შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chrysler ( ჭორფლები ) #1


28-03-2018, 20:15
ავტორი Marry Amm
ნანახია 505

Chrysler ( ჭორფლები ) #1

ეპილოგი
თვე ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხული იყო, ალბათ აპრილი, ნამდვილად, ჰაერში ყვავილების სასიამოვნო სუნი ტრიალებდა და თბილოდა, საიდანღაც ბავშვების ჟრიამულიც მესმოდა. ლურჯი ჟაკეტი მეცვა, გრძელი, გამომშრალ ასფალტს დავყურებდი, ყურსასმენები მეკეთა და ალან ვოლკერის ,,Faded-ს" ვუსმენდი. არ ვიცი რატომ გამოვედი იმ დღეს გარეთ ასე უბრალოდ, რატომ არ ჩავჯექი მანქანაში და ისე გადავწყვიტე მეგობართან მისვლა. თუმცა როგორ არ ვიცი, ეს ჩემი წინათგრძნობა იყო, წერა... უფრო სწორად დაწერილი... იქ, ზემოთ... ან ქვემოთ, (ვიცინი). რადგან აბიელი ყოველთვის ამ ორის გასაყარზე იდგა...
ეძღვნება მათ, ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, რომ მოსახდენი მაინც მოხდება, რომ ვერანაირი ძალა აღუდგება წინ დაწერილს და რომ ის უბრალოდ დაჯდება და დაწერს, - ,,ადამიანები, ვერ გაურბიან ბედისწერას!"



მშობლების საძინებელში ვიდექი და ღიმილით დავყურებდი მამაჩემის მანქანის გასაღებს.
- რისი გეშინია, რაც ,,პედლებს" მიწვდი მას მერე საჭესთან ზიხარ! - განერვიულებული ჩანდა ,,მარცხენა", ხო, ასე დავარქვი ბავშვობაში, რადგან ბებიამ მითხრა მისი სახელი არ ახსენო თორემ მაშინვე გაიგონებს და გამოეღვიძება-ო, ის მუდამ შენს მარცხნივ დგას, ძალიან ახლოს, დიდი ძალა დაგჭირდება თქვენს შორის სიკეთის კედელი რომ აღმართო-ო. ხოდა მეც სულ ვცდილობდი არ დამეფრთხო მისი ცხელი სიზმრები... სამწუხაროდ ბებიაჩემს არასწორად ცოდნია, მას სულ ეღვიძა ჩემ მხარზე ჩამომჯდარს და სულ რაღაც მავნურს მიჩიჩიბებდა... ურჩი ბავშვი ვიყავი...
- რამე რომ მოხდეს მერე? ავარია, სამართალდამცავები, ჯარიმები. მოგკლავს გურამი! - მიხვდით ალბათ, ეს ,,მარჯვენა" იყო. მუდამ მიშლიდა ყველაფერ სასიამოვნოს და მშვიდობისკენ მომიწოდებდა, მისთვის რომ დამეჯერებინა, სახლიდან არ უნდა გამოვსულიყავი და სულ მუხლებზე დაჩოქილს მეტარებინა წუთისოფელი...
- რა უნდა მოხდეს? არაფერიც არ მოხდება, წავა და მოვა!
- წინაზე არ გახსოვს? მე ვეუბნებოდი არ გადამხტარიყო, შენ საპირისპიროს უმტკიცებდი, დაგიჯერა და ხელიც მოიტეხა!
- ეგ იმიტომ რომ არასწორი ადგილი შეარჩიეს იმ ბეყეებმა!
- ხომ არ ჯობს დავურეკო მამას და ვთხოვო? - ჩავერიე იმედით ნაკარნახევი.
- ეჰ, - თვალები აატრიალა ,,მარცხენამ". - არ გათხოვებს უმისოდ!
- იქნებ ათხოვოს?
- მორჩა, - ამოვიოხრე ბოლოს და ხელები განზე გავშალე. - უცებ მივალ კლინიკაში და მოვალ.
- არის! - თქვა მან.
- ქურდო... - დაიჩურჩულა ,,მარჯვენამ".
ეზოში მდგარ მანქანას რამდენიმე ფოტო გადავუღე ყველა მხრიდან, სავარძელი მოვირგე და ესეც ასე, ნორმალურად, ნელა მივდივარ. საცობებს გავცდი და როგორც იქნა დიღმის ტრასაზეც გავედი, რა თავისუფლებაა აქ, ყველა მე მისწრებს, რა ჯანდაბაა. სიჩქარეს ოდნავ მოვუმატე, ტელეფონმა დარეკა.
- არ უპასუხო! - მაშინვე ამოქმედდა ,,მარჯვენა". მაგრამ მე ხომ არასდროს ვუსმენ მას?
- ხო დე! - ვუპასუხე ძაან ჩვეულებრივად.
- წახვედი სამსახურში?
- ხო, აი, ,,მარშუტკაში" ვზივარ. - ვიცრუე ურცხვად. თან უკანა ხედვის სარკეში გავიხედე, რაღაც რიგზე ვერ იყო, სიჩქარე ძალიან დავარდა და გაზს ტყუილად ვაწვებოდი.
- ჭამე რამე? ხაჭაპურები დავტოვე გუშინ, ნახე თუ ისევ კუჭგამხმარი მიდიხარ?
- ვჭამე, გავაცხელე. თქვენ როდის ბრუნდებით თბილისში? - მანქანა მარჯვნივ გადავაყენე, საშინლად გავნერვიულდი.
- ხვალ, დილით ჩამოვალთ გურამი ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ დატოვებს სამსახურს. ადრე ჩამოვალთ და მერეპირდაპირ იქ წავა. იცი რა ლამაზად ვაწყობ ყველაფერს? სულ ყვავილებით აჭრელდება აქაურობა მალე.
- ვიცი შენი ამბავი. წავედი დედა, დაგირეკავ საღამოს უნდა ჩავიდე.
- კაი მიდი, ჭკვიანად იცოდე.
- ჭკვიანად ვარ... - აპარატი გავთიშე და უდიერად მივაგდე. ,,ოღონდ საბურავი არა, ოღონდ არ გამეხეთქა..." ვფიქრობდი უაზროდ. მანქანას შემოვუარე და აი ისიც, მიღიმოდა დაფუშული და უარესად მამწარებდა. - ჯანდაბა, შენი დედაც, შენი დედაც! - ვიძახდი გაგულისებული. - ახლა რა ვქნა... რას აკეთებენ ამ დროს? - საბარგული ავხადე, თვალები გამიბრწყინდა ახალთახალი საბურავის დანახვაზე. - ,,დანკრატი!" - წამოვიძახე აღფრთოვანებით, ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე თუ გამიხარდებოდა ოდესმე მისი დანახვა. ახლა უნდა გამეხსენებინა ყველაფერი რაც ვიცოდი და არ გამეგონა. ბევრი ვიწვალე, საშინელი ძალა სჭირდებოდა მანქანის აღმა სვლას.
- ვიღაცას პრობლემები აქვს. - მომესმა ზურგსუკან მამაკაცის დამცინავი ბარიტონი. შუბლზე ჩამოყრილი ქერა თმა ჭუჭყიანი ხელებით გადავიწიე უკან და ხმის პატრონს დაბლიდან ავხედე. საშუალოზე ოდნავ მაღალი იყო, შავი თმა მზეზე ოდნავ წითელში გადასდიოდა, იგივე ემართებოდა წვერსაც. თან მუქმა და თან რიჟამ ცოტა დამაბნია, თვალები ალბათ მწვანე, ხო, ჭაობისფერი... და საოცრად ბევრი ჭორფლები ჰქონდა. როგორ მეცნობოდა... ვიღაცას გავდა... უსამართლობა ვიგრძენი, მე სულ ცოტა მათგანზეც თანახმა ვიყავი, მას კი იმდენი ჰქონდა... - მალე დაამთავრებ? - დაცინვა გაბრაზებაში გადაუვიდა.
- რას?
- ჩემ დათვალიერებას!
- რამდენი ჭორფლები გაქვს...
- ამ მზის გულზე მანქანის ,,პაკრიშკის" გამოცვლას ცდილობ ქერა და მხოლოდ იმას აქცევ ყურადღებას რომ ბევრი ჭორფლი მაქვს?
- უკვე დავაგვიანე და... რაღა აზრი აქვს.
- ხო საღამომდე იქნები აქ. მერე ევაკუატორს გამოიძახებ ალბათ. - არ ვიცი რატომ მიშლიდა ნერვებს.
- რადგან გოგო ვარ და თან ქერა, არ ნიშნავს რომ მანქანისთვის საბურავის გამოცვლა არ შემიძლია!
- კაი მიდი აბა, გიყურებ! - ხელები გადააჯვარედინა და გაიღიმა.
- ,,პრარაბი" არ მჭირდება! - გავაგრძელე ,,ბოლტების" დაშვება. ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ვიცოდი რომ იქ მედგა, მაგრამ განგებ არ გამიხედავს. ჩემდა გასაოცრად საბურავი ჯაჯგურით გამოვაძრე და ცოტა ხნით ძირს დამჯდარი მანქანას ზურგით მივეყუდე. - ვა, კიდე აქ ხართ ბოს?
- ამ სასიამოვნო სანახაობას ყველა კი ვერ ნახავს. თუ გინდა დაგეხმარები.
- არაა, რათ მინდა. - ხელი ავუქნიე და გადავხედე ბუღიან ტრასას. ისე კარგად ვარ, ისე სასიამოვნოდ. - არც მცხელა, არც მწყურია, დაღლილი საერთოდ არ ვარ.
- ქმარს რატომ არ ურეკავ, თუ საქმროს? - აი რაში ყოფილა საქმე, ნიშნობის ბეჭედზე დავიხედე, რომელიც არათითზე მიბრწყინავდა და უკვე წლებთან და ჩემთან ერთად იზრდებოდა. გამეღიმა.
- არ მინდა საქმეს მოვაცდინო.
- რა მზეუნველი ხარ.
- ნერვებს რატომ მიშლი?
- გიშლი? მეგონა გეხმარებოდი. - ისიც ძირს დაჯდა, ტელეფონი ურეკავდა, ერთი დახედა და ხმა გამოურთო.
- რით, ლაყბობით?
- დაუკრეფავში საშიშია გადასვლა. გამოდი მე მივხედავ!
ამჯერად მე ვუყურებდი როგორ აყენებდა საბურავს და მეღიმებოდა. თავი საშინლად გამიცხელდა, ხელებიც სულ ჭუჭყიანი მქონდა. ესეც შენი სამსახური... მე ხომ არც დამირეკავს... მანქანაში შევიხედე, ტელეფონს დავწვდი. ბევრი ურეკიათ. პირდაპირ ბიძაჩემს დავურეკე.
- რას შვები რეზი?
- საოპერაციოში ვარ მალე მითხარი.
- მისმინე ,,მარშუტკით" მოვდიოდი და საბურავი დაეშვა, - ჭორფლიანმა გაოცებით გამომხედა. - მალე შევაკეთებო და რაღაცეები ,,იტოკში" ჯერ კიდევ აქ ვარ...
- გააფრთხილე მაია?
- არა, პირდაპირ შენ დაგირეკე...
- დღეს მე ვეტყვი, მაგრამ შემდეგში პირდაპირ მას დაურეკავ, ისაა შენი განყოფილების უფროსი და არა მე! - გამითიშა გაბრაზებულმა.
- ქურდო! - გაიცინა ჭორფლიანმა. - ვის მოპარე მანქანა? არა , არა, - წამოდგა სიცილით. - არ მითხრა რომ შენ ქმარს!
- გრყოფა ამის ძახილი, გათხოვილი არ ვარ! - გავღიზიანდი გამოჭერილი. რატომ მომეჩვენა რომ პასუხი ესიამოვნა?
- მე მოვრჩი, - წინ ჩამოყრილი გრძელი თმა უკან გადაიწია ისევ და ხელები ერთმანეთს გააწმინდა. - სველი სალფეტკი გაქვს?
- არა...
- კაი, მე მოვიტან. - თვალი გავაყოლე, განიერ მხრებს პერანგზე მორგებული ჟილეტი ამშვენებდა, მანქანიდან შეკვრა გადმოიღო, თან ხსნიდა, თან უკვე ჩემსკენ მოდიოდა.
- მანქანაც შესაფერისი გყოლია!
- რაზე ამბობ?
- ჭორფლიანზე. - თვალით მის ,,კრაისლერზე" მივანიშნე და გამოწვდილი ხელსახოცები გამოვართვი.
- შენ კი სულაც არ გიხდება ,,კია". მართლა, ვისია?
- მამაჩემის... - ჩავიბურდღუნე წმენდას რომ მოვრჩი.
- არ იცის?
- არა.
- ოჰო, რისკიანი ყოფილხარ. შენ უფრო ,,ემ პიატი" დაგამშვენებდა. საქმრო თუ ვერ გიყიდის დამირეკე და მე მოგართმევ საქორწილო საჩუქრად. - იღიმოდა, თან ცუდად იღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა.
- თვითონ ვიყიდი... - დავიჩურჩულე მისი სიახლოვით დაბნეულმა, ხელი სახესთან მომიტანა. - რას აკეთებ?
- ჭუჭყს გაცილებ. - შუბლზე დამისვა ხელსახოცი და ქვემოთ დაუყვა. თვალებში ავხედე. ხელი მომენტალურად გაუჩერდა, მანქანების უსაშველო შხუილი რომ არა მეგონებოდა დრო გაჩერდა და ყველაფერი გაიყინა-თქო. ,,ალბათ ასეთია მთვარის ზედაპირი" - გავიფიქრე მის თვალებში ჩაძირულმა, ხელმა სვლა გააგრძელა, ლოყას ბოლომდე ჩამოყვა და მომცილდა. ერთხანს ასე ვიდექით.
- შეხვედრამდე. - გამიღიმა ბოლოს.
- შეხვედრამდე... - გავიმეორე მოჯადოვეულმა.




მანქანა ფოტოების მიხედვით ზუსტად ისე გავაჩერე როგორც მამაჩემმა იცოდა, სავარძელიც გავასწორე და გასაღებიც ადგილს დავუბრუნე. ფარეხიდან ახალი საბურავი ავიღე და საბარგულში ჩავდე. ყველაფერი ისე იყო, როგორც დილას. თუმცა რაც არ უნდა ვთქვა სულ ჭორფლიანი მახსენდებოდა, მთელი დღის განმავლობაში ვიხსენებდი ჩვენს დიალოგს და მეღიმებოდა. გეგას არ დაურეკავს, არც მინდოდა დაერეკა, არა მანამდეც არ ვიყავი დიდად მოხიბლული მასთან ყოველდღიური ლაპარაკით მაგრამ ახლა უფრო მეტად აღარ მქონდა სურვილი... ეს პაწაწინა ბრილიანტიც პროპორციულად მაწუხებდა. ასეთი რამ მხოლოდ მე შეიძლებოდა დამმართნოდა. შუაგულ უდაბნოში დიდი ქარბუქი ტრიალებდა, ერთ მხარეს გეგას სილუეტი შევნიშნე და თავი ოდნავ დაცულად ვიგრძენი, მეორე მხარეს გახედილს ჭორფლიანი დამხვდა. ,,კრაისლერზე" მიყუდებულიყო და მიღიმოდა. მეც გამეცინა. ვიცინოდი იქამდე, სანამ ზურგს უკან ვიგრძენი, რომ ვიღაც მოდიოდა, ის მოდიოდა... ხელზე დავიხედე, ნიშნობის ბეჭედი მარწუხივით მიჭერდა. შევტრიალდი, მაგრამ სახე ვერ გავარჩიე, ქვიშა თვალებში მეყრებოდა, ჭორფლიანისკენ წავედი... იქ აღარ იდგა...
- მოვედით, გღვიძავს? - საწოლთან ჩამოჯდა ნატო. ოდნავ გავიღიმე და თავი დავაქნიე. - მომენატრე დედი. - დაიხარა და შუბლე მაკოცა.
- ასე მალე?
- აბა რა!
- დედა... - ფართოდ გავახილე თვალები და ოდნავ წამოვჯექი. - როდის ჩამოვლენ ისინი?
- ვინ?
- დევდარიანები.
- რატომ მეკითხები? - შეცბა დედაჩემი.
- არ უნდა მაინტერესებდეს ეს ამბავი თუ რას ნიშნავს რატომ გეკითხები?
- მნიშვნელობა არ აქვს, არ ვიცი... წლისთავის მერე ალბათ...
- დედა...
- მარიამ გთხოვ...
- არ მინდა, რატომ არავის ესმის?
- მე მესმის, მაგრამ მეც ასე გავთხოვდი და ხომ ხედავ? მე და გურამს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, შენ გვყავხარ, ნიკუშა. ოდესმე უბედური ყოფილა ვინმე ჩვენს ოჯახში?
- არ ჰქონდათ უფლება ასე გადაეწყვიტათ ჩემი ბედი... ასე დაუსწრებლად, ასე უკითხავად...
- ხომ იცი როგორც მოხდა ეს ამბავი... შენ დაბადებულიც არ იყავი მაშინ.
- სხვანაირად ვერ დანათესავდებოდით? უბრალოდ მოვენათლე მათ ოჯახს და მორჩა!
- მაშინ ასეთი ნიშნობები ხშირი იყო მარიამ, თითქოს მოდაშიც კი გადაიზარდა...
- მაგრამ მე ხომ მაქვს უარის უფლება?
- რა თქმა უნდა, გაქვს... უბრალოდ ასე ჩვენ გვარებს შორის კარგი არაფერი მოხდება, შეიძლება სულაც დაივიწყონ ეს ამბავი მაგრამ... შენ თუ უარს იტყვი, ისინი შეურაცხყოფად მიიღებენ ამას.
- კარგი რა, მე ხომ სვანი არ ვარ, მერე რა მოხდა?
- მნიშვნელობა არ აქვს შენ ვინ ხარ. - გამიღიმა დედამ. - ჩამოვლენ, გაიცნობ, პატარა რომ იყავი, იყვნენ აქ. ალბათ არც გახსოვს.
- არა...
- ლამაზი ბავშვი იყო, მახსოვს. - სახე გაეხსნა მას.
- რა ერქვა?
- რა ერქვა... რა ერქვა... - თავდახრით დაუწყო მის სახელს ძებნა დედამ.
- როგორ ვერ დაიმახსოვრე?
- უცნაური სახელი ერქვა... რა ჯანდაბა დამემართა! - გაცხარდა ნატო.
- კაი, მერე კითხე მამას... ყავას მომიტან?
- სად, აქ? - წარბები აზიდა დედამ.
- ხო რა იყო. - გადავტრიალდი და ბალიშს ღიმილით მივეხუტე. - წლისთავი მალე იქნება, ეცადე გამანებივრო იქამდე.
- ანუ იმის თქმა გინდა რომ...
- ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ საშინლად მწყურია მდუღარე ყავა. - გავუღიმე ეშმაკურად.
- მაიმუნო. - წამოდგა დედა.
- ათქვიფე და ისე რა... ოღონდ კოვზით! - მივაძახე უკვე გასულს და თვალები მივნაბე. ისევ ჭორფლიანის მზერა... რა უნდა?

ყავას გემრიელად მივირთმევდი და სოციალურ ქსელებში სიახლეებს ვათვალიერებდი ამჯერად უფრო რთული სტუმარი რომ მეწვია.
- მარიამ...
- მშვიდობიანი დილა, მამა!
- მშვიდობიანი, მშვიდობიანი... - დაეჭვებით მიყურებდა, გულში რაღაცამ გამწიწკნა. - გუშინ ვინმემ წაიყვანა მანქანა?
- მანქანა? - გავიმეორე პასუხის ფიქრში, ვერ მივხვდი როგორ ,,დამწვა".
- ხო, ჩემი მანქანა!
- რა ვიცი... არა.
- როგორ - არა?
- აი ასე, არა. სახლი დავკეტე და გავედი... - კარგი მატყუარა კი ვიყავი, მაგრამ გაფითრებული სახე ვერაფრით გავასწორე.
- საკვირველ რამეს ამბობ, მანქანა იმიტომ დავტოვე რომ საბურავი დაშვებული იყო, უკვე მერამდენედ თან. მე კი გამოცვლის დრო არ მქონდა. ახლა უნდა გამეკეთებინა და აშკარად სხვა საბურავია დაყენებული.
- კაი რა... - საშინლად მომეშალა ნერვები ჩემ დაუდევრობაზე. - იქნებ არ იყო დაშვებული და მოგეჩვენა?
- მარიამ!
- ოო, მაშინ არ ვიცი. მაცადე დღის სასიამოვნოდ დაწყება რა!
- ნიკუშა ხომ არ მოსულა? - ისევ ეჭვით მკითხა მან.
- ნიკუშა, ხო ნიკუშა. ეგ იქნებოდა, გასაღებიც აქვს და ეტყობა წაიყვანა მანქანა, მერე მიხვდა რომ დაშვებული იყო და გამოცვალა! - აღტაცებულმა შევაწმინდე ხელები საკუთარ ძმას.
- ესეიგი ნიკუშა...
- ხო... ნიკუშა... - ტელეფონში ყურება გავაგრძელე უდარდელად.
- კაი, დავურეკავ.
- არა! - წამოვიყვირე უნებურად როცა ტელეფონი მოიმარჯვა. გურამმა გაოცებულმა შემომხედა. - ეძინება ახლა ხომ იცი... - გავაგრძელე ღიმილით. - მე დავურეკავ და გამოვლანძღავ მერე...
- შენ დაურეკავ...
- ჰო...
- კარგი... - აპარატი ჯიბეს დაუბრუნა მამამ და ამოვისუნთქე. - მალე გადიხარ?
- ხო, წამიყვან?
- კი, ოღონდ დაუჩქარე ნებივრობა. - შებრუნდა მამა.
- მალე ავდგები.
- მარიამ...
- რა?
- სხვა დროს, შეხედე წინასწარ საბურავებს, სანამ მანქანას გაიყვან! - არ მობრუნებულა, ვიცოდი იღიმოდა. უარყოფასაც რა აზრი ჰქონდა, პატარა ხომ არ იყო ამხელა კაცი მე რომ მომეტყუებინა. ჭარხალივით გამეღიმაскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Firefly

მომეწონააა მალე დადე♥
--------------------
M.T

 



№2 სტუმარი სტუმარი shalo

sesxi vis unda

 



№3  offline წევრი Marry Amm

Firefly
მომეწონააა მალე დადე♥

ოჰო, პირველი თავის პირველი შემფასებელი ❤️ მადლობა FაიერFლაი, ვეცდები ❤️

 



№4  offline წევრი meocnebe avadmyopi

ოჰო!!!!.ძალიან კარგი იყო მომეწონა იმედია მალე დადებ

 



№5  offline წევრი Marry Amm

meocnebe avadmyopi
ოჰო!!!!.ძალიან კარგი იყო მომეწონა იმედია მალე დადებ

ყოველთვის ვცდილობ არ გალოდინოთ ❤️ თქვენი შეფასებები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და სტიმულის მომცემი, როგორც კი ასეთ კომენტარებს ვხედავ, მაშინვე ვიწყებ წერას, თქვენ ხართ ჩემი მუზა, თქვენ მე მაწერინებთ ❤️

 



№6  offline წევრი meocnebe avadmyopi

Marry Amm
meocnebe avadmyopi
ოჰო!!!!.ძალიან კარგი იყო მომეწონა იმედია მალე დადებ

ყოველთვის ვცდილობ არ გალოდინოთ ❤️ თქვენი შეფასებები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და სტიმულის მომცემი, როგორც კი ასეთ კომენტარებს ვხედავ, მაშინვე ვიწყებ წერას, თქვენ ხართ ჩემი მუზა, თქვენ მე მაწერინებთ ❤️


მაშინ ვხვდები რომ ძალიან ბევრი მკითხველი გეყოლება,რაგდან შენი ისტორია ისე მომეწონა რომ რავი
ესეიგი სტიმულირებული ხარ,როგორც ჩანს ძალიან დიდი აქტუალობით სარგებლობ,და მგონი ჩემთვისაც ძალიან კარგი ავტორი გახდები,იმიტომ რომ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას ,ვხვდები რომ ეს ჩემთვის რაღაც საოცარია

 



№7  offline წევრი Girl with pretty smile

ძალიან კარგი იყო.პირველივე თავში ჩანს რაღაც საუცხოო და საინტერესო)) იმედია ახალ თავს მალე დადებ)) წარმატებები))

 




აუ რა კარგი წერის მანერა გააქვს,სასიამოვნო,თითქოს ფერადიო ^__^ ❤️ ძალიან მომწონს ისტორია❤️უკვე შენც :დდ❤️ის ჭორფლიანი ვშიშობ ჩემი სისუსტე გახდება,მარიამის ოჯახი ძალიან მომწონს და დევდარიანების ბიჭის სახელის უცნაურობაც მაფიქრებს :// :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤️ ველოდები შემდეგ თავს❤️

 



№9  offline წევრი Marry Amm

meocnebe avadmyopi
Marry Amm
meocnebe avadmyopi
ოჰო!!!!.ძალიან კარგი იყო მომეწონა იმედია მალე დადებ

ყოველთვის ვცდილობ არ გალოდინოთ ❤️ თქვენი შეფასებები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და სტიმულის მომცემი, როგორც კი ასეთ კომენტარებს ვხედავ, მაშინვე ვიწყებ წერას, თქვენ ხართ ჩემი მუზა, თქვენ მე მაწერინებთ ❤️


მაშინ ვხვდები რომ ძალიან ბევრი მკითხველი გეყოლება,რაგდან შენი ისტორია ისე მომეწონა რომ რავი
ესეიგი სტიმულირებული ხარ,როგორც ჩანს ძალიან დიდი აქტუალობით სარგებლობ,და მგონი ჩემთვისაც ძალიან კარგი ავტორი გახდები,იმიტომ რომ პირველად ვკითხულობ შენს ისტორიას ,ვხვდები რომ ეს ჩემთვის რაღაც საოცარია

ძალიან ძალიან გამახარე ახლა, წავალ დროზე დავწერ ახალ თავს :დ

Girl with pretty smile
ძალიან კარგი იყო.პირველივე თავში ჩანს რაღაც საუცხოო და საინტერესო)) იმედია ახალ თავს მალე დადებ)) წარმატებები))

მადლობა ჩემო გოგონა, მეც დიდი იმედი მაქვს რომ გაგახარებთ ❤️

წარსული კვდება...
აუ რა კარგი წერის მანერა გააქვს,სასიამოვნო,თითქოს ფერადიო ^__^ ❤️ ძალიან მომწონს ისტორია❤️უკვე შენც :დდ❤️ის ჭორფლიანი ვშიშობ ჩემი სისუსტე გახდება,მარიამის ოჯახი ძალიან მომწონს და დევდარიანების ბიჭის სახელის უცნაურობაც მაფიქრებს :// :დდდ ვნახოთ,ვნახოთ❤️ ველოდები შემდეგ თავს❤️

ხოო, ჭორფლიანი განსაკუთრეებული თემაა პირადად ჩემთვის და ძალიან ფრთხილი ვიქნები მის პერსონაჟთან, ალბათ სუბიექტურიც, ვნახოთ ვნახოთ სად იმალება ძაღლის თავი ????❤️
წერის მანერა... ეგ ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალია, მიხარია რომ მოგეწონა, ვცდილობ არ იყოს მოსაწყენი, გაწელილი და ამავდროულად ემოციური. რა ვიცი აბა, იმედია რამე გამომივა ???? ❤️

 



№10  offline წევრი ablabudaa

შენი ნიკი რომ დავინახე ვიფიქრე ხო აე მეშლება-მეთქი, ძალიან, ძალიან, ძალიან გამახარე ახალი მოთხრობის დაწყებით. საჯნტერესოდ დაიწყე, უკვე ინტრიგაც ჩააგდე და ახლა მოუთმენლად ველოდები შენებურ საოცარ გაგრძელებას <3

 



№11  offline წევრი Marry Amm

ablabudaa
შენი ნიკი რომ დავინახე ვიფიქრე ხო აე მეშლება-მეთქი, ძალიან, ძალიან, ძალიან გამახარე ახალი მოთხრობის დაწყებით. საჯნტერესოდ დაიწყე, უკვე ინტრიგაც ჩააგდე და ახლა მოუთმენლად ველოდები შენებურ საოცარ გაგრძელებას <3

რომ ვტვირთავდი ამ თავს უკვე გელოდი, მაინტერესებდა შენი კომენტარი :დ ვერ ვითმენ რა ვქნა არ მაქვს ნებისყოფა რომ არ დავდო რასაც ვწერ ეგრევე არ შემიძლია. მე კიდევ შენ გამახარე ❤️

 



№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამახარე, მიყვარს შენი ისტორიები. პირველივე თავმა მომხიბლა, ძალიან საყვარლობა იყო. რატომღაც ვიფიქრე ეგ ჭორფლიანი დევდარიანი ხომ არაა?:დდ ბევრი მხიარულობა იქნება ამ ისტორიაში ეტყობა და მიხარია ძალიან

 



№13  offline წევრი Marry Amm

Chikochiko
როგორ გამახარე, მიყვარს შენი ისტორიები. პირველივე თავმა მომხიბლა, ძალიან საყვარლობა იყო. რატომღაც ვიფიქრე ეგ ჭორფლიანი დევდარიანი ხომ არაა?:დდ ბევრი მხიარულობა იქნება ამ ისტორიაში ეტყობა და მიხარია ძალიან

ხო, იმედია კაი გამოვა ბოლოში თუ არ გავჭედე :დ გეფი ენდები უკვე მოსაწყენი გახდა მე კიდევ არ შემიძლია ჩემ პერსონაჟებს ცუდად მოვექცე :დ ვნახოთ ვნახოთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent