შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 3


28-03-2018, 15:45
ავტორი Saally Saally
ნანახია 468

შენს მკლავებში დავლევ სულს 3

დილით ვიღვიძებ,რვის ნახევარია,გუშინდელი ამბავი მახსენდება და სწრაფად ვდგები,მისაღებში შევდივარ და არავინაა.
-ვის ეძებ?მესმის მისი ხმა სამზარეულოდამ.
-კარგად ხარ??გუშინ მუცელზე ძალიან ბევრი ჭრილობა გქონდა.
-რაღაც მოგიტანე,ვფიქრობ უნდა გიყვარდეს,ყუთს ხსნის და სუშის მაგიდაზე დებს და თან აყოლებს - ღრმად დაჭრილი არ ვყოფილვარ.
-რა იცოდი რომ სუში მიყვარდა?სიხარულისგან ლამის შევკივლე,ვკითხულობ და თან შევექცევი გემრიელობებს,როგორ მომენატრა სუში. ვგრძნობ როგორ მიყურებს და მაკვირდება,მზერას მისკენ ვატრიალებ და სერიოზულ სახეს იჭერს ისევ,დგება და სახლიდან გადის,სიარულზე ეტყობა უჭირს და ისევ სტკივა..ალბათ ისევ რაიმე დავალებაზე მიდის..ან არ ვიცი..საერთპდ როგორ დადის. სიბრალული მიპყრობს იოანესადმი და სუშის ისევ შევექცევი გემრიელად.
მოსაღამოვდა,იოანე დაბრუნდა თავის კოლეგებთან ერთად,მათი ლაპარაკი ოთახში მესმის,მაგიდასთან სხდებიან და პოკერის თამაშს იწყებენ,სიგარას აბოლებენ და საქმეების კარგად შესრულებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.იოანე დგება "სასმლის მოსატანად გავალ"ო, შესძახა ყველას და გავიდა. რამოდენიმე წუთშ მათ დიალოგში ჩემი სახელი მომესმა. "ევა" როგორ აუტანლად და დამცინავად თქვა ერთერთმა. ჩემი კარისკენ რომელიღაც ტიპის ნაბიჯების ხმა მესმის,კარს აღებს და ჩემკენ მოემართება.
-როგორ ხარ ევაა? დანის ტრიალით და ამაზრზენი მზერით შემომყურებს და ქვევიდან ზევით მათვალიერებს.
-აქედან გადი სწრაფად. საშინელი შიში მიპყრობს.მის დანას მზერას ვერ ვაშორებ და ცრემლები თავის გზას პოულობენ. ცხოველივით მვარდება,ყელზე ენას მისრიალებს და ყვირილს ვიწყებ,ხელს პირზე მადებს და წელზე ძლიერად მიჭერს,ტუჩებში მვარდება და ცდილობს მეტად შემოაღწიოს ჩემში,მაგიდას ხელს ვურტყამ მაგრამ ხმა არ ისმის ჩემი.. ამ დროს იოანე შემოდის,შუბლზე ძარღვი ძლიერად ეტყობა,ჩემზე მოკრულ ცხოველს კისერში ხელს ავლებს,კედელზე აჯახებს და ის უკვე ჰაერშია.იოანე საშინლად სუნთქავს და ბობოქრობს,მეშინია მივუახლოვდე იმდენად იმდენად ეძაბება მთელი სხეული,ამ ხმაურზე ყველა შემორბის და იოანეს სტაცებენ ხელს, ის კი უკვე ძირს გდია.
-შენ... ხხოარ გააფრინე... ბბიჭო? ახველებს,ცდილობს სუნთქვა დაირეგულიროს.იოანე კბილებს ერთმანეთს აჭრს, მუშტს კრავს და ზევიდან დაჰყურებს
-აქ მეორედ შემოსული არ დაგინახო გასაგებიაა??!!!!
მის ყვირილზე ვხტები და ყველა ოთახიდან გადის. შიში მიპყრობს,ვხვდები იოანეს გარეშე როგორი დაუცველი ვარ,ცრემლები მცვივა,ვწვები და მასზე ვფიქრობ.რამოდენიმე საათის შემდეგ იოანე ფრთხილად აღებს კარს,მაშინვე მისკენ ვტრიალდები და სულ ვკანკალებ.
-დამშვიდდი ევა, მე ვარ..
-იოანე, ჩუმად შევყვირე მისი სახელი და გულზე მივეკარი ძლიერად.. ვერ ვხდები ამას რატომ ვაკეთებ,როგორ ვეხუტები მკვლელს მაგრამ ამ მომენტში ეს ყველაზე მეტად მჭირდება.
-გთხოვ,აღარ დამტოვო მათთან მარტო.. არასდროს.. გთხოვ..
-ნუ გეშინია,გპირდები ხელს არავინ დაგაკარებს.
მინდა ვკითხო რატომ მექცევა ასე,რატომ ვხდები მისთვის ოდნავადაც მნიშვნელოვანი მაგრამ არ ვეკითხები... ვერც ვეკითხები.. მეშინია...არ მინდა შეიცვალოს და ისევ ისე მომექცეს როგორც პირველ დღეებში.. რაც არუნდა იყოს მისი მაინც ძალიან მეშინია...და ამავდროულად მის გვერდით მაინც მშვიდად ვგრძნობ თავს.
არც კი ვიცი რომელი კაბა ავარჩიო..
-რა ფასიანიც გინდაო,შენმა ქმარმა..დაგავიწყდა?? დაქალი თვალს მიკრავს და მიცინის.
-კარგი რა ნინი,ჯერ არ არის ჩემი ქმარი,,არ შემიძლია ეს უკვე ავეჯის ყიდვები და რაღაცეები ხომ იცი.. მეც ვიცინი
-მაგრამ ძალიან გიხდება ეს კაბა...
-ჰო.. ძალიან მომწონს,ვტრიალებ სარკესთან წინ და უკან და ვაფრიალებ უზარმაზარ თეთრ კაბას. ვფიქრობ ავიღო თუარა ეს კაბა..ტელეფონი წკრიალებს,გიოა,განერვიულებულია,მუქი ლურჯი სმოკინგი ჩაიცვას თუ შავი,ვერ აურჩევია,მის ბუზღუნზე მეცინება და მალევე მემშვიდობება საქმეების გამო,სახე მეცვლება და დარდიანი ვხდები,ნინი ხელს მკრავს და მაფხიზლებს.
-ეე,რა გჭირს?
-გიოს არასდროს სცალია ჩემთვის..სადმე თუ წავალთ და ვინმე დაურეკავს საქმეზე,მაშინვე გარბის.. ცოლად რომ გავყვები ალბათ მთელი დღე მარტო ვიჯდები სახლში..
-მერე შენც იმუშავებ,რა პრობლემაა?
-არ უნდა რომ ვიმუშაო...ყოველდღე ვკამათობთ ამაზე..
-კარგი რა,ხომ იცი როგორ უყვარხარ,შენ რო რამეს სთხოვ უარს ვერ გეტყვის ხოიცი..
ისევ თეთრდება ყველაფერი,სიზმრიდან გამოვდივარ და თვალებს ვაცეცებ,ოთახში იოანეს სურნელი ჯერ კიდევ ტრიალებს და ვმშვიდდები,ვბედავ და ვხსნი იოანეს ნაჩუქარ ტანსაცმელს,კაბებს გვერდით ვწვევ და თან მეცინება,აქ კაბები რაში მჭირდება..რაიმე მოსახერხებელს ვნახულობ,შავ სპორტულ შორტს ვიცვამ და თეთრ გრილ გრძელსახელოებიან ზედას,თმას ვიშლი და ერთ მხარეს ყურთან ვიწევ,სარკეში ვიხედები და როგორც იქნა... ადამიანს ვგავარ. მისაღებშ შევდივარ და იოანე ზის სერიოზული,ტელეფონში ვიღაცას სწერს შეტყობინებას. ხელი ჯერ ნიკაპზე,მერე შუბლთან მიაქვს.
-დილამშვიდობის,მოწყვეტით ვამბობ
ჩემკენ წამითაც არ იხრება,სამზარეულოსკენ გავდივარ,ტოსტს ვამზადებ და ჩემს ოთახში შევდივარ.
მთელი დღეა ხმას არ მცემს,ნეტა რა ხდება?? ფიქრები მტანჯავს...ან რა შეტყობინება მიიიღო ასეთი.. მადა მეკარგება,თეფშს გვერდით ვდებ,კარზე კაკუნი ისმის.
იოანე აღებს და ის შემოდის.. ნიკა. არ არსბობს... ყველაზე მეტად მისი დანახვა არ მინდა,არ მინდა საერთოდ მისი ხმაც კი მესმოდეს.
-დაუძახე,გამოვიდეს. ხმაჩახლეჩილი ამბობს ნიკა და იოანე ჩემი კარისკენ მოემართება. "გამოდი ევა" მშრალად ამბობს და ადგილს ტოვებს. მისაღებში გავდივარ,ნიკა სავარძელშია მოთავსებული,სიგარა უჭირავს და ხარბად მიყურებს.
-ამდენი ხნის განმავლობაში,ქალი არ ჩარეულა ჩვენს საქმეში და ისედაც,არც არავინ. ჩვენ ძირითადად ნაბიჭვრებს ვხოცავთ და ვსჯით,უნდათ ეს თუ არა,არვიცი ახლა გამონაკლისი დავუშვა თუ რა გავაკეთო,შენ ჩვენს საქმეში შემოიჭერი.ყველა გეძებს,დაიკარგა ახალგაზრდა გოგონაო.. ხომ ხვდები,არ მაწყობს პრობლემა,რადგან არასდროს მქონია და არც ვაპირებ მომავალში მქონდეს. ტონს უმატებს.
ამიტომ,აირჩიე,სიკვდილი ან სიცოცხლე ყველას გარეშე.. ყველას გარეშე სიცოცხლეში რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ იმას ცალკე სახლს გიყიდი იქ გაცხოვრებთქო,გადაიხარხარა და მალევე დასეიროზულდა. ეგეთი კეთილი ხომ არ ვარ?
მოკლედ,მოიფიქრე,ან ჩემი საყვარელი იქნები და გააკეთებ იმას რასაც გეტყვი, ან მოკვდები. მერე იმ ქვეყნად შეგიძლია დაელოდო შენს მშობლებს და შენს საქმროსაც.. ხვალ ამ დროს გამოგივლი , დროებით. დგება და მიდის. მინდა გავქრე,მინდა ყველაფერმა ჩემს გარშემო არსებობა შეწყვიტოს,მიწა გასკდეს და შიგ ჩავვარდე.. ღმერთო რა უბედური ვარ... ოთახში შევრბივარ,კარს ძლიერად ვხურავ,მუხლებზე ვდები და მთელი ძალით ვტირი.
იოანე კარზე აკაკუნებს და სახელურს სწევს.
-არ შემოხვიდე,გადი
-იმის გასაგებად შემოვედი,რა გადაწყვეტილება მიიღე.
-რაა?? შენ გგონია ვინმეს საყვარელი გავხდები? თან თქვენნაირი ნაბიჭვრების რომლებიც ხალხს ბუზებივით ხოცავენ???არ მჭირდება ასეთი სიცოცხლის ჩუქება.
გადი ახლა,თავი დამანებე.
-ევა! სიმკაცრე ეტყობა ხმაში.
-თავი დამანებე,წადი !! წადი აქედან
გათენდა,ეს საშინელი დღე დადგა,ჩემი ცხოვრების ბოლო დღეა დღეს,ევა,ბოლოჯერ შეიგრძენი როგორია რეალობა..ბოლოჯერ დადგი მიწაზე ფეხი...
ვერ ვდები,ნაბიჯის გადადგმა ძალიან მიჭირს,რის გამო ვკვდები..ჩემი ცხოვრება ასეთი ხომ არ უნდა ყოფილიყო,სრულიად ფერდაკარგული და არაფრისმთქმელი სახით გავდივარ მისაღებში,სადაც იოანე და ნიკა დგანან.
-აბა რა გადაწყვიტე?
-რა თქმა უნდა,შენს საყვარლობას სიკვდილი მირჩევნია.რაიყო რა გიკვრის?გგონია გამოგყვებოდი??
-დასანანია ასეთი ლამაზი რომ ხარ და ტვინი არ გაქვს თავში..შენი ნებაა,იოანე გააკეთე რაც გასაკეთებელია,თქვა და სახლი დატოვა.
თვალებში ვუყურებთ მე და იოანე ერთმანეთს,ის ნაბიჯს დგამს,მე უკან. იმდენივე ნაბიჯით უკან მივდივარ რამდენივეთიც ის იწევა ჩემკენ. კედელს ვეყუდები,ახლა ვერსად გავექცევი..სულ ვკანკალებ.
-როგორ მაოცებ,ასე ძალიან მაგრად გეშინია და თავმოყვარეობას არ აბიჯებ,სიკვდილი გინდა?
-არა.აქვითინებული ვპასუხობ.
-რატომ არ გაჰყევი აბა ნიკას?
-იმიტომ..მე ასეთი ცხოვრება არ დამიმსახურებია.. ესეთი ცხოვრება მე არ მეკუთვნის..
ის დუმს..
-ჩუმად რატომ ხარ?
-მითხარი..
-იოანე...
-ხმა გამეცი...
-ფიქრობ როგორ მომკლა?
-ხო,ვფიქრობ როგორ მოგკლა..
სახლიდან გავდივართ,ამდენი ხნის შემდეგ სუფთა ჰაერს პირველად ვუშვებ ფილტვებში..შავ BMW-ს ვუახლოვდებით,კარს მიღებს და ვჯდები.მანქანას ქოქავს და მივდივართ.ერთი საათია უკვე ვმგზავრობთ,ნერვები მაწვება ტვინზე.
-თუ უნდა მომკლა აუცილებელია ამდენიხანი ასე მატარო?გსიამოვნებს ჩემი ტანჯვა??? მოგეკალი და ასე წასულიყავი იქ სადაც მიპირებ წაყვანას.
უცბად იოანე ძალიან სწრფად ატორმუზებს მანქანას,ისე სწრაფად ლამის მინას შევასკდე და დაძაბული ჩემკენ იწევს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან კარგია,პირველი ისტორიაა მგონი შენთვის და ძალიან საინტერესო,ყველაფერი საინტერესოდ ვითარდება და ძალიან მომწონს რაც შეეხება თავებს უფრო გაადიდე რომ ბევრი დაძაბული მომენტი მოექცეს თითო თავში

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 



№2 წევრი Saally Saally

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგია,პირველი ისტორიაა მგონი შენთვის და ძალიან საინტერესო,ყველაფერი საინტერესოდ ვითარდება და ძალიან მომწონს რაც შეეხება თავებს უფრო გაადიდე რომ ბევრი დაძაბული მომენტი მოექცეს თითო თავში

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

დიდი მადლობა,თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,ყველანაირად ვეცდები უფრო დიდი თავი დავდო შემდეგში<3

 



№3 სტუმარი Wero

ძანმაგარია. გთხოვ მალე დადო <3

 



№4 წევრი Saally Saally

Wero
ძანმაგარია. გთხოვ მალე დადო <3

მალე დავდებ აუცილებლად<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent