შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი ტყუილები #2


26-03-2018, 06:37
ავტორი TeddyBear
ნანახია 684

ტკბილი ტყუილები #2

წარსული პატარა გაკვეთილია, რომელიც მისი განვლილი დროის ხანგრძლივობაზე არ დგას, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი წამი, წუთი ან საათი იქნება განვლილი, წარსულს შეუძლია ცხოვრება დაგინგრიოს ან პირიქით ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანოს.


*-*-*-*-*-*
2017 წელი 19 ნოემბერი.
ტკბილი ტყუილები ბუმერანგივით ტრიალდება უკან, როცა გგონია რომ ყველაფერი მორჩა, სწორედ მაშინ გიტრიალდება თვალწინ საკუთარი სიცრუე.
ვალტერ ბრაუნი გაშეშებული სხეულითა და ცრემლიანი თვალებით იწვა საკუთარი შვილის გვერდით ცივ იატაკზე და ჭერში გამოკიდებულ ბროლის ძვირფას ჭაღს ასცქეროდა. საკუთარი პირითა და ხელებით შექმნილი სიცრუე სჭამდა, ღრღნიდა შიგნიდან და ყელთან მობჯენილნი ითხოვდნენ ამოხეთქვას, სიმართლის თქმას.
ელი მამის სახეს შესცქეროდა, ნაღვლიანსა და სასოწარკვეთილს, გონებაში აფუთფუთებული ფიქრები განუწყვეტილ უბრუნდებოდნენ საწყის ადგილს და ისევ თავიდან იწყებდნენ ძიებას, საკუთარი წარსულისა და მომავლის ძიებას.
ვალტერი დაღლილი სხეულითა და შეშუპებული თვალებით წამოიწია იატაკიდან, ელიმ მამაკაცის მოცახცახე სხეულს ააყოლა მზერა და თვითონაც ხელებზე დაბჯენილი გაუთანაბრდა მამას.
-მე სიმართლე მჭირდება.- ჯერ კიდევ საუბარს გადაჩვეულმა ძლივს-ძლივობით ამოიჩურჩულა და ფეხზე წამოიმართა.- ტკბილი ტყუილები აღარ მინდა მამა, საკმარისად ვიგემე და მივხვდი, რომ მწარე სიმართლე, ისეთიც კი, რომელიც გულს კლავს და ძვლებს გვიღრღნის უკეთესია ვიდრე სიცრუე.
-ელი.- ამოიჩურჩულა ვალტერმა.- მა...- იატაკზე დამხობილმა ძლივს-ძლივობით წაიწია შვილისკენ, ელიმ უკან დაიხია, დინჯი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და სააბაზანოში შეიკეტა.

*-*-*-*-*-*

ელის მშობლებთან თანაცხოვრების პერიოდში არასდროს ენახა მამის შეშლილი, იმედგაცრუებული სახე და დედის შეშინებული, აღელვებული ხმა. ახლა კი, სასაუზმოდ შეკრებილი თბილი ოჯახიდან აღარაფერი დარჩენოდა, არც ვალტერის ღიმილნარევი სახე, რომელიც დიდი ინტერესითა და მოთმინებით ელოდა ელის ხმის გაგონებას, არც დედის, სარას, ბულბულივით ნაზი ხმა ისმოდა ოთახში. საერთოდ არაფერი დარჩენილიყო ძველი, „უკეთესი“ დროიდან.
ელი ისევ მუქი ლურჯი მოსაცმლითა და წითელი კლეტკიანი კაბით გაეშურა სკოლისაკენ, მხოლოდ ორად-ორი რამ შეცვლილიყო გოგონაში, ელის გრძელი თმის ნაცვლად კარედ შეჭრილი თმა უმშვენებდა სახეს, ყავისფერ თვალებში კი შიშის ნაცვლად ცნობისმოყვარეობასა და სიძლიერეს დაედოთ ბინა. მანქანის სალონში კი ისევ ხმადაბალი ტონალობით ისმოდა - Sweet lies.
-ალექსანდრ, დღეს თვითონ მოვალ სახლში.- მკრთალი ღიმილით გადავიდა მანქანიდან ელი და დინჯი ნაბიჯებით გაუყვა გზას სკოლის შესასვლელისკენ.
დერეფანი ცარიელი აღმოჩნდა, სკოლაში უკვე დარეკილიყო ზარი. ელი დინჯი, მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას საკუთარი კლასისკენ.
სიცარიელითა და სიმშვიდით სავსე დერეფანში მხოლოდ ელის ნაბიჯებისა და მამაკაცის მშვიდი ღიღინი ისმოდა. ელი უკან მიბრუნდა, კიბეებზე მწვანეთვალება ამოდიოდა და ეშმაკური სახით შესცქეროდა ელის მოკლე თმებსა და თვალებს.
-დილამშვიდობისა, პატარა ელი.- უცნაური ხმით ამოიჩურჩულა მწვანეთვალებამ და ელის გაუსწორდა.- კლასში რატომ არ ხარ ?
-დამაგვიანდა და თვითონ ?.- ახლა ელიმ ააყოლა მისთვის ნაცნობ სხეულსა და თვალებს მზერა.
-მე აქ არ ვსწავლობ, ელი.- ისევ ჩაეღიმა მწვანეთვალებას.- შენ, ჩემზე კარგად იცი ეს.
-მე შენ არ გიცნობ.- თავი გაიქნია ელიმ და სწრაფად გადაადგა ნაბიჯები კიბეებისაკენ.- შესაბამისად შეუძლებელია შენ შესახებ რაიმე ვიცოდე.
-დარწმუნებული ხარ, ელი ?.- ყურთან ახლოს დაუჩურჩულა მწვანეთვალებამ.- მე კი მეგონა ყველაფრის გახსენება მოგინდებოდა, მეგონა ეს გჭირდებოდა.
-რის გახსენება ?
-ყველაფრის, რაც მე და შენ, ჩვენ, გვეხება.
-ჩვენ ?
-ჰო, ელი, ჩვენ.- გაუღიმა მწვანეთვალებამ და დინჯად აუარა გვერდი აღელვებულ და შეშინებულ პატარა ელის.- ელი.
-ჰო ?
-გიხდება მოკლე თმა.- ჩაიღიმა მწვანეთვალებამ.- ადრეც გიხდებოდა.- ჩუმი ხმით დაამატა ბიჭმა და ნელი ნაბიჯებით აიარა კიბე.
ელი დაბნეული გონებითა და არეული ნაბიჯებით მიიწევდა კლასისაკენ. ახლა გარკვევით ესმოდა მისტერ სმითის გამყინავი ხმა, რომელიც სიჩუმისაკენ მოუწოდებდა მოსწავლეებს. ნახევარი საათით დაეგვიანებინა ელის, გაკვეთილის დასრულებამდე მხოლოდ თხუთმეტი წუთიღა დარჩენილიყო. კედელთან ახლოს იატაკზე ჩამოჯდა, ბეჭებით ძლიერად მიებჯინა მყარ ზედაპირს და თვალები დახუჭა. დერეფანში ისევ სიჩუმეს დაესადგურა. აღარც მამაკაცის ღიღინისა და ელის ნაბიჯების ხმა ისმოდა. მხოლოდ და მხოლოდ ელის სუნთქვისა და გულის ბაგა-ბუგის ხმა ისმოდა და ისიც ელისთან. მხოლოდ ელის ესმოდა, თუ როგორი სისწრაფით ეხეთქებოდა გული კედელს, თუ როგორი სიძლიერით ცდილობდა საკუთარი ღელვისა და შფოთვის გადმოცემას.

*-*-*-*-*-*
-მინდა, რომ გამიხსენო. გთხოვ, შენთან მოსასვლელი გზები არ გადამიკეტო.

*-*-*-*-*-*
მოსაღამოვებულიყო, ელის სავარძელზე, წიგნის კითხვისას ჩასძინებოდა. ოთახში ჩამოწოლილ სიმშვიდეს ქარისა და მამაკაცის ნაბიჯების ხმა არღვევდა. მაღალი სილუეტი ელის წინ გაჩერებულიყო, მის მშვიდ, ძილისაგან შეშუპებულ თვალის უპეებსა და დაბჟუებულ ბაგეებს დასცქეროდა. ფრთხილი მოძრაობით ჩაიმუხლა მამაკაცი, მარჯვენა ხელით ნაზად მოეფერა ელის თმებს, შუბლსა და ძილისაგან შეფაკლულ ლოყას. ელის ისევ ბავშვივით ჩაებღუჯა მისთვის საყვარელი წიგნი - კლოუნის თვალთახედვა. მამაკაცს მკრთალი ღიმილით გაპობოდა ბაგეები, გოგონას სახეს მიუახლოვდა, ცხვირის წვერით ფრთხილად შეეხო ელის ლოყას, ყელსა და მხარს. ელის ისევ იის სურნელი ასდიოდა.
-არ იცვლები ელი, ისევ ისეთი ხარ.- დაიჩურჩულა მამაკაცმა და ელის ნაზ კანს მიკრობილმა ღრმად ამოისუნთქა.
მამაკაცი ძლივს-ძლივობით მოშორდა ელის სითბოთი გაჟღენთილ სხეულს, ფეხზე წამოიმართა და ოთახის იმ კუთხისკენ წავიდა, სადაც ძველის-ძველ ფირფიტებს ინახავდა ელი.
ნოა ელისათვის საყვარელ ფირფიტას დასწვდა, ახლაც ახსოვს გოგონასთან გატარებული თითოეული ღამე ამ ოთახში, ამ მუსიკით გაჟღენთილები როგორ მიიწევდნენ ერთმანეთის სხეულებისაკენ და ცეკვავდნენ, ცეკვავდნენ იქამდე სანამ ფანჯრიდან არ გამოჩნდებოდა მზის სხივები და არ გაანათებდა ოთახს.
-ჩვენ იმ დაკარგულ სულებს ვგავართ ერთმანეთს, რომ ეძებენ. და მე შენ გიპოვი ელი, აუცილებლად გიპოვი.
ოთახში წარსულიდან გამოგზავნილი მუსიკის ხმამ გაიჟღერა, ელის გამოეღვიძა. აივნიდან შემომავალი სიგრილისა და მამაკაცის სასიამოვნო სურნელის შერწყმა იგრძნო ელიმ, სწრაფად წამოდგა ფეხზე და ფირფიტასკენ გააპარა მზერა. ნაცნობი სიმღერა, ნაცნობი გრძნობები, წარსულში ჩამალული, ღრმად დალექილი და ელისათვის მიუწვდომელი, მაგრამ მაინც საოცრად ნაცნობი და ერთ დროს საყვარელი.
-და ჩვენ ვიტრიალებთ იქამდე, სანამ თავბრუ არ დაგვეხვევა, სანამ არ გავექცევით უსიამოვნო რეალობას და ჩავვარდებით იმ ზღაპრის ფურცელზე, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს. იტრიალე ელი, იტრიალე იქამდე, სანამ საკუთარ თავს არ იპოვი...

Freedom is mine,
And i know how i feel

“-რატომ მიყურებ ?
-არ შეიძლება ?
-ასე, არა!
-რატომ ?
-ისე მიყურებ თითქოს ღმერთი ვიყო, მე კიდევ ღმერთი არ ვარ, ყველაზე შორს ვარ მისგან.
-მერე ? ყველაზე ბინძური არსებაც, რომ იყო მსოფლიოში მე მაინც ისე შემოგხედავ თითქოს სისუფთავისაგან ბრწყინავდე, თითქოს ღმერთი ცაში კი არა, არამედ ჩემ წინ იდგეს და შენი სახე ჰქონდეს. ასე შემოგხედავ და იცი რატომ ?
-რატომ ?
-იმიტომ, რომ რასაც ვხედავ და აღვიქვამ ყველა და ყველაფერი შენ ხარ, შენს იქით არაფერია. სიცარიელეა, მე კიდევ არ მიყვარს სიცარიელე.
-და მე თუ ცარიელი ვიქნები ?
-შენ ცარიელი არასდროს იქნები, იმიტომ, რომ მე მიყვარხარ და როცა ვინმეს უყვარხარ შეუძლებელია ცარიელი იყო.
-რომ დაგავიწყდე ?
-არ დამავიწყდები!
-და მაინც, რომ დაგავიწყდე ?
-იცი, ასეთი შემთხვევისათვის შეგიძლია უბრალოდ გამახსენო საკუთარი თავი. გული ხომ ყველაფერს ინახავს,რაც გვიყვარს!
-გიყვარვარ ელი ?
-მიყვარხარ ნოა.“

ვარსკვლავები ისევ ანათებენ ცაზე და არც არასოდეს მიატოვებენ ღამეს.

*-*-*-*-*-*

სექსი- ეს არის ვნება ორ ადამიანს შორის, სხეულისა და სულის ერთმანეთთან შერწყმა. ნაცნობი სხეულისა და სურნელის დავიწყება შეუძლებელია,თუ იგრძენი ის სულით ხორცამდე, მაშინ სამუდამოდ შენია და სულელი უნდა იყო რომ დაკარგო ის, რაც შენთვის მოუძღვნიათ.“

*-*-*-*-*-*

1. შენ უნდა გამოყვე იმ გზას, რომელიც ჩემთან მოგიყვანს.
-წითელი მანქანა და ტრასა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება.
-კაფე „იტალიანო“
-ზღვისპირა სახლი და მასში მცხოვრები მოხუცი წყვილი.
-წვიმიანი ქალაქი.
-და ადგილი სადაც შენ გახდი ჩემი - სულით ხორცამდე.
ხის პატარა ყუთში ელისათვის დაეტოვებინათ პატარა ფურცელზე ჩამოწერილი სია და კულონი იის გამოსახულებით.

****
მოგესალმებით kissing_heart
სიმართლე გითხრათ მეთვითონაც არ ვიცი რა მინდა ამ ისტორიისგან.
თავისით იწერება...
იმედია სულ ცოტათი მაინც მოგეწონებათ.
მიყვარხართ kissing_heartскачать dle 11.3




№1  offline წევრი Melancholic

ძაან კარგი იყო ❤❤❤❤

 



№2  offline მოდერი Maiaabuladze

ძაან კარგი გამოგდის ???????? ყველაზე მაგარი იქნება მჯერა ❤

 



№3  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

Melancholic
ძაან კარგი იყო ❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

Maiaabuladze
ძაან კარგი გამოგდის ???????? ყველაზე მაგარი იქნება მჯერა ❤

მაი ❤️ მიხარია რომ მოგწონს ❤️
ძალიან დიდი მადლობა ❤️

 



№4 სტუმარი annora

ვკითხულობდი და მაჟიალებდა <3

 



№5  offline მოდერი Girl with pretty smile

ძალიან კარგი იყო.
იმდენად მოულოდნელი და დამაბნეველი რამეები ხდება...
არა,ვერ ვამბობ და გადმოვცემ იმას
თუ როგორ მომეწონა ეს თავი,და არა მარტო ეს თავი,მომეწონა ისტორია მართალია ჯერ სხვა თავები არ ვიცი,მაგრამ ეჭვი,არ მეპარება იმაში,რომ
ისინიც უმაგრესი იქნება ))
წარმატებები ))

 



№6  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

annora
ვკითხულობდი და მაჟიალებდა <3

მიხარია ასეთი ემოციების გამოწვევა თუ შეუძლია ამ ისტორიას ^^
დიდი მადლობა kissing_heart

Girl with pretty smile
ძალიან კარგი იყო.
იმდენად მოულოდნელი და დამაბნეველი რამეები ხდება...
არა,ვერ ვამბობ და გადმოვცემ იმას
თუ როგორ მომეწონა ეს თავი,და არა მარტო ეს თავი,მომეწონა ისტორია მართალია ჯერ სხვა თავები არ ვიცი,მაგრამ ეჭვი,არ მეპარება იმაში,რომ
ისინიც უმაგრესი იქნება ))
წარმატებები ))

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო heart_eyes heart_eyes

 



№7  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან უცხო და სასიამოვნო წასაკითხი რომ არის შენი ისტორია თუ იცი ეს შენ? heart_eyes ძალიან მომწონს.როგორც მივხვდი ელი და ნოა ავარიაში მოყვნენ არა?აუ ცოტა დიდები რომ დადო არ გინდა?არა მემ მინდა ძაან და smile ძალიან მაგარი გოგო ხარ და გულით ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 



№8  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

La-Na
ძალიან უცხო და სასიამოვნო წასაკითხი რომ არის შენი ისტორია თუ იცი ეს შენ? heart_eyes ძალიან მომწონს.როგორც მივხვდი ელი და ნოა ავარიაში მოყვნენ არა?აუ ცოტა დიდები რომ დადო არ გინდა?არა მემ მინდა ძაან და smile ძალიან მაგარი გოგო ხარ და გულით ველი ახალ თავს

ლანა, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ blush heart_eyes
ძალიან მინდა დიდი თავების დაწერა რომ შემეძლოს, მაგრამ ვერ "ვქაჩავ", როგორც კი თავის დასასრულს ვგრძნობ - ვასრულებ.
მუზის ამბავია joy
ჰო, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent