შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(ანუ გონება მიზანს აღწევს) თავი 14


29-03-2018, 14:46
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 588

ამნეზია_(ანუ გონება მიზანს აღწევს) თავი 14

თავი 14.

დილით რომ ვიღვიძებ უცებ ვერ ვხვდები სად ვარ და რას ვაკეთებ, მერე სარკის წინ წელს ზევით შიშველ ნიკას ვხედავ და თავს ისევ ვიმძინარებ. როცა ვხვდები რომ ჩაცმას ასრულებს თვალებს ვახელ და საწოლიდან ვდგები
-დილამშვიდობისა_უცოდველად მიღიმის და შუბლზე მკოცნის
-დილამშვიდობისა
-როგორ გეძინა?
-კარგად_მკრთალად ვუღიმი და ტანსაცმლიანა სააბაზანოში შევდივარ. დაპროგრამებული ვწესრიგდები და სამზარეულოში ჩავდივარ. ნიკა გაზქურასთან ამზადებს რაღაცას. მაგიდასთაბ ვჯდები და ფრჩხილებს ზედ ვაკაკუნებ.
-ომლეტს ხო შეჭამ?
თავს ვუქნევ, ისიც ჩემს წინ ჯდება და უხმოდ ვიწყებთ ჭამას.
-ქეთა რაღავაზე მინდა დაგელაპარაკო
-გისმენ
-კარგი მოკავშირეები გამოჩნდნენო კომპანიისთვის ბიძაჩემმა მითხრა მაგრამ ხელშეკრულებაზე არ თანხმდებიან თუ კი მართვის სადავეები ბოლომდე მის ხელში არ იქნება. თუ თამახმა იქნები იქნებ შენი წილი კომპანიაც გადმოგვიფორმო, უკვე ცოლ-ქმარი ვართ და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად აღარ აქვს. მხოლოდ კომპანიის საკეთილდღეოდ გვეუბნება ბიძაჩემი შენც ხო იცი._ესეც შენი კარგად მოქცევის საიდუმლო, გულში ვხარხარებ მაგრამ სულელი გოგოს მზერას ვკერავ და უპრობლემოდ ვთანხმდები, ისიც ჩემი შებმით გახარებული თავზე მკოცნის და ბიძამისს ურეკავს ახალი ამბის შესატყობინებლად. კომპანიაში ერთად მივდივართ, რამდენიმე საათში ნიკა შემოდის და მეუბნება რომ სასწრაფო საქმეზე უწევს წასვლა. საბუთებს ვუბრუნდები და ვცდილობ გონება მხოლოდ საქმისკენ მივმართო როცა ტელეფონზე ჩემი უცნობი მწერს.
"როგორ ხარ?"
"ცოტა არეული..შენ?"
"მე გაბრაზებული"
"კიდევ არ შერიგდით?"
"არ ცდილობს"
"შენ სცადე"
"მან გამაბრაზა"
"სიყვარულში არ მოსულა ჭირვეულობა, უაზრო ამპარტავნება ყველაფერს ანგრევს" ვწერ თან მეცინება, თითქოს მე ყველაფერი რიგზე მქონდეს და ახლა სხვას ვაძლევდე რჩევებს.
"და თუ კი აღარ უნდა?"
"უყვარხარ?"
"მგონი კი"
"ესეიგი უნდა"
"არცდილობს"
"იქნებ ვერ ახერხებს. არის ხოლმე გამოუვალი მდგომარეობები"
"მან დააშავა"
"კაციხარ, აუხსენი"
"ხომ გითხარი გოგო ვართქო"
"ნუ მაიმუნობ"
"მართლა"
აღარაფერი მიმიწერია, ვერ გამეგო ვინ იყო მაგრამ დიდი მნიშვნელობა არქონდა მაგას. ახლა ყველაზე ბოლო იყო ის უცნობი ვინც მაღელვებდა.
საბუთებში ვიქექებოდი ჩემ კაბინეტში ვაკო რო შემოვიდა.
მთელი ძალით მოვეხვიე და 10 წუთი არც მოვშორებივარ
-როგორხარ?
-რავი ნორმალურად შენ?
-მეც. როგორ შეეგუე ცოლის ამპლუას
-არაჩვეულებრივად_ირონიულად ჩავილაპარაკე და თვალები ავატრიალე.
-რათქვა ნიკამ წუხანდელის მერე?
-რაზე?
-ა თუ არ არის ღრუზინი?_ირონიულად ჩაიცინა
-ვაკო არ ვწოლილვარ ნიკასთან_გაბრაზებულმა ვუთხარი, მეეყინა ჩემზე რომ იფიქრა მაქსიმეს მერე ნიკას მივიკარებდი მაგრამ რომ დავფიქრდი მეც ეგრე მეგინებოდა
-და როგორ დაიხსენი თავი პირველ ღამეს?_თითქოს მოეშვა და გულწრფელად გამიცინა
-კრიტიკული დღეებინაქვს თქო_მეც სიცილი ამიტყდა
-ღმერთო ჩემო ქეთა რეებს აკეთებ ნეტა ვიცოდე_სევდიანი თვალები მომაპყრო და ხელი თავზე დამისვა
-გამიხარდა რომ მოხვედი. სხვები არავინ მეკონტაქტებიან_თვალები ცრემლებით ამევსო ჩემი ბავშვების გახსენებაზე
-სესილიმ და ნუცამ გამომგზავნეს, მეც მინდოდა შენთან ლაპარაკი, იმათაც უნდოდათ წამოსვლა მაგრამ სესილის სულ გული ერევა და სახლიდან ვერ გამოდის, ნუცაც სულ მასთანაა.
-რამე სერიოზულია?
-არა ექიმმა პირველი სამი თვე და გადაუვლუსო, გუშინ ყავდა სანდროს ექიმთან
-გიო და სანდრო ძაან გაბრაზებულები არიან?
-ხოიცი არა რა ხასიათიც აქვთ, გადაუვლით
-იმედია. მაქსიმე არ გამოჩენილა?
-კი სკაიპით გველაპარაკება ხოლმე
-მომენატრა
-ოხ ქეთა..
-კაი შენ მომიყევი აბა რახდება მარიამთან
-რავი, იმ ლექციის მერე არც მინახავს
-მერე რას ელოდები
-არ ვიცი როგორ მივუდგე, თან ცოტა გავაბრაზე
-დაადექი უნივერსიტეტში და წადით ადმე რა არ იცი შენკიდე როდის მერე გიჭირს გოგოების დაკერვა
-ოო ქეთა, მე გოგოების დაკერვა სექსისთვის ვიცი მარტო, ეს რაღაც სხვაა
-ჩემი ვაკო შეყვარებულიაა_სიცილი ამიტყდა
-ო მიდი რა
-კაი ჰო ნუბრაზდები_ლოყაზე ვაკოცე და მალევე შემოვირიგე.
-კაი ქეთუშ უნდა წავიდე მე სამსახურის საქმეები მაქვს
-ვაკო მადლობა
-რისთვის?
-რომ მოხვედი, ახლა ეს ძალიან მჭირდებოდა
-მიყვარხარ ძალიან. მართალია წარმოდგენა არ მაქვს რას ხლართავ მაგრამ მჯერა რომ ტყუილად არაფერს აკეთებ, თავს გაუფრთხილდი იცოდე_მაგრად მომეხვია და პატარა ბავშვივით ცხვირზე დამკრა თითი.
ვაკო მალევე წავიდა. ანდრიას სპეციალურად გამზადებული საბუთები გამოვართვი და საღამოს საყვარელ ქმარსაც დავახვედრე.
-აი ნიკა მოვიტანე უკვე საბუთები, ხელიც მოწერილი მაქვს, მოაწერს ბიძაშენი და მის მფლობელობაში გადავა მთელი კომპანია
-უკვე?_თვალები გაუნათდა
-ხო რაღას ველოდო?
-კარგი მე წავალ წავუღებ მაშინ.
ნიკა მალევე წავიდა, სახლში მარტო დავრჩი, იდეალური დრო იყო ყველაფრის მოსაძებნად. ჯერ საძინებელი გადავჩხრიკე, მაგრამ ვერაფერს მივაგენი, მერე ნიკას კაბინეტისკენ გავეიე, მთელი უჯრები გადავქექე მაგრამ არაფერი იყო. სკამზე ჩავეშვი და ფიქრი დავიწყე სად შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩემს წინ ჩამკიდულმა დიდმა ნახატმა მიიქცია ყურადღება. ქალი ორ მამაკაცს შუა იდგა, ხელი ერთისკენ ჰქონდა გაწეული, მაგრამ ცეცხლი მეორე მხარეს ექაჩებოდა. ირონიულად ჩამეცინა, თითქოს ვიღაცამ საუკუნეების წინ ჩემი მომავალი ასახა. ნახატა მივუახლივდი და უფრო კარგად დავაკვირდი, ხელი გადავატარე, უცნაური იყო, ნახატი კედელში იყო ჩასმული და პატარა ტალღები იგრძნობოდა ხელის გადასმისას, უფრო ახლოს დავაკვირდი და მივხვდი, სეიფი ბატონს ძალზედ ორიგინალურად ჰქონდა შენიღბული. მაგრამ რა თქმა უნდა ჩაკეტილი იყო. მაშინვე ანდრიასთან დავრეკე.
-ანდრია ვიპოვე_აჟიტირებული ვლაპარაკობდი
-რა იპოვე
-სეიფი. მაგრამ ვერ ვაღებ
-მოვდივართ
-არა არა, ნიკა მოვა მალე
-ძილის წამალი დაალევინე როგორმე, საქმეს ვეღარ გავწელავთ.
-კარგი დაგირეკავ.
დიდხანს ვფიქრობდი რა სახით შემეტყუებინა წამალი, ბოლოს მაინც სასმელი ვამჯობინე. ახალი ხილისგან ორი ჭიქა წვენი დავწურე, ერთში წამალი გავურიე, სალათაც მოვამზადე და ნიკოლოზმაც შემოაღო სამზარეულოს კარი
-ჩემი საყვარელი ცოლი რა ს აკეთებს?
-ვახშამი მოვამზადე, მიდი დაჯექი
როგორც ჩანს მოშიებული იყო, თვალის დახამხამებაში შეჭამა საჭმელი და წვენიც გემრიელად დააყოლა. მისაღებში ვიჯექით და კინოს ვუყურებდით, 15 წუთში ნიკას უკვე ღრმად ეძინა
-ანდრო მოდით.
-გააღე კარი ეზოში ვართ.
სახლში ანდრო და 3 შეიარაღებული ბიჭი შემოვიდა, ორი კი რაღაც პატარა ჩემოდნებით ხელში. სეიფი ვუჩვენე და ისინიც საქმეს შეუდგნენ. ნახევარ საათში ყველაფერი ღია იყო. კმაყოფილმა გადავავლე საბყთებს თვალი, მთელი მაქინაციები ნიკასთვის გადმოუბარებია, რა თქმა უნდა ასე ვერავინ მიაგმებდა მაგრამ ყველა საბუთში მაინც ბიძამისის სახელი ფიგურირებდა, ამით მას ადვილად დაიჭერდნენ მაგრამ არ დაბუშვებდი ნიკა გარეთ დარჩენილიყო.
-არ მჯერა რომ დამთავრდა_კმაყოფილმა ამოილაპარაკა ანდრომ
-ჯერ არ დამთავრებულა
-რას აპირებ?
-არ მოვისვენებ სანამ ნიკაც მამაჩემის მკვლელობაში ხელშეწყობისთვის ციხეში არ აფმოჩნდება ბიძამისთან ერთად.
-ქეთა მას ბიძამისის გარეშე არანაირი ძალა არაქვს.
-არ მაინტერესებს.
-რქ ჯიუტი ხარ. კარგი, ოღონდ ყველაფერი ამაღამ უნდა დასრულდეს იცოდე.
-დასრულდება
-მიკროფონს დაგიმაგრებ და საუბარს მოვუსმენთ, როგორც კი აღიარებიით ჩვენებას მოვისმენთ მაშინვე დავაკავებთ ნიკას.
-კარგი
ბიჭებმა მიკროფონი დამიმაგრეს. სამზარეულოში უაზროდ ვიჯექი და ნიკას გაღვიძებას ველოდებოდი. როგორც იქნა ორ საათში თვალების ფშვნეტით ჩამოვიდა.
-ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა
მკრთალად გავუღიმე და მის ქმედებას დაველოდე
-რამე მოხდა?_ეჭვნარევი მზერა მომაოყრო
-არაა
ცოტახანი მიყურა, მერე კი სამზარეულოდან გავიდა. დავინახე კაბინეტის კარი როგორ შეაღო, უკან მივყევი, კართან გავჩერდი და მის მოქმედებას დავაკვირდი. დაპანიკებული აღებდა სეიფის კარს, ოდნავ შეცბა როცა ყველაფერი ცარიელი დახვდა, ფრთხილად მოტრიალდა ჩემსკენ
-რაიყო ნიკოლოზ?_ირონიული მზერით გავხედე
-სადარის საბუთები
-რომელი საბუთები?
-აქ იყო
-აა ხო, ბიძაშენის მაქინაციებს გულისხმობ? ახლახანს წაიღო პოლიციამ
-რაა?
-კი ნიკოლოზ კი. მე ყველაფერი ვიცი. მშვენივრად ვიცი როგორ მოკლა ბიძაშენმა შენი დახმარებით მამაჩემი, როგორ ყალბად ჩაიგდო ომოანიის წილი და როგორ უნამუსოდ იქცევოთ ორივე
-ნუ სულელობ
-უარყოფ კიდეც?
-კომპანია ბიძაჩემის ხელშია, ვეღარაფერს იზამ
-მართლა ეგეთი დებილი გეგონე? საბუთები არაოფიციალური იყო ნიკოლოზ, არაფერიც არაა ბიძაშენის ხელში, მეტსაც გეტყვი, მისი წილიც უკვე საკარგული აქვს და ჩვენ, ნამდვილ პატრონებს დაგვიბურნდა, თქვენ მტერი მხოლოდ ჩემი ძმის სახით აღიავით, მხოლოდ მისი მოშორება გინდოდათ, მაგრამ მე გამოგრჩით, მე.
-შე კახ*ა
-მითხარი ნამუსი არ გაწუხებს?
-რისგამო? მამაშენი რო ჩავაძაღლეთ? არა ქეთა არ მაწუხებ იცი რატო, იმიტომ რომ ამას ვერავინ გაიგებს, შენ კი სიტყვებზე არ გენდობიან
-მე არა, მაგრამ შენ გენდობიან
-რაა?
წინადადება დასრულებული არ ჰქონდა ანდრო და პოლიცია რომ შემივარდა და ნიკა დააკავა. გაოგნებულმა გახედა ანდრიას.
-შეენ?
-მთავარი დეტექტივი ანდრია მოგესალმებათ_ღიმილით გადახედა და ბიჭებს ანიშნა წაეყვანათ.
-ახლა მართლა მორჩა_ღიმილით ჩავილაოარაკე და ანდრიას მოვეხვიე
-ყოჩაღ ქეთა, შენ ეს შეძელი.
-შენს გარეშე სიმართლესაც კი ვერ გავიგებდი ანდრო, დიდი მადლობა
-ნუ სულელობ.
-კაი ეს მიკროფონი აიღე და წადით მიხედეთ ბიძამისსაც
-აიყვანეს უკვე ისიც
-კაი ჩავალაგებ მე და წავალ
-წამო გაგიყვან სახლში
-ახლა არმაქვს ვინმესთვის რამის ახსნის თავი, ხვალ აავალ ჩემებთან, დღეს მაქსიმეს სახლში წავალ
-მიდი გაემზადე, გარეთ გელოდები.
მალევე შევაგროვე ჩემი ნივთები და მაქსიესთან წავედი.
ისევ მისი სურნელი ოთახებში
ისევ ის ატმოსფერო
ისევ ჩემი მაქსიმე
თან ჩემი არა
ყველაფერი დასრულდა
მე ბედნიერიც ვარ
და უბედურიც.
მიზანს მუვაღწიე
მაგრამ ბედნიერება მაქსიმეს გარეშე?
სრულყოფილი ვერასდროს იქნება.



_____
ესეც მეთოთხმეტე.
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. გელით❤скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mia15

ძალიან მომეწონა,საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.იმედია მაქსიმესთან შეარიგებ.ველი შემდეგ თავს.

 



№2  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

mia15
ძალიან მომეწონა,საინტერესოდ განვითარდა მოვლენები.იმედია მაქსიმესთან შეარიგებ.ველი შემდეგ თავს.

დიდი მადლობა❤ ვეცდები არ დავიგვიანო

 



№3  offline წევრი Tskrialashvili Mariami

აუ რა უცებ მოხდა ყველაფერი.
მაგრამ ეგრე ჯობდა აწი უფრო მეტი მომენტი იქნება ჩვენი შეყვარებული წყვილების. ^_^
მეტი მაქსი და ქეთა მინდა
ასევე გიორგი და ნუცა
სანდრო და სესილი
და რაღათქმაუნდა მეტი მეტი მეტი ვაკო და მარიამი :დ ♥


რეაქცია მაინტერესებს , როცა გაიგებენ თუ რატომ გაყვა ქეთი ნიკას.
მაქსის რეაქცია ხო მაინტერესებს , მაგრამ გიორგისი ხო მაინტერესებს და მაინტერესებს იმ სიტყვის მერე რაც ქეთის უთხრა.
ნუ მამენტ შეიძლება დავუშვა რომ მიზეზის არ ცოდნის გამო უთხრა მაგრამ მაინც როდესაც არ იცი რახდება შენი მეგობრის თავს და რატო იღებს ისეთ გადაწყვეტილებას რაც შენთვის და სამეგობროსთვის მიუღებალია, ასევე იცი რომ სხვა უყვარს და სხვას თანხმდება ცოლობაზე უნდა მიხვდე, რომ ალბათ არსებობს ისეთი მიზეზი რომელმაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და დაუფიქრებლად არ უნდა მიაყენო შეურაწყოფა.
ნუ რავიცი ყოველდ'შემთხვევაში მე მასე ვფიქრობ და.
ნუ ჩემი ვაკო ხო საოცრება მყავს,
ყველაზე გამგებიანი და საყვარელიი ♥♥


მარიამო შენ ხარ #ჩემიშოკიპიკიპანიკა ნიჭიეროოოოო ♥♥
გყვარობ მე შენ ♥♥♥

 



№4 წევრი naniko mindia

Vaime es raiyo dzan magaria warmatebebi ❤️❤️❤️veli shemdegs
--------------------
lomidze

 



№5  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Tskrialashvili Mariami
აუ რა უცებ მოხდა ყველაფერი.
მაგრამ ეგრე ჯობდა აწი უფრო მეტი მომენტი იქნება ჩვენი შეყვარებული წყვილების. ^_^
მეტი მაქსი და ქეთა მინდა
ასევე გიორგი და ნუცა
სანდრო და სესილი
და რაღათქმაუნდა მეტი მეტი მეტი ვაკო და მარიამი :დ ♥


რეაქცია მაინტერესებს , როცა გაიგებენ თუ რატომ გაყვა ქეთი ნიკას.
მაქსის რეაქცია ხო მაინტერესებს , მაგრამ გიორგისი ხო მაინტერესებს და მაინტერესებს იმ სიტყვის მერე რაც ქეთის უთხრა.
ნუ მამენტ შეიძლება დავუშვა რომ მიზეზის არ ცოდნის გამო უთხრა მაგრამ მაინც როდესაც არ იცი რახდება შენი მეგობრის თავს და რატო იღებს ისეთ გადაწყვეტილებას რაც შენთვის და სამეგობროსთვის მიუღებალია, ასევე იცი რომ სხვა უყვარს და სხვას თანხმდება ცოლობაზე უნდა მიხვდე, რომ ალბათ არსებობს ისეთი მიზეზი რომელმაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და დაუფიქრებლად არ უნდა მიაყენო შეურაწყოფა.
ნუ რავიცი ყოველდ'შემთხვევაში მე მასე ვფიქრობ და.
ნუ ჩემი ვაკო ხო საოცრება მყავს,
ყველაზე გამგებიანი და საყვარელიი ♥♥


მარიამო შენ ხარ #ჩემიშოკიპიკიპანიკა ნიჭიეროოოოო ♥♥
გყვარობ მე შენ ♥♥♥

ჩემი მარიამი!!! მიხარიხარ მე შენ❤❤❤❤❤

naniko mindia
Vaime es raiyo dzan magaria warmatebebi ❤️❤️❤️veli shemdegs

დიდი მადლობა❤❤

 



№6  offline წევრი Girl with pretty smile

როგორც იქნა,დასრულდა ეს წამება.როგორ გამახარე შენ არ იცი მარიამ.ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის წავიკითხავ.
როდის გადავეშვები სიამოვნების მორევში და შევიგრძნობ იმ საოცარ გრძნობებს რომელიც ამ ისტორიაშია ჩაქსოვილი და მე ღიმილს მგვრის.
დღეს ბედნიერი დღე მაქვს და ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა.
არაფრის თქმაა საჭირო რადგან შენ ყველაფერი იცი.
არც კი ვიცი რა გითხრა,მუდამ გაოგნებულს მტოვებ.
დღესაც მოახერხე და გამაბედნიერე კიდევაც.
საშინლად მაინტერესებს ახალი თავი.
რა მოხდება მაქსიმესთან,სხვებთან მიახლოებით მაინც ვხვდები რა სიტუაცია იქნება.
მაგრამ აი მაქსომე-აქ ყველაფერი ახვანაირადაა და უკვე ვცქმუტავ.
მიყვარხარ მარი))

 



№7  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Girl with pretty smile
როგორც იქნა,დასრულდა ეს წამება.როგორ გამახარე შენ არ იცი მარიამ.ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის წავიკითხავ.
როდის გადავეშვები სიამოვნების მორევში და შევიგრძნობ იმ საოცარ გრძნობებს რომელიც ამ ისტორიაშია ჩაქსოვილი და მე ღიმილს მგვრის.
დღეს ბედნიერი დღე მაქვს და ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა.
არაფრის თქმაა საჭირო რადგან შენ ყველაფერი იცი.
არც კი ვიცი რა გითხრა,მუდამ გაოგნებულს მტოვებ.
დღესაც მოახერხე და გამაბედნიერე კიდევაც.
საშინლად მაინტერესებს ახალი თავი.
რა მოხდება მაქსიმესთან,სხვებთან მიახლოებით მაინც ვხვდები რა სიტუაცია იქნება.
მაგრამ აი მაქსომე-აქ ყველაფერი ახვანაირადაა და უკვე ვცქმუტავ.
მიყვარხარ მარი))

ჩემო გოგო❤ მადლობა ამ სიტყვებისთვის, მეც მიყვარხარ ხოიცი❤ ვეცდები დიდხანს არ გალოდინო.

 



№8  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომეწონა მალე ვითარდება მოვლენები მაგრამ მაინ ისე მაქიკო თუ ცოტა იეჭვიანებს ანრუშკაზე კარგი იქნება გავერთობით საზოგადოება რავი გაითვალისწინე მაინ შემდეგს ველოდები მოუთმენლად მალე დადე heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№9  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

blondeangel631
ძალიან მომეწონა მალე ვითარდება მოვლენები მაგრამ მაინ ისე მაქიკო თუ ცოტა იეჭვიანებს ანრუშკაზე კარგი იქნება გავერთობით საზოგადოება რავი გაითვალისწინე მაინ შემდეგს ველოდები მოუთმენლად მალე დადე heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

დიდი მადლობა❤ ვეცდები არ დავაგვიანო

 



№10  offline წევრი Laliashvili009

rogorc yoveltvis saintereso tavi iyo ❤❤❤ veli shemdeg tavs ❤❤❤

 



№11  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Laliashvili009
rogorc yoveltvis saintereso tavi iyo ❤❤❤ veli shemdeg tavs ❤❤❤

დიდი მადლობა❤ ახლა ვამატებ და აიტვირთება მალე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent