შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი როგორ მაგიჟებ ?! (13თავი)


24-03-2018, 23:04
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 183

იცი როგორ მაგიჟებ ?! (13თავი)

სახეზე საშინლად გავხურდი ეს კი იმის ნიშანი იყო,რომ გავწითლდი.მაგრამ არა სირცხვილისგან,ეს სიბრაზემ გამოიწვია.ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი,მაგრამ სუნამოს სუნმა საშინლად ამიწვა ცხვირი.ბოლოს კი,ყელი გავიწმინდე და ლაპარაკი დავიწყე.
-რა უფლებით მელაპარაკები ასე?ან შენ ვინ გეკითხება მე ვისთან ვიქნები?-ხმაში საშინლად მეტყობოდა ირონია,სახიდან კი ღიმილი არ მშორდებოდა.ისიც ირონიული იყო.
-გოგო შენ არ გესმის რას გეუბნები?აღარ დაგინახო მასთან ერთად-მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა,მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი.
-არავინ მოგცა ჩემთვის რაიმეს აგრძალვის უფლება-მისი მბოჭავი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე.და სააბაზანოში შევიკეტე.ცხელი წ..ის ქვეშ რამდენიმე საათი ვინებივრე,შემდეგ კი ისევ ოთახში დავბრუნდი.თმა გავიშრე,შემდეგ საღამური ჩავიცვი და საწოლში შევწექი.მართალია ჯერ მხოლოდ ივნისია მაგრამ საშინლად ცხელა,პლედი გადავიაფრე მაგრამ ძილში წრიალი დავიწყე და პლედი ფეხებში მოვიქციე,შემდეგ კი საერთოდ გადავაგდე.არ ვიცი რომელი საათი იყო მაგრამ კარების გაღების ხმამ გამაღვიძა,ყურადღება არ მიმიქცევია ისევ განვაგრძე ღრმა ძილი.
შემდეგ მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა,არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება.
-მგონი ეს საღამური ძალიან მოკლეა-ახლა უკვე საუბარიც დაიწყ…ამ ხმის გაგონებაზე უცებ ვჭყიტე თვალები და წამში დავლანდე დემიანი.მისი ხმის გაგონებისას თვალები ვჭყიტე,რა უნდა აქ?
-აქ რა გინდა?ჩქარა გადი ოთახიდან-მაშინვე ყვირილი დავიწყე.
-ხუთი წუთის წინ გაღვიძებაც არ გინდოდა,ახლა კი მეჩხუბები?-მისმა ირონიულმა ღიმილმა უარესად მომიშალა ნერვები.
-დემიან გადი-თითით გასასვლელისკენ ვანიშნე.მაგრამ მაინც უძრავად იჯდა,უცებ ტელეფონი აზუზუნდა.მაშინვე დავავლე ხელი და ნომერს დავხედე.უცხო იყო,მაგრამ მაინც ვუპასუხე.
-გისმენთ.
-ან,როგორ ხარ?-ნაცნობი ბარიტონის გაგონებისას სახეზე ღიმილი მომედო.
-სანდრო?…კარგად შენ?-სანდრო როგორც კი ვახსენე დემიანის ცვლილება შესამჩნევი გახდა.
-რავი მეც რა,დღეს შევხვდეთ?
-არ ვიცი,თუ მეცლება მოგწერ.
-კარგი,გელოდები-ჩვენი საუბარი მხოლოდ ამით შემოიფარგლა.სანდროსთან შეხვედრა არ მინდა,ეს კარგად არ მეჩვენება.მე ხომ დემიანი მიყვარს,თუმცა სანდროსთან ერთად დავიდივარ “პაემანზე“ ეს კი არაა ნორმალური,ნორმალურს,რომ თავი გავანებოთ სულაც არაა კარგი ერთს ეტრფოდე და მეორეს ხვდებოდე.ამით ორივეს გული გვიტყდება.მეც და სანდროსაც,რადგან მე სხვა მიყვარს მაგრამ მასთან არ ვარ,სანდროს კი გული გაუტყდება.რადგან მე მას ვატყუებ,მაგრამ ეს შეხვედრა არ იქნება პაემანი.მე მას დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ,გავარკვევ იმაში რაც ხდება.არ მინდა,რომ ჩემთან ერთად ისიც იტანჯებოდეს რადგან სრულიად უდანაშაულოა.
ფიქრებიდან დემიანის ხმამ გამომიყვანა,ისევ კატეგორიული ტონი ქონდა.
-არ წახვალ.
-შენ არავინ გეკითხება-მეტი არაფერი მითქვამს,ავდექი და ტანსაცმელს ხელი დავავლე.შემდეგ კი სააბაზანოში შევედი და გამოვიცვალე,რადგან ის ოთახიდა არ გადიოდა მდ გავედი და მარტო დავტოვე.სააბაზანოდან როცა გამოვედი ისევ ოთახში შევედი,ტელეფონს დავავლე ხელი და ქვევით ჩავედი.ყველა სამზარეულოში იყო შეყუჟული და იქვე საუბრობდნენ,თან სასუსნავებს ჭამდნენ.კი მაგრამ რომელი საათია,საუზმე სადაა?ტელეფონის ეკრანს დავაკვირდი და თვალები გამიფართოვდა-12:56,რომ წავიკითხე.ამ დრომდე აქამდე არასდროა მძინებია.
-მძინარე მზეთუნახავს სალამი-გუკა წამოხტა და ლოყები დამიწელა,მის საქციელზე გამეცინა და იმავე გავიმეორე.
-ისაუზმეთ უკვე?
-კი,შენ არ გინდა?
-არა,უნდა წავიდე-გადავწყვიტე სანდროსთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე დამეგეგმა.
-სად?-სალომე უცებ წამოხტა ფეხზე.
-სანდროს უნდა შევხვდე.-ამის გაგება სალომეს არ მოეწონა,მაგრამ ყველაფერს ავუხსნი.ბიჭებს რაც შეეხება კითხვები დამაყარეს თუ ვინაა სანდრო.სანამ მათ კითხვებზე მორჩილად ვცემდი პასუხს დემიანიც შემოგვიერთდა,გაბრაზებული იყო.არ მიმიქცევია ყურადღება,სანდროს მივწერე და პასუხად მომწერა,რომ ნახევარ საათში სახლთან იქნებოდა.ბავშვებთან ცოტახანი კიდევ “ვიჭორიკნე“ შემდეგ კი ოთახში ავედი,კარადიდან ღია ვარდისფერი სარაფანი გამოვიღე,ფეხზე ბალეტკები ჩავიცვი და თმა კოსად შევიკარი.
-პრინცესა,მეშინია შენი თავი არ მომტაცონ-ალექსანდრემ.გამიცინა და შუბლზე ტუჩები მომაწება.
-ნუ ბოდიალებ ამხელა კაცი რა-მეც გავუცინე და იქვე დავჯექი.სანდროს ზარს ველოდი და აი ისიც.ბავშვებს დავემშვიდობე და გაერთ გავედი.ის თავის მანქანაზე მიყრდნობილი იდგა.ჯინსის შარვალი და ტანზე მომდგარი მუჯი ლურჯი,მოკლემკლავიანი მაისური ეცვა.
-როგორ ხარ ანუკი?
-შესანიშნავად.
-წავედით?
-კი-მანქანის კარები გამიღო და მეც დავიკავე მის გვერდით ადგილი,ღვედი შევიკარი შემდეგ კი ნელ-ნელა ვათვალიერებდი ბათუმის ქუჩებს.მანქანა პატარა,მყუდრო კაფესთან გააჩერა.
შიგნით,როცა შევედით მიმტანი მაშინვე ჩვენთან გაჩდა.
-რას ინებებთ?
-წვენი,ატმის-სანდრომ შეკვეთა მისცა შემდეგ კი ისევ მე მომიბრუნდა.
-მომისმინე შენთან სალაპარაკო მაქვს.-საუბარის წამოწყება ვცადე
-სიმართლე გითხრა მეც.-მაგრამ ეს,რომ მითხრა მართლა ძალიან გამიკვირდა.
-მოკლედ…არ მინდა,რომ ეს პაემანი იყოს,ან რაიმე მსგავსი.აქ მხოლოდ სალაპარაკოდ მოვედი,არ მინდა ცუდად გამომივიდეს…მინდა იცოდე,რომ ჩემთვის მეგობარზე მეტი ვერ იქნები რადგან…-წინადადების დასრულება ვერ მოვახერხე.
-რადგან დემიანი გიყვარს,ვიცი ანა და მეც იმის თქმა მინდოდა,რომ შენთან მხოლოდ მეგობრობა მინდა.-საშინლად მესიამოვნა მისი ნათქვამი,ყველაზე მეტად კი ის მიხარია,რომ მას არ ეტკინება.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე.
-კარგი,ახლა დემიანზე და შენზე ვისაუბროთ.
-აქ მოსაყოლი არაფერია.-ჩემი ხმის ცვილება შესამჩნევი გახდა.
-რატომ ფიქრობ ასე?
-მართალია მე ის მიყვარს,მაგრამ ის ჩემს მიმართ არაფერს გრძნობს.
-დარწმუნებული ხარ?მაშინ კლუბში რატომ იეჭვიანა?
-ალბათ იმიტომ,რომ ჩემი ნდობა მოიპოვოს.დამარწმუნოს,რომ ვუყვარვარ შემდეგ კი გული გამიტეხოს.-ისევ ნაღვლიანად ამოვიფრუტუნე.
-ანა,იყავი ოპტიმისტი.ნუ უყურებ ცხოვრებას შავ-თეთრი მხრით.
-არ ვიცი რა ვქნა სანდრო.
-დროს მიენდე და ყველაფერი ნათელი გახდება-მასთან ერთად კარგი დრო გავატარე.თბილი და კომონიკაბელური ბიჭია სანდრო,მასთან საუბარი დიდ სიამოვნებას მოგგვრის.კაფეში ცოტახანი გავჩერდით,წასვლის დრო როცა მოვიდა გარეთ გავედით,თუმცა უცებ დემიანი გაოჩდა.მანქანა ჩვენ ფეხებთა გააჩერა და კარები გააღო.
-ჩაჯექი და წამოდი-აშკარა იყო,რომ ის სანდროს კი არა მე მესაუბრებოდა.
-უკაცრავად?-საშინლად გამაღიზიანა მისმა ქცევამ.
-ვერ გაიგე რა გითხარი?
-ძმაო,მგონი შენთან ერთად წამოსვლა არ უნდა.თან მე მასთან ერთად ვარ-ახლა საუბარში სანდრო ჩაერთო.
-შენ არავინ გეკითხება,ანა ჩქარა მანქანაში.
-არა.-მკაცრად განვაცხადე და თავი მაღლა ავწიე.
-ან,მიდი გაყევი და გზაში დაელაპარაკე-სანდრომ ყურში მიჩურჩულა და ტუჩები ლოყაზე მომაწება.მივხვდი ამას რისთვისაც აკეთებდა,თან თვალი ჩამიკრა.
-ანა!-მაშინვე გაისმა დემიანის ბოხი ბარიტონი და მეც მოვთავსდი მანქანაში,სანდროს დავემშვიდობე და ღვედი შევიკარი.
სიჩუმეში დიდი დრო გავიდა,ან მე მეჩვენებოდა ასე.ბოლოს ვეღარ მოვითმინე და სიჩუმე მე დავარღვიე.
-შენ რა,მითვალთვალებდი?საიდან იცოდი რომელ კაფეში ვიყავით?
-შეიძლება ასეც ითქვას.-ეს ისე განაცხადა თითქოს არაფერი.
-და ამას ასე წყნარად განაცხადებ?რა გინდა დემიან?
-ის,რომ მას აღარ შეხვდე.-ისეც იგივე ტონალობაში განაცხადებს.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავს-ცინიზმით სავსე ტონით ვეუბნები და გზას გავყურებ.მაგრამ როცა მისკენ ვაპარებ თვალს ვხედავ დაჭიმულ ძარღვებს მის ხელებზე.
სახლში როცა მივედი კითხვები მაშინვე მომაყარეს:
-რაზე ისაუბრეთ?
-როდის შეხვდებით?
-კომპიმენტი?
-სიმპატიური იყო?-ეს და კიდევ მრავალი სხვა.მათზე მეცინებოდა მაგრამ რამდენიმე კითხვაზე ვცემდი პასუხს.მთავარი კი გამოვტოვე.რაღაცეებ ვალამაზებდი კიდეც და ასე ვავსებდი მათ ცნობისმოყვარეობას.
-აუ მშია,თქვენ?-კითხევებზე პასუხი როგორც კი ამოვწურე მაშინვე გამახსენდა ის ფაქტი,რომ დილიდან არაფერი მეჭამა.ჭამა ისევ მარტო მიწევდა,ამიტომ როგორც კი გამოვიცვალე სამზარეულოში გავვარდი და საჭმლის კეთება დავიწყე.
ჭამა როგორც კი დავასრულე ყველაფერი მკვალაგე და მისაღებში დავბრუნდი.ბავშვები რაღაცაზე საუბრობდნენ,რაღაცაზე რა ზღვაზე გასვლას აპირებდნენ.მაგრამ სახლში დავრჩი,არ მინდოდა ჯერ სანაპიროზე გასვლა.
-აუ ანა წამო რა-სალომე ათასჯერ მიმეორებდა ერთსა და იმავეს მაგრამ მაინც ვერ დამიყოლია და ბოლოს დანებდა.
ყველა როცა წავიდა კმაყოფილმა დავიკავე მთელი მისაღები,ტელევიზორში ჩემი უსაყვარლესი ფილმი გადიოდა.შოკოლადები მოვიმარჯვე და უკვე არ ვიცი მერამდენედ ვუყურებდი თაიმლესს-გიდეონის და გვენის ისტორიას.ზოგ მომენტში ავტირდებოდი კიდეც.შოკოლადებთან ერთად ეს ყველაფერი კი უფრო საინტერესო ხდებოდა.
უცებ მხრებზე ხელის შეხება ვიგრძენი,ჟრუანტელმა დამიარა და მაშინვე მივხვდი თუ ვინ იყო.
-შოკოლადზე უფრო ტკბილი რამ ვიცი-ბოხი ბარიტონი უფრო დაბოხებოდა,ტანში კი ჟრუანტელი ორმაგად მივლიდა.თუმცა თავი გავაქნიე,ფიქრები უკუვაგდე და მაშინვე მოვბრუნდი.
-შენ წასული არ იყავი?რას აკეთებ აქ?
-რადგან შენ არ წამოხვედი მეც დავრჩი.
-და ამით რას ცვლი?
-შოკოლადზე ტკბილი რამ მომინდა.
-რა?
-იცი როგორ მაგიჟებს?
-დემიან რა გაგიჟებს,ან რატომ მესაუბრები ნამიოკებით.
-ფუ ამის…-ხელი დამავლო და ისევ დააცხრა ბაგეებს.შეწინააღმდეგების შემდეგ,როგორც იქნა მოვშორდი.
-ასეთ შეცდომას მეორედ აღარ დავუშვებ.არ მოგცემ.იმის საშუალებას,რომ ჩემით გაერთო-ფეხზე ავდექი და ოთახში ჩავიკეტე.არა,რასაც არ უნდა ვგრძნობდე მის მიმართ მაინც არ მივცემ ამის უფლებას.
-ანა კარები გამიღე.-ხმას არ ვცემდი.
-ანა.
-ანა,გამიღე კარები და ამიხსენი რას ნიშნავს ის,რომ მე შენით ვერთობი-უკვე ყვიროდა და კარებზე ხელებს აბრახუნებდა.
მივედი და გავაღე,გაჩერდა და თვალებში მიყურებდა.
როგორ შეუძლია ასეთი იყოს?საშინლად ხცვალებადი ხასიათის,მსახიობი და მატყუარა.არა ეს სიტყვები მას სწორად არ აღწერს,რა უნდა გავაკეთო?არაფერი მესმის.ვერ ვხვდები რას გრძნობს ან როგორ ხასიათზეა.
საშინლად ამოუცნობია,ეს კი უფრო მხიბლავს თუმცა ნერვებსაც მიშლის.
-გინა არა გაგება?როცა სვანეთში ვიყავით,მაშინ როცა მაკოცე…მეც დაუფიქრებლად აგყევი მოქმედებაში და ასე რამდენჯერ განმეორდა,მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და ვიფიქრე,რომ შენ მხოლოდ ერთობოდი ჩემით.ეს ფაქტი იმანაც დაადასტურა,რომ ერთი კვირის შემდეგ ნუკა…ნუკა ჩამოვიდა.ეხლა გაიგე?არ მინდა,რომ ჩემით ერთობოდე,არა.შემეშვი დემიან,მტკენ შენი საქციელით ამიტომ უბრალოდ შემეშვი.-ხმას თანდათან ვუწევდი და ბოლოს უკვე ვყვიროდი,თან ხელებს ვიქნევდი.არაფერი უთქვამს,შებრუნდა და წავიდა.
მეტკინა?-კი,მეტკინა თუმცა ეს მე ვთხოვე.მე ვთხივე,რომ თავი დაენებებია და მან ეს შეასრულა…скачать dle 11.3




№1 წევრი ლათინო

პირველი ვარ! უნდა წავიკითხო

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

კიდევ უფრო დაძაბუნებულა სიტუაცია,ძალიანკარგი თავი იყო

 



№3  offline წევრი ლიდია

ომგ
ეს რაიყო
ნუ გვაწვალებ მალე ქნას რამე დემიანმა თორემ ამოვწყვიტავ
ძალიან მომწონს!❤️❤️❤️

 



№4  offline წევრი teengirllove

momwons dzaan ,ase gaagrdzele

 



№5 სტუმარი ani gafrindashvili

ლათინო
პირველი ვარ! უნდა წავიკითხო

აუუ შენს ისტორიას როდის დადებ მომენატრა ახალი თავიი

აუუ ისე წავიკითხე ვერ მივხვდი როდის დავასრულე არჩვეულებრივია წარმატებეიიი ველოდები ახალ თავსსს

ani gafrindashvili
ლათინო
პირველი ვარ! უნდა წავიკითხო

აუუ შენს ისტორიას როდის დადებ მომენატრა ახალი თავიი

აუუ ისე წავიკითხე ვერ მივხვდი როდის დავასრულე არჩვეულებრივია წარმატებეიიი ველოდები ახალ თავსსს

ვაიმე ბოდიში კომპიუტერმა გჭედა ამიტომაც შენს პასუხად გამოჩნდა

 



№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგია.მაგრამ პატარაააააა.ველოდები ახალს მალე და ბეევრს.

 



№7  offline მოდერი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
კიდევ უფრო დაძაბუნებულა სიტუაცია,ძალიანკარგი თავი იყო

მიხარიაა.იმდენი ვიფიქრე რა მექნა,ბოლოს ვიპოვე გამოსავალი))

ლიდია
ომგ
ეს რაიყო
ნუ გვაწვალებ მალე ქნას რამე დემიანმა თორემ ამოვწყვიტავ
ძალიან მომწონს!❤️❤️❤️

გაგახარებ და გეტყვი,რომ მალე იზამს)) კარგი მეტის მთქმელი მე არ ვარ,მიხარია,რომ მოგეწონა))

teengirllove
momwons dzaan ,ase gaagrdzele

მადლობა საყვარელო))

ani gafrindashvili
ლათინო
პირველი ვარ! უნდა წავიკითხო

აუუ შენს ისტორიას როდის დადებ მომენატრა ახალი თავიი

აუუ ისე წავიკითხე ვერ მივხვდი როდის დავასრულე არჩვეულებრივია წარმატებეიიი ველოდები ახალ თავსსს

ani gafrindashvili
ლათინო
პირველი ვარ! უნდა წავიკითხო

აუუ შენს ისტორიას როდის დადებ მომენატრა ახალი თავიი

აუუ ისე წავიკითხე ვერ მივხვდი როდის დავასრულე არჩვეულებრივია წარმატებეიიი ველოდები ახალ თავსსს

ვაიმე ბოდიში კომპიუტერმა გჭედა ამიტომაც შენს პასუხად გამოჩნდა


არაფერია,მთავარია დააკომენტარე.ძალიან გამახარე)) აზრი არ აქვს პასუხად გამოჩდება შენი კომენტარი თუ არა)) მთავარია,რომ გამოჩდეს )) მადლობა ან))

სტუმარი მარიამი
ძალიან კარგია.მაგრამ პატარაააააა.ველოდები ახალს მალე და ბეევრს.

ვიცი,რომ პატარა თავებია მაგრამ ტელეფონით ვწერ და ცოტათი მიჭირს.იმედია გამიგებთ))

 



№8 სტუმარი qeta

ვაიმე რა მაგარია

 



№9  offline მოდერი Girl with pretty smile

qeta
ვაიმე რა მაგარია

მიხარია თუ მოგეწონა ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent