შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარს ( თავი 14 და 15 )


18-03-2018, 13:58
ავტორი teengirllove
ნანახია 542

მიყვარს ( თავი 14 და 15 )

ოთახში გადმოძვრა...შიშისაგან ფეხები მიკანკალებდა ,გიჟის თვალებით მიყურებდა ,მომიახლოვდა ,ისე მათვალიერებდა თითქოს ჩემი სისხლის დალევა უნდოდა , ეშმაკს ჰგავდა...მკლავში ხელი ჩამავლო და ფანჯარასთან მიმათრია ..
- რას აკეთებ !!! ხმა ძლივს ამოვიღე , პასუხი არ გამცა ..- გიორგი გამიშვი !!
-აქ დაგელოდები , ორ წუთში ქვევით ჩამოხვალ!! თუ არადა ინანებ...თქვა და ფანჯრიდან გადახტა...რავქნა ? შიშისგან ვეღარც ვაზროვნებდი, აქწეთ იქით დავდიოდი..ტელეფონინავიღე რომ ლუკასთის დამერეკა მაგრამ გადავიფიქრე ,არ მინდოდა რამე დაშავებოდა..მაგრამ მე რომ მომსვლოდა რამე ,ვინმეს ხომ უნდა სცოდნოდა სად ვიყავი..ტელეფონი ავიღე და შეტყობინება გავგზავნე ,შემდეგ მოწყვეტით დავეშვი კიბეზე ,ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი...
ზუსტად ჩემი საძინებლის ფანჯრის ქვეშ იდა და მელოდებოდა ,თან ეწეოდა ,როგორცკი დამინახა ,მომვარდა წავიდეთოცმითხრა და ხელი მაგრად მომკიდა..სადღაც მივყავდი,იმდენად სიბნელე იყო ვერ გავარჩიე სად , ბოლოს რაღაც ეზოში ამოვყავი თავი ,ირგვლივ დასახლება არ იყო..ძალიან შემეშინდა ,თუმცა თავს მაინც ამაყად ვიჭერდი...ცოტახანს ჩუმად იყო , სიგარეტს მოუკიდა ...
-გისმენ!! თქვა ბოლოს...თვალები დავაჭყიტე ,
- მეე ? ...
-ხო ,გისმენ აბა ,რატომ მარიდებ თავს ?
-მე...მე ყველაფერი გავიგე შენზე და ....ნერწყვი გადავყლაპე...შენზე და იმ გოგოზე ვინც ცოლად მოიყვანე..
წამის მეასედში გამომხედა გახევებულმა ,შემდეგ თვალი ამარიდა და თვალი ერთ წერტილზე გაუშტერდა ... ბოლოს ხმა ამოიღო ,სიცილი ატეხა ..გიჟს გავდა - იცი იმ გოგოს რა დავმართე ხომ ასეა...ის მაინც თუ იცი რატომ ?..უარის ნიშნად თავი გავაქნიე... -გინდა გაიგო?
მის ხმაში სიცივე და ირონია იგრძნობოდა ...არაფერი მითქვამს , მაგრამ მაინც დაიწყო მოყოლა ,ისე რომ თვალი გაშტერებული ჰქონდა..
- მოკლედ...ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო პერიოდში,ერთი ტიპი გავიცანი,კაი ტიპი ჩანდა , მაგრად დავმეგობრდით , ერთხელ მასთან ავედი ვიქენდზე...ამ დროს ღრმად ამოისუნთქა..ნეყავ არ ავსულიყავი, მაშინ აირია ჩემი ცხოვრება , მაშინ გავსინჯე პირველად ის წყეული წამალი ...ამ სიტყვებზე მე გამომხედა ..- მომეწონა , უფრო და უფრო მომინდა ..ბოლოს დამოკიდებული გავხდი ..ყველა და ყველაფერი დავიკიდე ,მხოლოდ ის მინდოდა ..
-მახსოვს ,უცნაურად იქცეოდი იმ პერიოდში...მეგონა ოჯახში იყო პრობლემა...
- ოჯახი. ...მამაჩემმა რომ გაიგო ,თავიდან მომიშორა ,ამერიკაში გამიშვა რეაბილიტაციისთვის...იქ გამოვჯანმრთელდი ,შემდეგ ოლივი გავიცანი ,
მდიდარი ოჯახის ქალიშვილი , ერთ თვეში დამადგა და ორსულად ვარო გამომიცხადა , მაიძულეს ცოლად მომეყვანა...ერთ დღეს ვიჩხუბეთ ,ავდექი და ისევ გა იჩხირე ,რომ დავბრუნდი ისევ მეჩხუბა და ....
-აღარ გააგრძელო ...ვუთხარი მუდარით..
-და დანა ვთხლიშე მუცელში ,პირდაპირ შიგნით...მთელი ადრენალინი მომაწვა ,უფრო აქტიურად ვურტყავდი
-გაჩუმდი ,გაჩუმდი !!!! ყირებზე ავიფარე ხელები და გამწარებულმა ვიკივლე ...ამან ის გაამხიარულა , ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა ..
-იცი რაზე ვიჩხუბეთ? მითხრა რომ აღარ ვუყვარდი..თან ლაპარაკობდა თან მიახლოვდებოდა...უცებ დანა ამოიღო და ცხვირწინ მომიტანა..-ეს დანა იყო , ბევრჯერ დავარტყი..ბევრჯერ ...მაგრამ გადარჩა...სინანულით დააქნია თავი..
მიხლები მომეკეცა ,ძირს დავვარდი..ცუდად ვიყავი..ვტიროდი და ვემუდარებოდი გაჩუმებულიყო,მაგრამ არ მისმენდა...შემდეგ გაჩუმდა,მხეცივით შემომხედა ...-შემდეგ აქ დავბრუნდი , სკოლაში დავიწყე სიარული და შენ დაგინახე , ფანჯარასთან იჯექი და რაღაცაზე ფიქრობდი...გამიხარდა ,მეგონა ჩემზე ფიქრობდი..მესიამოვნა როცა გავაანალიზე რომ გული გატკინე ..ძალიან გატკინე ...
სახეში გავარტყი -ავადმყოფო!!!! ყვირილი დავუწყე ..ისევ მინდოდა გარტყმა მაგრამ ხელები დამიჭირა და გაიცინა ..
-მაგრამ მერე იმ მახინჯთან დაგინახე ..ვხედავდი როგორ უნაბავდით ერთმანეთს თვალებს , ორი სულელი..გადავწყვიტე თამაში მეთამაშა...თქვენი დაშორება გადავწყვიტე...ამ სიტყვებზე კიდევ უფრო გაიღიმა..შემდეგ მომშორდა და იქით ჩამოჯდა ,რღაცას აშტერდებოდა..ნახევარი საათი ასე იჯდა ...
-ხო და შენი პასუხი? მისმა ხმამ შემაშინა...
-რა? გამწარებულმა ვიკითხე
-ხომ უნდა გეთქვა იქნები თუარა ჩემი ?
-შენ სულ გამოშტერდი?
ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა ..-მე გეკითხები , გიყვარვარ თუ არა და იქნები ჩემთან თუ არა..!!!!!!
ფეხები ამიკანკალდა ,ვგრძნობდი მალე მოვკვდებოდი...პასუხი ვიცოდი მაგრამ მაშინვე ის საწყალი გოგო დამიდგა თვალწინ რომელიც დაჭრა ...არა შიშის დრო არ არის ,დღეს მაინც ვერ ვიცოცხლებ...თავი ავწიე ,თვალი თვალში გავუყარე და ნერწყვი გადავყლაპე..
-არა !!!! ვუთხარი მკაცრად და ომახიანად...თვალები გაუციბდა ,დავინახე როგორ დაეჭიმა კისერზე ძარღვები..ცივი თვალები მომანათა,ისეთი რომ მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა....
უცებ მომვარდა ყელში მწვდა ...-შენი ნებაა ,არჩევუს საშვალება მოგეცი...ყველაფერი მოგიყევი, მაგრამ მაინც არასწორად აირჩიე..
-მომშორდი !!
ისე მათვალიერებდა სახეზე გეგონება საჭმელი ვიყო...კოცნა დამიწყო ...
-მე შეგიყვარე ქრისტინ,მაგრამ ვერ დააფასე...დანა აწია ..არ დააფასე..
-გამიშვი მანიაკოოო !!!!! ისევ კოცნას განაგრძბოდა ,მეკი ვტიროდი და ვკიოდი..უცებ უკნიდან ვიღაც მოვარდა , გიორგის ზურგიდან ჩააფრინდა მკწაზე გააგორა,მის ზევიდან მოექცა და იმდენი ურტყა სანამ კბილები არ ჩამოუცვინა ..გამწარებული ურყამდა ,სიბნელეში ლუკას სახე მაინც ვიცანი..შემეშინდა ,ვაითუ რამე დაუშავდესთქო..ან საიდან გაიგო აქ რომ ვიყავი...
ლუკა გამწარებული ურტყამდა გიორგის , მთელს ბოღმას ,ჯავრს და გაბრაზებას მასზე ანთხევდა..უნდოდა მოეკლა ,მოეკლა ეს მანიაკი რომელიც უკვე ორი თვეა მოსვენებას არ აძლევდა , რომელიც მის გულსა და სიყვარულს ატირებდა და ტკენდა...მოკლავდა კიდეც ქრისტინეს ტირილს და მუდარას რომარ შეეჩერებინა თავი დაანებეო..უცებ მოეგო გონს , წამოდგა და გოგონას მივარდა ,მივარდა და მაგრად ჩაეხუტა ,ისე მაგრად ლამის იყო მოჭყლიტა , გულში იკრავდა და ღმერთს მადლობას ეუბნებოდა რომ კარგად იყო..თავი ვეღარ შეიკავა და აკოცა..მთელი თავისი გული და სული ჩააქსოვა კოცნაში ..კოცნიდა და გული ლამის ამოვარდნოდა...შემდეგ მისი სახე ხელებში მოიქცია - ვიცი არ გიყვარვარ და ამ მანიაკის შემდეგ ვეღარავის შეიყვარებ მაგრამ მინდა იცოდე რომ მე მიყვარხარ და შენს გამო თავსაც გავწირავ..ამის თქმა და ქრისტინეს კივილი ერთი იყო, თავიდან ვერ მიხვდა რატომ კიოდა ,მაგრამ უეცრად საშინელი ტკივილი იგრძნო ზურგში ..ნელ-ნელა შეტრიალდა და მის წინ მდგარი გიორგი დაინახა რომელსაც სისხლიან სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა ,შემდეგ თვალები დახუჭა და უგონოდ დაეცა მიწაზე...
ლუკამ ქრიტინეს გახედა , დანის შერჭობით განცდილი ტკივილი იმდენად არ ადარდებდა რამდენადაც საყვარელი გოგოს სახეზე დანახული ის დიდი ტკივილი რომელიც ქრისტინეს სახეზე აღიბეჭდებოდა... იგრძნო როგორ დაეცა ძირს ,როგორ მივარდა მას ქრისტინე და როგორ ევედრებოდა თვალები არ დახუჭოო..მაგრამ! სხვანაირად ვერ მოხდებოდა , უკვე ყველაფერი სიბნელეში და ბინდში ეხვეოდა ...ბოლოჯერ მოიკრიბა გამბედაობა და ესღა თქვა -მიყვარხარ ქრისტინე!!!скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი shalo

shen maswavli gogos dakervas

 



№2  offline წევრი talia

Bombia, da ra romantiuli

 



№3  offline წევრი teengirllove

talia
Bombia, da ra romantiuli

romantikis gareshe ar shemidzlia xoici :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent