შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება ( თავი 2 )


25-03-2018, 11:44
ავტორი teengirllove
ნანახია 1 145

მაღალი საზოგადოება ( თავი 2 )

დილით ძლივს ვიღვიძებ, ბუძილნიკს ვთიშავ და ფეხს საბნიდან ვყოფ , მესამე კვირაა რაც აქ ვარ, აქაურობას თითქმის შევეჩვიე , მასწავლებლებიც მომწონს , ვაკე ხმაურიანია რაც ცოტა მღლის მაგრამ მეტალო პლასტმასის ფანჯრებში ხმაური დიდად არ შემოდის ..მოკლედ ვდგები, ხელ-პირს ვიბან ,თმას ვივარცხნი ,ვიწნი ,შემდეგ თეთრ ყვავილებიან კაბას და კეტებს ვიცვავ,სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ ,ეს კაბა ძალიან მიყვარს ,არა იმიტომ რომ ძალიან ლამაზია ,უბრალოდ მისი უბრალოება მხიბლავს, ჩანთა ავიღე და სამზარეულოში შევედი,დედამ ამათვალიერა და გაეღიმა..
- რატომ იღიმი? ვკითხე და წინ ჩამოვუჯექი
-აბა შენსავით უჟმური ხომარ ვიქნები..
-დედა !! ხომ იცი არ შემიძლია ეს ძალით სიცილი..მითხარი რატომ გაგეღიმა
- ხო ვიცი...მაგ კაბაში ძალიან საყვარელი ხარ
-ხო რავი მეც მომწონს , უბრალოა და
-ხო შენ უბრალო ტანსაცმელი გიყვარს,ამაში მე მგავხარ
-ხოო...ბუტერბროდი შევჭამე , წვენი მოვსვი ,წამალი დავლიე და სკოლისაკენ წავედი...
სკოლის ეზოში,ბავშვები შეკრებილიყვნენ სასტავებად იჯდნენ და როგორც ყოველთვის ტელეფონში იხედებოდნენ...თავი დავხარე დამნაშავესავით და ისე მივიწევდი სკოლის კარებისკენ , კიბეებთან , ნინო,ალექსანდრე , ნიკა და გვანცა იდგნენ ,რაღაცაზე ლაპარაკობდნენ ,არვიცი რატომ მაგრამ მათ წინ ჩავლა არ მინდოდა ,თუმცა სხვა გზა არ მქონდა ...არ შემიხედავს ისე ავუარე გვერდი ..
-ჰეი ახალო...დამიძახა მათგან ერთ-ერთმა ..გავხედე , ნინო ეშმაკური ღიმილით მიყურებდა..-მაგარი კაბაა ...მითხრა და კარგად ამათვალიერა , ამის გაგონებაზე დანარჩენ სამსაც გაეცინა , მეკი წარბიც არ შემხრია ისე ვუყურებდი, ნინო მეგობრების სიცილმა კიდევ უფრო გაათამამა ,მომიახლოვდა და თავისი კეკლუცობით მომმართა - სად იყიდე ,რა ბრენდია?...ისევ მომესმა უკანა პლანიდან სიცილი ..ძალიან გავბრაზდი, წყნარი კი ვიყავი მაგრამ დაცინვას არავის შევარჩენდი ..
- ბრენდი არ არის, უბრალო კაბაა ,თუ ძალიან გაინტერესებს გაგირკვევ სად იყიდება,თუმცა არამგონია შენი სტილი იყოს...ვუთხარი და მკაცრი მზერა ვსტყორცნე ,არ ელოდა ჩემგან ხმის ამოღებას , უკან რომელიღაცამ ჩაიხითხითა თუმცა ვერ დავინახე ვინ იყო...
-ხო ,ჩემი სტილი ნამდვილად არ არის ...მითხრა და დამცინავად ამათვალიერა კიდევ ერთხელ...
-ხო მეც ზუსტად ეგ ვთქვი ..ვუთხარი და სკოლაში შევედი..კლასში ჩემს ადგილას მოვკალათდი, ყურებში ნაოშნიკები გავირჭე და ფანჯარაში დავიწყე ყურება...ვერცკი ვიგრძენი ისე მომიჯდა გვერდით ნუცა და ნაოშნიკები მომხსნა..
-როგორ ხარ ჩიტო? მკითხა და გამიღიმა
-კარგად შენ ?
-მეც კარგად , საყვარლად გამოიყურები...მითხრა და კაბაზე მიმანიშნა
-ხოომ ,მადლობა ,პირველი არ ხარ ვინც კომოლიმენტს მეუბნება...ირონიით ავღნიშნე
-რას გულისხმობ?ვინმემ დამასწრო და არ ვიცი? მკითხა და გეცინა
მას ნინოსთან მომხდარი ვუამბე ...
-გაგიჟდი? მითხრა ბოლოს ..გაკვირვებულმა შევხედე
-რაიყო?
- არაფერი უბრალოდ პირველი ხარ ვინც ასათიანს შეეპასუხა..
-ნინო ასათიანი..ჰმ..არაუშავს , დაცინვას არავის შევარჩენ
- ხო, ნეტავ იქ ვყოფილიყავი და მისი სახე მენახა როცა სიტყვა არ შეარჩინე ...
-დამიჯერე ისეთი არაფერი ყოფილა
-ფრთხილად იყავი არ გადაგეკიდოს
- კაი რა , მისი არ მეშინია...ვუთხარი და წიგნები ამოვიღე..ნუცამ ღრმად ამოიოხრა და მომბაძა ....ორი გაკვეთილი გავიდა მას შემდეგ , სასადილოში ჩავედი ,ამჯერად მეც სალათი ავიღე და მაგიდას მივუჯექი ,ნუცას ველოდებოდი ,მაგრამ რატომღაც ის ჩამოსვლას არ ჩქარობდა ,გვერდით მაგიდიდან ნინოს მზერა ვიგრძენი, რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ..მათთვის არ შემიხედავს , ჭამა დავასრულე და წამალი დავლიე , შემდეგ წიგნი ამოვიღე და გაკვეთილის გადამეორება დავიწყე...
-პრივეტ !!! ზურგიდან მამაკაცის ბიხი ხმა მომესმა , უცებ ჩემს წინ ალექსანდრე გაჩნდა , ღიმილით მიყურებდა , გაკვირვებულმა ავხედე , საოცრად სიმპატიური იყო ,ლურჯი თხელი მაისური ეცვა ,რომელიც მის შესანიშნავ აღნაგობას ხაზს უსვამდა და კიდევ უფრო მატებდა ქარიზმატულობას , არ გამიღიმია ისე შევხედე ,თუმცაკი რთულია ასეთ სექსუალურ ღიმილს ცივად შეხვდე...ჩემს წინ ჩამოჯდა და ცოტახანი სახეზე დამაკვირდა ,რადგან ხმას არ იღებდა ყურადღება აღარ მივაქციე და ისევ წიგნს დავუწყე ყურება ,თუმცა არ ვკითხულობდი უბრალოდ ვაშტერდებოდი..
- ნიტა არა? მკითხა ბოლოს
გაკვირვებულმა ავხედე, საიდან იცოდა მისტერ მექალთანემ ჩემი სახელი? ბოლოს თავი დავუქნიე ,ისევ არაფრისმთქმელი მზერით ვუყურებდი..
- გვარი?არ ცხრებოდა
ამოვიოხრე და წიგნი დავხურე , პირდაპირ თვალებში შევხედე -ჯაფარიძე!!! ვუთხარი მტკიცედ ...შეცბუნდა ,როგორც ჩანს გოგოებისგან მისი დანახვისას დაბნევას იყო შეჩვეული ..
-ჯაფარიძე ...გაიმეორა - დიდი ხანია ჩვენს სკოლაში სწავლობ? აქამდე არ დამინახიხარ..გამეცინა და მაშინვე გამახსენდა როგორ დამიძახა დილას ნინომ ახალი, ე.ი იცოდა ახალი გადმოსული რომ ვიყავი
-რა გაცინებს?
-სულელად რომ მთვლი ის
-საიდან მოიტანე რომ სულელად გთვლი? დაბნევით შემომხედა
-აბა არ იცი რომ ამ წელს გადმოვედი ? ვკითხე ნიშნისმოგებით ,მომეწონა როცა დავინახე რომ დაიბნა და ცოტა აწითლდა
-არა ..კი...არა არ ვიცოდი
-რავიცი შენმა მეგობარმა იცოდა და ...
-ხოო.. მე არ ვიცოდი..მითხრა და გამიღიმა
-ეხლა იცი...ვუთხარი და წიგნი ჩანთაში ჩავდე
-კარგი , მე წავედი ,კარგად ...ვუთხარი და სასადილო დავტოვე ,ვიგრძენი როგორ გამომაყოლა მზერა მანაც და მისმა მეგობრებმაც ,მაგრამ მათთვის არც შემიხედავს ...
კლასში ყველაფერი ნუცას მოვუყევი, ისე ჯერ ინტერესით მისმენდა , შემდეგ გადაიხარხარა და ლოყაზე მიჩქმიტა...
-რა საყვარელი ხარ ,დღეს უკვე ორი სწერვა მოსვი თავის აგილას ,გილოცავ..
საპასუხოდ მეც გამეცინა ...ნუცამ უეცრად სიცილი შეწყვიტა და სერიოზულად შემომხედა ..
-რამოხდა ნუც?
-პირველად ვნახე როგორ იცინი..
-მერე?
-ძაან გიხდება ნიტ , ხშირად უნდა იცინოდე ..
- ხომ იცი არ მიყვარს ეს ყოველ წამს სიცილი და ღრეჯვა ..
- ხო ვიცი...
გაკვეთილები მალე დამთავრდა ,ჩანთა მოვიკიდე ,ნუცას დავემშვიდობე და ფეხით გავაგრძელე სახლისკენ გზა , აქ ყველა მანქანით იყო, ზოგს მძღოლი ჰყავდა ,ზოგიც თვითონ მართავდა ძვირადღირებულ მანქანას...მეკი ფეხით სეირნობა მიყვარს , მანქანით მგზავრობა დიდად არ მიზიდავდა არასოდეს , თურქეთში ველოსიპედებით დავდიოდი,მაგრამ აქ მაგისი გზები არ არის...მოკლედ ფეხით მივუყვებოდი ტროტუარს ,თან რაღაცაზე ვფიქრობდი ,უცებ ვიღაცამ დამისიგნალა გვერდიდან და მანქანაც მომიჩერა , შუშები დაბურული იყო ამიტომ ვერ მივხვდი ვინ მისიგნალებდა , მძღოლმა შუშა ჩამოწია და ალექსანდრეს სახე დავლანდე ..მიყურებდა და მიღიმოდა , მისი ღიმილი, ჯანდაბა რა სიმპატიურია...ჩემი თავის თავად გამიკვირდა ,რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი...
-საით მიდიხარ ნიტა? ჩემი სახელის ხსენებაზე რეალობას დავუბრუნდი
-სახლში... ვუთხარი და თვალები შევანათე
- ფეხით? ისე მკითხა თითქოს საოცრება დაინახაო
-ხო რამოხდა?
-არაფერი , წამო გაგიყვან ...
ჰმ თავი ვინ ჰგონია ...
-არაა მადლობა არ მინდა
-რატომ? ჩემი ხომარ გეშინია? სიცილით მომაძახა
-ჰმ..ვინ ხარ რომ შენი მეშინოდეს? ირონიით მივახალე...?გაკვირვებულმა შემომხედა ,თავი გააქნია -ანუ არ მოდიხარ?
-არა ..?ვუთხარი ამაყად
-კარგი...მხრები აიჩეჩა , შუშა ასწია და წავიდა...
,, ჩემი ხომარ გეშინია? " გამოვაჯავრე უცებ , ვინ მიგდია ერთი მისი რომ მეშინოდეს , სულელი...თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე...სახლში არავინ იყო, კარები გავაღე ,ჩანთა იქვე მივაგდე ,ბუტერბროდი გავიკეთე და ოთახში ავედი, უცებ გამოვიცვალე ,ელასტიკი და სპორტული მაისური ჩავიცვი..ლოგინზე მოვკალათდი ,ბუტერბრდი შევჭამე ,შემდეგ წამოვწექი ,ძალიან დაღლილი ვიყავი,თვალები დავხუჭე და ფიქრებაში გადავეშვი ეგრევე , რატომღაც თვალწინ ალექსანდრეს სახე დამიდგა როცა მიღიმოდა , მაშინვე თვალები გავახილე და საკუთარ თავს გაკიცხვა დავუწყე , რატომ გამახსენდა ? საერთოდ რას გადამეკიდა ეს ბიჭი ? მასზე რატიმ ვფიქრობ ? ...ჰმ ალბათ გადაღლილობის ბრალია , ნიტა არ გაბედო და მასზე აღარ იფიქრო იცოდე შევუძახე ჩემს თავს ..შემდეგ ფანჯრისკენ გადავბრუნდი,ცოტახანში კი ჩამეძინა კიდეც..



ესეც მეორე თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ ..არ მინდა იმედები გაგიცრუოთ და თქვენი მოლოდინი არ გავამართლო..აბა შემიფასეთскачать dle 11.3




№1 სტუმარი qeta

მაგარია ძალიან ოღონდ ცოტა გაზარდე თავები heart_eyes heart_eyes

 



№2 წევრი teengirllove

qeta
მაგარია ძალიან ოღონდ ცოტა გაზარდე თავები heart_eyes heart_eyes

madliba...ki gavzrdi

 



№3  offline წევრი talia

ვაიმეეეეეეე შანსი არ არის აზრზე არ ვიყავი ვის ნაწარმოებს ვკითხულობდი,თურმე ჩემი კნუტი ყოფილააა,გამაოცე heart_eyes heart_eyes ძალიან მაგარიაააა

 



№4 წევრი teengirllove

talia
ვაიმეეეეეეე შანსი არ არის აზრზე არ ვიყავი ვის ნაწარმოებს ვკითხულობდი,თურმე ჩემი კნუტი ყოფილააა,გამაოცე heart_eyes heart_eyes ძალიან მაგარიაააა

მადლობა ტალუშ

 



№5 სტუმარი სტუმარი An Ni

sauketesoaa male dadee shemiyvardi dzaan ♡

 



№6  offline მოდერი Girl with pretty smile

არ ვინანე გაგრძელება,რომ გთხოვე.
ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.
ყოჩაღ ჩვენ გოგო,ასე გააგრძელოს))
იმედია შემდეგ თავს მალე დადებ))

 



№7 სტუმარი სტუმარი shalo

bunebis shecdoma var

 



№8 წევრი teengirllove

სტუმარი An Ni
sauketesoaa male dadee shemiyvardi dzaan ♡

xavl davdeb sayvareloo :))

Girl with pretty smile
არ ვინანე გაგრძელება,რომ გთხოვე.
ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.
ყოჩაღ ჩვენ გოგო,ასე გააგრძელოს))
იმედია შემდეგ თავს მალე დადებ))

xval davdeb...ise mohwont rom ukve meshinia araferi chavaflavo :))

 




Girl with pretty smile
არ ვინანე გაგრძელება,რომ გთხოვე.
ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.
ყოჩაღ ჩვენ გოგო,ასე გააგრძელოს))
იმედია შემდეგ თავს მალე დადებ))

შენი საიდან არის ერთი გამარკვიე,ჩემია sunglasses

 



№10 წევრი teengirllove

მწვანეთვალებაგოგო
Girl with pretty smile
არ ვინანე გაგრძელება,რომ გთხოვე.
ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.
ყოჩაღ ჩვენ გოგო,ასე გააგრძელოს))
იმედია შემდეგ თავს მალე დადებ))

შენი საიდან არის ერთი გამარკვიე,ჩემია sunglasses

კაი ნუ იჩხუბებთ ,ორივესი ვიქნები ;)))

 



№11 სტუმარი სტუმარი shalo

chemia....

 



№12 წევრი blondeangel631

გააგრძელე ძალიან მომწონს უბრალოდ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე heart_eyes heart_eyes შემდეგ თავს ველოდები მალე დადე kissing_heart kissing_heart

 



№13  offline მოდერი Girl with pretty smile

მწვანეთვალებაგოგო
Girl with pretty smile
არ ვინანე გაგრძელება,რომ გთხოვე.
ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა.
ყოჩაღ ჩვენ გოგო,ასე გააგრძელოს))
იმედია შემდეგ თავს მალე დადებ))

შენი საიდან არის ერთი გამარკვიე,ჩემია sunglasses

ვაუიმე ეს აქაც როგორ უნდა გამომეკვეხოსს?? ჩემია დამორჩა და იქ ჩემი კი არა ჩვენი წერია.ფუ ბრმა :დდდ

 



№14 სტუმარი სტუმარი ანა

სწერვებთან საუბარი ათასჯერ წავიკითხე ათსჯევე გულიანად ვიცინე მაგარი თავი იყო შემდეგ თავებშიც მოსვი ის დარჩენილი ორიც ადგილზე ????

 



№15 წევრი teengirllove

blondeangel631
გააგრძელე ძალიან მომწონს უბრალოდ ცოტა დიდი თავები დადე ხოლმე heart_eyes heart_eyes შემდეგ თავს ველოდები მალე დადე kissing_heart kissing_heart

madliba..nel-nela gavadideb tavebs imxelaze rom mere wakitxva dagezarebat :)))))vxumrob ,magram martla gavadideb

სტუმარი ანა
სწერვებთან საუბარი ათასჯერ წავიკითხე ათსჯევე გულიანად ვიცინე მაგარი თავი იყო შემდეგ თავებშიც მოსვი ის დარჩენილი ორიც ადგილზე ????

ki magat mouwevt egre

 



№16  offline წევრი talia

ეხლა ყველა დაოკდით ჩემს კნუტს ნუ მართმევთ. ითექ ხო ჩემი ხარ?

 



№17 წევრი teengirllove

talia
ეხლა ყველა დაოკდით ჩემს კნუტს ნუ მართმევთ. ითექ ხო ჩემი ხარ?

aba ra ,magaze ori azri ar arsebobs ;)))

 



№18  offline მოდერი D-roni

კარგი წერის სტილი გაქვს:)
მომწონს ნუცას და ნიტას დუეტი , ნუცა ჩემი მოსახელეა და ცუდი ხომ ვერ იქნება :დ
ალექსანდრეც მომწონს , თანაც ძალიან!
უჰ ის გოგო რომ მიაჩმორა ძალიან გავიბერე სიამაყისგან და ბედნიერებისგან , კარგი გოგო ხარ , ასე გააგრძელე , ბოლომდე მოგყვები ... ვფიქრობ საინტერესოდ განავითარებ , განსხვავებული შინაარსის მქონე ჩანს და ეს ძალიან მიზიდავს!

 



№19 წევრი teengirllove

D-roni
კარგი წერის სტილი გაქვს:)
მომწონს ნუცას და ნიტას დუეტი , ნუცა ჩემი მოსახელეა და ცუდი ხომ ვერ იქნება :დ
ალექსანდრეც მომწონს , თანაც ძალიან!
უჰ ის გოგო რომ მიაჩმორა ძალიან გავიბერე სიამაყისგან და ბედნიერებისგან , კარგი გოგო ხარ , ასე გააგრძელე , ბოლომდე მოგყვები ... ვფიქრობ საინტერესოდ განავითარებ , განსხვავებული შინაარსის მქონე ჩანს და ეს ძალიან მიზიდავს!

madloba ,imedi maqvs molodims gagimartlebt

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent