შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 1)


29-03-2018, 00:25
ნანახია 375

სხვა მრავალი ცოდვა  (თავი 1)

კიდევ ერთი დილა თენდება. თენდება ანუ ძლივს გავათენე. მხოლოდ მზის მაცდუეი სხივებია იმის მტკიცებულება, რომ ახლა გათენდა, ჩემს ჩაშავებულ თვალებს კი ნამდვილად ეტყობა, რომ ძილის მნიშვნელობა არ იცის.
ხალისიან განწყობაზე ნამდვილად არ ვდგავარ, ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა მაქვს მოსაგვარებელი. მაგალითად? მაგალითად ის, რომ ორი კვირაა ვცხოვრობ ბინაში, რომლის პატრონიც ჯერ არ მინახავს. ნეტავ ხომ ცოცხალია? მაგრამ სანამ ამას გავარკვევდე და მასზე ვინერვიულებდე (ვაითუ გულმა უმტყუვნა), სამუშაო უნდა ვიშოვო. არ გაიკვირვოთ-ამას ვინ აიყვანსო რადგან გადავწყვიტე, რახან მარტო ცხოვრება ამოვიჩემე (არადა სულაც არ ამომიჩემებია, რადგან გარემოებებმა მაიძულა), გადავწყვიტე საქმესაც სერიოზულად მოვეკიდო.
კარგი, იქნებ იქიდან დამეწყო, რომ ამ უსულდგმულო, ცივ ორ ოთახიანში ერთმა პატარა გაუგებრობამ მაიძულა ცხოვრება? სრულიად მოულოდნელად, როდესაც მამაჩემის უჯრების ქექვით ვიყავი დაკავებული, ერთ უცნაურობას წავაწყდი. ფურცელი, რომელიც ვიპოვე, სულაც არ აღმოჩნდა ის, რომლის მოსატანადაც ბატონმა გეგამ გამგზავნა. ესე იგი..
თაბახზე ჩემი გაშვილების დრო და ადგილი იყო ამობეჭდილი.
"ნინა ჯაყელი.
ბავშვი გადაეცემათ არაბიოლოგიურ მშობლებს:
მამა-გეგა ჯაყელი
დედა-მაშო კვერნაძე."
ჰოდა ასე. განა ცოტაა ოცდაერთი წელი? და მაინც დამიმალეს. იქნებ როგორმე შეეპარებინათ.. ან პირდაპირ მოსულიყვნენ.. ოღონდაც ეთქვათ. სიმართლეში ცუდიც ბევრია მაგრამ ჩემი აზრით სიმართლეს უფრო შეუძლია ადამიანის გულის მოლბობა.
აი მე კი ნამდვილად გაყინული დამრჩა გული იმ დღიდან და ალბათ ვერაფერი გაადნობდა, ბიოლოგიური მშობლების პოვნის გარდა.
განა გეგა და მაშო არ მიყვარდნენ? როგორ არა, მათზე მეტად არავინ მიყვარდა, მაგრამ ტყუილი ადამიანს აუძლურებს. მე მარტო ტყუილმა კი არა, ბიოლოგიურმა მშობლებმაც დამაუძლურეს.
პრობლემა ნომერი მეოთხე: მარტოსული ვარ. ისეთი, რომ მეტი არ შეიძლება. ზოგჯერ ვფიქრობ-მცენარე, ან ცხოველი ხომ არ მეყიდა-თქო, ვიღაცაზე მაიბც ვიზრუნებდი, ჩემს თავზე თუ არა. თანაც, ცხოველები თბილები და გულწრფელები არიან, ერთი სიამოვნებაა, ცხოველი გამოკვებო, მოეფერო, ასეირნო და ბოლოს დაღლილს მასთან ერთად ჩაგეძინოს, ან მცენარეს მოუარო, ყოველდღე მასზე იზრუნო, ფოთლები გაუსუფთაო, წყალი დაუსხა, მზეს მიაფიცხო.
თუმცა, თავს რჩენა არ უნდა? აი ამიტომ ვეძებდი მთელი დღე განცხადებებს და ზოგმა თვალიც მომჭრა, სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი და სამუშაოს საათების რაოდენობასაც მივაგნებდი. არა, აუტანლად დამღლელია განცხადებების კითხვა, სადაც დღეში ათ საათზე მეტ ხანს მუშაობას გთავაზობენ. ნეტავ, როგორ ძლებდნენ მთელი დღე სამსახურში, ან რა სიმწარეა ქანცგაწყვეტილი მუშაობა, წელძე ფეხის დადგმა, რომ რამეს მიაღწიო და ფული გამოიმუშაო?
თუმცა მეც უნდა გამომეცადა და მივხვდებოდი. აუ ჭეშმარიტი ბედნიერების საიდუმლოც-გეზარება, მაგრამ შენს თავს აბიჯებ, შრომობ, წვალობ და ცხოვრობ. სხვამ რომც არ დაგიფასოს, მხოლოდ შინაგანი ბედნიერება და ენერგიის შეგრძნება იმხელა გიმუშავდება, ბედნიერდები.
***********************************************
ჩემი ახალი ბინა მეოთხე სართულზე ეკიდა. ჰო, ისეთი უსწორმასწორო და უცნაური კორპუსი იყო, მართლაც რომ ეკიდა! ნეტავ მეზობლები თუ მყავდა ნორმალური.. ყოველ შემთხვევაში, საცხოვრებელი გარემო ცუდი არ მქონდა. ბინას გრძელი შემოსასვლელი დერეფანი ჰქონდა, რომელიც საშუალოდ ფართო მისაღებს უერთდებოდა თითქმის მთლიანად შუშაში ჩასმული კარით. აქ პირველად რომ მოვედი, ისეთი გაპრიალებული დამხვდა შუშები, ეჭვიც არ სემპარვია რომ პატრონს მოსამსახუღე ჰყავდა აყვანილი, ან ხანშიშესული ბრძანდებოდა და თვითონ წმენდდა. რატომ ახალგაზრდა არა? იმიტომ ხომ არა, რომ ახალგაზრდები აწმყოში საკმაოდ მოუცლელები არიან საკუთარი სახლისთვის? ჰო, თავი უნდა ირჩინონ და შვილები არჩინონ, თუმცა თავის რჩენაში ჭუჭყიანი სახლის მილაგება და დასუფთავება უბრალოდ არ შედის.
მისაღები ოთახის კუთხეში ძველი, თუმცა საღი და გამოყენებადი ნარინჯისფერი პიანინო იდგა (არ ვიცი, პატრონმა მე დამიტოვა, რომ გავერთო თუ უბრალოდ წაღება დაავიწყდა), რომლის გვერდით კედელზეც საოცარი კარიკატურები იყო გამოფენილი (ამან მხოლოდ თავდაპირველად მიიქცია ჩემი ყურადღება). ტელევიზორის, გამათბობლის და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნასახიც კი არ იყო, სამაგიეროდ საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი სამზარეულო, ორივე ოთახის ხის ავეჯი.
ოთახი, რომელიც მე ავირჩიე, მოშავო-მონაცრისფრო ფერებში იყო. კედლებზე უცნაური ლაქებივით მუქი საღებავი გადაეთხაპნათ, მაგრამ ოთახის სილამაზეს სწორედ ამ კედლებში ვხედავდი. კარადა, რომელსაც ჩემსიგრძე სარკე ჰქონდა ზედ, დაბალი, განიერი საწოლის პირდაპირ დაედგათ. ამ საწოლისა და კარადის გვერდით კედელზე კი ორი ფანჯარა კორპუსის უკანა მხარეს გაჰყურებდა. იმ მხარეს, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ჩამონგრეული კარუსელებიდან ერთი საქანელა და ორი აიწონა. ბავშვების მხიარული შეძახილები, წაქცევისას კი მათი ტირილის ხმა ჩემამდეც ამოდიოდა და მაბედნიერებდა შეგრძნება, რომ სულ მარტო სულაც არ ვიყავი, ჩემ გვერდით ჯერ კიდევ არსებობდნენ ადამიანები.
******************************************************
მოსაღამოებულს, როდესაც სუფთა ჰაერზე გასეირმება გადავწყვიტე გონების გასაფანტად, სადღაც მიგდებული ჩემი ტელეფონის ზარმა ჩემს ყირამდეც მოაღწია და ვნახე, დედა მირეკავდა. ვიცი, რომ ცუდი საქციელია, მაგრამ გავუთიშე. არ მინდოდა, უხეშად დავლაპარაკებოდი.არ მინდოდა ის ბრაზი, რომელიც ბიოლოგიურმა მშოვლებმა ჩემი გაშვილების გამო დამიტოვეს, დედაზე მენთხია, ამიტომ გაჩერება ვარჩიე. ამჯერად ერთ ადგილას ვიყავი ჩაკეტილი-არც წინ მივიწევდი, რომ ნამდვილი მშობლები მეპოვა და არც უკან-რომ მაშოსთან და გეგასთან დავბრუნებულიყავი.
კეტების თასმის შეკვრისას ხელები მიკანკალებდა. მერე, თითებში ამებლანდა გრძელი თასმა და თავიდან ვცადე. თბილი ჟაკეტი მხრებზე მოვიხურე და კიბეზე ჩავირბინე. მერე მომაფიქრდა, რომ ვარჯიშის დაწყება კარგი აზრი იყო-მეტს ვეღარც დავიკლები და ვერც მოვიმატებდი, გაძვალტყავებას ვარჯიშით ვერ მოვახერხებდი, შიმშილით კი არ ვშიმშილობდი, მაგრამ მაინც არ იცვლიდა ჩემი სხეული ფორმას.
სასეირნოდ გასულმა ვიფიქრე-ჩემს ეზოს მაიბც დავათვალიერებთქო და ასფალტს ჩავუყევი. გაზონისკენ გავაპარე თვალი, მწვანე ბალახი უფრო გაემწვანებინა მთვარის თეთრ შუქს და არამარტო ბალახი, მეც კი სახეში მანათებდა, მზესავით ამაყად მიყურებდა და მაინც, სიბნელეს ვერ ანათებდა.
ქუჩა ჩაფიქრებულმა ჩავიარე და გვერდზე ჩამავალმა მანქანის სიგნალმა გამომაფხიზლა. როგორც ჩანს, უნდა გავწეულიყავი. გვერდით გავიწიე და გავატარე, უკნიდან რომ გავხედე, ნანატრი ფერარი ამოვუცანი და ჩამეღიმა. "აი, სულაც არ შემშურებია!"-საკუთარი თავის გასაგონად ჩავილაპარაკე, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ ვიცოდი, რასაც ვგრძნოვდი და როგორ მინდოდა საკუთარი შეგროვებული ფულით მანქანა მეყიდა!
სახლს და არამარტო ჩემსას, არამედ მთელ ჩაყოლებაზე მდგარ შენობებს შემოვუარე და კიბეზე ავედი. რატომ არ ვიცნობ სახლის პატრონს? აი, ამ დროს მომაწვა ლოგიკური ფიქრიც. იქნებ მანიაკი იყო? მაგრამ ქალთან რომელთანაც ბინის თაობაზე მივედი, გარკვევით მითხრა, რომ ბინის პატრონის ნაცვლად მას მივცემდი ფულს და პიროვნებას, რომელსაც სახლი ეკუთვნოდა, ჯერ არ ეცალა ჩემს მოსანახულებლად. რა ირონიაა არა? ცხოვრებას მოსწონს ჩემი დაცინვა.
კიბეზე ამავალს ფეხი მსუბუქად გადამიბრუნდა და ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოვჯექი დასასვენებლად. თბილ ჟაკეტშიც ატარებდა სიცივეს და კიდევ ერთხელ გავბრაზდი ჩემს თავზე. რატონ ვარ ასეთი ჯიუტი? ვიცი, შემცივდება და მაინც არ ვიცმევ საკმარისად თბილად. ჩემს ხასიათს რა ვუთხარი!
კიბიდან წამო.დგარმა ისევ დაუდევრად ავირბინე დარჩენილი კიბე და კარს გასაღები მოვარგე. რამდენჯერმე გავაჩხაკუნე, გადავატრიალე, მაგრამ არ მოძრაობდა, რაღაცაში იყო საქმე. იქნებ ღია დამრჩათქო-გავიფიქრე და ძლიერად მივაწექი კარს, მაგრამ ჩანდა, ბედი არ მქონდა, მან სამუდამოდ იბრუნა პირი ჩემგან.
სანამ ჩამოღვენთილი მიმიკებით მოვსთქვამდი ჩემს უიღბლობას, კარმა თავისით გაიჩხაკუნა და გაიღო. თავიდან კინაღამ გულმა დამარტყა, სანამ კართან უცხო ადამიანი არ შევნიშნე.
-ვის ეძებთ?-ადამიანი? არა, სულაც არა. უფრო, მარმარილოს ქანდაკებას გავდა. ერთი ძველ ბერძნებს ენახათ, თვალის დაუხამხამებლად გამოაქანდაკებდნენ. მაგრამ რომ დავუფიქრდი მივხვდი, რომ ბიჭის სათვარიელებლად სულაც არ მქონდა საქმე, რადგან გაუგებრობის სუნი მეცა.
-მე.. ბინაში არ შემომიშვებთ?
-უცხო რატომ უნდა შემოვუშვა?-ქოჩორი უკან გადაიყარა. ქერა თმა ოქროსფრად უბზიბავდა, წვერგაპარსულ ლოყებზე კი ოდნავი სიწითლე შეპარვოდა.
-არა, მე უცხო არ ვარ. თქვენთვის ვარ, მაგრამ... მე აქ ვცხოვრობ, ამ ბინაში.
-მართლა? უცნაურია.. ერთი თვით საქართველოდან გავედი და უკვე სხვას მიუსაკუთრებია ჩემი ბინა.
-უკაცრავად?-თვალები გამიფართოვდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამხელა სითავხედე ჰყოფნიდა და ასე მესაუბრებოდა. თვალებშიც ურცხვად მიყურებდა გამჭოლი მზერით და ჩემს დამცირებას აგრძელება თუნდაც მხოლოდ თავისი მზერით.
-კარგი, მოდი აგიხსნის-მე შენ არ გიცნობ. უცნობებს სახლში არ ვეპატიჟები, მითუმეტეს ისეთ უცნობებს, რომლებსაც ტანის მაგივრად მარტო ძვლები გააჩნიათ, ამიტომ მოდი სხვას ებაზრე ბინაზე, კაი?
ვერ დავიჯერე, რომ ჩემს ტანს ძვლები უწოდა. ვერ დავიჯერე, რომ თავისი უსინდისო პირით ამდენი უმსგავსობა მკადრა და ისიც არ მჯეროდა, რომ სანამ კარს ცხვირწინ მომიხურავდა, სახეშჯ გემრიელად არ გავარტყი, როგორიც მე მეხერხებოდა.
სახეზე ალმური მომაწვა და ათ წამში თავიდან ფერებამდე ვხურდი. ჩემს ფრჩხილებს უცნობი გულქვას დაკაწვრა უნდოდათ, ჩემს ხელის გულებს იმ უთვისტომოს ლოყაზე შემოტყლაშუნება, ან წამოზრდილ თმაში ხელის ჩაკიდება და გემრიელად მოქაჩვა. მაგრამ... მაგრამ გულდაწყვეტილი ვიჯექი ცივ ბეტონზე და თავი კედლისთვის მიმეყრდნო. ვფიქრობდი ჩემს თავზე-მოტყუებულზე და შერცხვენილზე. ნეტავ როდესაც ჩემი თავმოყვარეობა დიდხნიანი ძილიდან გამოიღვიძებდა, რას მეტყოდა? წავსულიყავი და სხვა სახლი მეძებნა თუ დავრჩენილიყავი და ამ თავდაჯერებული შრეკისთვის ჭკუა მესწავლებინა?
ფიქრში და შფოთვაში ღრმად ჩამეძინა. დილით სადარბაზოში ჭუჭრუტანიდან შემოღწეულმა სინათლემ ითავა ცემი გაღვიძება, გამოფხიზლება კი ჩვეულებრივზე მალე მოვახერხე. ბეტონიდან წამოვდექი. გვერდები გამყინვოდა, თითებიც გალურჯებული დამიხვდა. ჟაკეტში თბილად გავეხვიე და კიბე ჩავირბინე. აბა გამოიცანით სად მივდიოდი?! რათქმაუნდა იმ უკუღმართ ქალთან, ვინც ამ ბინაში გამომიშვა. ამჯერად ნამდვილად გაიხსნებოდა ყველა მავთულხლართი, ან უფრო მეტად აირეოდა სიტუაცია.


ახალი ისტორია .იმედი მაქვს, კარგი გამოვიდა. მჭირდება თქვენი აზრი, გავაგრძელო თუ არა..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent