შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chrysler (ცალმხრივი შეთანხმება) #3


30-03-2018, 19:39
ავტორი Marry Amm
ნანახია 339

Chrysler (ცალმხრივი შეთანხმება) #3

რამდენიმე წამი უნდობლად ვუყურებდი ჭორფლიანს. აქამდე ,,დევდარიანს" რომ გავიგებდი რაღაცნაირად შიში მეპარეოდა. მოულოდნელობის, უცნაურობის, იდუმალების... ახლა კი... ახლა უარესად მცემდა თავზარს სახელი და გვარი, - აბიელ დევდარიანი, თითქოს ის არ იყო ჩემი ჭორფლიანი...
- იცოდი?
- თავიდანვე.
- საბურავს რომ ვხსნიდი მაშინაც იცოდი?
- ალბათ სანამ დაგინახავდი მანამდეც ვიცოდი. - როგორი კმაყოფილი იყო, როგორი მომღიმარი.
- რომ მიტაცებდი მაშინაც, არა?
- მე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი.
- არა, არა... - ხელებში ჩავრგე ჩემი თავი. - არ მჯერა.
- რომ ვიცოდი თუ ჩემი ცოლი რომ უნდა გახდე?
- რა? - შეურაცხადად ამოვხედე ქვემოდან.
- აბა რა გგონია, იმით დამკერავ რომ საჭმელს არ მომართმევ ყოველ დილა?
- მე შენ ცხოვრებას გაგიმწარებ დევდარიანო! - ისევ სიცილით მოკვდა.
- გიხაროდეს ლანა, კაბა ტყუილად არ შეგიკერავს.
ახლაღა გადავხედე გოგოებს, ყველას სახეზე დიდი კითხვისნიშნები მიეკრათ.
- შანსი არაა გესმის? მე მაინც უარს ვიტყვი!
- შენ ხომ კარგად გესმის რომ მე უარყოფას არ ავიტან?
- მოგიწევს, ოჯახთან ერთად რომ მოხვალ, მე ამას ყველას გასაგონად ვიტყვი!
- ოჯახთან ერთად რომ მოვალ, შენ იტყვი, - თანახმა ვარ!
- მე ვიტყვი?
- აუცილებლად!
- არ ვიტყვი!
- იტყვი!
- არა!
- კი!
- კი!
- არა!
ყველას გაეცინა.
- წავედი მე...
- სად მიდიხარ?
- რა შენი საქმეა?
- ჩემი საცოლე ხარ, აბა ვისი საქმეა?
- არ ვარ!
- ხარ!
- აბიელ!
- მარიამ!

* * *
მთვარე საერთოდ არ ჩანდა, იმაზე მეტად ბნელოდა, ვიდრე ღამეს შეეძლო წარმოდგენა. ნიკამ ძლივს აათრია სხეული, დასისხლიანებული მიეყრდნო საკუთარი ბინის კარს და აკანკალებული ხელებით გასაღები გადაატრიალა. საათი ღამის პირველს უჩვენებდა. ფეხსაცმელები იქვე მიყარა, დივანზე მიეგდო და ტელეფონი მოიმარჯვა.
- ნიკა?
- მარიამ, სახლში ხარ?
- აბა სად ვიქნები ამ დროს, რა მოხდა?
- მომისმინე...
- ნიკა შესავლების გარეშე, ჩქარა მითხარი რა მოხდა!
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
- ახლა? - ხმა აუკანკალდა გოგონას.
- რამე აფთიაქის ყუთი თუ გვაქ წამოიღე და ჩქარა მოდი მარიამ...
- ღმერთო შენ მიშველე....
- დაწყნარდი და მალე მოდი სანამ ცოცხალი ვარ...


* * *
რამდენიმე წამი გაშეშებული ვიყავი, ყველაფერი წარმოვიდგინე იმის გარდა, რაც იქ დამხვდა. ჩემი ძმა დივანზე იწვა, სახე გაფითრებოდა, ტკივილისგან ოდნავ კვნესოდა. ცალი ხელი მუცელზე მიებჯინა და მძიმედ სუნთქავდა. მერე... მერე რაც მოხდა კარგად აღარ მახსოვს. ჩემში არავინ დარჩა, გარდა ექიმისა, რომელსაც ფიცი ჰქონდა დადებული და რომელმაც იცოდა თავის მოვალეობა. ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი, მაიკა გავუხიე, ჭრილობის დანახვაზე გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ინსტიქტურად გადავისხი სპირტი ხელებზე... ჩემი ყურადღება ახლა მხოლოდ ღმერთს იყო მიპყრობილი და ძმის გადარჩენას ევედრებოდა. ფაქტიურად ოპერაციის გაკეთება მომიხდა, სახლში, პატარა აფთიაქის ყუთით, საკუთარი ძმისთვის და ვერაფრით წარმომედგინა თუ გადარჩებოდა. ანტიბიოტიკი ძლივს გადავაყლაპე, უამრავი სისხლი დაეკარგა, პარკები, რომლებიც ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღე სავსე იყო ათასნაირი გადასხმებითა და სისტემებით, გული ამიფართხალდა, სისხლის გადასხმის აპარატს რომ მოვკარი თვალი. ჩვენ ერთი ჯგუფი გვქონდა... ღმერთს ყვარებია ჩემი ძმა. ყველაფერი მოვამზადე, მის გვერდით დავიკავე ადგილი და სისხლმაც მაშინვე იწყო სვლა. ბევრი უნდა მიმეცა, რამდენსაც შევძლებდი, ყოველი შემთხვევისთვის ენის წვერი გავუსინჯე, ყველაფერი რიგზე იყო, თავი უკან გადავწიე, მოვეშვი... არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. შემდეგ აპარატი გამოვაძრე და იქვე მაგიდაზე მივაგდე. ადგომა არ შემეძლო, ვიცოდი წავიქცეოდი, უბრალოდ პლედი გადავაფარე ნიკუშას, თავი მუხლებზე დავადე და ემოციებისგან დაცლილს ალბათ მალევე ჩამეძინა კიდეც... არ მახსოვს რა დამესიზმრა...
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. დედა იყო. მაქსიმალურად ვეცადე ხმა ჩამეწმინდა.
- ხო დე.
- მარიამ სად ხარ? - ძალიან აღელვებული ჩანდა.
- დამავიწყდა გამეფრთხილებინე, ნინას დავპირდი ანალიზებზე გაგყვები თქო და ადრიანად გამოვედი სახლიდან...
- მე კიდე რა არ ვიფიქრე საწოლში რომ არ დამხვდი...
- ნუ გეშინია, არ გავიპარები.
- ძალიან შემეშინდა. საშინელი სიზმარი ვნახე თან წუხელ, ისედაც ცუდი წინათგრძნობით გამეღვიძა.
- ნუღა ნერვიულობ ხოდა, ყველაფერი კარგადაა...
- კაი, როდის მოხვალ?
- არ ვიცი, დაგირეკავ.
- კაი, ჭკვიანად მარიამ.
- ჭკვიანად ვარ...
აპარატი გავთიშე და ნიკას დავხედე, შუბლი გავუსინჯე, იწვოდა. მაშინვე წამოვხტი, სიცხის დამწევი მოვძებნე და წყლით ხელში დავადექი.
- ნიკა, ნიკა, წამალი უნდა დალიო გესმის? ნიკა...
- ჰმ...
- პირი გააღე...
- წყალი... - ამოიხრიქლა საცოდავად.
- ხო, წყალი, ოღონდ ჯერ წამალი დალიე. - ტუჩებთან მივუტანე, დამჯერი აღმოჩნდა. მთელი ჭიქა ჩაცალა. - კიდევ გინდა? ნიკა! - ხმა აღარ გამცა.
რამდენიმე საათი გავიდა, ტემპერატურა დაეცა, ჭრილობა ახლიდან გადავუხვიე, სიწითლე არ შეინიშნებოდა და ცოტა დავწყნარდი. ახლა დრო იყო საჭირო. მოკუნტული ვიჯექი უეცრად კარზე ბრახუნი რომ ატყდა. შეშინებული წამოვჯექი. ბრახუნი განმეორდა. ფრთხილად მივეპარე კარს.
- ვინ არის? - გავძახე აქედან.
- ნიკუშას მეგობარი ვარ. - მომესმა გარედან. საკეტი გადავატრიალე და კარი გავაღე, თუმცა იმდენი შავებში ჩაცმული ახმახი დამხვდა იქ მაშინვე ვინანე, უკვე დასაკეტად მივაწექი რომელიღაცამ ფეხი რომ ჩადგა კარსა და ზღურბლს შორის და შემოსასვლელს ხელი ჰკრა. უკან ისეთი ძალით გადავვარდი, ცოტაც და წავიქცეოდი. დაახლოებით შვიდამდე დავითვალე ინსტიქტურად. მერვემ სწრაფად მიხურა კარი და საკეტი გადაატრიალა. დამფრთხალმა შევხედე და თვალები სიხარულისგან გამინათდა.
- აბიელ! - წამოვიყვირე მოულოდნელად და მოწყვეტით ჩავეხუტე ჭორფლიანს. - რა კარგია რომ აქ ხარ, კიდევ კარგი რომ აქ ხარ... - ვლუღლუღებდი ჩემთვის და გულში ვეკვროდი. - ჩემი ძმა, ის... მას არ ვიცი რა დაემართა... ვიღაცამ დაჭრა და... - ამის გახსენებაზე ნელ-ნელა ხელი შევუშვი. - წუხელ დამირეკა... - უკან უკან წავედი. - დაჭრილი იყო, ჭრილობა დავუმუშავე და. მოიცა მე... შენ... ის...
- ჩვენ, თქვენ, ისინი. - დაასრულა სიცილით ჩემს უკან მდგომმა, დანარჩენებიც მხიარულად აყვნენ. აბიელმა ერთი გადახედა და მათაც ნელ-ნელა შეწყვიტეს სიცილი.
- აბიელ რა ხდება?
- შენ მისი და ხარ არა?
- ხო... და ვარ... ეს ხომ ისედაც იცოდი...
- შენ ძმას ჩემი ვალი აქვს! - სიტყვებმა თავზარი დამცა. ის ნამდვილად ნიკუშაზე ლაპარაკობდა? ჩემ ძმაზე? ჩემ ნიკუშაზე? როგორ შეიძლებოდა მას ვინმეს ვალი ჰქონოდა...
- რა ვალი, რამდენი?
- საკმაოდ ბევრი, გუშინ უნდა მოეტანა, მაგრამ როგორც ხედავ მაინც მომიწია აქ მოსვლა!
- რამდენი აქვს?
- სამოცი ათასი. - ნიკუშას გაოცებულმა, სასოწარკვეთილმა გავხედე. მინდოდა რამე ეთქვა, მინდოდა ხმა ამოეღო, დავერწმუნებინე რომ ტყუილი იყო ეს ყველაფერი ან რაღაც შეცდომა, ის კი ისევ ისე იწვა როგორც დავტოვე, არაფერი ესმიდა, ან შეიძლება ესმოდა კიდეც მაგრამ სხეულს ძალას ვერ ატანდა. მისკენ წავედი, მაგრამ ახმახებმა გზა გადამიღობეს, მუდარით შევხედე აბიელს, მინდოდა რამე მაინც ამომეკითხა მის სახეში, მაგრამ ჩუმი, უმეტყველო თვალები ჰქონდა, ვერაფერს მივხვდი, ვერაფერი გავიგე... - წამოიყვანეთ!
- რა? სად? - ამიტანა კანკალმა და კაცებს გავხედე რომლებიც ნიკასკენ დაიძრნენ. - აბიელ, ხომ არ გაგიჟებულხარ, სად უნდა წაიყვანო ამხელა ჭრილობა აქვს, გუშინ გავკერე, გაეხსნება გესმის? ხელი არ ახლოთ! - ისეთი ხმით დავიღრიალე მეც კი შემეშინდა. ახმახებს მივვარდი, ერთს ძლიერად ვკარი ხელი და ნიკუშას გადავეფარე. - აბიელ... აბიელ გთხოვ დაფიქრდი, ნუთუ გული სულ არ გაქვს? როგორ შეგიძლია ასე მოექცე, როგორ უნდა მომექცე ასე მე? - ცრემლების შეკავება აღარც მიცდია, თბილმა სითხემ სწრაფად ჩაისრიალა ლოყაზე, მას მეორეც მიყვა...
- შენ? და ვინ ხარ შენ, რომ კარგ მოქცევას ელი ჩემგან?
- მე შენი საცოლე ვარ!
- მართლა? - ისევ ეს ირონიული ღიმილი. - შენ არ მიმტკიცებდი გუშინ - არ ვარო? სიცოცხლეს გაგიმწარებო? ცოლად არასდროს გამოგყვებიო? რა შეიცვალა დღეს?
- აბიელ...
- მიპასუხე რატომ უნდა გადავიდე ჩემს სიტყვას შენ გამო?
- ის ჩემი ძმაა, გესმის? ჩემი ძმა!
- ეგ ჩემს კითხვაზე პასუხი არ არის მარიამ!
- დრო მომეცი და მე დაგიბრუნებ მაგ ფულს...
- დრო გუშინ ამოიწურა, მან სიტყვა თქვა, მეც ჩემი ვთქვი. ჩვენს სამყაროში კი სიტყვები ძვირად ფასობს, შენ ძმას როგორც ხედავ სიცოცხლედ დაუჯდა!
- გთხოვ, სულ რამდენიმე დღე მომეცი და დაგიბრუნებ მაგ თანხას...
- უკვე გითხარი, ეგ ფული აქ აღარაფერ შუაშია, ახლავე რომ მომცე, მაინც ფეხებზე მკ*დია. ახლა ლაპარაკი უკვე სიცოცხლეზეა მარიამ... - ისევ გაიღიმა, თითქოს ამით რაღაცას მანიშნებდა, ჩემგან ელოდა მისი აზრის გაგრძელებას.
- გინდა გითხრა რომ... რომ... - არ მინდოდა დასრულება.
- თქვი, დაასრულე მარიამ!
- შენ გინდა რომ მე...
- ხო, შენ...
- გეყოფა... ნუ მტანჯავ, პირდაპირ მითხარი რა გინდა!
- შენი აზრით? - ჩემსკენ წამოვიდა, არა ეს არ იყო ჩემი ჭორფლიანი, ის ვიღაც სხვა იყო, ვისი სახელი და გვარიც ჩემში შიშს იწვევდა. ეს აბიელ დევდარიანი იყო... ჩემი ჭორფლიანი სულ სხვაა... ან უბრალოდ მე წარმომედგინა სხვად...
- ალბათ გინდა რომ თანხმობა განვაცხადო...
- კიდევ?
- კიდევ?
- მისი სიცოცხლე უბრალო თანხმობაში გინდა გაგიცვალო მარიამ?
- მე ყველაფერზე თანახმა ვარ... - ამოვთქვი ბოლოს და დივანზე დავეშვი. სახე ხელებში ჩავრგე, ცრემლებმა ისევ იწყეს სვლა.
- სულელი ხარ! - მიყვირა ,,მარცხენამ". - როგორ აძლევ უფლებას შენი ძმით მანიპულირებდეს, თავმოყვარეობა სად გაქვს? სად გაქრა შენი სიამაყე?
- რა დროს პრინციპებია, როცა საქმე მის ძმას ეხება? - შეუბღვირა ,,მარჯვენამ". - მისი სიცოცხლე ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია!
- მან წააგო, თქვა და არ აასრულა, სწორედ ესაა სამართალი, შენ რომ მუდამ ასე მოითხოვ, უპირო კაცის სიცოცხლეს რა აზრი აქვს? სწორადაც რომ სიკვდილის ღირსია, მარიამმა რატომ უნდა აგოს პასუხი მის ნაცვლად?
- მიტევებაზე რამე გსმენია? აბიელს არ აქვს უფლება სიცოცხლე წაართვას მას, ვისთვისაც თვითონ არ მიუცია! მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის, მარიამმა უნდა დაიცვას...
- გაიმეორე რა თქვი? - ფიქრები აბიელის ხმამ შემაწყვეტინა.
- ვთქვი რომ ყველაფერზე თანახმა ვარ... ნიკუშას შენთან საქმე აღარ ექნება, მე კი... მე... არ ვიცი, იმას ვიტყვი რაც შენ გინდა.
- იტყვი და გააკეთებ კიდევაც. - ჩემ წინ ჩაიმუხლა, ორი თითი ნიკაპის ქვეშ შემიცურა და თავი ამაწევინა რომ თვალებში ჩაეხედა. - ნათქვამი სიტყვა, უკან აღარ ბრუნდება, კარგად დაიმახსოვრე ეს მარიამ. ნათქვამი უნდა ასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთქმელი სამუდამოდ დუმდება!
ერთხანს დაფიქრებით მიყურა თვალებში, არ ვიცი იქ რა დაინახა, ალბათ მადლიერება, სიხარული, ბრაზი და ზიზღი ერთად. წარმომიდგენია რა საწყალი ვიყავი, ღმერთო როგორ მძულს ეს სიტყვა... ყველაზე საშინელი და საზიზღარია... ტუჩის კუთხე ჩატეხა, მძიმედ წამოდგა ფეხზე და თავისიანებს ანიშნა. - წავედით, შეთანხმება მიღწეულია.
- მერე ფული? - მოიქუფრა ერთ-ერთი მათგანი.
- იქნება!

კარის გახურვის ხმამ შემაკრთო, ოთახიც თითქოს უფრო განათდა. სივრცე საშინელი აურისგან გათავისუფლდა და მეც მოვეშვი, ერთიანად მომიდუნდა დაძაბული სხეული. მეგონა დიდი ომი გადავიტანე შავ სამყაროსთან. ჩემს მარცხნივ მდგომთან... მართლაც დიდი ძალა დამჭირდა მისი აზრების უარსაყოფად. პირველად დავუჯერე ,,მარჯვენას". ვნანობდი? - არა, რადგან ამჯერად საქმე სიცოცხლეს ეხებოდა, ჩემი სისხლის და ხორცის სიცოცხლეს. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა დააშავა, როგორი იყო, უშეცდომო არავინაა. უბრალოდ უნდა გვიყვარდეს და მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან... ადამიანები... დიდები თუ პატარები, უმცროსები თუ უფროსები... ,,უფროსები მართლაც უცნაური ხალხია". - ამომიტივტივდა გონებაში. ვაღმერთებდი ,,პატარა უფლისწულს" თავისი უმანკოებით, სიკეთითა და მზრუნველობით. მის გულში მხოლოდ ,,მარჯვენა" სუფევდა... რა იქნებოდა მისნაირი ყოფილიყო ყველა? სამყარო დღითიდღე ემსგავსებოდა საქმოსანს, უაზროდ იჯდა, თვლიდა და თვლიდა... მეფეს, რომელიც ვერ მართავდა, ლოთს, რომელსაც რცხვენოდა, პატივმოყვარეს, რომელიც მუდამ თაყვანისმცემელს ელოდა. ადამიანების ტვინი ბაობაბებს მოეცვა...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი Nina

Mgoni cota aurie gadauxvie xo? ????????♥️♥️♥️

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაი გული მიშველეთ ძალიან ცუდად ვარ ოჰო ეს რა იყო საოცრე ბა სასწაული
ვაი საცოდავო მარინა რას გიკეთებენ ან ეს ბიჭი მართლა მანიაკია ან ის სად ნიკა სერიოზულ თამაშს უწყობენ მარიამს
ან მარტო ის ბიჭი
გაბრაზებული ვარ და სახელით არ მოვიხსენიებ
რა უქნა

წინა თავის კომენტარეებში წეღან წავიკითხე რომ თქვი უკვე ავტვირთეო და რომნ არ იყო გული შემიწუხდა
მაგრამ ახლა მომეშვა
მაგრამ უფრო მეტად მომეჭირა
გული აღარ ძგერს ფიფოოოოოოლ
მიშველეთ

 



№3  offline მოდერი ენემი

საინტერესოდ განავითარე heart_eyes ახალი და დიდი თავი მინდააა

 



№4  offline წევრი Marry Amm

სტუმარი Nina
Mgoni cota aurie gadauxvie xo? ????????♥️♥️♥️

მე ავურიე ზოგადად თუ ისტორიას გულისხმობ? :დ

 



№5  offline წევრი Girl with pretty smile

არა,არაფერს ვიტუვი.არაფერს კი არა ვერაფერს.
საოცარი ისტორიაა,პირველივე თავებში იგრძნობა რაღაც უცხო და ეს ძალიან კარგია.
უცხო რომელიც გითრწვს,სულ უფროდაუფრო ღრმად.
მე კი ეს მომწონს და მინა,რომ აქედან არასდროს ამოვიდე.
მინა,რომ ბოლომდე ჩამითრიაო.
არ ვიცი რა ვთქვა.როცა მგონია,რომ ეს მოხდება მოვლენები საწინააღმდეგოდ ვითარდება.
ესეც დიდი პიუსია რადგან უარესად მაინტრიგებ და მორევში მიგყავარ.
მეტი რა უნდა ვთქვა? შესანიშნავია.

 



№6  offline წევრი Marry Amm

meocnebe avadmyopi
ვაი გული მიშველეთ ძალიან ცუდად ვარ ოჰო ეს რა იყო საოცრე ბა სასწაული
ვაი საცოდავო მარინა რას გიკეთებენ ან ეს ბიჭი მართლა მანიაკია ან ის სად ნიკა სერიოზულ თამაშს უწყობენ მარიამს
ან მარტო ის ბიჭი
გაბრაზებული ვარ და სახელით არ მოვიხსენიებ
რა უქნა

წინა თავის კომენტარეებში წეღან წავიკითხე რომ თქვი უკვე ავტვირთეო და რომნ არ იყო გული შემიწუხდა
მაგრამ ახლა მომეშვა
მაგრამ უფრო მეტად მომეჭირა
გული აღარ ძგერს ფიფოოოოოოლ
მიშველეთ

ვაიმე რამდენი ვიცინე შენ კომენტარზე :დდდდდ იმაზე მეც ცოტა გაბრაზებული ვარ, ცუდად თამაშობს ვაჟბატონი :დ ხოოო ასეა მე ავტვირთავ ერთი სული მაქვს როდის წაიკითხავთ და რამდენიმე საათის შემდეგ დებენ, ცოტა ნაწყენი ვარ :დ ეს ქულებიც ვეღარ დავაგროვე რომ მოდერი გავხდე და პირდაპირ მე თვითონ დავდო შემოწმების გარეშე. მიხარია რომ უკომენტაროდ არ ცდები ჩემ ისტორიას <3

ენემი
საინტერესოდ განავითარე heart_eyes ახალი და დიდი თავი მინდააა

დიდი თავი მეც მინდა მაგრამ დიდ თავს დიდი დრო უნდა, დროს კიდე მოთმინება რომელიც არც მე მაქვს და მკითხველიც შესაბამისი მყავს, ამიტომ მომიტევეთ სიმცირე, თუმცა ძალიან ვეცდები <3

Girl with pretty smile
არა,არაფერს ვიტუვი.არაფერს კი არა ვერაფერს.
საოცარი ისტორიაა,პირველივე თავებში იგრძნობა რაღაც უცხო და ეს ძალიან კარგია.
უცხო რომელიც გითრწვს,სულ უფროდაუფრო ღრმად.
მე კი ეს მომწონს და მინა,რომ აქედან არასდროს ამოვიდე.
მინა,რომ ბოლომდე ჩამითრიაო.
არ ვიცი რა ვთქვა.როცა მგონია,რომ ეს მოხდება მოვლენები საწინააღმდეგოდ ვითარდება.
ესეც დიდი პიუსია რადგან უარესად მაინტრიგებ და მორევში მიგყავარ.
მეტი რა უნდა ვთქვა? შესანიშნავია.

უკვე მეც ცუდად ვარ, მგონია რომ ისეთს არაფერს არ ვწერ და ამ დროს ასეთი კომეტარები მხვდება, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ასე თქვენს წინაშე და ტემპის დავარდნის უფლება აღარ მაქვს. იმედი მაქვს ბოლომდე ასე გავალ, მიხარიხართ ძალიან <3

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ოჰოო, სულ სხვა სახე მივიღეთ ჭორფლიანის სახით. ნუთუ ყველაფერზე წამსვლელია? მაგრამ ნიკუშა ხომ აშკარად გაიმეტა? საინტერესოა ასეთი რა მოხდა? უფრო დამაინტერესე და ველი მომდევნოს

 



№8  offline წევრი Marry Amm

Chikochiko
ოჰოო, სულ სხვა სახე მივიღეთ ჭორფლიანის სახით. ნუთუ ყველაფერზე წამსვლელია? მაგრამ ნიკუშა ხომ აშკარად გაიმეტა? საინტერესოა ასეთი რა მოხდა? უფრო დამაინტერესე და ველი მომდევნოს

ისეთი კომენტარებით მამკობთ ვსიო მივდივარ და ვიწყებ შემდეგი თავის წერას :დ ბავშვი არ მაცდის დიდი თავები რომ დავდო, რა ჩემი ბრალია? :დ

 



№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

Marry Amm
Chikochiko
ოჰოო, სულ სხვა სახე მივიღეთ ჭორფლიანის სახით. ნუთუ ყველაფერზე წამსვლელია? მაგრამ ნიკუშა ხომ აშკარად გაიმეტა? საინტერესოა ასეთი რა მოხდა? უფრო დამაინტერესე და ველი მომდევნოს

ისეთი კომენტარებით მამკობთ ვსიო მივდივარ და ვიწყებ შემდეგი თავის წერას :დ ბავშვი არ მაცდის დიდი თავები რომ დავდო, რა ჩემი ბრალია? :დ

ისეთი ინტრიგა ჩაგვიგდე, უნდა დაწერო აბა როგორ?:დდ მაგრამ პატარა მაინც ყველაზე მთავარია

 



№10  offline წევრი ablabudaa

არა წინა თავში რო ახსენე მარიამი ძმა ერთ პაწაწუნა აბზაცში, მივხვდი რაღაცას ეო გვიმზადებდი, მაგრამ ასე განვითარება? მოკლედ ჩემ გაოცებას სულ ახერხებ, ასეთი აბილეი დიდად არ მომწეონა, მაგრამ საინტერესოა როგორი იქნება მომავალში. ველი ვწლი ვწლი მოუთმენლად როგორც ყოველთვის

 



№11  offline წევრი Marry Amm

ablabudaa
არა წინა თავში რო ახსენე მარიამი ძმა ერთ პაწაწუნა აბზაცში, მივხვდი რაღაცას ეო გვიმზადებდი, მაგრამ ასე განვითარება? მოკლედ ჩემ გაოცებას სულ ახერხებ, ასეთი აბილეი დიდად არ მომწეონა, მაგრამ საინტერესოა როგორი იქნება მომავალში. ველი ვწლი ვწლი მოუთმენლად როგორც ყოველთვის

ხო, ნიკას დიდი როლი აქვს მარიამის ცხოვრებაში, გადამწყვეტიც კი აღმოჩნდა. აბიელსაც ყავს მარიამის მსგავსად ,,მარცხენა" ამისთვისაც შეგამზადეთ პირველ აბზაცში :დ მიხარია რომ ისევ აქ ხარ <3

 



№12 სტუმარი სტუმარი სალომე

მარიამ ტკბილო!!! ძალიან გამიხარდი, ყველა შენი ისტორია ერთმანეთზე უკეთესია, არ ვიცი რა გითხრა. სასწაული ნიჭი უნდა ამას! ველოდები შემდეგ თავს.

 



№13  offline წევრი თუთა პირველი

Velodot dges axal tavs tu ara? ))))

 



№14  offline წევრი Marry Amm

სტუმარი სალომე
მარიამ ტკბილო!!! ძალიან გამიხარდი, ყველა შენი ისტორია ერთმანეთზე უკეთესია, არ ვიცი რა გითხრა. სასწაული ნიჭი უნდა ამას! ველოდები შემდეგ თავს.

უღრმესი მადლობა სალომე, არ იცი როგორ მახარებ <3

თუთა პირველი
Velodot dges axal tavs tu ara? ))))

ახლა ავტვირთე თუთა და ადმინებზეა დამოკიდებული, მალე დადებენ ალბათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent