შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 4თავი


30-03-2018, 21:45
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 929

დროებითი მუდმივად გადაიქცა - 4თავი

ნელ-ნელა ჩემი მოთმინება იწურებოდა.არა და სულ არ ვარ ფიცხი,პირიქით სიწყნარით გამოვირჩევი.მაგრამ ეს ზედმეტია,როცა ნახევარმა საქართველომ იცის,რომ ცოლი მოგყავს.შენ კი ღამით გდიხარ კლუბში,სადაც მახევარი თბილისის ახალგაზრდობაა შეკრებილი,გიყურებ და ჭორაობს შენზე.შენ კი,ზიხარ შენ საცოლესთან ერთად და შენი შეყვარებულის ბაგეებს აგემოვნებ.ეს ნორმალურია?
მართალი ხართ,სულ არაა ნორმალური.მე კი სადაცაა ავფეთქდები მაგრამ არ მინდა საშინელება გამოვიწვიო.თუმცა ვხვდები,რომ ეს შეუძლებელია.
ბოლოს როგორც იქნა მოშორდნენ ერთმანეთს და მაგიდისკენ წავიდნენ,მე კი დამტოვეს უყურადღებოდ.ამაზე უარესად მომეშალა ნერვები და ჩუმად გავყევი მათ.
-ანდუშა მოსულა-ერთ-ერთმა ხელი დაკრა მხარზე,იმანაც გაუცინა და მის წინ მოთავსდა.მე კი წარბაწეული დავაკვირდი,ბოლოს როგორც იქნა შემამჩნია და მის გვერდით თავისუფალ ადგილზე მიმითოთა.
-ეე,შენ ანი არ ხარ?-ისევ იმავე ბიჭმა გამომხედა.
-კი,მე ვარ-ჩუმდა ვუთხარი და ირგვლივ დავიწყე ყურება.
-მე ნიკუშა ვარ-ბოლოს მიცინის და ხელს მიწოდებს,მეც ზრდილობის ნიშნად გავუწოდე ხელი.
-სასიამოვნოა.-გავუღიმე,შემდეგ კი სხვებმა “შემათვალიერეს“ ანდროს და მისი შეყვარებული ჩათვლით ექვსნი იყვნენ.ერთ-ერთი ნიკა,მათ შორის კი კიდევ ერთი გოგო იყო.
-მე მიკო ვარ-ახლა მეორე მიღიმის,შემდეგ კი გოგინა იწევა ჩემკენ.
-მე ნაინა ვარ-ისიც იმავეს იმეორებს და მეც მეღიმება.ძალიან ლამაზი და კარგი გოგო ჩანს,გარეგნობაც უცხო აქვს და სახელიც უწყობს ხელს.
-სასიამოვნოა-ყველას ვუღიმი შემდეგ კი ანდროს გვერდით მოთავსებულნგოგინას ვუყურებ.
-ლილიანა-ჩუმად მეუბნება და ისევ ანდრის უბრუნდება,მე კი უბრალოდ თავს ვუქნევ.
მართალი ვიყავი,ის მართლა ეჭვიანობს.მაგრამ მის თვალებში რატომღაც ვერ ვხედავ იმ გრძნობას,რომელსაც სიყვარულს ეძახიან.აი ასე უბრალოდ,სიცარიელეა.როცა ამ გრძნობის დროს ისინი უნდა კაშკაშებდნენ,მისი თვალები უბრალოდ ჩამქრალია,მასში კი მხოლოდ რაღაც საშინელი გრძნობაა.ამ გრძნობას კი შემდეგ სიცარიელე მოსდევს.თუმცა არ მიმიქცევია ყურადღება.ნაინასთან ვსაუბრობდი და როგორც ჩანს ყველამ იცოდა ჩვენი გარიგების შესახებ,ამან ტვირთი მომხსნა რადგან მოსიყვარულე საცოლის როლის მორგება არ მომიწევდა.
ყველა მის სამეგობროში ძალიან კარგი,თბილები და მეგობრულები იყვნენ.მესიამოვნა მათ გარემოცვაში ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს,მაგრამ როგორც კი მოჭუკჭუკე წყვილისკენ გამექცეოდა თვალი ნერვები პიკს აღწევდა.არ მინდოდა აქ ერთი ამბავი ამეტეხა ამიტომ ანდროსთვის ყველაფრის თქმა სახლში ვამჯობინე.
როცა წამოვიშალეთ და ყველა თავ-თავის გზას გაუყვა გული დამწყდა მაგრამ მესიამოვნა კიდეც.
მანქანში როგორც კი დავიკავეთ ადგილები გულმა საშინლად დაიწყო ფეთქვა.ვიცი,რომ მისთვის ეს არ უნდა მეთქვა მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა.ასე სამივეს თავმოყვარეობა ილახება,ეს კი არ მსიამოვნებს.
-მომისმინე-ბოლოს ღრმად ამოვისუნთქე და ძლივს ვთქვი ერთი სიტყვა,მიჭირდა რადგან ვნერვიულობდი.
-გისმენ-ჩუმდა განმიცხადა.
-შეგიძლია იმ მომენტში არ შეხვდე შენ სატრფოს როცა მე შენთან ვიქნები?!-ამ წინადადებაში ბრძანებაც და კითხვაც იყო,არ ვიცი მან რომელი გაიგო მაგრამ წარბაწეულმა გამომხედა,შემდეგ კი ირონიულად ჩამიცინა.
-შენ რა ეჭვიანობ?ან რა შენი საქმეა?-ბოლოს როგორც იქნა რაღაც მითხრა და ოდნავ მომეშვა ჩხუბი,რომ არ დაიწყო.
-ეჭვიანობა რა შუაშია,რაც შეეხება მეორე კითხვას.ნაწილობრივ ჩემი საქმეცაა რადგან ასე სამივეს რეპუტაციას ლახავ.მე ვარ შენი საცოლე,ეს ჩვენთვისაა ფიქტიური მაგრამ ხალხი ყველაფერს სხვა თავლით უყურებს,შენ მოღალატე ქმარი გამოხვალ,ის საყვარელი ნუ უარესიც გამოვა მაგრამ ამას არ ვაკადრებ,ჩემზე კი რაღაცეებ იტყვიან და კარგად იცი შენ,მე როგორ ვარ განწყობილი ჭორაობის მიმართ,მითუმეტეს მე თუ მკიცხავენ-მაშინვე მოვახსენე ჩემი აზრი,ისე,რომ გზისთვის არ მომიშორებია თვალი.
-აჰა,აი თურმე რაშია საქმე.
-ზუსტად.
-მოდი ერთს გეტყვი.შენი პატარა ცხვირი სხვის საქმეში აღარ ჩაყო თორემ აღარ იქნება ასეთი საყვარელი და დანარჩენს მე გადავწყევტ,რა და როგორ-აღარაფერი მითქვამს,იმედია ყველაფერზე დაფიქრდება და მიხვდება რას სჩადის.
სახლში როგორც კი მივედით ჩუმად გავაღეთ კარები და ოთახში ავედით,ჩუმად მივიპარებოდით.აი წარმოიდგინეთ თინეიჯერები,სახლში მისვლას,რომ აგვიანებენ და ცდილობენ ჩუმად შეიპარონ სახლში.
ჩვენც ამ სიტუაციაში ვიყავით,უბრალოდ არავის გავურბოდით,მათ გაღვიძენას ვერიდებოდით.
ოთახის კარი შევაღეთ და შიგნით შევედით,ფეხსაცმელები იქვე მივაწყვე და საღამურს ხელი დავავლე,თუმცა ანდრომ მომასწრო სააბაზანოში შესვლა.მეც დრო ვიხელთე და ბნელ ოთახში გამოცვლა დავიწყე,მაისური გავიხადე როცა შუქი აინთო და ჩემ წინ სპორტულ შარვალში გამოწყობილი,წელზემოთ შიშველი ანდრო გაჩდა.როგორც ჩანს შხაპი მიიღო,რადგან წ**ის წვეთები ისევ თამამად სარიალებდნენ მის სხეულზე.მისი გამოჩენით შეშინებულმა ოდნავ შევკივლე,მაგრამ შემდეგ სხვები გამახსენდნენ,ნუ მე რა ანდრომ ამაფარა პირზე ხელი.
-ანუკი,რა მოგივიდა-გამიცინა და ყურთან მიჩურჩულა.მე კი ხმას ვერ ვიღებდი რადგან პირიდან მისი გრძელი და თლილი თითები არ მშორდებოდა.
-რა თქვი რამდენის ვარო?-ისევ მკითხა მე კი ისევ ვდუმდი.-გამახსენდა 20-ის ხარ,მაგრამ ბავშვური ასაკის მიუხედავათ სულ არ გავხარ ბავშვს-ურცხვად მათვალიერებდა,მე კი ავწითლდი.საშინლად ავწითლდი,ბოლოს მივხვდი,რომ ამ ჯოჯოხეთიდან თავი უნდა დამეღწია.ოროვე ხელი მოვეჭიდე იმ ხელს რომელიც პირზე ამაფარა,მაგრამ რად გინდა ისევ გამაკავა.ოდნავ წამკრა ხელი და საწოლზე გადამაგდო,შემდეგ ზემოდან მომექცა და დამყურებდა.
-არა,მართლა სამუდამოდ დაგიტოვებ-ისევ ჩაიცინა,მაგრამ ვიცი ამას ვერ იზამს რადგან შეყვარებული ყავს.მახსენდება და ჩენ თავს ვაწყნარებ.
როცა სახე ძალიან ახლოს მოწია თვალები გამიფართოვდა,გულისცემა ყურებში ჩამესმოდა და მეგონა ის მასაც ესმოდა.როცა პირიდან მიშვა ხელი მაშინვე შევუღრინე.
-შემეშვი.
-წყნარი უკეთესი ხარ,მაგრამ არაუშავს.-არ მშირდება,პირიქით უფრო და უფრო მიწევს.
-გაიწიე და გამიშვი-თქო-ისევ გავუმეკრე თან ვცდილობდი თავი დამეხსნა მაგრამ არ გამომივიდა.შემდეგ კისერთან დაიხარა და ტუჩები მომაწება,მისი გავარვარებული ტუჩები მთლიან ყელში დაცოცავდა მე კი უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა.როცა მომშორდა სააბაზანოში შევვარდი და სახეზე წყალი შევსიხი.არა ასე გაგრძელება არ შეიძლება.
უკან როცა დავბრუნდი საღამურიც ჩავიცვი და საწოლში დავწექი,რაც შეიძლებოდა შორს მივიწიე,რომ მასთან სიახლოვე არ მეგრძნო მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩდა.მისგან წამოსულ იმპულსებს მთელი ღამე ვგრძნობდი და თვალი ვერ მოვხუჭე,მხოლოდ დილით ჩამეძინა,ესეც დაღლილობის გამო თან საშინლად ღრმად მეძინა.6 საათზე ჩაძინებულს 10-ზე გამეღვიძა,რბილ ბალიშზე თავი უკეთესად დავდე მაგრამ მაშინვე მივხვდი,რომ ვერ იყო რაღაც რიგზე.თავი ოდნავ წამოვწიე და როგორც კი ანდროს ცისფერ თვალებს წავაწყდი ჩემი თავი ბოლო დონემდე გავლანძღე.
-ჯანდაბა.-ჩუმად ვთქვი და მოშორება ვცადე,მაგრამ მისი წელზე მოხვეული ხელო არ მაძლევდა ამის საშუალებას.ბოლოს გადაიხარხარა და ხელი მიშვა.
დამცინის მაგრამ ეს სულ არ მაინტერესებს რადგან ვიცი,რომ მას თუ ავუყვები საქმე კარგად არ წამივა.
გადავბრუნდი და ძილის შებრუნება ვცადე,რაც აშკარად გამომივიდა მაგრამ ისევ გამომაგდო სიზმრების სამყაროდან ტელეფონმა,მაგრამ ახლა ანანო იყო.
-გისმენ ანო-მეორე დღეა რაც არ მინახავს და უკვე საშინლად მენატრება.
-როგორხარ ანუსი?
-კარგად ან,შენ?
-უკეთესად ვყოფილვარ.
-რა გჭირს?-თვალები ვჭყიტე.
-მომენატრე-გაბზარული ხმით ამომძახა.
-მიყვარხარ ანანო.
-აუ მეც…-უცებ დემეტრეს ხმა გავიგონე-მეც მინდა ანუსისთან ლაპარაკი.
-დემეტრე-გახარებულმა შევძახე ტელეფონში.
-ანუსი,როგორ ხარ გოგო?
-კარგად დემუსი შენ?
-შენი დის ხელში როგორ უნდა ვიყო?
-ბიჭი რა გოგოს გატან და შენ მიწუნებ?-ვუცინი როცა ანანოს სახეს წარმოვიდგენ.დიდი ხანი ვისაუბრეთ,ტელეფონი როცა გამოვრთე,მისი ტუმბოზე დადება და კარების გაღება ერთი იყო.
ანდრო იყო,აბა სხვა ვინ იქნებოდა.
-მე მიგრძაკავ ლილიანასთან ყოფნას,შენ კიდე ვიღაც დემეტრეს ელაპარაკები-ნერვებმოშლილმა ჩაიდუდღუნა,მე კი გამეცინა.
-დემეტრე ვიღაც არაა,მე კი გითხარი მაშინ არ გამოჩდეს როდესაც მე და შენ ხალხში ერთად გავალთ-თქო-გუშინდელი გავახსენე.
-აზრი?
-ძალიან დიდი აქვს.თან დემეტრე ჩემი სიძეა-ამას,რომ ვეუბნები გაფართოებული თვალებით მიმზერს შემდეგ კი რაღაც უცნაურ სხივს ვხედავ რომელიც წამიერად გარბის მის ზღვისფერ თვალებში.
-დამაწყნარე-თითქოს ირონოულად მითხრა,შემდეგ კი ოთახი დატოვა.
საღამომდე არაფერს ვაკეთებდი,ან რა უნდა მექნა.ხან ვკითხულობდი,ხან რაღაცეებს ვწერდი ხან კი ვხატავდი.
ბოლოს კი ისევ ანდროზე გადავიტანე ყურადღება,მუვხვდი,რომ მის სატრფოსთან მიდიოდა მე კი არ შემიჩერებია.ამის უფლებას არ ვაძლევ ჩემ თავს,ჯერ-ჯერობით პირობას ასრულებს.
ის როცა წავიდა მეც ჩემებთან წასვლა გადავწყვიტე და ეს გეგმაც წარმატებით განვახორციელე.მონატრებულ ხალხს გამრად მოვხვიე ხელები,ამ გრძნობამ კი იმდენი ქნა,რომ გაბრაზებაც ჩააცხრო.მაგრამ მე მათ ვერც კი ვუბრაზდები.ჩენ ფიქრებზე მეცინება.
მათთან დიდი ხნით გავჩერდი,რაღაცეებზე ვისაუბრეთ.შემდეგ სიძე და დაიკო მოვიდა და იმათთანაც ვიჭუკჭიკე.ბოლოს კო სახლში დავბრუნდი,ოთახის კარები როცა შევაღე გავშეშდი.ზღურბლს მივეყინე,თითქოს ნაღმზე ვიდექი და განძრევის საშუალება არ მქონდა…скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

დავმშვიდდი ახლა კითხვას დავიწყებ და მერე კარქა ან შეგაქებ ან გაგთათხავ

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

meocnebe avadmyopi
დავმშვიდდი ახლა კითხვას დავიწყებ და მერე კარქა ან შეგაქებ ან გაგთათხავ

ვმშვიდდები რადგან ხვალ ვერ მნახავ ))

 



№3 სტუმარი Ani gafrindashvili

Axla gulis sheteva meqneba andronike argvliano is ar gaaketo risic ase meshinia
Dedaa ra dgeshi chamivardeba sexnia
Rac shegexeba shen chemo sixarulo dzalian magari xar ase tu gaagrdzeleb bevrs sheayvareb tavs madloba rom dade dges axali tavi dges ise gamomivida rom 2 Tavi wavikotxe madlobaa

 



№4  offline წევრი meocnebe avadmyopi

უხ შენ რა ხარ ორშაბათს მაინც გნახავ

ანი რა ხდებ აიმ დასაწვავ ოთახში
ახლა იცოდე ნავთით მივალ და გადავწვავ იმ სახლს
ვინაა იქ
რატო?რისთვის?რა უნდა?ვისია?ვინააააააა?
ააააააააააა
რას ვუშავებ?
რატო მამწარებს?
გულს რატო მირევს ვინაა შიგნით რა ხდება მითხარი რა

 



№5  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Axla gulis sheteva meqneba andronike argvliano is ar gaaketo risic ase meshinia
Dedaa ra dgeshi chamivardeba sexnia
Rac shegexeba shen chemo sixarulo dzalian magari xar ase tu gaagrdzeleb bevrs sheayvareb tavs madloba rom dade dges axali tavi dges ise gamomivida rom 2 Tavi wavikotxe madlobaa

აუუ,როგორ მახარებ შენ მეე. ნუგეშიანია სეხნიას არავის დავაჩაგვრინებ.მიხარია რომ მოგწონსს)) მახარებს შენი თითოეული სიტვაა))

meocnebe avadmyopi
უხ შენ რა ხარ ორშაბათს მაინც გნახავ

ანი რა ხდებ აიმ დასაწვავ ოთახში
ახლა იცოდე ნავთით მივალ და გადავწვავ იმ სახლს
ვინაა იქ
რატო?რისთვის?რა უნდა?ვისია?ვინააააააა?
ააააააააააა
რას ვუშავებ?
რატო მამწარებს?
გულს რატო მირევს ვინაა შიგნით რა ხდება მითხარი რა

ჩემ.სახლს,რომ გადაწვავ დანარჩენ ექვს სულს რას უშვები?
ნუ გეშინია გაიგებ მალე ყველაფერს ))

 



№6  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომეწონა ეს წყვილი კი უკვე შემიყვარდა თავიანთი ემოციით და დამოკიდებულებით შემდეგს ველოდები მალე დადე იმედია მალე მიხვდება ჩვენი ანდრო მალე გაერკვევა თავის გრძნობებში მაგრამ ღირსია ერთი კარგად აეჭვიანოს ანამ რომ მიხვდეს ვინ ყავს გვერდით და ვის დასდევს და უწოდებს შეყვარებულს ♡ ♡ ♡

 



№7  offline წევრი Girl with pretty smile

blondeangel631
ძალიან მომეწონა ეს წყვილი კი უკვე შემიყვარდა თავიანთი ემოციით და დამოკიდებულებით შემდეგს ველოდები მალე დადე იმედია მალე მიხვდება ჩვენი ანდრო მალე გაერკვევა თავის გრძნობებში მაგრამ ღირსია ერთი კარგად აეჭვიანოს ანამ რომ მიხვდეს ვინ ყავს გვერდით და ვის დასდევს და უწოდებს შეყვარებულს ♡ ♡ ♡

ვაიმე როგორ მახარებ)) ყველანაირად შევეცდები ახალი თავი დღეს დავდო,მიუხედავად იმისა,რომ მატარებელში ვარ)) რაც შეეხება ანდროს და ანას,ეჭვიანობა აღარაა საჭირო))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent