შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება ( თავი 3 )


26-03-2018, 22:07
ავტორი teengirllove
ნანახია 1 093

მაღალი საზოგადოება ( თავი 3 )

მალევე გამეღვიძა ,უფროსწორად კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა ,წამოდექი ,ჩუსტები ჩავიცვი და კარების გასაღებად წავედი..დედა იყო..
-ამდენი ხანი რას აკეთებდი? კინაღამ მოვკვდი ნერვიუკობით
-ჩამეძინა ოთახში და ..თან რა უნდა მომსვლოდა
- არ იცი რაა? წამალი დალიე?
ეხლა გამახსენდა რომ მეორე წამლის დალევა დამავიწყდა
-მმმ...
-ნიტა არ მითხრა რომ არ დაგილევია!!!! მკაცრად მითხრა
- ეხლა დავლევ..ვუთხარი და მაშინვე დავლიე წამალი
- შვილო რატომ ხარ ასეთი უყურადღებო
-არ ვარ დედა ...არა
-ხარ, სულ უყურადღებოდ ხარ ,ნიტა ...ჩაირთო და აღარ გაჩერდა ,მსაყვედურობდა და მსაყვედურობდა ..გაბრაზებული შევედი ოთახში და წიგნის კითხვას შევუდექი ,წამლები, წამლები,წამლები, დამღალა ამ წამლებმა , გემრიელი მაინც იყოს..ტელეფონმა დაიწრიპინა ,ნუცა იყო ,, კნუტო ,არ გინდა ჩემთან გამოხვიდე? ფილმს ვუყუროთ " ცოტახანს დავფიქრდი ,არასდროს შემოუთავაზებია ჩემთვის ვინემს მასთან ერთად გართობა ,არასოდეს დავრჩენილვარ მეგობრებთან ღამით,ან ვისთან უნდა დავრჩენილიყავი ,თუმცა ვისთან უნდა გამეკეთებინა ეს ,თურქეთში ერთადერთი მეგობარი მყავდა , მერთი, კარგი ბიჭი იყო მაგრამ ახირებული, წესიერად მეგობარსაც ვერ დავარქმევდი,თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო სანამ არ მივხვდი რომ მხოლოდ დავალებებისთვის მიყენებდა , ხო ეს მე ვარ, სულელი ნიტა რონმელიც ყველას თვალდახუჭული ენდობა ,რომელსაც ყველასი სჯერა,არვიცი რატომ მაგრამ ნუცას ვენდობი, ის ისეთი საყვარელი და მხიარულია , ისეთი შეგრაძნება მაქვს თითქოს რაღაც გვაკავშირებს ,რაღაც უფრო დიდი ვიდრე მეგჰობრობა..ტელეფონი ავიღე და სწრაფად მივწერე ,,კი ,კარგი იქნება .." შემდეგ ავდექი და სწრაფად მოვემზადე , პრინციპში რა მომზადება მინდოდა ,ბოტასები ამოვიცვი და თმა ავიწიე ...
-სად მიდიხარ? ინტერესით ამათვალიერა დედამ
- მეგობართან .....შეიძლება? იმედი მქონდა რომ დამთანხმდებოდა
-ვინ მეგობართან?
-ნუცა ქვია ,ძალიან კარგი გოგოა..ჩემი კლასელია..
როდესაც გაიგო რომ მეგობარი მყავდა დედას სახე გაუნათდა , განა სულ ამაზე არ ოცნებობდა,რომ მეგობარი მყოლოდა ,ამიტომ სიამოვნებით დამთანხმდა , დაჟე ისიც შემომთავაზა ჩვენთან სადილად დაპატიჟე ხვალო,მაგრამ უარი განვაცხადე..
ორ წუთში უზარმაზარი სახლის წინ ვიდექი , ჭიშკარი დაცვამ გამიღო ,კარები კი სანდოსახიანმა მოხუცმა ქალმა ,რომელმაც შინ შემიპატიჟა და მოსაცდელში დამსვა , აქაურობას ვათვალიერებდი, ნინოს სახლს ვერ შეედრებოდა მაგრამ ნამდვილად მყუდრო და ლამაზია, იმ ოთახში სადაც ვიჯექი , ბუხარი, ორი სავარძელი და პატარა ჟურნალის მაგიდა იყო,მაგიდაზე ყვავილებით სავსე ლარნაკი,ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ბუხრის თავზე დაკიდებულმა ოჯახურმა პორტრეტმა მიიქცია , აშკარაა ძალიან ძველია , ახლოს მივედი და სახეებს დავაკვირდი, ძალიან გავვოცდი როდესაც ერთ-ერთი მამაკაცი ძალიან მივამსგავსე მამაჩემს , მისი თვალები იმდენად ჰგავდა ფოტოზე ასახულ მამაკაცს რომ ერთი და იგივე ადამიანი გეგონებოდათ...
- ნიტაა!!! მომესმა ხალისიანი ხმა , უკან მივიხედე და სახეგაბადრული ნიტა დავინახე ,რომელსაც გვერდით შავგვრემანი,მისივე სიმაღლის გოგონა ედგა გაკვირვებულმა ამათვალიერე შემდეგ შემომხედა და გამიღიმა..
-ნიტ გაიცანი ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია ,ლიზი ახვლედიანი...
-სასიამოვნოა ...მითხრა ,ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია,მისმა ასეთმა საქციელმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა ..
-ჩემთვისაც ვუთხარი და საპასუხოდ გავუღიმე..
-დიდიხანია რაც მოხვედი? მკითხა ნუცამ
- არცისე , ძალიან ლამაზი სახლი გაქვს , ჩემი ყურადღება პორტრეტმა მიიქცია..ვუთხარი და თითით ბუხარზე ჩამოკიდებულ პორტრეტზე მივანიშნე..
-ხო,ეს ძველი პორტრეტი..აქ ჩვენი ოჯახია გამოსახული, ეს მამაჩემია მიმანიშნა მარცხნივ მდგომ ახალგაზრდა ქერათმიან მამაკაცზე , ეს ბაბუაა ,ეხლა შუაში მჯდარ კაცს გავხედე რომელსაც მკაცრ სახეზე თეთრი წვერი ჰქონდა ,იმდენად შავი თვალები ჰქონდა შემეშინდა , ეს ბებიაა ,ამჯერად სანდომიანი სახის ქალბატონზე მითხრა,რომელიც მოხუცი კაცის გვერდით იჯდა ..
-ეს ვინ არის? მივუთითე ახალგაზრდა შავგვრემან მამაკაცზე ,რომლის სახე კარგად არ ჩანდა და რომელიც თვალებით ძალიან მივამსგავსე მამას..
- ეს მამაჩემის მამიდაშვილია , მას მეც არ ვიცნობ , არასდროს მინახავს ,დედამ მითხრა ჯობია მამაშენს მასზე არ კითხოო...
- გასაგებია...ისე ვუთხარი მამაკაცისთვის თვალი არ მომიშორებია..
-კარგი წამოდი კთახში ავიდეთ ..მითხრა და წინ გამიძღვა ..
მისი ოთახი ნამდვილი საოცრება იყო, ვარდისფერი, უზარმაზარი, ამავე ფერის ფარდებით, დიდი საწოლით , კარადით და საწერი მაგიდით..საწოლის პირდაპირ კედელზე უზარმაზარი ტელევიზორი ეკიდა , მაგიდაზე ლეპტოპი და ბევრი ჟურნალი იდო..საოცარი სიმყუდროვე იგრძნობოდა აქ ..
-ძალიან მყუდრო ოთახი გაქვს ..
- ხო მადლობა , კარგი აბა რას დალევთ ,ყავას?
- მე ყავას არ ვსვავ მადლობა ..ვუთხარი და კიდევ ერთხელ მოვავლე იქაურობას თვალი..
-მაშინ?
- რავი,თუ მაინცდამაინც რამ უნდა დავლიო წვენი მირჩევნია..
-მეც წვენს დავლევ ნუცა..ამდენი ხნის შემდეგ ხმა ამოიღო ლიზამ
-კარგი ჩავალ ნანის ვეტყვი..თქვა და ოთახიდან გავიდა..
მე და ლიზა მარტო დავრჩით ოთახში, ჩვენს შორის დაძაბულობა იგრძნობოდა , ხმას არცერთი ვიღებდით , დებილებივით ვიდექით და რაღაცეებს ვაშტერდებოდით..
- ნუცამ მითხრა რომ ,ერთი თვის წინს ჩამოხვედი თურქეთიდან...როგორციქნა დაარღვია დუმილი ლიზამ
-კი, ოთხი წელი ვცხოვრობდი იქ , მანამდე ოთხი წელიც რუსეთში ვიყავით..
-აქ რატომ დაბრუნდით?
- მამა არქიტექტორია , კარგი შემოთავაზება მიიღო საქართველოდან ,თან აქაურობა მოენატრა ,ამიტომ ჩამოვედით..
-გასაგებია..რაგვარი ხარ? მკითხა ცოტახნის შემდეგ
-ჯაფარიძე..ნიტა ჯაფარიძე
-თავადური გვარია..ალბათ ცნობილი და მდიდარი ოჯახიდან ხართ..
- არა , მამას ოჯახი არ ჰყავს ,მშობლები ადრე დაკარგა ..აქ არავინ გვყავს მისი მხრიდან..
-სამწუხაროა.. ერთი წუთით მომეჩვენა რომ მართლა დაწყდა გული, ისეთი ლამაზი იყო, დიდი ლურჯი თვალებითა და ყავისფერი თმით, მისი ლამაზი ნაკვთები, გრაციოზული ლაპარაკის სტილი ,ნებისმიერს შეშლიდა ჭკუაზე,უცნაურია მაგრამ თითქოს ვიღაცას მაგონებდა ...
-აი ჩვენც მოვედით ,კარები შემოაღო ნუცამ ,მასთან ერთად ის ქალი მოვიდა ვინც კარები გამიღო ,ხელში ლანგარი ეჭირა ,მაგიდაზე ჩამოდო და გამიღიმა..ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთა ,წამში შეეცვალა სახე ,თითქოს მოექუფრაო, თვალი ამარიდა ,შემდეგ კიდევ შემომხედა..
-ეს ნანია , ჩემი გამზრდელი ..მითხრა ნუცამ და მოხუც ქალს მოეხვია-ესკი ნიტაა ნანი ჩემი მეგობარი და კლასელი..
- სასიამოვნია...ვეცადე რაც შეიძლება ზრდილობიანი ვყოფილიყავი..ჩემთვისაცომმითხრა ,ცოტახანი კიდევ დამაკვირდა და ოთახი დატოვა...წვენი დავლიეთ , შემდეგ ფილმას ვუყურეთ და ბევრი ვისაუბრეთ..
შუა ლაპარაკში გამახსენდა რომ წამალი მქონდა დასალევი, იმას არ დავუკვირდი ოთახში სხვებიც რომ იყვნენ ,ამოვიღე და წვენთან ერთად დავლიე.
-ნიტ ,ვიცი კითხვები არ გიყვარს მაგრამ, შეგამჩნიე რომ წამლებს ხშირად სვავ ..რისთვისაა?
ცოტახანს გავჩუმდი, ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ,მაგრამ ის ხომ ჩემი მეგობარი იყო, უსამართლობა იქნებოდა მისთვის რაიმეს დამალვა ..
- იცი ნუცა , მე ... ორი წლის წინ ,მოულოდნელად ცუდად გავხდი, ექიმებმა გულის მწვავე უკმარისობა გაქვსო და სასწრაფოდ ოპერაცია დამინიშნეს ,ოპერაციამ კარგად ჩაიარა ,მას შემდეგ ამ წამლებს ვიღებ ,ისინი გულის შეკუმშვის უნარს აუმჯობესებენ ..
ნუცას თვალზე ცრემლი შევნიშნე , მოვიდა და ჩამეხუტა , მეორე მხრიდან ლიზა მომადგა და ისიც ჩამეხუტა..
-აქამდე რატომ არ მითხარი? ბოლოს წყენით მითხრა ნუცამ
-არ მინდა ვინმემ იცოდეს ,არ მინდა მათ შევეცოდო..
-მე შენ არ მეცოდები..შენ ჩემი მეგობარი ხარ ,არ მაინტერესებს რა გჭირს ,ეს წამლები კი კარგად უნდა დალიო რადგან ეგ გული რომელიც ძალიან მიყვარს მეც მეკუთვნის...მის ნათქვამზე გამეაღიმა , მაგრად მოვეხვიე და ვაკოცე..თითქოს გულზე მომეშვაო..გონს ტელეფონის ზარმა მოგვიყვანა , ლიზიმ მაშინვე უპასუხა ..
-ხო ბუდუ , რამოხდა? ..ნუცასთან ვარ მოხვალ? ..კარგი გელოდები..
ტელეფონი გათიშა ,გულღიად იღიმოდა..
-მოგაკითხავს ? იკითხა ჯუცამ,ლიზამაც საპასუხოდ თავი დაუქნია
-ვინარის ბუდუ? გადავხედე ორივეს
-ჩემი ძმაა..მოფერებით ბუდუს ვეძახი, ეს არ სიამოვნებს და რომ ბრაზდება მომწონს...
-აა გასაგებია...
ცოტახანში ოთახის კარზე ვიღაცამ მოაკაკუნა , გასაღებად მე წამოივდექი და ადგილზე გავშეშდი როდესაც კარს იქით მდგარი სანდრო დავინახე..ისიც არ ელოდა ჩემს დანახვას რადგან გაოცებულმა შემომხედა , შემდეგ გაიღიმა და ოთახში ისე შემოვიდა ლამის გადამიარა..
-ბუდუ მოსულაა...დაიკივლა ლიზამ და ძმას კისერზე ჩამოეკიდა -ნიტ გაიცანი ეს სანდრიკოა ჩემი ძმა ,ბუდუ ეს ნიტაა,ჩემი ახალი მეგობარი..
- მე მას ვიცნობ ლიზ , სკოლაში გავიცანი ...დას გადახედა სანდრომ-კიდევ ერთხელ სასიამოვნოა შენი ნახვა ნიტა..მითხრა და ხელი ჩამომართვა..
-ჩემთვისაც ბუდუ...ვუთხარი და მისი სახის დანახვისას სიცილი ძლივს შევიკავე , ჩემგან განსხვავებით ის ორი ლამის იატაკზე გაწვა ,მხოლოდ სანდრო იყო სერიოზული..
-კარგი წავედით, მიუბრუნდა დას ..
-ნიტა წამო გაგიყვანთ..
-არა ლიზ მადლობა არ შეგაწუხებთ ,ფეხით წავალ..
-ფეხით სიარულისთვის ,გვიანია ..ისე მითხრა სანდრომ ჩემს ჩაცმულობაზე თვალი არ მოუშორებია..
-ხო ტა წამოდი ნიტ..
-კარგი მაშინ...მხრები ავიჩეჩე , ნუცას ვაკოცე და და-ძმას გავყევი...
- ნიტა ,ფბზე როგორ ხარ? მითხარი დაგიმატებ..არც გზაში ჩუმდებოდა ლიზი
-სოციალურ ქსელში არ ვარ..
-არც ინსტაგრამზე ?
-არა..ტყუილი დროის ხარჯვა მგონია ეს ყველაფერი..ვუთხარი და ფანჯარაში დავიწყე ყურება ...
-აბა რითი ერთობი ხოლმე?
- წიგნს ვკითხულობ, ფეხით ვსეირნობ , ფილმებს ვუყურებ...
-მშურს შენი...რომელი ფილმი გიყვარს? ...ამ კითხვაზე გამეცინა,უეცრად მზერა საჭესთან მჯდომ სანდროსკენ გავაპარე..
- არ დამცინებ? ვკითხე სიცილით, ლიზამ თავი გააქნია
-ზოგადად ბევრი ფილმი მაქვს ნანახი, სათავგადასავლოებზე და ბოევიკზე ვგიჟდები..მაგრამ ჩემი საყვარელი ფილმი, რომელიც 6 წლის ასაკის შემდეგ არ მომბეზრებია არის ,,როგორ მოიპარა გრინჩმა შობა " ...ვთქვი და მაშინვე სანდროს მზერა ვიგრძენი სარკიდან ,ჩემდაუნებურად ავწითლდი,ალბათ ეხლა სულელად ჩამთვლისთქო გავიფიქრე...
- მართლა? ეგ ფილმი მეც მიყვარს ,ყოველ ახალ წელს ვუყურებ ..
-აი ჩემი სახლიც , აქ ჩამივალ.. წამოვიყვირე უცებ
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნიტა..მომაძახა ლიზიმ და ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა ..
-ჩემთვისაც...მადლობა რომ მომაცილეთ..ვუთხარი ,კარები დავკეტე და სახლში ავედი.. ის ღამე კარგად მეძინა , ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემშინრაღაც შეივსო,მომწონდა იმის გაფიქრება რომ უკვე ორი მეგობარი მყავდა ,ორი არაჩვეულებრივი გოგონა ,რომელთანაც ყველაფერზე ლაპარაკი შემეძლო...
მეორე დღეს ,სკოლაში დროზე ადრე მომიწია წასვლა ,ფეხით მივდიოდი და თან გუშინდელზე ვფიქრობდი ,შემდეგ სანდროს სახე გამახსენდა როცა ბუდუ დავუძახე და გამეცინა..
-რა გაცინებს ჯაფარიძე? მომესმა ნაცნობი ხმა ...უკან მივიხედე და სანდრო დავინახე ,ამჯერად ფეხით იყო ..
-მანქანა სად დაკარგე?? ირონიით ვკითხე..
-ჩემმა მანქანამ დღეს მიღალატა , ამიტომ ფეხით წამოსვლა გადავწყვიტე და შენ შეგეყარე... მითხრა და კვლავ გაეღიმა,გვერდით მომიდგა ..
-ესეიგი გრინჩი არა?
-რა? ვკითხე თითქოს მომესმათქო
- შენი საყვარელი ფილმი..
-ხოო..ეს ,ვიცი ბავშვურია მაგრამ...
-არა ,სულაც არა,მაგ ფილმზე მეც ბავშვობიდან ვგიჟდები..
-შენ?
-ხო,მე და ლიზა პატარაობიდან ერთად ვუყურებდით მაგ ფილმს , ბუხართან მოვკალათდებოდით , ბატიბუტით ხელში და სიამოვნებით ვუყურებდით...
-ხოო..გასაგებია...
-რატომ გიყვარს ეგ ფილმი? მკითხა შემდეგ...
-არვიცი..მხრები ავიჩეჩე ,ალბათ იმიტომ ,რომ კარგად მთავრდება..
სიცილი აუტყდა -ყველა ფილმი კარგად მთავრდება თითქმის..მართალი მითხარი..
-კარგი ხო..უბრალოდ მომწონს როდესაც გრინჩის პატარა და ცივი გული ცემას იწყებს , მჯერა რომ ყველა ცუდ ადამიანს აქვს რაღაც სიყვარულის მსგავსი ,სულ ოდნავ ,უბრალოდ ეს უნდა დაინახო... მისი მზერა ვიგრძენი ჩემს სახეზე , რომ ავხედე თვალი ამარიდა და სხვაგან გაიხედა , შემდეგ მომახალა ,კარგი მერე გნახავო და სასწრაფოდ გზის მეორე მხარეს გადავიდა ..ვერ მივხვდი ან მოსვლა რა იყო ან წასვლა , მხრები ავიჩეჩე და სკოლის ეზოში შევედი...
ნუცა დღეს სკოლაში არ მოსულა ,ალბათ ცუდად იყო , დამლაპარაკებელი არავინ მყავდა ,ამიტომ სწრაფად შევედი ხაჭაპური ვიყიდე ,წყალი და რადგან კარგი ამინდი იყო ეზოში გავედი...ისეთი ადგილი მოვნახე სადაც ბევრი ხალხი არ იყო, ხის ძირას ჟაკეტი დავაფინე და კარგად მოვკალათდი, გემრიელად მივირთვი ,წამალი დავლე,კლასგარეშე საკითხავი წიგნი ამოვიღე რემარკის ,,ნასესხები სიცოცხლე " და კითხვას შევუდექი..მესიამოვნა ასე ჯდომა ,აქ სიმშვიდე იყო , ხალხიც არ მათვალიერებდა და სწერვა სახეებით არ მიყურებდნენ,,მოკლედ აქ თავს მშვიდად ვგრძნობდი....დიდი დასვენება აქ 25 წუთიანი იყო, ე.ი კიდევ 15 წუთი მქონდა დარჩენილი , რაღაც ხმა შემომესმა ,წინ გავიხედე და პატარა ჩიტი დავინახე , ბალახზე იჯდა და მე მიყურებდა ..გამეღიმა ,ვგიჟდები ცხოველებზე და ფრინველებზე ,თუმცა ავადმყოფობის გამო მშობლები მიკრძალავენ მათთან მიკარებას,ჩიტუნა ჩემსკენ მოდიოდა , ფეხებთან დამიდგა , მე როგორც სულელმა გოგომ ,სულ დავივიწყე სად ვიყავი და ჩიტს გამოველაპარაკე ..
- რაო პატარა ჩიტუნავ !!!რატომ მიყურებ ასე ? რაო გშია? რომ არაფერი მაქვს შენთვის...დანანებით ჩავილაპარაკე
- არაუშავს გაპატიებს ...თავი ავწიე და სანდრო დავინახე თავზე მადგა და ღიმილნარევი სახით მიყურებდა,ჯანდაბა ეხლა შეშლილი ვეგონები..
- შენ ესე ყველგან უნდა გხედავდე?!
-მოგიწევს ძვირფასო...
-არვარ მე შენი ძვირფასო ..
- იქნები..
-სხვათაშორის ხელს მიშლი....
-რაში ,ჩიტებთან ლაპარაკში? მითხრა და გაიცინა...
-ეს რა წიგნია? მიმანიშნა ჩემს ფეხებთან დაგდებულ წიგნზე,მეც ავწიე და ყდა დავანახე
-მიყვარს ეგ წიგნი, მაგრამ ცუდად მთავრდება
-ჰეიი..მე ჯერ არ დამისრულებია
-ვიცი ამიტომაც გითხარი, შემდეგ იმედები რომ არ გაგიცრუვდეს
-ჰაჰაჰა ,როგორმე გადავიტანდი..ვუთხარი და წიგნი ჩანთაში ჩავდე , შევნიშნე როგორ გააპარა თვალი ჩემი წამლისკენ , ამიტომ მალე დავავლე მასაც ხელი და ჩანთაში წიგნის გზას გავუყოლე ...უკვე წასასვლელად ვემზადებოდი როდესაც ხელი ჩამკიდა ,შევკრთი და ძალაუნებურად მისკენ გავიხედე ,თვალებში მიყურებდა, ხელი გავაშვებინე და ისე შევხედე წესით უნდა მიმხვდარიყო რომ ეს არ მესიამოვნა,ცოტახანი მიყურა ,შემდეგ თავი გააქნია თითქოს ვიღაცას უარს ეუბნებოდა და წავიდა..რატომღაც მისთვის არაფერი მითქვამს ...გამოვბრუნდი და კლასში შევედი ..



ესეც მესამე თავი,იცოდეთ თქვენს აზრს ველოდები...скачать dle 11.3




№1  offline მოდერი Girl with pretty smile

გამიხარდა როცა ლიზის და ნუცის სახით მეგიბრები შეიძინა)) ბევრიც ვიცინე და ოდნავ დავიბენი.აი ბოლო მომენტისკენ მაგრამ არაფერია რადგან უფრო ჩამითრია.იმედია მალე დადებ )) ძალიან საინტერესოა,ველოდები ახალ თავს))

 



№2 სტუმარი დიდი არაფერი

მაგარია მალე დადე

 



№3  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
გამიხარდა როცა ლიზის და ნუცის სახით მეგიბრები შეიძინა)) ბევრიც ვიცინე და ოდნავ დავიბენი.აი ბოლო მომენტისკენ მაგრამ არაფერია რადგან უფრო ჩამითრია.იმედია მალე დადებ )) ძალიან საინტერესოა,ველოდები ახალ თავს))

kii male davdeb

დიდი არაფერი
მაგარია მალე დადე

kiii

 



№4  offline წევრი skida

ისტორია ჩაიხლართა!!!! გაგრძელებას ველოდები.

 



№5 სტუმარი Qeta

აუ რატო დაგვიანე იცოდე ხვალ დადე ან დღეს აუ ძალიან მომწონს ძალიან ეს გოგო ისეთი საყვარელია ძალიან მომწონს ველი შემდეგ თავს

 



№6  offline წევრი teengirllove

skida
ისტორია ჩაიხლართა!!!! გაგრძელებას ველოდები.

იმედია გაგრძელებაც მოგეწონება..

Qeta
აუ რატო დაგვიანე იცოდე ხვალ დადე ან დღეს აუ ძალიან მომწონს ძალიან ეს გოგო ისეთი საყვარელია ძალიან მომწონს ველი შემდეგ თავს

.გუშუნ ადრე ავტვირთე უბრალოდ საიტმა დააგვიანა დადება

 




Girl with pretty smile
გამიხარდა როცა ლიზის და ნუცის სახით მეგიბრები შეიძინა)) ბევრიც ვიცინე და ოდნავ დავიბენი.აი ბოლო მომენტისკენ მაგრამ არაფერია რადგან უფრო ჩამითრია.იმედია მალე დადებ )) ძალიან საინტერესოა,ველოდები ახალ თავს))

გოგო შენ რა სულ დაბნეული მყავხარ?რა იყო დამაბნეველი? laughing heart_eyes

 



№8  offline წევრი talia

ვაიმე რა კარგი იყოოო,მოდი გამოვიცნობ ნუცა მისი ნათესავი იქნება ხო?და გამიხარდა ლიზიც რო დაუმეგობრე,და კიდევ ნუცას ძიძამ რაღაცა იცის და მალავს ნუ ეს ცხადია,ხოლო რაც შეეხება ამ თავს საინტერესო იყო და ველოდები შემდეგ თავს უფრო მეტი თავსატეხებით სიხ.

 



№9  offline წევრი teengirllove

talia
ვაიმე რა კარგი იყოოო,მოდი გამოვიცნობ ნუცა მისი ნათესავი იქნება ხო?და გამიხარდა ლიზიც რო დაუმეგობრე,და კიდევ ნუცას ძიძამ რაღაცა იცის და მალავს ნუ ეს ცხადია,ხოლო რაც შეეხება ამ თავს საინტერესო იყო და ველოდები შემდეგ თავს უფრო მეტი თავსატეხებით სიხ.

taal shegedzlo egeni piradshi mogewera :))) yvelafers momdevno tavebshi gaigeb

 



№10  offline წევრი თაკო ^_^

როდის დადებ?

 



№11  offline წევრი teengirllove

თაკო ^_^
როდის დადებ?

dges

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent