შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(ანუ გული უუფლებოა) თავი 11


21-03-2018, 14:28
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 761

ამნეზია_(ანუ გული უუფლებოა) თავი 11

თავი 11.

შვიდეულიდან ექვსი კაცი ვისხედით მისაღებში, ყველა მეშვიდეს განვიცდიდით, მეშვიდეს რომელიც ჩემთვის პირველი იყო, ადამიანს რომლის გაუჩინარებაც მხოლოდ ჩემი ბრალი იყო და მხოლოდ მე მტკიოდა ასე ძალიან მისი აქ არ ყოფნა. მაქსიმეს კოცნა გამახსენდა და თითები უნებურად ტუჩებზე გადავიტარე. ახლა ისე მინდოდა, ისე მჭირდებოდა მისი სურნელის შეგრძნება როგორც არაფერი.
აზრზე შეტყობინების ხმამ მომიყვანა.
"გავიცნოთ?" _უცხო ნომერი იყო, თავიდან იმედი მომეცა რომ მაქსიმე იქნებოდა, მაგრამ ანდროს ვთხოვე ნომრის გადამოწმება, აღმოჩნდა რომ საერთაშორისო ნომერი იყო, ანუ კარტა რომრლიც მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იჭერდა, ასეთი კი მაქსიმეს განკარგულებაში ნამდვილად არ ყოფილა.
"მსგავსი ხერხებით გოგოები აღარ იკერებიან"
მაშინვე დავუბრუნე პასუხი უვნობს
"ვინ გითხრა რო გკერავ?"_დამაბნია, ვერ მივხვდი რა უნდა მიმეწერა, მაგრამ სანამ რამეს მოვიფიქრებდი მეორე შეტყობინება დაემატა "უბრალოდ ვინმესთან საუბარი მინდოდა, მერე სოციალურ ქსელებში ვიქექებოდი და შენს ნომერს წავაწყდი. უცხოებმა თუ არ გინდა შეგაწუხონ facebookზე ნომერი დაფარე!"
"ხო ეგ სულ მავიწყდება"_ მაშინვე ამოვიღე მობილური და ნომერი დავფარე ყველა სოციალურ ქსელში.
"სწრაფად მოქმედებ"_პასუხმაც არ დააყოვნა
"შენ სწრაფად ამოწმებ"
"კარგი ქეთა, მერე ვილაპარაკოთ"
პასუხი აღარ მიმიწერია, არც მაინტერესებდა, მათავარი იყო რომ ვიცოდი მაქსიმე არ მწერდა, სხვას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
-მენატრება_ნუცამ ამოიზმუილა და გიორგის აეწება
-სანდრო ხო არ ჩავაკითხოთ?_გიორგიმ იდეა წამოაყენა
-მეც ვიფიქრე მარა ამხელა ამერიკაში სად ვეძებოთ?
-ქეთა გვაპოვნინებს, მიუწვდება ხელი მსგავს საქმეებზე
-მსგავს საეებზე მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მიმიწვდება ხელი გიო. თანაც ისედაც ყველაფერი გავაფუჭე, ვეღარ ჩავერევი, ჯერჯერობით მაინც.
-ნერვები მეგლიჯება არაფერს რომ არ ამბობ_ბრაზს მაინც ვერ იკავრბდა გიორგი, ნუცამ მხარი გაკრა და შეყვარებული გააჩუმა.
ბავშვები მალე დავიშალეთ, ოთახში ავედი და საწოლზე დავენარცხე, ის წყეული დღე გამახსენდა, დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

***1 წლის წინ***

საწოლზე ვიწექი ტელეფონზე დაფარული ნომრიდან რომ დამირეკეს
-ალო
-მამაშენი გულის შეტევით არ მომკვდარა_ბოხმა ხმამ ჩამძახა და ყველაფერი ამირია
-რაა? ვინ ხარ?
-2საათში შენი უნივერსიტეტის მოპირდაპირე კაფეში გრლოდები, იქ ვიჯდები სადაც შენ სტუდენტობისას.
და გამითიშა. წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო, შეიძლებოდა ვიღაც უბრალოდ ერთობოდა რადგან ყველამ კარგად იცოდა ჩემი და მამაჩემის ურთიერთობაზე, თან მისი რეპუტაციის გამო არც მტრები გვაკლდა ხოლმე. მაგრამ ბევრი ნამდვილად არ მიფიქრია, მალევრ გავრმზადე და კაფრში მივედი.
იმ დღის მერე შეიცვალა ჩემი ცხოვრება
იმ დღის მერე გავხდი შურისმაძიებელი
იმ დღის მერე მივჩქმალე ჩემი ნამდვილი გრძნობები
იმ დღის მერე გავხდი სხვა ადამიანი
და იმ დღის მერე პირველად მქონდა საიდუმლო ჩემთვის უძვირფასეს ხალხთან
ისევ მათთვის.



***ახლა****
თავი კომოდზე დადებული დღიურებისკენ გამექცა, ფრთხილად გადავშალე. ეს ფურცლები იმხელა გრძნობას ინახავდა, იმხელა განცდებს, რომ თითოეული სიტყვის წაკითხვის შემდეგ თავიდან განვიცადე ყველაფერი. ფუქცლებზე აქაიქ ცრემლის ნაკვალევიც იყო. ძირითადად მაქსიმეზე ვწერდი, იღონდ სახელს არსად ვახსენებდი, მაგრამ ჩემი თითოეული სიტყვა მხოლოდ მას ეძღვნებოდა. წერა ყოველთვის ყველაზე კარგად მშველოდა, კალამი მოვიმარჯვე და წერა დავიწყე.

"უნდა დავსხდეთ, მე და შენ, ჩემო თავო და ვაღიაროთ:
ჩვენ ერთმანეთის ატანა აღარ შეგვიძლია.
მე დაწოლა მინდა, შენ დგები.
მე კაცი მიყვარდება, შენ-მისგან გარბიხარ.
უნდა ვაღიაროთ, წერაც აღარ გამოგვდის.
მე ვწერ, შენ შლი.
მე მომწონს, შენ გეცოდება.
უნდა ვაღიაროთ და დავშორდეთ მშვიდობიანად.
შ ი ნ ა გ ა ნ ი ბ რ ძ ო ლ ე ბ ი."

-მაქსიმე მენატრება! დავიჯერო არასდროს არაფერი დალაგდება? ან თუ დალაგდება ვერ გამიგრბს? ჩემი მაქსიმე ვერ გამიგებს? არა არშეიძლება ეგრე! შანსი არ არის! როგორ ვერ უნდა გამიგოს, ის ხომ ჩემი მაქსიმეა, სულ მიგებდა, სულ ჩემთან იყო....ახლა არ არის, ახლა როცა ყვრლაზე მეტად მჭირდება არ არის, მაგრამ ვერც ვამტყუნრბ, რომ იცოდეთ რამხელა ფუფუნრბაა წყვილს შორის როდესაც მეორეა დამნაშავე, ყველაფერს მას აბრალებ, მას ლანძღავ, ჯავრს იყრი, მაგრამ რა უნდა ქნა როდესაც ის მეორე შენ ხარ? რა უნდა ქნა როცა დამნაშავე ყველაფერში შენ ხარ? შენი განადგურებულია ყველაფერი? მაშინ რა უნდა ქნა? იქნებ მარტოობაა გამოსავალი? იქნებ სამუდამოდ ამისთვის ვარ განწირული? იქნებ მაქსიმე სამუდამოდ დავკარგე? იქნებ არასდროს მაპატიოს, ვეღარასდროს ვნახო, ვეღარ შევიგრძნო მისი კანი, მისი სურნელი, მისი სიახლოვე ვეღარ ვიგრძნო, ვეღარ დამჯძახოს ქეთუშა, ვეღარ ამიხლართოს თმებში თითები, ვეღარ მთხოვოს თავზე მომეფერეო, ვეღარ შევიგრძნო მისი ტკბილი ტუჩების გემო, ვეღარ შევეხო ჩემს საყვარელ სხეულს, იქნებნის ღამე ერთადერთ ღამედ დარჩეს, ერთადერთ ბედნიერ წერტილად....არა არა არა, წარმოდგენაც არ მინდა. რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი! მალე უნდა მოეღოს ამ საიდუმლოს ბოლო, მერე კი მაქსიმე უნდა დავიბრნო რადაც არ უნდა დამიჯდეს!

წერა ისევ შეტყობინრბის ხმამ გამაწყვეტინა
"არც ეხლა გინდა საუბარი?"
"არ შემეშვები ხო?"
"იცი რამხელა ფუფუნებაა როცა უცნობთან ლაპარაკი შეგიძლია?"
"შენ იცი მე ვინც ვარ, მე არა. ეს უსამართლობაა"
"უცნობი დამიძახე, მისტიკურად ჟღერს :დდ"
"გიჟი ხარ?"_ღიმილით მივწერე
"რაღაც დოზით ყველა გიჟები ვართ"
"ბანალური პასუხია"
"ბანალურობაშია კთელი ორიგინალურობაც"
"რატომ გინდოდა უცნობთან საუბარი?"_პასუხი რომ ვეღარ გავეცი მხოლოდ ამის კითხვა მივახერხე
"საყვარელ ადამიანს დავშორდი"
"რა დამთხვევაა"
"რა ჰქვია?"
"მაქსიმე. შენსას?"
"უცნობის საყვარელი ადამიანი!"
"ისეც არასწორად თამაშობ"
"მე არ ვთამაშობ! შენ?"
"მე? მე ყველაზე მეტს ვთამაშობ"
"და რატომ?"
"ამის თმა არ შემიძლია"
"არც მაქსიმეს უთხარი"
"ვერა"
"იქნება გაეგო"
"შეიძლება, მაგრამ ვერ ვეტყოდი"
"და მაინც მისი ბრალია?"
"არა მხოლოდ ჩემი! თან მივატყუე"
"გამოსწორებადია?"
"არ ვნანობ"
" ეგ როგორ?"
"აი ასე, უბრალოდ არ ვნანიბ. ღირდა"

უცნობს აღარ მოუწერია, მეც აღარ შევიწუხე თავი, არ ვიცი ვინ არის მაგრამ მართალი ყოფილა, დიდი ფუფუნებაა უცობთან საუბარი.
უკვე დაძინებას ვაპირებდი კარზე ზარი რომ იყო.
-ვაკო?_გაკვირვებულმა გავხედე და კარში შემოვატარე
-გაგაღვიძე?_სახე მოჯღანა და შუბლზე მაკოცა
-არა არმეძინა ჯერ. ხო მშვიდობა გაქვს?
-ქეთა გავები!
-ვერგავიგე
-ერთი გოგო მომწონს
-რაა?_იმხელა ხმაზე ავტეხე სიცილი მეზობლები უთუოდ გავაღვიძე.
-ეეე ნუ ხარხარებ გოგოო
-კაი ბოდიში_ძლივს შევწყვიტე სიცილი_მოყევი აბა.
-მარიამი ქვია. დღეს თემქაზე ვიყავი ნათლიაჩემთან ასული, ხოდა იქიდან რომოვდიოდი ლამის გავიტანე
-შენნაირი არანორმალური ისტორიები რატო გაქვს?
-აუუ თავიდან მაგრად შემეშინდა, ევროპული უნივერსიტეტი როა მანდ ჩავიარე, ბავშვების წრე იყო შეკრებილი და გავიარე თუარა ამას ვიღაცამ ხელი კრა და კინაღამ ბორბლებში ჩამივარდა, დროზე მოვასწარი დამუხრუჭება
-და ხელი ვინ კრა?
-მანქანიდან რო გადავედი ისევ ძირს ეგდო და ჩხუბობდა, მგონი ვერც იგრძნო კინაღამ რო გავიტანე, პატარა ხელებს სასაცილოდ პარჭყავდა და ვიღაც ბიჭს ეჩხუბებოდა, როგორც მერე გაკვიე ვიღაც 3 ტიპი ერთს აჩმორებდა, ნუ როგორც ხდება ხოლმე, მერე ამას დაუნახავს და შეკამათებია, დედა ტერეზა ნუ, ხოდა ამ მუტრუკსაც ხელი უკრავს, მოვდე ყბაში და მარიამი სახლამდე გავიყვანე, ისეთი საყვარელი და სასაცილო იყო გაბრაზებული რომ კინაღამ მანქანაშივე ჩავკოცნე
-ნუ გააგიჟებ ბავშვს
-ხელებს იქნევდა იმ ბიჭზე გაბრაზებული მთელი გზა და ყავისფერ თვალებს აქეთიქით აცეცებდა, თავიდან მეგონა ვერც შემამჩნია, სახლთან რო მივიყვანე ცოტა დაცხრა, მარა ერთი გამომხედა მადლობაო და მანქანიდან გადახტა, მგონი ვაბშე ნაშინ გაიაზრა ყცხოს რო ჩაუჯდა მანქანაში და უცებ დაიმორცხვა.
-მოიცა არც გვარი იცი არც ტელეფონის ნომერი?
-ხო გითხარი გიჟივით გადახტა თქო, მარტო უნივერსიტეტი და სახლის მისამართი ვიცი, უფროსწორად სადარბაზო
-ერე ნახევარ საათში რა მოგეწონა?
-პირველი გოგოა რომელიც სექსუალურზე მეტად საყვარლად აღვიქვი ქეთ ხოიცი.
-ანუ გინდა მითხრა რო მკერდზე არ მიაშტერდი? ვერ დავიჯერებ
-არც მე მჯეროდა_ღრმად ამოიხვნეშა და სივრცეს თვალი გაუშტერა
-ვაიმე ვაკო არ მეგონა ასეთს თუ დაგინახავდი როდესმე
-აუუ არც მე, თავი 90იანების შეყვარებული ბიჭი მგონია, როარიცის რა ქნას
-ჯერ იმით დაიწყე რო სახლთან დაადექი, ან უნივერსიტეტთან დახვდი
-ბანალურია!
-სხვა ორიგინალური თუ გინდოდა მეტი გაგეგო გოგოზე
-ოოო ვერვქენითქო ხოგითხარი
-ხო და იდეებს ნუ მიწონებ, ნუგავიწყდება ის ოთხი ვინ დააწყვილა_ამაყაფ მოვიღერე კისი და ვაკოს მოვეხვიე
-სულ დამავიწყდა შენ რო კუპიდონი მყავხარ_თავზე მაკოცა და გამიცინა
-ხო ყველას პირადი დავალაგე საკუთარის გარდა
-გენატრება?
-საშინლად
-რატო წავიდა?
-მოვატყუე
-რამოატყუე?
-ჩავაკითხე და ვუთხარი ნიკას დავშორდითქო
-რაში დაგჭირდა?
-ციტახნით მაინც რომ არ მეგრძნო რომ ჩემთანაა ძალა არ მეყოფოდა
-ძალა რისთვის?
-ვაკო არ შემიძლია მაგის თქმა ჯერ
-კაი კაი
-სექსი გვქონდა
-ჰა?_წვენი გადასცდა და ხველება აუტყდა
-ჰო, ჯანდაბა საშინელი ადამიანივარ რომ მოვატყუე, მარა უფრო საშინელივარ რომ არ ვნანობ, ახლაც ცხადად ვგრძნობ გეფიცები, ახლაც ცხადად ვგრძნობ!
-ქეთა ძაან რისკავ, და ვერც გამხნევებ, არვიცი რატომ აკეთებ
-იმედია მალე შევძლებ მოყოლას
-და მაგის მერე წავიდა?
-ხო დილით წერილი დავუტოვე და წამოვედი, მერე წავიდა, იმ საღამოს საკუტარი თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა ვაკო, ახლაც მის სითბოს ვგრძნობ, მთელი კანი მაქსიმეს შეხებისგან მეწვის ისევ, ჯერ კიდევ არ წაშლილა მისი თითების კვალი ჩემი სხეულიდან, ისევ მტკივა და თან მომწონს ყოველი შეხება, მალე შეიძლება გავგიჟდე _თვალები ცრემლებით ამევსო, ვაკომ მიმიხუტა, მაგრამ ვერაფერი მითხრა დასამშვიდებლად. იმ ღამეს როგორ ჩამეძინა არ მახსოვს, დილით ვაკო წასული დამხვდა, საათს რომ დავხედე პირველი ხდებოდა. მალე ჩავიცვი და ანდროსთან გავედი.
-ეს ვინ მიკადრა_ღიმილით გამომხედა და ჩამეხუტა
-ანდროო, როგორ მომენატრე
-მეც მაგრად ქეთევან
-შენი ოფიციალურობა მკლავს
-მოდი დაჯე
მთელი 3 საათი ახალ დეტალებს მაცნობდა, როგორც ჩანს ნიკამ და ბიძამისმა ზედმეტად კარგად ისარგრბლეს ჩემი ცუდად ყოფნით.
მე და ანდრომ ერთად ვისადილეთ, მერე კი ნიკამაც დამირეკა
-რეკავს
-შეეცადე უფრო ახლოს დაიჭირო თავი
-ხო საყვარელო_ტუჩები დავბრიცე ცინიზმისგან
-სადხარ?
-კაფეში
-ვისთან ერთად?
-მარტო, მშიდა და გამოვედი
-არ ამოხვალ ჩემთან?
-შენთან? არა კაი ამინდია გამო გარეთ
-რა ჯიუტი ხარ. კაი მისამართი მომწერე და წამოვალ

-ქეთა რასაკეთებ?_გაოგნრბულმა გამომხედა ანდრომ
-შენი აზრით სახლში რისთვის მიბარებდა?
-ვაიმე ქეთა, ის რაც გვჭირდება მის სახლშია
-ეგ ჯერ ზუსტად არ ვიცით, არ ვარ მზად
-გამაგიჟებ რა
-წადი ახლა, უნდა მოვიდეს აქ არ გნახოს თორე ყველაფერს მიხვდება.

ანდრო მალევე წავიდა, მთელი საღამო ნიკას ატანა მიწევდა, ბოლოს ისევ მისი საზიზღარი ტუჩების გემო და სახლში ძალაგამოფიტული მისვლა.
ჩემი მაქსიმე მენატრება!
მისი სურნელი
მისი გემო
მისი შეხება მენატრება.
ჩემი მაქსიმე მენატრება!!!






__________
ესეც მეთერთმეტე თავი, ველი თქვენს შეფასებებს ტკბილებო❤❤❤скачать dle 11.3




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვა!მაქსიმე ძალიან მეცოდება და მელ შეარიგე ესეენი თორემ გავაფრენ არა მსუბუქი ნათქვამია გავფრინდები
~აი ჩემი პოზიტივი კი მარიამზეა შეყვარებული,რას მერჩოდი,მანდამაინც ვაკოს უნდა შეყვარებოდა?
ხო კაი მართლა ძაან კაი თავი იყო მაგრამ შემდეგი არ დაიგვიანო

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

meocnebe avadmyopi
ვა!მაქსიმე ძალიან მეცოდება და მელ შეარიგე ესეენი თორემ გავაფრენ არა მსუბუქი ნათქვამია გავფრინდები
~აი ჩემი პოზიტივი კი მარიამზეა შეყვარებული,რას მერჩოდი,მანდამაინც ვაკოს უნდა შეყვარებოდა?
ხო კაი მართლა ძაან კაი თავი იყო მაგრამ შემდეგი არ დაიგვიანო

დიდი დიდი მადლობა❤❤❤❤❤ ვეცდები არ დავაგვიანო❤

 



№3  offline მოდერი Girl with pretty smile

დაბრუნდა ჩემი გოგო.
ეს უკვე მომწონს,მგონი რაღაცეები გავიგე კიდეც.
უცნობი მომეწონა,რატომ?-არ ვიცი მაგრამ რაღაც ეჭვები გამაჩნია,ის ეჭვები,რომ გამართლდეს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.
ქეთაზე რა უნდა ვთქვაა,ვიცი,რომ უმიზეზოდ არ იზამდა ამ ყბელაფერს და იმასაც ვხვდები,რომ ძანლიან ენატრება მაქსიმე.
ვაკო?ეს სხვა სამყაროა.
სასტავში კიდევ ახალი წევრი კი დიდი პლიუსია.თან თუ ეს გოგონა ვაკოს გოგოა.-ვიცი ეს კარგათ არ გამოვიდა მაგრამ არაუშავს.
კიდე რა უნდა მეთქვა?-ის,რომ მახარებ.
ყოველი თავი წინაზე უკეთესია,და საერთოდ მოულოდნელი ამბები ტრიალებს.
მიყვარს ამ ისტორიის ყველა ლერსონაჟი,მისი ყველა სასვენი ნიშანი და ყველა სიტყვა.
შენ კი მათზე უფრო მეტად მიყვარხარ.
არ მიწყინო პატარა კომენტარისთვის ))

 



№4  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Girl with pretty smile
დაბრუნდა ჩემი გოგო.
ეს უკვე მომწონს,მგონი რაღაცეები გავიგე კიდეც.
უცნობი მომეწონა,რატომ?-არ ვიცი მაგრამ რაღაც ეჭვები გამაჩნია,ის ეჭვები,რომ გამართლდეს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.
ქეთაზე რა უნდა ვთქვაა,ვიცი,რომ უმიზეზოდ არ იზამდა ამ ყბელაფერს და იმასაც ვხვდები,რომ ძანლიან ენატრება მაქსიმე.
ვაკო?ეს სხვა სამყაროა.
სასტავში კიდევ ახალი წევრი კი დიდი პლიუსია.თან თუ ეს გოგონა ვაკოს გოგოა.-ვიცი ეს კარგათ არ გამოვიდა მაგრამ არაუშავს.
კიდე რა უნდა მეთქვა?-ის,რომ მახარებ.
ყოველი თავი წინაზე უკეთესია,და საერთოდ მოულოდნელი ამბები ტრიალებს.
მიყვარს ამ ისტორიის ყველა ლერსონაჟი,მისი ყველა სასვენი ნიშანი და ყველა სიტყვა.
შენ კი მათზე უფრო მეტად მიყვარხარ.
არ მიწყინო პატარა კომენტარისთვის ))

საოცრად მიყვარს შენი კომენტარები, პატარა თუ დიდი. საოცარი გოგო ხარ, სასწაულად მახარებ ამ სიტყვებით, აი ვერცკი წარმოიდგრნ ისე❤ უუღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო დანიმედი მაქვს ბოლომდე კმაყოფილი დარჩები ისტორიით❤

 



№5 სტუმარი სტუმარი nata

kvelaperi dzalian momconns,magram dzaan igvianeb

 



№6  offline წევრი Tskrialashvili Mariami

არა რა ვიცოდი ვიცოდი რო ეს ნიკა არ იყო კარგი, მაგრამ მთლად ასეთი ცუდიც არ მეგონა :დ სჭირდება ერთი კარგი ალიყური და იმედია არც ასცდება :დ
ეს უცნობი რატომღაც მაქსიმე მგონია ♥
ნეტა იცოდე როგორ მინათდება თვალები სიხარულისგან, როდესაც შენ ნიკს ვხედავ მარიამ ♥
მარიამო
მარიამ
მარი
მაარ
არ ვიცი რა გითხრა და ერთი სიტყვით გეტყვი რა შენ ხარ სასწაულად მაგარი - ამ სიტყვაში იგულისხმება ყველა ის აღმატებული სიტყვა რაც ადამიანის კარგი და ნიჭიერების შესაფასებლად არსებობს დედამიწაზე ♥

 



№7  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

სტუმარი nata
kvelaperi dzalian momconns,magram dzaan igvianeb

ძალიან ჩახლართული თავებიმოდის და ფიზიკურად ვერვქაჩავ, თან უნივერსიტეტიმაქვს და ფიზიკურად ვერ ვახერხებ მეტს. მადლობა რომ კითხულიბ❤

Tskrialashvili Mariami
არა რა ვიცოდი ვიცოდი რო ეს ნიკა არ იყო კარგი, მაგრამ მთლად ასეთი ცუდიც არ მეგონა :დ სჭირდება ერთი კარგი ალიყური და იმედია არც ასცდება :დ
ეს უცნობი რატომღაც მაქსიმე მგონია ♥
ნეტა იცოდე როგორ მინათდება თვალები სიხარულისგან, როდესაც შენ ნიკს ვხედავ მარიამ ♥
მარიამო
მარიამ
მარი
მაარ
არ ვიცი რა გითხრა და ერთი სიტყვით გეტყვი რა შენ ხარ სასწაულად მაგარი - ამ სიტყვაში იგულისხმება ყველა ის აღმატებული სიტყვა რაც ადამიანის კარგი და ნიჭიერების შესაფასებლად არსებობს დედამიწაზე ♥

ჩემი მარიამი!!! ვგიჟდები, ვაფრან, ვირევი შენს კომენტარებზე ჩემო საყვარელო!!! უუუუუდიდესი მადლობა რომ პირველი ისტორიიდან დღემდე ასე მომყვები❤❤მიყვარხარ!❤

 



№8  offline წევრი მარიკუნაა♥️

მისმინე, მისმინე, მისმინე.
ეს უცნობი მაქსიმე რომ აღმოჩნდეს,
შეიძლება არასდროს არ გაპატიო.
თუკი რომელიმე არსებულ ან არარსებულ ჩამოწერილ გეგმაში სიუჟეტის კულმინაციად ეგ გქონდა, ჩაფიქრებული...
გთხოვ, არა.
აი, ძალიან გთხოვ.

პ.ს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წლის ყველაზე ბანალური კულმინაციის ავტორის ტიტული ჩაგახუტო გულში. (!!!)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№9  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

მარიკუნაა♥️
მისმინე, მისმინე, მისმინე.
ეს უცნობი მაქსიმე რომ აღმოჩნდეს,
შეიძლება არასდროს არ გაპატიო.
თუკი რომელიმე არსებულ ან არარსებულ ჩამოწერილ გეგმაში სიუჟეტის კულმინაციად ეგ გქონდა, ჩაფიქრებული...
გთხოვ, არა.
აი, ძალიან გთხოვ.

პ.ს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება წლის ყველაზე ბანალური კულმინაციის ავტორის ტიტული ჩაგახუტო გულში. (!!!)

მადლობა რჩევისთვის.
სიუჟეტს ბოლომდე ისე მივყვები როგორც თავიდან გადავწყვიტე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent