შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატასტროფიდან ცეკვამდე და ცეკვიდან სიყვარულამდე (სრულად)


20-03-2018, 08:34
ავტორი ლიდია
ნანახია 1 365

კატასტროფიდან ცეკვამდე და ცეკვიდან სიყვარულამდე (სრულად)

თავი 1

სიცივეს ვგრძნობ.
ვინანე აივანზე პლედი რომ არ გამოვიტანე.. ახლა კი უკან შებრუნება მეზარება.
სარწეველა სკამზე ვიბუზები, ფეხებს ვკეცავ და ხელებს ვაჭდობ.
ვცდილობ გონივრულად ვიფიქრო, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, რომელიც ჩემ გარდა ყველასთვის სასარგებლოა.
მხრებზე სითბოს ვგრძნობ, შემდეგ კი ხელის შეხებას.
მაღლა ვიხედები.
ლუკას ვხედავ.
-ევა გაცივდები. შემოდი სახლში.
ჩემი 13 წლის ძმის მზრუნველობაზე მეღიმება.
-მადლობა. ვიქნები კიდევ ცოტა ხანს. - პლედს უფრო მჭიდროდ ვიხვევ და ცაში ვიხედები. ლუკა არ მიდის.
მეორე სკამი მოაქვს და გვერდით მიჯდება.
ისიც ცისკენ სწევს თავს და თითქმის ჩურჩულით იწყებს საუბარს.
-ევა ხომ იცი, რომ არ ხარ ვალდებული ეს გააკეთო...
-ვალდებული ვარ!
-მე.. მე არ მინდა, რომ ჩვენ გამო შენ ცხოვრებაზე თქვა უარი. არ მინდა ეს, გესმის? შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ ყველაფერი მესმის და ვხედავ... იცი, შენ თუ ამას გააკეთებ საკუთარ თავს დროს ვერ დაუთმობ.
-ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ შენ. მაგაზე არ ინერვიულო კარგი? ყველაფერი კარგად იქნება! - შუბლზე ვკოცნი ძამიკოს და სახლში შევდივარ.
ვიძინებ.



~~~



ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთი თავზეხელაღებული ახალგაზრდა გოგონა გავხდი. მაშინ 19-ის ვიყავი და ხომ გესმით.. კლუბები, სასმელი, სიგარეტი. ხელიდან სულ წავედი.
მშობლებსაც არ ვუსმენდი და ერთადერთი რაც მინდოდა, ის იყო რომ საბოლოოდ მოვშორებულიყავი საქართველოს. ასეც მოვიქეცი...
20 წლის ასაკში ესპანეთში გავიქეცი, იქიდან კი ინგლისში და იქ ავიწყვე ცხოვრება.
მშობლებთან აღარ მქონდა კონტაქტი და ჩემი პატარა და-ძმაც დავივიწყე.
არადა ყველა მიყვარდა, ოღონდ მართლა..
უბრალოდ ერთი გზასაცდენილი გოგონა ვიყავი, მეტი არავინ.
შეგროვებული ფულით კაფე ვიყიდე და ასე ვირჩენდი თავს.
ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ ჩემი სამშობლო მომენატრა,ჩემი მშობლები და დედმამიშვილები მომენატრნენ.
ეს მაშინ მოხდა 23 წლის რომ ვიყავი.
როგორ მოულოდნელადაც გავიქეცი საზღვარგარეთ, ისე მოულოდნელად გავყიდე ინგლისში ჩემი პატარა კაფე, ნაქირავები სახლიც მივატოვე და წამოვედი უკან.
საქართველოში..
იქ სადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი და სადაც უნდა ვყოფილიყავი.
3 წელია აქაურობა არ მინახავს და როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი ავკანკალდი, შემაცია და ტირილი დავიწყე.
გამვლელებისთვის უბრალო ვარდისფერთმიანი გოგონა ვიყავი, რომელსაც ყვავილების სარაფანა ეცვა და ჩამუხლული ბღაოდა.
მშობლების სახლისკენ წავედი.
მეშინოდა, რომ არ მიმიღებდნენ. მეშინოდა ყველა შედეგის..
მეშინოდა იმის თუ როგორ შემხვდებოდნენ ჩემი პატარა ძამიკო და დაიკო.
ლუკა ცხრის იყო რომ წამოვედი, ხოლო ეკატერინე შვიდის. ორივეს უზომოდ ვუყვარდი და ალბათ როგორ ვატკინე მათ გული...
ჩემ ძველ სახლის კართან ვიდექი და ვაკაკუნებდი.
და მაშინ, როდესაც კარები გაიღო და დერეფანში დედ-მამა დავინახე, მეტკინა. პირველად მეტკინა ასე მწარედ მათი გაქვავებული სახეების დანახვა.
მანანას ქვედაბოლო ეცვა, როგორც ყოველთვის და მწვანე ღილებიანი სვიტერი დამოკლებოდა.
შალვა კი სამსახურის ფორმაში იყო.
მე ვიდექი გარეთ და ვტიროდი. დერეფანში ლუკა და ეკატერინე გამოცვივდნენ და ჩემ დანახვაზე გაიყინნენ.
-დე ვინ არის ეს გოგონა? - იკითხა ეკატერინემ და ამ შეკითხვამ საბოლოოდ გამანადგურა.
-ევა?! - გაოცებულმა ამათვალიერა ლუკამ და ცრემლი ჩამოუგორდა. - ეს ჩვენი დაიკოა ეკატერინე! ნუთუ არ გახსოვს? ეს ევაა! - გამოვარდა და ჩამეხუტა.
ამ ჩახუტებამ იმდენად გამათბო, რომ მზეც ვერ გამათბობდა ასე. ხელები მოვხვიე პატარა ძამიკოს და ლოყები დავუკოცნე.
ბავშვი ხელიდან გამომგლიჯეს.
გაოცებულმა ავხედე მშობლებს და მათ მკაცრ მზერას შევეჩეხე.
-ეს თქვენი დაიკო არაა. - ერთი ეს თქვა მანანამ და კარები ცხვირწინ მომიჯახუნა.
სასოწარკვეთილი ღრიალი ამოვუშვი.
სადარბაზოდან გავედი და სარკეში ჩავიხედე. საშინლად გამოვიყურებოდი.
ძველი საქართველოს ნომერი ტელეფონში ჩავდე და გაოცებისგან პირი დავაღე.
1367 ზარი, 907 ხმოვანი შეტყობინება და 328 მესიჯი.
და ეს ყველა მშობლებისგან და მეგობრებისგან.
მეგობრები!
როგორ არ გამახსენდა აქამდე!!
რა ტუტუცი და უპასუხიამგებლო გოგო ვარ!
ელენასთან უნდა წავიდე.
ნეტავ კიდევ იქ ცხოვრობს?
ელენას ნომერი ავკრიფე და დავურეკე. მიპასუხა.
-ალო. - მისი ხმის გაგონებისას კიდევ წამომივიდა ცრემლები და ტროტუარზე ჩამოვჯექი.
-რომელი ხართ? - იკითხა მან, თუმცა ხმა ვერ ამოვიღე, კვლავ ვტიროდი.
-ღმერთო ჩემო!! ევა? ევა ეს შენ ხარ?
ასე მარტივად მიცნო მან! რათქმაუნდა, მას ხომ ვუყვარდი. ჩვენ ხომ მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. მას მერე მივატოვე რაც გავფუჭდი! მე ის მივატოვე!
-მე.. მე ვარ.
-მოდი ჩემთან სასწრაფოდ!
მთელ ხმაზე იყვირა და გამითიშა. მეც დავიძარი მისი სახლისკენ ორი ვარდისფერი ჩემოდნით და განადგურებული სულით, გონებით, სხეულით...
კარებზე დავაკაკუნე და ორ წამში გამიღეს. ზღურბლზე ელენას ვხედავ, ისევ ისეთს, როგორიც იყო ადრე..
ჩემზე ოდნავ დაბალი, წაბლისფერი კარე თმითა და მწვანე თვალებით. ნამტირალევი სახე ჰქონდა, ჩემსავით.
ეგრევე გულში ჩამიკრა და თან კარებიც ჩაკეტა.
-შენ.. შენ ყველაზე უნამუსო და უსინდისო ადამიანი ხარ მთელს მსოფლიოში ევა!! ღმერთო რამდენი ვინერვიულე, რამდენჯერ ვიტანჯე შენი სულელური ქცევების გამო, რამდენი წელი დაკარგე უაზროდ! როგორ მინდა გცემო! მაგრამ უზომოდ მენატრებოდი, ძალიამ მიყვარხარ და იცოდე აღარ გაბედო გაქცევა! ახლა კი ყველფერს დაწვრილებით მომიყვები შე საძაგელო!
რამდენიმე წუთის შემდეგ მე და ელენა დივანზე ჩახუტებულები ვისხედით და განვლილი წლების ამბებს ერთმანეთს ვუყვებოდით ჭიქა ყავასთან ერთად. იმის ნებაც დამრთო რომ გარკვეული დრო, სანამ სამსახურს და სახლს ვიშოვიდი მასთან მეცხოვრა.
სამსახური მაღაზიაში მოლარედ ვიშოვე სტაბილური ხელფასით და ამისდა მიუხედავად ელენამ მაინც არ მომცა უფლება სხვაგან გადავსულიყავი ქირით. მარტო ცხოვრობდა ოთხოთახიან ბინაში და მითხრა მანამ იქნები აქ სანამ არ გათხოვდებიო.
-იცი, სულ სხვანაირი ხარ ვარდისფერი თმით, შენ ხომ ქერა იყავი. მახსოვს პატარაობაში რომ იძახდი პრინცესას უნდა დავემსგავსოო, ნამდვილად გამოგივიდა! - მითხრა ელენამ ერთ დღეს.
სარკის წინ დავდექი და ჩემი თავი შევათვალიერე.
მაკიაჟს დიდად არ ვიყენებდი, მხოლოდ ორ პატარა ნიუანსს: ვარდისფერ ტუშს და ხორცისფერ პომადას.
მუდმივად ასე გამოვიყურებოდი, ძალიან ღია ფერის ჭორფლები, ვარდისფერი ტუში, ხორცისფერი პომადა და გრძელი, ტალღოვანი ვარდისფერი (ფოსფორში გადადიოდა) თმა. ექსპერიმენტების მოყვარული ვარ და ვაპირებ მაშინ, როდესაც ჩემი ცხოვრება ოდნავ მაინც ჩადგება რიტმში, .თმები სხვა ფრად შევიღებო, მაგალითად ლურჯად ან მწვანედ, შეიძლება თეთრადაც კი!
რომ შემომხედავს ადამიანი გაიფიქრებს: “არც მსუქანია და არც გამხდარიო”.
დიდი თეძოები მაქვს და წვრილი წელი, თხელი ხელ-ფეხი და გრძელი, კოხტა თითები.
მე ფრიად კმაყოფილი ვარ საკუთარი გარეგნობით და არაფერს შევცვლიდი.
სიყვარულს რაც შეეხება.. საქმე რთულადაა.
არავინ იცის, მაგრამ ჩემი 19 წლის ასაკში “ატეხვის” მიზეზი სწორედ სიყვარული იყო. ერთი ბიჭი მიყვარდა თავდავიწყებით, რომელიც მეფლირტავებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ შეყვარებული ჰყავდა, თან სამი და მეც “მაგოიმებდა”. ამის გამო ჩავვარდი დეპრესიაში და სულ ერთი წამით თავის მოკვლის იდეამაც გამიელვა თავში.
ინგლისში არავინ მყოლია. იქ ჩემი თავი ვიპოვე და სიმართლე ითქვას არ მინანია წასვლა, რადგან ჩემ თავთან გატარებულმა ეულმა წლებმა მიმახვედრა, რომ მე აქ მინდა, საქართველოში, ჩემ სამშობლოში, ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან.
სამი თვე გავიდა უკვე რაც ინგლისიდან დავბრუნდი და ამ დროის განმავლობაში მშობლები ვერ შემოვირიგე და მათ ვერც გავამტყუნებ, მაგრამ მაინც მწყდება გული, მე ხომ მათი შვილი ვარ.
ერთ დღესაც მშობლების სახლში რომ მივედი, იქ მხოლოდ ჩემი ძმა ლუკა დამხვდა. სახლში შემომისვა და მეც ჩავეხუტე, მოვეფერე. მითხრა დედა, მამა და ეკატერინე სკოლაში არიანო. თურმე ეკატერინეს ბავშვი უცემია, ჩემი ბავშვობა გამახსენდა და გამეცინა.
მშობლები დაბრუნდნენ და რომ დამინახეს მომღიმარი სახეები გაუქვავდათ.
მე ავდექი და სანამ რამეს მეტყოდნენ, ან გამაგდებდნენ ლაპარაკი დავიწყე:
-გთხოვთ, სულ რაღაც ორი წუთით მისმინეთ. ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი და ძალიან ცუდი შვილი ვარ და მერწმუნეთ ამ საქციელს, ყველა ცუდ საქციელს ვნანობ და ბოდიშს გიხდით, რადგან მინდა, რომ ისევ თქვენთან ვიყო და გიყვარდეთ. მე ინგლისში ვიყავი და იქ საკუთარი თავი ვიპოვე, აი ვინ ვარ მე დღეს, სულ უბრალო ვარდისფერთმიანი ევა, რომელიც ისევ ძველი ევაა. გთხოვთ...
-აქამდე არ გვითქვამს ევა, მაგრამ შენ ჩვენი შვილი არ ხარ. ამას ირონიულად არ ვამბობ, მართლა ასეა. ნაშვილები ხარ. ეკატერინე და ლუკა არ არიან შენი და-ძმა. ნაშვილები ხარ. - თქვა “მამამ”
“ნაშვილები ხარ” - სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა გონებაში და სახლიდან ბარბაცით გამოვედი, ელენას სახლამდე ძლივს მივედი და ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ.
არ ვჭამდი, არ ვსვამდი.
გული იმდენად მტკიოდა, რომ ვეღარც ვტიროდი.
ეს ყველაფერი ერთმა ზარმა უფრო დაამძიმა.
-გისმენთ. - ვუპასუხე უცხო ნომერს ჩახლეჩილი ხმით.
-ევა? - გაისმა სასოწარკვეთილი ლუკას ხმა.
-ლუკა? ყველაფერი კარგადაა? რა მოხდა? - უცბად წამოვხტი ფეხზე.
-ევა გთხოვ მოდი. მე და ეკატერინე მარტო ვართ, დედა და მამა მთელი დღეა არ დაბრუნებულან. უკვე ათი საათი გავიდა რაც წავიდნენ, არადა აქამდე უნდა მოსულიყვნენ. ეკატერინე ტირის და ვერ ვამშვიდებ. ისინი ტელეფონსაც არ პასუხობენ, გამორთული აქვთ.
-მალე მოვალ.
ხუთ წუთში მოვწესრიგდი და სირბილით გავუყევი გზას.
ლუკამ გამიღო კარი და და-ძმა გულში ჩავიკარი. ეკატერინე ჯერ კიდევ არ მელაპარაკებოდა, მაგრამ ლუკასთან დავამყარე კარგი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ გავიგე, რომ არ ვარ მათი ბიოლოგიური და, მაინც დად ვთვლი თავს. ვალდებული ვარ ისინი დავიცვა.
რამდენიმე საათი გავიდა და უშედეგოდ ველოდით მშობლებს. ბოლოს კარზე ზარი გაისმა და გამიხარდა, მეგონა ისინი იყვნენ მაგრამ...
-გამარჯობათ, ქალბატონი ევა ბრძანდებით?
-დიახ..
-თქვენი მშობლები ვიპოვეთ. ისინი ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ. ძალიან ვწუხვართ.



თავი 2
გადავწყვიტე ლუკაზე და ეკატერინეზე მეურვეობა ამეღო.
ჩემთვის მშობლების დაღუპვა არ იყო ადვილი... არამგონია ეს ვინმესთვის ადვილი იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩემზე უარი თქვეს.. მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მე მივეცი...
გაოგნებული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი ეს ამბავი პატარა არაბიოლოგიური და-ძმისთვის როგორ ამეხსნა, რომელთან ერთადაც მთელი ბავშვობა გავატარე და მხოლოდ ახლახანს გავიგე, რომ
ნაშვილები ვარ.
იმ დღეს, როდესაც ავარიის შესახებ შევიტყვე, განადგურებული და მომტირალი სახით შევედი სასტუმრო ოთახში, სადაც ბავშვები იყვნენ. ლუკა ჩემთან მოვიდა და მკითხა რა გატირებსო, პასუხს ვერ ვცემდი, შემდეგ ეკატერინეც მოვიდა და ახლა ერთ ხმაში დამიწყეს გამოკითხვა.
-ევა ახლა თუ არ მეტყვი რა მოხდა გეფიცები გავიქცევი სახლიდან! - დაიყვირა ლუკამ.
სლუკუნ-სლუკინით და შესვენებებით ძლივს მოვახერხე სიმართლის თქმა. ერთხმად ვტიროდით დედმამიშვილები მთელი ღამე. შემდეგ კი საჭირო გახდა სხვადასხვა დოკუმენტის, საბუთის მოგვარება. ბავშვები ობლად დარჩნენ და რადგან სრულწლოვ.ნები არ იყვნენ, თავშესაფარში უპირებდნენ გაგზავნას, მაგრამ ეს არ დავუშვი. ჯერ მშობლების დაკრძალვის საქმეები მოვაგვარე, ინგლისში გაყიდული კაფის ფულით. შემდეგ საჭირო გახდა ათასი საბუთის შევსება და გაკეთება რათა მეურვეობის უფლება ამეღო.
ხვალ მივდივარ იმ ადგილას სადაც პასუხს გავიგებ... აივანზე გავდივარ და სარწეველა სკამზე ვჯდები.
სიცივეს ვგრძნობ.
ვინანე პლედი რომ არ გამოვიტანე.. ახლა კი უკან შებრუნება მეზარება.
სარწეველა სკამზე ვიბუზები, ფეხებს ვკეცავ და ხელებს ვაჭდობ.
ვცდილობ გონივრულად ვიფიქრო, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, რომელიც ჩემ გარდა ყველასთვის სასარგებლოა, რასგან მეურვეობის დამტკიცების შემთხვევაში მათ შვილებივით უნდა მოვუარო და უკეთესი სამსახური და სახლი ვიშოვო.
მხრებზე სითბოს ვგრძნობ, შემდეგ კი ხელის შეხებას.
მაღლა ვიხედები.
ლუკას ვხედავ.
-ევა გაცივდები. შემოდი სახლში.
ჩემი 13 წლის ძმის მზრუნველობაზე მეღიმება. მგონი პირველად გამეღიმა ამ დღეების განმავლობაში.
-მადლობა. ვიქნები კიდევ ცოტა ხანს. - პლედს უფრო მჭიდროდ ვიხვევ და ცაში ვიხედები. ლუკა არ მიდის.
მეორე სკამი მოაქვს და გვერდით მიჯდება.
ისიც ცისკენ სწევს თავს და თითქმის ჩურჩულით იწყებს საუბარს.
-ევა ხომ იცი, რომ არ ხარ ვალდებული ეს გააკეთო...
-ვალდებული ვარ!
-მე.. მე არ მინდა, რომ ჩვენ გამო შენ ცხოვრებაზე თქვა უარი. არ მინდა ეს, გესმის? შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ ყველაფერი მესმის და ვხედავ... იცი, შენ თუ ამას გააკეთებ საკუთარ თავს დროს ვერ დაუთმობ.
-ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ შენ. მაგაზე არ ინერვიულო კარგი? ყველაფერი კარგად იქნება! - შუბლზე ვკოცნი ძამიკოს და სახლში შევდივარ.
ვიძინებ.
მეორე დილას ეკატერინე მაღვიძებს. მშობლების დაღუპვიდან ერთი კვირაა გასული და ჩემი პატარა დაიკო მარტო ვერ რჩება ოთახში,ღამე სულ ჩემთანაა. ბავშვი უზომოდ განიცდის ამ ყველაფერს და მეც სიგიჟის პირას ვარ. უბრალოდ ახლა ჩემს პატარებს ვჭირდები. უნდა ავანაზღაურო ის წლები რაც მათთან არ გავატარე. ვცდილობ ცხოვრება ჩვეულ რიტმში გავაგრძელო. სამუშაოში დროებით შვებულება ავიღე, სიტუაცია ავუხსენი და ჩემი გაიგეს.
ელენა ამ დღეების განმავლობაში რათქმაუნდა სულ ჩემთან იყო, გვერდიდან არ მცილდებოდა, მეხმარებოდა ყოველი დეტალის მოგვარებაში.
სანამ პასუხს გავიგებდი ათასჯერ მოვკვდი, მაგრამ საბოლოოდ თანხმობა მივიღე. ახლა ოფიციალურად ლუკას და ეკატერინეს მეურვე ვიყავი!
ბავშვები სკოლაშიც არ მიდიოდნენ, იმდენად არიან დასტრესილები, ყოველ ღამე სამივე ჩვენთვის ჩუმად ვტირივართ, რომ ერთმანეთს არ დავანახვოთ.
კიდევ ორი კვირა გავიდა ასე, სახლში ჯდომით და არაფრის კეთებით. შემდეგ განცხადება გავაკეთე:
-ბავშვებო ვიცი, რომ ეს რთულია და ძალიან განვიცდით ყველა... მაგრამ მე სამუშაოს უნდა დავუბრუნდე, ხოლო თქვენ სკოლას. დილას სკოლამდე მიგიყვანთ, მე სამსახურში წავალ და სკოლიდან დამოუკიდებლად მოხვალთ სახლში, დაახლოებით ხუთი საათისკენ მეც მოვალ. ორივე საკმაოდ დიდები ხართ და იმედია შეძლებთ ორი-სამი საათით მარტო ყოფნას. უნდა ვიმუშაო და ფული ავაგროვო, რომ სადმე სხვა სახლში გადავიდეთ.
-ევა.. კარგი ეგრე იყოს, მაგრამ.. იცი, არ მინდა სხვა სახლში. ვიყოთ ისევ აქ, ეს ხომ ერთადერთია რაც მშობლებისგან დაგვრჩა... უბრალოდ გავარემონტოთ. - თქვა ლუკამ.
-კარგი პატარა ძმაო როგორც შენ იტყვი!
ასეც მოვიქეცით, გავაგრძელეთ ცხოვრება.
ასეთ რეჟიმში ერთი წელი გავიდა. ბავშვები უფრო გაზრდილები არიან. მშობლების ამბავი რათქმაუნდა სამუდამო დაღია, მაგრამ ამაზე საფიქრელადაც არ მრჩება დრო. დილას ათიდან ხუთამდე მარკეტში ვმუშაობ მოლარედ, ხოლო ღამე თორმეტიდან სამამდე კლუბში მიმტანად.
საშინელი გრაფიკი მაქვს, თითქმის სულ მეძინება, სახლში რემონტიც გავაკეთეთ, ბევრი არაფერი შეგვიცვლია, მხოლოდ შპალერი და ზოგიერთი ავეჯი.
ლუკა ფეხბურთზე შევიყვანე, ხოლო ეკატერინე ბალეტზე.
მე თავად ძალიან მიყვარს ჰიპ-ჰოპი. სულ მინდოდა ამ ცეკვაზე შევსულიყავი, მაგრამ ეს ვერასდროს გავაკეთე ახლა კი ფიზიკურას დროც არ მეყოფა. შევძლებ მხოლოდ შაბათ-კვირას, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვეღარაფერს ვიმეტებ...
ერთ დღეს როდესაც მარკეტში ვმუშაობდი ცეცხლი გაჩნდა, სიგნალიზაცია ჩაირთო და ყველამ გაქცევა დაიწყო. მე გამოვშტერდი, თვალწინ სულ მშობლების ავარია მედგა და გავქვავდი. გარშემო ყველაფერი იწვოდა და შავ ბოლში გახვეულიყო. ცრემლები წამომივიდა, ალბათ მოვკვდები.
მაგრამ რა ეშველებათ ჩემ და-ძმას?
აქედან უნდა გავახწიო! ვყვიროდი, მივრბოდი, მაგრამ გარშემო სულ ცეცხლი იყო და მალევე დავკარგე გონება. ვიგრძენი როგორ გადამიკიდა ვიღაცამ მხარზე, მისი ძლიერი კუნთები ვიგრძენი...
სუფთა ჰაერი შევისუნთქე და ხველება ამიტყდა. ხელი ჯერ კიდევ ვიღაცისთვის მქონდა ჩაკიდებული. გრძელი თითების შეხებას ვგრძნობდი სახეზე და როცა თვალები გავახილე, საოცრება დავინახე. კუპრივით შავი თვალები ჰქონდა და კაი ხანი ჩავცქეროდით ერთმანეთს თვალებში, სხვა ვერაფერი დავინახე, მახსოვდა მისი თვალები და თითები, მისი შეხებაც მახსოვდა.
შემდეგ კი ის წავიდა...
გონზე რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი, თავზე ნამტირალევი ლუკა და ეკატერინე დამტრიალებდნენ.
მე კი მხოლოდ მის თვალებზე ვფიქრობდი, იმდენად დავიკარგე მათში, რომ მთელი ღამე ვნატრობდი, რომ კიდევ ერთხელ მქონოდა მისი ნახვის ბედნიერება.



თავი 3
საავადმყოფოდან ორ დღეში გამომწერეს. მარკეტი გაუბედურებულია, მის რესტავრაციას მინიმუმ ორი თვე დასჭირდება. დირექტორი შეგვპირდა თანამშრომლებს რომ ყველას დაგვაბრუნებს. საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია ხანძარს.
ახლა იმაზე ვფიქრობ სანამ მარკეტს გახსნიან სად ვიმუშავო. ღამის ცვლაში კი ვმუშაობ, მაგრამ იქ სამ საათში მხოლოდ 30 ლარს მიხდიან, ეს სამი სულისთვის არაა სამყოფი. გადასახადები, საჭმელი, ტანსაცმელი, ჰიგიენირი ნივთები.. ყველაფერი ფული ღირს. ბავშვებს კი ხანდახან მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ სურთ გასვლა.
ახლა ჯიბეში მხოლოდ ოცი ლარი მაქვს.
მომავალზე ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ლუკა მომიახლოვდა სერიოზული სახით და ჩემ წინ სკამზე მოთავსდა.
-ევა, რაღაც მინდა გითხრა...
-გისმენ.
-მე.. იცი, შეყვარებული მყავს, ნატალი ჰქვია..
-მართლა? - გამეღიმა.
-ჰოო..
-როგორია ნატალი? გიყვარს?
-ჩემ სკოლაში სწავლობს, ერთი წლით დიდი ვარ მასზე. ძალიან ლამაზია, წითელი ხუჭუჭა თმები აქვს და ბევრი ჭორფლები. ლამაზი ცისფერი თვალები. მშვენიერია! ჰო, ძალიან მიყვარს!
-მას თუ უყვარხარ?
-ხო! აბა ისე შეყვარებული არ მეყოლებოდა. მორცხვია. ორი წელია დავსდევ და ბოლოს მაინც გამოვტეხე.
-გული არ ატკინო იცოდე თორე ჩემი ხელით მოგკლავ! - ორივეს გაგვეცინა, მაგრამ შემდეგ ლუკა ისევ დასერიოზულდა, ჩაახველა და თქვა:
-ვიცი რომ გვიჭირს. მაგრამ ფული მინდა გთხოვო, ათი ლარი.. პაემანზე დავპატიჟე და... ხომ ხვდები...
უკანასკნელი ოც ლარიანი ამოვიღე ჯიბიდან და მივეცი.
-არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. გაერთეთ.
შუბლზე ვაკოცე და ჩემ ოთახში შევიკეტე.
ღამის კლუბის უფროსს დავურეკე და ვუთხარი, რომ მუშაობა მჭირდებოდა. ისიც დამთანხმდა და წავედი.
ოთხი საათი შეუწყვეტლივ ვმუშაობდი, ერთი კვირის განმავლობაში ყოველ ღამეს მიმტანად.
ერთ დღეს ეკატერინემ განმიცხადა, რომ ბალეტიდან გამოსვლა და ჰიპ-ჰოპზე შესვლა უნდოდა.
შეშლილი ადამიანივით გამიხარდა მისი ეს სურვილი.
რადგან მთელი დღე თავისულაფი მქონდა, გადავწყვითე შაბათ-კვირას ეკატერინესთან ერთად მეც მევლო ჰიპ-ჰოპზე, უბრალოდ რომ მცოდნოდა.
ჩემთვის ვცეკვავ ხოლმე და ამ დროს ძალიან ვარ ბედნიერი. იქნებ ცეკვის დროს მაინც დავივიწყო პრობლემები.
გათენდა ნანატრი დღეც და მზადება დავიწყე.
ვარდისფერი თმა კოსად შევიკარი, წამწამებზე ჩვეული ვარდისფერი ტუში და ტუჩებზე ხორცისფერი პომადა წავისვი. ჩემი თეძოები ძალიან დამეხმარება ცეკვაში.
ჩემი გარდერობი ძირითადად სულ გრძელი, ყვავილებიანი სარაფნებით იყო სავსე, რომლებსაც ზაფხულში და გაზაფხულში ვიცმევდი. ცივ დღეებში კი სპორტილები მეცვა.
ამჯერად მაღალწელიანი სპორტული, ტანზე მომდგარი, გალაქსის ფერებით მორთული ელასტიკი ჩავიცვი და ამავე ფერის ტოპიკი.
ფეხზე ბოტასები მოვირგე. ეკატერინესაც შესაბამისად ჩავაცვი და სანამ სახლიდან გავიდოდით ლუკას შევძახე, რომ ჭკვიანად ყოფილიყო.
14 წლისაა და მარტო ვტოვებ ხოლმე, როცა საჭიროება მოითხოვს.
იმ შენობაში მივედი, რომელიც ელენამ მირჩია.
წინასწარ მქონდა დარეკილი და მე და ეკატერინე უკვე ოფიციალურად ვიღაც ნიკას მოსწავლეები ვიყავით.
ამბობენ ის ძალიან მკაცრიაო, მაგრამ თავისი საქმის ძალიან დიდი პროფესიონალიო.
სავარჯიშო ოთახში შევედით თუ არა ადგილზე გავქვადი.
მას გადავაწყდი.
ახლა მის კუპრივით შავ თვალებში ვიყურებოდი, ისიც არანაკლებ გაოცებული იყო.
შევათვალიერე.
ჩემზე ათი სანტიმეტრით მაღალი მაინც იქნებოდა, მოკლედ შეჭრილი შავი თმა, მოვარდისფრო ტუჩები, სწორი მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი, კისერზე ორი ხალი ჰქონდა, თხელი, ტანზე მომდგარი მაისურის ქვეშ პრესი მოუჩანდა.
ძალიან სიმპატიური იყო.
რამდენიმე წუთი უბრალოდ ერთმანეთს ვათვალიერებდით, შემდეგ ეკატერინემ მომქაჩა ხელზე და გონს მოვეგე.
სხვებიც მოვიდნენ და ნიკამ ისე დაიწყო გაკვეთილი, თითქოს ვერ მიცნო. ერთხელაც არ შემომხედავდა, მე კი მუდმივად ვუყურებდი. ჩვენ გარდა დარბაზში სამი გოგო იყო, ორი პატარა და ერთი დიდი.
დღეს უმნიშვნელო მოძრაობები გვასწავლა და გამოგვკითხა, რატომ დავიწყეთ აქ სიარული. ეკატერინემ თქვა, რომ ერთხელ დამინახა როგორ ვცეკვავდი ჩემთვის და იმდენად მოიხიბლა, რომ მოუნდა თავადაც სცოდნოდა. ამ დროს ნიკას გაეღიმა და მე წამოვწითლდი. ჩემი ჯერი რომ დადგა ვთქვი:
-ყოველთვის მსურდა ამ ცეკვის ძირფესვიანად შესწავლა და მიცეკვავეობა. მაგრამ ამის შესაძლებლიბა სამწუხაროდ არ მომეცა. ახლა კი მინდა ვცადო. ერთი ცეკვა მაქვს გულში ჩარჩენილუ, რომლის შესრულებაც ჩემი ოცნებაა, მაგრამ მას პარტნიორი სჭირდება. ასე რომ.. ეგ არაფერი მარტო ვიცეკვებ. - აქ გავიღიმე.
-თუ საიდუმლო არაა, გაგვიმხილე რა ქორეოგრაფიის ცეკვა გსურა პარტნიორთან ერთად, ევა. - თქვა ნიკამ. ბოხი ხმა ჰქონდა, ოდნავ ხრინწიანი, მაგრამ ამავდროულად სითბოთი სავსე. “ევა” ოდნავ გაწელილად წარმოთქვა.
-სიმღერას “do like that” ჰქვია. mark და bettina ცეკვავენ.
-გასაგებია. - ჩაილაპარაკი ნიკამ.
გაკვეთილი დასრულდა და როცა წასვლას ვაპირებდი, ნიკას ხმამ შემაჩერა:
-ევა, თუ შეიძლება ორი წუთი დამითმე.
ეკატერინეს ვუთხარი გარეთ დამლოდებიდა და მასთან მივედი.
-დიახ, გისმენთ.
მომიახლოვდა და კოსა დამიშალა, თმები მხრებზე გამისწორა. მისი შეხებისგან სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
-პირველ რიგში, ცეკვას არ უხდება შეკრული თმები, მით უმეტეს თუ ის ასეთი ლამაზია.
გამეღიმა და თვალებში შევხედე, ისიც იღიმოდა.
-და მეორე, ოთხშაბათობით დილას ათ საათზე მიხვალ ხოლმე რომ შენი საოცნებო ცეკვა ისწავლო.
თვალები გამიფართოვდა.
-კი მაგრამ..
-არანაირი მაგრამ. პარტნიორი მე ვიქნები.
-მადლობა.
-ახლა კი წადი და ხვალ გელოდები.
თავი დავუქნია და კარებისკენ წავედი, სანამ გავიდოდი მივბრუნდი და ვუთხარი:
-ნიკა, მადლობა ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის.
გაიღიმა, ახლა თვალებითაც იღიმოდა. იმდენი სითბო მოდიოდა მისგან, ლამის ჩავეხუტე.
-ღირდა ნამდვილად.
გამეცინდა და ეკატერინესთან ერთად სახლისკენ გავუყევი გზას.
-ევა, ასეთი გაწითლებული და გაღიმებული რატომ ხარ? - მკითხა ლუკამ სახლში შესვლისთანავე.
-იმიტომ რომ ჩვენი ცეკვის მასწავლებელი ნიკა მოსწონს! - იყვირა ეკატერინემ და სიცილი დაიწყო.
დავიბენი, მერე მეც სიცილი ამიტყდა და ლუკაც აგვყვა.
მგონი პირველად ვიყავით ასეთი ბედნიერები ამდენი ხნის შემდეგ.
ეკატერინე, რომ დავაძინე ლუკას ოთახში შევიჭყიტე.საწოლზე იჯდა და ტიროდა.
მივუახლოვდი და გულში ჩავიკარი, მანაც მომხვია ხელები.
-მომენატრნენ ევა. დედიკო და მამიკო ძალიან მომენატრნენ.
-მეც.. მეც.
შუბლზე ვაკოცე, ცრემლები შევუმშრალე და ღამე მასთან დავიძინე.
დილას უცნაური აზრით გავიღვიძე. მაღაზიაში წავედი, ლურჯი ფერის საღებავი, ლურჯი ფერის ტუში და ამავე ფერის პომადა ვიყიდე.
თმები ლურჯად შევიღებე. მაკიაჟიც გავიკეთე და ეკატერინესთან ერთად დავადექი გზას ჰიპ-ჰოპისკენ.


თავი 4
დღესაც ტოპი და შარვალი მაცვია. ამჯერად თმები გავიშალე. დღეს ცეკვის უფრო მეტ მოძრაობას გვასწავლის ნიკა.
როდესაც ვცდილობ ეფექტურად დავტრიალდე ფეხი მიცურდება და რომ არა ნიკას ძლიერი მკლავები, ძირს გავიშხლართებოდი.
-მეორედ გადავარჩინე შენი სიცოცხლე ევა, ჩემი ვალი გაქვს იცოდე. - თვალი ჩამიკრა და ხელი გამიშვა.
ვარჯიშის ბოლოს ნიკამ განცხადება გააკეთა:
-სამ კვირაში ოლიმპიადაა, სხვადასხვა ქვეყნიდან გადიან წყვილები, მინდა ჩემთან ერთად რომელიმე გოგონა გამოვიდეს. სიმღერა - “do like that”-ის ქორეოგრაფიას ვიცეკვებთ, ადვილია და ამავდროულად ლამაზი თუ ეფექტურად შეასრულებ. ამიერიდან ყოველ ოთხშაბათს ათ საათზე მოვა ყველა ვისაც მოუნდება ჩემთან ერთად ცევა,დაგაკვირდებით და შემდეგ ავარჩევ რომელიმეს. სხვა ჯგუფის გოგოებსაც შევატყობინებ. ახლა კი მშვიდობით.
სახლში მისულმა ათას რამეზე დავიწყე ფიქრი, თან ნერვები მომეშალა იმაზე,რომ ოთხშაბათს მარტო მე არ ვიქნებოდი, მაგრამ თან ნიკას ვერ ვამტყუნებდი, აბა ეგრევე მე ხომ არ ამარჩევდა? უბრალოდ ძალიან ვვეგოისტობ.
ლუკა სახლში ბედნიერი მოვიდა, თავისი შეყვარებული გაუხარებია და თავადაც აღფრთოვანებულია.მიხარია მის გამო, ცოტათი ყურადღრებას გადაიტანს, სიყვარულს და ნდობას ისწავლის.
ახალი სამსახური ვიშოვე. კარფურში მოლარედ ვიქნებოდი, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 2 საათიდან ღამის თერთმეტამდე.
კარფური ჩემ უბანში იყო, ახლოს ჩემს სახლთან, ბავშვებსაც ველაპარაკე და მარტო იქნებიან, არ ეშინიათ.
პატარები არიან მაგრამ დამოუკიდებლები, რაც ძალიან მახარებს.
პირველი სამუშაო დღე იმაზე დამღლელუ აღმოჩნდა ვიდრე ველოდი,თან წარამარა შიშის გრძნობით ვივსებიდი, რომ ხანძარი აქაც არ გაჩენილიყო.
მეორე სამუშაო დღეს ნიკა ვნახე. სიგარეტს ყიდულობდა. მე რომ დამინახა ძალიან გაუკვირდა.
-აქ მუშაობ? - მკითხა ჩვეული ტონით.
-დიახ, აქ ვმუშაობ.
ერთხელ მომავლო თვალი, ჩაფიქრებულმა გაიღიმა და მარკეტიდან გავიდა.
მისმა ნახვამ იმდენად ამაფორიაქა, რომ ძლივს მოვედი გონს.
ლუკა და ეკატერინე სკოლაში კარგად იქცეოდნენ, დაიკო ათოსანი იყო ხოლო ძამიკო ცოტას წაუზარმაცებდა ხოლმე, მაგრამ მაინც სწავლობდა. ჩემი დახმარება არასდროს დასჭირვებიათ.
ოთხშაბათს ცეკვაზე წავედი. ნიკა სულ არ მიყურებდა და ზედმეტადაც კი მეუხეშა.
-მარჯვენა ფეხი არა ევა ჯერ მარცხენა გადმოდგი!!
მეც მის ბრძანებებს მივყვებოდი.
ეს ცეკვა იმდენად ადვილი იყო სამ საათში შევისწავლეთ მოძრაობები.
-შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ! ახლა წადით და თავად ივარჯიშეთ, შემდეგ ოთხშაბათს თითოეული თქვენგანი მეცეკვებით და ასე ავარჩევ რჩეულს. ევა, მეტი ყურადღებით!
ბოლოს ჩემი სახელი რომ ახსენა იმდენად გამიკვირდა, რომ ალბათ სახეზე შემეტყო და ერთ-ერთმა გოგონამ ჩამჩურჩულა:
-ნუ გექნება გამარჯვების იმედი. ნიკას ხელში საბოლოოდ მაინც მე ჩავიგდებ! - თვალი ჩამიკრა და მომცილდა.
სამსახურში ყოვლად დაბნეული და განადგურებული ვიყავი, მთელი დღე ყურადღება მეფანტებოდა. ნიკას მზერა ყველგან მელანდებოდა და სული მეწვოდა.
სახლში იმდენად დაღლილი მივედი ძლივს გავიგონე ლუკას ყვირილი. მის ოთახში შევვარდი, სადაც შემდეგი სურათი დამხვდა: საწოლზე მტირალი ეკატერინე იჯდა, ხოლო ლუკა მას უყვიროდა.
-რა ჯანდაბა ხდება აქ?! - დავიყვირე მეც.
-შენმა პატარა დამ სკოლაში პომადა წაისვა და დადიოდა დასვენებაზე გადაპრანჭული. უფრო მეტი ყურადღება რომ მიგექცია, ასე არ მოხდებოდა! - ახლა მე მიყვიროდა ლუკა.
-ლუკა! აღარ გაბედო და მეორედ არც მე და არც ეკატერინეს არ დაუყვირო! თქვენთვის ყველაფერს ვაკეთებ, ამას არ ვიმსახურებ გესმის? შენი ოთახიდან გამოსული არ დაგინახო დღეს! წამოდი ეკატერინე ჩემ ოთახში დავილაპარაკოთ.
მე და დაიკო ჩემ ოთახში შევედით.
-კაი ნუღა ტირიხარ, შენ ხომ ჩემი ძლიერი გოგო ხარ? რა ხდება?
-მე.. მე სკოლაში.. ე-ერთი ბი-ბიჭი მომ..წონს და მაგიტომ წა..ვისვი პომადა. - სლუკუნ-სლუკუნით მითხრა მან. ჩავეხუტე.
-ჯერ სიყვარულიბანასთვის ძალიან პატარა ხარ, ისევე როგორც მაკიაჟისთვის. მეორედ არავის გამო წაისვა პომადა და არავის გამო სცადო შენ გარეგნობაში რაღაცისშეცვლა, გესმის? - ეკატერინემ თავი დამიქნია. - მერწმუნე, რომ იმ ბიჭზე ათი თავით უკეთესი ხარ. ახლა სწავლას და ჰიპ-ჰოპს მიხედე, რათ გინდა ბიჭები, ჩვენ ხომ ლამაზი, ძლიერი და დამოუკიდებელი გოგონები ვართ? - ორივეს გაგვეცინა. - ახლა კი მოდი დავიძინოთ.
მეორე დღეს სანამ ბავშვებს სკოლაში გავაცილებდი ლუკა ჩამეხუტა და მითხრა:
-ბოდიში ევა, გუშინ ზედმეტი მომივიდა. უბრალოდ სკოლაში ბევრი ცუდი გოგოა და არ მინდა ეკატერინე რომელიმე მათგანს დაემსგავსოს.
-არაუშავს ვის არ მოსვლია.
სანამ სამსახურში წავიდოდი ელენა მოვიდა ჩემთან. ვიჭორავეთ.
შაბათ-კვირას ჰიპ-ჰოპის გაკვეთილები ნიკასარ ჩაუტარებია, ვიღაც გოგონა იყო მის ნაცვლად.
მომავალ ოთხშაბათს კი ძალიან გავნერვიულდი. დღეს ხომ რომელიმე ჩვენგანს აირჩევსა ნიკა ჩემპიონატისთვის!
მოცეკვავე გოგონებს რომ ვუყურებდი უფრო და უფრო ვნერვიულობდი, ისინი ხომ არაჩვეულებრივები იყვნენ!
ჩემი ჯერიც დადგა.
მთელი ძალა გამოვიყენე იმისთვის რომ მაქსიმალურად კარგად მეცეკვა. ყოველი ფეხის გადადგმისას ოფლად ვიღვრებოდი. ის ფაქტი რომ ჩემ გვერდით ნიკა ცეკვავდა მაფორიაქებდა.
ცეკვის დასრულებისთანავე სააბაზანოში შევვარდი და სახეში წყალი შევისხი.
დავიღალე.
დავიღალე სამსახურით, მუდმივად იმაზე ფიქრით, რომ ბავშვებს არაფერი დააკლდეთ, რომ საჭმელების გაკეთება და სახლის დალაგება ყოველთვის მოვასწრო.
მომენატრნენ დედა და მამა!
სააბაზანოში ნიკა შემოვიდა. კარებთან ისგა და მიყურებდა.
დავიღალე იმაზე ფიქრით, რომ ნიკა ნელ-ნელა უფრო და უფრო მიყვარდება!
ჰო, მიყვარდება..
ისე კარგად ცეკვავს,ღმერთოის არაჩვეულებრივია!
უეცრად ტირილი დავიწყე და სახე ხელებში ჩავრგე.
ნიკა მთელი ძალით მომეხვია, ვიგრძენი მისი ძლიერი მკლავები ბეჭებზე და ლამის გული წამივიდა. ახლა რომ არ ჩავხუტებოდი ამას მთელი ცხოვრება ვინანებდი, ხოდა მეც მოვხვიე ხელები და სახე მის კისერში ჩავრგე.
როგორ მიყვარს მამაკაცის სუნამოს სურნელი...
-ევა, ყველაფერი კარგად იქნება. - მითხრა, თავზე მაკოცა და სანამ სააბაზანოდან გავიდოდა, დაამატა:
-დამშვიდდი და გამოდი. გამარჯვებული უნდა გამოვაცხადო. - გამიღიმა და გავიდა.
როდესაც იღიმოდა ლოყები საყვარლად ეჩხვლიტებოდა.
რა ლამაზია!
ისე მინდა ის გამოყვანილი ყბები ჩავუკოცნო!
ევა რა ჯანდაბაა!
თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი.
-ჩემპიონატი ბათუმში ტარდება ორ კვირაში. ევროპის ქვეყნებიდან გადიან წყვილები. შეჯიბრის სახელია “ყველაზე მოსიყვარულე წყვილი ევროპაში”. პრიზი 100000 ლარია. საქართველოს ჩემთან ერთად ევა წარადგენს!



თავი 5
ვერ ვიჯერებდი, რომ ნიკამ მე ამარჩია. ძალიან ბედნიერი ვიყავი. დანარჩენი გოგოები კი ბოღმით მიყურებდნენ. ნუთუ აღარავის უხარია სხვისი წარმატება და სიხარული?
იმდენად გაბოროტდა ხალხი...
ყველა წავიდა და დარბაზში მხოლოდ მე და ნიკა დავრჩით.
-რატომ მე? - ვკითხე.
-ევა მართალია ახალი მოსული ხარ, მაგრამ ბევრზე კარგად შენ ცეკვავ. შენი გარეგნობაც იმდენად მომხიბვლელია, რომ დაგვეხმარება გამარჯვებაში. თან ეს ცეკვა ხომ შენი ოცნება იყო, სხვა რა ნამუსით ამერჩია?
გამეღიმა.
-დიდი მადლობა, ყველაფრისთვის.
-ნუ მიხდი მადლობას. ყოველდღე ათზე მოსვლას შეძლებ?
-კი მოვალ!
სამსახურშიც ბედნიერ განწყობაზე ვიყავი. ელენასაც მოვუყევი ყველაფერი ნიკას შესახებ.
-გიყვარს? - მკითხა.
-სრული აფსურდია... - ვიცრუე. ელენამ თვალები დაქაჩა და *სერიოზულად?* სახე მიიღო.
-ხო კაი.. მგონი მიყვარს.
-მასზე რას მეტყვი?
-არ ვიცი ძალიან უცნაური ბიჭია. ხან მეუხეშება, ხან ძალიან თბილად მექცევა..
-ესეიგი გიჟდება შენზე.
-საიდან მოიტანე?!
-დამიჯერე ევა!
მთელი ღამე ელენას ნათქვამზე ვფიქრობდი. ნუთუ ნიკაც გრძნობს რამეს?!
არ ვიცი... არ ვიცი.
შემდეგ დღეს მე და ნიკამ ბევრი ვივარჯიშეთ, რამდენჯერაც მის ხელი შემეხებოდა, ჟრუანტელი მივლიდა. მგონი ამას ამჩნევდა და იღიმოდა. სიგარეტის მოსაწევად რომ გავიდა გავყევი.
-რატომ ეწევი? -ვკითხე.
ადრე მეც ვეწეოდი, მაგრამ ინგლისში დავანებე თავი და მაგის მერე საერთოდ არ მივკარებივარ. ვეღარ ვიტან ამ სუნს.
-რაიმე მიზეზი უნდა არსებობდეს?
-რათქმუნდა! მოწევას ყველა რაღაც მიზეზია გამო იწყებს. მაგალითად მე გატეხილი გულის გამო დავიწყე...
-შენ ეწევი? - შევამჩნიე როგორ დაეძაბა სხეული და ყელზე ვენები დაებერა.
-მე.. არა ახლა არა. აღარ. 19 წლის რომ ვიყავი მაშინ ვეწეოდი შემდეგ ინგლისში რომ გავიქეცი შევეშვი.
-ინგლისში გაიქეცი?
-ოჰ.. გრძელი ამბავია...
-მე არსად მეჩქარება. მომიყევი, თუ გინდა რათქმაუნდა...
ღრმად ამოვისუნთქე.
-მაშინ ერთი ბიჭი შემიყვარდა და.. ის მატყუებდა. ძალიან გულჩვილი ვიყავი და ვერ გავუძელი ტკივილს. დავიწყე კლუბებში სიარული.. მოწევა. სულ გავფუჭდი. ხოდა ერთ დღეს ავდექი და გავიქეცი ინგლისში. იქ თვალი ამეხილა და გარკვეული დროის შემდეგ დავბრუნდი. წლინახევრის წინ. აქ მშობლებმა აღარ მიმიღეს... - მშობლების გახსენებაზე ცრემლი მომერია.
-სად არიან ახლა მშობლები?
-თურმე ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ ყოფილან. არ ვიცი ნამდვილი მშობლების ვინაობა. გამზრდელი მშობლები კი.. დაიღუპნენ ერთი წლის წინ. ავარიაში. ჩემ და-ძმაზე, პატარა ეკატერინესა და ლუკაზე მეურვეობა ავიღე. შენ.. შეიძლება ვერ გაიგო როგორ მტკივა.. - ამოვიგმინე და ბოლო სიტყვებს ცრემლები ამოვაყოლე. ნიკამ მხარზეხელი დამადო.
-მამა არასდროს მყოლია. არც კი ვიცი მისი ვინაობის შესახებ. დედაჩემი ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვობა ბებიასთან გავატარე. თოთხმეტის რომ ვიყავი, ისიც გარდაიცვალა. შემდეგ თავშესაფარში ვცხოვრობდი და 18 წლის ასაკში იქიდან გამოვიქეცი. ქუჩაში ვცხოვრობდი ერთი წელი. შემდეგ ერთი გოგონა გავიცანი და.. მან შემიფარა. ორი წელი შეყვარებულები ვიყავით და მაშინ როდესაც ხელის თხოვნას ვაპირებდი, დამშორდა. სხვასთან წავიდა. ამის შემდეგ სამსახური ვიშოვე ამ შენობაში დამლაგებლად, მაშინ ამ დარბაზის პატრონი მოხუცებული ქალბატონი იყო, მას შვილივით შევუყვარდი და მისი წყალობით დავიწყე ცეკვა. შარშან ის მოკვდა და ეს შენობა და ანსამბლი მე დამიტოვა ანდერძით. ასე რომ ნუ იტყვი, რომ მე ვერ გავიგებ როგორ გტკივა. ჩემზე მეტად ვერავინ გაგიგებს ევა..
გაოგნებული ვიყავი მოსმენილით. ნიკას ჩემზე ბევრირამ გადაუტანია.
ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ გაუცნობიერებლად ჩავეხუტე. ისე მოვუჭირე ხელები ზურგზე, მეც მეტკინა. ორივეს მთელი სხეული დაგვეძაბა. ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას. ისევ შევისუნთქე მამაკაცური სურნელი, ნიკას სურნელი. კისერზე ტუჩები მომაკრო, არ მკოცნიდა, უბრალოდ მეხებოდა.
ვგრძნობდი არაადამიანურ, არაკოსმოსურ გრძნობას, არარსებულს.
გავაცნობიერე რომ ნიკა სიგიჟემდე მიყვარდა, მისი კუპრივით შავი თვალები სიკვდილამდე მიყვარდა.
იქვე ჩამოვსხედით და ცისფერ ცას ავხედეთ. მხარზე თავი ჩამოვადე.
-ევა..
-ჰო.
-რაზე ფიქრობ?
-ყველაფერზე. სამსახურზე, ცეკვაზე, კონკურსზე... შენ?
-მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ. შენს გარდა ვერაფერზე. შენი ლამაზი თმის და სხეულუს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ.
გავქვავდი და ლოყები ამეწვა. სახე მის კისერში ჩავმალე. ჩაეცინა.
-ერთ რამეს შემპირდები? - ვკითხე.
-გისმენ.
-სიგარეტს შეეშვი რა, ჩემი ხათრით!
-შენი ხათრით ადამიანს მოვკლავ. - ჩაილაპარაკა და გამეცინა.
-ანუ შეეშვები?
-ერთი პირობით!
-რა პირობით?
უეცრად ნიკა ჩემკენ მობრუნდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა. ჯერ თვალები დავჭყიტე, შემდეგ მეც მივნაბე და თითები ფაფუკ თმაში შევუცურე. ჩემს ტუჩებზევე ამოიხრილა:
-რამდენჯერაც მოწევა მომინდება, იმდენჯერ გაკოცებ.
-მგონი არ ვარ წინააღმდეგი. - ვუთხარი, გავუღიმე და ვაკოცე.



თავი 6
სახლში გაბრუებული და გახარებული მივედი. ბავშვები ჯერ კიდევ სკოლაში იყვნენ. სამსახური ერთ საათში მეწყებოდა.
გამბედაობა მოვიკრიბე და გადავწყვიტე მშობლების ოთახში შევსულიყავი, რომლისთვისაც ერთი წელია ხელი არ მიხლია.
შევედი.
მტკიოდა, ყოველი ნაბიჯი ისე მტკიოდა თითქოს ეკლებიან იატაკზე ვაბიჯებდი.
ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ისე მტკიოდა თითქოს ვიღაც მახრჩობდა.
მეწვოდა ყველა შინაგანი ორგანო.
მშობლების საწოლზე ჩამოვჯექი, მათი საბანი გადავიფარე და ცხარე ცრემლით ავტირდი, ბალიშის ქვეშ რომ შევყავი ხელი, რაღაცას შევეხე.
გამოვიღე და ხელში კონვერტი შემრჩა. გაოგნებული დავაჩერდი და ხელის კანკალით გავხსენი.
ფურცელი ამოვიღე და კითხვა დავიწყე:
“ევა.
გვაპატიე. ის სისუსტე გვაპატიე რასაც უპატიებლობა ჰქვია.
ჩვენ ვერ გაპატიეთ ის საქციელი, ვეღარ მიგიღეთ.
სულ პაწაწინა იყავი, სანაგვეზე გიპოვეთ. არ ვიცოდით რა გვექნა და შეგიფარეთ. ჯერ შვილი არ გვინდოდა, ვაპირებდით შენ თავშესაფარში გაგზავნას, მაგრამ იმდენად შეგვიყვარდი დაგიტოვეთ.
შემდეგ როდესაც შენ გაქრი, გვეგონა რომ მოკვდი. ჩვენთვის ეს ძალიან რთული იყო. მამაშენმა ორჯერ გადაიტანა ინფარქტი, მე ნერვიულობისგან გავჭაღარავდი. ბევრჯერ ვცადეთ შენი ძებნა მაგრამ უშედეგოდ.
ნაშვილები ხართქო - რომ გითხარი ასე უხეშად არ მინდოდა დე, მაპატიე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი შენზე, ვერ მიგიღე ასე მარტივად. ფურცლის ბოლოს ბანკის ნომერი წერია, იქ ანგარიში მაქვს გახსნილი, ყოველთვე შენთვის ვინახავდი ფულს და დაგროვდა. საკმარისი თანხაა იმისთვის, რომ პატარა მაღაზია, სალონი ან რაიმე გახსნა და შემოსავალი გქონდეს. ვიცი ჭკვიანი გოგონა ხარ.
გვიყვარხარ მე და მამიკოს ძალიან ევა. ამ კონვერტს ხვალ გამოგიგზავნი და ძალიან მაგრად ჩაგიკრავ გულში.”
წერილი ათასჯერ გადავიკითხე. ავარიის წინა დღეს იყო დაწერილი. ისეთი შეგრნება დამეუფლა თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება ტყუილში ვცხოვრობდი.
მას უნდა ეპატიებინა და მოკვდა...
ბოლო ხმაზე დავიყვირე და მუშტი კედელს მივარტყი, ძალიან მეტკინა, სისხლი მდიოდა.
სამსახურში ჩემი ცვლა ერთ გოგონას გავუცვალე, დღეს ნამდვილად არ მქონდა არაფრის თავი.
ბანკის ნომერზე რომ დავრეკე გავიგე, რომ თანხა 15000ლარი იყო.
ეს ხომ ბევრია, ეს ძალიან ბევრია!
ბავშვები სკოლიდან მალევე მოვიდნენ.
-ევა რატომ ხარ სახლში? - მკითხა ლუკამ.
-დედას და მამას წერილი ვიპოვე მათ ოთახში და ... - ხმა ჩამიწყდა. ლუკას წერილი მივეცი და ხმამაღლა წაიკითხა. ეკატერინეც უსმენდა.
-რას.. რას გააკეთებ ამ ფულით?
-არ ვიცი საერთოდ თუ ვარ გამოყენების ღირსი..
-ევა! დედას მოუნდებოდა, რომ გამოგეყენებინა ეს თანხა, ეს ხომ მისი საჩუქარია! - იმდენად მტკიცედ თქვა ეკატერინემ გამიკვირდა.
ის უკვე 12 წლისაა და ქალდება ნელ-ნელა. თითქოს ახლაღა შევამჩნიე როგორ გაიზარდა სიმაღლეში და დაეხვეწა მიმიკები.
საბოლოოდ გადავწყვიტეთ სადმე ახლოს სალონი გაგვეხსნა.
4 საათისკენ ზარი მომესმა. კარები გავაღე და ზღურბლზე ნიკა დავინახე.
-კარფურში მოგაკითხე მაგრამ მითხრეს დღეს არააო.
-ჰო.. შემოდი.
ლუკა და ეკატერინე თავიანთ ოთახებში იყვენ.
-ყავას დალევ? - ვკითხე.
უცბად თავისკენ მიმაბრუნა და მაკოცა. მალევე მოვიშორე.
-ნიკა! სახლში ბავშვები არიან! - ვუთხარი მკაცრად, მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილი მეპარებოდა. ის კი ძალიან საყვარლად იღიმოდა.
წყეულიმც იყოს! ღმერთო ჩემო რა სიმპატიურია!
-პირობა არ გახსოვს? შენი კოცნის გამო აღარ ვეწევი.
-ხო.. მაგრამ.. - უცბად ოთახიდან ლუკა და ეკატერინე გამოვიდნენ.
-გამარჯობა მას. გაიცანით ეს ჩემი ძმაა ლუკა. ევა ეზოში გავდივართ, მალე ამოვალთ. - ლუკამ ნიკას ხელი დაუქნია და ბავშვები სახლიდან გავიდნენ.
ნიკა ბოლო ხმაზე ხარხარებდა.
რა საზიზღარები არიან.
-ახლა ხომ მაინც ვართ მარტო? - მკითხა და კიდევ მაკოცა.
ლოგიკურია, რომ არჯერად არ მომიშორებია.
ხელი ჩამკიდა და ტკივილისგან წამოვიკნავლე.
-რამე გატკინე? - დასერიოზულდა და ხელზე დამხედა.
დაწითლებული მტევანი მოვმუშტე მაგრამ დაინახა.კისერზე ვენები დაებერა და ისეთი სახით შემომხედა, გამაკანკალა.
-ეს საიდან გაქვს? ვინმემ.. რამე ხომ არ დაგიშავა?!
-არა.. არა გეფიცები. კედელს დავარტყი და... ჩემი ბრალია. - ჩემი ხელი აიღო და მაკოცა.
-რატომ?
წერილის შესახებ მოვუყევი.
-თავი არ უნდა დაიდანაშაულო ევა. ეს შენს მშობლებს არ მოეწონებოდათ. შენ ძალიან.. ძალიან კარგი ადამიანი ხარ...
-სალონი უნდა გავხსნა...
-ძალიან კარგია. მიდი გაემზადე, წავიდეთ მე და შენ ავიღოთ ის ფული და მოვაგვაროთ ყველაფერი.
მეც გავემზადე.
არვიცი მე და ნიკა ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის, ამას არც ვკითხავდი, უბრალოდ დინებას მივყვებოდი.
ბევრი ვიარეთ და ბოლოს ლამაზ, ორსართულიან შენობას მივაგენით. 7000ლარში ვიყიდეთ.
ნიკამ მითხრა მუშები მე მომანდე და ყველაფერი სამ კვირაში მზად იქნებაო.
ორი კვირა ძალიან მალე გავიდა. მე და ნიკა ყოველდღე ვცეკვავდით და ვკოცნიდით. ეგ კი არა ერთხელ შუაღამის სამ საათზე დამადგა:
-აქ რას აკეთებ?
-უნდა გაკოცო, მოწევა მომინდა.
-სულ გაუბერე ხო? ამ დროს?!
-ვეღარ ვიძინებ შენ გარეშე, რა გავაკეთო? თუ გაწუხებ უბრალოდ მითხარი და აღარასოდეს მოგეკარები.
როგორც კი ეს თქვა ისე ვაკოცე, როგორც არასდროს.
-არც კი იფიქრო და არ მომშორდე!
კონკურსამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკამ სალონში წამიყვანა და მითხრა თვალები დახუჭე და მანამ არ გაახილო სანამ მე გეტყვიო. ვენდობოდი და ასეც მოვიქეცი. იმას ვხვდებოდი, რომ თმას მიღებავდა, ღმერთმა იცის რა ფრად...
თვალები ერთი საათის შემდეგ გამახელინა და დამამუნჯა კიდევაც. ისეთი ლამაზი თმა მქონდა! სხვადასხვა ფერი, ვარდისფერიც, ლურჯიც, მწვანეც, თეთრიც, იისფერიც...
ყველა’ფერი ერთად!
ძალიან მომეწონა.
ჩემპიონატის დღეც დადგა.
ბავშვები ელენას დავუტოვე და ნიკასთან ერთად ბათუმში წავედი.
კონკურენცია ძალიან დიდი იყო. წყვილები მაგრად ცეკვავდნენ. ნერვიულობისგან შემაკანკალა როდესაც ჩვენი ჯერი დადგა. სცენაზე გავედით და სანამ ცეკვას დავიწყებდით, ნიკამ ჩამჩურჩულა:
-არ ინერვიულო, ჩვენ ამას შევძლებთ. მიყვარხარ.
და უცებ ჩაირთო მუსიკა.
ნიკამ თავისი ჭკუით დამამშვიდა? ღმერთო ჩემო მან მითხრა მიყვარხარო!!!
გავიღიმე და ცეკვაც დავიწყეთ. ვფიქრობდი მხოლოდ და მხოლოდ ნიკაზე, მის სურნელზე, მის ტუჩებზე და მის ცეკვაზე. გაუცნობიერებლად დაუგეგმავი რამ გავაკეთე - ცეკვის ბოლოს ნიკასკენ მივბრუნდი და ვაკოცე, შემდეგ კი ვუთხარი:
-მეც მიყვარხარ!
ჩემ უკან დარბაზი ქუხდა, ასეთი ტაში არავის დაუმსახურებია, ნიკამ თვალისმომჭრელად გამიღიმა და მომეხვია.
ათ წუთში ისევ დაძაბულები ვიყავით, რადგან გამარჯვებულ წყვილს წუთიწუთზე გამოაცხადებდნენ.
-დაა... კონკურსში “ყველაზე სიყვარულით სავსე წყვილი ევროპაში” გაიმარჯვეს..... ნიკამ და ევამ საქართველოდან!!!! გილოცავთ თქვენ 100000 ლარი მოიგეთ!!
იმდენი ადამიანი გვილოცავდა ერთად, სუნთქვა შემეკრა.
ჩვენ გავიმარჯვეთ!
არ მჯერა, სიზმარში ვარ?!
სიხარულის ცრემლებით ვტიროდი და ვეხვეოდი ნიკას.
არ ვიცი რა იქნება შემდეგ.. ვიქნებით ერთად? თუ ჩვენი გზები გაიყოფა?
არ ვიცი
მართლა არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ის ვიცი, რომ ჩვენ - ორ ტანჯულ სულს, ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარს.
კატასტროფამ დამაწყებინა ცეკვა და ცეკვამ სიყვარული მაპოვნინა.
ცაში ვხედავ მათ მომღიმარ ვარსკვლავებს და ვიცი, რომ ამაყობენ ჩემით, ვიცი, რომ უხარიათ.
ამ წამს ვარ ბედნიერი და არ ვაპირებ ვიფიქრო მომავალზე, მთავარი არის ის, რომ აწმყოში მე, ნიკა და ცეკვა ერთად ვართ.
სიყვარული - აი რა არის მთავარი.


________________


ჩემი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ეს მომწონს
როგორ შეაფასებთ?скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი სოფიო

მე მომეწონა. რაღაც განსხვავებული იყო. წარმატებები!

 



№2 წევრი ლიდია

სტუმარი სოფიო
მე მომეწონა. რაღაც განსხვავებული იყო. წარმატებები!

მადლობაა❤️❤️

 




მომეწონა ძალიან ^_^ ^_^ ბედნიერებას ვგრძნობდი კითხვსს ^_^

 



№4 წევრი ლიდია

შემოდგომის-ფერი
მომეწონა ძალიან ^_^ ^_^ ბედნიერებას ვგრძნობდი კითხვსს ^_^

ძალიან გამიხარდა თუ ჩემ მიზანს მივაღწიე❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent