შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი როგორ მაგიჟებ ?! (7თავი)


15-03-2018, 17:11
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 161

იცი როგორ მაგიჟებ ?! (7თავი)

სახლში როცა მივედი ოთახში შევიკეტე და დაწყნარება ვცადე,მალე კი ყველაფერი ნორმაში ჩადგა.ყველაფერში კი ჩემ გულის ფეთქვას ვგულისხმობ,შემდეგ ცოტახანი წამოვწექი რადგან ეს დღე ზედმეტად გადატვირთული გამოდგა,მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა,მე ხომ სამსახურში არ წავსულვარ?ახლა საშინლად მეზარება იმ საშინელ ადგილას გაჩერება,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.ადგილი რომელსაც ვერ ვიტან,ამ ყველაფერს კი ხელს ის საშინელი არომატი და ზოგი ადამიანი უწყობს რომელიც იქ თითქმის ყოველ დღეა.თუმცა მე მათთვის არ მცალია რადგან ჩემი საქმე მაქვს,ამიტომ წყნარად ვუვლი მათ გვერდს და როცა საჭიროა ყალბ ღიმილს ვიკრავ სახეზე,ამ ღიმილმა კი უკვე კუნთები მატკინა მაგრა ამას არ ვჩივი.თუმცა დღეს იქ მისვლა მართლა არ მინდა,დარწმუნებული ვარ იქაც დაიწყებენ ჩემზე ჭორაობას და იმის გარკვევას თუ ვინ ვარ,ამ ფიქრებში გართულს უეცრად ნუკა მახსენდება.უკვე მეორე დღეა არ მიანხავს,ნეტა გაიგო ახალი ამბავი?გამეცინა იმ თმადამწვარის გახსენებისას.საკუთარ თავს თვითონ აყენებს შეურაწუოფას და ამას ვერც კი ოაზრებს.თუმცა ახლა ნუკას თავი არ მაქვს,მისაღებში გავედი.ჯერ წასვლამდე კიდევ 2 საათი იყო.მაშინვე მახსენდება,რომ 6 საათზე ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემა გადის.უცებ დავავლე პულტს ხელი და ტელევიზორი ჩავრთე.გულისყურით ვუსმებდი სიახლეებს და ვერ ვითმენდი მთავარის გასაგებად.ბოლოს როგორც იქნა დაიწყო სიუჟეტი.დღევანდელი ფოტი გაუშვეს,ასევე გუშინ ცეკვის დროს გადაღებული და ჩვენი საუბარიც.მაგრამ შემდეგ ის მომენტიც გამკაჩინეს სადაც დემიანი თავისკენ მაბრუნებს,აი სახლში,რომ ვბრუნდებოდით.ბოლოს კი თქვეს,რომ ჩვენ რაღაცას ვმალავდით.არა ბოდიში ჩვენ არა მე და დემიანი.საშინლად მომეშალა ნერვები,მაგრამ მთავარმა მაინც ჩაიარ,ნუ ნაწილობრივ მაინც.იმედია ხალხი ჩვენ ნალაპარაკებს დაიჯერებს და არ დაიწყებენ იმის გარჩევას ჩვენ ვიტყუებით თუ არა.სიუჟეტი როცა დასრულდა სამზარეულოში გავედი და ყავისთვის წყალი დავადგი.
-ანა სიუჟეტი ნახე?რა თქვეს?-ალექსანდრე მომიჯდა გვერდით.
-ვიდეო გაუშვეს სადაც მე და დემიანი ვუხსნით სიტუაციას,მაგრამ შემდეგ რაღაც ფოტო აჩვენეს და თქვეს,რომ “წყვილი“რაღაცას მალავს-ო.
-აუ მაინც ახლართეს რა.
-კარგი ალექს ამაზე არ გვინდა,შენ ის მითხარი სალომსთან რა ხდება?-მისი სახელის ხსენებისას თვალები გაუბრწყინდა.
-ჯერ-ჯერობით არაფერი,მაგრამ რაღაცას ვაპირებ.
-მაინც რას?
-გრძნობებში გამოვუტყდები.-აქ გავქვავდი.ჩემმა ძმამ გადაწყვიტა,რომ ჩემ საუკეთესო მეგობარს სიყვარული აუხსნას.მაგრამ რას გიხსნით მიხვდით უკვე,მაგრამ მე ისევ გაუგებრობაში ვარ.
-როდის?სად?როგორ?დახმარება ხო არ გჭირდება?-კითხვებს ერთი მეორეს მიყოლებით ვაყრიდი მას და ამოსუნთქვის საშუალებას არც მას ვუტოვებდი და არც ჩემ თავს.
-ამოისუნთქე გოგო-გამიცინა და შემდეგ განაგრძო-ყველაფერს გაიგებ,ჯერ მეც არ მომიფიქრებია.მაგრამ შენ შეგიძლია დახმარება.ხომ იცი მას რა უყვარს?მოკლედ მირჩიე რა რამე.-ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც ვერაფერი მოვიფირეთ და YouTube-ში შევძვერით რათა რამე ორიგინალური გვენახა.ბოლოს ლეპტოპიც მივაგდეთ და ისევ ჩვენ ტვინს დავჯერდით.ამ ფიქრში ყავაც დამავიწყდა და გადადუშებული წყალი უბრალოდ გვერდით გადავდგი,აღარ მინდოდა ყავა.თან ისედაც იშვიათად ვსვამ ხოლმე.საათს,რომ დავაკვირდი 7 იყო,ამიტომ ოთახში შევედი და მომზადება დავიწყე.ჯერ წყალი გადავივლე და ოდნავ მოვეშვი,შემდეგ კი კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე.მალე მოვემზადე და თმაც შევიკარი.ბოლოს კი ტეკეფონს დავავლე ხელი და სახლიც დავტოვე.აღარ მინდოდა ფეხით გავლა და კიდევ ვინმეს შევხვდეროდი ამიტომ ტაქსი გავაჩერე და სამსახურში ასე მივედი.
კარებში შესვლისთანავე მომხვდა თვალში მოფუსფუსე ხალხი.ნათიას ვკითხე რა ხდებოდა და მითხრა,რომ რაღაც საპატი საღამო თუ მსგავსი იმართებოდა.მე მართალია ვერაფერი გავიგე,რა და როგორ მაგრამ სხვა რა გზა მქონდა,ჩემ საქმეს შევუდექი.
სალომე არ ჩანდა რამაც ცოტა არ იყოს გამაკვირვა,მერე გავიფიქრე ალექსმა ალბათ მოიფიქრა უკვე რამე და დაურეკა მეთქი მაგრამ უჩემოდ იზამდა რამეს?
ფიქრებში გართულმა მალე გავაკეთეთ ყველაფერი,შემდეგ კი ბატონი დემიანიც გამოჩდა.გასაკვირი ისიც იყო თანამშრომლებიდან არავის,რომ არაფერი უთქვამს ახალი ამბის შესახებ,მაგრამ მესიამოვნა კიდეც ეს.
-მომისმინეთ ყველამ-ჩვენი ფუსფუსის ხმა მისმა მკაცრმა ბარიტონმა გადაფარა.ყველა გაჩერდა,მათ შორის მეც და იქვე დავჯექი.
-რადგან უკვე ყველაფერი გააკეთეთ თავისუფლები ხარ,მეტი არაფერი მჭირდება დღეს თქვენგან-იცით როგორ გამიხარდა ეს,რომ თქვა.მართალია დავიღალე მაგრამ სახლში ადრე მივიდოდი,ამაზე დიდი ბედნიერება დღეს არაფერი მომხდარა.
-ასამბაძე დარჩი საქმე მაქვს.-აი ანა სად ჩაგიშხამდა ბედნიერება.მივბრუნდი და მის კაბინეტში შევედით.
-გისმენთ.
-შენ რჩები,იქ არაფერი ვთქვი რადგან იმათი ჭორაობის თავი არ მაქვს.-აი რატომ არ უნდა იზეიმოთ წინასწარ,გიხაროდა არა ანა?მიდი ახლა იხტუნე.
-კი მაგრამ რა ხდება?
-მალე გაიგებ,წადი ეხლა და გამოიცვალე.მოვლენ ისინი მალე.
-ვინები?რა ხდება საერთოდ?
-ანა ნუ ხარ სულსწრაფი.-შევბრუნდი და გასახდელში შევიკეტე.ტვინი უნდა დავძაბო და მივხვდე რა ხდება.მაინც ვერაფერს მივხვდი,თავი როცა ამტკივდა იქვდ დადებულ ტელეფონს დავავლე ხელი და სალომეს დავურეკე.
-რას შვები სალომე?
-კლუბში მოვდივარ თვალხატულა.
-მაინც გაგიშვებენ და რაღატო მოდიხარ?
-რა გამიშვებენ გოგო?დემიანმა დამირეკა მოდიო.
-რა?არც მე გამიშვა სახლში,ნეტა რა ხდება.
-არ ვიცი,მაგრამ გავარკვევთ.
-კარგი გელოდები.-გასახდელიდან გამოვედი და ბართან დავჯექი როცა კარები გაიღო და ბიჭები შემოვიდნენ.ალექსს თავლები უბრწყინავდა,არც ბიჭები იყვნენ ნაკლებ დღეში.
-აბა დაიკო,მოდი მომეხმარე.
-ამიხსნი რა ხდება?
-სალომეს უნდა ვუთხრა,რომ მიყვარს.-აი თურმე რაც ხდება.ამიტომ დახურეს კლუბი?ამათ რას გაუგებ.
საქმეს შევუდექით.ირგვლივ ყველაფერი ნაძვის ხის ნათურებით მოვრთეთ, სანთლებიც დავანთეთ და ყველაფერი შეუდარებელი იყო.ეს არაფერი იყო,ალექსმა ხელში პლაკატები მოგვაჩეჩა რომელზეც წარწერები იყო და ბოლოში ისრები ეხატა.როგორც ჩანს მიმართულებას უჩვენებდნენ.არ ვიცი რა მოიფიქრა მაგრამ იმედია ყველაფერი გამოვა.
კარგად ვიცი,რომ ალექსს ესეთი რაღაცეები არ ეხერხება,ის ამ დღეებში ძალინ კარგად გავიცანი და ამოვიცანი მისი პიროვნება.რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჩანდეს ეს ყველაფერი მან იწვალა და ბევრი იფიქრა ამისთვის.ვიცი,რომ სალოსაც გაეხარდება თან ძალიან და მჯერა,არა დარწმუნებული ვარ,რომ ორივე ძალიან ბედნიერი იქნება.
უკვე ყველაფერი მზად გვქონდა,ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ და შუქი ჩავაქრეთ.ალექსანდრე იმდენად იყო სიბნელეში გაუჩინარდბული,რომ მის იქ ყოფნას ვერც შეატყობდით.
აი მთავარი ნაწილიც დადგა,სალომემ კარები შემოაღო.მის სახეს კარგად ვხედავდი,სიბნელემ ცოტა არ იყოს შეაშინა და გააკვირვა კიდეც.უცებ შუქი აინთო და სალოს წინ გაკრეჭილი გუკა გამოხტა.ხელში პლაკატი ეჭირა,რომელზეც ასეთი რამ ეწერა.
“სჯობს გვიან ვიდრე არასდროს-ო ამბობენ.მეც გვიან მივხვდი ამ ყველაფერს,იმედია მაპატიებ“ ისარი გი გზას უთითებდა.სალომეს სახე არასდროს დამავიწყდება.ყვაფერს გულმოდგინედ კითხულობდა და ცდილობდა გაეგონრა ხდებოდა.
შემდეგ გაყვა ისარს და აი გამოჩდა დიმაც.
“გიკვირს არა?ფიქრობ ვინ ვარ,ან რა ხდება.
შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან ბანალურად გეჩვენოს მაგრამ ასეთი ვარ ნამდვილი მე.“ როცა წაკითხვა დაასრულა ისევ გაუყვა ისარს,სახიდან კი ღიმილი არ შორდებოდა,მაგრამ ნერვიულობაც ეტყობოდა.
მალე დემიანიც გამოჩდა.
“ვნერვიულობ,რადგან მგონია შენგან იმავეს ვერ მივიღებ.მაგრამ მაინც გავბედავ…“ აქ სიტყვა გაწყდა,სალომე ისევ მიყვა ისარს და აი მეც გამოვჩდი.
“და გეტყვი,რომ…“ სიტყვა ისევ გაწყდა.სალომე უკვე ვეღარ ითმენდა,ეტყობოდა როგორ ღელავდა და ვერაფერს ხვდებიდა.ალექსანდრე როცა გამოჩდა ფურცელი სახეზე ქონდა აფარებული იქ კი მხოლოდ ერთი და მთავარი სიტყვა ეწერა.
“მიყვარხარ!“ .სალომეს უკვე ცრემლები ერთი მეორეს მოყოლებით სდიოდა.ალექსმა ფურცელი სახიდან მოიშორა და მას მიუახლოვდა.ხელები მოხვია და გულში მაგრად ჩაიკრა.სალომაც მოხვია ხელები და მის კისერში ჩამალა თავი.ჩვენ კი ჩუმათ შევყურებდით მათ,მე დარწმუნებული ვიყავი,რომ სალომეც იმავეს ეტყოდა მაგრამ ბიჭები მოუთმენლობისგან ადგილზე ცქმუტავდნენ.
არ დამინახია როგორ უთხრა სალომემ ალექსანდრეს პასუხი მაგრამ ადვილად მივხვდი ყველაფერს როცა ალექსანდრეს გაბრწყინებული და ბედნიერებისგან მოელვარე თვალები დავინახე.
ეს დღე რაღაც უჩვეულო იყო,მგონი არა მარტო ჩემთვის.იმდენი რამ გადავიტანე,ბოლოს კი ყველაფერი ღიმილით დასრულდა.ისე თითქოს ზღაპარში ვიყოთ.როგორც იქაა,მშვენიერი დასასრულით.მაგრამ ყველაფერი ხომ ყოველთვის კარგათ არ სრულდება.მიხაროდა ეს დღე,მაგრამ წინ მომავალი უბედურების შესახებ არაფერი ვიცოდი.არ ყოფილა ტყუილი როცა ამბობენ ბედნიერებას უბედურება მოსდევსო,თუ როგორცაა.ფაქტი ისაა,რომ მე ეს ყველაფერი გამოვცადე და მივხვდი,რომ ცხოვრება ოცნებების ამსრულებელი ქარხანა არაა.

მეორე დილით თავი საშინლად მტკიოდა.გუშინდელი ამბავი რა თქმა ინდა ავღნიშნეთ,მე კი დალევას შეჩვეული არ ვარ.რამდენიმე ჭიქამ იმოქმედა და საშინლად გამაბრუა,ალბათ ამიტომაც მგონია,რომ თავში აგური მირტყეს.საწოლიდან ავდექი და სარკეში ჩავიხედე.თმა ისე მქინდა თითქოს იქ ჩატარდა მე-3 მსოფლიო ომი,ტუჩებიც საშინლად მქინდა,თვაკები კი ამოშავებული.სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე,თავის ტკივილს კი შეძლების და გვრად ვუძლებდი.როცა ყველაფერს მოვრჩი მისაღებში გავედი.ყველა იქ იყო შეკრებილი,მათ მივესალმე მაგრამ ოდნავ ხმაურიც კი უარესად მოქმედებდა.
-რაო ანუკი თავი გვტკივაო?-გუკამ გამიციან და ტახტზე წამოჯდა.
-ძალიან მტკივა.
-მოდი გამომართვი.-მინერალური გამომიწოდა,მეც დავავლე ხელი და ცივი თავზე მივიდე.ბოთლით დალევა არ მიყვარდა,ამიტომ ჭიქა ავიღე და გაზიანი სითხე იქ გადავასხი.შემდეგ კი ჩქარა დავლიე,მართალია ყელი ჩამწვა მაგრამ თავის ტკივილს ათასჯერ სჯობდა.
-გაგივლის მალე.
-კარგი.-მეც იქვე თავისუფალ ადგილას დავჯექი და ჩახუტებულ წყვილს სიყვარულით შევყურებდი.
-აუ დღეს აუზზე გავიდეთ რა.-დიმამ თავი წამოყო.
-რა გინდა აუზზე?-ახლა ალექსმა წამოყო თავი.
-მომშივდა და ვიფიქრე იქ შევჭამ მეთქი.რა უნდა მინდოდეს ალექსანდრე აუზზე?გავიგუდე ამხელა კაცი.
-აუ არ მინდა მე.-ჩუმათ ვთქვი და ოთახიდან გაპარვა ვცადე მაგრამ ვინ გაცადა.
-რატო ანუკი?
-თავი,რომ მტკივა?
-გაგივლის.
-მაიმც არ მინდა.
-რატო?
-იმიტომ-სალომეს ფხუკუნი აუტყდა,იცოდა მან,რომ ცურვა არ ვიცოდი.ამის თქმა კი არ მინდოდა.
-მაინც წამოხვალ-ახლა გუკა ჩაერთო საუბარში,ბატონი დემიანი კი უბრალოდნიჯდა და თვალს გვადევნებდა.ამ ადამიანს ვერაფერი გავუგე.ზოგჯერ ყველაზე ბევრს საუბრობს,ახლა კი უბრალოდ ზის და ხმას არ იღებს.
-არ მინდა რა.
-ანა კარგი რა წამოდი-ახლა უკვე სალომემაც ამოიღო ხმა,თვალები ავუტრიალე მაგრამ მაინც არ გაჩერდა,ბოლოს კი წასვლა მომიწია.
ყველა როცა ბანაობდა მე შეზლონგზე ვიყავი გაწოლილი და მათ ვადევნებდი თვალს.სხვა რა უნდა მექნა,დახრჭობა არანაირად მაწყობდა,სიმინდი აქ არ ჩამოივლის,რომ ვჭამო,ამიტომაც ვიყავი ჩემთვის მარტოდ-მარტო.
უცებ კი ჩემ წინ ნაროზაული გაჩდა.
-რა ხდება?
-წყალში რატომ არ ჩამოდიხარ?
-წამოსვლა არ მინდოდა,არც წყალში ჩამოსვლა მინდა.
-ცურვა არ იცი არა?
-საიდან მოიტანე?-ხელი ისე ავიქნიე თითქოს რაღაც სისულელეს გაიძახდეს.
-მივხვდი.
-არასწორად მიმხვდარხარ.
-ეჰ ანა,როგორი ამაყი ხარ.
-რა შუაშია.
-კარგი.-უცებ დამავლო ხელი და ხელში ამიყვანა,ჩემ კივილს კი ყურადღებას არ აქცევდა.წყალში როცა შევედით კანკალმა ამიტანა,მაგრამ მან უცებ მომხვია ხელები და თვალების გახელა მთხოვა.
-დაწყნარდი და გასწავლი.
-არ მინდა,გთხოვ ზევით ამიყვანე.
-ანა,რატო გეშინია.
-მე ახლა ყველაზე მეტად იმის მეშინია ისევ არ გამოჩდეს ვინმე კამერიანი და ფოტო არ გადაგვიღოს.-მალე გამახსენდა გუშინდელი ინციდენტი და ზემოთ ასასვლელად ახალი მიზეზი მოვიგონე.
-მაინც ვერ ეღირსები.-მაგრად მომხვია ორივე ხელი და ნელა წავიდა სიღრმისკენ,მე კი ღრმად და ხარბად შევისუნთქე ჰაერი.თვალებს არ ვაელდი,მეგონა რამე საშინელება მოხდებოდა მაგრამ ჩემმა მეწყვილემ როგორც ჩანს ამით ისარგებლა და პირველი კოცნა მომპარა.
წყალში ეს როგორ ვიგრძენი?არც მე ვიცი მაგრამ აშკარა იყო,რომ კანკალი შევწყვიტე და ტანში ლავა ჩამეღვარა.რაღაც ამოუცნობს განვიცდიდი,რატომ და რას?ამას ვერც მე გეტყვით.скачать dle 11.3




№1  offline მოდერი ენემი

იმედია დემიანს ან ალექსს არაფერი მოუვათ relaxed შემიყვარდა ეგ ორივე. ხოლო წყვილებიდან რა თქმა უნდა დემიანის და ანას წყვილი მომწონს. ტყუპები გიჟები არიან რა joy ველი ახალ და დიდ თავს

 



№2 სტუმარი Ani

Auu ra kargia ise dasawyishi chans rom ragac seriozuli xdba da midis da aseti raaari gtxov dzma ar mouklaaa

 



№3  offline მოდერი Girl with pretty smile

ენემი
იმედია დემიანს ან ალექსს არაფერი მოუვათ relaxed შემიყვარდა ეგ ორივე. ხოლო წყვილებიდან რა თქმა უნდა დემიანის და ანას წყვილი მომწონს. ტყუპები გიჟები არიან რა joy ველი ახალ და დიდ თავს

ენნ როგორ მახარებს შენი კომენტარი არ იც შენ.
ალექსანდრეს და დემიანს არაფერი მოუვა ამის პირობას გაძლევ,სხვას კი მალე გაიგებ ))

Ani
Auu ra kargia ise dasawyishi chans rom ragac seriozuli xdba da midis da aseti raaari gtxov dzma ar mouklaaa

გაგახარებ და გეტვი,რომ.ძმას არ მოვუკლავ საყვარელო მაგრამ მას ისევ ეტკინება...))) სხვას აღარ გეტყვი რადგან შემდეგ თავებში გაიგებ ყველაფერს ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent