შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟობა ასაკს არ სცნობს (მესამე)


24-03-2018, 20:26
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 202

გიჟობა ასაკს არ სცნობს (მესამე)

- ტასი ადექი, იხვის ჭუკო გაიღვიძეე..... - ანი მახტება თავზე და თან მიღიტინებს
- ჰოუუუ, შვილოოო რა გინდააა
- გაიღვიძე სამი დაიწყოოო
- ხუთი რო დაიწყება მერე დამიძახე
- ადექი გოგოო
- რა მინდააა არ ავდგებიიი
- გოგო კოკა მოვიდა
- რაა? ვინ? სად ? როდის? დიდი ხანია აქაა? მოვიდააა? ჯერ არ უნ...
- ოუუუ ვაჟიკოოო, არ მოსულა მოგატყუე, ისე გუშინ კარგად კი უჟუჟუნებდით თვალებს ერთმანეთს
- აუუუუ ანიიი - დავენარცხე ისევ ბალიშზე
- ადექი ახლა და ბიჭები გავაღვიძოთ, თბილისში უნდა დავბრუნდეთ, ნინი და ილია აქ დარჩებიან და ზღვაზე გაატარებენ თაფლობის თვის ნაწილს
- ნაწიიილს?
- ჰოო, მერე ჩვენ ვიფიქრეთ პარიზის ბილეთები ხოარ გვეშოვნათქო აბა რას იტყვი
- აუ კიი, თან პარიზი ხო რომანწიკის გულია
- ჰოო, მოტვინა ბატმა
- გაგიბატებ მაგ თავს ახლა
- კოკა მოგეწონა ხოო? ისე სიმპატიური კია ვერ შეგედავები, თვალებიც ლამაზი აქ, საერთო ჯამში ნიჩევოოო
- რა ნიჩევო გოგო, თვალებში ზამეკანია ხოარ გაქ, ბიჭი არი იმენა სასტაული
- კაი ახლა არ გინდა
- რაა?
- დროზე ადექი, ტანსაცმელები ჩავალაგე უკვე შენებიც და მოვწესრიგდეთ და წავიდეთ
- ახლა უნდა წავიდეეთ??
- რავი ერთ საათში ალბათ, სანამ თქვენ მოფხიზლდებით და მოწესრიგდებით
- შანსი არაა
- რაა?
- დღეს კოკასთან ერთად ყავა უნდა დავლიო და თბილისში ვერ წავალთ
- მოიცა და მაგას ახლა მეუბნებიიიი?
- ახლა გავიღვიძე და როდის მეთქვა
- მაშინ ხვალ წავიდეთ, ოღონდ არ მაინტერესებს კოკა და შმოკა, მთაში ვართ წასასვლელები მერე კიდე ნიუ იორკი გველოდება
- აუუ კაიიი, ოღონდ დღეს მაცადეე, ისე რა უნდა ჩავიც ...... - ვინ გაცდის ლაპარაკს, შემოყიალდა ანდრია ბატონი, საერთოდ არ ეტყობოდა დაღლილობა, მართლა ანდრია არ სვამს არასდროს, არც გუშინ დაულევია და ამიტო არ იცის რა არის "ნაბახუსევი". ბედნიერიიი
- შუადღე მშვიდობისა გოგოებოო, კოკამ დარეკა 6 საათზე სასტუმროსთან დაველოდებიო
- მოიცა შენთან დარეკა?
- არა, თოკასთან მარა იმას ბომბი რო აუფეთქო ვერ გააღვიძებ, ნუ გუშინ მეც იქ ვიყავი ბიჭებს რო უთხრა, და გიომაც იცის
- ანუუ მე გავიგე ბოლომ - უკვე ძაან გაბრაზებულმა ვთქვი, ვთქვი რა თითქმის ვიყვირე, რა წესია, პაემანს მინიშნავს და მე ვგებულობ ბოლო ამას, პატარა ბავშვი ხოარ ვარ, ნებართვა რო მჭირდებოდეს. - ეს ახალი მოდაა თუ რა უბედურებაა
- რას ერჩი ტას? ახლა მშვიდად ვიქნებით, ილიას ვკითხეთ მაგ ბიჭზე და მაგაზე სანდო არ მეგულება ვინმეო
- აჰაა, ანუ ილიამაც იცის, ვაუუუ, მოდი მიკროფონით გამოვაცხადოთ, უი დამავიწყდა უკვე გამოაცხადეს, არ მეგონა პირადი ინფორმაცია მთელ ქვეყანას თუ უნდა სცოდნოდა
- კაი რაა ტაას, აბა ის ჯობია ჩუმათ რო იპარებოდე? ჩვენ მაინც გავიგებდით და მერე მაინც გავიცნობდით, მარა სხვანაირად და სხვა სიტუაციაში, ამ ბიჭმა კიდე თავიდანვე გვითხრა რო მოეწონე და შენთან ურთიერთობა უნდოდა რატო იბუტები
- იმიტო ვიბუტები რო ასეა საჭირო, მოიცა მოვიდეს აქ ნახავს რაც მოუვა
- ტაას - ანიმ და ანდრიამ ერთდოულად და "რამე სიდებილე არ გააკეთო" სიფათებით გამომხედეს
- რაა?
- რა და იხვის ტოლმა, რა და ის რო ჯერ აცადე დალაპარაკება
- მე ვიცი რაც უნდა ვქნა
- ოოოოუუუუუ, დამხმარე ძალების გამოძახება დაგვჭირდება ანდრი
- ანიიიი
- კაი ტას, გავე მე და დიდხანს არ იძინო
ხმა არ გამიცია, ძალიან გავბრაზდი, მე რატო არ მითხრა, სანამ მე მეტყოდა მანამდე ყველას უთხრა, რის მიღწევას ცდილობს მაგით? არა ალბათ იმიტო უთხრა რო რამე პრობლემა არ ყოფილიყო მერე, პრინციპში მართალია, მერე მაინც უეჭველი გაიგებდნენ ჩემები და სადმე ქუჩის კუთხეში დაიბარებდნენ, ახლა კიდე არაა ეს საჭირო, წინასწარ უთხრა და ამათაც იციან და მშვიდად არიან, მაგრამ ჯერ მაინც ჩემთვის უნდა ეთქვა, თუ ვაპატიო......... ამ ფიქრებში ჩამძინებია,
- ტაას, 5 საათია დაიწყო ექვსი თითქმის ადექი ჩქარააა
- ვაიმე ანიი, დამაძინე უუუუფ
- რა დაგაძინო გოგო 6 საათზე მოვალო კოკამ და დაიწყო ექვსი და შენ კიდე ლოგინში ხარ
- ვაიმეეეე ტელეფონი მომაწოდეეე - ტელეფონს დავხედე 17:08_ს აჩვენებდა. - ანიი უნდა მიშველო
- ადექი ჩქარა და მოწესრიგდი დროზეეე- წამოვხტი, სააბაზანოში შევედი, და იქაური რიტუალები ჩავუტარე ჩემ თავს, მერე იქედან გამოსულს ჩემი საწოლი დალაგებული რომ დამხვდა ანი ხელთავიდან შემიყვარდა
- ტას რას იცმევ
- დახეული ჯინსის შორტი და მიკი მაუსიანი ზედა მომეცი
- შენ სიცხე გაქ მგონი, რა მიკი მაუსი, რის მიკი მაუსი მე ვიცი რაც უნდა ჩაიცვა და მოვიტან შენ თმა გაიშრე ......
- თეთრი სალტებიანი მოკლე სარაფანი?
- ჰოო
- მაგას არ ჩავიცვამ
- ჩაიცვამ
- არათქო
- გინდა პირველივე პაემანზე მიგატოვოოოს? - თავი გავაქნიე უარის ნიშნად- ხოდა დამიჯერე მაშინ- თმა გავიშრე და დავივარცხნე, ნახევრად შევიკარი, კაბა ჩავიცვი, და ფეხსაცმელებს ვეძებდი გიომ რომ მოაკაკუნა კოკა მოვიდაო, ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე ორსკამიანი ველოსიპედი და კოკა, გამეცინა, რა სხვანაირია, თეთრი ტაპკები, ლურჯი პატარა ჩანთა და სათვალე მოვირგე, სუნამოში დავიბანე და ოთახიდან გავედი, ბიჭები კოკას ელაპარაკებოდნენ.
- აჰ, მზეთუნახავიც მოვიდააა
- მალე დაგვიბრუნე გოგო იცოდე
- ვერ შეგპირდებით
- მალე მოვალ ბიჭებო - ყველა გადავკოცნე და ველოსიპედზე დავჯექი უკანა სკამზე. რა სასაცილო იყო უბრალოდ პაემანზე მივდივარ ველოსიპედით, ისე ასწორებს არაა?
- აბა ბატონო კოკა საით?
- მოთმინება საყვარელო
- უკაცრავად მაგრამ შენი საყვარელო არ ვარ
- მალე იქნები - ჩაილაპარაკა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა
- რამე მითხარი? - სულ არ გამიგონია რა თქვა, საერთოდ, ერთი სიტყვაც.
- არაა
ნახევარ საათზე ცოტა დროში გავჩერით სადღაც შუა გზაზე,
- ახლა თვალები უნდა დახუჭო
- რატოოო
- იმიტო რო ასეა საჭირო
- არ დავხუჭავ
- დახუჭავ
- არამეთქი ვინ ხარ რომ მაძალებ
- რატო მეჩხუბები პატარა გოგო
- პატარა გოგო არ ვარ, და იმიტო გეჩხუბები რო ღირსი ხარ
- რატო ვარ ღირსი? - ხელები გადააჯვარედინა და მომაშტერდა, აუ ამ დროს ისეთი საყვარელი და ბავშვური იყო მინდოდა სულ დამეკოცნა
- იმიტო რო სანამ მე დამითანხმებდი შეხვედრაზე მანამ უთხარი ყველას აბსოლიტურად ამერიკის პრეზიდენტიც არ დატოვე მემგონი რო არ გეთქვა
- ოუუუუ, პატარა ქალბატონი ანა რაზე გაბრაზებულა, მისმინე უბრალოდ პატარა ბავშვები ხო არ ვართ რომ ჩუმად შევხვდეთ და დავიმალოთ, უნდა ცოდნოდათ, აბა წარმოიდგინე მაგათ რომ დავენახე შენ რომ გელაპარაკებოდი განმარტოებით რას იზამდნენ? დაფიქრდი .... დაფიქრდიიიი? ახლა შემირიგდი - პატარა ბავშვივით მელაპარაკებოდა, თან არც აღელვებულა არც ნერვიულობდა ძალიან მშვიდად, ხასიათიც კი არ გაფუჭებია, მგონი ცოტა ვიბავშვე ხოო? არაუშავს
- შევრიგდით - და ნეკა თითები გადავაჯვარედინეთ
- ახლა თვალები დახუჭე და ჩემ თავს გაფიცებ არ გაახილო
- კაიც...... მოიცა ახლა შენ შენი თავი დამ....- ვინ მაცდის სიტყვის დასრულებას
- ჩუუუუ - ტუჩებზე თითი მომადო და გამაჩუმა, ახლა თითზე რომ ვაკოცო რას იზამს? არა არა, რაებს ვფიქრობ, ანასტასია გამოფხიზლდი გოგოოო
- მოვედით, აქეთ შემოტრიალდი, და სამ თვლახე გაახილე
- კაიც
- ერთიი, ორიიიი და სამიიიიი - თვალები გავახილე და ჩემს წინ დევდარიანი(კოკა) დავინახე.
- სიურპრიზი შენ ხარ?
- მე არ მითქვამს სიურპრიზი მაქვსთქო
- ჩემთვის სიურპრიზია
- და რომ არ იცი რა არის?
- რა მნიშვნელობა აქვს
- კაიი, მიდი იქით გაიხედე - 180 გრადუსით მოვბრუნდი, კოკას ზურგი ვაქციე და იქაურობას თვალი მოვავლე. ენა ჩამივარდა, მინდორზე არავინ იყო, ქვიშაზე პლედი და კალათი იდო, გარშემო კი გვირილებით იყო დაფარული ყველაფერი, დავიხარე და ერთერთი გვირილა ავიღე და თმაში ჩავიმაგრე, იქაურობა ნამდვილ სამოთხეს გავდა,
- უაუუუ - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე
- აბა მოგეწონა?
- მომეწონააა? თანაც როგორ, აქაურობა ულამაზესია - შევტრიალდი და ლოყაზე ვაკოცე, ოჰ გული როგორ აუჩქარდა ( მე ისედაც გამალებით მიცემდა), მერე ხელი წელზე მომხვია და ყვავილებში შევაჭერით, დერეფანივით იყო გამოტოვებული ადგილები სადაც გავიარეთ, მერე პლედზე დავჯექით და კოკამ რაღაცეების ამოლაგება დაიწყო კალათიდან.
- შენზე არ მომიყვები?
- რა უნდა გითხრა
- მაგალითად, რა არის შენი ჰობი, როგორია შენი ცხოვრების სტილი
- ჩემი ცხოვრება ასეთია, უბრალო თუმცა ბევრისთვის სანატრელი, მამაჩემი ბიზნესმენია, თურქეთიდან ხე-ტყე შემოაქვს, მე არ ვარ ამ საქმეში ჩართული, მამას ჩემი უფროსი ძმა ეხმარება ალექსი, ჩემზე სამი წლით დიდია, მე არ დავბადებულვარ იმისთვის რომ ჰალსტუხით და პიჯაკით ვიარო უაზრო შეხვედრებზე, მირჩევნია ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს ლუდით და ჩიფსებით ხელში ფეხბურთს ვუყურო, არ მიყვარს ისეთი ბიჭები გოგოებს რო ეღადავებიან და აგლახავებენ, და არც ისეთი გოგოები მიყვარს " აუუუ, რა გოიმობაა, ფუუ სოფლელიი, ვაიმეეეე გუჩის ჩანთას არ შეეხოო, შანელის შარფი სადაა" - ბოლო სიტყვები დაწვრილებული ხმით და დამანჭული სახით თქვა, რა სასაცილო იყო ამ დროს, თან ხელები როგორ მოაკაუჭა, ამ ლაპარაკში ყველაფერი ამოალაგა, სენვიჩები, ბუტერბროდები, წვენები სალათები და წყალი.
- მომწონს როგორიც ხარ და როგორაც ცხოვრობ, ზოგი ბიჭი ამ დროს გოგოს სადმე კლუბში წაიყვანდა გამოათრობდა და მერე სახლში აიყვანდა, ჩვენ კი ნატურალური წვენით შემოვიფარგლეთ
- მიყვარს გულახდილი ადამიანები
- გულახდილებს გაგვიმარჯოს
- გულახდილებს გაგვიმარჯოს - და წვენის ერთჯერადი ჭიქები მივაჭახუნეთ,
- ჰმ, მართლა შენ ყავაზე არ დამპატიჟე? ყავა სადაა???? - ცალი წარბი ავწიე და დოინჯი შემოვირტყი,
- ცხელი გინდა თუ ცივი - კალათიდან ორი თერმოსი ამოიღო, და გამარჯვებული სახით გამომხედა, პატარა ფურცლები ჰქონდა მიწებებული ორივეს, ერთზე ეწერა ცხელი და მეორეზე ცივი. სახე დავმანჭე უკმაყოფილების ნიშნად, უკმაყოფილო იმიტო ვიყავი რო მაჯობა, ჩემი ჭკუით გამოვიჭირე ყავაზე დამპატიჟა და ყავა დაავიწყდათქო.
- წვენი მირჩევნია, არ ვსვამ ყავას
- რა დამთხვევაა არც მე
- ჩაი მირჩევნია - ერდროულად ვთქვით ორივემ და თან გაგვეცინა, რა საყვარელი იყო როცა იცინოდა, მთელი სახით იცინოდა და თვალები უციმციმებდა. მერე ავდექი და ცოტა მოშორებით გვირილებში ჩავჯექი. ორ წუთში გვერდით მომიჯდა.
- ახლა შენზე მომიყევი
- ჯერ ის მითხარი რაც ჩემზე იცი და რაც არ იცი მე დავამატებ რათქმაუნდა თუ საჭიროა რო იცოდე
- შენ ხარ წითურთმიანი ხუჭუჭა გოგონა ულამაზესი თვალებით, და უსაყვარლესი ღიმილით - ამას ისე ამბობდა კინაღამ იქვე დავდნი, ტანში სასიამოვნოდ დაბორიალებდნენ ჭიანჭველები, ამ ბიჭით დამთვრალი პეპლები ერთმანეთს ეჯახებოდნენ მუცელში და გულს დაავიწყდა თავისი საქმე. ერთმანეთს მივშტერებოდით, აი სერიალებში როგორც ხდება ხოლმე ხომ იცით, აი, ზუსტად ეგრე, - გიჟდები ბავშვებზე და გასართობ ცენტრში მუშაობ, მინი მაუსად - ესენი კიდე ჩქარა მიაყარა ერთმანეთს
- ყინულის დედოფლად, კონკიად, მზეთუნახავად, ფიფქიად, რაპუნ.....
- ჰოო კაი, აღარ გააგრძელო არ ვიცი მაგდენი მულტფილმები
- რაა? რაპუნცელი არ იცი?
- არაა
- არც ყინულის დედოფალი?
- და უნდა ვიცოდეე? - ისე გაკვირვებულმა გამომხედა მოვკვდებოდი რომ არ გამცინებოდა.
- ჰოო კაი, ყველაფერი გცოდნია ჩემზე და მეტი რაღა გინდა
- სამსახურის გარდა რომ სუუულ შენებთან ერთად ერთობი მაგას კითხვა არ უნდა, შენს წარსულზე მომიყევი
- წარსული არც ისე სახარბიელო მაქვს, ბავშვთა სახლში გავიზარდე, სამი წლიდან იქ ვიზრდები, იქ გავიცანი დემე თოკა ანდრია ანი და ყველა ესენი, სულ ერთად ვიყავით ხოლმე, და ვთქვით რომ როცა იქედან გამოვიდოდით ერთად ვიცხოვრებდით, გიოს და ნინის მშობლები გამოუჩნდათ მაგრამ ისე გააგრძელეს ცხოვრება თითქოს ისინი არც კი არსებობენ, ჩვენი მშობლები არ გამოჩენილან, მერე გიო ილიას დაუახლოვდა, ბიძაშვილები არიან, აქედან გაიცნო ნინიმ ილია, ხოო სხვათაშორის სახლი ვიყიდეთ ორსართულიანი, საოცნებო სახლია მართლაც, ანაბარი გვქონდა გახსნილი და სამი წელი ყველა ერთად ვაგროვებდით ფულს სახლის საყიდლად, ჩვენი ოცნება იყო, და ეს ოცნებაც აგვიხდა. მერე ნინის და ილიას ერთმანეთი შეუყვარდათ ღამე რომ გაიპარნენ სასეირნოდ მაშინ გამოვიჭირეთ და თან თხოვა ილიამ ხელი, მერე მაგათ ქორწილში ერთი სიმპატიური ბიჭი გავიცანი და ყავაზე დამპატიჟა მერე ველოსიპედით ულამაზეს ადგილას წამიყვანა და ახლა ჩემს გვერდით ზის.
- იმ ბიჭს ეს გოგო ძალიან მოწონს
- ამ გოგოსაც მოსწონს ის ბიჭი - ისევ ორსაათიანი მიშტერება, იმ განსხვავებით რომ ახლა მე დავარღვიე მყუდროება - შენს პირადზე მომიყევი, შეყვარებული რატომ არ გყავს?
- გაინტერესებს ასეთ სიმპატიური ბიჭი მარტო რატომ დახეტიალობს?
- მიხვდი და ყოლიფერი
- ალბათ შესაფერის გოგოს ეძებდა, თუმცა ვანგას ბიძაშვილი ფიქრობს რომ ცოტა ხანში მარტო აღარ ივლის
- წარმატებები ძმაო - მხარზე ხელი დავარტყი და თვალიც ჩავუკარი, ნუთუ ეს მე ვარ ასე რომ ვეკეკლუცები, ნორმალურად არც კი ვიცნობ - ახლა შენს წარსულზე მომიყევი
- სახარბიელო წარსული არც მე მაქვს
- რაც არ უნდა იყოს მაინტერესებს
- 5 წლამდე თბილისში ვცხოვრობდით, მერე ოჯახს გაუჭირდა და რუსთავში გადავედით საცხოვრებლად, მამა მშენებლობაზე მუშაობდა, დედა საცხობში, მე და ჩემ ძმას ბებია და ბაბუა გვზრდიდა, ალექსი ჩემი ძმა დინჯი იყო, არ მახსოვს ოდესმე ეჩხუბა ან სკოლა გაეცდინა, მე კიდე ძალიან ცელქი ვიყავი, სულ უსიამოვნებებში ვეხვეოდი, დირექტორის კაბინეტი ჩემი მეორე სახლი იყო უკვე, მასწავლებლებს ვაბრაზებდი, ერთხელ გეოგრაფიის მასწსვლებელს სკალზე წებო წავუსვი და დაეწება, ძლივს აატყავეს იქედან, თუმცა კარგად ვსწავლობდი, ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, მერე უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე, ბავშვობიდან გაწაფული ვიყავი მსახიობობაში, ამასობაში მამაჩემმა წარმატებას მიაღწია თავის სამსახურში და იმდენი შეძლო რომ ბიზნესიც წამოიწყო, ჩემმა ძმამ ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩააბარა, მამა და ჩემი ძმა ერთნაირები არია დინჯები და სერიოზულები, მე და დედა კი სხვანაირები, ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო, სულ პოზიტივით დამუხტულია, ერთხელ მახსოვს ბებიას საყვარელი ვაზა გავტეხე და დედა ძალიან მაგიჯავრდა, მაგრამ მერე ისეთი სახე მივიღე სიცილი აუტყდა და ჩამეხუტა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. - ამას ისე გამალებით ვუსმენდი როგორც ბავშვი ძილის წინ ზღაპარს. - ასეთია ჩემი წარსული
- ახლა რას საქმიანობ?
- რავი, თეატრში ვმუშაობ მსახიობად, და ასევე წრე გავხსენი მსახიობობა ვისაც უნდა ვეხმარები, და ეს სიამოვნებას მანიჭებს
- რა მაგარია, მეც ვივლი მაგ წრეზე
- ათი წლის ბავშვებთან ერთად?
- ჰოო, რაიყო, მეც გადავიხდი ჩვეულებრივად რამდენია გადასახადი?
- რა გადასახადი, უფასოა
- რა საყვარელი ხარ, ვაფასებ ადამიანში სიკეთეს, მიყვარს კეთილი ადამიანები
- ანუ მეც გიყვარვარ
- არა, შენი წილი სიკეთე მიყვარს, მთლიანად შენ კიარა
- ჯერჯერობით
- მართლა თბილისში როდის ბრუნდები?
- არვიცი, შენ?
- მე ხვალ, მერე სადმე მთაში უნდა წავიდეთ, და მერე ამერიკაში, სიმართლე გითხრა ამერიკაში წასვლა არ მინდა, ჩენი საქართველო მირჩევნია
- ოჰ, ეს პატრიოტი ანა
- ანას რატო მეძახი?
- ასე მომწონს, თუ შენ არ მოგწონს არ დაგიძახებ
- არა მომწონს, უბრალოდ ყველა ტასის მიძახის და
- მერე ჩემთვის ანა იქნები, ჩემი ანა ლამაზად ჟღერს
- ჩამოფრინდი დევდარიანო, ნინის დავურეკავ არ მომიკითხია, რა გაძლებს ჩემი გოგოს გარეშე
.................
- ალოო, ნიი რას შვებიიი? ხოარ გაგაღვიძე
- არა მეღვიძა ისედაც
- ილიააა, ნინის ტელეფონი შენ რად გინდა, ჩემ დას რა უქენი, სადაა ნინი? მოგშივდა და შეჭამე ხომ? ჩემი საწყალი ვის ხელში ჩავაგდე, არა არა უეჭველი უბდა წამოვიყვანო
- ოუუუ, შვილოოოო ცოტ...
- ვინაა შენი შვილო
- ანასტასია შენი დაქალი ყავას ადუღებს დემოსთვის, თოკასთვის, ანისთვის, ანდრიასთვის, გიოსთვის და ჩემთვის
- მოიცა ახლა ეგენი თქვენთან არიან უჩემოოდ?
- ხოო უშენოდ
- იცოდე ფეხი არცერთმა გაადგას მაქედან
- კაი
ტელეფონუ გავუთიშე და გაბრაზებულმა ძირს დავანარცხე.
- რა ხდება ანა?
- ჩემები ნინისთან წასულად უჩემოდ, ყველა თან, ახლა ჩავალაგოთ ესენი სა სასწრაფოდ წავიდეთ ნინისთან
- კაი წავედით
- მოიცა ამათ აქ ტოვებ?
- არა, ალექსის დავურეკავ ვინმეს გამოუშვებს და წააღებინებს
- აჰ კაი,
იქედან წამოვედით, კოკამ სადღაც დარეკა სავარაუდოდ ალექსისთან, და მერე გზა განვაგრძეთ.
- კარგი დღე იყო
- მართლაც,
- ისე არსებობს სხვა უფრო სწრაფი საშუალებებიც ვიდრე ველოსიპედია,
- თუმცა ველოსიპედი უფრო უსაფრთხოა, თან გარემოსაც არ აბინძურებს.
ცოტა ხანში ჩემს სასტუმროსთან ვიყავით.
- აქ რა გვინდა?
- ნინი შენს სასტუმროში არ არის?
- არაა, ის რომ აქ ყოფილიყო ვერ მოვითმენდი და ჩავუშლიდი ქორწინების პირველ დილას. - გაეცინა და მერე მე გამომხედა
- აბა საით?
- გზას გიჩვენებ არ მახსოვს რა ქვია
ცოტა ხანში სასტუმროში ვიყავით, გიჟივით შევვარდი.
- ნინი გრძელიძე რომელ ოთახშია? გამარჯობა
- გაგიმარჯოს, ნინი გრძელიძე არ არის რეგისტირებული ჩვენს სასტუმროში
- რაა?
- მოიცა ანა, ილია სოფრომაძე ნახეთ?
- 114_ე ოთახია ბოლო სართულზე
- მადლობა
გიჟივივით შევვარდი ლიფტში, ზემოთ სულ დროზე ადის ძახილით ავედი, ხო მართლა კოკაც ჩემთან ერთად იყო, მოვძებნე 114_ე ოთახი და დაუკაკუნებლად შევვარდი.
- თქვენთვის ჯობია ცოცხლები არ იყოთ - ვიყვირე და ხელში შემრჩა ჩახუტებული მდივანზე მჯდარი წყვილი, ბატიბუტით ხელში, ფილმს უყურებდნენ. ისე უცებ შევვარდი ილიას გადაცდა და კინაღამ დაიხრჩო, იმდენი ახველა მუცელი ეტკინა.
- ტაას? კოკაა, აქ რა გინდათ? - ნინის გაკვირვებულ სახეზე აფირისტობის კვალი არ ჩანდა მაგრამ მაინც
- რა რა გვინდა, ბავშვები რომ ამოვიდნენ მე არ უნდა მითხრან? ტუტუცები, უჩემოდ მოვიდნენ შენს სანახავად, ხვალ მივდივართ და ღმერთმა იცის კიდე რამდენი ხანი ვეღარ გნახავთ
- ანასტასიაა, დაწყნარდი გოგო, ვინ ბავშვები ხოარ გაგიჟდი არავინ მოსულა
- რაა? მოიცა, აბა ილიამ რო ... ილიააა, დაგახრჩობ ჩემი ხელით მოგკლავ - გავიქეცი და ილიას დავეტაკე, სხვა ოთახში მიიპარებოდა - ილია სოფრომაძე მე არ ვიყო ანასტასია ღადუა შენ თუ ეგ შეგარჩინო, - ზურგში ვუბწკინე, თანაც ისე რომ საშინლად ტკენოდა და ვერც კი განძრეულიყო. კოკამ და ნინიმ გაგვაშველეს, მერე მოპირდაპირე სავარძლებში ჩავჯექით, კოკა და ნინი დივანზე დასხდნენ და დაიწყეს.
- ტას რა გჭირს? რამ გაგამწარა ასე ძაან
- შენს ბედოვლათს კითხე და გეტყვის
- ანასტასიაა - ნინიმ თვალები დამიქაჩა
- რაა? მიდი კითხე და აგიხსნის
- ილიარა უნდა ამიხსნა?
- ის უნდა აგიხსნა რომ შენი დაქალი ხონშია წასაყვანი მისნაირებთან, მგონი სრულ ჭკუაზე არაა
- მოდი აქ, მოგკლავ გეფიცები - წამოვხტი და ის იყო უნდა მივვარდნოდი ილიას კოკამ დამიჭირა საცარძელში "ჩამდო" ისევ.
- ილიააა ანას რას ერჩი?
- კოკა შენი ანა გახდა უკვე? უშველე თავს სანამ დროა ძმაოოოოო
- ილიაააა
- ახლა რა უნდა უქნა ამას, რისი ღირსია
- წამოდი ანა წავიდეთ
- წადით თქვენ ამას მე მივხედავ- ნინიც ჩვენსკენაა
- კაი პაკა ნინი გაკოცე ბევრიიი, დამირეკე ხანდახან
- კაი კარგად
მე და კოკა წამოვედით, ვაი საწყალ ილიას, რა მოუვა აზრზე რო არაა,
- დამპალი, გველი, ბედოვლათი, უნამუსო, ტუტუცი, რეგვენი....
- კაი ანა გაჩერდი
- რა გავჩერდე რა ტყუილა მომიშალა ნერვები უზრდელმა
- წამოდი ღამდება უკვე სასტუმროში წაგიყვან
- წავიდეთ.......... მოიცა ველოსიპედი სადაა
- ველოსიპედით არა მანქანით წავიდეთ
- ეს თეთრი რაში შენია?
- ჰოო
- მსახიობობა ხომ არ დავიწყოოო?
- მსახიობობას აზრი არ აქ, მამამ მაჩუქა ოქროს დაბადებისდღეზე - ამ ლაპარაკში ჩავჯექით მანქანაში და წავედით სასტუმროსკენ.
- დაბადებისდღე როდის გაქვს?
- 21 მარტს
- სულ ახლახანს გქონია, ეტყობა მანქანასაც
- შენც ხომ გყავს მანქანა
- კიი მინი კუპერი ბაბშვობიდან ოცნებად მქონდა თუმცა შენს ლამბორჯინს ვერ შეედრება
- მანქანა ფასით კიარა ღირებულებით უნდა განსაზღვრო, შეიძლება იყოს საუკეთესო მაგრამ შენთვის ფასი არ ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი თუმცა შენთვის ძალიან ღირებული
- როგორც ადამიანი
- ჰოო,როგორც ადამიანი
- პროფესორო კოკა
- რა საყვარლად ამბობ ჩემს სახელს
- კოკას?
- კიდე ერთხელ თქვი
- ნწ
- მიდი რაა, თქვი ერთხეეელ
- არათქო
- ეგრე ხოო, - ხელი შეუშვა საჭეს, თვალები დახუჭა და სავარძელს მიეყრდნო.
- რას აკეთებ ბიჭო გაგიჟდიი? მოკიდე რულს ხელი, კოკაააა - აჰაა, მაშინვე ხელო მოკიდა საჭეს
- მაინც ხომ გათქმევინე
- კოკააა, შენ ნორმალური არ ხარ ხოოო?
- აი კიდე
- არანორმალური
- რამე მითხარი?
- წინ იყურე ბიჭო, ნუ მაშინებ
- გაშინებ? - მკვეთრად დაატორმუზა, და მანქანა გზიდან გადააყენა - მე გაშინებ? ეგ აღარ გაიმეორო გთხოვ, ანა ეგ მეტჯერ აღარ თქვა თორე თავს მოვიკლავ - თან მელაპარაკებოდა, და თან ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული, ისეთი აღელვებული იყო მეც ვეღარ გავჩერდი წყნარად, ღვედი ავიხსენი და ჩავეხუტე, ჩავეხუტე, რამდენ ხანს ვიყავით ჩახუტებულები ვერ გეტყვით მაგრამ სიმყუდროვე რომ გიომ დაგვარღვევინა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს.
- ჰოო გიო
- სად ხარ გოგო ამდენი ხანი?
- მოვდივარ
- კუს აზიხარ? თუ ლოკოკინას
- არა, თეთრ ლამბორჯინს
- მალე მოდი თორე დემო უკვე ნერვიულობს
- რა ანერვიულებს?
- რავიცი მოდი და კითხე,
- კაი, კაი დამანებე თავი, მოვდივარ
.........
- არანორმალურო წავედით
- არის სერ, ისე არანორმალურსაც საყვარლად ამბოობ
- კოკაააა
- ჩუმად ვარ
მალე სასტუმროსთან მივედით, დემო, ანდრია და თოკა რომ აივანზე დავინახე გამეცინა.
- შენზე ნერვიულობენ
- ჰოო, ასეთ გოგოს გაფრთხილება უნდა
- გაგიფრთხილდები
- კაი, კაი მორჩა ნესტან-დარეჯნობია წავედი მე - მანქანის კარი უნდა გამეღო რომ დამიძახა
- ანაა
- ჰოო
- აქეთ მოიწი - ყურში რაღაც ჩამჩურჩულა
- თავდაჯერებულო - ეს ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი, ჩემს ოთახში ავედი, რათქმაუნდა ბიჭებიც შემომყვნენ, ყველაფერი მოვუყევი, ოღონდ არ გამიმხელია ყურში რა მითხრა, ისე მისმენდნენ როგორც ტიტანიკში როუზს, რომელიც მისი და ჯეკის ამბავს ყვება.
- აუუ, გვითხარი რა გითხრა ყურშიიიი
- არააა
- მე მითხარი იმათ არ ვეტყვი
- არათქოოო
- გვითხარი რააა
- აუუუ მიდი რა ტააას
- ანააა
- ანაააა? როდის მერე გავხდი ანა?
- კოკასთვის ხო ხარ ანა
- მერე
- მერე ჩვენთვისაც ანა იქნები,
- ტასი დამიძახეთ
- ახლა ვიეჭვიანებ იცოდე
- არ გაქვს საეჭვიანო ჩემო საყვარელოოო ზვიანგოოოოო...... კარგით ახლა, წაეყარენით თქვენს- თქვენს ოთახებში დავიძინოთ, ხვალ თბილისში ვბრუნდებით
- დავიძინოთო ისე ამბობს თითქოს მთელ ღამეს ფიქრში მე გავატარებ
- ანდრიაა
- ანდრია გისმენთ
- აბა, ჩქარა ახლა წაეყარენით ოთახებში, თვალებს ვხუჭავ და სამამდე ვითვლი, ერთიი... ორიიიი... სამიიიი... მართლა წავიდნენ - შემოვტრიალდი და შევეჩეხე აბა ვის? ვის და თოკას - ვაჟიკოო შენ რას უცდი?
- ტაას, რაღაცა უნდა გთხოვო
- მიდი მთხოვეე
- მითხარი რა გითხრა კოკამ
- არათქო
- ტაას
- არა, არა და არააა
- ტაააას მიყვ...
- ჯადო სიტყვა არ გამოიყენო ჩემ თავს გაფიცებ
- კაი, მაშინ მომწონხარ,
- არაა მოწონება საკმარისი
- სიგიჟემდე მომწონხარ
- გაკლია მაინც რაღაც
- ისე მომწონხარ ვარსკვლავებს მოგიწყვეტ
- მიდი მომიწყვიტე და გეტყვი
- ტააას, მიდი მითხარი კუ ვიყო თუ ვინმეს ვუთხრა
- ანი სადაა?
- ანი თავის ოთახშია, ჯერ თქვენ გამოლაგდით და მერე შევალ, თქვენთან ერთად მაინც ვერ გავიგებ ვერაფერსო
- შემცდარა.... წადი ახლა წაუდინოზავრე და გადაშენდი აქედან
- ეგრე ხოო? - სატირლად მოემზადა
- არაა, ეგრე არააა, საყვარელოოო ძალიან გთხოვ დატოვე ჩემი ოთახი
- კაი, მივდივარ რა იყო
- პაკააა, გაკოცეთ ყველაას
- შენს ნაცვლად ჩავკოცნო ბიჭებიიი?
- ხოო
- აბა ბიჭებოოო მოვფრინააავ
- რა გიჟია
ჩაი მოვადუღე და ის იყო უნდა დავმჯდარიყავი ანიმ რო შემოგლიჯა კარი.
- აბაა, მადამ ანასტასია, მიამბეთ სად იყავით, როგორი იყო, როგორი ბიჭია, იმედი ხომ არ გაგიცრუათ
- ოოუუუ, შვილიი ჩაი თუ ყავა
- ყაცა იყოს - ყავა მოვუდუღე და დავჯექით ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე, ყურში რა მითხრა არც იმას არ ვუთხარი იმანაც დაიწყო, მაფიცა, ესაო ისაო, კოკას გაფიცებო, გიოს გაფიცებოო, ამასო იმასო, მაგრამ არ ვუთხარი. მერე ისიც წავიდა, ისე მივეჩვიეთ მგონი სხვადასხვა ოთახებში დაძინებას. მე ჯერ აივანზე გავედი და ცოტა ხანი მთვარეს ვუყურებდი და მუსიკებს ვუსმენდი, მერე შევედი და დავწექი, რათქმაუნდა ფიქრებმა გამიტაცა, კოკამ მომპარა ფიქრები, და მასზე ფიქრში ჩამძინებია.....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ანუკა ♡

au anastasia tasos dzma romelia gamaxsene ^^

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძალაინ კარგი თავი იყო

 



№3  offline წევრი a.bochorishvili

ანუკა ♡
au anastasia tasos dzma romelia gamaxsene ^^

ანასტასია იგივე ტასოა და არ ყავს ძმა, და ანი და ანდრია ტყუპები არიან თუმცა ყველა დემე თოკა გიო ანასტასია ანდრია ანი და ნინი ერთმანეთს და-ძმებად თვლიან

meocnebe avadmyopi
ძალაინ კარგი თავი იყო

მადლობა ♡
meocnebe avadmyopi
ძალაინ კარგი თავი იყო

მადლობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent