შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბავი ქეთიზე(თავი 6)


21-03-2018, 08:00
ავტორი Nelly
ნანახია 481

ამბავი ქეთიზე(თავი 6)

მეორე დღეს ბიჭებს დავაბარე ფეიერვერკები და მაშხალები იშოვეთ მეთქი ხოდა ახალ წლამდე 1 საათით ადრე დაბრუნდნენ პარკებით ხელში.მერე გამოიცვალეს და ქვემოთ ჩამოვიდნენ ბოლო წამებს ერთად ვითვლიდით. ათი... ცხრა რვაა... შვიდი... ექვსი... ხუთი... ოთხი... სამი... ორი... და ერთიი...ახალ წელს გილოცავთთ!მხიარულად შევკივლეთ ყველამ ერთიანად.თორნიკემ შამპანიური გახსნა და დაგვაყრუა ყველა გილოცავთ ბიჭებოო ყველას ერთად ჩავეხუტე და მოვულოცეე.მერე რათქმაუნდა წავიდა ქეიფი და სმა-ჭამა.მერე გარეთ გავედით და დავიწყეთ გუნდაობა. ბიჭები შიგნით შევიდნენ მე კიდე მოსაწევად დავრჩი გარეთ.ვიღაცამ უკნიდან წელზე ხელები მომხვია და კისერში მაკოცა
-კაი რა თორნიკე შემეშვი ბიჭო.ავკისკისდი
-გილოცავ ქეთ. მითხრა ნიკამ-მიყვარხარ. და ისევ მაკოცა ამჯერად ლოყაზე
-მადლობა ნიკუშ შენც გილოცავ. ვუთხარი ზრდილობიანად
-აქ რაშვები შედი გაიყინები
-მოსაწევად ვარ გამოსული შენ?
-მეც. აუ ასანთი ხოარ გაქ ქეთ?
-კი აიღე
-მადლობა.მოიცა შენ რატო ეწევი? დამიძაბა ვითომ ბიჭმა
-ეგეც შენ გკითხო? ვკითხე ირონიულად
- ადრე არ ეწეოდი და გამიკვირდა
-ხო ერთმა ტიპმა მაწყენინა რა რომელიც ძაან მიყვარდა ნუ ეხაც მიყვარს მარა იმდენად არა ხო ხვდები რა? და მეც დავიწყე მოწევა მომინდა და მაგიტო. დავიწყე ირონიულად საუბარი
-ხო გასაგებია და იმ ბიჭს რო უყვარხარ თან იმაზე მაგრად ვიდრე ადრე არ უთქვამთ შენთვის? ამყვა თამასში
-კი მაგრამ არ მჯერა ან არ მინდა რო დავიჯერო რავი არვიცი ჯერ
-სულ ასეთი იყავი იცი ქეთუშ? სახეზე ღიმილი დაეტყო ჩვენს გახსენებაზე.ხო ჩვენს და არა ჩემსა და ნიკას გახსენებაზე.კი ოდესღაც ჩვენც ვიყავით.-შენი მანქანა სად გყავს? თემა შეცვალა ვითომ ეხა ამან?
-თბილისშია.აქ თოკას მანქანით ვართ.
-ანუ გადმოდი თბილისში საცხოვრებლად?
-კი და იურიდიულზე ვსწავლობ. როგორც მინდოდა ისე. დავამატე ჩემთვის
-ანუ უფრო ახლოს მყავხარ ძაან კარგია. გაეცინა ნიკას
-ეგ რასნიშნავს?
-მეც თბილისში ვარ ხო იცი მამაჩემის ბიზნესებს მე ვხელმძღვანელობ და აქეთ გადმოვედით რა
-შენები როგორ არიან ნელი დეიდა როგორაა? (ნიკას დედაა)ან მამა რაშვება?
-მამაა? გაეცინა
-ნუ ხო მიხვდი რა ლაშაზე რო გეკითხები
-ჰო კარგადაა ორივე.ყოველთვის გიყვარდა ჩემი მშობლები ლაშა განსაკუთრებით. მითხრა ღიმილიანი სახით.
-ხოო მომიკითხეე შენები და უთხარი რო ძაან მიყვარს და ვნახავ თუ მოვახერხებ.(ნელის და ლაშას რას ვერჩი მაგარი ადამიანები არიან ეს გამოუვიდათ ასეთი რეგვენი თორე)
-აუცილებლად ვეტყვი როცა ვნახავ
-კაი ნიკუშ შევალ მე თორე გავიყინე. სიგარეტი ჩავაქვრე,გავუღიმე ლოყაზე ვაკოცე და ბიჭებთან დავბრუნდი.გადავწყვიტე შევგუებოდი ჩემს ბედს და იმას რომ არაფერი გამოგვივიდოდა ჩვენ ორს და იმედი მაქვს ნიკაც ხვდებოდა მაგას.ეს კვირა ძაან მაგრად გავატარეთ მე და ბიჭებმა.ნიკასთვის მთელი კვირაა თვალი არ მომიკრავს.ვიფიქრე საქმე გამოუჩნდა და წავიდა თქო.უნივერსიტეტის დაწყებამდე 1 კვირა გვრჩებოდა და თბილისში გადავწყვიტეთ დაბრუნება.ბიჭებმა ნივთები მანქანაში ჩადეს და უნდა წავსულიყავით რომ გამახსენდა ჩანთა და ტელეფონი დამრჩა ოთახში
-აუ ბიჭებოო ჩანთა დამრჩა ავიღებ და მოვალ რა
-კაი მიდი ქეთ. კიბეებზე ავრბოდი ვიღაცამ ხელზე რომ მომიჭირა და მთელი ძალით შემაბრუნა მისკენ.ნიკა იყო.პირდაპირ ტუჩებზე დამაცხრა,გეგონებოდათ ბოლო დღე იყოო და ხვალ აღარ იქნებოდა ცოცხალიო ისე მკოცნიდა.კედელზე ვყავდი აკრული და ყველა ნაკვთს მიკოცნიდა.საჯდომზე ისე მომიჭირე ხელი რომ უცებ კვნესა დავიწყე.ყოველთვის ასე მიკეთებდა და გაეღიმა ჩემს საქციელზე.როგორც იქნა მოვიშორე და გაბრაზებული დამიდგა გვერდით
-ასე არ შეიძლება ნიკა.ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ მეტი არაფერი და გრძნობებს ნუ აყვები რა გთხოვ
-სექსი არ შემიძლია შენთან მართალი ხარ მაგრამ ზასაობასაც ნუღარ დამიშლი რა გეხვეწები. არა ისევ ისეთი ბაბნიკია როგორიც იყო რა.დებილი
-არა.წავედი მე თბილისში მივდივართ დღეს
-კაი წადი მერე გნახავ იმედია სადმე. ოთახში შევირბინე ავიღე ჩემი ნივთები და ბიჭებთან დავბრუნდი.თოკას ვთხოვე მე დავჯდები თქო საჭესთან.იმდენი ვეხვეწე ბოლოს მაინც მე ვიჯექი თოკას გელაზე(ასე ვეძახდით თორნიკეს მანქანას) და მაგ სახელის გაგებაზე სულ სიცილით ვკვდებოდით.გზაში მუსიკები ბოლო ხმაზე აწეული გვქონდა ჩვენც ვმღეროდით და ასე მხიარულად ჩავედით ჩვენს სახლში. არა რა მეც ვერ გამიგია რატო ავირჩიე ეს იურიდიული რამინდოდაა.იმდენი გამოცდები გვქონდა,რომ ბიჭების ნახვას საერთოდ ვეღარ ვახერხებდი.ბოლო გამოცდა მქონდა ლილისთან და ისიც კარგად ჩავაბარეე და ბედნიერი მოვაბიჯებდი სახლისკენ.მომილოცეთ იურიდიულის მეორე კურსის სტუდენტი ვარრ.გარეთ გამოსული გოგოებმა გამაჩერეს წამო კაფეში ავღნიშნოთო.ხოდა ჩვენც წავედით აქვე კუთხეში პატარა კაფე იყო და იქ დავსხედით.ნამცხვრები ვჭამეთ და ცოტა ვიჭორავეთ კიდეც.ბიჭები გამახსენდა და გოგოებს ვუთხარი სახლში უნდა გავიქცე საქმე გამომიჩნდა თქო ხოდა ანგარიში მე გადავიხადე და წამოვედი.სახლთან ალექსანდრეს მანქანა დამხვდა და გამიხარდა რომ სახლში იქნებოდნენ ბიჭები.ჩემთან არც შევსულვარ პირდაპირ ბიჭების კარი შევაღე დაუკაკუნებლად და შევედი კისკისით
-ბიჭებოოო რაშვებითთ?მომილოცეთ გამოცდები ჩავაბარეეე
-რა გაღრიალებს უკაცრავად? სამზარეულოდან ჯაბა გამოდის ყავებით ხელში
-რა გჭირთ თქვენნ? უცებ მოვიწყინე ისეთი სახეები ქონდათ და ჯაბას ხმის ტონი ხო ვაფშე-რამე მოხდაა?ან მე დავაშავე რამე?
-სად იყავი ამდენი ხანი ქეთი?არც გვხვდებოდი არც გვირეკავდი ასე შეიძლებაა? გამომლანძღა დათომ
-აუ რავქნაა ხო გითხარით გამოცდები მაქ და ასე თავისუფალი დრო არ მაქ თქო ძლივს ჩავაბარე მთელი დღეები ვსწავლობდი თქვენ კიდე მეწუწუნებით აქ რაა
-მეორედ მასე არ ქნაა და მოდი ჩემთან ჩამეხუტე. გამიღიმა თოკამ
-ჩემი ბიჭიი დავახრჩვე იმდენი ვკოცნეე
-აბა დღეს რას ვაპირებთ? მხიარულად წამოხტა ჯაბა ფეხზე
-რაც გინდათ ვქნათ მე არ მაქ პრობლემა. როგორც იქნა გამხიარულდა აქაურობაა-მე პირადად პიცა მინდა და შემიძლია გამოვაცხვო
-მაშინ გააკეთე ქეთ შენ რაც გინდა და აქ ვიყოთ ვჭამოთ თუ კლუბში წავიდეთ როგორ ვქნათ?
-რავი მე კეთება არ მეზარება და თქვენ როგორც გინდათ
-კაი მაშინ იფუსფუსე შენ მაქ,ჩვენ წავალთ რაღაცეებს ვიყიდით და ალექსანდრე იყოს სახლში კაი ძმა? რო რამე დაჭირდეს შეხედავ რა
-კაი.ეს ახლა გამახსენდა.რა სახით ზის რაარი?ზედაც არ მიყურებს რაჭირს ნეტა
-თოკაა ამას რაჭირს რამე მოხდა? ვკითხე კარებთან მისულს ჩუმად
-აზრზე არ ვარ ქეთი რაც შენ არ იყავი ეგეც არ რჩებოდა სახლში სად იყო აზრზე არვარ სვამდა და ხან ვისთან იყო ხან ვისთან
-და რატო რამოხდა? არ იყო ალექსანდრე ასეთი და ძაან გამიკვირდა
-არვიცი ქეთი იქნებ შენ გითხრას რამე
-კაი წადით მიდი მე მანამდე გავაკეთებ რაღაცეებს.
-კაი თუ რამე დამირეკეე. მითხრა და წავიდნენ მეც კარი დავკეტე და ოთახში შემოვედი.ალექსანდრე სავარძელში იჯდა და რაღაცეებს უყურებდა ტელევიზორში
-მე აქეთ ვიქნები დამიძახე თუ რამე მოგინდებაა. ყურადღება არც მოუქცევია ისე გადართო სხვა არხზე.რა ჯანდაბა ჭირს ამასს?სამზარეულოში ვიყავი პიცას ვაკეთებდი თან ვღიღინებდი და სულ ფქვილში ვიყავი ამოსვრილი.ესეც დავამთავრე და ღუმელში შევდგი.მერე გადავწყვიტე ცეზარს გავაკეთებ თქო ხოდა სალათის ფურცლები ვერ ვიპოვე და გამახსენდა რომ მე მქონდა სახლში გავედი და შემოვიტანე.ალექსანდრე ყურადღებასაც კი არ მაქცევდა.ისე დავამთავრე ყველაფერი სალათები გავაკეთე და პიცაც ცივდებოდა მეც გარეთ გამოვედი და დავჯექი.ასე დებილებივით უნდა ვიჯდეთ ეხა?ვერარი ეს.მომბეზრდა და ვკითხე ნერვებმოშლილმა
-რაგჭირს შენ?რამე დავაშავე და არ ვიცი თუ რატო არ მელაპარაკები ან ყურადღებასაც არ მაქცევ რა წესია ეგგ
-რა გინდა გითხრა ქეთი. მითხრა ცივად.კიდე კაი დამელაპარაკა თორე მეგონა ენა გადაყლაპა თქო
-რა დავაშავე ალექსანდრე?
-რა დააშავე რაა?გაინტერესებს? როგორც იქნა მომიბრუნდა და შემომხედა-მთელი 2 თვე ქეთი მთელი ორი თვე სად იყავიი?არც მინახიხარ არც დაგირეკავს საერთოდ დაგავიწყდი ხომ?საერთოდ ფეხებზე დამიკიდე მარტო მე კიარა ბიჭებიც მერე თოკამ რომ თქვა არცალიაო გამოცდები აქვსო და რაღაცეებიო ხომ შეგეძლო დაგერეკა ჩემთვის და გეთქვაა არაა. გაოგნებულმა ვერაფერს ვერ მივხვდი და ძლივს რომ გადავხარშე ყველაფერი მერე ვკითხე
-ასეთი მნიშვნელოვანი როდიდან გავხდი შენთვის?
-ჩემთვის? გაეცინა-ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყავი მიკვირს რომ ვერ ამჩნევ ჩემს დამოკიდებულებას შენთან როგორ ვარ.არ გაგჩენია კითხვა რატომ იჩენს ამდენ ყურადღებას ალექსანდრე შენთან ვიდრე ბიჭები აკეთებენ ამას? ეგ კითხვა მართლა მაწუხებდა.თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე-მაინც ვერ ხვდები ხოო? გაიცინა და სიგარეტს მოუკიდა.რა სიმპატიურია ღმერთოო ეს მოზრდილი წვერიც როგორ უხდება.ქეთი რაზე ფიქრობ რაარი გოგოო
-ვერა ვერ ვხვდები ვერაფერს და იქნებ ამიხსნა რახდებაა ალექსანდრე
-არაფერი ქეთი
-რა არაფერი მითხარი რახდება ასეთი მნიშვნელოვანი როდიდან გავხდი შენთვის რატო მაქცევ ამდენ ყურადღებას?ერთადერთი ხარ ვინც ჩემზე ყველაფერი იცის და ყველანაირს მიცნობს ალექსანდრე მითხარი რა
-მიყვარხარრ ქეთი მიყვარხარრ.როგორც კი იმ მანქანაში დაგინახე ასეთი ლამაზმანი და თან კიდე იქ ისეთები ჩამიტარე ეგრევე დამევასე.მერე ბიჭებმა რომ მითხრეს ვიცნობთო და შენც ჩვენთან მაგარ ურთიერთობაში რომ იყავი ძაან მომეწონე და შემიყვარდი ქეთი.იქ ყაზბეგში ის ლუკაც მე ვცემე ისე გიყურებდა ვეღარ მოვითმინე და დავულურჯე ის თვალი.ისეთი სახე ქონდა რომ გიყურებდა იმენა თვალებით გაგხადა ტიპმა რასაც ქვია.სადაც კი დადიხარ ბიჭები რომ გაშტერდებიან ვერ ვიტან ქეთი ვერააა.ნიკა კიდე ვაფშე სხვა თემაა ის ერთი კვირა იმიტომ არ ჩანდა რომ მე დაველაპარაკე ვიჩხუბეთ მართალია შენ მითხარი არაფერი ქნაო მარა ისე უმოქმედოდ ვერ ვიქნებოდი არ შემეძლო.ჩემზე ჩახუტებულს რომ გეძინა ისეთი საყვარელი იყავი თავი ძლივს შევიკავე,რომ არ მეკოცნა.მაშინ კარი რომ გამიღე ისეთი სექსუალური იყავი ქეთიი.არვიცი შენ რას გრძნობ ჩემს მიმართ მაგრამ მინდა ჩემთან იყოო მინდა ჩემი იყო ძალიან მიყვარხარ ქეთი ასეთმა პატარა გოგომ რა გამიკეთე ასეთი არვიცი მაგრამ ჩემი რომ იქნები ვიცი. აი რასაც ქვია პირღია ვუსმენდი ალექსანდრეს გრძნობების ლაპარაკს ჩემს მიმართ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ალექსანდრეს თუ შევუყვარდებოდი ასეთი სიტუაცია არასდროს მქონია რა ჯანდაბა გავაკეთო ეხლა.ბიჭებიი ჩემი გადამრჩენლები არიან მოკლედ რა ალექსანდრემ დაამთავრა თუ არა ლაპარაკი ბიჭებიც შემოხტნენ ხარხარით სახლში
-ქეთი სად დავდო ესენი მომტყდა ხელები გოგოო. როგორც იქნა გამომაფხიზლა თორნიკეს ხმამ.სუფრა გავშალე და ბიჭებმა სასმელები ამოიტანეს არ მოიკლოთ თქვენ სმა ხოო ვფიქრობდი ჩემთვის.ალექსანდრესთვის კიდე არცერთი წამითაც არ შემიხედავს.სამზარეულოში ვიყავი რაღაცეებს ვჭრიდი რომ ალექსანდრე შემოვიდა და ჩემს ზემოთ თაროზე ჭიქა უნდა აეღო რომ მთელი სხეულით მომეკრო უკნიდან და წელზე ხელი მომკიდა რომ არ წავქცეულიყავი.
-ბოდიში ლოკოკინა. გამოცოცხლდა ბიჭი.მაგის შეხებაზე სულ ავკანკალდი და ვეღარაფერს ვეღარ ვარჩევდი.არა ადრეც ხომ მეხებოდა მაგრამ მანამდე აზრზე არ ვიყავი თუ ვუყვარდი და რავიცი აბა.პიცაც დავჭერი და ყველაფერი მზად იყო მეც მივედი რომ დავჯდე ეხა მაგიდასთან მარა ბედი არგინდა ადამიანს?ამას მე მიკეთებთ ხალხნო?რას მერჩით?მომიწია ალექსანდრეს გვერდით დავმჯდარიყავი.კი ეხა მაგრად გავერთობოდი ძაან,მაგარია რა.ამათმა სადღეგრძელოებმა ხომ ტვინი შეჭამეს რა მაინც რაა ეს ქართველი კაცი მოკლედ.ერთი წვეთიც კი არ დამილევია ან რა დალევდა მაგ მწარე ღვინოს აბა.მერე ქალების სადღეგრძელო დალიეს და სათითაოდ დამლოცა ოთხივემ ალექსანდრემ ხომ ვაფშე ყველაზე მაგრად.რომ არ ველოდი მაშინ თეძოზე მომიჭირა ხელი და კისერში მაკოცა შენ გაგიმარჯოს ლოკოკინაო.ეს ძაან დათვრა როგორც ჩანს,ჩემი თეძოდან ხელი ვერ ავაღებინე რა ჩემს ფეხზე დაატარებდა მის გრძელ თითებს.რა საშინლად დამცხა ნორმალურად ხომ ვერ ვაზროვნებდი მაგის შეხებაზე და ამაზე ეცინებოდა და კისერში მკოცნიდა
-შენ ბიჭო ვერ ხარ ხოო?რეებს აკეთებ შემეშვიი. ძლივს ვუთხარი გონება დაბინდულმა
-არა ქეთ არ ვარ ნორმალური შენ გადამრიე და გამაგიჟე ამხელა კაცი ლოკოკინა. ღმერთო რადღეში ვარრскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mia15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 



№2  offline წევრი a.bochorishvili

cool ველი შემდეგ თავს

 



№3 წევრი meocnebe avadmyopi

ვა მალე დადე შემდეგი რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent