შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი როგორ მაგიჟებ ?! (8თავი)


17-03-2018, 15:53
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 309

იცი როგორ მაგიჟებ ?! (8თავი)

ფართხალი დავიწყე.არ ვიცი ეს რამ გამოიწვია,შეიძლება მისმა კოცნამ ან უჰაერობამ.ფეხებს მთელი ძალით ვაქნევდი,ხელებს კი მას არ ვუშვებდი რადგან უარესად ჩაძირვის მეშინოდა.როგორც ჩანს მიხვდა ცუდათ,რომ ვიყავი ამიტომ ზევით ამიყვანა.ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ფილტვები ავივსე.შემდეგ კი გამახსენდა წამის წინ მომხდარი.დემიანს მივუბრუნდი,თუმცა მაშინვე გამახსენდა სხვები.არ მინდა ალექსს და მას ჩემ.გამო ცუდი მდგომარეობა შეექმნათ,ისინი უკვე წლებია რაც მეგობრობენ მე კი მხოლოდ 1 კვირაა რაც გამოვჩდი.არაფერი მითქვამს მხოლოდ უკან დაბრუნება ვთხოვე,მაგრამ თქვენ თუბფრობთ,რომ მე მას ამ საქციელს შევარჩენ,მაშინ ძალიან შემცდარხართ.
როგორც კი წ…იდან ამოვედი მაშინვე შეზლონგისკენ დავიძარი და კომფორტულად მოვთავსდი.ნეტავ რომელიმემ თუ დაგვინახა?ღრემთო მაშინ რა გავაკეთო?არ მინდა მათ თვალში ცუდათ გამოვჩდე,არც ის მინდა მათი ჩხუბის მიზეზი მე,რომ გავხდე.მგონი არაფერს ვიტყვი,ან ვის უნდა მოვუყვე რამე?ალექსთან ამის შესახებ კრინტს არ დავძრავ,გუკას და დიმას კი ამ თემაზე ვერ დაველაპარაკები.გვერდით სალომე მომიჯდა და კარგათ მაკვირდებოდა.
-რამე ხდება?-ისე ვიკითხე თითქოს წუთის წინ მე არ მაკოცეს.
-აღელვებული ჩანხარ.აქ მოყვები თუ შემდეგ მეტყვი?
-მგონი ახლა ამის დრო არაა.
-კარგი,როგორც ჩანს რაღაც სერიოზულია-მე მხრებს ვიჩეჩავ იმის ნიშნათ,რომ ვერ ვხვდები ეს ძალიან სერიოზულია თუ უბრალოდ უმნიშვნელო რამაა.მალე სხვებიც შემოგვიერთდნენ და ერთამნეთში საუბარი გააბეს.
-აუ სადმე დასასვენებლად არ წავიდეთ?-გუკამ.უცებ წამოჭრა სადაო თემა.
-მე ვმუშაობ.-უცებ განვაცხადე იმის ნიშნად,რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი.
-დემიი-გუკამ ძმაკაცს წამწამები აუთამაშა და ღიმილით გადახედა.
-და მაინც სად წავალთ?-დემიანიც წამოჯდა და მიაშტერდა ძმაკაცს.
-არ ვიცი ან მთაში ან ზღვაზე.-ისიც უცებ აძლევს პასუხს.
-მე ზღვაზე მინდა-დიმა უცებ ხტება ფეხზე და შემდეგ იმის ახსნას იწყებს რატომ ურჩევნია ზღვა-ზღვა,სიცხე გოგოები.აუ რა ჯობია ბიჭო ზღვას-მის სახეზე კი სიცილს ვერ ვიკავებ და ბოლო ხმაზე ვიცინი.
-რატო დამცინი რძა…ანა?-რაღაცის თქმა სურდა მაგრამ უცებ გადაასწორა და ცოტა არ იყოს დამაეჭვა კიდეც.
-სასაცილო ხარ და იმიტო.
-კარგი სხვები რას ფიქრობთ-თითქოს ეწყინა და ისევ ძველ თემას მიუბრუნდა.მაგრამ ღიმილი მაინც ეპარებოდა ტუჩის კუთხეში.
-მე მთაში მინდა-სალომემაც გამოთქვა თავისი აზრი.
-აუ მეც რა,სულ ზღვაზე მივდივართ ხოლემე-არც ალექსი თმობს პოზიციას.ალბათ ეს უფრო სალოს გამო თქვა,არ ვიცი არც მე.
-მეც თქვენკენ ვარ-გუკა წყვილს უჭერს მხარს.
-აუუ კაით რაა-დიმა მაშინვე აბუზღუმდა.
-თქვენ ორზეა დამოკიდებული.ან სამი სამზე ან მთაში მივდივართ.-ალექსმა მე და დემიანს გადმოგვხედა.
-მე ვთქვი,რომ ვმუშაობ.
-კარგი რა ანა,მე არ ვმუშაობ აბა??
-შენ შეგიძლია შვებულებაში გახვიდე მე კი სწავლისთვის მჭირდება.
-ანა მე აქ არ ვარ?რეებს ბოდიალებ?-ალექსანდერმ ისე შემომხედა შემეშინა,თითქოს რამე დანაშაულს ჩავდიოდე.
-მოდიხარ ანა ხო?-გუკამაც დაიწყო დაჟინება და ბოლოს თავისი გაიტანეს.
-ბოდიში დემე მაგრამ მთა და სიწყნარე მირჩევნია.-ეს,რომ ვთქვი ყველას გაეხარდა,დემესაც მაგრამ როცა კარგათ გაიაზრა რაც ვუთხარი ჩამოყარა ყურები.
-აუ კარგით რაა,ზღვაზეცაა სიწყნარე.მართალია საღამოობით მაგრამ ღამის ზღვა უფრო ლამაზია.-ცდილობდა ყველანაირად გადავერწმუნებიეთ მაგრამ მაიმც არ გამოდიოდა.
-მაინც მთა მირჩევნია-დემიანეს აზრზ მაინც არ ქონდა მნიშვნელობა მაგრამ მაინც თქვა,რომ მხარს დიმას უჭერდა.კი გაეხარდა ჩვენ ბიჭს მაგრამ უკვე ოთხი ორზე ვიყავით და გადავწყვიტეთ,რომ სვანეთში წავსულიყავით.საუბრის დროს უეცრად ტელეფონმა დამირეკა,მაშინვე ვსტაცე ხელი და საუბარი დავიწყე.
-ვაჩიკო,მომენატრე ბიჭო-რამდენი ხანია ვაჩეს არ შევხმიანებივარ,არც კი მინახავს.
-თუ მოგენატრე ჩვენთან რატომ არ მოდი?კარგი ახლა ეს არ მაინტერესებს.ახლა ის მითხარი ნაროზაულს შენგან რა უნდა? სხვა პარტნიორი ვერ ნახა საცეკვაოდ.
-ვაჩიკო რატო ბრაზდები?მოვაგვარე ეგ საკითხი უკვე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ.რა შვები სად ხარ?
-ბასეინზე ვარ.
-შენ ხო ცურვა არ იცი?
-ვიცი,რომ არ ვიცი.უბრალოდ შეზლონგზე ვწევარ.
-აჰამ.ანუკი ჩემთან და ტყუპენთან ერთად დასასვენებლად არ წამოხვალ?
-შენ,რომ წამოხვიდე ჩვენთან ერად?თანნალექსაც უკეთ გაიცნობ.-უცებ შესანიშნავი აზრი მომივიდა.
-როდის მიდიხართ?-ტელეფონი ყურიდან მოვიშორე და ბავშვებს ვკითხე როდის ვაპირებდით წასვალს.მათ კი მითხრეს,რომ ზეგ ვაპირებდით დილით ადრე წასვლას.ეს ვაჩესაც ვუთხარით და გვითხრა,რომ ის და ტყუპებიც წამოვიდოდნენ.ბიჭებს ავუხსენი თუ ვინ იყო ვაჩე და მისი ტყუპები,ნუ მისი რა ნანა დეიდას და ზურაბის შვილები არიან მაგრამ მაინც ვაჩესი არიან.“სასტავში“ ორი სვანი გვყავდა ვაჩე და დიმა.დიმას პატარა სახლი აქვს.ნუ არც ისე პატარა,უბრალოდ სამყოფი ოთახები არაა,ამიტომ შევთანხმდით და გადავწყვიტეთ ვაჩესთან გადავსახლებულიყავით.იმ დღით სამსახურში არ წავსულვართ არც ერთი,ხოლო მეორე დღით არცერთი ვიყავით სახლში,რადგან სამსახურში საქმეებს ვაგვარებდით.სახლში დაღლილი დავბრუნდი,ბარგი ჩავალაგე და შემდეგ შხაპი მივიღე,მოვწესრიგდი და სიზმრებში გადავეშვი.დილით მაღვიძარამ გამაღვიძა,საშინლად მეზარებოდა ასე ადრე ადგომა მაგრამ ბოლოს გამახსენდა წინ რამხელა სიამოვნება მელოდა.უცებ ვდგები ფეხზე და მომზადებას ვიწყებ.ტამზე მომდგარ დახეულ ჯინსს ვიცვამ,ბრეტელებიან შავ მაისურს და წელზე ჟაკეტს ვიხვევ,ყოველი შემთხვევისთვის.ფეხზე კი შავ კეტებს ვიცვამ,თვალს კოსად ვიკარვ და ოთახიდან გავდივარ.ბარგიც კარებთან დავდგი და ისევ ოთახში დავბრინდი რათა სატენი და ყურსასმენები ამეღო.როცა ყველაფერი მზად გვქონდა მე და ალეწსმა მანქანაში ადგილები დავიკავეთ და სალომეს გავუარეთ.სალომედან კი გუკას,მე და გუკა უკან ვუჯექით,ისინი კი წინ ისხდნენ.ერთმანეთისთვის ხელი ჩაეკიდათ და ისე ისხდნენ.მათი ბედნიერება საშინლად მახარებს და ღიმილს მგვრის.ორი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ბედნიერია,ეს კი თავისთავად მეც მაბედნიერებს.ორი მანქანით მივდიოდით.პირველში ჩვენ ვიჯექით,მეორე შედარებით დიდი იყო და დანარჩენები იქ გადანაწილდნენ.მთელი გზა გუკა დაუღალავად საუბრობდა და გვართობდა,ბოლოს დაღლილობამ შემომიტია და ყურსასმენები მოვიმარჯვე და სიმღერების მოსმენა დავიწყე.თან ფანჯარაში ვიყურებოდი და ხედით ვტკბებოდი.როგორც ჩანს მალე ჩამეძინა და მთელი გზა მეძინა,მგზავრობა სულ მღლიდა და მღლის კიდევაც.“დრამინას“გარეშე კი არაფერი მეშველებოდა.
მალე ჩამეძინა და მთელი გზა მძინარემ გავატარე,როცა გავიღვიძე თავი საძინებელში ამოვყე.არც ისე დიდი იყო,თუმცა საკმაოდ კომფორტული.ცენტრში დიდი საწოლი იდგა,მის წინ კი სარკე.საწოლიდან ხელმარცხნივ დიდი კარადა ტანსაცმელებისთვის,ხოლო ხელმარჯვნივ პატარა,უჯრებიანი კარად იდგა,თავზე კი ლამპა.იქვე იყო შტებცელიც.კედელზე რამოდენიმე ნახატიც იყო ჩამოკიდებული.ოთახი ნათელი იყო,მაგრამ თუ დიდ ფანჯრებს ფარდას გადავაფარებდით მაშინვე ბნელდებოდა.მგონი მცირედი წარმოდგენა შეგიქმენით თუ როფორი იყო ის.პლედი გადავიძვრე და ფეხსაცმელი ჩავიცვი,შემდეგ კი კიბეს დავუყევი და ქვევით ჩავედი.იქითკენ წავედი სადაც ხმაური მოდიოდა.მართალია აქ ნამყოფი ვარ,თუმცა შორენას რემონტი გაუკეთებია და ყველაფერი რადიკალურადაა შეცვლილი.ბავშვები მისაღებში ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ,როგორც ჩანს კარგად შეეწყვნენ ერთამენთს რაც მახარებს.მეც.მივდივარ მათთან და ვაჩეს გვერდით ვუსკუპდები,მონატრებულ დეიდაშვილს ხელს ვხვევ და ვინაბები.თვითონ კი ოხრება და შუბლზე მკოცნის.სულაც არ მიმაჩნია,რომ შუბლზე სულელებს კოცნიან.რატომ ამბონენ ასე?მე მიყვარს შუბლზე კოცნა,მაგრამ.ყველაზე მეტად კისერში კოცნა მიყვარს.მამიკომ იცოდა ხოლმე-ღამით შემოვიდოდა ოთახში,ტკბილი ძილიო მეტყოდა და კისერში მაკოცებდა.მე ვერასდროს ვიკავებდი სიცილს რადგან მეხიცინებოდა.
სხვებსაც მივესალმე და მათ საუბარს ყური დავუგდე.იმას განიხილავდნენ თუ სად წასულიყვნენ და რა ენახათ,აბა აქ ტყუილად ხომ არ იჯდებოდნენ.თან ჯერ მხოლოდ შუადღეა.ბევრი ბჭობის შემდეგ გადავწყვიტეთ,რომ ლამარია მოგვენახულებია.მოვემზადეთ და იქვე მცხოვრებ გიდს ჩვენთან ერთად წამოსვლა ვთხოვეთ.დაგვთანხმდა და ისიც მალე მოუყვებოდა ჩვენთან ერთად ლამარიის გზას.უტა ახალგაზრდა ბიჭია,სვანი ყოფილა მაგრამ აღმოჩდა,რომ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა,აქ კი როცა ჩამოდის გიდობას იწყებს.საკმაოდ სიმპატიური ბიჭია.მაღალი,განიერი მხრებით და მუქი წაბლისფერი თმით,თვალები თუ არ ვცდები ნაცრისფერი აქვს,სწორი ცხვირი და სავსე ვარდისფერი ტუჩები.და საკმაოდ მაღალიცაა.ღიმილიც საშინლად უხდება.ამდენ რამეს იქედან გამომდინარე გეუბნებით,რომ ის მთელი გზა მესაუბრებოდა.მე კი მისი კომპანიით კმაყოფილი ვიყავი,ძალიან კარგი მოსაუბრე და გახსნილი ტიპია,მაგრამ ჩემზე ამას ვერ ვიტყვით.
როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდეც,უტამ კი მოყოლა დაიწყო.
-უშგულის ლამარია – IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული.
ლამარიას სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. X საუკუნეში აგებული ეკლესია დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი.
ეკლესია მოხატული გახლავთ. აშენებისთანავე მოუხატავთ კანკელი. როგორც ჩანს, სვანმა ოსტატმა წმიდა მარიამის გამოსახვისას ტრადიციულ ხატწერას გადაუხვია. რადგან ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული. ასეა გადმოცემული მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი.

კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილია წმიდა მხედართა – გიორგისა და თეოდორეს გამოსახულებები, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.

XIII საუკუნეში ეკლესია უკანასკნელად მოუხატავთ. წარწერები, რომელიც ეკლესიაში გვხვდება ისტორიული მნიშვნელობისაა. ის ეკლესიაში მისული მლოცველების მიერაა შესრულებული. ნაკაწრი წარწერები – გრიფიტები შესრულებულია ასომთავრული, ნუსხური, გარდამავალი მხედრული და მხედრული დამწერლობით. უმთავრესად შეწყალების ტექსტები გვხვდება.

ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.
ლამარიას ტაძარში უზარმაზარი სანათლავი დგას. ჩანს, ტაძარი მას გადააშენეს.

უშგულის ეტიმოლოგიას “უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. ტაძრის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად სწორედ ამ სკამზე მოკლეს ფუთა დადეშქელიანი.

28 აგვისტოს აქ განსაკუთრებულად აღნიშნავენ ღვთისმშობლის მოძინებას.-ისტორია მართლაც,რომ ძალიან საინტერესოა,თან უტა ამ ყველაფერს მთელი გრძნობით ყვება.მკაცრ გამოხედვას ინარჩუნებდა თხრობის პერიოდიში,ყველა წინადადებაში კი მის სულს აქსოვდა.ეტყობოდა,რომ ამ.საქმეში უკვე გამოცდილი იყო და კარგათაც გამოდიოდა კიდეც.
-კითხვები ხომ არ გაქვთ?-როცა მოყოლა დაასრულა ყველას მოგვავლო თვალი.
-მე მაქვს-ჩუმათ ვთქვი და ყელი გავიწმინდე.
-გისმენ-გამიღიმა.
-მართალია ეკლესიას არ ეხება მაგრამ მაინც გკითხავ.სვანური იცი?-ვიცი,რომ ეს კითხვა სისულელეა მაგრამ ძალიან მაინტერესებს.თავი დამიქნია და გამიღიმა.
-შეგიძლია რამე გვითხრა?-ახლა გუკა მომინდა და მან განაგრძნო კითხვების დასვა.
-მოდი თქვენ მითხარით რისი გაგება გინდათ და მეც გადავთარგმნის-ისევ გვიღიმის.
-შევთანხმდით.-გუკა იწყებს ფიქრს თუ რა უთხრას უტას,მეც მას ვბაძავ და გონებას ვძაბავ .გუკას უცებ ახსენდება მთავარი სიტყვა და ეკითხება.
-მე შენ მიყვარხარ-უტაც იღიმის და ყელს იწმენდს.
-მი სი მალატ.
-შენ ჩემი მზე ხარ-გუკა პოზიციას არ თმობს.
-სი მიშგუ მიჟ ხი.
-აუ მეტი არაფერი მაგონდება.-ბოლოს ამოიოხრა.ამდენად მცირე აქ თავში ტვინი ელემენტარულ წინადადებას,რომ ვერ იფიქრებს?მაგრამ მე ვისზე რა მაქვს სათქმელი?არაფერი მითქვამს.
-კარგი,როცა მოგაფიქრდება მაშინ მითხარი.-ისიც უცინის.შემდეგ ვდგებით და სახლისკენ ვბრუნდებით.საღამოსთვის კოცონის დანთებას ვაპირებთ და უტაც ჩვენთან დავპატიჟეთ,მაგრამ ვერ მოვალო თქვა და დაგვემშვიდობა.
მე და სალომემ საჭმლის მომზადება დავიწყეთ,თან მზადების დროს ვიპარავდით ხოლმე რაღაცეებს და ვჭამდით.ყველაფერს მალე მოვრჩით,სუფრაც გავაწყვეთ და ბიჭებს დავუძახეთ.ჭამის დროს ხმას არ ვიღებდით,მხოლოდ ჭურჭელის ხმას თუ გაიგებდით.ბოლოს ისევ ჩვენ ავალაგეთ და დავრეცხეთ გასარეცხი ჭურჭელი.
უკვე საღამო იყო,მისაღებში ვიჯექით და ყვეკა ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაგავრებდით.მე კიდევ არ გამიკეთებია ის საქმე რაც უნდა გამეკეთებია და დემიანთან არ მისაუბრია.ალბათ გონია,რომ დამავიწყდა მაგრამ რამდენად ცდება ვერც კი წარმოიდგენს.აივანზე გავედი და საკანელა სკამში კომფორტულად მოვთავსდი და ფიქრებში გადავეშვი.ადრე აქ როცა მოვდიოდით მშობკები რამდენიმე დღით ადრე მიშვებდნენ,თვითონ კი რამდენიმე დღის შემდეგ ბრუნდებოდნენ.აივანზე გამოვდიოდი,ვარსკვკავებს შევყურებდი და ვფიქრობდი თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ ისინი.ამ დროს კი ისინი თურმე აკექსთან ერთად იყვნენ,არ ვიცი რატომ არ მითხრეს მისი არსებობის შესახებ მაგრამ კარგია,რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი გავიგე.
ფიქრებიდან დემიანმა გამომიყვანა.ჩემ გვერდით ჩამომიჯდა.არაფერი მითქვამს,ფეხზე ავდექი და მოვშორდი მას.
-რა გჭირს ანა?
-რა მჭირს?მომისმინე დემიან,მე არ ვარ შენი მორიგი სათამაშო.არ მოგცემ.იმის უფლებას,რომ ჩემით გაერთო და დამამცირო.არ მინდა ჩემ გამო ალექსთან პრობლემები შეგექმნას,ამიტომ იმ დღეს იქ სკანდალი არ მოვაწყვე.მაგრამ გაბრთხილებ,რომ მსგავს რამეს არასდროს აღარ შეგარჩენ და პასუხს სათანადოდ გაგებიებ.იცოდე მე შენი თმადამწვარი ბარბის მაგვარი არ გეგონო,ეს დაიმახსოვრე-მას მოვშორდი და სახლში შევედი.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Ani

აუუუუ რა კარგიააა მომწონს ძალიან ველოდბი ახალ თავს წარმატებებიი

 



№2 სტუმარი სტუმარი elo

dadet ra axali zalian sainteresoa

 



№3  offline მოდერი Girl with pretty smile

სტუმარი elo
dadet ra axali zalian sainteresoa

Male davdeb ))

Ani
აუუუუ რა კარგიააა მომწონს ძალიან ველოდბი ახალ თავს წარმატებებიი

Madloba ❤ mixaria room mogwons))

 



№4  offline მოდერი ენემი

სიღვარულობაა heart_eyes მეტი დემიანი და ანა kissing_heart

 



№5  offline მოდერი Girl with pretty smile

ენემი
სიღვარულობაა heart_eyes მეტი დემიანი და ანა kissing_heart

მუდამ გეყოლება დემიანი და ანა თუნდაც ზედმეტი დოზით ))

 



№6  offline მოდერი ენემი

Girl with pretty smile
ენემი
სიღვარულობაა heart_eyes მეტი დემიანი და ანა kissing_heart

მუდამ გეყოლება დემიანი და ანა თუნდაც ზედმეტი დოზით ))

მაგიტომ მიხარიხარ მე შენ kissing_heart

 



№7 სტუმარი სტუმარი Elo

rodis daideba axali gtxov dade raa

 



№8  offline მოდერი Girl with pretty smile

სტუმარი Elo
rodis daideba axali gtxov dade raa

პატარა პრობლემა შემექმნა,მაგრამ ხვალისთვის ადგილზე იქნება))

 



№9 სტუმარი სტუმარი Elo

rogorc chans dgesac ar gvideb kargi raaa

 



№10  offline მოდერი Girl with pretty smile

სტუმარი Elo
rogorc chans dgesac ar gvideb kargi raaa

უკვე ატვირთულია შემოწმებას ელის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent