შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ ძლიერი {სრულად}


30-03-2018, 22:09
ავტორი ლათინო
ნანახია 2 783

უბრალოდ ძლიერი {სრულად}

-დედა?რა ხდება?
-შვილო მისმინე! ახლა მყარად უნდა იდგე!
-დედა რა ხდება? პირდაპირ მითხარი!მაშინებ!
-ელენე მისმინე! მამაშენი....მამაშენი დავკარგეთ!
გოგონა გაშეშდა,გაქვავდა.თითქოს მიწა გამოაცალეს ფეხქვეშო,მუხლები მოეკვეთა. ძირს დავარდა,დაეცა. გულმა ფეთქვა შეწყვიტა,ვეღარ ამოისუნთქა. თვალებიდან წამოსული ცრემლები ღაწვებზე მიიპარებოდნენ და კისერში იკარგებოდნენ. წარმოუდგენელ ტკივილს გრძნობდა ახლა ელენე. ერთადერთი ადამიანი იყო დემეტრე ვისთანაც არაფერი ჰქონდა დასამალი. მხოლოდ მას ენდობოდა,სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. დედასთან არასოდეს ჰქონია ისეთი ურთიერთობა როგორიც მამასთან. ალბათ იმიტომ რომ დედამისი ცივი ქალია, ის მხოლოდ თავის სახელსა და რეპუტაციაზე ფიქრობს და შვილისთვის ძალიან ცოტა დროს თუ გამონახავს ხოლმე. დემეტრე კი სულ სხვანაირი იყო. მისთვის ჯერ ოჯახი იყო და შემდეგ ყველა სხვადანარჩენი. ელენეს აღმერთებდა,ვერ იტანდა მის ცრემლებს. შვილთან კამათის შემდეგ საკუთარ თავს ეჩხუბებოდა,ასე ხმამაღლა არ უნდა მესაუბრა მასთანო. თუმცა ელენე ამით არასოდეს გათამამებულა. თუ გოგონას რამე ეტკინებოდა,ან უბრალოდ გაცივდებოდა და სიცხე აუწევდა მთელ ღამეს მის საწოლთან ატარებდა დემეტრე. მის ცუდად ყოფნას ვერ იტანდა,თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და ჩუმად ატირდებოდა ხოლმე.
გოგონა სწრაფად წამოხტა იატაკიდან,თავის ოთახში ავიდა და დათუნიას ჩაეხუტა რომელიც მამამისმა აჩუქა.
-რატომ მა? რატომ დამტოვე? ჩვენი პირობა? სულ დაივიწყე?უბრალოდ არ შეგეძლო! ასე მოქცევა არ შეგეძლო! შენ არ დამტოვებდი მაა! შენ იყავი ჩემი ყველა ტკივილის წამალი,ყველა პატარა ჭრილობას შენ მიამებდი,მაგრამ ვაი რომ ყველაზე ღრმა თავადვე მომაყენე მაა! რატომ? რატომ წახვედი მაა? ცრემლები ღაოაღუპით მოსდიოდა გოგონას. თავი დიდ დათუნიაში ჩარგო და ხმით ატირდა.-ასე არ შეიძლებოდა!
როგორ მოკვდა დემეტრე? არა!არც ავად ყოფილა,არც ინფაქტით,არც თავი მოუკლავს და არც ავარიაში მოყოლილა...ის მოკლეს! არა არც ფულის გამო,არც კომპანიის გამო,ის საკუთარი შვილის თავისუფლებას შეეწირა. სიცოცხლე დათმო,მაგრამ ელენეს ბედნიერება ვერა! ვერ დაუშვებდა ელენე ირაკლი ბენდელიანის შვილს მისთხოვებოდა. ირაკლი? ცივსისხლიანი ადამიანი,ახალკაცების ოჯახის მოსისხლე მტერი. ყველას ერჩოდა გარდა ნინოსა,თუმცა მასთან რა პრობლემა უნდა ჰქონოდა,მისი საყვარელი იყო. რა იყო მიზეზი ამ სიძულვილისა? პასუხი ერთია,ქალი! და ეს ქალი ნინოა. ირაკლი და დემეტრე ერთმანეთს ახალგაზრდობიდან მტრობდნენ,სასწავლებლიდან მოყოლებული. ირაკლი არასოდეს ყოფილა მდიდარი ოჯახის შვილი,მამამისი ერთი ლოთო და ნარკომანი კაცი იყო.დედამისი კი თავისს სხეულს ჰყიდდა იმისთვის რომ შვილისთვის პური მაინც ეჭმია. ირაკლიც ამან გააბოროტა. თავიდანვე უხეში,ცივი და უკერაბა იყო,მისი ცხოვრებიდან გამომდინარე. ბევრი დამცირება აუტანია,ბევრი ცინიკური ღიმილი და ბევრიც სიბრალულით სავსე თვალები აუტანია,მაგრამ ის გაიზარდა! თავისი მიზნების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. ისწავლა,იშრომა და ყველაფერს თავისით მიაღწია. სასწავლებელში კი სასიყვარულო სამკუთხედის წევრი გახდა. ნინოს დემეტრე უყვარდა,მისი ერთერთი პრივილეგია კი ის იყო რომ ის მდიდარი იყო. არა არ იფიქროთ რომ დემეტრე ახალგაზრდიბაში ერთი გათამამებული და ამოარტავანი ბიჭი იყო,არა! უვრალოდ ნინო ანიჭებდა ამას უპირატესობას. ორივე ბიჭს თავდავიწყებით შეუყვარდა ნინო,მაგრამ ნამდვილი მტრები მას შემდეგ გახდნენ რაც ნინომ ირაკლის უთხრა შენ ერთი ღარიბი მათხოვარი ხარ, ის კი ნამდვილი პრონცია,არასოდეს შეედარო მასო. სწორედ მაშინ გადაემტერა ირაკლი დემეტრეს და ყველანაირად შეეცადა მის გამწარებას. დემეტრეს დას,სალომეს თავი შეაყვარა,გამოიყენა,შემდეგ კი მიაგდო. უთხრა მე შენ არასოდეს მყვარებიხარ,უბრალოდ პატარა კა'პა იყავი და მეც მიზიდავდიო,სალომე კი ადგა და თავი მოიკლა. დემეტრე არ დარჩა ვალში და მანაც მიაყენა დიდი დარტყმა. სწორედ ასე იქცნენ ისინი მოსისხლე მტრებად. დემეტრემ და ნინომ იქორწინეს და იმ დღეს გაქრა ირაკლიც,თუმცა პირობა დადო რომ დემეტრეს ყველაფრისთვის აზღვევინებდა. თავადაც იქორწინა ,შვილიც ეყოლა. მრავალი წელი უცხოეთში იყო და იქედან აკვირდებოდა ახალკაცების ოჯახს ბენდელიანი. რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და ნინოსთან კონტაქტი განაგრძო,მოგახსენეთ უკვე რა სახის ურთიერთობაც ჰქონდათ. არა! ირაკლის ის აღარ უყვარდა,უბრალოდ აკვიატება იყო მისთვის ნინო. მასთან ურთიერთობა კი იმიტომ სიამოვნებდა რომ ასეთი საქციელით ნინო დემეტრეს საკუთარი ხელით ურტყამდა ზურგში დანას. ბოლოს ახალკაცების კომპანიაშიც შეაღწია,იმდენი ქნა რომ გაკოტრების პირას მიიყვანა ახალკაცის იმპერია. დემეტრე არჩევნის წინაშე დააყენა,ან კომპანია უნდა აერჩია ან შვილი. დემეტრე შვილს ვერ დათმობდა,მაგრამ ვერც კომპანიას დათმობდა ასე მარტივად რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება შეალია. ბოლოს მოხდა ისე რომ დემეტრე მოკლეს.ირაკლი ბენდელიანმა საკუთარი ხელით გამოასალმა დემეტრე ახალკაცი სოცოცხლეს.თუმცა ამით ბედნიერების მწვერვალზე არ აფრენილა. თავისი საქციელით შვილი დაკარგა. ერთადერთმა ვაჟმა ზურგი აქცია და უთხრა რომ სცხვენოდა მისი შვილობა. სძულდა მამამისი და მისი საერთოდ დავიწყება მოსთხოვა.
ნინო ირაკლისთან მივიდა.ისეთივე ცუდ მდგომარეობაში აარ იყო როგორშიც ელენე,თუმცა არც ის იყო კარგად.
-ირაკლი! უნდა ვილაპარაკოთ!
-რაზე?
-ამით რას მიაღწიე? დემეტრეს მოკვლით რა შეძელი? მითხარი! ამით რამდენს დაუნგრიე ცხოვრება ვერ ხვდები? შენი საქციელით მხოლოდ დემეტრე არ მოგიკლავს! საერთოდ იმ სასიყვარულო სამკუთხედმა რა მოგვიტანა? მას დემეტრეს სიცოცხლე შეეწირა! ჩემი ცხოვრება შეეწირა! შენი ბედნიერება შეეწირა! ჩვენი შვილების ცხოვრება შეეწირა! შვილი დამაკარგვინე და თავადაც დაკარგე! შენს შვილს მკვლელი მამა არ უნდა, ჩემსას კი მეძავი,მხდალი,ფულზე შეყვარებული დედა! მითხრა რომ ვძულვარ! თქვა რომ ჩემგან მიდიოდა და წავიდა კიდეც! აი რა მოგვიტანა ამ სიყვარულმა, ამ შურისძიებამ! ეს გინდოდა? მაშინ გილოცავ შენ ამას მიაღწიე!
-მოკეტე! მოკეტე თორემ შენც შენი ქმრის გზას გაუყვები!
-ვიცი! მჯერა რომ შენ ამას გააკეთებ! შენ ხომ უგულო ხარ! ისევ ის უბადრუკი, მაჩანჩალა ადამიანი ხარ! ახლა სულით ხარ ღატაკი! ფულით არაფრისთვის მიგიღწევია! ისევ ისეთი ხარ!
-მოკეტე თქო! თორემ იცოდე თვალს არ დავახამხამებ ისე მოგკლავ!
-რაღას ელოდები?! გამოჰკარი სასხლეტს თითი!
გასროლის ხმა გაისმა და ქალის უსულო სხეული ძირს დაეცა. ბენდელიანის სინდისზე ახლა ორი ადამიანის სიცოცხლე და ერთი საწყალი გოგოს ცხოვრებაა.
-ეს რა გავაკეთე? ფერწასულმა თავი ხელებში ჩარგო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ახლა რა იქნება? ყველაფერი დამაკარგვინა ამ სიძულვილმა! განა ეს მინდოდა? ფიქრობდა ხმამაღლა ბენდელიანი.
ელენესთვის ნამდვილი შოკი იყო დედის ამბის გაგება. ფოქრობდა კოშმარში ვარო და გაღვიძებას ნატრობდა.თუმცა არა! ეს ყველაფერი რეალობა იყო! სასტიკი რეალობა. ერთ დღეში ორივე მშობელი დაკარგა! ახლა სულ მარტო იყო,არავითარი მეგობარი,არავითარი შეყვარებული,არავითარი ახლობელი ადამიანი. არავინ და არაფერი გააჩნდა ახლა ელენეს,ჩვიდმეტი წლის გოგოს. მშობლები გამოიტირა და მიწას მიაბარა. მაშინ საბოლოოდ დარწმუნდა იმაში რომ მას ცხოვრებაში არავინ ჰყავდა და უნდა ებრძოლა,თუნდაც იმისთვის რომ მარტო არ ყოფილიყო.და რაც მთავარია ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა,ფეხზე მყარად დამდგარიყო და მშობლების მკვლელი სასტიკად დაესაჯა.
რათქმაუნდა ეს ყველაფერი მარტივი არ არის და ელენემაც კარგად იცოდა ეს. ძალიან რომ გაუჭორდებოდა ესეც იცოდა,ჯერ ხომ ბავშვი იყო. ცხოვრებამ ასეთი გარდამტეხი გამოცდა რატომ მოუწყო თავადაც არ იცოდა. ორი თვე დეპრესიაში იყო. საწოლიდან თითქმის არ დგებოდა.ძალიან ცოტას ჭამდა,იმ პუტკუნა გოგოსგან არაფერი იყო დარჩენილი. თუმცა ყველაფერი ამ წყეულ ზაგხულში დატოვა და სწავლა ისეთი შემართებით განაგრძო როგორც არასდროს. ახლა მისი მიზანი ძლიერი განათკების მიღება იყო. იმიტომ რომ მამამისის 'იმპერია' დამსახურებულად მიეღო და არა შთამომავლობით. მისი დროებითი მართველი მამამისის ახლო მეგბარი იქნება. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.ძალიან ბევრი იშრომა და ეს მართლა დაიმსახურა. ერთწლიანი შრომის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა და მამის მეგობრების დახმარებით ნიუ-იორკში გაემგზავრა დასასვენებლად. არ უნდოდა ზაფხული თბილისში გაეტარებინა,თბილისში კი არა საქართველოში ყოფნა არ უნდოდა.
-გისმენთ ბატონო...ბიძია გურამ! წკრიალა ხმით უპასუხა გოგონამ მამის მეგობარს.
-...
-კი კი! კარგად ვიმგზავრე!.. აჰაამ! ყველაფერი რიგზე მაქვს!
-.....
-არა ცუდად არ გავმხდარვარ,თავიდან კი შემეშინდა,აფრენის დროს,მაგრამ მალევე გადამიარა.ეგ კი არა ისე ჩამოვფრინდი ვერც კი გავიგე. ჩამეძინა და...
-....
-კარგით რა,ნუ დამცინით!
-...
-ნახვამდის. აუცილებლად გავერთობი. კარგი ბატონ..ბიძიან გურამ.
ღიმილით მოიშორა გოგონამ ტელეფონი ყურიდან, საწოლზე მიაგდო და თვითონაც ზედ მიჰყვა.
- მოემზადე ელენიკო მაგარი გართობისთვის! ეს ზაფხული შენია! ეს შენ დაიმსახურე!
ერთი გადაიკისკია და საწოლიდან სწრაფად წამოხტა,ჩემოდნიდან საჭირო ნივთები ამოალაგა და სააბაზანოში შევიდა. ჯაკუზი წყლით აავსო და შიგნით ჩაწვა.თვალები დახუჭა და გაინაბა,თან ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
არა არ იფიქროთ რომ ელენე გაგიჟდა ან რაიმე მაგის მსგავსი,ის უბრალოდ ძალიან შეეცადა რომ თავისი ძველებური სახე დაებრუნებინა და გამოუვიდა კიდეც.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარ სტკივა მშობლების გარეშე ცხოვრება,არა!რათქმაუნდა არა,ეს ტკივილი სულ თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე და ეს ძალიან კარგად იცის ელენემ,მაგრამ არ აპირებს ყოველ ღამით,საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროს ტირილი და თავისი ბედის წყევლა დაიწყოს.ის ძალიან ძლიერი გოგონა აღმოჩნდა,მიუხედავად ამხელა გაჭორვებისა მან ცხოვრებას თავი არ დაუხარა და მყარად დადგა ფეხზე. საოცარია, ამდენი როგორ შეუძლია ასეთ პატარა გოგოს?!
წყალში ნებივრობა რომ დაამთავრა ტანი შეიმშრალა,ტანსაცმელი ჩაიცვა და ოთახში გავიდა. ნამდვილად კარგი ოთახი შეხვდა.დიდი აივნით,რომლიდანაც ძალიან კარგად ჩანს მთელი ქალაქი,ღამით ეს ხედი განსაკუთრებულად ლამაზია. უეცრად გასეირნება და ქალაქის დათვალიერება გადაწყვიტა. მართალია ამ ქალაქს კარგად ,კარგად კი არა ძალიან ცუდად იცნობს, მაგრამ დაკარგვის შიში არ აქვს,რადგან ინგლისურს ძალიან კარგად ფლობს. თეთრი ფერის სარაფანი და კედები ჩაიცვა,თმა გაიშალა, სათვალე კურნოსა ცხვირზე დაიკოსა და ოთახიდან გავიდა. რათქმაუნდა მთლიან ქალაქს ვერ დალაშქრავდა, მაგრამ საკმაოდ ბევრი იარა მაღაზიებშიც შეიარა და რაღაცრაღაცეებიც გამოაყოლა ხელს,ნომერში დაბრუნდა,შენაძენი ლოგინზე დაყარა და ისევ წავიდა,ამჯერად სასეირნოდ.თან მისთვის ღამით უფრო ლამაზი იყო ნიუ-იორკი. არ იცოდა სად მიდიოდა,უბრალოდ მიდიოდა,გზას მიყვებოდა და ფიქრობდა.ისე აღმოჩნდა ერთ ტრიალ მინდორზე რომ თვითონაც ვერ მიხვდა. არ შეშინებია,პირიქით მოეწონა ქალაქის ხმაურის შემდეგ ასეთი სიწყნარე. ერთი მსხვილი ხე იდგა მინდორში,მის ძირში ჩამოჯდა და მოგონებებს მიეცა. არც ერთი წამით არ უფიქრია რაიმე ცუდზე,მხოლოდ წარსულ ცხივრებაზე ფიქრობდა.ახლა ხვდება თუ რა ბედნიერი ყოფილა ადრე. დედაც ჰყავდა,მიუხედავად იმისა რომ მასთან იდეალური ურთიერთიბა არ ჰქონდა იცოდა რომ გასაჭირში თუ ჩავარდებოდა დედა აუცილებლად ამოუდგებოდა გვერდში.მამაც ჰყავდა,რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.მისი სიცილი,მისი ლაპარაკის მანერა,იუმორის გრძნობა და მისი მამობა უყვარდა. დეა ჰყავდა,რომელიც მისთვის საკუთარ თავზე ახლოს ჰყავდა,საკუთარ თავზე უკეთ იცნობდა დეას და პირიქით დეასაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ჰყავდა შესწავლილი ელენე.მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. გოგონებს ერთმანეთისგან დაშორება მოუწიათ. დეა ავსტრალიაში წაიყვანეს საცხოვრებლად მშობლებმა. ამბობენ მანძილი მეგობრობას ვერაფერს აკლებსო,მაგრამ სწორედაც რომ მანძილი ანგრევს ურთიერთობებს. მხოლოდ მიმოწერა ჰქონდათ გოგონებს,ისე როგორც უბრალო ნაცნობენს,რომლებიც თავს ვალდებულან თვიალნ ერთმანეთი მოიკითხონ.ახლა ეს მიმოწერაც აღარ აქვთ. გაწყდა გოგნებს შორის დამაკავშირებელი ძაფი,ასე მოუღო დრომ და მანძილმა მათ ურთიერთობას ბოლო.
რამდენი ბედნიერი მოგინება ამოუტივტივდა ელენეს თავში.მან საკუთარ თავს შეჰფიცა რომ წარსულის გამო არასოდეს იტირებდა,მაგრამ მონატრებამ თავისი გაიტანა და გოგონასაც გადმოუგორდა რამდენიმე ბურთულა თვალიდან,თუმცა თავი ხელში აიყვანა, ცრემლები მოიწმინდა,ფეხზე წამოდგა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ გაწვიმდა,ისევ ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას სასტუმროსკენ. ნომერში შესული უკვე გამოფხიზლებული იყო. სააბაზანოში შესვლას აპირებდა თუმცა ტელეფონზე ესემესი მოუვიდა.
"ხვალ ისევ იმ ხესთან მოდი"
მხოლოდ ეს ხუთი სიტყვა,სხვა არაფერი. გაკვირვებული ჩასჩერბოდა ტელეფონს.წერილი ქართულად იყო დაწერილი.როგორც ჩანს ვიღაც იყო იმ ხესთან,მაგრამ ელენე იმდენად გაბრუებული იყო რომ ვერც კი შეამჩნია. ფიქრებისგან თავის დასახსნელეად თავი გააქნია და თავისი ნივთები აიღო რომ სააბაზანოში შესულიყო თუმცა ახლა ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა.უცხო ნომერი იყო,ამიტომაც არ უპასუხა.თუმცა ზარი მეორეჯერაც გაისმა.ახლა ელენე ტელეფონს დასწვდა და უპასუხა.
-ვინ გნებავთ? მკაცრი ხმით იკითხა ელენემ.
-ხვალ იმ ხესთან მოხვალ!
-და რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
-არა,დარწმუნებული არაფერში ვარ,მაგრამ თუ სამაჯურის დაბრუნება გინდა უნდა მოხვიდე აუცილებლად.
-რა სამაჯურის?
ხელზე დაიხედა და ახლაღა მიხვდა რომ მამის ნაჩუქარი სამაჯური აღარ ეკეთა. არა არც ოქროსი იყო და არც ძვირფასი თვლებით მორთული. ძალიან უბრალო,მაგრამ ელენესთვის ძალიან ძვირფასი სამაჯური იყო.
-რომელ საათზე?
-აი ეს მომწონს!
-რომელ საათზე თქო!
-ისევ იმ დროს!
-კარგი!
ეს თქვა და სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი.სააბაზანოში შევიდა და წყალში ისევ გაინაბა.ხსნა იყო მისთვის ეს პროცესი.
დილით კარებზე კაკუნი აღვიძებს ელენეს.ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და კარები გააღო. გააღო და კარებში მდგარი დეა დაინახა.
თავიდან გაშეშდა,ვერ ცნობდა. უფროსწორად ცნობდა,მაგრამ ვერ იჯერებდა.თუმცა როგორც კი მის პატარა შრამს მოჰკრა თვალი,დარწმუნდა რომ ის მისი უახლოესი ადამიანი იყო. ატირებული გოგონები ერთხანს ასე უყურებდნენ ერთმანეთს,შემდეგ კი სინქრონში დაიძრნენ ერთმანეთისკენ და გულში ჩაიკრეს ერთმანეთი. ვეღარც სუნთქავდნენ,სუნთქვა ეკვროდათ იმდენად ბედნიერები იყვნენ. ვერ ავღწერ რას განიცდიდნენ გოგონები,ეს უბრალოდ შეუძლებელია. ვერც გაიგებთ თუ ეს თავად არ გამოსცადეთ. ვერ შორდებოდა ორი ფარატინა სხეული ერთმანეთს,თითქოს ეშინოდათ ახლა თუ გავუშვი ხელი ისევ დაგვაშორებენო,მაგრამ არა! ეს ახლა აღარავის ძალუძს.
-ჩემი დეა! ჩემი გოგო! ჩემი ერთადერთი ჩამოვიდა. სლუკუნებდა ელენე.
-ხო ჩამოვედი! შენთან ჩამოვედი საყვარელო,ვეღარ დაგვაშორებენ. ერთად ვიქნებით. ხო?
-რათქმაუნდა დეა,რათქმაუნდა. შენს გარდა აღარავინ მყავს დეა. დედა მომიკლეს,მამა მომიკლეს,მწარედ დამაობლეს დეა!
-დამშვიდდი ჩემო გოგო. უბრლოდ დამშვიდდი. ახლა მე შენთან ვარ და ვეღარავინ წამიყვანს შენგან. ის პატარა გოგო აღარ ვარ!
-როგორ მომნატრებიხარ!
-საშინლად! როდესმე წარმოვიდგენდი რო მე ,ელენე ახალკაცი ასე მომენატრებოდა?
ალბათ ვერასოდეს.
-დედაშენი და მამაშენიც ბრუნდებიან? თუ შენ აქ საიდან? მომიყევი.
-დედაჩემი და მამაჩემი არსადაც არ ჩამოსულან.იქ არიან და ერთმანეთს ეყრებიან! მე კი წამივედი,არცერთთან არ მინდა დარჩენა. დედაჩემის გვერდით სხვა კაცს და მამაჩემის გვერდით სხვა ქალს უბრალოდ ვერ ავიტან. ვერც ვერავინ მაიძულებს რომ დავბრუნდე,ახლა სრულწლოვანი ვარ და მე თვითონ გადავწყვეტ რა და როგორ გავაკეთო.
-უი,ძალიან ცუდია.
-ხო,მაგრამ უარესი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღოთ. ნეტავ იცოდე როგორ უყურებდნენ ერთმანეთს საღამოობით,თითქოს მოსისხლე მტრები ყოფილიყვნენ.
-კარგი,ცუდზე არ გვინდა ლაპარაკი. საკმარისი იყო ჩვენს ცხოვრებაში ეს ტკივილი,ცოტა გავხალისდეთ კაი?
-უეჭველი! ნიუ-იორკში სატირლად კი არ ჩამოვსულვარ?!
-რათქმაუნდა. მოდი მაშინ შენ დაისვენე ცოტახანს და მერე გავისეირნოთ. მეც გუშინ ჩამოვედი, შენ გგონია მეც ბევრი რამე ვნახე? ნურას უკაცრავად.
-არა რა დავისვენო გოგო გაგიჟდი? მთელი გზა, გზა რა,ცა მეძინა. ორივემ გადაიკისკისა.
-კარგი მაშინ ჯერ ვჭამოთ და მერე წავიდეთ კარგი?
-აჰაამ! კუჭი მიხმება.
-შენ კუჭის გახმობას რას ეძახი? ამ დილით უკვე სამჯერ ჭამე და შემოგაკლდა ხო?
-ბლა ბლა ბლა! ჩუ ეხლა და დარეკე რო მოგვიტანონ რამე!
-კაი ახლავე.
გოგონებს თითქმის პირი არაფერზე დაუკარებიათ,სულ ლაპარაკობდნენ. ამდენი წლის მანძილზე უცნობი ინფორმაციები გააცვნეს ერთმანეთს.მოგონებებიც გაიხსენეს.ბოლოს წასვლა გადაწყვიტეს,მოემზადნენ და წავიდნენ კიდეც. მაღაზიები მოიარეს,არა არ იფიქროთ რომ ტანსაცმლის ან სამკაულების ან რაიმე მსგავსი,არა! პროდუქტების მაღაზიები დალაშქრეს და რაც ხელში მოჰყვათ ყველაფერი იყიდეს.ეს ყველაფერი ტაქსში ჩაალაგეს,მისამართი უკარნახეს მძღოლს და ახლა სასეირნოდ წავიდნენ. საღამო იყო, ისინიც ისევ ისე ლაღად მისეირნობდნენ. ამ დროს ელენეს ტელეფონზე ესემესი მოუვიდა.
"მგონი დროა მოხვიდე!" ღმერთო სულ დაავიწყდა ელენეს ამ ამბის შესახებ ყველაფერი. არამარტო ეს ამბავი, არამედ სულ ყველაფერი,იმდენად ბედნიერი იყო დეას ნახვით. დეას ხელი ჩაავლო და ისევ გორაკისკენ გაეშურა,გზაშიც ყველაფერი მოუყვა,დეაც შეძახილებით შეხვდა ამ ამბავს. კარგახანს ისხდნენ ხის ძირში,მაგრამ როგორც ჩანს უცნობი მოსვლას არ აპირებდა,ამიტომაც ფეხზე წამოდგნენ და სასტუმროში დაბრუნება გადაწყვიტეს. გზას მიუყვებოდნენ როცა ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.
"ცოტა ხანს რომ დამლოდებოდი აუცილებლად მიიღებდი შენს სამაჯურს,მაგრამ როგორც ჩანს ძალიან მოუთმენელი ხარ"
ვიღაცა აშკარად ეთამაშება. აბა ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ისევ მოუვიდა ესემესი
"ხვალ ისევ ამ დროს მოდი იმ ადგილას და გაფრთხილებ ეგ შენი დაქალი არ წამოიყვანო,მხოლოდ მე და შენ უნდა ვიყოთ"
ელენემ ესემესი დეასაც წააკითხა,დეა კი გაოცებას ვერ მალავდა ისევე როგორც ელენე.
-მოიცა ახლა ეს რას ნიშნავს? იქ იყო?
-არვიცი!
-რა არ იცი?! თუ არ იყო მოსული აბა რა იცის რომ მეც იქ ვიყავი?
-არ ვიცი დეა არ ვიცი!
-კარგი დამშვიდდი,მოვიფიქრებთ რამეს!
-ვიცი რასაც ვიზამ!
-რას?
-რას და მივალ ხვალ საღამოს,მარტო უნდა წავიდე აუცილებლად და გავარკვევ ვინ არის და რა უნდა.
-ვინმე მანიაკი რო იყოს?
-ვინმე მანიაკი ასე უბრალოდ ჩემს ნომერს ვერ გაარკვევდა,მითუმეტეს რომ ახლახანს ჩამოვედი აქ.
-ხო ეგეც მართალია,მაგრამ მაინც მეშინია! მეც რომ გამიგყვე ჩუმად და სადმე დავიმალო?
საუბარი ტელეფონის ხმამ გააწყვეტინათ
"მაგ გოგოს უთხარი რომ კედელსაც ყურები აქვს და ჯობია რომ მარტო წამოხვიდე"
-კაი?! აქაა სადმე? ეეი! გამოდი თუ მაგარი ხარ! რისი თავი გაქვს? რა თამაშს გვეთამაშები? გამოდი თქო!
"ხვალამდე ელენე"
-სახელიც იცის! ნერვიული სიცილით ჩაილაპარაკა ელენემ.
-ელენე პოლიციას უნდა ვუთხრათ!
-არა დეა,ნუ აზვიადებ! პოლიცია არაა საჭირო,უბრალოდ მივალ და მოვალ. შენ არ ინერვიულო კარგი? ახლა წამოდი ,რაღაც აგრილდა და გაციება ნამდვილად არ მინდა შუა ივლისში.
-კაი წამო!
გოგონები გვიან დაწვნენ დასაძინებლად.დეას მაშინვე ჩაეძინა,ელენეს კი ძილი არ მიჰკარებია. ფიქრობდა უცნობზე,რომელიც რაღაც თამაშს ეთამაშებოდა. უცნობის ხმა ნამდვილად ბიჭს ეკუთვნოდა. ვის რაში სჭირდება ელენესთან ასეთი თამაში? გამთენიისას ჩაეძინა ელენეს.
დილით კი ელენე ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
თავიდან არ აპირებდა პასუხის გაცემას,მაგრამ როდესაც გურამის ნომერი იცნო სასწრაფოდ დასწვდა ტელეფინს და უპასუხა.
-დილამშვიდობისა!
-...
-კარგად,თქვენ? კი კი დეა აქ არის. მოიცა როგორ? თქვენ...თქვენ ...თქვენ?
-....
-აი არ ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა ბიძია გურამ! ძალიან გამიხარდა.
-......
-კი მთელი ზაფხული აქ ვიქნები.სწავლის დაწყებამდე.
-....
-ბინა? არ ვიცი? შეიძლება?
-....
-უკვე ოქირავეთ? მაგრამ....
-......
-კარგით ხვალ გადავალთ.
-.....
-მადლობა ბიძია გურამ!
ტელეფონზე ისევ ზარის ხმა გაისმა,იფიქრა რამე დაავიწყდა გურამსო და ისე რომ ნომრისთვის არც კი დაუხედავს უპასუხა.
-გისმენთ ბიძია გუ
-მე ვარ!
ღმერთო ისევ ის ხმა. ისევ ის უკვე კარგად ნაცნობი უცნობის ხმა ჩაესმა ყურში.
-რა გნებავთ? თავს რატომ არ მანებებთ? ან საერთოდ რა თამაშს მეთამაშებით? ხომ შეიძლება რომ უბრალოდ დამიბრუნოთ ჩემი სამაჯური და თავი დამანებოთ. განა ასეთი რთულია?
-დამშვიდდი პატარა ქალბატონო. ამ საღამოს მოხვალ იმ ხესთან და დაიბრუნებ სამაჯურს.
-და ჩვენი გზები გაიყრება.
მტკიცედ თქვა ელენემ,თუმცა მაინც ელოდა პასუხს. თანხმობას ან უარყოფას ,მაგრამ არა ტელეფონის გათიშვას.
ცუდი წინათგრძნობა სულაც არ აქვს,პირიქით ძალიან აინტერესებს ვინ არის ის ბიჭი და რა უნდა მისგან. ჩაფიქრდა. ფიქრობდა იმაზე თუ რა შეიძლება მომხდარიყო. ვინმე მის მოკვლას აპირებდა? არაა,ეს სისულელეა!მისი ხმაში არაფერი ჩანდა ისეთი რომ ელენე დაეფრთხო. არ დაგიმალავთ და ბიჭის ხმა სასიამივნოდ ხვდებოდა ყურში. არა,არ ოფიქროთ რომ ელენე მეოცნებე ადამიანია და უკვე კოშკებს აგებს და უცნობთან ბედნიერად ცხოვრობს. არა,ეს ძალიან დიდი სისულელეა. მითუმეტეს ელენე? ელენეს ოცნება არ შეუძლია,ცხოვრებამ მისი ყველა ოცნება დაამსხვრია და აღარ სურს რომ მსგავსი რამ განმეორდეს. არ უნდა ისეთ რამე გააჩნდეს, რისი დაკარგვისაც შეეშინდება და მის მანიპულირებას შეძლებენ. ადრე ელენე სულ სხვანაირი იყო. ძალიან გულუბრყვილო და სუფთა გულის ადამიანი. მისი გულის არც ერთი ნაწილი არ იყი ბნელით მოცული,მისი გული ზიზღს,სიძულვილს და ბოღმას უბრალოდ ვერ იტევდა,არ ჰქონდა ადგილი,იმიტომ რომ ის სითბოთი და სიყვარულით იყო სავსე. ახლა? ახლა ელენე სრულიად შეიცვალა. მისი გული გატეხილი და განადგურებულია. ერთი წერტილი კი არა გულის ნახევარი ბრაზს,ბოღმას,სიძულვილს და შურისძიების წყურვილს ჰყავს დამონებული. მეორე კი ისევ ისეთი სიყვარულით სავსეა,თუმცა დანაგვიანებული ნახევარი მას ჩრდილს აყენებს. ელენე ცდილობს მართოს ეს ორი მხარე და გამოსდის კიდეც. ყველასთან გულღია და ლაღია,მაგრამ როდესაც მშობლების მკვლელს შეხვდება იცის რომ მრისხანებას ვერ დაიმირჩილებს და რაღაც საშინელებას ჩაიდენს,მაგრამ თავის შეკავებას არც აპირებს. ესაა მისი ცხოვრების მთავარი მიზანი. ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ გაიღვიძა დეამ.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა როცა დეამ ხელები აუფრიალა ცხვირწინ.
დღის განმავლობაში ისეთი საინტერესო არაფერი მომხდარა. საღამოს ელენე შეხვედრაზე წავიდა.დეას თხოვნისა და მუდარის მიუხედავად მაინც მარტო წავიდა,თუმცა პირობა მისცა რომ წამოსვლისას აუცილებლად დაურეკავდა და კიდევ იმ შემთხვევაში თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევდა.
ისევ ფეხით გაუყვა გზას. დანიშნულების ადგილას რომ მივიდა ისევ ხესთან ჩამოჯდა. სიმართლე გითხრათ სულაც არ ჰქონდა იმედი რომ ბიჭი მივიდოდა,მოლოდინი ჰქონდა რომ ისევ გააცურეს,ამიტომაც ისევ ფოქრი ამჯობინა ყველაფერს.
დიდხანს არ უფიქრია,მაღალი სილუეტის დანახვისთანავე გამოფხიზლდა. ბიჭი დასცქეროდა და უღიმოდა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და ბიჭს წინ დაუდგა.
ელოდებოდა როდის დაუბრუნებდნენ სამაჯურს,ან უბრალოდ ეტყოდნენ რომ გაასულელეს და აქ სულაც არ მოსულან მისი სამაჯურის გამო,მაგრამ ბიჭი არ ჩქარობდა. ისევ იდგა და უყურებდა,მერე კი ხის ჯირში ჩამოჯდა და ახლა ქვევიდან ახედა გოგონას.ელენე დაეჭვდა,ვინმე სხვა ხომ არ არისო,მაგრამ ეჭვები მაშინვე გუქარწყლდა როდესაც ბიჭმა ხმა ამოიღო.
-ჩამოჯექი!
-აქ დასაჯდომად სა საჭორაოდ არ მოვსულვარ! ორი დღეა უბრალო სამაჯურისთვის დამატარებ,არ გეზარება მაინც?
-თუ უბრალოა ორი დღე რატო დამსდევ რომ დაგიბრუნო?
-დაგსდევ?
-კი!
-უბრალოდ სამაჯური რომ დამიბრუნო და ჩვენ ჩვენს გზაზე წავიდეთ არა?
- არა!
-და საერთოდ რატომ უნდა ვიყო დარწმუნებული რომ ჩემი სამაჯური შენ გაქვს?
-იმიტომ რომ მე მაქვს! ბიჭმა ჯიბიდან ელენეს სამაჯური ამოიღო და დაანახა.
-ხოდა დამიბრუნე!
-რათქმაუნდა დაგიბრუნებ,გოგოს სამაჯური რა ჯანდაბად მინდა?! მითუმეტეს არც და მყავს და არც ვინმე ისეთი გოგო რომ ეს ვაჩუქო.
-არც გაბედო რომ ეგ ვინმეს მისცე! საერთოდაც ნუ ეხები! დამიბრუნე!
-გითხარი დაგიბრუნებ თქო,მაგრამ წასვლისას,ახლა კი ჩამოჯექი თუ გინდა რომ სამანური დაგიბრუნო!
სხვა გზა არ ჰქონდა ელენეს,ბიჭის ნებას უნდა დაჰყოლოდა. ისიც ჩამოჯდა ხის ძირში,მაგრამ ბიჭისგან საკმაოდ მოშორებით.
-რა იყო კი არ ვიკბინები!
-და მერე ვინ გითხრა იკბინებიო?
-აბა ეს რა არის,სამასი მილის მოშორებით რო დაჯექი?!
- სხვა საქმე არ გაქვს? უბრალოდ დამიბრუნე ჩემი სამაჯური და წავალ,რატომ ართულებ?
-მე კი არა შენ ართულებ,ხომ შეიძლება ერთმანეთი უბრალოდ გავიცნოთ,დაველაპარაკოთ? რატომ გაურბიხარ ადამიანებთან ურთიერთობას?
-არ გავურბივარ,უბრალოდ არ მინდა!
-კარგი შენი ნებაა. გამომართვი!
-რა?
-ხომ გინდოდა სამაჯური და მერე ჩემგან თავის დახსნა? ხოდა აიღე,გაძლევ! რამე რთული გასაგებია?
-არა,უბრალოდ არ მოველოდი რომ ასე მარტივად დამიბტუნებდი.
-არც ვაპირებდი ჯერ მოცემას,მაგრამ აზრი არ აქვს,აი აიღე და წადი!
-რას არ აქვს აზრი?
-არ აქვს მნიშვნელობა!
-კარგი,მადლობა!
დაბნეულმა გამოართვა სამაჯური და სწრაფად ჩაიდო ჩანთაში. რაღაც დროის მანძილზე ბიჭის შავ თვალებს უყურებდა,რომელშიც თითქოს იმედგაცრუებას და წყენას ხედავდა. ბოლოს წასვლას აპირებდა,მაგრამ ბიჭის ხმამ შეაჩერა.
-მოიცა,მე წაგიყვან!
-არ მინდა,მადლობა!
-რომ გითხარი მე წაგიყვან თქო ესეიგი გინდა!
აღარ შეწინააღმდეგებია,თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ბიჭს დასჯილი ბავშვივით უკან აედევნა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია არცერთს. მხოლოდ გახედვით შემოიფარგლებოდა ბიჭი. ელენე ოცნებობდა რაც შეიძლება მალე გაეჩერებინა მანქანა და იქედან უკანმოუხედავად გაქცეულიყო. ასეც მოხდა.მანქანა გაჩერდა,მგრამ გოგონამ მანქანიდანგადასვლა ვერ შეძლო,მანქანის კარი ჩაკეტილიყო.
-სად გეჩქარება?
-ნამდვილად არ ვარ ხუმრობის ხასიათზე,გააღე კარები.
-ნწ,ჯერ უნდა ვილაპარკოთ!
-ჯანდაბა! ჩვენ რა გვაქვს სალაპარაკო?
-ჩემთან ტონი აკონტროლე პატარა ქალბატონო!
-მე შენი პატარა არ ვარ! წამოიყვირა და კარების გამღებ ღილაკს დააჭირა,კარის გაღებას აპირებდა როცა ისევ ბიჭის ხმა გაიგონა.
-ირაკლი ბენდელიანი!
გოგონას სისხლი გაეყინა ამ სახელის და გვარის მოსმენისას.სწრაფად შეტრიალდა ბიჭისკენ და თვალებში ჩააშტერდა.
-რა იცი მის შესახებ?
-ყველაფერი!
-და ჩემთან ირაკლის რა კავშირი აქვს?
-მშობლები დაგიხოცა.
გოგონას მშობლების გახსენებისას გული ძალიან ეტკინა და თვალები ცრემლით აევსო.
-მომიყევი!
-ცოლად უნდა გამომყვე!
-ვერ გავიგე?
-ცოლად უნდა გამომყვე,რადგან ერთად ვიძიოთ შური!
-მაგრამ....
-შენს გამო არაფერს არ ვაკეთებ! ჩემი ძმის სიცოცხლის მოსპობას არ შევარჩენ!
-...
-არაფერს იტყვი?
-არა!
-რა არა?
-ცოლად არ გამოგყვები! არც კი გიცნობ და რატომ უნდა გენდო?
-და ვინმემ ხელი გთხოვა? მეგითხარი რომ ცოლად მომყვები დამორჩა!
-არა მეთქი ვერ გაიგე?
-ძალიან კარგი,ერთი კვირა გაქვს დრო რომ ხელისმოწერისთვის მოემზადო.მეჯვარეც უნდა იპოვო,ახლა კი გადადი მანქანიდან.
აღარ იცოდა რა ექნა. ძალიან დაიბნა,ისე გადმოვიდა მანქანიდან და ისე ავიდა სახლში რომ ვერც კი გაიაზრა. დეასთვის ყურადღება არც მიუქცევია,იდდენად იყო ფიქრებით გატაცებული რომ ვერაფერს ამჩნევდა და ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებდა.ბოლოს,როდესაც დეას გამოშტერებული მეგობრის ყურება მობეზრდა ბოლო ხმაზე დაიყვირა მისი სახელი და ელენეც მალევე გამიფხიზლა.
-შენ არ შეიცვლები რა.
-გამისკდა გული ადამიანო,რა გაყვირებს?
-გოგო შენ ვერ ხარ? მთელი საღამოა გიყურებ როგორ დადიხარ დაშტერებული და რაღაც არაამქვეყნიური გამომეტყველება გაქვს სახეზე შემხმარი. რა მოგივიდა? რა მოხდა,შეხვდი იმ ვიღაცას?
-კი!
-მერე?
-ცოლად უნდა გავყვე!
-შენ სიცხე ხო არ გაქვს შვილო?!
ვის უნდა გაყვე ცოლად?
-იმ ბიჭს!
- ელენე ნერვებს მიშლი! დაჯექი და თავიდან ბოლომდე,დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი. ელენეც დაემორჩილა და სულ ყველაფერი უამბო.როდესაც ლააარაკი დაასრულა დეა ჩაფიქრდა.
-და რატომ უნდა ენდო?
-არვიცი!
-ელენე ნუ მაგიჟებ!
-ვაიმე მე შენზე უარსე მდგომარეობაში არ ვარ? უნდა გავრისკო გესმის? უნდა გავრისკო! ჩემი მშობლების სისხლს არ შევარჩენ ბენდელიანს!
-არვიცი ელენე! არც კი იცი ვინაა,სახელიც კი არ იცი და ვერ ხვდები რა სერიოზულ ნაბიჯს დგამ?
-ვხვდები, მაგრამ ეს ხომ არ იქნება ჩვეულებრივი ქორწინება? მხოლოდ ფორმალურად ვიქნებით "ცოლ-ქმარი".
-და რა იცი?
-თვითონ თქვა,ძმა მომიკლა და თუ ერთად ვიქნებით შურს უფრო ადვილად ვიძიებთო.
-მაინც მეშინია ელე!
-მეც,მაგრამ უნდა ვცადო!
-რას ნიშნავს სცადო? რომ არ გაამართლოს ვერ ხვდები რომ უკან დასახევი გზა არ გექნება?
-არ ვიცი დეა არ ვიცი!
-მოდი ჯერ დაფიქრდი და საღ გონებაზე მიიღე გადაწყვეტილება!
-კარგი...ჰო მართლა ბარგი ჩაალაგე,ბინა უქირავებია გურამს.
-კარგი! აუ ძაან კარგი კაცია ხო?როგორ გეხმარება.
-ჰოო! ეგ რომ არა რა მეშველებოდა არ ვიცი. შარშანვე მოვიკლავდი თავს.
-კარგი ვსო მოვრჩეთ მაგ თემაზე ლაპარაკს. ოჯახი არ ყავს გურამს?
-აუ კი როგორ არა. იცი ხათუნა,მისი ცოლი, რა საყვარელი ქალია?!
-შვილი?
-ორი შვილი ჰყავთ, ქეთი და გიორგი.
ქეთი აი არ ვიცი მაგათი შვილი რატოა საერთოდ. ვერ ვიტან მაგას და მაგის სადაქალოს! პლასტმასის ბარბები არიან რასაც ქვია. გიორგი კი ძაან მაგარი ბიჭია. ძაან ახლოს ვართ,აი ძმასავითაა რასაც ქვია. აი შარშან ხო ვერ ჩამოვიდა ბერლინიდან,მაგრამ ტელეფენიზე რო მელაპარაკებოდა არ ვიცი, ვგრძნობდი რო ჩემს გვერდით იყო და უბრალოდ სიტყვებს არ ისროდა,როგორც ამას ბევრი აკეთებდა.ნუ ზოგადად გიორგი არაფერს არ ამბობს უბრალოდ და ჰაერზე,მაგრამ მაინც. ჩემზე ხო ოთხი წლითაა დიდი,ანუ არც ძაან უფროსია, მაგრამ ასაკობრივი სხვაობა მაინც არის. ვერცერთი ვერ მისწორებს ხასიათს ისე როგორც გიო.აი ძაან ბავშვურიცაა,მხიარულიც,პოზიტიურიც,ჯმუხიც,კერკეტი კაკალიც,უჟმურიც და ჯიუტიც,უბრალოდ ეს თვისებები ისეა ერთმანეთთან შერწყმული რო იქმნება გიო! ჩემთვის იდეალური ადამიანი.აი ქეთა ხო არის მაგის და და ძაან ხო უყვარს,მაგის გულისთვის ნებისმიერს გამოსჭრის ყელს. მე არ ვარ მაგის ბიოლოგიური და,მაგრამ არც მე ვუგვარვარ ქეთაზე ნაკლებად,პირიქით,მეუბნება ხოლმე ქეთა ხო ჩემი დაა,მაგრამ რა ვქნა შენსავით მაინც ვერ შევიყვარებო. ხვდები ალბათ რო ბავშვობიდან ერთად ვართ. შენც გყავს რამდენჯერმე ნანახი,მაგრამ მგონი არ გახსოვს ხო?
-აუ არაა!
-კაი არაუშავს,თუ მეღირსა მაგის ნახვა გაგაცნობ შენც. სიცილით მისცა პირობა დაქალს.
-კაი.
-ერთი კაისთვის მალაპარაკე შვილო ამდენი? გადამძვრა ენაზე ტყავი.
-ვაიმე აბა რა გითხრა?
-ოო არაფერი!წამო ბარგი ჩავალაგოთ!
ყველაფერი ჩანთებში ჩაალაგეს და კარგადაც გაერთნენ. ბალიშებითაც იჩხუბეს და სხვა ყველაფრითაც,რაც ხელში მოჰყვებოდათ.
ბოლოს დაღლილები მიესვენნენ საწოლზე და ისევ კისკისი ატეხეს.
უკვე ძალიან გვიანი იყო,ამიტომაც რიგრიგობით შევიდნენ აბაზანაში და წყალი გადაივლეს.შემდეგ კი დასაძინებლად დაწვნენ. თუმცა ელენეს ძილი არ მოჰკარებია,მთელი ღამე ფიქრებმა მოსტაცეს. ყველაფერი აწონ-დაწონა და გადაწყვიტა რომ ეს წინადადება მიეღო. ასე ბევრად უფრო გაუმარტივდებოდა ირაკლიზე შურისძიება.
დილით ადრე ადგნენ და აუზზე წავიდნენ.დრო მზის სხივების ქვეშ ისე გაეპარათ რომ ვერც კი გაიგეს.ფართხა-ფურთხით წამოცვივდნენ შეზლონგებიდან და გასახდელში შეფრინდნენ,მალევე მოწესრიგდნენ და სასტუმროსკენ აიღეს გეზი. ნომერში ავიდნენ და უკან ჩემოდნებით დაბრუნდნენ,ტაქსში ჩასხდნენ და იმ მისამართზე გაეშურნენ რომელიც გურამმა გამოუგზავნა.
რეალურად აღმოჩნდა რომ ქირა გადასახდელი არ იყო და ეს სახლი გურამს და მის ოჯახს ეკუთვნოდა.ელენე ყველაფერს მიუხვდა და ჩაეღიმა.
-ეს კაცი გამაგიჟებს!
-აუ გეფიცები შემიყვარდა უკვე ეგ კაცი! როგორ ზრუნავს შენზე.
-არც კი ვიცი მას მადლობას როგორ გადავუხდი!
სახლი ორსართულიანი იყო,დიდი და ლამაზი ეზოთი. სულ გვირილებით დაფარული. სახლი შიგნითაც კეთილმოწყობილი იყო. ცისფერი, ნაცრისფერი და შავი ფერების საოცარი კომბინაცია სახლს უფრო მყუდროს ხდიდა.
ყველა ოთახს თავისი აივანი და სააბაზანო ჰქონდა. სამზარეულოც საკმაოდ მოზრდილი იყო.გოგონებმა ყველა ოთახი დაათვალიერეს. ელენე განსაკუთრებით გაახარა და თან დაამძიმა ერთი ოთახის ნახვამ. რომელიც ფოტოებით იყო გადატვირთული. იქ ნინო,დემეტრე,გურამი,ხათუნა, გიორგი,ელენე,ქეთა სულ ყველანი ერთად იყვნენ ბედნიერები და სიხარულით სავსენი. თითოეული ფოტოს ნახვისას ყველაფერი თავში ამოუტივტივდა და წარსულის და საყვარელი ადამიანების მონატრებამ ისევ აატირა ელენე. ოთხივე კედელი შემოიარა და თითოეულ ფოტოს ორი სამი წუთით მაინც აკვირდებოდა და თვალცრემილიანი იხსენებდა ამ მომენტებს.
დეა მასთან მივიდა და ჩაიხუტა.
-ეს არ უნდა ექნა ირაკლის ჩემთვის! ასე არ უნდა მომქცეოდა! მე რა დავუშავე? ამხელა ტკივილის ატანა შეიმიძლია?
-დამშვიდდი საყვარელო! ყველას მოეთხოვება პასუხი!
ხელს არ უშვებდა კედლის კუთხეში ჩაკეცილ და ცხარე ცრემლით ატირებულ მეგობარს.
საშინელი ასატანი იყო დეასთვის ელენეს ასეთ მდგომარეობაში ნახვა. მისი ტკივილი მას ასჯერ უფრო მეტად სტკივა. არ შეუძლია ელენეს სევდით სავსე თვალებში ყურება,არადა იცის რომ ეს სევდა აღარასოდეს მოშორდება მის ალისფერებს.
როდესაც ელენეს ასეთ უძლურს და დაპატარავებულს ხედავს უნდება საკუთარი ხელით დაახრჩოს ბენდელიანი.
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო! წამოდი დაწექი,დაისვენე და მერე ვილაოარაკოთ კარგი?
გაუღიმ დეამ და ელენემაც სცადა დაქალისთვის გაეღიმა და ისე დასთანხმებოდა.
ფეხზე წამოდგნენ და ელენე უკვე ელენეს ოთახში გაიყვანა,ჩააწვინა და შუბლზე აკოცა.
-მასე მამაჩემი მიკეთებდა ხოლმე. ღიმილით გაიხსენა ელენემ.
დეამ კი გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. კარების დახურვის შემდეგ კი რამდენიმე ცრემლი გადმოჰგორდა,თუმცა მალევე შეიმშრალა და თავისი ოთახისკენ გაეშურა.
დეა
..........
უბრალოდ არ შემიძლია ელეს ჩაწითლებულ და ცრემლიან თვალებს ვუყურო. მტკენს? არა,სულს მიწიოკებს. იცით რას ნიშნავს ჩემთვის ელე? არა არ იცით.იმიტომ რომ მეთვითონაც არ ვიცი. ის ჩემი სამყაროა...არა სამყაროზე მეტია. ჩემი ბავშვობაა,ჩემი მოგონებებია, ჩემი აწმყო და მომავალია. აქაც და იქაც,შორს,იმქეყნად.არ ვიცი როგორ აღგიწეროთ ის წლები ელენეს გარეშე რომ დამტოვეს. ცარიელი ვიყავი. მუყაოს კოლოფს ვგავდი რომელშიც არაფერი იყო. არც გრძნობები და არც არაფერი,სულ არაფერი. იცით როგორ მენატრებოდა? არა,არ იცით. ეს იყო რაღაც ძალიან მაგარი და ძალიან საშინელი გრძნობა. ვაანალიზებდი რომ ელენეზე ვიყავი დამოკიდებული მთელი ჩემი არსებით და როდესაც მისგან შორს ვიყავი დაცემული და განადგურებული ვიყავი.ჩემი ცხოვრება თავდაყირა იდგა,არაფრის სურვილი არ მქონდა. მინდოდა,ელენესთან მინდოდა,მაგრამ ვერ მივდიოდი.უფლება არ მომცეს. ასე შეიძლებოდა? არა,არ შეიძლებოდა! მშობლები რომ დაკარგა და მასთან ყოფნის უფლება არ მომცეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მძულდნენ!ჩემი მშობლები მძულდნენ. მეშინოდა,ძალიან მეშინოდა რომ ელენეს დავკარგავდი. მეგონა რომ თავს რამეს აუტეხდა,მეგონა რომ ამის გადასალახად ძალა არ ეყოფოდა მაგრამ ის ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. ვფიქრობდი რომ ის ადამიანი კი არა ქვის კედელი იყო,მაგრამ როდესაც ვიხსენებდი მის გრძნობებს,რომელსაც ძალიან რთულად,ან საერთოდ ვერ მალავდა ხოლმე ვხვდებოდი რომ ის არც კედელი იყო. მისი ძალა და სიმყარე საზღვრებს ცდებოდა და ვხვდებოდი რომ მას ვერაფერს და ვერავის შევადარებდი. ის უბრალოდ ელენე იყო,ჩემი ელენე.
ვიცოდი რომ ელენე შეცვლილი დამხვდებოდა, მაგრამ არ მოველოდი ამას. ის ძალიან შეცვლილია,ადრე მის გულში სიძულვილის ნატამალი არ იყო,ახლა კი მისი გულის ნახევარს მთელი არსებით სძულს ერთი ადამიანი თავისი სამყაროთურთ. ვხვდები რომ ეს სიძულვილი მას კარგს არაფერს მოუტანს. შურისძიება? შურს იძიებს,ამაში დარწმუნებული ვარ.მაგრამ მეშინია რომ ამით საკუთარ თავს ძალიან ატკენს,ცხოვრებას საკუთარი ხელით დაინგრევს. შურისძიებას კარგი ვისთვის მოუტანია რომ ელენე იყოს გამონაკლისი?! მაგრამ ვერ ვბედავ,ვერ ვბედავ რომ ელენეს ეს ვუთხრა. მეშინია ამის გამო ჩემზე უარი არ თქვას. ძველი ელენე ამას ვერ იზამდა,მაგრამ ეს? ეს რას იზამს არავინ იცის,მათ შორის არც თვითონ.ხომ გითხარით ძალიან შეცვილილა!
ვიცი რომ ელენე უფსკურილსკენ თავისი ფეხით მიდის,მზადაა რომ სიძულვილს შესწიროს თავისი ცხოვრება. მეშინია რომ ძალიან დიდ სირთულეს,ტკივილს,იმედგაცრუებას და წყენას შეეჯახება მომავალში და მეშინია რომ ის დასუსტდება. დასუსტებულ ელეს კი მე ვერ ვუყურებ,უბრალოდ არ შემიძლია,მოვკვდები!
მისი ქორწინების მეშინია.სრულიად უცხოს რომ უნდა აჩუქოს თავისი ბედი. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ უსიყვარულო,ფიქტიური ქორწინება? ალბათ მას ატკენს. ვიცი რომ გაუჭირდება,მაგრამ ბრძოლას მაინც რომ გააგრძელებს ესეც ვიცი. არ ვიცი რატომ,მაგრამ იმ უცხოს ცოტათი ვენდობი,მგონია რომ ჩემს ელეს დაიცავს.ალბათ როგორი ახლობლები არიან. გენებს და სანათესაოს კი არა სულს და გულს ვგულისხმობ. მათი გულებში შურსძიების ცეცხლი გიზგისებს,რომელსაც ნავთად სიძულვილი და უსაზღვრო ტკივილი ემატება. სული კი ორივეს დამძიმებული აქვს. მგონია რომ ელენე მასთან ერთად ცხოვრებას შეეგუება,მისნაირი ეყოლება გვერდში თუნდაც რამდენიმე თვით ან წლით. არ ვიცი...სანამ შურს იძიებს ან იქნებ სამუდამოდაც.
მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მეშინია. ჩემი ელე ხო იმ კაცს მიჰყვება ცოლად ვის გულშიც ვულკანია,სიძულვილის ვულკანი. მეშინია რომ ელენეს რამეს დაუშავებს. მას ხომ დასაკარგი არაფერი აქვს...ალბათ.
მგონია რომ ძალიან ატკენს,მის მიზნებს და ოცნებებს გაანადგურებს. თანაც ის ხომ ძალიან უცნაურად გამოჩნდა მის ცხოვრებაში?!
არ ვიცი...არაფერი ვიცი გარდა ერთისა,მეშინია.

ელენე..
დილით რომ გავიღვიძე ტელეფონი შევამოწმე,უცნობისგან ერთი ესემესი იყო,რომელშიც ჩემს გადაწყვეტილებაზე მეკითხებოდა. მოიცა რაა? ის მე მეკითხება? გუშინ კი მითხრა რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
ნუ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ტელეფონი ავიღე და დიდი ყოყმანის შემდეგ მივწერე რომ დავთანხმდი მის წინადადებას. არ ვიცი რატომ მეჭინჭ....ბოდა გული. თითქოს კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,თუმცა საკუთარ თავს შემოვუძახე და დავარწმუნე რომ თუ არ მოვიგებდი, არც არაფერს დავკარგავდი.
მანაც ჩემდაგასაკვირად პასუხი მალევე დამიბრუნა და მითხრა რომ ერთ საათში გამომივლიდა და სადღაც წამიყვანდა. არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი,სად მივყავდი ან რატომ? ათასი კითხვა მიტრიალებდა გონებაში,თუმცა მალევე გავთავისუფლდი ამ კითხვებისგან და მომზადება დავიწყე. შავი შარვალი და ხაკისფერი პერანგი ჩავიცვი. ფეხზე ბოტასები მოვირგე და თმა გავიშალე. ახლა მზად ვიყავი ნებისმიერ ადგილას წავსულიყავი. ეს იქნებოდა კაფე თუ სხვა ნებისმიერი ადგილი. არც ძალიან გადაპრანჭული და არც ძალიან სადა არ ვიყავი როგორც ამას დეა ამბობდა. საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში როდესაც უცნობი ჯინსსა და უბრალო მაისურში ჩაცმული დავინახე. ვგულისხმობ გადაწყვეტილებას ჩაცმის შესახებ.
გამეცინა ჩემს ფიქრებზე,დეა გადავკოცნე და უცნობთან მივედი. ძალიან გამიკვირდა როცა მაკოცა და გამიღიმა.
კოცნით ლოყაზე მაკოცა. დაბნეული ჩავჯექი მანქანაში და თავი ფანჯარას მივადე. უცნობი გამომხედავდა და გამიღიმებდა ხოლმე. მეც დროდადრო გავხედავდი და ვცდილობდი მისი ნაკვთები შემესწავლა. განსაკუთრებით მისი შავი თვალები მომეწონა. საშინლად მომწონს შავი თვალები,განსაკუთრებით ბიჭებზე. სახის მოყვანილობაც საკმაოდ მომხიბლავი და მამაკაცური ჰქონდა. მის სიმპატიურობას კი დაბალი წვერი აგვირგვინებდა.
ალბათ ჩემი მწველი მზერა დააფიქსირა და ტუჩის კუთხე ჩატეხა,მერე კი გამომხედა.
-რაიყო მოგეწონე?
-რა?არა..ისა..მ..მე
ღმერთო ახლა მომკალი,რა სულელი ვარ. მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ ამდენი ხნის მანძილზე თვალის დაუხამხამებლად მივშტერებოდი მას. ძალიან შემრცხვა და თავი დავხარე აწითლებული ლოყების დასამალად.
-კარგი რაიყო? ისევ გაეცინა.
მე ისევ თავდახრილი ვიჯექი. ბიჭმა მანქანა გზიდან გადააყენა და მოხრილი საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა.
-აუ რა ძაან ბავშვი ხარ?
რისი გრცხვენია? მერე რა. მეც მასე გაშტერებული გიყურებდი მაშინ,იმ ხესთან რომ დაგატარებდი.
ამაზე კიდევ უფრო გავწითლდი და ისევ ჩავხარე თავი,მან კი ისევ ამაწევინა და მაიძულა თვალებში ჩამეხედა. აქ კი ისევ გავშტერდი. მისი თვალები,ღმერთო სულ სხვა განზომილებაა. ის არ არის მხოლოდ შავი ფერის. ის არის სევდის,ტკივილს,საიდუმლოებებისა და ახლა სითბოსფერი.ამჯერად ჩემით მოვახერხე გამოფხიზლება, უკან დავიხიე და ფანჯარაში გავიხედე.აღარ მინდოდა მისთვის მეყურებინა. ისევ ჩაეცინა და მანქანა დაძრა.ამისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია,ისევ ჩემს ფიქრებთან გავემგზავრე.
ბოლოს მივხვდი რომ მის შესახებ არაფერი ვიცოდი და მისკენ შევტრიალდი რომ რაღაც მეკითხა,თუმცა ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო და გამაჩუმა.
-ყველაფერს მოგიყვები ცოტახანში-ო მხოლოდ ეს მითხრა და ისევ გზას გახედა. მგონი ჩემს აზრებს კითხულობს.
ისევ გამეცინა და კვლავ ფანჯარას მივუბრუნდი.
მანქანა ერთ კაფესთან გააჩერა,კარები გამიღო და გამიღიმა. ძალიან მეუცნაურა წინა შეხვედრის შემდეგ ასეთი საქციელი. თვალები დამიბრიალა დროზე გადმოდი რას ფიქრობ ამდენსო და მეც გადავედი. კაფეში შემიყვანა და წინ გამიძღვა. ერთ მაგიდასთან მიმიყვანა სადაც სამი ბიჭი იჯდა.
-ვა ვა ჩვენი გიორგი მოსულაა! და რძალიც.
მივხვდი რომ "რძალი" მე მიწოდა და ცოტა არ იყოს და უცხოდ მომხვდა ყურში. თანაც გამიკვირდა,მე ხომ პასუხი დღეს ვუთხარი და თანაც ეს ქორწინება ფიქტიური იქნება და რა საჭირო იყო... ახლაღა გავიგე რომ იმ ბიჭს ვისაც ცოლად მივყვები თურმე გიორგი ჰქვია. სხვა შემთხვევაში სიცილით გავიგუდებოდი, ცოლად მიჰყვება ბიჭს,ისე რომ სახელიც არ იცის მეთქი მაგრამ ახლა....
ამ ფიქრებიდან გიორგის ხელმა გამომარკვია,რომელიც ჩემს წელზე იყო შემოხვეული. მეც უხერხულად გავუღიმე ბიჭებს.
-არ ხარ რძალი?
ამ ქერათმიანს ძალიან მოსწონს ჩემი წვალება? ხო ის ქერათმიანი,თაფლიფერთვალება ბიჭია,რომელიც ცდილობს დიალოგი ააწყოს ჩემთან მაგრამ ისეთი უცხო სიტუაციაა რომ ვერაფერს ვაკეთებ.
-ნიკა მოგვხდება! მკაცრი,მაგრამ მეგობრული ხმით გააფრთხილა მეგობარი გიორგიმ.
-კარგი ხო ჩუმად ვარ! და შენ ნუ გრცხვენია!
დამეჭყანა ნიკა. ამაზე სიცილი ვეღარ შევიკავე.
-აი ეგრე რა.
გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.გავწითლდი მაგრამ დავაიგნორე და ვცადე ჩემი სიმორცხვე დამემალა.
ბევრი რომ არ ვისაუბროთ ბიჭები გავიცანი. ნიკა,მიშკა და გიგი კარგი მოსაუბრენი აღმოჩნდნენ. ვერ ვიტყვი რომ ადვილად გავიხსენი მათთან, თუმცა მთავარია რომ გავიხსენი. მე და ნიკა განსაკუთრებით დავახლოვდით,ისე რომ ბიჭები ძლივს გვაჩუმებდნენ. ბოლოს როდესაც მიხვდნენ რომ ვერაფერს შეძლებდნენ სიცილით ჩაიქნიეს ხელი და შეგვეშვნენ,ჩვენ კი ისევ გავაგრძელეთ ბაასი.
ბევრი თემა იყო ისეთი რომელზეც ხუთივე ვერთვებოდით საუბარში. ბევრ რამეზეც ვიმაიმუნეთ, თუმცა მხოლოდ რამდენიმეში აგვყვა გიორგი. ის და მიშკა ცოტათი განსხვავებულები არიან. უფრო სერიოზულები და უჟმურები,თუმცა მიშკა გიორგიზე ნაკლებად.
ისე გაიპარა დრო რომ ვერც კი მივხვდით. ბოლოს გიორგი წამოდგა და ბიჭებს დაემშვიდობა,მეც რათქმაუნდა.
ყველა გადავკოცნე ნიკას გარდა. მას ჩავეხუტე მხოლოდ იმისთვის რომ თმა მომექაჩა. ისიც იგივე მიზეზით. ამ დროს თვალი გორგისკენ გამექცა და დავაფიქსირე რომ იღიმოდა. მეც ნიკას მოვშორდი და მის გვერდით დავდექით. კაფიდან გავედით და მანქანაში მოვთავსდით. გამომხედა, გამიღიმა და თვალები შემომანათა,ისე თითქოს კითხვას მისვამდა.მაგრამ ეს ღიმილი იყო რაღაც უცხო ღიმილი,თითქოს სევდიანი. თუმცა სევდიანი რატომ უნდა ყოფილიყო მეც გავუღიმე და თვალებით დასმულ კითხვას ვუპასუხე.
-გაგიცანი...
კიდევ უფრო აუბრჭყვიალდა თვალები,მერე წინ გაიხედა და მანქანაც დაქოქა.
ახლა ჩვენჩვენს ფიქრებში აღარ წავსულვართ,მთელი გზა ვლაპარაკიბდით. მგონი სულაც არაა ცუდი ბიჭი. იცით მთელი გზა ვაკვირდებოდი და დავაფიქსირე რომ როცა იცინის თან ქვედა ტუჩს ეთამაშება კბილებით. ვაღიარებ რომ ეს მომწონს. როგორც გითხარით მთელი გზა ლაპარაკში გავლიეთ,მანქანა რომ გააჩერა გადასვლას ვაპირებდი მაგრამ ადგილი მეუცხოვა. გიორგის გავხედე და ისევ მიღიმოდა. უსაფრთხოების ღვედი შეიხსნა, მითხრა გამომყევიო და მანქანიდან გადავიდა. მეც უკან ვავყევი. ჭიშკარი გააღო და შიგნით შემიძღვა. ღამე იყო და ამიტომ ვერაფერს ვხედავდი,თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩახჩახდა და მივხვდი რომ ატრაქციონების პარკში ვიყავი.
გამიხარდა,გეფიცებით ძალიან გამიხარდა,ბავშვივით. დაეწმუნებული ვარ ეს შეამჩნია და ამიტომაც გაეცინა. ხელი ჩამკიდა და ყველაფერი მომატარა. არცერთი ატრაქციონი არ გამოგვიტოვებია. ტირიც ვითამაშეთ.მე საშინელი მიზანი მაქვს,გიორგი კი ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია. დავეჭვდი და ვკითხე შენ სნაიპერი ხომ არ ხარ თქო,ამაზე კი მთელი საღამო დამცინოდა. ჰო გაიმარჯვა და პატარა სათამაშო გოჭი მოიგო. მე მაჩუქა. ბამბის ნაყინიც ვჭამეთ,უფროსწორად მე ვჭამე და გიორგიმ გასინჯა. პირი ღია დამრჩა რომ მითხრა არასოდეს გამისინჯავსო.
სიარულით რომ დავიღალეთ ერთ სკამთან დავჯექით. ჰო სკამთან ,ბალახზე და არა სკამზე. კი ვიცინოდით,გიორგიმ ისიც თქვა ვიღაცას დაბოლილები ვეგონებითო თუმცა ეს ორივესთვის სულერთი იყო.
პარკი ნელ-ნელა იცლებოდა ონავარი ბავშვების და მათი მშობლებისგან. ბოლოს მხოლოდ ჩვენ ორი დავრჩით. არცერთს გვეჩქარებოდა.
მოულოდნელად ძალიან უცნაური კითხვა დამისვა გიორგიმ. შეიძლება უცნაური სულაც არ არის,მაგრამ ამ მომენტში რატომ დამისვა ეს კითხვა მაინც ვერ გავიგე.
-რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?
ამ კითხვამ ჩამაფიქრა. მართლაც რას ვერ ვპატიობთ ადამიანები ერთმანეთს? ალბათ იტყვით ღალატს,ტყუილს,რამის დამალვას ან რაიმე მსგავსსო მაგრამ ეს ყველამ კარგად ვიცით რომ საყვარელ ადამიანს ამ ყველაფერს რთულად, მაგრამ მაინც ვპატიობთ.არ ვიცი! ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
-სიყვარულს!
უეცრად წამოვისროლე პასუხი.
მეგონა გაუკვირდებოდა და მკითხვდა საყვარელ ადამიანს სიყვარულს ვერ აპატიებო?! ამ კითხვაზე კი პასუხს ნამდვილად ვერ გავცემდი,განა იმიტომ რომ არ ვიცოდი. არა,უბრალოდ ამის სიტყვებით ახსნა არ შემიძლია.
სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან და მოუკიდა. მისი მომწამლავი კვამლი ღრმად შეიწოვა და მერე ისევ გამოუშვა,თან თვალებს აწვრილებდა. ძალიან უხდებოდა. გამომხედა და მითხრა.
-მეც.
იმდენად ვიყავი მისი თვალიერებით გაბრუებული რომ ვერ მივხვდი რაზე ამბობდა თუმცა,მერე გამახსენდა და გაკვირვებულმა შევხედე.
-რატომ?
-იმიტომ რომ სიყვარული საშინელი რამაა,ისე შეუძლია გადაგთელოს,დაგაპატარავოს და გაგსრისოს რომ შენგან აღარაფერი დარჩეს. ერთადერთი რისიც მეშინია სიყვარულია. არ მინდა ვინმე მიყვარდეს იმიტომ რომ ვიცი,საკუთარ თავზე,ცხოვრებაზე მეტად შემიყვარდება. თუ შემიყვარდა მას გავაღმერთებ და მასვე ვეთაყვანები.რომ მომიწიოს გველაფერზე ვიტყვი უარს,ყველაფერს დავთმობ მისთვის და ეს არ მინდა. ჩემთვის სიყვარული ტკივილს ნიშნავს. როცა ადამიანი გიყვარს ის ხდება შენი ტკივილი,შენი სისუსტე. ვიღაცის ტკივილი რომ შეძრავს მთლიანად ჩემს არსებას ამის მეშინია. შეიძლება არასწორად ვფიქრობ მაგრამ ჩემთვის სიყვარული ტკივილია. ბევრს ვიცნობ ისეთს სიყვარულმა რომ ფრთები შეასხა,მაგრამ ჩემთვის სიყვარული არასოდეს იქნება აღმაფრენა.
-სწორედ ეს ვიცი მეც.ჰო ჩემთვის,ჩუმად ვიცი. გათვითცნობიერებული მაქვს რომ სიყვარულს შეუძლია ცაში აგიტაცოს და მერე ისე დაგანარცხოს მიწაზე რომ წამოდგომა ვეღარასოდეს შეძლო. ცოტახანს ჩუმად ვიჯექით,სივრცეს გავყურებდით და ალბათ ორივე სხვადასხვა რამეს ვხედავდით.
- გინდა წავიდეთ?
-ჰოო,ცოტა შემცივდა.
-კარგი წამოდი. შენთან მიგიყვანო თუ ჩემთან?
დავიბენი. რატომ უნდა მიმიყვანოს მასთან.
-ჩემთან წაგიყვან იმიტომ რომ ეს დღე მთლიანად ჩვენი იყოს. კიდევ ბევრ რამეს მოგიყვები ჩემზე. წამოდი კარგი?
თანხმობის ნიშნად მკრთალად გავუღიმე და თავი დავუქნიე.
მანაც გამიცინა და მანქანის კარები გამიღო. თვითონ მეორე მხარეს მოუარა და საჭესთან დაიკავა ადგილი,კარგად მოკალათდა და მანქანა დაქოქა.
მის სახლში მივედით. როგორც კი ზღურბლს გადავცდით მისი სურნელით გაჯერებული ჟანგბადი შევისუნთქე ვაღიარებ რომ იმდენად მომეწონა ტანზე ეკლებმა დამაყარა. მას ჩაეღიმა და სამზარეულოსკენ წავიდა. მეც უკან გავყევი, ყავას ამზადებდა. არ მინდოდა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი. ჩაიდანი წყლით აავსო, ჩემკენ შემოტრიალდა და კარადას ზურგით მიეყრდნო. მთლიანად ამათვალიერა და თვალი თვალის წინ გამისწორა. ოდნავ მოეჭუტა და მიღიმოდა. ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა ამიტომაც მეც ასე ქანდაკებასავით ვიდექი. წყალი ადუღდა და მანაც ზურგი მაქცია. მითხრა მისაღებში დამელოდეო და მეც გავედი. ის კი ორი ფინჯნით დაბრუნდა.
ხმას არცერთი ვიღებდით. ის უბრალოდ მიყურებდა და მიღიმოდა რითაც თავგზას მიბნევდა. თუმცა ბოლოს მეც ჯიუტად გავუსწორე თვალი. ამაზე გაეცინა და ყავას მიუბრუნდა. ტელეფონზე ესემესი მოუვიდა, გახსნა და ღიმილიც მოეშალა სახიდან. დამფრთხალმა ამომხედა და მერე ისევ ტელეფონს დახედა. რაღაც მისწერა,ტელეფონი დააგდო და საპირფარეშოში გავიდა. მეუცნაურა მისი საქციელი. ცნობისმოყვარეობამ მძლია და მისი ტელეფონი ავიღე,ესემესები გავხსენი. მონაწერი წაშლილი ჰქონდა,თავად კი ორი სიტყვა ჰქონდა მიწერილი
"არ შემიძლია"...
ჩავფიქრდი. რას ნიშნავდა ეს ორი სიტყვა? ან მანამდე რა მოსწერეს? აშკარად მე მეხებოდა, ეს ვიცი. არცაა რთული მისახვედრი.
ღმერთო რა ხდება ჩემს თავს?
ტელეფონი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე და მეც ჩემი ადგილი დავიკავე.გიორგი აბაზანიდან გამოვიდა,თვალები აშკარად ჩაწითლებული ჰქონდა. ისევ ჩემს წინ დაჯდა, მაგრამ აღარ შემოუხედავს ,ჩუმად იყო. დაახლოებით ათი წუთი ასე ვიჯექით,ბოლოს კი ვეღარ მოვითმინე და დავუძახე.
-გიორგი!
შეცბა და შემომხედა.
-გისმენ.
-რა ხდება?
-არაფერი,რა უნდა ხდებოდეს?
-მეც იგივეს გეკითხები. რა დაგემართა? თვალები სულ ჩაწითლებული გაქვს...
-არაუშავს.
-ჩუმად ხარ და თვალს მარიდებ.
-არაუშავს.
-კარგი მაშინ მე წავალ,სჯობს მარტო იყო და დაფიქრდე რაზეც ფიქრობ,ხელს აღარ შეგიშლი.
-გვიანია!
-არაუშავს.
გავიმეორე მისი ფრაზა,რაზეც ჩაეცინა,მე ყურადღება აღარ მივაქციე და კარებისკენ წავედი როდესაც ხელით დამიჭირა.
-გვიანია მეთქი! მკაცრი ხმით თქვა,თან თვალებში ბრაზი ჩაჰბუდებოდა.თუმცა მეც იმდენად ვიყავი გაბრაზებული რომ ხელი გამოვგლიჯე და უკან დავბრუნდი.
-არაუშავს მეთქი!
კარები უნდა გამეღო როდესაც კარებს ხელი მიარტყა და მეც კარებზე ამაკრო.
-გვიანია მეთქი რომ ვამბობს ესეიგი გვიანია! მეტჯერ არ გამამეორებინო შედი ოთახში! დაიღრიალა ბოლო ხმაზე.
- ხმას დაუწიე! მე შენი ბავშვი არ ვარ რომ შენი ღრიალით შემაშინო და დამიმორჩილო!
-ელენე ნერვებს მიშლი!
-ოჰ!
დავიჭყანე და ვეცადე გამოვცლოდი, რადგან მივხვდი რომ ზედმეტად ახლოს იყო ჩემთან,თუმცა მეორე ხელიც კარებზე მოათავსა და მეც მათ შორის აღმოვჩნდი. ჯერ ხელს გავხედე,შემდეგ მას ავხედე გაცეცხლებულმა.ისევ იღიმოდა.
-ჯერ ისევ ბავშვი ხარ! თითქოს დანანებით ჩაილაპარაკა თავისთვის და თან მე მითხრა. ვერ გავიგე როგორ შეუძლია რამდენიმე წამში შეიცვალოს ხასიათი. ერთ წამს საშინლად ცივი და უხეში იყოს, მეორე წამს კი თბილი და კეთილი.
თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი თვალები ცრემლით როგორ ევსებოდა.
-გიორგი რა გჭირს?
ის კი უეცრად ჩამეხუტა. თითქოს არ უნდოდა მისი ცრემლები დამენახა. ტანში უსიამოვნოდ გამცრა როდესაც კანზე მისი ცრემლი დამეცა.
შემეშინდა. ჰო მის გამო შემეშინდა! დღეს სულ სხვანაირი იყო.
ცოტახანი ასე ვიდექით,მერე მომშორდა,ხელი ჩამკიდა და ისევ მისაღებში დამაბრუნა.
-რა გჭირს?
ცოტახანი ჩაფიქრდა,მერე ისევ შემომხედა და მიპასუხა.
- რომ შემიძულებ მაშინ მოგიყვები ყველაფერს.
-რატომ უნდა შეგიძულო?
-ყველას ყველა სძულდება,არც ჩვენ ვიქნებით გამინაკლისი.
-ჩვენ?
-ჰო ანუ მე და შენ.
-მაბნევ!
-ჩემი გაგება რთულია.
-ცოტახნის წინ მეგონა რომ შენი მესმოდა.
-ახლა არ გესმის?
-არ ვიცი.
-შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი.
- ვითომ რატომ? მაინც რა არ ვიცი?
-რატომ დამთანხმდი?
-რა?
-ქორწონებას ვგულისხმობ. რატომ დამთანხმდი?
-იმიტომ რომ მასზე შური უნდა ვიძიო. ზიზღნარევი ხმით ჩავილაპარაკე.
-მაგას უჩემოდაც ხომ შეძლებდი?
-კი.
-აბა რატომ?
-არ ვიცი.
-ხომ ხედავ არც ეს არ იცი.გინდა მე გითხრა რატომ დამთანხმდი?
-რატომ?
-იმიტომ რომ მენდე.
-ალბათ.
-იფიქრე რომ ერთმანეთს გავუგებდით რადგან ორივეს ერთი მიზანი გვამოძრავებს, ხომ ასეა?
-ჩემი გაგება არც ისეთი რთული ყოფილა.
ორივეს გაგვეცინა.
-მართალია.
-კიდევ რა იცი ჩემზე?
-გულუბრყვილო ხარ.
-რატომ?
-რომ შემიძულებ მაშინ გეტყვი.
-კარგი რაა!
-რამე რომ დაგიშავო? არ გეშინია?
-ვიცი რომ არ დამიშავებ!
-ამდენად მენდობი?
-არ უნდა გენდობოდე?
-არ ვიცი.
-ეგ რას ნიშნავს?
-იმას რომ საკუთარ თავსაც არ უნდა ენდობოდე.
-რატომ გინდა დამარწმუნო იმაში რომ იმედებს გამიცრუებ?
-რომ შემიძულებ მაშინ გეტყვი.
-ჩემს ნერვებზე თამაშობ თუ მეჩვენება?
-ნერვებზე თამაში არ მიყვარს,უბრალოდ ვცდილობ რეალობა დაგანახო.
-არ მჭირდება! მეთვითონაც კარგად ვხედავ.
-მაშინ არ უნდა მენდობოდე.
-რის მიღწევას ცდილობ? რისი თქმა გინდა პირდაპირ მითხარი.
-მენანები.
-რისთვის?
-რომ შემიძულებ იმისთვის.
იმდენად მომაბეზრა ამ პასუხმა თავი რომ რაც შეიძლება მალე უნდა დამემთავრებინა ეს დიალოგი ამიტომაც რაც პირველი გამახსენდა ის წამოვიყვირე
-მეძინება!
-კარგი გამომყევი,ოთახს გაჩვენებ.
მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა. თბილ ფერებში იყო მოწყობილი. თავისი სააბაზანო ჰქონდა. გიორგიმ ყველაფერი მომცა რაც მჭირდებოდა,მითხრა თუ რამეა ქვემოთ ვარ და დამიძახეო და გავიდა. მე სააბაზანოში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ლოგინში შევწექი. ერთბაშად დავიწყე ყველაფერზე ფიქრი. დღევანდელზეც და საერთოდ ყველა დღეზე. როგორი განსხვავებული იყო ადრე ჩემი ცხოვრება და ახლა? ახლა ეს ცხოვრება მართლა არის ჩემი? ზოგჯერ მგონია რომ ჩემი ცხოვრებით სხვა ცხოვრობს,ან მე ვცხოვრობ სხვისი ცხოვრებით და ამიტომაცაა ყველაფერი ქაოსურად. არც კი ვიცი რა შეიძლება მოჰყვეს ამ ქორწინებას და საერთოდ შურისძიებას. როდესაც ყველაფერი დამთავრდება შევძლებ კი რომ ვიყო ბედნიერი? ან რას მომიტანს ეს შურისძიება? შევძლებ სული დავიმშვიდო? ზოგჯერ მინდება უბრალოდ უარი ვთქვა ყველაფერზე,ყველა და ყველაფერი დავივიწყო და შორს,ძალიან შორს გადავიკარგო .იქნებ მაშინ მაინც ვიყო ბედნიერი,ვინ იცის?! ბევრჯერ მიფიქრია რომ უარი მეთქვა ჩემს მიზნებზე და უბრალოდ ყველაფერი დამევიწყებინა მაგრამ ჩემი დანგრეული ცხოვრება,დამსხვრეული ოცნებები და თავზე ჩამოქცეული ბედნიერება არ მაძლევს ამის საშიალებას და პირიქით,უფრო მიღვივებს სიძულვილს ბენდელიანის მიმართ.
ქორწინება? არ ვიცი რას მომიტანს. მართლა არ ვიცი. გიორგისთან საუბრის შემდეგ სულ ავირიე. თითქოს ცდილობს რომ ის ნდობა გააქროს რაც მე მის მიმართ მაქვს,მაგრამ ეს რაში აწყობს? მართალია ჩვენი ქორწინება ფიქტიური იქნება,მაგრამ ვფიქრობ რომ ჩვენ ერთმანეთს მაინც უნდა ვენდობოდეთ. არ ვიცი, არაფერი ვიცი....
ამ ფიქრებში ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი. შუაღამისას თმაზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი,მინდოდა მისკენ შევბრუნებულიყავი მაგრამ ძილს თავი ვერ წავართვი. თავზე მისი ტუჩები მომეკრო,შემდეგ ადგა და ოთახიდან გავიდა. მეც გადავეშვი სიზმრების ქვეყანაში.

გიორგი
....
ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც მამაჩემმა დემეტრე, ელენეს მამა სიცოცხლეს გამოასალმა.მიზეზი ბევრი რამ იყო თუმცა რისგამოც ახალკაცი მოკვდა ეს შვილის თავისუფლება იყო. ის მამაჩემმა დილემის წინაშე დააყენა. სასწორზე კომპანია და მისი ქალიშვილი იყო და მას თავად უნდა ამოერჩია ერთ-ერთი,მაგრამ მან ვერცერთი დათმო, ამიტომაც მამაჩემმა ის თვალისდაუხამხამებლად მოკლა. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მამაჩემმა..ნეტავ იცოდეთ როგორ მძულს ეს სიტყვა...გადაწყვიტა რომ თავისი სურვილი აესრულებინა და ახალკაცის ქალიშვილი ცოლად შემერთო.არ ვიცი ეს რაში სჭირდება მაგრამ იძულებული გამხადა. სყვარელი ქალის მოკვლით დამემუქრა. ვიცი რომ ამ ქორწინების შემდეგ მას ისედაც დავკარგავ სამუდამოდ,თუმცა მეცოდინება რომ ის ცოცხალია. რაც შეეხება ელენეს..ის ძალიან სუფთა და საყვარელია. ნეტავ იცოდეთ როგორ მენანება ამისთვის.ის ხომ ჯერ ისევ ბავშვია? ზოგჯერ მინდა რომ ყველაფერი მოვუყვე და გაქცევის საშუალება მივცე,მაგრამ მახსენდება ჩემი ქეთის თვალები.არც კი ვიცი რა მოხდება. ასეთი არეული არასოდეს ვყოფილვარ. ელენესთან არ შემიძლია ვიყო ცივი და უგრძნობი. არ შემიძლია მას ვატკინო,მაგრამ მე ეს მომიწევს. საკუთარი თავი მძულს ამის გაკეთება რომ მიწევს. ახლა ელენეზეა ყველაფერი დამოკიდებული. მისი იმედი მაქვს,იმედი მაქვს რომ მას არ შევუყვარდები და არ მომცემს უფლებას მისი სისუსტე გავხდე,რომ ვატკინო,იმედები რომ გავუცრუო.
როდესაც ყველაფერი დამთავრდება ვიცი რომ სულ მარტო ვიქნები. ბიჭებიც შემაქცევენ ზურგს. მათ სიმართლე არ იციან. ჰგონიათ რომ ქეთის დიდი ხანია დავშორდი და ელენე სიყვარულით მომყავს ცოლად.არც ელენე იქნება და არც ქეთი. საერთოდ არავინ მეყოლება გვერდში და მიღირს ამად? თუმცა ამაზე ფიქრი უკვე დაგვიანდა. მე სამ დღეში ელენეს ვირთავ ცოლად.
......
დილით გიორგიმ გამაღვიძა,მითხრა რომ საუზმე მზად იყო და ჩავსულიყავი.მეც ავდექი,მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი. სუფრა ორ კაცზე იყო გაწყობილი. მაგიდის შუაში ერთი ყვავილი იდო. მესიამოვნა მისგან ასეთი ყურადღება და გავუცინე.
-რომანტიკოსობას აპირებ ქმარო?
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ ცოლო?
-არა,მაგრამ ყოველ დილით ასე ნუ გამანებივრებ.
ვიღაცა აუცილებდლად იფიქრებდა რომ მართლა გვიყვარდა ერთმანეთი. სინამდვილეში კი ორივე ვმაიმუნობდით და ვცდილობდით რომ ცოტა ხალისი შეგვეტანა ჩვენს ურთიერთობაში.
-ჰმმ. და ვინ გითხრა რომ ყოველ დილით ამის გაკეთებას ვაპირებ?
- ოოო! ეგ მეტად სადაო თემაა.
ორივეს გაგვეცინა.
-კარგი მოდი დაჯექი.
-ხო არ მოვიწამლები?
-ჰაჰაჰა აპლოდისმენტები გეკუთვნის ნამდვილად.
დამეჭყანა. მე კი გავუცინე და ჭააას შევუდექი. ყველაფერი მართლა ძალიან გემრიელი იყო.იმდენად რომ ვერც კი შევამჩნიე გიორგი რომ არ ჭამდა.
-შენ რატომ არ ჭამ?
-ვჭამო?
-მე მეკითხები?
-ჰო!
- ჭამე.
-ანუ არ მოვიწამლები?
-ბატონო? ესეიგი ჩემზე 'დატესტე'?
-როგორ გეკადრებათ.
ჭამა განვაგრძეთ როდესაც ჩემი ტელეფონი ამღერდა.
დეა იყო.
-ვაიმე! წამოვიკივლე უცებ და გიორგი შეხტა. გამეცინა და მის გაკვირვებულ სახეს შევხედე.
-რა მოხდა?
-დეა. დეა სულ დამავიწყდა! ალბათ როგორ ნერვიულობს....გისმენ დეა.
-........
-კარგი დამშვიდდი. ცოცხალი ვარ და უვნებელი.
-.......
-ვიცი რომ უნდა დამერეკა მაგრამ დამავიწყდა.
-.....
- რა სასიამოვნო ღამ...
გიორგის გავხედე რომელიც სოცილს ვერ იკავებდა. ღმერთო ახლა მომკალი. როგორ შემარცხვინა ამ სულელმა გოგომ.
-........
-დეა მოგხვდება! რომ მოვალ გირჩევნია სახლში არ დამხვდე.
ტელეფონი გავუთიშე და სავარძელზე მოვისროლე. როგორ არ მინდოდა ახლა გიორგისთვის შემეხედა მაგრამ მიწევდა. სად დავიმალებოდი?
მისკენ შევტრიალდი და ისევ იცინოდა,თან მე მიყურებდა. ერთხანს წარბშეკრული ვუყურებდი,მერე მეც გამეცინა.საუზმობა დავამთავრეთ,მე მაგიდა ავალაგე,ჭურჭელი დავრეცხე,თავიანთ ადგილას დავალაგე და მისაღებში გიორგისთან გავედი.
-გიორგი მე უნდა წავიდე.
-ასე მალე?
-რაღა მალე მთელი ღამე აქ ვიყავი,თან უკვე ორი საათია.
-კარგი მე წაგიყვან.
მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ დავიძარით.
-ქორწილისთვის რას შვები?
-როგორ?
-კაბა არ აარჩიე? ზეგ ვქორეინდებით ცოლო.
-კაბა? რათ მინდა კაბა,უბრალოდ ხელს მოვაწერთ და სულ ეს იქნება..... არა?
-ფორმალური ქორწინება იქნება,მაგრამ ქორწინების სახე მაინც უნდა ჰქონდეს. შენ პატარძალი უნდა იყო თეთრ კაბაში გამოწყობილი. ქორწილის მერე კი ჩემთან მოგიწევს ცხოვრება.
-შენთან?
-ჰო ჩემთან,ჩვენ ყველგან ვიქმებით ნამდვილი ცოლ-ქმარი რომლებთაც ერთმანეთი უყვართ. ყველაფერი გვექნება საერთო გარდა საწოლისა. ეს კი მხოლოდ ჩვენ ორის საქმეა. ფორმალური ქორწინება არ ნიშმავს იმას რომ ჩვენ მხოლოდ საბუთებზე ვიქმებით ცოლ-ქმარი. მეგონა ეს იცოდი.
-მაგრამ რა საჭიროა?
-საჭიროა ელენე,საჭიროა. შენ გგონია ბენდელიანი თვალ-ყურს არ გვადევნებს? მან ჩვენზე ყველაფერი იცის.
-გასაგებია.
-მაშინ რადგანაც კაბა შერჩეული არ გაქვს წამოდი ჯერ კაბა ვიყიდოთ და მერე წავიდეთ სახლში.
-მაგრამ....
-ზეგ ქორწილია ელენე.
-კარგი მაგრამ დეას მაინც გავუაროთ,არ მაცოცხლებს.
-კარგი.
გაეცინა და საჭე მოატრიალა.
დეაც წამოვიყვანეთ და სავაჭრო ცენტრში წავედით.
ძალიან ბევრი ვიარეთ. როგორც იქნა ვიპოვეთ ისეთი კაბა რომელიც სამივეს მოგვწონდა. ულამაზესი იყო. ზედა ნაწილი მარგალიტებით იყო მორთული,ქვემოთ კი ძალიან დიდზე იყო გაშლილი და ბრწყინავდა. სარკეში რომ ჩავიხედე მივხვდი რომ ეს ის კაბა იყო რომელსაც ბავშვობაში,ოცნებებში ვხატავდი. ბედნიერების ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. მართალია ეს არ არის ქორწინება რომელიც მინდოდა,ცოლად იმ კაცს მივყვები რომელიც არ მიყვარს,მაგრამ ვიცი რომ ის არაფერს დამიშავებს.გიორგიც ღიმილით მიყურებდა. თავისთვის შავი სმოკინგი აარჩია,რომელიც ძალიან უხდებოდა. დეამ კი ულამაზესი კაბა იყიდა. წითელი, ტანზე მომდგარი კაბა,დეკოლტითა და პრარეზით. მის გამხდარ სხეულს და ლამაზ ფორმებს უფრო განსაკუთრებულს ხდიდა.
კიდევ ბევრი რამ ვიყიდეთ და დაღლილები იქვე კაფეტერიაში მივესვენეთ. წავიხემსეთ, ძლუვს წამოვიზლაზნეთ სკამებიდან და მანქანაში ჩავსხედით. გიორგიმ სახლში მიგვიყვანა,ვუთხარით რომ შემოსულიყო თუმცა მაინც არ შემიგვყვა და წავიდა.
მაგიდაზე დავაწყვეთ ყველაფერი და დივანზე მივეყარეთ ერთმანეთს.
-მგონი მასთან ბედნიერი იქნები.
გულწრფელი ღიმილით მითხრა დეამ და ჩამეხუტა.
საღამოს გიომ დამირეკა,ძმადნაფიცმა და მითხრა რომ ხვალ დილით აქ იქნებოდა. ძალიან ,ძალიან კი არა უსაზღვროდ გამიხარდა. ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა მისი ნახვა. გადავწყვიტე გამეთენებინა და მას დავლოდებოდი,თუმცა დღევანდელმა დაღლამ მაინც თავისი გაიტანა და დივანზე ჩამეძინა. შუბლზე კოცნამ შემაფხიზლა,თავიდან ვერ გავიაზრე რა მოხდა,მაგრამ როგორც კი გამახსენდა გიორგის ჩამოსვლის დროს გონებამ განგაში ატეხა და მეც თვალები დავჭყიტე. ჩემი გიოს დანახვამ იმდემად გამახარა რომ კივილით ჩავეხუტე და მის მკლავებში ავტირდი.
-გიო! გიო! ჩოხვედი გიო! როგორ მომენატრე! ღმერთო არ მჯერა! აქ ხარ? მართლა შენ ხარ? ღმერთო გიო!
ვბუტბუტებდი მის კისერში.
-კარგი დამშვიდდი ფერიავ,დამშვიდდი. აქ ვარ ხო.
იცინოდა და თან ხელს არ მიშვებდა.
-გიოო! როგორ გამახარე! ღმერთო არ მჯერა.
-დაიჯერე,დაიჯერე აქ ვარ აი! ვერ მხედავ ამხელა მთასავით კაცს? ან რაგეგონა ქორწილში არ ჩამოვიდოდი?
-შენ საიდან იცი?
-ყველაფერი ვიცი შენზე დაიკო.
ამ ხმაურზე ოთახიდან თმააბურძგნული დეა გამოვიდა. ნეტავ იცოდეთ როგორი სასაცილო იყო როდესაც გიო დაინახა. ჰმმ არ გახსოვს არა ქალბატონო დეა? მე მომატყუებ შე ეშმაკო?!
გიორგის ავხედე და მივხვდი რომ მანაც იცნო "პირველი სიყვარული" ჰო გიოს და დეას ერთმანეთი უყვარდათ ცამეტი წლის წინ. როცა დეა ხუთის გიო კი ათი წლის იყო. ბავშვური სიყვარული აკავშირებთ მათ.
ორივეს უსაზღვროდ გაუხარდათ ერთმანეთის დანახვა,მე ამას მივხვდი.
-არ მოხვალ ყოფილო ცოლო? გაუცინა გიომ. ღმერთო რა საყვარელია.
დეამაც გაიცინა და სწრაფი ნაბიჯებით მივიდა მასთან და მოეხვია. ერთად ისეთი საყვარლები არიან მემგონი მათი წყვილის ჩამოყალიბებას საკუთარ თავზე ავიღებ. ჩემს ფიქრებზე ხმამაღლა გამეცინა.
მონატრებულ გიოს ბევრი რამე გამოვკითხეთ. არც ერთი წამით არ დაგვოტოვებია,ბოლოს მივხვდით რომ დაღლილი იქნებოდა, ამიტომაც თავი დავანებეთ და დასვენების საშუალება მივეცით.
საღამოს გიორგიმ დამირეკა და მითხრა რომ ბიჭები გამოგვივლიდნენ მე და დეას. გიორგის ვთხოვე რომ ისიც წამოსულიყო,თუმცა ვერ მოვახერხეთ მისი დათანხმება,ამიტომ ჩვენ მოვემზადეთ და ბიჭებს დაველოდეთ.
თხუთმეტ წუთში ისინიც მივიდნენ,გიოს დავემშვიდობეთ და გარეთ გავედით. ბიჭები გადავკოცნე და დეაც გავაცანი.ისევ იმ კაფეში მივედით. დეაც დაუმეგობრდა ბიჭებს. ნიკას და გიგის ადვილად გაუგო. მაგრამ ის და მიშკა ერთმანეთს მკვლელ მზერას არ აშორებდნენ. ვიღაცა იფიქრებდა დიდი ხნის მტრები არიან და ახლა წამოხტებიან მაგიდიდან და ერთმანეთს დაახრჩობენო.
ცოტახანში კაფიდან წამივედით,გიორგიმ ისევ სახლში მიგვიყვანა და მითხრა რომ ხვალ ვერ დამეკონტაქტებოდა გვიანობამდე და როცა დამირეკავდა ქორწილზე ყველაფერს შეაატყობინებდა.
ბიჭებს დავემშვიდობეთ,დეამ და მიშკამ ერთმანეთს ისევ შეუღრინეს და სახლში ავედით.
გიორგის ეძინა,ამიტომაც აღარ შებაწუხეთ და ორივე ჩემს ოთახში ავედით.
-რახდება ქალბატონო? რატომ კბენდი მიშკას მთელი საღამო.
-იმიტომ რომ ისიც იგივეს აკეთებდა.
-ხო ეს მეც შევამჩნიე, მაგრამ რას ერჩით ერთმანეთს.
-არ ვერჩი ადამიანო,უბრალოდ ზედმეტად უჟმური და უხასიათოა. საერთოდ მაგას იმ სამ ბიჭთან რა კავშირი აქვს.
-ვაიმე დეა.
-რა გინდა? არ ვარ მართალი?!
-კარგი ხო ნუ ჩხუბობ,წავედი მე ჩემს ოთახში. ძილინებისა.
-ძილინებისა.
.......
მეორე დღეს საინტერესო არაფერი მომხდარა. ღამით გიორგიმ დამირეკა და მითხრა რომ ხვალ ორ საათზე თვითონ მომაკითხავდა და "ქორწინების სახლში" წავიდოდით,შემდეგ კი ჯვარს დავიწერდით. ახლაც არ მესმის ჯვრისწერა ფიქტიური ქორწინების დროს რა საჭიროა,მაგრამ არაფერი ვთქვი.
ქორწილის დღეს ძალიან ადრე ავდექით და მომზადება დავიწყეთ. სალონში გავიკეთეთ მე და დეამ ვარცხნილობა და მაკიაჟი. შემდეგ კაბებს მივხედეთ. გიომ საქორწინო კაბაში რომ დამინახა თვალები გაუბრწყინდა. მითხრა ასეთი პატარძალი წარმომედგინეო და ჩამიხუტა. არც დეას დააკლო კომპლიმენტები. ორ საათზე გიორგი და მიშკა მოვიდნენ. გიროგის მეჯვარე მიშკაა.
გიორგის სახეზე ბევრი ემოცია იკითხებოდა. მაგრამ მის თვალებს სინანული შევატყვე. არ ვიცი, ნეტავს რას ნანობს და განიცდის?
მე და გიორგი ერთი მანქანით წავედით. გიომ მე გვიან მივალ,რაღაც დამავიწყდაო, ამიტომაც დეას და მიშკას ერთად მოუწევდათ მგზავრობა. ამით არცერთი აღფრთოვანებულა,თუმცა დეას შევხედე და მანაც თავი დამიქნია იმის ნიშნად რომ არ ინერვიულო არ მოვკლავო.
რეგისტრატურაში ცოტა შევყოვნდით,თუმცა მალე ჩვენი რიგიც მოვიდა. გიომაც მოგვისწრო და ბიჭებთან ერთად დარბაზში დაიკავა ადგილი.
რეგისტრატორიც გამოჩნდა და პროცესიც დაიწყო.
-პატივცემულო ელენე ახალკაცო დემეტრე ახალკაცის ასულო თანახმა ხართ თქვენი ნებით და არანაირი ძალდატანებით ცოლად გაჰყვეთ გიორგი ბენდელიანს?
ვის? ბენდელიანს? გიორგი ბენდელიანია? ფატა უკან გადავიწიე და გიორგის გაოცებულმა გავხედე. მის სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა
თითქოს გაიყინაო ურეაქციოდ მიყურებდა...
გიორგიმ ხელი ჩამკიდა და დარბაზიდან გარეთ გამომიყვანა. მივხვდი რომ ჩვენ ორს სალაპარაკო გვქონდა.
-გიორგი ეს რას ნიშნავს?
-მე ბენდელიანი ვარ.
-დიახ,ეს ვიცი დასწორედ ამაზე გეკითხები,ეს რას ნიშნავს? შენ? შენ ირაკლის შვილი ხარ?
-არ თქვა! ეგ არ გაიმეორო! მე ირაკლის შვილი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები.
-შენ მისი შვილი ხარ! ღმერთო ახლა რა ვქნა.
-არ ვარ თქო მისი შვილი არაა! ის დედაჩემის ქმარია! პატარა ვიყავი მასზე რომ დაქორწინდა, მან მე თავისი გვარი მომცა სხვა არაფერი. მე მისი შვილი არ ვარ! ეს აღარ გაიმეორო. დაგავიწყდა რა გითხარი? მან ჩემი ძმა მოკლა! მამაჩემი რომ ყოფილიყო ძმას რატომ მომიკლავდა? ის ჩემი მამინაცვალია.
-უნდა მჯეროდეს შენი?
-ელენე რას მეკითხები?
-არ ვიცი. ეს აქამდე რატომ არ მითხარი?
-არ აქვს მნიშვნელობა,წამოდი გველოდებიან.
დარბაზში დავბრუნდით. დიდი ფიქრის შემდეგ მე გიორგიზე გავთხოვდი. გავთხოვდი და აქედან დაიწყო ყველაფერი...
მასთან გადავედი საცხოვრებლად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა,ყველაფერი სერთო გვქონდა გარდა საწოლისა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ხშირად დავდიოდით წვეულებებზე,იქ სადაც ჩვენთვის საჭირ ხალხი ხშირად იყრიდა თავს. სასეირნოდაც ხშირად დავდიოდით ისეთ ადგილებში სადაც ვიცოდით რომ ერთი ორი ჟურნალისტი აუცილებლად იქნებოდა ჩასაფრებული. ცოლ-ქმრის როლები კარგად მოვირგეთ....ხალხის დასანახად. ქუჩაში ერთმანეთზე გაგიჟებული წყვილი ვიყავით, სახლში კი კარგი მეგობრები. ვგულისხმობ იმას რომ არ ვიყავით შებოჭილები და თავს ორივე თავისუფლად ვგრძნობდით.ბიჭებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ხშირად ვიკრიბებოდით მეგობრები. მიშკა და დეაც შეეჩვივნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ ურთიერთობა აეწყოთ,მოკლედ ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. თუმცა გადიოდა დრო და ვხვდებოდი რომ გიორგისთან ვერ მექნებოდა ისეთი ურთიერთობა როგორც უბრალო მეგობართან ან თუნდც "თანამზრახველთან" ვხვდებოდი რომ მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა. მასზე ზრუნვა. კოცნა რომელიც ხალხისთვის თვალის ასახვევად უწევდა ჩემში ქარიშხალს იწვევდა. ვიცი რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მე ის შემიყვარდა. დიდი ხანი ვებრძოდი საკუთარ თავს რომ დამემტკიცებინა მე გიორგი რომ არ მიყვარდა მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მისი სიყვარული მთელს სხეულს მეტასტაზებივით მოედო. გულს კი ის მიკლავდა რომ მისგან იგივეს ვერ ვგრძნობდი. არ მეგონა თუ ასეთი სუსტი აღმოვჩნდებოდი და ის ასე შემიყვარდებოდა,მაგრამ ფაქტია მე ის შემიყვარდა. ვცდილობდი გრძნობები მასთან შემენიღბა და გამომდიოდა კიდეც. არავინ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ,მარტო ვუმკლავდებოდი ამ ტკივილს. გიორგი მართალი ყოფილა,სიყვარული არასოდეს იქნება აღმა'ფრენა. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, მე გიორგის სიყვარული მტკიოდა თუმცა ამას ვმალავდი და გიორგიც ვერაფერს ხვდებოდა. ჰო ეს ჩვენი ყოველდღიურობა იყო,ამიტომაც ვამბობ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა იმ ღამემდე რომელმაც ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
ერთ საღამოს გიორგის მოსვლა დააგვიანდა. არ ვსაუბრობ ნახევარ საათზე,ვგულისხმობ ხუთ საათს. შუაღამე იყო როდესაც ეზოში გიორგის მანქანა შემოვიდა,ლოგინიდან წამოვხტი,თხელი ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი რომ კარი გამეღო. კარი გავაღე და გიორგიც შემოვიდა,უფროსწორად შემობანცალდა. აშკარად ბევრი ჰქონდა დალეული.
მისაღებში შევიდა და დივანზე გაიშოტა.
-გიორგი წამოდი შენს ოთახში აგიყვან,უკვე გვიანია და დაიძინე. ხვალ კი ვილაპარაკოთ კარგი?
-ცოლო ყავა მომიდუღე რაა.
ყელი ვამოიწელა პატარა ბავშვივით,მეც გამეცინა და სამზარეულოში შევედი. ჩაიდანი წყლით ავავსე, გაზქურაზე შემოვდგი და მის ადუღებას ველოდებოდი როდესაც ზურგიდან გიორგი ამეკრო,ხელი მუცელზე შემიცურა და კისერში სველი კოცნის კვალი დამიტოვა. სხეული ამიცახცახდა. მისი შეხება შანთივით მიწვავდა სხეულს.
მისკენ შემაბრუნა, ახლა ორივე ხელი წელზე მომხვია და ლავიწის ძვალზე მაკოცა.
-გი..გიორგი. მთვრალი ხარ,არ გინდა.
-ჩშშშ..
ტუჩზე თითი მომადო და გამაჩუმა,შემდეგ კი ტუჩებზე დამეკონა. ვცადე წინააღმდეგობა გამეწია,რადგან ზუსტად ვიცოდი რომ ხვალ ამას ინანებდა, თუმცა ამის ძალა აღარ შემწევდა და მივეცი უფლება დამპატრონებოდა. მან ხელში ამიტაცა და თავისი საქმე ახლა საძინებელში განაგრძო. იმ ღამით მე მთლიანად გიორგისი გავხდი ვიცი რომ ეს შეცდომაა მაგრამ შეწინააღმდეგების არც თავი მქონდა და არც სურვილი.
.....
დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს რომელიც ჩემს სახეზე დათამაშებდნენ,ვცადე თავი დამეღწია მათგან და მეორე მხარეს გადვბრუნებულიყავი მაგრამ ვიღაცის ხელმა რომელიც ძალიან მაგრად იყო ჩემს სხეულზე შემოხვეული არ მომცა ამის საშუალება. სახე მისკენ შვეატრიალე და დავინახე გიორგი რომელსაც მშვიდად ეძინა. საბანი ავწიე და საკუთარი შიშველი სხეულის დანახვისას ყველაფერი გამახსენდა. თვალები მაგრად დავხუჭე რომ ცრემლები არ წამომსვლოდა. ნელა,ძლივსძლივობით წამოვიზლაზნე საწოლიდან,რადგან მუცელი საშინლად მტკიოდა და ჩემს ოთახში გავედი. საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევედი. თავის მოწესრიგების დრო როგორც შემეძლო გავწელე, რადგან არ მინდოდა გიორგი მენახა. თავი მოვიწესრიგე და ოთახში დავბრუნდი როცა რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგე რომელსაც გიორგის ღრიალი მოჰყვა. მივხვდი ეს რის გამოც ხდებოდა და ცრემლები წამომცვივდა,თუმცა მაშინვე შევიმშრალე ,ერთი ღრმად ამოვისუნთქე და ოთახიდან გავედი. გიორგის ოთახის კარები ღია იყო. გიორგი კი გამწარებული ბოლო ხმაზე ღრიალებდა და რაც ხელში მოჰყვებოდა ყველაფერს ლეწავდა. მთელი ოთახი თავდაყირა იდგა.
-ამის დედა შევე''ი! ეს რა გავაკეთე? რა გავუკეთე ელენეს?
-გიო!
აკანკალებული ხმით დავუძახე,ისე რომ ალბათ ვერც გაიგებდა,მაგრამ ის უეცრად გაჩერდა და მთელი სხეულით ჩემკენ შემობრუნდა. სახე ალეწილი ჰქონდა,თვალებში კი ცრემლი ჩასდგომოდა.
-ელი..ჩახრინწული ხმით წარმოსთქვა ჩემი სახელის ის ფორმა რომლითაც მხოლოდ ის მომმართავდა.
ეს რა გავაკეთე ელი..ეს რა გაგიკეთე?! ღმერთო ასე როგორ გაგიმეტე,მაპატიე გთხოვ. გპირდები ისე მოვიქცევი როგორც შენ მეტყვი. რამე ხომ არ გატკინე? რამე ხო არ დაგიშავე? კარგად ხარ?
აფორიაქებული მაყრიდა კითხვებს და თან თმას იწვალებდა....
-მაპატიე რომ ასეთი შეცდომა დავუშვი. ხომ მაპატიებ ელი?
შეცდომაო,ჰო ის ამ ღამეს შეცდომად თვლის. ყელში უზარმაზარი ბურთულა გამეჩხირა,რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. როგორ მინდოდა ახლა მეკივლა,მეტირა,მეყვირა,მეღრიალა მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. საუბრის უნარიც კი წამრთმეოდა.თუმცა ეს ბურთულა გადავაგორე და ვეცადე მისთვის გამეღიმა. ჰო გამომივიდა და მას გავუღიმე. მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და დავამშვიდე.
- არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად მაქვს. წუხანდელზე ნუ იფიქრებ, ეს ორივეს სისუტე იყო. უბრალოდ დავივიწყოთ და ვიყოთ ძველებურად კარგი?
-მიყვარხარ ელი.
"მიყვარხარ"- ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავდა იმ მიყვარხარს რომელიც მინდოდა მისგან მომესმინა. ჰო ამ მიყვარხარ-ით მას არ უთქვამს რომ ვუყვარვარ,მან სულ სხვა რამ იგულისხმა და მეც ეს მტკენს. ისევ გამეჩხირა ბურთულა,ახლა ცრემლებიც მომაწვა,გიორგის სწრაფად მოვშორდი,მკრთალად გავუღიმე და ჩემს ოთახში შევედი. ცრემლებს უფლებს მივეცი ჩემს კისერში ჩაკარგულიყვნენ,როდესაც გასასვლელი კარების ხმა გავიგონე და მივხვდი რომ სახლში მარტო ვიყავი თავს უფლება მივეცი მთელ ხმაზე მეყვირა,მეტირა და ემოციებისგან დავცლილიყავი.
ძალაგამოცლილი მივწექი საწოლზე,იმის თავიც კი არ მქონდა რომ ტელეფონზე მეპასუხა რომელიც მთელი დღეა მირეკავს. დაღლილს და დაქანცულს როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
ხმაურმა გამომაფხიზლა,რომელიც ქვედა სართულიდან ამოდიოდა. ფანჯარაში გავიხედე და კარგად დაბნელებულიყო. მივხვდი რომ ძალიან დიდხანს მეძინა. ხმებს კარგად ვერ ვარჩევდი,თუმცა რთული მისახვედრი არ იყო რომ ბავშვები იყვნენ ქვემოთ. მათთან ჩასვლა გადავწყვიტე თუმცა საკუთარ თავს რომ შევხედე სარკეში თავი შემზიზღდა. თვალები სულ ჩაწითლებული და ჩამუქებული მქონდა ტირილისგან თმები კი სულ აბურდული. ახლა თავის მოწესრიგების და ტყუილების მოფიქრების თავი არ მქონდა,ამიტომაც ისევ საწოლში შევწექი და თვალები დავხუჭე. ოთახში გიო შემოვიდა. ძალიან ვეცადე რომ არ მიმხვდარიყო რომ მეღვიძა,თუმცა ის ბავშვობიდან მიცნობს და მას ვერაფერს გამოვაპარებ.
-მაიმუნო,თვალებს მაინც ნუ ახამხამებ.
გამეღიმა მის მომართვაზე. ყოველთვის ასე მომმართავდა როდესაც ვცუღლუტობდი.
-ჰმმ,აბა გაახილოს ახლა ერთმა გოგომ თვალები და დამანახოს დიდი ალისფერი რგოლები.
მეც თვალები გავახილე,მაგრამ რამდენად იყო ჩემი თვალები ისევ ალისფერი არ ვიცი.
-რა გჭირს ელე?
-ცუდად ვარ გიო. ამოვკნიავლე
-მაგას მეც ვხედავ.
-შემიყვარდა გიოო. არ უნდა შემყვარებოდა მაგრამ შემიყვარდა.
ის მოვიდა და გულში ჩამიკრა.
-ჩშშშ ნუ ტირი.დამშვიდდი. რამე ხომ არ დაგიშავა? იცოდე არ შევარჩენ.
-არა არა,არაფერი დაუშავებია. უბრალოდ...უბრალოდ გუშინ ჩვენ...
-თქვენ რა ?
ძალიან მრცხვენოდა მაგრამ ყველაფერი ვუამბე გიოს. წუხანდელიდან დაწყებული დილანდელით დამთავრებული. მან ჩამქრალი თვალებით შემომხედა.
-გიღირდა ამად ელე? იქნებ ყველაფერზე უარი თქვა და მისგანაც შორს წახვიდე სადმე. შენს გვერდში ვიქნები ხო იცი?
-არა გიო,მისგან შორს ბედნიერი ვერ ვიქნები.
-მაგრამ მასთან ახლოს რომ უბედური ხარ? გეხვეწები არ გინდა ეს შირისძიება რაა.
-შურისძიება არაფერ შუაშია გიო. მე გიორგი შემიყვარდა და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. მე ვარ სუსტი.
-ჩშშშ ეგ აღარ გაიმეორო. დაგავიწყდა რას გაუძელი მარტომ?
-მარტო არ ვყოფილვარ. შენ იყავი ჩემს გვერდში,მამაშენი იყო...
-ხო მაგრამ შენი ტკივილის ბოლომდე რომელს გვესმოდა? შენ ძლიერი ხარ ელე,გთხოვ სიყვარულს ნუ მისცემ იმის უფლებას რომ გაგთელოს. თუ გინდა გიორგის მე დაველაპარაკები.
-არა არა! არავითარ შემთხვევაში.
-მაშინ დამპირდი რომ შენ დაელაპარაკები.
-......
-ელენე დამპირდი!
-გპირდები.
-კარგი, შენ არ ჩამოხვალ? თუ გინდა დარჩი და ვიტყვი რომ გძინავს.
-გიორგის ნახვა არ მინდა ახლა.
-სახლში არ არის. მარტო მე, დეა და ბიჭები ვართ.
-როგორ თუ არ არის?
-არ არის,ჩვენ რომ მოვედით არ იყო.
-თქვენ როდის მოხვედით?
-დაახლოებით პირველ საათზე.
-ანუ დილით რომ წავიდა იმის მერე არ მოსულა? ნეტავ სად წავიდა? მეშინია გიო. დაურეკე რა!
-კარგი ახლავე.
......
-არ პასუხობს.
-კიდევ სცადე........
-ნწ,არ პასუხობს.
-ნეტავ თავს რამე ხომ არ დაუშავა? გამწარებული იყო დღეს დილით.
-მოიცა ბიჭებს ვკითხავ სად შეიძლება წასულიყო. უეჭველი ეცოდინებათ.
ერთი საათის შემდეგ.
-სად წავიდა ეე?
-კიდევ სცადე აბა.
-არ პასუხობს.
- სადაა ეს ბიჭი სად?
უკვე სატირლად დავბრიცე ტუჩები როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა. სწრაფად წამოვფრინდი სავარძლიდან და ბედნიერი ღიმილით გავეშირე კარის გასაღებად. კარი გავაღე და გიორგი დავინახე რომელსაც ხელში პატარა ბიჭი ეჭირა,გვერდით კი ახალგაზრდა ქალი ედგა. ჯერ მათ ხელებს დავხედე ერთმანეთისთვის რომ გადაეჭდოთ შემდეგ კი აცრემლებულმა ავხედე გიორგის. გიორგიმ კი ცივად გამიღიმა და სახლში ისე შევიდა რომ არაფერი მითხრა,თან ის ქალიც წაიყვანა. ბავშვები გაოცებულები უყურებდნენ ქალს,გიორგის და ბავშვს. მეც ფეხაკრეფით მივედი მათთან და გიორგის პირდაპირ დავდექი. ველოდებოდი როდის იტყოდა რამეს. გული ამივარდნაზე მქონდა.
- ახლა რასაც ვიტყვი ყველამ კარგად გაიგეთ და არცერთმა გაბედოთ რამე მითხრათ! არავის აზრი არ მაინტერესებს,ვინმეს რამე საწინააღმდეგო თუ გაქვთ შეგიძლიათ წახვიდეთ. ბიჭებო ქეთის თქვენ კარგად იცნიბთ,თქვენ კი გაგაცნობთ. ქეთი ჩემი ყოფილი შეყვარებულია,რომელსაც ელენეს გამო დავშორდი. დავშორდი მაგრამ არა სამუდამოდ. მან მე ბიჭი მაჩუქა და ვალდებული ვარ მათზე ვიზრუნო. დროებით ქეთიზე ვერ ვიქორწინებ მაგრამ ჩემს ბიჭს ჩემს გვარს მივცემ. ბავშვს დახედა და თბილად გაიღიმა. მერე კი გამყინავი თვალებით პირდაპირ მე შემომხედა და მკაცრად გაიმეორა.
-ვინმეს თუ რამე საწინააღმდეგო აქვს შეუძლია წავიდეს. ეს აშკარად ჩემს გასაგონად თქვა. ეს ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. რომ არ წავქცეულიყავი მიშკას დავეყრდენი. თვალები მაგრად დავხუჭე რომ არ ავტირებულიყავი, ღრმად ჩავისუნთქე და გიორგის გატეხილმა შევხედე.სახეზე სიძულვილი გამოსახვოდა,მაგრამ ვისკენ იყო ეს სიძულვილი მიმართული არ ვიცი. ნერწყვის ბურთულა ძლივს გადავაგორე და მკაცრად ვთქვი.
-მე ვარ წინააღმდეგი,მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ!
გიორგიმ გაკვირვებულმა შემომხედა,არ ელოდა ჩემგან ასეთ პასუხს. არავინ ელოდა.
ვხვდებოდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ამბობდა.
-და შენ ვინ მიგდიხარ რომ გიოს სიტყვას ეწინააღმდეგები? გიო ასეთ მოსამსახურეებს ამხელა გამბედაობა საიდან აქვთ?
-ელენე სამსახურიდან მოხსინილი ხარ. მითხრა ჩემმა "უფროსმა"
-სამსახურიდან? რომელი სამსახურიდან? იმ სამდახურიდან რომელსაც ცოლობა ჰქვია?
-აჰაჰაჰა ახლა მოვკვდები, ცოლობაო.გიო ყველა შენს მოსამსახურეს თავი შენი ცოლი ჰგონია? ღმერთო ახლა მოვკვდები.გამაღიზიანებლად იცინოდა ქეთი.
-შენ ასეთი ამაზრზენი იყავი ყოველთვის? არც კი ვიცი რა გიწოდო ქეთი. მეზიზღები. არასოდეს უწოდო საკუთარ თავს ქალი. აი შენ კი გიორგი არ გაბედო და თქვა რომ კაცი ხარ. ყველაზე მაჩანჩალა ვინმე ხარ. ასეთს ჩემი ძმა როგორ ვუწოდე არც კი ვიცი. ჩათვალე რომ შენი ძმაკაცი რომელსაც მიშკა ერქვა მოკვდა. დაიღრიალა მიშკამ და სახლიდან გავარდა.
-ასე არავის დავუმცირებივარ. ატირდა ქეთი და გიორგის აეკრო,მანაც წელზე შემოხვია ხელი და შუბლზე ტუჩები მიაკრო. ის ტუჩები რომლითაც მე მკოცნიდა,ის ტუჩები მე რომ მიყვარდა. არ მინდოდა მასთან ერთად ერთი წამით მაინც რომ გავჩერებულიყავი. ოთახში ავედი,ყველაფერი გადმოვყარე კარადიდან და ერთ დიდ ჩანთაში ჩავტენე. ჩვენი სურათები ყველა გავანადგურე. მხოლოდ ერთი ჩავდე ჩანთაში. სკვერში გვქონდა გადაღებული. ის პერიოდია მე რომ გაზაფხულივით თბილად მახსენდება. ამ ფოტოში ორივე ბედნიერები ვართ. ისევ გადმომგირდა რამდენიმე ცრემლი,თუმცა ხელის ზურგით მოვიწმინდა და ქვემოთ ჩავედი,ჩანთაც თან წავიღე. გიორგის წინ დავდექი. თითიდან ბეჭედი მოვიხსენი და მუჭში ჩავუდე. თვალცრემლიანი ჩავაშტერდი შავ სფეროებში. მან ხელი მომკიდა და სხვა ოთახში გამიყვანა.
-რას აკეთებ ელენე?
- უკაცრავად?
გულწრფელად გამიკვირდა.
მე რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ არასწორად გიორგი? ახლა შენგან არ უნდა მივდიოდე? ასე არ უნდა ვიქცეოდე? მითხარი რას უნდა აკეთებდეს თავმოყვარე ქალი ამ დროს? სახლში შვილით ხელში მომადექი რომელსაც თან დედამისიც მოაყოლე და მითხარი რას უნდა ვაკეთებდე? გინდა თქვენთან ერთად ვიცხოვრო? ღამით შენ და ქეთის შუაშიც ხომ არ ჩაგიწვეთ? რა გინდა მითხარი,ჩემგან რას ითხოვ?
-მიყვარხარ ელი.
გონება დამიბინდა ამ ორმა სიტყვამ. ანალიზის უნარი დამაკარგვინა. თუ ვუყვარდი რატომ მომექცა ასე? როგორ მინდოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. რას არ მივცემდი რომ ახლა მეც იგივეს თქმა შემეძლოს მაგრამ ვაი რომ არ შემიძლია. თვალები დავხუჭე. ერთი ბურთულა გადმომგორდა თვალიდან რომლის მოწმენდას არც ვაპირებდი.
-მძულხარ!
რისი თქმაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა ეს სიტყვა იყო. მაგრამ ახლა საკუთარი თავიც უნდა დავარწმუნო ამაში და სხვა ყველა დანარჩენი,რადგან მე ახლა ეს მჭირდება.
-გულუბრყვილო ხარ!
-რატომ?
-იმიტომ რომ დამიჯერე!
-....
- ჩემი იმედი არ უნდა გქონოდა.
-რატომ?
-იმიტომ რომ ყველაფერი დავანგრიე.
მივხვდი ჩვენს ძველ დიალოგს რომ იხსენებდა.
-ამისთვის გენანებოდი?
-ჰო.
სისხლი გამეყინა. გულმა ძგერა შეწყვიტა. ყველაფრის უნარი დამეკარგა. გიორგისთან მივედი და ათრთოლებული ტუჩები ტუჩთან ძალიან ახლოს,ლოყაზე წამიერად მივაწებე,მერე მოვშორდი და ოთახიდან გამოვედი. ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავიქეცი. მარტომ მოვინდომე წასვლა. ბავშვების დიდი თხოვნის მიუხედავად მაინც ჩემი გავიტანე და მარტო წავედი. არ ვიცოდი სად მივდიოდი,უბრალოდ მივდიოდი. ბევრი ვიარე,ძალიან ბევრი. ბოლოს დაღლილი სახლში წავედი. ჩემდაგასაკვირად ყველა იქ იყო. დეა,გიო,მიშკა,ნიკა და გიგი. კარები რომ გავაღე და დამინახეს ხუთივემ ერთდროულად შვებით ამოისუნთქა და გამიღიმა. მეც გამეღიმა,მივხვდი რომ ჩემზე ნერვიულობდნენ.
-კარგით ხალხო,ს კი არ ვაპირებ.
-გოგოო?! ეგ მეორეჯერ არ გაიმეორო თორე თავში გამოგიქანებ იმას რაც ხელში მომყვება. დამემუქრა დეა.
-არ გამიკვირდება. თავისთვის ჩაიბურტყუნა მიშკამ,მაგრამ მე მაინც გავიგე და თვალი ჩავუკარი. ჰო ,იმედგაცრუებული და გულგატეხილი ვიყავი,მაგრამ თითოეულის დანახვა იმდენად მახარებს რომ არ შემიძლია მათთან ერთად ყოფნის დროს რამე ცუდზე ვიფიქრო. ჩემდაუნებურად გიორგიზე დავიწყე ფიქრი. რას არ დავთმობდი ახლა ისიც ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო და ყველა ერთად ბედნიერად დავმსხდარიყავით. ჰო,ვიცი რომ უნდა დავივიწყო მაგრამ მას ასე მარტივად ვერ დავივიწყებ. ვიცი რომ მასზე არ უნდა ვფიქრობდე მაგრამ უნებლიედ გამირბის ფიქრები მისკენ.
ბავშვები ყველფერს აკეთებდნენ რომ ცუდზე არ მეფიქრა. ერთი ამბიდან მეორეზე დახტოდნენ რომ ჩემი ყურადღება მიექციათ. თამაშებიც ვითამაშეთ. ვხვდებოდი რომ ამის თავი არავის ჰქონდა მაგრამ ამას ჩემთვის აკეთებდნენ,მე რომ ტკივილი ცოტახნით მაინც დამვიწყებოდა. მათ შემყურე გულში სითბო მეღვრებოდა და ვხვდებოდი რომ გიორგიზე ფიქრი უნდა შემეწყვიტა და ფეხზე ისევ მყარად უნდა დავმდგარიყავი,ეს მათთვის უნდა გამეკეთებინა,რადგან ვიცი რომ თითოეულ მათგანს სუსტი ელენეს დანახვა ამძიმებს,ისინი კი ამას ჩემგან არ იმსახურებენ. გვიანობამდე შემოვრჩით,ბიჭებს ვთხოვე რომ არ წასულიყვნენ.
-რადგან შენ ეგ სიტყვა წამოგცდა სადღა გავადგამ ფეხს და ვინც აქედან წავიდეს ის იყოს პინგვინი.
ამოიროხროხა ნიკამ
-აი როგორ არ მინდოდა დარჩენა მაგრამ ამხელა კაცმა პინგვინობა როგორ შევიწერო? დარჩები შენც გიგი? თუ გახდები ჩვენი პინგვინი?
-ვაიმე მიშიკო დამიწყნარდი რა და ჭკვიანად იყავი არ ამამღერო.
-ეე რა ნამიოკებს ურტყავთ თქვენ? გულწრფელად დამაინტერესა.
-რა ნამიოკებს?
-რავიცი მე პინგვინიო,არ ამამღეროო და რას მალავთ?
-ჩვენ არფერს! წამოიყვირეს ნიკამ და გიგიმ.
-ჰმმ. რა ხდება მიშოო?
-რა ხდება? წარბი შემიკრა ბაბლუანმა.
-რა ნამიოკებს "გირტყავენ"?
-გეჩვენება ლამაზო.
-აჰ კარგით. ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
ამ ამბებიდან ერთი თვე როგორ გაფრინდა არც კი ვიცი. ჩემი ბავშვები დამეხმარნენ იმაში რომ დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი. ბიჭებს გიორგისთან კონტაქტი ჰქონდათ,მაგრამ მიშკა მასზე მაინც გაბრაზებული იყო. ნიკამ გაარკვია რომ გიორგის ეს თავისი ნებით არ გაუკეთებია,რომ ვიღაცამ აიძულა და ის ბავშვიც არ იყო მისი. არ ვიცი ვის რაში სჭირდებოდა ეს მაგრამ მე მაინც მჯეროდა გიორგისი. მჯეროდა რომ ის ამას თავისი ნებით არ გააკეთებდა.მისი და მომავლის რწმენა ისევ დამიბრუნდა. ბოლო რამდენიმე დღეა გულისრევები და თავბრუსხვევები მომიხშირდა,ამიტომაც დეამ ექიმთან გამაქცია. ანერვიულებულები ველოდებოდით ექიმის პასუხს. ექთანი გამოვიდა მისი კაბინეტიდან და მე მიხმო.
-ექიმო რა ხდება? თავისი სულსწრაფობა გამოაჩინა დეამ.
-ელენე შვილო,სანერვიულო არაფერია,პირიქით ძალიან მაგარი რამე უნდა გითხრა. გილოცავ მალე დედა გახდები. ნაყოფი ხუთი კვირისაა.
სიახლემ ძალიან დამაბნია. გონება გადამეკეტა და მხოლოდ ერთ რამეს ატრიალებდა ,"დედა გავხდები" ამ ფრაზის გაშიფვრას ვცდილიბდი დაახლოებით ათი წუთი და როდესაც გავიაზრე თუ რას ნიშნავდა ეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი მთელს დედამიწაზე არ მეგულებოდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.დეასაც ძალიან გაუხარდა ახალი ამბავი და მაშინვე იმაზე დაიწყო ფიქრი გოგო იქნებოდა თუ ბიჭი და მის ნათლობაზე რას ჩაიცვამდა.
მე კი ერთადერთი რამ მინდოდა,რაც შეიძლება მალე მეთქვა გიორგისთვის ახალი ამბავი. თუმცა დეამ მოდი დღეს ნუ ვეტყვით,ცოტახანი მარტომ შეიგრძენი ეს ბედნიერებაო და მეც დავუჯერე. თუმცა საღამოს ბიჭებმა არ მომცეს დამალვის უფლება.
-ფერიავ რაღაც სხვანაირად ბედნიერი ხარ და რა ხდება?
-რა? არა გიო გეჩვენება.
-არ ეჩვენება მეც ვხედავ თვალები რო გიბრწყინავს,უკვე მოხარშულს გიცნობ ახალკაცო.
-ბატონო მიხეილ,როდესაც გოგო ამბობს რომ არფერი ხდება ესეიგი ეს ასეა! მომეშველა დეა.
-თქვენთან არ ვსაუბრობ ქალბატონო!
-იტყვი ახლა?
-ოო ნიკა.არ მინდა თქმა.
-ეეე! ერთი ამას უყურე რა. მე რო იმ გოგოს სახელი გითხარი?
-ხო კარგით. ბიძიები ხდებით.
-რა დაახეთქე ახლა ვით....ჰა? მე ნიკა არაბული ბიძია ვხდები? ეე როგორ? მოიცა ორსულად ხარ? კაი?! სერიოზულად?
-ვავავავა ორი ხარ ტო?
-გილოცავ ეეე,ამას არ ამბობდი?
ბიჭები დამესივნენ და ყველამ სათითაოდ მომილოცა. მერე კი ერთდროულად წამოიჭრნენ და დივანზე დამაჯინეს,ფეხები სკამზე შემომალაგებინეს და მარაოების ფრიალი დაიწყეს. მე კი გამოშტერებული ვუყურებდი მათ.
-რას აკეთებთ? გამეცინა მათ საქციელზე.
-დეა ხარ თუ ვიღაცა ხარ მანდ მიდი ერთი ტელევიზორი ჩაურთე.შენ კიდე ქალბატონო შეირგე ეს წამები,მიშკა ბაბლუანი ყოველთვის ასე კი არ დაგადგება თავზე.
-აჰ მაპატიეთ ბატონოჩემო. გავუცინე და ტელევიზორს გავხედე. თითქოს სამყარო თავზე ჩამომექცა ეკრანზე გამოსახული გიორგი და ქეთი რომ დავინახე. ჟურნალისტები კი იუწყებოდნენ რომ ირაკლი ბენდელიანის ვაჟი გიორგი ბენდელიანი და შენგელიების ოჯახის უფროსი ქალიშვილი ქეთი შენგელია მალე იქორწინებდნენ. გავნადგურდი. საბოლოოდ დამანარცხა გიორგიმ მიწაზე. თან ის...ის ირაკლის შვილია. მან ეს არ მითხრა,მომატყუა,გამაცურა. საბოლოო დარტყმა მომაყენა.კარებზე ზარის ხმა გაისმა,დეამ გააღო რადგან მე ადგომის თავი არ მქონდა. ფოსტალიონი იყო რომელმაც ჩემს სახელზე გამოგზავნილი კონვერტი მოიტანა. კონვერტი გავხსენი და განქორწინების საბუთები ამოვიღე. თვალები ცრემლებმა დამიბინდა.თუმცა ბევრი არ მიფიქრია,დეას კალმის მოტანა ვთხოვე და საბუთებს ხელი მოვაწერე. ამით კი ჩემი და გიორგის ურთიერთობას საბოლოოდ დავუსვი წერტილი. მისგან წასვლა მინდოდა,რაც შეიძლება შორს. აღარ მინდოდა მასთან რაიმე საერთო მქონოდა თუმცა როგორ არ მექნებოდა,მე მუცლით მის შვილს ვატარებ. მთელი ღამე ფიქრში გავატარე ,ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი ჩემს შვილთან ერთად. ვიქნებოდი მარტოხელა დედა და ჩემს შვილს უმამოდ გავზრდიდი. ჰო, ის ვერასოდეს ნახავდა მამას. ვიცოდი რომ ადვილი არ იქნებოდა,მაგრამ მჯეროდა რომ მე ყველაფერს შევძლებდი,ამისთვის კი ერთადერთი რამ იყო საჭირო, ვყოფილიყავი უბრალოდ ძლიერი.
ბავშვებს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ყველაფერი ვუთხარი. კი თქვეს არასწორად იქცევი ბავშვს რომ უმალავო,თუმცა დახმარებაზე უარი არცერთს უთქვამს.გამიკვირდა ბიჭებს რომ არაფერი უთქვამთ,ბოლოსდაბოლოს გიოს მეგობრები არიან, მაგრამ გიგიმ მითხრა რომ ეს ჩემი საქმე იყო და ჩარევის უფლება არ ჰქონდათ. საბოლოოდ გადაწყდა რომ ჯერ მე და დეა გავფრინდებოდით,შემდეგ კი ბიჭებიც ჩამოვიდოდნენ როგორც კი საქმეებს მორჩებოდნენ.
ყველა ფორმალური პროცედურა მოვაგვარეთ და დავადექით გზას რომელიც სამშობლოში მიდიოდა,ქვეყანაში სადაც მე და ჩემს შვილს თავისუფლად სუნთქვის საშუალება გვექნებოდა. აეროპორტში ბიძია გურამი დაგვხდა,თბილად ჩაგვიხუტა მეც და დეაც და თავისთან წაყვანა შემოგვთავაზა,მაგრამ უარი ვუთხარი. ამდენი ხნის შემდეგ მინდოდა საკუთარ სახლში ვყოფილიყავი. სახლის კარები როგორც კი გავაღე წარსულის სურნელი ვიგრძენი. ყველა მოგონება ცხადად წარმოვიდგინე და გაბადრული მივწექი დივანზე. ჰო,ჩემი მოგონებები აღარ მტკენდენ. გადავწყვიტე რომ დავივიწყებდი ყველა ტკივილს და ცხოვრებას სულ თავიდან დავიწყებდი და საკუთარ შვილთან ერთად ავიდგამდი ფეხს და მასთან ერთად გავიზრდებოდი მეც.გადავწყვიტე რომ მთელი ჩემი ცხივრება მისთვის მიმეძღვნა.გადავწყვიტე რომ ის ძლიერი გამეზარდა. მინდოდა რომ ის ყოფილიყო ადამიანი რომელსაც ვერავინ და ვერაფერი დააჩოქებდა. გამეზარდა ნამდვილ ვაჟკაცად,რომელსაც ეცოდინებოდა ქალის პატივისცემა,გაჭირვებულთა დახმარება და რაც მთავარია უანგარო სიყვარული. ის ნამდვილი კაცი უნდა გამხდარიყო რომლითაც მე ვიამაყებდი. მჯეროდა რომ მისი თითოეული წარმატება მე ერთ ტკივილს გამიქრობდა რომელიც წარსულმა მომაყენა და ბოლოს ყველა ტკივილი გაქარწყლდებოდა. მაგრამ იქამდე დიდი დროა,ჯერ მის დაბადებას უნდა დაველოდო.
ვთქვი რომ გიორგის მიმართ ყველა გრძნობა გამიქრებოდა,გადავიყვარებდი,დავივიწყებდი და ის არასოდეს მომენატრებოდა.იმდენად ვიყავი მასზე ნაწყენი რომ ამის თავიდან მართლა მჯეროდა,მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო ვხვდებოდი რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო. პირველად რომ დამარტყა მუცელზე ჩვენმა,უფროსწორად ჩემმა პატარამ ყველაზე მეტად მაშინ მინდოდა გიორგი რომ გვერდში მყოლოდა.ალბათ სახე გაებადრებოდა ისე,როგორც მაშინ რაიმე რომ ძალიან გაუხარდება. რამდენჯერ ველაპარაკე ჩემს პატარას მამამისზე არც კი მახსოვს. გიორგისთვის თითქმის ყოველ ღამე ვღვრიდი ცრემლებს,რამაც ძალიან ცუდი გავლენა იქონია ბავშვზე და მის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა. მაშინ იმდენად შემეშინდა რომ ბავშვის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. ექიმმა უამრავი წამალი გამომიწერა,რაც იმაზე მიანიშნებდა რომ მდგომარეობა მეტად სერიოზული იყო. გიორგიმ ქეთიზე იქორწინა, ერთი ოჯახი არიან,მე კი აქ მის გამო ცრემლად ვიღვრებოდი და იმდენად მტკიოდა რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმენი. არც ერთხელ არ შემხმიანებია გიორგი,არც კი უცდია. შვილის ფოტო რომ გამოაქვეყნა მაშინ მივხვდი რომ ის მე და ჩემს შვილს არ გვიმსახურებდა,შევძელი და ის გონებიდან ამოვაგდე. მაგრამ გულიდან ვერა,ერთადერთი გზა მქონდა, ის ძალიან ღრმად უნდა ჩამემარხა გულში და ასეც მოვიქეცი. ორსულობა რთული არ მქონია,იმ პრობლემას თუ არ ჩავთვლით. ჩემი ბიჭი ჭკვიანი იყო და არ აწვალებდა დედიკოს. ის დღეც დადგა რომელსაც მთელი ცხრა თვე მოუთმენლად ველოდი,ჩემი ბიჭი მოევლინა ქვეყანას. როდესაც გულზე დამაწვინეს ისთი შეგრძნება დამეუფლა რომ სულ სხვა ადამიანი ვიყავი. ამ პატარამ ერთ წამში შეცვალა ჩემი ცხოვრება,მეც შემცვალა. გამხადა უფრო ძლიერი და ბედნიერი. მისი თვალების დანახვამ ჩემში უზარმაზარი ბედნიერება გამოიწვია,იმდენად რომ ემოციებისგან ავტირდი. ჩემი ბიჭი მაგრად ჩავიკარი გულში და მის ყურთან ამოვიჩურჩულე,ფიცი მივეცი რომ ვიქნებოდი უბრალოდ ძლიერი და რომ მის გამო საკუთარ სიცოცხლესაც დავთმობდი.

სამი წლის შემდეგ....
-გისმენ დეა.
-რას შვება ჩემი მშვენიერი გოგო?
-ვაიმე არ ვიცი დეა,საქმე თავზესაყრელად მაქვს. ერთ კვირაში ახალ პარტნიორთან გვაქვს შეხვედრა და ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ,ხელშეკრულება უეჭველი უნდა დავვიდოს თორე ცუდადაა ჩვენი საქმე. თან ალექსიზე ვნერვიულობ ხომ კარგადაა?
-კი ლამაზო კარგადაა,არ ინერვიულო ჭამა შენმა პატარამ და ახლა სძინავს.
-მენატრება,რო გაიღვიძებს გამოისეირნეთ რაა.
-მიშო მოვა ცოტახანში და სამივე გამოვალთ კაი?
- კაი კაი წავედი მე, საქმეები მაქვს და გელოდებით.
-დროებით.
ტელეფონი გავუთიშე მეგობარს და შვილის სურათს ღიმილით გახედე,რომელიც მაგიდაზე მედო.ცოტახანს ასე ვიჯექი,მერე კი წამოვდექი და კაბინეტი დატოვე. ჰო მართლა სულ დამავიწყდა თქვენთვის რომ მეთქვა დეა და მიშო უკვე რამდენიმე თვეა დაქორწინდნენ. ჰო რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს წყვილი რომელიც მოსისხლე მტრებს მოგაგონებდათ ახლა ერთი ოჯახი არიან. სანდროს კარებზე დავაკაკუნე და ღიმილით შევყავი თავი.
-შეიძლება ბატონო სანდრინიო?
-ვაა ელუუ,მოდი. რა ხდება აბა,ქსოვილზე რას შვრები?
-არ ვიცი,შეკვეთა უკვე მიცემული გვაქვს და იმედია ხარისხინი ჩამოვა.
-იმედია. ის პარტნიორი თუ ვინცაა როდის მოდის?
-ზუსტად ერთ კვირაში.
-ეგ ყველაფერი გავიგე მაგრამ სახელი,გვარი,სქესი რამე იცი მაგის შესახებ?
-ახალგაზრდა ბიჭია როგორც ვიცი,სახელი და გვარი არაა ცნობილი,რომ შევხვდებით გავიგებთ. თან რაში მაინტერესებს მაგისი სქესი და ცხოვრება,კომპნია აქვს ძალიან ძლიერი და მისი პარტნიორობა ბევრს მოგვიტანს.
-დაგიწყვია გეგმები.
-დიახ,დიახ.შენკენ რა ხდება შეაბი ის გოგო?
-შევაბი არა ის, არც მიცდია. ხო იცი ვერავისზე გაგცვლი.
-გამცვლი და შენი აჯობებს. დავეჭყანე სანდროს და ამ დროს კარებზე დააკაკუნეს.
-მობრძანდით. ნება დართო სანდრომ და ჩემმა დეამაც შემოყო თავი. ხელში ჩემი ბიჭი ეჭირა,რომელმაც ჩემს დანახვაზე ფართხალი დაიწყო.
-დედას ბიჭი მოსულაო,მოდი ჩემო სიცოცხლე.
დეამ ბავშვი ძირს დასვა და ისიც ჩემთან მობაკუნდა. ხელში ავიტაცე და მაგრად ჩავიკარი გულში.
-ვაიჰ ეს ვინ გყავს გოგოო?!
-გაგაწვალა?
-გაწვალებით არ გავუწვალებივარ,სახლი დგას ყირაზე.
-გპირდები დაგილაგებ.
-ისე დღეს უნდა წამოხვიდე უეჭველი,მიშომ რაღაცაზე უნდა დაველაპარაკოო.
-რა ხდება რამე სერიოზულია?
-არ ვიცი არაფერი უთქვამს.
-კაი.
-ოხ ბატონო სანდრო სულ დამავიწყდი,ამოიღე ბიჭო ხმა.
-მაცადე სიტყვა მაინც რო ჩამეკვეხებინა?
-ვაიმეე ბოდიში. გაიწელა დეა.
სანდროზე მოგიყვებით. ის ჩვენი კლასელია,რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში,უცხოეთში სწავლობდა. მასთან ძალიან კარგო ურთიერთობა გვაქვს მე და დეას ბავშვობიდან. თან სანდრო ალექსის ნათლიაა,ისიც ისევე მეხმარება ალექსის გაზრდაში როგორც დეა,მიშკა,გიო,ნიკა და გიგი. ნიკა და გიგი ისევ ამერიკაში არიან,წინა კვირას გაემგზავრნენ. გიო კი მიშკას და დეას ქორწილის შემდეგ გაქრა,ისევ გერმანიაში დაბრუნდა. მიზეზი კი მხოლოდ მე ვიცი. მას დეა ისევ უყვარდა,მაგრამ დეას მიშკა შეუყვარდა. გული მეწვოდა გიოს თვალებს რომ ვხედავდი მაშინ როდესაც დეას და მიშკას წყვილს ღიმილით,მაგრამ ჩამქრალი თვალებით უყურებდა. ცდილობდა დაემალა და გამოსდიოდა კიდეც მაგრამ მე მას ბავშვობიდან ვიცნობ და მიხვდა რომ დამალვას არანაირი აზრი არ ჰქონდა,ამიტომაც ყველაფერი მომიყვა.არასოდეს უცდია დეას და მიშკას შორის ჩადგომა,ამით კი მან უფრო აიმაღლა ჩემს თვალში თავი. ის კი არა მიშკასთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა. ჰო ჩემი გიო სხვებს არ ჰგავს,ის სხვანაირია,ყველასგან განსხვავებული.მჯერა რომ დეას დავიწყებას შეძლებს და აუცილებლად იპოვის მას ვინც მას მთელი გულით შეიყვარებს,რადგან ის ამას იმსახურებს და მერე ჩვენ ისევ დაგვიბრუნდება. მე,დეამ და სანდრომ ბევრი ვილაპარაკეთ,მერე სამუშაოს დავუბრუნდით. საღამოს მიშკაც მოვიდა.
-ვახ სიძე მოსულა! როგორ ხარ მიშოო?
-რავი ძველებურად.შენკენ რა ხდება?
-არაფერი ახალი,ეს სამსახური და გადარბენები ხო იცი.
-უკაცრავად რომ გეჭრებით მაგრამ თქვენ ვერ ხართ ხო? გუშინ არ ნახეთ ხალხო ერთმანეთი?
ჩაგვეჩარა დეა რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ტელეფონში იყო ჩამძვრალი. მე და მიშკამ კი ერთი გადავიხარხარეთ და ყველანი გავედით ოფისიდან. მათ სახლთან გააჩერა მანქანა და მე და ჩემი ბიჭიც უცებ შევცვივდით.
-არ გშია ელუშ?
-აუ კიი ძაან.
-კაი მაშინ ჯერ ვჭამოთ და მერე სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო ერთ საკითხზე.
-ხო მშვიდობაა?
-კი კი,არაფერია ისეთი.
მე მხრები ავიჩეჩე და ჩემს ბიჭს მივვარდი რომელიც ტელევიზორს ეთამაშებოდა ბურთს. ჰო ისიც არანორმალურია,მიუხედავად იმისა რომ ის სამი წლისაა და ასეთი რამეები ეპატიება მაინც არანორმალურია.თან ნათლიები ჰყავს ისეთი რომ ასეთი რომ არ იყოს გამიკვირდებოდა. არც სანდროა ნორმალური და დეა მითუმეტეს.ყველამ ერთად ვივახშმეთ და სასტუმრო ოთახში გადავინაცვლეთ. დეამ ალექსი გაიყვანა თქვენ ისაუბრეთო. ვიცოდი რომ დეამაც იცოდა ამ ამბის შესახებ რაზეც მიშოს ჯნდა მოეყოლა მაგრამ არაფერს ამბობდა. ცოტა არ იყოს ავნერვიულდი და მიშკას ინტერესით მივაშტერდი.
-მოკლედ ელენე რასაც გეტყვი შეიძლება არ გესიამოვნოს მაგრამ შენ ეს უნდა იცოდე,თან ეს შენს კომპანიასაც ეხება.
-რა ხდება?
-მოგიყვები მაცადე. მოკლედ....გიორგი ჩამოდის ამერიკიდან. ის და ქეთი დაშორდნენ,რა მოხდა და როგორ არც მე ვიცი, არაფერი უთქვამს,უბრალოდ ის ვიცი რომ ამერიკიდან ბრუნდება და..და პარტნიორი რომელსაც ერთ კვირაში ელოდებით გიორგია.
გავშტერდი,გონება დამებინდა. ყველაფერი ამერია თავში.სამი წლის შემდეგ მას ისევ შევხვდებოდი. გულში უცნაურად გამკრა რაღაცამ როდესაც წარმოვიდგინე მას ალექსის შესახებ რომ გაეგო. არა არა,არ დავუშვებ რომ ის ისევ დაბრუნდეს ჩვენს ცხოვრებაში. გამორიცხულია!
-რას აპირებ?
-არა! ამ ხელშეკრულებას არ გავაფორმებ! თან....თან კონტრაქტი ხუთწლიანია! არა გამორიცხულია! გიორგის ჩემს ცხოვრებაში აღარ შემოვუშვებ! მის გამო ბევრი ვიტანჯე და ახლა როდესაც მის გარეშე სუნთქვა შევძელი მას უკან ვეღარ დავაბრუნებ. არა არა! არ შემიძლია!
-მერე კომპანია?
-ჯანდაბა არ ვიცი!
-რატომ გეშინია მისი ასე ძალიან?
-მიშკა რას მეკითხები? შენც კარგად იცი რომ მისი არ მეშინია,უბრალოდ მან მე ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა. რა გამიკეთა არ გახსოვს? ცხოვრება რომ დამინგრია დაგავიწყდა? ოცი წლის გოგო რომ მარტოხელა დედად მაქცია დაივიწყე? ჩემი შვილი რომ უმამოდ იზრდება ესეც მისი ბრალია და ამას როგორ მეკითხები? მე მისი არ მეშინია! აღარაფერია ისეთი რაც მე შემაშინებს,ოცდასამი წლის გოგო ვარ მაგრამ მე მყავს შვილი რომლისთვისაც უნდა ვიყო ფოლადივით ძლიერი გესმის? აღარ მაქვს უფლება მეშინოდეს.
-კარგი დამშვიდდი. ამის თქმა არ მინდოდა.
-არაუშავს.
-საქართველოშია.
-რა?
-გიორგი უკვე აქ არის.
-აქ არის? საქართველოში?
-ჰო,ერთი კვირის წინ ჩამოვიდა.
-რატომ არ მითხარით?
-ახლა მითხრა მეც.
-მან იცის რომ ეს კომპანია ჩემია?
-კი.
-ასე რატომ იქცევა?არ მესმის მისი.თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. კარგი,თანახმა ვარ. ვიქნებით პარტნიორები.
-დარწმუნებული ხარ?
-ასი პროცენტით.
-ვიცოდი!მაგარი ვინმე ხარ გოგოო!
გამიცინა მიშკამ.
-აუ დეაა! ამაღამ მე და ჩემი შვილი აქ ვრჩებით.
-დარჩით ქალბატონო,დარჩით.
-კარგი მაშინ გამოვუცვლი და დავაძინებ კარგი?
-კარგი,მოგეხმარები!
-წამოო.
ოთახში ავედით თუ არა დეა კივილით მომმვარდა და ჩამეხუტა.
-რა მოხდა? ხო კარგად ხარ შვილო შენ?
-სამი ვარ.
-ჰა?
-სამნი ვართ.
-კაი?! სერიოზულად? ის არის რაც მე მგონია?
-ხო ელე,დედა ვხდები,თან ორის.
სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა და ბედნიერი ჩავეხუტე ჩემს გოგოს.
-მიშომ იცის?
-არა, პირველს შენ გითხარი. რომ ლაპარაკობდით მაშინ დამირეკა ექიმმა. გუშინწინ გამოკვლევებზე ვიყავი და..
ღმერთო არ მჯერა,დედა ვხდები!
-რას ელოდები მერე,უთხარი მიშკას.
-ვეტყვი აბა რას ვიზამ.
-კაი მაშინ მე რო წავალ მერე,რაიცი რა ხდება.
-შენთვის როდესმე მითქვამს რომ დეგენერატი ხარ?
-არაა.
-ხოდა ნუ მაიძულებ გითხრა.
-დეეე! თავი შემახსენა ალექსმა მეც აქ ვარო.
-რა ქდება?
-რა ხდება დეე?
-დიმ რა თქვა?
-დიმ არა,დეამ...რათქვა და დედა გვხდებიო,მიშო კი მამაო.
შენზე პატარა ბავშვები ეყოლებათ დეე.
-ჩემი მამა სადაა დე?
წარმოდგენაც არ გაქვთ რა ვიგრძენი,როგორ დამაბნია ამ კითხვამ. არ ვიცოდი რა მეთქვა ისეთი რომ ბავშვზე ცუდად არ მემოქმედა.
-ძილის დროა ალექს.
კითხვაზე თავის არიდება ვცადე მაგრამ ალექსი გაჯიუტდა.
-მამა შად ალის თქო. წარბები ისე შეკრა როგორც გიორგის ჩვეოდა.
-ის ვარსკვლავად გადაიქცა დეე.
-ეგ როგორ?
-ალექს მაბრაზებ,უკვე გვიანია შენ კი ამ დროს უნდა გეძინოს!
-კარგი ქოო. ტუჩები გაბუსხა და საწოლზე აძვრა.
მეც შვილი გულში ჩავიკარ და დეას გავხედე რომელიც ნაღვლიანი ღიმილით მიცქერდს,მეც გავუღიმე შვილს თავზე თავი დავადე და თვალები დავხუჭე.
თვალები დავხუჭ მაგრამ ძილი არ მომკარებია. უამრავ რამეზე დავიწყე ფიქრი. რატომ მოიქცა გიორგი ასე? რატომ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ისევ? რა მოხდება თუ ალექსის შესახებ გაიგებს? მეშინია ბავშვზე ცუდად არ იმოქმედოს.
ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.
დილით ტელეფონის ყურისწამღემბმა ხმამ გამაღვიძა. სანდრო რეკავდა,საინტერესოა რა ჯანდაბა უნდოდა ამ დილით.
-ელენე სად ხარ?
-დილიდანვე შენი ყროყინი რომ არ მომასმენინო არ შეიძლება?
-დილიდნვე? საათის ცნობა დაგავიწყდა გოგო?
ახლაღა დავხედე საათს. ღმერთო რა დრო გასულა!
-აქამდე რატომ არ დამირეკე?
-შენ სიცხე ხო არ გაქვს? ათი საათიდან გირეკავ.
-კარგი ჩამძინებია,რამე მოხდა?
-კი და დროზე უნდა მოხვიდე სამსხურში.
-რა ხდება?
-პარტნიორი...
-რა პარტნიორი?
-შენს კაბინეტშია და გელოდება!
თავიდან ვერ გავიაზრე რა მითხრა . მაგრამ როგორც კი გავაანალიზე რომ გიორგი მელოდებოდა კაბინეტში და ამდენი ხნის შემდეგ მის შავ თვალებს ისევ დავინახავდი გული უცნაურად ამიფრთხილადა.
-კარგი.
მხოლოდ ეს ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. ტუმბოზე პატარა ფურცელი იდო,საიდანაც დეა იუწყებოდა რომ ის,მიშო და ჩემი ბიჭი ზოოპარკში იყვნენ.
ცოტახანი საწოლზე ვიჯექი და ვცდილობდი საკუთარი თავი შემემზადებინა დღევანდელი დღისთვის,შემდეგ კი თავი მოვიწესრიგე და დეას "მოვპარე" ტანსაცმელი. როდესაც უკვე მზად ვიყავი მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და გარეთ გავედი. მანქანას მშვიდად ვმართავდი და აი მოვედი კიდეც ოფისის შენობასთან. მანქანიდან გადმოვედი და შიგნით შევედი. ყველა მივესალმე და ბოლო,მეექვსე სართულზე ლიფტით ავედი სადაც ჩემი კაბინეტი იყო. დაახლოებით ხუთი წუთი ვიდექი კარებთან და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი. რამდენად გამომივიდა არ ვიცი,ათრთოლებული ხელით ჩამოვწიე სახელური და კაბინეტში შევედი. გიორგი სავარძელზე, ჩემგან ზურგით იჯდა ,კარების ხმაზე კი გამომხედა და ფეხზე წამოდგა. თითქოს გაყინული წყალი გადამასხეს თავზე,მთლიანად გამეყინა და დამიბუსუსდა სხეული. თავი ვაიძულე გამოვფხზლებულიყავი და დიდი ბურთულა როგორმე გადამეგორებინა რომელიც თითქოს ჩემს დახრჩობას ცდილობდა. გამოვფხიზლდი და ცივი,არაფრისმთქმელი გამომეტყველება ავიკარი სახეზე.
-ელი!
დამიძახა ხავერდოვანი ხმით.
-დღეისთვის არ გვქონდა შეხვედრა დათქმული ბატონო გიორგი!
ამოვისისინე,და ბატონო მკვეთრად გამოვთქვი. სახე შეეცვალა,თითქოს მოიღუშა.
-კარგით რა გაეწყობა რადგან აქ ხართ დაბრძანდით და ჩვენს საქმეს მივხედოთ.
მოსაცმელი იქვე საკიდზე დავკიდე და სავარძლისკენ გავემართე.
-ელენე! ისევ დამიძახა.
-ქალბატონო ელენე! და გისმენთ რა გნებავთ? შევუსწორე და ინტერესიანი თვალები მივაპყარი.
-ასე რატომ იქცევი?
-ხელშეკრულება დღესვე გავაფორმოთ თუ კიდევ გვეწვევით ერთ კვირაში?
დავაიგნორე მისი კითხვა და თვალებში ჩავაშტერდი. მიხვდა რომ მის მიმართ ყველა გრძნობა გაყინული მქონდა. აღარ არსებობდა ის ელენე რომელმაც თავი შეაყვარა. შეაყვარა თუ არა ესეც საკითხავია. მიხვდა რომ აღარ ვარ ის ბავშვი რომელიც თვალს ვერ უსწორებდა და მის ნებისმიერ ჟესტზე პომიდორივით წითლდებოდა.
-დღესვე გავაფორმოთ. ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა. მის თვალებში წყენა,სინანული,იმედგაცრუება,გაკვირვება ყველაფერი იკითხებოდა.ის არ შეცვლილა. მისი თვალები ისევ დაუფარავად ყვებიან ყველაფერს. საკუთარი თავი გამოვაფხიზლე და ისევ მას შევხედე.
-კონტრაქტის პირობებს გაეცანით?
-დიახ! მაგრამ მეც მაქვს საკუთარი მოთხოვნა!ერთ შენობაში ვიმუშავებთ!
-არ ვარ თანახმა!
-მაშინ მოგიწევთ პარტნიორი ეძებოთ ქალბატონო ელენე!
მკაცრად გამოსცრა კბილებში.
-კარგით იყოს როგორც თქვენ გინდათ! მაგრამ აღარ გაბედოთ ჩემთან მასეთი ტონით საუბარი !
-წამობრძანდით,კონტრაქტს ჩემი წესებიც უნდა ჩავამატოთ!
მობეზრებულმა თვალები გადავატრიალე ,ფეხზე წამოვდექი და მეც უკან გავყევი. მის განიერ მხრებს და სიარულის მანერას ვაკვირდებოდი. ისევ იგივე დარჩენილა ჩემ...ჯანდაბა გიორგი დიდი ხანია ჩემი აღარ არის. არც არასოდეს ყოფილა. საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი და მგონი ხმამაღლა რადგან გიორგი შემობრუნდა და წარბებაწეული დამაკვირდა.მე ერთი შევუბღვირე და წინ წავედი. მისი ჩაცინების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას მაგრამ დავაიგნორე და სანდროსთან დაუკაკუნებლად შევაჭერი. მას ევალებოდა ეს საქმე.
-ვახ ელუშ? რამ შეგაწუხა? შეხვდი პარტნიორს?
-შევხვდი და აი ისიც. კონრაქტს პირობები უნდა ჩავამატოთ. უემოციო სახით ჩავუკარკლე ყველაფერი.
-ელუშ? ჩუმად ჩაიბუტბუტა გიორგიმ,თუმცა მეც კარგად გავიგე.
-ჰო ის ასე მომმართავს! მისკენ შევტრიალდი და თვალი ჩავუკარი.
საყე გაეყინა,ყბები დაეჭიმა და თვალებში სიბრაზის სხივები აუკიაფდა.მივხვდი რომ მის ნერვებზე მოვქმედებდი და სიამოვნებისგან ღიმილს ვერ ვიკავებდი.
-ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს?
საბუთებზე მუშაობა დაამთავრა სანდრომ და ორივეს ინტერესით მოგვაშტერდა.
-კი სანდრიკ! კაი ბიჭი ხარ!
ღიმილით წამოვდექი, მასთან მივედი და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.
-ამ საღამოს როცა მოიცლი ამოდი ჩემთან.
-აუცილებლად. გამეკრიჭა სანდრო. გიორგის გავხედე რომელსაც სახე სულ ალეწვოდა. სანდროს დავემშვიდობე და მისი ოთახიდან გამოვედი. ლიფტს ვუცდიდი როცა გვერდით გიორგი ამომიდგა. ლიფტიც მივიდა,მე მისთვის არც კი შემიხედავს ისე შევედი ლიფტში. ვცდილობდი დამეიგნორებინა მისი მზერა მაგრამ ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და გაბრაზებული შევტრიალდი მისკენ.
-რა გნებავთ ბატონო გიორგი?
-საკმარისია! დაიღრიალა ბოლო ხმაზე,ლიფტი გააჩერა,მე კი კუთხეში ამაკრო,ხელები კი ორივე მხრიდან შემოალაგა ისე რომ მე მათ შორის მომიმწყვდია.
-საკმარისია გაიგე? საკმარისია!
-რა არის საკმარისი? მითხარი რა არის საკმარისი?
-როგორ იქცევი ელენე? ეს თქვენობით საუბარი ისე თითქოს უცხოები ვიყოთ, დაიგნორება ისე თითქოს ვერც კი მხედავ რას ნიშნავს?ასე რატომ იქცევი?
-იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები ვართ გესმის? ჩვენ ერთმანეთისთვის მხოლოდ თანამშრომლები ვართ. დამთავრდა რაც წარსულში ხდებოდა გესმის? დამთავრდა! აღარ არსებობს ის ელენე რომელსაც სიგიჟემდე უყვარდი,შენს გამო რომ სიცოცხლეს დათმობდა ის ელენე მოკვდა! შევიცვალე გესმის? შევიცვალე! აღარ ვარ ცხრამეტი წლის გოგო რომელსაც შენს დანახვაზე გული ბედნიერებისგან უფრთხიალებდა! შენს მიმართ ყველა გრძნობა შთანთქა ამ სამმა წელმა! ჩვენ ახლა ერთმანეთისთვის უცხოები ვართ! აღარ გვაქვს ერთმანეთის ცხოვრებაში ადგილი! და არც გაბედო რომ ჩემს ცხივრებაში ისევ შემოიჭრა...თ!
-სერიოზულად?! მართლა ფიქრობ რომ ჩვენ სამსახურის გარდა არაფერი გვაკავშირებს?
-უკვე აღარ!
ჩახლეჩილი ხმით ამოვისროლე ეს ორი სიტყვა.
-დარწმუნებული ხარ?
-დიახ ბატონო გიორგი!
-მაშინ თვალებში ჩამხედე! ჩამხედე და მითხარი რომ ყველაფერი მორჩა!
მე მას თვალი გავუსწორე.თითქოს მაჰიპნოზებდა,ვერაფერი ვთქვი,მოჯადოებულივით ვიყავი გახევებული და მის თვალებს ისევ მივშტერებოდი. ბოლოს რაღაც ძალა ვიგრძენი და ხმის ამოღება შევძელი.
-აღარ მიყვარხარ!
მან თვალები დახუჭა,სარკეს მიეყუდა,ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ისევ გადაატრიალა გასაღები რის შემდეგაც ლიფტი ისევ დაიძრა.
სული მეხუთებოდა როცა მისი გახშირებული სუნთქვა ჩემს ყურებს ეფრქვეოდა,რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავცლოდი. მივხვდი რომ დღეისათვის საკმაოდ ბევრს გავუძელი. აღარ მაქვს ძალა რომ კიდევ გადავიტანო რამე.
როგორც კი კარები გაიღო გიჟივით გავვარდი გარეთ,მძღოლს გასაღები გამივართვი,დავივიწყე რომ უამრავი საქმე გვქონდა და სწრაფად მოვწყდი ადგილს. მივდიოდი თუმცა სად არც მე ვიცოდი. ბოლოს კუს ტბაზე ავედი. იქვე ჩამოვჯექი და თვალები დავხუჭე. ვხვდებოდი რომ გიორგის გვერდოთ ყოფნა არც ისეთი მარტივი იქნებოდა,მის ყოველ დანახვაზე და შეხებაზე წარსული ისევ მახსენებდა თავს.
თაბადაც არ ვიცი რატომ დავთანხმდი ამ წინადადებას. რატომ მივეცი მას უფლება რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო. ან იქნებ ყველაფერი არც ისეა როგორც ეე ვფიქრობ. მე ეს ყველაფერი მხოლოდ კომპანიისთვის გავაკეთე. ან იქნებ იმიტომ რომ მინდოდა ჩემს გვერდით მყოლოდა. ჯანდაბა ისევ ამირია ყველაფერი! ამ სამი წლის მანძილზე ვცდილობდი გონებაში ყველაფერი დამელაგებინა და გამომივიდა კიდეც,მაგრამ ის ისევ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში როგორც ქარიშხალი და ყველაფერი აურია.თითქმის დავაჯერე საკუთარი თავი რომ ის არ მენატრებოდა მაგრამ ისევ დაბრუნდა და მიმახვედრა რომ მის გარეშე არაფერი ვარ. როგორც ჩანს საკუთარ თავთან გულახდილობის საღამო მაქვს. სიმწრით გამეცინა საკუთარ თავზე. ჰო ეს ყველაფერი რეალობაა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მას ისევ მივცემ უფლებას რომ ჩემი გული მართოს. არა! ეს გამორიცხულია. თავადაც რომ მოვინდომო ყველაფრის დავიწყება უბრალოდ ვერ შევძლებ რადგან გამორიცხულია. ვერ დავივიწყებ თუნდაც იმას რომ მან მე მომატყუა. ურთიერთობა ტყუილით დაიწყო და რა გასაკვირია რომ მალევე დაინგრა?! ღმერთო არც კი ვიცი რა გავაკეთო.საკმაოდ დიდი დრო გამპარვია ამ ფიქრებში. უკვე დაბნელებული იყო რომ გამოვფხიზლდი და მაშინვე სახლში წავედი. ჩემი ბიჭი სანდროს წამოუყვანია და ორივე სახლში თამაშობდნენ. ჩემს დანახვაზე ალექსმა სათამაშოები სანდროს მიაყარა და ჩემკენ კივილით გამოიქცა.
-დედას ბიჭი როგორ მომნატრებიხარ? კისერში ვაკოცე ჩემს ბიჭს.-ოოოჰ რა კარგი სუნი გაქვს! ღრმად შევისუნთქე შვილის სურნელი რომელიც ჩემს ჟანგბადად იყო ქცეული. და როცა ჩემი ბიჭი ჩემგან შორსაა თოთქოს ვიგუდები.
-ქალბატონო ისე დამპატიჟე დღეს მეგონა რამე გემრიელს დამახვედრებდი და მეც მაშინვე გამოვიქეცი მაგრამ რამე გემრიელი კი არა შენც არ დამხვდი სახლში.
-სანდრო მე და რამე გემრიელის მომზადება? კარგი რა! თან მე რომ არ მეთქვა შენით ვერ უნდა მიმხვდარიყავი რომ ნათლული უნდა გენახა?
-ისევ მომიჯოკრე.
გამეკრიჭა სანდრო.
-დიახ ისევ!
-ისე მართლა რანაირად გიყურებდა ის ბიჭი. არ მომეწონა! რაიყო გააბრაზე მანამდე თუ მე მომეჩვენა თითქოს ჩვენი დახრჩობა უნდოდა?!
-სანდრო ის...ის გიორგია.
-გიორგი? ვინ გიორ...მოიცა ეს გიორგი ის გიორგია? კაი ღადაობ?
-მეტყობა რამე რომ ვღადაობ?
-რა ჯანდაბა უნდა ეე?
-არ ვიცი სანდრო არაა! ლამისაა გავგიჟდე!მეშინია, მეშინია ალექსზე არ გაიგოს რამე. რომ წამართვას მოვკვდები.
-ეე რა უნდა წაგართვას. ვაფშე ხმა არააქვს ამოსაღები მაგას. რაები გაგიკეთა დაგავიწყდა? მეტიც არ მინდა რამე ზედმეტი გაგიბედოს!
-მე ვერაფერს დამიშავებს... ვეღარაფერს. ეღთადერთი სუსტი წერტილი გამაჩნია და თუ იმ წერტილში შემეხება პირდაპირ მივკვდები,უმტკივნეულოდ.
-კარგი დამშვიდდი. შენს გვერდით ვარ ხო იცი?
-ვიცი ვიცი.
-დეე ლა გჭილს?
-არაფერი დეე. შენ ჭამე რამე?
-კი დიმ მაწამა.
-აჰაამ გასგებია. მაშინ რამე სასუსნავი ვჭამოთ კარგი?
-კალქიი. ტაში შემოჰკრა გახარებულმა. მე კი მის ამ საქციელზე გამეცინა და სამზარეულოში გავედი.
-აუ ელუშ მე უნდა წავიდე რაა.
-ასე მალე? კარგი რა!
-მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ხოიცი არ წავიდოდი.
-რა არის ასეთი მნიშვნელოვანი?
-ელენე! თუ არ გამიშვებ აღარ იქნება!
-ოოოო ნუთუ ბატონო სანდრო?! თუ ასეა საქმე მაშინ კიბატონო მიბრძანდით!
სანდრო მეც და ალექსსაც სახქაროდ დაგვემშვიდობა და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. გამიხარდა,როგორც ჩანს ვიღაც გამოუჩნდა ამასაც. სიცილით გავაქნიე თავი,ჩემი ბიჭი ხელში ავიტაცე და სამზარეულოში დავბრუნდი. ჩემს პატარას მალევე ჩაეძინა დივანზე მულტფილმების ყურებისას. მეც აღარ ვაწვალე და თავის ოთახში ავიყვანე. დასაძინებლად მოვემზადე და უკვე უნდა დავწოლილიყავი კარებზე ზარის ხმა რომ გაისმა. ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს? უკვე თორმეტი საათია. ცოტა არ იყოს შემეშინდა. ფეხაკრეფით მივედი კარებთან,იქვე მდგომ ლარნაკს ხელი დავსტაცე და კარები გამოვგლიჯე. ის იყო ლარნაკი მოვიღერე და თავში უნდა ჩამერტყა დეა,მიშო,გიგი,ნიკა და ჩემი გიოც კი ერთდროულად რომ აყროყინდნენ. რა ლამაზი დღეაო.უსაზღვროდ გამიხარდა,ჯერ იმიტომ რომ არცერთს არ დავიწყებია ჩემი დაბადების დღე. მერე იმიტომ რომ გიგი,ნიკა და გიო დაბრუნდნენ. ტელეფონზე ესემესი მომივიდა. დაფარული ნომრიდა. გავხსენი და გული შემეკუმშა.
"გილოცავ ელი" მხოლოდ ეს ორი სიტყვა ეწერა მაგრამ მივხვდი ვისგანაც იყო. ელი-ასე ხომ მხოლოდ გუორგი მომმართავდა?!მას არ დავისწყებია,ამდენი ხნის შემდეგ მაინც გაახსენდა და თან თორმეტ საათზე მომილოცა. მე არაფერი მიმიწერია. ზოგჯერ რა უაზროდ ამაყები ვართ ადამიანები. უბრალო მადლობა რომ მიმეწერა ალბათ ისევ ისე გაებადრებოდა სახე როგორც ადრე მავრამ მე ეს არ გავაკეთე.ტელეფონი გამოვრთე და ისევ ბავშვებს მივუბრუნდი.
მალევე წავიდნენ ალექსი არ გავაღვიძოთო. მხოლოდ გიო დარჩა ჩემთან. ნეტავ იცოდეთ ამ რამოდენიმე თვეში როგორ მომენატრა. დღეს უფრო სხვანაირი მეჩვენა,უფრო ლაღი ვიდრე მანამდე. დეასაც ჩვეულებრივად ექცეოდა და მიშკასაც. აკბათ შეძლო და დაივიწყა დეა,წინააღმდეგ შემთხვევაში თვალები ისევ ჩამქრალი ექნებოდა. დივანზე იჯდა,მეც გვერდით მივუცუქდი ,კალთაში თავი ჩავუდე როგორც ადრე მჩვეოდა და მანაც ადრინდელივით თმაზე დამიწყო თამაში.
მთელი ღამე საუბარში გავატარეთ. დილის ექვსი საათი იყო რომ დავწექით. დილით ისევ სანდრიკამ დამირეკა,მინდოდა თავში ის ლარნაკი ჩამერტყა რკმელიც წუხელ კინაღამ მიშკას ვუთავაზე თავში მაგრამ ისე საყვარლად მომილოცა დაბადების დღე რომ გადავიფიქრე. ტელეფონი გავთიშე და ჩემი ბიჭიც შემოტყაპუნდა რომელსაც უკან გიო მოჰყვა პატარა ტორტით ხელდამშვენებული. სურვილი ჩავიფიქრე და მე და ალექსმა ერთად ჩავაქრეთ სანთლები. ბიჭები ოთახიდან გავუშვი და მეც მომზადება დავიწყე.თავი რომ მოვიწესრიგე ქვემოთ ჩავედი და გიო გადავკოცნე.
-კაი ტო დღესაც მუშაობ?
-ხო
-აუ კაი რა, დღეს მაინც დარჩი. თან რესტორანში უნდა აღგვენიშნა და ვიღაცაც უნდა გამეცნო შენთვის.
-დღეს ადრე დავბრუნდები და წავალთ...მოიცა ვინ უნდა გამაცნო?
-ძმაკაცი.
ღიმილი სახეზე შემახმა, მან კი ხარხარი ატეხა მთელ ხმაზე,მივხვდი რომ მაიმუნობდა და ერთი კარგად ვუთავაზე მხარში.
-კაი რა იყო მართლა ძმაკაცი კი არ უნდა გაგაცნო. ერთი გოგოა რა.
-უკვე სერიოზულადაა საქმე?
-ნუ კაი პონტია.
-ვაიმე ვერ გავიგე შენი ლაპარაკიდან ვერაფერი,დღეს ხუთ საათზე დავბრუნდები. აბა ჭკვიანად,ბავშვს შენ გაბარებ.
ოფისში შევედი და თვალები სიხარულისგან გამიბრწყინდა. იქაურობა სულ ბუშტებითა და გაფორმებებით იყო სავსე. ტორიტიც იყო,ძალიან დიდი. ემოციებში ვიყავი,ყველა სათითაოდ მილოცავდა.
-ჰმმ რომელმა მოიფიქრა ეს? შენ ხო სანრიკ? ამიტომ მთხოვდი დღეს დილით ასე ძალიან რომ სამსახურში მოვსულიყავი?
-მე არაფერ შუაში ვარ. ხელები ასწია სანდრომ და თავით გიორგისკენ მანიშნა.
-არა ქალბატონო ქეთა,ეს ბატონმა გიორგიმ მოაწყო. მამცნო ჩემმა ასისტენტმა.
მე კი გიორგის ღიმილით გავხედე და ტუჩის მოძრაობით გადავუხადე მადლობა,ხომ ვამბობდი?! სახე ისევ ისე გაებადრა და თვალები გაუბრწყინდა. მოლხენა რომ დავამთავრეთ ყველა ჩვენ ჩვენს საქმეს მივუბრუნდით.
თავით საბუთებში ვიყავი ჩარჭობილი როდესაც კარებზე დააკაკუნეს.
-შემოდით! თავისაუწევლად გავძახე სტუმარს.ოგახში გიორგი შემოვიდა.გავუღიმე,მანაც გამიღიმა. რაღაც პრობლემა შეამჩნია საბუთებში და გადასასწორებლად მოვიდა. მე კი ახსნა დავიწყე როდესაც გიორგის ავხედე. მას კი ერთ საგანზე მიჰყინვოდა თვალები. მის მზერას თვალი გავაყოლე და ალექსისი ფოტოს გადავაწყდი რომელიც ჩემს მაგიდაზე მედო. გული ამიკანკალდა როდესაც მზერა სურათს მოაშორა და მე შემომხედა. თვალებში სიმწარე,გაცეცხლება,გაბრაზება,წყენა და ზიზღიც კი უელავდა.
-ეს ვინ არის?
ხმაზე შევატყვე რომ ძალიან ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას და ვიცოდი რომ დიდხანს ვერ გაძლებდა და ცოტახანში აფეთქდებოდა. მე კი მთლიანად ავცახცახდი,თვალები ცრემლებით ამევსო,ყელში რაღაც გამეჩხირა,ჰაერი არ მყოფნიდა,ვცდილობდი რაც შეიძლება ბევრი ჩამესუნთქა,ხარბად მაგრამ არ გამომდიოდა. ფილტვები ჟანგბადს არ იღებდნენ.
ახლა ყველაზე მეტად წასვლა მინდოდა,მინდოდა გიორგისგან ძალიან შორს გავქცეულიყავი ჩემს შვილთან ერთად და ყველაფერი ჯანდაბაში მომესროლა. ვცადე ავმდგარიყავი, მუხლები მეკვეთებოდა,როგორღაც მივბობღდი არეული ნაბიჯებით კარებთან და ის იყო უნდა გამეღო გიორგიმ რომ მთელი ძალით მიაჯახა კარები იმდენად ძლიერად რომ კედელზე გაკრული სურათები ჩამოიყარა. თვალები მაგრად დავხუჭე და კარებშივე ჩავიკეცე,ხელები თმებში ვიტაცე და მხოლოდ ერთ ფრაზას ვიმეორებდი.
"არ წამართვა". ვერ ვხედავდი გიორგი როგორ მდგომარეობაში იყო რადგანაც მე თვითონ ვიყავი განადგურებული,ვხვდებოდი რომ მისი ერთი სიტყვაც საბოლოოდ მომტეხდა ფრთებს. როდესაც შევძელი ცოტათი მაინც დავმშვიდებულიყავი თმას ხელი გავუშვი და თვალები გავახილე. გიორგი სავარძელზე იჯდა,თავი ხელებში ჩაერგო და ღრმად სუნთქავდა.
-ჩემია?
ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა და შავი თვალები რომლებიც კიდევ უფრო ჩამუქებოდნენ მე მომაპყრო. ვერაფერი ვუთხარი,გამაცია. თითქოს ჩემს დასტურს ელოდა. მე ხმას ვერ ვიღებდი,ისიც ძლივს შევძელი რომ თავი ერთხელ მაინც დამექნია თანხმობის ნიშნად. თვალებში თითქოს ბრაზი გაუქრა მაგრამ შავ ფერზე წყენას და იმედგაცრუებას ნათლად ვხედავდი. იმედები გავუცრუე ჩემი საქციელით მაგრამ მე რა შემეძლო? სხვა გამოსავალი არ დამიტოვა და მე რა უნდა გამეკეთებინა?!
-რატომ დამიმალე?
მძიმედ ამოთქვა ის კითხვა რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებდა ალბათ.
- მაიძულე.
-მე? მე გაიძულე?
-ჰო გიორგი შენ! იმ დღეს როცა შენთვის უნდა მეთქვა რომ შვილი გვეყოლებოდა ქეთისთან ერთად ჟურნალისტების წინაშე გამოცხადდი და თქვი რომ ქორწინდებოდით და მე რა შემეძლო? რომ მეთქვა რამე შეიცვლებოდა? მასზე არ იქორწინებდი?
გამტყდარი და თითქმის გამქრალი ხმა ძლივს ამოვუშვი.
-ყველაფერი! ყველაფერი შეიცვლებოდა ელი.რომ გეთქვა...რომ გეთქვა ახლა ოჯახი გვექნებოდა.
-არ გვექნებოდა,შენ ქეთიზე იქორწინებდი.ჩვენ შენთან რომ დავრჩენილიყავით ბედნიერები ვერ ვიქნებოდით,ალექსს უდარდელი,ლაღი ბავშვობა არ ექნებოდა რატომ არ გესმის? როგორ უნდა ეცხოვრა ბავშვს ერთდროულად დედასთან,დედინაცვალთან და ნახევარძმასთან? არ მინდოდა რომ ჩემი შვილის ცხოვრება დრამას დამსგავსებოდა,არ მინდოდა ჩემს პატარას გული გასტეხვოდა,ის ხომ ფაიფურივითაა და ერთი ცოტათი უხეში შეხებაც კი მას ნამსხვრევებად აქცევს.სწორედ ამიტომ წამოვედი გიორგი. შენგან შორს ბედნიერები ვართ....ვცდილობთ მაინც.
-ის ბავშვი მისი ნახევარძმა არ არის. ის მისთვის არავინაა. ის ჩემი შვილი არ არის ელენე რატომ არ გესმის?და მაინც ის ბავშვი რომ ჩემი შვილი ყოფილიყო როგორ იფიქრე რომ რომელიმეს ავირჩევდი? როგორ იფიქრე რომ იგივენაირად არ მეყვარებოდა? რამდენი დავკარგე ამ სამ წელში იცი? სხვისი შვილი მამას მეძახდა საკუთარი კი არც კი მინცობს.....ჯანდაბა ელენე რატომ არ მითხარი? რატომ დამიმალე? რატომ არ მკითხე არაფერი? რატომ გადაწყვიტე ყველაფერი მარტომ?
-მიტომ რომ მარტო ვიყავი გესმის? ბავშვები გვერდში მედგნენ მაგრამ მაინც მარტო ვიყავი! არავინ მყავდა ვისაც ჩემი ბოლომდე ესმოდა,ვინც მთლიანად მგრძნობდა. არავინ გამაჩნდა გესმის? მეც ჩემი შვილივით ობოლი და უპატრონო ვიყავი,მაგრამ გადავაბიჯე ჩემს გრძნობებს,ჩემს შესაძლებლობებს და ფეხზე მყარად დავდექი, რადგან ჩემი შვილისთვის უზრუნველი ცხოვრება შემექმნა. მისი სიცოცხლის გადასარჩენად რამდენი ვიბრძოლე არც კი იცი. შენი ქორინებით ბოლო მომიღე,მე კინაღამ ბავშვი მოვკალი. ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დამეკარგა გესმის? ეს ყველაფერი კი მარტომ გავაკეთე. ახლა როცა ყველაფერი ცოტაც და სულ მთლად დალაგდებოდა ისევ გამოჩნდი ჩვენს ცხოვრებაში. რატომ გიორგი? რატომ მოგწონს ჩემი წამება?
-როგორ ფიქრობ მე კარგად ვიყავი? ბედნიერ ოჯახურ ფოტოებს რომ ნახულობდი,ერთხელ მაინც დაკვირვებიხარ ჩემს თვალებს? ელენე ნუთუ ამდენად გაცივდი? ადრე ჩემს თვალებში ყველაფერს ამჩნევდი და კითხულობდი და ნუთუ ვერცერთ ფოტოზე ვერ შეამჩნიე რომ ყალბი ვიყავი? ქეთისთან ბედნიერი როგორ ვიქნებოდი როცა შენ მიყვარდი? რატომ ცდილობ რომ ყველაფერი მე გადმომაბრალო? ჩვენი ურთიერთობა რომ გაიბზარა მარტო ჩემი ბრალია?
-კი! შენ თავიდანვე მომატყუე! აი მაშინ,იმ ხესთან. შენ თავიდანვე ყალბი იჰავი გიორგი! თავი შემაყვარე,გამომიყენე და ედ ყველაფერი მამაშენის გამო გააკეთე! თქვენ არ შეიცვლებით? ერთმანეთს გავხართ? სწორედ ამიტომ არ მინდა ჩემი შვილი შენს გვერდით გაიზარდოს! არ მინდა რომ ისიც თქვენნაირი იყოს,არ მინდა ისიც სსეთივე გახდეს როგორიც სხვა ბენდელიანები ხართ! იცი რატომ მინდა შენგან შორს იყოს? იმიტომ რომ მე მას ისე ვზრდი რომ მომავალში მას ვერავინ და ვერაფერი შეაშინებს. პრობლემებს კი არ გაექცევა გაუმკლავდება! საყვარელ ადამიანებს კი არასოდეს მიატოვებს....რაც არ უნდა მოხდეს,როგორც არ უნდა დაემუქრონ! მე კაცს ვზრდი,კაცს რომელსაც ვერაფერი შეაშინებს თორემ მშიშარა რკმ მდომებოდა კურდღელს ვიყიდდი და მოვუვლიდი. ის უშიშარი იქნება,საყვარელ ქალს კი არ შეიყვარებს გააღეერთებს! მის ჟანგბადად აქცევს იმდენად შეიყვარებს,რადგან მასთან დაშორება ვერ შეძლოს,მის გარეშე სუნთქვა ვერ შეძლოს. სწორედ ასეთი სიყვარული უნდა იცოდეს ჩემმა შვილმა!
-გრძნობები? გრძნობები ადამიანს არ სჭირდება?
-შიშის გრძნობა არა!
-ჩემი აზრით შიშის გრძნიბაც საჭიროა! დაკარგვის შიში უნდა ჰქონდეს ადამიანს,თუ არ იცის ეს რას ნიშნავს ესეიგი ის არასოდეს ყოფილა ბედნიერი. ჰო! თუ ადამიანს არ ვინმეს დაკარგვის არ ეშინია ,ეს იმას ნიშნავს რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს.
-...
-როდის მაჩვენებ?
-რა?
-ალექსზე გეკითხები,როდის მაჩვენებ?
-.....
-ელენე!
-ჩემი წასვლის დროა!
ჩანთას ხელი დავავლე და უკანმოუხედავად გამოვიქეცი.
მანქანაში ჩავჯექი და სავერძელზე დაღლილი მივწექი. თავი უკან გადავაგდე და თვაკებჯ დავხუჭე რადგან თვალებიდან ის სითხე არ წამომსვლოდა რომელიც უკვე წლებია გაიყინა,თუმცა ძალა აღარ მეყო და ავტირდი. მანქანა დავქოქე და სწრაფად მივწყდი ადგილს,ცრემლები გზას მიფარავდნენ,ბურავდნენ. თითქოს ცდილობდნენ გზა მთლიანად დაეფარათ რომ მეც წასასვლელი აღარ მქონოდა. გიჟივით ვმართავდი მანქანას. ასე აწიოკებულ სულს ვიმშვიდებდი. ამ ნახევარი საათის განმავლობაში სამჯერ გადავურჩი სიკვდილს. როდესაც მივხვდი რომ უკვე სიამოვნებას აღარ ვანიჭებდი საკუთარ თავს და პირიქით,საფრთხეს ვუქმნიდი მანქანა გზიდან გადავაყენე. ჰო ჩემი სიცოცხლე მიყვარს, ჩემს ალექსს რომ მივუძღვენი ის სიცოცხლე მიყვარს. თვალები დავხუჭე და ყველაფერი თვალწინ დამიდგა. ახლა უფრო მეტად შემეშინდა,რამე რომ მომსვლოდა ალექსს რა ეშველებოდა? ფაქტიურად საკუთარ შვილს მე თვითონ ვაობლებდი. არ ვიცოდი სად ვიყავი,ბევრი სიარულის შემდეგ მივხვდი რომ მთაწმინდაზე ვიყავი. მთელი ქალაქი იშლებოდა ჩემს თვალწინ. ულამაზესი სანახაობა იყო. ჰო ულამაზესი იყო რადგან არ ჩანდა ის ქუჩები სადაც ობოლი და უპატრონო ბავშვები ისხდნენ და დაობებული პურისთვის ღმერთს მადლობას სწირავდნენ. არ ჩანდა იმ სახლის ფანჯრები სადაც ქმარი ცოლზე ძალადობდა. არ ჩანდა ის სადარბაზოები საიდანაც უმწეო გოგონებს იტაცებდნენ, ამდენი მანქანების ხმაში არ ისმოდა იმ გოგონას განწირული კივილი რომელიც შველას ითხოვდა რადგან მას აუპატიურებდნენ,არ ისმოდა შვილმკვდარი დედის გლოვა. აქედან სამყარო რელური არ ჩანდა,აქედან მხოლოდ ის ჩანდა რაც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა რომ დაინახოს. ყველას გვინდა რომ ჩვენი სამყარო ფერადი იყოს თავისი სითეთრით,ჩვენ კი იმის მაგივრად რომ რამე ვავაკეთოთ ამის მისაღებად მარტივ გზას ვპოულობთ და თვალებზე ისეთივე ფერებში გაწყობილ ნაჭერს ვიხვევთ თვალებზე როგორშიც გვინდა რომ ჩვენი სამყარო იყოს. მაგრამ სამყარო არ არის ფერადი,მან დიდი ხნის წინ დაკარგა ფერები თავისი სითეთრით და ახლა ის არის ნაცრისფერი,გაუფერულებულია. ამ სამყაროდან ყველას გაქცევა სურს, იმიტომ რომ ამ სამყაროში ცხოვრება შეუძლებელია. თვალები ისევ ცრემლებით ამევსო,ჟანგბადით ავივსე ფილტვები,რაც შეიძლება მეტი მინდოდა შემესუნთქა, თითქოს ამით იმათ წავართმევდი ჟანგბადს ვინც ქალზე,ბავშვზე ან თუნდაც ცხოველზე,მნიშვნელობა არ აქვს,თავისზე სუსტ არსებაზე აწევდა ხელს,მაგრამ ამით არაფერი გამოდიოდა,მხოლოდ ფილტვები ვიტკინე.მანქანამდე ისევ ფეხით მივედი. არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე მაგრამ გიორგისთან წავედი სახლში.კარებზე უნდა დამეკაკუნებინა მაგრამ გადავიფიქრე და გამოვბრუნდი. სახლში წავედი სადაც ჩემი ბიჭი მეგულებოდა გიოსთან ერთად. სახლში ბედნიერი სახით შევედი,ისე თითქოს რამდენიმე წუთის წინ მე არ ვიღვრებოდი ცრემლად. სახლში შევედი და დანახულმა გამაშეშა. ვხედავდი როგორ თამაშობდნენ გიორგი და ალექსი მანქანებით. არ ვიცი რა განვიცადე,მეგონა მელანდებოდა,მეგონა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო,მაგრამ არა! მამა-შვილი ბედნიერად დარბოდნენ მაგიდის ირგვლივ და მე ვერც კი მამჩნევდნენ. კიბის მოაჯირს დავეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი. გაშტერებული ვუყურებდი მათ,მერე ჩემმა ბიჭმა შემამჩნია,ჩემკენ გამოიქცა და მუხლებზე მომეხვია.იმდენიც ვერ მოვახერხე რომ ბავშვი ხელში მაინც ამეყვანა,გაშტერებული ვიდექი მანეკენივით. გონზე ალექსის სიტყვებმა მომიყვანა.
-ნაქე დე! მამა მოცულა! ვასკლავი ალ კოფილა!
თვალებში ცრემლი მომაწვა,აღარ შმეწევდა ძალა რომ ამისთვის გამეძლო,თავბრუ დამეხვა და თვალთ დამიბნელდა,მერე რა მოხდა აღარ მახსოვს.თვალი რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიწექი,გვერდით კი გიორგუ მეჯდა. სწრაფად წამოვჯექი საწოლზე დზ გიორგის შევხედე. თავიდან განცვიფრბული მიყურებდა,მაგრამ მერე სახე დაუმშვიდდა.
-კარგად ხარ ელ..ენე?
-კი! გიორგი ამის თქმას თუ აპირებდი ბავშვისთვის მე რატომ არ გამაფრთხილე?საერთოდ იმაზე იფიქრე ბავშვს რა შეიძლება მოსვლოდა? ამ ამბავს მასზე ცუდად რომ ემოქმედა?
-მე არაფერი მითქვამს!
-აბა საიდან გაიგო? მოვიდა და გითხრა მამიკო ნახე ერთმანეთს როგორ ვგავართო? ერთნაირად გვიბრწყინავს შავი თვალებიო? დედა ჩემში შენს თავს ხედავსო?
ჯანდაბა რაზე ვლაპარაკობ? ესენი მისთვის არ უნდა მეთქვა.გიორგი გაკვირვებული მიყურებდა,მაგრამ მერე ბედნიერების ღიმილმა გაუპო სახე. მივხვდი ასე ჩემმა ნათქვამმა რომ გაახარა.
-არა! მას მე ფოტოზე ვუნახივარ,ჩვენი ქორწილის დღეს რომ გვაქვს გადაღებული.
-გასაგებია,ახლა სადაა?
-სძინავს.
-კარგი შენ შეგიძლია წახვიდე.
აღარ მინდოდა მასთან ერთად ყოფნა. ახლა მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა. გიორგი გავაცილე და კარები დავკეტე,უნდა გამოვბრუნებულიყავი კარზე ზარი რომ დარეკეს. მეც გავაღე, გიორგიმ ხელი მტაცა მაჯაში,სხეულზე ამიკრა და სწრაფად მაკიცა ტუჩებში. უამრავმა გრძნობამ იხეთქა ჩემში. თავიდან სიამაყეს არ ვკარგავდი და ვცდილიბდი მოვშორებოდი მაგრამ ბოლოს მეც ავყევი მანამდე სანამ უჰაერობა არ ვიგრძენი.
-დაბადების დღეს გილოცავ ელი. ჩემს ტუჩებზევე ამოიბუტბუტა და თვალთახედვიდან გაქრა. მე კი ასე გახევებული დამტოვა. ცოტახანი ასე ვიდექი,მაგრამ მერე სიცივემ გამომფხიზლა,გამეღიმა და სახლში ბედნიერი შევბრუნდი. ოთახში ავედი,თავი მოვიწესრიგე და დავწექი. აი მაშინ კი ყველაფერი ამომიტრიალდა გონებაში და მეც მთელი ღამე მოვუნდი მის დალაგებას და ყველაფრის დაწყობას.

დილით როგორც ყოველთვის მაღვიძარას არავინ აცდის რომ საკუთარი მოვალეობა შეასრულოს და ისევ თვითონ მირეკავენ ტელეფონზე. მეგონა ისევ სანდრო იყო და უნდა გამომელანძღა მაგრამ მიშკა რეკავდა.გულში ცუდად გამკრა რაღაცამ,ჩემდაუნებურად ავფორიქდი. არადა შაშიში რა იყო? ტელეფონს ვუპასუხე,მეორე მხრიდან მიშკას დაღლილი ხმა მომესმა.
-ელენე გეძინა?
-არაა,ხაშლამას ვაკეთებდი!მეძინა აბა რას ვშვრებოდი?!
ვცადე ასე დამემალა ჩემი ანერვიულება.
-ელენე მისმინე....
-ყველაფერი კარგადაა? დეას ხომ არ მოუვიდა რამე? ბავშვები ხომ კარგად არიან? მიშკა ამოიღებ ხმას?
-გიორგი....
-გიორგი?გიორგის რა დაემართა?
ხმა ვეღარ დავიმორჩილე და უნებურად ავყვირდი.
-ელენე დამშვიდდი და არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება,ექიმები ყველაფერს აკეთებენ.
-რას ნიშნავს მიშკა ეს? რა ექიმები? რა ხდება მეტყვი თუ არა?
აღელვებულმა მივაყარე კითხვები. ცრემლებმა თვალები ამიწვა.
-ავარიაში მოყვა.გუშინ,ღამით.
რა ვიგრძენი არ ვიცი,მაგრამ რაღაც საშინელი გრძნობა რომ იყო ვიცი. სახელს ვერ ვარქმევდი იმდენად უსაზღვრო იყო ეს ტკივილი. რომ გეკითხათ რა გტკივაო ვერ გეტყოდით. ან გეტყოდით-გიორგი. ამდენი ხნის შემდეგ გიორგი ისევ ჩემი ტკივილი გახდა. ისევ ავტირდი გიორგის გამო. ხმა ძლივს ამოვიღე რომ მიშკასთვის ხმა გამეცა,რომელიც ამდენიხანია მთხოვს რომ ხმა გავცე.
-კარგი.
მხოლოდ ეს სიტყვა ამოვიხრიალე,იმდენად განადგურებული ვიყავი რომ ლაპარაკი ყელს მტკენდა. გიოს ოთახში შევიხედე,ალექსს მასთან ერთად ეძინა,ამიტომაც სწრაფად დავტოვე სახლში. მიშკას საავადმყოფოს კოორდინატები გამოვაგზავნინე და არ ვიცი რა სისწრაფით მოვწყდი ადგილს. არც ის ვიცი როგორ ვმართავდი მანქანას,მაგრამ თხუთმეტ წუთში გიორგისთან ვიყავი.
მიმღებში გიორგი ბენდელიანი ვიკითხე და მითითებისამებრ მეორე სართულისკენ ავიღე გეზი. მიმღებში სავარძელში ჩასვენებული მიშკა დამხვდა. სახე სულ წაშლილი ჰქონდა.
მის შემხედვარე ვხვდებოდი რომ კარგად არაფერი იყო და ალბათ არც იქნებოდა. ატირებულმა მივირბინე მასთან და ჩავეხუტე.
-არ წავა ელენე! ხომ იცი რომ არ წავა?
-რომ წავიდეს? ასე მოულოდნელად გაქრობა უყვარს მას.ისევ მარტო რომ დამტოვოს არ ვაპატიებ!
-....
-როგორ მოხდა ავარია?
-წუხელ ასე თორმეტ ან პირველ საათზე დამირეკა და მითხრა რომ უსაზღვროდ ბედნიერი იყო. ასე თქვა შვილს შევხდი და მანაც მიმიღოო. მემგონი ელიც აღარაა ისეთი ცივი ჩემს მიმართ,მემგონი ვიბრუნებო. მერე შეიგინა და თქვა რომ მუხრუჭები არ იჭერდა და მერე ძალიან დიდი ხმა იყო. მსხვრევის ხმას ტელეფონის გათიშვა მოჰყვა. მივხვდი რაშიც იყო საქმე. შენი სახლის გზაზე მოვდიოდი საავადმყოფოდან რომ დამირეკეს,მაშინვე აქ მოვედი. კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ორი ოპერაცია გაუკეთეს მთელი ღამის განმავლობაში. წუხელ აღარ დაგირეკე,შემეცოდე.
ცრემლები მახრჩობდა,ახლა ყველაფრის დამსხვრევა მინდოდა. მინდოდა მთელი საავადმყოფო ამომეტრიალებინა და არაფერი დამეტოვებინა მთელი. მინდოდა მეყვირა მაგრამ თქმითაც ვერაფერს ვამბობდი,სიტყვები ყელში მეჩხირებოდა და ისევ მტკენდნენ.ჩემ გამო მოხდა ასე,ჩემთან რომ არ მოსულიყო ეს არ შეემთხვეოდა. ან მე რომ მეთქვა დარჩი მეთქი....ჯანდაბა ბედნიერება ერთი ღამითაც არ შეგვერგო.
ვხვდებოდი რომ მიშკას კიდევ ჰქონდა რაღაც სათქმელი,მაგრამ ამის დამალვას ცდილობდა.
-ახლა? ახლა როგორაა? ჩამწყდარი სიმები აღვიდგინე და ხმა ამოვიღე როგორღაც.
-ელენე.....ახლა კომაშია.
"კომა" ერთიდაიგივე სიტყვა მიტრიალებდა ყურებშიც და გონებაშიც. საბოლოოდ ჩამიწყდა სიმები და ღმუილის მსგავსი ხმის გამოცემა შევძელი მხოლოდ. ფილტვები დამეხშო და ჟანგბადს აღარ იღებდნენ.გულმა ძგერა შეწყვიტა რამდენიმე წამით,შემდეგ კი ისეთი სისწრაფით და ისეთი ხმით აძგერდა რომ ვგრძნობდი როგორ ეხეთქებოდა მკერდს. ჩიტივით იყო რომელიც გალიის კედლებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. მუცელი ამეწვა,ისე თითქოს რაღაც ცხელი სითხე ერთიანად დამასხეს. მთელი სამყარო თავზე ჩამომექცა,მუხლები მომეკვეთა და იქვე ჩავიკეცე,სკამთან. ის დღე გამახსენდა პირველად რომ გავისეირნეთ,სკამთან რომ დავსხედით და არა სკამზე,მაშინდელ ამბავს ხშირად ვიხსენებდით,ალბათ იმიტომ რომ ეს იყო პირველი,ჩვენი პირველი დღე რომელიც ჩვენ შევქმენით. თვალები დავხუჭე და ძალაგამოცლილმა ხელები ჩამოვყარე. უსიცოცხლო და პარალიზებული ვიყავი. მიშკა მომეხმარა და სკამზე დამაჯინა,წყალი მომიტანა და თვითონვე დამალევინა. მეძინებოდა,ამ ერთმა საათმა იმდენად დამღალა რომ მინდოდა დამეძინა,ძალიან დიდი ხნით. რამდენიმე თვით,მინდოდა სამი თვით დამეხუჭა თვალები ისე როგორც გიორგის. სამი თვე ძალაგამოცლილი დავლასლასებდი სახლიდან კომპანიაში,კომპანიიდან კი საავადმყოფოში. თავადაც არ ვიცი რას ვგრძნობდი მაშინ როდესაც გიორგის უსიცოცხლო სხეულს ვუყურებდი. არანაირი სასიცოცხლო ნიშანი არ გააჩნდა.მისი მდგომარეობა არაფრისმთქმელი იყო. ექიმები დანამდვილებით ვერაფერს ამბობდნენ,ვერც იმას რომ გადარჩებოდა და ვერ იმას რისი მოსმენაც არასოდეს მენდომებოდა. ეს სამი თვე ჩემი გონება და გული ჩემს სხეულს არ ეკუთვნოდა. ის გიორგისი იყო გამხდარი. ისევ მიმღებში ვისხედით ამჯერად მე და სანდრო როდესაც ექიმი გამოჩნდა.
-პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი გვჭირდება სასწრაფოდ. პაციენტს ჭრილობა გაეხსნა და ბევრი სისხლი დაკარგა.
თავიდან ვერ გავიაზრე რა გვითხრა ექიმმა,მაგრამ როდესაც გავაანალიზე სწრაფად წამოვიჭერი ფეხზე და ვთქვი რომ მე გადავუსხამდი.
-გოგონა თქვენ სუსტად ხართ,შეიძლება....
-არ მაინტერესებს რა შეიძლება მოხდეს! გიორგის მე გადავუსხამ სისხლს.
-კარგი შვილო,გამომყევი.
სისხლი გადავუსხი. ექიმმა მითხრა რომ ნახევარი საათით არ ავმდგარიყავი,მაგრამ თხუთმეტ წუთსაც ვერ გავჩერდი და ფეხზე წამოვდექი. თავბრუ დამეხვა,მაგრამ ეს იმას დავაბრალე რომ საწოლიდან სწრაფად წამოვხტი. გარეთ გავედი და სანდროს გვერდით მივუჯექი.თვალებდაჭყეტილმა შემომხედა.
-შენ ხო არ გაგიჟდი გოგო?! სწრაფად შედი და დაწექი,გინდა ხელებში ჩამაკვდე?
-სანდრო კარგად ვარ. არაფერს ამბობენ?
-ელენე თხუთმეტი წუთი იმდენად ცოტაა რომ შესაძლოა ჯერ არც დაეწყოთ ოპერაცია. სისუსტეს ვგრძნობდი,ვხვდებოდი რომ მართლები იყვნენ სანდროც და ექიმიც და უნდა დავწოლილოყავი მაგრამ იმდენად სუსტად ვიყავი რომ პალატამდე მისვლაც ვერ შევძელი და დერეფანში უგონოდ დავეცი...
თვალები მძიმედ გავახილე,გვერდით სანდრო მეჯდა თავჩახრილი. ფანჯარაში რომ გავიხედე უკვე დაღამებული იყო,მივხვდი რომ ძალიან დიდხანს მეძინა. სანდროს დავუძახე და მანაც ამომხედა.
-როგორ ხარ ელენე?
-უკეთესადაც ვყოფილვარ. გიორგიზე არაფერია ახალი?
-კი, ყველაფერი კარგადაა, გუშინ თუ დღეს რავიცი ექვსი საათი რომელს ეკუთვნის გონს მოვიდა. ახლა პალატაშია და სძინავს.
-გონს მოვიდა? რატომ არ გამაღვიძე?
სწრაფად წამოვვარდი საწოლიდან და დერეფანში გავიქეცი. პალატები მოვიარე და ერთ-ერთში გიორგიც აღმოვაჩინე. ისევ ეძინა,ფეხაკრეფით მივედი მასთან და საწოლის გვერდით მდგარ სავარძელზე ჩამოვჯექი. ვუყურებდი და ვერ ვძღებოდი მისით. "გიორგიმანია" მჭირს. გავიფიქრე ჩემთვის და გამეცინა. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვუყურებდი როგორ ეძინა,ჰო უბრალოდ ეძინა და კომაში არ ყოფილა.
დაახლოებით ოცი წუთი ვიჯექი ასე,მისი ხელი მეჭირა და უამრავ რამეს ვეუბნებოდი. სიყვარულიც კი ავუხსენი.
-მომენატრე. ბოლოს ამოვიჩურჩულე ძალიან დაბალ ხმაზე,ისე რომ თავადაც ძლივს გავიგე ჩემი ხმა. მას კი ჩაეღიმა. ღმერთო არ მჯერა მას მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ეღვიძა და მისმენდა.
-მეც.
ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა და ისევ ისე გაიცინა როგორც ადრე იცოდა.
-შენ რა გეღვიძა?
-არააა საიდან მოიტანე?!
-გიორგი!
-კაი რაიყო სიყვარულს მიხსნიდი თავიდან და ხელს ხო არ შეგიშლიდი? რა მაგარი გრძნობაა იცი?
-გიორგი! ნერვებს მიშლი.
-გიხდება გაბრაზება.
თვალებმოჭუტულმა შემომხედა და ისევ გამიცინა.
-სამაგიეროდ შენ არ მოგიხდება თუ არ მოისვენებ. დავეჭყანე რასაც მისი ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
-ანუ შემირიგდი?
-.......
-კაი ტო ისევ ავარიაში უნდა მოვყვე რო შემირიგდე?!
-ხმა ჩაიკმინდე! გაბედავ კიდევ ერთხელ ასეთ რამეს და ნახავ რაც მოგივა!
-ოჰოოო საინტერესოა რას მთავაზობთ?
-გაბედე და ნახავ რასაც გთავაზობ.
-ანუ მაპატიე?
-საბოლოოდ!
-საბოლოოდ.
ჩაიჩურჩულა და ისევ შემეხო ტუჩებზე როცა გიო შემოპლატუნდა ალექსსთან ერთად.
-ოუუ გვრიტებო გვაპატიეთ შემოგეჭერით! ხელები ასწია და გადაიხარხარა მერე კი ალექსს მიუბრუნდა- წამო ბავშვო და-ძმას გიკეთებენ.
ღმერთო ჩემო ეს მართლა ვერ არის.
-გიორგი! დავიწივლე ბოლო ხმაზე.
-ჰო რაიყო.
-რაებს ეუბნები ბავშვს?
-ეგრე არ იყო? ამ ასაკიდანვე უნდა შეეგუოს ბავშვი რეალობას და არაა საჭირო წეროები და ამბები.
ისე დავიწყეთ მე და გიორგიმ ჩხუბი რომ ვერც კი შევამჩნიეთ როგორ მიახტა ალექსი მამამისს.
-დეე იჩი გიომ ლა მანაქა?
-ჩუმად! არაა საჭირო ყველაფერი თქვა!
-რა განახა?
-აი პატალა ლო ვიკავი სენ ლო მაწმევდი!
-რას გაჭმ....ღმერთო გიორგი! ვერ ხარ ბიჭო?
-იტყუება!
-შენთან ბავშვს აღარ დავტოვებ!
-ძალიანაც კარგი!
-კაი ბიჭო გავიგეთ რო ბიძია ხარ და გინდა რო ეგ საქმე შენზე აიღო მარა ჯერ ძაან პატარაა ტო!
-ხო მარა პირველად რო ნახავს გული ხო არ უნდა გაუსკდეს ბავშვს.
-თქვენ ვერ ხართ ხო? რაზე ლაპარაკობთ? საერთოდ ტვინი გაქვთ?
-კაი დამშვიდდი ელეე,რაღაც ძაან აგრესიული ხარ და თუ გინდათ წავიყვან ბავშვს.
-ბლა ბლა ბლა.
პალატის კარები სანდრომ შემოაღო რომელსაც უკან დეა და მიშკა მოყვნენ. რაღაც გაურკვეველ თემაზე კამათობდნენ და ვერც კი შეგვამჩნიეს.
კიდევ ერთხელ გაიღო კარები საიდანაც გიგი და ნიკა შემოცვივდნენ.
-ნიკა ეს რა თაიგულია?
ჰკითხა დეამ და სახე დამანჭა.
-მძინარე მზეთუნახავს მოვუტანე.
თვალით ანიშნა გიორგისკენ რასაც ყველას ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
ერთ კვირაში გიორგიც გამოწერეს . ყველაფერი იდეალურად მიდიოდა,ისეთი როგორიც ყოველთვის მინდოდა,რისთვისაც ხუთი წელი ვიბრძოდი,რისთვისაც გავხდი უბრალოდ ძლიერი. გიორგიმ თავისი პირობა შეასრულა და ისეთი არაფერი გაუკეთებია რისი პატიებაც გამიჭირდებოდა. მასზე ხშირად ვბრაზდებოდი, თუმცა ეს ორსულობის პერიოდს მიჰყვა. კიდევ ერთხელ გავხდი დედა და ამან ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა.
დასასრული.....


......
ეს მათთვის ვინც ზოგიერთ თავს ვერ პოულობდა..скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი სოფიო

ძალიან მომეწონა! ელენე მართლაც ძლიერი აღმოჩნდა. მომწონს ასეთი პერსონაჟები

 



№2 სტუმარი Nini

უძალიანმაგრესი იყო მადლობა შენ ასეთი მოთხრობისთვის ერთ ამოსუნთქვაში ჩავიკითხე ❤❤❤კარგი მწერალი ხარ ასეგანაგრძე ????❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent