შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქვა - 1თავი


27-03-2018, 22:34
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 1 048

დროებითი მუდმივად გადაიქვა - 1თავი

ბედისწრა.ვფიქრობ საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწოლილი,ნუთუ ის არსებობს?
პასუხი კი საბოლოოა.რა თქმა უნდა,ამ ქვეყანაზე ისე არაფერი ხდება,რომ ამას რაღაც შედეგი არ მოყვეს,შენ კი ვერაფერს შეცვლი რადგან ეს დაწერილი,რადგან ეს ბედისწერაა.ჩემ ცხოვრებაში არ იყო მრავალფეროვნება,რადგან მდიდარი ოჯახის შვილი ვარ.გიკვირთ არა,მდიდარი ოჯახის შვილი და არანაირი მრავალფეროვნება.
დიახ,ეს ასეა.რადგან არ ვიცი რას ნიშნავს სიგიჟე,მეგობრებთან ერთად გართობა,დამოუკიდებლობა და კიდევ მრავალი სხვა.
არა,მეგობრები როგორ არ მყავს მაგრამ ჩემთვის მიუღებელია სიგიჟე,რადგან შემდეგ შეიძლება რომელიღაც გადაცემაში და ჟურნალის ყდაზე მოვხვდე მსგავსი სათაურით. -“შეეფერება ზურა ამაშუკელის ქალიშვილს მსგავსი საქციელი?“ და მსგავსი.მე კი ეს მომბეზრდა.მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვარ,იურიდიული ფაკულტეტის.მაგრამ ფეხით არასდროს წავსულვარ იქ,რადგან მუდამ მძღოლს დავყავარ.
მოკლედ საშინელ ფუფუნებაში ვარ გაჭედილი,აქედან თავის დაღწევა კი ძალიან რთულია.
კარებზე კაკუნია,მე კი ფიქრებიდან გამოვდივარ და რეალობას ვუბრუნდები.
-გისმენთ-დაბალი ხმით განვაცხადებ.
-ქალბატონო ანა,ადგომის დროა.-აი,საწოლშიც ვეღარ გავჩერებულვარ.
-კარგი ნანუჩი,ვდგები-ძიძას ვუღიმი და საწოლოდან ვდგები.ნანა უკვე დიდი ხანია რაც ჩემი ძიძაა,მართალია უკვე 20 წლის ვარ მაგრამ მაინც ჩემთანაა,რადგან მას ძალიან შევეჩვიე.
საწოლიდან როგორც კი წამოვდექი სააბაზანოში შევედი,წყალი გადავივლე მოვწესრიგდი შემდეგ კი კარადის კარები გამოვაღე.ტანზე მომდგარი ქვედაბოლო და მუქი ლურჯი მაისური ჩავიცვი,ფეხზე კი მაღალყელიანი ქონვერსები ჩავიცვი.თმა ცხენის კუდად ავიწიე და ქვევით ჩავედი.სამზარეულოში შევედი და დიდ მაგიდასთან მოვთავსდი სადაც ჩემ ოჯახს უკვე დაეკავებია ადგილი.
-ანუკი,დღეს სტუმრები აპირებენ მოსვლას ხომ გახსოვს?-დედაჩემმა ისევ შემახსენდა ის ამბავი,რომლისთვისაც ერთი კვირის უკან მამზადებდა.მაგრამ მაიმც ვერ ვხვდები ვინები აპირებენ მოსვლას ასე,რომ ემზადებიან.
-მახსოვს მაი,მახსოვს-ვუცინი და ყველას სათითაოდ ვკოცნი.შემდეგ კი ჩემი დის გვერდით თავისუფალ ადგილს ვიკავებ.
-ანუსი-ისიც მკოცნის და მიცინის.
-ანანო,დემეტრე დღეს მოვა?-ჩემ დას ვუყურებ და კარგად ვხედავ შეყვარებულის სახელის ხსენებისას როგორ უბრწყინავს თვალები.
-შემოგივლიო და ვნახოთ,რა ვიცი.-ისევ მიცინის და ამჯერად უკვე საუზმეს უბრუნდება.მეც ჩუმათ ვჭამ.მათთან ერთად,შემდეგ ტელეფონს და ჩანთან ვავლებ ხელს და გარეთ გავდივარ.ველი ჩვენი მძღოლი ნოდარი როდის გამოიყვანს გარაჟიდან მანქანას.ბოლოს კი მეც ვთავსდები განკუთნილ ადგილას,ღვედს ვიკრავ და გზას გავცქერი.
უნივერსიტეტში მისვლისას თვალებით მარიამს ვეძებ,ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.არა მარტო მეგობარი,ის ჩემი არა ბიოლოგიური დაა.
-ანუშ-მისი ყვირილი როცა წვდება ჩემ ყურთასმენას ვბრუნდები და ვხედავ მპრბენალ გოგონას.
-მარუსა-ხელებს ვშლინდა ველოდები როდის მოვა,რომ ჩამეხუტოს.
-რას შვები აბა,ელოდები სტუმრებს?
-დღესაც გამაბრთხილა მაიამ-რამდენიმე წუთის წინ მომხდარს ვიხსენებ და მეცინება.
-გოგო გაიგე ანდრო არგვლიანს ცოლი,რომ მოყავს?-მარიამ.უცებ აჯახებს დღის სიახლეს.როგორც ჩვევია ხოლმე,სანფორმაციო წყაროა ჩემთვის.
-ვინაა ანდრო?
-ანდრონიკე არგვლიანი,ცნობილი ბიზნესმენის ირაკლი არგვლიანის შვილი.-უცებ მიხსნის ყველაფერს მაგრამ მაინც გაუგებარია.მგონი ისაა მდიდარი ოჯახის შვილი,რადგან მან ჩემზე მეტი იცი ამ ბიზნესთან და მსგავს საქმეებთან დაკავშირებით.
-არ ვიცი ვინაა.-ისევ ჩემსას ვიძახი და ახლა უკვე უნივერსიტეტში შევდივართ.
-აუ კარგი რა-წუწუნს იწყებს და თვაკებს მობეზრებულად ვატრიალებ.
-მარი,ისე ამბობ თითქოს ან მას ან მის მომავალ ცოლს იცნობდე-ვფრუტუნებ და დაქალს წინ ვუდგები.
-აი ანდროს ვიცნობ,მის ცოლს დღეს გავიცნობ.-არ თმობს თავის პოზიციას.
-საიდან იცნობ,ან გაიცნობ ერთი?-ვუცინი და მის “გაბრაზებულ“ გამომეტყველებას ყურადღებას არ ვაქცევ.
-ტელევიზორი ანა,ტელევიზორი-ბოლოს თითქოს დანებდაო ისე მითხრა,შემდეგ ხელი მიბიძგა აუდიტორიისკენ.მეც მორჩილად გავუყევი გზას და ველოდი ლექციის დაწყებას.
მალე ქალბატონი თინაც შემოვიდა,ყველას მოგვესალმა დაექცია დაიწყო.მონდომებით ვუსმენდი ყველაფერს და ვიწერდი მთავარ ნაწილებს.არ მიყვარს როცა ყურადღებას მაფანტიებენ ამიტომ სულ ვცდილობ ლექციაზე ლექტორის გარდა არავის მივაქციო ყურადღება.შეიძლება ეს მოსაწყენად გეჩვენოთ,მაგრამ ასეთი ვარ.
მოდი,სანამ ლექცია დასრულდება ჩემ თავსაც აგიღწერთ.
უკვე გაიგეთ,რომ ანა მქვია,ანა ამაშუკელი
ვარ 20 წლის,იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.ვიცი,რომ ესეც იცით მაგრამ კიდევ გავიმეორებ.
ასევე მყავს და ანანო,დედა მაიკო აბაშიძე და მამა ზურა.ვიცი,რომ ეს ჩემი აღწერა არაა მაგრამ ამ დეტალებსაც გაგაცნობთ.
მიყვარს კითხვა და სიმღერების მოსმენა,საყვარელი ფერი ყვითელია,მაგრამ არც შავზე ვამბობ უარს.შოკოლადზე ვაბოდებ და ვარდებიც მიყვარს.კარგი,ეს გვეყო.
მოკლედ,ახლა აგიღწერთ ჩემ თავს.ვარ მაღალი,სუსტი და მხრებამდე მუქი ქერა თმით,პატარა ცხვირით,ცისფერი თვალებით და არც ისე დიდი ტუჩებით.მთლიანობაში ჩემი თავის უკმაყოფილო არ ვარ.
უი,მარიამს რაც შეეხება.ის ნაკაშიძეა,ასევე 20 წლისაა მაგრამ ჩემგან განსხვავებით მუქი ყავისფერი თმა აქვს,მწვანე თვალები და დიდი ტუჩები,ცხვირი კი საყვარელიბდა პატარა.
ამ საუბარში ლექციაც დასრულდა,ვიცი თავი მოგაწყინეთ მაგრამ უნდა იცოდეთ როგორი ვარ.

ნივთები ავალაგე და მარიამთან საუბარში გავუყევი მეორე აუდიტორიისკენ მიმავალ გზას.დარჩენილი ლექციებიც მსგავსი იყო,არაფერი გამორჩეული.მაგრამ თითქმის მთელი უნივერსიტეტი იმ ვიღაც ანდრონიკეზე და მის საცოლეზე საუბრობდნენ.არა რა,მაინც ვინაა ასეთი ეს ბიჭი.ჩემ თავს ვეკითხები,მაგრამ პასუხი არ მაქვს. თუმცა რაში მაინტერესებს? ის ჩემთვის არავინაა,ვიცინი და მარიამთან ერთად ვტოვებ და ირგვლივ ვიყურები რათა ნოდარი შევამჩნიო,მას როცა ვკრავ თვალს სალომეს ვემშვიდობები და მანქანისკენ ვიღებ გეზზს.ადგილს ჩუმათ ვიკავებ და ისევე ვაყოლებ გზას თვალს როგორც დღეს დილით ვაკეთებდი ამას,და არა მარტო დღეს დილით.როცა მანქანა ეზოში შეყავს ნოდარს,მე გადასასვლეკად ვემზადები მაგრამ ვხვდები,რომ სტუმრები უკვე ადგილზე არიან.ამაზე კი შავი ჯიპი მიუთითებს,ჩვენ კი ასეთი არ გვაქვს.მაგრამ ეს არ მადარდებს,მათ უბრალოდ მივესალმები და ოთახში ავალ.
სახლის კარები ბრთხილად შევაღე,ხელზე გადადებული ჯინსის ქურთუკი იქვე საკიდზე დავკიდე და მისაღებისკენ ავიღე გეზი.სახეზე ღიმილი ავიკარი
და მისაღებში შევედი.დიდ მაგიდასთან დაეკავებიათ ადგილები და რაღაცაზე საუბრობდნენ.ორნი იყვნენ,მაიას და ზურას ასაკის წყვილი იყო,მაგრამ მათ გვერდით ერთი ადგილი თავისუფალი იყო,ალბათ კიდევ იყო ვიღაც.
-ანუკი დედა,მოდი აქ.-მაიამ როგორც კი შემამჩნია მასთან მიხმო და მეც ღიმილით მივუახლოვდი.არ მინდოდა ცუდი შთაბეჭდილება დამეტოვებია მათთვის.
-გამარჯობა-ჩუმათ მივესალმე მათ და მაიას გვერდით ამოვუდექი.შემდეგ ანანოსკენ გავაპარე თავალი,არ ვიცი რა ხდებოდა,მაგრამ ისე მიყურებდა თითქოს რაღაცას მიბოდიშებდა.გამიკვირდა თუმცა ყურადღება ისევ სტუმრებზე გადავიტანე.
-ანუკი დე გაიცანი,ნინა ამაღლობელი და მისი მეუღლე ირაკლი არგვლიანი-ამ სახელის გაგონებაზე ოდნავ შევცბი,დღეს მგონი გავიგე სადღაც თუმცა ისევ გადავაგორე ფიქრები.
-სასიამოვნოა-ისევ გავუღიმე მათ-ოთახში ავალ და შემდეგ შემოგიერთდებით თუ არ მიწყენთ.
-არა საყვარელო,მიდი-ნინა მიღიმის და თბილი ტონით მეუბნება,მე კი სტუმრებს ვტოვებ და კიბეებს სწრაფი ნაბიჯებით ვახტები.ყვეკა საფეხური როცა ავიარე რაღაცას შევასკდი,მაგრამ ეს რაღაც კი არა ვიღაც იყო.თავი როცა ავწიე ცისფერ თვალებს შევეჩეხე.ცოტა არ იყოს დავიბენი მაგრამ გონზე ისევ უცნობის ხმამ მომიყვანა.მაგრამ ისიც დიდი ხნის შემდეგ რადგან ეს უცნობი დიდი ხანი აკვირდებოდა ჩენ სახეს,მათვალიერებდა.
-მგონი ჩემთან სამუდამოდ დაგიტოვებ-გამიღიმა,ჩემი ყურადღება კი მისმა ღიმილმა საშინლად მიიქცია და იმ ნაკეცებმაც ღიმილის დროს,რომ გაუჩდა ლოყაზე.
-უკაცრავად?-გაკვირვებულმა ავხედე.
-მალე გაიგებ-გამიცინა და ქვევით ჩავიდა,მე მხრები ავიჩეჩე.ოთახში შევედი,მოვწესრიგდი და ისევ ქვევით დავბრუნდი.
უცნობს ის თავისუფალი ადგილი დაეკავებია და როგორც ჩანს ფიქრებში იყო გართული,მე კი ნელა ვაკვირდებოდი მის სახეს.მუქ ყავისფერ თმებს,ცისფერ თვალებს,ოდნავ კეხიან ცხვირს და მსხვილ ტუჩებს.გამოკვეთილ ყბას და ვიაზრებდი,რომ ის ძალიან სიმპატიურია.ოდნავ კეხიანი ცხვირიც კი საშინლად მიმზიდვეკს ხდის,თუმცა ისევ ძველ ხერხს დავუბრუნდი და თავი გავაქნიე.ფიქრები გავაქრე და თავისუფალი ადგილი დავიკავე.
-ანა მინდა ვიღაც გაგაცნოთ.-მამამ მაშინვე გამომხედა როგორც კი ადგილი დავიკავე.შევატყვე,რომ ანერვიულებული იყო ეს კი უკვე არ მომწონდა.
-გაიცანი ანდრონიკე არგვლიანი-ეს მითხრა და უცნობზე მიმითითა.შემდეგ უცებ ამოტივტივდა გონებაში დღევანდელი დღე,ჩემი და მარიამის საუბარი და ავტომატიურად ჩაირთო განგაშის რეჟიმი.

აი დავბრუნდი ბავშვებო.ესეც ახალი ისტორია.შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით,ვიცი,რომ ბლომად აღმოაჩენთ.ღამით წერა მიჭირს იმედია მაპატიებთ და რაც მთავარია თქვენ აზრზს გამიზიარებთ
ხო,იმისთვის არ მიწყინოთ გოგონას ანა,რომ ქვიაскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Girl with pretty smile

დროებითი მუდმივად გადაიქცა-იქ შეცდომით წერია :/

 



№2 სტუმარი Ani gafrindashvili

Momewonaa raxan pirveli tavia jer bevrs verafers vityvi magram sataurit ukve mivxvdi movlenebis ganvitarebas amas mere uketesad getyvi warmatebebi vimedovneb sul male es tema kidev ufro kargi iqneba vidre wina iyo

 



№3  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Momewonaa raxan pirveli tavia jer bevrs verafers vityvi magram sataurit ukve mivxvdi movlenebis ganvitarebas amas mere uketesad getyvi warmatebebi vimedovneb sul male es tema kidev ufro kargi iqneba vidre wina iyo

ანი,ველოდი შენ კომენტარს.გამახარე)) იმედია მოგეწონება და ისიამოვნებ.შევეცდები ისეთივე კაეგი გამოვიდეს რიგიეც წინა,ან უკეთესი))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent