შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი როგორ მაგიჟებ ?! (14თავი)


25-03-2018, 19:21
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 269

იცი როგორ მაგიჟებ ?! (14თავი)

კარები დავკეტე და საწოლზე დავჯექი.თავი ფეხებში ჩავრგე,ხელები მოვხვიე და ავტირდი.
ვტიროდი,მართლა ვტიროდი.სულელი გგონივართ არა?მაგრამ რა ვქნა,მგრძნობიარე ვარ.საშინლად გულჩვილი ვარ.და აი ახლაც როცა ვიცი,რომ იმ ადამინმა თავი დამანება რომელიც მიყვარს ვტირი.არადა ეს მე ვთხვოვე,ვთხოვე,რომ აღარ ეტკინა ჩემთვის მაგრამ უარესად მატკინა.
თუმცა ეს ჩემი ბრალია,ის არაფერ შუაშია.შეეძლო,რომ დარჩენილიყო მაგრამ ჩემ გადაწყვეტილებას პატივი სცა და წავიდა.
ვიცი,რომ ის შორსა არაა.მაგრამ თან ახლოსაა თან ძალიან შორს.
დაგაბნიეთ არა?ვიცი,მეც დავიბენი რადგან მასში ვერ გავერკვიე.
რომ ვუთხრა მიყვარხარ მეთქი ნეტა რა რეაქცია ექნება?
შეიძლება დამცინოს,შეიძლება ხელები მომხვიოს და მითხრას მეც მიყვარხარო მაგრამ მეშინია.ამას ვერ გავაკეთებ,ვერ გამოვუტყდები იმაში,რომ მიყვარს.
ტირილში გართულს ჩამეძინა,გაღვიძება კი სალომეს დამსახურებაა.უკვე 8 საათი იყო.საწოლზე ხტუნავდა და თან ჩემ სახელს გაიძახდა.
-ანა,გაიღვიძე.
-სალომე,რა გინდა?
-მივდივართ.
-რა?სად?
-თბილისში ვბრუნდებით.
-ახლა?
-ხო ანა,სასწრაფო საქმეა და მივდივართ.-მეც სხვა რა გზა მქონდა ავდექი და ბარგი გამოვიღე.ამოლაგებული ტანსაცმელი ისევ უკან დავაბრუნე,ჯინსი და შავი ტანზე მომდგარი მაისური ჩავიცვი,ფეხზე კეტები ამოვიცვი და ნივეთებს ხელი დავავლე.შემდეგ კი ქვევით ჩავედი.ყველა მისაღებში იჯდა,მაგრამ ბარგი არცერთს არ ქონდა.
-თქვენი ბარგი?-ნახევრად მძინარე ვიყავი.
-განაწილებულია უკვე და საბარგულში დევს.-დიმამ ყველაფერი ამიხსნა.
-კარგი,მე ვისთან ერთად მივდივარ?
-გავნაწილდით და შენ დემიანთან გიწევს
-ალექსმა ეს ისე განაცხადა თითქოს არაფერიც,მაგრამ რა გასაკვირია მან ხომ არაფერი იცის.
-სხვაგან არაა ადგილი?-მაინც ვიქითხე.მთუმცა პასუხი უარყოფითი მივიღე,ამიტომ გარეთ გავედი და ჩემოდანი დემიანის მანქანში ჩავდევი,შემდეგ კი წინა სავარძელზე დავიკავე ადგილი.ყურსასმენები გავიკეთე და ველოდი როდის დაიკავებდა თავის კუთნილ ადგილს.მანაც არ დააყოვნა და წამში გაჩდა ჩემ გვერდით,მანქანა დაძრა და ეზოდან გავედით.უკან არ ვიყურებოდი,მხოლოდ წინ ვადევნებდი გზას თვალს.
უკვე ნახევარი გზა გავლილი გვქონდა,სადღაც 12 სრულდებოდა.საშინლად ბნელოდა მაგრამ გზას მაინც იკვლელვდა,მე კი მეშინოდა.ამ დროის მანძილზე ერთხელაც არ შემოუხედავს და არც არაფერი უთქვამს.
უეცრად ჩემმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
-ხო სალო?
-არ ჩასულხართ ჯერ?
-არა ჯერ არ…მოიცა,შენ სად ხარ?ჩვენ ხო მოგვყვები?-კითხვაზე პასუხი უნდა გამეცა მაგრამ მაშინვე გავაანალიზე რას მეკითხებოდა,შემდეგ თვალი დემიანისკენ გავაპარე.იღიმოდა,ოღონდ ეს არ იყო არც ირონია და არც ცინიზმი.
-უი,წამომცდა.-შემდეგ ისევ გავიგე დაქალის ხმა.
-რა წამოგცდა გოგო!რა ხდება?
-მხოლოდ შენ და დემიანი მიდიხართ.-ამის გაგონებაზე გავქვადი,ენა ჩამივარდა.არ ვიცი რა ხდება,მან ხომ თავი დამანება.თუ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო და რაღაც გაითამაშა?
-რა?სალომე რა ხდება.-კითხვაზე პასუხი არავინ გამცა,რამდენჯერმე გავიმეორე და შემდეგ ტელეფონი ყურიდან მოვიშორე,ეკრანს დავხედე.გაუთიშია,არა რა ესენი შემომაკვდებიან.რას აკეთებენ?ისინი კი არა სალომე რას აკეთებს?სიტუაციას ამძაფრებს.
-დემიან.
-გისმენ-უხეშად მიპასუხა,ეს კი არ მესიამოვნა,მაგრამ თავი შევიკავე და ყელში გაჩხერილი ბურთი გადავაგორე.
-რა ხდება?
-თბილისში ვბრუნდებით.-ისევ იმავე ტონში მიპასუხა.
-სხვები?
-ისინი რჩებიან.-ღმერთო ამას ასე წყნარად როგორ ამბობს?
-კი მაგრამ,გუშინდელი…-წინადადების დასრულება ვერ მოვახერხე რადგან გამაწყვეტია.
-ხვალ ყველაფერზე დავილაპარაკებთ,გასაგებია?-ისეც ცივი იყო,მაგრამ ამავდროულად საშინლად მკაცრი.თვაი უხმოდ დავუქნიე,მორჩილი პატარა ბავშვივით.გავიტრუნე და თვალები მივნაბე,მალე კი ჩამეძინა.არ მახსოვს თბილისში როდის ჩავედით,მაგრამ.კარგათ მახსოვს როცა გავიღვიძე რა დღეში ჩავვარდი.
ჩემთან სახლში არ ვიყავი,რადგან ოთახს ვერ ვცნდობი.აქ კი ჩემ გარდა არავინ იყო,მხოლოდ მე და ჩემი ანარეკლი სარკეში.თუმცა ის ხომ სულიერი არაა?ასე,რომ ამ ოთახში ერთადერთი სულდგმული მე ვარ.
ფეხზე წამოვდექი და ფეხსაცმელი ჩავიცვი,შემდეგ კარები გავაღე და ოთახიდან გავედი.ადვილად ვიცანი გარემო,ეს დემიანის სახლი იყო.კი მაგრამ აქ რას ვაკეთებ?ან ახლა ის სადაა? საშინლად დავიბენი,გუშინდელი ამბავი ამას კიდე ეს ემატება.მაშინვე დავეშვი კიბესბზე და სამზარეულოში შევედი,ჩემი მოლოდინი გამართლდა ის იქ იყო და რაღაცას აკეთებდა.
-აქ რას ვაკეთებ?-როგორც ჩანს ჩემი ხმის გაგონებას არ მოელოდა.
-უი,უკვე გაიღვიძე?!-გამიღიმა,შემდეგ კი საუბარი განაგრძო.-შენი სახლის გასაღები არ მქონდა,ამიტომ აქ წამოგიყვანე.
-აუ გასაღები.-ამოვიფრუტუნე და იქვე სკამზე დავჯექი.-ისინი კიდევ რამდენი ხანი იქნებიან იქ?-მაშინვე გამახსენდა,რომ გასაღები ალექს აქვს და სანამ არ ჩამოვა მანამდე სახლში ფეხს ვერ შევდგამ.
-არ ვცი,დაახლოებით 2 კვირაში.
-რა?კი მაგრამ ეს ორი კვირა სად გავატარო?
-ანა,თავს რატომ ისულელებ?ჩემთან დარჩები.
-არა,კი მაგრამ დაგავიწყდა გუშინ რა გთხოვე?არა ეს თხოვნა არ ყოფილა.
-მაგასთან დაკავშირებით,რომ მოვალ მერე ვისაუბრებთ.
-ჯანდაბა.-ამოვიოხრე და დემიანს დავაკვირდი.როგორც ჩანს საუზმეს აკეთებდა,მართალიც აღმოვჩდი.საუზმის შემდეგ წავიდა,მითხრა,რომ მალე დაბრუნდებოდა და დამტოვა.საშინლად მოვიწყინე,ან უცხო სახლში რა უნდა გამეკეთებია? ყველა ოთახი დავათვალიერე,შემდეგ ეზოსაც მოვავლე თვალი.სახლი დიდი იყო,ლამაზი და კომფორტული.მაგრამ ის ერთი ცხოვრობს ამხელა სახლში.შემდეგ ერთ-ერთ წიგნს დავავლე ხელი და კითხვა დავიწყე,მაგრამ ესეც მალე მომბეზრდა და იქვე დავდე.
უკვე 6 სათი იყო,ის კი 10-ზე წავიდა.
8 საათია მშიერი ვარ,მას ვუცდიდი მაგრამ რადგან არ მოვიდა ტელეფონს დავავლე ხელი და სამზარეულოში შევედი.სიმღერები ჩავრთე და მაცივრდიან პროდიქტი გამოვიღე.
ნელ-ნელა ყველაფერს ვჭრიდი,ვრეცხავდი და რაღაცას ვაკეთებდი.შემდეგ კი ვურევდი რათა არ დამეწვა და ყველაფერი კარგი გამოსულიყო.
ყველაფერს როცა მოვრჩი ტელეფინს ისევ დავავლე ხელი და Sofia de la Torre-ს recognise me ჩავრთე.ეს სიმღერა საყვარელი ფილმიდანაა და ყველაზე მეტად მიყვარს,თან ნელია და ძალიან ლამაზი მელოდია აქვს.მიყვარს მასზე ხეკვა,მიუხედავად იმისა,რომ ეს საქმე კარგად არ მეხერხება.ისევ გაზქურასთან დავდექი,უცებ გამოვრთე ცეცხლი და შებრუნებას ვაპირებდი როცა წელზე დაძარღვული ხელები ვიგრძენი.
-იცი როგორ მაგიჟებ? იცი რას მიშვები?-დემიანის ბოხი ბარიტონი გაგონებისას ქვეყანას მოვწყდი და გავბრუვდი.-არ შემიძლია თავის დანებება,გესმის? მიჭირს ამის გაკეთება.როცა შენ გხედავ არარსებული გრძნობები მიბყრობს ანა.როცა გხედავ მუდამ შენი ჩახუტება მინდება.როგორ უნდა დაგივიწყო,როცა შენი ტუჩების გემო დღემდე ვერ დავივიწყე.-ამ სიტყვებს მთელი გულით ამბობდა,ვხვდებოდი ამას.მასში მთელ სულს აქსოვდა,რადგან აქამდე ასეთი ტონით არასდროს უსაუბრია.სხვანაირი,მაართლა ძალიან სხვანაირია.არ ვიცი,როგორ ავხსნა ეს მისი ცვლილება,მაგრამ ძალიან მომწონს.მისკენ შევბრუნდი და მაშინვე ვიგრძენი მისი გავარვარებული ბაგეები ჩემსაზე.
-მიყვარხარ ანა-ჩუმათ თქვა,მაგრამ მე მაინც გავიგონე.აი აქ კი ჩემმა გულმა ფეთქვა შეწყვიტა,მიჭირდა დაჯერება.მართლა მიჭირდა მაგრამ ვხვდებოდი,რომ ეს სიმართლე იყო,ბოლოს კი ჩემ თავს ძალა დავატანე და დავიჯერე.მისი ყველა სიტყვა დავიჯერე და თმაში შევუცურე ხელი.
ტუჩები ნელა ყელზე ჩააცურა და მისი ნაჯოცნი ადგილი ისევ ხურდა,საშინლად ხურდა.
-მეც მიყვარხარ დემიან-ამ სამი სიტყვის თქმა ძლივს შევძელი,მაგრამ არ მინანია.
მთელი ამ მომენტის მანძილზე recognise me-ს ნაზი და ჰარმონიული ხმა ჩამესმოდა და სახიდან ღიმილს არ მაშორებდა.
მაშინვე ვიხსენებ ამ სიმღერის ფონზე გიდეონი და გვენი როგორ ცეკვავენ,ცეკვავენ შუა დარბაზში.ნელა არხევენ სხეულს.ბიჭი მის ყურთან იხრება და ეუბნება,რომ არანაირი ძალა ჭირდება,რომ გამორჩეული იყოს.გვენი?-გაოგნდა,რადგან მისგან ამ სიტყვების გაგონებას არ მოელოდა.თვალებში უყურებდა ბიჭს,ის კი უცებ დაიხარა და ეძგერა გოგონას ბაგეებს.ამ დროს კი ყვავილების წვიმის ქვეშ მოექცნენ,ვარდისფერი,არა ღია ვარდისფერი ყვავილები ზევიდან ფრიალ-ფრიალით მოდიოდნენ და ეცემოდათ მათ.ეს კი უფრო ალამაზებდა ამ მომენტს,მათ პირველ კოცნას.პირველად ნათქვამ მიყვარხარს,ნათქვამს არა თვალებში ამოკითხულ გრძნობას.პირველი შეხვედა,სასაცილო იყო თუმცა გოგონა მაინც დაამორცხვა.მას ხომ მოუქნელ და სულელ ადამიანად იცნობდნენ.გიდეონის თვალშიც ასეთი იყო,თუმცა ეს ყველაფერი მალე გაქრა და დამცინაობა სხვა გრძნობამ შეცვალა.
კარგად იცოდა გვენმა თავის დაცვა,სიტყვებით.არ უყვარდა ძალადობა,მაგრამ იცოდა როდის რა იყო საჭირო.შეეფერებოდნენ ერთმანეთს,მაგრამ ბედნიერებას უბედურება მოსდევსო ხოდა…მათთანაც ასე მოხდა.
ყველაფერი დაიშალ,ყველა ერთად აშენებული კოშკი თავზე დაენგრათ,შემდეგ რა მოხდა? მოდი ამას შემდეგისთვის შემოვინახავ და ახლა ისევ ჩემზე და დემიანზე განვაგრძობ საუბარს.

მეორე დილით როცა გავიღვიძე დემიანის მკლავებში ვიყავი მოქცეული.გამეღიმა და მას მივაშტერდი.ისე საყვარლად ეძინა და ნელა სუნთქავდა.ლოყაზე მივაწებე ტუჩები და თვალები დავხუჭე.შემდეგ კი მისი ჰაერი ღრმად შევისუნთქე.
უცებ კი თვალები გაახილა,შემდეგ კი ხელები უფრო მაგრად მომხვია.
-რატო ეშმაკობ პატარ?-გამიცინა და მე გამაწითლა.
-სულაც არა.-მაშინვე ვიმართლე თავი.
-აბა რა გინდოდა?
-კოცნა და გაკოცე კიდეც-დაუფიქრებლად გავეცი პასუხი და მხოლოდ მაშინ მივხვდი რა წამოვროშე როცა მისი ქათქათა კბილები დავიანხე და ლოყაზე ნაჩხვლეტები.
-მე რატომ არ მახსოვს?
-გეძინა-ჩუმათ ვთქვი.
-კარგი,მაშინ კიდევ მაკოცე-ისევ გამიცინა და მეც თავიდა მივაწებე ლოყაზე ტუჩები.შემდეგ კი მოვშორდი.
-ანა,რაარი ეხლა ეს!?-უცებ დასერიოზულდა.
-რა არი?
-მაკოცე-მეთქი.
-აბა მე რა ვქენი?
-კარგი მე ვიზამ-ეს,რომ მითხრა ისევ ტუჩებზე მეძგერა.
საწოლში ნებივრობას როცა მოვრჩით წყალი გადავივლე და სამზარეულოში ჩავედი.საუზმე მოვამზადე და ველოდი დემიანი როდის ჩამოვიდოდა ქვევით.
მალე ისიც მოვიდა,ჩამეხუტა და ფეხზე იქამდე იდგა ჩახუტებული სანამ საუზმის მზადება არ დავასრულდ,შემდეგ კი თავისი ადგილი დაიკავა და ჭამა დაიწყო.
მთელი დღე ხალისიანად გავატარეთ,მაგრამ ბოლოს დაურეკეს და სამსახურში წასვლა მოუხდა.
არ მინდოდა მისი გაშვება და მარტო დარჩემა,მითუმეტეს ახლა მაგრამ სხვა გზა არ იყო.მაგრამ.დამპირდა,რომ მალე დაბრუნდებოდა.მხოლოდ ამ პირობით გავუშვი და მისაღებში მარტო მოვკალათდი დიდ ტახტზე.
უეცრად ტელეფონი აზუზუნდა,მესიჯი მომივიდა.მეც გავხსენი და ფოტო ვნახე.უცხო ნომრიდან იყო შემოსული,უცებ დავხედე საათს.“დემიანი უკვე 2 საათია წასულია,რა კარგია მალე მოვა.“ ამ ფიქრებში გართულს ღიმილი მაშინვე შემახმა როცა ტელეფონა ფოტო გახსნა.
დემიანი და ნუკა,ისინი ერთად იყვნენ.
კოცნიდა.ხელი წელზე ქონდა შემოხვეული და მის ტუჩებს აგემოვნებდა,არ ვიცი რა გითხრათ.როგორ გადმოვცე ის ტკივილი,რომელიც მაშინ ვიგრძენი.
ცრემლები ერთი-მეორეს მოყოლებით მოდიოდნენ და გზას იკვლევდნენ.არ ჩერდებოდნენ,ვქვითინებდი.
დაუჯერე არა?
ვის დავუჯერე?ადამიანს,რომელიც ჩემით ერთობოდა.ერთობოდა,ნუკასთან გაერთო და ახლა მე მომადგა.მე კი,დავუჯერე.
ალბათ ეხლა დამცინის,ჩემ ნათქვამ ყველა სიტყვას იხსენებ და ნუკასთან ერთად დამცინის.
ფეხზე წამოვხტი,ჩალაგებულ ბარგს ხელი დავავლე.ხელ-პირი დავიბანე და სახლიდან გავედი.
საბუთები ყველგან დამქინდა ყოველი შემთხვევითვის და ახლაც გამომადგა.მაშინვე გავაჩერე ტაქსი და აეროპორტში წაყვანა ვთხოვე.
გზაში დემიანს მივწერე.
ვუთხარი,რომ გამოუვიდა გართობა და გულიც გამიტეხა.ვიცი,შეიძლება ეს სუსტის საქციელი ყოფილიყო მაგრამ იმ მომენტში არაფერზე ვფიქრობდი.
შემდეგ სალომეს მივწერე,რომ მივდიოდი და არ ენერვიულა არც ერთს.ამის შემდეგ კი ტელეფონი გამოვრთე.
ბილეთი ავიღე და ჩენ რეისს დაველოდე.მალე ისიც გამოაცხადეს და თვითმფრინავში დავიკავე ადგილი.ღამეა უკვე,ბნელა მაგრამ ეს არ მანაღვლებს.
ვზივარ და დავყურებ ღამის თბილის,დავყურებ ღრუბლებიდან და ვაცნობიერებ,რომ მივფრინავ,ამ ქვეყნიდან მივფრინავ და გავურბივარ ყველას და ყველაფერს.აი ეს გადამხვდა თავს,და რა იქნება ამის შემდეგ?
ეს მეც არ ვიცი,მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა და შეიცვლება.скачать dle 11.3




№1 წევრი meocnebe avadmyopi

ვაიმე მიშველეთ გულის შეტევა მეწყება,ხვალ ვერ მნახავ იმ დონემდე მიგყავარ ვსო მორჩა გავლიე ჩემი დრო ეს რა მიქენი გოგო,სასწაული არა უსასწაულესი თავი იყო მალლე დადე შემდეგი

 



№2  offline მოდერი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
ვაიმე მიშველეთ გულის შეტევა მეწყება,ხვალ ვერ მნახავ იმ დონემდე მიგყავარ ვსო მორჩა გავლიე ჩემი დრო ეს რა მიქენი გოგო,სასწაული არა უსასწაულესი თავი იყო მალლე დადე შემდეგი

როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ.
არა ის კი არ მიხარია,რომ გულის შეტევა დაგმართე.ის მიხარია,რომ ისტორია მოგეწონა))

 



№3  offline მოდერი ენემი

ვაიმეეე heart_eyes კარგი იყო ძაან, მაგრამ იქნებ ახსნა დაეცდია ანას იქნებ ძველი ფოტო იყო? imp დებილი გოგოა joy დემიანი სიღვარულიკია heart_eyes

 



№4  offline მოდერი Girl with pretty smile

ენემი
ვაიმეეე heart_eyes კარგი იყო ძაან, მაგრამ იქნებ ახსნა დაეცდია ანას იქნებ ძველი ფოტო იყო? imp დებილი გოგოა joy დემიანი სიღვარულიკია heart_eyes

ვანგააა :დდ
არა რა,ხო უნდა მაცადო არა? :დდ გაიგებ შემდეგ თავში რა როგორ და ანას სისულელეც გამოჩდება :დდ

 



№5 სტუმარი Ani gafrindashvili

Vaimeee ra magari iyooo mteli istoriaa amas velodebi aba vnaxot chveno gogo iq ras izavs da aq ki miso dzma ise ragac didi drois shemdeg dabrundeba netA?
Au axla mteli game amaze mefiqreba ra gamikete es yochag warmatebebi veli axal tavs imedia male dadeb nu amis tqma arc mchirdeba dgeidan es istoriaoficialurad shvida chemi sayvareli istoriebos siashi

 



№6 წევრი მარიკუნაა♥️

რა შტერი გოგოა, ღმერთო ჩემო.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№7  offline წევრი teengirllove

mis wasvlastan ertad chemi gulic wavida..gexvewebi ese ar datovo ra , kargad daamtavre , minda male iyvnen ertad bednierebi

 



№8  offline მოდერი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Vaimeee ra magari iyooo mteli istoriaa amas velodebi aba vnaxot chveno gogo iq ras izavs da aq ki miso dzma ise ragac didi drois shemdeg dabrundeba netA?
Au axla mteli game amaze mefiqreba ra gamikete es yochag warmatebebi veli axal tavs imedia male dadeb nu amis tqma arc mchirdeba dgeidan es istoriaoficialurad shvida chemi sayvareli istoriebos siashi

აუუ ანუკი,იცი როგორ გამახარე? არ ვიცი რა გითხრა))რომ თქვი საყვარელი ისტორიაო გავაფრინე,ისე მესიამოვნა,რომ არც კი ვიცი ეს როგორ ავღწერო.მახარებ მე შენ.
ახალ თავს მალე დავდებ და ყველაფერს იქ გაიგებ ))

მარიკუნაა♥️
რა შტერი გოგოა, ღმერთო ჩემო.

გაასულელა სიყვარულმა და შიშმა.))

teengirllove
mis wasvlastan ertad chemi gulic wavida..gexvewebi ese ar datovo ra , kargad daamtavre , minda male iyvnen ertad bednierebi

ახალ თავში ყველაფერს გაიგებბ )) იმედია მოგეწონება))

 



№9 სტუმარი მარი. ელ❤

როგორ არ მიყვარს ეს გოგოები ცხელ გულზე რო იღებენ გადაწყვეტილებეებს და ახსნის საშუალებას არ აძლევენ ბიჭებს კი ვიცი რო რთულია მაგ დროს საღი აზრის შენარჩუნება მაგრამ რავქნაა მაინც მაგ აზრზე ვარ უნდა დაელოდოო:) იმედია ყველაფერი გაირკვევა შემდეგში ყოჩაღ შეენ ჩემო კარგო❤❤❤

 



№10 სტუმარი ელო

კარგია ძალიან ???? ახალი თავი როდის იქნება ????

 



№11  offline მოდერი Girl with pretty smile

მარი. ელ❤
როგორ არ მიყვარს ეს გოგოები ცხელ გულზე რო იღებენ გადაწყვეტილებეებს და ახსნის საშუალებას არ აძლევენ ბიჭებს კი ვიცი რო რთულია მაგ დროს საღი აზრის შენარჩუნება მაგრამ რავქნაა მაინც მაგ აზრზე ვარ უნდა დაელოდოო:) იმედია ყველაფერი გაირკვევა შემდეგში ყოჩაღ შეენ ჩემო კარგო❤❤❤

ვიცი,რომ ანამ სისულელე გააკეთა )) მაგრამ ეს დაუფიქრებლად მოხდა.
თუმცა არაფერია,მალე ყველაფერი გაირკვევა და გაიგებთ რა მოხდება))

ელო
კარგია ძალიან ???? ახალი თავი როდის იქნება ????

ახალ თავს დღეს დავდებ)) მიხარია,რომ მოგეწონა

 



№12  offline მოდერი ენემი

Girl with pretty smile
ენემი
ვაიმეეე heart_eyes კარგი იყო ძაან, მაგრამ იქნებ ახსნა დაეცდია ანას იქნებ ძველი ფოტო იყო? imp დებილი გოგოა joy დემიანი სიღვარულიკია heart_eyes

ვანგააა :დდ
არა რა,ხო უნდა მაცადო არა? :დდ გაიგებ შემდეგ თავში რა როგორ და ანას სისულელეც გამოჩდება :დდ

☜(⌒▽⌒)☞პატალა დემიანი გამოჩნდება ხო :დდ

 



№13  offline წევრი ნათიიი^_^

დედდაა რაკარგიაა)) ყოჩაღ საყვარელლლოო))მალედადეე heart_eyes

 



№14  offline მოდერი Girl with pretty smile

ენემი
Girl with pretty smile
ენემი
ვაიმეეე heart_eyes კარგი იყო ძაან, მაგრამ იქნებ ახსნა დაეცდია ანას იქნებ ძველი ფოტო იყო? imp დებილი გოგოა joy დემიანი სიღვარულიკია heart_eyes

ვანგააა :დდ
არა რა,ხო უნდა მაცადო არა? :დდ გაიგებ შემდეგ თავში რა როგორ და ანას სისულელეც გამოჩდება :დდ

☜(⌒▽⌒)☞პატალა დემიანი გამოჩნდება ხო :დდ

ეს ვინ მყავს ნუ :D ნუ უსწრებ მოვლენებს და გაიგებ დღეს პატარა დემიანი იქნება თუ პატარა ანა :D .შეიძლება საერთოდ არ იყოს,მოკლედ ნახავ დღეს ჩემო ვანგა ))

ნათიიი^_^
დედდაა რაკარგიაა)) ყოჩაღ საყვარელლლოო))მალედადეე heart_eyes

მიხარია თუ მოგეწონა)) დღეს დავდებ ახალ თავს ))

 



№15 სტუმარი სტუმარი Mariammi

Vaimevaimevaime????????❤️????

 



№16 სტუმარი მარიამმი

მალე დაიდება შემდეგი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent