შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 2თავი


28-03-2018, 19:07
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 974

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 2თავი

გამახსენდა მარიამი,რომ მეუბნებოდა ცოლი მოყავსო.მე კი ეს არ მანაღვლებდა,ამ დრომდე რადგან გავიგე,რომ.თურმე ის გოგო მე ვარ.ახლა რა უნდა ვქნა?ან ზურა და მაია ასე როგორ მომექცნენ? ამიტომ იყურებოდა ანანო ასეთი თვალებით?ამიტომ მამზადებდა ამ სტუმრებისთვის მაია ერთი კვირა?
თავში ათასი კითხვა ტრიალებდა მაგრამ ყველაზე დიდი ადგილი მაინც იმ ფაქტს ეჭირა,რომ მე ვთქვოხდები.გარიგებით მათხოვებენ,ხოლო ყველა კითხვის პასუხი ამასთანაა დაკავშირებული.ისევ გავაქნიე თავი და რელობას დავუბრუნდი,მწარე რეალობას.
-სა…სასიამოვნოა-ყელი დამიშრა ამიტომ ძლივს წარმოვთქვი ერთი სიტყვა,მაგრამ ეს მხოლოდ დამშრალი ყელი არ ყოფილა.
-ანა,ანდრო შენი მომავალი ქმარია-ზურა ამას,რომ მეუბნება ისევ მწარედ ვეჯახები რეალობას და ყვეკა სირთულეს.საშინლად მტკივა,ის,რომ მათ მე ეს გამიკეთეს.ვიცი,რომ უმიზეზოდ ამას არ ჩაიდენდნენ,მაგრამ.ჩემთვისაც უნდა ეთქვათ რამე სანამ გამყიდნენ.
-ანა-მაიას ხმამ ისევ გამომაფხიზლდა-მომისმინე,თქვენ ერთად ყოფნა მხოლოდ გარკვეული დრო მოგიწევთ.არა მეტი ერთი წლისა,რადგან არგვლიანების და ამაშიკელების კომპანიებს სასწრაფოდ სიჭირდება ერთმანეთის დახმარება.ეს კი მხოლოდ ამ გზით მოხდა,განქორწინების შემდეგ კი ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება,ეს მხოლოდ ფიქტიური ქორწინებაა.-მაიამ ყველაფერი ამიხსნა და მისი ჭკუით დამაწყნარა,მაგრამ ეს ასე ადვილი არაა.მხოლოდ თავი დავუქნიე მათ,სხვა რა უნდა მექნა.მაგრამ შემდეგ საუბარი მოვითხოვე და ისინიც გამომყვნენ.ეს არ ესიამოვნათ,სახეზე შევატყვე მაგრამ.ახლა ჩემი მოსმენა მოუწევთ.სხვა გზა არ აქვთ,უნდა დაფიქრებულიყვნენ.
-ანა,მომის…-ზურას რაღაცის თქმა უნდოდა.
-არა,ახლა თქვენ მომისმინეთ და არ გამაწყვეტიოთ.ოცი წლის მანძილზე თქვენ ყველა თხოვნას და ბრძანებას ვასრულებდი,არასდროს მიცხოვრია ისე როგორც სხვებს,არასდროს ვიცოდი რა იყო თავისუფლება და სიგიჟე.ყველანაირად შეზღუდული ვიყავი მაგრამ როგორღაც ვახერხებდი ხალისის შენარჩუნებას.ყველაფერს,აბსოლიტურად ყველაფერს ვასრულებდი.
მაგრამ,თქვენც უნდა გაგეთვალისწინებიათ რაღაც.რა იქნებოდა გეკითხათ თანახმა ვიყავი თუ არა? თქვენ გამო ამასაც გავაკეთებდი,ოღონდ თქვენ სახეზე ღიმილი დამენახა 20 წლის გოგო უცხოზე გავთხოვდებოდი და შემდეგ,ერთი წლის შემდეგ ვივლიდი როგორც განქორწინებული.მაგრამ თქვენ ეს გადაწყვეტილება უჩემოდ მიიღეთ,ვიცი არ მოგწონთ ამ ყველაფრის გაგება და გეშინიათ.ჩემი გეშინიათ და მხოლოდ იმიტომ,რომ უარი არ განვაცხადო და ყველაერი წყალში არ ჩავყარო.მაგრამ მე ხომ კარგი გოგო ვარ?
მინდიდა,რომ უარი მეთქვა მაგრამ თქვენ ნაღვლიან სახეს მე ვერ ავიტან და ვერ ავიტან იმას ცუდათ ან თქვენ ან ანანო,რომ იყოს.და არა მარტო,ამ ოჯახში არიან სხვები რომლებიც ამ საშინელი სამსახურით ირჩენენ თავს.ამიტომ მხოლოდ ერთი წელი ვიქნები გათხოვილი ქალის სტატუსით,მე დავასრულე.-არ მომისმენია მათთვის ისევ მისაღებში დავბრუნდი,სტუმრებს ბოდიში მოვუხადე და ჩემი ადგილი დავიკავე.მალე მაია და ზურაც მოვიდა,სულაც არ იყვნენ გახარებულები.მართალია ისინი ძალიან მიყვარს,ვიცი,რომ მათ ვატკინე მაგრამ უკვე ყელში ამოვიდა.
-აბა,რა ხდება?-ირაკლიმ ყველას მომლოდინე თვალები მიაბყრო.
-ნიშნობის რიცხვი უნდა დავთქვათ-მამაჩემმა ჩუმად უპასუხა.არ მომწონდა ეს სიტუაცია მაგრამ მათ დიდი ხანი ვერ ვუბრაზდები.
-შესანიშნავია,მაშინ რაც მალე მით უკეთესი.
-კარგი.-ცოტახანი ისევ ვისაუბრეთ შემდეგ კი ოთახში ავედი,ვიმეცადინე და სიზმრებში გადავეშვი.დილით როცა გავიღვიძე უნებლიე ანდრონიკეზე დავიწყე ფიქრი,შემდეგ კი მისი ნათქვამი გამახსენდა.აი თურმე რას გულისხმობდა სამუდამოდ მასთან დარჩენაში,ამის გაფირება და ტანში ჟრუანტელი ერთი იყო.
სასწრაფოდ ავდექი ფეხზე,მაგრამ თვალში ჩალაგებული ჩემოდანი მომხვდა.მაგრამ მაშინვე მახსენდება,ერთი წელი აქ არ ვიცხოვრებ.სააბაზანოს კარებს ვაღებ,ვწესრიგდები და ისევ საძინებელს ვუბრუნდები.შემდეგ კარადას ვაღებ და ობლად დარჩენილ ტანსაცმეკს ვავლებ ხელს,ვიცვლი და ოთახს ვტოვებ.რა კარგად შეურჩევიათ დღე,დღეს ლექციები არ მაქვს მაგრამ ახალი თავის სატკივარი გამიჩდა.სასადილო ოთახში შევდვივარ და ყველას ვესალმები,ანანოს კი ვკოცნი.ვიცი,რომ მაიას და ზურას ეს ეტკინება მაგრამ არაფერია,უნდა მიხვდნენ დანაშაულს.
საუზმობა როცა დავასრულეთ მისაღებში გავედით,მე და ანანო ფილმს ვუყურებდით.“თანაკლასელებს“ ამ ფილმის ყურებაში და სიცილში ყველაფერი გადამავიწყდა,ასეც ვიცი ხოლმე როცა ვერთობი,ანუ ვიცინი დარდი მავიწყდება.აბა ჩემთან გართობა სიგიჟესთან არ ასოცირდება,ამიტომ მხოლოდ სიცილით შემოვიფარგლები.კარგი ხო ვაზვიადებ,გართობის სხვადასხვა ხერხია ჩემთან,უმეტესი კი კითხვა და ფილმების ყურებაა.
სიცილი მაშინვე შემახმა სახეზდ როცა მისაღებში ანდრო შემოვიდა.მივხვდი,რომ ჩემი წასვლის დრო იყო ეს კი არ მახარებდა.ახლა ვხვდები,რო ამ შემოთავაზებას არ უნდა დავთანხმებოდი,მაგრამ როგორც კი ჩემი მშობლების დაღონებულ და უიმედო სახეებს წარმოვიდგენ ვხვდები,რომ არაფერიც არ გადამიწყვეტია არასწორად.
ბარგი უკვე მანქანში იყო,მე კი ყველას დავემშვიდობე.თითქოს მათ უკანასკნელად ვხედავდი.ყველას სათითაოდ ვიკრავდი გულში და ლოყებს ვუკოცნიდი.შემდეგ კი მეც დავიკავე მანქანაში ადგილი და დავტოვე მშობლიური სახლი.
გზას გავყურებდი და ვფიქრობდი იმაზე თუ რა მოხდება ამის შემდეგ.
ნეტა მარიამს რა რეაქცია ექნება?ეწყინება? გაუხარდება?ის ვიცი,რომ ეს ყველაფერი მოულოდნელი იქნება.
მის სახე როგორც კი წარმოვიდგინე გამეღიმა,მომენატრა.მართალია მხოლოდ ერთი დღეა რაც არ მინახავს მაგრამ მაინც მენატრება მისი სულელობები.
-გიხდება ღიმილი-ანდრონიკეს ბოხმა ბარიტონმა დაარღვია სიჩუმე და მეც ამაფორიაქა.არ ველოდი კომპლიმენტს,საერთოდ არც იმას ველოდი,რომ დაილაპარაკებდა.
-მადლობა-ჩუმათ ვუთხარი,ისე,რომ გზისთვის არც მომიშორებია თვალი.
-მომისმინე,ეს ქორწინება არც მე მაწყობს რადგან მყავს შეყვარებულინრომელიც ყვეკაფერს მირჩდვნია ასე,რომ.ხომ ხვდები არა?-ესღა მაკლდა.ახლა სასიყვარულო სამკუთხედში მოვხვდი,რა უნდა ვქნა? უარეს შარში გავყავი თავი.მაგრამ რატომ დათანხმდა ამ შემოთავაზებას?
- კი მაგრამ ამ შემოთავაზებას რატომ დათანხმდი?-ვერ მოვითმინე და ვიკითხე.
-მშობლების გამო.-ისიც ჩემნაირ სიტუაციაში ყოფილა.
-შენი შეყვარებული არ იეჭვიანებს?
-არა,ყველაფერი ავუხსენი-ეს,რომ თქვა სიცილი ამიტყდა-რა გაცინებს?-გაკვირვებულმა გამომხედა.
-რა მაცინებს?ის მაინც იეჭვიანებს,კარგი.შენმა მშობლებმა არ იციან,რომ სხვა გიყვარს?
-არა.-მოკლე და კომკრეტული პასუხი.
-გასაგებია.-ამით დასრულდა ჩვენი დიალოგი,მე კი ნერვები მაიმც საშინლად მქონდა მოშლილი.ყველაფრის გამო,ამ გარიგებას კი დამატებული ჩემი საქმროს შეყვარებული.
სასაცილოდ ჟღერს,მაგრამ.მე ამაზე ნერვები მეშლება.სულაც არ მინდა ვიღაც მომივარდეს და ცილი დამწამოს იმაში,რომ მე მას შეყვარებული წავართვი.არადა მე ეს არ გამიკეთებია,კარგი შეიძლება გავაკეთე მაგრამ ამის აზრზეც არ ვიყავი და განზრახაც არ ჩამიდენია.
სახლში როცა შევედით ყველაფერი მოვათვალიერე,კომფორტული და თანამეხროვე სტილში მოწყობილი სახლია.
ბარგი ოთახში ერთ-ერთმა დამხმარემ აიტანა.
მაგრამ სანამ მოვწესრიგდებოდი ყველას გაცნობა გადავწყვიტე.
ლილი მზარეულია,პუტკუნა და საყვარელი ქალი.
სოფო დამლაგებელია,საშუალო ასაკის მეგობრული ქალბატონი.
ბატონი დათო კი მათი მძღოლია.
ყველას სახელი ადვილად დავიმახსოვრე,შმდეგ კი ოთახში ავედი.ტანსაცმელი გამოვიცვალე და ნივთების ამოლაგება დავიწყე,მივხვდი,რომ ანდროსთან ერთად ერთ ოთახში მომიწევდა დარჩენა,მაგრამ ვერ ვხვდები ეს რა საწიროა,როცა ყველამ იცის,რომ ეს ქორწინება ფიქტიურია.ყველაში მხოლოდ იმ ხალს ვგულისხმობ რომელიც სახლშია.
ნივთების ამოლაგება როგორც კი დავასრულე კარები გაიღო და ანდრონიკე შემოვიდა,გადმომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ერთ ოთახში რატომ ვართ?
-ასე საჭირო.
-კი მაგრამ სახლში ხომ ყველამ ყველაფერი იცის?
-აქ სტუმრებიც მოდიან და ასეც,რომ არ იყოს ტანსაცმელი უკვე კარადაში შეალაგე-ჩემ ლამაზად დაკეცილ სამოსზე მითითებს.
-გამოვალაგებ რა პრობლემაა-ისევ მოვიმარჯვე ჩემოდანი.
-მაინც ვერ გახვალ სხვა ოთახში,ასე,რომ დაწყნარდი.-ისევ იმავეს მიმეორებს და ისევ ცინიკურად მიღიმის.-დღეს საღამოს იმართება წვეულება სადაც ჩვენი დაოჯახების ამბავს წარადგენენ,ასე,რომ 6 საათისთვის მომზადება დაიწყე.
-კარგი-მხოლოდ ერთ სიტყვას ვუგდებ და ოთახიდან გავდივარ.
ნინას და ლილის ვესაუბრები.ნინა ძალიან კარგი ქალი აღმოჩდა,მეგობრული თბილი და გამგები,ლილიც ძალიან კარგი ქალია.თან უგემრიელეს შოკოლადის ნამცხვარს აცხობს,მოვასწარი უკვე დაგემოვნება.
ჭორაობაში დრო სწრაფად გავიდა,მეც ოთახში ავედი.ჰიგიენურ ნივთებს ხელი დავავლე და სააბაზანოში შევედი.ვიბანავე,მოვწესრიგდი.შემდეგ თმა გავიშრე,სადა მაკიაჟი გავიკეთე და კარადიდან კაბა გამოვიღე.
ატლასის გრძელი ცისფერი კაბა,ბრეტელებზე უკან კი მთლიანად ამოღებული ზურგით.თავისუფალი კაბაა თან ძალიან ელეგანტური და ლამაზი.ფეხზე კრემისფერი მაღლები ჩავიცვი და ხელში პატარა კლატჩი დავიჭირე.
ქვევით როცა ჩავედი ანდრონიკე უკვე მზად იყო და იქვე ტახტზე იჯდა,თან ფეხს ათამაშებდა მოუთმენლობისგან.
-წავედით?-ცხვირწინ დავუდექი და რეალობაში დავაბრუნე.
-კი-უცებ დგება ფეხზე და კარებისკენ მიდის.არა რა,ზრდილობის პიკია.კომპლიმენტი მაინც როგორ ვერ გაიმეტა,მაგრამ არაფერია არ მანაღვლებს.
დარბაზში როგორც კი შევედი თითქმის ყველას ყურადღება ჩვენკენ წამოვიდა,მაგრამ მათ ვაიგნორებდი.ეს წესიერად არ გამომდიოდა რადგან არ ვარ შეჩვეული იმ ფაქტს,რომ ათასიბით თვალი ერთად მიმზერს.
ჩემი მშობლებიც აქ იყვნენ,ჩვენც რა თქმა უნდა მათთან მივედით.ცოტახანი მობეზრებული ვუსმენდი ყველა სიტყვით გამომსვლელს.ბოლოს კი სცენაზე ირაკლი ავიდა და საუბარი დაიწყო.
-პირველ რიგში მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და იმისთვის,რომ ამ სიხარულს ჩემთან ერთად იზიარებთ.ყველამ იცით აქ თქვენი შეკრების მიზეზი,ახლა კი იმნდა ის გოგონა წარმოგიდგინოთ,რომელმაც ჩემი ბიჭის გული ჩაიგდო ხელში-ამ დარბაზში ახლა ყველაზე მეტად ტრიალებდა ტყუილის ელფერი.
მატყუარა ხალხი ყალბი ღიმილით და სიახრულით.ამ დროს კი ყველა მათგანი ბოღმით და შირით სკდება.
ბედნიერი წყვილი რომელიც ამ დროს ერთმანეთს საერთოდ არ იცნობს და თამაშობენ როლს თითქოს ერთმანეთი უყვართ.
და მშობლები რომელიც ამ შეყვარებულ წყვის ყველას წინაშე წარადგენენ და ათას სისულელეს იძახიან იმის შესახებ თუ როგორ “უყვართ“ ერთმანეთი.
სცენაზე როცა ავედით ყველა აპლოდისმენტებით შეგვხვდა,არადა ესეც ტყუილი იყო.ტაში რომელიც არაფერს გამოხატას,მასში ოდნავაც არ არის სიხარულის ნაპერწკალი.
ანდრომაც იგივე გაიმეორა,შემდეგ ჟურნალისტებმა რამდენიმე ფოტო გადაგვიღეს და ისევ უკან დავბრუნდით.საშინლად მოსაწყენი საღამო იყო,დრო კი ნელა გადიოდა.მაგრამ ეს სულ ასეა,როცა გინდა,რომ ის გაჩერდეს მაშინ ყველაფერი სწრაფად მთავრდება,მაგრამ როცა გინდა,რომ ყვეკაფერი სწრაფად დასრულდეს ერთი წუთიც კი საუკუნედ გეჩვენება.
სახლში როცა დავბრუნდი საღამურით ხელში სააბაზანოში შევიკეტე უკან დაბრუნებისას კი საწოლში კომფორტულად მოვკალათდი.
ღრმად მეძინა და ძალიან ტკბილად,როცა წესით თავი უნდა მტკიოდეს იმის ფიქრით თუ რა ვქნა.მაგრამ უკვე ვერაფერს ვიზამს,მხოლოდ იმას უნდა ველოდო როდის გავა დრო.
ტკბილი ძილი ტელეფონის ზარმა დამიბრთხო.მარიამი იყო,მე კი მოვემზადე,რომ მძიმე შეტევა და კივილი გადამეტანა.

-------
აი მეორე თავიც.იმედია მოგეწონებათ და თქვენ აზრსაც გამიზიარებთ.
ხო,კიდე ანის მინდა მადლობა გადავუხადო რადგან ძალიან მეხმარებოდა)))скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან მომენატრე ჩემო გოგო არადა ყოველდღე გხედავ ხედავ რა შესანიშნავი ვარ ჩემთან რომ ხარ მაშინაც მენატრები sweat_smile sweat_smile ხო იცი პირველ თავზე ჩემი ემოციები რადგან შენთან ერთად წავიკითხე და აღარ დამიწერია
ახა რაც შეეხება მეორე თავს
ეს იყო საოცრება,რაღაც სასწაული
აი ანდრო(ნიკეს) შეყვარებულმა ყველაფერი გაამძაფრა
საუკეთესო ხარ heart_eyes heart_eyes

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
ძალიან მომენატრე ჩემო გოგო არადა ყოველდღე გხედავ ხედავ რა შესანიშნავი ვარ ჩემთან რომ ხარ მაშინაც მენატრები sweat_smile sweat_smile ხო იცი პირველ თავზე ჩემი ემოციები რადგან შენთან ერთად წავიკითხე და აღარ დამიწერია
ახა რაც შეეხება მეორე თავს
ეს იყო საოცრება,რაღაც სასწაული
აი ანდრო(ნიკეს) შეყვარებულმა ყველაფერი გაამძაფრა
საუკეთესო ხარ heart_eyes heart_eyes

ჩემო გოგო,შენ არ იცი როგორ მახარებ)) მეც მენატრები )) ისტორიას რაც შეეხება მიხარია თუ მოგწონს)) და შენი კომენტარი მუდამ მახარებს))

 



№3 სტუმარი სტუმარი nina

gaagrdzele veli shemdeg tavs koveldge dade

 



№4  offline წევრი Girl with pretty smile

სტუმარი nina
gaagrdzele veli shemdeg tavs koveldge dade

მიხარია,რომ მოგწონს.მადლობა))

 



№5 სტუმარი Ani gafrindashvili

Aiii ra kargi gogo xar neta icodee araferi gaq misatiebeli ushecdomod giweria da plius amas wina tema daamtavre tu ara maleve dagvibrundi da isev ise aqtiurad deb rtuli grafikis miuxedavad radgan yvelas gvaq ragac saqme gansakutrebit mat vinc vswavlobt madloba da yochag

 



№6  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Aiii ra kargi gogo xar neta icodee araferi gaq misatiebeli ushecdomod giweria da plius amas wina tema daamtavre tu ara maleve dagvibrundi da isev ise aqtiurad deb rtuli grafikis miuxedavad radgan yvelas gvaq ragac saqme gansakutrebit mat vinc vswavlobt madloba da yochag

არ ვცი რა გითხრა,მიხარია,რომ მოგწონს.შენი თითოეული სიტყვა მახარებს და მოტივაციას მმატებ))
მიხარია,რომ მიფასებ ამ ყველაფერს და ამდენი წვალება წყალში არ მეყრება)) მიყვარხარრ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent