შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 2


26-03-2018, 18:10
ავტორი Saally Saally
ნანახია 676

შენს მკლავებში დავლევ სულს 2

თმაში ჩამწვდა და ოთახიდან გამომათრია,ავტომატურად ძირს ვეცემი და თავს ხელით ვისრეს,ხელს მჭიდებს და მის პირისპირ მაყენებს,მთელი ხმით ღრიალებს.
-იცი შენს წინ ვინ დგას? იცი??
მთელი სიბრაზე მაწვება და ყვირილითვე ვპასუხობ
-შენი დედაც!
გაცეცხლებული იარაღს ყელზე მაბჯენს
-სად გირჩევნია ტყვიის მოხვედრა,გულში თუ საფეთქელში?
სახეში ვაფურთხებ და ვხდები ეს არ უნდა გამეკეთებინა...
იარაღს მიმიზნებს,თითს ძალას ატანს ჩახმახს ხელი გამოჰკრას რიცა ძლივს ვლუღლუღებ.
-მაპატიე,არასწორად მოვიქეცი..
აცრემლებული თვალებით შევხედე,შეკრულ წარბებს შორის არსებული ნაოჭი მოეშვა და სახეზე მაკვირდება,ალბათ ამჩნევს ჩემს ნატანჯ და უძილო სახეს..
-რა გქვია?
ამ შეკითხვის გარდა ყველაფერს ველოდი.
-ევა...აკანკალებული ხმით ვპასუხობ და მომწვანო-მოყავისფრო თვალებში წამიერად ვიძირები.
-ასე თუ კიდევ ერთხელ მოიქცევი,ნიკას ბრძანებას არ დაველოდები ისე ამოგხდი სულს! გასაგებია??!
-გასაგებია.
ოთახში შედის და ჩემს ნამოქმედარს აკვირდება,თავზე იდებს ხელებს..ფიქრობს..იარაღს მიმიზნების და მითთებს ოთახში შევიდე,მის წინ ვექცევი და თავდაჯერებული ხმით ვპასუხობ.
-ცხოველი არ ვარ აქ გამომკეტო და ღორივით საჭმელი მომიგდო ყოველდღე და თუ ჩემი მოკვლა გინდათ ბარემ გაკეთეთ ეს,რას ელოდებით?რატომ მტანჯავთ?
იარაღი ვსტაცე და ხელი მივატანინე საფეთქელთან.
- მომკალი და დაასრულე მიდი!
- როცა მინდა მაშინ მოგკლავ!
-აჰაა,ნიკას ბრძანებას აღარ ელოდები?დიდი ხანია ბრძანებებს აღარ ასრულებ? ცინიკური პასუხი არ დავაყოვნე.
ყელში მიჭერს და კედელზე მახეთქებს,მის სწრაფ გულისცემას ვგრძნობ,ისევ მის მწვანე თვალებს ვეჯახები.
-წყობიდან ნუ გამოგყავარ გიმეორებ!!! იცოდე ვის წინ დგახარ მეთქი!!!
თვალებს ვხუჭავ ისე ყვირის,ვერ ვუყურებ,ისევ ძალიან,ძალიან მეშინია,ხელს მიშვებს და მაისურს ისწორებს,ჯიბიდან ტელეფონს იღებს მიღებულ შეტყობინებაძე ნერვიულდება,შავ ტყავის კურტკას იცვამს და სახლიდან გადის.

ოთახის კუთხეში ვზივარ,კართან დადებულ საჭმელს და წყალს ვუყურებ,ზიზღი და შიში უმალვე მავიწყდება და ერთ ლუკმას მეორეს ვაყოლებ,არ მაინტრესებს აღარაფერი... არც ასეთი მშიერი არ ვყოფილვარ არასდროს,ვფიქრობ და თვალები მიწყლიანდება..

შუაღამეს ბიჭების ლაპარაკმა გამაღვიძა,ძმაკაცები არიან?ანუ ესენიც მკვლელები არიან? ღმერთო ეს სად მოვხვდი.. ვცდილობ კარს მივეკრო მთელი ძალით და მათ საუბარს ვუსმენ.
-ისეთი მაგარი მოსაწევი გავაძრე ორი დღე ვერ გამოფხიზლდები,არ გინდა?
-რა მოსწევი,საქმეები მაქვს ჯერ.
-შენ რა ქენი,გაერთე პატარასთან?
ეს აშკარად ჩემზე თქვა..,თავი ვინ ჰგონია..ბრაზით ვივსები და კბილებს ერთმანეთს ვაჭერ..
-გოგოებს ამოვიყვან ხვალ რა,განტვირთვა არ გინდა იოანე?
-კაი,დავაი.
-წავედით ჩვენ,ხვალამდე.
რა საინტერესო დიალოგია..თვალები გადავატრიალე და საწოლში ჩავწექი,ოთახთან "მისი" ნაბიჯების ხმა მესმოდა და სწრაფად საბანში შევძვერი..

-გიორგი ახვლედიანი რომელ კაბინეტშია?ვკითხულობ და პასუხის გაგებისთანავე ქუსლების კაკუნით ავრბივარ და თან საათს დავყურებ არ დავაგვიანო..კარს ვაღებ და მის კაბინეტში შევდივარ..
-ბატონო გიორგი. ოფიციალურს ვიჭერ წამიერად და უმალვე მასთან გავრბივარ. მისი თბილი მზერა და თბილი ჩახუტება მსიამოვნებს,ყელში მკოცნის და ჩემს ტუჩებს ეწებება.
-მეგონა ვერ მოგისწრებდი.
არა,გელოდებოდი,შეხვედრა შენს გამო გადავდე,ახლა მე ვარ უფროსი. სკამზე ჯდება და მეც კალთაში მიჯენს,თმაზე მეფერება ნაზად. უცებ თეთრდება ყველაფერი,გიო ქრება,მისი კაბინეტიც და თვალებს ვახელ....ჩემი გიო.. ვფიქრობ და ისევ გამოვდივარ ფიქრებიდან...ინსტიქტურად კარებისკენ ვიხედები,ვნახო დღეს რა საუზმე მხვდა წილად მანიაკისგან.. კართან არაფერი დევს..ახლა უნდა ვიშიმშილო?თუ ჩემი მოკვლის დრო მოვიდა? ფიქრები არ მასვენებს და შიში მიპყრობს..კარს ცაღებ და მისაღებისკენ ვიხედები სადაც მისი მკაცრი ხმა მაფრთხობს.
-რას აკეთებ?გამოსვლის უფლება არ მომიცია ჯერ.
-კარი ღია იყო,რა მოხდა? ან იქნებ საპირფარეშოშ გასვლა მინდა? არ შეიძლება? თუ ნიკაა აქ ან სხვა ვინმე და გვაკონტროლებს??
-ყოველთვის ასე ბევრს ლაპარაკობ?
-არა,უბრალოდ ერთი თვეა თითქმის აქ ვარ და ვგიჟდები, აღარ შემიძლია,მხოლოდ საკუთარ თავს ველაპარაკები,ბანაობა მინდა,თავის მოწესრიგება,დედასთან მინდა,სახლში მინდა...მუხლებზე ვეცემი და ტირილი მივარდება..
-ადექი.
-თავი დამანებე.
-ადექი და მოწესრიგდი,ხომ გინდოდა?
-ტანსაცმელი არ მაქვს გამოსაცვლელი..
უცებ თავისი თეთრი კოფთა გამომიწოდა,ის ჩემზე იმდენად მაღალი იყო მისი კოფტა კაბასავით მომერგებოდა.
შხაპის ქვეშ ვდგები და ცხელი წყალი საოცრად მამშვიდებს,მის თეთრ კოფტას ვიღებ და ღილებს ვიკრავ,მისი მძაფრი სუნი თავბრუს მახვევს და ცხვირს მიწვავს. მისაღებში რომ გამოვედი ის უკვე იქ აღარ იყო,მომენტით ვისარგებლე და უზარმაზარი სახლის თვალიერება დავიწყე,სამწარეულოში შევედი და კედელზე "საძმოს" სურათი ეკიდა.. სურათი ეკიდა,მხოლოდ ნიკა,იოანე და კიდევ ერთი ტიპი ვიცანი..უცებ მანქანის ხმა მომესმა, მე სწრაფად ჩემს ოთახში შევედი,ნიკას,იოანეს რამოდენიმე ბიჭის ხმა მესმის..ამ ყველაფერს გოგოების კისკისი ერთვება.
ცხოველები,ეხლა გოგოები მოჰყავთ და ისე ერთობიან თთქოს მკველელები არ იყვნენ,თითქოს აქ სრუილად უდანაშაულო ადამიანი არ ჰყავდეთ გამოკეტილი. გულის რევის შეგრძნება მიტევს და ზიზღი ისევ მატულობს.
თენდება.
კართან ისევ არ გდია საჭმელი,ისევ ღიაა..ფრთხილად ვაღებ და ვიხედები აქეთ იქით. იოანეს ჩრდილს ვხედავ შემოსასვლელისკენ.
-იოანე. მკაცრად და ხმამაღლა გავხედე.
გაკვირვებული ტრიალდება ჩემკენ,ხარბად მათვალიერებს,წამიერი ღიმილი ჰკრავს სახეზე და სწრაფად სერიოზულდება.
-რა ხდება,ევა?
-ეს რამე ახალია?
-რას გულისხმობ?
-კართან რომ ღორივით აღარ მახვდრებ საჭმელს,დილაობით კარს ღიას მიტოვებ და ა.შ..
-ხო,შეგიძლია სამხარეულოში ისაუზმო.შეტრიალდა და იარაღის წმენდა განაგრძო.
-მაგ იარაღით მე უნდა მომკლა? ვკითხულობ ცინიკურად..
-არა,შენთვის სპეციალურად მაქვს გადანახული შენსავით ლამაზი იარაღი. თვალები გადავატრიალე და ოთახისკენ გავბრუნდი,რამოდენიმე წამში კი გამომძახა.
-მოიცადე
-რა გინდა?
-ძალიან სექსუალური ხარ ჩემს კოფტაში,უბრალოდ ძალიან მიყვარს თორემ შემოგახევდი.
ზიზღით სავსე თვალებით ვუყურებ და პასუხს არ ვაყოვნებ
-შენ არაფერში მჭირდები!!!ჯობია შენს საქმეს მიხედო.. მე.. მე .. შეყვარებული მყავს და რომ გაიგ... პასუხის დამთავრება არ დამაცადა და ჩემს წინ დადგა
-მერე სად არის აბა შენი გმირი შეყვარებული?აშკარაა,შენს ძებნაში აღარ იცის რა ქნას და სად წავიდეს..არაფერში გჭირდები?ფრთხილად თორემ აქეთ შემეხვეწები პატარავ.
კარი ძლიერად მივუჯახუნე და საშინელმა ზიზღმა დამიარა ტანში,ისევ გიო მახსენდება,თითზე ვიყურები,გატაცებიდან რამოდენიმე დღით ადრე ვიხსენებ ჩვენს ნიშნობას..ზუსტად ამ დღეს უნდა დავქორწინებულიყავით როგორც ის ამბობდა,რადგან ერთი თვე უკვე გავიდა..ნეტავ მართლა არ მეძებს? ჩემზე ხელი ჩაიქნია?ნუთუ მართალია იოანე..ფიქრებში გართულს მალევე მეძინება..

დღეები საშინლად იწელება,სიკვდილსა თუ სიცოცხლის ლოდინში ფსიქიკა ცუდ დღეში მაქვს,მერე სიზმრები გიოზე,ოხ როგორ მენატრება... საწოლიდან ზანტად ვდგები და კართან დიდ ყუთს ვხედავ. მისი გახსნა მაშინებს,ნეტა რა უნდა იყოს? კანკალით ვხსნი და შეფუთულ ნივთებს სწრაფად ვხევ,ჩემს წინ უალმაზესი კაბები იშლება,ვიწყებ დანარჩენი ნივთების თვალიერებას სადაც თავის მოვლის საშუალებებს ვიღებ ხელში. რამოდენიმე წუთი ყუთს ვაკვირდები,მგონია მძინავს და ლოყაზე ხელს ვირტყამ,აშკარად რეალობაა.. კარს ვაღებ და იოანესკენ მივემართები.
-ეს ძვირადღირებული ნივთები არაფერში მჭირდება,თან რაღაც არამგონია მოპარული არ იყოს,რა გინდა მეტყვი??
-არ ვიცი აქ რამდენი ხანი იქნები,გსიამოვნებს დაუვარცხნელი თმით სიარული?ან ყოველდღე ჩემს კოფტაში გაღვიძება-დაძინება? უცებ იღიმის ცინიკურად.. - ნუ შეიძლება გესიამოვნოს კიდეც.
თვალებს ვატრიალებ და ოთახისკენ ვტრიალდები.
-კარგი დამშვიდდი,რაც გინდა იქ უქენი მაგ ნივთებს, დგება და სახლიდან გადის.

დედა,გავდივარ,ალბათ გვიან დავბრუნდები,დედას ვეხვევი და სახლიდან გავდივარ,გიოს მანქანაში ვუჯდები,ლოყაზე ვკოცნი და მივდივართ,ერთი ხელი საჭეზე უკავია მეორეთი კი ჩემი ხელი და მომენტებში მიღიმის..
-გიო სად მივდივართ?
-ნახავ საყვარელო.
ჩემი გიო ყოველთვის ძალიან ენერგიული და კრეატიული იყო,საოცრად ლამაზ ადგილას მივედით,ყველგან ლენტები და ბუშტები ეყარა,ცოტახანში ხმამაღალი მუსიკა ჩაირთო და ჩვენი მეგობრები გამოცვივდნენ დიდი პლაკატით ხელში სადაც ეწერა "გიო და ევა" რამდენად ბანალურიც არ უნდა იყოს სხვისთვის ეს ყოველივე,მე ძალიან ბედნიერი და გახარებული ვიყავი,გიო ჩემთან მოვარდა,მაკოცა და თითზე ბეჭედი გამიკეთა "გილოცავ,ჩემი ცოლი ხდები" მე ბედნიერი და დაბნეული ვდგავარ,დაქალები მორბიან , მილოცავენ,სელფებს იღებენ ჩემთან ერთად და მეხვევიან... ისევ თეთრდება ყველაფერი,თვალებს ვახელ... ისევ იოანეს სახლში ვარ და ტკბილი სიზმრიდან გამოვდივარ მწარე რეალობაში..
-დივანზე ჩამძინებია,ბოდიშს ვუხდი და ჩემი ოთახისკენ ვბრუნდები "არაუშავს" პასუხს არ მიყოვნებს,მისი გართულებული და ხმამაღალი სუნთქვა მაშინებს,ავტომატურად უკან ვიხედები და ის სულ სისხლშია,სიარული უჭირს და ხელიდან სისხლი სდის.რატომღაც ძალიან დიდი შიში მიპყრობს,შიში იმისა,რომ მას არაფერი დაემართოს,დივანზე წვება,მუცელზე ხელს იჭერს და თავს უკან სწევს.
-იოანე!იოანე რა გჭირს?კარგად ხარ???
-რა??წადი აქედან
-შენ ასეთ დროსაც როგორი უხეში ხარ...სადარის სპირტი და ბამბა მითხარი???იოანე??
პასუხს არ მცემს მე კი სამხარეულში გავრბივარ და ყველა კარადას ვნახულობ სადაც კი შეიძლება შემხვდეს წამლების ყუთი.
ნაჭრებს სპირტით ვასველებ და სისხლიან ადგილებზე ვადებ,მაისურს ვუწევ,დანითაა დაჭრილი,ნაჭერს ძლიერად ვადებ და სიმწრისგან ოხრავს და თვალებს მაგრად ხუჭავს.

ჩემო ძვირფასებო,საიტზე ახალი ვარ და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემს მოთხრობასთან დაკავშირებით,რას იტყვით,გავაგრძელო თუ არა? ველი თქვენს შეფასებებს <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან საინტერესოა და სხვებისგან განსხვავებული მალე დადე შემდეგი თავი;):)

 



№2 წევრი Saally Saally

სტუმარი ანა
ძალიან საინტერესოა და სხვებისგან განსხვავებული მალე დადე შემდეგი თავი;):)

დიდი მადლობააა <3 აუცილებად <3

 



№3  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან მომწონს მალე დადე შემდეგი

 



№4 წევრი Saally Saally

meocnebe avadmyopi
ძალიან მომწონს მალე დადე შემდეგი

მადლობაა <3 ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent