შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 2)


31-03-2018, 01:47
ნანახია 181

სხვა მრავალი ცოდვა (თავი 2)

მშვენიერზე მშვენიერი დღე დამიდგა და ვფიქრობ-უცნობი თავხედის გამო ხომ არა? ან იქნებ იმის გამო, რომ ასე დაბალ ფასად ნაქირავები ბინა ბრაკი აღმომაჩნდა.. სერიოზულ საფიქრალთა კატეგორიას ისიც ემატება, რომ ცა ღრუბლებს ისე გადაუფარავთ, ცისფერის ნატამალიც აღარ მოჩანს.
შენი ბრალია!-ჩამყვირის ვიღაც-ჭკუა რომ გქონოდა, აქეთ გამოაბუნძულებდი შენი სახლიდან იმ საძაგელ სიმპათიურს.
არა, მაინც რამხელა შარში გავყავი თავი, არა? ჯერ სიმწრით ნაშოვნი ბინა (რათქმაუნდა, განცხადებებში ძებნაზე მეტი სიმწარე რაღა გინდა!) ძლივს მოვაწყე ჩემთვის მყუდროდ და სასიამოვნოდ და ახლა ვიღაც ჩლუნგი შემომისახლა ღმერთმა.
ამდენი უბედურება რომ არ მეყო, აშკარაა და გზაშიც გამიწვიმდა. რას ველოდი?
ჩაფიქრებული გავუყევი ქუჩას. გულში მისამართს ვიხსენებდი, მაგრამ უცებ მივხვდი რომ არც იმ ქალის სახელი მახსოვდა. ტროტუარს რომ მივუახლოვდი, გაჩერებასთან ჩამივდექი და მოწყენილობისგან თვლა დავიწყე. გიკვირთ რატონ ვარ ასეთი მარტოსული? თეორიულად სულაც არ ვარ. ნუ, მეგობრები ნამდვილად მყავს. ვის არ ჰყავს მეგობრები? ალბათ ან ძალიან ჭკვიანებს, ანდაც ძალიან სულელებს.
ჩემს საუკეთესო მეგობრებს იმ შემთხვევის მერე ვიცნობ, რაც ბავშვობაში ფეხი ვიღრძე "უშნოდ" თამაშისას და პირველადი დახმარება ლაზარემ და კატომ გამიწიეს. სიმწარით მახსოვს, როგორ ვცდილობდი ფეხი გამემოძრავებინა და ტკივილისგან ბიჭს მუშტებს ვუშენდი, სანამ კატომ არ დამაწყნარა (სავარაუდოდ შოკოლადით მომისყიდა, სამწუხაროა რომ აღარ მახსოვს) და დედოფალივით ამაბრძანეს სახლში. ალბათ გაგიგიათ "ოქროს ტახტი". ჰო, მეც ამ გადაჯაჭვულ ხელებზე ვიჯექი და ძლივს მიმათრევდნენ, მაგრამ შრომა და წვალება დაუფასდათ და დედაჩემმა ის შოკოლადები აჭამა, რომელზეც მე ალერგია მქონდა. დედაზე არა, მაგრამ ბავშვებზე გავბრაზდი, რომ გამოართვეს და გაბუსხული ვიჯექი, სანამ კატომ მორიდებით არ გაუწოდა დედას კამფეტი-მე არ მინდაო. მერე ლაზარეც ასე მოიქცა და ჩემი გულკეთილობაც დაიმსახურეს.
ლაზარე და კატო არც და-ძმანი იყვნენ და არც ნათესავები. იმდენად კარგი მეგობრები იყვნენ, მეც მომინდა, კარგი მეგობარი მყოლოდა. ბავშვობამ გამიმართლა და ქუჩაში გასულს ხშირად მხვდებოდნენ ლაზარე და კატო, უმეტესად ერთად და ხელჩაკიდებულები. მერე, ერთად თამაში დავიწყეთ, ერთმანეთს ბურთს და ლახტს ვთხოვნიდით, წრეშიბურთით ვალურჯებდით ერთმანეთს და რაც მთავარია-ბავშვობიდან შევინარჩუნეთ ერთმანეთის მიმართ გულწრფელობა. მე ეს მიმაჩნდა მთავარ მიზეზად, რის გამოც მთელი ცხოვრება არ დავცილდებოდი ჩემს მეგობრებს.
სამივემ ერთი სკოლა დავასრულეთ, მაგრამ ლაზარე ჩვენზე ორი წლით დიდი იყო, ამიტომ უნივერსიტეტში შესვლა დაგვასწრო, თუმცა არაფერი შეცვლილა-ისევ ისე გვაცილებდა სკოლიდან, როცა საჭირო იყო, ისევ ისე მოდიოდა სკოლაში ჩემი დაბარებული მშობლის ნაცვლად და მასწავლებელს ადეკვატურად უხსნიდა, რომ ბავშვი ვიყავი. ზუსტად ასე:
-არ მესმის ქალბატონო ნუნუ, მართლა არ მესმის, როგორ უნდა დასაჯოთ ნინა ხმამაღალი სიტყვების გამო. ბავშვია, ბავშვი, ცოტა დაუთმეთ, ხომ გაგიგიათ-მადლი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო. არა ნუნუ მას?
ან ასე:
-იცით რა არის, ქეთო მას, მე თქვენ დიდ პატივს გცემთ, მაგრამ ვერ გამიგია, რა ჩაიდინა ნინან ასეთი უპატიებელი? სამშობლოს უღალატა თუ სხვის ვენახში თხები აუშვა? მე მაგალითად, ნამდვილად არ დავსჯიდი ბავშვს ფანჯრის შემთხვევით გაბზარვის გამო, ხომ ხვდებით, ბურთი მიზანს ააცილა. ნუთუ ერთხელ მაინც არ მიგსვლიათ ასე?
და ასე გრძელდებოდა, სანამ შეწუხებული მასწავლებლები უკან არ გამიგვაბრუნებდნენ. იყო შემთხვევები (იშვიათად, მაგრამ მაინც), როცა ორივეს გვსჯიდნენ ამდენი ტლიკინისთვის, მაგრამ ამხელა ბიჭს ვინ შეჰკადრებდა კუთხეში დაყენებას? ამიტომ მას სიგარეტს ჩამოართმევდნენ, მე კი ვიდექი ჩემთვის წყნარად კუთხეში.
ბოლო დროს, როცა უნივერსიტეტი დაამთავრა, გადაწყვიტა, უცხოეთში გაეგრძელებინა. იცოდა, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ მაინც წავიდა. დავრჩით მე და კატო. კატოს ერთი ჯარგი ჩვევა ჰქონდა-უყვარდა ჩემთან ერთად დავალებების კეთება, ამიტომ უნივერსიტეტის პერიოდი უყოყმანოდ ერთად გავატარეთ, მე კი, კატოს წყალობით, ყოველ დღე და ღამ ბლინების მეტს არაფერს ვჭამდი (ყოველ დღე ახალ-ახალი რეცეპტებით).
არც უნივერსიტეტისდამთავრების დამთავრების შემდეგ დავშორებივართ. ცხელ ზაფხულში ერთად დავისვენეთ ზღვაზე და ორივე გოჭებივით შევიბრაწეთ თეთრი კანის გადამკიდე. პერიოდულად, ლაზარეს ვუგზავნიდით ფოტოებს და გამიგონილ ამბებს ვუყვებოდით. მაგალითად, როგორ გადაარჩინა კატო დახრჩობას ერთმა სიმპატიურმა მაშველმა, რომელიც ლამის თვითონ დაიხრჩო, რადგან ნაჭამი არ იყო და შუა გზაში ძალა გამოეცალა კატოს ზედმეტი წონის გადამკიდე (ვაბუქებ). ის შემთხვევა, როცა არაქათ გამოცლილებმა სხვა გასართობი ვერ მოვნახეთ და ლაზარეს გადავეკიდეთ, არც ერთს დაგვავიწყდება.
მე და კატო ზაფხულის ცხელ დღეს, საკმაოდ დილით, როცა ჯერ კიდევ იყო მზის გაძლება, სანაპიროზე ვისხედით და ყველა გამვლელს ვჭორავდით ჩვენი გრძელი ენებით, წყლიდან ამოსული გოგო შევამჩნიეთ. ყველაზე მიმზიდველ ნაწილზე-რუჯით გაშავებულ ფეხებზე დავაკვირდი და ოდნავ შემშურდა, მაგრამ მალე კატომ ფხუკუნი დაიწყო და ყურადღება გამიფანტა. ფეხებს მზერა რომ მოვაცილე,სუნთქვა ინსტიქტურად შევწყვიტე. აი რატომ- გოგოს თეთრი; თითქმის გამჭირვალე ლიფის ქვეშ სილიკონები მოუჩანდა. რატომღაც სულაც არ მიფიქრია რომ შესაძოა ეს ჩემი მხრიდან სულმდაბალი საქციელი იყო, მაგრამ ნამდვილად გულიანად გამეცინა, აი როდესაც სახეზე ავხედე, ღიმილი ტუჩებზევე შემაშრა და უშნოდ ადღაბნილ ლაინერს უკეთ დავაკვირდი. ზღვაში მაკიაჟი?-არასოდეს. თუმცა მარტო ლაინერი არ ყოფნიდა გოგოს, წვრილ, ძლივს გამიჩენილ ტუჩებზე ცხვირამდე გადაესვა წითელი პომადა და მოკლაკნილი ცხვირიც მშვენივრად უმშვენებდა ნაკვთებს. კატომ ჩუმად გადაუღო სურათი ჩვენკენ მომავალს და ორივემ ღიმილი ავიკარით პირზე.
-ჰაიი, გოგოებო-თითქმის ჩურჩულით მოგვესალმა და კარგად შეგვათვალიერა-შეიძლება ჩამოვჯდე?
-თუ შენ გინდა...-აშკარად არ მითქვამს ირონიულად, რადგან ეს გოგო ჩვენსავით სიბოროტის განსახიერებას არ ჰგავდა.
-რამდენი ხანია, რაც აქ ხართ? ძალიან კი დამწვარხართ-მორიდებით გაგვუღიმა და ჩვენც შეთქმულებივუთ გადავხედეთ ერთმანეთს.
-ორი კვირაა, სახლი გვაქვს აქ, ბაბუაჩემაა, ამიტონ ზაფხულობით აქ დიდხანს ვჩერდებით.
-და როგორც ყოველთვის, მზეზე ვიხრუკებით-დავასრულე და გავიკრიჭე.
-იცით, დამწვრობის კარგი წამალი ვიცი, ახლავე ვნახავ ჩანთაში.-მოძებნვა რომ დაიწყო, მუვხვდით, სულაც არ იყო ისეთი "ცუდი", როგორადაც ჩვენ შევაფასეთ და ჩემს თავს ვუჩიჩინე, რომ აღარავინ გამეკრიტიკა მხოლოდ გარეგნობის მიხედვით.
ერთ ღამესაც, როცა ჯარგ ხასიათზე ვიყავით, მე, კატო და თეკლა (სანაპიროზე გაცნობილი გოგო) ვსეირნობდით; როცა ფანტასტიურმა აზრმა დამკრა თავში და გადავწყვიტე; რომ ლაზარეს და თეკლას აუცილებლად ერთმანეთი უნდა გაეცნოთ. თეკლა ძლივს დავიყოლიე, ლაზარეს ნომერი ჩაეწერა და დავითანხმეთ, რომ მიგვიანებით აუცილებლად ვალაპარაკებდით. როცა ამის დრო და ჟამი დადგა, ბოლოს ლაზარეს "გამარჯობაზე" საცოდავად ამოიკნავლა გოგომ "მე თეკლა ვარო" მერე ბიჭმა გაიცინა და ჰკითხა, ჩემი გეშინიაო? თეკლა ისე დაიბნა, უპასუხა-მგონი შენი გაცნობის უფროო და ბოლოს დარცხვენილმა გათიშა ტელეფონი. თავიდან გვეგონა, რომ გოგოს ლაზარე მოეწონა და ამის ბრალი იყო მისი დაბნეულობა, მაგრამ ნურას უკაცრავად! ცოტა ხანში თვითონ გადმორეკა ლაზარემ და მოჯითხვას ისიც მოაყოლა, რომ "იმ საყვარელ გოგოსთან" დალაპარაკება უნდოდა. არ დავალაპარაკეთ, იმიტომ რომ იქ არ იყო. მეორე დღესაც დარეკა და გამოგვიტყდა-მომეწონაო. მე და კატო ავჟიტირდით და თეკლას სოციალურ ქსელთან ერთად ტელეფონის ნომერიც ჩავაწერინეთ.მაგრამ, თავს გაუგებრობა დაგვატყდა. ან ჩვენ დავატყდით. აღმოჩნდა, რომ თეკლას შეყვარებული ჰყავდა და ლაზარე "სტრელკაზე" დაიბარა კიდეც საქმის გასარჩევად. უცნაურია, ყველაფერი ჩემი და კატოს ბრალი იყო, მაგრამ ჩვენ არ მოგვხვედრია.
კატოც ერთი თვის წინ გავაცილე სოფელში, სადაც ბებია ჰყავდა ცუდად და ტრაგედიული დამშვიდობების სცენა მოვაწყეთ. ხალხსაც კი ცრემლი მოერია!
კატოს მაშინვე ვუთხარი ჩემი სახლიდაბ წამოსვლის ამბავი და მითხრა, რომ სოფელში შემეძლო ჩასვლა, მაგრამ არ მინდოდა ჩემი დეპრესიული ხასიათით სხვებიც დამემძიმებინა, ამიტომ დარჩენა ვარჩიე. ჩემთვის, ჩუმად და წყნარად.
ვიდექი დაჩერებაზე და ველოდებოდი, სანამ ყოველი დიდი სიჩქარით მოსრიალე მანქანა ტალახიანი გუბეებიდან მთელ წყალს მე მაშხეფებდა და ფეხები უკვე წვიმის წყლით მქონდა დაბანილი.
ავტობუსმა ნაცნობ ქუჩამდე მიმიყვანა და შენობაც ვიცანი. შვებისაგან ამოვისუნთქე, როცა კაბინეტში შესულს ქალიც კი ადგილზე დამხვდა.
-გამარჯობა-ვცადე თავაზიანად გამეღიმა-იცით, ბინასთან დაკავშირებით ერთი პრობლენა შემექმნა.
-აბა, გისმენთ-ყურადღებიანი მზერა მომაპყრო და მანიშნა ჩამოვმჯდარიყავი. მის წინ სკამზე დავჯექი და სრული სერიოზულობით დავიწყე:
-გუშინ სახლში მისულს ჩემს ბინაშჯ ვიღაც უცხო დამხვდა. ძალიან უცნაურია, მაგრამ საცლში არ შემიშვა, მიზეზს ხონ ვერ მეტყოდით? იქნებ ქურდია?
ქალს გამო.ეტყველება რომ შეეცვალა წამში მივხვდი. ვიცოდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ქალმა ყოყმანით დაიწყო, თითქოს დარწმუნებულიც არ იყო:
-გახსოვთ, მაგ სახლის პატრონზე რომ გეუბნებოდით? ეგ ბიჭია, ჩემი მეზობლის შვილიშვილია. წესით ეგ სახლი ბებიამისს ეკუთვნის და მან მომცა უფლება, სხვა დამესახლებინა, მაგრამ იმის უფლება არ მოუცია, თომა იქიდან გამომესახლებინა, ამიტომ ეგ ბინა ლრივეს გეკუთვნით.
-ეს უსამართლობაა! აქამდე რატომ არ ვიცოდი, რომ ბინას სხვასაც გავუყოფდი?
-ალბათ ხვდებით რო. ისედაც ბინის ნამდვილი ფასის ნახევარს იხდით, ამიტომ თქვენთვის სრულიად დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს პირობები.
-და ის ფაქტი რომ მან მთელი ღამის განმავლობაში სახლიდან გამომაგდო, რას ხსნის? -გამომცდელად მივაშტერდი. როგორ მინდოდა, მინხვდარიყო, რომ იმ მოსიარულე კოშმართან ურთიერთობა გაუსაძლისი იყო.
-დაველაპარაკები-მარტოვი სიტყვით მოაგვარა.
ნეტავ რომელია მარტივი სიტყვები?-დაველაპარაკები?ამიერიდან ერთად იცხოვრებთ?
რა უცნაურია. აღარ მიდარდია იმაზე, რომ მარტო არ ვიყავი. ნეტავ რას დამაკლებდა თომა იქიდან, რაც ისედაც არ მქონდა?-სიმშვიდეს? წესიერ ცხოვრებას თუ ნერვებს?
სახლში იმავე გზით დავბრუნდი და დიდი მცდელობის შედეგად ავტობუსში ძილისგან თავი გადავირჩინე. კიბეზე ჩამოღვენთილი ავლასლასდი დ კარზე დავაბრახუნე. ერთჯერ. ორჯერ. პასუხი არავინ გამცა. ესეც დღის ბედნიერი მომენტი! სახლში არ იყო...
კარში გასაღები მოვარგე და შევაღე. ასეთი თბილი და მყუდრო არასოდეს მომჩვენებია ეს ბინა. გახარებულმა და ენერგიისაგან დაცლილმა მივასურე ჯერ აბაზანას, შემდეგ სამზარეულოს და ბოლოს ჩემს ოთახს. როგორც კი ფეხი შევდგი ოთახში, იქვე მიბეტონებულივით გამუშეშდა და მივხვდი, რაც მოხდა. ვაჟბატონსაც ეს ოთახი აწყობდა ალბათ-სხვა ახსნა არ ჰქონდა მის აქეთ-იქით მიმოყრილ ტანსაცმელს, ბოტასებს, ყურსასმენებს.
არ ვიცი, დაღლილობის ბრალი იყო თუ სამაგიეროს გადახდის წყურვილმა მაიძულა, მაგრამ მაშინვე ლოგინში შევხტი და სამკაოდ ღრმადაც ჩამეძინა.


ვიცი, რომ ძააალიან ბევრი შეცდომა მაქვს. მომიტევეთ pensive იმედი მაქვს მოგეწონებათ ^ ^скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან მაგარი იყო

 




meocnebe avadmyopi
ძალიან მაგარი იყო

მიხარია რომ მოგწონს ♡_♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent