შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს (თავი 12 და 13 )


16-03-2018, 13:03
ავტორი teengirllove
ნანახია 559

მიყვარს (თავი 12 და 13 )

-ლუკა მითხარი ნუ ნერვიულობ...
-ისეთი არაფერია ,უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა...
-მაგრამ შენ მითხარი რომ მნიშვნელოვანი იყო..
-ხო , მეგონა რომ ასე იყო მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე შევცდი...ბოდიში რომ ტყუილად შეგაყოვნე..
-არა რას ამბობ..შენთან ყოფნა ჩემთვის სასიამოვნოა...უფრო მშვიდად ვარ...
ლუკას სევდიანად ჩაეღიმა ..დიდხანს ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე ,შემდეგ გოგონა სახლში მიაცილა ...ქუჩაში მიაბიჯებდა და თან გიორგის ლანძღავდა ,სახლში წასვლა არ უნდოდა , ტელეფონი ამოიღო ნიკას დაურეკქ და მასთან წავიდა....
უკვე 9 საათი სრულდებოდა , ლუკა კარებთან იდგა და მოუთმენლად ელოდა როდის გააღებდნენ მას ..კარები პატარა გოგონამ გაუღო და სახლში შეიპატიჟა , გოგონა ესე 7-8 წლის იქნებოდა ,დიდი ლოყებითა და შავი ფერის ხვეული თმით..
-ლუკა !! ზევიდან ჩამოსძახა ნიკამ -ამოდი რას დადექი...ისიც მაშინბე მეორე სართულზე ავიდა ,ძმაკაცს მიესალმა და ოთახში შევიდა..
-რაგჭირს ბიჭო? მაშინვე მიახალა ნიკამ რაც მის სახეზე დაბნეულობა და ტკივილკ ამოიკითხა.. ლუკამ საპასუხოდ მხრები აიჩეჩა და დივანზე დაჯდა ,ლუდი აიღო და მადიანად მოსვა ,მას ნიკაც შეუერთდა ...ცოტახანი ასე ჩუმად იჯდნენ ,ბოლოს დუმილი ლუკამ დაარღვია -ამ ცხოვრებას რა ვუთხარი ,ნიკუშ...რატომ არ ხდება ყველაფერი ისე როგორც ჩვენ გვინდა?
-რას გულისხმობ?
- არაფერს...უბრალოდ.. არ იცოდა საიდან დაეწყო ...
-ამოღერღე...ქრისტინე? იკითხა ცოტახნის შემდეგ..
ლუკამ თავი დააქნია - ქრისტინე ..ქრისტინე ...ის ..მე ის ძალიან მიყვარს ,მე მას ჩემად ვთვლი ხომ გემის , ჩემს გულად ,ჩემს იმედად...შენ მიცნობ როგორი ვარ ,გოგოებს ზედაც არ ვუყურებ , არავინ მაინტერესებს ,მაგრამ ეს გოგო...ეს გოგო ჩემს ცხოვრებაში უეცრად შემოიჭრა და ეს გული გამიდნო , გული რომლსაც ვერავინ ეკარებოდა თვითონ დაისაკუთრა...თავის ჭკუაზე მართავს ..მისი ყოველი დანახვა მავსებს და მაბედნიერებს ,რაც არ უნდა ცუდად ვიყო მისი ერთი ღიმილი ჩემი წამალია ,ის ჩემი სულია..მას რომ ვინმემ რამე დაუშავოს ძვლებში გადავხსნიე გეფიცები...
-შენი მესმის ძმაო..
-არ გესმის ..შენ არავინ გყვარებია ,გოგოებს ჭიქებივით იცვლიდი ,ჩემნაირი გრძნობა არასოდროს განგიცდია..იცი ეს რა გრძნობაა , ეს ტკივილითაა აღსავსე და ამავდროულად ბედნიერებით...მისი ღიმილი მე მაბედნიერებს , ყოველი დღე უიმისოდ ჩემთვის სიკვდილია ,მის გარეშე არ შემიძლია..გული მტკივა სხვასთან რომ ვხედავ მე ..მე მინდება..
-გინდება ის სხვა საკუთარი ხელებით დაახრჩო როდესაც ხედავ რომ შენს გულის სწორს ელაპარაკება ,ეხება , ყურში უჩურჩულებს და სიყვარულით უყურებს ხო? ჩაფიქრებით თქვა ნიკამ..ლუკამ მას გაკვირვებით შეხედა ,ბოლოს თავი დააქნია - ხო ძმაო ,ასეა ...იმ გიორგის სიამოვნებით მოვკლავდი,ჩემი ხელით დავახრჩობდი და თვალსაც არ დავახამხამებდი...
-მესმის შენი ..საშინელებაა ,თითქოს მათი ერთად დანახვა ლახვრის გულში ჩარყყმაა ხო...
-შენ...შენ ისე ლაპარაკობ თითქოს
-თითქოს შეყვარებული ვიყო....ხო ასეა ,მეც შემიყვარდა ...შემიყვარდა ერთი საყვარელი, მომღიმარი,ნაზი გოგონა ...ისეთი ნაზი რომ მეშინია თუ შევეხები გავჭყლიტავ...
-შენ....როდის მოასწარი..ვინ არის ასეთი ეგ ქვასავით გული რომ გაგილბო? ინტერესით იკითხა ლუკამ
-ანა ქვია...ანანო ..სახელიც როგორი ლამაზი აქვს...
- ქრისტინეს დაქალი ანა?
-ხო ,ჩემს გვერდით რომ იჯდა...
-ხო ვიცნობ,კარგი გოგა ,მერე წინ რა გიდგას დაელაპარაკე
- აზრი არ აქვს ,საშინლად მოვექეცი ...გული ვატკინე
-ეხლა არ მითხრა რომ შენი ოინები გამოიყენე..
-სამწუხაროდ ხო...საზიზღრად მოვექეცი ,ჯერ თავი შევაყვარე და შემდეგ დავცინე ამის გამო..მაგრამ ეხლა დასაცინი მე ვარ , ვერ ავიტანე სხვა ბიჭთან რომ დავინახე ,ვერ ავიტანე ყოველ გაკვეთილზე მისი სხვა ადგილას დანახვა...გული მტკივა ძმაო ,ძალიან მტკივა...
ლუკამ ხელი მხარზე დაარტყა და ორიბენი ცოტახნით გადაეშვნენ ფიქრებში..ორივე თავის გოგოზე ფიქრობდა , წარმოიდგენდნენ მათ , წარმოიდგენდნენ და თან იღიმოდნენ...ცალი თვალით რომ შეგეხედათ მათთვის ნამდვილად სიცილით მოკვდებოდით ისეთი სახეებით იჯდნენ...

ქრისტინე მაინც ვერ ისვენებდა ,უკვე მთელი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც გიორგის კიდევ ერთი შანსი მისცა ...თავს მაინც რაღაცნაირად გრძნობდა..თითქპს ბედნიერი იყო მაგრამ ,რაღაც მაინც არ აძლევდა მოსვენებას ,თითქოს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა გიოს...
სკოლაში ყველაფერი რიგზე იყო, ლუკა იქცეოდა მხოლოდ ამ ბოლო როს უცნაურად ,თითქოს მისგან თავს შორს იჭერდა , რატომღაც ეს მას არ სიამოვნებდა ,ბიჭისგან ყირადღებას იყო მიჩვეული , ეხლა კი მის გულგრილობას ვერ იტანდა ,მის მიმართ რაღაც უცნაურს გრძნობდა , მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს რა იყო..ან ბოლომდე თავს მაინც არ უტყდებოდა ...
რამდენიმე დღის შემდეგ ,გიორგიმ ისევ დაპატიჟა კინოში ,შემდეგ რესტორამში ,შემდეგ რაღაც როკ კონცერტზე რომელიც დიდად არ მოეწონა მაგრამ არ შეიმჩნია...თითქოს გული მიუბრუნდა მისკენ ,ძველი გიორგი ახსენდებოდა ,მაგრამ შემდეგ რაღაც მომენტებში ხვდებოდა რომ ეს ის აღარ იყო.. უფრო ფიცხი ,ნერვიული და უხეში გახდა ,ქრისტინემ ამის მიზეზი რათქმაუნდა არ იცოდა ..

დიდი ლამაზ ეზოიანი სახლის წინ ვიდექი და დიდიხან ვფიქრობდი შევსულიყავი თუ არა..ბოლოს მაინც გადავწყვიტე შევსულიყავი..კარზე დავაკაკუნე ,ნაცნობმა ქალმა გამიღო და როგორცკი დამინახა გაეღიმა..
-ქრისტინ საყვარელო ,რამდენიხანია არ მინახიხარ ..გადამეხვია და სახლში შემიპატიჟა.
-გამარჯობა ციცო დეიდა როგორ ხართ?
-კარგად საყვარელო..გიორგი რომ არაა შინ..
-არაუშავს დაველოდები...ციცო დეიდა გიორგის მომვლელი იყო ,დედა ამერიკაში ჰყავდა ...სინამდვილეში აქ მის სანახავად მოვედი ..
სამზარეულოში შევყევი და იქვე ჩამოვჯექი,ისიც გვერდით მომიჯდა ,რაღაცეები გამომკითხა ,ცოტა ვიჭორავეთ და ჩემს საინტერესო თემასაც მივადექი..
-როგორციქნა დაგვიბრუნდა გიორგი ამდენი ხნის შემდეგ..ძალიან მომენატრა.. თქვა ბოლოს
-ხო , მეც..ძალიან გამიკვირდა რომ დავინახე ,არ მეგონა რომ ჩამოვიდოდა..
-ხო , გამოსაჯანმრთელებლად წავიდა და კურსს რომ მორჩა ჩამოვიდა,თან აქაურ ამბებსაც მოვარიდეთ ხომ ხვდები..
- რა ამბებს ..გიოს რამე სჭირდა?.
ცოტა დაიბნა ,არ ეგონა რომ არ ვიცოდი,აზრი არ ქონდა უკვე დამალვას .ამიტომ გააგრძელა..
-ხო ქრისტინ..აქ ნარკოტიკებზე შეჯდა ,ჩვენ ვეღარ ვშველიდით ,აქ რეაბილოტაციის ცენტრები არ არის და იქ გავუშვით..
-მოიცა ,ანუ ...ჰმ..ესეიგი დედამისი კარგად არის?
- დედამისი? კი ღვთის წყალობით კარგადაა ...
ნერწყვი ძლივს გადავყლაპე , წყალი მოვსვი..გული ამიჩქარდა ,თავიში აზრები ამერია ,ანუ გიომ ისევ მომატყუა...კიდევ ერთი კითხვა უნდა დამესვა ,ასე რომ გამბედაობა მოვიკრიბე და ვიკითხე -აქაურ ამბებში რას გულისხმობდით?
ციცო დეიდამ დაბნევით შემომხედა ,მორცხვად და რიდით,თითქოს ორჭოფობდა ეთქვა თუ არა...-აქაურში ეგ ამბავი ვიგულისხმე შვილო , მაგრამ..რახან დავიწყე გეტყვი, გიორგიმ როცა იმკურნალა და გამოჯანმრთელდა ,გადავწყვიტეთ აქ ჩამოგვეყვანა,მისი ჩამოსვლის წინა დღეს კი გავიგეთ რომ ამერიკაში ცოლი მოუყვანია..ამის გაგონებაზე ცუდად გავხდი..
-ხომ კარგად ხარ შვილო ? მას თავი დავუქნიე... -გააგრძელეთ ,ვუთხარი ბოლოს...
-კარგი გოგონა ჩანდა ,დედამისის ნაცნობის შვილინი ,შემდეგ ის გოგო დაორსულდა ,ყველანი ბედნიერად ვიყავით სანამ....სანამ რათაცაზე არ იჩხუბეს და გიომ ის ..ის..დაჭრა..მუცელი მოეშალა ,შემდეგ დაშორდნენ..გიორგი შეიშალა , ცუდად გახდა ,ფსიქიკურად აირია , იქაურობას უნდა გასცლოდა ,ამიტომ აქ ჩამოვიდა...
მეტის მოსმენა აღარ შემეძლო ,ავდექი და გარეთ გავვარდი,ქუჩაში მივრბოდი , ისევ მომატყუა ისევ..ცრემლები თავისით წამოვიდნენ ,სურვილი დამეუფლა გამერტყა ,მინდოდა მომეკლა და მისი გვამი სადმე გადამეგდო ,ან ძირს დამეგდო და მანამ მერტყა სანამ არ მოკვდებოდა..ეს როგორ გააკეთა ,ან მე ან იმ საწყალ გოგოს როგორ გაუკეთა...გავრბოდი ოღონდ არ ვიცოდი სად,ბოლოს იქვე მიტოვებულ ბაღში ჩამოვჯექი ,თავი კალთაში ჩავრგე და ტირილი დავიწყე..
-კარგად ხარ?....თავი ავწიე, ჩემს წინ მდგარი ლუკა დავინახე ,ცრემლები მოვიწმინდე და თავი დავუქნიე...გვერდით მომიჯდა,დიდხანს იჯდა ასე ჩუმად ..ბოლოს ხმა ამოიღო -შეგიძლია მომიყვე...მე ისევ ჩუმად ვიყავი ...-კარგი რახან არ მენდობი...თქვა წყენით და წასასვლელად მოემზადა..არ მინდოდა რომ წასულიყო,მასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი ,მინდოდა მისთვის ყველაფერი მომეყოლა ,მინდოდა გული გადამეშალა ,მინდოდა ჩემთვის გაეღიმა.. -არ წახვიდე ,ამოვღერღე ბოლოს...მან შემომხედა და გამიღიმა..მისი ღიმილი მამშვიდებდა,მომახლოვდა და ისევ გვერძე მომიჯდა...ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი,თან მის სახეს აკვირდებოდა , ძალიან გაბრაზდა , მისი ლანძღვა დაიწყო..ბოლოს დამამშვიდა და მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა..თავს უფლება მივეცი მხარზე დავყრდნობოდი , თავი დავადე და ხელები მაგრად შემომხვია..მან ჯერ ზევიდან გადმომხედა შემდეგ ხელი შემომხვია და ასე ვიჯექით...

.....,.................,........
ბიოლოგიის გაკვეთილი იწყებოდა , კლასში შევედი და ლუკას გვერდით ადგილი დავიკავე... .გიორგი ისევ მირეკავდა მაგრამ არ ვპასუხობდი ,იმ ამბის შემდეგ ერთი კვირა გავიდა ,სკოლაში ვცდილობდი მას არ შევჩეხებოდი ,სახლში კი ნატას ვთხოვე არ შემოეშვა...ლუკას მივესალმე ,უცებ გიორგი შემოვიდა ,ლუკას ზიზღით გადახედა ,ხელი მომკიდა და დერეფანში გამიყვანა.
-იმიტომ რომ მე ყველაფერი ვიცი...ყველაფერ ..აღარ დამასრულებინა
-რატომ არ პასუხობ ჩემს ზარებს? რატომ მარიდებ თავს !!!!!..
-იმიტომ რომ მე ყველაფერი ვიცი ,ყველაფერი !!!.
-გიო რაგჭირს გამიშვი!!! გამიშვი მეტკინა!!!
-ახლავე მეტყვი პასუხს !!!
-რა იცი გოგო!!!! კბილებიდან გამოსცრა გიომ -ამდენი ხანია თავს გევლები ,ხან აქ გატარებ ,ხან იქ..მითხარი პასუხი დროზე...კიდევ უფრო მაგრად მომოჭირა მკლავზე ხელი ,ცრემლები წამომცვივდა..

- მადლობა ...ვუთხარი ბოლოს
- რისთვის მიხდი მადლობას?
ის იყო ტკივილიგან უნდა მეყვირა რომ , გიორგის ლუკა მივარდა , მუშტი უთავაზა ხელი მომკიდა და სკოლიდან გამიყვანა ..შიშისგან და ტკივბილისგან ვტიროდი და თან ლუკას მივყვებოდი ,ხელს მაგრად ვუჭერდი , მასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი ,არ მინდოდა ხელი გაეშვა ... ისე მივყვებოდი არ ვიხედებოდი საით მივდიოდით ,ბოლოს მისი სახლის წინ აღმოვჩნდი..სახლში შემიყვანა ,ოთახში ამიყვანა და იქ დამსვა , ისევ ვკანკალებდი ..ქვევით ჩასვლას აპირებდა წყლისთვის მაგრამ ხელი არ გავუშვი , მეშინოდა ,გვერძე მომიჯდა და გულში მიმიკრა ,მაგრად მიმიხუტა ,მისი ძლიერი მკლავები მხრებზე შემომახვია და შუბლზე მაკოცა ...მეც მის მკლავებში ჩავდნი, თავი გულზე მივადე და დავდუმდი...კარგახანს ვიჯექით ასე ,შემდეგ ცოტა დავმშვიდდი ,ფეხზე წამოვდექი ფანჯარასთან მივედი..ლუკა დივანზე იჯდა და მიყურებდა..
- შენ ისევ გადამარჩინე ...
- ხოო...არ არის საჭირო მადლობა ,მეგობრები ამისთვის არსებობენ.
ნაზად გავუღიმე ,მანაც გამიღიმა..
-სულ მინდოდა კითხვა და არ დამცადდა...
-მკითხე..
-მაშინ ,ბაღში ,საიდან აღმოჩნდი?
- სად ბაღში...
- აი ერთი კვირის წინ , როცა ყველაფერი მოგიყევი გიოზე ...იქ საიდან გაჩნდი?
- მე ....მე შენ გამოგყევი..
-მე ?
- მართლა არ დამინახიხარ...
- ვიცი...ვიცი.. ეხლა რა იქნება?
- ხო დავინახე, რომ განერვიულებული იყავი ,ისე ჩამიარე არც შემოგიხედავს...შემეშინდა რომ რამე დაგემართებოდა და გამოგყევი...მორცხვად დახარა თვალები..
- არვიცი...
-ჩემი აზრით უნდა აუხსნა რატომ არიდებ თავს...
-ეს...არ არის ადვილი...
- მოგიწევს..
-სულ რატომ მიცავ? სულ ჩემს გვერდით რატომ ხარ..რატომ გაღელვებს ჩემი ბედი? ვკითხე ინტერესით ,თან პასუხის მეშინოდა,მეშინოდა არა იმიტომ რომ მეგონა ცუდი იქნებოდა ,არამედ იმიტომ რომ არ ვიცოდი ამ პასუხის შემდეგ რას ვიზამდი...
-მე...ის ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა..მე შენ მიყვარხარ ქრისტინ...
აი ესეც , ზუსტად ის მოხდა რასაც ვფიქრობდი...მან მე სიყვარული ამიხსნა ,ეხლა რა უნდა ვუთხრა , ისიც არ ვიცი წესიერად რას ვგრძნობ ,მხოლოდ ის ვიცი რომ ეს ბიჭი ძალიან მომწონს ..
-მე... მე....ენა დამება
- ლუკა...არ ვიცი...ამ ამბების შემდეგ არამგონია ვინმესთან კიდევ ვიყო..
-შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ? მკითხა და კიდევ უფრო მომიახლოვდა,თვალებში მიყურებდა დაჟინებით..მის თვალებში იმედის ნაპერწკალი დავინახე ,რომელმაც გული მომიკლა..

ლუკამ მწარედ გაიხედა გვერძე ,შემდეგ თავბი დამიქნია და ოთახიდან გავიდა..ცოტახანში ისევ დაბრუნდა , დივანზე დაჯდა ,შენი მესმისო მითხრა ...
მალვე წამოვედი სახლში ,ოთახში ავედი ,ვიბანავე ,პიჟამა ჩავიცვი და ლოგინზე მოვკალათდი...ის იყო წიგნი უნდა წამეკითხა რომ კაკუნის ხმა გავიგე , კარები გავაღე ,იქ არავინ იყო..კაკუნის ხმა ისევ გავიგე, ხმა კარებიდან არ მოდიოდა ,ის ...ის ფანჯრიდან იყო, მისკენ გავიხედე და ფანჯარასთან შავი კაპიშონიანი არსება დავინახე ,მე მიყურებდა გიჟის თვალებით..


***********************
იმედი მაქვს მოგეწონებათ ,გთხოვთ თქვენი აზრი გამოთქვით კომენტარებში <3
წინაზე ბევრმა მთხოვო უფრო დიდი თავები დამედო ამიტომ , ეს კვირა ორორ თავს დავდებ ......скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი კესო

სულ მოუთმენლად ველოდები ყიველ დღეეე კარგიგოგოო ხარ ასეგააგრძელე

 



№2  offline წევრი teengirllove

სტუმარი კესო
სულ მოუთმენლად ველოდები ყიველ დღეეე კარგიგოგოო ხარ ასეგააგრძელე

Madloba keso....ver warmoidgen rotor maxarebs erti komentaric ki ...

 



№3  offline წევრი talia

ვაო აი ეს იყო რაც იყო თავიდანვე რო ისეთი სიუჟეტია გითრევს, მაგარი ხარ იქეთ

 



№4  offline წევრი teengirllove

talia
ვაო აი ეს იყო რაც იყო თავიდანვე რო ისეთი სიუჟეტია გითრევს, მაგარი ხარ იქეთ

madlobaa sayvareloo :))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent