შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ ძლიერი (III ნაწილი( დასასრული))


28-03-2018, 22:41
ავტორი ლათინო
ნანახია 599

უბრალოდ ძლიერი (III ნაწილი( დასასრული))

დილით როგორც ყოველთვის მაღვიძარას არავინ აცდის რომ საკუთარი მოვალეობა შეასრულოს და ისევ თვითონ მირეკავენ ტელეფონზე. მეგონა ისევ სანდრო იყო და უნდა გამომელანძღა მაგრამ მიშკა რეკავდა.გულში ცუდად გამკრა რაღაცამ,ჩემდაუნებურად ავფორიქდი. არადა შაშიში რა იყო? ტელეფონს ვუპასუხე,მეორე მხრიდან მიშკას დაღლილი ხმა მომესმა.
-ელენე გეძინა?
-არაა,ხაშლამას ვაკეთებდი!მეძინა აბა რას ვშვრებოდი?!
ვცადე ასე დამემალა ჩემი ანერვიულება.
-ელენე მისმინე....
-ყველაფერი კარგადაა? დეას ხომ არ მოუვიდა რამე? ბავშვები ხომ კარგად არიან? მიშკა ამოიღებ ხმას?
-გიორგი....
-გიორგი?გიორგის რა დაემართა?
ხმა ვეღარ დავიმორჩილე და უნებურად ავყვირდი.
-ელენე დამშვიდდი და არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება,ექიმები ყველაფერს აკეთებენ.
-რას ნიშნავს მიშკა ეს? რა ექიმები? რა ხდება მეტყვი თუ არა?
აღელვებულმა მივაყარე კითხვები. ცრემლებმა თვალები ამიწვა.
-ავარიაში მოყვა.გუშინ,ღამით.
რა ვიგრძენი არ ვიცი,მაგრამ რაღაც საშინელი გრძნობა რომ იყო ვიცი. სახელს ვერ ვარქმევდი იმდენად უსაზღვრო იყო ეს ტკივილი. რომ გეკითხათ რა გტკივაო ვერ გეტყოდით. ან გეტყოდით-გიორგი. ამდენი ხნის შემდეგ გიორგი ისევ ჩემი ტკივილი გახდა. ისევ ავტირდი გიორგის გამო. ხმა ძლივს ამოვიღე რომ მიშკასთვის ხმა გამეცა,რომელიც ამდენიხანია მთხოვს რომ ხმა გავცე.
-კარგი.
მხოლოდ ეს სიტყვა ამოვიხრიალე,იმდენად განადგურებული ვიყავი რომ ლაპარაკი ყელს მტკენდა. გიოს ოთახში შევიხედე,ალექსს მასთან ერთად ეძინა,ამიტომაც სწრაფად დავტოვე სახლში. მიშკას საავადმყოფოს კოორდინატები გამოვაგზავნინე და არ ვიცი რა სისწრაფით მოვწყდი ადგილს. არც ის ვიცი როგორ ვმართავდი მანქანას,მაგრამ თხუთმეტ წუთში გიორგისთან ვიყავი.
მიმღებში გიორგი ბენდელიანი ვიკითხე და მითითებისამებრ მეორე სართულისკენ ავიღე გეზი. მიმღებში სავარძელში ჩასვენებული მიშკა დამხვდა. სახე სულ წაშლილი ჰქონდა.
მის შემხედვარე ვხვდებოდი რომ კარგად არაფერი იყო და ალბათ არც იქნებოდა. ატირებულმა მივირბინე მასთან და ჩავეხუტე.
-არ წავა ელენე! ხომ იცი რომ არ წავა?
-რომ წავიდეს? ასე მოულოდნელად გაქრობა უყვარს მას.ისევ მარტო რომ დამტოვოს არ ვაპატიებ!
-....
-როგორ მოხდა ავარია?
-წუხელ ასე თორმეტ ან პირველ საათზე დამირეკა და მითხრა რომ უსაზღვროდ ბედნიერი იყო. ასე თქვა შვილს შევხდი და მანაც მიმიღოო. მემგონი ელიც აღარაა ისეთი ცივი ჩემს მიმართ,მემგონი ვიბრუნებო. მერე შეიგინა და თქვა რომ მუხრუჭები არ იჭერდა და მერე ძალიან დიდი ხმა იყო. მსხვრევის ხმას ტელეფონის გათიშვა მოჰყვა. მივხვდი რაშიც იყო საქმე. შენი სახლის გზაზე მოვდიოდი საავადმყოფოდან რომ დამირეკეს,მაშინვე აქ მოვედი. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ორი ოპერაცია გაუკეთეს მთელი ღამის განმავლობაში. წუხელ აღარ დაგირეკე,შემეცოდე.
ცრემლები მახრჩობდა,ახლა ყველაფრის დამსხვრევა მინდოდა. მინდოდა მთელი საავადმყოფო ამომეტრიალებინა და არაფერი დამეტოვებინა მთელი. მინდოდა მეყვირა მაგრამ თქმითაც ვერაფერს ვამბობდი,სიტყვები ყელში მეჩხირებოდა და ისევ მტკენდნენ.ჩემ გამო მოხდა ასე,ჩემთან რომ არ მოსულიყო ეს არ შეემთხვეოდა. ან მე რომ მეთქვა დარჩი მეთქი....ჯანდაბა ბედნიერება ერთი ღამითაც არ შეგვერგო.
ვხვდებოდი რომ მიშკას კიდევ ჰქონდა რაღაც სათქმელი,მაგრამ ამის დამალვას ცდილობდა.
-ახლა? ახლა როგორაა? ჩამწყდარი სიმები აღვიდგინე და ხმა ამოვიღე როგორღაც.
-ელენე.....ახლა კომაშია.
"კომა" ერთიდაიგივე სიტყვა მიტრიალებდა ყურებშიც და გონებაშიც. საბოლოოდ ჩამიწყდა სიმები და ღმუილის მსგავსი ხმის გამოცემა შევძელი მხოლოდ. ფილტვები დამეხშო და ჟანგბადს აღარ იღებდნენ.გულმა ძგერა შეწყვიტა რამდენიმე წამით,შემდეგ კი ისეთი სისწრაფით და ისეთი ხმით აძგერდა რომ ვგრძნობდი როგორ ეხეთქებოდა მკერდს. ჩიტივით იყო რომელიც გალიის კედლებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მუცელი ამეწვა,ისე თითქოს რაღაც ცხელი სითხე ერთიანად დამასხეს. მთელი სამყარო თავზე ჩამომექცა,მუხლები მომეკვეთა და იქვე ჩავიკეცე,სკამთან. ის დღე გამახსენდა პირველად რომ გავისეირნეთ,სკამთან რომ დავსხედით და არა სკამზე,მაშინდელ ამბავს ხშირად ვიხსენებდით,ალბათ იმიტომ რომ ეს იყო პირველი,ჩვენი პირველი დღე რომელიც ჩვენ შევქმენით. თვალები დავხუჭე და ძალაგამოცლილმა ხელები ჩამოვყარე. უსიცოცხლო და პარალიზებული ვიყავი. მიშკა მომეხმარა და სკამზე დამაჯინა,წყალი მომიტანა და თვითონვე დამალევინა. მეძინებოდა,ამ ერთმა საათმა იმდენად დამღალა რომ მინდოდა დამეძინა,ძალიან დიდი ხნით. რამდენიმე თვით,მინდოდა სამი თვით დამეხუჭა თვალები ისე როგორც გიორგის. სამი თვე ძალაგამოცლილი დავლასლასებდი სახლიდან კომპანიაში,კომპანიიდან კი საავადმყოფოში. თავადაც არ ვიცი რას ვგრძნობდი მაშინ როდესაც გიორგის უსიცოცხლო სხეულს ვუყურებდი. არანაირი სასიცოცხლო ნიშანი არ გააჩნდა.მისი მდგომარეობა არაფრისმთქმელი იყო. ექიმები დანამდვილებით ვერაფერს ამბობდნენ,ვერც იმას რომ გადარჩებოდა და ვერ იმას რისი მოსმენაც არასოდეს მენდომებოდა. ეს სამი თვე ჩემი გონება და გული ჩემს სხეულს არ ეკუთვნოდა. ის გიორგისი იყო გამხდარი. ისევ მიმღებში ვისხედით ამჯერად მე და სანდრო როდესაც ექიმი გამოჩნდა.
-პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი გვჭირდება სასწრაფოდ. პაციენტს ჭრილობა გაეხსნა და ბევრი სისხლი დაკარგა.
თავიდან ვერ გავიაზრე რა გვითხრა ექიმმა,მაგრამ როდესაც გავაანალიზე სწრაფად წამოვიჭერი ფეხზე და ვთქვი რომ მე გადავუსხამდი.
-გოგონა თქვენ სუსტად ხართ,შეიძლება....
-არ მაინტერესებს რა შეიძლება მოხდეს! გიორგის მე გადავუსხამ სისხლს.
-კარგი შვილო,გამომყევი.
სისხლი გადავუსხი. ექიმმა მითხრა რომ ნახევარი საათით არ ავმდგარიყავი,მაგრამ თხუთმეტ წუთსაც ვერ გავჩერდი და ფეხზე წამოვდექი. თავბრუ დამეხვა,მაგრამ ეს იმას დავაბრალე რომ საწოლიდან სწრაფად წამოვხტი. გარეთ გავედი და სანდროს გვერდით მივუჯექი.თვალებდაჭყეტილმა შემომხედა.
-შენ ხო არ გაგიჟდი გოგო?! სწრაფად შედი და დაწექი,გინდა ხელებში ჩამაკვდე?
-სანდრო კარგად ვარ. არაფერს ამბობენ?
-ელენე თხუთმეტი წუთი იმდენად ცოტაა რომ შესაძლოა ჯერ არც დაეწყოთ ოპერაცია. სისუსტეს ვგრძნობდი,ვხვდებოდი რომ მართლები იყვნენ სანდროც და ექიმიც და უნდა დავწოლილოყავი მაგრამ იმდენად სუსტად ვიყავი რომ პალატამდე მისვლაც ვერ შევძელი და დერეფანში უგონოდ დავეცი...
თვალები მძიმედ გავახილე,გვერდით სანდრო მეჯდა თავჩახრილი. ფანჯარაში რომ გავიხედე უკვე დაღამებული იყო,მივხვდი რომ ძალიან დიდხანს მეძინა. სანდროს დავუძახე და მანაც ამომხედა.
-როგორ ხარ ელენე?
-უკეთესადაც ვყოფილვარ. გიორგიზე არაფერია ახალი?
-კი, ყველაფერი კარგადაა, გუშინ თუ დღეს რავიცი ექვსი საათი რომელს ეკუთვნის გონს მოვიდა. ახლა პალატაშია და სძინავს.
-გონს მოვიდა? რატომ არ გამაღვიძე?
სწრაფად წამოვვარდი საწოლიდან და დერეფანში გავიქეცი. პალატები მოვიარე და ერთ-ერთში გიორგიც აღმოვაჩინე. ისევ ეძინა,ფეხაკრეფით მივედი მასთან და საწოლის გვერდით მდგარ სავარძელზე ჩამოვჯექი. ვუყურებდი და ვერ ვძღებოდი მისით. "გიორგიმანია" მჭირს. გავიფიქრე ჩემთვის და გამეცინა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვუყურებდი როგორ ეძინა,ჰო უბრალოდ ეძინა და კომაში არ ყოფილა.
დაახლოებით ოცი წუთი ვიჯექი ასე,მისი ხელი მეჭირა და უამრავ რამეს ვეუბნებოდი. სიყვარულიც კი ავუხსენი.
-მომენატრე. ბოლოს ამოვიჩურჩულე ძალიან დაბალ ხმაზე,ისე რომ თავადაც ძლივს გავიგე ჩემი ხმა. მას კი ჩაეღიმა. ღმერთო არ მჯერა მას მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ეღვიძა და მისმენდა.
-მეც.
ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა და ისევ ისე გაიცინა როგორც ადრე იცოდა.
-შენ რა გეღვიძა?
-არააა საიდან მოიტანე?!
-გიორგი!
-კაი რაიყო სიყვარულს მიხსნიდი თავიდან და ხელს ხო არ შეგიშლიდი? რა მაგარი გრძნობაა იცი?
-გიორგი! ნერვებს მიშლი.
-გიხდება გაბრაზება.
თვალებმოჭუტულმა შემომხედა და ისევ გამიცინა.
-სამაგიეროდ შენ არ მოგიხდება თუ არ მოისვენებ. დავეჭყანე რასაც მისი ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
-ანუ შემირიგდი?
-.......
-კაი ტო ისევ ავარიაში უნდა მოვყვე რო შემირიგდე?!
-ხმა ჩაიკმინდე! გაბედავ კიდევ ერთხელ ასეთ რამეს და ნახავ რაც მოგივა!
-ოჰოოო საინტერესოა რას მთავაზობთ?
-გაბედე და ნახავ რასაც გთავაზობ.
-ანუ მაპატიე?
-საბოლოოდ!
-საბოლოოდ.
ჩაიჩურჩულა და ისევ შემეხო ტუჩებზე როცა გიო შემოპლატუნდა ალექსსთან ერთად.
-ოუუ გვრიტებო გვაპატიეთ შემოგეჭერით! ხელები ასწია და გადაიხარხარა მერე კი ალექსს მიუბრუნდა- წამო ბავშვო და-ძმას გიკეთებენ.
ღმერთო ჩემო ეს მართლა ვერ არის.
-გიორგი! დავიწივლე ბოლო ხმაზე.
-ჰო რაიყო.
-რაებს ეუბნები ბავშვს?
-ეგრე არ იყო? ამ ასაკიდანვე უნდა შეეგუოს ბავშვი რეალობას და არაა საჭირო წეროები და ამბები.
ისე დავიწყეთ მე და გიორგიმ ჩხუბი რომ ვერც კი შევამჩნიეთ როგორ მიახტა ალექსი მამამისს.
-დეე იჩი გიომ ლა მანაქა?
-ჩუმად! არაა საჭირო ყველაფერი თქვა!
-რა განახა?
-აი პატალა ლო ვიკავი სენ ლო მაწმევდი!
-რას გაჭმ....ღმერთო გიორგი! ვერ ხარ ბიჭო?
-იტყუება!
-შენთან ბავშვს აღარ დავტოვებ!
-ძალიანაც კარგი!
-კაი ბიჭო გავიგეთ რო ბიძია ხარ და გინდა რო ეგ საქმე შენზე აიღო მარა ჯერ ძაან პატარაა ტო!
-ხო მარა პირველად რო ნახავს გული ხო არ უნდა გაუსკდეს ბავშვს.
-თქვენ ვერ ხართ ხო? რაზე ლაპარაკობთ? საერთოდ ტვინი გაქვთ?
-კაი დამშვიდდი ელეე,რაღაც ძაან აგრესიული ხარ და თუ გინდათ წავიყვან ბავშვს.
-ბლა ბლა ბლა.
პალატის კარები სანდრომ შემოაღო რომელსაც უკან დეა და მიშკა მოყვნენ. რაღაც გაურკვეველ თემაზე კამათობდნენ და ვერც კი შეგვამჩნიეს.
კიდევ ერთხელ გაიღო კარები საიდანაც გიგი და ნიკა შემოცვივდნენ.
-ნიკა ეს რა თაიგულია?
ჰკითხა დეამ და სახე დამანჭა.
-მძინარე მზეთუნახავს მოვუტანე.
თვალით ანიშნა გიორგისკენ რასაც ყველას ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
ერთ კვირაში გიორგიც გამოწერეს . ყველაფერი იდეალურად მიდიოდა,ისეთი როგორიც ყოველთვის მინდოდა,რისთვისაც ხუთი წელი ვიბრძოდი,რისთვისაც გავხდი უბრალოდ ძლიერი. გიორგიმ თავისი პირობა შეასრულა და ისეთი არაფერი გაუკეთებია რისი პატიებაც გამიჭირდებოდა. მასზე ხშირად ვბრაზდებოდი, თუმცა ეს ორსულობის პერიოდს მიჰყვა. კიდევ ერთხელ გავხდი დედა და ამან ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა.
დასასრული.....

..................
პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ რომ შემაგვიანდა ახალი თავის დადება,მაგრამ არ შემეძლო წერა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ვიფიქრე რომ ისტორიის გაწელვა აღარ იყო საჭირო და გადავწყვიტე ასე დამესრულებინა. იმედი მაქვს მოგეწონათ ველი თქვენს შეფასებებს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo guli damwyda rom damtavrda magram pirvel rigshi tqven jamtelobas mixedet gamojamtelebas gisurveb, male dagvibrundi axali istorit ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი teengirllove

rogorc yoveltvis sheni istoriebit monusxuli var..dzalian momeowna ,kidev kargi esec winasavit cudad ar daamtavre... dzaan sayvareli motxroba iyo,kargia did tavebs rom ar wer :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent