატოს და რებეს უნდოდათ გაერკვიათ რებეკას წარმომავლობა და ყველაფერი, რაც ამ ქალს შეეხებოდა, თუმცა ლევანმა სასტიკად აუკრძალათ. მიუხედავად ამისა, გოგონა მაინც გეგმავდა ქალთან შეხვედრას, ამიტომ ძალიან გაუხარდა, როცა მათთან საერთო ნაცნობი უცნაური დამთხვევით დემეტრე ნემსაძე აღმოჩნდა. ეს ყველაფერი რებეკასგან გაიგო და სასწრაფოდ მოუნდა დემეს ნახვა.
- დაურეკე და უთხარი სადმე შევხვდეთო.
- გაგიჟდი? იფიქრებს რომ მომწონს... - დაიმორცხვა რებემ.
- ხოდა გადაიფიქრებს, შენთან ერთად მე რომ დამინახავს. რა უცნაურია ისე, ლევანიც გვარჩევს ერთმანეთისგან და დემეც... ნეტა როგორ?
- ხმას რო ამოიღებ ხვდებიან შენ რომ კატო ხარ. - დასცინა რებემ.
- შენც ძაან გეტყობა რებეკა რომ ხარ!
- ხოდა რა გინდა, რაღას კითხულობ?
- არა მაინც... თითქოს მგრძნობს... - ჩაფიქრდა კატო.
- ხო, შენი თვალები ხომ მის მიმართ სიყვარულით არის განმსჭვალული.
- მორჩი ღადაობას! - შეუბღვირა დას და დივანზე ფეხები აათამაშა. - მორჩება ეს საქმე და დავიკიდებ... მანამდე კი დაურეკე დემეტრე ბაბუას, რამდენი წლისაა ისე, ძაან დიდი მახსოვს რაღაც...
- ოცდასამის...
- ხო გითხარი, უკვე ბაბუაა.
- ნუ დასცინი და შემპირდი რომ არ გააგიჟებ თორემ არ დავრეკავ იცოდე!
- გნებდები! - სიცილით ასწია ხელები მაღლა და კვლავ გამოაჯავრა. - დემეტრე ბაბუა...
საღამოვდებოდა ტყუპები დემეს კაფეს რომ მიადგნენ.
- ეს რა ფერებია რა არის, ნაგავში მოძებნა?
- გაჩუმდი!
- დაგენიძლავები თვითონ შეღება.
- კატო!
- ხო კარგი, სადაა შენი პრინცი, თუ დაგვიანების ეფექტი უნდა რომ მოახდინოს ჩემზე, დაურეკე და უთხარი რომ მაგრად ვღიზიანდები უკვე!
- მოდის, გაჩუმდი!
- ტყუპებო! - შესძახა გახარებულმა დემეტრემ და გოგოებისკენ წავიდა. - როგორ ხართ?
- დააგვიანე!
- კატო, რა ლამაზად გამოიყურები დღეს რა ხდება?
- შენ კი ისევ ისეთი... - რებეკამ მუჯლუგუნი გაკრა და კატომაც ბიჭს გაუღიმა. - სიმპატიური, ხო, სიმპატიური მინდოდა მეთქვა.
- ოხ, კატო, კატო. დასხედით.
- გმადლობ.
- როგორ მოგწონთ აქაურობა?
- კატო აღფრთოვანებულია ფერების შერწყმით. - დაასწრო რებეკამ.
- მართლა?
- რა თქმა უნდა, ალბათ საუკეთესო მღებავები დაიქირავე, არა? - წარბები ასწია კატომ.
- არა რას ამბობ, თავად შევღებე! - გაიჭიმა ნემსაძე.
- არ არსებობს, ამას ვერც ვიფიქრებდი, მართლა. ახლა კი საქმე, საიდან იცნობ ვიქტორიას?
- ჯერ მითხარი რაში გინდა ამის ცოდნა.
- ნუ ღელავ, კარგი განზრახვა მაქვს. აბა დაფქვი ახლა სანამ არ დავბერებულვარ!
- ოხ, რა! - ამოისუნთქა ბიჭმა. - ვიქტორია და ზურა, მისი ქმარი, ჩემი ოჯახის ახლობლები არიან.
- რამდენად ახლობლები?
- იმდენად, რომ ხშირად გვსტუმრობენ, სხვა ნათესაური კავშირი არ გვაქვს. მე და ლაშა დიდი ხანია ვმეგობრობთ...
- ლაშა?
- ხო მათი შვილი, პატარაა, ასე თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის იქნება, მაგრამ კარგი ბიჭია.
- ხო, შენ გაუგებდი... - მაინც ვერ მოითმინა ეკატერინემ და ,,ვიხუმრეს" ნიშნად გაუღიმა. - როგორ გათხოვდა? ანუ აქ, საქართველოში. გვარი ხომ რუსული აქვს?
- ხო მამით რუსია, ვლადიმერ ტურჩოვის შვილია. დედა ქართველი ყავს, ბათუმელი, ოლგა მოწყობილი.
- ვა, რა კაი გვარია!
- დარწმუნებული ვარ პირველად გესმის. - გაუცინა დემეტრემ.
- მერე, მერე? იასნია ბათუმში გაიცნეს ერთმანეთი, დაქორწილდნენ და აი აქ უკვე დაწვრილებით მაინტერესებს რამე უცნაური ან საეჭვო ხომ არ ჰქონია მათ ოჯახს?
- ოო, მასე ზუსტად წვრილმანები რა ვიცი მე! ისე კი... ნებით არ გაჰყოლია, ზურაბმა მოიტაცა როგორც ვიცი. დედა ხშირად ამბობს როგორ ძალით გააუბედურა ეს ქალიო... საუკეთესო მომავალი ექნებოდა მაგრამ ზურაბმა დასვა სახლშიო, დაჟე თავიდან რამდენიმე წელი სადღაც აგარაკზე ჰყავდა თურმე და მზეს არ ანახებდა...
- რო მოიტაცა?
- ხო, უფრო ქორწილის მერე... დედამისსაც არ ანახებდა... ზურაბი რაღაცნაირი კაცია... ვერ გაუგებ რააა, უცნაურია ძალიან.
- უცნაურია... - ჩაფიქრდა ცოტა ხნით კატო და დის მიმართ გაბმული დემეს ფლირტისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. რატომ მალავდა, ასეთ ლამაზ ქალს... თუ მისი გამოჩენა არ უნდოდა, არც ქორწილს გააკეთებდა... უბრალოდ მოიყვანდა და მორჩა... - ეგ რომელ წლებში იყო? - შეაწყვეტინა საუბარი წყვილს მოულოდნელად.
- რა?
- ქორწილი, ვიქტორიას ქორწილი, რა გჭირთ?
- აა, არ ვიცი... სამი წელი შვილი არ ყავდათ, ლაშა თექვსმეტი წლის იქნება... და რა გამოდის, ცხრამეტი წლის წინ იტოკში... ასე ოთხმოცდათხუმეტ-თექვსმეტ წლებში.
- ცხრამეტი წლის წინ... - გაიმეორა კატომ.
- ხო რა სადღაც მასე... ასე დაწვრილებით რაში გაინტერესებს გოგო?
- შენი საქმე არაა! წავედი მე... რებე შენ?
- მე დავრჩები ცოტა ხანს. - ლოყები აუწითლდა გოგონას.
- ოჰ, ჯულიეტა! ოღონდ თავს ნუ მოიკლავთ ამ სიყვარულით ჩემი ბოროტი წინააღმდეგობის გამო!
- კატო!
- იცი რა დემე? ახლა მოვიფიქრე. ძალიან მინდა მაგ ქალს შევხვდე. შეგიძლია რომ დედაშენს სთხოვო და შენთან დაპატიჟოთ?
- ვიქტორია?
- ხო, რას დაიბენი? ოღონდ ქმრის გარეშე და ჩვენც მოვალთ.
- და რა ვუთხრა, რატო-თქო?
- ვაიმე, მოიფიქრე რამე ეგეც მე გითხრა? ვითომ... ვითომ რებეკა უნდა გააცნო დედაშენს და იმ ქალის აზრიც გასათვალისწინებელია ან რავიცი რამე მსგავსი.
- მე? - გაიკვირვა რებეკამ.
- ხო, შენ! ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ძალიან შეეფერებით ერთმანეთს. რა ხდება, დაგაშტერა?
- ვაიმე, კატო!
- მოკლედ შეგიძლია თუ არა? - მიუბრუნდა დემეტრეს.
- მოვიფიქრებ რამეს და გაგაგებინებთ. იქნებ მერე მაინც მივხვდე რა გინდათ!
- მაგისთვის შენ ზედმეტად პრიალა ტვინი გაქვს. - ფეხზე წამოდგა კატო და ბიჭი ერთ წამიანი ღიმილით დააჯილდოვა. - წავედი, გკოცნით მტრედებო!
კატომ დიდხანს ისეირნა ფეხით, თავში უამრავ ვარიანტს განიხილავდა მაგრამ ლოგიკურად ერთმანეთს ფაქტებს ვერ აკავშირებდა. თუ ვიქტორია დედამისი იყო და ორსულად დარჩა, თანაც ტყუპებზე, რატომ მოიშორა ისინი და ბავშვთა სახლში ჩააბარა? იმასაც ფიქრობდა რომ ეს ზურამ აიძულა, მაგრამ რატომ, ამას ვერ ხვდებოდა. ფაქტია, რომ რაღაც არასწორად განვითარდა მათ ოჯახში და ქალს ზურაბი დიდხანს არავის ანახებდა, სავარაოდოდ ორსულად იყო და არ უნდოდა ამის გამჟღავნება, კატო ფიქრებს გაყვა. ბიჭისთვის ეს აშკარად არასასურველი ორსულობა იყო, მაგრამ თუ შვილი არ უნდოდა, რატომ გააჩენინა საერთოდ? მოსაკლავად ვერ გაიმეტა? არა, ეს ზურაბის ავტორიტეტს არ შეეფერებოდა, ის საკმაოდ დაუნდობელი ჩანდა და არც აბორტზე დაიხევდა უკან. მაგრამ თუ არ უნდოდა შვილები, რატომღა გაჩნდა მოგვიანებით ლაშა? ტყუპი გოგოები... იქნებ გოგოები არ უნდოდა... იქნებ ბიჭი უნდოდა... კატომ ზიზღით აბზიკა ტუჩი. ალბათ ვიქტორიაც დაეთანხმა, ან დაითანხმა... ნამდვილად ასე იქნებოდა, - ფიქრს განაგრძობდა კატო. სხვა ვარიანტს უბრალოდ ვერ ხედავდა. შეიძლება გვიან გაიგეს და ბავშვების მუცელშივე მოშორება ქალისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მაგრამ როგორ გაიმეტეს? უპატრონოდ როგორ მიაგდეს? აი ამას ვერ ხვდებოდა კატოს გული. შეუძლებელია დედამ ასე უბრალოდ მოიშოროს შვილები თავიდან, თან ტყუპები... იქნებ საერთოდ არც არის ვიქტორია მისი დედა, მაგრამ, რატომ იყო მისი რეაქცია ასეთი მწვავე ტყუპების დანახვისას? თანაც ეს მსგავსება. კატო ფიქრებიდან თავისი სახელის ძახილმა გამოარკვია. უკან რომ გაიხედა აქოშინებული ლევანი დაინახა და გაიღიმა.
- რამდენი ხანია გეძახი... - გულზე ხელი ედო ლევანს და მძიმედ სუნთქავდა.
- შენი პროფესიის კაცისთვის მალე დაღლა ძალიან ცუდია. ორმოცდაათი წლის კაცივით ქოშინებ!
- იცი რამდენი გეძახე და გსდიე? - როგორც იქნა მიუახლოვდა და წინ დაუდგა.
- არაფერია, ცოტა წაგავარჯიშე!
- სად იყავი?
- აქვე, კაფეში, რებესთან და დემეტრესთან ერთად.
- ეგ ვინ არის? - მოიღუშა კაცი.
- ბავშვთა სახლში იზრდებოდა ჩვენთან ერთად, მერე იშვილეს. რებეკას ლავერია. - დასცინა გოგონამ და ლევანს თავი აუქნია. - წამო რა ვიაროთ.
- მაცადე ცოტა, სული მოვითქვა!
- სერიოზულად? რამდენი წლის ხარ კი მაგრამ!
- ოცდაცამეტის...
- რა? - ყბა მოეღრიცა კატოს.
- ხო რა იყო, ეხლა გაიგე?
- კი, ეხლა გავიგე! შენ რა, პედოფილი ხარ?
- აბა ახლავე ენა დაიმოკლე, პედოფილებს ბავშვები მოსწონთ, მე კი აქ მასეთს ვერავის ვხედავ!
- ღმერთო! - შეჰყვირა კატომ. - რა ამოვა ახლა რებეკას ყბიდან!
- რატო რა გინდა?
- რატო და მთელი დღეა ოცდასამი წლის დემეტრეს ბაბუას ვეძახი და შენ ვინ გამოდიხარ აზრზე ხარ?
- ვინ გამოვდივარ გოგო?! - მოთმინებას კარგავდა ლევანი და სულ უფრო იღრუბლებოდა.
- დიდი ბაბუა!
- კატო ენას ამოგაგლეჯ ახლა!
- არადა ვაფშე არ გეტყობა... იცოდე რებეკას არუთხრა შენი ასაკი თორემ მოგკლავ, რა ამბავია ოცდაცამეტი, ნახევარი საუკუნე გაგივლია და ეგ არის!
- ნახევარი კი არა მესამედი შე ოროსანო, მათემატიკაში რა გყავდა?
- ,,დამაკმაყოფილებელი"!
- ასეც ვიცოდი. წამო რა ვჭამოთ სადმე, არ გშია?
- ისე რა...
- წამო, წამო... - ხელი გადახვია ლევანმა და გვერდზე აკრული გოგონა კაფისკენ წაიყვანა.
საქართველო, ბათუმი, 1996 წელი.

ზურა მჭიდროდ ჩაფრენოდა საჭეს და გოგონას ტირილს ყურადღებას არ აქცევდა, ბევრი ეხვეწა ვიქტორიამ, იჩხუბა, იყვირა, მაგრამ ბიჭს ოდნავადაც არ შეურხევია კუშტი წარბები, მხოლოდ გზას უყურებდა და სწრაფად მიდიოდა. აგარაკი, რომელზეც ლაპარაკობდა კოჯორში მდებარეობდა. ტირილისგან გადაღლილი ვიკი უკვე აღარაფერს ამბობდა, მშვიდად გადმოყვა მანქანიდან და სახლში ისე შევიდა, ზედ არაფრისთვის შეუხედავს წესიერად. დივანზე მოიკუნტა და ისევ ატირდა.
- გეყოფა ვიკი, უნდა ჭამო გესმის? ნახე რამდენი რამ ვიყიდე...
- არ მაინტერესებს არაფერი! - წამოიყვირა ისტერიკულად, თანაც ამჯერად რუსულად.
- ხომ იცი რომ უკვე ჩემი ცოლი ხარ და რატომ ჯიუტობ?
- არ მინდა, გაიგე ადამიანო, არ მინდა ჯერ მზად არ ვარ ამისთვის, არა!
- რამდენიმე დღეში ქორწილი გვექნება და მოამზადე მანამდე შენი თავი, ერთი წამით არ იფიქრო რომ გაგიშვებ, გასაგებია? მიყვარხარ, მაგრამ ჩემი ავტორიტეტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მირჩევნია მოგკლა, ვიდრე ვინმეს ვაფიქრებინო ქალი გაექცაო, ან ზურა ცაბაძე თავის არჩევანში შეცდაო, გასაგებია ვიქტორია?
მას მერე გოგონას ხმა არ ამოუღია, კარგად ხვდებოდა ვისთან ჰქონდა საქმე და მისი ყოველი სიტყვა ასრულებადად ეჩვენებოდა. ისე ჩაეძინა ვერ გაიგო, დილით კი საძინებელ ოთახში, ქმრის გვერდით გამოეღვიძა.
- წუხელ ძალიან დაღლილი იყავი და აღარ გაგაღვიძე. - თითქოს თავი იმართლა ზურამ გოგონას გაკვირვებულიბული სახის დანახვისას.
- მადლობთ.
- გშია?
- არა.
- მე მოვამზადებ... მაინც არა?
- ტყუილად ცდილობ... - საბანში ჩაიმალა გოგონა თუ არა, ბიჭი ერთი ნახტომით მაღლიდან მოექცა.
- არა, შენ ჯიუტობ ტყუილად! იცი რა? საშინლად გამიჭირდა დაძინება, როცა გვერდით შენ მეწექი, ასეთი მიმზიდველი... სექსუალური... - თითი ნაზად ჩამოუსვა ყელზე და მკერდამდე ჩავიდა.
- ზურა...
- წუხელ ძალიან შევიკავე თავი ვიკი... დღეს იგივეს ვეღარ ვიზავ... - მაიკა გადაუწია ზურამ და მოშიშვლებულ მხარზე აკოცა გოგონას. ვიქტორია არ განძრეულა, სიმართლე გითხრათ ძალიან მოეწონა მისი შეხება, ზოგადად იზიდავდა ზურა მისი სიძლიერით, და სწორად ამან დაღუპა. რამდენიმე დღეში ქორწილი იყო, ვიქტორიამ სიჯიუტე დათმო და უკვე იღიმოდა. თანაც მათზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. მხოლოდ ის იყო, ვიქტორია მუდამ სისუსტეს გრძნობდა, რამდენიმეჯერ გულიც აერია, ზურამ საავადმყოფოში ჩააბარებინა ანალიზები და შეპირდა მე გამოვიტანო. საღამოვდებოდა როცა მისი მანქანა სახლს მოადგა. ვიკი ტელევიზორს უყურებდა, ჩაის ჭიქა ხელში გაუშეშდა ალეწილი ზურას დანახვისას და შეშფოთებულმა წამოიწია.
- რა ხდება ზურა?
- იცოდი?! - მიუხედავად ყველაფრისა თავს იკავებდა ბიჭი და ანალიზების ფურცლებს აფრიალებდა. - იცოდი მეთქი?
- რა ვიცოდი ზურა ამიხსენი რატომ ყვირი?
- ორსულად რომ ხარ იცოდი თუ არა?!
- არა ზურა... რა ორსულად... რას ამბობ...
- რაც გესმის! როგორც ჩანს კარგად იმუშავა შენმა საშკამ! - სიგარეტი ამოიღო და ბოლთას სცემდა. გოგონამ ინსტიქტურად ხელი მუცლისკენ წაიღო. - ექიმთან როდის წამოხვალ?
- შემოწმებაზე?
- რა შემოწმებაზე გოგო, სხვის ნაბი.ჭ.ვარს გავზრდი გგონია?
- აბა... ზურა რას ამბობ... - ვიქტორიას შეშინებული თვალები ცრემლით აევსო და უფრო მოიკუნტა.
- კარგად ხვდები რასაც ვამბობ... - მის წინ ჩაიმუხლა ბიჭმა და ეცადა მაქსიმალურად დაეყვავებინა გოგონასთვის. - ეს ორსულობა ჩვენ არცერთს არ გვჭირდება ვიკი... მე ვერ შევძლებ ავიტანო ეს ყველაფერი, გესმის?
- ვერც მე შევძლებ, რასაც შენ მთავაზობ!
- ეს ყველა ვარიანტში ასე უნდა გაკეთდეს...
- არა მეთქი, არ გესმის? შანსი არ არის ზურა, მე ბავშვს ვერ მოვიშორებ და ამ ცოდვით არ ვივლი! მომკალი თუ გინდა მაგრამ ექიმთან არ გამოგყვები, ცოცხალს იქ ვერ მიმიყვან, გესმის?
გვიანობამდე იჯდა ბუხრის წინ ცაბაძე და სიგარეტს ღერი ღერზე ეწეოდა, სასმელი რომ გაუთავდა, მეორე ბოთლი გადმოიღო და იქიდანვე დაიყუდა. მერე ტელეფონი მოიმარჯვა და ნაცნობი ექიმის, ლია ხუნწარიას ნომერი აკრიფა.
რამდენიმე დღე ისე გავიდა ზურა და ვიქტორია თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. იმ საღამოს წიგნის კითხვაში ჩაეძინა გოგონას. მისი სიზმრების სმეფო ახლა ბევრად ჩაშავებული და ნანგრევებად ქცეული დახვდა, ბალახებში დააბიჯებდა, ვერ გაეგო საით წასულიყო, არადა უკვე ისე მოიღრუბლა, გოგონა შტორმის მოლოდინში გაიტრუნა. ,,გველი არ იყოს სადმე..." გაიფიქრა თუ არა, მკლავში ტკივილი იგრძნო, სწრაფად დაიხედა, თითის სიგრძე, წითელი გველი ჩაფრენოდა მის ვენას და იქიდან სისხლს წოვდა. შეშინებულმა მეორე ხელით მისი მოცილება გადაწყვიტა, მაგრამ ვიღაცამ ძლიერად დაუჭირა მაჯა და მკერდზე დააწვა, თვალები რომ გაახილა თავზე მდგარი ზურა დაინახა, ბიჭი მძლავრად იჭერდა, ვენაში ისევ ტკივილს გრძნობდა და იქით გაიხედა თუ არა თეთრ ხალათში ჩაცმული, პირბადიანი ქალი დაინახა, მის გვერდით იდგა და ნემსს უკეთებდა.
- არა, არა, არა! ზურა რას აკეთებ, ზურა შეწყვიტეთ! - გაიბრძოლა ვიქტორიამ მაგრამ ბიჭს ძლიერად ყავდა ჩაბღუჯული და თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევდა.
- დაწყნარდი, ყველაფერი მალე მორჩება... - ჩაილაპარაკა წამხდარი ხმით, თითქოს უფრო თავის დასამშვიდებლად, რადგან იცოდა, ახლა ვიკის მხოლოდ წამალი თუ გააჩერებდა.
- გაჩერდით, არ გინდათ! - ყვიროდა განწირულად. - არ გინდათ, ნუ მოკლავთ.... ზურა ნუ მომიკლავ შვილს, გემუდარები, არ წამართვა ჩემი პატარა, ზურა ნუ მომიკლავ... გეხვეწები გაჩერდით... ხალხი არა ხართ? არ მოკლათ... ზურა... ნუ მოკლავ... არ მისცე უფლება... - დაიჩურჩულა ბოლო ძალებით, მერე თითქოს გაბუჟდა, ირგვლივ ყველაფერი გადათეთრდა და უწონობას შეუერთდა.
საქმეს დიდი ხანი არ დასჭირვებია, ექიმი მალე გამოვიდა ოთახიდან, ყველაფერი რიგზეაო, საქმის კურსში ჩააყენა და ისევ შებრუნდა. ცაბაძეს არ უნდოდა შესვლა, მაგრამ საშინლად ეჭვიანი იყო და ქალის შემოწმება მაინც გადაწყვიტა. ოთახში შესულს სპირტის და სისხლის სპეციფიკური სუნი ეცა, ლია რაღაცეებს წმენდდა, გოგონა ფერმიხდილი იწვა საწოლზე და მშვიდად სუნთქავდა.
- მალე გაიღვიძებს. - დაიჩურჩულა ექიმმა. მისი მიმართულებით გახედებულ ზურას თვალში რაღაც პატარა, სისხლისფერი მოხვდა, თავიდან იფიქრა შედედებული სისხლიაო, მერე კი ნათლად გაარჩია პატარა, უსულო, მოკუნტული ემბრიონი, რომელიც უცხოპლანეტელს უფრო წააგავდა, ვიდრე ბავშვს. ერთი ციდა იყო, განუვითარებელი წანაზარდები, რომელიც სავარაუდოდ ხელები იქნებოდა, თავთან მიეტანა პატარას, თითქოს იცოდა, რაც მოელოდაო და სიკვდილის წინ წელში კიდევ უფრო მოიხარა. ზურას წამით მოეჩვენა კიდეც, რომ ემბრიონს უმიმიკო სახე სატირლად დაემანჭა... ცოდვის ცივმა ოფლმა დაასხა მთელ სხეულზე ცაბაძეს და ვენებში სისხლიც უფრო მეტად გაეყინა.
- მკვლელო! - გახარებულმა შესძახა მის გონებაში ხრინწიანმა ხმამ და საზარლად გადაიხარხარა. დარეტიანებული შებრუნდა ზურა კარისკენ, გული ერეოდა, ამ წარმოდგენაზე თუ საკუთარ თავზე ეს არ იცოდა, მაგრამ საჩქაროდ გამოკეტა კარი, ამ ოთახში მდგარი სუნი უკვე ახრჩობდა, სააბაზანოში შევარდნილმა ონკანი მოუშვა. - ანგელოზის მკვლელო! - შესძახა ხმამ ახლა უკვე სარკიდან. მეტს ვეღარ გაუძლო ცაბაძემ და ცივ წყალს თავი მთლიანად შეუშვირა. - მკვლელო, მკვლელო, მკვლელი ხარ! - ხარხარებდა ხმა და მასთან ერთად მთელი ჯოჯოხეთი.
- გაჩუმდით, გაჩუმდით! - დაიყვირა სახეშეშლილმა და სარკეს სველი მუშტები მძლავრად დაჰრა.
- უსუსურო, უძლურო! - ახლა უკვე მრავალი სახე უძახოდა დაბზარული მინის სიღრმიდან.
- სხვა ვერაფერი მოიფიქრე და ამდენიმე დღის ბავშვს მოუსპე სიცოცხლე, ლაჩარი ხარ!
- მკვლელო!
- ანგელოზის მკვლელი ხარ!
ხმები ერთმანეთზე მძლავრად და მკაფიოდ ჩაესმოდა. ხელები თავზე მოიჭირა, თვალწინ ატირებული, შიშისგან დამანჭული ემრიონი დაუდგა, შეშლილივით ეცა თაროებს და ყველაფერი ძირს გადმოყარა.
- გაჩუმდით, გაჩუმდით! - დაიგრგვინა ბოლოს და მუხლებზე დაეცა.
- მე არ მომიკლავს... მან მოკლა... იმ ქალმა მოკლა... მე არ ვიყავი იქ... იმ წყეულ ოთახში არც კი შევსულვარ. მისი ბრალია... - არწმუნებდა საკუთარ თავს. - ექიმის ბრალია, მან მოკლა... მე არა...
საქართველო, თბილისი, 2015 წელი.

რამოდენიმე დღე ელოდა კატო დემეტრეს დარეკვას, უკვე მოთმინება ეწურებოდა ოთახში რებე რომ შემოვიდა.
- დემეტრემ დამირეკა.
- რაო? - მაშინვე დახურა ლეპტოპი და დას მიაჩერდა.
- ხვალ მივა ის ქალი მათთან სახლში და ჩვენც დაპატიჟებულები ვართ.
- მარტო?
- მარტო ჩვენ?
- არა, მარტო მოვა თქო თუ ქმართან ერთად?
- ალბათ მარტო, დემემ თქვა ეგენი ერთად ისედაც იშვიათად დადიანო. თანაც თინას უთქვამს დემეტრეს შეყვარებული მოდისო და... - რებეკას ისევ აუწითლდა სახე.
- ოჰ, რძალი უნდა გაგაცნოვო? - წარბი ასწია კატომ.
- რა გინდა ვერ გავიგე, თვითონ არ უთხარი დემეტრეს ასე მოიფიქრეო?
- ან სხვა რამე თქო, ისიც ვუთხარი, მაგრამ ხომ ხედავ, რაც აწყობდა ის უთხრა!
- კატო რა გინდა, რომ დავშორდე?
- რა შუაშია?
- აბა ამ ურთიერთობას რა გაგრძელებაც მოყვება არ იცი?
- შენ რა, მართლა აპირებ გათხოვებას?
- ხო, ვაპირებ, მე მიყვარს დემე!
- ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს ეგ შენი დემეტრე ბაბუა! - ამ სიტყვაზე ლევანი გაახსენდა და ოდნავ გაიღიმა.
- რა გაცინებს?
- რაც გინდა ის ქენი, ეგ შენი ცხოვრებაა...
- ხოდა გავყვები!
- გაყევი, ოღონდ დროზე, სანამ შვილების გაკეთების უნარი აქვს! - დასცინა კატომ და ტელეფონი მოიმარჯვა.
ტერასაზე ისხდნენ, ორივე ჩამავალ მზეს გაჰყურებდა.
- რაღაცნაირად... ვერ გავიგე, თან მიხარია ლევან. თან ვიბნევი, არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიცხოვრო...
- კარგი რა, ჯერ ხომ არ თხოვდება?
- ხო მაგრამ, როცა იქნება ხომ გაყვება დემეტრეს?
- ხოდა როცა ეგ იქნება, მერე ინერვიულე.
- როგორ მამშვიდებ, რა აზრი აქვს როდის ვინერვიულებ?
- აზრი საერთოდ რომ არ აქვს შენ ნერვიულობას თუ ხვდები მაგდენს?
- ხო მაგრამ... მენერვიულება...
- ოხ, კატო, კატო. ეცადე საერთოდ არ იფიქრო მაგ თემაზე, დაანებე თავი, უყვართ ერთმანეთი და ძალია?
- მე ჩემ თავზე ვფიქრობ, მის გარეშე ერთი დღე არ მიცხოვრია და... ვიცი ხშირად ვნახავ, მივალთ, მოვალთ მარა ოჯახი ხომ იცი რაც არის, მერე სულ მოუცლელი იქნება...
- ნუ ხარ ეგოისტი შენ. მე დაგავიწყდა რომ გყავარ?
- შენ ხო, მაგრამ მე რებეზე ვლაპარაკობ ლევან რატო არ გესმის, ჩემს რებეზე ჩემ დაზე, ტყუპისცალზე, მუცელშიც კი ერთად ვიჯექით და ახლა...
- წარმოიდგინე თავი მის ადგილას, მე რომ გთხოვდე ცოლობას, უარს მეტყოდი?
- შენ? - ღიმილით ახედა კატომ.
- ხო, რა იყო. არა მე ცოლის მოყვანას საერთოდ არ ვაპირებ არასდოს მაგრამ, უბრალოდ წარმოიდგინე. - კატოს ღიმილი სახეზე მიეყინა, არაფერი რომ არ შემჩნეოდა თავი დახარა და სალათს ჩანგლით დაუწყო წვალება. ერთხანს ასე იჯდა. გული ეტკინა, მერე რა, რომ თვითონ ამბობდა ,,დავიკიდებო" ამას გოგონა სულაც არ აპირებდა. ლევანს ცოლი არ უნდოდა, აბა რად უნდოდა კატო? საყვარლად? მათ ხომ ურთიერთობა არ ჰქონიათ. - რა იყო, ვერ წარმოიდგინე? - იცინოდა ლევანი.
- ვერა... ლევან, ერთი კითხვა მაქვს...
- აბა მკითხე.
- ჩემთან დაკავშირებით, რა გეგმები გაქვს, რას გრძნობ ჩემს მიმართ?
- ანუ? - დაიბნა მამაკაცი.
- რაც გკითხე ის, ანუ!
- მე შენთან თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ კატო.
- მორჩა?
- რატომ დაიწყე ახლა ეს თემა.
- მაინტერესებს რა გეგმები გაქვს. ცოლად არ გინდივარ, ეს უკვე გავიგე, მაგრამ აბა რაში გჭირდები?
- ხომ გითხარი, შენ აქტიური ხარ, ხალისიანი, იუმორის კარგი გრძნობა გაქვს, ლამაზი ხარ, სექსუალური... მე შენ ძალიან მომწონხარ კატო!
- და თუ შენთან დავწვები, რა მოხდება მერე?
- რას გულისხმობ?
- ოჯახს ლევან!
- შენ ხომ არ გინდა ოჯახი?
- მართალია... არ მინდა... და აღარც შენთან ურთიერთობა არ მინდა. - პლედი სასწრაფოდ მოიშორა მხრებიდან და იქვე მიაგდო, მერე ჩანთას დასწვდა. ამას არ ელოდებოდა ლევანი და აზრზე რომ მოვიდა, გოგონა უკვე მიდიოდა. გაოცებული წამოხტა ფეხზე და კატოს აედევნა.
- კატო, კატო სად მიდიხარ? კატო მოიცადე, გაჩერდი ბოლოსდაბოლოს! - მკლავში ხელი გამოსდო და მძლავრად თავისკენ შემოაბრუნა.
- რა გინდა, ვერ გაიგე რაც გითხარი?
- ასე რამ გაგაგიჟა?
- შემეშვი საერთოდ, აღარ მინდა შენი ნახვა!
- რატო კი მაგრამ?
- ვერ ხვდები? თუ ასაკის გამო სკლეროზი დაგეწყო?! მალე ალბათ სახსრებიც აგტკივდება და კბილებიც დაგცვივა!
- კატო რეებს ამბობ?!
- რაც გესმის, შენნაირ ბაბუებს ვერ ვიტან, პაკა! - ხელი გამოგლიჯა გოგონამ და სახტად დარჩენილი ლევანი მოღრუბლული დატოვა.
მთელი დღე მოშხამული დადიოდა, არც ლევანი იყო უკეთეს ხასიათზე. რამდენჯერმე დაურეკა, კატომ უხმო რეჟიმი ჩართო და დივანზე მიწვა. დიდხანს ანათა ტელეფონმა, შემდეგ ბატარეა დაჯდა და ეკრანიც მთლიანად ჩამუქდა. ,,რატომ მაწუხებს ეს ამბავი ასე ძალიან?" - ნერვიულობდა კატო. ,,იქნებ მეც რებესავით დამაშტერა ამ კაცმა? არა, არა... რა სიყვარული, რის შექსპირი, რაც ლევანი გავიცანი სულ აირია ყველაფერი... თუ პირიქით? ფაქტია მას ცოლი არ უნდა... მაგრამ მეც ხომ არ მინდა ქმარი? თუ მინდა? ოჯახი... ბავშვი..." - კატო უხერხულად შეიშმუშნა. ,,აზრი არ აქვს ფიქრს... მას მე არ ვუყვარვარ, მე ის არ მიყვარს... ,,ვსიო, კანეც!"" - გაიფიქრა ბოლოს და ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა.
დილა ფართხა-ფურთხით დაიწყო, ტყუპები ეძახდნენ დილას, თორე ისე საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა. კატო სულ შავებში გამოეწყო, რებეკა თეთრებში, ამით ორივე თითქოს თავიანთ, შინაგან განწყობილებას გამოხატავდა. საშინლად ღელავდნენ, კატო თითქმის უკვე დარწმუნებული იყო, რომ ვიქტორია მათი ბიოლოგიური დედა გახლდა, რებეც ხვდებოდა ამას, მაგრამ თითქოს არცერთს არ უნდოდა ამის აღიარება. ერთმანეთთანაც კი არ საუბრობდნენ ამ თემაზე და ისიც არ იცოდნენ რა ექნათ, თუ მათი ფიქრები რეალობს აბსოლუტურად შეესაბამებოდა.
დემეტრემ რომ გამოუარა მანქანით უკვე მზად იყვნენ, კატერინა უკან დაჯდა, წყვილის ჟღურტულს ყურადღებას არ აქცევდა, ამაზე ყოველთვის ნერვები ეშლებოდა, თანაც რებეკა ბიჭს დედამისზე ეკითხებოდა ამბებს და ეს სულ არ აინტერესებდა.
დიდხანს არ უვლიათ, დემეტრეს სახლი არც ისე დიდი, მაგრამ საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილი აღმოჩნდა. კედლებზე უამრავი მხატვრობის ნიმუში იყო გაკრული, კატო თვალს ვერ წყვეტდა ნახატებს, ყოველ მათგანში რაღაცნაირი სუსტი სევდა იყო, თითქოს ყველა ერთ ავტორს ეკუთვნოდა. მისაღები ვრცელი და ნათელი იყო, ტყუპებმა მაშინვე შეამჩნიეს დივანზე ზურგით მჯდომი ვიქტორია, მის წინ კი სავარაუდოდ დემეტრეს დედა. ქალი მათ დანახვაზე ფეხზე წამოდგა და სტუმრებს სასიამოვნოდ გაოცებული შეეგება.
- გამარჯობა, მობრძანდით, ეს მე მომეცით. - მოსაცმელები ჩამოართვა ორივეს.
- კეთილი იყოს ჩვენი ფეხი, - თქვა რებემ.
- ღმერთო ჩემო, როგორ გავხართ, დემე არჩევ ამათ დედი?
- რა თქმა უნდა, კატოს და რებეს მსგავსი მხოლოდ ფიზიკურობა აქვთ, ეს არის რებეკა, თეთრებში, შავებში კი კატერინაა.
- დავიმახსოვრე. - თქვა ქალმა ღიმილით. კატომ თვალი დივნისკენ გააპარა. ვიქტორიას მხარე ეცვალა, ტყუპებს გაოგნებული უყურებდა, მერე ნერვიულად მოსვა ჩაი და კვლავ გოგოებს გამოხედა. კატომ არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ მისკენ წავიდა.
- მგონი ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, არა? - ქალს გაუღიმა და მის გვერდით მოიკალათა.
- არ ვიცი... - დაიჩურჩულა ვიქტორიამ და კვლავ მოსვა ჩაი.
- როგორ არა, თქვენ ვიქტორია ხართ, მე ვიყავი თქვენთან წვეულების მსგავსი რაღაც გქონდათ, მერე თითქოს ცუდად გახდით, ჯანმრთელობის მხრივ ხომ კარგად გაქვთ საქმე?
- რა გითხრა შვილო... არც ისე... ორივე იყავით, არა?
- დიახ...
- მე კი ვიფიქრე რომ მომეჩვენა...
- ხო, ხალხს ხშირად ასე ჰგონია ჩვენ რომ დაგვინახავს, განსაკუთრებით თუ ნასვამები არიან, - გაიცინა კატომ და თინაც აყვა.
- მართლა ძალიან გავხართ... ალბათ მხოლოდ დედა გარჩევთ არა? - ღიმილით ჰკითხა ქალმა. კატომ ვიქტორიას გახედა, გოგონას პასუხის მოლოდინში მოთმინება ეკარგებოდა.
- ვერა... ალბათ ის ვერც ვერასდროს გაგვარჩევს... მან ჩვენ მიგვატოვა!
- რას ამბობ კატო? - თინა ერთ წამში მოიღრუბლა.
- ხო, მე და რებე ბავშვთა სახლში მიგვაგდო, სავარაუდოდ ტყუპი გოგონები არ უნდოდათ. - კვლავ ვიქტორიას უყურებდა, რომელსაც მიტკლის ფერი დასდებოდა უკვე და გაფართოვებული თვალებით კატოს მისჩერებოდა. - არ მესმის, როგორ უნდა გააკეთოს ასეთი რამ დედამ, არ მეთანხმებით ვიქტორია?
- მე... მე... მაპატიეთ, ძალიან ავღელდი... ძალიან...
- ხო, ნამდვილად ასაღელვებელი ამბავია. აი თქვენ გყავთ შვილი? - დაუნდობლად განაგრძობდა კატო.
- დიახ...
- ხოდა წარმოიდგინეთ ის რომ ბავშვთა სახლში დაგეტოვებინათ, თავს როგორ იგრძნობდით?
- კატო გეყოფა, - ვეღარ მოითმინა რებეკამ. - ხომ ხედავ რომ არ არის კარგად?
- ხოდა მეც ეგ მაინტერესებს, რატომ არ ხართ კარგად ქალბატონო ვიქტორია?
- მე... - თინა გაოცებული მისჩერებოდა ორივეს, არც დემე იყო უკეთეს დღეში.
- ამბავი ხომ არ გეცნოთ?
- მეცნო... ძალიან მეცნო... - როგორც იქნა ამოიღო ხმა ქალმა. კატო არ ელოდა აღიარებას და თავისდა გასაოცრად დამუნჯდა. - თქვენ... ახლა სად ცხოვრობთ კატო?
- ჩვენ აქვე, მარჯანიშვილზე. რატომ მეკითხებით?
- მე უნდა წავიდე... მართლა არ ვარ კარგად, გამიხარდება თქვენს კოორდინატებს თუ მომცემთ... - ტელეფონი გაუწოდა ქალმა. კატომ ერთხანს იფიქრა, მერე რაღაცნაირად შეეცოდა, ფრთხილად გამოართვა ტელეფონი და მასზე თავისი ნომერი აკრიფა.
- ეცადეთ მალე დამიკავშირდეთ, უკვე ისედაც თვრამეტი წელი გავიდა!
- თვრამეტი წელი... - ჩაილაპარაკა ქალმა და თავი დახარა, მერე სწრაფად წამოდგა, ტყუპებს ერთხელ კიდევ მოავლო ცრემლიანი თვალები და გასასვლელისკენ წავიდა, თინა აედევნა გაგაცილებო, სიბრაზისგან გაწითლებული დემეტრე კი კატოს დააცხრა.
- შენ მაგ თავში ტვინი კი არა ოფოფები გყავს, რა მოგელანდა, რაებს ბოდავდი, რას გააქციე ეს საწყალი ქალი?
- დამშვიდდი თავდადებულო, თორემ მაგ თავზე თაფლს წაგისვავ! საწყალიო ამბობ? საწ....ბი ჩვენ ვიყავით, უპატრონოდ რომ დაგვყარა თავშესაფარში!
- ვინ, კატო, ვიქტორიამ? - რებეს გადახედა ბიჭმა, რომელსაც ტირილს ცოტაღა აკლდა.
- ზუსტად, შენმა საწყალმა ვიქტორიამ ისე მოგვიშორა თავიდან როგორც გაფუჭებული, დაწუნებული თოჯინები!
- არც კი იცი რას ლაპარაკობ, არაა ეს ქალი ასეთი კატო, არ იცნობ და ნუ კიცხავ!
- ისიც საკმარისია რაც მასზე ვიცი... სულ მაინტერესებდა დედა, სულ... და ხელში ვინ შემრჩა?! გაჭირვებულები რომ ყოფილიყვნენ ვიფიქრებდი, გაზრდის და საჭმლის ფული რომ არ ჰქონდათ იმიტომ ჩაგვაბარა თქო იმ დაწყევლილ ადგილას, მაგრამ ნურას უკაცრავად! - ვერ ცხრებოდა კატერინა. თინა დაბნეული შემოვიდა და ტყუპებს მიაჩერდა.
- რა მოხდა ვერ გავიგე...
- დემეტრე აგიხსინთ მოგვიანებით, ჩაი გაქვთ?
- რა თქმა უნდა...
- მურაბა?
- მურაბაც, - ჩაეღიმა ქალს და სამზარეულოსკენ წავიდა.
1996...
დღეები ზლაზვნით მიყვებოდნენ ერთმანეთს, დაზაფრული ვიქტორია სულ საწოლში იწვა და მინის მიღმა ბუნებას უყურებდა, დროდადრო ტიროდა, მუცელზე ხელს ისმევდა და ემბრიონის ფორმას იღებდა. რა არ გააკეთა ზურამ, გოგონა კი ხმას საერთოდ არ სცემდა. ბიჭის შემოსვლისთანავე თვალებს ხუჭავდა. აი გაძლიერებულ მადას კი ვერაფერი მოუხერხა, ხანდახან შუაღამისას ეღვიძებოდა და მუცელი სამზარეულოში ჩასვლას სთხოვდა. დილის ღებინებასაც უკვე საეჭვოდ უყურებდა. სარკეში ჩაიხედა, წვრილი წელი ისეთი აღარ იყო, როგორიც უწინ. ყველაფერთან ერთად წელის ტკივილიც მოემატა. ამ ამბებს თავიდან შეწყვეტილ ორსულობას აბრალებდა. მუცელი უფრო და უფრო წინ მოიწევდა, ზურასაც არ დარჩენია ცვლილება შეუნიშნავი და შეეშინდა. ბევრი ეხვეწა, იწვალა და საბოლოოდ დაითანხმა ვიქტორია ექიმთან წასვლაზე.
შავ-თეთრ მოციმციმე ეკრანზე გოგონამ გამოსახულება მაშინვე შეამჩნია, ერთი დაბლა, მეორე მაღლა. პატარები სასაცილოდ აცეცებდნენ ხელებს და დროდადრო ერთმანეთს ეხებოდნენ.
- ტყუპები რომ არიან იცით ხომ? - ღიმილით იკითხა ექიმმა.
- რას ამბობთ? - იკითხა ზურამ ჩამწყდარი ხმით, ვიქტორიას ცრემლები წამოუვიდა.
- კი მაგრამ, აქამდე არ ყოფილხართ შემოწმებაზე? უკვე სრული ოთხი თვის ხართ...
- არა...
- საბედნიეროდ ბავშვები კარგად არიან, სივრცე ყოფნით, დიდი ტონუსიც არ შეიმჩნევა, ისინი ორნი არიან ვიქტორია, თქვენ ახლა კარგი კვება და ვიტამინები გჭირდებათ. თუ არ ვცდები... - ექიმი უფრო დააკვირდა გამოსახულებას. - ერთი ნამდვილად გოგოა, მეორე არ გვაჩვენებს - გაიცინა ქალმა.
- ეს როგორ შეიძლება... - ჩაილაპარაკა დაფიქრებით ზურამ. - როგორ, კი მაგრამ...
- ეს ბუნებრივია, თუმცა... ადგილი როგორ ყოფნით ეს ვერ გამიგია... ძალიან თავისუფლად არიან... ისე, რომ ალბათ მესამეც დაეტეოდა...
- მესამე? - ვიქტორიას აქამდე ეგონა, რომ ზურას მოყვანილმა ექიმმა ვერ გაწირა ქალი და ნაყოფი არ მოაშორა, ახლა კი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მარტო ის კი არა, ზურაც მიხვდა, მან ხომ თავისი თვალით ნახა მოკლული ემბრიონი. ისინი სამნი იყვნენ, სამი პატარა ტყუპი, ხუნწარიამ სამეულს ერთი მოაკლო, შეცდომით მოუვიდა ეს და ვერ გაითვალისწინა რამე თუ სპეციალურად გააკეთა არ იცოდნენ, მაგრამ ფაქტი ის გახლდათ, რომ ვიქტორიას ახლა ორი უსაყვარლესი ტყუპი ჰყავდა სხეულში და ბედნიერებისგან მხოლოდ ის სურდა, რომ დროზე დაეტოვებინა კაბინეტი და სიხარულით ეფრინა ქუჩებში.
ზურას ახალი საფიქრალი მიეცა, ტყუპების მოშორება ახლა ძალიან გვიანი იყო და რომც არ ყოფილიყო იგივეს ვეღარ გადაიტანდა. ძლივს დააღწია თავი იმ საზარელ ხრინწიან ხმას, რომელიც ხშირად ხარხარებდა და ცაბაძეს მკველო, მკვლელო-ო, სულში ჩასძახოდა. რა უნდა ექნა? ვერა, ზურა ვერ აიტანდა თავის შერცხვენას, ვერც სხვის ბავშვებს აიტანდა საკუთარ სახლში. გაშორებოდა? ეს იგივე სირცხვილი იყო, ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც იჩენდა თავს.
უკვე მერვე თვე იწურებოდა, ვიქტორიას ჩაშავებული თვალები ახლა სიხარულით და სიცოცხლით ანათებდა, მიუხედავად იმისა რომ ზურა და ის თითქმის არ ლაპარაკობდნენ, გოგონასთვის მთავარი ახლა შვილების ყოველი გამოძრავება ნამდვილი ბედნიერება იყო.
- ასე დე, ასე... მოეფერეთ ერთმანეთს... - იღიმოდა და უშველებელ მუცელზე ხელს ისმევდა. - რომ გამობრძანდებით მაქედან, მერე დედიკო მოგეფერებათ, გულში ჩაგიკრავთ და სულ ასე მეყოლებით. ჩემო პაწაწინებო... ჩემო გასაოცრებო... - ეფერებოდა ვიქტორია გოგონებს და სიამოვნებით წარმოიდგენდა როგორ უკეთებდა აქეთ-იქით კიკინებს, მერე ერთნაირ, ყვითელ კაბებს აცმევდა და სათამაშოდ უშვებდა.... რა იცოდა, რომ ტყუპებს იმ დღეს ბოლოჯერ შეიგრძნობდა, უკანასკნელად ეფერებოდა და ელაპარაკებოდა თავის პაწაწინა გოგონებს, საბოლოოდ უყვებოდა ძილისწინ ზღაპარს, ქურდბაცაცა პრინცესებზე... დილით კი იყო ტკივილი... სიხარულის ტკივილი, რომელიც უკვე შუაღამისას შვილებმკვდარი დედის მწარე ცრემლებმა, საშინელმა ღრიალმა და გლოვამ შეცვალა...
- მკვდრები დაიბადნენ... - არ წყნარდებოდა ხმა... მეორდებოდა და მეორდებოდა... - არც კი უტირიათ... - ამბობდა ექიმი უმოწყალოდ და ტკივილისგან გადაღლილ, ფერდაკარგულ ქალს უგულოდ დაჰყურებდა.
- მაჩვენეთ, ახლავე მაჩვენეთ ორივე! - დაიღრიალა ვიქტორიამ და წამოდგომა სცადა.
- არ ადგეთ ქალბატონო, არ შეიძლება, არ გესმით? თქვენ ოპერაცია გაგიკეთდათ, სხვანაირად თქვენც აღარ იქნებოდით ცოცხალი! ნუ დგებით, ჭრილობა გაგეხსნებათ!
- ფეხებზე მკი.დია, ბავშვები მაჩვენეთ, ჩემი შვილები უნდა ვნახო, მკვდრები თუ ცოცხლები... არ აქვს აზრი, უნდა ვნახო!
- დამაწყნარებელი გაუკეთეთ!
მერე... მერე იყო სიმშვიდე, საზიზღარი, ტკივილიანი სიწყნარე... და ორი პაწაწინა, უსახელო საფლავი. ნაცრისფერ ქვებზე მხოლოდ და მხოლოდ თითო ნიშანი იყო ამოტიფრული, დაწვენილი რვიანი... საშინელი უსასრულობა... დაუოკებელი ტანჯვა და სულში უსაშველოდ გაწელილი ტკივილი...
სახეშეშლილი დაეშვა მუხლებზე ვიქტორია ტურჩოვა... ზურას შეშველებული ხელი ზიზღით მოიშორა, თითქმის მიხოხდა საფლავებთან და ქვები აქეთ-იქიდან ჩაიხუტა. საშინელი სანახავი იყო შავებში ჩაცმული დედის ტირილნარევი ღრიალი და მოთქმა... მერე რა, რომ არასდროს ენახა ისინი... მერე რა რომ ვერ შეძლო მათი ჩახუტება... მერე რა რომ ვერასდროს მისცა მოშიებულ, ატირებულ ბავშვებს რძე... მერე რა, რომ არასდროს უგვრძვნია მათი პატარა, საყვარელი საცეცების შეხება სხეზე... ტურჩოვას ისინი უყვარდა, პირველი გამოძრავების დღიდან მათზე აფანატებდა... ოცნებობდა ტყუპების ჩახუტებაზე... მაგრამ არ მოხდა... არ ახდა მისი უბრალო და სანეტარი ოცნება... უსულო ქვებს ეხუტებოდა და საზარლად ღრიალებდა...
- უფალთან ხართ ჩემო ანგელოზებო... ახლა აღარაფერი გაგიჭირდებათ... - თქვა ბოლოს ტირილით დაოსებულმა, ცრემლები შეიმშრალა, კიდევ ერთხელ აკოცა უსულო, სველ ქვებს და მძიმედ წამოდგა.
2015
ქალი აჩქარებით მიუყვებოდა ქუჩებს, მის თავში ახლა უამრავი ფარვანა დაფრინავდა, გულში კი სიბნელეს სინათლე ცვლიდა. ტყპები... მისი პატარა ტყუპები... რა ლამაზები იყვნენ, რა საყვარლები. ზუსტად ისეთები, როგორებიც წარმოედგინა. ვიქტორიას ახალგაზრდობა დაუდგა თვალწინ... ისინი საოცრად გავდნენ დედას, უბრალოდ ქალის თვალებში მაშინ უდიდესი სევდა იგრძნობოდა, კატოს მზერა რისხვას მოეცვა, რებეკასი კი გაურკვევლობას და ტანჯვას. რა უნდა ექნა ახლა? პირველ რიგში ზურაბი უნდა ენახა...
- მოხვედი? - მამაკაცი კაბინეტში იჯდა და სიგარას ეწეოდა. - ასე მალე არ გელოდებოდი. ლაშა სადაა?
- დილით წავიდა, ადრე... - მაგიდას მიუახლოვდა ქალი და ქმრის წინ სკამზე მოთავსდა.
- რაო ნემსაძეებმა?
- დემეტრემ თინას ერთი გოგონა გააცნო, რებე... და მისი ტყუპისცალი, კატო.
- ტყუპები? - ზურაბმა მაქსიმალური სიმშვიდით წარმოთქვა ეს სიტყვა ისე რომ ქაღალდებისთვის თვალი არ მოუცილებია.
- ხო, ტყუპები. ისინი აქაც იყვნენ, შენს კორპორატიულზე.
- მერე?
- საოცარი დამთხვევაა, თვრამეტი წლისები არიან, იცი?
- ამას მე რატომ მეუბნები? - მოთმინება ამოეწურა ცაბაძეს და ქალს რისხვით მიაჩერდა.
- მთელი ცხოვრებაა ვტირი და ვგლოვობ, რაც შენ გაგიცანი, მხოლოდ ერთხელ მეცვა თეთრი ფერი, ისიც ქორწილზე და მაშინაც მწარედ შევცდი, ჩემი დაკრძალვა იმ დღეს დაიწყო!
- ვიქტორია პირდაპირ მითხარი!
- შენ ადამიანი არ ხარ ზურაბ, შენ არც ცხოველი ხარ, ეშმკიც არ იზავდა იმას, რაც შენ მე გამიკეთე! მეუბნებოდი რომ გიყვარდი, ამ დროს კი ჩემ შვილებს ბავშვთა სახლში გზავნიდი... თვალებში მიყურებდი და მამშვიდებდი... - ვიქტორია არ ტიროდა, უკვე აღარ ჰქონდა ამის თავი, მშვიდად, აუღელვებლად იჯდა და წლების ნაგროვები ემოციებისგან თანდათან იცლებოდა.
- მგონი გაგიჟდი!
- ისე, მართლა მიკვირს აქამდე საღ გონებაზე როგორ ვარ, ლაშას ვუმადლი, ალბათ მან გადამატანინა ჩემი ტყუპების დაკარგვა!
- ისინი დაიხოცნენ, გასაგებია? სამივე!
- ოხ, ზურაბ... - ცივად გაეღიმა ქალს და ფეხზე წამოდგა. - შენთან ლაპარაკი ტყუილად მოვინდომე, როდის ჰქონდა აზრი, ახლა რომ რამე შეეცვალა. შენ მე არასდროს გყვარებივარ, არასდროს, შენ მხოლოდ შენი თავი გიყვარს...
- მე სხვანაირად არ შემეძლო, გესმის?!
- მესმის, უბრალოდ ვერ გიგებ. - გასასვლელისკენ წავიდა ქალი. - მე მივდივარ აქედან, შენგან... ლაშა უკვე დიდია, ყველაფერს გაიგებს.
- შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, - ფეხზე წამოხტა ზურაბი. - რას ქვია მიდიხარ, სად მიდიხარ?
- არ გამომყვე გთხოვ... და არც მეძებო ზურაბ. ერთადერთი რაც აქედან ჩემს წასვლას შეაჩერებს, ეს სიკვდილია, თუ გინდა მომკალი. ცოცხალი შენს გვერდით ერთი წამითაც აღარ გავჩერდები, გასაგებია? - ერთხანს უყურა, შემდეგ კარი გამოაღო და ნელი ნაბიჯებით კიბეებზე დაეშვა. მობილური ამოიღო, დიდ ხანს ეძება სად ჩაწერა კატომ მისი ნომერი, მაშინ ისე იყო დაბნეული, ყურადღება აღარ მიუქცევია. შემდეგ კონტაქტებს დაუყვა. ,,Tyupi 1" ამოიკითხა ეკრანზე და გაეღიმა.
- გისმენთ! - გაისმა ზუმერის შემდეგ კატერინას ხმა.
- მე ვარ კატო.
- რა მალე მოსულხართ გონს!
- მისამართი მიკარნახე თუ შეიძლება, მინდა თქვენთან მოვიდე, სახლში და წყნარად ვილაპარაკოთ.
- ჩაიწერეთ... - გაისმა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
ზაფხულის მშვენიერი საღამო იყო, რადგან უკვე გრილდებოდა, თბილისსაც დატყობოდა გამოცოცხლება ცხელი, მკვდარი შუადღის შემდეგ. შავებში ჩაცმული ვიქტორია მაღაზიაში შევიდა, მისი არჩევანი ყვითელ, მოკლე სარაფანზე შეჩერდა, თვალის ზომით აარჩია ორი ერთნაირი სიგძე, მესამე კი თვითონ მოირგო და ღიმილიანმა მიაშურა ტყუპების სადარბაზო კარს. გული გამალებით აუჩქარდა საკეტმა რომ გაიჩხაკუნა.
- მობრძანდით... - თქვა რამდენიმე წამის შემდეგ რებემ და ქალს გაუღიმა.
- გმადლობთ... - თვალს არ აშორებდა ბედნიერი. მისაღებისკენ წავიდა. კატო დივანზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე შემოეწყო, სავარაუდოდ პროტესტის ნიშნად. ტელევიზორს უგულოდ მისჩერებოდა და პულტს ნერვიულად აწვალებდა.
- ჩამოიღე ფეხები! - გაუჯავრდა რებე და ვიქტორიას ანიშნა დაბრძანდითო. კატომაც ინება ყურადღების მიქცევა და მოღუშული მიაშტერდა სიხარულით სავსე ქალს.
- აბა, მოყევით, როგორ გძლიათ ეშმაკმა!
- ძალიან ლამაზები ხართ! ორივე ერთნაირები, მაგრამ მე მაინც გარჩევთ, აი შენ კატო ხარ ნამდვილად, შენ კი რებე...
- დიახ! - გაუღიმა რებეკამ. ის სულაც არ ბრაზობდა, პირიქით, ერთი სული ჰქონდა ჩახუტებოდა დედას და თავი მის კალთაში ჩაედო. ალბათ ასეც იზავდა კატო რომ არა. ის გრძნობდა, რომ ვიქტორიას რაღაც სხვა ამბავი შეემთხვა და ყველაფერი ასე უგულოდ ვერ განვითარდებოდა. კატომაც იცოდა ეს, მაგრამ თავს ოპტიმიზმის უფლებას არ აძლევდა, ყოველთვის არჩევდა უარესი წარმოედგინა, რადგან შემდეგ იმედი აღარ გაცრუებოდა.
- საჩუქრები მოგიტანეთ. - პარკებს დასწვდა ქალი.
- არა, არა ვიქტორია! არ გინდათ გთხოვთ, ჩვენ უკვე საკმაოდ დიდები ვართ, რომ ასეთ ფანდებს ვეგებოდეთ!
- რებე ეს შენ. - ქალი ყურადღებას არ აქცევდა კატოს მწარე რეპლიკებს. - ეს კი შენია, კატერინა. სულ ვოცნებობდი ასეთ კაბებში მენახეთ ორივე და აქეთ-იქით კიკინები გქონოდათ.
- მერე ალბათ ჩუპა-ჩუპსებსაც მოგვიტანთ, რა მაგარია! - შესძახა კატომ მოჩვენებითი სიხარულით. - ხუთი წლისებს ვგავართ ქალბატონო?
- კატო გთხოვ, ნუ განმსჯი, სანამ სიმართლეს არ გაიგებ, მე ეს არ დამიმსახურებია. ვიცი რომ შენ გრძნობ ამას, ხომ გრძნობ?
- ვგრძნობ? - სევდიანად ჩაიღიმა კატომ და თვალები აემღვრა. - მოდით რაღაცას გაჩვენებთ. - სასწრაფოდ წამოხტა დივნიდან და თავის ოთახს მიაშურა. იქიდან გამწარებული დაბრუნდა, ხელში ცისფერი და სტაფილოსფერი ფურცლები ეკავა. ვიქტორიას წინ დაუდგა და ნაწერები ჰაერში ააფრიალა. - იცით ეს რაებია? ჩვენი გრძნობები ქალბატონო ვიქტორია.
ქალი ფურცლებს დასწვდა, თვალი გადაავლო პირველს თუ არა, ცრემლები წამოუვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მათი კითხვა. ტყუპებმა აცადეს, სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხა.
- ესენი რომ ადრე მენახა...
- ახლა გესმით რას ვგრძნობ? მიტოვებას, დაწუნებას, სიცარიელეს, სიმარტოვეს... რებე რომ არა... საერთოდ რატომ გელაპარაკებით არ მესმის... თქვენ ერთი უგულო და უსულო ქალი ხართ!
- კატერინა, შვილო...
- მეორედ აღარ გაბედოთ და ეგ სიტყვა არ მიწოდოთ. ლაპარაკი დასრულებულია, არ მინდა თქვენი მოსმენა, ვერ ავიტან კიდევ ერთ ყალბ ღიმილს თქვენგან, წადით, ახლავე წადით, არ გესმით? არ მსურს თქვენი მოსმენა!
- კატერინა... ცდები დედი, ძალიან ცდები... - ჩანთიდან დიდი, სქელი რვეული ამოიღო ქალმა და მაგიდაზე დადო. - ეს ჩემი ჩანაწერებია, დამირეკეთ თუ მოგინდათ... სადმე აქვე, სასტუმროში გავჩერდები. - ცრემლები შეიმშრალა ვიქტორიამ, წამოდგა და გაუცილებლად დატოვა ტყუპები თავის მტანჯველ, თვრამეტ წელთან...
წყნეთიდან დაბრუნებულმა თებემ მაშინვე მოიკითხა კატო, თინანომ ვერაფერი უპასუხა, მხრები აიჩეჩა, დიდი ხანია აქ არ ყოფილაო. მაშინ მამამისის კაბინეტს მიაშურა, ქაღალდები გადაქექა თუმცა ძიძის ნომერს ვერ მიაგნო.
- ნოდარ, მამა სადაა? - თავზე დაადგა ორმოცდაათი წლის მძღოლს.
- არ იცოდე მაინც, როდის იყო ანგარიშს მე მაბარებდა.
- გახსოვს ერთხელ კატო რომ წაიყვანე სახლში?
- კი.
- გზა გახსოვს?
- მახსოვს თებე მაგრამ ლევანის უნებართვოდ ვერსად ვერ წაგიყვან! - მიუხვდა კაცი.
- კარგი რა, როდის იყო ლევანი ასე მაკონტროლებდა. - მანქანაში ჩაუხტა გოგონა. - მიდი, მიდი, დაქოქე!
ბევრი იწვალა ლევან მარგიანმა, მაგრამ კატოზე ფიქრებს ვერსად გაექცა. ,,რატომ არ მასვენებს ეს ლაწირაკი? ნუთუ ამდენი წლების მერე მე ისევ... არა რა სისულელეა... რაღა დროს ჩემი ამჩატებაა... უბრალოდ კატო ძალიან მიზიდავს... თან რა გიჟია... სახსრები აგტკივდებაო, არა?" ანგარიში მოითხოვა და ფეხზე წამოდგა. ,, კბილები დაგცვივაო, მე შენ განახებ რამდენად ვარ ბაბუა!"
ნელა, დაფიქრებით კითხულობდნენ ტყუპები დედის ჩანაწერებს. რებე ერთიანად კანკალმა აიტანა, კატო ბრაზმა და ზიზღმა. ისე მოუნდა ზურაბის მოკვლა თითები მომუშტა. აცრემლიანებულები მისჩერებოდნენ ერთმანეთს და ხმა ვერცერთს ამოეღო, როცა დაბლიდან ტყუპებს ძახილი შემოესმათ.
- კატო! - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა თებე.
- გაგიჟდი, რა გაყვირებს? - გადასძახა სიცილით ფანჯრიდან.
- არ ვიცი შენი სახლი. ჩამოდი რა!
- სულელია ეს ბავშვი. ლევანმა თუ მომიგზავნა მივაბრძანებ ახლავე აქედან!
- ბავშვია, წესიერად მოექეცი. - გააფრთხილა რებეკამ და კიდევ ერთხელ გადაშალა დღიური.
თებე უკვე პადიეზდის წინ ელოდებოდა კატოს.
- ძლივს გიპოვეთ! - სიცილით წავიდა მისკენ და ჩაეხუტა. - მომენატრე!
- ძალიან კი გამაკვირვე თებროლე.
- გეყოფა, ხომ იცი რომ ვერ ვიტან მაგ სახელს?
- შენი სახელია და რას იზავ.
- გადავიკეთებ!
- აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მოხვიდოდი, სახლში ავიდეთ. აბა რა ხდება, მოყევი?
- არაფერი რა უნდა ხდებოდეს, - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - ხომ გითხარი, მომენატრე. შეგიძლია იამაყო, ბევრი არაა განებივრებული ჩემი კეთილგანწყობით.
- ოჰო, როგორ დავიმსახურე თქვენი ასეთი სიყვარული?
- და არამარტო ჩემი კატო.
- კიდევ ვისი?
- კარგი რა, ხომ იცი, პატარა აღარ ვარ.
- ხო, რა თქმა უნდა, დამავიწყდა რომ ახლა უკვე მთელი ცხრა წლის ხარ! - სახლის კარი შეაღო კატერინამ და ბავშვი მისაღებში შეიყვანა.
- გამარჯობა... - გოგონა გაკვირვებული მიაჩერდა რებეს. პირველად ხედავდა მას და საერთოდ ტყუპებს.
- ეს რებეკაა, გაიცანი, ჩემი და, რომ გიყვებოდი გახსოვს?
- ტყუპები ხართ? - აღფრთოვანდა თებე და თვალიერება დაუწყო.
- ხო, ნუ მიაშტერდი, არ უყვარს!
- კატო, ნუ აშინებ! - წამოიწია რებე და ხელი გაუწოდა.
- აბა ჩემზე პატარააო?
- პატარაა, რამდენიმე წუთით. ჯერ მე დავიბადე, მერე ეგ გამომყვა უკან და მას მერე ვეღარ ვიშორებ თავიდან. რა მაქვს ნეტა საშენო, - მაცივარი გამოხსნა კატომ. - რას ჭამ ხოლმე?
- ვაიმე... ყველაფერს კატო!
- ოლივიეს სალათი გინდა? რებემ გააკეთა.
- არა არ მშია საერთოდ, წყალი მინდა მხოლოდ, საშინლად ცხელა გარეთ. ოღონდ ონკანის არა.
- აბა?
- ნადგომი წყალი არ გაქვს?
- ნადგომი? ერთი კვირის წინ კი ავავსეთ მე და რებემ, წყალი დაწყვიტეს ამ გასაწყვეტლებმა და რომ მოვიდა დავიმარაგეთ.
- ონკანის მომიტანე მაშინ, ოღონდ ცივი არ იყოს ძალიან. მამაჩემი ნახე?
- როდის?
- რავი ამ დღეებში.
- არა და საერთოდ, ნუ მელაპარაკები მასზე გთხოვ.
- კატო, დემეტრე უნდა ვნახო, ხო არ წამოხვალ?
- მეტყობა რომ მომენატრა?
- ოო, კატო.
- აბა რას მეკითხები რა ჯანდაბად მინდა მისი ნახვა!
- წავედი რა... ხვალ ვილაპარაკოთ ყველაფერზე.
- არ მოხვალ დღეს? - თებეს ჭიქა გაუწოდა და დას ეჭვით შეხედა.
- მოვალ, მაგრამ გვიან. - ფეხზე ჩაიცვა რებემ, საფულეს დასწვდა, სასიამოვნო იყოვო მიაძახა თებეს და კარში გავიდა.
- სასიამოვნო სახლი გაქვს... რაღაცნაირი მშვიდი.
- თებე...
- რა?
- დედა გენატრება? - გოგონამ მის სიტყვებზე თავი ჩახარა.
- არ ვიცი ეგ რას ნიშნავს... მე არასდროს მყოლია ის... მე დავიბადე, ის დაიღუპა... მუცელში ყოფნა კი არ მახსოვს... ბევრი ვეცადე, ვიწვალე, მაგრამ ვერ გავიხსენე რა ვქნა...
- მაგას ვერავინ იხსენებს...
- შენ გენატრება?
- არც მე ვიცი ეგ რას ნიშნავს.... მეც არასდროს მყოლია დედა, თავშესაფარში გავიზარდე... მაგრამ ახლა გამოჩნდა ის ადამიანი, ვინც გამაჩინა და მე არ ვიცი რა ვქნა...
- როგორ თუ არ იცი?
- ხო, აი ასე, არ ვიცი...
- მამას უთხარი?
- თებე მე და ლევანი... ვსიო რა! - ხელები გადააჯვარედინა კატომ, რითიც ანიშნა ურთიერთობა გავწყვიტეთო.
- ცუდია... მე კი ვიფიქრე რომ...
- ხო, ტყუილად იფიქრე. - კატომ კარის მიმართულებით გაიხედა, ვიღაც აკაკუნებდა. - ზარს ვერ ხედავენ იქ? - გაბრაზებული წამოდგა და კარი მოწყვეტით გამოაღო.
- ტელეფონზე რატომ არ მპასუხობ? - მშვიდად უღიმოდა ლევანი.
- მოდი მიგახვედრებ, - გაუცინა კატომაც. - არ მინდა შენთან ლაპარაკი!
- მე მინდა, ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩვენ...
- შშშშ...
- რა იყო?
- სტუმარი მყავს!
- ვინ სტუმარი გოგო? - ლევანმა ეჭვით გასწია კატო გვერდზე და მისაღებში შესვლისას თებე რომ დაინახა წარბები უარესად შეკრა. - შენ რა გინდა აქ? მეც არ ვთქვი ეს მანქანა ჩვენსას როგორ გავს-თქო? და მძღოლიც რომ მეცნო? - თებემ გულიანად გადაიკისკისა.
- მომენატრა კატო და მოვედი, რა მოხდა მერე?
- ჯერ მე უნდა მკითხო და ის მოხდა!
- მე ძიძასთან ვარ, პასუხი მას მოსთხოვე!
- შენ მოიყვანე? - მიუბრუნდა კატოს.
- ხო მე მოვიყვანე, რა ამბავს გვაწევ რა გინდა?
- ნებართვა უნდა აგეღო, გაერთიანდით თუ რა ხდება? შეთქმულებას აწყობთ არა?
- არ გინდა ეს მოხუცური იუმორი, ჩაი თუ ყავა?
დღეები ისე გავიდა, გოგოები დედას არ შეხმიანებიან, მთელ დღეებს ლევანთან ერთად ატარებდნენ და მათი საუბარი ძირითადად საქმეს შეეხებოდა. რამდენიც სიტყვა გადაკრა მამაკაცმა, კატომ ისე უპასუხა ლევანს სიბრაზისგან სახე მოეღრიცა. პარალელურად გოგონა სულ ინტერნეტში იყო და ვიღაცას ღიმილით ემესიჯებოდა. რებემ იცოდა, კატომ სპეციალურად გაიცნო ბიჭი ინტერნეტში და ახლა ლევანს აეჭვიანებდა.
- დაგიმტვრევ მაგ ტელეფონს და ეგ იქნება! - ვეღარ მოითმინა კაცმა.
- რა გინდა? - შეუღრინა კატომ.
- ვის წერ?
- შენ ვინ გკითხავს?
- ერთი საქმე გვაქვს და უნდა ვიცოდე!
- მაპატიეთ ბატონო ლევან, ეს პირადულია და საქმეში არ განიხილება. - კიდევ მოუვიდა შეტყობინება და რომ გახსნა სიცილით მოკვდა. ლევანმა ბრაზით ხელები მომუშტა. მერე უცებ ეცა და ტელეფონი აართვა. - ახლავე დამიბრუნე ლევან თორემ გპირდები ძალიან მწარედ განანებ!
- დაწყნარდი პატარავ, სხვისი მესიჯების კითხვა ძაან მეზარება ეხლა, შენგან მაინტერესებს პასუხი, ვინ არის?!
- ჩემი საქმრო!
- რა? - სიცილისგან გადაყირავდა ლევანი.
- რაც გაიგე, დამიბრუნე!
- აბა ვნახოთ ვინაა შენი პრინცი. - ეკრანი აანთო მამაკაცმა და ბიჭის საიტზე გადავიდა.
- ტელეფონი მომეცი!
- მაკოცე და მოგცემ!
- ლევან ნუ მამწარებ!
- გამწარება შენ ცოტა ხანში ნახე. - გაუცინა ირონიულად და ეკრანს დახედა. - ამას როგორ წერ დედას გაფიცებ? - ხარხარებდა გულიანად. - შეხედე პროსტა რეებს აზიარებს. რამდენი წლისაა?
- ოცის, ახალგაზრდაა და სიმპატიური! მომეცი მეთქი ლევან.
- ოი, კიდევ მოფრინდა მესიჯი. მაგრამ თავმოყვარეობა გახსნის უფლებას არ მაძლევს. ძალიან კი მაინტერესებს, ამიტომ პირადად მას ვკითხავ!
- რაში გაინტერესებს მე ვის ვწერ ან ვის ვხვდები? არ მესმის, შენ ხომ არ გიყვარვარ?
- მართალია, მაგრამ საკმარისად მომწონხარ იმისთვის, - ლევანი ძალიან ახლოს მივიდა გოგონასთან და წელზე ხელები შემოხვია. - რომ შენს გვერდით სხვა კაცი ვერ ავიტანო!
- მე კი საკმარისად ვეღარ გიტან რომ ჩემს გვერდით აგიტანო!
- ტყუი, შენ ის გაგიტყდა, რომ ვთქვი, ცოლს არ მოვიყვან არასდროს-თქო!
- გაგინათდა გონება? - ხელით სცადა კატომ მოშორება მაგრამ ლევანმა უარესად აიკრა სხეულზე. - იასნია გამიტყდა, აბა რა გგონია, შენთან ვიქნები, კარგად გაერთობი და რომ მოგბეზრდება ეს ყველაფერი მერე პრაშაი?
- და თუ არ მომბეზრდება? - გაუღიმა მამაკაცმა და სახე გოგონას ძალიან ახლოს მიუტანა. მისი სიახლოვით ისედაც დაბნეული კატო ახლა ერთიანად აწითლდა და სუნთქვა აუჩქარდა.
- გამიშვი!
- ვერ გაგიშვებ... და ვერც შენ გაძლებ უჩემოდ!
- გავძლებ, ხომ არ დაგავიწყდა რომ შემცვლელი ვიპოვე?!
- შემცვლელი კარგი სიტყვაა, ის ხვალიდან მაინც აღარ მოგწერს კატო.
- რატო, დააშინებ?
- არა, თითებს დავამტვრევ რომ ტექსტი ვეღარ აკრიფოს! - კიდევ მოვიდა მესიჯი და ლევანს გაეღიმა. - ან ხვალამდე შენით დაახვევინე მაგ შემცვლელს, ან თუ არ გეცოდება ამას მე გავაკეთებ! - ტუჩებით ნაზად შეეხო კატოს ყელს, ოდნავ აკოცა, შემდეგ სიამოვნებისგან თვალებმილულ გოგონას დახედა, სახეზე ხელებით მოეფერა და მშვიდი ნაბიჯებით კარისკენ წავიდა.
კატო მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე. ღმერთო როგორ აგიჟებდა ეს კაცი. სხვა არც არავინ უნდოდა, მხოლოდ ლევანი. ეჭვიანობაც ძალიან მოეწონა, ჯერ სად ხარო, ჩაიცინა და ფეხები მხიარულად აათამაშა.
მეორე დღეს ლურჯი, მოკლე სარაფანი გადაიცვა თეთრი კოპლებით, იგივე ფერის კედები ამოიცვა და ფრიალ-ფრიალით წავიდა მისი კორპუსის ქვეშ მდებარე კაფესკენ. შესასვლელშივე მოათვალიერა ხალხი და კინაღამ შოკი მიიღო ერეკლეს გვერდით ლევანი რომ დაინახა. ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, იფიქრა ახლა გავიპარები და სულ აღარ ვნახავ არცერთსო, მაგრამ ლევანმა ზუსტად მაშინ გაიხედა მისკენ და კატოს აწურული სახის დანახვაზე გულიანად გადაიხარხარა.
- მოდი, მოდი, ნუ გრცხვენია!
- რა უსიამოვნო სიურპრიზია. - ძალით გაუღიმა კატომ და მაგიდასთან მისული სკამზე მოკალათდა.
- ერეკლე მინდა გაგაცნო, ჩემი ძმაკაცის შვილია, რა პატარაა არა თბილისი?
- ძალიან!
- სასიამოვნოა კატო. - ბიჭმა ღიმილით გაუწოდა ხელი, კატერინამ დახედა თუ არა ცხვირი აიბზუა და ლევანს მიუბრუნდა.
- არ გრცხვენია?
- მე? რისი?
- შვილის ტოლ გოგონასთან სიარულის. - ლევანი ,,აიჭრა".
- მაგაზე მერე გიპასუხებ!
- ლევან წავალ მე, ბიჭები მელოდებიან... - ერეკლე ისედაც უხერხულად იყო და კატომ სულ მოუღო ბოლო მის თავმოყვარეობას.
- წადი, მამა მომიკითხე და როგორც შევთანხმდით, კაი?
- კარგი, ნახვამდის! - ამ სიტყვებზე კატოს დახედა, წარბშეკრულმა გააყოლა გოგონამ თვალი მიმავალ ერეკლეს, მერე წასასვლელად მოემზადა.
- მეც მივდივარ!
- არ ადგე თორემ ყველაფერს ავაყირავებ რაც ხელში მომხვდება!
- ძაან მანაღვლებს! - ფეხზე წამოდგა კატო და როგორც კი შებრუნდა მის ფეხებთან მაგიდიდან გადმოცვენილმა ჭურჭელმა ისეთი ჭახანი გაადინა გოგონა ინსტიქტურად შეხტა და ყურებზე ხელი აიფარა.
- რას შვები, ველური ხარ?! - მის სიტყვებს აყირავებული მაგიდის ბრაგუნი მიყვა. ხალხი ფეხზე წამოდგა, დაბნეულმა ბარმენმა და მენეჯერმა ლევანთან მიირბინეს.
- ბატონო ლევან, კარგად ხართ? - მამაკაცს ყურადღება არ მიუქცევია შეკითხვისთვის, საფულედან რამდენიმე კუპიურა ამოიღო და გაუწოდა ისე, რომ დაჟინებული მზერა კატოსთვის არ მოუშორებია. შემდეგ ნამსხვრევებს გადააბოტა, გოგონასთან ძალიან ახლოს მივიდა და ყურში უჩურჩულა.
- ძალიან ფრთხილად იყავი კატო, ყოველი ჩემი სიტყვა, ასრულებადია! - მერე მის ხელს დასწვდა, ღიმილით ეამბორა და გასასვლელისკენ წავიდა.
- რას მომაჩერდით, ფული ხომ მოგცათ?! - შეუბღვირა გაღიზიანებულმა სახტად დარჩენილ სტაფს და ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.
რებე მშვიდად იჯდა საბაგიროზე და მტკვარს ზემოდან დაჰყურებდა.
- რა პატარა მანძილს გადის. - ჩაილაპარაკა დანანებით. - რაღაცნაირად არ მყოფნის... ნეტავ უფრო დიდი გაეკეთებინათ.
- ესეც რომ გააკეთეს არ გიკვირს? - სივრცეს თვალი მოაცილა დემეტრემ. - რებე...
- რა იყო?
- არ მინდა რომ წახვიდეთ...
- შენც წამოდი...
- მე როგორ წამოვიდე რებე, საქმე მაქვს, კაფე სულ ახლახანს ამუშავდა, ჯერ მოგებაზეც არ გავსულვარ, თინას და ავთოსაც ვერ დავტოვებ ამდენი ხნით. თანაც სულ არ მომდის ჭკუაში ეგ თქვენი წამოწყება.
- ვიცი, მაგრამ ასე უნდა გაკეთდეს. ამას წყალი არ გაუვა, აქამდე თუ ძალით დავყვებოდი კატოს, ახლა მან რომ უარი თქვას, მე წავალ მარტო, ისეთი გამწარებული ვარ!
- შენ ასეთი არ იყავი...
- ხო არც კატო იყო ასეთი, მაგრამ ხომ ხედავ ცხოვრება რაცაა, რასაც ვერ იფიქრებ, იმას გაკეთებინებს....
- შენ არჩევანი გაქვს რებე...
- ხოდა ესაა ჩემი არჩევანი... - სევდიანად გაუღიმა გოგონამ და ფეხზე წამოდგა.
- ანუ მტოვებ?
- დემე...
- პირდაპირ ვილაპარაკოთ რებე, შენ მიდიხარ, რა როგორ განვითარდება კაცმა არ იცის, უკან ან ჩამოხვალ, ან არა... რა გამოდის?
- მოდი უბრალოდ გავყვეთ დინებას...
- და ბედს მივანდო ჩემი სიყვარული? - რებე გაჩუმდა. - იცი რა... გამომყევი ცოლად!
- რა?
- ხო, დიდი ხანია ამის თქმა მინდა, ბეჭედიც კი ნაყიდი მაქვს. - დემემ პიჯაკის გულის ჯიბიდან კოლოფი ამოიღო, გახსნა და რებეს გაუწოდა. - გამომყევი ცოლად რებე!
- მე... - გოგონა ერთიანად დაიბნა, ამას საერთოდ არ ელოდებოდა, მითუმეტეს ახლა. - დემე რას აკეთებ? - ჩაილაპარაკა ნაღვლიანად.
- რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა, იმას!
- დემე, მე... იცი... ახლა არ შემიძლია... - ამოისუნთქა საცოდავად და სიტყვებს მთელი რიგი იმედგაცრუება ამოაყოლა. ყოველთვის ეგონა, რომ სიყვარული სიძულვილზე ძლიერი იყო, მითუმეტეს რებესთვის, მაგრამ ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, თვალებში უყურებდა ნირწამხდარ დემეტრეს და საკუთარი თავი ეჯავრებოდა. ბიჭმა სევდიანად გაიღიმა, კოლოფი დახურა, რებესთან მისული ოდნავ დაიხარა, ცხელი ტუჩები შეახო გოგონას შუბლს, ძლიერად, მთელი გულით, თითქოს უკანასკნელად კოცნისო, ჩაეხუტა და გოგონას აწყლიანებული თვალები რომ დაინახა სწრაფად მოშორდა, მერე ხავერდის კოლოფი ერთი მოქნევით გაისროლა სივრცეში და დაღმართს დაუყვა...
ერთხანს უყურა რებემ მიმავალ დემეტრეს, ტუჩები ერთმანეთს მაგრად მოუჭირა რომ სულიდან წამოსული ტკივილი შეეკავებინა, მაგრამ ვერა... რებე არ იყო იმდენად ძლიერი... არავინ იყო ისეთი რკინის გულის მქონე ადამიანი, რომ შეეძლო შეეჩერებინა ამხელა ემოციის უზარმაზარი ცუნამი... გოგონა ატირდა, იქვე, ბარდიულზე ჩამოჯდა და პატარა ხელებში ჩამალა ლამაზი, ლურჯი თვალები. უღირდა ეს ყველაფერი ამად? შურისძიება მოუტანდა იმხელა ბედნიერებას, რაც დემეტრეს შეეძლო მისთვის მიენიჭებინა? რა თქმა უნდა - არა... იცოდა ეს რებემ, მან ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა...
მზეს ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა თავისი სამფლობელო, არც თბილ სიოს გაუხელია თვალები. პატარა გორაკზე ორი სილუეტი გამოჩნდა, ისინი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ უკვე მრავალჯერ დატკეპნილ ბილიკს. ამჯერად ვიქტორიას აღარ ეჭირა ხელში სანთლები, არც ლაშა მოაბრძანებდა კოლმეურნეობაზე ნაყიდ, უზარმაზარ თაიგულს, მათი გულებიც აღარ შეეპყრო ჩუმ სევდას. ისინი სიცილით მიდიოდნენ, ერთმანეთს ალბათ სამხიარულო ისტორიას უყვებოდნენ, გამოძებნილს მძიმე წარსულიდან.
ეზოს კარი გააღო ქალმა და გაპრიალებულ, ორ პატარა ქვას თვალი მოავლო. შუაში ჩადებული საყვავილედან ძველი, დამჭკნარი ყვავილები ამოიღო და გაიღიმა.
- პირველად ვარ აქ, ასეთი ბედნიერი...
- მესმის... რაღაცნაირად მეც... - მიწაზე ჩამოჯდა თუ არა ლაშა ქალი მაშინვე გაუჯავრდა.
- ასე ნუ აკეთებ, რამდენჯერ გითხარი, გაცივდები!
- კაი რა დე... ახალი თაიგული რომ არ გვიყიდია?
- ცოცხლებს მიუტანე სულელო. - გაეცინა კვლავ ვიქტორიას და შვილს თმა მოუჩეჩა.
- რას აპირებ?
- რაზე მეკითხები?
- მამაზე... ტყუპებზე... რომ არ დაგიჯერონ?
- ამას მნიშვნელობა აღარ აქვს ლაშა, მთავარია, რომ ცოცხლები არიან... მე კი... მე ვიზავ რამეს ჩემო ბიჭო.
- თუ გინდა მე დაველაპარაკები...
- არა დედი, არა... ვაცადოთ... დაფიქრდნენ, გაიაზრონ... ისინი ძალიან ჭკვიანი გოგონები არიან... ისე კი... ერთი სული მაქვს ვნახო... კატო... რომ იცოდე რა გოგოა... მე სულ არ მგავს... აი რებე კი ჩემი ასლია...
- ისინი ხომ ტყუპები არიან?
- ხასიათით ვამბობ ლაშა, ხასიათით. ფიქრი ნუ გეზარება!
- არ მეზარება... - ჩაიდუდუნა ბიჭმა და თავი დახარა. კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ კისერზე ჩხვლეტა იგრძნო, ხელი მოისვა, მაგრამ არ გაუარა, ვერ მოისვენა და უკან გაიხედა. რებე და კატო ყვითელ სარაფნებში იდგნენ და ღიმილით უსმენდნენ მათ საუბარს. თმა აქეთ იქით ჩაეწნათ, სკოლის მოსწავლეებს გავდნენ. პატარა, ჭინკებანთებულ ბავშვებს. ვიქტორიამ ლაშას მზერას თვალი გააყოლა და გაშრა, არ ელოდა, ვერც წარმოედგინა ახლა, აქ, მათი დანახვა. ტყუპებმა კიდევ უფრო გაიცინეს. მერე კატომ წარბები მოღრუბლა და ისედაც დაბნეულ ლაშას გაუჯავრდა.
- მიწაზე ნუ ზიხარ, გაცივდები და მე ძმიშვილები აღარ მეყოლება!
ოთხნი იდგენ ორ პატარა საფლავთან და რაღაცეებზე გულიანად იცინოდნენ, კატომ რამდენჯერმე თმაც მოუჩეჩა ლაშას და მანაც გაბრაზებით გადაისწორა ქოჩორი. ოთხნი იდგნენ... მათგან სამს ყვითელი, ქოლგის ფორმის სარაფნები ეცვათ, კატოს და რებეს თმა აქეთ-იქით ჩაეწნათ და ჩუპა-ჩუპსს წუწნიდნენ. ლაშას ჩაჩაჩული ჯინსი და თეთრი მაისური... შედარებით გრძელი და უფრო დახვეწილი კაბა ეცვა ვიქტორიას. ბეტონის დაბალ ღობეზე ჩამოჯდა და ღიმილით გადახედა შვილებს, რომლებიც უკვე გაცხარებით კამათობდნენ. მერე ლაშამ მზერა ქალისკენ გამოაპარა, მას ტყუპებიც მიყვნენ და თითქმის ერთდროულად წარმოთქვა სამივემ.
- გაცივდები დედა!
გაჯავრებით იყო მათი ნათქვამი, მაგრამ ისეთი თბილი და მზრუნავი. თანაც ეს სიტყვა, - დედა, რამდენ სითბოს და სიყვარულს იტევდა ტყუპებისგან წარმოთქმული. ვიქტორიას თვალები აუწყლიანდა, პირველად, მის ცხოვრებაში, ის უბედნიერესი ადამიანი იყო მთელ მსოფლიოში. არ უნდოდა ვინმე სხვა, არც ქმარი, არც დედა, არც მამა, არავინ, გარდა მისი შვილების... ცრემლიან თვალებს ავლებდა გამხიარებულ სამეულს და იგრძნო, რომ ტყუილად არ იტანდა ამდენს, რომ აღმართს დაღმართი მოყვა, ღამეს - დღე, ქარიშხალს - სიმშვიდე, ბნელს - ნათელი. დამშვიდდა მისი მუდმივად დაძაბული სხეული, მოეშვა მძიმე ლოდი და დაისადგურა სიმშვიდემ, ბედნიერებამ და მომავლის საოცარმა იმედმა ააშენა ბუდე მის გატეხილ გულში.
რამდენიმე დღე იკამათეს საცხოვრებელზე, ბოლოს ვიქტორიამ მაინც თავისი გაიტანა. იქვე, ტყუპებთან ახლოს იქირავა პატარა, მყუდრო ბინა რათა მათ არ დასწოლოდა კისერზე. არც უნდოდა ასე მალე გადაბარგებულიყო შვილებთან, რომლებიც სულ ახლახანს ძლივს შეეგუვნენ, რომ საერთოდ ჰყავდათ მშობელი. რებეს გული მოუსვენრად დახტოდა. საშა და დემეტრე, მუდმივად აწუხებდა ეს ორი სახელი. სად იყო მამა, როგორ იყო, რა რეაქცია ექნებოდა ტყუპებზე, მან ხომ არც იცოდა შვილების არსებობის ამბავი. გაეხარდებოდა? - რა თქმა უნდა... ფიქრობდა გოგონა. ვის არ უხარია შვილი... ვის არ უნდა მისი ნახვა, შეხება, მოფერება... შვილი... ხელი მუცელზე მოისვა რებეკამ და მაშინვე გაახსენდა დემეტრე. დიდრონი ცრემლი მოადგა მის თვალს და რომ არ გადმოგორებულიყო ლურჯი თვალები დაჭყეტით ჭერს მიაპყრო.
- რა გჭირს? - ისე წამოადგა თავს კატო ვერც გაიგო და ინსტიქტურად გადმოუვიდა ლოყაზე ძლივს შეკავებული ცრემლი.
- არაფერი, თვალები ამეწვა.
- შენ ვის ატყუებ?! აბა დროზე დაფქვი რა ჩაიდინა იმ ავაზაკმა!
- კატო კაი რა, დამანებე თავი...
- გაააფრინე? რა თავი დაგანებო რებე, ტირი... მომიყევი მალე თორე ხომ იცი მივუვარდები და სულ აგურებს ვურტყავ თავში, ხომ იცი რომ ვიზავ მაგას?
- ვიცი. - გაეღიმა რებეს და საწოლზე გაწვა.
- ხოდა თქვი... - გული დაეწვა კატოს რებეს ამ მდგომარეობაში ნახვაზე.
- მას არაფერი ჩაუდენია... მხოლოდ ის დააშავა, რომ შევუყვარდი... ცოლობა მთხოვა...
- მერე?
- ვუთხარი რომ არ შემეძლო... - ამოიხვნეშა გოგონამ და ბალიშისკენ გადატრიალდა.
- რატო კი მაგრამ? - კატომ უცებ იფიქრა რომ ეს მისი ბრალი იყო და უსიამოვნო შეგრძნება ყელში მიაწვა.
- არ გამოდის ერთად ორივე...
კატერინა მიუხვდა, მეტი აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ადგა და ოთახიდან გავიდა. რებეს გული ეტკინა, როგორ უნდოდა გაემხნევებინა დას, ეთქვა, რომ სიყვარულზე ძლიერი არაფერია ამ ქვეყნად, რომ უნდა მისულიყო დემეტრესთან და შეერიგებინა, რომ ეთქვა თანახმა ვარო, რომ გახდებოდა მისი შვილების დედა, მაგრამ კატო უბრალოდ ადგა და წავიდა. ისე გავიდა ოთახიდან, სიტყვა არ დასცდენია, არც კარგი უთქვამს რამე და არც ცუდი. კიდევ ერთხელ, თუმცა ამჯერად უფრო ძლიერად ეტკინა რებეს მუცელში რაღაც... ვინ იცის რამდენად უკანასკნელად...
დილის ათი საათი და ისევ გაბმული ზარი კარზე.
- აი ვიცოდი რომ შენ იყავი! - ძალიან სწრაფად და გაგულისებულმა შეუბღვირა თინამ კატოს.
- თინანო, რა კარგად გამოიყურები! - შეფრიალდა სახლში ისე, თითქოს მისი ყოფილიყოს. - კიდევ ეს ფორმა გაცვია?
- აქ ასეა წესი! - კარი მიაჯახუნა ქალმა და ამოისუნთქა. მერე თავზე ხელები მოიჭირა. - უნდა გავაფრთხილო დაცვა შენ რომ გამოჩნდები სანამ ზარს დარეკავ გამაფრთხილონ და პირდაპირ ღია კარში დაგხვდები!
- ასეთი პატივი არ არის საჭირო. - მიესვენა დივანზე. - აბა, რა ხდება სახლში, იასნია მოიწყინეთ უჩემოდ.
- იასნია! - გამოაჯავრა ქალმა. - ვის დავუძახო, თებეს თუ ლევანს?
- სახლშია? - გული აუფართხალდა გოგონას.
- ხო. ძინავს!
- მოიცა, რომელს?
- ორივეს!
- რა ჭკვიანი ქალი ხარ. მე თებეს გავაღვიძებ, შენ ლევანს უთხარი რომ მოვედი.
- პირიქით კი მერჩივნა, - აბუზღუნდა ქალი და კიბეებს აუყვა. - რა გააღვიძებს ახლა ამ კაცს, ისედაც ისეთი მთვრალი მოვიდა!
- მთვრალი? - ჩაილაპარაკა კატერინამ. მერე ზანტად წამოიწია და თებეს საძინებლისკენ წავიდა ფიქრებით. ცოტა ხანს იდგა მის კარში და უყურებდა მძინარე ბავშვს, მერე უცებ გაიქცა, ერთი ძლიერად ახტა და მოწყვეტით დაეცა თებეს საწოლზე.
- გიჟი ხარ? - გამოერკვა დაფეთებული გოგონა და თმა ნერვიულად გაისწორა. კატომ მხოლოდ გაუცინა. - რას გეკითხები, რაც უკვე ვიცი! ოხ, კატო რაა... ნუ მაღვიძებ ასე, არ შეიძლება! - კატერინა ისევ იღიმოდა და არაფერს ამბობდა. - მომენატრე! - თქვა ბოლოს ღიმილით თებემ და გოგონასკენ გაიწია. ცოტა ხანს ეხუტებოდა, შემდეგ მოშორდა და დიდი თვალებით შესცინა, - რა კარგია, რომ ისევ მოხვედი. მამამ აგიყვანა?
- არა, მამაშენმა ჯერ არ იცის აქ რომ ვარ. უბრალოდ მოვედი, თან მასთან საქმე მაქვს.
- ოჰო, როგორ მაინტერესებს რას საქმიანობთ თქვენ ორნი. - ეშმაკურად ჩაიცინა გოგონამ.
- შენ წარმოიდგინე და მართლა ვსაქმიანობთ. ადექი მიდი, მოწესრიგდი, მე ლევანს დაველაპარაკები რაღაცაზე და მერე გავისეირნოთ სადმე წავიდეთ მე და შენ.
- აუუ... დღეს ვერა კატო, დეიდაჩემთან მივდივარ, დაბადებისდღე აქვს, მთხოვა რომ გაიღვიძებ წამოდიო, დეიდაშვილებიც ისე მომენატრა...
- ანუ იქ გირჩევნია?
- ოო, ნუ ხარ ასეთი. ხომ აგიხსენი...
- კაი კაი. მესმის... მართლა. მაინც ადექი საქმე გქონია, ვერ ვიტან დილით რომ გძინავს. - ხელით ანიშნა და წამოდგა. - ვნახავ ლევანმა თუ ინება თვალის გახელა.
დერეფანში განარნარდა. ლევანის ოთახის კარი ღია იყო. თინა აშკარად უშედეგოდ ცდილობდა მის გაღვიძებას. ფეხს შეუნელა. მამაკაცმა რაღაც თქვა მაგრამ კატომ ვერ გაიგონა. ბოლოს თითქმის გაუსწორდა ოთახს, იქიდან კი გაბრაზებული თინა გამოვიდა და კატოს შეხედა.
- არ ნებავს ადგომა, ამბობს თუ საქმე აქვს თვითონ მოვიდესო.
- სად, იქ შევიდე? - სუნთქვა აუჩქარდა გოგონას.
- ხო ასე ამბობს, მე ვერ ვაყენებ თავი დამანებეთ! - ჩაიფრუტუნა ბოლოს და კიბეებზე დაეშვა. კატომ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ნელა მიუახლოვდა კარს. ოდნავ შეღებული იყო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც მიაკაკუნა.
- შემოდი! - მოისმა საძინებლიდან ბოხი ხმა. გოგონამ ფრთხილად შეაღო კარი, ოთახში შევიდა და თვალები გაუფართოვდა საცვლების ამარა ლევანი რომ დაინახა საწოლზე წამომჯდარი. უკუნით მზერას მიეყინა და ვერ ბედავდა მის გარდა თვალი სხეულზე რომ გადაეტანა. ბოლოს ისღა მოიფიქრა რომ სწრაფად შებრუნდა და ხელი შემართა.
- ან გადაიფარე, ან ჩაიცვი და მერე შემოვალ.
- სუსტი გული გაქვს? - დასცინა მამაკაცმა ისე რომ არც განძრეულა.
- ლევან სერიოზულად. - ნერვიულად განაგრძობდა კატო თავისას. - აქ საქმეზე მოვედი!
- მერე მოდი! - ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა რომ იღიმოდა.
- გადაიფარე თქო!
- კარგი ჯანდაბას. - გადასაფარებლის ხმა გაიგო კატომ და შემობრუნდა.
- ლევან საქმე მაქვს, უნდა გელაპარაკო.
- მელაპარაკე მერე, რა ქალიშვილივით დაიბენი! - კატოს წამოახურა, რატომ ეგონა ლევანს, რომ გოგონას სხვაც ჰყავდა მანამდე ვინმე ვერ მიხვდა. მართალია ქურდობდა და არაპატიოსან ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ რა შუაში იყო ეს მის პირად ურთიერთობებთან? ერთიანად ბრაზმა აიტანა.
- სერიოზული თემები საწოლში არ განიხილება!
- შენ წარმოიდგინე საწოლში ყველაზე მნიშვნელოვანი თემები ხდება.
- არ მაინტერესებს სხვასთან რა როგორ არის. ან ადექი, ჩაიცვი და სალაპარაკოდ გამოდი, ან მე მივდივარ!
ლევანმა სწრაფად გადაიძრო საფარი და ფეხზე წამოდგა.
- რას აკეთებ? - დაიძაბა კატო.
- ხომ მითხარი ჩაიცვი და წამოდიო, ხოდა ვდგები!
- მე... მე გარეთ დაგელოდები... - შეტრიალდა კატო წასასვლელად მაგრამ ლევანი ერთი ნახტომით გაჩნდა მასთან და ოდნავ გამოღებული კარი გოგონას ცხვირ წინ მიუკეტა. კატო სულ დაიბნა და აწითლდა მასე ზემოდან დაყუდებული მამაკაცის ხშირი სუნთქვა რომ იგრძნო კისერზე და ნელა მოტრიალდა. ფრთხილად ააყოლა თვალი დაკუნთულ სხეულს, ახედა სახეზე მომღიმარ ლევანს და სუნთქვააჩქარებულმა ამოილუღლუღა. - რას შვები?
- რავი, არაფერს, შენ? - იცინოდა მამაკაცი და თავზე დაჰყურებდა კარებთან მიმწყვდეულ კატერინას. როგორ მოსწონდა მის სიახლოვეზე ენა რომ ერთმეოდა გოგონას. საერთოდ პირველი ქალი იყო ასეთი მგრძნობიარე ვინც კი ლევანს შეხვედრია ოდესმე. თან ასეთი ლამაზი, პატარა და მისთვის საშინლად მიმზიდველი. ,,ახლა სახეს ახლოს მივუტან და უფრო დაიბნევა" გაიფიქრა ლევანმა, გაეღიმა და კატოს უფრო მიუახლოვდა.
- გაჩერდი, რას... რას აკეთებ?
- გაკვირდები.
- შორიდან დამაკვირდი! - აღარ იცოდა რა ეთქვა ან სად წასულიყო. უშნოდ გაჭედილი აკრობოდა კარებს და მოულოდნელობისგან შიშჩამდგარი თვალებით უყურებდა მამაკაცს.
- მე ასე უფრო მომწონს! - სახე სახესთან მიუტანა ლევანმა. კატო მიხვდა რომ მალე აკოცებდა, მასაც ისევ მიებნიდებოდა თვალები ნეტარებისგან და გონებამ გამაფრთხილებელი სიგნალი ატეხა.
- გაიწიე! - თითქმის იყვირა და ხელი ჰკრა ლევანს მაგრამ ძვრა ვერ უყო. - ლევან მომშორდი! - თავს იწყევლიდა რომ საერთოდ მოვიდა მის სანახავად. ლევანმა უფრო მიიმწყვდია კართან. არაფერს ეუბნებოდა, უბრალოდ ჩაჰყურებდა უკუნითი თვალებით და ტკბებოდა რამდენიმე ხნის წინ ძლიერი, ენატლიკინა კატერინა მის წინ დაბნეულ, შეშინებულ ბარტყად რომ გადაქცეულიყო. - რის მიღწევას ცდილობ? - ამოიოხრა კატომ.
- შეგიყვარდი! - იღიმოდა ლევანი და მის რეაქციას აკვირდებოდა. გოგონა შეცბა, ეს სწორად ის სიტყვა იყო, რასაც ამდენი ხანი გაურბოდა. მამაკაცმა კი პირდაპირ მიახალა და თითქმის დააჯერა კიდეც უცებ გონს რომ მოვიდა.
- შემიყვარდი? - გაიცინა. მერე უცებ გადაიხარხარა. ლევანს ბრაზისგან სახე მოერყა.
- უარყოფ?
- რა თქმა უნდა, გაიწიე!
- თორემ რას იზავ?
- ვიყვირებ!
- ხომ იცი რომ აქ არავინ დაგეხმარება?
- სხვათაშორის თებეა სახლში და ხომ იცი რომ მის წინ ვერაფრით იმართლებ თავს? - ლევანმა თვალები მოჭუტა, მერე ცალყბად ჩაიღიმა, კატოს მოშიშვლებულ დეკოლტეს დახედა და ყელიდან მკერდისკენ ხელი ნაზად ჩააყოლა.
- იქნება ისეც, რომ მე და შენ, ასე ახლოს დავრჩებით ერთმანეთთან, ირგვლივ კი არავინ იქნება საკუთარი ვნებების შეკავებისგან რომ გიხსნას! - ტუჩით ყურთან გაეხახუნა, ნელა მოშორდა აღელვებულ, ვნებამორეულ კატოს და ჩასაცმელად მოემზადა...
ნერვიულად მიმოდიოდა კატო კაბინეტში და ლევანს სიტუაციას უხსნიდა.
- მე და შენ ვეყოფით, დამიჯერე, ახლა ვიქტორიასთანაც და ლაშასთანაც ახლოს ვარ, ეს საქმის ნახევარია ხომ იცი!
- ვერ ვიტან როცა ყველაფერი ირევა!
- უბრალოდ რებეს ვეტყვით რომ არ გამოდის საქმე და ვსიო, რომ ვერ შევძლებთ, შანსი არ გვაქვს. მერე კი მოვემზადებით, შენი სანაცნობოც დაგვეხმარება. ასე ჯობს დამიჯერე!
- და ყველაფერი მარტო იმიტო რომ რებე დემეტრეს შეურიგდეს?
- შეურიგდეს კი არა ცოლად გაყოლაზეა აქ საუბარი! ოჯახზე, შვილებზე, სიყვარულზე და სიმშვიდეზე! თუმცა ნეტა შენ რას გიხსნი...
- ეგ ყველაფერი მქონდა მე, თავისდროზე... - კატოს გულზე მოხვდა მამაკაცის ჩაფიქრებით ნათქვამი სიტყვები. - მაგრამ ვერ დავაფასე...
- ხოდა მიეცი შენსი რომ მათაც გამოსცადონ! - მაგიდას ხელებით დაეყედნო კატო და ლევანს მიაშტერდა.
- ანუ ჩემზეა დამოკიდებული?
- აბა ვისზეა? ამდენი ხანი რისთვის ვიღლები შენი აზრით?
- სამაგიეროდ?
- რა სამაგიეროდ?
- რას მივიღებ? - ისე ჩაიღიმა მამაკაცმა და ააყოლა თვალი კატოს მთელ ტანზე ბუსუსებმა დააყარა.
- რესპექტს! - ხელები უშვა მაგიდას და კარისკენ წავიდა. - დამირეკე საღამოს და გამაგებინე პასუხი.
ეზოს გასცდა თუ არა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა. როგორ ძაბავდა ეს კაცი, რა ემართებოდა, სად იყო ძველი კატო უტიფრად რომ აჰყურებდა თვალებში და რაც ენაზე მოადგებოდა ყველაფერს რომ პირდაპირ ახლიდა. ახლა? ახლა საერთოდ მუნჯდებოდა მის სიახლოვეს და ფიქრებს თავს ვერ უყრიდა.
- რა ვქნა, რა ვქნა?! - თავი ხელებში ჩარგო და იქვე სკამზე ჩამოჯდა. - რას მიშვება ეს კაცი? რატომ ვარ ასე... - ატირებას ცოტაღა აკლდა. - რატომ ვერ გიკ*დებ ლევან, რატომ... რა მიყავი...
რამდენიმე დღე გავიდა, რებე ეჭვის თვალით უყურებდა ,,დანებებულ" კატოს, ვერ ეჯერა, რომ ასე მალე დაყარა ფარხმალი და შურისძიებაზე აღარ ფიქრობდა, მეორეს მხრივ გულში უხაროდა, საოცარ ბედნიერებას გრძნობდა იმის გამო, რომ აღარსად წავიდოდნენ და ისევ შეძლებდა დემეტრეს გვერდით ყოფნას. კატოს უემოციობას, შურისძიების შანსის ხელიდან გაშვების გამო, თავის თავს აბრალებდა, ფიქრობდა, რომ დამ მისი ბედნიერება უფრო წინ დააყენა და აღარ დარდობდა ზურაბის გამო. ხვდებოდა ლევანთანაც რომ ვერ იყო რაღაც ისე და გადაწყვიტა ყველაფერი თვითონ მოეგვარებინა. აქამდე თუ კატო იღებდა თავის თავზე ასეთ რაღაცეებს, მას რატომ არ შეეძლო ყველაფრის მოგვარება? ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა, საათს ყურადღება არც მიაქვია და ლევანის ნომერი ღიმილით აკრიფა.
შუაღამე ახლოვდებოდა, ფურცლები გვერდზე მიყარა ლევანმა და კაბინეტს თვალი მოავლო. ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში ეკავა და იღიმოდა. ძალიან მოეწონა რებეს წინადადება, ახლა მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ დემეტრე გაეცნო და რამენაირად თავის აგარაკზე აეტყუებინა. ყველაფერი კარგად დატრიალდა, რებე კატოს წამოიყვანდა, ბედნიერ წყვილს ერთმანეთის გარდა სხვა არავინ გაახსენდებოდა, ფაქტიურად იქ დაინიშნებოდა რებე და ბინგო! კატო მას ისე შერჩებოდა, რომ გოგონა გააზრებასაც ვერ მოასწრებდა. როგორ მოსწონდა, საშინლად იზივდავდა ეს პატარა ლაწირაკი, თან მისი რაღაცნაირი ჟინი ჰქონდა. სახლში შეეპარა, გაქვურდვა მოუნდომა, მერე ჩაეპარტნიორა და საქმეზეც წაყვა, ხოლო როცა უთხრა ცოლი არ მინდაო საშინლად გაბრაზდა და დაშორდა. აი რას ვერ ინელებდა ლევანი. ოცდაცამეტი წლის მანძილზე არცერთ ქალს არ შეუკავებია ამდენ ხანს თავი მასთან, არავის გაუბრაზებია და უეჭვიანებია ისე, როგოც რს კატერინამ გააკეთა, ყველაფერთან ერთად ბაბუას ეძახდა და ნერვებს უშლიდა. დღეს კი რატომღაც აღარ უწოდებია მისთვის მოხუცი, გაეღიმა ლევანს.
- გაები პატარავ, მაგრად გაები... მე ხომ გამაბი, ხოდა შენც უკან მომყვები! - სავარძლიანად დატრიალდა გაღიმებული და დემეტრეს გაცნობის გეგმა დასახა წამებში.
საღამოვდებოდა რებე რომ ათასი კაბით ხელში მოადგა სახლს და ბედნიერი დაეშვა დივანზე. კატომ ერთხანს უყურა დაკვირვებით, ელოდებოდა როდის ეტყოდა და რამეს, მერე ვეღარ მოითმინა.
- რა ხდება, რა შოპინგია, რა ღიმილია, რა გამოვტოვე?
- არაფერი გამოგიტოვებია, ახლა დავიწყებ ჩაცმას თითოეულის და რომელი მომიხდება ყველაზე უფრო ის მითხარი.
- სად მიდიხარ?
- მივდივართ.
- სად მივდივართ? - გადაატრიალა თვალები კატომ.
- სად და დემეტრეს სიურპრიზს ვუწყობ!
- ანუ?
- ანუ იქ გაიგებ ყველაფერს, შენ გამოიპრანჭე მიდი და დანარჩენი მე მომანდე.
- რებე!
- მაინც არ გეტყვი არაფერს შანსი არ გაქვს, უბრალოდ ჩაიცვი და წამოდი. გააკეთე ეს ჩემთვის!
- ოხ, რებე... ოხ, რებე რაა! უკვე ჩავიცვა?
- ხო, უკვე!
- ვერ ვიტან იმას, რაც არ ვიცი! - წამოდგა ბუზღუნით და ოთახისკენ წავიდა. - როგორ ჩავიცვა ის მაინც მითხარი, რა სტილი?
- ნებისმიერი, კომფორტული და ლამაზი იყოს მთავარია.
- ძაან მაბნევ. - გამოსძახა ოთახიდან და არჩევა დაიწყო.
კატო ხმას არ იღებდა მანამ, სანამ ტაქსმა უკან არ მოიტოვა თბილისი. ერთიანად აჯუჯღუნდა, უამრავი კითხვა დასვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. მანქანა დიდი ჭიშკარს მიადგა, რატომღაც ეცნო ორსართულიანი სახლის ეს სტილი, ეზო მოათვალიერა, მანქანები აშკარად ფარეხში იყო შეყვანილი. ზანტად გააღო კარი და გადმოვიდა. რებემ ფული გადაუხადა ტაქსს და უკან გაუშვა.
- ვისი სახლია?
- გაჩუმდი და წამოდი.
- რებე არ მომწონს ეს ამბავი. მუცელი უსიამოვნოდ მევსება.
- ალბათ არაფერი გიჭამია და იმიტომ.
- ნუ მასხარაობ! - რებემ დიდი კარი გამოაღო და შიგნით შევიდა. კატოც უკან მიყვა. მისაღებიც ჩაბნელებული, არა ნამდვილად ეცნობოდა ეს სტილი. ბუხართან პატარა მაგიდა იდგა, მასპინძელს სუფრა გაეშალა, ხილის ასორტი, ტეკილა, ლიმნები და ნამცხვრები. რატომღაც შეუსაბამოება იგრძნობოდა. აშკარად არ იყო ეს ქალის ხელი. დივანზე დემეტრე იჯდა, ზურგით. ტელეფონს ჩაჰყურებდა, ვერც გაეგო სტუმრის მოსვლა. რებემ კატოს ანიშნა ჩუმადო და ფეხაკრეფით გაემართა მისკენ, უკნიდან მიეპარა და ხელები თვალებზე ააფარა. ბიჭი აშკარად არ მოელოდა და შეცბა. ტელეფონს ხელი გაუშვა, ფრთხილად მოსინჯა მის თვალებზე აფარებული თლილი თითები და გაოცებული თვალებით სწრაფად შემოტრიალდა.
- რებე?
- ხო... - იღიმოდა ის.
- შენ... დაბრუნდი? - ფეხზე წამოდგა დემეტრე.
- მე არც წავსულვარ... შენ წახვედი... და ახლა... მინდა რომ დაბრუნდე... თუ შეგიძლია... მაპატიე რომ... მე არ უნდა მეთქვა შენთვის უარი...
- ანუ?
- ანუ მე... თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი, თუ... თუ შენც გინდა კიდევ, რა თქმა უნდა...
- რებე... - გაეღიმა დემეტრეს და დივანს დახედა მათ შორის უშნოდ რომ გაჩხერილიყო. კატომ ისედაც იცოდა დასასრული, ამიტომ დინჯად წავიდა სავარძლისკენ, თან ცდილობდა ხელი არ შეეშალა გაშტერებული წყვილისთვის. ნეტავ მასაც თუ სთხოვდა ოდესმე ხელს ლევანი... სევდიანი ღიმილი მოავლო ბედნიერ წყვილს და თავი გვერდზე გადახარა.
- დაჯექი ნუ გერიდება. - კატო გაშრა. უცებ ეგონა რომ მოეჩვენა ლევანის ხმა და შეტრიალება ვერ გაბედა. დემეტრე რებეს მოსცილდა და კატოს გაუღიმა.
- გაიცანი, ეს ლევანია... თუმცა, თქვენ ალბათ უკვე იცნობთ მას, რადგან... ახლა ვხვდები ძმაო. - გაიცინა ბიჭმა გულიანად. - მაგრად გამიჩალიჩეთ!
- საკითხავია, ვის გაუჩალიჩეს! - გაბრაზებულმა გახედა კატერინამ დას.
- კარგი რა, უბრალოდ ცოტა დავლიოთ და ჩვენი ბედნიერება აღვნიშნოთ. - გაუღიმა მან.
- წასვლა მინდა!
- სად კატო?
- სახლში, სად? გილოცავთ, ბედნიერები იყავით. მორჩა, გამოიძახე ტაქსი!
- კატო კარგი რა... - ხასიათი წაუხდა რებეკას. კატერინამაც იგრძნო და თავისი საქციელის შერცხვა.
- თავისი ქაჯობა ხომ უნდა გამოავლინოს! - მის წინ, სავარძელზე ჩამოჯდა ლევანი და ვისკის ჭიქას ხელი წაავლო. კატომ თვალები მოჭუტა და ტუჩი აიბზუა.
- ბაბუების სასტავი არ მევასება უბრალოდ! - და მაშინვე ენაზე იკბინა. რებეს გადახედა, გოგონა არ გაოცებულა ამ ამბით და უფრო მეტად მოეშალა მის თავზე ნერვები.
- თხუთმეტი წელი იქით-აქეთ, რა დიდი სხვაობაა? - ჩაიცინა რებემ და დივანზე ჩამოჯდა. - დაჯექი რა კატო, გთხოვ! - ისე უთხრა დას, რომ გოგონას შერცხვა. სავარძელზე ჩამოჯდა და ხელები გადააჯვარედინა. ლევანმა დაბლა დადგმულ, წინასწარ გამზადებულ შამპანიურს ხელი მოკიდა, რებემ ტაში შემოკრა საცობმა რომ დაიბათქუნა, დემეტრემ ჭიქა შეააველა გადმომდინარ სითხეს. ყველა ბედნიერი იყო, კატოც მათ შორის, მაგრამ გული მოულოდნელი, შეუცნობელი შიშით იპყრობდა ლევანის გამო, გრძნობდა, რომ დიდ ხანს ვეღარ შეძლებდა ამ კაცისთვის თავის არიდებას. შამპანიურზე უარი თქვა. არც დალევა აწყობდა, მაგრამ ასე დაძაბული მეტად ვეღარ გაჩერდებოდა. ყინულები ჩაიყარა ჭიქაში და მიხვედრილ დემეტრეს გაუწოდა ვისკის მისაღებად.
- გაგიმარჯოთ, - თქვა კატომ და ჭიქა მიუჭახუნა. - რებე ბედნიერია ნიშნავს, რომ მე ბედნიერი ვარ. ამიტომ, ჩვენს ბედნიერებას გაუმარჯოს!
- მაინც რა ეგოისტი ხარ ცოლისდა. - გაიცინა დემემ.
- საცოლისდა! - ერთწამიანი, ვითომ ღიმილით დააჯილდოვა კატომ და ჭიქა მოსვა თუ არა დაიჭყანა.
- მიაყოლე. - სიცილით გაუწოდა თავისი ვაშლისწვენიანი ჭიქა ლევანმა. კატომ ნახევრამდე ჩაცალა და თავისთან დაიდგა. იგრძნო, როგორ გაათბო სითხემ მთელი სხეული და სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა.
- ახლა მესმის ლოთების. - გაიცინა და ანანასის მოზრდილი ნაჭერი დაითრია. - სულ რომ ასე ვიყო, რა კარგი ინებოდა, რაღაცნაირად... მსუბუქად.
- ასე მალე გეკიდება სასმელი გოგო? - გაკვირვებით ჰკითხა სიძემ.
- ხო, ეგრევე... აი ერთი ჭიქა და თბილი ვარ უკვე.
- მგონი ახლახანს შენი საიდუმლო გაამხილე. - გვერდულად გაიღიმა ლევანმა.
- და შენც როგორ გესიამოვნა!
- იმდენად, რომ კიდევ უნდა დაგისხა. - ბოთლს წამოავლო ხელი ლევანმა.
- ზედმეტი არაფერი არ ვარგა, ხომ გაგიგია?
- ნამდვილად.
მეორე ჭიქა... მესამე... მეოთხე და კატო უაზროდ ვეღარ იკავებდა ღიმილს. მერე ნერვები მოეშალა, საპირფარეშოში გავიდა. ცოტა ხანს უღიმოდა თავის თავს. შემდეგ უცებ დასერიოზულდა.
- დადასტოინდი! - დაუქნია თითი მომღიმარ მეს და მანაც უცებ შეკრა წარბები. - რა კარგად ვარ! - ჯერ გაიღიმა, მერე გულიანად გაიცინა. კარზე კაკუნმა დედამიწაზე დააბრუნა და ხასიათი წაუხდა. - აბა თუ დამაცდით! - მოწყვეტით გამოაღო კარი და მომღიმარ ლევანს შეეფეთა.
- კარგად ხარ?
- რა თქმა უნდა, მე ვიცი ჩემი ზომა! - თითი მრავალმნიშვნელოვნად აღმართა გოგონამ და ლევანს ჩაუარა. - მარა მეტს ვეღარ დავლევ. სად არიან ესენი? - თვალი მოავლო მისაღებს.
- დაიღალნენ და უნდა დაისვენონ. - ღიმილით მიყვა ლევანი.
- სად, აქ?
- ხო რა იყო? აბა ამ დროს სახლში ხო არ წავლენ? - კატომ საათს ახედა, ჯერ მხოლოდ თერთმეტი იყო.
- ხო, დაისვენონ უნდა, ძაან დაიღალნენ! - წარმოთქვა გაჯავრებით და მეორე სართულს ახედა. - მე სად უნდა დავისვენო?
- კიბიდან მარჯვნივ, პირველივე კარი.
- კარგია, ადვილი... ისინი სად არიან?
- მარცხნივ, ბოლოში.
- ერთად?
- ხო კატო, ერთად!
- ვაიმე... - შეცბუნდა უცებ. - რებე... ის... ის...
- ის უკვე დანიშნულია! - მიუხვდა ლევანი და ვისკის ჭიქა გამოცალა. ისევ ჩაყარა ყინულები, კატოსაც უწილადა და ნახევრამდე გაავსო ყავისფერი სითხით.
- უნდა ავიდე ლევან...
- სად გოგო? - გაბრაზდა მამაკაცი.
- სად და რებესთან... - ხელით მშრალი ტუჩის კანი მოიძია გოგონამ და ნერვიულად მოიკვნიტა.
- დაჯექი ახლა აქ და თავი დაანებე იმათ!
- ლევან ის... მას არავინ ჰყოლია... - ამოიკვნესა თითქმის და სავარძელზე დაეშვა.
- მათ უყვართ ერთმანეთი, ვერ ხედავ? მალე ცოლ-ქმარი გახდებიან და რასაც შენ გულისხმობ, ისედაც მოხდება. და საერთოდ, სულ არ მინდა შენ დაზე ასეთი რამეების ცოდნა, რაზე მალაპარაკებ ტო? დალიე რა... - კატო შეუცნობლად დასწვდა ჭიქას და როდესაც მოსვა მხოლოდ მაშინ გაიაზრა, რომ მეტის დალევა აღარ უნდოდა, მაგრამ ლევანმა ხელით აუწია ჭიქა და იქამდე არ მოეშვა თვალებდაჭყეტილ გოგონას, სანამ ბოლომდე არ ჩააცლევინა.
- გაგიჟდი? - ძლივს ამოისუნთქა და წვენის ჭიქას დასწვდა.
- მთვრალი ბევრად კარგი ხარ.
- არც ისე! თანაც... არა არა... უნდა დავწვე... მოდი მე აქ დავიძინებ. - ფეხები სასწრაფოდ მოკეცა კატომ და კაბის ბოლოები ხელით გაისწორა.
- აქ ვერ დაწვები ნორმალურად. უკვე გითხარი სადაცაა შენი ადგილი!
- რა უჟმური ხარ. - ფორთოხლის ნაჭერს დასწვდა გოგონა და ზლაზვნით წამოდგა. - დილით ტაქსი გამომიძახე თუ შეიძლება, საქმეები მაქვს. - გამოსძახა უკვე კიბიდან. ლევანმა სიგარეტს მოუკიდა და თვალი ააყოლა მიმავალ კატოს. საოცრად დახვეწილი ტანი ჰქონდა. მისი ვიწრო წელი საერთოდ აგიჟებდა. წვრილი წვივები შესამჩნევდ ქალური და სწორი ჰქონდა. შავ კაბაზე ჩამოყრილი ქერა, ტალღოვანი თმა თითქმის წელამდე სწვდებოდა. განიერი თეძოები... ლევანმა ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- იცი რა... უცებ შემობრუნდა გოგონა. - სიგარეტს ავიტან, ერთ ღერს... რაღაცნაირად მომინდა. - ფარფატით ჩამოირბინა საფეხურები და კოლოფს დასწვდა. ლევანმა ურცხვად შეათვალიერა მისკენ დახრილი კატოს მიმზიდველი მკერდი და ჭიქას ხელი მძლავრად მოუჭირა. - ასანთი?
- რა? - გამოერკვა მამაკაცი.
- ზაჟიგალკა.
- წაიღე. - დაუთმო ლევანმა და ვნებიანი მზერა გააყოლა კიბეზე მიმავალს.
საძინებლის ვერანდაზე იდგა კატო და ხარბად ისუნთქავდა სიგარეტის ბოლს, იგრძნო როგორ შეემატა სიმთვრალე და მოუდუნდა ისედაც გაბუჟებული სხეული, თავბრუ დაეხვა და ღრმად ჩაისუნთქა ღამის ჰაერი, მეტს ვეღარ ,,გაქაჩავდა" იცოდა, ამიტომ ერთიანად, თითქმის ზიზღით მოისროლა ნახევრად ჩამწვარი ,,ნელი მკვლელი".
- რა კარგი ჰაერია არა? - კატო შეხტა უკან შეუმჩნევლად მოპარული ლევანის ხმაზე და პირი მისკენ იბრუნა.
- შემაშინე, აქ რა გინდა?
- სად აქ?
- ამ ოთახში!
- ჩემ საძინებელზე მეკითხები? - ჩაიღიმა ირონიულად ლევანმა და კატო მოაჯირთან მიიმწყვდია. ერთიანად დაუარა გოგონას ცხელმა ტალღამ და თვალები რომ არ მილულოდა გამეტებით დააჭყიტა.
- რატომ არ მითხარი შენი თუ იყო?
- იმიტომ, რომ აქაა შენი ადგილი!
- მაშინ შენ სხვაგან წადი, სერიოზულად ლევან, - ხელით მოიშორა და საძინებლის კარისკენ წავიდა ერთი ნახტომით წინ რომ აესვეტა მამაკაცი და გზა გადაუღობა. - ან შენ წადი, ან მე დავიძინებ სხვაგან.
- როგორც გინდა. - შებრუნდა ლევანი. გოგონას შეაკანკალა კართან მისულმა მამაკაცმა გასაღები რომ გადაატრიალა, გამოაძრო და ირონიული ღიმილით ჩაიდო შარვლის ჯიბეში.
- რას აკეთებ?
- ვწვები! - გახდა დაიწყო ლევანმა. პერანგი უცებ შეიხსნა და იქვე მდგარ სავარძელზე მოისროლა. მერე შარვლის ბალთას დასწვდა და გახსნა დაიწყო. შეშინებულ კატოს სუნთქვა შეუგუბდა და ისედაც გამომშრალ პირში ძლივს გადააგორა ნერწყვის პატარა ყლუპი.
- ახლავე გააღე კარი!
- ხომ გინდოდა აქ დაძინება, ხოდა დაწექი!
- გასაღები მომეცი, ახლავე!
- არ გამოვა პატარა. - ლევანი მიხვდა დამკეტის გვერდიდან მოშორება რომ არ შეიძლებოდა გამოცდილ ქურდთან და გახსნილი შარვლით მიწვა საწოლზე. კატოს სიბრაზემ წამოუარა, მაგრამ გაახსენდა, რომ ლევანი მთვრალი იყო და მალე ჩაეძინებოდა. ამიტომ მხოლოდ გაუღიმა და ვერანდაზე გავიდა. დიდ ხანს იცადა. დროდადრო გამოხედვდა მამაკაცს, ის გაუნძრევლად იწვა ერთ პოზაში და თვალებს არ ახელდა. გოგონა ფრთხილად შევიდა საძინებელში და მიაყურადა. ლევანი მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა. კატოს ჩაეღიმა. ნელა მოუარა საწოლს და გულის ფანცქალით წაიღო ხელი მისი შარვლის ჯიბისკენ. ასე არავის გაქურდვა არ გასჭირვებია. ,,ქურდის ქურდი ცხონდაო" - გაახსენდა რატომღაც. ჯიბეში სანახევროდ ჩაყო ხელი.
- მანდ არა, ცოტა მარჯვნივ! - კატო შეცბა, ხელი სწრაფად გამოსწია უკან და უკუნით თვალებს მიაშტერდა. - რასაც შენ ეძებ, ოდნავ გვერდითაა, პატარავ!
- გასაღები მომეცი, მეძინება!
- მერე დაიძინე, ნახე აქ რამდენი ადგილია!
- შენთან დავწვე?
- პირველი იქნება? - კატო აილეწა. ჯანდაბას შენი თავიო ჩაიბუზღუნა და საწოლს შემოუარა. ლევანი თვალს ადევნებდა აალებულ გოგონას, რომელმაც უხეშად გამოგლიჯა გადასაფარებელი, ბალიში აიღო და მოშორებით მდგარი სვარძლისკენ წავიდა, - მანდ ვერ დაწვები!
- ვითომ რატომ?
- იმიტომ რომ აქაა შენი ადგილი!
- დამანებე თავი! - თეთრეული მიყარა და ფეხსაცმელი გაიხადა. ლევანი გაბრაზებული წამოხტა.
- გითხარი მანდ ვერ დაწვები-თქო! - წამოვიდა კატოსკენ შუბლშეკვრით და გოგონა ერთ ადგილს მიეყინა. - მოდი აქ! - ცალი ხელი მუხლებისქვეშ ამოუდო კატოს და მეორე წელზე მოხვია.
- რას აკეთებ? დამსვი! - ალუღლუღდა კატერინა როცა მამაკაცმა საწოლისკენ წაიყვანა და მოწყვეტით დააგდო ზეწარზე. სუნთქვა აუჩქარდა, შეშინებული თვალებით ახედა თავზე დამდგარ ლევანს და აწეული კაბა ჩამოიწია. - ლევან!
- ერთხელ უკვე გაგაფრთხილე და გაჩვენე, რომ რასაც ვამბობ, ყველაფერი ისე ხდება! - გადასაფარებელი წამოიღო სავარძლიდან, კატოს გვერდით მოიკალათა და საფარი გაასწორა. - გითხარი აქ წვები, ესეიგი აქ წვები! და აღარ მინდა ზედმეტი ტლიკინი! - ცალი ფეხი გადაადო კატოს წვივებს რომ უფრო მშვიდად ეგრძნო თავი და ზემოდან დააჩერდა აღელვებულ გოგონას. სახე ძალიან ახლოს მიუტანა, კატომ თვალები დახუჭა, როგორ უნდოდ ლევანს ეკოცნა, მოფერებოდა, მისი გაეხადა გოგონას სხეული, მაგრამ ძლიერად იკავებდა თავს. - არ გკოცნი. - უთხრა ბოლოს ღიმილით და კატომ დარცხვენილად გაახილა შეურაცხყოფილი თვალები.
- მაგიტო არც დამიხუჭია, ვიძინებდი! - მიახალა გაგულისებულმა და გადატრიალება სცადა თუმცა ოდნავადაც ვერ გაინძრა და ისევ უკუნით თვალებს სთხოვა შველა.
- იცი რა მაინტერესებს, ვინ გყავდა ჩემამდე?
- შენამდე? - გაოცდა გოგონა.
- არ მითხრა, რომ არავინ!
- ხოდა არ გეტყვი!
- სერიოზულად კატო... ისე იბნევი ჩემ შეხებაზე... აქამდე მეგონა თამაშობდი, მაგრამ...
- შენი საქმე არაა, გამიშვი! - გაუძალიანდა ისევ.
- მიპასუხე რომ გეკითხები!
- არავინ, კმაყოფილი ხარ?
- სულ არავინ?
- სულ არავინ, ახლა გამიშვი. - ლევანს არც უფიქრია ხელის შეშვება, დაჟინებით აშტერდებოდა თვალებში და პასუხებს მის სიღრმეში ეძებდა, მერე გაეღიმა.
- ანუ აქამდე არავინ შეგხებია... ამიტომ ხარ ასე...
- ასე როგორ?
- ამიტომ მიზიდავდი... ვერ გეშვებოდი... თურმე ამდენხანს მხოლოდ შენ გეძებდი...
- რატომ? - გული უარესად აუჩქარდა გოგონას, სასიამოვნო ტალღები უვლიდა სხეულში და არ უნდოდა შეწყვეტილიყო.
- იმიტომ რომ შენ ახალი ხარ, ახალი და ყველასათვის დაუგემოვნებელი ხილი ხარ... სხვებისთვის მიუწვდომელი, ჩემთვის კი ასე ახლო და ადვილი მისაღები! - ათრთოლებულ ტუჩებზე დახედა გოგონას და ხარბად დაეწაფა წითელ ბაგეებს. კატოს ეგონა დრო გაჩერდა, სხეულში იმდენად სასიამოვნო ქაოსმა იწყო არევა, რომ განძრევა ვერ გაბედა. ლევანმა მკერდიდან ქვემოთ, სწრაფად ჩააცურა ხელები, შიშველი ფეხების შეგრძნებაზე გაეღიმა, კაბის ქვეშ ნელა ამოაყოლა ფეხებს ხელები და თეძოებთან მისვლისას გოგონას ყრუ კვნესა აღმოხდა.
- ლევან... ლევან... - იმეორებდა სუნთქვაგახშირებული და ნეტარ ტალღებს ტანით ჰყვებოდა.
- როგორ მინდა ახლა ყველა შენი უშნო საქციელის გამო მაგრად დაგსაჯო! - ფეხებშორის მოექცა და ტუჩებმა მკერდზე გადმოინაცვლა. კაბის ელვა სწრაფად ჩახსნა და ერთი ხელის მოსმით ააძრო გოგონას ტანიდან. შავი, გიპიური საცვლები უფრო მიმზიდველს ხდიდა ქალის სხეულს, ლევანმა ხარბად ააყოლა თვალი. ყელზე ხელი ჩამოუსვა და მკერდთან შეჩერდა. მერე წელზე მოხვია ხელები და კატო ზემოდან მოიქცია. - იცი რა?
- რა? - ამოისუნთქა გოგონამ და თავი მკერდზე დაადო.
- იქამდე დაგტოვებ ასე, სანამ თვითონ არ მთხოვ ჩემი გაგხადო!

დილით პირველი რაც იგრძნო კატომ ეს თავის ყრუ ტკივილი იყო. შემდეგ ცხელი სხეული მის ქვემოთ. ფრთხილად ასწია თავი. მამაკაცს ხელები კატოს წელზე ჰქონდა შემოხვეული და მშვიდად ეძინა. ძალიან ნელა გაახსნევინა გოგონამ მკლავები და მშვიდად გადაწვა თავისუფალ ადგილას. საწოლზე რომ წამოჯდა მერეღა გაახსენდა ნახევრად შიშველი რომ იყო და თვალით კაბა მოიძია. ლევანის შარვლიდან გასაღები ამოაძვრინა და ფრთხილად გამოკეტა საძინებლის კარი.
- რებე... რებე... - მიუკაკუნა დას და მოლოდინით გაიყურსა. - რებეკა!
- მოვდივარ. - მოისმა კარს უკან. - რა ხდება? - თვალებს იფშვნეტდა ჯერ კიდევ.
- როგორ ხარ? - აათვალიერა დამ, თუმცა საეჭვო ვერაფერი შეამჩნია იგივე ტანსაცმელში მყოფ ტყუპისცალს.
- კარგად. რომელი საათია?
- წამოდი! - ხელი ჩაკიდა და სააბაზანოში შეათრია. - მიდი მალე გამიცვალე კაბა.
- რა?
- მიდი, მიდი!
- ეხლა რაღა მოიფიქრე? - დაიწყო გახდა რებეკამ.
- ჩქარა სანამ გაუღვიძია ლევანს!
- დემე გაგიჟდება კატო, შენ არ ვეგონო...
- ხოდა სანამ დაინახავს რა გაცვია იქამდე უთხარი რომ კაბები გავცვალეთ და აღარ შეიშლება. აჰა ეს შენ. წუხელ ასე გეძინა?
- როგორ ასე?
- ტანსაცმლით.
- ხო, რა იყო?
- არაფერი. - გაეღიმა კატოს და რებეს კაბა გაისწორა. - კულონიც მომე.
- ნუ გააგიჟებ ახლა მაგ კაცს!
სამზარეულოში იჯდა და კარტოფილს თლიდა. დილით რომ არ ეჭამა არ შეეძლო, რამდენჯერ ამდგარა თავისი მუცლის გამო. ბავშვთა სახლში უთენია ჭამდნენ და მიჩვეული იყო.
- ადრე ამდგარხარ. - მოესმა ლევანის ხმა და დაიძაბა.
- ხო, მიჩვეული ვარ. როგორ ხარ? - შესცინა ისე, როგორც რებემ იცოდა.
- კარგად მადლობ. როგორ გეძინათ?
- კარგად... და თქვენ?
- ჩვენც. სადაა კატო ხო არ იცი?
- ალბათ გარეთ გავიდა... - ეცადა თვალებში არ შეეხედა რომ ლევანს რამე არ შეეტყო. - მარილი ვერ ვნახე ლევან.
- აქაა. - მიუახლოვდა ერთერთ უჯრას და რებეს გაუწოდა.
- წუხელ თქვენ... ერთად გეძინათ არა? - დაიწყო კატომ.
- კი.
- მხოლოდ გეძინათ? - გაეღიმა გოგონას.
- ხო. - ლევანი ლაპარაკში არ ყვებოდა და კატოს ნერვები მოეშალა.
- გიყვარს ლევან ჩემი და? - ლევანი არ ელოდა ასე პირდაპირ კითხვას. წყალი მოუშვა და ჭიქა ჩამოიღო.
- მე მასთან თავს კარგად ვგრძნობ.
- აი კატოს კი მგონი უყვარხარ.
- შენ რა იცი?
- ასე მგონია, ჩვენ ხომ ტყუპები ვართ... - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ტაფას შეუნთო.
- მე ვერ ვამჩნევ. - დაჟინებით აკვირდებოდა ლევანი. კატომ იგრძნო საფრთხოს მოახლოვება და გაჩუმდა. - ისე, მგონი კარგად მოვიფიქრე არა?
- რაზე ამბობ?
- რომ შემოგთავაზე გუშინდელი საღამოს მოწყობა. მე რომ არ დამერეკა ალბათ ახლაც არ იქნებოდით ერთად შენ და დემე.
- მართალი ხარ. ამისთვის დიდ მადლობას გიხდი. - შესცინა ისევ გოგონამ. ლევანს გაეღიმა. ფრთხილად წავიდა მისკენ. კატოს ხელები აერია, ძლივს მოახერხა კარტოფილის დაყრა და უცებ გახტა უკან ცხელმა ტაფამ შიშხინი რომ ატეხა. - გავალ მე და...
- კატოს მოძებნი არა? - ისევ უახლოვდებოდა ლევანი და ირონიულად უღიმოდა.
- ხო... მაინც დილაა... არ შესცივდეს... აქ ცოტა არ იყოს გრილა... - ინსტიქტურად მიდიოდა უკან იქამდე სანამ ფანჯარას არ მიეკრო და ხელით აქერცლილი კანი მოიძია ტუჩზე მოსაკვნეტად.
- ანუ ფიქრობ, რომ კატოს უყვარვარ?
- ხო, რა ვიცი...
- და გაინტერესებს მე რას ვფიქრობ მასზე? - ძალიან ახლოს მივიდა მამაკაცი და კატომ უცებ ინანა მისი სულელური გეგმა.
- ხო...
- ვფიქრობ რომ ძალიან უშნო მატყუარა გახდა ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით კი ჩემთან!
- ვერ გავიგე...
- რისი გაგება გინდა კატო, მკითხე პირდაპირ, იქნებ გპასუხობ?
- ლევან რა გჭირს? - უდარდელად გაიცინა გოგონამ. - მე ხომ...
- გეყოფა! - ხელი რაფაზე დაარტყა ლევანმა და კატო ერთიანად შეხტა. - რაში გჭირდება ტყუილები ჩემთან გამაგებინე? - კატო დუმდა, მონუსხული აჰყურებდა გაბრაზებულ მამაკაცს და თავს იწყევლიდა. - აქამდე რაც ნერვები მიშალე არ გეყო?
- მე უბრალოდ...
- ნუ ლუღლუღებ!
- მაინტერესებს რა გინდა! - მოთმინება დაეკარგა კატოს და შეუბღვირა. - ხო, რა იყო, არ მაქვს უფლება ვიცოდე რა გინდა ჩემგან?
- არ იცი რა მინდა?
- არა, არ ვიცი. ხან რას მინამიოკებ, ხან რას. საშინლად მაბნევ შენი ქარაგმებით. იმდენს იზავ, რომ მალე საერთოდ აღარ გნახავ!
- გგონია ეგ შენზეა დამოკიდებული?
- აბა ვისზეა?
- აი, ამაზე! - სწრაფი მოძრაობით რაფაზე შემოსვა კატო და ფეხებს შორის მოექცა.ერთხანს უყურა შეშინებულ, სუნთქვააჩქარებულ გოგონას, დამფრთხალი, ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყივით რომ შეჰყურებდა და მთლიან სხეულზე აიკრა.
- არ გინდა... - ამოიჩურჩულა კატომ, მაგრამ ლევანმა ყურადღება არ მიაქცია. თმაში შეუცურა ერთი ხელი და გოგონას მსხვილ ტუჩებს ვნებამორეული დაეწაფა. კატო არ განძრეულა და ეს უფრო აგიჟებდა, ხვდებოდა, რომ ამ კაცს წინააღმდეგობას ვერასდროს გაუწევდა, მარიონეტივით იყო მის მკლავებში და სიამოვნებისგან ვეღარც კი სუნთქავდა. ორმაგად გამარჯვებული იყო ლევანი, ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ კატო მისი მაშინ გახდებოდა, როცა ამას მოინდომებდა. საკუთრების გრძნობა ერთიანად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აღმოჩნდა მარგიანისთვის. თუმცა ამჯერად არ ჩქარობდა, მოსწონდა ამდენი ვნება, თავშეკავება, კატოს გაგიჟება და ჟინიანად განაგრძობდა თამაშს, რომელსაც რატომღაც სიყვარული ერქვა...
ვიქტორიამ ფარდა გადასწია და ეზოს გახედა, ბავშვები გამაყრუებლად თამაშობდნენ, ერთმანეთს დასდევდნენ და ბოთლებით წყალს ასხავდნენ, ისე ცხელოდა სითხე რამდენიმე წამში ორთქლდებოდა გატიტვლებული პატარების სხეულებიდან. კარზე კაკუნი მოესმა და შეხტა. უსიამოვნო წინათგრძნობამ შეიპყრო ტურჩოვა. ჩაი მაგიდაზე დადგა, უცებ გაახსენდა რომ კარს ჭუჭრუტანა არ ჰქონდა და მოლოდინმა უარესად შეაშინა.
- ვინ არის? - დაიძახა კარზე აკრულმა.
- ზურაბი ვარ, გააღე!
- რა გინდა?
- ვიკი გააღე, გთხოვ... - როგორი გატეხილი ეჩვენა ზურას ხმა, თანაც ეს სახელი, ვიკი, რამდენი ხანია მისთვის ასე აღარ დაუძახია ქმარს. მძიმედ გადაწია საკეტი და კარი გახსნა. მამაკაცი რამდენიმე დღეში უფრო დაბერებულიყო, ფერიც უფრო მკრთალი ეჩვენა ტურჩოვას, ნაოჭებიც მომატებოდა სახეზე თითქოს. შავი თვალები აღარ იმზირებოდნენ ავად. ვიქტორიას სახე გაეხსნა.
- რა მოხდა?
- შეიძლება შემოსვლა? - ქალმა გვერდზე გაიწია. ზურაბი ნელი ნაბიჯებით ათვალიერებდა ბინას. ბოლოს მისაღებში შეაბიჯა. არცერთი იღებდა ხმას. ჩამოსხდნენ. ზურაბმა ფანჯარაში გაიხედა, ხელით სიგარა მოიძია და ნერვიულად მოუკიდა.
- აღარ იტყვი რა მოხდა?
- ლაშა... ლაშა მოხდა...
- რა... რა მოუვიდა?
- არაფერი მოსვლია, დამშვიდდი. უბრალოდ... სულ აიღო ხელი ყველაფერზე, აღარაფრის გაგონება აღარ უნდა. სულ იმას გაიძახის არ მინდა შენ რომ დაგემსგავსოო. აღარც სწავლა, აღარც საქმე... - ვიქტორიას გაეღიმა.
- აღარავინ დაგრჩა ზურაბ? - მამაკაცი შეცბა, სახეზე სილურჯემ დაუარა. თითქოს ეს იყო მისი განაჩენი და ახლა ამას საყვარელი ქალის პირიდან ისმენდა. - რამდენჯერ გითხარი, სულ მარტო დარჩები თქო, რამდენჯერ? მაგრამ დამიჯერე? არა, შენ ისე იქცეოდი რომ სწორად ეს დაიმსახურე, სიმარტოვე, უარყოფა, უძლურობა! - სილურჯე სიწითლემ გადაფარა. - ეს არის შენი კარმა, შენი დათესილი, შენი დამსახურება, რა დაგიცავს მისგან? ავტორიტეტი? სახელი?
- ვიქტორია!
- შენ მარტო მე კი არა, ათასობით ადამიანს დაუნგრიე ცხოვრება, ზედმეტად ბევრი აიღე შენს თავზე, ხოდა ახლა კეთილი ინებე და პასუხიც მოისმინე! ისე დაგაბრმავა ამ ცხოვრების არასწორად ჩამოყალიბებულმა სტერეოტიპებმა და საკუთარმა ეგომ, რომ ყველა ჩამოიშორე, ვისაც უყვარდი, ჩვენ კი არ წამოვედით შენგან, შენ გამოგვიშვი!
- ვისაც ვუყვარდი? - ჩაიცინა ზურაბმა. - და ვის ვუყვარდი, შენ?
- არა, მე არასდროს მყვარებიხარ, მაგრამ ლაშას უყვარდი, დედაშენს უყვარდი, მეგობრებს უყვარდი. ვინ დაგრჩა გვერდით ვინ დაიტოვე? ვის ახსოვს შენგან გაკეთებული სიკეთე? შენ მკვლელი ხარ ზურაბ, შენ ჩემი უსახელო შვილის მკვლელი ხარ!
- კმარა! - ფეხზე წამოდგა ცაბაძე. - გაჩუმდი თორემ... ის ისევ დაბრუნდება! - ცივმა ოფლმა დაასხა...
- ვინ ზურაბ?
- გაჩუმდი! - გულზე მაგრად მიიჭირა ხელი, მძიმედ შებრუნდა და დერეფანს გაუყვა. არაფერი უთქვამს ვიქტორიას, ან რა უნდა ეთქვა. უბრალოდ... ყველაფრის მიუხედავად გული დასწყდა, ხშირად წარმოიდგენდა გამწარებული როგორ ახლიდა პირში ყველაფერს მის ქმარს, როგორ დაჰყურებდა ზემოდან და ეუბნებოდა რასაც იმსახურებდა. ყველაფერი უთხრა თითქოს, მაგრამ შვება ოდნავადაც ვერ ჰპოვა. ნახა ისეთი, როგორსაც ისურვებდა, მაგრამ გული უარესად ჩასწყდა....

დღეები ზლაზვნით მიუყვებოდა ერთმანეთს, არაფერი ხდებოდა, სრული სიმშვიდე, რომელსაც კატო სიგიჟემდე მიჰყავდა. არცერთი ზარი ლევანისგან შემოსული, არცერთი შეტყობინება. იქნებ რამე მოხდა? - არ ასვენებდა ეს კითხვა. ამას რებეკას ქორწილზე ფიქრიც დაემატა. მას სულაც აღარაფერი ადარდებდა, მარტო კაბა, თაიგული, სტუმრები, რესტორანი... გეგმავდა და აზრს წუთში სამოცჯერ იცვლიდა.
- წითელი ბანძი ფერია. რამე უფრო ისეთი მინდა...
- შავს ყველაფერი უხდება რებეკა, რაც გინდა ის აარჩიე ტვინი ამეწვა!
- იქნებ თეთრი?
- იქნებ ვინმე დაიქირაოთ, რომ მაგიდის გადასაფარებელზე უფრო მნიშვნელოვან თემებზე გადაიტანო შენი უმაღლესი ყურადღება?
- მაგალითად? - გაღიზიანებით მიაჩერდა რებე და კალამი დადო.
- მაგალითად რატომ ვარ ეს დღეებია სულ ცხვირჩამოშვებული.
- და რატომ?
- ხედავ? შეამჩნიე, მაგრამ არ გადარდებს, შენთვის ხელსახოცების ფერი უფრო მნიშვნელოვანია!
- ღმერთო, რა ეგოისტია ეს ადამიანი! - თვალები ჭერს მიაპყრო რებეკამ. - სამ დღეში ქორწილი მაქვს, რომელიც მთელ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მექნება და არ შეიძლება, რომ მინდოდეს ყველა წვრილმანი თვითონ შევარჩიო?
- არ ვიცი. - დივანზე მჯდარი გვერდზე მოწყვეტით გადავარდა და თავი ბალისში ჩარგო. - მერე მე ვინ მომხედავს?
- მგონი შენ ჩემზე მეტად დაშტერდი. - გაიცინა რებემ, მაგრამ მალევე დასერიოზულდა. - რა მოხდა?
- ლევანი არც მწერს, არც მირეკავს. დამტოვა ასე უყველაფროდ, უყურადღებოდ. იქნებ ვკვდები, იქნებ ცუდად ვარ, იქნებ რა ჯანდაბა მჭირს?
- შენ თავს რომ არაფერს გაუჭირვებ იცის! - კატომ თავი ამოყო ბალიშიდან და დას დაბღვერილი მიაჩერდა. რებეკა შტორმის მოლოდინში გაიტრუნა.
- ოხ, როგორ მინდა ახლა... - დაიწყო კატომ მაგრამ აღარ დასცალდა. ეკრანზე თებეს ნომერი გამოისახა. წამში იმდენი ცუდი რამ გაიფიქრა გოგონამ, რომ სუნთქვა შეუწყდა.
- რა მოხდა თებე?
- რა მოხდა?
- ანუ... რატო მირეკავ?
- კატო რა გჭირს? - დაიბნა ორივე. - ისე გირეკავ, თან მაინტერესებს მამა შენთან თუა, არ მპასუხობს რომ ვურეკავ, ანუკისთან მინდა წასვლა.
- და... რამდენი ხანია არ გპასუხობს?
- ეხლა ვურეკავდი, დილას სახლში იყო.
- არა, ჩემთან არაა. - დამშვიდდა რადგან ლევანი ჯერ კიდევ ცოცხლებში ჩათვალა. - მეც დავურეკავ და თუ მიპასუხა ან რამე სიახლე იყო დაგირეკავ.
- და წასვლა რომ მინდა?
- მერე მე რა ვქნა? კი არ დამავიწყდა იმდღეს შენს მაგივრად მე რომ გამლანძღა მამაშენმა.
- ო, კაი რაა. წავალ გთხოვ!
- წადი...
- მართლა?
- ჰო, მართლა. ერთ ჩხუბს კიდევ ავიტან!
- მიყვარხარ! - მიაძახა გოგონამ და ტელეფონი გათიშა. კატომ რაღაცნაირად დედად იგრძნო თავი და გაიღიმა.
- რა მაიმუნი ბავშვია.
- სად გაუშვი?
- დაქალთან, იქვე ცხოვრობს, მძღოლი წაიყვანს.
- ლევანი მოგკლავს, რატო გაუშვი, რამე რომ მოხდეს?
- კაი რა, რა უნდა მოხდეს? მოკვლით კი მართლა მომკლავს.
- მერე გეთქვა უარი!
- ჯერ ერთი არ მიყვარს თებესთვის უარის თქმა და მეორეც, ახლა მაინც ხომ დამირეკავს?
- გასალანძღად!
- მერე რა, მთავარია დამირეკავს. ვინ მოგცა უფლება გოგო! - გამოაჯავრა ლევანს თავის ქნევით, ბოხი ხმით და სიცილისგან გადაყირავდა.
- რა გიჟი ხარ იმენა!
- დედიკოს დაურეკე, რომელზეღა მოვა?
- ლაშა უნდა ვნახოვო.
- რატოვო?
- ნუ დამცინი. რავი აუშვია მაგრად. არც სწავლობს, არც საქმეს აკეთებს.
- მეც ასე ვიზავდი!
- ხო, შენ გგავს.
კიდევ დიდ ხანს ილაპარაკეს, კატო ისე გაერთო სულ გადაავიწყდა ლევანთან დარეკვა. უკვე ღამდებოდა მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა.
- რებე, რებე!
- რა იყო, რა?
- რეკავს! - თქვა გამარჯვებული ხმით და ტელეფონს უპასუხა. - გისმენთ!
- ჩამოდი!
- სად? - ისეთი ხმა ჰქონდა ლევანს კატომ უმალ ინანა თებეს გაშვება და დაშაშრული ტუჩიდან კანი მოიკვნიტა.
- ქვემოთ, გელოდები!
- ვა, ვა! რა ჩავიცვა? - ეცადა სანამ შეეძლო და შორს იყო ცოტა მაინც გაებრაზებინა.
- არაფერი, მალე ჩამოდი!
- ტიტველი ჩამოვიდე?
- ახლა ტიტველი ხარ?
- ხო. - იცრუა ურცხვად.
- ხოდა სანამ მე ამოვალ, მალე ჩაიცვი და ჩამოდი, თორემ თუ დააგვიანე, კიდევ დიდხანს იქნები შიშველი! - სანამ კატო კიდევ ეტყოდა რამეს ლევანმა აპარატი გამორთო და გოგონას ფანჯრებს ახედა. - რა უვარგისია, მაინც მომიტყუა! - ჩაილაპარაკა სიცილით. მერე სარკე მისკენ მოაბრუნა და მკაცრი გამომეტყველება მიიღო. - მალე ალბათ კბილები დაგცვივა და სკლეროზი დაგეწყება. - გამოაჯავრა კატოს წრიპინა ხმით და გაეცინა. მერე კბილები დაკრიჭა და სარკეში მოათვალიერა ყველა თუ იყო თავის ადგილას და კატოც გამოჩნდა. ლევანი არ გადასულა, არც გოგონა დალოდებია, კარი გამოაღო და სახეზე აკრული არაბუნებრივი ღიმილით ლევანს მიაჩერდა.
- შეიძლება ბატონო ლევან?
- დაჯექი!
- გმადლობთ დიდად! - სავარძელზე მოიკალათა და ღვედი შეიკრა. - წავედით!
- სად? - დაიბნა ლევანი.
- ზღვაზე.
- სად ზღვაზე გოგო?
- რავი, რუჯი მაქ დასამატებელი ცოტა.
- აა, ღადაობის ხასიათზე ხარ?
- ცოტა.
- შენ გოგო რამდენს იღებ საკუთარ თავზე, ა?
- არ დაიწყო ახლა ვინ მოგცა უფლებაო და რაღაცეები, მაგრად მეზარება თავის მართლება. არ პასუხობდი და წასვლა უნდოდა ბავშვს, მეც გავუშვი, ჩემს გასალანძღად თუ მოხვედი, მე წავედი! - კარისკენ წაიღო ხელი კატომ.
- აბა გაბედე და ერთი ნაბიჯი გადადგი! - კბილებში გამოსცრა ლევანმა. გოგონას გაშვერილი ხელი ჰაერში გაუშეშდა. - რისთვის მოვედი, ეგ მე ვიცი, შენ კიდევ ახლა ჩუმად იჯდები მაგ სიდენიაზე და ხმას არ ამოიღებ იქამდე, სანამ ლაპარაკს არ დავასრულებ, გასაგებია? - კატო მონუსხული მისჩერებოდა და ხმას არ იღებდა. - გასაგებია-თქო გოგო?
- გოგოს ნუ მეძახი, ვერ ვიტან!
- აუ კატო მომაკვლევინებ თავს თებეს ვფიცავარ!
- გასაგებია.
- თებე ჩემი შვილია, სად წავა და სად არა, გადავწყვეტ ყოველთვის მე, ის რომ ოდესღაც მისი ძიძა იყავი, არ გაძლევს უფლებას, რომ გადაწყვეტილებები მიიღო მასზე, თანაც ჩემს გარეშე. არასდროს აღარ გაბედო იგივეს გაკეთება, გაიგე?
- მორჩა?
- მე შენ რა გაგაფრთხილე?
- ხომ დაასრულე? ხოდა ამოვიღე ხმა!
- როგორ მღლის შენთან ლაპარაკი... - მინა დაუშვა ლევანმა და სიგარეტი მოიძია.
- მერე რას მელაპარაკები?
- აღარც დაგელაპარაკებოდი თებე რომ არ გაგეშვა!
- ანუ არ აპირებდი ჩემ ნახვას ან მოკითხვას?
- არა!
- გასაგებია... - დაიჩურჩულა კატომ, ხმამაღლა უნდოდა თქმა, მაგრამ არ გამოუვიდა. ლევანის პასუხმა შეუქცევადად იმოქმედა გოგონაზე, არ ელოდა, ვერც გაიაზრა. ვერ მიხვდა რატომ უპასუხა მამაკაცმა ასე, რატომ აღარ უნდოდა მისი ნახვა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, აგარაკზეც სულ ის იჩენდა ინიციატივას და რა შეიცვალა ასე უცებ? ფრთხილად გააღო მანქანის კარი და უარყოფითი ემოციებით გატენილი გადმოვიდა იქიდან. ყურადღება აღარ მიუქცევია ლევანის ძახილისთვის, სახლში ასვლა არ უნდოდა. ვიწრო გასასვლელი მოძებნა კორპუსებს შორის სადაც ლევანის მანქანა ვერ გაეტეოდა და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ თურმე ტიროდა. - ,,სულელი ვარ, სულელი!" იმეორებდა გულში, - ,,როგორ შემოყვარდა ეს უგულო, უსულო კაცი! რა მინდოდა, რატომ არ მომტყდა ფეხები მის სახლში რომ მივეთრეოდი!".
დიდ ხანს იარა, ყველა მის მტირალ, ლურჯ თვალებს უყურებდა გაოცებული და ნერვები უარესად მოეშალა. ვიქტორიას კორპუსს რომ მიადგა, მერეღა გააანალიზა სად მიუწევდა გული, - ,, ნეტავ სახლში იყო..." სწრაფად აირბინა კიბეები, დიდ ხანს აკაკუნა, მაგრამ დედას არ გამოუხედავს.
- დაგელოდები... - ჩაიმუხლა კართან და ფეხის საწმენდზე დაჯდა. მერე გაახსენდა რომ დარეკვა შეეძლო და შორტის ჯიბეები მოისინჯა. - ჯანდაბა, ჯანდაბა... კარგი რაა! - უღონოდ გადააგდო თავი უკან. - როგორ დამრჩა ლევანთან, რა შტერი ვარ... ალბათ მაგიტომ მეძახდა... - ამის გააზრებაზე გული უარესად დასწყდა. დიდ ხანს ელოდა, ბოლოს იფიქრა იქნებ ჩვენთან სახლშიაო და ზანტად წამოდგა. როგორც კი კორპუსიდან გამოვიდა ლევანს წააწყდა. მანქანაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. გაბრაზებულმა ისე მოიკვნიტა ტუჩი სისხლმა გამოჟონა. უკან გატრიალება უაზრო იყო, ამიტომ ცხვირი აიბზუა და ჩავლა დააპირა.
- გელოდებოდი, ვისთან იყავი?
- შენი საქმე არაა, თვალით ნუ მენახები! - სიარული გააგრძელა, ლევანი ერთი ნახტომით წამოეწია და მკლავში ხელი მოკიდა.
- გაჩერდი, ვერ ხედავ რომ გელაპარაკები?
- მკ*დია!
- წესიერად გოგო!
- ნუ მეძახი გოგოს-თქო! - ხელი მაგრად დაქაჩა რომ გაეთავისუფლებინა. - რა ჯანდაბა გინდა?
- ტელეფონი დაგრჩა! - შეახსენა ლევანმა და გვერდულად გაიღიმა. როგორ უნდოდა ახლა კატოს სახე დაეკაწრა მისთვის.
- მერე?
- არ გინდა მოგცე?
- მომეცი! - ხელი გაუწოდა გოგონამ.
- ჯერ დაიმსახურე.
- რა? - სახე მოერყა კატოს.
- გაგიმეორო?
- რას მეთამაშები?
- კატა-თაგვობანას. საყვარელი ხარ წრუწუნას როლში.
- მართალი ყოფილა...
- რა? - ინტერესით გადახარა თავი ლევანმა.
- რომ მოხუცდება ადამიანი ბავშვს ემსგავსებაო.
- დაჯექი მანქანაში!
- სახლშიც ხომ არ გამოგყვე? გზა არ დაგავიწყდეს უცებ, ან კიბეებზე ფეხი დაგიცდეს!
- კატო, - გულიანად გაიცინა ლევანმა. როგორ აგიჟებდა გოგონას მისი ღიმილი. - გეყოფა ჭირვეულობა.
- ტელეფონი მომეცი!
- მოგცემ, სახლში რომ მიგიყვან.
- არ მჭირდება, დაიტოვე! - მიახალა გაგულისებულმა და შებრუნდა. ლევანმა სწრაფად მოხვია წელზე ხელი, მეორე მუხლებქვეშ ამოუდო და მანქანისკენ წაიყვანა. - ახლავე დამსვი შე პირუტყვო, - აფართხალდა კატო და სახეზე ხელები ისე მოუჭირა, რომ თავისი პატარა ფრჩხილები ჩაასო.
- რას შვები შე ველურო, წრუწუნა კი არა, კატა ხარ ნამდვილი! - ზურგზე მოიგდო გოგონა რომ მისი ბრჭყალებისგან თავი დაეცვა.
- დამსვი თორემ ქვეყანას შევყრი გესმის? არ გესმის?
- გაჩუმდი, თორემ დაისჯები. - ხელი მსუბუქად მიარტყა გოგონას საჯდომზე და მანქანის გაღებულ კარში შეჩურთა. რომ მოუარა და თვითონაც დაჯდა კატოს ღიმილით გადახედა. - არ მეგონა ასე თუ მოგიხდებოდა, თორემ აქამდე მოგცხებდი!
- შენ... შენ... შენ რა ადამიანი ხარ?! - შეიშალა ერთიანად. - რა ჯანდაბა გინდა გამარკვიე, მთელი საღამო გამიმწარე, ეს რა თამაშია, ჩემ გრძნობებზე რატომ დახტიხარ გამაგებინე?
- რომელ გრძნობებზე? - კატომ ამჯერად ენაზე იკბინა.
- ნერვებზე!
- რატომ არ ტყდები გამაგებინე? - ძრავა ჩართო ლევანმა და მანქანა დაძრა.
- რა გგონია, რომ შენისთანა ხმელი ხე შემიყვარდა?
- კი არ მგონია, ვიცი. თუმცა მინდა შენგან მოვისმინო.
- და თუ მოისმინე, მერე რა მოხდება? - ლევანს ამაზე არ უფიქრია, ამიტომ დაიბნა და თავის დაძვრენა სცადა.
- ჯერ მოვისმინო...
- შენთვის შენი თავმოყვარეობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რამე გრძნობა ამ ქვეყნად. როგორც ჩანს მეც ვიქტორიას ბედს ვიზიარებ...
- ანუ?
- ანუ არაფრით განსხვავდები ზურაბისგან! - სიტყვა ძლივს დაამთავრა კატომ ისე მძლავრად დაარტყა ფეხი ლევანმა პედალს. ღვედი რომ არა, ალბათ მინას შეეხეთქებოდა გოგონა. - გააფრინე?
- ჩადი, თუ გინდა რომ ცოცხალი გადამირჩე დღეს ძალიან ჩქარა გადადი!
- არ მინდა!
- რა?
- მითხარი სახლში მიგიყვანო, მე არ მინდოდა მაგრამ ძალით წამომიყვანე, ახლა გგონია შუა გზაზე ჩამომსვავ? მიმიყვანე სდაც დამპირდი, ტელეფონი მომეცი და საერთოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან. რას მიყურებ? ხომ აღარ გინდოდა ჩემთან ლაპარაკი, ხოდა თავისუფალი ხარ, ჯანდაბამდე გქონია გზა!
ლევანმა ერთხანს უყურა, მერე გაეღიმა. მოწყვეტით დაძრა მანქანა ადგილიდან და ისედაც ამტვერებულ, სიცხისგან ამოგუდულ ქუჩას უფრო მეტი ბურუსი და დამწვარი საბურავების სუნი დაუტოვა.
* * *
ორნი იდგნენ საკურთხეველთან, დაძაბული ღიმილით შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ორივეს კარგად ჰქონდა გააზრებული რას ნიშნავდა მათი ტაძარში დგომა და ღვთის კაცის ხმადაბალი საუბარი. იცოდნენ, რომ ამ დღეს, სამუდამოდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, რომ ორი თითქოს უმნიშვნელო სიტყვა - ,,თანახმა ვარ!", აბსოლუტურად ცვლიდა მათ ცხოვრებას, რომ ეყვარებოდათ ერთმანეთი ჭირშიც და ლხინშიც, უბედურებაშიც და ბედნიერებაშიც, რომ იქნებოდნენ ერთად ერთგულნი უკუნითი უკუნისამდე, სანამ სიკვდილი არ დაშორებდა ერთმანეთს... სიცოცხლეში მხოლოდ ამ დღეს შეეძლო საკურთხეველთან მისვლა რებეკას და არ დაუშვებდა, რომ გაეტეხა სიტყვა, რომელიც დადო ასეთ წმინდა ადგილას. ბედნიერმა შეხედა დემეტრეს, რომელიც ზუსტად იგივეს განიცდიდა რასაც მისი პატარა გული და გაეღიმათ.
- მინდა ჩვენ შვილს ეს ღიმილი ჰქონდეს! - ტუჩებზე დახედა ბიჭმა და რებეს პულსაციამაც მიაღწია ორასს...
რამდენიმე დღე გაგრძელდა ქორწილი, კატო ბედნიერ წყვილს რომ უყურებდა ყველფერი ავიწყდებოდა, თუმცა როგორც კი დაკარგავდა ხედვის არედან, მაშინვე მოუსვენრობა და ეგოისტი მე იჩენდა თავს. დიდ ხანს ეხვეწა ვიქტორიას ჩემთან გადმოდიო, მაგრამ ქალმა მის პირველ აზრს არ გადაუხვია, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას. სინამდვილეში ის ცდილობდა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი თავისიანებსა და ზურაბს შორის, ეს უკანასკნელი კი აუცილებლად შეახსენებდა მათ თავს. არ უნდოდა ვიქტორიას მათი შეხვედრა, არ იცოდა რას მოიმოქმედებდა ამ შემთხვევაში კატერინა და რა პასუხი ექნებოდა ზურაბს. გაურკვევლობის შიშს, ისევ არასაკმარისი სიმშვიდე არჩია. ბოლოს საუბარი გვარის მიცემაზე გადაიტანა. რებეკა იმ დღიდან ნემსაძე გახდა, კატო კი ტურჩოვა...

რებე წავიდა, ნიცა მისი ოცნება იყო, ამიტომ დემეტრეს დიდ ხანს არც უფიქრია, ბილეთები აიღო და ჯერ კიდევ გაუთენებელი თბილისი ღრუბლებქვეშ დატოვა.

* * *
სექტემბერმა სულ არია ქალაქი, ხალხმა იმატა, ყველას ეჩქარებოდა სადღაც, ტელეფონებზე ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, კატო დააბიჯებდა მათ შორის და თვალებით მუდამ ნაცნობ სახეს ეძებდა, რომელიც არა და არ ჩნდებოდა. რამდენიმე წვეთი დაეცა სახეზე პატარა ტურჩოვას და მაღლა აიხედა. შავი ღრუბელი შეუმჩნევლად სწრაფად წამოსულიყო დასავლეთიდან. უფრო მეტად ჩამოცხა რამდენიმე წამში მაგრამ ამის საპასუხოდ ისე იხსნა ცამ პირი, რომ ახმაურებული ქალაქი მაშინვე დაცალა. არ აჩქარებულა კატო, პირიქით, მაღლა ახედვას ცდილობდა და მსხვილ წვეთებს სახეს ღიმილით უშვერდა, რამდენიმეჯერ დატრიალდა კიდეც, უნდოდა ენახა მის ყვითელ სარაფნის ბოლოებს ძვრას თუ უზავდა, მაგრამ კაბა ისე იყო სითხით გაჟღენთილი, ერთიანად მიეწება ტანზე და გოგონას სხეულის ყველა დეტალი უფრო მეტად გამოკვეთა, წვიმის ხმაში ტელეფონის ხმა ძლივს გაარჩია.
- ხო დე, რა ხდება?
- სად ხარ, წვიმს საშინლად?
- აქვე სახლთან, მოვყევი მეც და შეფარებული ვარ, ველოდები გადაღებას. მოხდა რამე?
- მოხდა...
- თქვი და!
- ზურაბია საავადმყოფოში, გულმა დაარტყა.
- რა სასიამოვნო ამბავია!
- კატერინა!
- მაპატიეთ ქალბატონო ტურჩოვა სულ რომ არ მებრალება თქვენი მწამებელი და ჩემი სავარაუდოდ დის მკვლელი, ბევრად ადრე რომ მიმხვდარიყო მისი გული რა დამპალ სხეულსაც ამოძრავებდა უკეთესი ნამდვილად იქნებოდა.
- ლაშამ თქვა რომ ეს უმიზეზოდ არ მომხდარა...
- აბა?
- ზურაბი ნულზე დასვეს კატო, ვიღაცამ აბსოლუტურად ყველა ანგარიშიდან ფული მოუხსნა, სეიფშიც კი არ დაუტოვეს რამე რომ... ლაშა გაგიჟებულია... მკურნალობის ფულიც კი არ აქვს... საერთოდ არაფერი გესმის? კიდევ კარგი უძრავი ქონება მაინც დარჩა...
- კიდევ კარგი? შენ გიჟი ხარ დედა, მე მაგასაც არ დავუტოვებდი!
- ის ლაშას მამაა!
- მასეთი მამის ყოლა რაში უნდა?
- უნდა თუ არ უნდა, ასეა და მორჩა. მანქანებს ყიდის ეხლა, გაიკითხე შენც ვინმეს თუ სჭირდება. - ისე გათიშა ვიქტორიამ აღარ დალოდებია შვილის პასუხს.
- ოხ, ლევან! - ხელები სახეზე მოიჭირა კატომ. - მაინც არ დაგირეკავ... არ დაგირეკავ... აი ნახავ... - დიდხანს ელოდა წვიმის გადაღებას კატერინა, მაგრამ სულ ტყუილად, დაიწყო და აღარ დამთავრდა. გალუმპული და აკანკალებული მიადგა სახლის კარს. ძლივს გააღო საკეტი და შიგნით შევარდა. სიგარეტის მძაფრმა სუნმა სული შეუხუთა. შუქი აანთო და შეხტა. ლევანი დივანზე იჯდა, მშვიდად ეწეოდა და მეორე. ხელით ვისკს სვავდა.
- სახლში არ ვეწევით! - სწრაფად მივარდა მამაკაცს, სიგარეტი გამოართვა და საფერფლეში ჩაასრისა. ლევანს არ შეუხედავს ისე მოუკიდა მეორეს და სმა განაგრძო. - არ გესმის შენ?
- კმაყოფილი ხარ?
- არა, მე რატომ არ წამიყვანე?!
- თვალით ნუ მენახებიო არ მითხარი?
- აა, მაგის გამო არ დამენახე? აბა ახლა რას გამომეცხადე?
- მომინდა და მოვედი. - ჩაილაპარაკა ნამთვრალევად და მხოლოდ ახლა აათვალიერა კატო. ყვითელი სარაფანი მჭიდროდ შემოტმასნოდა ტანზე, სითხეს მთლად გამჭვირვალე გაეხადა სამოსი. - ასე იყავი გარეთ?
- წვიმს... - თავი იმართლა გოგონამ და იქვე მიგდებული პლედი აკანკალებულ სხეულზე მოიხვია.
- შენ გაგიჟდი? ბარემ საცვლებით გეარა!
- რომ გავედი არ წვიმდა. მე რატომ არ წამიყვანე მეთქი?
- მარტო უკეთ გავართმევდი თავს.
- ყოჩაღ, მაგრად გადამაგდე. როგორც ზურაბმა მამაშენი, არა? - ლევანს რამდენიმე კუნთი ერთად შეუტოკდა, ჯერ ყბებთან, შემდეგ საფეთქლებთან და ჭიქას ხელი მაგრად მოუჭირა.
- ნუ მადარებ მაგ ახვ*რს, მეორედ აღარ გაგაფრთხილებ იცოდე!
- და რას იზავ?
- კატო ნუ მცდი, არ მოგეწონება როდესაც წყობილებიდან გამოვალ!
- აქ რისთვის მოხვედი?
- წილი არ გინდა?
- რაც არ გამიკეთებია რათ მინდა? თუ გგონია შენ სამადლოდ მოგდებულ ფულს ავიღებ რომელიც ზურაბმა სიბინძურით იშოვა?
- რომელი ფულია სუფთა? ყველა ბინძურია, სისხლიანი და ცოდვიანია!
- ხოდა არ მჭირდება.
- ყველაზე ჯიუტი ხარ, ყველაზე! - მაგიდაზე დაყრილ ბანქოს დასწვდა მამაკაცი და ერთმანეთში აურია. - წადი და გამოიცვალე, ცხელ ყავასაც თუ მოიტან კარგი გოგო იქნები.
- და მეორედ რომ მოხვალ სნიკერსებს მომიტან?
- ქინდერებს. - გაიღიმა ლევანმა.
სანამ გოგონა გამოიცვლიდა და ყავას მოადუღებდა ლევანმა ჭიქით ხელში ყველა მათი კედელზე ჩამოკიდებული სურათი დაათვალიერა. უცნაური იყო, მაგრამ კატოს რებეკასგან მაინც არჩევდა. აბსოლუტურად ერთნაირ ტანსაცმელშიც კი შეეძლო მიხვედრა, მისი მზერა მაინც სხვანაირი იყო, ყველანაირი უყვარდა ლევანს, დიახ, ნამდვილად უყვარდა... თვითონაც უკვირდა როგორ შეძლო ნინას შემდეგ დაევიწყებინა ყველაფერი და უბრალოდ შეყვარებოდა ასეთი პატარა, საოცრად ბავშვური და ჯიუტი გოგონა. ყველაში კატოს ეძებდა, მის მზერას, მის სიცილს, გაბუტვას... ისე დასტრიალებდა კატოზე ფიქრები მის თავს, როგორც ზაფხულში მოფარფატე ფარვანები შიქურას...
- უშაქრო? - გამოსძახა სამზარეულოდან და ფიქრებს მოსწყვიტა.
- როგორ მიხვდი?
- ფიზიკურად ვერ დალევ შენ ტკბილს, აშკარად რამე მაგარი და უშაქრო გიხდება.
- ხო, მაგრად მიხდები, ბაზარი არაა!
- მაგრამ მაინც თან გინდა ჩემი ნახვა, თან არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, არა? - აშკარად დიდი ზომის ჩაჩაჩული სპორტულებით გამოფართხუნდა ჭიქებით ხელში, ჯერ კიდევ სველი თმა წინ გადმოეგდო. დივანზე ჩამოჯდა და ფეხმორთხმით მოსვა მდუღარე სითხე. სხვას ალბათ აქამდე გააგდებდა სახლიდან, მაგრამ ლევანთან სიახლოვე მისთვის იმდენად სასურველი იყო, რომ სულ არ უნდოდა მისი წასვლა. მამაკაცი ნელი ნაბიჯებით წამოვიდა და გვერდზე დაუჯდა. - ჭრელო პეპელა, - წაიმღერა კატომ. - დაფრინავ ნელა, დელია რანუნი. - ცოტა ხანი პაუზა აიღო და მომღიმარ ლევანს თვალი თვალში გაუყარა. - ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები, დელია რანუნი. - დაასრულა სიცილით.
- საშინელი მომღერალი ხარ და საოცარი მენამიოკე. - ყავა მოსვა ლევანმა. - სიგარეტი მოუხდებოდა ამას, რომელი საათია?
- შენი წასვლის დროა! - ლევანმა მაჯას დახედა, ისრები ათს უჩვენებდა.
- ჯერ ადრეა. - ისევ შეათამაშა ბანქო ხელში. - ვითამაშოთ?
- დაარიგე.
- ბურა იცი?
- სამკარტა.
- კარგად იცი? - აზარტულად დაიწყო გადარჩევა ლევანმა.
- შენ მაინც მოგიგებ. მთელი ბავშვობა მეტი არაფერი გვიკეთებია მე და რებეს. - მოემზადა კატოც, თან გადამცემით მუსიკების არხი ჩართო და თმა უკან გადაიყარა.
- რაზე ვითამაშოთ?
- არ მითხრა გახდაზეო. - გაიცინა გოგონამ.
- მე არასერიოზულ რაღაცეებზე არ ვთამაშობ. - უსარგებლო ნახევარი გვერდზე გადადო მამაკაცმა და რამდენიმეჯერ მოჭრა.
- აბა რაზე თამაშობ?
- დიდ ფულზე, რომელიც შენ არ გაქვს, ან ცხოვრებაზე.
- ცხოვრებაზე?
- ხო.
- ანუ?
- ანუ თერთმეტამდე ვითამაშებთ, მალიუტკა ურიგოდ, სამი ტუზი არაფერია და თუ მომიგე მთელი ცხოვრება იმას გავაკეთებ, რასაც მეტყვი, ნებისმიერ რამეს, უსიტყვოდ!
- სერიოზულად ამბობ?
- აბსოლუტურად.
- და თუ წავაგე?
- თუ წააგებ შენ იქნები ჩემი.
- შანსი არაა!
- დაფიქრდი, - გაუღიმა მაცდურად. - შანსი გაქვს მთელი ჩემი ცხოვრება მართო, თანაც ხომ ამბობ მოგიგებო? - კატო მართლა ფიქრობდა, წინადადება საოცრად მიმზიდველი იყო და სახიფათო, ეს კი გოგონას საყვარელი სტიქია გახდა ბოლო ხანებში.
- არა, არა... ვერ გავრისკავ.
- სულ შენ დაარიგე. - ისევ უღიმოდა ლევანი და კატო ლამის ჭკუიდან შეიშალა. - მე ხელს არ მოვკიდებ კარტს.
- გაჩუმდი, ნუ მაცდენ!
- მშიშარა ხარ!
- მშიშარა კი არა ჭკვიანი ვარ!
- ჩემი გეშინია!
- მე ისიც კი არ ვიცი რას მოითხოვ ჩემგან თუ წავაგე.
- ყველაფერს... და ბოლომდე!
- ასე გაგიჟებ?
- შენ წარმოდგენაც არ გაქვს რას გიზავდი ახლა ჩემი რომ იყო! - ლევანმა დაჟინებით ჩახედა თვალებში კატოს. გოგონამ თითქოს მისი სურვილი ცხადად დაინახაო წამოწითლდა და სუნთქვა მოემატა. - რას იტყვი?
- უარს... - დაიჩურჩულა კატომ.
- მშიშარა!
- ისე ვითამაშოთ.
- ისე მეზარება. მოდი აქ. - ბანქო გვერდზე გადადო ლევანმა და კატოსკენ გაიწია.
- რას შვები?
- მოდი-თქო! - წელზე ხელები მოკიდა და კალთაში ჩაისვა. - რატომ არ გინდა ჩემი იყო?
- რატომ უნდა მინდოდეს? - აწითლდა გოგონა.
- იმიტომ რომ გიყვარვარ!
- სამაგიეროდ შენ არ გიყვარვარ, ხომ ასეა? - ვერც კი მიხვდა ისე გამოტყდა.
- ფეხი აქეთ გადმოდე, - თემა გადაიტანა ლევანმა და კატო მუცელზე შემოისვა. - ასე უკეთესია. - ქვემოდან ახედა დაბნეულ გოგონას. - იქნებ ჩემი სურვილის ასასრულებლად შენთვის მოგება არც მჭირდება? შენ ხომ ისედაც ჩემი ხარ!
- მე არავისი არ ვარ.
- მაგრამ ჩემი ნამდვილად ხარ! - ლოყებზე ხელი მოუჭირა კატოს, მისკენ მიიზიდა და გამობურცულ ტუჩებზე დაეწაფა. როგორ მოენატრა კატოს ეს სხეულის გამყინავი ქაოსი მის მუცელში. ძლიერად დაუარა მთელ ნერვებში გოგონას. ინსტიქტურად შეეხო მამაკაცის სახეს და ხელისგულებში მოიქცია. ლევანმა ხელი მძლავრად მოხვია წელზე,მსუბუქი ბიძგით მიიზიდა კატო და მაიკის ქვეშ ხელი შეუცურა.
- გაჩერდი... - ამოიკვნესა გოგონამ თუმცა კოცნა არ შეუწყვიტავს.
- გაჩუმდი! - ერთი ხელით სწრაფად გააძრო ზედა, თავისიც მიაყოლა და შიშველ სხეულზე აიკრა კატო.
- ლევან გთხოვ... - ამხელა ემოციების გაძლება არ შეეძლო კატოს, სიამოვნებისგან ვეღარც კი სუნთქავდა. იცოდა თვითონ ვერ შეძლებდა მის გაჩერებას.
- ჩუმად, თორემ დაისჯები კატერინა!
- ლევან! - ამოიკვნესა ხმამაღლა როგორც კი ლევანი მის მუცელს ქვემოთ დაუყვა. შემდეგ გადააწვინა და ზემოდან მოექცა. დანარჩენი ტანსაცმელიც სხვების გზას გაუყვა. კიდევ დიდ ხანს ათარეშა მძლავრი ხელები მამაკაცმა კატოს სხეულზე, მისი არცერთი ნაწილი შეუსწავლელი არ დარჩენია, მოსწონდა, რომ სიამოვნებისგან გაბრუებული გოგონა ხმასაც კი ვეღარ იღებდა, უბრალოდ სხეულით ჰყვებოდა საოცარ ტალღებს და ხმამაღლა სუნთქავდა.
- გავჩერდე? - ჰკითხა ღიმილით და ზედა საცვალი შეუხსნა. კატომ უარის ნიშნად თავი გააქნია. - გინდა რომ გავაგრძელო? - მთლიანად გაათავისუფლა გოგონა თეთრეულისგან და საკუთარიც მიაყოლა. პარალელურად კოცნას არ წყვეტდა.
- მინდა...
- მთხოვე!
- რა გთხოვო? - სასიამოვნო ბურანიდან გამორკვევა არ უნდოდა კატოს და ინსტიქტურად ლაპარაკობდა.
- რომ ჩემი გაგხადო, მთხოვე კატერინა! - ,,იქამდე იქნები ასე, სანამ არ მთხოვ..." - გაახსენდა კატოს აგარაკზე ნათქვამი და თვალები გაახილა. ლევანი აზარტულად დაჰყურებდა ზემოდან.
- თუ არ გთხოვ?
- გავჩერდები.
- ხოდა არ გთხოვ!
- იცოდე ინანებ! - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
- ვიცი... - დაიჩურჩულა გოგონამ.
* * *
მძიმედ სუნთქავდა ზურაბი, ათასობით მილზე იყო შეერთებული, ვიქტორიას გული უწუხდა მისკენ ყოველი გახედვისას. რამდენიმე დღე იბრძოდა, საშინლად დასუსტდა მისი გული, მაგრამ გადარჩენას მაინც ლამობდა. დაახლოებით ერთ კვირაში, როცა ვიქტორია კვლავ თავთან ეჯდა მამაკაცმა მძიმედ გადახედა.
- კიდევ აქ ხარ ვიკი?
- ხო, როგორ ხარ?
- ცუდად ალბათ... სად არიან ისინი?
- ვინ?
- შენი ტყუპები...
- ისინი რატომ გაგახსენდა ახლა?
- ისე ნუ იქცევი, თითქოს არაფერი იცოდე...
- ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები.
- ისინი ხომ ქურდები არიან ვიქტორია, უკვე წლებია იპარავენ...
- რას ამბობ?!
- ხან რას... ხან რას... ხოდა ჩემამდეც მოაღწიეს... შური იძიეს... - ჩაეცინა სიმწრით მამაკაცს.
- მგონი სიცხე გაქვს ზურაბ და ბოდავ!
- ყოველ ახალ წელს... დღეობებზე... ჩავდიოდი თავშესაფარში და ტკბილეული ჩამქონდა... - დაიწყო ზურაბმა, მშვიდად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყვებოდა. - ტყუპები შევამჩნიე... ალბათ ისეთი იყავი შენც პატარაობისას. აღმზრდელმა მითხრა, რომ მათ კოწახურის კანფეტები უყვარდათ... არაფერს იღებდნენ, გარდა იმ ტკბილეულისა... ხოდა მეც... ყველა დღესასწაულზე მათთვის კოწახურის კანფეტები მიმქონდა... ამით ვცდილობდი... ეს აჩერებდა იმ ხმას... თითქოს ცოდვებს ვისყიდდი... მათ უხაროდათ... თვითონ არასდროს დავუნახივარ არცერთს... არ ვიცი საიდან გაიგეს...
- ეს რა შუაშია ამ ამბავთან? შენ მათ აბრალებ შენ გაქურდვას?
- როდესაც ჩემმა ადვოკატმა დამირეკა... მითხრა რომ ამ თვეში თანხა არ ჩაერიცხა... რომ პრობლემა იყო ბაზაში და სანამ ფულს არ ჩავურიცხავდი ვერ მოაგვარებდა... მეგონა ბანკებში ტექნიკური ხარვეზი იყო... სეიფი გამოვაღე... არაფერი იყო, არც ფული, არც სამკაულები, არც მონეტები... იმხელა საცავში მხოლოდ ოთხი პატარა რაღაც იდო... ისინი იყვნენ... მათ დატოვეს... სამი პატარა კოწახურის კანფეტი იყო და ერთიც ბრილიანტი... მეტი არაფერი მახსოვს... მხოლოდ კანფეტები... სხვა ვერ იქნებოდა... ისინი იყვნენ... ისინი... ტყუპები... სამივე...
* * *
რამდენიმე დღე და ისევ არავითარი ზარი ლევანისგან. საშინლად ბრაზობდა კატო, უფრო თავისთავზე, ვიდრე ლევანზე. ორივე ამაყი იყო, იმდენად თავმოყვარეები, რომ არცერთი არ თმობდა გზას. შეეძლოთ უბრალოდ დაევიწყებინათ ყველაფერი და ყოფილიყვნენ ერთად, მიეცათ უფლება გრძნობებისთვის, მაგრამ ჯიუტად იტანჯავდნენ თავს. ის იყო კორპუსში უნდა შესულიყო, რომ სადარბაზოში ვაკანსიების ფურცელი დაინახა. დიდი ხანია რაც არაფერი მოეპარა, ბოლო ფულიც ელეოდა, არ უნდოდა ვიქტორიასთვის ეთხოვა, არც ლევანის შემოთავაზებულ წილს დათანხმდა. იქნებ დაერეკა? ან ისევ მოეპარა? მაგრამ რებეს გარეშე შეეშინდა... ,, საქმის ადგილზე შესწავლა, ასაკი - თვრამეტი წლიდან".
- საოცარია... თითქოს ჩემზე წერია... - ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი ჩაიწერა. - იმედია კარგი ანაზღაურება აქვთ.
სახლში ასვლისთანავე დარეკა. ახალგაზრდა, სანდომიანი ხმის პატრონმა გოგონამ მეორე დღესვე დაიბარა გასაუბრებაზე.
- ჩვენი მდივანი მიდის, - უხსნიდა ის და ოფისს ათვალიერებინებდა.
- რატომ მიდის?
- უფროსწორად დაწინაურდა, ჩვენს შვილობილ კომპანიაში მენეჯერად გადადის. ჩვენთან გარანტირებულია კარიერული წინსვლა.
- სხვები?
- ვინ?
- სხვებმა არ დარეკეს? ანუ... მაპატიეთ ეჭვი რომ შემაქვს, უბრალოდ ასე დავრეკე და მაშინვე ამიყვანეთ, საქმეს მასწავლით, მასაქმებთ და არც ხელფასია ცოტა...
- ჩათვალეთ გაგიმართლათ. - მაცდურად გაუღიმა გოგონამ და ლიფტში შეუძღვა. - ლანა ყველაფერს დაწვრილებით შეგასწავლით, ძირითადი კონტაქტი თქვენ გევალებათ უფროსსა და დანარჩენ თანამშრომლებს, ან პარტნიორებს შორის. შესაძლოა შეხვედრებზეც მოგიწიოთ წასვლა. ინგლისური იცით?
- ისე რა... უფრო ვლაპარაკობ ვიდრე მათი მესმის...
- არაუშავს... - როგორც იქნა გაჩერდა ლიფტი და გოგონა ღია შესასვლელში გაუძღვა კატოს. - აი ეს არის ლანა.
- გამარჯობა! - გაუღიმა ქალმა.
- გამარჯობა... როდის მიდიხართ? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა კატო.
- ერთ კვირაში. მანამდე ერთად ვიმუშავებთ. ყველაფერს გასწავლით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. - ასეთმა დახვედრამ კატოს მოუსვენრობა დამართა. თვალი დიდი, შავი კარისკენ გაექცა.
- ეს უფროსის კაბინეტია?
- დიახ.
- აქ არის? - გრძნობდა რომ მახეში ებმეოდა და ყველაფეის უცოდინრად თავის შეყოფა არ უნდოდა.
- დიახ...
- კარგი, შევალ თუ შეიძლება. - მათ პასუხს აღარ დალოდებია ისე წავიდა კარისკენ და ხმაურით შეხსნა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ იქ ლევანი დახვდებოდა, რომ სპეციალურად გააკრა განცხადება მის სახლთან და აქ ისე მოიტყუა. მამაკაცი სავარძელში იჯდა და რაღაცას წერდა. კარის ხმაზე სწრაფად ამოიხედა.
- უკაცრავად... - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი კატომ. - კარი შემეშალა...
- აქ ერთადერთი კარია. - ირონიულად გაუღიმა ჭროღა ფერის თვალებით და სავარძელზე გადაწვა.
- მაშინ სართული. - შესცინა კატომ და პასუხს არც დალოდებია ისე გამოკეტა კარები. დარცხვენილი მოუტრიალდა გოგონებს და სანდომიანად გაუღიმა. - როდის ვიწყებ მუშაობას?
ერთი კვირა სწრაფად გავიდა, კატო ყველაფერს უცებ სწავლობდა, უფროსთან შეხვედრა ჯერ სულ რამდენიმეჯერ მოუწია. მას გიორგი ერქვა, კილაძე, დაახლოებით ოცდაათი წლის იქნებოდა. ჩალისფერი თმა და ყოველთვის საშინლად ირონიული, დამცინავი ჭროღა თვალებიდან იყურებოდა. არ მოსწონდა კატოს მისი სიახლოვე, ამ დღეების მანძილზე ცდილობდა სულ ლანა გაეშვა მასთან, მაგრამ იცოდა რომ ქალი მალე წავიდოდა.
ბოლო დღე და მისი სწავლებაც დამთავრდა. ლანამ ქვედა სართულზე ჩაიყვანა, ახლა უკვე შტატში ჩაჯდა, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ქალი გააცილა.
რებე გაოცებული იყო კატოს გადაწყვეტილებით, სიხარულით ცას ეწია.
- აქამდე გავთხოვდებოდი შენ თუ მუშაობას დაიწყებდი რა მეგონა. - იცინოდა გოგონა. - დემე გესმის? - გასძახა ქმარს და ტერასაზე გავიდა. - კატო ნახე რა სილამაზეა! - ზღვისკენ მიატრიალა კამერა.
- გიწონებ ცოლისდა საქმიანობას! - გამოსძახა დემეტრემ და ღვინის ჭიქა დაანახა.
- რა კარგია, თქვენ მანდ ისვენებთ, ერთობით, მე კიდევ ვმუშაობ! ვინ იფიქრებდა? დროზე ჩამოდი რებეკა სანამ უკანასკნელი ფული გამომლევია!
- გეყოს კატო, აიღებ ერთ თვეში ხელფასს და მიხვდები რა მაგარია საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული.
- რა კოშმარია, უკვე ვნანობ. იცი დილით რომელზე ვდგები? რვაზე!
- და რომელზე ამთავრებ?
- ათზე იქ უნდა ვიყო და ექვსზე ვამთავრებ. ერთი საათი შესვენება მაქვს. მოიც ვიქტორია რეკავს, გადმოგირეკავთ! - მიაძახა ბოლოს და დედას ზარს უპასუხა.
- სად ხარ? - საკმაოდ ანერვიულებული ეჩვენა ქალი.
- სახლში სად ვიქნები, შუა კვირაა, ვმუშაობდი და წეღან მოვედი. რა ხდება?
- ამოვალ.
რამდენიმე წითში ქალი მასთან გაჩნდა. კატომ ჩაი გაუკეთა და დივანზე ჩამოჯდა.
- აღარ იტყვი რა მოხდა?
- რამდენი ხანია მუშაობ?
- ერთი კვირაა.
- მანამდე გეკითხები. სად მუშაობდი, და საერთოდ საიდან გქონდათ იმხელა შემოსავალი რომ ამხელა სახლი გაქვთ და საკმარისი ფული?
- ოჰო, - კატო მიხვდა რომ ვიქტორიამ ყველაფერი იცოდა. - აბა მითხარი ვინ არის შენი წყარო?
- კატო სერიოზულად გეკითხები, საიდან ამხელა ფინანსები?
- ეგ კითხვა აქამდე არ გაგჩენია?
- რატომღაც არა... არ ვიცი... ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემი შვილები...
- ქურდები იყვნენ?
- ესეიგი მართალია?
- ხო ვიქტორია, მართალია! აბა შენ რა გეგონა?
- უკვე გითხარი რომ ამაზე არ მიფიქრია!
- ხოდა ახლა შეგიძლია იფიქრო რატომ გავხდით იძულებულები რომ ასე მოვქცეულიყავით. რომ ასე გვეცხოვრა, აგვეწყო ცხოვრება, სახლი, კარი და საჭმელი გვქონოდა და ერთი წუთითაც კი არ გაბედო ჩვენი გაკიცხვა!
- არაფერს ნანობ? გგონია ეგ გამართლებაა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ არავინ გვყავდა და არაფერი გაგვაჩნდა, არც გვექნებოდა რომ არ მივხვედრილიყავი თავის დროზე, რომ ცხოვრება ასეთია, რაც გინდა უბრალოდ უნდა მიხვიდე და აიღო, ციდან არაფერი ცვივა!
- შეგეძლოთ...
- დამიჯერე ვიქტორია, სხვა გზა რომ ყოფილიყო, თავის დროზე ჩემზე კეთილი ადამიანი არ არსებობდა და აუცილებლად გამოვნახავდი. მაგრამ ეს იყო ჩვენი წერა, რომელმაც სხვათაშორის შენამდე მოგვიყვანა!
- ამ გზამ მოგიყვანათ ჩემამდე?
- ზუსტად, აბა რა გეგონა, რა მინდოდა თქვენ სახლში პირველად რომ მოვედი?
- ესეიგი ზურაბი მართალია...
- ზურაბმა რა იცის?
- იცის რომ თქვენ გაქურდეთ!
- რა?
- თავს ნუ იშტერებ, კატო!
- ბაზარი არაა, ვაპირებდი, მაგრამ ის მე არ გამიძარცვავს, რაც ჩემი გაკეთებული არაა ნუ მაბრალებ!
ვიქტორიამ სასწრაფოდ ჩამოურაკრაკა ზურაბის მონაყოლი. კატო ყბაჩამოვარდნილი უსმენდა. ბოლოს სულ გადაირია.
- რა კანფეტები, რის კოწახური, მე არ ვყოფილვარ-თქო ვიქტორია. შენი ააზრით ამდენი ფული რო მომეხსნა ახლა სამათხოვროდ ვიწანწალებდი ყოველ დილით სამსახურში? თანაც თუ იქ ბრილიანტიც იდო ეს რაღა შუაშია ჩვენთან?
- ფაქტია, რომ ეს თქვენთანაა კავშირში. ვინ იცოდა ამის შესახებ?
- მე პირველად მესმის ეგ ამბავი!
- ალოგიკურ რაღაცას ამბობ კატო, შენ თუ არ იყავი, იცი მაინც ვინც იყო!
- არაფერიც არ ვიცი და კმარა, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. ძალიან დავიღალე, უნდა დავალაგო და დავწვე, დარჩები დღეს ჩემთან?
- არა...
მთელი ღამე ესიზმრებოდა როგორ ჭამდა ზურაბის მოტანილ კანფეტებს და გულისრევის შეგრძნება აღვიძებდა. ნახევრად გამოუძინებელი წავიდა სამსახურში, უკვე ვეღარ იტანდა ქუსლიან ფეხსაცმელს, მაგრამ რა ექნა, დრესკოდი უნდა დაეცვა. ბოლო სართულზე ავიდა, ლანა რომ არ დახვდა ნერვები მოეშალა, აქამდეც არ იყო ადვილი აქ ყოფნა და ახლა სულ მარტო, იმ გველისთვალებიანთან. ჩვეულებრისამებრ მოადუღა ყავა ორი კოვზი შაქრით და კაბინეტის კარზე მიაკაკუნა. იმდენად სქელი იყო ძლივს გაიგო შიგნიდან წამოსული ნებართვა. ოთახში შევიდა. გიორგი ფანჯარასთან იდგა და სივრცეს გაჰყურებდა. მის სავარძელში კი ვიღაც იჯდა ზურგშექცევით და სიგარეტს ეწეოდა.
- გამარჯობა, - თქვა ხმადაბლა და მაგიდისკენ წავიდა. - ყავა მოგიტანეთ, ალბათ თქვენს სტუმარსაც უნდა...
- დალევ? - სავარძელში მჯდომს გახედა გიორგიმ, რომელიც წამით არ გატოკებულა, მხოლოდ თავი დაუქნია.
- შაქარი? - ყავა მაგიდაზე დადგა კატომ და შებრუნდა.
- უშაქრო და მაგარი კატო, ნუთუ ასე მალე დაგავიწყდა? - სკამიანად შემობრუნდა ლევანი. გოგონამ გაოცებულმა შეხედა. აშკარად უნდოდა რამის თქმა, მაგრამ ენა ვერ მოაბრუნა. - აშკარად გიორგის რეჟიმზე გადართულხარ!
- შენ აქ რა გინდა?
- კატო, - გულიანად გაიცინა ლევანმა. - ჯერ ერთი შენ კი არა თქვენ, უფროსს ასე მიმართავენ ზოგადად.
- მეორეც?
- მეორეც უკვე მეორედ მისვავ ასეთ კითხვას, პირველად ჩემს აგარაკზე, ჩემ საძინებელში. - კატომ გიორგის გადახედა, რომელიც ისევ ისე ირონიულად იღიმოდა თავის გველისთვალებით და წამოწითლდა. - ახლა კი აქ, ჩემს კომპანიაში და საკუთარ კაბინეტში.
- აბა გიორგი ვინაა?
- ბატონი გიორგი ჩვენი კომპანიის პრეზიდენტია, დროებით არ ვიყავი საქართველოში და შემცვალა. ახლა დავბრუნდი და აქ ისევ მე ვარ. - გაუღიმა ლევანმა. - ყავა მალე იქნება?
- ყავა არ ვიცი, მაგრამ ჩემი განცხადება წასვლის შესახებ აუცილებლად მალე იქნება!
- კატო, - ამჯერად გულიანად გაიცინა ლევანმა. - გგონია ამდენი იმიტომ ვიფიქრე შენს აქ მოტყუებაზე რომ ერთი ფარატინა ფურცლის ნაგლეჯით დაგეღწია თავი აქედან?
- ვერ მივხვდი.
- კითხვა რომ არ გეზარებოდეს მაშინვე მიხვდებოდი, როდესაც კონტრაქტს დებდი!
- ანუ?
- ანუ მე შენზე ჭკვიანი ვარ.
- რა წერია კონტრაქტში? - სიმწრით ჩაიცინა კატომ.
- გაქვს ასლი და წაიკითხე. მანამდე კი ყავა მომიტანე, სწრაფად! - კატომ ისევ გიორგის გადახედა. ამჯერად მისი მზერა იყო ,,გამოგიჭირა". ლევანი კმაყოფილი იღიმოდა.
- რისი მიღწევა გინდა? - ხელებით მაგიდას დაეყრდნო გოგონა და მამაკაცს თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა.
- შენი! - უპასუხა დაუფიქრებლად ისე რომ გიორგისი არც მორიდებია.
- გგონია ჩემი აქ ყოფნით ჩვენს შორის რამე შეიცვლება? - ახლა კატოს ღიმილი გახდა დამცინავი.
- მე უბრალოდ არ მოგცემ უფლებას ჩემგან შორს იყო კატერინა. ყოველ დღე უნდა მიყურო, რომ მიხვდე რაზე თქვი უარი!
კატოს აღარაფერი უპასუხია, ყავა მალე იქნებაო, ჩაილაპარაკა თავისთვის და ცხვირაწეული, ქუსლების კაკუნით გავიდა კაბინეტიდან.
მთელი მაგიდა გადაქექა და ძლივს იპოვა თავისი კონტრაქტი. ,,ვადა ერთი წელი, დამრღვევი იხდის ჯარიმას ასი ათასი დოლარის ოდენობით" - უტრიალებდა თავში ერთადერთი ფრაზა კატოს და ნერვები ეშლებოდა აქამდე რომ არ წაიკითხა ეს ოხერი ფურცლები. ,,ასი ათასი... ორმოცდაათი კიდევ ხო, მაგრამ ასი? სპეციალურად ჩაწერა ამხელა თანხა... გამიჩალიჩა..." - ხელები თავში დაიშინა კატომ და ახლაღა გაახსენდა ყავა. როგორ ესიკვდილებოდა ახლა ისევ იქ შესვლა. ,,მხოლოდ სამსახურეობრივი კონტაქტი და მორჩა!" - გადაწყვიტა ბოლოს და კაბინეტში შევიდა. მამაკაცები რაღაც ფურცლებს ჩაჰყურებდნენ და ხმადაბლა მსჯელობდნენ. კატოსთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, ამიტომ სწრაფად დადგა ყავა ლევანთან და ის იყო გატრიალდა ზურგს უკან ჭიქის წაქცევის ხმა რომ მოესმა. მუშტები მაგრად შეკრა სიბრაზე რომ შეეკავებინა და მაგიდაზე დაღვრილ სითხეს გახედა.
- ბოდიში კატო, ხელი გამეკრა. - გაუღიმა ლევანმა. - გადაწმინდე და ახალი მომიტანე.
- არაუშავს, - სიმწრით გაუცინა გოგონამ. - საბედნიეროდ ყავა ბევრი გვაქვს!
- კარგია. მოკლედ ესენი წაიღე, - მიუბრუნდა გიორგის. - თუ კიდევ აიბნა ის შენი ბუღალტერი მოისროლე აქედან!
- საღამოს ვიკრიბებით, რას იზავ?
- წამოვალთ. - კატოს გადახედა ლევანმა. გიორგიც მას მიაჩერდა და უხერხულობა იგრძნო გოგონამ.
- მე გავალ... და მოვალ.
- და საღამოსთვის მოემზადები!
- მე არსად მოვდივარ! - მიუხვდა კატო.
- გიორგი, ვინ არის აქ უფროსი? - სავარძლიანად მიუბრუნდა მამაკაცს.
- თქვენ ბატონო ლევან. - უპასუხა ღიმილით.
- ვის ბრძანებებს ემორჩილება ყველა?
- თქვენსას, ბატონო ლევან!
- ხედავ კატო რა მარტივი წესია? - მოუბრუნდა გოგონას.
- რომელ საათზე? - მოთმინება მოიკრიბა კატომ.
- რვაზე.
- მე ექვსზე ვამთავრებ მუშაობას, სამსახურის გარეთ, თქვენ ჩემი უფროსები არ ხართ! - ნიშნისმოგებით გაუღიმა მამაკაცებს და ოთახიდან ზარზეიმით გავიდა.
- როდიდან გადახვედი ასეთებზე? - ღიმილით ჰკითხა გიორგიმ.
- როგორებზე?
- ბავშვებზე. - ლევანმა მოღრუბლულად ახედა. - შენთვის ძაან პატარაა, თან ბავშვური.
- უბრალოდ ჯიუტია და ნერვებს მიშლის.
- პროსტა ასეთი პატარა შენთან პირველად ვნახე.
- დამიჯერე, მარტო ასაკითაა პატარა. ისე აგაცლის საფულეს რამდენიმე დღე აზრზე ვერ მოხვალ.
- რას ამბობ ტო, ქურდია?
- მაგარი.
- მერე რად გინდა მასეთი, რო მოგპაროს რამე?
- კატომ? - გულიანად გაიცინა ლევანმა. - მასე გავიცანი სხვათაშორის. ჩემ ბაითში შემოიპარა.
- კაი ტო, - გადაიხარხარა გიორგიმ და ლევანის წინ მოკალათდა, - მერე?
- მერე ლარნაკი გაუტყდა... - სწორად ამ დროს ნაჭრით და ყავით ხელში შემოვიდა კატო და მაგიდისკენ წავიდა. ვერ მიხვდა რატომ იღიმოდნენ მამაკაცები და არაფერს ამბობდნენ სანამ ის დაღვრილ ყავას წმენდდა. მისი გასვლის შემდეგ დიდ ხანს იცინეს ამ ამბავზე, შემდეგ კი ლევანი დასერიოზულდა. - მისმინე... მართლა სერიოზულად ვუყურებ კატოს...
- შევამჩნიე, მერე?
- მერე თითქმის ყველა ჩემი გამოცდა ჩააბარა... ერთის გარდა... ხომ ხვდები რომ აღარ ვარ იმ ასაკში კიდევ დავუშვა შეცდომა...
- რას გულისხმობ?
- არ მინდა ნინას ამბავი გამიმეორდეს.
- ანუ? - ამჯერად გიორგი მოიღრუბლა.
- რასაც ხვდები ის, ანუ...
გიორგი მხიარულად გამოვიდა კაბინეტიდან და კატოს თავზე დაადგა. ტელეფონში იყო ჩამძვრალი და ფეხები მაგიდაზე შემოელაგებინა.
- აბა, როგორ მიდის საქმეები?
- საკაიფოდ. - არც კი ამოუხედავს ისე უპასუხა გოგონამ.
- ჩემი მდივანი ასე რომ ვნახო წამოპლაკული სამსახურიდან გავაგდებ.
- მე ვიაიპი ვარ როგორც ხედავ, წასვლა მინდა და არ მიშვებენ. აშკარად საუკეთესო კადრი ვარ. - თამაშისთვის თვალი არ მოუცილებია ისე აძლევდა პასუხებს.
- სიამოვნებით გავუცვლიდი ლევანს შენნაირ კარგ კადრს! - ბოლო სიტყვები აშკარად ხაზგასმით წარმოთქვა მამაკაცმა. კატო წამოწითლდა, მაგრამ თამაშში აყოლას არ აპირებდა. არც მისი გველისთვალების დანახვა სურდა, ამიტომ მშვიდად გააგრძელა თამაში.
- მერე უთხარი, იქნებ უარი არ გითხრას?
- დღეს წამოდი რა... მეგობრები ვიკრიბებით, დავლევთ, გავერთობით...
- ვწუხვარ, მაგრამ მეზარება.
- სახლში ჯდომას არ გირჩევნია?
- მერე ვინ გითხრა რომ სახლში ვზივარ? - თამაში ჩაკეცა კატომ და მწვანე თვალები გამომცდელად მიანათა.
- სხვა გეგმები გაქვს?
- მაქვს!
- კარგი, - გაუღიმა კაცმა. - იმედი მაქვს ლევანი მოძებნის გზას შენი გეგმების შესაცვლელად. - მიუახლოვდა კატოს და ჭროღა თვალები გაუსწორა. კატოს თავში დიდი ანაკონდა ამოუტივტივდა, რომელსაც ხესთან ჰყავდა მიმწყვდეული ქალი და თავი მის სახესთან მიეტანა. ერთიანად გააჟრჟოლა.
- იმედი კარგი რამეა. - აღმოთქვა როგორც იქნა. თვალი აარიდა და თამაში კვლავ ამოკეცა...
ექვსი საათი მოახლოვდა, დრო საშინლად გაიწელა დღეს. ლევანი კაბინეტიდან გამოვიდა და კარი გადაკეტა.
- მე მივდივარ, საქმე მაქვს.
- მე?
- შენ ექვსამდე იმუშავებ.
- შენ თუ არ იქნები მე რა ვინუშაო? თანაც მხოლოდ ოცი წუთი დარჩა!
- ექვსამდე აქ იქნები! - მიაძახა თითქმის ლიფტიდან და კატომ ძლივს შეიკავა თავი მაგიდისთვის რომ არ დაერტყა.
- რა ნაგლია ღმერთო! - აღმოხდა გაბრაზებულს, მაგიდას ფეხი ჰკრა და უკან სავარძლიანად გასრიალდა...
სახლში მისულმა დიდ ხანს იწრიალა. იცოდა რომ ლევანი ასე ადვილად არ დანებდებოდა და მოუსვენრობამ შეიპყრო. რამდენჯერმე შეამოწმა ტელეფონი, რვა საათი ახლოვდებოდა, ის კი არც რეკავდა, არც წერდა. გახდა ცხრა... ათი... თერთმეტი... შეტყობინებამ დაიწრიპინა და სასწრაფოდ ეცა.
- ,,რა ქენი, გაემზადე?" - წერდა ლევანი.
- ,,რა თქმა უნდა, არა!" - დაუბრუნა უკან და კმაყოფილი მიწვა დივანზე. ამდენ ხანს ელოდებოდა მის შეხმიანებას და მაინც უარი უთხრა.
- ,,,,ეგოისტში" ვართ, კლუბში, დიდ ხანს არ გავჩერდებით, არ გინდა გაიცნო ჩემი მეგობრები?''
- ,,არავითარი სურვილი არ მაქვს სხვა შენნაირების გაცნობის!"
- ,,როგორც გინდა!" - ამ შეტყობინებამ ერთიანად შეშალა. დიდ ხანს იტრიალა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა წასვლა. ლურჯი, გამოყვანილი კაბა ჩაიცვა. ფეხზე დაბლები შეარჩია, თმა უკან უმისამართოდ დაიმაგრა წვრილი თმისსაჭერებით და ნახევრად ჩაბნელებული კორპუსი აღელვებულმა, რამდენიმე წამში უკან მოიტოვა.
კონტროლი მარტივად გაიარა, მელოდებიანო უბრალოდ უთხრა და მათაც ღიმილით გააცილეს გოგონა. სიგარეტის და ალკოჰოლის მძაფრმა სუნმა სული შეუხუთა. მუსიკამ მთელ სხეულში დაუარა, ბასები აზრიალებდა იქაურობას, შესასვლელშივე მოათვალიერა ხალხი, შემდეგ კი კლუბის სიღრმისკენ წავიდა, ლევანის სილუეტი მარტივად გაარჩია. ზურგით იჯდა, კალთაში ვიღაც ქალი ჩაესვა, რომელიც გულიანად კისკისებდა. კატოს ბრაზმა დაუარა მთელ სხეულში, თითქოს გულზე ხელი მოუჭირესო ისე დაუპატარავდა და გაჩერდა. მათ წინ გიორგი იჯდა, გვერდით მჯდომს რაღაცას უხსნიდა, უცებ გამოიხედა, კატო რომ დაინახა სახე გაეხსნა და ფეხზე წამოდგა. ლევანმა მის მზერას თვალი გააყოლა და ქალი ინსტიქტურად გვერდზე გადასვა.
- მეგონა სხვა გეგმები გქონდა. - გაუცინა გოგონას, ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიყვანა.
- რვა საათისთვის მქონდა. - უპასუხა ინსტიქტურად. თან ლევანს განმგმირავ მზერას არ აცილებდა.
- დაჯექი. - ლევანსა და თავის შორის მოუძებნა ადგილი გიორგიმ. - რას დალევ? - როგორ უნდოდა ახლა მთელი მაგიდა თავზე აემხო ლევანის ღიმილიანი სახისთვის და გაქცეულიყო საერთოდ აქედან, მაგრამ ასე ძაან ,,ქაჯი" გამოჩნდებოდა. ამიტომ უბრალოდ ყველას გაუღიმა.
- რამე მაგარს...
- ოჰო, ტეკილას?
- იყოს... - გიორგიმ მიმტანი მოიხმო.
- აბა არ მოვდივარო? - ღრმა ნაპასი დაარტყა ლევანმა და ვისკი მიაყოლა.
- შენს მეგობარს არ გამაცნობ? - შავგვრემან ქალს გადახედა გოგონამ.
- ეს თიკუნაა, გაიცანი, ეს კი კატერინაა.
- რა საინტერესოა, ეს თიკ-უნა, მე კი კატერინა! - ბრაზით წარმოთქვა თავისი სახელი. გიორგიმ ჭიქა მიაწოდა.
- ესეც ლიმონი.
- მადლობა. - მარილი თითით მოწმინდა ჭიქიდან.
- მასე არ უნდა!
- მე უკეთ ვიცი, რა როგორ მინდა!
სასმელმა უცებ გაუთბო სხეული, ერთს მეორე მიყვა, მეორეს მესამე, გიორგის აშკარად მისი დათრობა უნდოდა და არც კატო იყო უარზე. პირველად ეჭვიანობდა ასე, მათი ყველა სიტყვის მოსმენა უნდოდა, უნდოდა გაეგლიჯა შუაზე ეს ქალი და ლევანიც ზედ მიეყოლებინა. სასმელმა ეს გრძნობა უარესად გაუმძაფრა და ალბათ ეცემოდა კიდეც მოულოდნელად გიორგის რომ არ აეყენებინა ფეხზე და საცეკვაოდ წაეყვანა. ამჯერად ლევანმა გამოაყოლა ეჭვიანი მზერა და თიკუნას მოსაფერებლად გაწვდილი ხელი უხეშად მოიცილა. უყურებდა როგორ მიიზიდა მამაკაცმა კატო და თითქმის სხეულზე აიკრა.
- მოგწონს არა? - ჰკითხა თიკუნამ, მაგრამ ლევანს არ უპასუხია, ვეღარ აიტანა გიორგის ხელები გოგონას წელზე, სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა და წყვილისკენ გაემართა. შორიდანვე შეამჩნია კატომ, ამიტომ გიორგის ხელები შემოხვია და ის იყო თვალები უნდა მიელულა ერთი სხეულიდან მეორეს რესკად რომ აეკრა.
- ფრთხილად, შენ რა პირუტყვი ხარ?
- შენ მხოლოდ ერთი ადამიანის მკლავებში შეგიძლია ყოფნა და ეს მე ვარ! - მძვინვარედ გადახედა გიორგის, რომელიც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და მაგიდისკენ წავიდა.
- სამაგიეროდ შენს მკლავებში ბევრ სხვას შეუძლია გაღვიძება, არა?
- ეგ შენზეა დამოკიდებული!
- ადამიანი ან მოღალატეა, ან არა. მნიშვნელობა არ აქვს რას იზავს მეორე ნახევარი! - ლევანი ოდნავ მოშორდა და გოგონას სახეში ჩააშტერდა.
- რისი თქმა გინდა?
- თუ ადამიანი გიყვარს, სხვას ვერ აიტან შენ გვერდით. მარტივი ლოგიკაა.
- ანუ მე შენ მიყვარხარ?
- ნუ თვალთმაქცობ, მშვენივრად გეჯდა ის თინიკო კალთაში!
- მაგრამ მე რომ არ მსიამოვნებდა? - გაუღიმა ლევანმა და კატოს გული ერთიანად აუფართხალდა.
- აბა რატომ გეჯდა?
- ეჭვიანობ?
- ძალიან... - გამოტყდა მთვრალი და გაიცინა. - და ყველაფერს თავზე დაგამხობთ დროზე თუ არ წავალ აქედან.
- წამოდი. - ხელი მოხვია ლევანმა და გასასვლელისკენ წაიყვანა.
- მშიშარა.
- უბრალოდ ვიცნობ შენს ოფოფებს.
- ერთი სული გაქვს თავიდან მომიშორო არა?
ლევანს აღარაფერი უთქვამს. დიდ ხანს იარეს მანქანამდე, სუფთა ჰაერმა სასიამოვნოდ იმოქმედა. კატოს არ უნდოდა ჩაჯდომა, ტაქსით წავალო ჭირვეულობდა, მაგრამ მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია. ხმაურით მოუკეტა კარები და გვერდით მიუჯდა.
- მაქედან შორია... - ჩაიბურტყუნა თვალებმილულულმა, როცა ლევანმა სანაპიროდან გადაუხვია.
- სადამდე?
- სახლამდე...
- მერე ვინ გითხრა რომ სახლში მიმყავხარ?
- კაი რა ლევან... მიმიყვანე სახლში მეძინება, ხვალ ვმუშაობ დაგავიწყდა?
- შენ ჩემთან მუშაობ კატო. დაგავიწყდა?
- მე სასმსახური მაქვს... პასუხისმგებლობა. - ჩაილაპარაკა ძილისწინ და სავარძელზე უკეთესად მოკალათდა.
დროდადრო გადმოხედავდა გზაში ლევანი და ეღიმებოდა. საიდან სად აღმოჩნდა ან ერთი, ან მეორე. ერთმანეთის გვერდით თავს ორივე კარგად გრძნობდა, მართალია სულ კამათობდნენ, შორდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს უფრო აახლოვებდათ. ფრთხილად გადმოიყვანა კატო მანქანიდან რომ არ გაღვიძებინა, გოგონამ თავი დაადო და მის მკლავებში ღრმად ამოისუნთქა.
- სად ვართ? - იკითხა როცა ლევანმა საწოლზე დააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
- ჩემთან ხარ... - შუბლზე ფრთხილად აკოცა, პლედი გაუსწორა და თავის დიდ მსხვილ მკლავებში ეგოისტი ბავშვივით მოიქცია პატარა თოჯინა.
დილით ტელეფონის ზარმა გამოარკვია, თავისი აშკარად არ იყო, თავი ძლივს ასწია და იქვე მდგარ სავარძელს მიაპყრო თვალები. აპარატი აშკარად ლევანის ქურთუკიდან რეკავდა. როგორც იქნა ამოაძვრინა ჯიბიდან, ნომერი ჩაწერილი არ იყო, ამას არასდროს გააკეთებდა, მაგრამ ამჯერად თითქოს გულმა უგრძნოო, პირდაპირ უპასუხა.
- გისმენთ!
- გამარჯობა... - აშკარად დაიბნა ქალი. - ვის ველაპარაკები?
- კატოს, და მე ვის ველაპარაკები?
- ნინას... მე თებეს დედა ვარ. თქვენ ალბათ მისი ძიძა ხართ, არა?
- დიახ...
- ლევანმა მითხრა, თებეს ძალიან შეყვარებიხართ.
- ლევანმა? ხო პრინციპში... იცით ის მალე დაბრუნდება და გადმოგირეკავთ. - სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და საწოლზე დაგდებულს თავზარდაცემული მიაშტერდა. აქამდე სულ ეგონა რომ მკვდარი იყო, - ,,მკვდრებს გალამაზება აღარ სჭირდებათ" - ამოუტივტივდა მისი ნათქვამი და კვლავ ტუჩი მოიკვნიტა.
- აბა, გაიღვიძა ტეკილას დედოფალმა? - ლევანი დიდი პოდნოსით ხელში შემოვიდა, ზედ წვენები, ყავა და რამდენიმე ლორიანი პური დაეწყო მამაკაცს. კატოს სახე არ ესიამოვნა, მერე მის წინ დაგდებულ ტელეფონს დახედა ჯერ კიდევ რომ ენთო ეკრანი და მზერა ისევ გოგონაზე გადაიტანა. - ხომ შეჭამ?
- არ მშია...
- მაშინ წვენი დალიე. - თასი იქვე დადო და ჭიქა გაუწოდა.
- რომელი საათია?
- დამშვიდდი, დღეს უფროსმა გაგანთავისუფლა!
- კარგია, რადგან სახლში მინდა წასვლა...შეგიძლია ტაქსი გამოიძახო?
- მოხდა რამე? - კატო წამოდგა და სარკესთან მივიდა.
- მნიშვნელოვანი არაფერი. - ლევანმა ტელეფონი გახსნა. - საიქიოდან დაგირეკა შენმა ცოლმა. როდის უშვებ აქეთ ლევანსო.
- ნინამ? - კატომ სიმწრის ღიმილით გადმოხედა და თმა შეისწორა.
- ხო და რატომღაც მკვდარს სულ არ ჰგავდა, წავედი მე, გზამდე ფეხით გავალ...
- რატომ უპასუხე ჩემს ტელეფონს? - მოიღრუბლა ლევანი, ფეხზე წამოდგა და კატო კარადასთან მიიმწყვდია.
- არ ვიცი, გულმა მიკარნახა აქ რაღაც ისე არაა, ვიღაც რაღაცას გატყუებსო და მეც ბევრი აღარ მიფიქრია.
- ვინ მოგცა უფლება გოგო?
- არაფრის უფლება არ მჭირდება როცა საქმე ჩემს ცხოვრებას ეხება, - ხელი მკერდზე ჰკრა მამაკაცს და გასასვლელისკენ წავიდა. - ვხვდებოდი რაღაც ისე რომ არ იყო, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი!
- რას? - უკან გაყვა მაკაცი.
- მატყუარა რომ იყავი!
- თუ ერთ ადგილას გაჩერდები ყველაფერს მოგიყვები!
- არ მაინტერესებს ლევან, აღარაფერი მაინტერესებს შენი და მითუმეტეს შენი ცოლის. გავა ერთი წელი და საერთოდ წავალ საქართველოდან, სადმე გადაკარგულში!
- ვერსადაც ვერ წახვალ, შენი ადგილი აქაა, ჩემს გვერდით!
- და რისთვის, ყველაფერი რომ მატყუო და რაღაცეები მაიძულო?
- რას გაიძულებ?
- თუნდაც შენთან მუშაობას, - ყვირილით შემოტრიალდა შუა ეზოში. - შენ გინდა რომ მთელი ჩემი ცხოვრება აკონტროლო!
- მე არაფერს გაიძულებ და ეგ მეორედ აღარ გაიმეორო, მე იმას ვაკეთებ რაც ორივეს გვინდა!
- და რა იცი მე რა მინდა?
- შენ ჩემთან ყოფნა გინდა!
- მართალია, მაგრამ მე ოჯახიც მინდა ლევან, შვილები, სიყვარული მინდა... - თვალები ცრემლებით აევსო კატერინას. - მაგრამ შენ ჩემთვის არაფრის მოცემა არ შეგიძლია... ან არ გინდა... შენ... შენ მშიშარა ხარ, უბრალოდ გეშინია შეცდომის, რომელიც ალბათ ერთხელ უკვე დაუშვი...
ლევანს არაფერი უპასუხია, რამდენიმე წამი უხმოდ იდგა და უყურებდა კატოს, მერე შებრუნდა, გოგონაც გატრიალდა. უკან არცერთს არ მოუხედავს...
საშინელი თავსხმა წვიმა წამოვიდა იმ საღამოს, აკანკალებული გოგონა ჯიუტად მიიწევდა წინ, ერთის მხრივ უხაროდა, მის ცრემლებს ამჯერად ვეღარავინ ამჩნევდა. ვერაფერს ხედავდა, ბოლოს გაჩერებასთან აღმოჩნდა და გათოშილი შეეფარა. არაფერი მოძრაობდა, თუ ვინმე გამოივლიდა კი ზედ არავინ უყურებდა. სკამზე საცოდავად მოიკუნტა კატო, არ ადარდებდა, თუ სულაც არავინ წაიყვანდა. მათ ურთიერთობას ამით დიდი წერტილი დაესვა, ანუ რასაც აქამდე მნიშვნელობა გქონდა, ახლა ყველაფერი უაზრო გახდა. საოცრად ეძინებოდა ემოციებით დაღლილს, მაგრამ სველი, აკანკალებული სხეული ამის საშუალებას არ აძლევდა. დიდ ხანს იყო ასე, ბოლოს მის სმენას ვიღაცის ხმა მისწვდა.
- გოგონა, დაგეხმაროთ? - თვალები გაახილა, იმდენად აღარ წვიმდა, ახალგაზრდა მამაკაცი დაჰყურებდა შეშფოთებული. - კარგად ხართ?
- დიახ... მე... თბილისში მივდივარ... - წამოჯდა და გალუმპული კაბა გაისწორა.
- ასე ფილტვების ანთება არ აგცდებათ!
ასე აუხდეს ყველაფერი ამ კეთილ კაცს, მთელი გზა გათვობა ჰქონდა ჩართული, მაგრამ კატოს კანკალს ვერაფრით უშველა. სახლამდე მიაცილა, გოგონა თბილად დაემშვიდობა და კარში გაუჩინარდა. ერთადერთი რაც მოახერხა ის იყო, რომ ყველაფერი გაიძრო, დასველებული ტელეფონიც იქვე მიაგდო და გადასაფარებელში შეიფუთა.
მთელი ღამე ბორგავდა, სიცხისგან იწვოდა, მერე შეეშინდა არ მოვკვდეო და ტელეფონთან მიჩოჩდა, ვერაფრით ვერ მოახერხა ჩართვა, მერე თვალები მიელულა, მერე იყო სიწყნარე, სიმშვიდე და საოცარი უწონადობა...
- კატო, ვის ველაპარაკები?!
- რა? - გამოერკვა სიზმრებიდან.
- ტელეფონს რა უქენი, კინაღამ გავგიჟდი, რა არ ვიფიქრე!
- ჩუმად ლევან გთხოვ, ჩუმად...
- გამოფხიზლდი ახლავე და... - მამაკაცმა ლაპარაკი შეწყვიტა როგორც კი კატოს ხელს შეეხო, შემდეგ შუბლი გაუსინჯა. - კატო!
- ნუ ყვირი გთხოვ, დამაძინე, სულ ცოტა და მერე ვილაპარაკოთ...
- კატო სიცხე გაქვს, რამდენი ხანია ცუდად ხარ?
- არ ვიცი... რაც წამოვედი, დამანებე გთხოვ...
ლევანმა პიჯაკი გაიხადა.
- თერმომეტრი ან წამლების ყუთი გაქვს?
- არ მჭირდები, წადი.
დიდ ხანს ეძება ლევანმა, ბოლოს დიდი აფთიაქის ყუთით დაბრუნდა. სიცხე ოცდაცხრამეტს და ოთხ ხაზს უჩვენებდა. მამაკაცმა კიდურები შეუმოწმა, სრულიად გაყინული ჰქონდა კატოს და მაშინვე დაალევინა სიცხის დამწრვი, ერთი ანტიბიოტიკიც დააყოლებინა, ტანზე გაიხადა და გოგონას გვერდით მიუწვა.
- რას აკეთებ? ლევან შიშველი ვარ!
- გეყოფა კატო გაყინული გაქვს ფეხები, თუ არ გაგითბა კრუნჩხვები დაგეწყება.
- მიყვარს ჩურჩხელა... - ლევანი გაოცებული დააშტერდა, მერე ახლოს მიიზიდა გოგონა, მთელ სხეულზე აიკრა გავარვარებული და შუბლზე ფრთხილად აკოცა.
- არ უნდა გამეშვი... იქ, ჩემთან უნდა დამეტოვებინე... სამუამოდ ჩემთან....
მთელი შაბათ-კვირა გვერდიდან არ მოშორებია ლევანი კატოს, მხოლოდ მარკეტში მიდიოდა და სწრაფად ბრუნდებოდა უკან. ყველაზე მეტად ღამე უჭირდა, თანაც კატო რაღაცეებს ბოდავდა, ჭირვეულობდა, არ უჯერებდა და თითოეულ წამალს ხვეწნით ასმევდა. საბოლოოდ სიცხე დამარცხდა, ორგანიზმა ბრძოლა შეწყვიტა და გოგონამაც თვალებში გამოიხედა.
- რა დღეა?
- ორშაბათი. - ჩაი გაუწოდა ლევანმა.
- არ ვმუშაობთ?
- ჩვენ როცა მე მინდა მაშინ ვმუშაობთ.
- უკაცრავად თქვენო უდიდებულესობავ. ღმერთო, რას გავს სახლი? - მოათვალიერა საძინებელი კატომ. - წარმომიდგენია მისაღები და სამზარეულო რა დღეში იქნება!
- დაგილაგებ სანამ წავალ. - ირონია გაეპარა ხმაში.
- მეტი არაა ჩემი მტერი... მომაწოდე რამე, უნდა ავდგე.
- ხალათი გაქვს?
- ჩასაცმელები მინდა...
- ოო, კატო. ხალათს მოგცემ და რაც გინდა ის ჩაიცვი მერე!
- მე ცუდად ვარ, ვერ ხვდები?
- ეგ რა შუაშია?
- რასაც ვამბობ, უნდა შემისრულო!
- მოგხვდება ეხლა. - ჩაიცინა მამაკაცმა, კატოს გარდერობთან მივიდა და პირველივე მაიკა რაც დაინახა გოგოს მიმართულებით ისროლა. - ახლა შარვალი... - ისიც მაიკის გზას გაუყენა და პატარა უჯრა გამოხსნა. - ოჰო, - თქვა ხმამაღლა და კატოს სახვლების არჩევა დაიწყო, გოგონა წამოწითლდა.
- მაგათ მე ავარჩევ.
- ეს კარგი წყვილია. - შავი გიპიური თეთრეული შეარჩია ლევანმა. - ჩაიცვი აბა!
- ისე მეუბნები თითქოს ფეხსაცმელს მაწვდიდე. გადი ოთახიდან და ავდგები.
- რა აზრი აქვს, რამდენიმე კვირაში მაინც მოგიწევს ჩემს წინ ასე სიარული.
- რატო, რა ხდება?
ლევანს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ გაუღიმა და გაოცებული კატო თავის ფიქრებთან დატოვა.
მომდევნო დღეს ბუსავით იჯდა სამსახურში, არც ლევანი იყო, არც გიორგი, სამაგიეროდ სახლში მისულს დიდი სიურპრიზი დახვდა. რებე და დემე გაბრწყინებული თვალებით შეეგებნენ გოგონას.
- კატო! - შეჰყვირა გოგონამ და მისკენ წავიდა.
- ვაიმე, თქვე დამპლებო! - დაიყვირა მანაც. - არ უნდა გეთქვათ?
- სიურპრიზი! - ჩაეხუტა დემეც მაგრამ კატომ მალევე მოიცილა. - ურო უნდა გირტყათ თავში!
- რამდენი რამე ჩამოგიტანე პროსტა აზრზე არა ხარ! - ჩანთებს მიადგა რებეკა.
- მოიცა რა დროს ეგაა... - ხელი მოკიდა კატომ და მოწყვეტით ჩაიხუტა და. - მომენატრე საშინლად...
მერე... მერე ისევ საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა... ისევ სიმარტოვე იგრძნო გოგონამ... დედას აღარ დაურეკავს, ლევანს ტელეფონი გამორთული გქონდა და რებეც წავიდა. ძილის წინ ყოველთვის საშინლად უჭირდა კატერინას, ახლაც ბევრი იტრიალა. რამდენიმე საათი ძილის მოტყუებას მოუნდა. მერე ისევ ლევანი დაესიზმრა და ისევ უფსკრულის პირას გამოეღვიძა.
მომდევნო რამდენიმე დღეც სრულ უაზრობაში გაატარა, არავინ შეხმიანებია, არავინ უნახავს, ბოლოს ვეღარ აიტანა ეს ყველაფერი და პირდაპირ თებესთან მივიდა. საღამოს შვიდი საათი და ისევ გაბმული ზარი კარზე.
- კატო! - გაჯავრებით გამოხედა ქალმა. - მოდი გასწავლი, - ხელში წვდა გოგონას და ზარის ღილაკზე თითი ერთხელ დააჭერინა. - აი ასე უნდა, გაიგე? - კიდევ გაიმეორა იგივე როცა კატო სიცილით მოკვდა. - აი, ხედავ რა მარტივია?
- თინანო, ისევ ეს ფორმა რატომ გაცვია?
- ასეა აქ წესი, ასე! ბიჯოს, არ დამმართა შაქარი ამ საუკუნეს ძლივს მიღწეულ ქალს?
- ნევროზი ქვია მაგას თინანო, ნევ-რო-ზი!
- რაც არის, ლევანი არაა, თებე ჭამს!
- და შენ ჩემი ნერვები არა გაქვს! - მიულექსა უცებ და სამზარეულოსკენ წავიდა. - რას შვები თებროლე?
- კატო, - შეჰყვირა გოგონამ და მისკენ წავიდა. - რა მაგარი ხარ რომ არ გავიწყდები რა!
- მომენატრე, - ჩაეხუტა ბავშვს და ტკბილეულობის პარკი გაუწოდა. - ყველას ერთად ნუ შეჭამ თორე რამე დაგემართება და მამაშენი ამჯერად მართლა მომკლავს.
- ჯერ ჩამოვიდეს. - გაეცინა გოგონას.
- საიდან?
- არ ვიცი, მგონი მოსკოვშია. რამდენიმე დღეა წასულია, არ უთქვამს?
- არა... - გულში რაღაც ჩასწყდა კატოს, რატომღაც ეს ამბავი ნინას დაუკავშირა. - მარტო წავიდა?
- ხო, ალბათ... აბა ნინას იქ არ წაიყვანდა და... - ქალის სახელზე კატოს ელდა ეცა.
- ვინ ნინას?
- შენთვის არ უთქვამს?
- არა...
- დედაჩემს... უფრო სწორად ვინც მე გამაჩინა... - ნაღვლიანად ჩახარა გოგონამ თავი და სალათს დაუწყო წვალება.
- ცოცხალია? - კატოს უფრო ისტორიის მოსმენა აინტერესებდა, ვიდრე ამ ამბის დაზუსტება.
- ხო... რამდენიმე დღის წინ მოვიდა, გამომიცხადა დედაშენი ვარო, მამაშენმა მოგატყუა და არ მოვმკვდარვარო. - სევდიანად გაიღიმა გოგონამ.
- მერე... არ გაგიხარდა? შენც გყოლია დედა! - გაუღიმა კატომაც.
- ხო მაგრამ... არ უთქვამს რატომ დამტოვა... ან ამდენ ხანს რას ელოდებოდა... მითხრა მამას კითხეო... მას კი ამ თემაზე ლაპარაკი არ უნდა. ამბობს პატარა ხარ მოსასმენადო... აღარ ვიცი რა ვიფიქრო კატო...
- ჩემო პატარავ... - ისე შეეცოდა კატერინას ბავშვი პირდაპირ კალთაში გადმოისვა და ჩაიხუტა. - იცი... უფროსები მეტად უცნაური ხალხია...
- როგორც პატარა უფლისწულში?
- ნამდვილად...
- მამამ ნინა გააგდო...
- ალბათ ჰქონდა მიზეზი, ლევანი იმპულსური ადამიანი არაა...
- ვიცი...
- მამაშენი სამართლიანი კაცია თებე...
- ვიცი...
- ის ალბათ ოდესმე მოგიყვება ნამდვილ მიზეზს.
- ალბათ...
- მე შენთან ვარ იცოდე და ძალიან მიყვარხარ.
- ვიცი... - ძლიერად მიეხუტა გოგონას.
სამსახურში მისვლისას თავის მაგიდასთან ლევანი რომ დაინახა გული სიხარულისგან აუფართხალდა.
- გამარჯობა ბატონო ლევან.
- დააგვიანე!
- სულ სამი წუთით.
- ესეც კმარა.
- მომიტევეთ. ეს ქაღალდები, - თაროდან დიდი დასტა გადმოიღო კატომ და ლევანს წინ დაულაგა. - სულ თქვენია, დაგროვდა სანამ თქვენ მოსკოვში დასეირნობდით.
- კაბინეტში შემომიტანე. - იქით წავიდა მამაკაცი.
- იქნებ გაგეყოლებინათ?
- ეგ შენი საქმეა.
- თებესთან ვიყავი. - ქაღალდებით ხელში აედევნა კატერინა.
- ვიცი, მითხრა. ვეღარ მოითმინე უჩემოდ?
- ნინასთან რა მოხდა?
- არ შეგეძლო რომ იმ წყეულ დღეს დამჯდარიყავი ნორმალურად და ყველაფერი მოგესმინა?!
- არ შემეძლო... შენ მითხარი რომ ის მოკვდა!
- ეგ ჩვენი გაცნობის პირველ დღეს გითხარი, აბა რა გეგონა, დავაღებდი პირს იმავე წამს და ჩემ წარსულს ჩაგიკაკლავდი?
- და მაინც, შენ მე მომატყუე!
- არ მომიტყურბიხარ, ნინა ჩემთვის მკვდარია, უსულო ხორცი! - ზიზღით დამანჭა სახე მამაკაცმა და სავარძელში ჩაეშვა.
- გიღალატა?
- არა, მას მე არ ვყვარებივარ... უბრალოდ ჩემ ძმაკაცთან ერთად წავიდა.
- ბავშვი როგორ დატოვა?
- მას არც თებე უყვარდა, მხოლოდ მისი თავი უყვარს...
- კი მაგრამ შვილი როგორ არ უყვარდა?
- ჩვენ ერთად მანამ ვიყავით, სანამ ცოლად მოვიყვანდი, მთვრალები ვიყავით, მე მისთვის არაფერი დამიძალებია... ის კი სულ იმეორებდა ბავშვი შენი ძალადობის ნაყოფიაო... წარმოგიდგენია?
- და იქნებ ასეც იყო?
- რა? - მოიღრუბლა ლევანი.
- იქნებ მას არ უნდოდა, შენ კი თავი ვერ შეიკავე.
- მასაც უნდოდა!
- ამიტომ გინდა რომ გთხოვო?
- რას იზავ, მწარე გამოცდილება მაქვს ხომ ხედავ?
- რატომ მადარებ მას?
- მე შენ არავის გადარებ კატო, მე ზუსტად არ მახსოვს რა მოხდა იმ დედამო**ნულ დღეს, მაგრამ ვიცი რისი გამკეთებელი ვარ, რაც არ უნდა მთვრალი ვიყო! ერთადერთი რაც კარგი მახსოვს ნინასგან ეს თებეა, მას კი იმდენი გულიც არ აქვს რომ... იტოკში რა, აღარ მინდა ეს თემა!
- არ ვიცი რა გითხრა... - კატოს სულ აერია თავგზა.
- რა უნდა მითხრა და რა ხდებოდა ჩემს აქ არ ყოფნაში?
- სიმშვიდეა, ცოტა შენმა ყოფილმა ნაშებმა გაჭედეს მეშვიდეზე, მაგრამ ერთი ღიმილით გადავხედე და პასუხის ღირსადაც არ ჩავთვალე ცხვირაწეული ამოვედი იქიდან. - ფეხი-ფეხზე გადაიდო გოგონამ.
- ყოჩაღ. - გაეცინა ლევანს. - კიდე?
- კიდე რავი, გიორგი არ გამოჩენილა.
- და შენ ეგ ასე გაღელვებს?
- გაეჭვიანებდი და დაგეთანხმებოდი, მაგრამ გიორგის ზედმეტად ვერ ვიტან მაგისთვის.
- დღეს ხელფასი გერიცხება.
- მართლა, ასე მალე გავიდა ერთი თვე?
- არა, უბრალოდ დაგჭირდება ამ კვირაში.
- ვერ გავიგე...
- სამაგიეროდ მე გავიგე ტრლეფონი როგორ გირეკავს და წადი უპასუხე!
- არ მინდა წასვლა... აქ მომწონს. - გაიღიმა კატომ მაცდურად.
- წადი თორემ დიდ ხანს მოგიწევს აქ დარჩენა! - ვნებიანად აათვალიერა ლევანმა და კატო მაშინვე წამოდგა.
- მე ეხლა ამეებს გადავხედავ და გავდივარ, შენ ექვსამდე აქ იქნები და არავითარი წუწუნი, გასაგებია?
- ოო, ლევან...
- ყავა მინდა!
- ჭირი გინდა... - ჩაიდუდუნა თავისთვის და კაბინეტიდან გავიდა.
სამსახურიდან გამოსულმა თავისი ანგარიში შეამოწმა და გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა. ლევანმა ნარეკზე არ უპასუხა. ვერ მიხვდა რისი თქმა უნდოდა ამით მამაკაცს, ფრთხილად გადაატრიალა საკეტი, ჯერ ისევ იმაზე ფიქრობდა.
- სად იყავი ამდენ ხანს? - კატომ გაოცებული მზერა მიაპყრო ჯერ ლევანს, შემდეგ დედას, რებეკას, დემეტრეს და მათ გვერდით ინვალიდის ეტლში მჯდომ შუა ხნის მამაკაცს...
ვიქტორია თითქმის ყოველ დღე მიდიოდა ზურაბთან, ექიმები კარგს არაფერს ამბობდნენ. მისი გული საშინლად დასუსტდა, წამლებსაც ვეღარ იტანდა. მამაკაცი სულ უფრო გახდა, ფოთოლივით ჩამოჭკნა, სილურჯე შეეპარა.
- კიდევ აქ ხარ? - გადმოხედა ცოლს ღიმილით.
- თუ არ მოგწონს წავალ.
- რუსი და ასეთი ერთგული... თუ გსიამოვნებს ჩემი ამ მდგობარეობაში ყურება?
- არცერთია საღ აზრს მოკლებული.
- მალე წავალ არა? - ამოიოხრა კაცმა.
- ალბათ...
- როგორ მამშვიდებ.
- მე რომ მანდ ვიწვე ვისურვებდი სიმართლე მცოდნოდა.
ზურაბი ერთხანს ჩუმად იყო, ვიქტორიამ შეამჩნია მოციმციმე ეკრანზე როგორ იმატა გულისცემამ. რამდენიმე წუთი ინანა კიდეც მომაკვდავს ასე რომ ელაპარაკებოდა.
- პირველად რომ დაგინახე, ძალიან მომეწონე ვიკი, ძალიან... შენი თვალები, კულულები... - იხსენებდა და იღიმოდა. - ისინი ასხივებდნენ სინათლეს, რომელიც ჩემ ცხოვრებას ასე აკლდა. მაგრამ რომ გაიცინე, მაშინ ყველაფერი დამავიწყდა, სწორად მაშინ შემიყვარდი, ისე ძლიერად, ისე ეგოისტურად რომ ვერ ავიტანე ბედისწერის ასეთი მწარე დაცინვა... ის ზუსტად იქ მირტყავდა, სადაც ყველაზე მეტად მტკიოდა... მე ყველა მიცნობდა, ვამაყობდი ჩემი თავით, ჩემი ავტორიტეტით, ეგოთი, როგორც შენ ამბობ... მან კი ზუსტად იმის ნგრევა დაიწყო, რასაც მთელი ცხოვრება ვაშენებდი, თანაც ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილის სახით... მე ვნანობდი ვიქტორია, ყოველ ჩემს მოქმედებას, რაც შენი მიმართულებით ჩავიდინე. გადაწყვეტილებას ვიღებდი და წინასწარ მტკიოდა შენ მაგივრად... მე ყველაფერი შევწირე ჩემს სახელს... და რა გამოვიდა ბოლოს? არაფერი... ტყუილად მიცხოვრია, - ამოიოხრა კვლავ. - ხომ ხედავ, შვილიც კი არ მოდის ჩემს სანახავად?
- ლაშა რთულ ასაკშია...
- როცა მშობელი კვდება, რა აზრი აქვს ასაკს? მაგრამ არ ვამტყუნებ, ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი მის მაგივრად... შენ რას მეტყვი ვიკი?
- რაზე?
- შენი ცხოვრება რომ მივითვისე...
- ამისთვის ღმერთი მოგთხოვს პასუხს.
- ვიქტორია, - გაიცინა კაცმა. - მე ღმერთამდე ვინ მიმიშვებს? ის არ მოინდომებს ამპარტავანი შვილის ნახვას..
- და მაინც, რას ეტყვი რომ ნახავ?
- უბრალოდ გავიღიმებ თუ სახე მექნება და ვეტყვი რომ ვერ შევცვალე რაც მინდოდა...
- შენ არჩევანი სულ გქონდა.
- არა ვიკი, სხვას ალბათ შეეძლო, მაგრამ მე... მე ძალიან ვწუხვარ, იმის გამო რაც გაგიკეთე და კიდევ უფრო იმიტომ, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, ყველაფერს ისევ ისე გავაკეთებდი და ვერ შევცვლიდი ვერაფერს...
- ღმერთმა გაპატიოს... - ჩაილაპარაკა ქალმა სრულიად ცივი, უმეტყველო სახით და სრაფი ნაბიჯებით დატოვა პალატა. გრძნობდა, რომ ეს მათი უკანასკნელი საუბარი იყო და ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში პალატას კიდევ ჰყავდა უცნაური სტუმარი. მაგრამ ზურაბმა როგორც კი დაინახა მაშინვე იცნო. თავი არ უმართლია. მხოლოდ ეს თქვა.
- დამანებეთ თავი ყველამ, მე ღმერთთან ვაგებ პასუხს!
- ასე გეჩქარება? - მოღრუბლული იჯდა მამაკაცი, თეთრ წვერს ნიკაპზე ხელით ისწორებდა მუდამ.
- აღარ მინდა აქ წოლა... გამორთე ეს რაღაც თუ ღმერთი გწამს!
- მე ის მიკვირს, შენ რომ გწამს...
ზურაბს აღარაფერი უთქვამს. თავი გვერდზე გადააგდო და თვალები დახუჭა.
- შემომხედე ზურაბ, - თქვა მამაკაცმა მკაცრი, მაღალი ხმით. - შემომხედე და კარგად დაიმახსოვრე, ღმერთი მოწყალეა, მაგრამ არც იმდენად, რომ ამდენი შვილის გამწარება გაპატიოს, ტყუილად გექნება იმედი. გინდა აპარატი გამოვრთო? იცი რომ ამასაც უნდა დამსახურება? არა, შენ მაგის ღირსიც არ ხარ რომ ჩემი ხელიდან მოკვდე, რისი ღირსიც ხარ, მაგას მალე ნახავ! ვიქტორიას...
- შენ ვიქტორიას როგორ ახსენებ? - დაიღრიალა ზურაბმა. - მოგიკითხავს ერთხელ მაინც რაც საქართველოში ჩამოვიდა?
- მე მითხრეს, რომ გათხოვდა.
- და მორჩა დაიჯერე და დაივიწყე არა? მე თუ არ ვიმსახურებ მის თავს, შენ მისი სახელის ხსენებასაც ვერ უნდა ბედავდე, მე ვიბრძოლე მაინც მისთვის, შენ კი უბრალოდ საცოდავი ხარ, ჩაჯექი მაგ ეტლში და დასტირი საკუთარ თავს! - აპარატმა წრიპინი დაიწყო, წნევამ და გულისცემამ ერთდროულად იმატა. - მე რომ მის გვერდით გავატარე ცხოვრება, მაგითაც კმაყოფილი ვარ, შენ კი უაზრო და საცოდავი ხეიბარი ხარ, გგონია შენ გიყვარდა? მე უფრო მეტად მიყვარდა ყოველთვის ვიდრე სხვა თქვენთაგანს, მიყვარდა... ახლაც მიყვარს... ჩემებურად მიყვარს... - უკვე აღარ ყვიროდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვავდა სიტყვებს. - ჩემთვის, ეგოისტურად...
და აპარატმაც მის სუნთქვასთან ერთად წრიპინი შეწყვიტა...
- განმეორებითი ინფაქტი, დაემატა ინსულტიც, სიკვდილის დრო ოცი საათი და ორმოცდაშვიდი წუთი. - ჩაინიშნა ექიმმა...
* * *
კატომ გაოცებით გადახედა ყველას და მზერა ინვალიდის ეტლში მჯდომ მამაკაცზე შეაჩერა. მსგავსი გამხდარი ფეხები პირველად ნახა ასეთ ბრგე კაცზე. მომენტალურად ეცნო სახე, მაგრამ ვერ გაიხსენა საიდან. ღიმილით შეჰყურებდა გოგონას, მის თვალებში ერთდროულად იკითხებოდა სიხარულიც და სევდაც.
- რა ხდება აქ? - მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა გოგონამ.
- ნიშნობაა, - ყველას დაასწრო ლევანმა.
- რა ნიშნობა, ვისი?
- შენი. - ფეხზე წამოდგა ლევანი და კატოს მიუახლოვდა.
- ჩემი?
- ხო, შენი ხელი უნდა ვითხოვო კატერინა ტურჩოვა. შენ ისეთი ტრადიციული აღმოჩნდი, წინასწარ ვიზრუნე ყველაფერზე, უარი რომ ვეღარ გეთქვა. - იღიმოდა ლევანი. კატო შოკში იყო და ვერაფერს ამბობდა. თვალი სულ ეტლში მჯდომი კაცისკენ გაურბოდა. - მამაშენს მოსკოვშივე ვთხოვე დალოცვა, მაგრამ დაიჟინა მეც უნდა წამოვიდეო და რა მექნა. ასე არაა სიმამრო? - სიცილით გადახედა ალექსანდრეს, რომელსაც ვერაფერი გაეგო ლევანის ქართულისა. - მოკლედ ყველა თანახმაა. - პატარა კოლოფიდან ბეჭედი ამოაძვრინა ლევანმა და გაშტერებულ კატოს თითზე წამოაცვა...
* * *
ორნი იდგნენ საკურთხეველთან, ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდნენ ერთმანეთს და იცოდნენ რას ნიშნავდა მათი ორი, თითქოს უმნიშვნელო სიტყვა, ,,თანახმა ვარ!". რომ იქნებოდნენ ერთად ჭირშიც და ლხინშიც, ბედნიერებასა და უბედურებაში, გაჭირვებასა და სიმდიდრეში და ეყვარებოდათ ერთმანეთი, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ავტორი: მარი მაყიშვილი.
скачать dle 11.3




№1  offline წევრი naida

რამდენი ხანია ამ ისტორიის ფინალს ველოდები და სიმართლე გითხრა, რაღაც უფრო მეტს ველოდი.. ცოტა ბანალური happy end-ით დაასრულე..

 



№2  offline წევრი talia

Au zaan magari vinme xar. Istoria? Saocaria.aba shen ici male dabrundi

 



№3  offline წევრი Marry Amm

naida
რამდენი ხანია ამ ისტორიის ფინალს ველოდები და სიმართლე გითხრა, რაღაც უფრო მეტს ველოდი.. ცოტა ბანალური happy end-ით დაასრულე..

ხო ფინალებში ცოტა ვჭედავ ხოლმე, ერთი დავასრულე ცუდად და დღემდე ვნანობ. სორი ❤️

talia
Au zaan magari vinme xar. Istoria? Saocaria.aba shen ici male dabrundi

მადლობა, უღრმესი მადლობა ❤️

 



№4 წევრი ablabudaa

ყველაზე ყველაზე კარგი, თბილი ისტორიაა. დამწყდა გული რომ დამპავრდა და აწი აღარ წავიკიპხავ ახალ თავებს. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიებით <3 <3 <3

 



№5 სტუმარი სტუმარი კატო

სასწაული ეს რა იყოო მალადეცც ძან გამიხარდა.უფალი გფარავდეს ველოდები შემდეგს

 



№6  offline წევრი Marry Amm

ablabudaa
ყველაზე ყველაზე კარგი, თბილი ისტორიაა. დამწყდა გული რომ დამპავრდა და აწი აღარ წავიკიპხავ ახალ თავებს. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიებით <3 <3 <3

შენ ჩემი მუდმივი მკითხველი ხარ ❤️ დიდი მადლობა ამისთვის. აწი სანამ ბოლომდე არ დავწერ არ დავიწყებ ატვირთვას თორე ძალიან ვაგვიანებდი <3

სტუმარი კატო
სასწაული ეს რა იყოო მალადეცც ძან გამიხარდა.უფალი გფარავდეს ველოდები შემდეგს

მეც ძალიან მიხარია ასე რომ მოგეწონა კატო <3

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუ რა კარგი იყო. რამდენი ვიტირე და ვიცინე. მიყვარს შენი ისტორიები, მაგრამ დასასრული იყო შეუფერებელი ამ ისტორიისთვის. თითქოს კიდევ რაღაცას ველოდი და ბრახ დამთავრდა. მაგრამ აი ის ემოცია რასაც გადმოსცემ, ზუსტად მოდის და ესაა ჩემთვის მთავარი და ყველაზე კარგი

 



№8  offline წევრი elena gavasheli

ძალიან კარგი იყო ყველა ემოცია ერთ სივრცეში. მაგრამ ბოლოს დამაკლდა რაღაც. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. თითქოს წერა შეგეზარა :D:D:D მარტო ეს შენიშვნა მექნება დანარჩენი იდეალური იყო ჩემთვის :D:D:

 



№9  offline წევრი Marry Amm

Chikochiko
აუ რა კარგი იყო. რამდენი ვიტირე და ვიცინე. მიყვარს შენი ისტორიები, მაგრამ დასასრული იყო შეუფერებელი ამ ისტორიისთვის. თითქოს კიდევ რაღაცას ველოდი და ბრახ დამთავრდა. მაგრამ აი ის ემოცია რასაც გადმოსცემ, ზუსტად მოდის და ესაა ჩემთვის მთავარი და ყველაზე კარგი

შენიშვნას ვიღებ, ეგ მეც ვიცოდი რომ ვდებდი. სულ ასე მემართება, ისე მიყვარდება ჩემი პერსონაჟები რომ ვეღარ ვიმეტებ მეტი განსაცდელისთვის. ❤️

elena gavasheli
ძალიან კარგი იყო ყველა ემოცია ერთ სივრცეში. მაგრამ ბოლოს დამაკლდა რაღაც. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. თითქოს წერა შეგეზარა :D:D:D მარტო ეს შენიშვნა მექნება დანარჩენი იდეალური იყო ჩემთვის :D:D:

ფინალი ჩემი სისუტეა, შემდეგში გავითვისწინებ და გულიანად გატირებთ მაშინ ????????????

 



№10  offline მოდერი zia-maria

თეთრად გამათენებინა ამ ისტორიამ,მაგრამ არ ვწუწუნებ კმაყოფილი ვარ რომ წავიკითხე.კარგი იყო,ძალიან მომეწომნა. kissing_heart

 



№11  offline წევრი Marry Amm

zia-maria
თეთრად გამათენებინა ამ ისტორიამ,მაგრამ არ ვწუწუნებ კმაყოფილი ვარ რომ წავიკითხე.კარგი იყო,ძალიან მომეწომნა. kissing_heart

❤️ ძალიან დიდი მადლობა. მაპატიეთ გათენების გამო :დ ❤️

 



№12 სტუმარი სტუმარი lika

dzalian, dzalian kargi iyo ???????????????? namdvilad visiamovne istoriit ! madloba amisatvis! ????????????????

 



№13  offline წევრი Marry Amm

სტუმარი lika
dzalian, dzalian kargi iyo ???????????????? namdvilad visiamovne istoriit ! madloba amisatvis! ????????????????

didi madloba Shen lika ❤️

 



№14 სტუმარი Nati

Ra vtqva es iseti rama erti chasuntqvit rom waikitxav da ginda arasodes dasruldes.ukve sjemiyvardi marry

 



№15  offline წევრი Marry Amm

Nati
Ra vtqva es iseti rama erti chasuntqvit rom waikitxav da ginda arasodes dasruldes.ukve sjemiyvardi marry

ძალიან დიდი მადლობა ნათია ❤️

 



№16 სტუმარი mari

momewona kargi iyo...dasasruli dasaxvewia,iseti grdznoba damrcha titqos tyuilad vikitxe amdeni da bolos ver vigrdzeni kmayopileba dasasrulis ... da txovna maqvs asasdros gamoiyeno sityva ,,daitria,, sashineli sityvaa chemi azrit.warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent