შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბედე დამივიწყო


30-03-2018, 21:43
ავტორი Saally Saally
ნანახია 319

გაბედე დამივიწყო

დღეს 18 წელი შემისრულდა,ამ დღეზე ხომ დიდხანს ვოცნებობდი.რა გასაკვირია..
სკოლა დავამთავრე,უკვე სტუდენტი ვიყავი,როცა ოჯახში ძალიან დიდი ჩხუბის შემდეგ სახლიდან წასვლა დავაპირე,მთელი 18 წლის განმავლობაში ვისმენდი ნივთების ლეწვას,ჩხუბს,ყვირილს,მაგრამ არსებობს ზღვარი,ზღვარი რომელსაც ერთ დღეს გადასცდება ადამიანი,ყოველგვარი მიზეზ გარეშე.
ყველანაირად ვეცადე რომ ჩემებისგან შორს მექურავებინა სახლი. ასეც მოხდა, ქალაქის ერთ უბანში,კეთილმოწყობილი პატარა საკუთარი სახლები იყო აშენებული ერთი მეორის მიყოლებით. ადგილი მართლაც ნშვენიერი იყო რაც ჩემს დეპრესიას რაღაც უაზრო წამლებსა და ფსიქოლოგებს უეჭველად აჯობებდა. სახლში შევედი,ნივთები ამოვალაგე და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე. აივანზე გავედი,ცივი სიო მესიამივნა და თვალები დავხუჭე. გვერდით გავიხედე,როგორც ჩანდა ყველას აივანი გვერდი გვერდ იყო. ჩემს გვერდით ხელმარცხნივ, კარიდან სიო თეთრ ფამჭვირვალე ფარდას აფრიალებდა და აივანს ცდებოდა მისი სიგრძე.მის ფრიალს ვუყურებდი რამოდენიმე წუთი. სახლში შევედი,შხაპი მივიღე, შავი კაბა ჩავიცვი და სავარძელში მოვკალათდი. ჩავრთე საყვარელი მუსიკა..მისაღებში გავედი და ნაზი ცეკვა დავიწყე,თითქოს მარტო არც მიცეკვია.
"ამას ხომ სახლში ვერ შევძლებდი"ფავიფიქრე და დაღლილი ისევ სავარძელში ჩავვარდი. ღამის სამი საათი იყო,როდესაც ძალიან ხმამაღალმა მუსიკამ გამაღვიძა , ქალების კისკისმა,ჭიქების ჭახუნმა. მოთმინების ფიალა ამევსო და "მეზობელს" მთელი ძალით ვუბაკუნებდი კარებზე. კარი გააღო მამაკაცმა,მისმა ლამაზმა თვალებმა თითქოს გაიელვა და დამაბნია,მაგრამ სიბრაზე მატულობდა.
-უკაცრავად,მაგრად თქვენმა ხმამაღალმა ყაყანმა გამაღვიძა!!!თქვენს გამო ძილის გაფუჭებას და უძილოდ სიარულს ყოველ დღე არ ვაპირებ!!!
-მერე არ იცოდი რომ აქ ბავშვების ადგილი არ იყო საცხოვრებლად?
-ფრთხილად,იქნებ ბავშვს სულაც არ ელაპარაკებით!!!
მეზიზღებით ესეთი ხალხი.
მივაძახე და სახლში შევედი. ჩემდა გასაკვურად ნახევარ საათში ყველაფერი ჩაწყნარდა. მეც ტკბილად ჩამეძინა და დილით კმაყოფილი ავდექი.
ყავა მოვიდუღე და უნივერსიტეტში გავიქეცი.
გავიდა 3 დღე.
მზიანი დილა იყო,გრილი. ყავით ხელში ისევ აივანზე გავედი,ნაზი სიო ჩემს თმას ტალღებივით არხევდა,რატომღაც ისევ გვერდით გავიხედე და ის დავინახე.სახლის პატრონი რომელიც შუაღამისას გამოვლანძღე. უხერხულად ვიგრძენი თავი და ოთახისკენ შევტრიალდი.
-კარგად გეძინა?
გაკვირვებულმა გავხედე,და რამოდენიმე წამის შემდეგ დაბნეულმა ძლივს ამოვილუღლუღე
-უკაცრავად რა ?
-გავიმეორო?
-კი,კარგად მეძინა,მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს მეგობრებს?
-კი,ალბათ,რადგან ისინი შენს გამო გავუშვი.
-ჰაჰ,ჩემს გამო?კი წესით უნდა გაგეშვათ!რადგან პატრულს გამოვიძახებდი.
-სადაც გინდა იქ დარეკე,მე უბრალოდ ისინი შენს გამო გავუშვი
-მაპატიეთ მაგრამ ვერ ვხდები რას გულისხმობთ! ისევ შევტრიალდი როცა ისევ მომაძახა
-ისე,გადმოსვლის პირველ დღეს,ძალიან ლამაზად ცეკვავდი,შენი ლამაზი კაბით,იმედია ოდესღაც ერთად ვიცეკვებთ.
მე გავშრი,ლამის ჭიქა გამივარდა,ვერაფერს მივხვდი ,როცა პასუხის გაცემაგადავწყვიტე ის უკვე იქ აღარ იყო.
საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა.მინდოდა მასზე მეტი გამეგო. ისეთი აქცენტი ჰქონდა,ლაპარაკის მანერა,მისი მიმიკა,ღრმა თვალები..მისი გარეგნობა მაშტერებდა.. ფიქრები არ ამომდიოდა გონებიდან..დამინახა როგორ ვცეკვავდი..ჩემს გამო მეგობრები გაუშვა..ვერაფერს ვიგებდი და ყოველ დღე ეს გაურკვევლობა მტანჯავდა.
გავიდა ისევ დღეები..კვირეები.
გავიდა 1 თვე.
15:34წუთი. ყველაფერი აირია. ხალხის ყვირილი,გაქცეული ბავშვები. დაბნეული ვიყავი ვერ მივხვდი რა ხდებოდა,კედლებს შევხედე და ისინი შუაზე იხსნებოდა,კართან გავიქეცი როცა კედელი ჩამოინგრა და გასასვლელი გადაკეტა. კივილი ავტეხე და დახმარებას ვითხოვდი. გარეთ ყვიროდნენ " ზევით მგონი გოგონაა უშველეთ" მაგრამ ყველა გარბოდა. უცებ წელში ვიღაცის ძლიერი ხელები ვიგრძენი,შევხედე ის იყო.
-გამომყევი სწრაფად.
აივნიდან გადავძვერით,სახლის წინ შავი range rover იდგა,კარი გამიღო მანიშნა დავმჯდარიყავი,სხვა გზა არ იყო მეც სწრავად ჩავჯექი და იქაურობას მოვშორდით.
-კარგად ხარ?მკითხა დაბნეულმა
-სიმართლე გითხრა ისე რა..
-დავბრუნდეთ?
-ალბათ,აბა სხვა გზა არ არის..იმედია ყველაფერი დალაგდა.
-დალაგდებოდა.დამშვიდდი. გამიღიმა და ცხვიზე თითი მომადო,საჭეს მიუბრუნდა და უკან წავედით.
ყველაფერი როგორც იქნა წესრიგში ჩადგა..არადა იმ მონეტში როდესაც მიწისძვრა ვიგრძენი იმდენად მოულოდნელი იყო პანიკამ შემომიტია,სახლში რომ შევედი კედელი გაბზარული იყო და თაროდან ჭიქები ჩამოცვენილი.. მე კი ყველაფერი მეგონა თანზე მენგრეოდა ..ჩემს თავს კი იდიოტად ვთვლიდი,რომ მისი სახელიც არ ვიკითხე.
ისევ იგივე.ისევ უნივერსიტეტი. ისევ შუაღამემდე მეცადინეობა.
შაბათი დილა. მე აივანზე ყავით ხელში გავედი,დავინახე ჩვენს უბანში როგორ შემოუხვია შავმა მანქანამ. ისაა - გავიფიქრე და გამეღიმა. მანქანიდან გადმოვიდა,ამოიხედა ზევით და ცოტა ხანი გაჩერდა,გაიღიმა და სახლში ავიდა. ვიცოდი,ალბათ აივანზე გავიდოდა ისიც მაგრამ,სპეციალურად სახლში შევედი. გაცნობის დღიდან ყოველთვის მასზე ვფიქრობდი. მის თვალებზე,ტუჩებზე,მის მანერებზე და მიმიკაზე. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა,ფინჯანი დავდე და ვუპასუხე.
-გიო?
-როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც. მომისმინე,დღეს უნივერსიტეტის ბავშვები ვიკრიბებით,კლუბში მივდივართ,ძაან სერიოზული ადგილია,ისეთი არა როგორც ყველა,ნუ ხოიცი "გოიმობას"არ ავარჩევდი.
-მერე?
-რაღა მერე,ხომ წამოხვალ?
-აა..კაი,მაინც არაფერს ვაკეთებ.
-გინდა გამოგიარო?მანქანით ვარ
ჩავფიქრდი ისევ,და სწრაფად ვუპასუხე.
-კარგი 1 საათში მზად ვიქნები.
-კარგი დროებით.
სწრაფად ავდექი,სულ რაღაც ორმოცდააათამდე კაბა გამოვიცვალე,ბოლოს ძლის ავარჩიე ერთერთი,მოკლე, მუქი წითელი დეკოლტით,შავი მაღალ ქუსლიანები,თმა გავიშალე,მაკიაჟი და მზად ვიყავი. მხოლოდ გიორგის ზარს ველოდებოდი,მაგრამ როცა დარეკა არ ვუპასუხე.რადგან არ იცოდა ჩემი სახლი, მანქანის სიგნალი რამოდენიმეჯერ გაუშვა,აივანზე გავედი,გიომ ამომძახა ჩამოდიო,გვერდითა აივანზე კი ფარდა ფრიალებდა. როგორც ჩანს მან გაიგო,კმაყოფილმა დავტოვე სახლი და გიორგის მანქანაში ჩავჯექი.
კლუბში შევედით,ჩემს მეგობრებს მივესალმე,5 ვისკი,სამი ცეკვა,თავი გადაღლილად ვიგრძენი და გარეთ გავედი. სიგარეტი ამოვიღე ჩანთიდან და მოვუკიდე. ვფიქრობდი,იმაზე,თუ რატომ"ვფიქრობდი" მასზე მთელი დღე,ყოველ წუთს და წამს. უბრალოდ გონებიდან ვერ ვიგდებდი. არადა,ესე სულელურად თავი არასდროს მიგვრძნია.
ღამის 4ის ნახევარი იყო როცა ბავშვებმა მანქანით გამომაცილეს,გიორგიმ სახლამდე მომაცილა.
-მადლობა გიო
-არაფრის რისი მადლობა..იმედია ხშირად შევხდებით,იქნებ ჩვენი კურსელების გარეშეც. მე გავუღიმე და დავემშვიდობე. მისაღებში შევედი საიდანაც სიგარეტის კვამლი გამოდიოდა. უდიდესმა შიშმა დამიარა მთელს სხეულში,გასაღები ფრთხილად დავდე და აცრემლებული თვალებით ოთახში შევედი.
-ვინ იყო ის ახალგაზრდა ბიჭი?ასე გვიან რატომ მოხვედი
პირი ღია დამრჩა. ხმას ვერ ვიღებდი. სიგარეტი ჩააქრო,ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა.
-ჰმ,რა გასაკვირია,ლამაზი გოგოს ყოლა ყველას უნდაო,არა?
-აქ რატომ ხარ? ვინ მოგცა იმის უფლება რომ ესე მელაპარაკო?
-ალბათ მაქვს უფლება,და ყოველთვის მექნება,იმიტომ,რომ შენ შეგიყვარდები,მერე ცოლად გამომყვები და ბევრი შვილი გვეყოლება,მერე ვეღარავინ გაგიბედავს პაემნის დანიშვნას. ალბათ ხვალიდან ვეღარც გაბედავენ.
-რაა?რა სისულეელეებს ლაპარაკობ?გადი ახლავე ჩემი სახლიდან!
-მაგდებ?
-წადი!არ გაქვს უფლება ასე მომექცე ! წადი და საერთოდ აღარ დამენახვო!!!
-კარგი კარგი,ძილინებისა,ოღონდ ეგ კაბა გამოიცვალე,თორემ ძალიან მოკლეა,და თავს ძლივს ვიკავებ შენს ლამაზ სხეულთან.ძალიან მინდა აი ამ ხელებით შემოგახიო..
-გაეთრიე!ავადმყოფი ყოფილხარ!წადი აქედან!
-ღამემშვიდობის.
დილით დივანზე გავიღვიძე,ყველაფერი მტკიოდა. ფიქრებში წასულს იქ ჩამძინებია.
გუშინდელ ღამეზე ვფიქრობდი.. ის...როგორ იდგა ჩემს წინ..ასე ახლოს..მის სუნთქვას სახესთან როგორ ვგრძნობდი..ასე მგონია გავგიჟდები ღმერთო რა მჭირს! ვფიქრობდი და აქეთ იქით მოუსვენრად დავდიოდი.
შხაპი მივიღე,ჩავიცვი და უნივერსიტეტში წავედი.
მთელი ლექციები მასზე ვფიქრობდი..ჩემზე როგორ იეჭვიანა..როგორ იჯდა და ნაპასს არტყავდა.როგორ მინდოდა მეკოცნა იმ დროს როცა ის "გავაგდე".. მის ტუჩებს აღარასოდეს დავანებებდი თავს..
-ნინა,რა გჭირს? ფიქრებიდან გიომ გამომაფხიზლა.
-არაფერი,რა მოხდა?
-ძალიან ჩაფიქრებული ხარ.
-უბრალოდ ცუდად მეძინა.
-გინდა სახლამდე მიგიყვანო?
-არა არა არ შეწუხდე.
-რას ამბობ,რა უნდა შევწუხდე. მაინც მაქეთ მაქვს საქმე
-მაშინ კარგი.
ლექციების შემდეგ გიომ სახლამდე მიმაცილა. გზაში ხმა არ ამოგვიღია არც ერთს. თითქოს პატარა შეყვარებული ბიჭივით იქცეოდა,გოგოსთან ხმის ამოღების რომ რცხვენიათ. რა თქმა უნდა ამას ვგრძნობდი,მაგრამ არ მაინტერესებდა. არც ის და არხ სხვა დანარჩენი,რომლებსაც შეეძლოთ მუხლებში ჩამვარდნოდნენ,მე მხოლოდ "ის" მინდოდა. მხოლოდ მასთან და მის მკლავებში,სამუდამოდ.
გავიდა 2 დღე. კარზე კაკუნის ხმა გაისმა,სამზარეულოდან გამოვედი წინსაფარი მოვიხსენი და ფქვილიანი ხელები ზედ შევაწმინდე.
კარები გავაღე და წინ ახალგაზრდა ბიჭი იდგა,ულამაზესი თაიგულით ხელში,ეს თქვენ,მითხრა მორცხვად და კიბეეები სწრაფად ჩაირბინა. ღია კარში რამდენიმე წუთი ვიდექი და თაიგულს ვათვალიერებდი. წყლით სავსე ლარნაკში ჩავდე და მისაღებში დავდე. ვფიქრობდი ვისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს..მთელი დღის განმავლობაში,ყოველ ნახევარსაათში მოდიოდა ხან ბიჭი,ხან გოგო.. თაიგულებით ხელში,გაკვირვებულს აღარ ვიცოდი რა მექნა.მისაღები მთელი თაიგულებით გაივსო.
ღამის 10 საათი იყო როცა კარებზე ხმა გაისმა. გაბრაზებული წამოვვარრდი ,კარები გავაღე და ჩემს წინ ის იდგა.
-შემომიშვებ? გამიღიმა და პიდჟაკი შეისწორა.
-შემოდი.
-ყვავილები მოგეწონა?
საშინლად გავბრაზდი,მისკენ შევტრიალდი და საროჩკაზე ხელი წავავლე
-გგონია ასე შემაყვარებ თავს??უცებ გაქრები მერე ყვავილებით ამავსებ და ასე გვიან მომადგები?ესე გგონია?? ხელები ნელნელა გავუშვი,მან ხელი დამიჭირა და მასთან ძალიან ახლოს მიმიზიდა.
სახე ჩემს კისერთან მოაქცია. ნერწყვი ჩავყლაპე და ძლივს ამოვილუღლუღე
-რას აკეთებ..
-რა ლამაზი ხარ.. როგორ მაგიჟებს შენი ნაზი და სურნელოვანი სხეული..მინდა რომ ყოველი წერტილი დაგიკოცნო და არასოდეს გაგიშვა.. არასოდეს.. მინდა რომ ჩემი იყო. ჩემი გახდე..
-არ მინდა რომ გამიშვა
-ვიცი. არ გაგიშვებ
კოცნა გააგრძელა,ზედა ნელნელა გამხადა,მის კოფტის ღილებს ჩავყევი,ამიყვანა და საწოლზე ნახად დამაწვინა. მთელს სხეულზე ვგრძნობდი მის მხურვალე ტუჩებს.მაშინ მივხვდი როგორ გაგიჟებით შემიყვარდა აჩი. ის,რომელიც ჩემი პირველი მამაკაცი იყო და მე ეს არასდროს არ მინანია,ჯოჯოხეთის მსხვერპლიც რომ გავხდე ამის გამო,ამ მომენტებს არასოდეს დავივიწყებ,და მთელი გრძნობით გავიხსენებ. მე ის მიყვარს.

დილით ადრე გამომეღვიძა..თვალები გავახილე,ბალიშთან წერილი იდო,ზეწარი ტანზე შემოვიხვიე,წერილი ხელში ავიღე და აივანზე გავედი.
"ჩემო საყვარელო,ნინა,არ გეწყინოს,ასე რომ დაგტოვე,არ გამიბრაზდე,გთხოვ,ამ წერილს თუ კითხულობ,მე უკვე აეროპორტთან ვიქნები. მალე ჩამოვალ,და ამის შემდეგ სულ ერთად ვიქნებით,გპირდები,საყვარელო. მიყვარხარ,შენი აჩი."
თვალებიდან ცრემლები გადმომგორდა,სწრაფად ჩავიცვი,გარეთ გიჟივით გავვარდი და აეროპორტისაკენ წავედი.
"ღმერთო,ოღონდ მივასწრო!"
ტაქსიდან ჩამოვედი,აეროპორტში შევედი და აჩის თვალებით ვეძებდი,ის დავინახე,უკვე ადიოდა,სწრაფად გავიქეცი,მან გამოიხედა და ჩემკენ გამოქანდა.
-ნინა!მოხვედი მაინც?
-მე .. მე...
-წყნარად წყნარად,ამოისუნთქე..
-ეს მინდოდა მომეცა..
ვარდისფერი კოლოფი გავუწოდე.
-სუნამო? რა არაჩვეულებრივი არომატი აქვს,ნინა!
-ჩემი დამზადებულია... სპეციალურად შენთვის შევქმენი.. სიყვარულის არომატი დავარქვი..
-ე.ი სიყვარულის არომატი?
-დიახ..
-მაშინ,ეს სუნამო ყველა შეყვარებულს მივუძღვნათ,ამას,მხოლოდ შეყვარებულები იყიდიან..
-არაჩვრულებრივი აზრია... "სიყვარულის არომატი" ნინასგან.
ძალიან მიყვარხარ აჩი,გთხოვ,მალე ჩამოდი...
-სულ მალე აქ გავჩნდები,შენთან,ვერც იგრძნობ უჩემობას,ისე მალე მოვალ.
'ბატონო არჩილ,გაგვიანდებათ'
-კარგი აჩი,წადი.
ერთმანეთს მხურვალედ ვაკოცეთ,ჩახუტებულევი ვიდექით ასე,უაზროდ... აჩი გავუშვი..
დღეები მიდიოდა უაზროდ... მე კი ვიჯექი და აჩის ველოდებოდი.. დავდიოდი უნივერსიტეტში,ჩემ საქმიანობას ვაგრძელებდი,მას შემდეგ ბევრი სუნამო შევქმენი რასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
***********
-აჩი ჩამოვიდა!
-აჩი????მირანდას ხელიდან გაუვარდა ჭიქა,კარებისაკენ გაიქცა,აჩი ოთახში შემოვიდა და შეახტა.
-საყვარელო!ჩემო აჩი...როგორ მომენატრე!
-მირანდა ძალიან გთხოვ,დაღლილი ვარ..
-ჩვენი სიძე ჩამოვიდა,გილოცავ,წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა?
-დიახ დავით,ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
-მამა ძალიან გთხოვ ახლა მაინც ნუ ელაპარაკები ჩემ ქმარს საქმეზე,რამდენი ხანია არ მინახავს.
-ჩემ ოთახში უნდა ავიდე,დაგტოვებთ.
-მეც მოვდივარ..(მირანდა)
აჩიმ ამოისუნთქა და კიბეებს აუყვა.
-აჩი ძალიან მომენატრე... კოცნა დაუწყო ქმარს...
-მირანდა ძალიან გთხოვ,დავიღალე. სალაპარაკო მაქვს შენთან.
-გისმენ აჩი...
-უნდა გავშორდეთ. ჩვენ ერთად ყოფნას აზრი არ აქვს,იცი რომ არ მიყვარხარ,აღარ მინდა ჩემი ცოლი იყო და გთხოვ სკანდალს ნუ მოაწყობ..
-აჩი?რაა?? არა არა არა შენ ვერ გამშორდები! შენ მარტო მე გეკუთვნი
-მირანდა მორჩი,მე სხვა მიყვარს.
-რა თქვი?არა არ არსებობს! აჩი გთხოვ არ მიმატოვო გთხოვ
-მირანდა სისულელებს ლაპარაკობ.
-აჩი ვისაც გინდა შეხვდი,ოღონდ ჩემთან იყავი,მე ძალიან მიყვარხარ გთხოვ
-არა მირანდა! მორჩა ეს თამაში!
აჩიმ კარი ძლიერად გაიხურა და სახლიდან გავარდა.
მირანდა სახლიდან გაიქცა,აჩის გაეკიდა მაგრამ ის უკვე არსად ჩანდა.
*************
-აჩი,ხუმრობ არა?
-ლევან შენ რაღა დაგემართა?არ ვხუმრობ,მე პირველად შემიყვარდა. მას დავპირდი,რომ მივიდოდი და არ დავტოვებდი. მირანდასთან აღარ შემიძლია ყოფნა..
-ძმაო,კარგია,რომ შეგიყვარდა,მაგრამ დავითი მოგკლავს..
-მთელი ცხოვრება დავითის შიში უნდა მქონდეს? ჯობია ტელეფონი აიღო,გირეკვას.
-დავითია..
-აიღე..
-დიახ ბატონო დავით?დიახ.. გასაგებია..
აჩი..
-რაიყო?
-მირანდა საავადმყოფოშია.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Saally Saally

არა არ მორჩენილა,ეს პირველი თავია,აღნიშვნა დამავიწყდა სათაურში უბრალოდ

 



№2  offline წევრი tamuna.s

ერთი თურქული სერიალი გამახსენდა, ზუსტად ასეთი სიუჟეტია იქაც.

 



№3  offline წევრი Saally Saally

tamuna.s
ერთი თურქული სერიალი გამახსენდა, ზუსტად ასეთი სიუჟეტია იქაც.

ჩემს მოთხრობებს არასდროს არავისგან ვაკოპირებ,შემდეგ თავებს როცა დავდებ თუ წაიკითხავთ შეამჩნევთ კიდეც. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent