შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი ტყუილები #1


20-03-2018, 15:11
ავტორი TeddyBear
ნანახია 1 298

ტკბილი ტყუილები #1

19. 03. 18


ტყუილი - ადამიანის თანმდევი არსება, რომელიც უნამუსოდ ეხვევა ძარღვებსა და კაპილარებში და სიმწრითა თუ სიტკბილით ედება ადამიანის სხეულის ყველა უჯრედს.


*-*-*-*-*-*

ადამიანები ცხოვრობენ იმ ყუთებში, რომლებიც გონების ღრმა კუნჭულში ჰყავთ ჩამალული და თვითონაც არ იციან, როდის ან როგორი სახით გამოჩნდება ის.
ჩვენს გონებაში ცხოვრობენ ეშმაკებიცა და ანგელოზებიც, დაე მივცეთ მათ გასაქანი, დაე დაგვიპყრონ საკუთარი ბინძური თუ წმინდა ხელებით და გაგვქანონ ჩვენთვის შექმნილ „სასუფეველში“.

*-*-*-*-*-*

2017 წელი, 18 ნოემბერი.

დილის 7 საათია, წვიმა თქეშით მოედინება ციდან და გულსაკლავად ეცემა მიწაზე. ფარდებით დაფარულ ოთახს მხოლოდ კარების ღრიჭოდან შემორჩენილი სინათლის სხივი ანათებს, ბნელა, ჩამი-ჩუმიც კი არ ისმის. მხოლოდ ოთახის კუთხეში, საწოლში მწოლიარე გოგონა ტრიალებს მოუსვენრად და ზეწარს აშრიალებს. კარების მეორე მხარეს ადამიანების ნაბიჯების ხმა ისმის, დრაგ-დრუგ, დრაგ-დრუგ, განუწყევტლივ დაიარებიან ოთახიდან ოთახში და ისე აკვირდებიან ნივთებს, თითქოს სამეცნიერო ექსპერიმენტის საბოლოო ნაბიჯს უახლოვდებოდნენ.

საწოლში მწოლიარე მოძრაობას წყვეტს. გოგონა თვალებს ახელს, საკუთარი წამწამების შრიალის ხმა ჩაესმის ყურებში. ეშინია, გარშემო ყველასი და ყველაფრის ეშინია, ფეხზე ძლივს-ძლივობით დგება და კარებისკენ მიიწევს ნელი ნაბიჯებით. კარებს ეყრდნობა შუბლით, ნაბიჯების ხმა ისევ ისმის, განუწყვეტლივ დაიარებიან ისევ და ისევ. წვიმის წვეთებიც გამეტებით ეხეთქებიან ფანჯრებს და... კაკუნი ისმის კარზე.

-მის ელი.- მოხუცი ქალი მშვიდი ხმით მიმართავს გოგონას და კიდევ ერთხელ აკაკუნებს კარზე.- მის ელი, საუზმე უკვე მზად არის.
-ჩ...- ყელში გაჩხერილი ბგერებით თავს აქნევს ელი.- ჩ.. ჩამოვალ...
-ოჰ, კარგით. დახმარება ხომ არ გჭირდებათ რამეში ?
-ა..რა.- თავს ისევ აქეთ-იქით იქნევს გოგონა და უკან მოუხედავად ბრუნდება კარადისაკენ.

საკიდიდან მუქ ლურჯ მოსაცმელსა და წითელ კლეტკიან კაბას ხსნის. ნელი, დინჯი მოძრაობით იცვამს და კედლის კუთხეში მიყრილი ფეხსაცმლისაკენ მიდის.

ეს ფრანგულ მუსიკას ჰგავს, თითქოს მის ჰანგებში ჩაკარგულს ქვეყნიერების ხმა აღარ ესმის, მუსიკის ხმას მიჰყვება და მასთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას.
თითქოს მუსიკის თითოეული ნოტის დაწერისას ელიც გადადგავს ნაბიჯს...

*-*-*-*-*-*

მანქანის სალონში, რადიოდან დაბალ ხმაზე ისმის “Sweet Lies”, ელის ბაგეებს კი დაუკითხავად გამოესახათ ღიმილი მის სახეზე.
„-თქვენ ადამიანები ერთმანეთს ტკბილი ტყუილებით თაფლავთ, იზიდავთ თქვენკენ და ბოლოს ისე უკლავთ გულს, როგორც ტყვია ირემს.“

sometimes the truth,
Hurts more than lies,
We’re scared of getting hurt,
We turn away from the truth…

მანქანა ოთხსართულიანი შენობის წინ ჩერდება, ელი ჯერ კიდევ ფიქრებში ჩაფლული გაჰყურებს ფანჯრიდან მოსიარულე ადამიანებს. ადამიანები რობოტებს ჰგვანან, იმ განსხვავებით რომ ისინი სუნთქავენ და ხანდახან ფიქრობენ, მაგრამ გრძნობები... გრძნობები ისეთივე დაქვეითებული აქვთ, როგორც რობოტებს.
დილის 9 საათია, ოთხსართულიანი შენობიდან გამაყრუებელი ზარის ხმა ისმის, მოსწავლეები კი ისევ ზლაზვნით მიიწევენ შესასვლელისკენ.
-მის ელი.- მკლავზე ფრთხილად ეხება მძღოლი გოგონას.- შესვლის დროა, გაკვეთილები დაიწყო.- ფიქრებიდან გამორკვეული ელი მძღოლს უღიმის და მკრთალად უქნევს თავს.- მშვიდ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ, მის ელი.
-გმადლობ ა..ლექსანდრ.- გოგონა დინჯი ნაბიჯებით უახლოვდება შენობას, კარების სახელურს ეჭიდება და შიგნით შედის. ადამიანების დანახვისას გაუცნობიერებლად იკიდებს სასმენ აპარატზე ხელს და ჩქარი ნაბიჯებით ეცლება ადგილს.

მე-12 ბ კლასს უახლოვდება ელი, ხელები დაძაბულობისგან დასჭიმვია და ნერვიულად დასჭიდებია ჩანთის სახელურებს. კლასიდან ყვირილისა და კივილის ხმა გამოდის, მისტერ სმითი ღრიალით მოუწოდებს ბავშვებს გაჩუმებისკენ, ელი კი პირველად გრძნობს, თუ როგორ ეზიზღება ეს სკოლა, კლასი და სამყარო ერთდროულად.
-შემოდი, რაღას უდგახარ!.- მისტერ სმითის ხმა რეალობაში აბრუნებს ელის.
-მისტერ სმით, ელის არ ესმის დაგავიწყდათ ?.- გორდონის ხმა მჭახედ ედება ელის ყურთასმენას და თავს სწრაფი მოძრაობით სწევს მაღლა.
-ჰო, ჰო, ჯანდაბა!.- იღრინება სმითი და ხელით მოუწოდებს ელის საკუთარი ადგილისკენ. ელი სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება მერხს, სკამს სწევს და მოცელილივით ესვენება მასზე. უცნაური შეგრძნება ეუფლება ელის, თითქოს რაღაც მიეკრა კაბაზე. მის უკან მჯდომი გოგონა გამეტებით იქცევს პირში საღეჭ რეზინს, ვიღაც კი კალამს უბრახუნებს მერხს, ქაოსურად დატრიალებული მშვიდი სამეფო აშინებს ელის. სმენადაქვეითებულმა ელიმ პირველად შენიშნა, თუ როგორი საზიზღარი შეიძლება იყოს ადამიანის მიერ გამოცემული თითოეული ხმა.
კლასში სიჩუმე ისადგურებს, მაღალი, შავგვრემანი ბიჭი შემოდის და ღიმილით გადაჰყურებს თვალებგაფართოებულ გოგონებსა და უკმაყოფილო სახით მსხდომ ბიჭებს.
-ახალი კლასელია ?.- ჩურჩულებს ვიღაც.
-შეუძლებელია, უკვე მეორე სემესტრი დაიწყო.- პასუხობს მეორე. ბიჭი კი ისევ ღიმილიანი სახით მოემართება ელის გვერდით მდგომი ცარიელი მერხისკენ. ელი იძაბება, თორმეტი წლის მანძილზე პირველად ზის ვიღაც მის გვერდზე.
ბიჭი ყურსასმენებს იკეთებს, თავს მერხზე დებს და გაუნძრევლად შეცქერის ელის. ყურსასმენებიდან გამომავალი ხმიდან ნაცნობი სიტყვები ესმის გოგონას.

I tell her sweet lies…
If this is what you want, I’ll give it all to you…

ბიჭის თითებს შორის მოქცეული ფანქარი ნაზი მოძრაობით ელამუნება ფურცელს, ელი გაუცნობიერებლად დასცქერის ფურცელზე გამოსახულ მწვანე თვალებს. სხივებ ჩამდგარსა და ბედნიერ მწვანე თვალებს. ნაცნობ მზერასა და სხივებს ეჩეხება ელი, ციებიანივით ეწყება გოგონას კანკალი და განერვიულებული დგება ფეხზე.
-ელი... ელი...- მისტერ სმითის ხმა ედევნება უკნიდან, მაგრამ გოგონა მაინც სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს გასასვლელისკენ. შეშინებულს სწრაფად უცემს გული, საპირფარეშოს უახლოვდება და შიგნიდან კეტავს კარს.
სარკეში უყურებს საკუთარ თვალებსა და გრძელ თმებს. ახლაღა ამჩნევს თმებში ჩაწებებულ საღეჭ რეზინს, შემდეგ კაბისკენ ისვამს თითებს და იქაც ხვდება სველი, დატკეპნილი ზედაპირი.
-ცხოვრება რთულია არა, პატარა ელი ?.- უკნიდან ესმის ბიჭის ხმა, ტრიალდება და ნაცნობ მწვანე ირისებს უსწორებს მზერას.- მიცნობ ელი, იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე გგონია.
-ა..არა არ გიცნობ.- ენა ებმის ელის.- არ გიცნობ!.- ბიჭს ეღიმება, რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება გოგონას და წინ უდგება.- არ გიცნობ, არა!
-როდემდე უნდა მოატყუო საკუთარი თავი, ელი ?
-გაჩუმდი!.- ყურებზე იფარებს ხელებს და სწრაფი ნაბიჯებით სცილდება მწვანე თვალებს.

*-*-*-*-*-*

სასადილო ოთახში ჩანგლებისა და კოვზების მოძრაობის ხმა ისმის, ელისთვის თითოეული გამოცემული ხმა ახალია, პატარა ბავშვივით დაჰყურებს საკუთარ ხელებში მოქცეულ ჩანგალს და ფრთხილი მოძრაობით აკაკუნებს თეფშზე.

-ელი, საყვარელო მორჩი თამაშს.- უღიმის დედა და წითელი ღვინით ისველებს ტუჩებს.
„ელი, საყვარელო მორჩი თამაშს.“- ეს სიტყვები უკვე გაეგონა ელის სადღაც...
-შეიძლება ჩემს ოთახში ავიდე ?.- ჩუმი ხმით პასუხობს ელი დედას.
-აღარ გშია ?
-ა.. არა.- თავს იქნევს ელი და ფეხზე დგება.
-რა თქმა უნდა, შეგიძლია წახვიდე.
ელი საკუთარ ოთახში ბრუნდება, სარკის წინ დგება და თავის გრძელ, შავ თმას აყოლებს მზერას. თითებით ეჭიდება რბილ ზედაპირს და ბასრი მაკრატლით იჭრის ალაგ-ალაგ. მოჭრილი თმის ღერები შრიალით ეცემიან იატაკზე, ელის ყურთასმენა ეძაბება, რამდენიმე ნაბიჯით უახლოვდება კარებს, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება, საკუთარი ტერფებით გამოწვეული ხმა მოსწონს, ნაზი შრიალი იატაკზე, რომელიც სასიამოვნოდ ედება ყურთასმენას. ხელისგულებს უხახუნებს ერთმანეთს, მკრთალად ეღიმება იმავე შრიალის გაგონებისას, ხელისგულები უფრო ახლოს მიაქვს ყურთან და გაგიკვირდებათ და მისით ტკბება, ჰო ტკბება.
მძაფრი ემოციის მისაღებად დედის ნაჩუქარ ფაიფურის თოჯინას სწვდება, სწრაფი მოძრაობით ისვრის კედლისკენ და მისი მსხვრევის ხმა ექოსავით ედება მთელ ოთახს. კიბეებზე სწრაფი, ნერვიული ნაბიჯების ხმა ესმის, ესეც ახალია, მაგრამ თითქოს ეცნობა, თითქოს იცის, აქამდეც გაუგია.
-ელი, ძვირფასო... ყველაფერი რიგზეა ?.- დედის ანერვიულებულ ხმაზე უცნაურად ხრის თავს და იატაკზე ჯდება.- ელი ? გამიღე კარები საყვარელო.
-მე ავადმყოფი არ ვარ!.- იმეორებს ელი თავისთვის.- მე ყველაფერი მესმის, ყველაფერს ვხვდები.- იატაკზე ხელგაშლილი წვება და ჭერზე ბროლის ჭაღს აკვირდება.- მწვანე თვალები, იმ ბიჭის თვალებიც ვიცი, ვიცნობ.
-ელი!.- მამის მკაცრი ხმა მჭახედ ისმის ოთახში. მამაკაცი ნერვიულად ატარებს თვალებს დამსხვრეულ ნივთებსა და ელის შეჭრილ თმას.- ელი.. ეს რა არის, მა ?.- გვერდით უწვება ელის და გოგონას გაშტერებულ თვალებს უსწორებს მზერას.
-დღეს წარსულიდან მეწვია ვიღაც.
-ვინ ?
-არ ვიცი რა ქვია, მე მხოლოდ მისი თვალები ვიცი, მეცნობა.- ჩურჩულებს ელი და მამისაკენ ბრუნდება.- ტკბილი ტყუილები ანადგურებენ ადამიანს მამა, ისე ანადგურებენ, რომ მიწაზე დაცემულს წამოდგომაში კი არ ეხმარებიან უფრო მეტად უკარგავენ წამოდგომის შანსებს.

I tell her sweet lies…
If this is what you want, I’ll give it all to you…
The sweetest lie in the world baby


****

ახალი ისტორიით მოვედი ^_^
მოკლედ, არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ..

ტექსტში გამოყენებული სიმღერაა - EXO-Sweet Liesскачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

განსხვავებული ისტორიაა ნამდვილად და ეს იმას ნიშნავს რომ,მალ-მალე უნდა დადო ახალი თავები
--------------------
ლანა

 



№2  offline მოდერი Maiaabuladze

მარიამ ❤
შენ ხარ ძალიან ნიჭიერი ❤
ველოდები შემდეგს ❤
მახარებს ხოლმე ექსკლუზივები რომლებსაც მე მიზიარებ :დ (ეგოისტი მე ჩამერთო)

 



№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

რადგან ძალიან კარგია.
--------------------
ლანა

 



№4  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

La-Na
განსხვავებული ისტორიაა ნამდვილად და ეს იმას ნიშნავს რომ,მალ-მალე უნდა დადო ახალი თავები

La-Na
რადგან ძალიან კარგია.

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ. შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

Maiaabuladze
მარიამ ❤
შენ ხარ ძალიან ნიჭიერი ❤
ველოდები შემდეგს ❤
მახარებს ხოლმე ექსკლუზივები რომლებსაც მე მიზიარებ :დ (ეგოისტი მე ჩამერთო)


ჩემი ეგოისტი გოგო ხარ შენ heart_eyes heart_eyes
გმადლობ kissing_heart

 



№5  offline მოდერი Girl with pretty smile

ვუჰუ,რაღაცნაირად უცხოა.
მესიამოვნა იცი?!
რაღაც განსხვავებულია,კარგი შეგრძნებეით რაც მომწონს და მხიბლავს.
მიზიდავს და მითრევს.
მიყვარს შენი ისტორიები და ვიცი,რომ არც ეს იქნება ნაკლები.
ცოტათი დამაბნია კიდეც მაგრამ ალბათ ეს ასე უნდა იყოს.
იმედია შემდეგ თავს მალე დადებ))

 



№6  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Girl with pretty smile
ვუჰუ,რაღაცნაირად უცხოა.
მესიამოვნა იცი?!
რაღაც განსხვავებულია,კარგი შეგრძნებეით რაც მომწონს და მხიბლავს.
მიზიდავს და მითრევს.
მიყვარს შენი ისტორიები და ვიცი,რომ არც ეს იქნება ნაკლები.
ცოტათი დამაბნია კიდეც მაგრამ ალბათ ეს ასე უნდა იყოს.
იმედია შემდეგ თავს მალე დადებ))


ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდი blush
ყველანაირად ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ kissing_heart

 



№7  offline ადმინი bibo

ეს ვინ მოფრტხიალდაო
ამოუცნობი ხარ
არამქვეყნიური
სხვა სტილის
სხვა ფერის
სხვა განბცდის
პატარა მარიამო
რაღაც ისეთია
აი ისეთიაა
რა ხო ხვდები
სხვანაირი
სხვანაირი
ისეთი
შენი სტილია
შენი შექმნილი
ასო ბგერა წერტილი აბზაციც კი საოცრება
შენ უბრალოდ სასწაული
ხარ ტკბილო ქალბატონო
მაგიჟებს შენი სამყარო
საოცარი
არამქვეყნიური
აი ასე უბრაალოდ სასწაული ხარ
ფანტაზი ემოცით
სიყვარულით ბედნიერებით
და უბრალოდ სიგიჟით სავსე


ადამიანები ცხოვრობენ იმ ყუთებში, რომლებიც გონების ღრმა კუნჭულში ჰყავთ ჩამალული და თვითონაც არ იციან, როდის ან როგორი სახით გამოჩნდება ის.
ჩვენს გონებაში ცხოვრობენ ეშმაკებიცა და ანგელოზებიც, დაე მივცეთ მათ გასაქანი, დაე დაგვიპყრონ საკუთარი ბინძური თუ წმინდა ხელებით და გაგვქანონ ჩვენთვის შექმნილ „სასუფეველში“.

სიტყვებს გარეშეა
ემოცით სავსე
აი არ ვიცი რა ვთქვა
არ გავაფუჭო
არ დავამძიმო
ჩემი აბდაუბდა აზრებით

ტკბილი ტყუილები ანადგურებენ ადამიანს მამა, ისე ანადგურებენ, რომ მიწაზე დაცემულს წამოდგომაში კი არ ეხმარებიან უფრო მეტად უკარგავენ წამოდგომის შანსებს.


პატარა სასწაული ხარ ვარდო
მარწყვის გოგო სიგიჟე ხარ
აი ასე უბრალოდ
შენ ხარ სიყვარული

 



№8 სტუმარი სტუმარი ანაკონდა

პატარა ელი-ზე ნენეს "ზღვრამდე" გამახსენდა. მშვენიერია:))

 



№9  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მარიამ !!
მოგკლააავ
ამას მიმალავდიი?
ვაიმეეეეეეე
ვაიმე! ეს მოთხრობა ჩემს ფავორიტებს უმიზნებს დარწმუნებულივვარ!
რაღაც სხვანაირია
განსხვავებული!
და ისბიჭი წარსულიდან?
რაღაც ძალიან ჰოთ სთორის სუნი მცემს ცუნცულ :))
ეჰ წავედი მეძახიან უკვე ფრანგები
თორე უფროოო დიდ კო

მენტარს დაგიწერდი ხომ იცი ? ლავ იუუუ

 



№10  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

სტუმარი ანაკონდა
პატარა ელი-ზე ნენეს "ზღვრამდე" გამახსენდა. მშვენიერია:))


ნენეს ზედმეტი სახელია "პატარა ნენე" და როცა მთავარი პერსონაჟის სახელი გადავწყვიტე ელი, მაშინვე წარმომიდგა თვალწინ ჩვენი პატარა ნენე... და ამიტომაც გვყავს პერსონაჟად "პატარა ელი" kissing_heart

LuckyGirl
მარიამ !!
მოგკლააავ
ამას მიმალავდიი?
ვაიმეეეეეეე
ვაიმე! ეს მოთხრობა ჩემს ფავორიტებს უმიზნებს დარწმუნებულივვარ!
რაღაც სხვანაირია
განსხვავებული!
და ისბიჭი წარსულიდან?
რაღაც ძალიან ჰოთ სთორის სუნი მცემს ცუნცულ :))
ეჰ წავედი მეძახიან უკვე ფრანგები
თორე უფროოო დიდ კო

მენტარს დაგიწერდი ხომ იცი ? ლავ იუუუ


ჩემო საყვარელო, უღრმესი მადლობა heart_eyes
ყოველთვის მიხარიხარ შენი პატარა თუ დიდი კომენტარებით heart_eyes kissing_heart

 



№11  offline წევრი M^d G1rl

როგორ მომენატრე შენც და შენი ისტორიებიც უბრალოდ არიციი❤️❤️❤️

 



№12  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

M^d G1rl
როგორ მომენატრე შენც და შენი ისტორიებიც უბრალოდ არიციი❤️❤️❤️

საყვარელო, ჩვენც მოგვენატრე kissing_heart

 



№13  offline აქტიური მკითხველი lalita

საინტერესო დასაწყისია , მაგრამ პატარა იყო ამიტომ ველი შემდეგ უფრო მსუყე თავს.

 



№14  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

lalita
საინტერესო დასაწყისია , მაგრამ პატარა იყო ამიტომ ველი შემდეგ უფრო მსუყე თავს.

გმადლობ, შევეცდები შემდეგი თავი უფრო დიდი იყოს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent