შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბავი ქეთიზე(თავი 8)


23-03-2018, 08:05
ავტორი Nelly
ნანახია 385

ამბავი ქეთიზე(თავი 8)

როგორც ნიკას ვუთხარი ვაპირებდი მის მშობლებთან მისვლას.კვირა იყო,ცხელოდა და მეც იმ დღეს გადავწყვიტე ნიკას მშობლებთან მისვლა.ზუსტად ისე ჩავიცვი როგორც ნიკას მოსწონდა თუმცა რატომ გავაკეთე ასე მეც არ ვიცი.რაღაც ტკბილეულობა და საჩუქრები ვიყიდე და მათთან წავედი ჩემი მანქანით.ბიჭები გავაფრთხილე სადაც მივდიოდი და ამიტომ აღარ ვნერვიულობდი.პირდაპირ სახლის წინ გავაჩერე მანქანა,კიდევ ვიღაცის მანქანაც იდგა მგონი ცუდ დროს მოვედი.ამ სახლის დანახვაზე ძველი ემოციები და გრძნობები გამახსენდა.თუმცა ეს ყველაფერი დავაიგნორე და მხიარულად დავრეკე ზარი.
-ნელი დეიდაა მხიარულად შევკივლე ნაცნობი სილუეტის დანახვისას.ქალი ცოტა დაიბნა მერე გამიღიმა და გაკვირვებულმა მკითხა
-ეს მართლა შენ ხარ?არმჯერაა შეჰკივლა და მომეხვია-ლაშა მოდი სტუმარი გვყავს თანაც ვინ შეხედე
-მოვდივარ კაცო რახდება?ასეთი ვინ მოვიდა თვით ზევსმა დაგვდო პატივი თუ რაარი ნელი? ჩემს დანახვაზე კი გაოცებული მიეყინა ერთ ადგილს.როგორ დაბერებულაა თან ეს წვერიც როგორ უხდება.
-მამაა შევკივლე ისევ გახარებულმა
-ქეთიი შვილო როგორ მომენატრე. ჩემთან მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა
-შემოდი რა კარებში დგახარ
-აქეთ წამოდით დასხედით მითხრა ნელიმ
-ესენი თქვენ მოგიტანეთ გამომართვი ნელი დეიდა.როგორ შეგიცვლიათ აქაურობა
-შემოდი შვილო დაჯექი როგორ მოხდა რომ გამოგვიარე მეგონა ბათუმში იყავი.
-ხო ვიყავი მაგრამ აქეთ გადმოვედი საცხოვრებლად და ეხა მეორე კურსზე ვარ... ხმა ვეღარ ამოვიღე მისაღებ ოთახში ნიკა და მისი "კამანდა" ანუ მისი საძმაკაცო და ვიღაც გოგო ნიკაზე აწეპებული რომ დამხვდა იქ.ფეხბურთს უყურებდნენ და ლუდს სვამდნენ
-ნელი ვინ მოვიდა რა ხმებია? იკითხა ნიკამ ისე რომ ჩვენ არც შევუმჩნევივართ.
-მგონი ცუდ დროს მოვედი მამა და წავალ მე.აჯობებდა დამერეკა და ისე მოვსულიყავი. როგორც იქნა შემამჩნიეს და ნიკას სიცილი სახეზე შეაშრა მე რომ დამინახა
-არა რას ამბობ იყავი ქეთი ძლივს გამოჩნდი და ეხა აღარსად გაგიშვებთ.იცოდე დღეს მთელი დღე ჩვენს ხელში ხარ მითხრა ღიმილით ლაშამ
-რახან არ იშლით მაშინ დავრჩები. ვუთხარი ზრდილობიანად.
-არ მოიწყინო 2 წუთში მოვალთ მითხრა ლაშამ და სადღაც გავიდა-ნიკა გაართე ჩვენი გოგო
-გამარჯობა ვთქვი მორიდებულად და იქვე სავარძელში დავჯექი
-ვაუუ ქეთი?როგორ ხარ?აქ საიდან? დამაყარეს კითხვები ბიჭებმა
-იცნობთ ამ გოგოს?ვინ არის საყვარელო? წრიპინა ხმით ჰკითხა ნიკას იმ გოგომ
-ჩემიი...ჩემ... ი...
-დიდი ისტორიაა მაგრამ ნიკას სიყვარულია და მისი ცხოვრებაა რა მოკლედ რომ ვთქვათ თქვა ნიკას მეგობარმა ლადომ
-ყოფილიი ოღონდ. დავამატე ჩემთვის
-ჰო ყოფილი გაიმეორა ნიკამაც ჩუმად და თვალებში შემომხედა.რამდენიმე წამი ასე ვისხედით მერე ნიკამ თქვა
-მგონი აჯობებთ წახვიდეთ და დაგირეკავთ საღამოს კლუბში წავიდეთ სადმე
-კაი ძმა არაა პრობლემა თქვა ლადომ და ყველა ერთად გაიკრიფა გარეთ.იმ გოგოსკენ გავიხედე და თითით ვანიშნე ნიკას
-მე მცვლის? ვკითხე რადგან ზუსტად იმ სიტუაციაში დამხვდნენ როგორშიც მე ვიყავი ადრე ოღონდ ერთი განსხვავებით ნიკა ისე არ მიყურებდა როგორც ამ წიკვინა გოგოს ის უფრო სხვა უფრო მზრუნველი და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა და მეფერებოდა მაგ დროს.
-შენ ვერავინ შეგცვლის რაც არუნდა ვეცადოთ. მითხრა ჩუმად და თვალებით მჭამდა ისე მიყურებდა.მერე ნელი და ლაშაც მოვიდნენ მე ვუთხარი დაგეხმარებით მაგიდის ალაგებაში თქო თავიდან გაჯიუტდა მაგრამ მერე მაინც ჩემი გავიტანე და სახლში ძველებურად ვფუსფუსებდი როგორც ადრე მიყვარს სახლის საქმეებს ნელისთან და ლაშასთან ერთად რომ ვაკეთებ.ნიკა არ წასულა საღამომდე ჩვენთან იყო.ბევრი ვიცინეთ და ძველი ურთიერთობები და გრძნობებიც გავიხსენეთ,ფოტოებიც დავათვალიერეთ უმეტესად მაინც ჩემი და ნიკას ფოტოები იყო.მეგონა არ შეინახავდნენ ამ ფოტოებს თუმცა შევცდი,ერთი ცალიც კი არ აკლდა ყველა თავის ადგილას იყო.იმ დღეს ისიც კი ვიგრძენი ნიკა რომ უფრო შეყვარებული თვალებით მიყურებდა ვიდრე ადრე.უკვე კარგად დაღამებული იყო ძლივს რომ გამოვედით მე და ნიკა მისი მშობლების სახლიდან სიცილ ხარხარით.მერე კიდე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა არცერთმა ვიცოდით რა გვერთქვა ერთმანეთისთვის.ბოლოს სიჩუმე ნიკამ დაარღვია
-კარგი ქენი რომ გამოგვიარე ისე გაუხარდათ ალბად ოცი წლის სიცოცხლე მოუმატე ამით
-ხო იმედი მაქვს მასეა. გავუღიმე და ვუთხარი-კარგი იყო თქვენთან მაგრამ ეხლა უნდა წავიდე კარგად. დავემშვიდობე და გამოვბრუნდი რომ წამოვსულიყავი და ისევ ნიკას ხელი მაჩერებს და მისკენ მატრიალებს.ეგრევე ტუჩებზე დამაცხრა.ძლიერად და ვნებიანად მკოცნიდა.ნახევარსაათიანი კოცნის შემდეგ როგორც იქნა მომშორდა და ამოისუნთქა.მე კიდე ინსტიქტურად ტუჩზე გამომწვევად ვიკბინე ეს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია მის ყურადღებას
-მასე ნუ აკეთებ სექსუალური ხარ და იცოდე მოგაჭამ მაგ ტუჩებს.მერე ისევ მაკოცა.როცა მომშორდა მკითხა-აბა კიდევ როდის შევხვდებით ერთმანეთს პატარავ?
-არვიცი რაიყო?
-ცოტა მალე იყოს შემდეგი შეხვედრაც თორე შენი ტუჩების გარეშე ვეღარ გავძლებ მე მეტს.
-შენ თუ გგონია რომ ყოველი შეხვედრის მერე კუთხეში მიმამწყვდევ,კედელზე ამაკრავ და მეზასავები ძაან შემცდარხარ ბარტყო.იმ გოგოებში ნუ გეშლები რა ვისთანაც შენგან სექსის და ფულის გარდა არაფერი უნდათ ნიკა.რომელიც მაგალითად დღეს გყავდა ამ სახლში.ეგეთებს შენებს არასდროს აცნობდი და ეხლა რა ჯანდაბა გეტაკაა ნიკაა?შენ მაინც ნუ შემადარებ იმ გოგოებს ძალიან გთხოვ.ეხლა კიდე კარგად პატარავ. გავუღიმე ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე სიგარეტსაც მოვუკიდე და მანქანაში ჩავჯექი.ნახევარსაათიანი ქალაქში ბოდიალის შემდეგ სახლში დაღლილი დავბრუნდი და ლოგინზე მივესვენე მეორე დღეს საქმე არაფერი მქონდა და ბიჭებს შევუვარდი კივილით
-დღეს რას ვშვრებით ბიჭებო?
-რავი რავქნათ მოიფიქრეთ რა მართლა ვინმემ. თქვა დაღლილმა დათომ
-ვისაც მაგარი იდეა ექნება ვაკოცებბ ვიკივლე და ბიჭებს იმწამსვე თვალები აუციმციმდათ.მე კიდე მხიარულად ვადევნებდი თვალს მათ დაძაბულ და მოაზროვნე სიფათებს.რამდენიმე წუთიანი მსჯელობების შემდეგ ალექსანდრემ წამოიკივლა
-მე ვიციი
-თქვი შე*ემა მერე რაშვებოდი ამდენ ხანს გამოლანძღა ძმაკაცი დათომ
-საღამოს კლუბში წავიდეთ და მაგარი გავერთოთ
-ხო ეგ კაია მაგრამ საღამომდე რავაკეთოდ? ეგ იდეა როგორ არცერთს არ მოგვივიდა თავში მაინდამაინც ამან უნდა მოიფიქროს ყველაფერი?!გავიფიქრე ჩემდაუნებურად
-რავი მანამდე პარკში გავიდეთ ან აუზზე წავიდეთ რაპრობლემაა
-ზოოპარკში წავიდეთ ვთქვი მხიარულად და ბიჭებსაც მოეწონათ ეს იდეა
-წავიდეთ თან დიდი ხანია არ ვყოფილვართ გავერთობით ცოტას და თოკაც ნახავს მის ნათესავებს იქ ეყოლებათ იასნად მაიმუნები და თქვა დათომ და გვერდზე გახტა თორნიკეს მოქნეული ბალიში რომ აეცილებინა
-ახლა აქ მორიგი ორთაბრძოლა არ გამიმართოთ რა 10 წუთში ყველა მზად იყავით და წავიდეთ ვთქვი მკაცრად და კარები მოვკეტე.5 წუთში ყველანი მზად ვიყავით და ჩვენს მანქანებში გადავნაწილდით.გზაში პატარა შეჯიბრება გვქონდა ვინ უფრო მაგარი იყო ვინ მოიგებდა თქვენი აზრით?ხო მართალია რათქმაუნდა ქეთი.ზოოპარკში კიდე ბევრი ცხოველები ვნახეთ და ბევრიც ვიცინეთ.ძაან ბევრი ნაყინები ვჭამეთ მაგაშიც კი შეჯიბრება გვქონდა იმდენი ნაყინი ჭამეს თორნიკემ და დათომ მეორე დღეს ჩაით ხელში ივლიდნენ უეჭველი.ატრაქციონებზეც იმდენი ვიცინეთ და ვიხარხარეთ ხალხი შევაწუხეთ მოკლედ რა.შორიდან ნიკა მისი კამანდა და ვიღაც 2 გოგო შევამჩნიე.მთელი დღე კი ვგრძნობდი რომ ვიღაც მისდაუნებურად დამყვებოდა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.დამინახა თუ არა ნიკამ ეგრევე ხელი რომელიც წელზე ჰქონდა მოხვეული მის გვერდით მდგომ გოგოზე ეგრევე მოაშორა.ეს შევამჩნიე და გამეღიმა.იმათმა ხმაურმა ძაან შეურაწყოფილად მაგრძნობინა თავი.ნიკას ხელი მოვკიდე და ოდნავ მოშორებით ხესთან დავდექით
-შენ სულ ასე უნდა დამყვებოდე?
-რავქნა თუ უშენოდ ვერ ვძლებ?და უკან არ დაგყვები შემთხვევით შეგხვდი
-შემთხვევით შემხვდი შენ ყაზბეგში,თორე დანარჩენი ჩვენი შეხვედრა შემთხვევითი არცერთი ყოფილა რა ნიკუშ და შენც რომ გინდოდა ისიც თქვი ეხა.
-მაგას ისედაც ვამბობ უშენოდ არ შემიძლია მეთქი და რავი კიდე ვიტყვი და დაგიმტკიცებ თუ გინდა. უცებ ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ალექსანდრესგან იყო
"ლოკოკინა სად ხარ?ჩვენ მანქანასთან ვართ უკვე"
"ნაცნობი შემხვდა და იმას ველაპარაკები წადით თქვენ და მოვალ მეც მალე კაი? "
"კაი ქეთ"
-ვინაა? მკითხა ნიკამ
-ალექსანდრეა
-რაუნდა?
-არაფერი
-გიყვარს?
-არვიცი,მოიცა რაიყო დაკითხვაზე ვარ?
-რავქნა შენს გვერდით სხვა ბიჭებს ვერ ვიტან ყაზბეგში კი გამაჩერა მაგრამ აქ ვერ მომტაცებს შენ თავს რავქნა ვვეჭვიანობ
-მოგიწევს ოდესღაც შეეგუო
-არ მომიწევს თუ ჩემი იქნები
-და ვინ თქვა რომ მაგას ისევ ვაპირებ?
-ვნახავთ ქეთი მაგასაც. გამიღიმა ლოყაზე მაკოცა და წავიდა.როგორ მოხდა რომ ეს შეხვედრაც ზასაობით არ დასრულდა?ვეკითხებოდი ჩემ თავს.სახლში მივედი ბიჭებს შევუარე ცოტა დავისვენეთ.დავისვენეთ რა ჯოკერი ვითამაშეთ მერე მოვემზადეთ და კლუბში წავედით. კლუბშიც მაგარს ვერთობოდით და ვსვამდით სანამ შუა ცეკვის დროს იქაც ნიკა და მისი კამანდა არ გამეჩითა.არაფერი შევიმჩნიე და ყურადღებაც არ მიმიქცევია მათთვის ვითომ არც იყვნენ აქ.მე და ალექსანდრე წყნარ მუსიკაზე ვცეკვავდით როცა დამთავრდა ბიჭებისკენ მივდიოდით ნიკამ რომ გამაჩერა და გარეთ გამიყვანა
-რაგინდა ნიკა?გამიშვი ხელი მეტკინა
-მთელი საღამოა ზედაც არ მიყურებ ვერ მამჩნევ?თუ არ გინდა შემამჩნიო?
-რაგინდა ნიკა?თუ არ გიყურებ და თვალებს არ გიჟუჟუნებ ეგ იმას კიარნიშნავს რომ ვერ გამჩნევ
-ხო კარგი მაპატიე ზედმეტი მომივიდა.უბრალოდ ეს ალექსანდრე ნერვებს მიშლის რა და მაგასთან ნუ ცეკვავ გეხვეწები.
-მოიცა შენ ვინ გეკითხება მე ვისთან ვიცეკვებ და ვისთან არა ერთი გამაგებინეე და ალექსანდრეს შეეშვი მერამდენედ უნდა გითხრა ადამიანო
-სანამ მასე გიყურებს და ხელებს შენს წელზე და თეძოებზე დაატარებს არ შევეშვები
-შენ არავინ გეკითხება მე ვისთან ვიცეკვებ და გამიშვი უნდა შევიდე ბიჭებთან
-მაგ შენ ბიჭებს დაერხევათ თუ წესიერად არ იქნებიან. იყვირა გაბრაზებულმა და კედელს მუშტი დაარტყა
-რა გაღრიალებს შენ სულ გადაირიე?გეუბნები შეეშვი შენ ჩემ ბიჭებს თორე მერე რასაც ვიზამ ნიკა შენ თავს დააბრალე გაიგე?იცი რომ ყველაფრის გამკეთებელი ვარ იმ ადამიანების გამო ვინც მიყვარს და ნანახი გაქვს შენ რა შემიძლია მე და რა არა. ვუღრიალე გაბრაზებულმა.ძლივს დავმშვიდდი და მშვიდად ვუთხარი
-ახლა კი გაიწიე ბიჭებთან უნდა დავბრუნდე. კლუბში შევედი და ბიჭებთან დავჯექი მერე ერთი ჭიქა ვისკი დავლიე და ისევ საცეკვაოდ გავედით.იმდენი ვიცეკვე უკვე ფეხებსაც ვეღარ ვგრძნობდი.მაგიდასთან ვბრუნდებოდი ვიღაც კაცმა გზა რომ გადამიღობა
-ჩემთან ერთად იცეკვებთ?
-უკაცრავად მაგრამ უკვე წასვლას ვაპირებდით
-მხოლოდ ერთი ცეკვა ლამაზო. მითხრა და გამიღიმა. წყნარი მუსიკა ჩაირთო და საცეკვაოდ გავედით.მის ხელებს ჩემს წელზე დაატარებდა თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი.აი მერე როცა საჯდომზე მომიჭირა ხელი და საკოცნელად დაიხარა ეგრევე მოვშორდი და სახეში გავარტყი
-რამდენს ბედავთ
-რაიყო ლამაზო არ მითხრა რომ არ გსიამოვნებს
-კარგად ბრძანდებოდეთ შევბრუნდი და ბიჭებისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი ალექსანდრემ დამინახა და გამიღიმა თუმცა უცებ იმ კაცმა ხელი მომკიდა და მისკენ მიმატრიალა.ტუჩებზე მაკოცა ისე სწრაფად რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი და ეგრევე მოვშორდი
-ხელი გამიშვით ვყვიროდი უშედეგოდ ისევ ტუჩებზე მაკოცა მაგრამ მალევე მოვშორდი და ალექსანრეს ხელმა ის კაცი გააჩერა
-მგონი გითხრათ გოგონამ რომ არ უნდა თქვენთან ერთად ყოფნა
-შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ ერთი გამიშვი
-რამდენს ბედავ შენი დედა მო***ან ალექსანდრემ დაარტყა და ჩხუბი გამართეს მერე ბიჭებიც მივარდნენ და ძლივს აშველებდნენ ერთმანეთს მე კიდე უშედეგოდ ვყვიროდი.როგორც იქნა გააშველეს და ალესანდრესთან მივვარდი ტუჩიდან სისხლი სდიოდა და წარბი ჰქონდა გახეთქილი
-ალექსანდრე შეეშვი ვუყვირე და როგორც იქნა საბოლოოდ გაჩერდნენ
-ამ ბოზმა უნდა გაგაჩეროს ამხელა კაცი? ირონიულად თქვა იმ კაცმა. მოიცა ეხა მე რამე მომესმა თუ მართლა ეგ სახელი მიწოდა?თორნიკეს ვკითხე ეგ სახელი მე მიწოდა თქო და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
-ერთიწუთი მისმინე შენ. მივედი იმ კაცთან და მშვიდად ვუთხარი
-კარგად დაფიქრდი სანამ რამე ცუდს იტყვი და ვინმეს მაგ სახელს უწოდებ ნაბი**არო. ახლა ჩემი წყალობით მის გახეთქილ ტუჩს გატეხილი ცხვირიც დაემატა.დეგენერატი.
-წავედით სახლში ვუთხარი ბიჭებს და გარეთ გამოვედით.გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია.სახლში მივედით თუ არა ეგრევე ალექსანდრეს მივვარდი
-ალექსანდრე კარგად ხარ?მაჩვენე რა გატკინა იმ ცხოველმა
-არაფერია ქეთი შეეშვი
-რასქვია შევეშვა კაცო დაჯექი და მოვალ ეხმავე მოვიტან წამლებს.ჭრილობა გავუწმინდე და მაზიც წავუსვი
-ქეთი მე კიარა შენ ხელს შეხედე.არ უნდა დაგერტყა იმ კაცისთვის
-არაუშავს არ მტკივა მერე თუ რამე ყინულს დავიდებ და ეგარი. გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე-მე გავალ სახლში დავიძინებ თავი მისკდება
-კარგი ლოკოკინა. შხაპი მივიღე და დასაძინებლად დავწექი.скачать dle 11.3




№1  offline წევრი a.bochorishvili

მალე დადე ახალი თავი რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent