შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბავი ქეთიზე(თავი 10)


25-03-2018, 18:31
ავტორი Nelly
ნანახია 433

ამბავი ქეთიზე(თავი 10)

ბიჭებმა თავიანთი საქმეები მოაგვარეს და მეც ბარგი ჩავალაგე მოვემზადე და სვანეთში წავედით.გზაში როგორც ყოველთვის მხიარულება იყო,თუმცა იმ მომენტში ისე მომენატრა ნიკა რომ თვალებიდან ცრემლები მისით მომდიოდა თავისით მეტირებოდა იმის გაცნობიერებაზე რომ ნიკას ერთი თვით ვეღარ ვნახავდი.წინა სავარძელზე ვიჯექი და ფანჯარას სველი თვალებით ვუყურებდი ჯაბამ რომ შეამჩნია ვტიროდი,ფეხზე ხელი დამადო
-ქეთი რაგჭირს?რატო ტირი? მკითხა ჩუმად ბიჭებს რო არ გაეგონათ
-არაფერი ჯაბა გზას გახედე შენ და ფრთხილად იარე გავუღიმე თბილად
-რახდება? თავი წამოყო უკნიდან დათომ
-არაფერი უთხრა ჯაბამ
-რაგჭირს ქეთ?
-ტირი? მკითხა ალექსანდრემ
-კაი დამშვიდდით რა შეიცხადიეთ ეხა არ გინახიათ გოგო რო ტიროდეს? ვუთხარი ღიმილით
-კი მაგრამ შენს სახეზე ხოიცი ცრემლებს რო ვერ ვიტან მითხრა თოკამ
-ხო ვიცი ვიცი არაფერია დაწყნარდით რა
-რატო ტირი? მკითხა ჩუმად ალექსანდრემ
-ნიკა მომენატრა ეგ ვთქვი და ისევ ტირილი ამიტყდა
-დღეს არ ნახე?
-ხო მაგრამ ერთი თვე საერთოდ ვერ ვნახავ
-კაი რა ქეთ მაგიტო ნუ ტირი გეხვეწები რა მითხრა თბილად თორნიკემ
-ხო რო ჩავალთ დაურეკე და უკეთ იქნები აყვა ძმაკაცს დათო
-კაი ბიჭებო ვუთხარი თბილი ღიმილით
-მალე ჩავალთ შუმახერ? კითხა თოკამ ჯაბას მხიარულად
-ჩავიდეთ და მოგხედავ მე შენ დარტანიან
-რა გითხარი მეშენ მაგ სახელზე. შეუბღვირა თორნიკემ რადგან სულ ნერვები ეშლებოდა მაგ სახელს რო ვეძახდით
-კაი ეხა არ დაიწყოთ რა თქვა ალექსანდრემ.ასე კინკლაობაში და ორთაბრძოლებში ჩავედით სვანეთში დათოს სახლში.სულ მიკვირდა ეს ორი სვანი ასეთი განსხვავებულები როგორ იყვნენ.როგორც მე ვიცი ნამდვილი სვანები ცოტა მკაცრები და უჟმურებიც კი არიან ხანდახან მაგრამ ეს ორი საერთოდ საპირისპირო ხასიათის იყვნენ.არაჩვეულებრივი გარემო დაგვხვდა დათოს სახლში მისი ბებიაც გავიცანი და ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა როგორც საკუთარი შვილები ისე მიგვიღო.მე მიმიღო თორე ბიჭებს ისედაც იცნობდა.ჩასვლისთანავე ნიკასთან დავრეკე და მოვიკითხე
-ნიკა რაშვები?კარგად იმგზავრე?
-კი პატარავ კარგად ვიმგზავრე ეხა ვისვენებ და მერე გავიდე უნდა მეგობარი ვნახო შენ რაშვები?
-ვინ მეგობარი? გაეცინა ჩემ კითხვაზე
-ბიზნეს პარტნიორი ქეთი.ნუგეშინია ბიჭია მითხრა სიცილით
-მეტიც არ მინდა გოგო იყოს თორე ხოიცი სადაც ხარ ჩამოგაკითხავ მაქვე და ვაჩვენებ მე იმ გოგოს ვინაა შენი შეყვარებული
-ხო კაი ქეთი დაწყნარდი არავინ არაა აქ გოგო და ხოიცი შენ მიყვარხარ მარტო და არვიზამ არაფერს
-ვიცი სიხარულო ვუთხარი სიცილით
-შენ რაშვები სადხარ ვინ გეძახის?
-ჩვენ ვართ სვანეთში დათოს ბებიის სახლში და სხვათაშორის ძაან მაგარი ქალია ეგ მეძახის ეხა
-ბიჭებთან ერთად ხარ მანდ?
-ხოო
-კაია ძაან ესეიგი სანდო ხელში დამიტოვებიხარ
-აუუ ნიკა ეხა გავიქეცი თორე არ მომასვენებს ეს ქალი რა რო მოიცლი შეგიძლია დამირეკო რადროც არ უნდა იყოს ვუთხარი სიცილით
-კაი მეც უნდა წავიდე
-მიყვარხარ ნიკა მცირე პაუზის მერე სიცილით მითხრა ნიკამაც
-მეც მიყვარხარ პატარავ. მოკლედ ნიკასთან ლაპარაკს რომ მოვრჩი სამზარეულოში ჩავედი და ნინო ბებოს დავეხმარე ხაჭაპურების გამოცხობაში.ბევრი ვიხალისეთ და გავერთეთ კიდეც.ღამით მე და ბიჭებმა გადავწყვიტეთ ბუხართან დავმჯდარიყავით და რაღაცეები მოგვეყოლა ერთმანეთისთვის და დაგველია.ხოდა ჩემი გაკეთებული კოქტეილები რომ გამოვცალეთ დავიწყეთ საშიში ამბების მოყოლა მერე იმაზე გადავედით თუ როგორ გაიცნეს ბიჭებმა ერთმანეთი ძაან მაინტერესებდა და ვთხოვე ბიჭებს მოეყოლათ
-მოკლედ, დაიწყო თოკამ-ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით,მაგრამ პირველად ერთმანეთს კლუბში შევხვდით ოთხივემ.მოკლედ მე ერთ გოგოსთან ერთად ვიყავი რა კიარ მიყვარდა და რამე პროსტა მაგარი ტანი ქონდა და მაგპონტში დამევასა,ხოდა შევამჩნიე რომ ვიღაც ბიჭი თვალებს უჟუჟუნებდა ეგ ბიჭი დათო იყო,თავიდან ყურადღება არ მივაქციე მარა მერე ალექსანდრემაც დაუწყო ამ გოგოს დაკერვა და გადამეკეტა მეც და დავიწყეთ ჩხუბი,ამ გოგოს თავში არაფერი არედო ტვინი არქონდა პროსტა მაგარი ტანი ქონდა და მეთქი ამის გამო სხვასთან უღთიერთობა რატო გავიფუჭო თქო და დავძმაკაცდით,ჯაბა კიდე ალექსანდრეს ძმაკაცი იყო თავიდანვე და ხშირად იჩითებოდნენ ერთად ხოდა მოკლედ ისე დავძმაკაცდით რო ახლა ერთ სახლში ვცხოვრობთ ოთხივე და თან მაგარი ძმაკაცებიც ვართ რა. როგორც იქნა მორჩა მოყოლას და ყველას ერთიანად სიცილი აგვიტყდა ისეთ სახეებს კერავდა მოყოლოსის მთვრალი თოკა.მოკლედ მთელი კვირა ასე ლაზღანდარობაში გავატარეთ და მაგრად ვერთობოდით სანამ არ გადავწყვიტეთ ჯაბას სოფელშიც წავსულიყავით სამეგრელოში.ბარგი ჩავალაგეთ დათოს ბებიას დავემშვიდობეთ და სამეგრელოში წავედით დამღლელი გზის მერე როგორც იქნა ჩავაღწიეთ ჯაბას სახლში.
-აუუ ძაან ლამაზი სახლია ვთქვი აჟიტირებულმა ჯაბას სახლის დანახვისას
-შიგნით უფრო ლამაზია შემო მაგათ მე გადმოვიტან
-კაი ფრთხილად ქენი მძიმეა.
-ესაა გოგო მძიმე? მკითხა სიცილით როცა ბუმბულივით ააფრიალა ხელში ჩემოდნები.ჯაბას ორსართულიანი სახლი დავათვალიერე და აღფრთოვანებული შევუვარდი ბიჭებს საძინებელში
-ძაან მაგარი სახლია ჯაბუკაა ჩემი ოთახი მაჩვენეთ რა დავისვენებ ცოტას
-ჯერ დაგეკაკუნებინა ისე,რომ შემოგვივარდი ოთახში. პირსახოც მოხვეული დათო მიდგება წინ.ბიჭებს თვალი მოვავლე და ალექსანდრე სპორტულებში და წელს ზემოთ შიშველი იდგა.ჯაბა კიდე შორტებში იწვა ლოგინზე.
-აუ ბოდიშით რა ბიჭებო,ისე ჩაგეცვათ კაი იქნებოდა.ვუთხარი სიცილით-თოკა სადაა?
-აქ ვარ პატარავ. წელზე ხელები მომხვია და კისერში ტუჩებით მომიღუტუნა
-შემაშინე დარტანიან რაიყო ბიჭო,წამო რა ჩემი ოთახი მაჩვენე თორე ესენი გამომლანძღავენ ეხა ისეთი სახეები აქვთ. თორნიკემ ჩემს ლამაზ ოთახში შემიყვანა და მერე მარტო დამტოვა.შხაპი მივიღე ლოგინზე დავწექი და ნიკა გამახსენდა უცებ 2 დღეა არ გვისაუბრია ხოდა გადავწყვიტე დამერეკა.რათქმაუნდა ყველაფერს ვუყვებოდი და ისიც ვუთხარი ეხა ჯაბასთან რომ ვიყავით,თვითონაც მომიყვა რაღაც ამბები სამსახურთან დაკავშირებით და ორ საათიანი ლაპარაკის შემდეგ როგორც იქნა გავუთიშე და წყნარად დავიძინე.აი ჯაბას სოფელში კიდე შედარებით მეტი დრო გავატარეთ.ბევრს ვსეირნობდით და ბევრსაც ვერთობოდით.მეზობლებიც კი გავიცანი და ერთი ქალი იყო რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობდა და ის მომეწონა ყველაზე მეტად.ერთ დღესაც სანამ წამოვიდოდით იქიდან წინა დღით ამ ჩვენი მეზობლის ქალს ჩამოაკითხეს თავისმა შვილებმა და შვილიშვილებმა.ჩვენ გარეთ ვიჯექით მეორე სართულის აივანზე და ყავას ვსვავდით.ჩემი ყურადღება ერთმა ძაან სიმპატიურმა ბიჭმა მიიქცია ყველაზე მეტად.მაღალი შავგვრემანი მუქი თაფლისფერი თვალებით იდგა და ქალბატონ ნანას ეხუტებოდა.ეტყობოდა მისი შვილიშვილი იყო.არა ძაან სიმპატიური ბიჭია ინსტიქტურად ტუჩზე ვიკბინე მის დანახვაზე ეგრევე ნიკა გამახსენდა და ბიჭებისკენ შემოვტრიალდი.რათქმაუნდა არ გამორჩენიათ ჩემი რეაქცია და სიცილით უყურებდნენ ერთმანეთს
-ხო კაი ნუ დამცინით რაიყო ვაჰ
-იცოდე ნიკაზე ღალატი არ გაბედო. მოჩვენებითი სიბრაზით მითხრა ალექსანდრემ,გამიღიმა და ჩამეხუტა
-შენ კიდე ვიზე რას ამბობ რა შეყვარებული გყავს დღედაღამ მაგას ელაპარაკები ტელეფონს ძლივს მოგწყვიტეთ და კიდე მე მკერავ აქ,გრცხვენოდეს ალექსანდრე რა. სიცილით ვუთხარი და ჩემი ჭიქიანად შევედი სახლში.გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი.ბიჭები არსად არ ჩანდნენ ვიფიქრე დავურეკავ რომელიმეს თქო მაგიდაზე ფურცელი რომ ვიპოვე ქეთ ჩვენ ქალაქში მაღაზიაში ჩავედით და მალე მოვალთ არ მოიწყინოო.მეთქი თქვენ ამოხვალთ და გაჩვენებთ როგორ უნდა ქეთის მარტო დატოვება თქო გავიფიქრე ჩემთვის.მერე სამზარეულოში შევედი და ჩემი საფირმო კოქტეილის კეთება გადავწყვიტე.ყველაფერს რომ მოვრჩი გარეთ მაგიდასთან მოვკალათდი და ჩემს სიყვარულს დავურეკე
-ნიკა რაშვებიი?ძაან მომენატრე. ხმის ამოღება არ ვაცადე ეგრევე რომ მივახალე
-მეც მომენატრე პატარა ცოტა გაუძელი და ერთ კვირაში შენთან ვიქნები.
-მართლა?ერთი კვირა მეტი არა?
-არა პატარავ მეტი არა სულ მალე ჩაგეხუტები არ ინერვიულო.მითხარი ეხა რა საჩუქარი ჩამოგიტანო პარიზიდან
-რავი რაც შენ მოგეწონება ის
-კაი ადვილია შენთვის საჩუქრის შერჩევა,რამეს აუცილებლად ჩამოგიტან. მერე ნიკა თავის ერთერთ შეხვედრაზე მიყვებოდა ის ბიჭი რომ აივანზე გამოვიდა უმაიკოდ.ასეთი კუბიკებით გარეთ გამოსვლა და გოგოების დატყვევება არ შეილება რა.ნიკას ხმა ტელეფონში წესიერად არც მესმოდა იმ ბიჭმა რომ შემომხედა პირდაპირ თვალებში და გამიღიმამეც თავაზიანად გავუღიმე და ნიკასთან საუბარი და სიცილი განვაგრძე.ამდროს ბიჭებიც მოვიდნენ.ნიკას დავემშვიდობე და გავუთიშე მერე კიდე ბიჭებისკენ შევბრუნდი და მკაცრად გავხედე
-ქეთი რა სახე გაქ მეშინია უკვე იცი? მითხრა თოკამ
-აბა სად იყავით ერთი
-ხო დაგიტოვეთ წერილი ქალაქში ვიყავით რაღაცეები ვიყიდეთ
-მერე ჩემთვის არ უნდა გეთქვათ რომ წახვედით და დამტოვეთ მარტო?თქვენ გელაპარაკებით და იქნებ მომაქციოთ ყურადღება. გავბრაზდი არცერთს რომ არა შემოუხედავს ჩემთვის და პარკების ამოლაგებას განაგრძობდნენ
-რაიყო ქეთი ნუ გვიბრაზდები ეხა მაინც არ წამოხვიდოდი ხო ვიცი არა. მითხრა ალექსანდრემ
-შენ რაიცი ერთი რას ვიზამდი,გეთქვათ და დანარჩენს მერე გადავწყვეტდი რა
-კაი ეხა ნუ გვიბრაზდები ტო,შენ ხო გიყვარს ტკბილეულები ხოდა ბევრი გიყიდეთ და შეგიძლია ყველა შენ ჭამო საყვარელო. მითხრა თოკამ ღიმილით,მომიახლოვდა და კისერში მაკოცა
-არა იცით რა ეს ჩემი სუსტი წერტილი.შენ კიდე ყოველ წამწუთში კისერში როარ მკოცნო ისე არ შეილება? ძლივს მოვიშორე თორნიკე და ოთხივე სახლში შევყარე.ინსტიქტურად იმ ბიჭისკენ გავიხედე.ეს ორი სახლი ერთმანეთთან ახლოს იყო და ჩვენი ყველა სიტყვის გაგება გარკვევით შეეძლო.ის კიდე იდგა და პირდაპირ მე მიყურებდა ღიმილით.მეც მორცხვად გავუღიმე თვალები დავხარე და სახლში შევედი მთელი სამზარეულო არეული იყო.აბა რა გგონით ეს ოთხი აყლაყი რომ სამზარეულოში ტრიალებს და საჭმელების მომზადებაში გეხმარება.როგორც იქნა გავყარე აქედან და მწვადების შესაწვავად გავუშვი გარეთ.ნახევარ საათში ყველაფერი მზად მქონდა და სამზარეულოც დალაგებული იყო ბიჭებთან რომ გავედი.
-რაშვებით აბა?
-აი მზადაა აქაც ყველაფერი
-არ გინდათ ნანა დეიდაც რო დავპატიჟოთ?და მაგისი სტუმრებიც?
-კაი იდეაა ისე მითხრა დათომ
-ხო თან გავიცნობთ ამათაც უკეთესად და ცოტას გავერთობით
-ხო ჯაბა შენ იცნობ მაგათ უკეთესად და მიდი რა დაპატიჟე ჩვენთან
-კაი მოვალთ 5 წუთში თქვენ გაამზადეთ ყველაფერი მაშინ. ჯაბაც დაბრუნდა იმ ბიჭთან,მის მეგობართან და ნანა დეიდასთან ერთად.ბევრს ვმხიარულობდით და კარგადაც ვერთობოდით.როგორც გავიგე იმ ჩვენს ბიჭს გეგა ერქვა და მის მეგობარს ლუკა.მთელი საღამოა ეგ ჩვენი გეგა თვალებს მიჟუჟუნებს და მიღიმის.სამზარეულოში ვიყავი და პიცას ვჭრიდა,გეგა რომ შემოვიდა და მორიდებულად მითხრა
-უბრალოდ წყალი მინდოდა და მაგიტომ შემოვედი
-ახლავე დაგისხამთ. წყალი დავუსხი და ჭიქა მივაწოდე
-მადლობა ლამაზო მითხრა ღიმილით.ჭიქა მაგიდაზე დადო და მე მომიბრუნდა
-ძალიან საყვარელი რომ ხარ იცი? მითხრა ჩემკენ დაიხარა კედელზე მიმაწება და ტუჩებზე მაკოცა.ძაან სასიამოვნო კი იყო მაგრამ ეგრევე ნიკა გამახსენდა და თავი დამნაშავედ ვიგრძენი.როგორც იქნა მოვიშორე და მითხრა
-რაიყო არ მოგწონვარ?
-იცი რაა?შეყვარებული მყავს და არ ვაპირებ მისთვის ღალატს და პარალელურად სხვებთან ურთიერთობის გაბმას
-რომელია შენი შეყვარებული? ალექსანდრე?
-არა აქ არ არის და თუ შეიძლება გადი რა აქედან
-ხო კაი წავალ.ისე სექსუალური ხარ და ტკბილი ტუჩებიც გაქვს გაუმართლა შენს შეყვარებულს
-წადი რა გეგა. ეს დღეც როგორც იქნა დამთავრდა.მეორე დილით ვისაუზმეთ მეზობლებსაც დავემშვიდობეთ და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი. ჩემი ქალაქის დანახვისას სიხარულით ავივსე,ჩემებთან მივედით და ეგრევე ზღვაზე წავედით.როგორ მომნატრებია აქაურობა.მთელი დღე ზღვაზე ვიყავით,ბევრი ვიცურავეთ და ბევრიც გავერთეთ.რათქმაუნდა ჩემმა გამოჩენამ ზღვაზე საცურაო კოსტუმით ბევრი ბიჭის ყურადღება მიიპყრო თუმცა,ყურადღებას არ ვაქცევდი.მერე ჩემმა ბიჭებმაც რომ დაიწყეს ჩემზე მოშტერება,ეჭვი შემეპარა რამე ხომ არ მჭირდა სახეზე ან ტანზე.ყველანაირი ყურადღება დავაიგნორე და წყნარად წამოვწექი თბილ ქვებზე რუჯის მისაღებად.მთელი ეს კვირა ისე გავიდა რომ ნიკას მხოლოდ ერთხელ დავურეკე და ისიც არ მითქვამს ბათუმში რომ ვიყავით.დღეები ისე გადიოდა დილით რომ ავდგებოდი ეგრევე ზღვაზე მივდიოდი და სახლში მხოლოდ დასაძინებლად თუ მივიდოდი.მე და ბიჭები ღამით კლუბში ვიყავით და ბევრს ვცეკვავდით კარებში ნიკა რომ შემოვიდა,დამინახა თუარა ჩემსკენ გამოემართა მომღიმარი სახით.მე კიდე ნიკას დანახვისას სიხარულით ავივსე და მისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად.
-ნიკაა მხიარულად შევკივლე და კისერზე ჩამოვეკიდე.
-პატარავ,აი თურმე რა მაკლდა.შენი ჩახუტება მომნატრებია ქეთ. ნიკას მოვშორდი და ეგრევე ტუჩებზე ვეცი.ეტყობა ცოტა სასმელიც მოქმედებდა და იმიტომ არ მაინტერესებდა არავის რეაქციაც.ბიჭებთან დებილივით მომღიმარი სახით ვიჯექი და ნიკას გარდა ვერაფერს ვამჩნევდი,ნიკას კიდე ხელი ჰქონდა ჩემთან ჩაკიდებული და ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეკოცნა.ბიჭებს მადლობა გადაუხადა რომ ყურადღებას მაქცევდნენ და იქიდან წამომიყვანა ბიჭებს გავუღიმე და მეც ნიკას უკან გავყევი.აზრზე არვარ სად მივდიოდით რადგან გზის მაგივრად ნიკას მივშტერებოდი და არაფერს ვამბობდი ის კიდე ხანდახან ღიმილიანი სახით შემომხედავდა ხოლმე.ნიკას სახლში რომ შევედით კარი დაკეტა,ჩემკენ შემოტრიალდა და ეგრევე ნიკას მივვარდი.ვნებიანად ვკოცნიდი.ფეხები წელზე შემოვხვიე და კოცნა კოცნით მის ოთახში შევედით.იმდენად მსიამოვნებდა მისი ყოველი შეხება რომ კვნესას ვერ ვიკავებდი და მთელი ღამე ჩემი კვნესა ისმოდა მთელს სახლში.გამთენიისას კიდე ნიკას მკერდზე დავადე თავი და ტკბილად დამეძინა.მას კიდე ერთი წუთითაც არ დაუხუჭავს თვალი და მთელი ღამე თმებზე მეფერებოდა.დილით კიდე როცა გავიღვიძე ჩემს გვერდით იწვა და მძინარეს მიყურებდა ღიმილით
-ჩემი ლამაზი გოგო.იცი ქეთ რა საყვარელი ხარ როცა გძინავს?
-შენ კიდე ძაან საყვარელი ხარ მასე რომ მიყურებ. ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ლოგინიდან წამოხტა.
-ჩაიცვი ბიჭო. უცებ ვიკივლე სიცილით და თვალებზე ხელები ავიფარე შიშველი ნიკა რომ დავინახე
-რაგაკივლებს გოგო გული გამისკდა,ვითომ პირველად მხედავ შენც ახლა შიშველს. მითხრა სიცილით
-ჩაიცვიი ნიკა
-ვაპირებდი მაგრამ მასე რომ მიკივი ახლა აღარ ჩავიცმევ და წავალ საუზმეს მოგიმზადებ ცხოვრებავ. მოვიდა ხელები ჩამომაღებინა და ტუჩებზე მაკოცა.მოკლედ მთელი დღე სახლში ვიყავით არსად გავსულვართ და არავისთვის გვიპასუხია ტელეფონზე ერთადერთი ბიჭებს დავურეკე და ვუთხარი რომ დღეს ვერ ვნახავდი და ბოდიში მოვუხადე.მედა ნიკა მთელი დღე საწოლში ვნებივრობდით ან ფილმს ვუყურებდით,მერე კიდე ერთადაც ვიბანავეთ და რათქმაუნდა ერთმანეთსაც მოვეალერსეთ:))скачать dle 11.3




№1  offline წევრი a.bochorishvili

მალე დადე ახალი თავი რაა

 



№2  offline წევრი marikuna18

ძალიან მაგარია უბრალოდ გაზარდე თავები რააა

 



№3 სტუმარი სტუმარი tamta

Qeti da aleqsandre rato daashoreee weary rogor mindaa egeni ertad

 



№4  offline წევრი Nelly

სტუმარი tamta
Qeti da aleqsandre rato daashoreee weary rogor mindaa egeni ertad

მაპატიეთ:((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent