შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 4 )


28-03-2018, 22:52
ავტორი teengirllove
ნანახია 736

მაღალი საზოგადოება (თავი 4 )

დღეს შაბათია ,ამიტომ ტრადიციას არ ვღალატობ და 12 საათზე ვდგები..ჩუსტებს ვიცვავ და სამზარეულოში გავდივარ ,იქ არავინაა, არც სხვა ოთახებშია ვინმე..სად წავიდნენ? ვეკითხები ჩემს თავს..ტელეფონს ვიღებ, ვრეკავ და ყველაფრის გარკვევას ვიწყებ ,როგორც აღმოჩნდა დედა სოფელში წავიდა ,ბებია ყოფილა ცუდად და რამდენიმე დღით იქ დარჩება...სამწუხაროდ მამას ჩემი გამზადებული საჭმლის ჭამა მოუწევს , ბოლოს რომ ჭამა კინაღამ დაიხრჩო, რადგან ყვითელი ყვავილის მაგივრად შავი წიწაკა ჩავუმატე საჭმელს ,თანაც დიიიდი დოზით..
ჩემს საწოლზე ვარ წამოსკუპებული და ფანჯარაში ვიხედები, ეხლა მოწყენილობისგან მოვკვდები, უკვე ვჭამე ,წიგნი წავიკითხე, ვიმეცადინე, წამალი დავლიე ,საქმე გამომელია..ამიტომ ვზივარ და ვფიქრობ ,ზოგადად ფიქრი მიყვარს ,ხან რას წარმოვიდგენ ხან რას , სასაცილოა ალბათ მაგრამ ადრე ერთი რამ მქონდა აკვიატებული, წარმოვიდგენდი ხოლმე რომ ყველა ჩემს წამალს ერთად ხელს ვკიდებდი და ზღვაში ვყრიდი, ან ერთად დავდებდი და ჩაქუჩით ვამტვრევდი...ეს ალბათ იმიტომ,რომ დამღალა წამლებმა ,მინდა მალე გამოვჯანმრთელდე და სულ იმის შიშში არ ვიყო რომ შეიძლება კვლავ საოპერაციოში აღმოვჩნდე...რაც აქ ჩამოვედი ,ჩემი ფიქრები ერთი ადამიანისკენ არის მიმართული, თან ისეთი ადამიანის ვისაც არ ვიცნობ წესიერად ,თვალებს ვხუჭავ და მაშინვე ორი დიდი ლურჯი თვალი მიდგება წინ ,თვალებს სწორი ცხვირი, ლამაზი ტუჩები და ირონიული ღიმილი მოყვება , ასე ჩნდება ალექსანდრე ჯაყელის სახე ჩემს გონებაში, არვიცი რით დაიმსახურა ამ ადამიანმა ჩემი ყურადღება ,მაგრამ ფაქტია, რომ ასეა..
ტელეფონის ხმას გამოივყავარ ფიქრებიდან ..
-გისმენ მა..
-კიდევ გძინავს?
-არა რათქმაუნდა ,უკვე რამდენი ხანია გავიღვიძე..
-ვაა მართლა ,როგორ მოხდა..სიცილის ხმა მომესმა ტელეფონიდან
-კაი რა ,ნუ დამცინი, შენც ხომ გიყვარდა დიდხანს ძილი ბავშვობაში?
-ეჰ ,მე ეხლაც მიყვარს მაგრამ ვინ გაცდის...კაი რაზე გირეკავ მა , მოკლედ დღეს ჩვენთან სტუმარი მოვა..
-ვინ სტუმარი?
-ჩემი დამკვეთია , რაღაც ნახაზები უნდა განვიხილოთ..ხოდა სახლიც და შენც წესრიგში იყავით იცოდე..
-კაი მა ..რამდენხანში მოხვალთ?
-ერთ საათში..
-კაი...
ტელეფონის გათიშვა და ფეხზე წამოდგომა ერთი იყო, თხელი ცისფერი სარაფანი და თეთრი ბალეტკები ჩავიცვი , თმა ავიწიე და ტელევიზორის წინ მოვკალათდი..
ერთ საათში კარზეც დააკაკუნეს..კარს ვაღებ და როგორც შემიძლია ვიღიმი..წინ მამა დგას ,ჩემს დანახვაზე ისიც მიღიმის ,შემდეგ მის უკან მდგარ კაცს სახლში ეპატიჟება , მაღალი ,თბილი იერსახის ,შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი ღიმილით შემოდის ოთახში და რაც შეიძლება თბილად მესალმება,მეც ვესალმები ,ისაა კარი უნდა მივკეტო რომ ნაცნობი სახე ჩნდება ზღურბლზე ,სახლში დაუკითხავად შემოდის და მამაკაცის გვერდით დგება , მე გაოცებული ვუყურებ ორივეს და მხოლოდ ეხლა ვამჩნევ როგორ გავს ეს ორი ერთმანეთს...
-ნიტა გაიცანი ეს გიგი ჯაყელია ,ესკი მისი ვაჟი ალექსანდრე ჯაყელი...ეს კი ჩემი ქალიშვილია ნიტა..მამა ერთმანეთს გვაცნობს ,მე მათ კიდევ ერთხელ ვესალმები და სანდროს თვალებს ვანათებ, ისიც საპასუხოდ მიღიმის..
-კარგი მა ,მე და გიგი კაბინეტში შევალ..შენ სტუმარს მიხედე..მამა შუბლზე მკოცნის ,შემდეგ ისინი კაბინეტში შედიან..მე და სანდრო ჩუმად ვდგავართ დერეფანში, ხმას არცერთი ვიღებთ,ვგრძნობ როგორ მათვალიერებს ,საპასუხოდ მეც ვავლებ მის ჩაცმულობას თვალს : შავი ჯინსი , კეტები და თეთრი მაისური აცვია , თავზე სათვალე უკეთია და უტეხად მიყურებს ..
-წყალს დამალევინებ? მეუბნება შემდეგ..საპასუხოდ თავს ვუქნევ და სამზარეულოში შევდივარ, არ ვიცი რატომ მაგრამ დაძაბული ვარ..
-ყავასაც დამალევინებ? მეკითხება და ბართან ჯდება..ისევ თავს ვუქნევ..
-ხმას არ მოიღებ? თუ დამუნჯდი? მისკენ ვტრიალდები და უტეხად ვუწყებ თვალებში ყურებას..
-ხსნადი ყავა გინდა თუ ნალექიანი?
-ხსნადი..ვნახოთ ერთი როგორი მზარეული ხარ..კვლავ იღიმის
-დამიჯერე მაგის გაგებას არ გირჩევ..მადუღარას ვიღებ და ყავის მზადებს ვიწყებ..
-რატომ ,ასე ცუდი ხარ? ზურგს უკან მისი სიცილი მესმის
- შაქარი რამდენი?
-სამი...კითხვაზე არ მიპასუხე ...ყავის ჭიქას და ნამცხვარს ვუდებ წინ..
ყავას სვავს და სიმწრისგან იჭყანება , შემდეგ წითლდება ,ლურჯდება და ბოლოს ახველებს..შეშინებული ვაწვდი წყალს და ველოდები როდის დამშვიდდება ..
-რამოხდა?
-ეხლა გასაგებია როგორი მზარეულიც ხარ..
-რა?
-ეს ყავა ...უბრალოდ საშინელებაა..მსგავსი არაფერი დამილევია
- მისმინე რადგან გითხარი რომ მზადება არ ვიცი ელემენტალურები არ მიგულისხმია..ყავის მომზადება ძაან კარგად გამომდის
-ხო გეტყობა ..ალბათ ხშირად იმზადებ ხო?
-დიახ..
-და სოდით სვავ?
-რას სულელობ ,სოდით რატომ უნდა ვსვავდე ,თავი კიარ მომბეზრებია..
-ამ ყავას სოდის გემო აქვს ..მეუბნება და ჭიქისკენ მიმითითებს..
-რა , შენ რა ..შენ..დამცინი? ყავაში შაქარი ჩავყარე ,სოდის გემო ვერ ექნება..
-ფაქტია რომ აქვს , მიდი გასინჯე ..ჭიქას მაწვდის მაგრამ უხეშად ვიშორებ
-ბარემ მითხარი მაკოცეო..
-არც მაგის წინააღმდეგი ვარ...
-ზედმეტი მოგდის..ვეუბნები და ჭიქას რაკოვინაში ვაგდებ..
-ბოდიში...ეს ნამცხვარი შაქრისგანაა თუ ამასაც აქვს რაიმე განსხვავებული,მაგალითად შავი წიწაკა?
-ჰაჰააჰ,რაკარგად ხუმრობ
..ისევ მაკვირდება , ეს უკვე მომაბეზრებელია ,ვერ ვიტან რომ მაკვირდებიან ..
-ჩემზე რას ფიქრობ ნიტა? მისი ეს შეკითხვა და სერიოზული ტონი მაბნევს
-შენზე საერთოდ არ ვფიქრობ ან რას უნდა ვფიქრობდე?
-როგორ , არანაირი წარმოდგენა არ გაქვს ჩემს შესახებ?
-მე შენ არ გიცნობ , რა წარმოდგენაზე მელაპარაკები..
-ხოო..მაშინ გამიცანი..
-რა?
-იმეგობრე ჩემთან ნიტა...ცოტახანი თვალებში ვუყურებ, ვერ ვხვდები მეღადავება თუ
მართლა მეუბნება ამას ...-რაიყო ჩემთან მეგობრობა არ გინდა?
-რავი,კარგი..ვიმეგობროთ..
-ძალიან კარგი, ფეხზე დგება ჩემთან მოდის და მოულოდნელად ლოყაზე მკოცნის ,იმდენად მოულოდნელია რომ ლამის შევკივლე..
-რას აკეთებ?!!!!თავი ვინ გგონია!! ვუყვირი და გვერდიდან ვიშორებ
-ეს ისე უბრალოდ, რადგან მეგობრობაზე დამთანხმდი მადლობის ნიშნად...
-სხვადროს მადლობა უბრალოდ სიტყვებით შეგიძლია მითხრა!!!..ცოტახანს მიყურებს ,შემდეგ ეღიმება
-კარგი გავითვალისწინებ!!!..
მამა და გიგი ოთახიდან გამოდიან ,შემდეგ სამივე მემშვიდობება და ისევ მარტო ვრჩები სახლში..ცოტახანს აქეთ-იქეთ დავდივარ ,მოსვენება მაქვს დაკარგული, ხელს ავტომატურად ლოყაზე ვიდებ და ვგრძნობ როგორ ვწითლდები, თვალებს ვხუჭავ და მახსენხება მისი ღიმილი, მიხრა-მოხრა , ლაპარაკის მანერა ..ყველაფერი,..ჩემდაუნებურად მეღიმება , რატომ არის ასეთი საყვარელი? მან მოახერხა და ჩემს გონებაში შემოაღწია , ჩემს ფიქრებში ყველგან ფიგურირებს ,საჭმელზე რომ ვფიქრობდე იქაც კი იქნებოდა ალბათ..
შაბათ-კვირა ისე სწრაფად გავიდა წესიერად ვერც დავისვენე , კვირას მამას ისევ ყავდა მოყვანილი გიგი ბიძია , ამჯერად სანდრო არ მოყოლია...
ტროტუარზე მივსეირნობ , ყურსასმენები მიკეთია და ამჯერად ,,Mad world"-ს ვუსმენ არჩისა და ვერონიკას შესრულებით, მე თუ მკითხავთ ორიგინალს ბევრად ჯობია...თანაც ეს სიმღერა მამშვიდებს ,ასე მგონია რაღაც კავშირშია ჩემთან ,თითქოს მისი თითოეული სიტყვა ჩემს ფიქრებზეა აწყობილი , თუმცა სიკვდილი ჩემი ოცნების საუკეთესო მხარე არასდროს ყოფილა, ჯერ...
სკოლასთან ნუცა მხვდება და მაგრად მეხვევა ..
-აბა ჩიტო,როგორ დაისვენე?
-მშვენივრად ,შენ?
-მეც ...
-რაღაც უნდა გითხრა..
-რახდება ? ..მას სანდროსთან მომხდარზე ყველაფერს ვუყვები და ცოტახანს მის რეაქცის ვაკვირდები...სახეზე უზარმაზარი ღიმილი ეხატება და სიხარულისგან კივის , მის ასეთ რეაქციაზე მეც მეცინება..
-მგონი ჩემზე მეტად შენ გაგიხარდა ..
-კაი რა შენ ვერაფერს ხვდები?
-რას უნდა ვხვდებოდე?
-მგონი დაევასე..
-ვერ ვიტან მაგ სიტყვას ..ან საიდან მოიტანე?
-კაი მაშინ მოეწონე..რა საიდან ,ჯერ არ გამიგია ვინმე გოგოსთვის მეგობრობა შეეთავაზებინოს,პირდაპირ კერავს და მერე ლოგინში ითრევს ..
-უიმეე.. მას ჰყავს გოგო მეგობრები..
-ოო ეგენი არ ითვლება ,დებივით ჰყავს..არა ნინოს კი მოსწონს ,მაგრამ ეს დასავით უყურებს..
-მოიცა ნინო ასათიანს სანდრო მოსწონს?
-ხო ,ვითომ არ იმჩნევს მაგრამ აშკარაა, ნეტა მაგის სახე განახა სხვა გოგოსთან,რომ ხედავს ხოლმე..
-ნამდვილად არ შემიმჩნევია..
-ღმერთო ნუცა სად დაფრინავ, ყველა ხვდება ამას , შენ რა ორი თვეა უკვე ჩვენთან ხარ და ჯერ ვერ გაერკვიე აქაურ ამბებში?
-აუ რავქნა ნუც ,რაც არ მაინტერესებს ესაა..სულ რომ მომკლა ასეთ რაღაცეებზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ,არ შემიძლია ვიჯდე, სხვის ცხოვრებას ვუყურო და განვიხილო ...
ნუცას გაეღიმა და მაკოცა -ამიტომაც მიყვარხარ...

ორი გაკვეთილის შემდეგ ,მე და ნუცა ბუფეტში ჩავდივართ , გზაში ნუცა ანეგდოტს მიყვებოდა , ასე სიცილ-ხარხარით შევედით ..სანდრო,ნინო და ნიკა უკვე იქ იყვნენ..მათ ისე ჩავუარე რატომღაც არ გამიხედავს ..
-ნიტა... სანდრომ დამიძახა ,სკამიდან წამოდგა და მომიახლოვდა -როგორ ხარ?
მისი ასეთი საქციელით გაკვირვებულმა ჯერ ნუცას გავხედე შემდეგ ისევ სანდროს -კარგად შენ..
-მეც კარგად ..მოდი ჩვენთან დაჯექი...
-არაა , იყოს..ვეუბნები და უკან ნინოს არასასიამოვნო მზერას ვხვდები.
-როგორ არა ,მოდი დაჯექი რა ,მაგრა გამიტყდება უარს თუ მეტყვი..
-იცი მე..ნუცა მარტო ხომარ დაჯდება?
-ნუცაც ჩვენთან ერთად დაჯდება ,ხო ნუც? ეხლა ნუცას მიუბრუნდა
-კარგი...მხრებს იჩეჩს სიხარულისგან ,მე მკაცრ მზერას ვესვრი ნუცას, შემდეგ მაგიდასთან მივდივარ და სანდროს გვერდით ვჯდები,ნუცა კი ნიკას გვერდით..ნინო ისეთი სახით მიყურებდა მეგონა მიმაკლავდა ,ვცდილობდი მისთვის არ შემეხედა ..ნუცამ წამში გააბა ლაილაი ნიკასთან, კერძოდ რაზე ლაპარაკოიბდნენ წესიერად ვერ გავიგე..წამოდგომა ვცადე მაგრამ სანდრომ გამაჩერა -სად მიდიხარ?
-საჭმელს ვიყიდი..
-მე მოგიტან...შემომთავაზა და გამიღიმა , ამის გაგონებაზე ნინოს ჩაეცინა
-არა მადლობა ,მეთვითონ მოვიტან...
ლობიანი და წვენი ვიყიდე...
-შენ რა ცომს ჭამ? მითხრა და გადაიხარხარა
-ხო რამოხდა?
-არაფერი ,უბრალოდ შენი აღნაგობის პატრონი ცხიმებს არასოდეს გავეკარებოდი..
-ჩემს აღნაგობასთან რაიმე პრობლემა გაქვს?!
-მოიცა და შენ არ გაქვს? მკითხა და წარბები აწია
-არა , მე კმაყოფილი ვარ ჩემი თავით !!!..
- ამხელა ლოყებით კმაყოფილი ვერ იქნები.. მის ეს სიტყვები გულზე ლახვარივით მომხვდა..
-ნინო!!! სანდრომ მკაცრი მზერა სტყორცნა ასათიანს
- ეხლა არ მითხრა, რომ მის მხარეს ხარ..
-რაშუაშია აქ ეს ?!! ზედმეტი რომ მოგდის ვერ ხვდები? სანდროს მხრიდან ეს საქციელი მოულოდნელი იყო
- ზედმეტი? უბრალოდ ვცდილობ გონს მოვიყვანო..
-არ მჭირდება მე შენი გონზე მოყვანა...თვითონ ვიცი რა როგორ და როდის უნდა გავაკეთო !! ფეხზე წამობდექი და წასასვლელად მოვემზადე .
-ხო გეტყობა...
-მე მომწონს... ისე ჩაილაპარაკა სანდრომ მაგიდისთვის თვალი არ მოუცილებია
-რა?!!! ამაზე მთლად წამოენთო..
-ხო ,ჩემი აზრით ძალიან უხდება პუტკუნა რომაა..ღიმილის დროს პატარა ლოყები საყვარლად აჯდება..თქვა და თვალები შემომანათა , გულმა ამოვარდნამდე დამიწყო ცემა , აქეთ ნუცას ხელის კვრა ვიგრძენი, გავხედე ,იჯდა და თვალები უნათებდა,ჩემდაუნებურად ჩამეღიმა ..
-სანდრო შენ რა ,ღადაობ? ნინო კვლავ არ ცხრებოდა
-მოკეტე ასათიანო..შენი აზრი არავის აინტერესებს !! ნუცას სიტყვებზე მას კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები..
-შენ ენა ჩაიგდე !!
-თვითონ ჩაიგდე ენა !! სანამ ჩემს მეგობარს აღნაგობაზე მიუთითებ შენს თავს შეხედე ,ჩვეულებრივი გომბეშო ხარ!!! მიახალა ნუცამ ,ხელი მომკიდა და გარეთ გავედით..
ბუფეტში დარჩენილი ნინო ცოფებს ყრიდა ,ყველა მას უყურებდა და იღიმოდა..სიმწრისგან აღარ იცოდა რაქნა..
-გომბიო, თავი ვინ გონია ან ერთს ან მეორეს , არა გაიგე რა მაკადრეს? გაიგე?ეგ ბოლო დონის გოიმი , ეგ მათხოვარი ეგ !!! ..
-გეყოფა ნინო!!! დაიღიალა სანდრომ ,ფეხზე წამოხტა და იმხელაზე დაკრა მუშტი მაგიდას ლამის დაამტვრია..ასათიანს თვალები გაუფართოვდა ,შიშისგან შეხტა..
-სანდრო ხვდები მაინც რაზე მეჩხუბები? ან ვის გამო?
-ასეთი როგორ ხარ? რას ერჩოდი იმ გოგოს ? რას!!!!
- იმ გოგოს? შენ რა ვერ ხვდები როგორი ყალბია ეგ შენი ნიტაა თუ ვიღაც , ვითომ ანგელოზი და სინამდვილეში დემონი!!
-ის გოგო,ნიტა ჯაფარიძეა , ჩემი მეგობარი!!! დღეიდან მას წესიერად მოექცევი იცოდე ,თორემ საქმე ჩემთან გექნება!!!! ჩანთას ხელი დაავლო და ბუფეტიდან გასვლას აპირებდა როდესაც ნინო ცრემლისდენით და პატიებით დაედევნა , დაპირდა ნიტას ასე აღარ მოვექცევიო და შემოირიგა კიდეც...

ნიტა და ნუცა სკოლის ეზოდან გამოდიოდნენ ..ერთმანეთისთვის ხელი გაეყარათ და აღმართს მიუყვებოდნენ , დღევანდელ ამბავს განიხილავდნენ ,თან გულიანად იცინოდნენ..
-დღეს საგმირო საქმე ჩავიდინე ნიტ და ეს ძალიან მომეწონა..
-რასგულისხმობ?
-აი იმ წითელპომადიან ამებასთან ჩხუბს..ვაიმეე რამდენჯერაც არ უნდა წარმოვიდგინო მისი სახე როცა ვუთხარი შენ მოკეტეთქო ,იმდენჯერ კარგ ხასიათზე დავდგები გეფიცები...
-ხო ..პომიდორივით გაწითლდა..ნიტამ თავი ჩახარა ,გაახსენდა მისი ნათქვამი და გულისტკივილი იგრძნო...ვერ ვხვდები რას გადამეკიდა..
-ეხლა არ მითხრა რომ მართლა ვერ ხვდები..
ნიტამ მხრები აიჩეჩა -ვერა...
-ვაიმეე ,ჩემი სულელი გიჭი ხარ შენ..იგრძნო სანდროს რომ მოსწონხარ და კუჭი აეწვა ..
-ნუც საიდან მოგაქვს ეგეთები..
-კაი რა , მეხომ იცი როგორი ჭკვიანი ვარ ,ხოდა ვხვდები..
-ხო ვიცი ვიცი..
-ხოდა თუიცი დამიჯერე ...თან დღეს როგორ დაგიცვა...
-ხო ,მისგან არ ველოდი...
გაახსენდა როგორ დაიცვა დღეს სანდრომ და სახე გაუნათდა , პირველი შემთხვევა იყო როცა ვინმემ დაიცვა
-არც მე ..ნელ-ნელა მასზე აზრი მეცვლება..
-ხოო...
-აუ ნიტ წამო რა ჩემთან..
-ეხლა?
-ხო რა მიდი..ერთად ვიმეცადინოით, თან შოკოლადის ნამცხვარი მაქვს..
-კარგი წამოვალ მხოლოდ იმიტომ ,რომ შენ მთხოვ თორემ ნამცხვარი არაფერ შუაშია...
-ხო არაა.... ნუცამ თავის მეგობარს გადახედა ,აკვირდებოდა მას ,სულაც არ იყო ნიტა მსუქანი, არც მუცელი ქონდა , არც სქელი ფეხები და არც დიდი ლოყები, მასზე პუტკუნასაც ვერ იტყოდი,უბრალოდ აქაურ გაჩხინკულ,გამხმარ გოგონებთან შედარებით ჩანდა ასე...
ნახევარ საათში ,ნუცა და ნიტა სამზარეულოში იჯდნენ ,შოკოლადის ნამცხვარს მიირთმევდნენ ,თან იცინოდნენ ..
-ნანი კიდევ დამიმატე რა ნამცხვარი..შეეხვეწა ნუცა..დიასახლისმაც მაშინვე შეასრულა თხოვნა ..ნიტას ვერ გაეგო რატომ აკვირდებოდა ქალი ასე , ისე უყურებდა თითქოს წარსულის აჩრდილი დაენახაო,მაგრამ ამავდროულად მის თვალებში დიდი სიყვარული იგრძნობოდა ..
-შვილო შენ არ გინდა კიდევ? თავაზიანად მიმართა გოგონას
-არა მადლობა..
-მე წავალ წიგნებს მოვიტან და ვიმეცადინით კაი ... მაშინვე წამოხტა ნუცა და სამზარეულოდან გავიდა..
- თქვენ კლასელები ხართ შვილო? ისევ იკითხა ქალმა
-დიახ , მე წელს გადმოვედი ..
-ხოო..საიდან გადმოხვედი?
-იცით ,მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი მაშობლებთან ერთად და ცოტახნისწინ ჩამოვედით..
-ანუ ქართველი არ ხარ? ქალის ცნობისმოყვარეობამ ცოტა გააკვირვა
-არა ქართველი ვარ..უბრალოდ სხვაგან ვცხოვრობდი
-და რა გვარის ხარ?
-ჯაფარჯძე...
ამის თქმა და უკან მეხის გავარდნასავით შემზარავი ხმა ერთი იყო, იმდენად საშინელი ხმა იყო ,ნიტას ლამის გული გაუსკდა ...მაშინვე უკან მიიხედა და კარებში მდგარი ახალგაზრდა ქალი დაინახა ,ქერა თმითა და ცისფერი თვალებით ..თვალები ჩაწითლებოდა და საშინლად გაფართოებოდა,მის ფეხებთან კი დამსხვერული ჭურჭელი ეგდო...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeta

აუ რა მაგარია ძალიან ძალიან მომწონს

 



№2  offline წევრი teengirllove

Qeta
აუ რა მაგარია ძალიან ძალიან მომწონს

mixaria tu mogwons :))

 



№3  offline წევრი skida

რატომ მგონია რომ აქ მალე ცუნამი იქნება?

 



№4  offline წევრი teengirllove

skida
რატომ მგონია რომ აქ მალე ცუნამი იქნება?

ravi aba :)) sheidzleba iyos da imitom

 



№5  offline წევრი naniko mindia

Dzalian kargia warmatebebi, veli shemdegs ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№6  offline წევრი teengirllove

naniko mindia
Dzalian kargia warmatebebi, veli shemdegs ❤️❤️❤️

madloba..xval davdeb shemdegs

 



№7  offline წევრი Girl with pretty smile

ვუაიმე როგორ მაინტრიგებბ)) ყველა თავი ერთმანეთზე უკეთესია,ვეღარ ვითმენ უკვე))

 



№8  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
ვუაიმე როგორ მაინტრიგებბ)) ყველა თავი ერთმანეთზე უკეთესია,ვეღარ ვითმენ უკვე))

;)))) mixaria

 



№9  offline წევრი talia

ვაიმე ეს რა იყო?თან რა საინტერესო მომენტზე დამთავრდა, Gეხვეწები მალე დადე რა კნუტო.

 



№10  offline წევრი teengirllove

talia
ვაიმე ეს რა იყო?თან რა საინტერესო მომენტზე დამთავრდა, Gეხვეწები მალე დადე რა კნუტო.

ki magaze gawyenineb :))) dges davdeb sagamosken

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent