შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტში [სრულად]


20-03-2018, 00:33
ავტორი ელპინი
ნანახია 2 277

მარტში [სრულად]

-შენ, რომ სურვილი გქონოდა-სულ ერთად ვყოფილიყავით, ვიქნებოდით კიდეც, მაგრამ სურვილი არა, გრძნობა არ იყო შენში გამჯდარი, ივერი.
აეროპორტში ვიდექი მის წინ და მიუხედავად იმისა, რომ ახლა, აქ არც უნდა ვყოფილიყავი შეიძლება, ყველაფერი ფეხებზე მე*იდა. თუნდაც, მოშტერებული მზერებიც.
-ოხ, ანკა. ჩემი არ წასვლით, რამე შეიცვლებოდა?
იცინოდა. თავს აქეთ-იქეთ აქნევდა, როგორც ჩვეოდა ხოლმე. ხელს წვერზე ნერვიულად ისვამდა და ცალ თვალს მოჭუტავდა ხოლმე. მეგონა, მხოლოდ მე ვამჩნევდი მის ამ ქცევას. თურმე, ასეც ყოფილა.
-ერთხელ რომ გეთქვა-წასვლას ვაპირებ-ო, იცი, რამდენ რამეს შევცვლიდი? აი, თუნდაც იმას, შენ რომ ყოველ დილით წერილებს მახვედრებდი კარებთან და მე არც ვკითხულობდი, ისე ვინახავდი ჩემს კარადაში. აი, მაგ წერილებს წავიკითხავდი, ივერი.
ერთი წამით ხელი მისი სახისკენ წავიღე, მაგრამ მერე ისევ უკან დავაბრუნე. ისევ მე გამოვჩნდებოდი სუსტი მის წინ და იამაყებდა-უჩემოდ ვერ ძლებდა-ო. კი, ეგრე იყო, მაგრამ არ მინდოდა მას სცოდნოდა. ყველაფერს ვპატიობდი. ჩემს ტირილში ათასჯერ განათენებ ღამესაც, დასიებულ თვალებსაც, გამოფიტულ სხეულსაც, ყველაფრისადმი სურვილის დაკარგვას, მაგრამ იმას ვერ-ჩემგან გაუფრთხილებლად, რომ წავიდა. დამტოვა და თუ მასაც ისე სტკიოდა, როგორც მე, წამითაც არ უნდა ეფიქრა წასვლაზე.
-შენ ოპტიმისტი ხარ, ანკა. ოპტიმიზმი იცი რას ნიშნავს? აი, ახლა ასე ლაპარაკობ და მერე, რომ მეთქვა-მივდივარ-მეთქი, ისტერიკებს ატეხავდი და იტყოდი-მოგბეზრდი, ხო-ო? შენ თავს რა მომაბეზრებს, ანკა. იმ დროს, ისე იყო საჭირო.
სიმართლეს ამბობდა. ვიცოდი, მაშინ რომ ეთქვა, გავგიჟდებოდი და ერთ ამბავს ავტეხდი, მაგრამ მერჩივნა, მცოდნოდა. დავემშვიდობებოდი მაინც. ბოლოჯერ ჩავიხუტებდი და ჩემად შევიგრძნობდი.
-მაგრად მომენატრე, ანკა. ეს დღეები, თვეები საუკუნედ მეჩვენებოდა. ყველა წუთი მეზიზღება შენგან შორს, რომ ვიყავი.
თვალებში ვუყურებდი, სახეში გავარტყი ხელი.
-ეს იმისთვის, რომ გაუფრთხილებლად წახვედი.
წარბი არ შეუხრია. იცოდა და ელოდებოდა მსგავსს. აქამდეც ბევრჯერ მომხდარა ასე. რამდენიმე დღით, რომ გადაკარგულა. მეორეჯერაც გავარტყი.
-ეს იმითვის, რომ მთელი სამი თვე ერთხელაც არ მოგიკითხივარ.
სწრაფად მივახალე და უკან გამოვიქეცი. ხელი მეწვოდა, სულიც მტკიოდა. არ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ განგებ არ გამიკეთებია. გაიღიმა კიდეც. ჩემი ხელის შეხებისგან გაიღიმა. პირველად რომ დავარტყი-ყველაზე მაგარი ხელის შეხება იყო ჩემს ცხოვრებაში-ო, მიპასუხა. მერე, გამეცინა ნერვიულად, გაფრენის პირასაა-მეთქი, მაგრამ უნორმოდ და უდოზოდ ვგრძნობდი მის სიყვარულს ჩემდამი, თუნდაც წამში დაჭერილ გამოხედვაში. ტაქსში ჩავჯექი, მისამართი სწრაფად ვუთხარი. არც ერთი ცრემლი არ გადმომმვარდნია. უფრო იმაზე ვნერვიულობდი, რომ მისი მონატრებისგან ვგიჟდებოდი.

***
ნინიმ აიტეხა, ყაზბეგში წავიდეთ-ო და ზოგადად, მარტის თვეში ყოველთვის ყაზბეგში დავდიოდით ერთი კვირით. უბრალოდ, ახლა არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მქონდა წასვლის სურვილი. უფრო სწორად, სამსახურიდან გადაღლილი ვიყავი ზედმეტად და ძილი მერჩივნა, დასვენება.
-ანა, მეტჯერ აღარ მათქმევინო ახლა. ადექი დროულად. გამოგვივლის საბა და ნია. გავდივართ ყველა.
უკვე, მკაცრად მეუბნებოდა ნინი და თვითონაც არ იღლებოდა მგონი, ამდენი თხოვნით, თორემ მე უკვე ყურები დამეღალა ერთი და იგივე ფრაზის მეოთხმოცეჯერ მოსმენით.
-ნინი, მეზარება! იცი რას ნიშნავს ადამიანო მეზარება? მოდი, აგიხსნი.
ხელით საწოლზე ვანიშნე და მეც მერამდენედ ვუმეორებდი ამ ფრაზას არ მახსოვდა.
-ესე იგი, ერთი თვეა სახლიდან გავდივარ ცხრა საათზე. მოვდივარ ღამის თორმეტ საათზე და ვმუშაობ თავაუღებლად. ვარ საოცრად გადაღლილი და ახლა ძილის მეტი არაფერი მინდა. იქ კიდე, გზაში დავიღლები ჯერ, მერე შენ მოგინდება ჯერ ლომისაზე ავიდეთ-ო, მერე გერგეთზე-ო და გამძვრება ქანცი. ყოველ წელს დავდიოდით ვიცი, მაგრამ ახლა არ შემიძლია, რა.
ბოლოს წუწუნით ვუთხარი და სახის მიმიკებს, რომ არ ცვლიდა მივხვდი, რომ ამდენი ტყუილად ვილაპარაკე.
-მიდი, ადექი დროულად. ჩაალაგე, ერთ საათში გავდივართ.
ჯერ ისედაც, დილის შვიდი საათი იყო. ადრე, რომ გამაღვიძა, მაგას არ ვაპატიებ და ჩემს ორ კვირიან შვებულებას, რომ მას ვახარჯავ, არც მაგას ვაპატიებ. არა, ყაზბეგი მეც მიყვარდა, სუფთა ჰერი, ლამაზი ბუნება, სასიამოვნო სიმშვიდე ნამვილად იყო განტვირთვის კარგი საშუალება, მაგრამ მე ჩემს ბალიშთან მერჩივნა ჩემს საწოლში.
-მოგკლავ ერთხელაც იქნება, შენი ჯიუტობის გამო!
გაბრაზებულმა ვუთხარი და სწრაფად წამოვდექი საწოლიდან.
-ყავას ვაკეთებ.
ცეკვით გავიდა ოთახიდან. რამ გააღვიძა დილის შვიდ საათზე ყაზბეგში წასასვლელად, მეც არ ვივი.
-აი, საბა როგორ გააღვიძე? ან ნია? მაგაზე უარესი.
სიცილით ვუთხარი და წარმოვიდგინე, საბას სახე აქ, რომ მოვიდოდა და ნინის მოკვლის სურვილით სავსე იქნებოდა. კი, და-ძმა იყვნენ, მაგრამ ცხოველები ორივე. არ ვაჭარბებ, გეფიცებით!
-მე ეგ როგორ გამიჭირდებოდა? მე მოგცემ ფულს საწვავისას-მეთქი, მოვქრივარ, როგორც თეთრი რაში-ო. ნიას თვითონ გააღვიძებდა როგორმე და ერთ საათში რომ არ იყვნენ აქ, ცოცხლად დავწვავ ორივეს.
მგონი, ნინი აშკარად გაღიზიანებული იყო დილიდანვე. მალევე ჩავიცვი, გავამზადე ბარგიც და სამზარეულოში გავედი.
-აღიარე, ჩემზე მაგარ ყავას ვერსად აკეთებენ.
არა, მართლა ეგრე იყო და ყოველ დილით, ნინის მოდუღებული ყავა წამალივით იყო ჩემთვის.
-ნინი, ყოველ დილით მაგის თქმა არ გბეზრდება?
-არა. არასდროს დავიღლები. თუ არ გინდა მოგკლა, მიპასუხე იმდენჯერ, რამდენჯერაც გეტყვი. თავიდან დავიწყოთ. ანა, აღიარე ჩემზე მაგარ ყავას ვერსად აკეთებენ.
-ნინი, გაღიარებ.
-არა, ანა. ეგრე არა. მიყურე მე და ისწავლე.
ერთი საათის განმავლობაში სახის მიმიკებს იღებდა და ათასჯერ გამამეორებინა ერთი და იგივე ფრაზა. ბოლოს, საბა და ნია რომ არ მოსულიყვნენ, გაქცევას ვაპირებდი უკვე.
-ისევ თქვენ მიშველეთ.
სასოწარკვეთილი ხმით ვუთხარი და მალევე გავედით, თან.
მთელი გზა ძილში ვატარებდი, მაგრამ როგორც კი ყაზბეგს მივუახლოვდებოდით, ყოველთვის მეღვიძებოდა და უკვე, ვგრძნობდი სუფთა ჰაერს და ფილტვებს ვივსებდი. გაღიმებული სახით და გაცისკროვნებული თვალებით ვათვალიერებდი გარემოს და მიუხედავად დაღლილობისა, აქ მაინც თავისუფლებას ვგრძნობდი.
-ანა, აი, წამოსვლა რომ არ გინდოდა, ახლა ხომ კარგად გრძნობ თავს.
ნინიმ სიამაყით მითხრა და წამით ისიც ვიფიქრე, რომ არ წამოვსულიყავი, ვინანებდი-მეთქი.
-დაღლილი ვარ და მე პირდაპირ მივდივარ ჩემს ოთახში.
ზურგჩანთა მოვიკიდე და მაშინვე სახლისკენ გავეშურე. ნინის ბებია და ბაბუა ცხოვრობდა ადრე აქ. მერე, ისინიც თბილისში გადმოვიდნენ და დარჩა მარტო სახლი. ტრადიციად ვაქციეთ აქ წამოსვლა მარტში. მარტის თვეში განსაკუთრებულად ლამაზი იყო ყაზბეგი. ტყემლის ხეები რომ აყვავილდებოდნენ და მზეს პირქუშად უმზერდნენ. ყველაფერი იდეალურად იყო. იმ ღამით ისე სასიამოვნოდ მეძინა, არაფერი გამიგია.
დილით ადრე გამეღვიძა და გარეთ გასვლა გადავწყვიტე. სახლს საკმაოდ მოვშორდი. მინდორში ვიჯექი და სიო სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე. თმებს მიშრიალებდა და ყველაფერი ჰარმონიულად იყო.
-ყოველ წელს, რატომ მაინც და მაინც მარტის თვეში?
ბოხმა ბარიტონმა ჩემს ყურთასმენას, რომ მოაღწია წამით ვიფიქრე-ვა, ანა, მოჩვენებები დაგეწყო-მეთქი, მაგრამ მზის შუქი რომ დამეჩრდილა, მერე გამოვფხილზდი.
-გაზაფხულია. მარტია. სხვა სურნელია. სილამაზეა. სიმშვიდეა.
არ დაკვირვებივარ, მაგრამ ჩემ გვერდით ჩამოჯდა და ხანდახან ვაპარებდი თვალს მისკენ. წვერი დაბალზე ჰქონდა, თმაც. თითებზე დავაკვირდი და მაშინვე გავიფიქრე-შენ ჩემი ქმარი უნდა გახდე-მეთქი! ადამიანს ყოველთვის ხელებზე ვაკვირდებოდი და მსგავსი აქამდე არაფერი მინახავს. გოგოსაც შეშურდებოდა. გრძელი, წვრილი და ნატიფი თითები ჰქონდა. კაპილარები და ძარღვები სუსტად ემჩნეოდა.
-მერე, მანდამაინც მარტი? იქნებ, აპრილი, ან მაისი. ატმის ხეები უფრო ლამაზად ყვავილობს.
სასიამოვნო ხმა ჰქონდა, თან ბოხი, მაგრამ არც ცივი და გამყინავი.
-მარტი პირველი თვეა. მარტის გაზაფხული სულ სხვაა.
თავდაჯერებულად ვლაპარაკობდი.
-აი, ნახე, - იქვე, ტყემლის ხისკენ მივანიშნე. - რა ლამაზად აქვს ყვავილები. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მარტში აქ ყოფნა?
-მარჯვნივ შეხედე. ატმის ხეებია. ცოტა, მაგრამ ძალიან ლამაზად აქვს ყვავილები და ატმის უფრო არ ჯობია? უფრო ლამაზია, განსხვავებულია.
ამაყად მელაპარაკებოდა. თან, ხელებით საუბრობდა. თითქოს, რაღაცას მიხსნიდა ,საჭირბოროტო თემას.
-დაფიქრებულხარ, მარტი ადამიანებივითაა. არეულია. ყოველდღე განსხვავებული.
მარტი მიყვარდა. მხოლოდ იმიტომ, რომ ხასიათი ყოველთვის არეული მქონდა ამ თვეში და რაღაცნაირად ჩემთან ვაკავშირებდი.
-აი, ზამთარში ცუდ ხასიათზე ხომ არიან ადამიანები. მერე, მარტი მოვა, გაზაფხულდება და სახეც განსხვავებულად უღიმის ყველას. ხან წვიმაა, ხან მზე. ზოგიც ასეა. ხან კარგ ხასიათზეა, ხან-ცუდ. ადამიანები მარტთან იგივდებიან.
სიგიჟედ მეჩვენებოდა ახლა აქ ჯდომა, დილით, აისზე უცნობ ადამიანთან საუბარი. მერე და, ასე სასიამოვნოდ რომ ვგრძნობდი თავს, ეგ იყო გასაკვირი. საუბრებს ყოველთვის ვერიდებოდი. არ მიყვარდა, მაგრამ სამსახურში ენაზე მქონდა გადამძვრალი ტყავი.
-და მაინც არ მითხარი, რატომ მარტი? და არა, აპრილი, მაისი.
გამომხედა და იმ წუთს გავხედე მეც. მის თვალებს დავაკვირდი. ცისფერი თვალები ჰქონდა. ცის-ფერი. ხალები ჰქონდა თვალში და იმდენად ლამაზი იყო, განსხვავებული. ასეთი თვალი აქამდე არავისზე მინახავს.
-შენ ცის-ფერი თვალი გაქვს, ხალებით.
გაეღიმა. თავი აქეთ-იქეთ გააქნია. თითები ნამიან ბალახს გადაუსვა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ხო, ცისფერი. ხალებით, თან.
-არა.
თავი გავაქნიე. გაკვირვებულმა გამომხედა. ცალი თვალი მოხუჭა ოდნავ.
-როგორ?
-ცის-ფერი. ხალებით, თან.
ვუხსნიდი, როგორც მე ვგულისხმობდი. ასე უფრო ლამაზად ჟღერდა.
-იცი, როგორი ლამაზია.
სახეზე ხელი მივადე და ჩემკენ შემოვაბრუნებინე. თითები მისი თვალებისკენ წავიღე. ხშირი წამწამები ჰქონდა, ლამაზი, გრძელი. თვალებზე თითები გადავატარე.
-გეფიცები, ცუდად ვარ.
მივხვდი, როგორც იგულისხმა. ისიც დავინახე, როგორ დაეჭიმა ყბა როგორც კი, შევეხე.
-დამშვიდდი.
ჩუმად ვუთხარი. მარტო მას, რომ გაეგონა ისე. ხელი მისი თითებისკენ წავიღე. ნაზად გადავატარე და თვალები დახუჭა.
-ჯანდაბა. მარტი საშინლად მიყვარს.
ორაზროვანი იყო მისი ნათქვამი. მარტი, როგორც მარტი. და მარტი, როგორც მე.
-მაგრად მრცხვენია ახლა სახელი, რომ გკითხო.
სიცილით მითხრა და აკვირდებოდა, თითებს როგორ ვატარებდი მის ხელზე.
-ანა.
-არა, ანა არა. ანკა უფრო ლამაზია.
-ოხ, ეს ბანალურობები.
სიცილით ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
-არანაირი ბანალურობა. აი, შენ რომ აქამდე გენახე და ჩემ გამო ყველა თვეში აქ ამოსულიყავი, ეს იქნებოდა ბანალურობა. თორემ, სახელს რომ განსხვავებულად გეძახი სულაც არა. აი, ხომ იცი, ვისთანაც რაღაც სხვას გრძნობენ, სხვაგვარად მიმართავენ-ო, თუ რაღაც. ეგრე, რა.
გვერდით მომყვებოდა. მის სიარულს ვაკვირდებოდი და სანახევროდ მესმოდა ხმა ისე ვიყავი გართული მის დაკვირვებაში. დინჯად და ამაყად მიაბიჯებდა. მძიმედ ადგამდა ნაბიჯებს.
იმაზე გავამახვილე ყურადღება-რაღაც სხვას გრძნობენ-ო, რომ თქვა. არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ ვიცი-მეც რაღაცნაირად ვიყავი.
-როცა ადამიანები რამეს გრძნობენ, ამას სახელის სხვაგვარად დაძახებაში არ გამოხატავენ. არა, კი, ნაწილობრივ, მაგრამ თვალები უფრო მეტს გეუბნება.
-ჩემი ცისფერი თვალები რას გეუბნება?
ტყემლის ხის ძირში ჩამოვჯექი, თვითონ წინ, ატმის ხის ქვემოთ დაჯდა.
-შენი ცის-ფერია უბრალოდ. ჯერ, არაფერს, მაგრამ მალე მეტყვის.
გამეღიმა და თვალი ჩავუკარი.
-ივერი, ანკა.
უცებ ვერ მივხვდი, გაკვირვებულმა შევხედე.
-ჩემი სახელი-ივერი-მეთქი, ანუ.
სიცილით მითხრა. ატმის ყვავილი მოწყვიტა და ჩემკენ წამოვიდა. თმაზე მიმიმაგრა.
-ეს, უკვე ბანალურობაა, მგონი.
სიცილით ვთქვი. ეწყინა კიდეც, შეიძლება, მაგრამ...
-არა, პირიქით. უყურე-ასე უფრო ლამაზი ხარ. მართლა, გეფიცები.
-კარგი, ივერი.
ხმამაღლა გავიცინე. მერე, თვითონაც ამყვა.
ბანალურად, მაგრამ სახლში მიმაცილა. იმ დღეს ისე ვიყავი, იმდენად კარგ ხასიათზე, თვით საბამაც ვერ გამიფუჭა ხასიათი.
დღეები ისე გადიოდა, ყოველ დღე ვნახულობდი.
სხვადასხვა დიალოგებით.
შევეჩვიე და ნინიმ ერთი კვირის მერე რომ თქვა-წავიდეთ-ო, სასტიკი უარი განვაცხადე. კიდევ ერთ კვირა დავრჩეთ, თუ არადა, თქვენ წადით და მე ვიქნები-მეთქი. გაოცებული მზერებით მიყურებდნენ სამივე, მაგრამ წასვლას არ ვაპირებდი არანაირად. მისგან შორს ყოფნა არ მინდოდა. მიჭირდა. შევეჩვიე იმდენად, რომ არ ვხედავდი, თავს საშინლად ვგრძნობდი, მაგრამ ყველა საშინელი ბოლო დღე იყო.
-ანკა, მაინც არ დარჩები ჩემთან? აქ ხომ გიყვარს მარტი, ანკა.
ჩემი ხელი ეჭირა და ისევ იქ ვიჯექით, სადაც პირველად.
-მე მარტი მიყვარს. მარტო მარტი. ხვდები რას ვგულისხმობ?
საშინლად მიჭირდა. ცხოვრებაში ამაზე საშინლად თავი არ მიგრძვნია. ორად ვიყავი გახლეჩილი. ისე მინდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ...
-ვხვდები. წადი მაშინ. ყველაფერი იცი. აქ დაგელოდები მომავალ მარტს და ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც ახლა. გპირდები. დამოკიდებულებას, რომელიც ახლა შენ მიმართ გამაჩნია, წამითაც არ შევიცვლი. მიყვარხარ, ანკა. მარტამდე.
ჩემს პასუხს არ დაელოდა. ადგა და წავიდა. მერე რა, სიტყვები და გრძნობები ხომ დამიტოვა. მომავალ მარტს დაველოდები.
-ანა, რა გჭირს? გზაში როდის მერეა არ გძინავს?
ნინის ერთმა და იმავე კითხვამ უკვე დამღალა და პასუხის თავიც არ მქონდა. რომ დავფიქრდი-შეეძლო წამოსულიყო. ჩემ გამო შეეძლო, მაგრამ მეც შემეძლო დარჩენა. არ მქონდა ამის საკმარისი ძალა, მაგრამ მას უნდა ჰქონოდა. ჩემ გამო მაინც.
-ნინი, დავიღალე. მაცადე, რა.
არც ერთისთვის არ მომიყოლია არაფერი. მინდოდა დავცლილიყავი გრძნობებისგან, მაგრამ ახლა არა. რომ დავფიქრდი, მარტამდეც ვერ გავძლებდი. ყველა სიტყვა მახსოვდა, ყველაფერი მის თვალებში დანახული. ცის-ფერი თვალები. თან, ხალებით. ხშირი, გრძელი წამწამებით. ნატიფი, თხელი, გოგოსავით ლამაზი თითებით.
პირველი შოკი მაშინ მივიღე, კარები რომ გავაღე და წერილი დამხვდა.
"მარტამდე ვერ მოვიცადე, ანკა. ისე მომენატრე, რამდენჯერ მარტო დავჯექი და შენს ყვავილებს ვუყურებდი.
შენი ივერი."
გულმა იმდენი დარტყმა გამოტოვა, აღარც მახსოვს. ტყემლის და ატმის ყვავილები იყო ფურცელთან ერთად.
იმ დღის მერე, ზუსტად 99 წერილი რომ იყო უკვე, მეასე წერილს თვითონაც მოყვა. კარები გავაღე, ყოველდღიურობად მექცა. წერილებს არ ვკითხულობდი. მხოლოდ პირველი მქონდა წაკითხული. რომ დავინახე, ჩემი ცის-ფერთვალა მოვიდა-მეთქი, პირველად ეს გავიფიქრე.
-გამარჯობა. ამჯერად არა კალმით, არამედ რეალურად.
მიღიმოდა, ცალ თვალს მოჭუტავდა ხოლმე და ჩემს თვალებს უყურებდა. სწავლობდა, თვალები ხომ იმდენ რამეს ამბობს.
-მომენატრე. მე ვერ შევძელი, შენ შეძელი და მადლობა ამისთვის.
ჩავეხუტე. ხელები მოვხვიე და ჩემად შევიგრძენი.
-არ კითხულობდი?
ეჭვისთვალით შემომხედა. ისედაც იცოდა, რომ არ ვკითხულობდი, მაგრამ ჩემს პასუხს ელოდებოდა.
-არა. ან, ვერა.
სახლში შემოვატარე და დივანზე, ჩემ პირისპირ ჩამოჯდა.
-გასაგებია.
რა თქმა უნდა, ეწყინა. ჩამეხუტა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ან მოსვლა რა იყო, ან წასვლა-ო. აი, ეგ გამოთქმა გამახსენდა ახლა, მაგრამ არც მქონდა რამის მოთხოვნის უფლება. ველოდებოდი კიდეც მსგავსს.
მერე, ეს წერილები იქამდე გრძელდებოდა, სანამ მე არ ავედი ყაზბეგში. ივლისის თვე იყო, პირველად ვიყავი აქ, ამ დროს. მის სახლთან რომ მივედი, გული ამიჩქარდა და წამით ფეხებში სისუსტეც ვიგრძენი.
-მენატრებოდი. ვერ გავუძელი.
ისე ჩავეხუტე, ძვლების ხმა გავიგონე. ხელებს კიდევ უფრო ვუჭერდი.
-ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი.
გაღიმებული ვუყურებდი, თვალებზე თითებს ვატარებდი და ისე მომნატრებია მისი ყურება...
-ჩემთან დარჩი, რა.
აივანზე ვისხედით, პლედებით, ცივი ქარი ქროდა ზაფხულის მიუხედავად და მაინც, გაზაფხულს აქ სხვა ხიბლი ჰქონდა. არც ერთი დრო არ იყო მოსატანი გაზაფხულთან.
-ვერა.
მშვიდად ვუთხარი. ვერ მოვახერხებდი. აქ ყოფნა, მასთან ერთად იდილია იყო, მაგრამ ვერ შევძლებდი.
-მაშინ წადი, ანკა.
ხმა არ ამომიღია ისე წამოვედი. ვაკოცე. ყველაფერი თან წამოვიღე, ყველა გრძნობა და სახლში სრულიად გამოფიტული დავბრუნდი. მისიც მესმოდა, ასე ორივე ვიტანჯებოდით. ბოლო წერილი-ო გარედან რომ ეწერა, გულში რაღაც ჩამწყდა. წავიკითხე.
"მაპატიე, რომ მარტმა ასე გვაიძულა. იმ მანძილს ვერ ვიტან, ჩვენ რომ გვაშორებს, ანკა. ვერც იმას, შუა ღამით რომ მომინდეს და ვერ ჩაგეხუტო. აი, ამას ვერ ვიტან, ანკა. კიდევ უამრავ რამეს...
მიუხედავად ყველაფრისა, მე მარტი მიყვარს, მაგრამ ორაზროვნად აღარ.
მარტი, როგორც შენ!
მიყვარხარ, ანკა!"
უგონოდ დავეცი დივანზე და უაზროდ ვიცინოდი. მგონი, გავგიჟდი. ყველაფერი მტკიოდა. სიცილი ტირილში გადამეზარდა და ასე იცვლებოდა. რას ვაკეთებდი, მე თვითონაც არ ვიცოდი. ან, რა მდგომარეობაში ვიყავი. იმ წამს, მოვკვდი და გავცოცხლდი.


***
-ისევ მარტში რომ შევხვდით, ანკა. ისევ ამ დამპალმა მარტმა, რომ დაგვაშორა. მაინც გიყვარს?
ისევ მინდორზე ვიჯექი, მაგრამ მისი ხმა ახლა არ მეუცხოვა. რომ გავიგონე, გული ამიჩქარდა. სისხლი უსწრაფესად მოძრაობდა და გულის ხმა ყურებშიც მესმოდა.
-მე შენ მიყვარხარ, ივერი. მარტი დაივიწყე.
თავი ჩამოვადე, მაგრამ მალევე ამაწევინა და მისი ბაგეები ჩემსაზე რომ ვიგრძენი, გონება სულ დავკარგე. თითებს მის სახეზე დავატარებდი. ყველაფერს ისე რეალურად ვგრძნობდი.
-ეჰ, ანკა. ნახე, ატმის ყვავილები მაინც ლამაზია.
ბოლოს დარწმუნებით მითხრა. ფეხზე წამოვდექით და სახლში წავედით. არავინ იყო, მხოლოდ ჩვენ.
-ყავას მოვადუღებ.
ვიცოდი რომ უყვარდა ყავა, ხშირად სვამდა ხოლმე.
-არ გინდა. წამოდი აივანზე.
ხელი მომკიდა და სავარძელზე დავსხედით.
-მანძილი რამდენს ნიშნავს ხვდები, ანკა?
-თავიდან რომ გითხარი-სახელის განსხვავებულად დაძახება არაფერს ნიშნავს-მეთქი, არაფერს კი არა, ყველაფერს ნიშნავს. თავს სრულიად განსხვავებულად ვგრძნობ. და ხო, მანძილი ყველაზე საშინელი რამაა, მაგრამ ახლა ხომ ერთად ვართ.
-მაგრად მიყვარხარ, ანკა.
უკვე, მეორედ ვიგრძენი მისი ბაგეები და გონებას ვკარგავდი, ოღონდ მართლა. მერე, მისი თითები სხეულზე რომ მეხებოდა, ყველა ადგილი მეწვოდა, მეგონა მშანთავდნენ. ყველგან მკოცნიდა და მე აფექტის მდგომარეობაში ვიყავი. მხოლოდ მას ვგრძნობდი და სხვას ვერაფერს. ბოლომდე მისი რომ ვიყავი, თავი ნამდვილ ქალად ვიგრძენი. ყველაფერი დამავიწყდა და სიამოვნების ზენიტში ვიყავი. ყველაფერი მეწვოდა, მის გულზე მედო თავი და გულისცემას ვუსმენდი. ორივეს აჩქარებული გვქონდა.
-ჩემი ანკა ხარ!


***
-მე მივდივარ, ანკა. ამდენს ვერ გავუძლებ. ასე გავგიჟდები. არა, არც ბევრი მიკლია გაგიჟებამდე უკვე. ყველა წუთს მენატრები და დავიღალე. იმით დავიღალე ჩემთან ახლოს, რომ არ ხარ. მაპატიე. მიყვარხარ, ანკა!
ჩემი სახლის ზღურბლზე იდგა. თვალები აცრემლებული ჰქონდა. სახე დაღლილი ყველაფრისგან. სახეზეც ეტყობოდა, როგორ განიცდიდა.
-მარტში მოვალ, ივერი. მარტში. დამელოდე. მიყვარხარ!
ბოლოჯერ ვაკოცე და ჩემად აღვიქვი. ისე არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ ყველანაირად მესმოდა. ასე, შორიდან სიყვარული ყველაზე საშინელებაა, ვიცი. კარები რომ მივხურე, ჩავიკეცე და მივხვდი, რომ უიმისობა-ყველაზე საშინელი რამ იყო ჩემთვის. მთელი არსებით მიყვარდა.


***
გაზაფხული იყო.
მარტი.
ჩვენებური.
იქ რომ მივედი და არ დამხვდა, ფეხქვეშ ძალა მთლიანად გამომეცალა. დავეცი და გონწასული რამდენ ხანს ვიყავი არ მახსოვს.
წერილი დამხვდა.
შენი ივერი-ო ეწერა.
თუ ჩემი იყო, რატომ წავიდა?!
რატომ დამტოვა?!
გეკითხებით, რატომ?!
უკვე, ისტერიკები მეწყებოდა და ნინის დავურეკე, წამიყვანე-მეთქი. იცოდა, როგორც ვიყავი და ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს.
იმდენი თეთრად განათენები ღამე გამოვიარე, ვინ იცის.
ისე მტკიოდა სული, გული და ყველაფერი. ბოლო დროს, სახლშიც გამოვიკეტე და უკვე, გაგიჟებას ვიყავი.
მერე, აქამდე, რაც უნდა გამეკეთებინა, ის გავაკეთე.
აი, ორი წლის წინ რომ უნდა გამეკეთებინა.
ყაზბეგში გადავედი.
მთელი დღეები აივანზე ვიჯექი მხოლოდ იმის იმედით, რომ დაბრუნდებოდა. მოვიდოდა, მაგრამ არა.
-ანა, მიდის.
მეათასედ რომ დარეკა საბამ, მერე ვუპასუხე. ორად ორი სიტყვა მითხრა და საერთოდ დავკარგე აზროვნების უნარი. ვეღარაფერს ვგრძნობდი. გონება მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა და მარილიანი სითხე სახეს მისველებდა. ერთიანად ვკანკალებდი. ადგილიდან არ დავძრულვარ. ტელეფონი სადღაც მოვისროლე.
მთელი დღეები ისე უაზროდ გადიოდა.
არც რამის თავი მქონდა.
ზუსტად 91 დღე ველოდებოდი, რომ მოვიდოდა ჩემამდე.
დამიბრუნდებოდა.
იმ საღამოსაც საბამ დამირეკა-ჩამოდის-ო. სასწრაფოდ წამოვედი და აეროპორტისკენ წავედი პირდაპირ...

***
რამდენი ხანი ვიყავი ცხელი წყლის ქვეშ, არც მახსოვს. ნინის ხმა ძლივს გავიგონე, გონებაც ისე გათიშული მქონდა.
-გამოდი, ანა, მალე. ივერი მოვიდა.
მხოლოდ ივერი მოსწვდა ჩემს ყურთასმენას და როგორ გამოვვარდი აბაზანიდან არც მახსოვს. სწრაფად ჩავიცვი და მისაღებში გავედი. ნინიმ თვალებით მანიშნა-კარებთანაა-ო და იქეთკენ წავედი.
-მოგესმინა ჩემთვის, ანკა.
სევდიანი ხმით მითხრა. ხელებს ვერ აჩერებდა და თითებს იმტვრევდა. ყბაც უკანკალებდა. თავდახრილი იდგა.
-გისმენ.
-მაგრად მიყვარხარ!
-მერე, მაგიტომ წახვედი?
ყელში მქონდა ბურთი გაჩხერილი და სხეულს ძლივს ვიკავებდი, რომ არ წავქცეულიყავი. ფეხები მეკვეთებოდა და ძალა აღარ მქონდა.
-ახლა მარტია, ანკა. წავიდეთ, რა.
ჩემკენ მოიწია და ბაგეებზე შემეხო. ისე მომნატრებია მისი შეხება, შეგრძნება, აღქმა. უბრალოდ, ხედვაც კი. ხელები შემოვხვიე და ჩავიხუტე.
-იცი მაინც, რად დამიჯდა ეს თვეები?
ცრემლები წამომივიდა, მისი ხელით შემიმშრალა და თვალებზე მკოცნიდა.
-ვიცი, ანკა, ვიცი. წავედით, ხო?
ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და მელოდებოდა. კიდევ ერთხელ სუსტი გამოვჩნდი, მაგრამ უიმისობა შეუძლებელი იყო.
-მარტი და ყაზბეგი.
მის თვალებზე გადავატარე თითები. ცის-ფერ თვალებზე. თან, ხალებით სავსე.
-ისე მომნატრებიხარ...
-მეც, ივერი.
შეიძლება, ასე მარტივად არ უნდა დავნებებულიყავი, მაგრამ ისე მომნატრებოდა და მინდოდა ისევ ჩემი ყოფილიყო, სურვილს ვერ ვუმკლავდებოდი. მჭირდებოდა და ვერ ავიტანდი, რომ არ დამებრუნებინა ჩემთან.
-ნინი, მივდივართ ჩვენ ყაზბეგში.
ნინის მივაძახე, პასუხს არ დავლოდებივარ.
ვაკვირდებოდი მის ცის-ფერ თვალებს, თითებს, წამწამებს და ყველაფერი ისე მენატრებოდა.
არც ვიცი, აქამდეც როგორ გავძელი მის გარეშე!
-მიყვარხარ, რა. აი, ძალიან მაგრად.
ბოლოს ცხელი ბაგეების შეხება ვიგრძენი და საბოლოოდ დავრწმუნდი, ადამიანებს დრო სჭირდებათ ყველაფრის გასაანალიზებლად. თუნდაც იმის, გჭირდება, თუ არა...



მაპატიეთ.
მომენატრეთ.
რიგზე ისევ არაფერია...скачать dle 11.3





თითოეული სიტყვა მეტკინა-მეთქი,ვერ გეტყვი.არ ვიცი ზუსტად ის ვიგრძენი თუ არა რისი გადმოცემაც გინდოდა მაგრამ თითოეული სიტყვით ვიგრძენი ძველი ელპინის მოახლოება! ან იმედნად მინდა მომელანდა კიდევაც.არ ვიცი ელპინ❤️მე სიტყვებთან ერთად უფრო შენ მტკივხარ!
და ხო,ყველაფერი ისევ,მართლა,არეულია!❤️

 



№2 სტუმარი Nini

Martia da rigze rogor iqneba rame

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

sharshi var

 



№4 სტუმარი ივერი

კაი იყოს არაფერს ვიტყვი

 



№5 მოდერი Girl with pretty smile

წავიდა?
მეც მატკინა გული ელ,შენ,რომ გტკივა მეც მტკივა.
არ ვიცი აქ რისი თქმაა საჭირო,უბრალოდ გეტყვი,რომ შენ იცი როგორ შეაღწიო ჩემში და გააღვიძო გრძნობები.
ამ ნიჭს ვერავინ წაგართმევს.
და როგორც ამბობ ხოლმე.
წერა გშველის და თავი არ დაანებო.
ამისთ შენც სიამოვნებას იღებ და ჩვენც გვასიამოვნებ.
ამას მხოლოდ ჩვენთვის არ ვამბობ,ეს შენთვისაცაა.
ასე,რომ თავს გაუფრთხილდი ელ.
მიყვარხარ!!

 



№6  offline წევრი ფერადიი...

პრობლემა გვაქვს
ტავტოლოგიაას ყურადღება მიაქციე
კარგი იყო რაღაცეების მიუხედავად
დილა ლონდონში ასეთ ამინდში ასეთი ისტორიით რომ იწყება შეუძლებელია ცუდ ხასიათზე დადგე
მომეწონა
ჩამწვდა სულში
ახლოს მოვიდა
ჩემი ნუსა გოგო
რაღაც ნიჭი გაქ ენით აღუწერელი
მარსიდან ხარ თუ სხვა რომელიმე პლანეტიდან არ ვიცი მაგრამ ჩემი საოცრება ხარ
მიყვარხარ ელპინო

ივერი
კაი იყოს არაფერს ვიტყვი

თქვიი მაინტერესებს!
იდიოტი ხარ

 



№7  offline მოდერი ელპინი

წარსული კვდება...
თითოეული სიტყვა მეტკინა-მეთქი,ვერ გეტყვი.არ ვიცი ზუსტად ის ვიგრძენი თუ არა რისი გადმოცემაც გინდოდა მაგრამ თითოეული სიტყვით ვიგრძენი ძველი ელპინის მოახლოება! ან იმედნად მინდა მომელანდა კიდევაც.არ ვიცი ელპინ❤️მე სიტყვებთან ერთად უფრო შენ მტკივხარ!
და ხო,ყველაფერი ისევ,მართლა,არეულია!❤️

ისე მომნატრებიხააააარ!
მე და შენ ხომ ვილაპარაკეთ უკვე ამაზე. ხოდა, მაქსიმალურად ვცდილობ და ვნახოთ, არ ვიცი, რა.
მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ხარ და უზომოდ გაფასებ ყველა სიტყვისთვის, ახლანდელი, თუ ჩვენი საუბრიდან.
ოქროს გოგო ხარ შენ!
ძალიან გაფასებ, ხომ იცი რატომაც.
ისე არეულია, ისე.....
გაკოცე ძალიან ბევრიიიი!
❤❤❤

Nini
Martia da rigze rogor iqneba rame

გეთანხმები, ნინი.
მარტს იმდენი შეუძლია...

ივერი
კაი იყოს არაფერს ვიტყვი

არადა, მაინტერესებდა.
ხომ გითხარი კიდეც...


Girl with pretty smile
წავიდა?
მეც მატკინა გული ელ,შენ,რომ გტკივა მეც მტკივა.
არ ვიცი აქ რისი თქმაა საჭირო,უბრალოდ გეტყვი,რომ შენ იცი როგორ შეაღწიო ჩემში და გააღვიძო გრძნობები.
ამ ნიჭს ვერავინ წაგართმევს.
და როგორც ამბობ ხოლმე.
წერა გშველის და თავი არ დაანებო.
ამისთ შენც სიამოვნებას იღებ და ჩვენც გვასიამოვნებ.
ამას მხოლოდ ჩვენთვის არ ვამბობ,ეს შენთვისაცაა.
ასე,რომ თავს გაუფრთხილდი ელ.
მიყვარხარ!!

ანიიი, ჩემო სიყვარულის გოგოვ, ხომ იცი ჩემთვის რამდენსაც ნიშნავ და მაგაზე საუბარს არ დავიწყებ ახლა.
ყველაფერი დალაგდება...
იმედი მაქვს მაინც!
წერაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე.
მადლობა ყველაფრისთვის.
გაკოცეეეე.❤❤❤

ფერადიი...
პრობლემა გვაქვს
ტავტოლოგიაას ყურადღება მიაქციე
კარგი იყო რაღაცეების მიუხედავად
დილა ლონდონში ასეთ ამინდში ასეთი ისტორიით რომ იწყება შეუძლებელია ცუდ ხასიათზე დადგე
მომეწონა
ჩამწვდა სულში
ახლოს მოვიდა
ჩემი ნუსა გოგო
რაღაც ნიჭი გაქ ენით აღუწერელი
მარსიდან ხარ თუ სხვა რომელიმე პლანეტიდან არ ვიცი მაგრამ ჩემი საოცრება ხარ
მიყვარხარ ელპინო

ივერი
კაი იყოს არაფერს ვიტყვი

თქვიი მაინტერესებს!
იდიოტი ხარ

ფერადი ხომ მე შეგარქვი, ხოდა, ამ სახელს რომ ვკითხულობ, სულ მეღიმება, ხოლმე.
მიხარია ძალიან.
ტავტოლოგიას მივხედავ, იმედი მაქვს. ძირითადად, ეს პრობლემა მაქვს.
და ხო, რაღაცეები არა, რაღაცები. :დდდდდდდდდდდდ
გაკოცეეეეეეეე❤❤❤❤

 



№8  offline წევრი მარიკუნაა♥️

ასე, ხომ?
ხოდა, ჩემი ცრემლისგან დასველებული ქაღალდების ფული შენ აანაზღაურე!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№9  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
ასე, ხომ?
ხოდა, ჩემი ცრემლისგან დასველებული ქაღალდების ფული შენ აანაზღაურე!

აუუუუუ, მარიამ.
ძალიან არ მინდა, რა.
მართლა.
მეც ცუდად ვგრძნობ თავს, ხომ იცი?

 



№10  offline წევრი მარიკუნაა♥️

ელპინი
მარიკუნაა♥️
ასე, ხომ?
ხოდა, ჩემი ცრემლისგან დასველებული ქაღალდების ფული შენ აანაზღაურე!

აუუუუუ, მარიამ.
ძალიან არ მინდა, რა.
მართლა.
მეც ცუდად ვგრძნობ თავს, ხომ იცი?

ვიცი, რომ არ გინდა,
უბრალოდ ხანდახან ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა.
მაგრამ ხომ იცი, როცა რაღაცის გჯერა,
შანსი არ არის, რომ არ გამართლდეს.
ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ანა.
შეიძლება არ არის, მაგრამ იქნება!
მე შენთან ვარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№11 სტუმარი სტუმარი shalo

amogerge bolos da bolos ra gchirs vaax davitanje ukve

 



№12  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
ელპინი
მარიკუნაა♥️
ასე, ხომ?
ხოდა, ჩემი ცრემლისგან დასველებული ქაღალდების ფული შენ აანაზღაურე!

აუუუუუ, მარიამ.
ძალიან არ მინდა, რა.
მართლა.
მეც ცუდად ვგრძნობ თავს, ხომ იცი?

ვიცი, რომ არ გინდა,
უბრალოდ ხანდახან ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩვენ გვინდა.
მაგრამ ხომ იცი, როცა რაღაცის გჯერა,
შანსი არ არის, რომ არ გამართლდეს.
ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ანა.
შეიძლება არ არის, მაგრამ იქნება!
მე შენთან ვარ.

ხოდა, მეც მჯერა, მარიამ.
ველოდები...
იქნება, აუცილებლად იქნება!
ვიცი და მადლობა, რომ ჩემთან ხარ.

 



№13  offline წევრი Mtirala

ყველაზე სასიამოვნო მომენტი ხელის სახეში გარტყმაა...
გამეღიმა.
მარტი?! მარტის თვე ბანალურია, ზედმეტად ბანალური.
ვიცი,
ისევ გეტკინება, მაგრამ ისევ ანკა?
ყოველ ჯერზე მხოლოდ ანკაა,
და მეტი არავინ!
მკითხველი მეტს ელის, მათ შორის მეც.
უნდა გაიზარდო, ელპინ, სიახლე უნდა სცადო!
მხოლოდ ანკა, ანუკი, ანა...
მარტი, აპრილი, მაისი..
წერილები, ქვეყნიდან წასვლა და ა.შ.
ღმერთო, დამღლელია, ძალიან დამღლელი.
ის რაც ორიგინალური, განსხვავებული, იდეალური'ც კი იყო, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბანალურია.
შენგან მეტს ველი და ზუსტად შენ მიხვდები რას ვგულისხმობ!
პ.ს. თითები, ცის-ფერი თვალები... მეცნო :))
პ.ს.ს. მიყვარხარ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№14 სტუმარი სტუმარი სოფი

საშინელებაააააა
პროსტაააა შენც უნდა თქვა რამეს ვწეროოო
ფუჰჰჰ უაზრობის პიკი

 



№15 სტუმარი blue girl

სტუმარი სოფი
საშინელებაააააა
პროსტაააა შენც უნდა თქვა რამეს ვწეროოო
ფუჰჰჰ უაზრობის პიკი

აქ მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას იღებენ რადგან შენნაირებისთვის ვერ იცლიან. არგუმენტი უნდაგქონდეს კონკრეტულად რაარ მოგეწონა და ეგიც ზრდილობიანი. მაგრამ არც ერთი გაქვს და არც მეორე.ელპინი თუ ამას კითხულობს ბოდიში,რომ შენს მაგივრად გამოვეხმაურე ამ კომენტარს უბრალოდ იმდენი ძვირფასი გრძნობა მაჩუქე თუნდაც ამ ან სხვა ისტორიებით,რომ ასე უბრალოდ ვერ გავატარებდი. არ შემეძლო.

 



№16  offline მოდერი ელპინი

blue girl
სტუმარი სოფი
საშინელებაააააა
პროსტაააა შენც უნდა თქვა რამეს ვწეროოო
ფუჰჰჰ უაზრობის პიკი

აქ მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას იღებენ რადგან შენნაირებისთვის ვერ იცლიან. არგუმენტი უნდაგქონდეს კონკრეტულად რაარ მოგეწონა და ეგიც ზრდილობიანი. მაგრამ არც ერთი გაქვს და არც მეორე.ელპინი თუ ამას კითხულობს ბოდიში,რომ შენს მაგივრად გამოვეხმაურე ამ კომენტარს უბრალოდ იმდენი ძვირფასი გრძნობა მაჩუქე თუნდაც ამ ან სხვა ისტორიებით,რომ ასე უბრალოდ ვერ გავატარებდი. არ შემეძლო.

ლურჯო გოგო, პირველ რიგში, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის და ამოდენა პატივისცემისთვის. გაფასებ ძალიან და იცი ჩემი დამოკიდებულება შენდამი. ოქროს გოგო ხარ! არაფერს დავამატებ.
რაც შეეხება ამას, მეც წავიკითხე კომენტარი, მაგრამ არ ვუპასუხე შეგნებულად. ახლა შესაბამისი დრო არც მაქვს და ვხვდები, რომ ერთ წერტილზე ვარ გაჩერებული ამ წუთს და "ვტკეპნი" ერთი და იმავეს, მაგრამ რასაც ახლა რეალურად ვგრძნობ, იმას გადმოვცემ და არსებითი მნიშვნელობა იმას არ აქვს-ყველგან წერილი იქნება, ანკა, თუ ასე შემდეგ... გასაგებია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მივიღე აზრი, მაგრამ აქვე ვიტყვი იმას, რომ აზრის დაფიქსირება არ უნდა სცდებოდეს ზღვარს. აქ, მხოლოდ ჩემს შემთხვევაზე არ მაქვს საუბარი.
მადლობა ყურადღებისთვის და უკაცრავად, დრო რომ დაკარგე კითხვისთვის, სოფი :დდდდდდდ❤❤

Mtirala
ყველაზე სასიამოვნო მომენტი ხელის სახეში გარტყმაა...
გამეღიმა.
მარტი?! მარტის თვე ბანალურია, ზედმეტად ბანალური.
ვიცი,
ისევ გეტკინება, მაგრამ ისევ ანკა?
ყოველ ჯერზე მხოლოდ ანკაა,
და მეტი არავინ!
მკითხველი მეტს ელის, მათ შორის მეც.
უნდა გაიზარდო, ელპინ, სიახლე უნდა სცადო!
მხოლოდ ანკა, ანუკი, ანა...
მარტი, აპრილი, მაისი..
წერილები, ქვეყნიდან წასვლა და ა.შ.
ღმერთო, დამღლელია, ძალიან დამღლელი.
ის რაც ორიგინალური, განსხვავებული, იდეალური'ც კი იყო, ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბანალურია.
შენგან მეტს ველი და ზუსტად შენ მიხვდები რას ვგულისხმობ!
პ.ს. თითები, ცის-ფერი თვალები... მეცნო :))
პ.ს.ს. მიყვარხარ ❤

იქნება აუცილებლად, დროსთან ერთად, რა თქმა უნდა...
ახლა ეს პერიოდი მაქვს და დაახლოებით ხომ იცი...
გაკოცეეეე, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, პატარა❤❤

 



№17 წევრი ლიდია

მგონი იცი რომ ვგიჯდები ჰომ?..
შენზე
და შენს ისტორიებზე!
მიყვარს ეს პატარა ჩანახატები, რასაც “ნაჯღაბნებს” უწოდებ.
მიყვარს შენი “ნაჯღაბნები”.
საოცარი ხარ ანა!
ჩემი აზრით არაფერია ბანალური, შენი ისტორიები მუდმივად იდეალური იქნება!
გული როცა მტკივა (თითქმის სულ) შემოვდივარ საიტზე და ვკითხულობ
შენს ისტორიებს ვკითხულობ და ვტირი
ვტირი და მეღიმება
და მიხარია, რომ შენ ხარ ჩემი მაგალითი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№18  offline მოდერი ელპინი

ლიდია
მგონი იცი რომ ვგიჯდები ჰომ?..
შენზე
და შენს ისტორიებზე!
მიყვარს ეს პატარა ჩანახატები, რასაც “ნაჯღაბნებს” უწოდებ.
მიყვარს შენი “ნაჯღაბნები”.
საოცარი ხარ ანა!
ჩემი აზრით არაფერია ბანალური, შენი ისტორიები მუდმივად იდეალური იქნება!
გული როცა მტკივა (თითქმის სულ) შემოვდივარ საიტზე და ვკითხულობ
შენს ისტორიებს ვკითხულობ და ვტირი
ვტირი და მეღიმება
და მიხარია, რომ შენ ხარ ჩემი მაგალითი ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მარიამ, მეც ვგიჟდები შენზე და ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ!
მიხარია, თუ ასე ბევრს ვნიშნავთ მე და ჩემი ისტორიები შენთვის.
იდეალური არა მგონია იყოს, მიახლოებულიც კი, მაგრამ ასეთი სიტყვების მოსმენა ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის და უზომოდ მადლობელი ვარ შენი, თითოეული სიტყვისთვის!
ოქრო გოგო ხარ!
ცუდ ხასიათზე არ იყო ხოლმე, რა.
მესმის, რთულია, მაგრამ მაინც.
ცხოვრება მშვენიერია სირთულეების მოუხედავად, დამიჯერე და შენ თუ, იმაზე იფიქრე და გაამახვილე ყურადღება, რომ მუდმივად ცუდ ხასიათზე ხარ, ეს უფრო ცუდია შენთვის.
არ მინდა გული გეტკინოს, მე მხიარული მომწონხარ და ბევრს ვიცინი შენს ვიდეოებზე, ვკაკანებ ბოლო ხმაზეეეეეე :დდდდდდდდდ
პოზიტივი ხარ და იმაზე იფიქრე, წინ რამდენი მაგარი რამე გელის.
თუმცა, ეგოისტურად მაინც მიხარია, რომ ჩემს ისტორიებს კითხულობ, როცა გული გტკივა.
მაგრამ ბევრი გაიღიმეეეეე, უფრო გიხდებაააა!
გაკოცე ბევრიიიი!❤❤❤❤

 



№19 წევრი ლიდია

ვაიმე მეც ისე გამიხარდა ვიდეოებს რომ უყურებ, რომ მეცხრე ცაზე ვაარ❤️❤️❤️❤️ვეცდები ვიყო სულ მხიარული

 




ძალიან კარგი იყო^_^მომეწონა^_^მიყვარს მარტი და მიყვ არს ყაზბეგი ^_^ ^_^

 



№21  offline მოდერი ელპინი

შემოდგომის-ფერი
ძალიან კარგი იყო^_^მომეწონა^_^მიყვარს მარტი და მიყვ არს ყაზბეგი ^_^ ^_^

მეც მიყვარს ძალიან...
უღრმესი მადლობა, შემოდგომია-ფერ-ო.
გაკოცეეეე❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent