შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივსისხლიანი - {თავი - 24}


25-03-2018, 17:41
ავტორი Margaritha Loki
ნანახია 2 062

ცივსისხლიანი - {თავი - 24}

-კატო, ეს დაცული ტერიტორიაა! - მუზეუმს ჩაუქროლა ლეომ მანქანით და დასავლეთით მიმავალ ვიწრო ქუჩაზე გაუხვია. - ქალაქში ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული შენობა!
-აქ შეანელე! - ისე თქვა კატომ, რომ ტელეფონის ეკრანიდან თავი არც კი აუწევია.
ლეომ უხალისოდ ამოიოხრა და მუხრუჭს დააწვა. მანქანა სადღაც, მიყრუებულ ქუჩაზე გაჩერდა, რომელზეც განათებების ბოძები იმდენად შორი-შორს იდგა, რომ წესერად ვერც კი ანათებდა. ორივენი მანქანიდან გადავიდნენ. კატოს რუკა ჰქონდა ეკრანზე გამოტანილი და თან გარემოს აკვირდებოდა. მათგან მარცხნივ, საცხოვრებელი სახლები იყო ჩამწკრივებული, მარჯვნივ კი ეკალბარდებით გარშემოვლებული, ძველი და ნახევრად მორღვეული ჭიშკარი მოჩანდა, რომელის მიღმაც ბნელი ჯურღმული იწყებოდა.
-აქ ადრე ქალაქის მთავარი საკანალიზაციო სისტემა იწყებოდა. - უშიშრად წავიდა სიბნელისკენ კატო, რკინის ჭიშკარს მიუახლოვდა, ფეხი ზედ დააბიჯა და წამში გადაძვრა მეორე მხარეს.
ლეო გაოგნებული ადევნებდა თვალს ქალის ქმედებებს. კატოს მუშაობის პროცესში პირველად ხედავდა და ეს იმდენად უცხო იყო მისთვის, რომ აშკარა გაოცებას ვერ მალავდა.
მამაკაცმა ღიად დარჩენილი პირი დახურა და კატოსგან განსხვავებით, საშინლად მოუხერხებლად გადაბობღდა ღობეზე. ქალმა ჯიბიდან პატარა ფარანი ამოიღო, აანთო და გზა განაგრძო. ბილიკზე, რომელიც ერთდროს თეთრი ქვის ფილებით უნდა ყოფილიყო მორთული, ახლა წელამდე ბალახი ლივლივებდა. ამ ბილიკის ბოლოს, გვირაბის ფართე შესასვლელი მოჩანდა, რომელსაც რკინის გისოსის კარი ჰქონდა.
ლეომ ეს რომ დაინახა, შვებით ამისუნთქა. იფიქრა, კატო გისოსს ვერ გახსნის და უკან გამობრუნდებაო, მაგრამ შეცდა. უფრო სწორად, ორივენი შეცდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ გვირაბისთვის რკინის გისოსი დიდი ხნის წინ ჩამოეხსნათ და ახლა უბრალოდ ზედ იყო მიყუდებული. ერთობლივი ძალებით გისოსი გვერდზე გასწიეს და გზა გაითავისუფლეს.
-კატო, არ მომწონს ეს აზრი! - წინ გადაუდგა ლეო საცოლეს. მისმა თვალებმა ფარნის შუქზე ვერცხსლისფრად გაიელვა. - დაცულ ტერიტორიაზე გინდა შეპარვა?
-ლეო, თუ შიგნით არ შევალ და რაიმე საფუძვლიან სამხილს მაინც არ ვიპოვი, ჩხრეკის ორდერს არასოდეს მომცემენ, ის ნაბი*ვრები კი რიტუალს დაასრუელებენ, აორთქლდებიან და რვა უდანაშაულო გოგონას მკვლელობაც შერჩებათ!
-მე შენზე უფრო ვდარდობ. - შეეკამათა მამაკაცი. - რაიმე რომ დაგემართოს? ან უკანონო შეჭრისთვის, აქეთ რომ მოგდონ შარი?
-და შეიძლება შენც გაგხვიო ამ შარში. - მიუგო დაეჭვებით ქალმა. - ამიტომ ჯობია აქ დამელედო!
-გაგიჟდი? - თვალები დაუბრიალა ლეომ. - გგონია იქ მარტოს გაგიშვებ?
-ჰოდა, მაშინ წამოდი!
-არჩევანის წინაშე მაყენებ? - წარბები შეჭმუხნა მამაკაცმა. - კარგი, ჯანადაბას, ოღონდ წინ მე წავალ.
-მხოლოდ თქვენს შემდეგ. - გზა ღიმილით დაუთმო ქალმა და თვითონ უკან მიჰყვა.

კატო დროდადრო დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანზე გამოტანილ გვირაბების რუკას და გზას მიჰყვებოდა. ირგვლივ საშინელი სუნი იდგა, ვირთხები ხმაურით დარბოდნენ, მწერები კი მოუსვენრად ფუთფუთებდნენ. ცოტა რომ გაიარეს და გვირაბის შესასვლელიც კარგა შორს მოიტოვეს, ორივენი შედგნენ და დაბნეულად გააცეცეს თვალები, რადგან მათ წინ მზის სხივებივით გრძელი გვირაბების მთელი სისტემა გადაიშალა.
-რატომ ფიქრობ, რომ მაინცდამაინც ეს ადგილია? - იკითხა ლეომ.
-მიმოიხედე! - ხელით ანიშნა კატომ. - აყროლებული გვირაბია! იმ გოგონამ თქვა, რომ ისინი რიტუალებს მყრალ გვირაბში ატარებენ.
-სანქტუმი ძალიან ძველი ქალაქია და ასეთი გვირაბები თითქმის მთელი ქალაქის ქვეშაა!
-რამდენიმე საათის წინ აქ ვიყავი და ირენას შევხვდი. თავი დამთვალიერებლად გავაცანი და საუბრისას თქვა, რომ მუზეუმის ქვეშ საკანლიზაციო გვირაბებია. - აუხსნა ქალმა. -თავად დაფიქრდი! ირენა მიზეუმის დირექტორია, ნებისმიერ დროს შეუძლია აქ უცხო პირები შემოიყვანოს, თანაც ისე რომ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. რიტუალის ჩასატარებლად იდეალური ადგილია!
-მართალი ხარ! - დაეთანხმა ლეო. - ახლა საით?
კატომ თავი ასწია, მზერა ისევ გვირაბების განშტოებებს მოავლო და გაურკვევლობისგან ენა ჩაუვარდა. მოულოდნელად გვირაბების სიღრმიდან, რაღაც უცნაური ხმები შემოესმათ. ადამიანთა დაჯგუფების ერთდროულად წარმუთქმული ბგერები ბნელ და ცარიელ გვირაბებში ექოდ გავრცელდა. ეს არც საუბარს ჰგავდა და არც სიმღერას, ვერც სიტყვებს გაარჩევდით. თითქოს ჯგუფი ერთხმად რაღაც ლექსს კითხულობდა ან ლოცულობდა.
-საიდან ისმის? - გვირაბების განშტობებში სათითაოდ შეიხედა ლეომ.
-მგონი იქიდან! - პირველი გვირაბისკენ გაიშვირა ხელი კატომ.
-მე კი... აქედან მესმის. - მეოთხე გვირაბისკენ გაიშვირა თითი ლეომ. -გაბრიელმა თქვა, რომ ეგვიპტელი ქურუმები ლოცვებს კითხულობდნენ მსხვერპლშეწირვამდე.
-მაშინ, სავარაუდოდ... ისინი აქ არიან! - თქვა ქალმა.
-რიტუალს ასრულებენ. - მღელვარება მოემატა ლეოს. - ალბათ მერვე გოგონას მსხვერპლად სწირავენ... უნდა ვუშველოთ, მაგრამ საიდან დავიწყოთ? ყველა გვირაბი სათითაოდ შევამოწმოთ?
-არა, ეს ბევრ დროს წაიღებს. - ისევ ტელეფონის ეკრანს დახედა კატომ და იგრძნო, როგორ უცაცხახებდა ხელი ნერვიულობისგან. - შეხედე! ყველა გვირაბის ბოლოს თითო დარბაზია და ყველა კვადრატული ფორმის, მაგრამ ... გოგონამ თქვა, რომ ის დარბაზი წრიულია. აქ მხოლოდ ერთი წრიული დარბაზია და ის ზუსტად მუზეუმის ქვეშ მდებარეობს. - თითი მესამე გვირაბისკენ გაიშვირა კატომ. - დახმარება დამჭირდება! გვირაბში ტელეფონი არ იჭერს, ამიტომ გარეთ გადი და ნერსეს დაურეკე.
-არავითან შემთხვევაში! - ხელები ჰაერში გაასავსავა ლეომ. - მაშინ შენც წამოხვალ, რადგან აქ მარტოს არ დაგტოვებ!
-მუზეუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ირენამ თქვა, რომ ამ გვირაბებში წყალი დგება და მუშები ამიტომ დაიქირავა. თუ რიტუალებს აქ ატარებს, სავარაუდოდ დასრულების შემდეგ, მუშებს ამ ადგილს მთლიანად შეაცვლევინებს და აქაურობიდან მკვლელობის ყველა კვალს გააქრობს. თუ ახლა წავალთ, მათი გამოჭერის ყველანაირ შანსს დავკარგავთ.
-მე ვიქნები შენი დახმარება! - თავი ამაყად ასწია ლეომ. - როგორც მაშინ, როცა გაგვიტაცეს და ერთად გამოვიქეცით.
-დარწმუმებული ხარ? - სიამოვნების ღიმილმა გადაურბინა სახეზე კატოს.
-სრულიად! - თავდაჯერებული იერით უთხრა მამაკაცმა. - ოღონდ, იარაღი მომეცი და წინ ისევ მე წავალ.
კატომ გვერდულად ჩაიცინა, მერე დაიხარა და ჩექმიდან მეორე რევოლვერი ამოიღო.
-ყოველთვის ორი იარაღით დადიხარ? - გაუკვირდა მამაკაცს.
-კაცმა არ იცის, როდის დამჭირდება.
-თუ ღმერთი გწამს, ქორწილში იარაღით არ მოხვიდე!
-ვერ დაგპირდები. - გაეცინა ქალს, ლეოს იარაღი გაუწოდა და უთხრა. - აქ დამცავი აქვს, ამას მოხსნი და...
-კატო, იარაღის გამოყენება ვიცი. - ცოტა ნაწყენი ხმით უთხრა მან.
-შენ ხომ ექიმი ხარ?
-ჯარში ვიყავი და სამხედრო წვრთნა მაქვს გავლილი! - ცალი წარბი მკაცრად ასწია ლეო.
-ასე უფრო სექსუალური ხარ. - გადაუჩრჩულა ეშმაკური ღიმილით კატომ.
-თეთრ ხალათში, არ ვარ?
-აი, ახლა თეთრი ხალათით და იარაღით წარმოგიდგინე და ძალიან ბინძური ფანტაზიები ჩამერთო.
-ვაღიარებ... მეც. - გვერდულად ჩაიცინა მამაკაცმა და იარაღმომარჯვებული გვირაბში პირველმა გააბიჯა.
რამდენიმე წუთიანი ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით სიარულის შემდეგ, ისინი გვირაბის კედელზე, სახელდახელოდ მიმაგრებულ გისოსებს წააწყდნენ, რომელიც საკანს ქმნიდა. საკნის წინ სამფეხა, დამტვრეული სკამი იდგა, მასზე კი ჩაის ფინჯანი იყო მითავსებული.
-მოტაცებულ გოგონებს, ალბათ ჯერ საკანში ამწყვდევენ. - ლეო ფინჯანს დასწვდა, ცხვირთან მიიტანა, დაყნოსა და თქვა. - კარკადე!
-გაბრიელმა თქვა, რომ ეს რიტუალის ნაწილია. - მიუგო კატომ. - კარკადეს გოგონებს ასმევდნენ და მადლობას უხდიდნენ მსხვერპლის გაღებისთვის, სინამდვილეში კი მასში ჰალუცინოგენს უყრიდნენ, რომ სხვერპლს წინააღდეგობა არ გაეწია.
-ალბათ, ზუსტად ეს დაალევინა ეზრამ ანას. - ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

უცებ საუბარი გაუწყდათ, რადგან ლოცვის ხმა ისევ გაისმა, თანაც ძალიან ახლოდან. კატომ და ლეომ იარაღები მოიმარჯვეს და ნელა გააბიჯეს იმ ადგილისკენ, საიდანაც მოციმციმე შუქი იღვრებოდა.
საზარელ სანახაობას წააწყდნენ, როცა წრიულ დარბაზში შეიხედეს. ცენტრში მდგარ ოვალურ, ქვის მაგიდაზე, თეთრკაბიანი გოგონა იწვა. თვალები ჭერზე მიეშტერებინა და პერიოდულად ახამხამებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ხელები და ფეხები ჯაჭვებით ჰქონდა დაბმული, მაჯებზე ძალიან ღრმა იარები შეინიშნებოდა, ჭრილობებიდან წამოსული სისხლი კი დაბლა დადგმულ თასებში გროვდებოდა. მაგიდის ირგვლივ რვა, წითელმოსასხამიანი ფიგურა იდგა და ლოცვებს ხმამაღლა კითხულობდნენ. სახეებს ეგვიპტელი ღმერთების ნიღბები უფარავდათ. საზარელ მონსტრებს ჰგავნდნენ, რომლებიც სისხლს იყვნენ მოწყურებულები.
თვალები უნებურად ცრემლებით აევსო კატოს, როცა დაუცველი გოგონა ასეთ მდგომარეობაში დაინახა. სხეულის ყველა კუნთი ისე დაეჭიმა, რომ მწარედ ასტკივდა კიდეც. მეტი ვეღარ მოითმინა, დარბაზში გიჟივით შევარდა და ბოლო ხმაზე დაიკივლა.
-თქვე ნაბი*ვრებო! - მისი ხმა გვირაბებში ექოდ გავრცელდაა. რვავე ფიგურა შეცბა, ლოცვა შეწყვიტეს და ერთ ადგილას გაშეშდნენ. - ციხეში ამოლპებით ამის ჩადენისთვის!
-ნიღბები მოიხსენით და სახეები დაგვანახეთ! - უბრძანა ლეომ მათ. - სწრაფად!

სექტის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს და თითქოს თვალით რაღაც ანიშნეს. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც კატოსთან ყველაზე ახლოს იდგა, სანთელს დასწვდა, მთელი ძალით გაიქნია და ცხელი სანთელი ქალს სახეში შეასხა. კატომ ჯერ ხმამაღლა შეიკვლა, შემდეგ კი ინსტინქტურად გამოჰკრა თითი სასხლეტს. იარაღმა შემზარავად დასჭექა და მოწინააღმდეგეს ტყვიამ მხარში გაუარა.
ერთ წამში ყველაფერი ქაოსმა და პანიკამ მოიცვა. ვინ საით გარბოდა ძნელი გასარჩევი იყო. ლეომაც გაისროლა რამდენჯერმე, ერთი ტყვია გვირაბში გაქცეულ წითელმოსასხამიანს მოარტყა, დანარჩენი კი უბრალოდ ჰაერში გაიფანტა. ამასობაში, კატომ სახიდან სანთელი ჩამოიწმინდა, ლეოს მხარში ამოუდგა და ერთობლივი ძალებით წავიდნენ დანარჩენების წინააღმდეგ.

*
იმ ღამით, რვა სექტანტიდან ექვსი დააპატიმრეს. ორი უკვალოდ აორთქლდა. კატომ სათითაოდ ჩამოხსნა ყველას ნიღბები. რამდენიმე მათგანში მუზეუმის თანამშრომლები ამოიცნეს. სამიც კატომ ამოიცნო. ის მამკაცები იყვნენ, რომლებმაც გაბრიელი ფსიქიატრიულიდან გაიტაცეს და რომლებიც კამერებმა დააფიქსირეს.
აქედან ერთი, იმ დღეს, ანას ბინაშიც შეიპარა, თუმცა მახეში თავად აღმოჩნდა გაბმული. კატო ყველას სახეებს აკვირდებოდა, მაგრამ ისინი ვერ იპოვა მათ შორის, ვისი ნახვაც ყველაზე მეტად სურდა.
-გაიქცნენ! - ხელები ძლიერად დამუშტა ქალმა, როცა გვირაბიდან გამოდიოდნენ. - ეზრა და დედამისი... ისინი გაიქცნენ!
-სამაგიეროდ, გოგონა ცოცხალია! - მხარზე ხელი დაადო ლეომ და სასწრაფო დახმარების მანქანაზე ანიშნა ქალს, რომელშიც გადარჩენილ გოგონას სვამდნენ.
-რა? - სიხარულისგან სახე გაებადრა კატოს. - მართლა?
-ბევრი სისხლი დაკარგა, მაგრამ გადარჩება. - ლეოც ვერ მალავდა სიხარულს.
-არც კი მჯერა! ერთი გოგონა მაინც გადავარჩინე და მშობლებს დავუბრუნებ! - უნებურად წამოიყვირა კატომ და საქმროს მაგრად ჩაეხუტა. - თავი უსარგებლო პოლიციელი აღარ მგონია.
-ასეთი, არც არასდროს ყოფილხარ. - ღიმილით უთხრა მამაკაცმა და საცოლეს აკოცა.


...
წვიმიანი და მელანქოლიური დღეების შემდეგ, როგორც იქნა მზემ გამოანათა. ტყის სურნელით და მზის სხივებით გაჯერებული სუფთა ჰაერი, დაუკითხავად შემოიჭრა ქოხის ღია ფანჯრებში და მთელს სახლში გავრცელდა.
სამზარეულო ანას ჰქონდა მითვისებული. გაბრიელის სპორტული ჟაკეტის ამარა დააბიჯებდა შიგნით და რაღაცას ამზადებდა. ბიჭი სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარიყო, სამზარეულოში მოფუსფუსე გოგონას მზერას აყოლებდა და დროდადრო მის ქმედებებზე ეღიმებოდა.
-ყოველთვის ვგრძნობ, როცა ვიღაც მაშტერდება. - თქვა სიცილით ანამ, ისე რომ, მისკენ არც კი გაუხედავს.
-შენი ბრალია! ძნელია კაცმა თვალი მოგწყვიტოს. - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა გაბრიელს.
-გასინჯავ? - მისკენ მიბრუნდა გოგონა, მაგიდაზე სალათით სავსე მინის ჯამი დადო და სკამზე ჩამოჯდა.
-რა არის? - ბიჭი მის პირდაპირ დაჯდა.
-არც პიცის ხასიათზე ვიყავი და არც ბურგერების, ამიტომ იმ მასალებით, რაც შენ იყიდე, ექსპერიმენტი ჩავატარე.
-ხომ არ მომწამლავს?
-პირველი მე გავსინჯავ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ანამ, სალათი თეფშზე გადმოიღო, ჩანგლით აიღო და პირისკენ რომ მიჰქონდა, უცებ გაბრიელმა ხელიდან გამოსტაცა.
-პირველი მე გავსინჯავ! - ცალი წარბი ასწია ბიჭმა, ანას თეფში აართვა და ჭამას შეუდგა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, მხოლოდ ჩანგლის წკარუნის ხმა ისმოდა, გაბრიელი გემრიელად ილუკმებოდა, უემოციო სახით იხედებოდა აქეთ-იქით და ხმას არ იღებდა.
-აბა? - მოუთმენლად ჰკითხა ანამ.
-საშინელებაა. - გულგრილად უპასუხა ბიჭმა და ჭამა განაგრძო.
-საშინელებაა? - ნაწყენი ხმით იკითხა გოგონამ.
-გეხუმრე, რა გჭირს?! - ხმამაღლა გაიცინა მან. - არ ვიცი რა არის, მაგრამ უგემრიელესია.
ანამ ბრაზით შეკრა წარბები, განრისხებული ფეხზე წამოვარდა, წიწაკის ქილას ხელი ჩაავლო და სალათის თასში ჩაცალა.
-ასე უფრო გემრიელი იქნება! - ჩაისისინა გოგონამ. - ხუმრობა მოუნდა ბიჭს...

გაბრიელმა ჯერ გაკვირვებული მზერა მიაპყრო ანას, რადგან არ ეგონა ასე თუ ეწყინებოდა, შემდეგ კი სალათის ჯამი მთლიანად დაიდგა წინ და ჭამა განაგრძო. თავიდან ვერაფერი შენიშნა, თუმცა ცოტა ხანში წიწაკამ მთელი პირი აუწვა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ენაზე ცეცხლი წაეკიდა, სახეზე წამოწითლდა და თვალები აუწყლიანდა, თუმცა შეეცადა არაფერი შეემჩნია და მშვიდი გამომეტყველებით გააგრძელა ჭამა.
-როგორც მახსოვს, ცხარეები გიყვარს, არა?! - ეჭვის თვალით შეხედა გოგონამ.
-აჰამ! - თავი დაუქნია გაბრიელმა.
-ადექი და წყალი დალიე, სანამ სული გაგაძრო მაგ წიწაკამ. - მისი გაწითლებული სახის დანახვისას ხმამაღლა გადაიკისკისა ანამ.
გაბრიელმა უცებ დააგდო ჩანგალი, ონკანთან მივარდა და ცივი წყლით პირი მთლიანად გამოირეცხა, მერე კი გოგონას გახედა და თავიანთ ბავშვურ სისულელეებზე ორივეს სიცილი აუვარდა.

-ვიცი, აქ რატომაც ვარ. - უცებ დასერიოზულდა ანა და სანამ გაბრიელი რაიმეს ჰკითხავდა, პასუხის გაცემა დაასწრო. - ჩემი გადარჩენის იმედი აღარ გაქვს და გინდა, რომ დარჩენილი დრო ჩემთან ერთად გაატარო.
-რა?! - წამოიძახა ბიჭმა. - ანთეა მერლანი სასოწარკვეთილებაშია?! ძალიან მაინტერესებს, ასეთი აზრები საიდან მოგდის?!
-უბრალოდ... ვიცი.
-ანა! - მისი სახე ხელებში მოიქცია ბიჭმა და თვალებში ჩახედა. - სანამ ცოცხალი ვარ, დარწმუნებული იყავი, რომ არაფერი გემუქრება. სიკვდილის უფლებას... უბრალოდ არ მოგცემ!
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო? - მის ხელებს თითები შემოაჭდო გოგონამ და გაიღიმა. - რამდენი ადამიანი ცხოვრობს შენში, გაბრიელ?
-ამწამს, მხოლოდ ერთია... ერთი და ნამდვილი, რომელიც შენს გვერდით დაბერებაზე ოცნებობს. - დაბეჯითებით მიუგო ბიჭმა. - სიმართლე გითხრა, მე უკვდავება მირჩევნია, მაგრამ რადგან ბუნების კანონი ასეთია, არც დაბერებაზე ვიტყოდი უარს.
-იდიოტი ხარ! - მხარზე ხელი სიცილით წაჰკრა ანამ.
-შენ კიდევ იძახდი, სექსი ურთიერთობებს არ ალაგებსო. - სიცილითვე უპასუხა გაბრიელმა, გოგონასკენ დაიხარა და ვნებიანად აკოცა.
-არა, ურთიერთობებს გულახდილობა ალაგებს. - თავი ასწია ანამ. - გულწრფელობა ადამიანებს შორის სულიერ კავშირს ამყარებს, სექსი კი უბრალოდ ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაა.
-ჰო, ძალიან ვნებიანი და სასიამოვნო სურვილების. - ხელში აიტაცა ბიჭმა, მაგიდაზე დასვა და ისევ მთელი გრძნობით აკოცა. - მაგრამ, ძალიან გთხოვ, ასკეტი ბერივით ნუღარ დამელაპარაკები.
-მეგონა ეს ნერვებს მოგიშლიდა. - ჩაიცინა გოგონამ.
-ანუ, მხოლოდ გულახდილობა იყო საჭირო იმისთვის, რომ ჩემთვის სიძულვილით აღარ შემოგეხედა? - ჩაეძია გაბრიელი.
-ჰო, თუმცა სიძულვილით არც არასდროს გიყურებდი. - ქვედა ტუჩზე კბილებით შეეხო გოგონა. - ეს უფრო ბრაზი იყო, რომელმაც ნაწილობრივ მაშინ გამიარა, როცა წელს ქვემოთ დაგარტყი.
-მწარე იყო! - წარბები შეკრა ბიჭმა.
-ზუსტად, მაგის იმედი მქონდა. - გაეცინა ანას, ბიჭი ხელისკვრით მოიშორა, მაგიდიდან ჩამოხტა და სამზარეულოს მილაგებას შეუდგა. გაბრიელი უსიტყვოდ ამოუდგა გვერდით და დალაგებაში მანაც მიიღო მონაწილეობა.

-ვიცი , რომ გიყვარვარ! - თქვა მოულოდნელად ბიჭმა.
ამ სიტყვების გაგონებისას სახე შეეცვალა ანას. სიყვარული, სხვა ადამიანზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ახლოს მოშვება... ის იყო, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, იმწამს კი სწორედ ამ ფაქტის წინაშე პირისპირ აღმოჩნდა.
-მე... შენთვის არასოდეს მითქვამს, რომ... მიყვარხარ. - ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა გოგონამ.
-არც მე მითქვამს, მაგრამ რა საჭიროა? - გვერდულად გაიღიმა გაბრიელმა, ანას კი მაშინვე მისი ჩაჩხვლეტილი ლოყისკენ გაექცა მზერა. - რატომ წყვეტს ერთი სიტყვა ყველაფერს? შეიძლება, ეს სიტყვა ისე თქვას ადამიანმა, რომ არაფერს გრძნობდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არაა! მე შენს თვალებში ვხედავ, რომ გიყვარვარ და მინდა შენც იგივე დაინახო ჩემს თვალებში. შეუძლებელია ადამიანის მიმართ არაფერს გრძნობდე და ასეთი რეაქციები გქონდეს მის ყოველ შეხებაზე. არც კი იცი შენი სხეული, შენზე რამდენ რამეს ამბობს, და ეს ყველაზე გულწრფელი საუბარია, ვიდრე პირიდან ამოსული ის ერთი სიტყვა, რომელიც შეიძლება გულიდან სულაც არ მოდიოდეს.

გადაჭარბებული ემოციებისგან, რომელიც ელვის სისწრაფით მოაწყდა ანას გულს, სუნთქვა შეეკრა და წამიერად თვალებში დაუბნელდა კიდეც. საყვარელი ადამიანისგან ისმენდა იმას, რისი მისმენაც მთელი გულით უნდოდა, თუმცა ამავდროულად მის გონებაში შიში იდგამდა ფესვებს - გაბრიელის დაკარგვის შიში.
-ვიცი, რასაც ფიქრობ. - მაშინვე მიუხვდა ბიჭი. - ვიცი, რომ გეშინია, მაგრამ თუ არ გარისკავ, მთელი ცხოვრება ასე იქნება. ვერასოდეს შეძლებ ადამიანებთან ურთიერთობას. რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო, რომ მარტო ყოფნა გირჩევნია, ზუსტად ვიცი, ეს ტყუილია! სინამდვილეში, არავის უნდა მარტო დარჩენა!
გოგონა უსიტყვოდ მიბრუნდა გაბრიელისკენ, ბიჭს ჯერ აწყლიანებული თვალები მიაპყრო, შემდეგ კი ხელები ძლიერად შემოხვია წელზე, შუბლი კი მკერდზე მიადო.
-შენს თვალებში, მხოლოდ ჩემს ანარეკლს კი არა, იმასაც ვხედავ, რომ გიყვარვარ! ეს დიდი ხანია ვიცი! . - გაეცინა ანას, თუმცა ამავდროულად თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. თვითონაც არ იცოდა რა ატირებდა, თუმცა გრძნობდა, რაც უფრო მეტი ცრემლი ტოვებდა მის თვალებს, მით უფრო მეტად ივსებოდა იმედით მისი გული.
-მიხარია, ეს რომ დაინახე! - მკერდზე სისველე იგრძნო გაბრიელმა, გოგონას თავი ააწევინა და ცრემლები ხელისგულებით მოწმინდა. - შენს ცრემლებს პირველად ვხედავ. უნდა ვაღიარო, რომ შენი თვალები, ტირილის დროს უფრო ლამაზია.
-გეყოფა, რა. - თვალები გადაატრიალა ანამ. - ბოლო რვა წლის განმავლობაში, პირველად მაშინ ვიტირე, როცა დავინახე, როგორ ჩავარდა ის მანქანა ალატის ტბაში, რომელშიც შენ იჯექი.
-გამოდის, რომ შენი ტირილის მიზეზი, ორივე ჯერზე, მე ვყოფილვარ. - ისევ გაიღიმა ბიჭმა, ანას მაგრად ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა. - ამიერიდან ვეცდები, რომ მხოლოდ შენი სიცილის მიზეზი ვიყო.
-ძალიანაც ნუ დაიხარჯები.
-ვერ დაგპირდები. - მიუგო ბიჭმა, შემდეგ კი გოგონას ხელი გაუშვა, შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ჩართო. - ქოხში თითქმის არ იჭერს. გარეთ გავალ, გადავამოწმებ, რაიმე ხომ არ უჭირთ ჩვენებს, და დავბრუნდები.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, ანას შორიდან ხმამაღალი საუბარი ესმოდა, სიტყვებს ვერ არჩევდა, მაგრამ მხოლოდ ტონალობაზე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ცოტა ხანში ბიჭი უკან შემობრუნდა და საწოლზე მოღუშული სახით ჩამოჯდა.
-როგორც ვხვდები ჩვენებს უჭირთ. - ხმადაბლა წარმოთქვა გოგონამ.
-ცეზარის და კატოს შეტყობინებებით იყო სავსე ტელეფონი. - ამოიოხრა გაბრიელმა.
-ასეთი, რა მოხდა?
-გახსოვს, ეზრა მუზეუმში რომ შევიდა და უკან გამოსული არ გვინახავს?
-ჰო, მერე?!
-როგორც ჩანს, თავისი სექტის წევრებთან ერთად იქიდან ცეზართან წავიდა, თავს დაესხა და ანხის ჯვარი წაართვა.
-რა?!
-ჯანდაბა! - დაიყვირა უცებ გაცოფებულმა გაბრიელმა და მუშტი ძლიერად დასცხო საწოლს, მერე კი ზედ დაემხო და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
-კარგი, დამშვიდდი. - უთხრა ანამ და მხრებზე ხელი ჩამოუსვა ბიჭს. - ცეზარი კარგადაა?
-კი, მაგრამ მე იმაზე უფრო ვდარდობ, რომ.... - თავი ასწია ბიჭმა და გოგონას თვალებში შეხედა. - ეზრა ლეოს სახლში იმისთვის დასახლდა, რომ ჩემი ბინა გადაექექა და ჩემი მეგობრებისთვის ეთვალთვალა. ორივე გააკეთა, მაგრამ ანხის ჯვარი ვერ იპოვა, ამიტომ ფსიქიატრიულში თავისი ხალხი გამომიგზავნა და ჩემი თავი მოატაცებინა, რომ ასე მაინც მეღიარებინა. მე მათ მოვატყუე, სეიფის შესახებ ვუთხარი, რომელიც ჩემს ბინაში იყო და ვთქვი, რომ ჯვარს იქ ვინახავდი. მაგრამ როცა ჩემი ტყუილი გამჟღავნდა, ეზრა მიხვდა, რომ ჯვარი თან არ მქონდა და შენი გამოყენება მოინდომა. გაგაბრუა და მკვდართა წიგნის გვერდებიდან ის წყევლა დაგადო, რომლის მოხსნაც მხოლოდ ანხის ჯვარს და დანარჩენ ორ არტეფაქტს შეუძლია. იცოდა, რომ როცა შენს მაჯაზე ამ სიმბოლოს ვნახავდი, ანხის ჯვარს გამოვაჩენდი. ის მითვალთვალებდა, გაიგო ალექსი ქალაქში რომ ჩამოვიდა, ისიც გაიგო, რომ ცეზართან ვცხოვრობდი და დრო იხელთა მაშინ, როცა სახლში არ ვიყავი. ხედავ, რამდენი ადამიანი დავაზარალე ერთი არტეფაქტის გამო? ლეო, შენ, ცეზარი... ნეტავ, თავის დროზე მიმეცა ეს ჯვარი და ამდენი რამ არ მოხდებოდა.
-გეყოფა თვითგვემა, ეს შენ არ ხარ! - მხრებში ჩაეჭიდა ანა და ბიჭი ძლიერად შეაჯანჯღარა. - გაბრიელ ლიჩელი, რომელსაც მე ვიცნობ სასოწარკვეთილებას არასოდეს მიეცემა.
-ცოტა ხნის წინ, მე გეუბნებოდი იგივეს. - გულგრილად გაეცინა ბიჭს.
-დღეს ერთმანეთის გამხნევება გვიწევს. - ანასაც გაეღიმა. - კატოს რა უნდოდა?
-რიტუალური მკვკელობების ადგილი აღმოაჩინეს.
-მართლა? - თვალები გაუფართოვდა მას. - სად?
-პირადპირ მუზეუმის ქვეშ. - მიუგო ბიჭმა. - რიტუალის მონაწილე ექვსი წევრი დააპატიმრეს და გოგონა, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ, გადაარჩინეს. დაკავებულებმა კი სექტის სხვა წევრების სახელებიც დაასახელეს. გაგიკვირდება და სექტაში ოცდაათამდე კაცი ყოფილა გაწევრიანებული.
-ეზრა და ირენა?
-გაქცევა მოასწრეს. - თავი უღონოდ გააქნია ბიჭმა.
ანა უცებ ფეხზე წამოიჭრა, ხრებში გაიმართა, თავი ასწია და მტკიცედ თქვა:
-ქალაქში ვბრუნდებით!
-დაგპირდი, რომ ხვალ დავბრუნდებოდით. - თავი ასწია გაბრიელმა.
-ჩვენს ადგილას ახლა, აქ, კატო და ლეო რომ იყვნენ, რას იზამდნენ?
-მაშინვე დაბრუნდებოდნენ.
-ჰოდა, ასწიე საჯდომი, სანქტუმში ვბრუნდებით! - ხელში ჩაებღაუჭა ანა და ბიჭი ფეხზე წამოაგდო.


...
შაბათ საღამოს, როცა ანა და გაბრიელი ქალაქში დაბრუნდნენ, პირდაპირ ბარ "მორიელისკენ" გაემართნენ.
ბარი დახურული დახვდათ. ცეზარი მომხდარის შემდეგ კლიენტების მიღების ხასიათზე არ იყო, თუმცა მეგობრების სტუმრობაზე უარს არასოდეს ამბობდა.
როცა გაბრიელმა ბარის კარი შეაღო, მისკენ ინტერესით მომართულ სამ წყვილ თვალს წააწყდა. ლეო და კატო მაგიდასთან ისხდნენ და ყავას სვამდნენ, ცეზარი კი ამჯერად არა დახლს მიღმა, არამედ დახლის წინ იჯდა. მის ყვრიმალზე უზარმაზარი სისხლჩაქცევა, მაშინვე იქცევდა ადამიანის ყურადღებას, „კაპიტან მორგანს“ სვამდა და მაგიდაზე მოთავსებულ ლეპტოპის ეკრანს მისჩერებოდა.
-სად ჯანდაბაში დაიკარგეთ?! - ფეხზე წამოვარდა კატო და წყვილს წინ გადაეღობა. - ჯოჯოხეთური ღამე გვქონდა, მერე კი თქვენც გაქრით და რა აღარ ვიფიქრეთ...
-შეტყობინებები ვნახეთ, ცეზარსაც ვესაუბრე და გავიგეთ რაც მოხდა. - ჯერ კატო დაამშვიდა გაბრიელმა, მერე კი ცეზარს გვერდით მიუჯდა. - ხომ კარგად ხარ? მითხარი, იმ ნაბი*ვარმა ...
-გაბრიელ, ტელეფონშიც გითხარი, რომ კარგად ვარ. - თვალებში არც კი შეუხედავს ცეზარს ისე უპასუხა.
იცოდა, რა მნიშვნელოვანიც იყო ანხის ჯვარი ანასთვის და გაბრიელისთვის, ისიც იცოდა, რომ ამ ნივთით ეზრას შეეძლო რაღაც საშინელება ჩაედინა. მომხდარში თავის თავს ადანაშაულებდა და სინდისი ძალიან აწუხებდა. ასეთი იყო ცეზარი - მეგობრებისთვის იმედის გაცრუებას, სიკვდილი ერჩივნა.
-ამ დილით, როგორც კი თავის ტკივილმა გამიარა და ფეხზე დადგომა შევძელი, მუზეუმში წავედი, ირენას კაბინეტში შევიპარე და მისი პლანშეტი წამოვიღე. - თავი ასწია ცეზარმა და მეგობრებს მზერა მოავლო.
-რა?! - თვალები დაქაჩა კატომ. - როგორ მოახერხე? მუზეუმი პოლიციელებით არის სავსე, თანაც ირენას ყველა ნივთი უკვე დაახარისხეს და განყოფილებაში გააგზავნეს გამოსაკვლევად.
-არ გამჭირვებია. - ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე მამაკაცს. - დარმწუნებული ვარ, შენი ხალხი ირენას სამსახურის კომპიუტერში და მის საქაღალდეებში საინტერესოს ვერაფერს იპოვის. ირენა გაქნილი მატყუარაა, ასეთ ადამიანებს კი ყოველთვის აქვთ ორმაგი ცხოვრება: ორი ტელეფონი, ორი კომპიუტერი, ორი პასპორტი ან სახელი. როცა პოლიციელებმა მისი კაბინეტი დატოვეს, მე შიგნით შევედი, ყველაფერი თავიდან გავჩხრიკე და როგორც ვვარაუდობდი, საწერ მაგიდაში საიდუმლო უჯრა ვიპოვე , რომელშიც აი, ეს იყო. - თქვა ცეზარმა, ქურთუკის ჯიბიდან თეთრი პლანშეტი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
-ეს, ირენასია? - იკითხა ანამ.
-კი, და მასში ყველაზე საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი. - თავის ლეპტოპს მიუბრუნდა მამაკაცი, ზედ მეხსიერების ბარათი შეაერთა და ეკრანზე გამოტანილი ფაილები დახსნა. - პლანშეტი დაშიფრული იყო, მაგრამ გავტეხე, ინფორმაცია კი ბარათზე გადმოვიტანე.
-რა იპოვე?!
ცეზარმა ირენას ის მიმოწერა გახსნა, რომელიც ვინმე პორფესორ ალი ჰაკიმთან ჰქონდა გამართული.
-ალი ჰაკიმი! - თქვა ცეზარმა და ეკრანზე აღმოსავლური გარეგნობის, შუა ხნის მამაკაცის ფოტო გამოიტანა. - ირენას მხოლოდ მასთან ჰქონდა მიმოწერა. ამ კაცის ვინაობა გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ კაიროს მუზეუმის კურატორია. მიმოწერის ძირითადი შინაარსი კი ანუბისის ტაძრის ძებნას ეხება. როგორც ჩანს, ირენა არალიცენზირებულ - არაოფიციალურ არქეოლოგიურ გათხრებს აფინანსებს, რომელიც ეგვიპტეში, ლუქსორის მახლოლბლად, შუაგულ უდაბნოში მიმდინარეობს. ამ ექსპედიციას კი სწორედ ალი ჰაკიმი ხელმძღვანელობს და ირენას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის.
-ანუბისის ტაძარს ეძებს?! - წამოიძახა უცებ ანამ.
-უკვე იპოვა. - უპასუხა ცეზარმა. - ბოლო წერილი პროფესორისგან ორი კვირის წინ აქვს მიღებული. ჰაკიმი წერს, რომ ტაძრის ფასადის დიდი ნაწილი ქვიშისგან გაწმინდეს და შესასვლელს ეძებენ.
-სექტა სწორედ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გააქტიურდა. - თქვა გაბრიელმა. - ალბათ ამიტომაც დაუჩქარეს მსხვერპლშეწირვებს. ტაძარი უკვე იპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ანუბისის კვერთხი მათ ხელში იქნება. ეზრა და ირენა უნდა ვიპოვოთ და შევაჩეროთ, სანამ დროა.
-დაგვიანებულია. - გადახედა ცეზარმა მეგობარს. - ისინი სავარაუდოდ, წუხელ ეგვიპტეში წავიდნენ.
-ჯანდაბა! - კბილებში გამოსცრა ბიჭმა.
-გაბრიელ, მაპატიე. - გაბზარული ხმით ამოილაპარაკა მამაკაცმა. - ანხის ჯვარი ჩამაბარე, მე კი ვერ გავუფრთხილდი და...
-მეხუმრები? - თავი ასწია ბიჭმა. - ცეზარ, მებოდიშები კიდეც?! ამის გამო ჩაიგდე თავი საფრთხეში და მუზეუმში წახვედი, რომ დანაშაული გამოგესყიდა, არა?
-იცი, მე...
-კარგი რა! - შეაწყვეტინა გაბრიელმა. - რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ?! ოდესმე რაიმეში დამიდანაშაულებიხარ? ჩემნაირ აუტანელს, ამდენ ხანს რომ გაუძელი, ღირსების მედალი გეკუთვნის. და ძალიან გთხოვ, მსგავსი რამ აღარასდროს მითხრა!
ცეზარმა თითქოს შვებით ამოისუნთქა, მეგობარს გაუღიმა და ისევ ლეპტოპის ეკრანს მიუბრუნდა.
-აბა, ახლა რა გეგმა გვაქვს? - იკითხა კატომ. - ეგვიპტეში ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება!
-მიმოწერებიდან კიდევ ბევრი რამ გავიგე. - თქვა ცეზარმა. - მათ იოსებ კანდელაკის სული რომ დააბრუნონ, მიცვალებილთა სამყოფელის კარის გახსნა მოუწევთ. სრულიად შესაძლებელია, რომ იქიდან სხვა სულებიც გამოვიდნენ. ეს კი... ნამდვილი აპოკალიფსი იქნება!
-ღმერთო ჩემო, ყველა დამნაშავეს აპოკალიფსის მოწყობა რატომ უნდა?! - ხელები უკმაყოფილოდ გაშალა ანამ. - რა უფანტაზიოები არიან!
-იდეა მაქვს! - თქვა გაბრიელმა. - ეგვიპტეში მე წავალ და მათ შევაჩერებ. თუ შევხედავ, რომ არაფერი გამომდის, კაიროს პოლიციას ანონიმურად მივმართავ და ვიტყვი, რომ უდაბნოში უკანონო არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს და განძზე მონადირეები ეგვიპტის ღირსშესანიშნაობებს ანადგურებენ. ასეთებზე ეგვიპტელებს ძალიან მძაფრი რეაქციები აქვთ.
-ვერ წახვალ! - გამოუცხადა მტკიცედ კატომ. - კისერში ჩიპი გაქვს და სანქტუმიდან გასვლაც კი არ შეგიძლია.
-სინამდვილეში შემიძლია. - ჩაიცინა გაბრიელმა. - და უკვე გავედი კიდეც.
-რა ქენი?! - წარბები შეკრა ქალმა.
-კატო, მისმინე. - მხრებზე ხელები დააწყო ბიჭმა და ქალს თვალებში ჩახედა. - ის კარიბჭე, თუ რა ჯანდაბაც არის, რომ გახსნან, შეიძლება მართლა აპოკალიფსი დაიწყოს. თანაც არტეფაქტებს თუ ვერ დავიბრუნებთ, ანას ის სიმბოლო მოკლავს, რომელიც ხელზე აქვს. ჩიპი ისეა დაპროგრამებული, რომ აჩვენებს, თითქოს ქალაქში ვიმყოფები. უბრალოდ უნდა დამაზღვიო და თუ ნერსე მიკითხავს თქვი, რომ როგორც შენი ასისტენტი, რაღაც საქმეებზე გამაგზავნე. ამასობაში კი ყალბი პასპორტით ეგვიპტეში ჩავალ, ეს ადრეც გამიკეთებია და ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. მერე ტაძარს ვიპოვი და არტეფაქტებს დავიბრუნებ. კანდელაკები მათ გარეშე ვერაფერს გააწყობენ. შეგიძლია უარი მითხრა და ნერსესთანაც ჩამიშვა, მაგრამ გავიქცევი, იქ მაინც ჩავალ და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის!
-მანიპულატორი ხარ! - შეუბღვირა ბრაზით კატომ. – მაგრამ, სამ დღეში ჩემი ქორწილია...
-და ზუსტად სამ დღეში, სავსე მთვარეობაა! ხომ არ დაგავიწყდა, რომ ის სიმბოლო, რომელიც ანას ხელზე აქვს, ერთი სავსე მთვარეობიდან, მეორე სავსე მთვარეობამდე აცოცხლებს ადამიანს, შემდეგ კი...
-კარგი! - სიტყვა გააწყვეტინა ქალმა. - დაგაზღვევ, მაგრამ იცოდე, ჩემს ქორწილზე თუ აქ არ იქნები, მოგძებნი და მკვდარიც რომ იყო, თავიდან მოგკლავ!
-ხომ იცი, ჩემი მეჯვარე უნდა იყო. - შეახსენა ლეომ გაბრიელს.
-მართლა? - თვალები აუციმციმდა ბიჭს. - აქამდე, რატომ არ მითხარი?
-რა ვიცი... იქნებ იმიტომ, რომ ხან წყევლას ადებენ ჩემი ოჯახის წევრებს, ხან ფსიქიატრიულში ამწყვდევენ და ხანაც საცოლეს მივყვები რიტუალური მკვკელობების შესაჩერებლად! - ხმას ისე აუწია ლეომ, რომ ვერც კი იგრძნო, თუმცა მალევე დამშვიდდა და ღრმად ჩაისუნთქა.
-გპირდები, რომ შენს ქორწილზე აქ ვიქნები. - ლეოს გაუღიმა გაბრიელმა, მერე კატოს გადახედა და ჰკითხა. - შენი მეჯვარე ვინ იქნება?
-მინდოდა ანასთვის მეთქვა, მაგრამ ნელიმ და ეკატერინამ ერთდროულად გაიგიჟეს თავი. ძველი ტრადიციების მომხრეები არიან, რომლის თანახმადაც ოჯახის წევრი არ შეიძლება მეჯვარე იყოს. - უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა ქალმა. - ამიტომ, თამარას ვთხოვე.
-თამარას? არქივიდან? - გაუკვირდა ბიჭს. - ის ხომ მოსაწყენი პიროვნებაა?!
-ვინც რაიმეში არ გეთანხმება, ყველას მოსაწყენს ნუ უწოდებ. - სარკაზმით მიუგო ქალმა.

ანა თვალს ადევნებდა მეგობრების საუბარს და მექანიკურად იღიმოდა, თუმცა შინაგანად მღელვარებისგან ერთიანად იწვოდა. არ უნდოდა გაბრიელი ეგვიპტეში მარტო გაეშვა, მაგრამ ვერც ხმას იღებდა. ბავარიის ამბების შემდეგ, არც ლეო მისცემდა წასვლის უფლებას და გაბრიელი მითუმეტეს არ წაიყვინდა. სწორედ ამ გარემოებათა გათვალისწინებით გოგონამ იმწამსვე გადაწყვიტა, რომ მარტოს უნდა ემოქმედა.


...
"კაირო, ეგვიპტე"

თვითმფრინავიდან ჩამოსული გაბრიელი, პირდაპირ გასასვლელისკენ გაემართა. გეგმა არ ჰქონდა, ძალიან დაბნეული იყო და პირველად ცხოვრებაში არაფერში არ იყო დარწმუნებული, ამიტომ მხოლოდ იმპროვიზაციის იმედი ჰქონდა.
ჩაფიქრებული და თავდახრილი ისე გავიდა გარეთ, რომ კაიროს ცისთვის ერთხელაც კი არ შეუხედავს. დაახლოებით დილის რვის ნახევარი იქნებოდა, ახლადამოწვერილი, მცუხნვარე მზე მოკრიალებულ ცაზე კაშკაშებდა. გაბრიელს თვალი მოსჭრა მისმა სხივებმა და კეპი, რომელიც თავზე ეხურა, სახეზე უფრო მეტად ჩამოიფხატა. ცხელი და მშრალი ჰაერი მაშინვე უხეშად ეძგერა ხცვირ-პირში ბიჭს და თავდაპირველად სუნთქვა შეუკრა, თუმცა მისი ორგანიზმი წამებში შეეგუა გარემოს და ღრმად სუნთქვაც დაიწყო.
მიიხედ-მოიხედა გაბრიელმა და მზერა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას მოავლო, რომ ერთი თავისუფალი ტაქსი მაინც ეპოვა. მოულოდნელად მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მისწვდა მის სმენას და ხმაურისგან ყურები გაუგუბდა. თავი ასწია ბიჭმა და მის ფეხებთან გაჩერებულ მანქანას ინტერესით სავსე მზერა მიაპყრო. უცებ კარი გაიღო და იქიდან ანა გადმოვიდა. ჯინსის შორტი, კედები და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. გრძელი, წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოეშალა, ერთ ხელში სათვალეს ათამაშებდა, მეორეში კი მანქანის გასაღებს.
-წაგიყვანო? - ჰკითხა გოგონამ და გამარჯვებული ღიმილით დააჯილდოვა გაბრიელი.
-რა... რა ... ხდება... - ენა დაება ბიჭს და გაოგნებისგან გაფართოებული თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
-პირი დახურე და ჩაჯექი. - საჭეს მიუჯდა გოგონა, მერე გვერდით სავარძლისკენ გადაიხარა და გაბრიელს კარი გაუღო.
კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს ბიჭმა, რომ ხმამაღლა არ ეყვირა და იქვე არ მოეწყო სკანდალი. შემდეგ ჩანთა უკანა სავარძელზე გაბრაზებულმა დააგდო და გოგონას გვერდით მიუჯდა.
-გკითხო, აქ რა ჯანდაბა გინდა, თუ შენით მეტყვი?! - კბილებს შორის გამოსცრა გაბრიელმა, როცა აეროპორტს გასცდნენ.
-დაგავიწყდა, ეგვიპტის მოქალაქე რომ ვარ? - კითხვა შეუბრუნა ანამ.
-რა? - წამოიძახა ბიჭმა, თუმცა ორ წამში ამოუტივტივდა გონებაში ის ფაქტი, რომ ანა სწორედ კაიროში იყო დაბადებული.
-არ მეგონა, ჩემს მეორე სამშობლოში დაბრუნება, ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა. - საქარე მინიდან კაიროს ხედებს გახედა ანამ და სარკმლიდან შემომავალი მშრალი ჰაერი, ღრმად ჩაისუნთქა.
-როგორ მოახერხე? - მისკენ მთელი ტანით შებრუნდა გაბრიელი და გოგონას დაჟინებით მიაცქერდა.
-პასპორტი და ბარგი ისედაც გამზადებული მქონდა. - მშვიდად მიუგო ანამ. - ნიუ-იორკიდან ჩამოსვლის შემდეგ, არც კი ამომილაგებია. უკვე 21 წლის ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი მშობლების დანატოვარი თანხის გამოყენება უპრობლემოდ შემიძლია. სხვათა შორის, მათი ანდერძის თანახმად 21 წლამდე მემკვიდრეობას მარტო ვერ განვკარგავდი და ამიტომაც მაკონტროლებდა ნერსე ასე. მერე კი უბრალოდ ავდექი და შენს წამოსვლამდე ორი საათით ადრე გამოვფრინდი. სასტუმროში ნომერი წინასწარ დავჯავშნე, აქ ჩამოსულმა კი ნივთები იქ დავტოვე, მანქანა ვიქირავე და აეროპორტში მოვედი, რომ შენი გაოგნებული სახე მენახა. აი, ამ სანახაობას არაფრის დიდებით არ გამოვტოვებდი!
-ამის ნება არ მომიცია! - შეუბღვირა ბიჭმა. - ნერსემ რომ გაიგოს... ახლავე დავბრუნდეთ აეროპორტში, ბილეთს იყიდი და უკან გაფრინდები!
-ნებართვა არც მითხოვია! და ძალიან ცდები თუ გგონია, რომ უკან დავბრუნდები.
-რატომ... რატომ ჩამოხვედი?!
-ამ საქმეს ერთად გავუმკლავდებით ან ერთად შევეწირებით. - მტკიცედ განაცხადა ანამ. - არ შემიძლია უსაქმოდ ვიჯდე, მაშინ, როცა შენ აქ ჩემს გადასარჩენად წამოხვედი. უარყოფას აზრი აქვს! ზუსტად ვიცი, რომ არტეფაქტების დაბრუნება ჩემს გადასარჩენად გინდა, მსოფლიოს ხსნა კი შენთვის მეორეხარისხოვანია!
-გიჟი ხარ! - უნებურად გაეცინა გაბრიელს.
-შენც! - თვალი ჩაუკრა გოგონამ და მანქანა „Horizon shahrazad hotel“ - ის ავტოსადგომზე გააჩერა.

...
სასტუმროში მისულებმა ცოტა დაისვენეს, ისაუზმეს, მარტივი გეგმა განიხილეს და შემდეგ ლუქსორისკენ მიმავალ გზას მანქანით დაადგნენ.

კაიროს ხედები თვალწარმტაცი იყო ნებისემიერი ადამიანისთვის. ცივილიზაციის ეს უძველესი კერა, ნაწილობრივ ინარჩუნებდა პირვანდელ სახეს, რაც დღევანდელ ეპოქაში დიდი იშვიათობაა. გიზას რომ მიუახლოვდნენ, მთებივით აღიმართა უზარმაზარი პირამიდები მათ თვალწინ. ძველი ქალაქის ნანგრევები და რა თქმა უნდა, იდუმალებით მოცული სფინქსი, თავისკენ იზიდავდა ტურისტებს, რის გამოც, დღის საათებში მოძრაობა ძალიან გადატვირთული იყო.
საჭესთან მჯდომ ანას, გამუდმებით პირამიდებისკენ გაურბოდა თვალები. ისინი არა მარტო აღფრთოვანებას, არამედ ბავშვობის მოგონებებს იწვევდნენ მასში. წამდაუწუმ ახალ-ახალი სცენები უტივტივდებოდა გონებაში გოგონას იმ პერიოდიდან, როცა მშობლებთან ერთად კაიროში ჩამოდიოდა. ეს სცენები კადრებივით ურბენდა თვალწინ და ზოგჯერ ისე სწყდებოდა რეალობას, რომ წინ მიმავალ მანქანებს ვერც კი ამჩნევდა.
მართალია გაბრიელის გონება სულ სხვა ამბებით იყო დაკავებული, მაგრამ ანას გაფანტულობა მაინც შენიშნა და მაშინვე მიხვდა რაც სჭირდა. ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს ბიჭს, რადგან იცოდა, რომ ანას თუ რამის თქმა მოუნდებოდა, თავად ეტყოდა. ამიტომ მხოლოდ ადგილი გაუცვალა გოგონას, რათა ლუქსორამდე ავარაია არ მოეხდინა.

*
-აი, ლუქსორიც! - წამოიძახა ანამ, როცა მის წინ აღმართული ოთხიათასი წლის ქალაქის ნანგრევები გადაიშალა.
-მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი ღია ცის ქვეშ. - დაუდასტურა ბიჭმა და გაფართოებული თვალები ქალაქის პანორამას მიაპყრო.
პირველად იყო ლუქსორში გაბრიელი, პირველად ხედავდა ამ სილამაზეს და სიგიჟემდე უნდოდა ახლოდან შეეგრძნო ყველაფერი, მაგრამ ის საქმე მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რომლისთვისაც ეგვიპტეში ჩამოვიდა. ამიტომ გაზს ფეხი მიაჭირა და გზა გააგრძელა.

*
შუადღე გადასული იყო, როცა გაბრიელმა მანქანა შუაგულ უდაბნოში გააჩერა და გარემოს თვალი მოავლო.
-რატომ გავჩერდით? - იკითხა ანამ.
-მოვედით! - უპასუხა ბიჭმა.
ირგვლივ არაფერი ჩანდა, გარდა გაშლილი ტრასისა, მომაკვდინებლად მცხუნვარე მზისა და ოქროსფერი ქვიშის გორებისა.
-აქ არაფერი არ არის. - მანქანიდა გადავიდა ანა და ამდენხნიანი ჯდომის შემდეგ, მხრებში ძლივს გაიმართა.
-ნავიგატორი გვიჩვენებს, რომ ადგილზე ვართ. - გაბრიელიც ჩამოვიდა ძირს, რუკა და ზუგრჩანთა აიღო, მარცხნივ გაიშვირა თითი და დაამატა. - რუკის მიხედვით კი იმ გორაკების მიღმა უნდა იყოს.
ანა უსიტყვოდ გაჰყვა უკან ბიჭს. ორი, ძალიან მაღალი გორაკი აუტანელ სიცხეში, ფეხით ძლივს გადაიარეს და ბოლოს გამოჩნდა ის, რასაც ამდენი ხანი ეძებდნენ.
ოქროსფერი ქვიშის ველზე ათამდე კარავი იყო გაშლილი. ადგილზე უამრავი ხალხი ირეოდა. მათი უმრავლესობა მუშები იყვნენ, რომლებიც ქვიშას და დამტვრეულ ქვის ფილებს, აღმოსავლეთით წამომართული კიდევ ერთი გორაკიდან ეზიდებოდნენ. მათ, შუა ხნის მამაკაცი დასტრიალებდა თავს და მითითებებს აძლევდა. კაცს ფართე შარვალი და თეთრი პერანგი ეცვა, რომლის სახელოებიც იდაყვევამდე აეკეცა. თავზე თეთრი ცილინდრი ეხურა და წამდაუწუმ ცხვირსახოცით, შუბლზე ჩამოსულ ოფლს იწმენდდა. ანამ მაშინვე იცნო იგი. ეს კაცი, კაიროს მიზეუმის კურატორი, ალი ჰაკიმი იყო, რომლის ფოტოც ცეზარმა აჩვენა მათ.
გაბრიელმა ჩანთიდან ბინოკლი ამოიღო და გაშლილი ველი უფრო ახლოდან მოათვალიერა.
-რა ჯანდაბა ხდება აქ? - თითქოს თავის თავს ჰკითხა ბიჭმა.
-ვერ ხედავ? არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. - გამოეხმაურა ანა. - ბევრჯერ ვყოფილვარ გათხრებზე და ვიცი ეს როგორც ხდება.
-გგონია ტაძარი იქ არის? - გორაკისკენ გაიშვირა ხელი გაბრიელმა. ანამ ბინოკლი გამოართვა და მასში გაიხედა.
-ეს ალი ჰაკიმია! - მამაკაცზე მიანიშნა გოგონამ. - იმ გორაკიდან მომავალ მუშებს ესაუბრება, და რადგან ამას აკეთებს, სავარაუდოდ, ის ადგილი გორაკი კი არა მიწაში, დიდი ხნის წინათ ჩამარხული, ანუბისის დაკარგული ტაძარი უნდა იყოს.
-ალბათ შესასვლელს ათავისუფლებენ. - ჩაილაპარაკა გაბრიელმა.
-აი, ისინიც! - წამოიძახა უცებ ანამ, რადგან ველზე იმწამს შემოსული ღია ჯიპი შენიშნა, რომლიდანაც ირენა და ეზრა გადმოვიდნენ. - კანდელაკები აქ არიან!
-რა?! - ბინოკლი ხელიდან აართვა გაბრიელმა და კანდელაკებს დააკვირდა, რომლებიც უკვე ალის ესაუბრებოდნენ.
ცოტა ხანს ასე იდგნენ, შემდეგ კი მუშებს რაღაც ანიშნეს და მანქანიდან მართკუთხა, ხის ყუთი გადმოატანინეს. ალიმ ხელით ტაძარაზე მიუთითა კანდელაკებს, ისე თითქოს რაღაცას უხსნიდა, შემდეგ კი წინ გაუძღვა მათ და ტაძრისკენ წაიყვანა.
-ეს რა ყუთია? - იკითხა გაბრიელმა.
-კუბოს უფრო ჰგავს. - ჩაიფრუტუნა ანამ, რომელსაც ტელეფონი ამოეღო, კამერა ჩაერთო და ახლოს მოტანილი ხედით აკვირდებოდა ტაძრისკენ მიმავალ "პროცესიას".
-კუბო? - წამით ჩაფიქრდა გაბრიელი, შემდეგ კი წამოიძახა. - ჯანდაბა! ეს მგონი ... ეზრას მამის კუბოა! ალბათ მისი სხეული აქ მოიტანეს, რომ მკვდრეთით აღადგინონ... ისე, როგორც ჰორუსმა შეაგროვა მამის სხეულის ნაწილები... მგონი, ეზრას თავი მართლა ჰორუსი ჰგონია.
-რა საზიზღრობაა. - ცხვირი აიბზუა გოგონამ.
-ტაძარში შესვლას აპირებენ. - თქვა ბიჭმა და გორაკი შეათვალიერა. - მაგრამ შესასვლელი ჯერ არ ჩანს. წესით, სწორედ იქ უნდა იყოს გაჭრილი, თუმცა...

გაბრიელს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ მოულოდნელად შორიდან რაღაცამ დაიგრგვინა და იმ გორაკის სამხრეთ ფერდზე, რომლის შიგნითაც ტაძარი ეგულებოდათ, წარმოქმნილი ქვიშის კორიანტელი ჰაერში ახლადგამოღვიძებული გველეშაპივით აიჭრა, შემდეგ კი ხრიალით დაენარცხა მიწაზე.
-ეს... რა ჯანდაბა იყო?! - გაფართოებული თვალები მტვერში გახვეულ გორაკს მიაპყრო ანამ.
-ააფეთქეს... - წაილუღლუღა გაბრიელმა. - შესასვლელის გასუფთავებას დიდი დრო დასჭირდებოდა, ამიტომ ყველაზე სუსტი ადგილი მოძებნეს... იქ სადაც, ნაკლები ქვიშა ეგულებიდათ, და დინამიტით ააფეთქეს.
-ეს... ვანდალიზმია! - წამოიკივლა გაცოფებულმა ანამ. - არქეოლოგიური გათხრებისას დინამიტის გამოყენება აკრძალულია, რადგან ასე შეიძლება უნიკალური ხელოვნების ნიმუშები დაზიანდეს!
-ანა! - ხელი მაგრად ჩასჭიდა ბიჭმა და თვალებში შეაჩერდა. - მერწმუნე, მათ ხელოვნების ნიმუშები ფეხებზე ჰკი'დიათ! მხოლოდ თავიანთი სულელური რიტუალი ადარდებთ.
-ახლა, რა უნდა ვქნათ? - გაცხარებამ მაშინვე გადაუარა გოგონას.
-ჩვენც შიგნით უნდა მოვხვდეთ. - ფეხზე წამოვარდა გაბრიელი და ტრასისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა.

ჯერ მანქანა გადაიყვანეს გზიდან, ვინმესთვის თვალშისაცემი რომ არ ყოფილიყო, შემდეგ კი ის ნივთები აიღეს, რაც სჭირდებოდათ და ფეხით დაადგნენ ტაძრისკენ მიმავალ გზას.

ანა და გაბრიელი დიდი სიფრთხილით მიუახლოვდნენ ბანაკს. კარვებს შორის გაძვრნენ და რამდენიმე კარავი, რომლებშიც შედარებით უფრო მეტი ნივთი ინახებოდა, საგულდაგულოდ გადაქექეს. არტეფაქტებს ეძებდნენ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს, მათთვის უსარგებლო ხარა-ხურის გარდა. ბოლოს დაასკვნეს, რომ არტეფაქტები ეზრას და ირენას თან ჰქონდათ და ზუსტად იმ მომენტში, რიტუალის ჩატარებას გეგმავდნენ.
-რა გეგმა გვაქვს? - იკითხა ანამ.
-აქ უბრალო მუშები არიან, რომელთა უმრავლესობამ, არც კი იცის, რა შარში გაეხვია. იარაღი არ აქვთ, ამიტომ არც ისე საშიშ სიტუაციაში ვართ. თუ ტაძრის შესასვლელს შეუმჩნევლად გავივლით, შიგნით დიდი სივრცე იქნება და დამალვას შევძლებთ, შემდეგ კი არტეფაქტებს ავიღებთ და აქედან გავქრებით.
-სულელური გეგმაა!
-ვიცი, მაგრამ სხვა არ მაქვს.
-თუ რაიმე მოხდა... თუ დაგვიჭირეს, იმპროვიზაციას მივმართოთ.
-თანახმა ვარ. - გაეცინა გაბრიელს, ანას ხელი ჩაჰკიდა და პირდაპირ ტაძრისკენ აიღეს გეზი.

გორაკის სამხრეთ ფერდობი, მტვრის კორიანტელისგან უკვე გასუფთავებული იყო, თუმცა მიწაზე ქვის ფართე, დაგლეჯილი ფილები უწესრიგოდ ეყარა. ყველა ნატეხზე უძველესი ეგვიპტური ფრესკები იყო გამოსახული.
მათ დანახვაზე გული შეეკუმშა ანას. მშობლები ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ ნივთები რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, კაცობრიობის ისტორიას ქმნიან და ადამიანმა ისინი თავისი ხელით არ უნდა გაანადგუროს.
ღრმად ჩაისუნთქა გოგონამ, რომ კიდევ ერთი ისტერიკა არ დამართნოდა, გაბრიელის გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა, ქვებზე გადააბიჯა და ტაძარში შევიდა. სიცივე წამსვე შემოეხვია ორივეს სხეულზე. ნესტის და ობის საზიზღარმა სუნმა ლამის ფილტვები დაუხშო მათ, თუმცა ცხვირზე ხელები აიფარეს და გზა ისე განაგრძეს.
ასეთ დაძაბულ მომენტში რთული იყო იმ სილამაზის აღქმა, რაც თვალწინ გადაეშალათ, თუმცა ნანახი მათ გონებაში მაინც სამუდამიდ ჩაიბეჭდა.

იეროგლიფებით და ფრესკებით მოხატული უზარმაზარი კედლები, რომლებიც მიცვალებულთათვის ლოცვებს და ღმერთების და ადამიანების თანაცხოვრების სცენებს ასახავდნენ, საოცარი სანახავი იყო.
პირველი დერეფანი რომ გაიარეს, საგრძნობლად ჩამობნელდა, რადგან შესასვლელიდან შემომავალი შუქი სიღრმეში აღარ აღწევდა. თუმცა რამდენიმე ნაბიჯში, კედელში ჩამაგრებულ ჩირაღდნებს წააწყდნენ, რომლებზეც წინა გამვლელებს ცეცხლი წაეკიდებინათ.
უცებ ანამ ერთ-ერთ კედელზე უზარმაზარი მორიელის გამოსახულებას მოჰკრა თვალი, ადგილზე შედგა და კედლიდან ჩირაღდანი ჩამოხსნა.
-რა ხდება? - უკან მიბრუნდა ბიჭი.
-გაბრიელ, შეხედე, შენი გამოსახულება ვიპოვე. - მორიელის ფრესკას მიანათა ჩირაღდანი გოგონამ და სარკასტულად გაიღიმა.
-ჰო, შენიც ვიპოვე. - ჩირაღდნიანი ხელი მარჯვნივ გააწევინა გაბრიელმა და ორივემ ნათლად დაინახეს კედელზე გამოსახული უზარმაზარი გველი.
-ძველ ეგვიპტეში გველს ეთაყვანებოდნენ. - სიამაყით ჩაილაპარაკა ანამ.
-მორიელსაც! - შეეპასუხა გაბრიელი.
-მაგრამ, გველი უპირატესი იყო!
-არც მორიელი იყო ნაკლები!
-ფარაონებს გველის ფორმის დიადემით კრძალავდნებ!
-მორიელებს კი...
-გველს თითქმის ყველა რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. - მიახალა გოგონამ. ჯერ ისევ მშვიდად იყვნენ, თუმცა აშკარა იყო, რომ არც ერთი არ აპირებდა დათმობას. - ქრისტიანობაში სიბრძნის და განახლების სიმბოლოა!
-ასევე ეშმაკისაც, რომელმაც ევა აცდუნა. - სარკაზმით ჩაიცინა ბიჭმა.
-ერთ-ერთი მოსაზრებით ეშმაკი გველად იმიტომ იქცა, რომ პირველი ადამიანი, ყველაზე ახლოს სწორედ ამ ქვეწარმავალთან იყო. იცოდა ეშმაკმა, რომ ევას მისი არ შეეშინდებოდა და დაუჯერებდა კიდეც. ანუ გველი ადამინთან ოდითგანვე...
-ერთი, ამათ უყურეთ! - მოულოდნელად შემზარავად გაისმა ეზრას გამყინავი ხმა ცარიელ ტაძარში.
ორივეს უნებურად გასცრა სხეულში, ენა ჩაუვარდათ, კამათის სურვილი სრულიად გაუქრათ და დამფრთხალი სახეებით მიბრუნდნენ მისკენ.
ეზრამ ზიზღით შეათვალიერა წყვილი, მისმა გამჭირვალე თვალებმა კი საზარლად გაიელვა ანთებული ჩირაღდნის ფონზე. მამაკაცმა მის გვერით მდგარ მუშებს გადახედა, რომლებსაც ხელში სამუშაო ირაღები ეჭირათ და აშკარად მზად იყვნენ, რომ იმით ნებისმიერი აეკუწათ.
-წამოიყვანეთ! - მსახურებს უბრძანა ეზრამ. - სანამ მოკვდებიან, მინდა თავიანთი თვალით ნახონ, როგორ აღვასრულებ რიტუალს... იმ რიტუალს, რომლის ჩატარებაშიც ასე მიშლიდნენ ხელს!


---
დავაგვიანე სიყვარულებო, მაგრამ სამაგიეროდ დიდი თავია :** 18 გვერდს მგონი გადასცდა კიდეც :დდდდ არ ვიცი როგორ გავანაწილებ სიუჟეტს, მაგრამ მგონი მომდევნო თავი ბოლო იქნება :*** მიყვარხართ! :**скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი ნინი

ზუსტაააად ხუთი წუთიის წინ შევამოწმე შენიი გვერდიიი,ისტორია ხოაარდაიდოთქო დააროაარ დამხვდა ძაანმეწყნიაა ახლააა კიიიძააან ძააან ბედნიერი ვააააააარ

 



№2  offline წევრი ფერადიი...

ვუიმეეე როგორ გამახარე როგორ ველოდი ჩავუჯდები ეხლა კარგად

 



№3  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

სტუმარი ნინი
ზუსტაააად ხუთი წუთიის წინ შევამოწმე შენიი გვერდიიი,ისტორია ხოაარდაიდოთქო დააროაარ დამხვდა ძაანმეწყნიაა ახლააა კიიიძააან ძააან ბედნიერი ვააააააარ

ვაიმეე როგორ მიხარიხარ heart_eyes რედაქტირებას მოვუნდი დიდი ხანი, თორემ აქამდეც დავდებდი heart_eyes

ფერადიი...
ვუიმეეე როგორ გამახარე როგორ ველოდი ჩავუჯდები ეხლა კარგად

მე შენ გამახარე heart_eyes კურთხევას გაძლევ joy kissing_heart

 



№4 სტუმარი ანნო

აუუ უკვე მომდევნო მინდაა????????❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№5  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ანნო
აუუ უკვე მომდევნო მინდაა????????❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მალე იქნება kissing_heart

 



№6  offline წევრი tinatini

როგორ მომწოონს, მალე ველოდები შემდეგს.. :)

 



№7  offline ადმინი დედასამოტხე

კარგო გოგო ხარ,მომეწონა,ასე გააგრძელე.

 



№8 სტუმარი Shorena kiladze

Vaimeee movkvdi Kali ra iyo es aa?axla mumua adgeba da inhotemic mova xo anksunamuni?vaume ras vbodialob shoki makvs sruli amogebuli.iseti saintereso agcerili gakvs es yvelaperi AR momcyindeba cakutxva arasdros .zalian magari iko Margo umagresi da unichieresi gogo xar

 



№9  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

tinatini
როგორ მომწოონს, მალე ველოდები შემდეგს.. :)

დიდი მადლობა❤❤❤❤❤

Mariiiiami
კარგო გოგო ხარ,მომეწონა,ასე გააგრძელე.

ამ სარკაზმიანად კოსმოსში გაგისვრი :დდდდდ :*

Shorena kiladze
Vaimeee movkvdi Kali ra iyo es aa?axla mumua adgeba da inhotemic mova xo anksunamuni?vaume ras vbodialob shoki makvs sruli amogebuli.iseti saintereso agcerili gakvs es yvelaperi AR momcyindeba cakutxva arasdros .zalian magari iko Margo umagresi da unichieresi gogo xar

ვაიმეეეე :დდდდდდდდდდდ არა კაცო რა იმჰოტეპი :დდდდდ მაგას ეყოს ორჯერ გაცოცხლება :დდდდ მიხარია რომ მოგეწონა :*** ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤❤❤სასწაულად მახარებ:**** ❤❤❤

 



№10  offline წევრი abezara98

О,Боже мой!დედა, რა იყო ეს, ჰაა? open_mouth open_mouth აი, სიტყვები არ მყოფნის! შოკში ვარ და ჯერაც ვერ გამოვსულვარ! no_mouth ჩემი კატო და ლეო ისევ საუკეთესოები არიან! მიყვარს ეგ წყვილი და რა ვქნა? joy აი, ანა და გაბრიელი კი სულ სხვა საქმეა! joy ჩემი გიჟები, ჩემი გადარეულები satisfied ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები არიან! blush blush blush "-ღმერთო ჩემო, ყველა დამნაშავეს აპოკალიფსის მოწყობა რატომ უნდა?! - ხელები უკმაყოფილოდ გაშალა ანამ, - რა უფანტაზიოები არიან!" - ამ მომენტზე გადავბჟირდი. ჰმმმ, მართლა უფანტაზიოები ეგენი joy joy joy ჩემი ცეზარი კიდე რატოა ასეთი საყვარელი? ვუაიმეე, შემოვევლე მაგას! ისე, სადაა ჩემი ალექსანდრე???? ქორწილში ხო მოვა? smile smile აი, ეს ეზრა და დედამისი ჩამაგდებინა რამდენიმე წუთით ხელში რაა! გავწეწავ და დაგიბრუნებ უკან, მერე დანარჩენებმა მიხედონ joy მოკლედ, საუკეთესო ხარ, მარგო! heart_eyes heart_eyes გული მწყდება, რომ უკვე მთავრდება და საიტზე შემოსვლისას აღარ გამოანათებს-ხოლმე ცივსისხლიანი და მთელი კვირა მოუთმენლად ვეღარ დაველოდები შენს ისტორიას sob sob ველი მოუთმენლად შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes და ჩემი ალექსის ისტორიასაც, მისი რჩეული და რუდოლფიც არ გამომიტოვო, რაა joy joy ყველაზე კარგი ხარ! heart_eyes heart_eyes

 



№11  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგია მიყვარს თითოეული პერსონაჟი ცუდების გარდა heart_eyes heart_eyes მალე დადე შემდეგი მოუთმენლად ველოდებიი kissing_heart kissing_heart

 



№12  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

abezara98
О,Боже мой!დედა, რა იყო ეს, ჰაა? open_mouth open_mouth აი, სიტყვები არ მყოფნის! შოკში ვარ და ჯერაც ვერ გამოვსულვარ! no_mouth ჩემი კატო და ლეო ისევ საუკეთესოები არიან! მიყვარს ეგ წყვილი და რა ვქნა? joy აი, ანა და გაბრიელი კი სულ სხვა საქმეა! joy ჩემი გიჟები, ჩემი გადარეულები satisfied ზუსტად ერთმანეთის შესაფერისები არიან! blush blush blush "-ღმერთო ჩემო, ყველა დამნაშავეს აპოკალიფსის მოწყობა რატომ უნდა?! - ხელები უკმაყოფილოდ გაშალა ანამ, - რა უფანტაზიოები არიან!" - ამ მომენტზე გადავბჟირდი. ჰმმმ, მართლა უფანტაზიოები ეგენი joy joy joy ჩემი ცეზარი კიდე რატოა ასეთი საყვარელი? ვუაიმეე, შემოვევლე მაგას! ისე, სადაა ჩემი ალექსანდრე???? ქორწილში ხო მოვა? smile smile აი, ეს ეზრა და დედამისი ჩამაგდებინა რამდენიმე წუთით ხელში რაა! გავწეწავ და დაგიბრუნებ უკან, მერე დანარჩენებმა მიხედონ joy მოკლედ, საუკეთესო ხარ, მარგო! heart_eyes heart_eyes გული მწყდება, რომ უკვე მთავრდება და საიტზე შემოსვლისას აღარ გამოანათებს-ხოლმე ცივსისხლიანი და მთელი კვირა მოუთმენლად ვეღარ დაველოდები შენს ისტორიას sob sob ველი მოუთმენლად შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes და ჩემი ალექსის ისტორიასაც, მისი რჩეული და რუდოლფიც არ გამომიტოვო, რაა joy joy ყველაზე კარგი ხარ! heart_eyes heart_eyes

ვაიმე ჩემო საყვარელოო :**** როგორ გამახარე ნეტავ იცოდე :დდდ❤❤❤❤❤ ეზრას და დედამისს ფოსტით გამოგიგზავნი :დდ ნებას გაძლევ რაც გინდა ის გაუკეთო :დდდდდდდდდდდდ ალექსანდრე მოვტეხე ამ თავიდანაც :დდ ნუ სიუჟეტში არ ჯდებოდა თორემ მაგას როგორ ვიზამდი :დდდდ ქორწილში დავპატიჟე, მაგრამ არ ვიცი დამთანხმდება თუ არა მოსვლას :დდდდდდდდდდ მეც მწყდება გული რომ სრულდება, მაგრამ უივე ისედაც დრო იყო :*** უღრმესი მადლობა შენ ჩემო კარგო ამ საოცარი სიტყვებისთვის❤❤❤❤❤❤❤

blondeangel631
ძალიან კარგია მიყვარს თითოეული პერსონაჟი ცუდების გარდა heart_eyes heart_eyes მალე დადე შემდეგი მოუთმენლად ველოდებიი kissing_heart kissing_heart

მიხარია უზომოდ :დდდ ❤❤❤❤ ვეცდები მალე იყოს შემდეგი :** უღრმესი მადლობა :****

 



№13  offline წევრი talia

ვაიმე საოცრება იყო ფილმი უნდა გადაიღონ ამ თემაზე.აუ ძაან მაგარი იქნება რეჟისორობას არ აპირებ?იქნებ შენ მაინც უშველო ქართულ ფილმებს.

 



№14 სტუმარი მარი. ელ❤

ჩემო ნიჭიერო გოგოოო სულ საოცრებებს რო ახდეენ მართალია მოლოდინი არც თუისე სასიამოვნო განცდაა მაგრამ თავიდან თავამდე ისე გადიოდა დრო რო ვერც ვიგებდი რეალურად ვიცოდი რო ამინაზღაურებდიი და ამად ღირდა:) რო ვაცნობიერებ ეს ისტორია სულ მალე დასრულდება და საიტზე ახალ თავს ვეღარ ვნახავ ვერ ვეგუები ამ აზრს და რეალობაას იმდენად განსხვავებულია იმდენად ჩემი გახდა ასეთი სიგიჟე სიმძაფრე გიჟურ სიყვარულთან ერთად:დდ რომ მართლა ვერ წარმომიდგენია ამ ისტორიის გარეშე ამ არაორდინალური წყვილების გარეშე:) ახლაც ძლიერი ემოციების ქვეშ მყოფი სიცხიანი ვცდილობ აზრების დალაგებასა და სწორად გადმოცემას იმედია გამომდის:დდ ვიცი ჩემი ძლიერი ანა და გაბრიელი ყველაფერს გაუმკლავდებიან ამიტომ სიუჟეტში განვითარებულ მოვლენებზე არ ვისაუბრებ ახლა მხოლოდ იმაზე მინდოდა საუბარი როგორ მიყვარს ეს ისტორია თავის არაჩვეულებრივ ავტორთან ერთად მადლობა შენ ასეთი ისტორიის შექმნისთვიის❤❤❤❤❤

 



№15  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

talia
ვაიმე საოცრება იყო ფილმი უნდა გადაიღონ ამ თემაზე.აუ ძაან მაგარი იქნება რეჟისორობას არ აპირებ?იქნებ შენ მაინც უშველო ქართულ ფილმებს.

აუუუუ :დდდდდდდ არ მიფიქრია რეჟოსორბაზე ნამდვილად თუმცა სპილგერთან დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი(მოვინდომე რა :დდდდ) დიდი დიდი მადლობა ჩემო კარგოო❤❤❤❤

მარი. ელ❤
ჩემო ნიჭიერო გოგოოო სულ საოცრებებს რო ახდეენ მართალია მოლოდინი არც თუისე სასიამოვნო განცდაა მაგრამ თავიდან თავამდე ისე გადიოდა დრო რო ვერც ვიგებდი რეალურად ვიცოდი რო ამინაზღაურებდიი და ამად ღირდა:) რო ვაცნობიერებ ეს ისტორია სულ მალე დასრულდება და საიტზე ახალ თავს ვეღარ ვნახავ ვერ ვეგუები ამ აზრს და რეალობაას იმდენად განსხვავებულია იმდენად ჩემი გახდა ასეთი სიგიჟე სიმძაფრე გიჟურ სიყვარულთან ერთად:დდ რომ მართლა ვერ წარმომიდგენია ამ ისტორიის გარეშე ამ არაორდინალური წყვილების გარეშე:) ახლაც ძლიერი ემოციების ქვეშ მყოფი სიცხიანი ვცდილობ აზრების დალაგებასა და სწორად გადმოცემას იმედია გამომდის:დდ ვიცი ჩემი ძლიერი ანა და გაბრიელი ყველაფერს გაუმკლავდებიან ამიტომ სიუჟეტში განვითარებულ მოვლენებზე არ ვისაუბრებ ახლა მხოლოდ იმაზე მინდოდა საუბარი როგორ მიყვარს ეს ისტორია თავის არაჩვეულებრივ ავტორთან ერთად მადლობა შენ ასეთი ისტორიის შექმნისთვიის❤❤❤❤❤

გული ვერ უძლებს ამდენ სიხარულს :******* უსაყვარლესი ხარ და საოცრად გამაბედნიერე ახლა შენ ამ სიტყვებით :******* ჰო, საშინელებაა ლოდინი, მითუმეტეს როცა ისტორია ძალიან გაინტერესებს. ვაგბიანებდი იმიტომ, რომ თქვენამდე ჩამოყალიბებული ახალი თავი მომეტანა და არა აბურდულ-დაბურდული :დდდდ❤❤❤ მეც ძალიან მწყდება გული რომ ვამთავრებ, მაგრამ ეს გადარეული იმდენი ხანი იყვნენ ჩემთან, რომ უკვე დროა გავუშვა :დდდდ(გამოვიგლოვე :დდ) უღრმესი მადლობა შენ ტკბილო და საყვარელოოო :***❤❤❤❤❤ აი, საოცრებებს ახდენ ამ კომენტარებით ჩემთვის მერწმუნე :*****❤❤❤❤❤ მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ, სიცხიანო :****❤❤❤❤

 



№16 სტუმარი ))))

ვფიქრაბ ამ შემთხვევაშო ჯობა უაზრო სიტყვებოს რახარუხ ის ნაცვად

გავჩუ დე რდგა იმახე მეტად მესიამოვნა წაკითხვა ვრრც კი წარმოოდფრნ

 



№17  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

))))
ვფიქრაბ ამ შემთხვევაშო ჯობა უაზრო სიტყვებოს რახარუხ ის ნაცვად

გავჩუ დე რდგა იმახე მეტად მესიამოვნა წაკითხვა ვრრც კი წარმოოდფრნ

უღრმესი მადლობა❤❤❤❤❤

 



№18  offline წევრი Jupiter

პირველ რიგში, მომილოცე ???? დღეს დავამთავრე ,,ჭირვეული კატალინა" და ოფიციალურად, შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს ❤️ მაგრამ ეს (,,პროვანსში დაკარგულებთან" ერთად) მაინც ჩემი ფავორიტია. არაჩვეულებრივი ფანტაზიის უნარი გაქვს და მოვლენებს ძალიან დალაგებულად უთავსებ ერთმანეთს. ერთი სიტყვით, საინტერესო და სახალისოა ხოლმე შენი ისტორიების კითხვა ❤️

 



№19  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Jupiter
პირველ რიგში, მომილოცე ???? დღეს დავამთავრე ,,ჭირვეული კატალინა" და ოფიციალურად, შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს ❤️ მაგრამ ეს (,,პროვანსში დაკარგულებთან" ერთად) მაინც ჩემი ფავორიტია. არაჩვეულებრივი ფანტაზიის უნარი გაქვს და მოვლენებს ძალიან დალაგებულად უთავსებ ერთმანეთს. ერთი სიტყვით, საინტერესო და სახალისოა ხოლმე შენი ისტორიების კითხვა ❤️

ვაიმეეე როგორ მიხარიააა :*****❤❤❤❤❤❤❤ ოფიციალურო მკითხველო, ოფიციალურ და გრაბდიოზუო მადლობა გიხდი :**** :დდდდ❤❤❤❤ პროვანსში დაკარგულები რატომღაც მეც განსაკუთრებით მიყვარს და ძალიან ძალიან მიხარია ეს ფაქტი :**** უსაყვარლესი ხარ❤❤❤❤❤

 



№20 სტუმარი Qeti qimucadze

Vafanateb me shenze agataa. Shen xar unichieresi gogo. Ici rabedniereba iyo amis cakitxvaaa, da radaicdis momdevno tavamdee. Arvici ragitxraaaa. Carmatebebiiii, amoucuravia sheni shesazlebloba am janrshi. Xar zalian momzadebuli da yvela sityvas, personajs da sasven nishans tavisi datvirtva aqvsss, gmerti gfaravdesss

 



№21  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Qeti qimucadze
Vafanateb me shenze agataa. Shen xar unichieresi gogo. Ici rabedniereba iyo amis cakitxvaaa, da radaicdis momdevno tavamdee. Arvici ragitxraaaa. Carmatebebiiii, amoucuravia sheni shesazlebloba am janrshi. Xar zalian momzadebuli da yvela sityvas, personajs da sasven nishans tavisi datvirtva aqvsss, gmerti gfaravdesss

ვაიმეეე არც კი მჯერა რომ ამ სიტყვებს მე მეუბნები❤❤❤❤❤ უბრალოდ საოცრება ხარ❤❤უბედნიერესი ვარ რომ ჩემი მკითხველი ხარ ❤❤❤❤უღრმესი მადლობა ამისთვის სიყვარულოოო❤❤❤❤❤❤

 



№22  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

როგორი საოცრება გოგო ხარრ .....
კარგი გოგო ხარ ძალიან მადებილებსს შენი ისტორიააა
ველოდები ახალ თავსსსსსს

 



№23  offline წევრი Mtirala

18 გვერდია, მაგრამ ისე სწრაფად ვკითხულობ ვერც კი ვხვდები :დდ
უნამუსობაა :დდდ
მეც გადამეკეტება მართლა, როგორ შეიძლება ადამიანი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებს ასე მოექცეს?
უნდა დახვიტო ეგეთი ადამიანები! გავცხარდი :დდდ
ხო, ვთქვი, ცეზარი ჩემი ბიჭია-მეთქი :)))))))))))
აუ, მიყვარს :) როგორი საყვარელია:)))
ცეზარიც მორელია :)) კაი, ვიცი რომ გაბრიელს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც ჩემი ბიჭუა :დდდდ
აუ, მარტო ცეზარის ორწინადადებიანი მომენტი რომ დაგამახსოვრდება 18 გვერდიდან :დდდდ
თან სახელიც როგორი აქვს :დდდ ცეზარი :დდ
ამ შუაღამისას მომაშია :დდდდდ
მერე კიდე ვწუწუნებ გავსუქდი - მეთქი :დდდდდ
კატოს და ლეოს ქორწილს ველოდები სულმოუთქმელად :დდდ მათ ქორწილში მაინც ვიგულავებ :დდდდ
ძლივს საშველი დაადგათ ანას და გაბრიელს :დდ ძლივს აღიარებენ რომ ერთმანეთი უყვააააააართ :) ვოტ ტაკ!
ეზრას ჩავცხრილავ! დავხვრეტ! მანამდე ცოცხლად დავმარხავ მამამისის კუბოში! ზიზაზტიკე :დდდდდდდდდ
აშკარად მეძინება :)) წავედი, წავედი :))
როგორ მიყვარხარ იცი, როგორ გეტრფი ისიც იცი :)
ველი დასასრულს ❤
პ.ს. ასე მალე სრულდება? :((( მომენატრება :(((( ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№24  offline წევრი Mrs grey

მთელი საღამო ვებრძოლე საკუთარ თავს ლოდინის სიამოვნება გაიხანგრძლივეთქო ❤️ აი ერთი თავიც და მერე იმაზე დამწყდება გული რა უცებ დამთავრდა და სხვებს უნდა ვეძახო ვისაც წასაკითხი აქვს ნეტავ შენ ვიყოთქო :)):დდდ მაგრამ ვერ გავძელი ჩემი ანცი ბიჭის გარეშე... დამაშტერე იცი ?? :დდ ისე გქონდა სიუჟეტი აღწერილი გეფიცები მეგონა იქ ვიყავი და გვერდიდან ვაკვირდებოდი :))) საოცრება იყო, ერთი დიდი სიგიჟე და გამართლებული ისტორიაა... ეს დასასრული ჩემი ატირების მიზეზი ხდება, ამიერიდან მხოლოდ ჩემს ღიმილზე უნდა იზრუნო ❤️❤️ მაქს ფანო იცი რა ?? არასდროს გაჩერდე, სულ წერე... იმდენად დახვეწილია, თითოეული სიტყვა იგრძნობა, მადლობა ამ ისტორიისთვის... მადლობა ამ ემოციებისთვის, ამდენი სიხლეებისთვის, მადლობა შენი დათმობილი თითოეული წამისთვის, რომ ჩვენ გავბედნიერებულიყაბით, მადლობა გათენებული ღამეებისთვის, რომ სიახლეს არ დაეგვიანებინა, მადლობა სხვა სამყაროში მოგზაურობისთვის... ანას, გაბრიელის, ალექსის, კატოს, ნერსეს, ლეოს შექმნისთვის, ცეზარი არ დამრჩეს :)) ❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა უღრმესი რომ უბრალოდ ხარ ასეთი ოქროსთითება ჩემთვის ყვითელი ბრილიანტი ❤️❤️❤️ ალბათ ბოლოთავზე კომენტარს ვეღარ დავწერ, რადგან მხოლოდ დამთავრების ცოდნა აღემატება ჩემს შესაძლებლობებს..

 



№25  offline წევრი Indigo

ვგიჟდები შენს ნიკს რო ვხედავ საიტზე! ♡

ცალკე სამყარო ხარ. სადღაც, შორს...

ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვრჩები ამ სამყაროთი. ვგიჟდები იქ მოგზაურობაზე, განსაკუთრებით მაშინ, გამოფიტულს ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა რო მინდა.
რაღაც კოფეინისმაგვარი ხარ, ოღონდ უძილო ღამის შემდეგ კი არა კვირის ბოლოს ძალაგამოლეულს მაფხიზლებ.
ძაან, ძაან, ძაან, ძაან ვგიჟდები მე შენზე! ♡♡♡
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№26  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

ნარჩიტა
როგორი საოცრება გოგო ხარრ .....
კარგი გოგო ხარ ძალიან მადებილებსს შენი ისტორიააა
ველოდები ახალ თავსსსსსს

უღრმესი მადლობა ჩემო დაყვარელოოო❤❤❤❤❤❤ძალიან ძალიან მახარებ :****❤❤❤❤❤

Mtirala
18 გვერდია, მაგრამ ისე სწრაფად ვკითხულობ ვერც კი ვხვდები :დდ
უნამუსობაა :დდდ
მეც გადამეკეტება მართლა, როგორ შეიძლება ადამიანი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლებს ასე მოექცეს?
უნდა დახვიტო ეგეთი ადამიანები! გავცხარდი :დდდ
ხო, ვთქვი, ცეზარი ჩემი ბიჭია-მეთქი :)))))))))))
აუ, მიყვარს :) როგორი საყვარელია:)))
ცეზარიც მორელია :)) კაი, ვიცი რომ გაბრიელს ვერ შეედრება, მაგრამ მაინც ჩემი ბიჭუა :დდდდ
აუ, მარტო ცეზარის ორწინადადებიანი მომენტი რომ დაგამახსოვრდება 18 გვერდიდან :დდდდ
თან სახელიც როგორი აქვს :დდდ ცეზარი :დდ
ამ შუაღამისას მომაშია :დდდდდ
მერე კიდე ვწუწუნებ გავსუქდი - მეთქი :დდდდდ
კატოს და ლეოს ქორწილს ველოდები სულმოუთქმელად :დდდ მათ ქორწილში მაინც ვიგულავებ :დდდდ
ძლივს საშველი დაადგათ ანას და გაბრიელს :დდ ძლივს აღიარებენ რომ ერთმანეთი უყვააააააართ :) ვოტ ტაკ!
ეზრას ჩავცხრილავ! დავხვრეტ! მანამდე ცოცხლად დავმარხავ მამამისის კუბოში! ზიზაზტიკე :დდდდდდდდდ
აშკარად მეძინება :)) წავედი, წავედი :))
როგორ მიყვარხარ იცი, როგორ გეტრფი ისიც იცი :)
ველი დასასრულს ❤
პ.ს. ასე მალე სრულდება? :((( მომენატრება :(((( ❤

ჩემი გული❤❤❤ მეც ეგრე ვარ ხოლმე, რაღაც რომ მაინტერესებს ისე სწრაფად ვკითხულობ ვერც კი ვამჩნევ :დდდდდ არადა კაცო ცეზარი მეათე ხარისხოვანი პერსონაჟი იყო და რავარი განვითარდა?! :დდდდ ნუ ვიცოდო რომ რაღაც დეტალებში დამჭირდებოდა და ბევრ სცენაშიც გადამწყვეტ როლს ითამაშებდა :დდ ჰოდა იმედები არ გამიცრუა :დდ❤
ლეოს და კატოს ქორწილში დაპატიჟებული ხარ, მაგრამ კარგად ჩაივლის თუ არა აი ეგ .... ვნახოთ ვნახოთ :დდდდდდდდდდ მართლაც რომ საშველი დაადგათ, მაგრამ ვინ აცლით ამ საცოდავებს :დდდდდდ
ვგიჟდები მე შენზე, იცი ეს შენ ❤❤❤❤❤❤მიყვარხარ და მახარებ უზომოდ❤❤❤უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოოოოო ❤❤❤❤❤❤

 



№27  offline წევრი ფერადიი...

ხო ვამბობდი ხო ვამბობდი შენ ადამიანი არ ხართქო ხო ვიძახდი შენ ხარ მოსიარულე საოცრება სიგიჟე ფანტასტიკა არ ვიცი რა ვთქვა
შენ მაგარო
შენ განუმეორებელოო
არ ვიცი რა ვთქვა სიტყვებიარ მყოფნის
ჩემი გაბრიელი ჩემი სიცოცხლეე როგორ მიყვარს უწიპუწი ვჭედავ მაგაზე მე
ცეზარის სახელს კიდევ რომ ვკითხულობ სიცილი მიტყდება
ანას და გაბრიელს ეშველათ ძლივს გამოუტყდნენ გრძნობებში და ამოვისუნთქე მეც
ეზრა ძროხა დამპალი შეშლილი მეჯავრება ფუუ საქონელი ეგაა
18გვერდიო და რა სწრაფათ წავიკითხე არ მეყოო საერთოდ
ახალი თავი რომ დააგვიანო გავაფრენ
გელი გელი მოგელი

 



№28  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Mrs grey
მთელი საღამო ვებრძოლე საკუთარ თავს ლოდინის სიამოვნება გაიხანგრძლივეთქო ❤️ აი ერთი თავიც და მერე იმაზე დამწყდება გული რა უცებ დამთავრდა და სხვებს უნდა ვეძახო ვისაც წასაკითხი აქვს ნეტავ შენ ვიყოთქო :)):დდდ მაგრამ ვერ გავძელი ჩემი ანცი ბიჭის გარეშე... დამაშტერე იცი ?? :დდ ისე გქონდა სიუჟეტი აღწერილი გეფიცები მეგონა იქ ვიყავი და გვერდიდან ვაკვირდებოდი :))) საოცრება იყო, ერთი დიდი სიგიჟე და გამართლებული ისტორიაა... ეს დასასრული ჩემი ატირების მიზეზი ხდება, ამიერიდან მხოლოდ ჩემს ღიმილზე უნდა იზრუნო ❤️❤️ მაქს ფანო იცი რა ?? არასდროს გაჩერდე, სულ წერე... იმდენად დახვეწილია, თითოეული სიტყვა იგრძნობა, მადლობა ამ ისტორიისთვის... მადლობა ამ ემოციებისთვის, ამდენი სიხლეებისთვის, მადლობა შენი დათმობილი თითოეული წამისთვის, რომ ჩვენ გავბედნიერებულიყაბით, მადლობა გათენებული ღამეებისთვის, რომ სიახლეს არ დაეგვიანებინა, მადლობა სხვა სამყაროში მოგზაურობისთვის... ანას, გაბრიელის, ალექსის, კატოს, ნერსეს, ლეოს შექმნისთვის, ცეზარი არ დამრჩეს :)) ❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა უღრმესი რომ უბრალოდ ხარ ასეთი ოქროსთითება ჩემთვის ყვითელი ბრილიანტი ❤️❤️❤️ ალბათ ბოლოთავზე კომენტარს ვეღარ დავწერ, რადგან მხოლოდ დამთავრების ცოდნა აღემატება ჩემს შესაძლებლობებს..

მოგიკვტი ჩემო მაქს ფანო cold_sweat ებრძოლე ებრძოლე ბოლოს ვერარ გაუძელი ჰიპნოზს და დანებდი ხო joy ვერც კი წარმოიდგენ როგორ მწყდება მეც გული, რომ მთავრდება worried რომ არარ მომიწევს ამ გიჟების თავგადასავლებზე ფიქრი, წინასწარ ვგლოვობ, მაგრამ თემა იწურება და ჩემი აზრით პერსონაჟებმაც ამოწურეს თავიანთი სესაძლებლობები relieved პირიქით ჩემო საყვარელო, მადლობა შენ იმისთვის რომ ასე მომყვებოდი მთელი ეს დრო, გვერდით მედექი, ამ საოცარი კომენტარებით მამხნევებდი და არც ერთ დეტალს არ ტოვებდი უყურადღებოდ heart_eyes ვაფასებ იმ ფაქტს, რომ შენ ასე სიღრმისეულად კითხულობდი ისტორიას smile გპირდები, რომ მე ვიქნები შენი სიცილის მიზეზი და ძალინ ძალიან გაგამხიარულებ, ახლო მომავალში joy ვგიჟდები შენზე heart_eyes

Indigo
ვგიჟდები შენს ნიკს რო ვხედავ საიტზე! ♡

ცალკე სამყარო ხარ. სადღაც, შორს...

ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვრჩები ამ სამყაროთი. ვგიჟდები იქ მოგზაურობაზე, განსაკუთრებით მაშინ, გამოფიტულს ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა რო მინდა.
რაღაც კოფეინისმაგვარი ხარ, ოღონდ უძილო ღამის შემდეგ კი არა კვირის ბოლოს ძალაგამოლეულს მაფხიზლებ.
ძაან, ძაან, ძაან, ძაან ვგიჟდები მე შენზე! ♡♡♡

ვგიჟდები მე შენს ნიკს რომ ვხედავ ჩემი ისტორიის კომენტარებში heart_eyes როგორც ავტორმა შეიძლება აღაფრთოვანოს მკითხველი(ჩემ თავს არ ვგულისხმობ laughing )ასევე მკითხველიც აღაფრთოვანებს ავტორს როცა მის ნაშრომს ასე უფასებს heart_eyes და ეს შენ სასწაულად გამოგდის heart_eyes უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელოოო heart_eyes heart_eyes

ფერადიი...
ხო ვამბობდი ხო ვამბობდი შენ ადამიანი არ ხართქო ხო ვიძახდი შენ ხარ მოსიარულე საოცრება სიგიჟე ფანტასტიკა არ ვიცი რა ვთქვა
შენ მაგარო
შენ განუმეორებელოო
არ ვიცი რა ვთქვა სიტყვებიარ მყოფნის
ჩემი გაბრიელი ჩემი სიცოცხლეე როგორ მიყვარს უწიპუწი ვჭედავ მაგაზე მე
ცეზარის სახელს კიდევ რომ ვკითხულობ სიცილი მიტყდება
ანას და გაბრიელს ეშველათ ძლივს გამოუტყდნენ გრძნობებში და ამოვისუნთქე მეც
ეზრა ძროხა დამპალი შეშლილი მეჯავრება ფუუ საქონელი ეგაა
18გვერდიო და რა სწრაფათ წავიკითხე არ მეყოო საერთოდ
ახალი თავი რომ დააგვიანო გავაფრენ
გელი გელი მოგელი

ვაიმეეეეეე joy heart_eyes არც მე მყოფნის სიტყვები და არ ვიცი როგორ გამოვხატო ის სიხარული რომელიც ახლა მომანიჭე heart_eyes
ცეზარს ეს სახლეი ზუსტად იმის გამო შევურჩიე რომ მისთვის ძალიან შეუფერებელი ყოფილიყო და ამავდროულად სასაცილოც, თორემ სახელები დაილია დედამიწაზე?! laughing აშკარად მოიხდინა პერსონაჟმა laughing heart_eyes მართლაც ეშველათ ანას და გაბრიელს smile ძალიან ვეცდები რომ დიდხანს არ დავაგვიანო სიყვარულოოო heart_eyes დიდი, დიდი მადლობა შენ kissing_heart heart_eyes

 



№29  offline წევრი Indigo

შენ თავს უნდა გულისხმობდე ზუსტად!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№30  offline ახალბედა მწერალი Margaritha Loki

Indigo
შენ თავს უნდა გულისხმობდე ზუსტად!

laughing laughing heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent