შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟობა ასაკს არ სცნობს ( მეორე)


22-03-2018, 18:42
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 412

გიჟობა ასაკს არ სცნობს ( მეორე)

ქორწილის დღეც დადგა, ნინი და ილია წინა საღამოს ჩამოვიდნენ და სხვადასხვა ოთახებში დაბინავდნენ, ნინი საეჭვოდ მშვიდად იყო, აი ილია კი ნერვიულობისგან კანკალებდა. მე და ანი დილიდან საქმეებზე დავრბოდით, კერძები, ადგილი, გაფორმება, ბენდი ......
იმდენი საქმე იყო ქანცი გაგვძრა, ჯვარსაც იწერდნენ, და დილას 12ზე იყო ჯვრისწერა, მერე 4 ზე მივდიოდით სანაპიროზე ხელის მოსაწერად. დილას 10:18 იყო მე და ანი რომ ნინისთან შევედით, ვარცხნილობა და მაკიაჟი უკვე გაეკეთებინათ, ახლა კაბის ჩაცმას აპირებდა, მე და ანი კი სტილისტს და ვიზაჟისტს დავუჯექით გასალამაზებლად. 11 საათზე უკვე ყველა მზად ვიყავით, ილიას გავაკითხე ლუკა( მისი ძმაკაცი) და გიო იყვნენ მისი მეჯვარეები.
- ოუუუუ, სიმპატიური ბიჭებიი
- მაგ კაბას დაგიხევ - თვალი ჩამიკრა გიომ
- ნელა ზვიადიიიი _ მაგას შევარჩენდი? ჰმ
- ძააალიან ლამაზად გამოიყურები ქაჯის ფონზე
- ამას დამიხედეთ, იცოდე ის რომ სიძე ხარ ხელს ვერ შემიშლის შენს გალახვაში, თუმცა მოგარჯულებს ჩემი ხრიგინა
- იმ წუთში - დამცინა ილიამ, არა რისი ღირსია ახლა ეს, არა როგორ არ უნდა გალახო კაცმა თან რო მიცინის
- ახლა ისეთ დღეში ჩაგაგდებ ნინი აღარ გამოგყვება
- კაი დაწყნარდი ახლა, მეჯვარე ხარ ამხელა ქალი ბოლობოლო, თამაში ხოარაა
- მართალი ხარ, წავედი მე, გაკოცეთ სიმპატიურებოოო
- ჩვეენც, ნინი მომიკითხე
- აუცილებლად - კონცა გავუგზავნე და ოთახი დავტოვე, თუმცა ორ წამში უკან შევბრუნდი - ათ წუთში დერეფანში დაერჭეთ.
- არის სერ
ახლა ჩემ გოგოებთან შევედი.
- აბა გოგოებო ნერვიულობთ??
- ვაიმეეე საშინლაააად
- ჩემზე მეტად მაინც ვერ ინერვიულებ
- შენ კიარ თხოვდები
- ჩემი დაიკო თხოვდება რომლის ქორწილიც ჩემი დაგეგმილია და არც ერთი შეცდომა არ მეპატიება
- საყვარელოოოო - ერთმანეთს ჩავეხუტეთ სამივე,
- დამთავრდა ახლა კოცნა-პლოშნა ჩქარა გავიდეთ გარეთ - ანის არ უყვარს დაგვიანება და ახლა რომ დაეგვიანა ალბათ მოკვდებოდა
- ჯერ მე გავალ ვნახავ ბიჭები თუ გამოვიდნენ. - კარებში გავჭყიტე, ჩვენი ანერვიულებული სიძიკო დიდი თაიგულით ხელში და მისი მეჯვარიკოები გველოდებოდნენ კართან. - აბა მზად ხართ? ნინ, ერთი ღრმად ჩაისუნთქე, მერე ამოისუნთქე და მერე გავდივართ
- ეს რა გამოცდილი პატარძალივით ლაპარაკობს
- არ უნდა ბევრი ლაპარაკი, გავედით თუ არ გინდა ილიამ დერეფანში დალიოს სული
- რაებს მოდიალობ გოგო, გავიდეთ სანამ შემომავდა
ჯერ მე გავედი, მერე ანი და ბოლოს ჩვენი კრემისფერდავრდნილსწორკაბიანი ნინიკო, მე გიოს დავუდექი, ანი ლუკას, და წყვილს მივაშტერდით, თოკა და ანდრიაც იქ იყვნენ, ილიას მშობლებიც და ძმაც (საკმაოდ სიმპატიური ძმა ყოლია), ილია ისეთი თვალებით უყურებდა ჩემ გოგოს ადამიანს გეგონებოდა რაღაცა ზეციურ არსებას უყურებსო, ნინიკოს ლამაზი გვირილების გვირგვინი გაუკეთა და უზარმაზარი თაიგული გადასცა, მერე ჩაეხუტა და ტუჩებზე დააცხრა.
- ამათმა ასე თუ გააგრძელეს ქორწილში ბავშვთან ერთად იქნებიან
- გაჩუმდი ბიჭო, როდის უნდა დადინჯდე
- არასდროს- ისეთი თვალებით გამომხედა ორივეს გაგვეცინა, მერე ერთად ჩავახველეთ და წყვილმაც გაიაზრა სად და რა სიტუაციაში იყვნენ. მერე ილიასთან მივედი და ჩავჩურჩულე
-ზოგი საქმე საღამოსთვის გადადე , ჯერ კიდევ არაა შენი ცოლი და არ გადამაფიქრებიო თორე არ გაგატან
- შენ არც გეკითხები
- შემეკითხები
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს - ილიას მოვშორდი, გიოსთან დავბრუნდი, ილიას გავხედე და თვალი ჩავუკარი,
- ტას რა უთხარი?
- ვის?
- ვის და ილიას
- აჰ, არაფერი
- ჰოო, არაფრის გამო უყურებთ ერთმანეთს "მაგასაც ვნახავთ თვალებით"?
- ოჰ უაზრობაა, ისეთი არაფერი
- ოქეი ლამაზო
- ოქეი სიმპატიურო
ჯვრისწერამ ჩვეულებრივად ჩაიარა, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მერე სანაპიროზე წავედით, ხელი მოაწერეს, მერე იცეკვეს და სუფრას შემივუსხედით, 30 ამდე ადამიანი იყო ქორწილში, ჩვენ და ილიას ნათესავები და სიმპო ძმაკაცები. ყველა კაი იყო, მაგრამ ერთ-ერთი მაინც განსაკუთრებით იქცევდა ჩემს ყურადღებას, მაღალი, შავთმიანი, დაბალი წვერით, ცისფერი თვალებით და კურნოსა ცხვირით. პერანგშიც ეტყობოდა
როგორი ნავარჯიშები სხეული ჰქონდა
მაგიდა ერთ-ერთ რესტორანში იყო გაშლილი, სიძე პატარძალი და მეჯვარეები ცალკე ვიჯექით, განსაკუთრებულად მორთულ მაგიდასთან, თამადა ილიას მამა იყო და როცა გვინდოდა მაშინ ვცეკვავდით და არ ყოფილა მიყოლებული სადღეგრძელოები, ამისთვის მადლობა მირზა ბიძიას( ილიას მამა), დაახლოებით 9 საათის მერე სულ ვცეკვავდით, "ჯაგა-ჯუგები" და ამბები იყო, მაგრად გავერთეთ, მერე თაიგულის სროლის დრო დადგა.
- ტასი შენ არ დადგები? იქნებ გაგვიღიმოს ბედმა და გაგვითხოვდე და მოგიშოროთ
- უუუუ, ვწუხვაარ დემო იმედი უნდა გაგიცრუო, არ ვაპირებ იქ დადგომას
- აქ რა ხდება?
- ზაურამ თუ ცხვირი არ ჩაყო ყველგან მოკვდება -წავკბინე
- მეც მოვედიიიი - მოვიდა გიო
- მეეეც - და თოკაც
- შეიკრიბეთ და მომტეხეეთ - ანიც მოვარდა
- აუუ აღიარეთ რო ძაალიან მაგარი ქორწილია
- კიი ანი, მალადეც გოგოებო, არ მეგონა თავს თუ მოაბამდით ..... აუუუ, რომელმა წამომარტყით თავში ხელი
- მე, რას კადრულობ აბა, მაგას ვერ მოვაბამდით თავს, ორი ამხელა ფილარმონია ქალი?
- ორმა მაგხელა ფილარმონია ქალმა კარტოფილი ვერ შეწვა როგორც მახსოვს
- ანუკი, რამე ახალი უნდა გავაფუჭოთ თორე წაიღეს ტვინი ამათმა
- მორჩით ლაზღანდარობას, ჩვენი სიურპრიზი როდის ვაჩვენოოოოოთ???
- რავი თაოგულს რო ისვრის მერე
- წამო თაიგულზე დავდგეთ ყველა
- წავედიიიით
თაიგული ილიას მეჯვარე ლუკას ჩაუვარდა პირდაპირ ხელებში და იცით იმან რა ქნააა? ანის აჩუქა, ანდრია თითქმის აფეთქდა, მაგრამ ცირკუზა რისი ცირკუზაა ანდრია თუ ვერ დაუწყნარებია?
სიტუაცია ჩაწყნარდა თუ არა მაშინვე სცენაზე ავვარდი, მიკროფონი ავიღე, ცალ ხელში ჭიქა მეჭირა და ცალში კი მიკროფონი.
- ჩემს უსაყვარლეს, ულამაზეს, უმეგობრულეს, უსათნოეს, უკეთილესს და რავიცი კიდე უყველაზეკარგეს დაიკოს ნინის მინდა მივულოცო გაბედნიერება, ხოლო რაც შეეხება ილიას, დღეიდან უგატანჯულესს და უნერვებდაგლეჯილესს მინდა ვუთხრა რომ, ამ ქვეყნად სულ სამი ბედნიერი მამაკაცია, ერთი ჩემი ქმარი, მეორე ანისი და მესამე ილია, - მწველ მზერას ვგრძნობ და უსიამოვნოდ ვიშმუშნები, ლაპარაკის დროს თვალი მოვავლე სტუმრებს და ის ბიჭი არ მიყურებს? არა, ყველა მე მიყურებდა მაგრამ ის სხვანაირად მაინც გასხვავებულად მიყურებდა, მესიამოვნა და ჩამეღიმა, ისიც კაი გველი იქნება, მიხვდა რატომაც გავიღიმე და გამიცინა და თვალი ჩამიკრა -მინდა ვუთხრა რომ ძალიან იღბლიანია, ისე რა გოგოს ვატანთ ბიჭებო არაა?
- აბა აბაა - ქვემოდან ამომძახეს
- ისე არაა გვიანი ჯერ ხო იცი, გვაქ დრო ნინის დასაბრუნებლად
- ეეე, ცოლიდა ნუ ჭედავ ახლა შენ
- კაი ხო, ჯანდაბას, მარა იცოდე ერთი შეცდომა და დოდო დეიდა ( ილიას დედა) ვეღარ გიცნობს
- ეჭვიც არ მეპარება საყვარელო
- ხოდა ძალიან კარგი, ახლა რა მინდოდა, მე, ანის, ანდროს, დემეს, გიოს და თოკას გვაქვს სიურპრიზი ჩვენი წყვილუკასთვის, მაესტროოოო მუსიკაააა- ჩავკივლე მიკროფონში და სცენიდან ჩამოვედი, ჩემებთან მივედი.
- მზად ხართ?
- იასნააა
მუსიკა წამში ჩაირთო და ამხელა ფილარმონია ხალხმა, კლასიკურად გამოწყობილებმა დავიწყეთ ჰიპ-ჰოპის ცეკვა, ყველა ტაშს გვიკრავდა, ნინი ილიასთან ერთად იდგა და კიოდა ბრავოო. მართლა სერიოზულად ვემზადებოდით ამ ცეკვისთვის, ხელის თხოვნის დღიდან დავდიოდით ქორეოგრაფთან.
ცეკვა დავამთავრეთ და დაქანცულებმა თავი დავუკარით ხალხს, ისეთი აბლოდისმენტებით დაგვასაჩუქრეს წამით სერიოზულად ვიფიქრე ჰიპჰოპის ცეკვა ხოარ დავიწყოთქო.
ცოტა ხანში მე დემო და თოკა გავედით აივანზე, ნასვამებს ჰაერზე გასვლა მოგვინდა.
- აუ რა ბედნიერია არაა?
- აუ ხოოოო, ყოჩაღ ტას, მაგრად გაართვით თავი
- აუ ხოოო, აუ რა მაგარი ვააააარ, ბიჭებო თქვენ ქორწილებსაც მე დავგეგმავ ოქეი?
- საპატარძლოც რო გვიშოვო არ გინდა? მეშინია ჩემი თავი არ მოგტაცოს ვინმემ -წაუეგოისტა თოკამ
- უი, შენ დეიწვი მაცივარში
- პრივეტ ხალხობააა - ის ცისფერთვალა გამოდის აივანზე
- ზდრასტიიი - ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და თან შევიდნენ თოკა და დემო რესტორანში, გამიკვირდა, ასე გაუფრთხილებლად რა წესია.
- ანასტასია ხოო?
- კიი
- მე კოკა
- სასიამოვნოა - ხელი ჩამოვართვით, როგორც ხდება ხოლმე
- ნინის დაქალი ხარ ხო?
- დაქალი არა და, და უკვე მეჯვარეც
- ერთმანეთს რო არ გავხართ
- ოჰ, ეგრე ჩვენ ყველა, მე ნინი ანი თოკა ანდრო დემო და გიო დაძმები ვართ
- აჰ გასაგებლარია ყოლიფერი, რამდენი წლის ხარ ?
- 21 შენ?
- 23
- ასაკი შესაფერისია - ჩავილაპარაკე ჩემთვის თითქოს
- რამე მითხარი?
- არაა ..... ნუ ჰოო, ..... ზუსტად გიოს ასაკის ხართქო ალბათ ვერ გაიგონე
- აჰ, კაი წამო ვიცეკვოთ
- ოქეი
საცეკვაოდ შევედით, და რათქმაუნდა ნელი მკვდარი ვალსი, ისე ადამიანს გაიცნობ ცეკვისას მარა ძაან ნელია რაა. ნინის და ილიას ახლოს დავდექით ცალი ხელი წელზე მომხვია ცალი კიდე ერთ ხელზე ჩამკიდე, მეც დავადე მეორე ხელი მხარზე და დავიწყეთ ნელი რხევა.ნელ-ნელა ვხედავ რომ ნინის და ილიას ვუახლოვდებით. ნინი ილიაზეა მიხუტებული და ისე ცეკვავს.
- ძმაო ამდენ ხალხში ერთი არანორმალურია და მაინცდამაინც ის როგორ აარჩიე
- უკაცრავააააააად? ილია, შვილო რა გინდა, რას მერჩი არ მითქვამს შენთვის არაფერი და რატო მკბენ
- ეს როდის დადასტონდა?
- ნინიჩკა მოდი კოკას ეცეკვე შენი ბედოვლათის ძმაკაცია და გაიცნობ თან
- ერთი პირობით
- რა პირობა გაქ ქალო არ გადამრიო
- ჩემი ქმარუკა ცოცხალი და უვნებელი დამიბრუნე მერე
- ოოქეიიიი, ცოცხალი მოვა და უვნებლის რა გითხრა
- ტასოოოოოოო
- კაი, ხოო რაიყო, სიძესთან მაქ საჭორაო
- გაუძელი საყვარელო - ილიკო გაამხნევა მისი ჭკუით და აკოცა თან
- მიყვარხარ - ფუი, აფერისტი სიძიკო
- ჰე არ გვინდა ახლა აქ ტიტანიკები და ნესტან-დარეჯნები, ვიცეკვებთ და ვსიო. - როგორც იქნა შეელია ჩემი დაქალი ქმარუკას და გადმომცა იგი როგორც მსხვერპლი მახეში
- რა გინდა ცოლიდა რას მერჩი??
- კიდე მე რა მინდა? რაიყო ახლა ის კოკას რაც უთხარი
- რა ვუთხარი?
- ასე ახგაზრდა ბიჭს სკლეროზი რატო გაწუხებს?
- არ გვინდა ახლა შენი პროფესორული გამოხტომები
- აუუ, ახლა სიძიკო მომისმინე, მართლა გეკითხები, როგორ გავიგო შენი ნათქვამი
- როგორც ვთქვი ისე
- ანუუუუ
- ანუ ამდენი ხალხია, იქეთ მაგიდასთან ბარბივით გოგოები არიან შეხედე ..... და რაღა შენ აგირჩია
- ჰეი, შენ აქეთ მოიხედე, ვაჟიკოოო დაამთავრე ახლა სხვების თვალიერება, ცოლიანი კაცი ხარ უკვე
- ჩემთვის კიარ მინდა კოკასთვის ვათვალიერებ, თორე მე კი მყავს ანგელოზივით გოგო
- აუუუუ აბაა, რა გოგო გაგატანე, რა გოგოოოო, ჩემი ნინიკო მომენატრება - ჩავეხუტე სიძიკოს
- ნინიკო მოგენატრება და მე რატო მეხუტები?
- არ შეიძლება???
- რომც არ შეიძლებოდეს დამიჯერებდიი?
- არაა, ისე რა სიმპატიური ძმაკაცები გყავს
- ხოარ გევასა
- არა კაცო ისე გითხარი - ვგრძნობ როგორ ვწითლდები სახეზე
- აჰჰ, კაი გეტყობა - არაფერი ვუთხარი, ახლა ასე ჩახუტებულებმა გავაგრძელეთ ცეკვა, ნინის მოვკარი ერთი-ორჯერ თვალი კოკასთან, რაღაცაზე იცინოდნენ და დრო და დრო გამომხედავდნენ და იღიმოდნენ, კოკამ თვალიც ჩამიკრა......
მუსიკა დამთავრდა და თოკა და დემო მოვძებნე.
- რატო დამტოვეთ აივანზე?
- როდის?
- დღეს მოილაპარაკეთ ყველა თავს რო იშტერებთ?
- არაფერიც, ვინ იშტერებს თავს, ადამიანს გაცნობა უნდოდა შენი და რა მექნა
- მოიცა, მოიცა, ანუ იცოდით რო გამოვიდოდა და სპეციალურად გახვედიით? თუ გაპატიოთ - გავიბუტე და ბიჭები დავტოვე
- აუუ ტასიიიი მოიცა ახლაა,
- კაი რატო გაგვებუტე
- კაი რაა ახლა გაბუტვა შეიძლებაააა?
- შეიძლება
- არ შეიძლება
- ჩემთვის შეიძლება
- შეგვირიგდი ახლააა
- არ შეგირიგდებიით
- ეგრე ხოო, კაიი
ორ წუთსაც არ გაუვლია და რესტორანში შუქი ქვრება, და დიდ თეთრ განათებულ რგოლში ვდგავარ, და ისმის თოკას ხმა, ინსტიქტურად გავტრიალდი სცენისკენ და დავინახე თოკა და დემო მიკროფონებით ხელში.
- ესე იგი ხალხობა, ჩვენ გაგვებუტა ჩვენი დაიკო ანასტასია, თან ჩვენი ბრალი კიარ იყო, სხვისი ბრალი იყო
- თქვენი ბრალი იყო - შევკივლე ქვემოდან
- არ იყო
- იყო
- არ იყო, კოკამ გვთხოვა გაცნობა მინდაო და რა გვექნა,
- ახლავე ჩამოდით მაქედან თუ არ გინდათ ისევ გაგებუტოთ......... ახლა ამიხსენით
- არაფერი არაა ასახსნელი, უბრალოდ გაცნობა უნდოდა შენი და ხელი არ შევუშალეთ
- ხოო არ შეუშალეთ შეუწყვეთ, ახლა ვფიქრობ რითი დაგსაჯოოოთ ......... ოქეი, ე.ი. თოკა მომიტანე ნაყინი შოკოლადის, შენ კიდე წახვალ და კოკას ეტყვი აივანზე გამოვიდეს
- ბრძანება მიღებულია - ლოყაზე მაკოცეს და წავიდნენ
მე აივანზე გავედი, ორ წუთში კოკა მოდის ნაყინით ხელში.
- მადლობა
- არაფერს ....... ლაპარაკი გინდოდა ჩემთან ხო?
- კიი ნამდვილად
- რა გინტერესებთ ლამაზო ქალბატონო? - წარბები ისე აათამაშა უნებლიედ გამეცინა
- თუ ჩემი გაცნობა გინდოდა პირდაპირ რატო არ მოხვედი რა საჭირო იყო თოკასთვის და დემოსთვის თქმა
- მგონი იმ კატეგორიის გოგოებს არ მიეკუთვნები, ყველა გამვლელს რომ ეპრანჭებიან და ეკეკლუცებიან
- ღმერთმა დამიფაროს
- ხოდა ვიფიქრე თუ დემოს და თოკას ძმაკაცი ვეგონები დამელაპარაკებათქო
- ეგ მართალიააა, აბა რა გაინტერესებს?
- ნუ გათხოვილი რომ არ ხარ და შეყვარებული რომ არ გყავს ვიცი, და სხვა რა უნდა მითხრა ისეთი მე რომ დამაინტერესოს
- ვააათ??
- აბა ასეთ ლამაზ გოგოს, რომელიც ხვალ საღამოს ჩემთან ერთად ყავას დალევს, მარტოს ვინ გამოუშვებდა
- საიდან მოიტანე რომ შენთან ერთად ყავას დავლევ?
- ვანგას ბიძაშვილი ვარ - ამაზე ორივეს გაგვეცინა, აუ რა საყვარელი იყო როცა იცინოდააა, აუუუ გავგიჟდები ახლააა, აუუ ისე ჩემი და ამის ბავშვი რა იქნებაა, რაებს ვფიქრობ სულ გამოვშტერდი ამხელა ქალი, სასმელის ბრალია მეტი აღარ უნდა დავლიო
- აბა ანა, დალევ ყავას ხვალ ჩემთან ერთად ??
- სიამოვნებით - ეს ვუთხარი და წამოვედი, - მალე გათენდი - ჩემთვის ჩავილაპარაკე
- მალე გათენდება - ზურგიდან მომესმა კოკას ხმა, ჩემი ჭკუით ჩემთვის ჩავილაპარაკე, არა რაა ეს ტონალური რა მაგარი მოფიქრებაა საერთოდ არ მეტყობა გაწითლება.
ხალხი 1ისთვის დაიშალა, ჩვენც სასტუმროში წავედით. ისე ვიყავით დაღლილები არაფრის თავი აღარ გვქონდა, დავწექით თუარა მაშინვე დაგვეძინა.
- ტასიიიი, ადექიიიი, იხვის ჭუკოოოო, გაიღვიძე .........скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ძალიან კარგი იყო მაგრამ იმდენი ხანია არ დაგიდია თავიდან წავიკითხე 1 თავი

 


№2  offline წევრი a.bochorishvili

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო მაგრამ იმდენი ხანია არ დაგიდია თავიდან წავიკითხე 1 თავი

ვიცი ვიციიი, მაპატიე ამ ერთხელ, აღარ ვაპირებდი გაგრძელებას და ამიტომაც დამაგვიანდაა

 


№3 სტუმარი სტუმარი An Ni

მალე დადეე რა გთხოვვ

 


№4  offline წევრი a.bochorishvili

სტუმარი An Ni
მალე დადეე რა გთხოვვ

ვეცდები მადლობა რომ კითხულობ ♡

 


№5  offline წევრი a.bochorishvili

სტუმარი An Ni
მალე დადეე რა გთხოვვ

დავდე უკვე

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.