შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 3თავი


29-03-2018, 22:47
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 856

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 3თავი

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე,შემდეგ კი ვუპასუხე.ყურთან მივიდე ტელეფონი და ჩუმად,ნამძინარები ხმით ვუთხარი.
-გისმენ-ამის თქმა და მისი კივილის ატეხა ერთი იყო.
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ?აბა არ ვიცი ვინ არისო,არც მის საცილეს ვიცნობო,სულ არ მაინტერესებსო.რატომ არ მითხარი?!მე არ უნდა მცოდნოდა?-მგონი ბოლოს უჰაერობამ გააჩუმა და მეც მომცა ამოსუნთქვის საშუალება.
-მარი,მოდი შევხვდეთ და ყველაფერს მოგიყვები.კარგი?-ახლა ძილი ყველაზე მეტად მინდოდა,თან ჯერ მხოლოდ 8 საათია.საშინელი სიცხეა მაგრამ ადგომა მაინც არ მინდა.
-კარგი ხო,2 საათზე ჩვენ კაფეში შევხვდეთ.-ადგილის მინიშნავს და მითიშავს.მეც ტელეფონს ტუმბოზე ვაბრუნებ და ბალიშს ვუბრუნდები.ძილი მალე შევიბრუნე და ის სულ არ გამხსენებია,რომ მე ანდროს გვერდით ვიწექი.ან ძილში რა უნდა მახსოვდეს.მაგრამ ერთი კარგად ვიცი,მწველმა მზერამ გამაღვიძა,თვალები ვჭყიტე და რას ვხედავ.ეს საბანი ფეხებს შორის მომიქცევია,ხოლო საღამური აწულა და ჩემი საჯდომის შეთვალიერება ძალიან კარგად შეიძლება,შემდეგ ანდროსკენ გავაპარე თვალი,ის კი ურცხვად მათვალიერებდა.
მაშინვე დავავლე საბანს ხელი და ძველ მდგომარეობას დავუბრუნე,საათს გავხედე და მივხვდი,რომ უნივერსიტეტში წასვლის დრო იყო.თან მარიამს უნდა შევხვდე,მაგრამ.ახლა საშინელება ის იქმება,რომ მთელი უნივერსიტეტი ჩემზე დაიწყებს ჭორაობას.
ავდექი და კარადის კარები გამოვაღე,არგვლიანისთვის კი ყურადჱბა არ მიმიქცევია.არ მინდა მასთან კომფლიკტი და საერთოდ შორს მინდა დავიჭირო თავი,თვითონ მითხრა,რომ მასაც არ უნდოდა ეს ქორწინება ამიტომ არ იქნება ამის წინააღმდეგი.
-სად მიდიხარ?-როგორც კი კარადიდან კაბა გამოვიღე მაშინვე მაჯახა კითხვა.
-უნივერსიტეტში-მეც ჩუმად ვეუბნები და სააბაზანოსკენ ვიღებ გეზს.თან ჩემი ჰიგიენური ნივთების ჩანთაც მიმაქვს და ვწესრიგდები.
უკან როცა ვბრუნდები ოთახი ცარიელი მხვდება,მეც ჩანთას ადგილზე ვაბრუნებ,შემდეგ კი ტელეფონს და წიგნებს ვიღებ.ოთახს ვტოვებ და კიბეებით ვეშვები ქვედა სართულზე.
სამზარეულოში როცა შევდივარ ყველა იქ მხვდება,მათ ვესალმები და თავისუფალ ადგილს ვიკავებ.
-აბა,დღეისთვის რას აპირებთ?-ირაკლი ყველას თვალს ავლებს და უხერხულ სიჩუმეს ფანტავს.
-ოფისში უნდა მოვაგვარო რაღაც საქმეები,შემდეგ კი კლუბში ბიჭებთან ერთად-ანდრონიკე უცებ პასუხობს და მისი გეგმებით კმაყოფილს,სახეზე ღიმილი ესახება.
-ანასაც გააცნობ ხო ბიჭებს?-ნინა თვალებს უბრიალებს მე კი უხერხულობისგან არ ვიცი სად წავიდე.ზედმეტი ტვირთი ვარ მათთვის,თან ყველაზე მეტად ის მოქმედებს,რომ იმას ვეზიზღები ვისთან ერთადაც მიწევს ამ ერთი წლის გატარება.მიხვდით ხო,რომ ანდროზე ვსაუბრობ.
-რა თქმა უნდა-ირონიულად განაცხადებს,ეს კი სულაც არ მომწონს.
-კარგი,მე უნივერსიტეტში მეჩქარება-უცებ ვაცზადებ,ფეხზე ვდგები.შემდეგ ზურგზე ვიგდებ ჩანთას,ყურსასმენებ და ტელეფინს ვიმარჯვებ და სახლიდან გავდივარ.ყველა მემშვიდობება,მაგრამ უცებ ნინას ხმა მაჩარებს.
-ანა,მოიცადე ანდრო წაგიყვანს-აი უკეთესი საბაბი ჩემზე საჭორაოდ.არაფერს ვეუბნები,კის თქმა მე მერიდება,არა უზრდელობაში ჩამეთვლება ამიტომ დუმილს და სიმშვიდეს ვამჯობინებ.
ხუთი წუთი ვიცადე ეზოში,შემდეგ კი გამოჩდა კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ანდრო.სიცხის გამო პიჯაკი ხელზე ქონდა გადაკიდული,თეთრი პერანგის პირველი სამი ღილი შეხსნილი ქონდა.მუქი ლურჯი ნაჭრის შარვალი ეცვა და შავი სპორტული ფეხსაცმელი.საშინლად სიმპატიური იყო,მაგრამ.მე ამის თქმის ან გაფიქრების უფლებაც არ მაქვს.
-დიდხანს უნდა გააგრძელო?
-რა?
-ჩემი დათვალიერება.-ცინიკურად მიცინის
-მოჩვენებები გაწუხებს-მეც ჩუმად ვუჭრი და მანქანაში ადგილს ვიკავებ.
-კარგი,ასე იყოს-ჩუმად მპასუხობს და თვითონაც იკავებს საჭესთან ადგილს.შემდეგ კი ეზოდან გავდივართ და მივყვებით გზას.
ხმა არცერთს ამოგვიღია,უბრალოდ ორივე ვუყურებდით გზას.თეთრ ზოლებს რომელიც მონაცრისფერო ტრასას თან მისდევდა,ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს უკან მოგვყვებოდნენ,ზოგი მათგანი წყდებოდა,ზოგიც კი საშინლად გრძელი იყო.თვალები საშინლად ამიჭრელა ამ ზოლებმა,მაგრამ მაინც უტიფრად ვაგრძელსბდი მათ ყურებას.მანქანა როცა გაჩერდა მეც მაშინ მოვავლე გარემოს თვალი და დავემშბიდობე თეთრ ლაქებს.თუმცა ახლა ათასობით თვალს წავაწყდი,რომელიც ამ მანქანისკენ იყო მომართული.ტანში უსიამოვნოდ გამცრა რაღაცამ,კარების გასაღებად წაღებული ხელი კი გაშეშდა.
-არ გადადიხარ?
-არ მინდა…-საშინელი ხმა ამოუშვა ჩემმა ყელმა,თითქოს მე არ ვოყავი.
-რატომ?
-ისინი ჩემზე ჭორაობას დაიწყებენ,მე კი არ მინდა ეს-ამ ხნის მანძილე პირველსად შევბრუნდი ანდროსკენ.გამიღიმა,ამ ღიმილში კი არ ყოფილა ცინიკურობა.
სახეზე მისი გრძელი და თლილი თითებით ნაზად მოხაზა რაღაც,მე კი მის ყველა მოძრაობას გაშეშებული ვაკვირდებოდი.
-ანა,მათი არ შეგეშინდეს.უბრალოდ ნუ მიაქცევ ყურადღებას.ერთ ყურში შეუშვი მეორედან გამოუშვი,თუ როგორცაა-გამიცინა და მეც გავუღიმე,შემდეგ ჩუმად ვუთხარი მადლობა და მანქანიდან გადავედი.
ჩემი დანახვა და მათი ჩურჩულის ატეხვა კი ერთი იყო,არ მესიამოვნა მაგრამ წამის წინ არგვლიანის ნათქვამი გამახსენდა და უნებურად ჩამეღიმა.
-ანუსიი-მარიამი მაშინვე წინ გადმომიხტა და ხელები მომხვია-მე და შენ სალაპარაკო გვაქვს-როგორც კი მეხვევა ყურში მიჩურჩულებს ისე თითქოს გაბრაზებული იყოს.
-კარგი-მეც ჩუმად ვეუბნები და შენობაში შევდივარ.უცებ ჩვენ წინ მთელი უნივერსიტეტის ჭორების შემგროვებელი ჩდება-ნათკა და ვხვდები,რომ საუბარი ჩემზე დაიწყება.ამიტომ წინასწარ ვემზადები.
-ანუკი,მართლა გათხოვდი?-ასეც ვიცოდი.არაფერს ვეუბნები,მსუბუქი თავის დაკვრით ვუცხადებ თანხმობას.
-არგვლიანზე?-ახლაც იმავეს ვიმეორებ და გვერდის ავლავს ვცდილობ მაგრამ მეხვევა და მილოცავს,მეც მადლობას ვუხდი და მაშინვს ვიყენებ მისგან წასვლის შანსს.
დღე ისე გადის,რომ რამდენიმემ ისევ მკითხა მართლა გავთხოვდი თუ არა,თან დააზუსტეს ჩემი საქმრო მართლა ყვეკასთვის ცნობილი ანდრონიკე არგვლიანი იყო თუ არა.მეც მოთმინებით ვპასუხობდი,რომ ყველაფერი ასე იყო.
ბოლოს როგორც კი ყველა ლექცია დასრულდა მე და მარიამმა ჩვენ კაფეში დავიკავეთ ადგილები.
ის რა თქმა უნდა კითხვებს მაყრიდა,მე კი მორჩილად ვპასუხობდი.როცა სიმართლეც გაიგო და ყვეკა კითხვაზე მიიღო სასურველი პასუხი ოცნების კოშკების აგება დაიწყო.
-აუ წარმოიდგინე იმ შენ ანდროს,რომ უღალატოს მისმა გოგომ.შემდეგ შენ,რომ შეუყვარდე და ეს დროებოთი მუდმივად,რომ იქცეს-ისეთი სერიოზილი სახით საუბრობდა თითქოს სიმართლეს ამბობდეს და ეს რაღაც ზღაპარი არ ყოფილიყო,რაღაც მომენტში ეს მეც კი დავიჯერე.მაგრამ შემდეგ ჩემი თავი დავტუქსე იმის გამო,რომ ეს რეალობად ავღვითქვი.
-ნუ სულელობ რაა-ვუცინი და ანგარიშს ვიხდი.შემდეგ ერთად ვტოვებთ კაფეს მაგრამ ჩვენი გზები მალე იყოფა.სახლში ტაქსით მივედი,გამოვიცვალე და ქვევით,როცა ჩავედი ნინას და ჩემ პუტკუნას მოვუყევი დღევანდელი დღის შესახებ,ყველაფერი ჩემი და მარიამის გარდა.უეჭველი ანდროს შეყვარებულზე წამომცდებოდა ჩვენზე საუბრის დროს ამიტომ შევიკავე თავი და მხოლოდ ის მოვუყევი,თუ როგორ მაყრიდნენ ერთი და იმავე კითხვებს.
ისინი კი იცინოდნენ და გითანაგრძნობო მეუბნებოდნენ,მაგრამ ვერ ხვდებოდნენ ჩემ დმდგომარეობას.
საუბარს როცა მოვრჩით ვისადილეთ და ყველა თავის საქმეს ჩაუჯდა.მე კი მეცადინეობა დავიწე,წიგნები როგირც კი დავხურე საწოლზე მოვკალათდი და სიმღერები ჩავრთე.ჩემი სტიქია კი საქმრომ დამირღვია,რომელმაც მაცნო,რომ კლუბში მივდიოდით.მეც სხვა რა გზა მქო და დავყევი მის ნებას.
წითელი ტანზე მომდგარი,ბრეტელებიანი კაბა ჩავიცვი,წინ არც ისე ღრმა დეკოლტით.მუხლს ოდნავ აცდენილი იყო,მაგრამ მასში თავს კომფორტულად ვგრძნობდი.ფეხზე ღია ვარდისფერი მაღლები ჩავიცვი,ტელეფონს დავავკე ხელი.სადა მაკიაჟი გავიკეთე და თმა გავიშალე.
წასვლა საშინლად კი მეზარებოდა მაგრამ მაინც წავედი,მისი საძმაკაცო უნდა გამეცნო.მაგრამ იქ სიურპრიზი დამხვდა.როცა შევედით და მაგიდასთან მსხდომებმა დაგვინხეს ერთ-ერთი გოგონა ფეხზე წამოხტა.ანდროსთან მივიდა და ჩამოეკიდა,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.შემდეგ კი ყველას დასანახად დაეწაფა მის ბაგეებს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი nina

es ra iko dzalian kargiaa gtxov koveldge dadeee da cota tavebi gazardee

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

სტუმარი nina
es ra iko dzalian kargiaa gtxov koveldge dadeee da cota tavebi gazardee

სამწუხაროდ მომდევნო ორი დღე ვერ დავდებ,არ მცლება მაგრამ თავებს გავაგრძელებ ))

 



№3 წევრი blondeangel631

ძალიან მომეწონა შემდეგს მოუთმენლად ველოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart მალე დადე ხოლმე შეეცადე

 



№4  offline წევრი Girl with pretty smile

blondeangel631
ძალიან მომეწონა შემდეგს მოუთმენლად ველოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart მალე დადე ხოლმე შეეცადე

მადლობაა,ჩემთან პირველად გამოჩდი და ძალიან მიხარია)) შევეცდები მალე დავდო ))

 



№5 სტუმარი Ani gafrindashvili

კარგია მომწონს ძალიან მაგრამ ამ გოგოს ვაფთხილებ თუ არ მოკვდება ან ანდრონიკეს თავს არ დაანებებს მერე მე მოვკლავ პირველად გამოჩნდა ტექსტში და უკვე ნერვები მომიშალა რაც შეეეხება თავს იდეალურია ისე წაჩიკითხე რომ როდის დავასრულე ვერ გავიგე ერთი სოტყვით თემაში მთელი არსით ჩავიძირეე....
ყოჩაღ ძალიან კარგი ხარ მადლობა რომ არ აგვიანებ

 



№6  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
კარგია მომწონს ძალიან მაგრამ ამ გოგოს ვაფთხილებ თუ არ მოკვდება ან ანდრონიკეს თავს არ დაანებებს მერე მე მოვკლავ პირველად გამოჩნდა ტექსტში და უკვე ნერვები მომიშალა რაც შეეეხება თავს იდეალურია ისე წაჩიკითხე რომ როდის დავასრულე ვერ გავიგე ერთი სოტყვით თემაში მთელი არსით ჩავიძირეე....
ყოჩაღ ძალიან კარგი ხარ მადლობა რომ არ აგვიანებ

ანი შენი კომენტარი მუდამ.მახარებსს)) მადლობა საყვარელო,მაგრამ.ეს გოგო ანდროს შეყვარებულია ასე,რომ ასე ადვილად ვერ გაქრება)) მადლობაა

 



№7 სტუმარი Ani gafrindashvili

Girl with pretty smile
Ani gafrindashvili
კარგია მომწონს ძალიან მაგრამ ამ გოგოს ვაფთხილებ თუ არ მოკვდება ან ანდრონიკეს თავს არ დაანებებს მერე მე მოვკლავ პირველად გამოჩნდა ტექსტში და უკვე ნერვები მომიშალა რაც შეეეხება თავს იდეალურია ისე წაჩიკითხე რომ როდის დავასრულე ვერ გავიგე ერთი სოტყვით თემაში მთელი არსით ჩავიძირეე....
ყოჩაღ ძალიან კარგი ხარ მადლობა რომ არ აგვიანებ

ანი შენი კომენტარი მუდამ.მახარებსს)) მადლობა საყვარელო,მაგრამ.ეს გოგო ანდროს შეყვარებულია ასე,რომ ასე ადვილად ვერ გაქრება)) მადლობაა

კარგი ნუ გაქრება მაგრამ იქნებ ჩემს სეხნიასაც ვუპოვოთ ბიჭუნა

 



№8  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Girl with pretty smile
Ani gafrindashvili
კარგია მომწონს ძალიან მაგრამ ამ გოგოს ვაფთხილებ თუ არ მოკვდება ან ანდრონიკეს თავს არ დაანებებს მერე მე მოვკლავ პირველად გამოჩნდა ტექსტში და უკვე ნერვები მომიშალა რაც შეეეხება თავს იდეალურია ისე წაჩიკითხე რომ როდის დავასრულე ვერ გავიგე ერთი სოტყვით თემაში მთელი არსით ჩავიძირეე....
ყოჩაღ ძალიან კარგი ხარ მადლობა რომ არ აგვიანებ

ანი შენი კომენტარი მუდამ.მახარებსს)) მადლობა საყვარელო,მაგრამ.ეს გოგო ანდროს შეყვარებულია ასე,რომ ასე ადვილად ვერ გაქრება)) მადლობაა

კარგი ნუ გაქრება მაგრამ იქნებ ჩემს სეხნიასაც ვუპოვოთ ბიჭუნა

ნაპოვნია ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent