შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 5 )


29-03-2018, 18:26
ავტორი teengirllove
ნანახია 711

მაღალი საზოგადოება (თავი 5 )

ხმაურზე შეშინებული წამოვხტი სკამიდან და უკან მივტრიალდი, ახალგაზრდა ქერათმიანი ქალი კარებში გაფითრებული იდგა , შეშინებული იყურებოდა , თვალები გაფართოებოდა ,მის დანახვაზე უაფრო შემეშინდა..ცოტახანი ასე გშტერებით მათვალიერებდა , შემდეგ თითქოს გონს მოეგოო,დაიხარა და დამსხვრეული ჭურჭლის აღებას შეუდგა ..ნანი მაშინვე დასახმარებლად მივარდა..
-კარგად ხართ ქალბატონო? ჰკითხა შეშინებულმა..ქალს ხმა არ ამოუღია ,უბრალოდ თავი დააქნია , შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა ,პირდაპირ წინ დამიდგა ,კარგად ამათვალიერა და ნაზად გამიღიმა..
-ხომ არ შეგაშინე? მე მაია ვარ , მაია დადიანი,ნუცას დედა...
-სასიამოვნოა ,მე ნიტა ვარ ,ნუცას კლასელი ...
-სასიამოვნოა ნიტა ..როგორი ლამაზი გოგონა ხარ ..მითხრა და უდიდესი სითბოთი გადამისვა თავზე ხელი..ამ ქალის მიმართ სითბოთი აღვივსე..
-დე შენ სახლში ხარ? წიგნებით დატვირთული შემოვიდა სამზარეულოში ნუცა და დედას აკოცა
-კი ბარტყო, სააგენტოში ყველაფერი მოვაგვარე და ადრე წამოვედი..
-დედა დიზაინერია...უცებ ამიხსნა ნუცამ და წიგნები მაგიდაზე დააწყო
-დედაშენი რას საქმიანობს ნიტა? მკითხა ისევ ქალმა
-იცით ის ,დიასახლისია..
-მამა?
-დედაა...დაკითხვას ნუ დაუწყებ ეხლა
-არაუშავს ნუც..მამა არქიტექტორია ..
მამაჩემის პროფესიის გაგაბაზე ქალი შეცბა ..არქიტექტორი? ჩაილაპარაკა თავისთვის...შემდეგ გამიღიმა , დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა,მე და ნუცა კი მეცადიენობას შევუდექით..

მორე დღეს ნინოს ცივ მზერას ვგრძნობდი მთელი დღე ,მაგრამ მისთვის არ შემიხედავს ,სანდროც იქვე იდგა ,თუმცა არ დამლაპარაკებია ,მარტო ერთხელ გამომხედა და თვალი ჩამიკრა ,საპასუხოდ ჩავიღიმე ,ეს შეამჩნია და მანაც გაიღიმა,არც ეს გამოპარვია მის დაქალს და კიდევ უფრო მკაცრი მზერა მსტყორცნა..
სკოლის ეზოში ვიჯექი ,ისევ ყველასგან შორს ,მარტო ,ფიქრებთან ერთად ..
,,ნასესხები სიცოცხლე " ამოვიღე ,მინდიდა რაცშეიძლება მალე დამემთავრებინა,წიგნი ფებთან დავდე ,ცოტახანი ოცნებებსა და ფიქრებს უფლება მივეცი ჩემს გჰონებაში შემოეღწიათ ...თვალები დავხუჭე და ხეს მივადე თავი , ცოტახანს ბუნებაზე კონცენტრაციის მოხდენა ვცადე, ადამიანების ხმა დავახშე და ჩიტების ჟღურტყულს მოვუსმინე ,წარმოვიდგინე- ,, ვითომ მარტო ვიყავი შუაგულ მინდორში ,ბალახზე ვიწექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდი , აქ ისეთი სიმშვიდე იყო, თითქოს არაფერი მაწუხებდა ,არანაირი პრობლემა არ მქონდა ,არაფერი მაწუხებდა , ვისვენებდი სულიერად მშვიდად ვიყავი, შემდეგ სანდრო მოვიდა ,ლოყაზე მაკოცა და ჩემს გვერდით წამოწვა , ვარსკვლავების თვლას ერთად შევუდექით " ..ჩემს ფიქრებზე მეღიმება და თვალებს ვახელ ,ამჯერად წიგნს ვიღებ ,სამი ცოტაღა დამრჩა ,ვკითხულობ და ვამთავრებ კიდეც..გული მტკივა , ასეთი დასარული არ მინდოდა , ბოლომდე მჯეროდა რომ სანდროს მაშინდელი ნათქვამი არ გამართლდებოდა ,მაგრამ გამართლდა , მოკვდა ორივე მთავარი გმირი მოკვდა ,დაიღუპა ..წიგნს იქით ვისვრი, ფეხებს ვხრი და თავს მათში ვრგავ ,ვიმედოვნებ ,რომ არავინ დამინახავს,თავს უფლებას ვაძლევ ემოციებისგან დაიცალოს , ცრემლები მომდის , გული მიცემს , ვტირი, მთელი გულით ვტირი, თავს ლილიანის ადგილას წამოვიდგენ და მთელი გულით ვტირივარ ...მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი, ცრემლები მოვიწმინდე და თავი ოდნავ წამოვწიე, სანდროსთვის არ შემიხედავს ,არ მინდოდა ჩემი აცრემლებული თვალები დაენახა , ჩემს გვერდით ჩამოჯდა ,ვიგრძენი რომ იღიმოდა..
-დაასრულე? ...პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე- გილოცავვ...აბა მოგეწონა? მხიარული ხმა ჰქონდა , თავი ვერ შევიკავე და შევხედე ,ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა ,ღიმილი სახეზე შეაშრა -შენ რა ...ნიტა შენ ტირი? მკითხა შემდეგ...არაფეეი მითქვამს , ისეთი შეგრძნება გამიჩნდა თითქოს გამომიჭირეს ..
-ეს მხოლოს წიგნია..მითხრა სანდრომ და გამიღიმა ,ცრემლები ვეღარ შევიკავე და კიდევ უფრტო ავტირდი
-ვიცი რომ წოგნია..ვუთხარი სლუკუნით
-აბა რახდება?
-მე , თავი ლილიანად წარმოვიდგინე...
ცოტახანს დაბნეული მიყურებდა ,ტუჩის კუთხე ოდნავ ჩაუტყდა ,ხელები მხრებზე შემომხვია და მაგრად მიმიხუტა, მის სურნელს ვგრძნობდი,ცივი სუნამოს სურნელს , მის თითოეულ ნაწილს ვგრძნობდი, მის კანს ვგრძნობდი,მართალია მაისური ეცვა მაგრამ მაინც ,მის სითბოს ვგრძნობდი, თავი გულზე მივადე , ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანს ,მის გულისცემას ვგრძნობდი, ვიგრძენი როგორ დამადო თავი თავზე , როგორ შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი და კიდევ უფრო მაგრად მომხვია ხელები..
- ლილიანი ავად იყო, ამიტომაც დაიღუპა ,თავიდანვე განწირული იყო..მიჩურჩულა შემდეგ
-მაგრამ ,მან დაიმსახურა ბედნიერება .. მას უყვარდა,რატომ არ შეიძლებოდა ბედნიერი ყოფილიყო? რატომ არ შეიძლებოდა მასაც ეცხვორა სხვა ნორმალური ადამიანებივით? განა არ დაიმსახურა სიყვარული?
-შეიძლებოდა ..შეიძლებოდა მაგრამ რატომღაც რემარკმა ასე გადაწყვიტა , ლილიანას მიჯნური მალევე მოკლა , იცი რატომ?
-რატომ?
-იმიტომ რომ ,კაცს უფრო მეტად უყვარდა ქალი, კაცი საყვარელი ქალის სიკვდილს ვერ გადაიტანდა ,მთელი ცხოვრება ამ ტკივილით ვერ იცხოვრებდა შემდეგ ,ამიტომ მალევე აარიდა ტანჯვა, ლილიანი კი უკვე მომაკვდავი იყო, მისი ცხოვრება წიგნის დასაწყისშივე განწირული იყო..
-შენ ასე ფიქრობ?
მან თავი დამიქნია ...
-მეკი ვფიქრობ რომ ლილიანსაც ძალიან უყვარდა ,უბრალოდ ავად იყო და იმედს არ აძლევდა...
სანდრომ მხრები აიჩეჩა -შეიძლება ... კარგი რა გამხიარულდი , ეს მხოლოდ რომანია , შენ ლილიანა არ ხარ,ნიტა ხარ ,ნიტა ,სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერ ნიტა..
ჯანმრთელი..ჰმ..მან რაიცის მე რა მაჭირს , ლილიანის ადგილას თავი იმიტომ წარმოვიდგინე რომ მისი განცდები ნაწილობრივ ჩემსას გავდა , მისი შეუპოვრობა ,ცხოვრებით დატკბობა ,ეს მომწონდა ,ის ქალი ჩემთვის რაღაც მხრივ იმედის მომცემი იყო, ეხლა კი პირველად შემეშინდა ,შემეშინდა რომ შეიძლება ერთ დღეს მეც მომიღოს ავადმყოფობამ ბოლო...
-აბა ,კარგად ხარ? მკითხა ისევ სანდრომ
-კი,კარგად ვარ..
-არ მეგონა ასეთი სუსტი გული თუ გქონდა..
-რას გულისხმობ!? ნუთუ ჩემს ავადმყოფობაზე იცის?
-ჩემს წრეში გოგონები ,წიგნის პერსონაჟების გამო კიარა თავინთი უბედურების გამოც კიაღარ ტირიან...იძახიან ო და მორჩა..
-სათქმელად ადვილია არა? რამდენიც არ უნდა ვიძახო ეგ სიტყვა ,თუ მაწუხებს მაინც გამოვხატავ,ჩემდაუნებურად..
გაეცინა და ფეხზე წამოხტა..
- უფლება მიბოძეთ კლასამდე მიგაცილოთ..მითხრა და მდაბლად დამიკრა თავი, მის ასეთ საქციელზე გამეცინა ,ფეხზე წამოვდექი და ჩანთა ავიღე ,უეცრად ლოყაზე ნაზად მაკოცა ,მისმა თბილი ტუჩების შეხებამ ,შემაკრთო, თავი დაბხარე და ვიგრძენი როგორ ავწითლდი..
ჩემს ასეთ რეაქციაზე გაეღიმა -ღიმილი და გაწითლება გიხდება..
შემდეგ კლასამდე მიმაცილა ,გამიღიმა და დამემშვიდობა..სკოლის შემდეგ ნუცა ჩემთან წამოვიდა , დედა ჯერ არ ჩამოსულა ,მამა მუშაიბდა ზმარტო დარჩენა კი რატომღაც არ მინდოდა ,მიტომაც დავპატიჟე სტუმრად...გასაღები ამოვიღე და კარის გაღება ვცადე ,მაგრამ არ გაიღო, კიდევ ერთხელ ვცადე და იგივე განმეორდა ..უეცრად კარი გაიღო და ზღურბლზე მამაჩემი გამოჩნდა ..
-შენ სახლში ხარ? ვკითხე გაოცებულმა და სახლში შევედი..
-ხო შესვენებაზე მოვედი..
-აა..მა ეს ნუცაა ჩემი მეგობარი..
-სასიამოვნოა ნუცა , აბა შენ იცი ნიტა სტუმარს შესაფერისად გაუმასპინძლდი..თავზე ხელი გადამისვა , ნუცას დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა..
კარები სწრაფად მივკეტე , ნუცას სახლი დავათვალკერებინ ,შემდეგ სამზარეულოში შევუძეხი, ბართან დავსვი ,მეკი საჭმლის მზადებას შევუდექი..მაკარონი მოვამზადე ყველითა და ძეხვით, მთელი ამხნის განმავლობაში ნუცა ჩუმად იყო რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა ,მისკენ შევტრიალდი -ნუც რა გჭირს?
-არაფერი..მითხრა და რაღაცას მიაშტერდა
-მითხარი ,ასე უცებ რამოხდა?
-ნიტ არ ფიქრობ ,რომ მამაშენი ძალიან გავს მამაჩემის მამიდაშვილს? ... ცოტახანს ჩავფიქრდი,მეგონა ეს მსგავსება მარტო მე შევნიშნე -ხო ,სისულელეა ,დავიწყე ,უბრალოდ მე..
-არა მეც ეგ ვიფიქრე როცა პირველად ვნახე ეგ პორტრეტი..მივახალე უცებ
-უცნაური მსგავსებაა არა? მკითხა და უფრო ჩაფიქრდა
-რავი , ალბათ ესეთი რაღაცეები ხდება ხოლმე ..მაკარონიანი თეფში დავუდე წინ..
-არა ,მე არ მჯერა უბრალო დამთხვევების ..მითხრა და ჭამას შეუდგა
-რას აპირებ? ..ნუცა ცოტახანს დაფიქრდა ,შემდეგ უცნაური მზერა მომაპყრო
-დროა ,კითხვები დავსვა სახლში... ორაზროვნად თქვა ,შემდეგ გამომხედა და გამიღიმა...
-ნიტ იცი გუშინ ბუფეტიდან რომ გამოვედით სანდრო ნინოს ეჩხუბა..მომახალა უცებ
-რა? რატომ?
-რას ვერ ხვდები? შეენს გამო რათქმაუნდა...
-უი, რას ამბობ,დღეს მშვენივრად იყვნენ..
-უფ მერე ამან ნიანგის ცრემლები გადმოყარა და შემოირიგა..
-ხოო კარგია..
-ნიტა ჩემი მეგობარია და წესიეტად მოექეციო ასე უთქვამს..
ამ სიტყვებზე გამეღიმა, გულის სიღრმეში გამიხარდა სანდრომ მეგობარი რომ მიწოდა ...
მომდევნო ორი კვირა ჩვეულებრივი იყო, სანდრო მოდიოდა ,მელაპარაკებოდა , რაღაცეებს მეკითხებოდა , თავის თავზე არ ლაპარაკობდა ,არც მეგობრებზე ,დღე არ გავიდოდა არ მოსულიყო,თითქმის ყოველ დასვენებას ჩემთან ატარებდა ,მისი მეგობრები უცნაურად გვიყურებდნენ მაგრამ მათ ყურადღებას არ ვაქცევდი...
ნუცა რაღაცეების გარკვევას ცდილობდა იმ კაცზე რომელიც მამაჩემს მიამსგავსა ,მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდიოდა ,საერთოდ ვერ ვხვდებოდი ასეთი მოტივირებული რატომ იყო ,ეს ხომ მხოლოდ მსგავსებაა და სხვა არაფერი ...
-- ნუცა--
ოთახის კარებთან ვდგავარ და ფრთხილად ვაკაკუნებ, თანხმობის მიღების შემდეგ კარებს ფრთხილად ვაღებ და შიგნით შევდივარ.. დიდ ხის მაგიდასთან ,მამაჩემი ზის ,როგორც ყოველთვის უამრავი ფურცელი უდევს წინ და შიგნით აქვს თავი ჩარგული,იმდენად ბევრს მუშაობს დროც აღაც რჩება ჩემთვის , ზოგადად მამა მკაცრი ადამიანია ,წესების დამცველი, მშრომელი და სამართლიანი, ყველა მეუბნება რომ მას ძალიან ვგავარ გარეგნულად ,ქერა თმებით და ცისფერი თვალებით ,ხასიათით კი ჩემი უფროსი ძმა ბექა ჰგავს..ხანდახან მისი სიმკაცრე მაშინებს ,სულ ჩაფიქრებული და სერიოზულია , დედა მეუბნება სულ ასეთი არ იყოო,ადრე მხიარული და ხუმარა ყმაწვილი იყოო ..
-შეიძლება მამა? ვკითხე და პასუხს არ დაველოდე ისე მივუახლოვდი,წინ ჩამოვჯექი სავარძელზე და თვალები შევანათე...ქვევიდან ამომხედა და გამიღიმა
-რახდება ნუცა ,მალე მითხარი ხომ ხედავ რამდენი საქმე მაქვს..
-მა ,მე ..მე მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა
-გაკვეთილებს ეხება საქმე? თუ ესეა დედაშენს კითხე რა..
-არა ,საქმე ბიძიას ეხება.. ვუთხარი და შეშეინებულმა შევხედე
-ვიის? გაკვირვება ვერ დამალა
-აი იმ კაცს პორტრეტიდან ..მაინტერესებს ვინ ,არის
-ნუცა ამ საკითხზე დიდი ხნის წინ ვილაპარაკეთ და გითხარი რომ ის კაცი დაგევიწყებინა!! მკაცრი გამომეტყველება მიიღო
-ხო მაგრამ..
-არავითარი მაგრამ ,დაივიწყე ის კაცი და შენს საქმეს მიხედე ..
-რატომ არ შეიძლება ვიკითხო,ის ხომ ჩვენი ოჯახის წევრია?
-ნუცა!!!!აღარ გამამეორებინო, მეორედ მსგავს საკითხზე აღარ დამელაპარაკო !!!
მამის მკაცრმა ტონმა შემაშინა ,ფეხზე წამოვდექკ და გასასვლელად მოვემზადე,გაბრაზებულმა შევხედე მამას ,მან ჯერ ცისფერი თვალები მომანათა რომელშიც ტკივილი იგრძნობოდა ,შემდეგ თვალი ამარიდა და ისევ საბუთებს ჩახედა..კარებთან ვიყავი როცა კვლავ დამიძახა..
-ნუცა !!! არ გეწყინოს მა , დაანებე იმ კაცს თავი..
-მაინც გავარკვევ!! ჩავილაპარაკე ჩემთვის და ოთახი დავტოვე...



აბა შემიფასეთ, როგორ გამომდის? რამე მითხარით რა ,შენიშვნა მომეცით ,ან თქვენი აზრი გამიზიარეთ რავი.....скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან ძალიან კარგი თავი იყო განსაკუთრები ჩახლართულობა გენეალოგიურ ამბებზე

 



№2 წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
ძალიან ძალიან კარგი თავი იყო განსაკუთრები ჩახლართულობა გენეალოგიურ ამბებზე

madloba :)))

 



№3  offline წევრი Girl with pretty smile

ინტრიგა,ინტრიგა და ინტრგია.სულ უფრო დაა უფრონმხლართავ,უფრო მითრევ და მაგნოტივით მიზიდავ.თან თავების დადებასაც არ აგვიანებ.რა კარგი ხარ ვერ წარმოიდგენ)) შემიყვარდა ეს ისტორია)) წარმატებები)) wink grin

 



№4 წევრი teengirllove

Girl with pretty smile
ინტრიგა,ინტრიგა და ინტრგია.სულ უფრო დაა უფრონმხლართავ,უფრო მითრევ და მაგნოტივით მიზიდავ.თან თავების დადებასაც არ აგვიანებ.რა კარგი ხარ ვერ წარმოიდგენ)) შემიყვარდა ეს ისტორია)) წარმატებები)) wink grin

madlobaa..ver warmoidgen rogor maxarebs tqveni sityvebii :)))

 



№5 სტუმარი Qeta

ვაიმე როგორ დამაინტერესა ნეტა რა მოხვდა ძალიან მაინტერესებს მალე დადე ახალი თავი

 



№6 წევრი teengirllove

Qeta
ვაიმე როგორ დამაინტერესა ნეტა რა მოხვდა ძალიან მაინტერესებს მალე დადე ახალი თავი

kii ,xval davdeb :))

 



№7  offline წევრი talia

იდიალურია კნუტო

 



№8 წევრი teengirllove

talia
იდიალურია კნუტო

madloba

 



№9 სტუმარი ggg

rodis dadeb

 



№10 წევრი teengirllove

ggg
rodis dadeb

უკვე ბაზაშია ,დღეს ან ხვალ დაიდება ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent