შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცარიელი ცხოვრების ორი მხარე/Two side of empty space [თავი I]


21-03-2018, 17:33
ავტორი მემე O.H
ნანახია 157

ცარიელი ცხოვრების ორი მხარე/Two side of empty space  [თავი I]

თავი I
პოსტ ტრამვული ღამეები

საშინელებაა, როდესაც აანალიზებ, რომ გამოგიყენეს და შემდეგ ნახმარი ხელსახოცივით მოგიცილეს.
აღარც სიტყვები გყოფნის ამის გადმოსაცემად, აღარც ძალა _ სათქმელად და აღარც უნარი _ გასაძლებად.
გინდა გაუჩინარდე, ისე თითქოს არც არასოდეს გიარსებია. ისედაც უჩინარი საბოლოოდ გაუჩინარდე, შენი ტკივილისგან მარყუჟი შეკრა და თავი ჩამოიხჩრო ან შენს ცრემლებში ჩავი დაიხრჩო.
-ანაბელ, ხმას რატომ არ მცემ?!-ცრემლნარევი ხმით ამოილაპარაკა წითურმა და სევდით სავსე მზერა ანაბელიდან ექიმზე გადაიტანა, რომელის თვალებშიც უიმედობა იკითხებოდა.-კიდევ დიდ ხანს იქნება ასე?
-ვშიშობ, რომ მდგომარეობა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
როდესაც ექიმმა წითურის სახეზე დიდი კითხვის ნიშანი დაინახა, მაშინვე განაგრძო:
-ადამიანის თავის ტვინი იმდენად კომპლექსურია, რომ მისი მუშაობა დღემდე ამოუცნობი რჩება. თერაპიებზე დაყრდნობით ვივარაუდებ, რომ ეს ფსიქიკური აშლილობაა. მისი მკურნალობა კი მუდმივად საკამათო საკითხია.
-რა-ა?-წითურს არც კი სჯეროდა, რომ ექიმი ამას ანაბელზე ამბობდა.
-ვწუხვარ, მაგრამ ასეა. ის ახლა საკუთარ თავშია ჩაკეტილი, ყვირის, სტკივა, ეს კი უფრო უუნაროს ხდის, მისი ორგანიზმი ისეა დასუსტებული, რომ გონებას ვერ ეწინააღმდეგება. -ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ მასთან, ესაუბროთ, გაახსენოთ მისი ცხოვრების სასიამოვნო პერიოდები, საყვარელი საქმიანობა, ადამიანები. არ უნდა მივცეთ მას ჩაკეტვის საშუალება.
-ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ძველი ანაბელი დავიბრუნო.-ანაბელის ხელს ნაზად ეფერებოდა და თვალზე მომდგარ ცრემლებს არ აძლევდა გადმოსვლის საშუალებას. ახლა ძლიერი უნდა იყო, იმაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე.
-ახლა დაგტოვებთ, და თუ რამეა დაუყოვნებლივ შემატყობინეთ.
წითურმა უხმოდ დაუქნია თავი და მზერა ანაბელზე გადაიტანა. მისი თვალები სხვანაირი იყო. გაციებული, არაფრის მთქმელი და ბინდისფერი. მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა გაჩერებული, თითქოს რაღაცას აკვირდებოდა. მისი სუნთქვა იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ერთ მომენში წითურს შეეშინდა კიდევაც ნამდვილად თუ სუნთქავდა. სახეზე სრული სიცარიელე ჰქონდა აღბეჭდილი. თითქოს მისი სული მისსავე სხეულში იყო გამომწყვდეული, სრულიად იზოლირებული. უნდოდა ეყვირა, ეკივლა, ოღონდ ყველას გასაგონად და არა ისე, როგოც ახლა, ყვირის მაგრამ არავის ესმის მისი, სტკივა, მაგრამ ესეც შიგნითვე ხდება, მხოლოდ თვისი თავის დასანახად.
-არ მოგცემ განმარტოების საშუალებას ანაბელ. ისე ვიზამ, რომ თითოეულ შეგრძნებას, მომენტს, თავიდან გაგახსენებ. მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ, გესმის?! არ ვაპირებ გიყურო ასეთს, თუ როგორ იტანჯები. ვიცი რომ გტკივა, სული გტკივა და ეს ისეთი ტკივილია, არც ერთი ფიზიკური ტკივილი რომ არ შეედრება.
გახსოვს რას ვამბობდით ხოლმე? ან ყოველთვის ერთად ვიქნებით, ან საერთოდ არა. ჩვენ არ ვარსებობთ ცალ-ცალკე, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ.- წითური ნელა საუბრობდა, ხელში ანაბელის ცივი მტევანი ეკავა და ნაზად ეფერებოდა.

ცივი მეტალის შეხება იგრძნო ანაბელმა შიშველ ზურგზე და უკვე იცოდა, რომ წამის მეასედში ენით აღუწერელ ტკივილს იგრძნობდა.
-გთხოვ, ნუ აკეთებ ამას!-როგორც შეძლო ისეთი ხმამაღლა დაიყვირა, მაგრამ როდესაც თავისი ხმა გაიგო შეკრთა, ამდენი ყვირილისგან ხმა ჩახლეჩოდა. კიდევ ერთხელ დაიყვირა და უცებ გამოეღვიძა. წითური შეკრთა, გაღვიძებისას ისეთი ღრმად ამოისუნთქა ანაბელმა; თითქოს ახრჩობდნენ და თავი გაითავისუფლაო, წითური იმდენად დაბნეული იყო, რომ მხოლოდ ის მოახერხა დერეფანში გასულიყო და ექიმისთვის დაეძახა.
-მორიგი კოშმარი,-სანათით გუგები შეუმოწმა თეთრ ხალათიანმა კულულამ და შემდეგ წითურს მიუბრუნდა.-დღეს მეთხუთმეტე დღეა ანაბელის აქ ყოფნის. იმდენად დიდი სტრესი აქვს მიღებული, რომ სიზმარში ფრაგმენტებს ხედავს, ეს ცუდია, რა თქმა უნდა. ისედაც დაკარგული მოსვენება უფრო მეტად ეკარგება. დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, მისი ქვეცნობიერი მგრძნობელობას იბრუნებს.
-ანუ იმედი არსებობს, რომ ძველ ანაბელს დავიბრუნებთ?-წითურის თვალებში ნაპერწკლებმა გაიელვა.
-იმედი ყოველთვის არსებობს, მთავარია რწმენა არ დავკარგოთ. ეს დიდ რამეს ნიშნავს. ხვალიდან არტ-თერაპიებს დავიწყებთ. ყველაფერი მოგვარდება.-წინ ჩამოყრილი კულულები ყურს უკან გადაიწია, მიუახლოვდა ანაბელს და პულსი შეუმოწმა. -მდგომარეობა სტაბილურია. ახლა დაგტოვებთ, დოქტორი სტაილსი ყოველთვის თქვენს სამსახურში.
ნელი და მძიმე ნაბიჯებით დატოვა პალატა და მიუყვებოდა დერეფანს, უამრავი ფიქრი კი მოსვენებას უკარგავდა. დაეფიცება, რომ ასეთი რთული და განსხვავებული შემთხვევა არასოდეს ჰქონია პრაქტიკაში.


-ანაბელ, ამ ფურცელს ხომ ხედავ, აქ უნდა დავხატოთ შენი მოგონებები, გრძნობები.-დოქტორ სტაილსს ერთ ხელში თეთრი ფურცელი, ხოლო მეორეში ფანქარი ეკავა და ანაბელის გამომეტყველებას აკვირდებოდა. მან ჯერ სტაილლს შეხედა, ხოლო შემდეგ მზერა მის ხელთ არსებულ ნივთებზე გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ანაბელს არც თანხმობის და არც უარყოფის მიზნით არაფერი მოუმოქმედებია, დოქტორმა წინ დაუდო ფურცელი და ეცადა გოგონას შეკრული მუჭის გათავისუფლება, რომ ფანქარი დაეკავებინა.
-ახლა კი მინდა დამიხატო თუ რას გრძნობ ამწუთას.-სტაილსმა ფანქრიანი ხელი ფურცელზე დაადებინა.
ანაბელი მიაშტერდა ფურცელს, ფანქარი ერთ წერტილში ედო და ცარიელ ფურცელს დაჟინებით აკვირდებოდა. აკანკალებული ხელით ნელა დაიწყო ფურცელზე დიდი წრის შემოხაზვა, შემდეგ ფანქარი წრის შიგნით არსებულ სივრცეს მოატარა, ისე რომ ფანქრის წვერი ფურცელს არ ეხებოდა.
სტაილსი აკვირდებოდა წრეს. ჰო, რა თქმა უნდა ასეც ფიქრობდა. ეს იყო დიდი სიცარიელე.
-ახლა კი მე შენ ფერად ფანქრებს მოგცემ, თითოეული შეგრძნება, გრძნობა, მინდა რომ იმ ფერით დამიხატო რა ფერადაც ამას შენ აღიქვამ.-ფანქრები გოგონას წინ თანმიმდევრობით დააწყო.-მე ფანქრებს თითს გავაყოლებ და რომელ ფერზეც მიმანიშნებ იმ ფერს მოგაწვდი. ახლა კი, როგორ ფიქრობ ანაბელ, ბედნიერება რა ფერია?-თითი ფანქრების წყობას გააყოლა. ანაბელი აკვირდებოდა თითის მოძრაობას და როდესაც ნარინჯისფერზე დაადო თითი სტაილსმა, მან მზერით ანიშნა, რომ მიეწოდებინა. ექიმმა ხელში დააჭერინა ფანქარი, ანაბელმა კი ნელა დაიწყო ხატვა. ჯერ სამი პეპელა დახატა, ხოლო შემდეგ რამდენიმე ყვავილი.
-კარგია ანაბელ. ახლა მინდა დამიხატო მონატრება. რა ფერია იგი?-თითი ისევ ფანქრებს გააყოლა, ამჯერად არჩევანი იასამნისფერზე შეაჩერა გოგონამ.
მიაწოდა თუ არა იასამნისფერი ფანქარი, ანაბელმა მაშინვე ბუშტების ხატვა დაიწყო.
ამჯერად სტაილსი ხატვის პროცესის ნაცვლად ანაბელის ნაკვთბს აკვირდებოდა. საოცრად თეთრი იყო გოგონა, წაბლისფერი მოკლე თმით, პატარა ლამაზი ცხვირითა და ღია ვარდისფერი ტუჩებით. მზერა სახიდან მის ხელებზე გადაიტანა, თხელი მტევანი და საოცრად წვრილი თითები ჰქონდა.
ანაბელმა დაამთავრა თუ არა ბუშტების გაფერადება, მაშინვე მზერა სტაილსს მიაპყრო.
-ძალიან კარგია ანაბელ. და ბოლოს, როგორ წარმოგიდგენია ტკივილი?
გოგონამ თვალი ისევ ექიმის თითს გააყოლა და როდესაც სტაილსმა თითი წითელ ფანქარს დაადო, ანაბელმა თვალები ერთმანეთ მაგრად დააჭირა.
ცრემლები სცვიოდა ერთმანეთის მიყოლებით.
დოქტორი მაშინვე მიხვდა, რომ ის ამით მის მტკივნეულ მოგონებას შეეხო. აღარ უკითხავს არაფერი, მათგან მოშორებით მჯდომ წითურ ემას მიუბრუნდა.
-მდგომარება თითქოს სტაბილურია. პაციენტი კატატონიურ მდგომარეობაში იმყოფება.
-თუ შეგიძლიათ ადამიანურ ენაზე რომ ამიხსნათ ეს სამედიცინო ტერმინები, ვერაფერი გავიგე.-დაბნეულად მიაყარა ერთმანეთს სიტყვები.
-მოძრაობის ფსიქიკური მოშლილობა. ავადმყოფი ხშირად უცნაურ და მოუხერხებელ პოზაში იმყოფება.
ანაბელს ხელები ააწევინა, ისე რომ მომუჭული მტევნები სახის პირდაპირ ჰქონოდა, ხელი დაუშვა და ემას შეხედა.
-ნახე, მე ხელი გავუშვი და მას ხელები იგივე მდგომარეობაში დარჩა როგორც ავაწევინე.-ხელები ჩამოაწევინა ანაბელს და ანკეტაში რაღაც ჩანიშნა.
-ანაბელ, ვიცი რომ აქ ხარ და მე შენ აუცილებლად გიპოვი.-ლოყაზე ხელი მოუთათუნა და იმედიანად გაუღიმა ხუჭუჭა სტაილსმა. -ემა ეცადე რომ ბევრი ელაპარაკო, მოუყვე ის რაც მას უყვარდა, მოასმენინო საყვარელი მუსიკა, ესაუბრო ფილმზე. ყველაფერზე, რაც მას უყვარდა.
-ყველაფერს გავაკეთებ. ის აუცილებლად დაბრუნდება, აუცილებლად.


______
გამარჯობათ!
ეს არის ანაბელის ისორია, გოგოსი რომელსაც მხოლოდ ბედნიერება უნდადა, მაგრამ ცხოვრება არ აღმოჩნდა გულუხვი მის მიმართ.
ისტორი არის ფსიქოლოგიური რომანის ჟანრში.скачать dle 11.3




№1  offline წევრი mmm

საინტერესო ჩანს,იმედია შემდეგ თავს მალე დადებ

 



№2  offline წევრი მემე O.H

mmm
საინტერესო ჩანს,იმედია შემდეგ თავს მალე დადებ

მდლობა დიდი. ვეცდები რომ მალე დავწერო. ????❣

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent