შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი როგორ მაგიჟებ ?! (დასასრული)


26-03-2018, 19:25
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 388

იცი როგორ მაგიჟებ ?! (დასასრული)

ვაშინკტონი-არ ვიცი აქ რა მინდოდა მაგრამ გამოვიქეცი.ისე,რომ არაფერი გამიგია.არ გამიგია მიზეზი და მხოლოდ ფოტოს დავუჯერე,ახლა კი ვნანობ.მაგრამ უკვე გვიანია.ყველა საქმე მალე მოვაგვარე და სახლიც ვიპოვე.პატარა ოთახი იყო,ერთ-ერთ ოჯახში.ძალიან თბილად მიმიღეს და ეს მესიამოვნა კიდეც.როცა ყველაფერს შევეჩვიე და მოვეწყვე ამ ყველაფრიდან 1 კვირა იყო გასული.ამიტომ ლეპტოპი მოვიმარჯვე და სკაიპის საშუალებით დავურეკე სალომეს.როცა მიპასუხა დავიანხე როგორ ტიროდა და ჩემ თავს ბოლო სიტყვებით ვამკობდი.ჩემგამო ტირის და არა მარტო ის,ყველა იტანჯება.
-ანა.-როცა დაილაპარაკა,გეფიცებით ვერ ვიცანი.ის ნაზი და მელოდიური ხმა სადღაც გამქრალიყო.
-მაპატიე რა სალო,მაპატიე.ვიცი,არ ვარ ამის ღირსი მაგრამ მაპატიე-მაშინვე დავიწყე ბოდიშების მოხდა,სხვა რა უნდა მექნა?ვერც ვერაფერს ვიზამდი.
-გაპატიებ ანა,უბრალოდ მითხარი სად ხარ?რატომ წახვედი?
-მარტო ხარ?-კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-კი,მარტო ვარ.
ყველაფერი მოვუყევი,ნელა დავიწყე და ბოლოს მეც სალომესავით საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი.
-ანა ხვდები მაინც რა სისულელე გააკეთე?იცი დემიანი რა დღეშია?ახსნის საშუალება რატომ არ მიეცი.-ცრემლები უარესად წამოვიდნენ.ვიცი,თქვენში მტირალა და უსუსური,სულელი გოგოს შთაბეჭდილება დავტოვე მაგრამ ამ დროს სულაც არ ვარ ესეთი.
-ვიცი სალომე,გადაწყვეტილება ცხელ გულზე მივიღე და ახლა საშინლად ვნანობ.ვნანობ,რომ მას ახსნის საშუალება არ მივეცი.როცა მონატრებამ შემომიტია ვატყობ,რომ ის უფრო მეტად მიყვარს.არ ვიცი,რა გავაკეთო.
-ჩამოდი ანა,უკან დაბრუნდი.
-მეშინია.რომ არ მაპატიოს?
-თუ უყვარხარ გაპატიებს,ყველაფერს გაპატიებს ანა.
-კარგი-მეტი არაფერი მითქვამს,მიხვდა და გათიშა მე კი ამოულაგებელ ჩანთას დავავლე ხელი და მომზადება დავიწყე.შემდეგ კი ოთახიდან გავედი,მართალია სიუმ და ჯორჯმ კითხვები დამაყარეს,მაგრამ მე მათ ვუღიმოდი,მადლობას ვუჩდიდი და ვეუბნებოდი,რომ ბავშვები მომენატრნენ.
შემდეგ კი სახლიდან გამოვედი და ტაქსი გავაჩერე.ტელეფონი ჩავრთე,მაგრამ საქართველოს კარტას ამერიკაში რა უნდა? თუმცა ამას ყურადღება არ მივაქციე,სიმღერებს ვუსმენდი.ისევ ძველი დღეები მახსენდება,ტაქსიში,რომ ვიჯექი და ყველას და ყველაფერს გავურბოდი,მაგრამ ახლა უკან ვბრუნდები.მართალია შეიძლება დემიანმა არ მაპატიოს მაგრამ ეს უნდა გავაკეთო.თვითმფრინავში ადგილი დავიკავე და ისევ გადავხედე ზემოდან გარემოს,ოღონდ ამჯერად არა თბილისს არამედ ვაშინგტონს.სასაცილოა არა? მაგრამ არაფერია,თქვენ იცინეთ.მე კი შეიძლება დემიანის პასუხის შემდეგ ორმაგად გავუბედურდე.
თვალები დავხუჭე და სიმღერების ნაკადში გადავეშვი,შემდეგ კი ჩამეძინა.როცა გავიღვიძე უკვე ვეშვებოდით,გული კი გამალებით ძგერდა,ეს კიდევ რბილადაა ნათქვამი.
თვითმფრინავიდან როცა ჩამოვედი ჰაერი ღრმად შევისუნთქე.ეს ერთი კვირა საშინელება იყო,აქაურობის გარეშე.
სახლში დაბრუნება არ მინდოდა ამიტომ სალომესთან მივედი,გაუკვირდა.როგორც ჩანს დღესვე არ მოელოდა ჩემ ნახვას.
-ანა-ხელები მომხვია და ტირილი აუტყდა.
-არ იტირო რა-მაგრად მოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე.
-შემოდი-ხელი დამავლო და შიგნით შემიყვანა.
ცოტახანი ვისაუბრეთ,შემდეგ კი დასაძინებლდ წავედით.თურმე მართლა ვყვარებივარ,მითხა სალომემ,რომ ძალიან ცუდათ ყოფილა.მითხრა,რომ სვამდა და სახლში არ ბრუნდებოდა.მე კი მეტკინა,მაგრამ უარესის ღირსი ვარ,ის ჩემგამოა ასეთ დღეში.უტვინო ხარ ანა ასამბაძე,უტვინო.
ღამით თვალი ვერ მოვხუჭე,ვფიქრობდი როგორ შევხვედროდის მას.მეშინოდა მაგრამ უნდა მექნა და გამერკვია ყვეკაფერი.
მზე როცა ამოვიდა ავფოროაქდი და ნერვიულობამ შემომიტია.ცოტახანი ისევ დავრჩი საწოლში,შემდეგ კი სალომესთან ერთად ავდექი.ვისაუზმე და 12 საათზე ხელში ტელეფონი ავიღე,უცებ ავკრიფე დემიანის ნომერი და ზარიც გავიდა.
ასე რამდენიმე წამო დავყავი,შემდეგ კი,როცა მისი ბოხი ბარიტონი გავიგონე უარესად ავღელვდი და დავიბენი.ყველაფერი დამავიწყდა რაც უნდა მეთქვა.
-გისმენთ.
-დემიან-ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი და სიჩუმემ დაისადგურა.არაფერს ამბობდა,მე კი მის სუნთქვას ვუსმენდი.ეტყობოდა,რომ არ ელოდა ჩემი ხმის გაგონებას.
-ანა…სად ხარ?-როცა დამელაპარაკა ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
-არა,შენ მითხარი სად ხარ.მოვალ და ვისაუბროთ-ჩუმათ ვსაუბრობდი.
-ბარში ვარ,ჩემ ბარში.-ისიც ამავე ტონით მეუბნება მე კი მაშინვე ვთიშავ,ვიცვამ და სახლიდან გავდივარ.მანძილს მინიმალურ დროში ვფარავ და ბარის კარებს ვაღებ,შემდეგ კი მისი კაბინეტისკენ ვიღებ გეზს.დავაკაკუნე და როცა შესვლის ნებართვა მივიღე კარები ნელა შევაღე,შიგნით შევედი და თავდაღუნული დავდექი მის წინ.
-მოდი დაჯექი და გისმენ.-მეც ჩუმათ შევასრულე მითოთება მაგრამ თავს ვერ ვწევდი.
-გთხოვ,ამიხსენი რა ხდება.ჩემი წასვლა საშინლად ვინანე,თან ისე,რომ არ მომისმენია შენთვის...გეხვეწები,ამიხსენი.-სიტყვები ერთი ამოსუნთქვისთ მივაყოლე ერთმანეთს.
-და ახლა,რომ გვიანია?-ეს,რომ თქვა თავი ავწიე და მივხვდი,რომ ვინანე.როცა დავინახე კიდევ უფრო ვინანე ყველაფერი,ყელში გაჩხერილი დიდი ბურთი კი სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
-მაინც ამიხსენი.-ჩემსას არ ვიშლიდი.
-ფოტოშოპი იყო,რომელიც ნუკამ გამოგიგზავნა.-მეტი არაფერი უთქვამს,მივხვდი,რომ აღარ გააგრძელებდა ამიტომ ფეხზე ავდექი მაგრამ უეცრად ყველაფერი დატრიალდა და მეც თავი ძლივს შევიკავე,რომ არ წავქცეულიყავი მაგრამ აშკარად არ ვიყავი კარგად.
-ანა,რა გჭირს?
-არაფერი,ნერვიულობის ბრალია.-კარებთან მივედი და ნელა ჩამოვწიე სახელური,მაგრამ.შემდეგ მოვტრიალდი.თვალებში ჩავხედე და ჩუმად ვთხოვე-თუ შეძლებ,მაპატიე.-შემდეგ კი გავედი და დავტოვე.არ ვიცი,რას გადაწყვეტს მაგრამ აშკარაა,რომ ძალიანაა ნაწყენი და შეიძლება არც არასდროს მაპატიოს.სალომესთან როცა დავბრუნდი კითხვები დამაყარა,მე კი უბრალოდ დემიანის ნათქვმი გავუმეორე.
-უკვე გვიანია-ო,მე კი უბრალოდ ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი თუ შეძლებ მაპატიე-მეთქი.
-ანა-სალომესაც ეწყინა,მაგრამ რა უნდა ექნა,ვერაფერს შეცვლიდა და ვერც ვერაფრით დამამშვიდებდა.ცოტახანი ისევ ვიყავი მასთან,შემდეგ კი ალექსანდრესთან წავედი.
აკანკალებული ხელით ძლივს დავრეკე ზარი და ვხვდები,ამ ერთმა კვირამ და ჩემმა სისულელემ რამდენი რამ შეცვალა.
კარები როცა გააღო ჯერ მიყურებდა,ისე თითქოს საუკუნეა არ ვენახე შემდეგ კი ხელები მომხვია და დიდი ხანი მეხუტებოდა.
-ვნერვიულობდი პრინცესა-მეტი არაფერია უთქვამს,მეც მოვხვიე ხელები და ფილტვები მისი არომატით გავივსე.
შემდეგ სხვებიც ვნახე,ყველა დემიანის გარდა.ის არ მოსულა,ასე თქვა არ მცალია თან ძალიან დაღლილი ვარო.არა და მივხვდი,რომ ჩემთან შეხვედრას არიდებდა თავს.
მეც ისე ვიყავი თითქოს არაფერი ვიცოდი,მაგრამ სხვები ხომ ამჩნევდნენ არა? ისისნი ხომ ბრმები არ არიან,ვიცი,რომ ხვდებიან რაღაცას მაგრამ არაფერს ამბობენ.
ასე გადიდოდა დღეები,თითო დღით გატარებული წამი კი სულ უფრო და უფრო მტკენდა,ამ საათში გაშვებული ყველა წუთი მღრღნიდა და წუთშუ გაპარული ყველა წამი უფრო და უფრო დიდ ღრმულს აჩენდა ჩემში,მაგრამ იყო რაღაც რაც არ მაძლევდა დაცემის საშუალებას.იმედი ბოლო წამამდე მქინდა და მაქვს იმის,რომ რაღაც კარგი მოხდება და შეიცვლება.
დღესაც ჩვეულებრივად იწყება დღე,ვიღვიძებ და საწოლიდან ვდგები.ჩვეული შეგრძნება კი ისევ არ მანებებს თავ და ისევ ტრიალდება მთელი ოთახი,მე კი თვალები მიბნელდება,შემდეგ კი ყველაფერი ქრება.წყვდიადი ისადგურებს და ბნელდება.არაფერი მესმის,ვერც ვერაფერს ვგრძნობ,მხოლოდ სიბნელე და ვწყდები სამყაროს.

თვალები როცა გავახილე თვალში მაშინვე მეცა საშინლად თეთრი ფერები,ამიტომ ისევ მომიწია თვალების დახუჭვა მაგრამ მალე შეეჩვია თვალი ხასხასა ნათურებს დაუკვე ჩვეულებრივად ვიყავი,მაგრამ როცა გავაანალიზე სად ვიყავი ნერვიულობა დავიწყე.
არ ვიცი,რა მოხდა.მხოლოდ დაბნელების მომენტი მახსოვს,როგორც ჩანს გული წამივიდა.ახლა კი საავადმყოფოში ვარ.
როცა ხელზე სიმძიმე ვიგრძენი თავი მივაბრუნე და სალომე დავინახე,იქვე იჯდა და ჩემი ხელი თავისაში ქონდა მოქცეული.
-სალომე-დაბალი ხმით დავუძახე და ოდნავ შევაქანე,ამანაც უცებ მოახდინა რეაგირება და თავი წამოწია.
-ანა,როგორ ხარ?
-უკეთ,ამიხსენი რა ხდება?
-გული წაგივიდა,ალექსმა კი საავადმყოფოში წამოგიყვანა რადგან ინერვიულა.
-ღმერთო,ესღა მაკლდა.
-ანა…-ეტყობოდა,რომ რაღაცის თქმა უჭირდა.
-რა ხდება?
-ორსულად ხომ არ ხარ?-ეს,რომ მითხრა გავშეშდი.მე,რომ ორსულად ვიყო,მეყოლება შვილი საყვარელი ადამიანისგან,მაგრამ ის ადამიანინჩენ გვერდით არ იქნება.ეს კი ორივეს დაგვტანჯავს,მეც და პატარასაც.მაგრამ ჯერ ამაზე ფკქრი ადრე რადგან არაფერი ვიცი.
-არ ვიცი სალომე,აღარ შემიძლია.ვიცი დამნაშავე ვარ,მაგრამ ხო უნდა შეეცადოთ და მეც გამიგოთ.იცით მაინც როგორ მიჭირს?
-ანა,დაწყნარდი რა.
-აღარ შემიძლია.-ჩვენ საუბარში ექიმიც შემოვიდა,ხელში ანალიზები ეჭირა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.არ ვიცი,იქ რა ეწერა მაგრამ აშკარაა,რომ ცუდი არაფერი იყო.ან ის ფიქრობდა ასე.
-ანა გამარჯობა.მე შენი ექიმი ვარ,თამარი.ანალიზების პასუხს გაგაცნობ,შემდეგ კი სახლში გაგიშვებთ.მანამდე რამდენიმე მითითებას მოგცემთ.
-გისმენთ-წამოვჯექი და მოუთმენლად ველოდი ექიმის სიტყვებს.
-გილოცავთ,მალე დედა გახდებით-აი აქ დასრულდა ყველაფერი,მაგრამ ახალი დაიწყო.1 თვის წინაც ასე იყო,მაგრამ ეს დასაწყისი განსხვავებულია.თან რამდენ ტკივილს იტევს მაგრამ ორჯერ უფრო დიდ ბედნიერებას.
ხმა ვერ ამოვიღე,სალომეს,რომ შევხედე მის სახეზეც იგივე ემოციები იკითხებოდა.
-ანა,თქვენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძკება რადგან ნაყოფი სუსტია.ის მხოლოდ ერთი თვისაა და მოვლა სჭირდება,ვატყობ ბოლო დროს ბევრი ნერვიულობა მოგიწიათ.ამან თქვენზეც და ბავშვზეც უარყოფითად იმოქმედა,ამიტომ ვიტამინებს გამოგიწერთ და შემდეგ შეგეძელბათ სახლში წასვლა.-იმის ნიშნად,რომ ყველაფერი გავიგე ექიმს თავი დავუქნიე და გავუღიმე.როცა გავიდა სალომეს ვთხოვე,რომ დემიანისთვის მოსვლა ეთხოვა.როგორც აღმოჩდა ის უკვე აქ იყო,პალატის კარები გააღო და შემოვიდა.მეც დაჯდომა ვთხოვე და იჯვე ჩენ გვერდით დაიკავა ადგილი.
-გისმენ-სიჩუმე ისევ მან დაარღვია,მისი ბოხი ბარიტონის გაგონებისას კი ჟრუანტელსაც არ დაუყოვნებია.
არაფერი მითქვამს,უბრალოდ ანალიზის ფურცელი გავუწოდე სადაც გარკვევით ეწერა პასუხი.
როცა გაიზარა რაც ხდებოდა ჯერ ფურცელს დახედა,ისევ გადაიკითხა შემდეგ მე გამომხედა.გამიღიმა და თავი ოდნავ გადახარა.არ ვიცი ეს რას ნიშნავდა,მაგრამ ამის გაგება ძალიან მინდოდა.
-ანუ?-თავს ძალა დავატანე და ერთი სიტყვა ძლივს ვთქვი.
-ჯერ-ჯერობით მხოლოდ ჯვრისწერით შემოვიფარგლებით რადგან შენი გადაღკა არ შეიძლება.-გაოცებული თვაკებით გავხედე.
-დემიან მხოლოდ ბავშვის გამო მირიგდები?-ამის გაფიქრებამ ოდნავ მატკინა.
-არა მარტო.
-აბა?
-ვერ გიბრაზდები ანა,იმის მიუხედავად რაც ჩაიდინე და რისთვისაც გამიმეტე.მაინც ვერ გიბრაზდები.
-გიყვარვარ?
-იცი როგორ მაგიჟებ ანა?
-არა.
-ამას ვერასდროს გაიგებ.
-ანუ?
-ანუ,ამ სიგიჟეს ახსნა არ აქვს.მიყვარხარ ანა-ბაგეებზე დამეწაფა და მხოლოდ ახკა ვაცნობიერებ თუ როგირ მომენატრა მისი თბილი ტუჩები და ყველა ის გრძნობა რომელიც მათი შეხებისას მიბყრობს.ღირდა ამდენი წამება ამ.სიამოვნებად.ღირდა ის ყველა დაღვრილი ცრემლი რადგან ახლა ყვაზე ბედნიერი ვარ და ვაცნობიერებ,რომ სიყვარულს დრო არ სჭირდება.ის პირველივე შეხვედრისას გიბყრობს და აღწევს შენში.

გიდეონი და გვენი,აი მათთან რაც მოხდა, ეს უკვე სხვა განზომილებაა.ამ ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ძალიან ბევრი გრძნობაა.
გიდეონმა საშინლად ატკინა გვენს,როცა გაიგო,რომ მას ევალებიდა გოგონასთვის თავი შეეყვარებია რათა უფრო ადვილად ემართა შეყვარებული ქალი,მაგრამ არ გამოუვიდა რადგან ეს გრძნობა მასაც მისწვდა.
რა თქმა უნდა ეტკინა გვენს,მაგრამ ბოლოს ყველაფერი გაირკვა.უთხრა გიდეონმა რა ემართებკდა მისი შეხების დროს,რა ემართებკდა როცა მას კოცნიდა და ბოლოს მთავარიც უთხრა.უთხრა,რომ მასი ის უყვარდა.
ამ სიტყვების შემდეგ რა მოხდა?-მოკვდა,გიდეონი მოკვდა.გვენი?-მან მაშინ აღმოაჩინა,რომ უკვდავი იყო,მაგრამ ეს არაფერში სჭირდებოდა რადგან მისი საყვარელი ადამიანი მასთნ არ იყო.
აი ფანტასტიკა სად გამოჩდა,მაგრამ კიდევ არის რაღაც.ის უკან დაბრუნდა,იმ დროს როცა გიდეონი მოკლეს და ხელი შეუშალა ბანდიტენს.სასაცილოა არა?მაგრამ მაინც,ამ ფილმში ძალიან დიდი გრძნიბაა ჩაქსოვილი.
ბოლოს?-ბოლოს ისინი ერთად დარჩებიან,გვენი კი ისე გააკეთებს,რომ გიდეონთან ერთად დაბერდება და აღარ იქნება უკვდავი.გიკვირთ არა?!მან კი განაცხადა,რომ საყვარელ ადამიანთან ერთად დაბერებას ამჯობინენდა.
ისინი ერთად დარჩნენ,ისევე როგორც მე და დემიანი.
რატომ ვყვები ამას?-იმიტომ,რომ ისინი მაინც ერთად დარჩნენ ყველა დაბრკოლების,ტკივილის თუ წინააღმდეგონის შემდეგ.აი ზუსტად ისე,როგორც მე და დემიანი.

ახლა,უკვე გაბერილი იქით-აქით დავბოდიალებ და თითქმის ყველაფერზე ვწუწუნებ.
დემიანი დავიყოლიე და გადავწყვიტეთ,რომ დღეს ჩვენი ბიჭისთვის სახელი შეგვერჩია.
მისაღებში დავჯექით და ფიქრი დავიწყეთ.
-ნუკაზე რას იტყვი?-ქვემოდან ავხედე მაგრამ უარყოფითი პასუხი მივიღე.
-რაღაც ისეთი რაც ყველას არ ქვია.იოანე?
-არა,არ ეგ.-ახლა მე ვაქნევ თავს და ისევ ვძაბავ გონებას.
-ვაჩე?-წამოვიძახე მაგრამ მერე მახსენდება,რომ შეიძლება სხვებს ეწყინოთ.
-არა ან.
-ხო,მერე გამახსენდა.-ამოვიფრუტუნე.ცოტახანი ფიქრებში ისევ გავატარეთ,შემდეგ კი ერთდოულად წამოვიძახეთ.
-მაქსიმე.-გამიცინა და შუბლზე მაკოცა,მეც გავუღიმე და მისი ხელი ავიღე,ვთხოვე,რომ თავზე მომფერებოდა.
ამ ბოლო დროს შემიყვარდა ასე,ყოფნა და ის ფაქტი მისამოვნებს მის მოფერენაში,რომ მეძინება.
ნატიფ თითებს ჩენ შავ თმაში ხლართავს და ნელა ამოძრავებს,ტანზე ისევ მაყრის ბუსუსები და ორივეს გვეღიმება.
რვა თვის ვარ და სიარული საშინლად მიჭირს,აქ დაძინება კი კარგი არ იქმება რადგან წელი მეტკინება და ოთახში ვერანაირად ავალ.ამიტომ ნელა წამოვდექი და ზემოთ ავედით,საწოლზე დავწექი და დემიანმა ისევ დაიწყო მოფერება.
არც ახლა მიღალატია ჩვევისთვის და ჩამეძინა.ტკბილად მეძინა სანამ საშინელი ტკივილი არ ვიგრძენი რომელმაც ჩემი აკივლება გამოიწვია.
ასე გაგრძელდა იქამდე სანამ პატარა მაქსიმეს ტირილი არ გავიგე.
შემდეგ კი გავაცნობიერე,რომ მსოფლიოში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
პალატაში როცა შემიყვანეს დაღლილს ჩამეძინა,მაგრა როცა გავიღვიძე ჩემ გვერდით ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი იყო.მაქსიმე და დემიანე,ორივე ნაროზაული და ორივე ჩემი ცხოვრების სიყვარული.
დემიანკ უცებ მოჩოჩდა ახლოს და ჩუმად მიჩურჩულა.
-იცი როგორ მაგიჟებ?
-ისე,რომ ამ გაგიჟენას სიტყვებით ვერ აღწერ.


იმედია მოგეწონათ ისტორია და დასასრული ზედმეტად ბანალური არ გამომივიდა.იმედია თქვენი მოლოდინი გავამართლე და გული არ დაგწყვიტეთ.
ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი,თითოეული სიტვა.
იმედია ახალ ისტორიასაც შემიფასებთ,რომელიც მალე დაიდება.
მიყვარხართ და კიდევ ერთხელ მადლობა))скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი shalo

micvalebulebs rogor davelaparako

 



№2 წევრი meocnebe avadmyopi

სასაწაული იყო ჩემო გოგო ნამდვილი სასწაული ძალიან მომეწონა,რაღაც უჩვეულო,მაგრამ საოცარი ძალიან მიყვარხარ არ მინდოდა დამთავრებულიყო თუმცა რომ არ ვიცოდე რომ ახლაი ისტორიით დამიბრუნდები ნერვიულობით მოვკვდებოდი

მიყვარხარ heart_eyes heart_eyes

 



№3 მოდერი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
სასაწაული იყო ჩემო გოგო ნამდვილი სასწაული ძალიან მომეწონა,რაღაც უჩვეულო,მაგრამ საოცარი ძალიან მიყვარხარ არ მინდოდა დამთავრებულიყო თუმცა რომ არ ვიცოდე რომ ახლაი ისტორიით დამიბრუნდები ნერვიულობით მოვკვდებოდი

მიყვარხარ heart_eyes heart_eyes

ჩემო გოგო,ვერ წარმოიდგენ როგორ მაზარებს შენი სიტყვები )) შევეცდები იმედები არ გაგიცრუო ახალ ისტორიასთან დაკავშირებით ))

 



№4 წევრი meocnebe avadmyopi

Girl with pretty smile
meocnebe avadmyopi
სასაწაული იყო ჩემო გოგო ნამდვილი სასწაული ძალიან მომეწონა,რაღაც უჩვეულო,მაგრამ საოცარი ძალიან მიყვარხარ არ მინდოდა დამთავრებულიყო თუმცა რომ არ ვიცოდე რომ ახლაი ისტორიით დამიბრუნდები ნერვიულობით მოვკვდებოდი

მიყვარხარ heart_eyes heart_eyes

ჩემო გოგო,ვერ წარმოიდგენ როგორ მაზარებს შენი სიტყვები )) შევეცდები იმედები არ გაგიცრუო ახალ ისტორიასთან დაკავშირებით ))

ანა'კობრა ერთი ასო შეგეშალა და სიტყვა შეიცვალა საპირისპიროსკენ მახარებს მაგივრად მაზარებს დაწერე,მოგკლავ

 



№5 მოდერი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
Girl with pretty smile
meocnebe avadmyopi
სასაწაული იყო ჩემო გოგო ნამდვილი სასწაული ძალიან მომეწონა,რაღაც უჩვეულო,მაგრამ საოცარი ძალიან მიყვარხარ არ მინდოდა დამთავრებულიყო თუმცა რომ არ ვიცოდე რომ ახლაი ისტორიით დამიბრუნდები ნერვიულობით მოვკვდებოდი

მიყვარხარ heart_eyes heart_eyes

ჩემო გოგო,ვერ წარმოიდგენ როგორ მაზარებს შენი სიტყვები )) შევეცდები იმედები არ გაგიცრუო ახალ ისტორიასთან დაკავშირებით ))

ანა'კობრა ერთი ასო შეგეშალა და სიტყვა შეიცვალა საპირისპიროსკენ მახარებს მაგივრად მაზარებს დაწერე,მოგკლავ

ეს ტელეფონი თითქმის სულ შენ ხელშია და ჭედავს :დდ კარგი რა,ისედაც ხომ იცი,რომ მახარებ ))

 



№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

უმაგრესი გოგოხარრ

 



№7 მოდერი Girl with pretty smile

სტუმარი მარიამი
უმაგრესი გოგოხარრ

მადლობა დიდი))

 



№8  offline წევრი teengirllove

ზალიან ,ძალიან ,ძალიან კარგი იყო..ვერ ვიჯერებ რომ დამთავრდა ...არ მინდა რომ დამთავრდეს :((( ... კიდევ მინდა ...ძალიან მიყვარს უკვე ეს მოთხრობა

 



№9  offline წევრი kaisha13

რთლა ძალიან საყვარელი ისტორია იყო,არც დამღლელი და უაზროთ გაწელილი,მომეწონა რომ ძალიან არ იგვიანებდი,სიამუვნებით დაველოდები აწი შენს ისტორიებს...

 



№10 სტუმარი Mariami

Uzomod magari ikoo❤️romvkitxulobdi warmovidginne rom eskvelaperi chems winxdeboda ...kochag❤️❤️

 



№11 მოდერი Girl with pretty smile

teengirllove
ზალიან ,ძალიან ,ძალიან კარგი იყო..ვერ ვიჯერებ რომ დამთავრდა ...არ მინდა რომ დამთავრდეს :((( ... კიდევ მინდა ...ძალიან მიყვარს უკვე ეს მოთხრობა

არ ვიცი რა ვთქვა,არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდათ)) იმედია თქვენი იმედები გავამართლე და ახალი ისტორიაც მოგეწონებათ ))

kaisha13
რთლა ძალიან საყვარელი ისტორია იყო,არც დამღლელი და უაზროთ გაწელილი,მომეწონა რომ ძალიან არ იგვიანებდი,სიამუვნებით დაველოდები აწი შენს ისტორიებს...

მიხარია ასეთი კომენტარის წაკითხვა და იმედია ახალიც მოგეწონება))) მადლობა

Mariami
Uzomod magari ikoo❤️romvkitxulobdi warmovidginne rom eskvelaperi chems winxdeboda ...kochag❤️❤️

მახარებს მსგავსი კომენტარები და იმედია ახალ ისტორიითაც დაკმაყოფილდები ))

 



№12  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
teengirllove
ზალიან ,ძალიან ,ძალიან კარგი იყო..ვერ ვიჯერებ რომ დამთავრდა ...არ მინდა რომ დამთავრდეს :((( ... კიდევ მინდა ...ძალიან მიყვარს უკვე ეს მოთხრობა

არ ვიცი რა ვთქვა,არ მეგონა ასე თუ მოგეწონებოდათ)) იმედია თქვენი იმედები გავამართლე და ახალი ისტორიაც მოგეწონებათ ))

kaisha13
რთლა ძალიან საყვარელი ისტორია იყო,არც დამღლელი და უაზროთ გაწელილი,მომეწონა რომ ძალიან არ იგვიანებდი,სიამუვნებით დაველოდები აწი შენს ისტორიებს...

მიხარია ასეთი კომენტარის წაკითხვა და იმედია ახალიც მოგეწონება))) მადლობა

Mariami
Uzomod magari ikoo❤️romvkitxulobdi warmovidginne rom eskvelaperi chems winxdeboda ...kochag❤️❤️

მახარებს მსგავსი კომენტარები და იმედია ახალ ისტორიითაც დაკმაყოფილდები ))

მართლა ძალიან მომეწონაა...რათქმაუნდა გაამართლე და მომავალშიც გაამართლებ ჩვენს იმედებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent