შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეგეს და ეკუნას დღიურები (სრულად)


15-03-2018, 17:10
ავტორი ლიდია
ნანახია 768

გეგეს და ეკუნას დღიურები (სრულად)

ეკუნა, 2007 წელი:
“ გამარჯობა დღიურო.
უცნაურად ვიწყებ პირველი დღიურის შევსებას, მაგრამ პირდაპირ პრობლემებზე საუბარს ხომ არ დავიწყებდი...
პირველ რიგში ჩემ თავს გაგაცნობ, რადგან ხშირად მოგვიწევს კონტაქტი.
მე ეკუნა ვარ.
ეკატერინე მქვია, მაგრამ ეკუნას ჩემი საუკეთესო მეგობარი - გეგე მეძახის.
ბაღშიც ერთად დავდიოდით და სკოლაშიც ერთად დავდივართ. დედაჩვენებიც მეგობრობენ და ხშირად გაგვითევია ერთმანეთის სახლში ღამეები.
ახლა 14 წლისები ვართ.
და.. მგონი მიყვარს.
მგონი არა
მიყვარს!
არ გეგონოს, რომ ეს გატაცებაა.
არც ის გაიფიქრო, რომ ეს ბავშვური და არასერიოზულია.
ვიცი, რომ მიყვარს.
საიდან?
სულ ვვეჭვიანობ, როდესაც იმ გოგოებზე მიყვება, რომლებიც მოსწონს.
როდესაც მეხუტება, გული გამალებით მიცემს.
ვიცი, რომ არასწორად ვიქცევი, მაგრამ რა ჩემი ბრალია?
ჩვენ ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით.
მაგრამ მე ვერასოდეს ვეტყვი მას ჩემი გრძნობების შესახებ, ამიტომ ვატყუებ, რომ სხვა ბიჭი მომწონს.
გეგე ძალიან ლამაზია.
ჰო, ლამაზია და არა უბრალოდ სიმპატიური.
14 წლის ბავშვისთვის იმდენად ლამაზია თვალს ვერ მოწყვეტ.
უცნაური ფერის თმა აქვს: არც ქერა, არც მზისფერი, არც თაფლისფერი.
შემოდგომისფერ თვალებში თითქოს ღმერთმა ბუნების ყველა ძალა გააერთიანაო. სწორი ცხვირი, ფოსოიანი ნიკაპი, გამოყვანილი ყბები.
როდესაც იღიმის ლოყებზე “ნაოჭები” უჩნდება და თვალები უბრწყინავს.
გეგემ ძალიან თბილი ჩახუტება იცის.
მას დიდი ნაიარევი აქვს მხარზე, 5 წლის რომ იყო, ხიდან ჩამოვარდა.
ყოველთვის ამბობს, რომ როცა გაიზრდება მილიონერი იქნება და მე და ის სადმე მარტო გადავალთ საცხოვრებლად და ბევრ, ძალიან ბევრ ფილმს ვუყურებთ, ბევრ შოკოლადთან ერთად.
ეს გეგმა ძალიან მომწონს!
გეგე იმდენად კარგია, რომ სიტყვებით ვერ აღწერ, მაგრამ მე შემიძლია მთელი დღე მასზე ვისაუბრო და მასზე ვწერო!
ვიცი მისი შიშები, სუსტი წერტილები, საიდუმლოებები.
ერთმანეთთან ბოლომდე გახსნილები ვართ და ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან ბევრს ვაშავებ.
მაშინ, როდესაც მითხრა - შეყვარებული მყავსო, მე გავუღიმე და მივულოცე, სახლში კი ბევრი ვიტირე და სწორედ ამ დროს გავაანალიზე რა შარში გავყავი თავი.
გეგე...
როგორ მიყვარს ჩემი ლამაზი გეგე.”


გეგე, 2007 წელი:
“გამარჯობა დღიურო.
ღმერთო ჩემო,რა სისულელეს ვაკეთებ 14 წლის ბიჭი!
მაგრამ მინდა ვინმეს მოვუყვე...
მოვუყვე ის რაც მაწუხებზდა გადავწყვიტე, რომ საუკეთესო გამოსავალი ფურცლებია.
არ გეგონოს, რომ საუკეთესო მეგობარი არ მყავს!
მყავს და მას ეკუნა ჰქვია.
ჩემი ეკუნა!
მაგრამ მას ხომ ვერ ვეტყვი, რომ შემიყვარდა?
ხომ...
ჩემი საუკეთესო მეგობარი შემიყვარდა, მაგრამ ამას ვერ ვეტყვი, რადგან ჩვენ პატარაობიდანვე ერთად მოვდივართ და ისე მიყურებს როგორც ძმას.
რომ ვეხუტები და ისიც მხვევს ხელებს, აი მაგ დროს ვარ მეცხრე ცაზე.
ეკუნა ძალიან საყვარელი,პოზიტიური და ლამაზი გოგონაა.
ღია, ძალიან ღია თაფლისფერი თმა აქვს, რომელიც ქერაში გადადის. მოვარდისფრო-მოწითალო თვალები აქვს, შავი რომ გეგონება - სწორედ ისეთი.
ცხვირზე კეხი აქვს და მუდმივად წუწუნებს რას ვგავარო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მასზე ლამაზი არავინ არსებობს!
მე კი ძალიან ცუდად ვიქცევი. არაკაცი ვარ...
შეყვარებული მყავს - ლიკა, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობარი - ეკუნა მიყვარს.
ეკუნას უნდა, რომ მსახიობი გამოვიდეს. ის ისეთი ნიჭიერია, რომ ნებისმიერ პროფესიას შეისისხლხორცებს.
როდესაც იცინის ქათქათა კბილები მოუჩანს.
საზოგადოებაში ნაზად იცი ის,მაგრამ ჩემთან გახსნილია და “როხროხებს” ხოლმე.
მისი არაადამიანური სიცილი ნებისმიერის ნაზ სიცილს მირჩევნია.”



გეგესა და ეკუნას ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ვერცერთი ბედავს ამის აღიარებას, რადგან საუკეთესო მეგობრები არიან.
დრო მიდის...
დღიურები ივსება
მთავრდება
და
ახალის შევსება იწყება.
გეგესა და ეკუნას გრძნობები კი ორი წლის შემდეგაც უცვლელია.
2009 წელი:
დღეს გეგე ეკუნასთან რჩება, დალევას აპირებენ.
გეგეს ძალიან სტკივა გული, როდესაც მომტირალ გოგონას ხედავს.
ეკუნა კი თავის ცრემლებს სულ მალავს, მაგრამ ჯანდაბა! რაღა ამ დროს შემოვიდა გეგე მის ოთახში?!
-ნუ ტირიხარ ეკუნა რა! - უთხრა გეგემ და გოგონა გულში ჩაიკრა.
ორივეს სხეულში ატომური აფეთქება მოხდა.
-რატომ ტირი?
-ერთი ბიჭი.. მომეწონა და.. და შეყვარებული ჰყავს... - მეტი ვერაფერი ტყუილი მოიფიქრა ეკუნამ.
გეგემ კი დაიჯერა.
-კაი რა, არავინ ღირს შენს ცრემლებად,მოდი დავლიოთ.
იმ დღეს ძალიან დათვრნენ.
ღამე 04:00 :
-ეკუნა - გეგემ მუსიკას დაუწია და გოგონას მიუახლოვდა.
-ჰო -მიანათა მბრწყინავი თვალები ბიჭს.
ამ დროს გეგემ თავი ვეღარ შეიკავა და გოგონას ღვინისფერ ტუჩებში აკოცა.
გოგონაც აჰყვა, მაგრამ მალევე შეწყვიტეს. ერთმანეთს თვალებში ვეღარ შეხედეზ და სხვა და სხვა ოთახში დაიძინეს.
რა იცოდა გეგემ, რომ ეკუნა ცრემლებად იღვრებოდა და ნატრობდა, რომ ეს ხშირად განმეორებულიყო.
ან
რა იცოდა ეკუნამ, რომ გეგეც ტიროდა და იგივეა ნატრობდა.
მეორე დღეს ისე იქცეოდნენ ვითომც არაფერი მომხდარა.
გადიოდა დრო და ეს შემთხვევა არცერთს ავიწყდებოდა, აგრძელებდნენ გრძნობების დამალვას და მეგობრობას.


ეკუნა, 2010 წელი:
“ძვირფასო დღიურო.
დღეს ბანკეტი გვაქვს.
ერთი წლის წინ გეგემ მაკოცა.
მეორე დღეს ვკითხე, გუშინ ისეთი მთვრალი ვიყავი არაფერი მახსოვს და რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ მომხდარათქო.
არაფერიო...
არ ახსოვს.
მე ეს კოცნა შემთხვევითობას მივაწერე და ვეცადე, ბევრჯერ ვეცადე ის დამევიწყებინა..
მაგრამ უშედეგოდ!
გეგემ პირველი კოცნა მომპარა და შენ არ იცი როგორ მინდა ყველა კოცნა მან მომპაროს.
ის ხომ გეგეა.”


გეგე, 2010 წელი:
“დღეს ბანკეტი გვაქვს და წესით ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ - არა!
ერთი წელი გავიდა რაც ეკუნას ვაკოცე და ამას არ ვნანობ, რადგან მახსოვს რომ ამყვა, მაგრამ ძალიან მთვრალები ვიყავით.
შემდეგ დღეს მკითხა რამე ხომ არ მომხდარა მნიშვნელოვანიო და მე გამიხარდა, რომ არ ახსოვდა და მოვატყუე - არაფერითქო.
მეშინოდა, რომ გახსენებოდა და მეგობრობაც აღარ ნდომებოდა?
მე კი მას ვერ ვივიწყებ, დღითიდღე უფრო მიყვარდება. ბანკეტზე ჩემი მეწყვილე, ჩემი შეყვარებული - სალომეა.
და მე ისევ არაკაცი ვარ.”



ბანკეტზე ეკუნას ვარდისფერი კაბა აცვია. გეგემ რომ დაინახა სუნთქვა შეეკრა, იმდენად ლამაზი იყო. თავად კი სმოკინგში სერიოზულ,საქმიან კაცს ჰგავდა.
მაგრამ ეკუნამ იცოდა, რა ცანცარა იყო სინამდვილეში.
მაშინ კი, როდესაც გოგონამ დაინახა როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს გეგე და სალომე,ტირილი მოუნდა.
ჯერ კიდევ ვერ შეეჩვია იმ ფაქტს, რომ საუკეთესო მეგობარს ის არ უყვარს და დასავით უყურებს.
მაგრამ რა ქნას, გაახსენდა მათი პირველი და უკანასკნელი კოცნა.
-რატომ ხარ მოწყენილი ეკუნა? - ჰკითხა სუფრასთან დაბრუნებულმა გეგემ გოგოს.
-იმიტომ, რომ ყელში ამოხვედი! აღარ მინდა შენი სასიყვარულო რომანების მოსმენა და ყურება! - უცებ იჭექა გოგონამ და დარბაზი დატოვა.
გაოგნებული გეგე კი ამ ფაქტს ახსნასვერ უძებნიდა. უკან გაჰყვა ეკუნას, მაგრამ ის უკვე წასულიყო.
მეორე დღეს კი გაიგო, რომ ის ამსტერდამში წავიდა.
დაუმშვიდობებლად...


ეკუნა, 2015 წელი:
“ დიდი დრო გავიდა დღიურო, მას შემდეგ რაც სამშობლო და ... გეგე მივატოვე. არ შემეძლო ასე გაგრძელება.
რაიმე ცვლილება მჭირდებოდა. უნდა დამევიწყებინა გეგე.
დავივიწყე?
არა... ვერა!
ღმერთო ჩემო, აბა რა ჯანდაბა მეგონა?!
ჩემი მის მიმართ სიყვარული უსასრულოა, ამას დრო და მანძილი ასე უბრალოდ ვერ გააქრობს.
დრეს თბილისში ვბრუნდები.
მეტი აღარ შემიძლია, ვეღარ ვსუნთქავ ისე მინდა ჩავეხუტო.”


გეგე, 2015 წელი:
“5 წელი ეკუნას გარეშე.
არც კი ვიცი როგორ ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი.
ეკუნა ვერსად ვიპოვე.
ყველგან ვიყავი და არსად იყო.
იქნებ იმიტომ წავიდა რომ მიხვდა ჩემი გრძნობების შესახებ? ან ის კოცნა გაიხსენა?
ჩემი ცხოვრების პირველი და უკანასკნელი სიყვარული ისე მენატრება, რომ საცაა მოვკვდები.
სულ მახსოვს მისი ტუჩების გემო და ვნატრობ, რომ ჩემ მკლავებში მოქცეულ ქალბატონებში მისი სახე დავინახო.
სულ მასზე ვფიქრობ.
ვეღარ ვსუნთქავ მის გარეშე.”



ეკუნა სამშობლოში ფეხის დადგმისთანავე გეგეს სახლისკენ გაეშურა.
კარები რომ გაიღი და ერთმანეთს შეხედეს..... გაჩერდა დრო.
გეგე გაქვავდა და ვეღარ ინძრდეოდა. ცრემლი ჩამოუგორდა მბრწყინავი თვალებიდან, რომლებიც 5 წლის შემდეგ ისევ გამოცოცხლდნენ.
ეკუნა ხმით ტიროდა და მთელი ძალით ჩაეხუტა მონატრებულ სხეულს.
ერთმანეთის სურნელს ისუნთქავდნენ.
მდივანზე დასხდნენ ჩახუტებულები.
-სად იყავი? ეკუნა 5 წელი!! 5 წელი ცოტა გგონია?! იცი რამდენი გეძებე და რამდენი ვინერვიულე?
-ბოდიში.. ასე იყო საჭირო.
ღამე არცერთს ეძინა, უბრალოდ მიხუტებულები ერთმანეთს უყურებდნენ და დაკარგულ დროს ინაზღაურებდნენ.
მეორე დღეს, როდესაც ეკუნა სააბაზანოში იყო, გეგემ მისი დღიურები იპოვა.
გულმა ვერ გაუძლო და გადაშალა.
კითხვა დაიწყო.
ყოველი სიტყვის წაკითხვისას ცრემლი მოსდიოდა და გიჟივით იცინოდა.
თურმე ეკუნასაც ჰყვარებია და ამდენი ხანი ისიც იტანჯებოდა ამ დიადი გრძნობით.
გოგონა გამოვიდა სააბაზანოდან სა როდესაც დაინახა, რომ გეგე თავის დღიურს კითხულობდა, ხელიდან გამოგლიჯა და ოთახში შეიკეტა.
შეეშინდა.
ტიროდა და თან ბარგს ალაგებდა,რომ ამჯერად სამუდამოდ წასულიყო.
-ეკუნა! გამიღე ეს წყეული კარი! - ბოლო ხმაზე ღრიალებდა გეგე და კარს მუშტებს უშენდა.
-მე... მე უნდა წავიდე.. მაპატიე გეგე..
-უბრალოდ კომოდის პირველი უჯრა გამოაღე და ლურჯი დღიური წაიკითხე. ჩემს თავს გაფიცებ, გეხვეწები ეკუნა..!
გოგონამ დღიური ამოიღო და გადაშალა. ცრემლებად იღვრებოდა.
ვერ იჯერებდა რომ ამდენი ხნის განმავლობაში გეგესაც უყვარდა..ღმერთო ჩემო!
ეკუნა კარებს მიუახლოვდა.
-ეს..ეს სიმართლეა? შენც გიყვარვარ გეგე?
-ჩემს თავზე მეტად და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ეკუნა. ხომ ხედავ, რომ ჩვენი ყველა გზა ერთმანეთისკენ მიდის რადგან ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები? გამოდი ახლა და მაკოცე, თორემ შევიშლები.
ეკუნამ კარები გააღო და გეგეს მთელი ძალით აკოცა.
როგორ უყვართ ერთმანეთი!



______________________


ესეც პატარა ჩანახატი, რომელიც გუშინ დავწერე
საერთოდ არ ვარ ბედნიერი დასასრულების მომხრე..
რას იტყვით?скачать dle 11.3




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

გეგე... ჩემი გეგე.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2  offline წევრი ocnebaocneba5

ძალიან მომეწონა heart_eyes

 



№3 სტუმარი სტუმარი სოფიო

რა საყვარლობა იყო

 



№4  offline წევრი ლიდია

მარიკუნაა♥️
გეგე... ჩემი გეგე.

ვის არ უყვარს გეგე... ❤️❤️❤️❤️

ocnebaocneba5
ძალიან მომეწონა heart_eyes

გამახარე ❤️❤️❤️

სტუმარი სოფიო
რა საყვარლობა იყო

დიდი მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent