შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ ძლიერო (II ნაწილი)


15-03-2018, 22:30
ავტორი ლათინო
ნანახია 551

უბრალოდ ძლიერო (II ნაწილი)

გიორგიმ ხელი ჩამკიდა და დარბაზიდან გარეთ გამომიყვანა. მივხვდი რომ ჩვენ ორს სალაპარაკო გვქონდა.
-გიორგი ეს რას ნიშნავს?
-მე ბენდელიანი ვარ.
-დიახ,ეს ვიცი დასწორედ ამაზე გეკითხები,ეს რას ნიშნავს? შენ? შენ ირაკლის შვილი ხარ?
-არ თქვა! ეგ არ გაიმეორო! მე ირაკლის შვილი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები.
-შენ მისი შვილი ხარ! ღმერთო ახლა რა ვქნა.
-არ ვარ თქო მისი შვილი არაა! ის დედაჩემის ქმარია! პატარა ვიყავი მასზე რომ დაქორწინდა, მან მე თავისი გვარი მომცა სხვა არაფერი. მე მისი შვილი არ ვარ! ეს აღარ გაიმეორო. დაგავიწყდა რა გითხარი? მან ჩემი ძმა მოკლა! მამაჩემი რომ ყოფილიყო ძმას რატომ მომიკლავდა? ის ჩემი მამინაცვალია.
-უნდა მჯეროდეს შენი?
-ელენე რას მეკითხები?
-არ ვიცი. ეს აქამდე რატომ არ მითხარი?
-არ აქვს მნიშვნელობა,წამოდი გველოდებიან.
დარბაზში დავბრუნდით. დიდი ფიქრის შემდეგ მე გიორგიზე გავთხოვდი. გავთხოვდი და აქედან დაიწყო ყველაფერი...
მასთან გადავედი საცხოვრებლად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა,ყველაფერი სერთო გვქონდა გარდა საწოლისა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ხშირად დავდიოდით წვეულებებზე,იქ სადაც ჩვენთვის საჭირ ხალხი ხშირად იყრიდა თავს. სასეირნოდაც ხშირად დავდიოდით ისეთ ადგილებში სადაც ვიცოდით რომ ერთი ორი ჟურნალისტი აუცილებლად იქნებოდა ჩასაფრებული. ცოლ-ქმრის როლები კარგად მოვირგეთ....ხალხის დასანახად. ქუჩაში ერთმანეთზე გაგიჟებული წყვილი ვიყავით, სახლში კი კარგი მეგობრები. ვგულისხმობ იმას რომ არ ვიყავით შებოჭილები და თავს ორივე თავისუფლად ვგრძნობდით.ბიჭებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ხშირად ვიკრიბებოდით მეგობრები. მიშკა და დეაც შეეჩვივნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ ურთიერთობა აეწყოთ,მოკლედ ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. თუმცა გადიოდა დრო და ვხვდებოდი რომ გიორგისთან ვერ მექნებოდა ისეთი ურთიერთობა როგორც უბრალო მეგობართან ან თუნდც "თანამზრახველთან" ვხვდებოდი რომ მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა. მასზე ზრუნვა. კოცნა რომელიც ხალხისთვის თვალის ასახვევად უწევდა ჩემში ქარიშხალს იწვევდა. ვიცი რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მე ის შემიყვარდა. დიდი ხანი ვებრძოდი საკუთარ თავს რომ დამემტკიცებინა მე გიორგი რომ არ მიყვარდა მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მისი სიყვარული მთელს სხეულს მეტასტაზებივით მოედო. გულს კი ის მიკლავდა რომ მისგან იგივეს ვერ ვგრძნობდი. არ მეგონა თუ ასეთი სუსტი აღმოვჩნდებოდი და ის ასე შემიყვარდებოდა,მაგრამ ფაქტია მე ის შემიყვარდა. ვცდილობდი გრძნობები მასთან შემენიღბა და გამომდიოდა კიდეც. არავინ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ,მარტო ვუმკლავდებოდი ამ ტკივილს. გიორგი მართალი ყოფილა,სიყვარული არასოდეს იქნება აღმა'ფრენა. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მე გიორგის სიყვარული მტკიოდა თუმცა ამას ვმალავდი და გიორგიც ვერაფერს ხვდებოდა. ჰო ეს ჩვენი ყოველდღიურობა იყო,ამიტომაც ვამბობ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა იმ ღამემდე რომელმაც ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
ერთ საღამოს გიორგის მოსვლა დააგვიანდა. არ ვსაუბრობ ნახევარ საათზე,ვგულისხმობ ხუთ საათს. შუაღამე იყო როდესაც ეზოში გიორგის მანქანა შემოვიდა,ლოგინიდან წამოვხტი,თხელი ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი რომ კარი გამეღო. კარი გავაღე და გიორგიც შემოვიდა,უფროსწორად შემობანცალდა. აშკარად ბევრი ჰქონდა დალეული.
მისაღებში შევიდა და დივანზე გაიშოტა.
-გიორგი წამოდი შენს ოთახში აგიყვან,უკვე გვიანია და დაიძინე. ხვალ კი ვილაპარაკოთ კარგი?
-ცოლო ყავა მომიდუღე რაა.
ყელი ვამოიწელა პატარა ბავშვივით,მეც გამეცინა და სამზარეულოში შევედი. ჩაიდანი წყლით ავავსე, გაზქურაზე შემოვდგი და მის ადუღებას ველოდებოდი როდესაც ზურგიდან გიორგი ამეკრო,ხელი მუცელზე შემიცურა და კისერში სველი კოცნის კვალი დამიტოვა. სხეული ამიცახცახდა. მისი შეხება შანთივით მიწვავდა სხეულს.
მისკენ შემაბრუნა, ახლა ორივე ხელი წელზე მომხვია და ლავიწის ძვალზე მაკოცა.
-გი..გიორგი. მთვრალი ხარ,არ გინდა.
-ჩშშშ..
ტუჩზე თითი მომადო და გამაჩუმა,შემდეგ კი ტუჩებზე დამეკონა. ვცადე წინააღმდეგობა გამეწია,რადგან ზუსტად ვიცოდი რომ ხვალ ამას ინანებდა, თუმცა ამის ძალა აღარ შემწევდა და მივეცი უფლება დამპატრონებოდა. მან ხელში ამიტაცა და თავისი საქმე ახლა საძინებელში განაგრძო. იმ ღამით მე მთლიანად გიორგისი გავხდი ვიცი რომ ეს შეცდომაა მაგრამ შეწინააღმდეგების არც თავი მქონდა და არც სურვილი.
.....
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს რომელიც ჩემს სახეზე დათამაშებდნენ,ვცადე თავი დამეღწია მათგან და მეორე მხარეს გადვბრუნებულიყავი მაგრამ ვიღაცის ხელმა რომელიც ძალიან მაგრად იყო ჩემს სხეულზე შემოხვეული არ მომცა ამის საშუალება. სახე მისკენ შვეატრიალე და დავინახე გიორგი რომელსაც მშვიდად ეძინა. საბანი ავწიე და საკუთარი შიშველი სხეულის დანახვისას ყველაფერი გამახსენდა. თვალები მაგრად დავხუჭე რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. ნელა,ძლივსძლივობით წამოვიზლაზნე საწოლიდან,რადგან მუცელი საშინლად მტკიოდა და ჩემს ოთახში გავედი. საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი. თავის მოწესრიგების დრო როგორც შემეძლო გავწელე, რადგან არ მინდოდა გიორგი მენახა. თავი მოვიწესრიგე და ოთახში დავბრუნდი როცა რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგე რომელსაც გიორგის ღრიალი მოჰყვა. მივხვდი ეს რის გამოც ხდებოდა და ცრემლები წამომცვივდა,თუმცა მაშინვე შევიმშრალე ,ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ოთახიდან გავედი. გიორგის ოთახის კარები ღია იყო. გიორგი კი გამწარებული ბოლო ხმაზე ღრიალებდა და რაც ხელში მოჰყვებოდა ყველაფერს ლეწავდა. მთელი ოთახი თავდაყირა იდგა.
-ამის დედა შევე''ი! ეს რა გავაკეთე? რა გავუკეთე ელენეს?
-გიო!
აკანკალებული ხმით დავუძახე,ისე რომ ალბათ ვერც გაიგებდა,მაგრამ ის უეცრად გაჩერდა და მთელი სხეულით ჩემკენ შემობრუნდა. სახე ალეწილი ჰქონდა,თვალებში კი ცრემლი ჩასდგომოდა.
-ელი..ჩახრინწული ხმით წარმოსთქვა ჩემი სახელის ის ფორმა რომლითაც მხოლოდ ის მომმართავდა.
ეს რა გავაკეთე ელი..ეს რა გაგიკეთე?! ღმერთო ასე როგორ გაგიმეტე,მაპატიე გთხოვ. გპირდები ისე მოვიქცევი როგორც შენ მეტყვი. რამე ხომ არ გატკინე? რამე ხო არ დაგიშავე? კარგად ხარ?
აფორიაქებული მაყრიდა კითხვებს და თან თმას იწვალებდა....
-მაპატიე რომ ასეთი შეცდომა დავუშვი. ხომ მაპატიებ ელი?
შეცდომაო,ჰო ის ამ ღამეს შეცდომად თვლის. ყელში უზარმაზარი ბურთულა გამეჩხირა,რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. როგორ მინდოდა ახლა მეკივლა,მეტირა,მეყვირა,მეღრიალა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. საუბრის უნარიც კი წამრთმეოდა.თუმცა ეს ბურთულა გადავაგორე და ვეცადე მისთვის გამეღიმა. ჰო გამომივიდა და მას გავუღიმე. მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და დავამშვიდე.
- არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად მაქვს. წუხანდელზე ნუ იფიქრებ, ეს ორივეს სისუტე იყო. უბრალოდ დავივიწყოთ და ვიყოთ ძველებურად კარგი?
-მიყვარხარ ელი.
"მიყვარხარ"- ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავდა იმ მიყვარხარს რომელიც მინდოდა მისგან მომესმინა. ჰო ამ მიყვარხარ-ით მას არ უთქვამს რომ ვუყვარვარ,მან სულ სხვა რამ იგულისხმა და მეც ეს მტკენს. ისევ გამეჩხირა ბურთულა,ახლა ცრემლებიც მომაწვა,გიორგის სწრაფად მოვშორდი,მკრთალად გავუღიმე და ჩემს ოთახში შევედი. ცრემლებს უფლებს მივეცი ჩემს კისერში ჩაკარგულიყვნენ,როდესაც გასასვლელი კარების ხმა გავიგონე და მივხვდი რომ სახლში მარტო ვიყავი თავს უფლება მივეცი მთელ ხმაზე მეყვირა,მეტირა და ემოციებისგან დავცლილიყავი.
ძალაგამოცლილი მივწექი საწოლზე,იმის თავიც კი არ მქონდა რომ ტელეფონზე მეპასუხა რომელიც მთელი დღეა მირეკავს. დაღლილს და დაქანცულს როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
ხმაურმა გამომაფხიზლა,რომელიც ქვედა სართულიდან ამოდიოდა. ფანჯარაში გავიხედე და კარგად დაბნელებულიყო. მივხვდი რომ ძალიან დიდხანს მეძინა. ხმებს კარგად ვერ ვარჩევდი,თუმცა რთული მისახვედრი არ იყო რომ ბავშვები იყვნენ ქვემოთ. მათთან ჩასვლა გადავწყვიტე თუმცა საკუთარ თავს რომ შევხედე სარკეში თავი შემზიზღდა. თვალები სულ ჩაწითლებული და ჩამუქებული მქონდა ტირილისგან თმები კი სულ აბურდული. ახლა თავის მოწესრიგების და ტყუილების მოფიქრების თავი არ მქონდა,ამიტომაც ისევ საწოლში შევწექი და თვალები დავხუჭე. ოთახში გიო შემოვიდა. ძალიან ვეცადე რომ არ მიმხვდარიყო რომ მეღვიძა,თუმცა ის ბავშვობიდან მიცნობს და მას ვერაფერს გამოვაპარებ.
-მაიმუნო,თვალებს მაინც ნუ ახამხამებ.
გამეღიმა მის მომართვაზე. ყოველთვის ასე მომმართავდა როდესაც ვცუღლუტობდი.
-ჰმმ,აბა გაახილოს ახლა ერთმა გოგომ თვალები და დამანახოს დიდი ალისფერი რგოლები.
მეც თვალები გავახილე,მაგრამ რამდენად იყო ჩემი თვალები ისევ ალისფერი არ ვიცი.
-რა გჭირს ელე?
-ცუდად ვარ გიო. ამოვკნიავლე
-მაგას მეც ვხედავ.
-შემიყვარდა გიოო. არ უნდა შემყვარებოდა მაგრამ შემიყვარდა.
ის მოვიდა და გულში ჩამიკრა.
-ჩშშშ ნუ ტირი.დამშვიდდი. რამე ხომ არ დაგიშავა? იცოდე არ შევარჩენ.
-არა არა,არაფერი დაუშავებია. უბრალოდ...უბრალოდ გუშინ ჩვენ...
-თქვენ რა ?
ძალიან მრცხვენოდა მაგრამ ყველაფერი ვუამბე გიოს. წუხანდელიდან დაწყებული დილანდელით დამთავრებული. მან ჩამქრალი თვალებით შემომხედა.
-გიღირდა ამად ელე? იქნებ ყველაფერზე უარი თქვა და მისგანაც შორს წახვიდე სადმე. შენს გვერდში ვიქნები ხო იცი?
-არა გიო,მისგან შორს ბედნიერი ვერ ვიქნები.
-მაგრამ მასთან ახლოს რომ უბედური ხარ? გეხვეწები არ გინდა ეს შირისძიება რაა.
-შურისძიება არაფერ შუაშია გიო. მე გიორგი შემიყვარდა და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. მე ვარ სუსტი.
-ჩშშშ ეგ აღარ გაიმეორო. დაგავიწყდა რას გაუძელი მარტომ?
-მარტო არ ვყოფილვარ. შენ იყავი ჩემს გვერდში,მამაშენი იყო...
-ხო მაგრამ შენი ტკივილის ბოლომდე რომელს გვესმოდა? შენ ძლიერი ხარ ელე,გთხოვ სიყვარულს ნუ მისცემ იმის უფლებას რომ გაგთელოს. თუ გინდა გიორგის მე დაველაპარაკები.
-არა არა! არავითარ შემთხვევაში.
-მაშინ დამპირდი რომ შენ დაელაპარაკები.
-......
-ელენე დამპირდი!
-გპირდები.
-კარგი, შენ არ ჩამოხვალ? თუ გინდა დარჩი და ვიტყვი რომ გძინავს.
-გიორგის ნახვა არ მინდა ახლა.
-სახლში არ არის. მარტო მე, დეა და ბიჭები ვართ.
-როგორ თუ არ არის?
-არ არის,ჩვენ რომ მოვედით არ იყო.
-თქვენ როდის მოხვედით?
-დაახლოებით პირველ საათზე.
-ანუ დილით რომ წავიდა იმის მერე არ მოსულა? ნეტავ სად წავიდა? მეშინია გიო. დაურეკე რა!
-კარგი ახლავე.
......
-არ პასუხობს.
-კიდევ სცადე........
-ნწ,არ პასუხობს.
-ნეტავ თავს რამე ხომ არ დაუშავა? გამწარებული იყო დღეს დილით.
-მოიცა ბიჭებს ვკითხავ სად შეიძლება წასულიყო. უეჭველი ეცოდინებათ.
ერთი საათის შემდეგ.
-სად წავიდა ეე?
-კიდევ სცადე აბა.
-არ პასუხობს.
- სადაა ეს ბიჭი სად?
უკვე სატირლად დავბრიცე ტუჩები როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. სწრაფად წამოვფრინდი სავარძლიდან და ბედნიერი ღიმილით გავეშირე კარის გასაღებად. კარი გავაღე და გიორგი დავინახე რომელსაც ხელში პატარა ბიჭი ეჭირა,გვერდით კი ახალგაზრდა ქალი ედგა. ჯერ მათ ხელებს დავხედე ერთმანეთისთვის რომ გადაეჭდოთ შემდეგ კი აცრემლებულმა ავხედე გიორგის. გიორგიმ კი ცივად გამიღიმა და სახლში ისე შევიდა რომ არაფერი მითხრა,თან ის ქალიც წაიყვანა. ბავშვები გაოცებულები უყურებდნენ ქალს,გიორგის და ბავშვს. მეც ფეხაკრეფით მივედი მათთან და გიორგის პირდაპირ დავდექი. ველოდებოდი როდის იტყოდა რამეს. გული ამივარდნაზე მქონდა.
- ახლა რასაც ვიტყვი ყველამ კარგად გაიგეთ და არცერთმა გაბედოთ რამე მითხრათ! არავის აზრი არ მაინტერესებს,ვინმეს რამე საწინააღმდეგო თუ გაქვთ შეგიძლიათ წახვიდეთ. ბიჭებო ქეთის თქვენ კარგად იცნიბთ,თქვენ კი გაგაცნობთ. ქეთი ჩემი ყოფილი შეყვარებულია,რომელსაც ელენეს გამო დავშორდი. დავშორდი მაგრამ არა სამუდამოდ. მან მე ბიჭი მაჩუქა და ვალდებული ვარ მათზე ვიზრუნო. დროებით ქეთიზე ვერ ვიქორწინებ მაგრამ ჩემს ბიჭს ჩემს გვარს მივცემ. ბავშვს დახედა და თბილად გაიღიმა. მერე კი გამყინავი თვალებით პირდაპირ მე შემომხედა და მკაცრად გაიმეორა.
-ვინმეს თუ რამე საწინააღმდეგო აქვს შეუძლია წავიდეს. ეს აშკარად ჩემს გასაგონად თქვა. ეს ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. რომ არ წავქცეულიყავი მიშკას დავეყრდენი. თვალები მაგრად დავხუჭე რომ არ ავტირებულიყავი, ღრმად ჩავისუნთქე და გიორგის გატეხილმა შევხედე.სახეზე სიძულვილი გამოსახვოდა,მაგრამ ვისკენ იყო ეს სიძულვილი მიმართული არ ვიცი. ნერწყვის ბურთულა ძლივს გადავაგორე და მკაცრად ვთქვი.
-მე ვარ წინააღმდეგი,მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ!
გიორგიმ გაკვირვებულმა შემომხედა,არ ელოდა ჩემგან ასეთ პასუხს. არავინ ელოდა.
ვხვდებოდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ამბობდა.
-და შენ ვინ მიგდიხარ რომ გიოს სიტყვას ეწინააღმდეგები? გიო ასეთ მოსამსახურეებს ამხელა გამბედაობა საიდან აქვთ?
-ელენე სამსახურიდან მოხსინილი ხარ. მითხრა ჩემმა "უფროსმა"
-სამსახურიდან? რომელი სამსახურიდან? იმ სამდახურიდან რომელსაც ცოლობა ჰქვია?
-აჰაჰაჰა ახლა მოვკვდები, ცოლობაო.გიო ყველა შენს მოსამსახურეს თავი შენი ცოლი ჰგონია? ღმერთო ახლა მოვკვდები.გამაღიზიანებლად იცინოდა ქეთი.
-შენ ასეთი ამაზრზენი იყავი ყოველთვის? არც კი ვიცი რა გიწოდო ქეთი. მეზიზღები. არასოდეს უწოდო საკუთარ თავს ქალი. აი შენ კი გიორგი არ გაბედო და თქვა რომ კაცი ხარ. ყველაზე მაჩანჩალა ვინმე ხარ. ასეთს ჩემი ძმა როგორ ვუწოდე არც კი ვიცი. ჩათვალე რომ შენი ძმაკაცი რომელსაც მიშკა ერქვა მოკვდა. დაიღრიალა მიშკამ და სახლიდან გავარდა.
-ასე არავის დავუმცირებივარ. ატირდა ქეთი და გიორგის აეკრო,მანაც წელზე შემოხვია ხელი და შუბლზე ტუჩები მიაკრო. ის ტუჩები რომლითაც მე მკოცნიდა,ის ტუჩები მე რომ მიყვარდა. არ მინდოდა მასთან ერთად ერთი წამით მაინც რომ გავჩერებულიყავი. ოთახში ავედი,ყველაფერი გადმოვყარე კარადიდან და ერთ დიდ ჩანთაში ჩავტენე. ჩვენი სურათები ყველა გავანადგურე. მხოლოდ ერთი ჩავდე ჩანთაში. სკვერში გვქონდა გადაღებული. ის პერიოდია მე რომ გაზაფხულივით თბილად მახსენდება. ამ ფოტოში ორივე ბედნიერები ვართ. ისევ გადმომგირდა რამდენიმე ცრემლი,თუმცა ხელის ზურგით მოვიწმინდა და ქვემოთ ჩავედი,ჩანთაც თან წავიღე. გიორგის წინ დავდექი. თითიდან ბეჭედი მოვიხსენი და მუჭში ჩავუდე. თვალცრემლიანი ჩავაშტერდი შავ სფეროებში. მან ხელი მომკიდა და სხვა ოთახში გამიყვანა.
-რას აკეთებ ელენე?
- უკაცრავად?
გულწრფელად გამიკვირდა.
მე რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ არასწორად გიორგი? ახლა შენგან არ უნდა მივდიოდე? ასე არ უნდა ვიქცეოდე? მითხარი რას უნდა აკეთებდეს თავმოყვარე ქალი ამ დროს? სახლში შვილით ხელში მომადექი რომელსაც თან დედამისიც მოაყოლე და მითხარი რას უნდა ვაკეთებდე? გინდა თქვენთან ერთად ვიცხოვრო? ღამით შენ და ქეთის შუაშიც ხომ არ ჩაგიწვეთ? რა გინდა მითხარი,ჩემგან რას ითხოვ?
-მიყვარხარ ელი.
გონება დამიბინდა ამ ორმა სიტყვამ. ანალიზის უნარი დამაკარგვინა. თუ ვუყვარდი რატომ მომექცა ასე? როგორ მინდოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. რას არ მივცემდი რომ ახლა მეც იგივეს თქმა შემეძლოს მაგრამ ვაი რომ არ შემიძლია. თვალები დავხუჭე. ერთი ბურთულა გადმომგორდა თვალიდან რომლის მოწმენდას არც ვაპირებდი.
-მძულხარ!
რისი თქმაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა ეს სიტყვა იყო. მაგრამ ახლა საკუთარი თავიც უნდა დავარწმუნო ამაში და სხვა ყველა დანარჩენი,რადგან მე ახლა ეს მჭირდება.
-გულუბრყვილო ხარ!
-რატომ?
-იმიტომ რომ დამიჯერე!
-....
- ჩემი იმედი არ უნდა გქონოდა.
-რატომ?
-იმიტომ რომ ყველაფერი დავანგრიე.
მივხვდი ჩვენს ძველ დიალოგს რომ იხსენებდა.
-ამისთვის გენანებოდი?
-ჰო.
სისხლი გამეყინა. გულმა ძგერა შეწყვიტა. ყველაფრის უნარი დამეკარგა. გიორგისთან მივედი და ათრთოლებული ტუჩები ტუჩთან ძალიან ახლოს,ლოყაზე წამიერად მივაწებე,მერე მოვშორდი და ოთახიდან გამოვედი. ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავიქეცი. მარტომ მოვინდომე წასვლა. ბავშვების დიდი თხოვნის მიუხედავად მაინც ჩემი გავიტანე და მარტო წავედი. არ ვიცოდი სად მივდიოდი,უბრალოდ მივდიოდი. ბევრი ვიარე,ძალიან ბევრი. ბოლოს დაღლილი სახლში წავედი. ჩემდაგასაკვირად ყველა იქ იყო. დეა,გიო,მიშკა,ნიკა და გიგი. კარები რომ გავაღე და დამინახეს ხუთივემ ერთდროულად შვებით ამოისუნთქა და გამიღიმა. მეც გამეღიმა,მივხვდი რომ ჩემზე ნერვიულობდნენ.
-კარგით ხალხო,ს კი არ ვაპირებ.
-გოგოო?! ეგ მეორეჯერ არ გაიმეორო თორე თავში გამოგიქანებ იმას რაც ხელში მომყვება. დამემუქრა დეა.
-არ გამიკვირდება. თავისთვის ჩაიბურტყუნა მიშკამ,მაგრამ მე მაინც გავიგე და თვალი ჩავუკარი. ჰო ,იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვიყავი,მაგრამ თითოეულის დანახვა იმდენად მახარებს რომ არ შემიძლია მათთან ერთად ყოფნის დროს რამე ცუდზე ვიფიქრო. ჩემდაუნებურად გიორგიზე დავიწყე ფიქრი. რას არ დავთმობდი ახლა ისიც ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო და ყველა ერთად ბედნიერად დავმსხდარიყავით. ჰო,ვიცი რომ უნდა დავივიწყო მაგრამ მას ასე მარტივად ვერ დავივიწყებ. ვიცი რომ მასზე არ უნდა ვფიქრობდე მაგრამ უნებლიედ გამირბის ფიქრები მისკენ.
ბავშვები ყველფერს აკეთებდნენ რომ ცუდზე არ მეფიქრა. ერთი ამბიდან მეორეზე დახტოდნენ რომ ჩემი ყურადღება მიექციათ. თამაშებიც ვითამაშეთ. ვხვდებოდი რომ ამის თავი არავის ჰქონდა მაგრამ ამას ჩემთვის აკეთებდნენ,მე რომ ტკივილი ცოტახნით მაინც დამვიწყებოდა. მათ შემყურე გულში სითბო მეღვრებოდა და ვხვდებოდი რომ გიორგიზე ფიქრი უნდა შემეწყვიტადა ფეხზე ისევ მყარად უნდა დავმდგარიყავი,ეს მათთვის უნდა გამეკეთებინა,რადგან ვიცი რომ თითოეულ მათგანს სუსტი ელენეს დანახვა ამძიმებს,ისინი კი ამას ჩემგან არ იმსახურებენ. გვიანობამდე შემოვრჩით,ბიჭებს ვთხოვე რომ არ წასულიყვნენ.
-რადგან შენ ეგ სიტყვა წამოგცდა სადღა გავადგამ ფეხს და ვინც აქედან წავიდეს ის იყოს პინგვინი.
ამოიროხროხა ნიკამ
-აი როგორ არ მინდოდა დარჩენა მაგრამ ამხელა კაცმა პინგვინობა როგორ შევიწერო? დარჩები შენც გიგი? თუ გახდები ჩვენი პინგვინი?
-ვაიმე მიშიკო დამიწყნარდი რა და ჭკვიანად იყავი არ ამამღერო.
-ეე რა ნამიოკებს ურტყავთ თქვენ? გულწრფელად დამაინტერესა.
-რა ნამიოკებს?
-რავიცი მე პინგვინიო,არ ამამღეროო და რას მალავთ?
-ჩვენ არფერს! წამოიყვირეს ნიკამ და გიგიმ.
-ჰმმ. რა ხდება მიშოო?
-რა ხდება? წარბი შემიკრა ბაბლუანმა.
-რა ნამიოკებს "გირტყავენ"?
-გეჩვენება ლამაზო.
-აჰ კარგით. ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
ამ ამბებიდან ერთი თვე როგორ გაფრინდა არც კი ვიცი. ჩემი ბავშვები დამეხმარნენ იმაში რომ დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი. ბიჭებს გიორგისთან კონტაქტი ჰქონდათ,მაგრამ მიშკა მასზე მაინც გაბრაზებული იყო. ნიკამ გაარკვია რომ გიორგის ეს თავისი ნებით არ გაუკეთებია,რომ ვიღაცამ აიძულა და ის ბავშვიც არ იყო მისი. არ ვიცი ვის რაში სჭირდებოდა ეს მაგრამ მე მაინც მჯეროდა გიორგისი. მჯეროდა რომ ის ამას თავისი ნებით არ გააკეთებდა.მისი და მომავლის რწმენა ისევ დამიბრუნდა. ბოლო რამდენიმე დღეა გულისრევები და თავბრუსხვევები მომიხშირდა,ამიტომაც დეამ ექიმთან გამაქცია. ანერვიულებულები ველოდებოდით ექიმის პასუხს. ექთანი გამოვიდა მისი კაბინეტიდან და მე მიხმო.
-ექიმო რა ხდება? თავისი სულსწრაფობა გამოაჩინა დეამ.
-ელენე შვილო,სანერვიულო არაფერია,პირიქით ძალიან მაგარი რამე უნდა გითხრა. გილოცავ მალე დედა გახდები. ნაყოფი ხუთი კვირისაა.
სიახლემ ძალიან დამაბნია. გონება გადამეკეტა და მხოლოდ ერთ რამეს ატრიალებდა ,"დედა გავხდები" ამ ფრაზის გაშიფვრას ვცდილიბდი დაახლოებით ათი წუთი და როდესაც გავიაზრე თუ რას ნიშნავდა ეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი მთელს დედამიწაზე არ მეგულებოდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.დეასაც ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი და მაშინვე იმაზე დაიწყო ფიქრი გოგო იქნებოდა თუ ბიჭი და მის ნათლობაზე რას ჩაიცვამდა.
მე კი ერთადერთი რამ მინდოდა,რაც შეიძლება მალე მეთქვა გიორგისთვის ახალი ამბავი. თუმცა დეამ მოდი დღეს ნუ ვეტყვით,ცოტახანი მარტომ შეიგრძენი ეს ბედნიერებაო და მეც დავუჯერე. თუმცა საღამოს ბიჭებმა არ მომცეს დამალვის უფლება.
-ფერიავ რაღაც სხვანაირად ბედნიერი ხარ და რა ხდება?
-რა? არა გიო გეჩვენება.
-არ ეჩვენება მეც ვხედავ თვალები რო გიბრწყინავს,უკვე მოხარშულს გიცნობ ახალკაცო.
-ბატონო მიხეილ,როდესაც გოგო ამბობს რომ არფერი ხდება ესეიგი ეს ასეა! მომეშველა დეა.
-თქვენთან არ ვსაუბრობ ქალბატონო!
-იტყვი ახლა?
-ოო ნიკა.არ მინდა თქმა.
-ეეე! ერთი ამას უყურე რა. მე რო იმ გოგოს სახელი გითხარი?
-ხო კარგით. ბიძიები ხდებით.
-რა დაახეთქე ახლა ვით....ჰა? მე ნიკა არაბული ბიძია ვხდები? ეე როგორ? მოიცა ორსულად ხარ? კაი?! სერიოზულად?
-ვავავავა ორი ხარ ტო?
-გილოცავ ეეე,ამას არ ამბობდი?
ბიჭები დამესივნენ და ყველამ სათითაოდ მომილოცა. მერე კი ერთდროულად წამოიჭრნენ და დივანზე დამაჯინეს,ფეხები სკამზე შემომალაგებინეს და მარაოების ფრიალი დაიწყეს. მე კი გამოშტერებული ვუყურებდი მათ.
-რას აკეთებთ? გამეცინა მათ საქციელზე.
-დეა ხარ თუ ვიღაცა ხარ მანდ მიდი ერთი ტელევიზორი ჩაურთე.შენ კიდე ქალბატონო შეირგე ეს წამები,მიშკა ბაბლუანი ყოველთვის ასე კი არ დაგადგება თავზე.
-აჰ მაპატიეთ ბატონოჩემო. გავუცინე და ტელევიზორს გავხედე. თითქოს სამყარო თავზე ჩამომექცა ეკრანზე გამოსახული გიორგი და ქეთი რომ დავინახე. ჟურნალისტები კი იუწყებოდნენ რომ ირაკლი ბენდელიანის ვაჟი გიორგი ბენდელიანი და შენგელიების ოჯახის უფროსი ქალიშვილი ქეთი შენგელია მალე იქორწინებდნენ. გავნადგურდი. საბოლოოდ დამანარცხა გიორგიმ მიწაზე. თან ის...ის ირაკლის შვილია. მან ეს არ მითხრა,მომატყუა,გამაცურა. საბოლოო დარტყმა მომაყენა.კარებზე ზარის ხმა გაისმა,დეამ გააღო რადგან მე ადგომის თავი არ მქონდა. ფოსტალიონი იყო რომელმაც ჩემს სახელზე გამოგზავნილი კონვერტი მოიტანა. კონვერტი გავხსენი და განქორწინების საბუთები ამოვიღე. თვალები ცრემლებმა დამიბინდა.თუმცა ბევრი არ მიფიქრია,დეას კალმის მოტანა ვთხოვე და საბუთებს ხელი მოვაწერე. ამით კი ჩემი და გიორგის ურთიერთობას საბოლოოდ დავუსვი წერტილი. მისგან წასვლა მინდოდა,რაც შეიძლება შორს. აღარ მინდოდა მასთან რაიმე საერთო მქონოდა თუმცა როგორ არ მექნებოდა,მე მუცლით მის შვილს ვატარებ. მთელი ღამე ფიქრში გავატარე ,ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი ჩემს შვილთან ერთად. ვიქნებოდი მარტოხელა დედა და ჩემს შვილს უმამოდ გავზრდიდი. ჰო, ის ვერასოდეს ნახავდა მამას. ვიცოდი რომ ადვილი არ იქნებოდა,მაგრამ მჯეროდა რომ მე ყველაფერს შევძლებდი,ამისთვის კი ერთადერთი რამ იყო საჭირო, ვყოფილიყავი უბრალოდ ძლიერი.
ბავშვებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ყველაფერი ვუთხარი. კი თქვეს არასწორად იქცევი ბავშვს რომ უმალავო,თუმცა დახმარებაზე უარი არცერთს უთქვამს.გამიკვირდა ბიჭებს რომ არაფერი უთქვამთ,ბოლოსდაბოლოს გიოს მეგობრები არიან, მაგრამ გიგიმ მითხრა რომ ეს ჩემი საქმე იყო და ჩარევის უფლება არ ჰქონდათ. საბოლოოდ გადაწყდა რომ ჯერ მე და დეა გავფრინდებოდით,შემდეგ კი ბიჭებიც ჩამოვიდოდნენ როგორც კი საქმეებს მორჩებოდნენ.
ყველა ფორმალური პროცედურა მოვაგვარეთ და დავადექით გზას რომელიც სამშობლოში მიდიოდა,ქვეყანაში სადაც მე და ჩემს შვილს თავისუფლად სუნთქვის საშუალება გვექნებოდა. აეროპორტში ბიძია გურამი დაგვხდა,თბილად ჩაგვიხუტა მეც და დეაც და თავისთან წაყვანა შემოგვთავაზა,მაგრამ უარი ვუთხარი. ამდენი ხნის შემდეგ მინდოდა საკუთარ სახლში ვყოფილიყავი. სახლის კარები როგორც კი გავაღე წარსულის სურნელი ვიგრძენი. ყველა მოგონება ცხადად წარმოვიდგინე და გაბადრული მივწექი დივანზე. ჰო,ჩემი მოგონებები აღარ მტკენდენ. გადავწყვიტე რომ დავივიწყებდი ყველა ტკივილს და ცხოვრებას სულ თავიდან დავიწყებდი და საკუთარ შვილთან ერთად ავიდგამდი ფეხს და მასთან ერთად გავიზრდებოდი მეც.გადავწყვიტე რომ მთელი ჩემი ცხივრება მისთვის მიმეძღვნა.გადავწყვიტე რომ ის ძლიერი გამეზარდა. მინდოდა რომ ის ყოფილიყო ადამიანი რომელსაც ვერავინ და ვერაფერი დააჩოქებდა. გამეზარდა ნამდვილ ვაჟკაცად,რომელსაც ეცოდინებოდა ქალის პატივისცემა,გაჭირვებულთა დახმარება და რაც მთავარია უანგარო სიყვარული. ის ნამდვილი კაცი უნდა გამხდარიყო რომლითაც მე ვიამაყებდი. მჯეროდა რომ მისი თითოეული წარმატება მე ერთ ტკივილს გამიქრობდა რომელიც წარსულმა მომაყენა და ბოლოს ყველა ტკივილი გაქარწყლდებოდა. მაგრამ იქამდე დიდი დროა,ჯერ მის დაბადებას უნდა დაველოდო.....

......
როგორია მეგობრებო? ვეცადე დიდი თავი დამედო და მემგონი გამომივიდა...
მაინტერესებს რას ფიქრობთ, კარგია? მაინტერესებს თქვენი აზრი,როგორ გაგრძელებას ისურვებდით?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგია.საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.მალე დადე ახალი თავი.ველოდები.

 


№2 წევრი naniko mindia

Au dzalian kargia
❤️warmatebebi
--------------------
lomidze

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaa. Argvalodino raaaaa.

 


№4  offline წევრი nathali lifhonava

ვაიიმეეეეს გიოროგორშემძულდა expressionless expressionless მალლეედადერაშემმდეგიი ძაანსაინტერესოო იყო heart_eyes
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.