შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chrysler (ნაპოვნი საქმრო) #2


29-03-2018, 17:27
ავტორი Marry Amm
ნანახია 403

Chrysler (ნაპოვნი საქმრო) #2

იმ საღამოს ჩვეულებრივ ხუთზე მოვრჩი მუშაობას, ნინა და ლანა უკვე კაფეში მელოდნენ. ნაინა და თუთა კი გზაში იყვნენ.
- სულ ასე იციან. - ჩხუბობდა ნინა. - მიედებიან, მოედებიან და ძლივს მობოდიალდებიან!
- აცადე ადამიანებს როგორც იქნა ერთად არიან!
- რო დავიშლებით მერე რათ მინდა მაგათი მოსვლა.
- მანქანა მინდა... - ამოვიოხრე ვიტრინებს იქით დანახულ ოთხთვალებზე და წვენი მოვხრუპე.
- აუუ! - მკლავზე ხელი მოიჭირა ლანამ. - ნუ სვავ მასე რამდენჯერ გთხოვე?
- ,,პრასწი".
- სულ ასე ამბობ!
- რა მანქანა გინდა? - დაინტერესდა ნინა.
- ,,ემ პიატი". - გამეღიმა ჭორფლიანზე.
- ოჰ, გემოვნება გაქვს მარა, ფული?
- ფულს რამდენი ხანია ვაგროვებ... გურამს უნდა ვუთხრა დამიმატოს...
- დაგიმატოს კი არა, რო გაიგებს ,,ბეემვე" გინდა, მაგასაც წაგართმევს, რაც შეგროვილი გაქვს.
- ჩემი საყვარელი დაქალი მუდამ ჩემს გამხნევებაშია! - შევუბღვირე ნინას. მიმტანმა ჩემი ბერძნული სალათი მოიტანა და ბრაზმაც უცებ გადამიარა.
- მე სიმართლეს ვამბობ. აუუ, ჯანაშიაზე გაიგე?
- არა. რა?
- ცოლი მოიყვანა! - გადაიხარხარა ლანამ.
- რა გაცინებთ მერე?
- შვილი ყავს იმ გოგოს. არა ლამაზი კია მარა...
- მერე რა რომ შვილი ყავს, პირველი შემთხვევაა?
- გოგო ჯანაშიამ მოიყვანა, ჯანაშიამ!
- გავიგე და მითუმეტეს. მაგას რომ ვინმე გაყვება საერთოდ ცხვარი უნდა დაკლას.
- ოო, ჯაში! ვერ ხარ შენ დღეს ხასიათზე!
- ცუდი სიზმარი ვნახე...
- გეტყობა. უეჭველი თხოვდებოდი არა? - გადაიკისკისა ნინამ.
- აბა ნიშნობის ბეჭედს ხომ არ შეიხორცებს. - სამივემ ხმის მიმართულებით გავიხედეთ. ნაინა, თუთა და... ჭორფლიანი, ჩემი ჭორფლიანი... ჩემი?
- შევიწროვდით გოგონებო, - ღიმილით მოგვმართა თუთამ. მე პირდაღებული ვუყურებდი მომღიმარს, მაგიდას მოუარა და პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. - უი მარიამ, - შემამჩნია ბიჭმა. - შენ არ იცნობ, ახალი გვყავს სასტავში. ჩემი ბიძაშვილია. - ჭორფლიანზე მანიშნა მან და ნაინას გვერდით ჩამოჯდა. - ეს მარიამია ბიჭო.
- სასიამოვნოა მარიამ! - ხელი გამომიწოდა მან.
- ეს აბიელია, მისი გაზრდილი ვარ. - დაამატა სიცილით თუთამ.
ვის, ვის და გოგოებს არასდროს არაფერს ვატყუებდი. ახლა დავაპირე მაგრამ... არა ნინას მაინც არ გამოეპარებოდა ჩემი სახე, ალბათ ფერი არ მედო. ამიტომ უბრალოდ გავიღიმე და ხელი გავუწოდე.
- ჩემთვისაც, არ ვიცოდი აბიელი თუ გერქვა...
- იცნობთ? - არც ამოუხედავს, ვითომ სხვათაშორის იკითხა ნინამ.
- ხო, მაგარი ხელოსანია მარიამი, მანქანა თუ გამიფუჭდება, მასთან მივიყვან. - იცინოდა ჭორფლიანი. რა თქმა უნდა, ვერავინ მიუხვდა ხუმრობას და მალევე დასერიოზულდა. უხერხულად ვიჯექი, აბიელი დაჟინებით მიყურებდა. სხვა არავინ იღებდა ხმას, აშკარად ყველა მე მელოდა. რას აკეთებენ ასეთ დროს? წინ უგემრიელესი თუმცა ხელუხლებელი სალათი მედო, ფრთხილად დავწვდი ჩანგალს. საშინელებაა, რამ დამაკომპლექსა?
- ისე ჭამე როგორც სახლში. - მიჩურჩულა ,,მარცხენამ".
- სახლში ვიკინგივით ჭამს, პატარა ლუკმებით ჯობს! - აყვა ,,მარჯვენა".
- სხვა რომ იკიკნება იმას ვერ იტანს და თვითონ ჭამოს მოდელივით?
- აბა ხო არ გააქცევს ამ ხალხს?
- ისევ ჩხუბობენ... - ამოვიოხრე და მეგობრებს შევხედე რადგან ფიქრი ცოტა ხმამაღლა გამომივიდა და ამჯერად ერთი კი არა ხუთი წყვილი თვალის გაოცებული მზერა დავიმსახურე.
- რა? - წარბები ასწია ლანამ. რა უნდა მეპასუხა? ასეთ მძიმე სიტუაციაში კლინიკაშიც არ ვყოფილვარ არასდროს. ჩანგალს წვალება დავუწყე, ისინი ისევ მელოდნენ, თვალი მოვავლე, უხერხულად გავიღიმე.
- ფიქრს შევყევი... - ამოვთქვი როგორც იქნა.
- რა გჭირს დღეს?
- მძიმე დღე მქონდა და მშია, თქვენ კიდე დამაშტერდით.
- არა რაღაც გჭირს ნამდვილად! - არ თმობდა ნინა.
- ჰო? - გვერდულად ჩაიღიმა ჭორფლიანმა. - საინტერესოა, საქმრომ ხომ არ გააბრაზა?
- რას გადაეკიდე ჩემ საქმროს?
- მაინტერესებს, მისი გაცნობა მინდა.
- შენ ვინ უნდა გაგაცნოს, თვითონაც არ იცის ვის მიყვება. - უშნოდ იხუმრა ნაინამ.
- ამ თემაზე არ ვხუმრობ, - ვთქვი ძალიან სერიოზულად და ყველას მოვავლე თვალი.
- ანუ, ვერ გავიგე...
- და არც განვიხილავ! - შევაწყვეტინე ჭორფლიანს. ისევ ,,მარცხენას" დავუჯერე და ყველა გაკვირვებით უყურებდა ჩემ მადიან ჭამას.

^ _ ^
მძიმე პაციენტი გვყავდა, ანესთეზია გავუკეთე და წამლის მოქმედებას დაკვირვებით დაველოდე. დროდადრო თვალს ვაპარებდი მისი ფეხისკენ, ისე ჰქონდა დაჩეხილი, აქა-იქ ამოშვერილი ძვალი გულს მიწუხებდა. ტკივილისგან საწოლის კიდეებს ეჭიდებოდა ბიჭი და არაადამიანურად ღმუოდა. მალე დაწყნარდა, მოეშვა, სახე ნორმალური გაუხდა, გათეთრებული თითები მშვიდად გაშალა, უბრალოდ დახუჭა თვალები და თეთრ ბურუსში ჩაიძირა. კიდევ ერთხელ შევამოწმე ყველაფერი და ქირურგს დაწყების ნიშნად თავი დავუქნიე, მანაც მშვიდად მოიმარჯვა ხელსაწყოები და საქმეს შეუდგა. ვერაფრით შევეჩვიე ასეთ საშინელ სანახაობებს. მთელი ოპერაციის მანძილზე იქ ვიყავი და ვცდილობდი არ მეყურებინა როგორ აწყობდნენ ექიმები ძვლების ,,პაზლს".
პარასკევი იყო, ჩემი საყვარელი დღე. გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი. ტრადიციის მიხედვით ეს ის დღეა როცა ყველა ერთად ვიკრიბებით სადმე ან წყნარ, ან საშინლად ხმაურიან ადგილას, გააჩნია განწყობას. ყოველთვის ვურეკავდი გეგას და ერთად მივდიოდით, მაგრამ ახლა სულაც არ მინდოდა მისი წამოსვლა. სახლში შევიარე თუ არა ამ უკანასკნელმაც დარეკა.
- ხო გეგა.
- რას შვები?
- რავი, სახლში ვარ, შენ?
- მე ძმაკაცთან ვარ, მოვწესრიგდები და გამოგივლი. ვიმხობთ დღეს?
- არ ვიცი რა აქვთ მოფიქრებული...
- ჯერ არ დაგირეკავს გოგოებისთვის?
- არა...
- მოხდა რამე?
- არა, უბრალოდ, განწყობა არ მაქვს.
- ოო, როგორც ჩანს დღეს კენჭისყრა იქნება!

* * *
ნიკა ჯაშმა სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მანქანაში ჩახტა. თან ვიღაცას ურეკავდა.
- ხო ნიკუშ. - გაისმა ტელეფონში ახალგამოღვიძებული ხმა.
- გეძინა შეჩ*მა?
- ჰო, რომელი საათია?
- საღამოა უკვე, შეკარი ,,კუში"?
- ხო, ცოტა მაკლია რა...
- გაინძერი მერე რაღას ელოდები ტო, დღეს დიდი დღეა ხო იცი, ყველა ვალი უნდა ამოვიღო თორე ,,პიზ*ეცია" შე*ემა!
- ვდგები, ვდები! მარა... უეჭველი თემაა? ხო იცი თუ ვერ მოვიგეთ...
- მოვიგებთ დედას მოვუ**ნავთ!
- გამომივლი?
- მოვდივარ უკვე მალე ვიქნები სახლთან!


* * *
არჩევნებმა გადაწყვიტა რომ დღევანდელი გაჩერება ბარი იყო, მე როგორც ყოველთვის უმცირესობაში მოვყევი და უმრავლესობას დავნებდი. ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის ის იყო რომ ჭორფლიანიც მოდიოდა, არავის უთქვამს, მაგრამ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. სიამოვნებისგან გამეღიმა მის სახეზე გეგასთან ერთად შესული რომ დამინახა. ამდენის გადაკოცნა მეზარებოდა, უბრალოდ ხელი გავაქნიე მისალმების ნიშნად და ნინას გვერდით დავჯექი.
- გვაღირსეთ? - ტუჩი აიბზუა მან.
- წამწამები დაიკარი?
- მიხდება? - ააფახულა თვალები.
- კოშკელიშვილს გავხარ, სათვალეები გაკლია.
- ჩემი საყვარელი დაქალი! - აატრიალა თვალები და ტელეფონში ჩაძვრა.
- გეგუშ, რა ხდება მოყევი? - ლუდი მოსვა თუთამ.
- რა უნდა ხდებოდეს, ერთიდაიგივე. - ხელი აიქნია გეგამ, ახლაღა გავაანალიზე რომ ჭორფლიანი არ გაუცვნია, ანუ გამოდიოდა რომ...
- უი, გეგა. - დავიწყე ღიმილით, - სულ დაგვავიწყდა გაგვეცნო, ეს აბიელია, თუთას ბიძაშვილი.
- მე კი ვიცნობ მარა შენ როდის მოასწარი ეგ ამბავი?
- რამდენიმე დღის წინ... საიდან იცნობთ? - ალბათ გავიგებდი კიდეც თათა რომ არ მოქანებულიყო აქოშინებული, ყველას დაგვიარა და აბიელის გვერდით მოკალათდა.
- აბა რას შვებით, რატომ ხართ ჩუმად?
- შენზე ვჭორაობდით და რო დაგინახეთ გავჩუმდით. - გაიღიმა ნაინამ. გოგონამ ერთწამიანი ღიმილით დააჯილდოვა და ჩემს ჭორფლიანს მიუბრუნდა.
- შენ როდის აქეთაა ვერას აღარ კადრულობ?
- კაი რა თათა. - მობეზრებით უპასუხა და ლუდი მოსვა.
- ძაან გამოიწიე აქეთ და რა ხდება, გამოვტოვე რამე?
- ღმერთო, - შევძახე პათეთიკურად, - შენ ეგ როგორ დაგემართა?
- ოჰო, ვიღაც ცუდ ხასიათზეა, რა ხდება, დიდებულ მარიამ ჯაშსაც აქვს პრობლემები? - გაიცინა თათამ.
- და შენ ეგ ასე გიხარია?
- არა, არა, ოღონდ ჩემზე ნუ იყრი ახლა ჯავრს!
- შენზე? - გამეღიმა ირონიულად და თავი ოდნავ გვერდზე გადავხარე. - არწივი მატლებზე დროს არ კარგავს.
- როგორ მძულს ეგ შენი უადგილო ირონია!
- მე კიდევ ძალიან მიყვარს ეგ შენი უშნო პირდაპირობა. - ხელით მიმტანს ვუხმე და ისიც აქეთ დაიძრა. - სხვათაშორის, ეგ ერთადერთია, რის გამოც ახლა ჩემ სასტავთან ერთად ხარ.
- მარიამ გეყოფათ, სულ ასე რატომ ჭამთ ერთმანეთს?
- აბა ერთად ვერ ძოვენ და... - ჩაიცინა ლანამ. მიმტანმა პასუხი აღარ დამაცადა, სანდომიანი ღიმილით დამიდგა გვერდით და მშვიდად დამელოდა.
- იცი რა... ტეკილა მოიტანე, ოღონდ ბოთლით, კიდევ ბევრი ლიმონი და მარილი. ჭიქები ყველასთვის, წვენიც მინდა რამე... ნუ იყოს მიქსი და ეგეც დიდი ჭურჭლით. კიდევ ხილის ასორტი და... - მეგობრებს გადავხედე. გაკვირვებულები მიყურებდნენ. - მგონი მეტი არაფერი...
- მგონი მართლა ბევრი გამოვტოვე. - ამჯერად სერიოზული იყო თათა.
- მარტო შენ? - მისი მისამართით თქვა და დაეჭვებით გადმომხედა გეგამ.
- ტეკილა რომელი? - საჭირო დროს ჩაერია მიმტანი ბიჭი, ღიმილით ავხედე.
- ომეგა!
თვალი ჭორფლიანისკენ გამექცა, ჭიქას უყურებდა და ოდნავშესამჩნევად იღიმოდა. პირი ყურებამდე გამეხსნა. ისევ მე მიყურებდა ყველა... რა უნდათ?
პირველი სადღეგრძელო რა თქმა უნდა ექიმების იყო, იმიტომ რომ მე ვიყავი თამადა. მიუხედავად ბიჭების ურჩობისა, ლუდის მერე ,,ტეკილა" არ უნდოდათ, ეს ჭიქა ყველამ ბოლომდე დალია. მერე უკვე დაძალება აღარ დასჭირვებიათ, ამას მოყვა მოლარეების სადღეგრძელო ნინას თამადობით, მენეჯერებისა ნაინას განხრით, ,,კაი ბიჭებისა", საბანკო ოფიცრებისა და ჩვენი მიმტანებიც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ. ფაქტიურად ბარში ვიქეიფეთ. ცეკვა მოგვინდა, მაგრამ აქ შესაბამისი სიტუაცია არ იყო.
- გადავიდეთ რა კლუბში სადმე. - აზუზუნდა ნინა.
- კაი რა, მშვენიერი სიტუაციაა აქ. - ჩემსავით არ უყვარდა ხმაური ნაინას.
არჩევნები ისევ კლუბის სასარგებლოდ დასრულდა. საპირფარეშოში შევიარე, გამოსულს უკვე ყველა გადანაწილებული დამხვდა. გეგას ,,კუპე" ჰყავდა, თათა მისჯდომოდა გვერდით და ტვინს უჭამდა. აშკარად დაღვრემილი მიყურებდა. თუთას მანქანაში უკან ლანა და ნინა ისხდნენ, წინ კი ნაინა.
- აღარ ჯდები? - უკნიდან მომისიგნალა ,,კრაისლერმა". ოდნავ გაოცებული მივტრიალდი, ეს ხომ ზუსტად ის იყო, რაც მე მინდოდა? მაგრამ მაინც ვითომ არ მინდოდას სახით წავედი მისკენ და უკმაყოფილოდ დავჯექი.
- ღვედი შეიკარი!
- არაუშავს რომ მთვრალი ზიხარ საჭესთან?
- არაუშავს. - ნელა დაიძრა. რატომღაც მეგონა ერთიანად მოსწყდებოდა ადგილს. თუთას და გეგას მანქანები აღარ ჩანდა. ხმა არ ამომიღია სანამ საკმაოდ გავცდით ყველა შესაძლო კლუბის ვარიანტს.
- საით?
- სადმე...
- რას ნიშნავს სადმე? - აშკარად დამეტყო აღელვება.
- გიტაცებ!
- აბიელ მორჩი უშნო ხუმრობას, სად მივდივართ მეთქი?
- სვანეთში!
- სვანეთში რა მინდა?
- რანაირ კითხვებს სვავ, შენ არ ხარ ის, სვანს რომ მიყვება ცოლად?
- შენ რა იცი?
- მე ყველაფერი ვიცი.
- სულ, სულ ყველაფერი? - ცოტა ბავშვურად გამომივიდა, ალბათ მაგიტომაც გაიცინა.
- ყველაფერი, ყველაფერი. მარა ის ვერ გავიგე გეგასთან რა გინდა?
- რა უნდა მინდოდეს, ვმეგობრობთ...
- ისიც ასე ფიქრობს?
- ალბათ.
- ალბათ.... ცუდი სიტყვაა, - ალბათ. ცოტა საეჭვოც.
- აბიელ რა გინდა რატომ ერევი?
- მინდა და ვერევი.
- უფლება არ გაქვს!
- იმაზე მეტი უფლება მაქვს, ვიდრე შენ ფიქრობ ამას!
- მართლა? და ვინ მოგანიჭა? - ირონია გამეპარა ცოტა.
- შენ!
- მე?
- სიგარეტი არ გინდა? - ფანჯარას ჩაუწია და ასანთი მოიმარჯვა.
- აღარ ვეწევი...
- გაზრდილხარ!
- შენც შეამჩნიე? - ღიმილით მოუკიდა სიგარეტს.
- ესეიგი ექიმი ხარ? - თემიდან თემაზე გადადიოდა, მე შტერიც ისე გავერთე სულ დამავიწყდა სად მივდიოდით.
- ხო, - გავიჯგიმე სავარძელზე.
- მიმკურნალებთ ექიმო?
- მე ანესთეზიოლოგი ვარ და არა მკურნალი.
- მასე არ გამოვა.
- რატომ, ნემსის გეშინია?
- მაგის ყველას ეშინია. - მეგონა იხუმრა, მაგრამ რომ შევხედე ისეთი სერიოზული იყო გულიანად მოვრთე ხარხარი. - რა არის სასაცილო? - ეწყინა ჭორფლიანს.
- ნემსის გეშინია? - ცრემლებს ვიწმენდდი სახიდან.
- არ მეშინია, უბრალოდ უსიამოვნოა!
- ღმერთო, რა სასაცილოა!
- მაინტერესებს იქაც ასე გულიანად თუ იცინებ ხუთ კილომეტრზე არავინ რომ იქნება მგლების და დათვების გარდა!
- სად? - სწრაფად შევწყვიტე და დავსერიოზულდი.
- სვანეთში.
- სერიოზულად?! მგონია ხუმრობ!
- რატომ?
- იმიტომ, რომ დანიშნული ვარ!
- ვისზე?
- მე რა ვიცი ვისზე?
- საკვირველი ვინმე ხარ!
- მე დაბადებამდე დამნიშნეს... - ჩავილაპარაკე მოწყენით და მინის მიღმა მორბენალ ხეებს გავხედე.
- და*კიდე მერე.
- ვერ დავიკ*დებ... და მოაბრუნე მანქანა ახლავე.
- როგორც გინდა. - სვლა შეანელა, მოხვევის ნიშანთან მოაბრუნა მანქანა და ისევ თბილისისკენ დაიძრა. მეწყინა... საშინლად მეწყინა...


წლისთავი ახლოვდებოდა, ჩემი გულისცემაც ყოველდღე ერთით მეტი ხდებოდა. ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ უარი უნდა მეთქვა... საშინლად ვწუხდი ოჯახის გამო მაგრამ, როცა იქნება დაივიწყებდნენ ამ ამბავს, მე კი ისე ვიცხოვრებდი, როგორც მომინდებოდა. შვებულება კარგად დამემთხვა. ივლისი იყო, დამხრუკვლელად ცხელოდა. ჩანთა დივანზე მივაგდე და მივწექი. ჭორფლიანზე ვფიქრობდი, მას მერე აღარ მინახავს, უკვე მეორე პარასკევი გავიდა, ის კი არსად ჩანდა.
- მოხვედი დედა?
- აჰამ....
- აიღე შვებულება?
- აჰამ...
- ლაპარაკი გეზარება?
- აჰამ...
- მარიამ!
- მაცადე რა დედა ძალიან მცხელა ვიწვი დავიღალე და ლაპარაკის თავი არ მაქვს! - გავღიზიანდი ერთიანად.
- რამე მოხდა?
- ხო, მოხდა. ზეგ წლისთავია...
- მერე პირდაპირ კი არ მოვლენ იქიდან!
- არც დიდ ხანს დაიცდიან...
- რა გადაწყვიტე დედა?
- შენი დახმარება მჭირდება...
- რაში დედა?
- უნდა გამიგო იმ ბიჭის სახელი, ან ,,facebook-ი", კიდევ ნომერი და საერთოდ ყველაფერი რასაც მოახერხებ.
- და რათ გინდა, აქ არ მოვლენ?
- ხოდა სანამ მოვლენ, მე უნდა მივიდე მასთან.
- და რას ეტყვი?
- დავრლაპარაკები ადამიანურად, რომ არ მინდა გათხოვება და სხვა მიყვარს ან რამეს მოვატყუებ.
- და რო არ შეიცვალოს არაფერი?
- მაშინ ვეტყვი რომ თუ ცოლად მომიყვანს სიცოცხლეს გავუმწარებ.
- მარიამ!
- დედა გთხოვ, ოჯახის წინ უარი რომ გამოვუცხადო მართლა საშინელება იქნება, ცალკე მოვგვარდებით და აქ რომ მოვლენ უბრალოდ ორივე ვიტყვით რომ ჩვენ არ გვინდა ეს დებილობა!
- მამაშენი...
- მამა ვერაფერს გაიგებს ამის შესახებ.
- ვერ დავუმალავ მარიამ!
- მხოლოდ ერთხელ დედა, ჩემს გამო, ყველაფერი რომ დამთავრდება მერე სიცილით ვუთხრათ ერთად. მხოლოდ ახლა დამეხმარე გთხოვ... - თავი კალთაში ჩავუდე ნატოს. - მე ხომ დედას პატარა პრინცესა ვარ.
ღიმილით დამხედა ქალმა, მერე შუბლზე ძლიერად მაკოცა და თმა გამიშალა მოსაფერებლად...

საბჭო შეიკრიბა, ყველა მე მელოდებოდა, ამჯერად ნაინასთან იყვნენ სახლში. ჩემი ჭორფლიანიც იქ დამხვდა. საინტერესოა რაღა მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა?
- აბა რა ხდება მოყევი? - ვეღარ მოითმინა ნინამ. თან მანიკურს ისმევდა.
- გადაწყვეტილება მივიღე...
- თქვი და!
- არ ვთხოვდები...
- ღადაობ? უკვე კაბაც კი შევაკერინე ლელას! - შემიბღვირა ლანამ.
- ხოდა შენ ქორწილში ჩაიცვი ეგ კაბა!
- მერე შენები? - ჩამეკითხა თუთა. - ან ის ბიჭი...
- იმ ბიჭს მე დაველაპარაკები... სანამ ჩვენთან მოვლენ მანამდე ვნახავ და ავუხსნი რომ არ მინდა გათხოვება და მორჩეს ეს სულელური ტრადიცია...
- რომ არ დაგთანხმდეს მერე სად მიდიხარ პრინცესა? - დამცინავი ტონით მკითხა აბიელმა.
- მაშინ ვეტყვი რომ საშინლად გავამწარებ, რომ არც მეყვარება, არც საჭმელს გავუკეთებ, არც დავირეცხავ და საერთოდ არაფერს არ დავუჯერებ! - მე გამწარებული ვლაპარაკობდი, ისინი კი იცინოდნენ. - რა გაცინებთ? სერიოზულად ვამბობ, სიცოცხლეს გავუწამებ, ისე ვიზავ რომ თავისი ფეხით გამექცეს.
- გეყოფა, გეყოფა. - ხარხარებდა ჭორფლიანი. - შენს თავს შეხედე, ერთი ციდა ხარ, შენ ვის რა უნდა დაუშავო?
- არ მიცნობ და ნუ ამბობ!
- და რომ არ იცი ვინა? როგორ უნდა დაუკავშირდე? - ყველასთვის საინტერესო კითხვა დასვა ნაინამ.
- ნატოს ველოდები, წუთი-წუთზე მომწერს...
- მე მაინც ვფიქრობ არაფერი გამოგივა. - გულიანად იცინოდა აბიელი.
- შენთვის იფიქრე, ჩუმად. მე ნუ მიშლი ნერვებს უაზრო დასკვნებით.
- არადა, კაი ქორწილი კაიაა! - რაღაც სხვანაირად გაიცინა თუთამ და ჭორფლიანს გადახედა. თუმცა მათთვის აღარ მეცალა, ტელეფონის ეკრანმა გაანათა. დედა მწერდა. ,,აბიელ დევდარიანი", - წავიკითხე და რამდენიმე წამს გავშრი. დაბლა ნომერი იყო მითითებული.
- აბა, მოგწერეს? - უფრო მეტი ხალისი ეტყობოდა ჭორფლიანს.
- აბიელ...
- რა მოხდა მარიამ? - იღიმოდა, ძალიან ცუდად იღიმოდა, თითქოს ამით მეუბნებოდა, მე კითხვა ვიცი, შენ კი პასუხი-ო.
- რა გვარი ხარ? - ვიკითხე ვიღაცის ხმით.
- ჩემი გვარი არ იცი ამდენი ხანია? - დროს წელავდა და უფრო მამწარებდა. - არ გრცხვენია გოგო?
- აბიელ სერიოზულად გეკითხები, რა გვარი ხარ?! - ისევ დუმდა, მითითებული ნომერი ავკრიფე, რამდენიმე წამში ზარი გავიდა. მაგიდაზე უდიერად დაგდებული ჭორფლიანის ტელეფონიც იმ დროს აზუზუნდა და სუნთქვა შემეკრა.
- დევდარიანი!
ოთახში მზე უკანასკნელ სხივებს ღაფავდა, გამჭვირვალე ფარდის წითელი ფერი მეწამულად ღებავდა კრემისფერ კედლებს, უამრავი ავეჯი იდგა, მაგრამ მაინც, ამ სიტყვამ უდიდესი ექო გამოსცა....скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Firefly

ისევ პირველი ვაარ

ძალიან მაგარი თავი იყო! ერთი სული მაქვს შემდეგს როდის წავიკითხავ . მომწონს ჭორფლიანი და მარიამი საშინლად.
--------------------
M.T

 



№2  offline წევრი Marry Amm

Firefly
ისევ პირველი ვაარ

ძალიან მაგარი თავი იყო! ერთი სული მაქვს შემდეგს როდის წავიკითხავ . მომწონს ჭორფლიანი და მარიამი საშინლად.

ჩასაფრებული ხარ ხო? :დ შენ არ იცი როგორ მახარებ. ❤️

 




ვაიმეეეე,ჯერ როგორ გამიხარა ახალი თავის დანახვა და მერე რომ წავიკითხე ხო საერთოდ გამოვშტერდი!
ეკალმა დამაყარა.
რა იყო ეს!
გული ისე ამიჩქარდა ცოტაც და გავსკდებოდი ალბათ.
რამხელა ინტრიგააა და როგორ მომწონს აბიელიიი,აი ძალიან ძალიან..სიგიჟემდე!❤️ეს თავი იყო რაღააააც ზე საშინელება ( კარგი გაგებით რა თქმა უნდა :დდდ) აი ისეთი საშინელება მთლიანად რომ შეგძრავს,გამოგაფხიზლებს❤️შენი წერის მანერა ისევ მაგიჟებს და ველოდები ახალ თავს მოუთმენლად❤️უმაგრესი გოგო ხარ ^____^ ❤️

 



№4 აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგად ვიცინე ბოლოს. საძაგელი ჭორფლიანი:დ ეგ ამბავი თუ იცოდა დაქალმა, რა გულმა მოუთმინა, რომ არ უთხრა მეგობარს?ეგ გამიკვირდა. ისე სვანის კვალობაზე საკმაოდ მხიარულია ჩვენი ბიჭი. იმედია სვანები არ გამიბრაზდებიან:დდ

 



№5  offline წევრი meocnebe avadmyopi

ოჰო!!! ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო სასწაული,ნამდვილად,საოცრება

მალე დადე თორემ ვეღარ მოვითმენ

 



№6 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

ეგრეც ვიცდი ეგ ბიჭი რო იქნებოდა. ყველა ისტორია ერთმანეთს ჰგავს,არანაირი ინდივიდუალიზმი და განსხვავებულობა...საშინელებაა

 



№7  offline წევრი ablabudaa

ვეჭვობდი ჭორფლიანის მსგავს სტატუსს, მაგრამ მარიამისთვის ამის შეტყობინების ასეთ ფორმას ვერ წარმოვიდგენდი, მეც შოკში ვარ როგორც მარიამი შეიძლება იყოს. საინტერესოა რას გვიმზადებ სამომავლოდ :))))

 



№8 სტუმარი სტუმარი marry amm

ცოტა ხნით დაბლოკილი ვარ პაროლი ვერ გავიხსენე და აქედან გიპასუხებთ ჩემო საყვარლებო.
წარსული კვდება..., ჩიკო ჩიკო, მეოცნებე ავადმყოფი, ააბუდა - თქვენ არ იცით მე როგორ ამიჩქარდა გული ეს კომენტარები ტომ ვნახე, სიხარულით გავიბერე ახალგაღვიძებულზე, ჩემი დღის კარგად დაწყების საუკეთესო საშუალება ხართ. არ მეგონა ამხელა ემოციებს თუ გამოიწვევდა ეს ისტორია. მადლობა თქვენ ამისთვის.

პროზაიკოსო, დამშვიდდი, იმედი მაქვს ოდესმე იპოვი ისეთ ისტორიას, რომელიც ქვეყნად არაფერს არ გავს, ალბათ ირმის ნახტომში მოქცეულ არსებებზე არ იქნება.

ჩიკო ჩიკო დამავიწყდა დამეწერა, დაქალებმა არ იცოდნენ, მხოლოდ თუთამ იცოდა, თუთა ნაინას შეყვარებული და ჭორფლიანის ბიძაშვილია ❤️

 



№9 სტუმარი სტუმარი Nina

Male ra, suls vgafav ukve ????????

 



№10  offline წევრი Marry Amm

დავდე ახალი თავი ნინა ❤️ შეიძლება უკვე ატვირთეს კიდეც ზუსტად არ ვიცი, თუ არადა ძალიან მალე იქნება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent