შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა 17


17-03-2018, 13:45
ავტორი mariia
ნანახია 566

არჩევანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა 17

ხის მყუდრო სახლში თბილი აურა ტრიალებდა. ირაკლიმ ეზოდან დაპობილი შეშა შემოიტანა და ბუხარში ცეცხლი ააგიზგიზა. უკვე საკმაოდ ციოდა.ნუცა მეორე სართულიდან ჩამოდიოდა. ჯერ კიდევ სველ თმას პირსახოცით იშრობდა.მის გამხდარ ტანს კი უცაბედად ჩაყრილი სახლის ტანსაცმელი ამშვენებდა. არც ზედმეტად გადაპრანჭული და თან ამავე დროს კომფორტული. ირაკლიმ მზერა მასზე გააჩერა. მზერით სხეული აეწვა გოგოს. საყვარელი კაცისკენ გაიხედა,რომელსაც ბუხრისგან გამომავალი ცეცხლი ნახევარ სახეზე უკიაფებდა.მის თვალებში ერთიანად იკითხებოდა სითბო,სიყვარული და ვნებათაღელვა. მისი მზერით ოდნავ დაბნეულმა მოძრაობა მისი მიმართულებით განაგრძო..
- მაპატიე მაგრამ სახლში ასე გამოწყობილი დავდივარ.-ირაკლის გაშტერებულ მზერას სიცილით გასცა პასუხი და თან თავის ტანს შეხედა,რომელზედაც ფართხუნა შარვალი და შავი მაისური ეცვა- არ ვაპირებ ზედმეტად სექსუალური ტანცამელი ვატარო მხოლოდ იმიტომ, რომ შენთან ვარ- ნუცა მასთან ახლოს დივანზე დაჯდა და სველი თმა მეორე მხარეს გადაიგდო. წყლის წვეთები სახეზე შეესხა ბიჭს.მანაც თვალები დახუჭა და სწრაფადვე გაახილა.ვერც ერთმა მოასწრო გააზრება როგორ მოხდა ირაკლის მკლავების ქვეშ დივანზე მიკრული ნუცა.
- მინდა გითხრა, რომ ჩემთვის ასე უფრო ზედმეტად სექსუალური ხარ. როცა გხედავ როგორ დააბიჯებ საშინაო ტანსაცმლით ჩემს სახლში და თავს მის დიასახლისად გრძნობ.
- რა არ ვარ? - ეშმაკურად ჩაიღიმა გოგომ. ირაკლიმ საპასუხოდ მისი ქვედა ტუჩი მოიქცია ტუჩებს შორის და ვნებიანად აკოცა.მარჯვენა ხელი უკეთესად მოათავსა წელს ქვევით და თავისკენ მიიზიდა.მის ხელებში მომწყვდეული საყვარელი ქალის სხეულიც მის სურვილს აჰყვა რამაც კიდევ უფრო გაუძლიერა ორივეს სურვილი ერთად ყოფნის. ნუცამ ერთი ხელი კისერზე შემოხვია მეორე კი წელზე აუცურა.ბიჭმა კოცნა კიდევ უფრო გააღრმავა.მათი ტუჩები ერთმანეთში იხლართებოდნენ. ნაზად შეაცურა ნუცას მაისურის ქვეშ ხელები. გამხდარ წელს ხელებით მიეფერა.მაისურის კიდეებს ხელები წაავლო და ზემოთ ასწია. გოგონას სხეულიც მიჰყვა და მის ტანს მოშორდა შავი ნაჭერი,რომელიც იქვე მოტკაცუნე ცეცხლის პირას დავარდა. ნუცამაც იგივე გააკეთა.ირაკლის ზედა ტანი წინა მაისურის გზას გაუყენა. წამიერად ბიუსჰალტერით დარჩნილი გოგონას მოშივლებულ მკერდს თვალი შეავლო. კიდევ უფრო გაუძლიერდა საყვარელი ქალის მოფერების სურვილი. თითქოს წამის მეასედში მის თავში ორ მეს შორის ცხარე კამათი გაიმართა. უნდოდა ახლა და აქვე მისი გამხდარიყო,მაგრამ ამავე დროს არ უნდოდა ეს ძალდატანებით გაეკეთებინა.თუმცა რა ძალდატანებაზეა ლაპარაკი,როც ორივეს სურვილი ასეთი ხმამაღალი იყო. მის წინ ჰომ მთლიანად უმანკო არსება თრთოდა მომდევნო შეხების მოლოდინში.მაგრამ მაინც თითქოს თავს იდანაშაულებდა სიტუაციის ამ გზისკენ წაყვანაში. ნუცამ ხელები კისერზე აუცურა. ერთი ხელი კეფაზე თმაში შეაცურა და თითებით ნაზად მიეფერა. ბიჭმა თვალები დახუჭა და წამით გაირინდა. მის ქვეშ მომწყვდეული სხეული ოდნავ მისკენ გადაიხარა. ჯერ ნაზად შეახო ტუჩები მისას შემდეგ კი ყურისკენ წაიღო.
- ეს მეც მინდა. მინდა იყო ჩემი გულის და ხორცის ერთპიროვნული მეპატრონე. - ჩუმად ჩაილაპარაკა და ისევ უკან გაიწია კმაყოფილი ღიმილით. ირაკლის სახეზე ბედნიერების ათასმა ელფერმა დაკრა. ყოველგვარი ეჭვი გაუქრა და თავს უფლება მისცა გოგონას ტუჩებს კვლავ დასცხროდა.
- არ ვიცი როგორ ახერხებ,მაგრამ ყოველთვის ჩემს გონებაში დაძვრები- კოცნებს შორის სიტყვა სიტყვა ღიმილით უთხრა ბიჭმა.
- ხშირად არ მაძლევს შენი მკაცრი მზერა ამის საშუალებას - თითებით სახეზე მონახაზი გააკეთა და კვლავ წითლად მოელვარე ტუჩებს მიუბრუნდა. ბიჭის ტუჩებმა ჯერ კისერზე გადაინაცვლეს,რასაც ჩუმი კვნესა მოჰყვა. შემდეგ მკერდზე. კვნესა კვლავ გაისმა ბუხარში ცეცხლის ტკაცუნთან ერთად. ხელის მარტივი მოძრაობით ჯერ ლიფის გარეშე,შემდეგ კი ქვედა შარვლის და საცვლის გარეშე დატოვა მთრთოლვარე სხეული. წამით სხეულის სილამაზით თვალი გააძღო.ხელებს უფლება მისცა ამ სხეულის თითოეული წერტილი მოეხაზათ და მოენიშნათ.
შიშველი და ერთმანეთის სიმხურვალით გაოფლილი სხეულები ჯერ კიდევ მოძრაობდნენ ცეცხლის შუქზე. სახლში მათი კვნესის ხმები ერთმანეთში იხლართებოდა და უმაღლეს წერტილს აღწევდა. კვნესებს შორის გაისმა სიტყვა "მიყვარხარ!" პასუხმაც არ დააყოვნა "მეც სიგიჟემდე". ფანჯრის მიღმა თეთრი ფიფქები არე-მარეს ედებოდნენ და იქაურობას თეთრ კაბას აცმევდნენ. ბუხარში ცეცხლი კი კვლავ გიზგიზებდა.სიყვარულით მთვრალი და ძალა გამოლეული სხეულები კი ერთმანეთზე ესვენენ ბუხრის წინ. მათი მზერიდან აუარებელი სიყვარული და ბედნიერება იღვრებოდა.
*****
დივანზე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ტკბილად ეძინათ. ოდნავ შეირხა ბიჭის მკლავებში ნუცა. თუმცა ისე მჭიდროდ ყავდა მიკრული, სხეული მხოლოდ ოდნავ შეატოკა. ბოლოს დანებდა და მძინარეს მზერით ტკბებოდა. თითებით ნაზად ეფერებოდა. ხანდახან მის შეკრულ წარბებს ნაზად თითს უსვამდა და მკაცრი სახე წამში მშვიდდებოდა.
ბუხრიდან მინელებული ნაკვერჩხლის ჩუმი ხმა ისმოდა.ფანჯრიდან თოვლით ლამაზად დაფარული ტოტები მოჩანდა. ნუცა მაინც შეეცადა კიდევ ერთხელ გაბრძოლებოდა და მკლავებიდან თავი დაეღწია. ფრთხილად შეეხო მის წელზე მესაკუთრედ მოხვეულ ხელებს და შეეცადა გაეშვებინებინა,მაგრამ უშედეგოდ. სანტიმეტრით გაწეული ისევ დაუბრუნა უწინდელ მდგომარეობას.
- სად მიდიხარ? -ნახევრად მძინარემ მიაგნო გოგონას ტუჩებს და რაღაცის სათქმელად გაღებული პირი კოცნით დააკავა.
- სანამ საბოლოოდ ჩაქვრება მინდოდა შეშა დამემატებინა და ასევე საუზმეც გამემზადებინა ჩვენთვის - ტუჩებზე მიკრულმა ჩაილაპარაკა.
- საუზმე ჩვენთვის - ტუჩები ახლა გოგონას შუბლს შეახო აკოცა და მკერდზე მიიკრა.- მადლობა - თვალებ დახუჭულმა ჩაილაპარაკა.
- რისთვის? -თავი ოდნავ გამოსწია და ირაკლის სახეს ქვევიდან ახედა. ისეთი მშვიდი და ბედნიერი იყო. თავისდაუნებურად ნუცას ჩაეღიმა.
- იმისთვის, რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ღამი კოშმარი გააქრე. -ნუცა ბიჭის სახეს და წვერს ეფერებოდა.
- რას ხედავდი? -ინტერესით იკითხა თუმცა მაშინვე ინანა ბიჭის ტკივილისგან დაჭყანული სახის დანახვაზე. ტუჩზე იკბინა და მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი. - უკვე ვეჩვევი - ჩაიცინა ნუცამ და მეჩხერ წვერს შეეხო.ირაკლისაც ჩაეღიმა.
- დიდხანს არ მოგიწევს ატანა. არ მიყვარს როცა სახის კანი ასეთი მოუვლელი მაქვს.
- მაშინ ნება მომეცით მე მოგხედოთ ბატონო -უცებ გამოეცალა ხელებიდან და დივნიდან ჩამოცურდა.
- ნელა- სიცილი ატეხა ირაკლიმ ნუცას საქციელზე. სწრაფად წამოხტა ფეხზე და მეორე სართულისკენ გაექანა ბიჭის პერანგში გამოწყობილი. კიბეებზე მიმავალს კი ირაკლის მომღიმარი მზერა მიაცილებდა.
ნუცამ სამართებლი ბოლოჯერ ჩამოუსვა ბიჭის ლოყას.კანზე დარჩენილი ქაფი პირსახოცით ნაზად მოწმინდა.
- მოვრჩი-საზეიმოდ აღნიშნა-სამათებელი,საქაფავთან და პირსახოცთან ერთად ზურგს უკან მაგიდაზე გადადო-მინდა ავღნიშნო,რომ დაჭრილიც არსად ხარ-ჩაიხითხითა გოგონამ.

-ამის იმედი მქონდა -სიცილში აყვაა ირაკლი. ხელები მის წინ მდგარ გოგონას წვრილ წელს შემოაწყო თავისკენ მიიზიდა.გოგონამ ხელები მხრებზე დააწყო და ზემოდან კმაყოფილი სახით ყურება დაუწყო.უყურებდა ბიჭის თვალებს და საშინლად მოუნდა სახის თითოეული ნაკვთის დაკოცვნა.სურვილებს გასაქანი მისცა.ნაზად ჯერ ერთ ლოყას შეეხო,შემდეგ მეორეს და ბოლოს ტკბილი ტუჩები მოიტოვა.სიამოვნების გაგრძელებაში ხელი ირაკლის ტელეფონის ხმამ შეუშალათ.

-დათო...

-დათო!-ორივემ ერთხმად ჩაილაპარაკეს და სიცილი აუტყდათ.-სანამ მასთან საუბარს მორჩები ჩვენთვის საუზმეს გავაკეთებ.-ნუცა გამოეცალა ბიჭს ხელებიდან და მაგიდაზე აწკრიალებული ტელეფონი მიაწოდა.თავის ტელეფონიც აიღო და სანამ ირაკლი პასუხს გასცემდა პირის მოძრაობით ანიშნა ''დედასთან დავრეკავ"-ო.ირაკლიმაც თავი დაუქნია და ტელეფონს უპასუხა.

-გისმენ.

-ოო ძმაო ხმა როგორ დაგნაზებია.კარგია ხომ საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა?! როგორც გეტყობა კარგად ხარ.-დათოს წუწუნზე ეცინებოდა და ელოდა საქმეზე როდის გადავიდოდა-აი მე კი ცუდად ვარ მთელი ღამე ინფორმაციას ვაგროვებდი.

-შეგიძლია ოდესმე წუწუნის გარეშე დაიწყო ლაპარაკი?- სიცილი ხმამაღლა წასკდა ირაკლის.ხელი თმაზე გადაისვა და დივანზე უკეთესად მოეწყო.

-არაა რისი მადლობა.აბა ძმაკაცები და თან მეწყვილეები რისთვის ვართ თუ ერთი შეყვარებულთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს იძენს, მეორე ვირით მუშაობს და ინფორმაციას აგროვებს.და ამ ერთს სულ აღარ ახსოვს მეორე,რადგან ზედმეტად მოხიბლულია შეყვარებულის სილამაზით და ძმაკაცი სადღაც მთვარეზე გააგდო-ირაკლის ახლა დათოს მზერა თვალწინ ედგა და სიცილს ვერ იკავებდა.

-მაპატიე ძმაო მარტო,რომ დაგტოვე და პირადი საქმეც შენ მოგაბარე-ბიჭმა მართლა იგრძნო თავი დამნაშავედ.-მაგრამ უნდა ავღნიშნო,რომ შენს ძმაკაცს მართლაც უამაზესი შეყვარებული ყავს -მზერა სამზარეულოში მოფუსფუსე ნუცასკენ გააპარა რომელიც თან ტელეფონზე საუბრობდა.

-კარგი კარგი-დათოს კმაყოფილი ხმა გაისმა.-ძმაო უნდა გითხრა,რომ საკმაოდ ჩაიხლართა ნუცას ბიძის საქმე.ვერ გავიგე საერთოდ ამ ოჯახში რამდენი საიდუმლო შეიძლება იყოს.

-საიდუმლო? რა საიდუმლო?-გაირინდა პასუხის მოლოდინში.

-ჯერ ბოლომდე არ ვიცი თუმცა ვგრძნობ,რომ ხანძარი გაჩნდება და ვიღაცას იმსხვერპლებს.

-როდიდან გახდი წინასწარმეტყველი?-ჩაეღიმა ირაკლის თუმცა ამას ისიც გრძობდა.-მოკლედ მითხარი რა გაიგე ამ კაცზე.

-ე.ი ალექსანდრე სიხარულიძე იგივე საშკა დაიბადა 1973 წელს. სად სწავლობდა ამას გადავახტები დიდად საინტერესო არც არის. რუსეთში ცნობილია როგორც საუკეთესო არქიტექტორი.საკუთარი კომპანიაც კი აქვს.ყავს ცოლი ანასტასია იგივე ნასწია ივანოვი დაბადებული 1977 წელს. ერთმანეთი სად და როგორ გაიცნეს მაგ ინფორმაციას ვერ ფლობ. ჰომ ამჟამად ჰყავთ ერთი შვილი კონსტანტინე სიხარულიძე. 18 წლის.

-ამჟამად ერთი შვილი რას ნიშნავს?და მთელი ღამე მხოლოდ ამას არკვევდი?-წარბები შეკრა გამომძიებელმა.

-არაა მარტო ამას არაა და ველოდი შვილზე როდის მკითხავდი-მეორე მხარეს ნიშნის მოგებით გაიბადრა დათო.-მათ ორი შვილი ყავთ გოგო და ბიჭი. ბიჭი რუსეთის მოქალაქეა,გოგო კი საქართველოსი.-ირაკლიმ მზერა ისევ სამზარეულოში მოფუსფუსე გოგოსკენ გააპარაა.საშინელებას უქადებდა გული.-ქორწინებიდან დაახლოებით წელიწად ნახევარში საქართველო ორივემ დატოვა.ალექსანდრეს წასვლის შემდეგ კი ქალბატონი მაია მიათხოვეს იმ ნაბიჭვარ კაცს ვინც ასე გაუმწარე ცხოვრება. მისი ძმა ერთადერთი იყო ვინც ამ ქორწინებას არ უშვებდა,მისი წასვლით კი წინაღობა მოიხსნა.ასე გახდა მაია მისი ქმრის მსხვერპლი.

-გოგო სად არის?და რა ქვია?-ისევ ნუცა უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა დათოს.გოგონამ თითქოს მისი მზერა იგრძნო და მისკენ გამოიხედა თბილი ღიმილით.ბიჭმაც მოიკრიბა ძალა და ღიმილით უპასუხა.

-სად არის ძმაო არ ვიცი.სახელი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს შენი გოგოს მოსახელეა.-ირაკლიმ სიმწრისგან თვალები მაგრად დახუჭა.ნერვიულად თითებით თვალები მოისრისა.-როგორც გავიგე გოგონა დაიღუპა და ამიტომ წავიდნენ აქედან. მაგრამ ბავშვის გარდაცვალების ცნობა არსად არ არის.

-არც იქნება რადგან არც მომკვდარა- თავისთვის ჩაილაპარაკა ირაკლიმ.

-ჩემი მონაყოლიდან ახლა შენ რამე დასკვნამდე მიხვედი და მე ამას ვერ ვხდები?-ყურმილის მეორე მხრიდან ცალი წარბი ასწია ბიჭმა.

-გადამრევ დათო.გადამრევ.ფაქტები ოდნავ დაუკავშირე ერთმანეთს.ნუცა ხვედელიძე სინამდვილეში ნუცა სიხარულიძეა.-მოუსვნერდა მჯდარი დივნიდან წამოდგა და ფანჯრისკენ წავიდა.

-რააააა???-მეორე მხრიდან იმხელა გაოცების ხმა გაისმა ტელეფონი განზე გაწია.

-მე ასე ვფიქრობ თუმცა მაიას უნდა დაველაპარაკო. ახლა ვხდები რატომ იყო მისი ძმის გამოჩენით აფორიქებული და სასწრაფოდ რატომ გამოარიდა ნუცა ქალაქს. ყველაფერი ცხადია.მაგრამ დაწვრილებითი პასუხები მჭირდება.

- გამოვდებილდი-ძლივს ამოიღო ხმა დათომ. -რატომ სჭრის ყველაფერი ამ ოჯახს?!

-არ ვიცი,რაც ვიცი ისაა,რომ ნუცას საშინლად ეტკინება.

-ეტყვი?

-არაა.მე ამის უფლება არ მაქვს.

-კიდევ ლაპარაკობთ?-სიცილით შემოვიდა ოთახში ნუცა.მაგიდაზე უკვე გამზადებული საუზმე დადგა და კიდევ ერთხელ გაუღიმა.-რამე მოხდა?-ირაკლის შეწუხებული სახის დანახვაზე იკითხა. ბიჭმაც უცებ აიკრა ღიმილი სახეზე.

- არა არაფერი.ჩემი სამსახური ხომ იცი და დათოს გაზვიადებული ლაპარაკი.

-გაზვიადებული ლაპარაკი და მე?-ტელეფონის მეორე მხრიდან გაისმა გაბრაზებული ხმა.

-ვიცი- გაეცინა გოგონასაც.-მომიკითხე.

-მეც მომიკითხე რძალი-ნუცას ხმა მკაფიოდ გაიგო და ჩაეღიმა.მართალია ძმაკაცს ართმევდა,მაგრამ ეს გოგო საკმაოდ მოსწონდა სარძლოდ.-კარგი.კიდევ გინდა რამე?-ირაკლისკენ გადმოერთო.

-არა დაისვენე.მადლობა ძმაო.

-სამადლობელი რაა.ღმერთო ახლა დავიძინებ.-ტელეფონი უცებ გათიშა.ირაკლი დარწმუნებული იყო,რომ ამ მომენტში თავი უკვე სამუშაო მაგიდაზე ედო და ფშვინავდა.ტელეფონი დივანზე მიაგდო და მაგიდისკენ წავიდა.

-მოხდა რამე?-კიდევ ერთხელ შეეკითხა გოგონა.

-არაა-მწარედ იცრუა ბიჭმა-მოდი ვისაუზმოდ-დასამშვიდებლად საუზმემდე კოცნა მოიპარა ტუჩებიდან.ორივე შემოუსხდნენ მაგიდას

საუზმეს მშვიდად მიირთმევდნენ და თან ერთმანეთს ანთებული თვალებით უყურებდნენ.

ირაკლიმ უცებ თავი ჩაღუნა და საკუტარ თეფს ყურება დაუწყო.

-დედას დაურეკე?-თავაუწევლად შეეკითხა.

-კი.-ყოველგვარი ეჭვების გარეშე უთხრა ღიმილით გოგომ და ჭამა გგანაგრძო.- მიუხედავად,რომ შენთან ყოფნა ძალიან მომწონს და დედაც თანახმაა,რომ აქ ვიყოთ დიდიხნით მაინც არ მინდა მისი მიტოვება.-გოგონს სახე დარდმა მოიცვა.ირაკლი ახლა უკვე მის სახეზე მოტამაშე ემოციებს უყურებდა და ხვდებოდა რა მოხდებოდა როცა სიმართლეს შეიტყობდა.აი რა ხდება როცა არცევანის გაკეთება გიწევს.ირჩევ ყველაზე კარგს იმ დროისთვის,მაგრამ შორს ვერ ჭვრეტ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. წარსულში ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. ნუცას ბიოლოგიურმა მშობლების არჩევანმა განაპირობა შემდგომში მაიას ბედი,რომელიც მხოლოდ ერთზე ფიქრობდა როგორმე დაეცვა უცოდველი არსება და ის მთელი არსებით შეისისხლ-ხორცა.

-კარგი საყვარელო -ოდნავ აიწია და მოპრდაპირე მხარე მჯდომს ნიკაპში ნაზად მოკიდა ხელი თავისკენ მიიზიდა და აკოცა.-როცა შენ მეტყვი მაშინ დავბრუნდებით უკან.-ორივე კმაყოფილი დაუბრუნდა უწინდელ ადგილს. ისევ განაგრძეს საუზმობა და ერთმანეთის თვალებით ფერება.

****

აღუღუნებული ბუხრის წინ დივანზე კომფორტულად მოკალათებილი, პლედში გახვეულ გოგონას ერთ ხელში ოხშივარ მოკიდებული ყავის ჭიქა ეჭირა,მეორე ხელში კი წიგნი,რომელსაც გულმოდგინედ კითხულობდა.ერთი ყლუპი ნეტარებით მოსვა და გადაფურცლა. იგი საყვარელი კაცის მომლოდინე ქალს გავდა,რომელიც თავს წიგნის კითხვით ირთობდა.ეს ასეც იყო. წიგნიდან თავი კარებზე მკვეთრმა კაკუნმა ამოაყოფინა.

-ირაკლი?-ფრთხილად გასძახა გოგონამ თუმცა პასუხი არ იყო.წიგნიც და ყავით სავსე ჭიქაც მაგიდაზე დადგა და კარებისკენ გაემრთა. თითქოს მის ჯინაზე გარეთ ქარი უფრო ამოვარდა და ხეების შრიალი უფრო შესამჩნევი გახდა. კარებთან მისულმა კიდევ ერთხელ ღრმად ამოისუნთქა და ფრთხილად გააღო კარები.მისდა გასაკვირად ირგვლის არავინ იყო.თავის შიშზე გულიანად გაეცინა. -იმდენად გავერთე კითხვაში ალბათ მომელანდა-თავის თავზე სიცილი აუტყდა და კეფაზე თმები მოიჩეჩა.გარემოს კარგად გახედა იქნებ შემჩნია ირაკლი,რომელიც იქვე შორი ახლოს სასურველი პროდუქტების მოსატანად იყო წასული. შებრუნებას აპირებდა,როცა თვალები დაბლა დახარა და კარებთან მდგარი პატარა ყუთი შენიშნა.-ეს რააღაა? -დაიხარა ყუთი აიღო და სანამ შებრუნდებოდა გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა. თავიდან ირაკლი ეგონა,მაგრამ ვერსად ხედავდა ვერც მანქანის და ვერც ირაკლის კვალს.კარები მიხურა და ყუთის გახსნა დაიწყო. ქაღადის ყუთისგან გაათავისუფლა შიგთავსი.ხელში კი კიდევ ერთი ხის ყუთი შეხვდა,რომელიც ცისარტყელას ფერებში იყო აჭრებეული პატარა კუბიკების მსგავსი ფერადი ფორმებით. ჯერ კარგად შეატვალიერა ნუცამ გარედან შემდეგ კი თავსახურავი ახადა,საიდანაც უცებ კლოუნი ამოხტა და თან თეთრი მრავალჯერ დაკეცილი გაღალდი ამოიყოლა.ნუცას შიშიგან ხელიდან გაუვარდა ყუთიც და მაში მოტამაშე კლოუნიც.-ეს რა ხუმრობაა?-შეშფოთებული გულზე ხელს იდებდა და თავს იმშვიდებდა.-ეს თუ დათოს გაკეთებულია მოვკლავ- იმუქრებოდა მწარედ. ფეხებთან დავარდნილ გაკეცილ ქაღალდს დაწვდა და გახსნა.წარბები შეეკრა და მძიმედ ნერწყვი გადაყლაპა. წერილი სასწრაფოდ დაკეცა ისევ ძირს დავადნილი კოუნიანი ყუთიც აიღო და წერილთან ერთად მაგიდაზე დადგა. აფორიაქებული დივანზე დანარცხა. გაშტერებული შეჰყურებდა კოუნს და მასთან არსებულ წერილსაც. ვერც კი მიხვდა რამდენი ხანი უმზერდა გაშტერებული სანამ მხარზე შეხება არ იგრძნო და გვენაკბენივით არ წამოხტა.შეშფოთებული სახე მიანათა ირაკლის ,რომელიც დაბნეული უყურებდა.

-კარგად ხარ?-ირაკლის თბილმა და მზრუნველმა ხმამ გონს მოიყვნაა და უცებ მიეხუტა მის სხეულს.

-ვიღაც იყო აქ-მის ყურებთან ჩაიჩურჩულა გოგონამ.

-ვინ?-მკლავებში ხელები მოკიდა და უკან გასწია ნუცა.ახლა მას ქონდა კოპები შეკრული.

-არ ვიცი. ეს დატოვა.-ნუცა აგიდაზე არსებულ ნივთებზე ანიშნა,რომელიც ირაკლიმ ახლაღა შეამჩნია.ნუცას ხელები გაუშა და წინ გადადგა ნელი ნაბიჯები.თითქოს ფეხებს სიარულს აიძულებდა.მისი გონება წამში მილიონ მოგონებას იხსენებდა.

-არაა! არააა!!! -თავისთვის ბუტბუტებდა და თან მაგიდისკენ იწევდა.-არ შეიძლება! ვერ მოხდება ეს!

-ირაკლი? -გოგონა მისმა რეაქციამ კიდევ უფრო შეაშფოთა.ერთ ხელში ზაბარაზე მოხტუნავე კლოუნის ყუთი აიღო,მეორეში წერილი,რომელიც სწრაფად გაშალა და კტხვა დაიწყო. "თიქ თოქ...თიქ თოქ... შენი დროც მოდის. მათ ისე ენატრები.თიქ თოქ...თიქ თოქ...სიკვდილი ნელი ნაბიჯებით გიახლოვდება და მელოდიურად გიკაკუნებს სახლის კარზე. დრო ცოტა გაქვს. მათ ისე ენატრები. თიქ თოქ..."-ხელში უხეშად მოკუჭა წერილი და მეორე ხელში არსებული კლოუნი მთელი ძალით ოთახის ბოლოში მოისროლა.მთელი სხეულით დაძაბული იდგა. ნუცამ შეხებისას იგრძნო მისი მძიმედ დაკუნთული სხეულის სიმძიმე. -ვინ არის?

-ვინც თავის დროზე უნდა მომეკლა-კბილებიდან გამოსცრა. უცებ შემოტრიალდა და უკან მოუხედავად გავარდა სახლიდან.ნუცაც უკან გაეკიდა.სწრაფად მოძებნა გასაღები ჯიბეში და სინათლის სისწრაფით შევიდა მანქანაში და ადგილიდან მოწყდა.ისე სწრაფად,რომ გოგონამ მხოლოდ თვალის მიყოლება მოასწრო.

-ჯანდაბა ირაკლი! -ნერვილად თმა უკან გადაიტანა და გზას გახედა,სადაც წუთის წინ მანქანა გაუჩინარდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და ბიჭის ნომერზე რამდენჯერმე გადარეკა თუმცა უშედეგოდ. შემდეგ დათოს ნომერი აკრიფა,არ იქ პასუხობდა ვინმე.ნერვიულად ისევ ჯიბეში დააბრუნა ტელეფონი და სახლში შევიდა.წინდა უკენა ბოლთის ცემა დაიწო.უცებ გაახსენდა,რომ ირაკლის ბიძისთვის დაერეკა.ამდენი უპასუხო ზარის შემდეგ პირველი ადამიანი იყო ვინც უპასუხა.

-გისმენ შვილო-კაცს მშვიდი ხმა ქონდა.-როგორ ხართ ?

-ბატონო ზვიად-ნუცას ხმაში იმდენად იგრძნობოდა აღელვება,რომ ერთიანად გადაფარა კაცის სიმშვიდე.

-ნუცა რა მოხდა?

-მეც არ ვიცი. ტყის სახლში ვართ. ცოტახნის წინ აქ ვიღაცამ ყუთი დატოვა გავხსენი. ზამბარაზე მოხუნავე კლოუნი იყო და შიგ წერილიც იყო.

-კლოუნი?-ახლა კაცის ხმასაც იგივე მღელვარება ეტყობოდა.

-დიახ.

-რა ეწერა წერილში?

-რაღაც დროზე,მონატრებაზე და სიკვდილზე ეწერა.ვერაფერი ვერ გავიგე-მეორე მხარეს საშინელი სიჩუმე ჩამოწვა- ზვიადი ბიძია ირაკლის რამე ხომ არ დაემართება?

-არა შვილო ნუ ღელავ.ირაკლი სად არის?

-არ ვიცი მანქანა დაქოქა და შურდულივით გავარდა.

-კარგი დამშვიდდი.ვიცი სადაც მიდის.ყველაფერი კარგად იქნება. კარები კარგად ჩაკეტე და დაელოდე.

-არ მინდა აქ ყოფნა.მითხარით სად იქნება და ჩამოვალ მეც.

-მანდ დაეოდე.თან გზამდე ოთხი კილომეტრია.მანქანაც არ გყავს. შვილო ვნახავ ირაკლის და მანდ მოვალთ. ნუ ღელავ.-კაცი ნუცას დამშვიდებას ცდილობდა და მშვიდად ლაპარაკს ცდილობდა თუმცა ხმა საშინლად უკანკალებდა.ტელეფონი ორივემ გათიშა.მთელს სახლში სრული სიჩუმე ჩამოწვა.მომლოდინე წამები სულ უფრო და უფრო იწელებოდა.ნუცას ნერვიულობა პიკს აღწევდა.ირაკლი კი არსად ჩანდა.

*****

მაგიდის კიდეზე საკუთარ მკლავზე თავი ჩამმოედო გოგონას და ცეცხლის კიაფს თვალს აყოლებდა.მისი გონება ერთიანად ირაკლის დასტრიალებდა.ცეცხლის ყურებით გადაღლილი თვალები ისე დაეხუჭა ვერც მიხვდა.

გრძნობდა მისი სხეული ვიღაცას ზემოთ სართუზე როგორ აყავდა.ნაცნობი სურნელი უღიტინებდა ცხვირში.ძილისგან ნელ ნელა გამოდოდა.

-კარგად ხარ?-ცხვირი ბიჭის კისერში შერგო და სურნელი ღრმად შეისუნთქა.

-უკეთესად ვარ,როცა შენ ჩემთან ხარ-ოთახში საწოლზე ფრთხილად დააწვინა გოგონას სხეული. კისერზე ჩაჭიდებული ხელი არც ერთი წამით არ გაუშვა და თავისკენ უბიძგა.ბიჭიც მის გვერდით მიიწვინა.ხელები კიდევ უფრო ძლიერად მოხვია და მის სხეულს აეკრო.

-ყოველთვის.-ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი თვალები გაახილა ნუცამ და დარდით სავსე თვალებს ახედა,რომელიც მას დასცქეროდნენ.ბიჭმა შუბზე აკოცა.გულზე მიიკრა.ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და თვალები დახუჭა.გოგონამაც იგივე გააკეთა.თავის მის მკერდზე ედო და შეეძლო საათობით ესმინა საყვარელი კაცის გულის ცემას.ეს უკვე სიმშვიდეს ანიჭებდა.მუხედავად იმისა,რომ სულში აურაცხელი მღელვარების კორაინტელი იდგა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი Darina

Titqmis damaviwyda uceb sataurit verc Ki vicani, miyvars me es istoria da mixaria rom dabrundi da istoria ar shegiwyvetiaaa velodebi shendeg tavs sul ufro chaixlarta yvelaferi, magram erti suli maqvs rogor ganvitardeba movlenebiiii vegar bitumen shemdeg yavamdeee

 


№2  offline წევრი mariia

სტუმარი Darina
Titqmis damaviwyda uceb sataurit verc Ki vicani, miyvars me es istoria da mixaria rom dabrundi da istoria ar shegiwyvetiaaa velodebi shendeg tavs sul ufro chaixlarta yvelaferi, magram erti suli maqvs rogor ganvitardeba movlenebiiii vegar bitumen shemdeg yavamdeee

ისტორიას არ შევწყვიტავ აუცილებლად მივიყვან ბოლომდე <3 ბედნიერი ვარ რო ელოდი და მოგწონს ეს ისტორია. ვეცდები ამდენი ხანი შესვენება აღარ ავიღო. <3 მადლობა ლოდინისთვის <3

 


№3 სტუმარი natia

Dzalian gtxov malmale dade davitanje amdeni lodinit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent