შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 1


25-03-2018, 15:40
ავტორი Saally Saally
ნანახია 769

შენს მკლავებში დავლევ სულს 1

-ევა,მიხვედი სახლში?
-არა ჯერ,ტაქსიც კი არ ჩანს..ჯანდაბა სულ დავსველდი..
-რომ შემეძლოს ახლავე გამოვიდოდი ხომ იცი..
-ვიცი,ვიცი..მგონი ტაქსს ვხედავ,კაი დროებით.
სწრაფად გავთშე და გზისკენ გავემართე,წვიმა თანდათან უმატებდა,ნისლში გაეხვია მთელი ქალაქი,ვერაფერს ვხედავდი და ვარაუდით დავდიოდი,ვგრძნობდი როგორ ვიყინებოდი და უფრო მეტად სველდებოდა ტანსაცმელი, გაციება არ ამცდება - გავიფიქრე და აი ძლივს! ტაქსი! ტაქსი! ვიყვირე აკანკალებული ხმით და ხელებს აქეთ იქით ვიქნევდი.
როგორც იქნა მივუახლოვდი ჩემს სადარბაზოს,კიბეებს სწრაფად ავუყევი,ტელეფონის სენსორს ვერ ვუმკლავდებოდი გაყინული თითებით,მესამე სართულიდან უცნაური ხმები მესმოდა,ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი მათ,ხმები თანდათან მატულობდა..ბოლოს კი - გასროლის ხმა.
თვალები გავაფართოვე,მთელს სხეულში ცივმა ოფლმა დამიარა,ჩანთა დამივარდა და კიბეებს სწრაფად მივუყვებოდი,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ჩემი ხმა გაიგეს,უკან დამედევნენ,ერთმა საფეთქელთან იარაღი მომადო და ცხოველური ხმით მომმართა: "ერთი სიტყვაც და ჩაძაღლდები".
ნიღბები სწრაფად გაიკეთეს,მე მთელი ძალით ვყვიროდი და ხელ-ფეხს აქეთ იქით ვაქნევდი,ერთ-ერთმა პირზე საშინელი ნაჭერი ამახვია და მანქანაში ჩამაგდეს,ზუსტად აქ დაიწყო ყველაფერი,2021 წლის 18 სექტემბერს,როდესაც ცხოვრება მთლიანად შეიცვალა და მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძოდი.
კითხვები არ მასევენებს,გვერდი-გვერდ ორი ნიღბიანი მიზის იარაღებით ხელში,ალბათ საათზე მეტია ვმგზავრობთ,მომკლავენ? არა . არა.. გთხოვთ,არ მინდა სიკვდილი,არ მინდა.. ვტირი გაუჩერებლად..გვერდით მჯდომი აშკარად შეწუხებულია ჩემი მოუსვენრობით და ტუჩებს კუმავს.
მანქანა გააჩერეს.
გადმოვედით და ჩემს წინ საშინელი ადგილი იშლება,ძალიან დიდი სახლი,ნიღბიანი მკლავზე ხელს მაგრად მიჭერს და ცდილობს სწრაფად მატაროს. სახლში შევდივართ,უეცრად დივანზე აღმოვჩნდი და ყველა ერთ წერტილს აკვირდება საიდანაც მძიმე ნაბიჯების ხმა ისმის.
-დაასუფთავეთ?
- რა თქმა უნდა,უბრალოდ ერთი პრობლემაა რაა..შავგვრემანი მზერით ჩემკენ ანიშნებს მე კი ადგილზე ვშრები.
-კარგი,ოთახში შეიყვანეთ და იქ გამოკეტეთ,მერე მოვიფიქრებ რამეს,ეხლა უნდა წავიდე,რამდენი დაგრჩათ?
-სამნი არიან რა.
მე შეშინებული და თვალებგაფართოებული ვუყურებ მათ,რაღაც ჩემთვის გაურკვეველ ენაზე საუბრობენ,მე კი ამ დროს შიგნიდან ვიფიტები,ვერ ვყვირი,ვერ ვტირი,შოკში ვარ,არ ვიცი რა ვქნა,ისევ მკლავზე ვგრძნობ ძლიერ ხელს , იატაკზე ვეხეთქები და ვითიშები.
-ძალიან მიყვარხხარ ევა..მოვალ და გადაგარჩენ გპირდები..
-გიო,არ წახვიდე,აქ მაინც არ დამტოვო,გთხოვ,გთხოვ...
-საქმეებს მოვრჩები და მოვალ.
მისი სახე ქრება,ყველაფერი თეთრდება,თვალებს ვახელ და ვხვდები რომ სიზმრიდან გამოვედი,ვახამხამებ რამოდენიმეჯერ და ვკივი,ჩემს წინ შავგვრემანი დგას და დაჟინებით მაკვირდება.
-შენ ცოცხალი რატომ ხარ?
ღმერთო,ეს რა შეკითხვაა,რას ჰქვია ცოცხალი რატომ ვარ?ენა მივარდება,ვბლუკუნებ,ვერ ვლაპარაკობ და ისევ კივილს ვიწყებ,ხვეწნა მუდარას რომ გამიშვან..
-გაჩუმდი!გაჩუმდი!ტვინი წაიღე უკვე!
ყვირილზე ვხტები და მთელი ძალით შემოდის შიში ჩემში,ვკანკალებ და ცრემლები მცვივა,
შავგვრემანი ხელს მავლებს,იმასთან გავყავარ ვინც გუშინ ვნახე..მგონი..
- აჰა,რა ვუყო?
-არ ვიცი რა მოვუხერხო,არ მჭირდება ეგ,არც ის მაწყობს ახლავე მოვკლა,ცოტახანი შენთან წაიყვანე.
-რაა? შავგვრემანი ძალიან იძაბება და მუშტს კრავს,შუბლზე ძარღვი შესამჩნევად ეტყობა.
-პრობლემაა?
პირზე ისევ ნაჭერს მახვევს და შავგვრემანს სახლიდან გავყავარ,ვხდები,რომ ყვირილს,ლაპარაკს ამ ცხოველებთან აზრი არ აქვს..ვცდილობ ჩუმად ვიყო,რადგან ხელები ძალიან მტკივა და იქნებ გამიხსნას...ხელებზე ვიყურები და სულ წითელია.. ალაგ-ალაგ სილურჯეებიც დამკრავს..მანქანიდან გადმოვდივართ.. ნუთუ ამათ ყველას ერთნაირი სახლები აქვთ? ვფიქრობ და ვკანკალებ,ვერ დავდივარ..ნაჭერს მიხსნის და სკამზე მიმითითებს დავჯდე.
-გთხოვ,გთხოვ გამიშვი,გემუდარები.. არავისთან არ ვიტყვი არაფერს...გთხოვ..
-გაჩუმდი!
-ხელები მაინც გამიხსენი,ადამიანი არ ხარ?
ჩემკენ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მოემართება,ვირტუოზივით იღებს დანას რომელიღაც ჯიბიდან და თოკის ნაგლეჯები აქეთ იქით იფანტება.
-მოკლედ,ლაპარაკს მორჩი და ოთახში შედი.
არ ვიცი რამდენი დღე და ღამე გადის,უმოქმედობით ვიტანჯები,არაფრის გაკეთება არ შემიძლია,ეს ყველაფერი მკლავს,დედა,მამა..როგორ ნერვიულობენ.. ნეტა გიო თუ ნერვიულობს? ფიქრები მეფანტება და ისევ ვტირი..ამდენი ცხოვრებაში არ მიტირია..ამდენი არასდროს მინერვიულია..მას ყოველდღე თეფშით შემოაქვს საჭმელი,პირს არ ვაკარებ,მის ყოველ შემოსვლაზე გული მერევა,მეზიზღებიან..მკვლელები,ცხოველები..ისევ გადის რამოდენიმე დღე,ნერვები ტვინზე მაწვება,ოთახში ყველაფერს აქეთ იქით ვისვრი და ხელებს კარებზე ვაბრახუნებ,ძალიან მინდა გაღიზიანდეს,ისე,როგორც მე. კარებს ისევ ხელებს ვურტყამ და მიზანს ვაღწევ,კარი ისე სწრაფად იღება ხელები ჰაერში მრჩება და მისი ცივი და წარბშეკრული სახე მეჩეხება. თმაში მწვდება და ოთახიდან მათრევს,ავტომატურად ძირს ვეცემი და თავს ხელით ვისრეს,ხელს ძლიერად მჭიდებს და მის პირისპირ მაყენებს.скачать dle 11.3




№1  offline წევრი mia15

განსხვავებული ჩანს და საინტერესო.ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent