შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მეთორმეტე თავი)


18-03-2018, 01:31
ავტორი MaaiKoo
ნანახია 827

მე მას დავარქვი ჩემი (მეთორმეტე თავი)

-რას ბოდიალობ თავადაც არ იცი-ვუთხარი ვითომ სიცილით, არადა როგორ მინდოდა მისი ვყოფილიყავი და ისე მომქცეოდა როგორც საყვარელ ქალს...თუმცა სანდროსთვის სიტყვა ''სიყვარული'' არსებობს? ? ეჰჰ
-ჰმმ,ნუ ღელავ პატარავ,შეყვარებულობას არ გთხოვ-გადაიხარხარა, გულში რაღაც ჩამწყდა... მას რა ნაშად ვუნდივარ? ჩემდა გასაკვირად აღარ მქონია დიდი რეაქცია მის ასეთ პასუხზე, პირიქით ახლა ვიწყებ თამაშს, ახლა მისი წესებით ვიმოქმედებ
-ვერ ვიტან სიტყვა ''შეყვარებულს'', მე ისეთი ურთიერთობა მომწონს რომელსაც სახელი არ აქვს, როდესაც არც გოგომ და არც ბიჭმა არ იცის რა ხდება მათ შორის,რომლის ახსნასაც ვერ ახერხებენ,ამას არც ცდილობენ,უბრალოდ უერთმანეთოდ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ....-სიამოვნებას ვგრძნობდი ამ სიტყვებს რომ წარვმოთქვამდი, სანდროს ისე ველაპარაკებოდი,როგორც დიდი ხნის ძმაკაცს
-მგონი პირველად გეთანხმები... მართალია რად გინდა შეყვარებული არ სჯობს გაერთო? ხან ერთთან იქნები ხან მეორესთან...
-რააა?? რაა უნამუსოო ხარრრ-ხელი მხარზე დავარტყი
-და შენ რაა სიყვარულის გჯერაა?-გაიკვირვა და თვალები მოჭუტა
-აბაა არ მჯერაა?? აბა წეღან რა ვთქვი? უერთმანეთოდ ცხოვრება რომ ვერ წარმოუდგენიათ, ერთმანეთთან სიშორე რომ გულს სტკენთ და უფორიაქებთ, ერთმანეთთან სიახლოვე რომ გულის ფეთქვას უხშირებთ,ერთმანეთის თითოეულ ნაწილთან შეხება რომ ჟრუანტელს ჰგვრით, ერთმანეთის გამო რომ სიცოცხლესაც უპრობლემოდ გასწირავენ..აი ესაა სიყვარული-ვთქვი მთელი არსებით,თან ხელებს ვიყენედი საუბრისას შტაბეჭდილების გაძლიერების მიზნით
-ვაააა საღოოლლ, სამსახიო არ ფიქრობ??-დოინჯი შემორტყა
-ისეთს მიგბეგვავ 1 კვირა ფეხზე ვერ ადგები სანდრო, მე ჩემს გულის წადილს გიზიარებ როგორ მეგობარს შენ კიდევ...-ძალიან მეწყინა და გავბრაზდი ასე აგდებულად რომ მესაუბრებოდაა.. ჰმმმ
-კაიი რააა ამ სიყვარულს შევეშვათთ და სხვა რამეზე ვისაუბროთ, რას იბუუტებიი-ხელი მხარზე დამადო და თბილად შემომხედა, მეც მალევე მოვლბი... მერე რაა?? მეგობრები ასეთ წვრილმანებზე არ კამათობენ...''მეგობრები''-დამცინოდა ჩემი მეორე ''მე'',არა რააა მოვკლავ ამასს, ''დაეტიე მანდ თორემ ხმას ჩაგაწყვეტინებ'' შევეწინააღმდეგე
-კარგი,მაშინ ერთ კითხვაზე მიპასუხე,რომელიც უპასუხოდ დატოვე...-გავუცინე და იქვე ჩამოჯდომა ვთხოვე,დავიღალე ფეხზე დგომით
-მიდი გისმენ რა არის ასეთი-თქვა თავის გაქნევით და გამიცინა
-მომიყევი შენს მშობლებზე-სიცილი სახეზე შეახმა,სახე გაეყინა,თვალი მომაშორა და ფანჯარაში ერთ წერტილს მიაშტერდა
-რაში გაინტერესებს...-მითხრა უემოციოდ
-მეგობრები ვართ მინდა შენზე ბევრი რამ ვიცოდე,შენი ოჯახის შესახებ კი არაფერი ვიცი,შენი დის გარდა-გული მომიკვდა ასეთ მდგომარეობაში რომ ვუყურებდი,მაგრამ ძალიან მაინტერესებდა რა ყო მისი დარდის მიზეზი,რაც გულს ასე უკლავდა
-ამ თემასთნ არავისთან მისაუბრია,ალექსის გარდა...-თავი ჩახარა, ალექსი მისთვის ბევრს ნიშნავს ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, მოიცაა ლილიმ არ იცის ანუუ??
-ლილიმაც არ იცის?
-ლილიმ ჩემზე არაფერი არ იცის, არც დაინტერესებულა ამით,არც მე ვიცი მასზე რამე, სიმართლე გითხრა მაგრად ,პროსტა კაი მოსახმარი გოგოა-ეშმაკურად შემომხედა, ავილეწე
-კააააიი აღარ გააგრძელო,თორემ გული ამერეეეეევა-სახე დავმანჭე,სანდრომ კი სიცილი ვერ შეიკავა ჩემი სახის დანახვიას
-გიხდება სიცილი,თუმცაა ტირილიც გხატავს
-რაა მზრუნველიხარრ სანდროო, ვააა-ვუთხარი ნიშნისმოგებით
-მე რომ არ გყავდე რა გეშელებოდა შე საწყალოო-თავზე ხელი გადამისვა და თან ისე ხარხარებდა ვფიქრობდი სადაცაა გაიგუდება მეთქი
-საქმეს დავუბრუნდეთ-ვუთხარი სერიოზულად
-.......-თვალები მომაშორა
-გთხოოვ....-მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე,მან თბილი მზერა მე მომაპყრო და დაიწყო იმ ამბის თხრობა,რომელსაც უემოციოდ ვერ ყვებოდა
-3 წლის წინ დედა, ჩემი და და მე ესპანეთში ვიყავით დასასვენებლად ,3 კვირიანი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნებულს მამა სახლთან დაგვხვდა. დედ-მამა 1 წლის დაშორებულნი იყვნენ,რადგან მამაჩემი პირწავარდნილი ლოთი იყო,ერთხელ დედაზე ხელიც კი აწია, მივვარდი და მეც კარგად ვუთავაზე, სახლში არაფრის დიდებით არ გავაჩერე, დედას ვუთხარი რომ ან ის უნდა წასულიყო სახლიდან ან მე, დედა არც შემწინააღმდეგებია...ან რატომ შემეწინააღმდეგებოდა? იცოდა ჩემი ხასიათის ამბავი თუ ვიტყოდი შევასრულებდი კიდეც,თან უავრგისი და მოძალადე კაცი სახლში არ გვჭირდებოდა, ახლა მარტივად ჩანს,თუმცა ყველაფერი რომ ასე დამთავრებულიყო რა გვიჭირს...-საუბრის გაგრძელება ძალიან უჭირდა,თვალები აუწყლიანდა, მისის სახე ხელებში მოვიქციე და ვუთხარი
-თუ გაგრძელება არ გინდა სხვა დროს განვაგრძოთ...გული მტკივა ასეთ მდგომარეობაში რომ გხედავ-სახეზე ცრემლები ჩამომიგორდა, მან იუარა
-არა, სხვა დროს ამის მოყოლის ძალა აღარ მექნება, დავიწყე და უნდა დავასრულო-მითხრა მტკიცედ. აღარც შევეწინააღმდეგე, მე ხომ ვაიძულე ამ ამბის თხრობა,ხოდა უნდა მომესმინა მიუხედავად იმისა,რომ ვხედავდი როგორ ვტანჯავდი
-გულისყურით გისმენ-ვუთხარი თბილად
-მამას არც ვუწოდებ იმ არაკაცსს...ის 1 წლის განმავლობაში გვავიწროვებდა, სახლთან ათენებდა და აღამებდა, დედას გული მოულბა,თუმცა გული მაინც ტკიოდა წარსულის გამო, მეც არასდროს გამნელებია ის ტკივილი რასაც ის გვაყენებდა, სულ მთვრალი იყო, სულ ყვიროდა და ბილწსიტყვაობდა, დედა ყოველთვის ეჩხუბებოდა.. ხოდა ერთ დღეს დედაზე ძალის ხმარება სცადა,როდესაც ჩემმა დამ შეუსწრო და კივილი დაიწყო, ოთახში შევვარდი და ისე ვცემე ფეხზე ძლივს დგებოდა,სახლიდან უკანმოუხედავად გავაგდე,დედა განადგურებული იყო,მაგრამ მას მე და სალომე ვყავდით, გვერდიდან არ მოვშორებულვართ და იმ მძიმე დღეების გადატანაში ჩვენ ვეხმარებოდით. როდესაც დასასვენებლად გადავწყვიტეთ წასვლა, ძალიან გვიხაროდა,გვინდოდა რომ დედას ყურადღება სხვა რამისკენ გადაეტანა,რამდენიმე თვე იყო გასული იმ არაკაცის სახლიდან გაგდებიდან,ამიტომ დედა ისე აღარ დარდობდა. ბიძაჩემი ზურა ძალიან შეძლებული კაცია, ცოლ-შვილი არ ჰყავს, ამიტომ მე და სალოს ყოველთვის გვანებივრებდა, ეს ახლაც ასეა. მიუხედავად იმისა,რომ მამაჩემი ლოთობდა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ყოველთვის ასეთი იყო, ბიძაჩემთან ერთად მანქანების ბიზნესი ჰქონდა,თუმცა შემდეგ ძველი ძმაკაცები თავს დაადგნენ, რომლებიც უცხოეთში ქურდობით ირჩენდნენ თავს, მამაჩემიც გადაიბირეს და ასე გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული. ბიძაჩემმა რა არ ეცადა,მაგრამ ამაოდ,ჩვენც ვერაფერი მოვუხერხეთ. ზურას ახლა მე ვეხმარები მანქანების ბიზნესში, ხელფასი მეც მაქვს, საკმაოდ მაღალიც კი ჩემს ასაკთან შედარებით,ბიზნეს-ეკონომიკაზეც ამიტომ ვაბარებ, მიყვარს ეს საქმე.... ჰოოო, რაც შეეხება ჩემი, დედას და სალომეს ესპანეთიდან დაბრუნებას....-აქ შეისვენა,ღმად ამოისუნთქა და მხოლოდ ამის შემდეგ განარძო-მამაჩემი როდესაც სახლთან დაგვხვდა,მივვარდი და გაგდებას ვეცადე,თუმცა იარაღი ამოიღო, სალომ და დედამ კივილი დაიწყეს, დედა მე მიყვიროდა,რომ არ მივახლოვებოდი, მაგრამ მამაჩემის ინტერესს თურმე დედაჩემი წარმოადგენდა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, დედასთან მივიდა და უყვიროდა, შენ წამართვი შვილებიო, სალომე უკიოდა,რომ ეს თავად გაანადგურა მათი ოჯახი, მე ვცდილობდი იარაღის წართმევას,მაგრამ ჩემი ადგილიდან დაძვრა და იარაღის გასროლის გამაყრუებელი ხმა ერთი იყო, აზრზე ვერ მოვედი რა მოხმხდარიყო, დედა დავინახე,რომელიც სისხლში ცურავდა, იქვე ჩავიკეცე, თავი ხელებში ჩავირგე, სისხლი ამიდუღდა, მეგონა ცა თავს დამექცა,წყვდიადის მორევში დავიკარგე, თავს ყველაზე უბედურ ადამიანად ვთვლიდი მსოფლიოში, სალომეს კივილმა რეალობაში დამაბრუნა, მამაჩემი გაოგნებული,გამწარებული,დენდარტყმულივით იდგა და იძახდა: '' მან მაიძლა, მან....მაი...ძუუ..ლლააა, ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, მაგრამ მივხვდი,რომ სასწრაფოში უნდა დამერეკა, დიდი დრო დავკარგე,ძალიან დიდი...ტელეფონი ძლივს მოვძებნე,პირველად ხელიდან გამივარდა, დავიხარე რომ ამეღ და იარაღის გასროლის ხმა გავიგე, დავინახე მამაჩემის სხეული უსულოდ როგორ დაეცა ძირს, მისი თავი სისხლით იყო დაფარული, სალომემ არაამქვეყნიურად იკივლა და გონება დაკარგა...ვხვდებოდი,რომ გული მიმდიოდა,ძალა აღარ მქონდა... მეზობლები მხოლოდ ახლა გამოცვივდნენ სახლიდან, მას შემდეგ ყველაფერი ბუნდოდვნად მახსოვს,რადგან გული წამივიდა.. ასეთი უსუსური ვარრ, მე რომ სასწრაფოში დროულად დამერეკა დედა შეიძელბა გადარჩენილიყო გესმისს ნატალიიი????აი ასეთი უბადრუკიი ვარრრ, ერთ დღეში 2 მშობელი ხელიდან გამომეცალა, ერთის გადარჩენა შემეძლო და ჩემი უნებისყოფობის გამო ისიც დავკარგე... დავკარგეე გეს...მისსს??მას შემდეგ გავხდი ასეთი ცივი,უხეშიი....თუმცა არც მანამდე ვიყავი,თბილი და მოსიყვარულე ბიჭი, იმ დღეების მშურს, იმ დღეების,როდესაც ლაღად ვცოვრობდი და არაფერი მადარდება... რა მწარეა ეს ცხოვრებაა... ამის შემეგ არ მჯერა სიყვარულის, არ მჯერა ქალისა და მამაკაცის სიყვარულისს გესმის ნატალიი???
სანდროს სახე დაეჭიმა, თავს ვეღარ აკონტროლებდა, თავი ხელებში ჩაერგო,ცრემლების ზღვა ნაკადი მის ღაწვებს ეცემოდა. მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვუთხარი
-არ გეტყვი რომ დაწყნარდე,რადგან ეს შეუძებელია....ეს შენ ბრალი არ არის, შენ ვერაფერს შეცვლიდი.შენ საუკეთესო ძმა და შვილი ხარ...თავი არ დაიტანჯო იმაზე ფიქრით,რომ შენ დამნაშავე ხარ, შენ არ ხარ დამნაშავე,არც კი ვიცი რითი განუგეშო, რა გითხრა... სიჩუმე ზოგჯერ ყველააზე კარგი გამოსავალია...ვფიქრობ ეს მომენტიც სიჩუმეს საჭიროებს, დაიმახსოვრე ცხოვრება ბრძოლის ველია. ადამიანის დანიშნულებაა, არა იარსებოს-არამედ იცხოვროს! ეს დაიმახსოვრე, შენს დას სითბო აჩუქე, გვერდში დაუდეგი და ყველაფერი გააკეთე რომ გააბედნიერო... სხვა რა არის სყვარული?? საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს(სალომე) და დაიცავი ის.არა მარტო ის, ოდესღაც შეხვდები ისეთ ადამიანს რომელსაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად ეყვარები, დამიჯერე...-თბილად ვუთხარი და ცრემლები თავისთვის გაიკაფავდა გზას უკვე ჩემს სახეზეც... სანდრო გულისყურით თვალებში შემომცქეროდა
-ცხოვრებაში ერთადერთ ადამიანს ვუყვარდი თავის სიცოცხლეზე მეტად,რომელიც ცივი საფლავშ განისვენებს....ამ უსამართლო ცხოვრებამ წამართვა ჩემი ნატვრის თვალი...მეორე კი ჩემგან ძალიან შორს არის წასული, ჩემი დაიკო როგორ მიყვარს...-მითხრა დანანებით, გამწარებითა და იმედგაცრუებით და ჩამომშორდა, დამტოვა ასეთ მელანქოლიურ განწყობაზე,სულიერად გამოფიტული და დარდიანი.... მე როგორ დღეში ვარ, ვერც კი წარმომიდგენია ის რას გრძნობს ახლა.. მან მე ეს უდიდესი ტკივილი გამიზიარა, ამ ამბის მოსმენის ღირსად ჩამთვალა...ამაზე ფიქრი მსიამოვნებდა.
ლექციების დასრულების შემდეგ სანდროს მოძებნა დავიწყე მინდოდა გამეგო როგორ იყო და რას ვხედავვ, კედელზე ლილი აუყუდებია და კოცნის ისე ხარბად თითქოს სადმე ეჩქარებოდეს ან ვინმე მოსდევდეს... დარდს ლილისთან აყოლებს,ამაზე ფიქრიც კი მზარავს,რომ წარმოვიდგენ ლილი როგორ ეხება მის თვალებს, ტუჩებს, ხელებს,სხეულს ტანში ზიზღის გრძნობა მეუფლება...ახლაცც ისე გავცხარდი....ვიც რომ ძალიან ტკივა, ვიცი რომ მისთვის ეს მოუნელებელი ტკივილია,მაგრამ იმედია ჩემმა სიტყვებმა ოდნავ მაინც დაამშვიდა.. აი ეს ლილი კი....გავბრაზდი, ნამდვილად გავბრაზდიი,შეეძლო ჩემთან მოსულიყო, დამლაპარკებოდა, მოვეკითხე, რას ვშვრებოდი ანნნ.... სულელი ვარრ, იდიოტიიი, ვინ ვარ მისთვის? უბრალოდ გულის გადამყოლებელი??.. არ ვიცი რა ვიფიქრო, ერთი მხრივ ვფიქრობ რომ ეგოისტი ვარ, ის რომ მიყენებდეს მშობლების ამბავს ხომ არ მომიყვებოდა? მეორე მხრივ ვფიქრობ,რომ მეგობრადაც არ მთვლის და ჩემთან საუაბრს ლილისთან ზასაობა და სექსი ურჩევნია...კარგი რადგან ასეა მეც შენი წესებით ვითამაშენ სანდრო დადიანი
-სანდრო როგორ ხარ?-მათთან მივედი,კოცნა გავაწყვეტინე,ლილიმ უკმაყოფილოდ აატრიალა თვალები,მინდოდა მიმეხრჩო, სანდრო გაკვირვებული მიმზერდა
-კარგად ვარ,შენ?-მითხრა უემოციოდ
-მიხარია,თუ კარგად ხარ, მეც კარგად ვარ-თვალი ჩავუკარი,რაზეც თვალები აატრიალა. მოვკლავ ახლა ამასს. აიიი სანდრო დადიანიიი ესს არისს, ჯერ თბილია,შემეგ ცივი, არ შეეძლო რომ წესიერად დამლაპარაკებოდა? თუმცა ბევრს ხომ არ ვითხოვვ?? არამგონიაა.. მეგობრობის კვალობაზე ბევრს ნამდვილად არ ვითხოვ....ამიერიდან აღარ ჩავეძიები
-დაასრულე?-მითხრა იმ კახპამ მობეზრებით
-შენთვის არც არაფერი მიკითხავს-ვუთხარი ირონიით
-კი, მაგრამ ხელი შეგვიშალე-არც მან დამაკლო
-ბოდიში,რომ ზასაობაში ხელი შეგიშალეთ, და კიდევ სანდროს როდის დაველაპარაკები შენი საქმე არაა
-ვააა როდისს დადაქალ-დაძმაკაცდით თქვენ ორნიი?-გადაიხარხარა
-გეყოთ ახლა, ნატალი საქმე თუ არ გაქვს დაგვტოვე....გთხოოვ- მიხვდა რომ მეყინა და ბოლო სიტყვა მაინც დაამატა...აი ამას არ ველოდიი, მეგონა დამიცავდაა მაინც, კარგიი რააა....გული ძალიან დამწყდა
-....ორივე ერთმანეთზე უარესები ხართ-ვუთხარი ირონიით და გამწარებული და წყენით სავსემ ორივე დავტოვე, თუმცა ირონიის გარდა სხვა არაფერი ვაგრძნობინე. მე პრინციპული ვარ და არავის მივცემ უფლებას გადამაბიჯოს. როდესაც მივდიოდი გავიგონე მათთან ახლოს მდგომმა ბიჭა ჩემზე როგორ თქვა: ''აუ რა აქქ'', მივუბრუნდი და ვუთხარი
-მე მითხარი რამე?-ისეთ ხმაზე ვუთხარი, მათაც რომ გაეგონათ
-აღვნიშნე,რომ კარგი გაქვს?-გამიცინა
-აჰჰჰ, ვიციი-თვალი ჩავუკარი, სანდრო ჩემს მარჯვნივ იდგა, მე პროფილით ვიდექი ამიტომ მისი მომუშტული ხელები მაინც შევნიშნე, ჰმმ მეგობარი ვარ ბოლოს და ბოლოსს....გულში ჩამეცინა
-ვაა სხვა გოგოები მოვიდოდნენ და ჩხუბს დამიწყებდნენ, ეს როგორ მაკადრეო, ჯიგარიხარ-ეშაკურად ჩამიცნა
-მე სხვა გოგოებს არ ვგავარ-ლილის გავხედე და ირონულად გავიღიმე
-გინდა კაფეში გავიდეთ?-უუპსსს
-რატომაც არაა, საქმე არ მაქვს-მიუხედავად იმისა,რომ დაღლილ-დაქანცული ვიყავი მაინც გავყევი,თან ცუდი ბიჭი არ იყო, პირიქით კარგი აღნაგობა ჰქონდა...
კაფეში ნამდვილად კარგი გარემო იყო, სხვა დროს ასეთ ბიჭს არ გამოვყვებოდი სადმე სასადილოდ, პირიქით ისეთ სილას ვუთავაზებდი ფეხზე ძლივს ადგებოდა,მაგრამ შევიცვალე,უფრო თამამი გავხდი და ნაბიჯის გადადგმის აღარ მეშინია, მე თავისუფალი გოგო ვარ, მაგრამ საზღვრები ვიცი და ფარგლებს არ გავსცდები..თან ამ საქმეში გამოცდილი ვარ, 3 ჯერ კინაღამ ძალადობის მსხვერპლი გავხდი...
-რას შეუკვეთავ?-მეკითხება
-ბურგები,ფრი,კოლა,დონატი-მშიოდა
-მეც იგივე-გამიღიმა, კაი ბიჭია...მის მზერას თვალი გავაყოლე და უკან რომ გავიხედე სანდრო და მისი ნაშა დავინახე, სანდროს მზერა ჩემსას შეეჩეხა, სახეზე გაბრაზება ეტყობოდა,ლილის ხელს მაგრად უჭერდა, მე ნასიამოვნები სახე მქონდა და მალევე გამოვტრიალდი
-რა ხდება, შენი ყურადღება რატომ მიიპყრო ამ წყვილმა?-ვუთხარი დაინტერესებულა, ''წყვილი'' რომ ვახსენე კინაღამ შევწუხდი
-არ მიუპყრია პროსტა ეს ბიჭი არ მევასება
-რატოოო????-მეც დავსვიი რაა კითხვა, იმიტომ რომ უხეშია... ნუ გარეგნულად უფრო, ვიდრე შინაგანად,თუმცა ეს სხვებმა არ იციან
-დიდი ყოჩი ვინმეა, თავი სხვებზე დიდი ჰგონია... -ალმაცერად საუბრობდა, ცოტა არ იყოს გავბრაზდი
-ასე თუ ისე ვიცნობ ამ ბიჭს, მთლად მასეთიც არაა-დავამატე
-მოდი ამ სირზე ნუ ვილაპარაკებთ-სახე ამენთო
-რაა სიტყვებიაა????-სიტყვა ''სირზე'' მეტად, იმაზე გავბრაზდი,რომ სანდრო მოიხსენია ასე,თუმცა ამას ხომ არ ვეტყოდი
-კარგი ბოდიში-დამეკრიჭა, რაზეც გამეცინა
-ინებეთ შეკვეთა-ოფიციანტმა შეკვეთა მოგვიტანა, მმმმმ რა მადისაღმძვრელად გამოიყურებაა
-მადლობთ-ვუთხარით ორივემ.
-შენზე მითხარი რამე-მითხრა ჭამის დროს
-ნატალი მქვია, იურიდიულზე ვსწავლობ, 18 წლის ვარ, შენ?
-გიორგი მქვია,ბიზნეს-ეკონომიკაზე ვსწავლობ, 18 წლის ვარ-გამიცინა.. მმმ ბიზნეს-ეკონომიკაზე სწავლობს სანდროცც... რაა მჭირსს რააა სულ სანდროო რატომ მაკერია პირზე? სად ჯანდაბაში დაკარგე გოგო პრინციპულობა, ნაგვის ურნაში ხომ არ დაგრჩა??
-მმმმ კარგიაა
-შეყვარებული გყაავსს?-ეშმაკურად შემომხედა
-ნწწწ, არმყავსს, შენ?-შევხედე თითქოს დაინტერესებულმა
-არააა, ჩემი მოსაწონი გოგო ვერ ვნახე-გამიცინა
-ჰმმმ, რა თავდაჯერებული ხარრ
-ძალიან-გამეკრიჭა, უცბად მზერა წინა მაგიდისკენ გადავიტანე და სანდროს სახეს შევეჩეხე,რომელიც იმ წამსვე ლილისკენ გადაიწია და ვნებიანად აკოცა, ლილიც გაკვირვებული იყო არ ელოდა კოცნას.... მერე მე რაა??? გააჯვასს რა ვაბშეე, იზასაოს რამდენიც უნდაა....უცბად ჩემს მზერას თვალი გააყოლა გიორგიმ და მითხრა
-გასაგებიაა
-რა არის გასაგები??-გავიკვირვე
-გასაგებია,რომმ სანდრო გევასება-თვალებში შემომხედა
-საიდან მოიტანე? აჰჰჰაჰჰჰ-გადავიხარხარეე ისე,რომ სხვების ყურადღება მივიქციე...ანუ ჩემს წინ მსხდომი ''წყვილისიც''
-თვალი არ მოგიცილებია-გამიღიმა
-გეშლება გიორგიი-გავუღიმე
-ფსიქოლოგი მყავს დედა ასე რომ ბევრი რამ მეხერხება,მაგალითად ადამიანის აზრების წაკითხვა
-აზრების არა ის კიდე, შენც მკითხავი არ მყავდე- გადავიხარხარე
-იცინეე ხოო შენნ-ცხვირის წვერთან საჩვენებელი თითი მომიტანა,გაჯავრების მიზნით.. სიმართლე გითხრათ სასიამოვნო ბიჭი იყო ნამდვილად, სიამოვნებით ვიმეგობრებდი მასთან...
-გინდა სანდრო აეჭვიანო და მაგიტომ გამომყევი არა????-კოლა ხელში აიღო და მოსვა
-ჯანდაბას....ხოოო,მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ
-არ მგონია ის ამას ფიქრობდეს, ისევე როგორც შენ-გამიცინა
-მართალია, ის კიტრად არ მაგდებს.. ზოგჯერ-გავუცინე
-ეგ არ მიგულისხმია, ის ბრაზდება სხვის გვერდით რომ გხედავს
-მეგობარი ვარ და მაგიტომ....
-ჰმმმ, თავადაც იცი რომ მასე არ არის... რაღაცას გეტყვი და დამპირდი რომ შემისრულებ
-პირველი შეხვედრისთვის ზედმეტი ხომ არაა?-გავუცინე
-ისეთი არაფერიაა, ნუ ღელავ-ეშმაკურად ჩაიცინა
-კარგი ხო ჯანდაბას
-ანუ მპირდები-გამიმეორაა
-ჰოო მეთქი და მეტიც არ მინდა რამე საშინელება იყოს
-მემოდი ახლა მე შენ გაკოცებ დაა სანდროს რეაქციას დაველოდოთ
-ჰაა??
-შენ შემპირდი-თავი მოისაწყლა
-პირველად გამოვყევ ბიჭს კაფეში,ჩემი გულის წადილი გავანდე, ახლა უნდა გაკოცო?? ვერ ვიჯერებ რა ხდება ჩემს თავს-გამეცინა
-რაიყო პირველი კოცნა ხომ არ არის?? არ მინდაა პირველი კოცნა მოგპარო-ეშმაკურად გამომხედა
-არა პირველი არ იქნება- სახე ზიზღით ამევსო, გამახსენდა კლუბის ამბავი
-ხოდაა ასეთი მახინჯიც არვარრ, თან 10 წამიანი კოცნა იქნებააა-გადაიხარხარა
-ამას დათვლილიცააქ დაჟე...-გადავიხარხარე-კაი მიდიი-ღრმად ამოვისუნთქე, გიორგი მომიახლოვდა და ვნებიანად მაკოცა, ღმერთო რაა სასიამოვნო იყოო, მაგრამმ მაინცც სანდროო სჯობსს...დაა აიი სანდროოც,რომელმაც კოცნაში ხელი შეგვიშალა.
p.s. ველოდები თქვენს აზრს. მადლობა რომ ჩემს ისტორიას კითხულობთскачать dle 11.3




№1  offline წევრი qeti.ii

დღეს ჩავუჯექი ყველას ერთად,მომწონს,სად გააჩერე რა მომენტზე,მალე დადე შემდეგი,გთხოვ ❤❤❤

 



№2 სტუმარი სტუმარი Lika

Au kaia ro male deb momwons

 



№3  offline წევრი Nini qvlividze

აუუ ძაან მაგარიაა ვაიმე ვკვდები ინტერესით მალე დადეე რაა გთხოვ ძაან მააგარი მოთხრობაა????????????????

 



№4  offline წევრი MaaiKoo

qeti.ii
დღეს ჩავუჯექი ყველას ერთად,მომწონს,სად გააჩერე რა მომენტზე,მალე დადე შემდეგი,გთხოვ ❤❤❤

დღეს დავწერრ სავარაუდოდ ხვალ დაიდებააა მადლობააა

ახლაა ვწერრ გოგონებო შემდეგ თავს, 1 საათში დავდებბ სავარაუდოდდ, იმედია დღეს გამოქვეყნდებააა

 



№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძანაგარია გაგრძელე

 



№6  offline წევრი MaaiKoo

24 საათში ერთხელ იდება სიახლე სამწუხაროდ ვერ ავტვირთე და ღამით მომიწევს ატვირთვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent