შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭეშმარიტი ფილანთროპია…


31-03-2018, 17:47
ავტორი lukakhati
ნანახია 567

ჭეშმარიტი ფილანთროპია…

დილით გაიღვიძა ისეთმა, როგორსაც არასდროს გაუღვიძია. ეს დილა სხვა დანარჩენს არ ჰგავდა. არ ახსოვდა როგორ ჩაეძინა, უბრალოდ, ახსოვდა როგორ დახუჭა თვალები და უკვე დილით თვალებგახელილს ნიავი ამოძრავებდა, არც სიზმრები ახსოვდა. იშვიათად გრძნობდა ასეთ სიმსიბუქეს ივო. გაღიმებული ფიქრობდა და ვერ იხსენებდა ბოლოს, როდის იგრძნო თავი ასე თავისუფლად. არაფერი ახსოვდა, არც ბეჭის ქვემოთ დატყვევებული ის მაღალყელიანი წერო, რომელსაც ხანდახან წყევლად ხანდახან კი- საჩუქრად თვლიდა, რომლის მოშორების სურვილიც ბევრჯერ გაჩენია, მაგრამ არასდროს გაუბედია.
…ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მხოლოდ ერთზე ფიქრობდა- ხო, ხანგრძილვმა ძილმა ვერ მოკლა გამხდარი, შემოდგომისფერთმიან გოგოს მოგონება. ფიქრობდა გოგოზე, რომელიც ხანდახან არარეალურიც კი ეგონა. აჟიტირებული თავისთავს უამრავ კითხვას უსვამდა, ყველა დეტალს იხსენებდა და თავს არმუწმუნებდა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არ ყოფილა.
ფანჯარას თვალს არ აშორებდა. არ უნდოდა რომ გამორჩენოდა მისი გამოჩენა. ლამობდა მის ნახვას და ეჭვებში იძირებოდა. უნდოდა ვინმესათვის ეკითხა რა ერქვა, როდის გადმოვიდა ,მაგრამ ეზოში არავის იცნობდა. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა, გამბედაობას მაინც ვერ მოიკრებდა, ვერ მივიდოდა და ვერ დაელაპრაკებოდა. მშბოლებისთვის არ უნდოდა რაიმე ეკითხა უცნობ, იდუმალ მეზობელზე. ეს იდუმალებაც მოსწონდა. იცოდა, რომ ის ამოუცნობი უნდა ყოფილიყო მისთვის, ამიტომ ჩვეული კითხვებით ამ ყველაფრის გაუბრალოება არ უნდოდა.
უბრალოდ ფანჯარასთან ზის და ელის. ელოდა მანამ, სანამ მზე ღრუბებში არ დაიმალა. სანამ ფანჯრებზე სქელი, შავი ღუბლებისაგან წამოსული კოკისპირული წვიმის წვეთები არ გამოჩნდა… წვიმა მძიმედ ეცემოდა სახურავს და ყოველი ბგერა საათის ხმასავით ყურში არასასიამოვნოდ ჩაესმოდა. წამები უსასრულოდ გრძელდებოდა და დაუოკებელი სურვილის გაბმულ აბლაბუდაში ივო მარიონეტივით ეხვეოდა. ნელ-ნელა ბრაზი ერეოდა და მაშინ,როდესაც უკვე აღარ ელოდა გამოჩნდა მოპირდაპირე მხრიდან გამხდარი, იისფერქოლგიანი გოგონა. რა თქმა უნდა, ეს ის იყო, ვის გამოჩენასაც ივანე მთელი დღის განმავლობაში ელოდა. თავისდაუნებურად გაღიმებული უყურებდა გოგოს, რომელსაც იასამნისფერი ქოლგა წვიმისგან იცავდა. გრძელ შავ ქურთუკში გახვეული, ამაყად მიდიოდა და სავსე პარკები მიჰქონდა. ისე გაირა ეზო ივო არც შეუმჩნევია. ვერც შეამჩნევდა; საკუთარ ფიქრებში გართული ვერც მიხვდა ჭიშკარს ისე გაცდა.
არ იცოდა რა ექნა. კანი ეწვოდა, გული უძგერდა, უეცრად გადაწყვეტილებების მიღება არ ჩვეოდა. მოკიდა ქოლგას ხელი და უკან გაჰყვა. მიჰყვებოდა უკან სველ, ქუჩაში. ნელი, ჩვეულად დინჯი ნაბიჯებით ვერ ეწეოდა და ცდილობდა არ დაეკარგა სილუეტი, რომელიც მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს დახვეწილად, მაგრამ სწრაფად მიაპობდა.
ეს წვიმა მისთვის წინაღობა არ ყოფილა. ივოს კი მძიმე წვეთები მწარედ ხვდებოდა, ქარი აწუხებდა და თვალებში ჩავარდნილი წვეთები ამწარებდა. თავის თავს ეკითხებოდა ვის მიჰყვებოდა, თუმცა უჩვეულო ცნობისმოყვარეობა შეჩერების უფლებას არ აძლევდა. ვერც ხვდებოდა სად მიდიოდა, ეს ქუჩები არ ეცნობოდა და არც უკან დასაბრუნებელი გზა იცოდა. ასე რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო - არ უნდა ჩამორჩენოდა… ნაბიჯებს უჩქარებდა…
მათ გარდა აქ არავინ ჩანდა. ივო მის ზურგს უყურებდა. ის წინ მიიწევდა. წინ მიდიოდა ისე, რომ უკან ერთხელად არ მიუხედავს.
რა თქმა უნდა, არც ილარიამ იცოდა უკან რა ელოდა. ფიქრებში გართული ვერც წარმოიდგენდა, რომ უკან ვინმე მიჰყვებოდა. ქუჩებს არ უყურებდა, ფიქრებში გართული გონებაში ახალ სახლს აწყობდა. ფიქრობდა ოცნებაზე , რომ ახალ სახლში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა და ყველაფერი ცუდი ძველი სახლთან ერთად ნანგრევებში დაიკარგა.
…სახლი უფროდაუფრო უკან რჩებოდა, თუმცა ილარია ტრანსპორტის გაჩერებას არ აპირებდა. სველდებოდა, მაგრამ ამაყად, გრაციოზულად წინ მიიწევდა. ისინი ერთმანეთს არ ჰგავდნენ. სიმშივდეს მოყვარული ივო გულში წუწუნებდა. ეს იყო განსხვავება მათ შორის. ერთს სიმშვიდე დიდი ხნის წინ დაეკარგა, სიკვდილისათვის თვალებში ყურება დიდი ხნის წინ ესწავლა, მიზნის მისაღწევად წინ უშიშრად მიიწევდა. ხო, შიში უცხო იყო მისთვის. ამ სიტყვის მნიშვნელობა დიდი ხნის დავიწყებოდა. აი მეორესათვის კი ეს წვიმის წვეთები ნიაღვრის ტოლფასი იყო. ის მიზნისათვის თავს არასდროს გასწირავდა… არც უშიშარი და არც მებრძოლი არასდროს ყოფილა. დღეს, პირველად, თავისდაუნებურად გადაეწყვიტა, რომ ამ გოგოს უნდა გაჰყოლოდა. რომ მასში იდო, რაღაც ის, რაც სხვებში არ უნახავს.
მიყვებოდა და ნელ-ნელა ათასი საზარელი ეჭვი ებადებოდა.
..და მართლაც საზარელ, შემზარავ ეზომდე მიიყვანა უკვე სველი, იისფერი ქოლგის ყურებამ. ოცნებას გაყოლილი მოჩვენების პირისპირ აღმოჩნდა. მართლაც რომ ეს ეზო შემზარავი იყო. სიცოცხლეწართმეული, გაშიშვლებული ხეები ყველანაირ სურვილს კლავდა. დრო აქ გაყინული იყო, სივრე-შემზარავი. ხეებში დაკარგული, თითქმის ნანგრევებად ქცეული სახლი კი ივანესთვის ჯოჯოხეთის კარიბჭეს ჰგავდა. საბოლოოდ, დაიბნა და უკვე ვერაფერი არწმუნებდა, რომ ეს სიზმარი არ იყო. ამ ადგილთან შედარებით კოკისრპირული წვიმა არაფრად აღარ მიაჩნდა.
ქოლგა ჩამოეშვა და სველდებოდა.
დაუჩქარებლად შევიდა მიყრურებულ სახლში ილარია.
ივო იდგა და უყურებდა. უყურებდა, როგორ გაიღო ჭრიალით დაძველებული ჭიშკარი. უფროდაუფრო სველდებოდა.
ზურგი ეწვოდა, მაღალყელიანი თეთრი წერო ფრთებს შლიდა და გამოგლეჯვას,სახლში შესვლას ლამობდა.
…შევიდა, ბოლოს მაინც ასე გადაწყვიტა. თვითონაც არ იცის რამ გააბედინა, რამ შეცვალა. იცოდა, რომ თავისთავს არ ჰგავდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ის ამად ღირდა.
შედიოდა და ეშინოდა, ივოს დაძველებული იატაკის ჭრიალის ძალიან ეშინოდა.
***
“ილარია” “ილარია მოვიდა”… დერეფნის ბოლოდან გახარებული ხმები ისმოდა, მაგრამ სანამ დერეფნის ბოლოსკენ მიდიოდა, საკუთარი სბრიყვისგან დაყრუებულს, უამრავი საზარელი აზრი არ ეშვებოდა. დაძველებული, გაუბედურებული კედლებისა და აყრილი იატაკის შემხედვარე ნელ-ნელა თავს ირწმუნებდა , რომ ეს გოგო, რომელსაც ოცნება უწოდა, სულაც არ იყო ისეთი განსაკუთრებული, როგორსაც ხატავდა. თითქოს კმაყოფილიც იყო ამით. თავს ირწმუნებდა, რომ წლების განმავლობაში სწორად იქცეოდა.
ცდებოდა, ივო ძალიან ცდებოდა.
საკუთარ ილუზიებში გახვეულს პირი ღია დარჩა, როდესაც პატარა ოთახში ათოდე ბავშვით გარშემორტყმული, სახე განათებული ილარია დაინახა.
-უი დღეს ილარია მარტო არ მოსულა
ეს ქალბატონი თამარი იყო, უპატრონო ბავშვთა სახლის გამგე. ამ სახლის, რომელსაც ივომ დაუფიქრებლად ჯოჯოხეთი უწოდა. შერცხვენილი ქალს თვალებში ვერ უყურებდა. თამარს გახმდარი ტანი ჰქონდა . მისი სხეული ასაკს არ ეგუებოდა, სიმკვრივეს ინარჩუნებდა, გამოკვეთილ ფორმებს არ კარგავდა. მოკლე, საოცრად ქერა თმა ჰქონდა. ძნელი დასაჯარებელი იყო, რომ ამ თმას ოდესღაც ჭაღარა შერეოდა. დაღლილი თვალების ქვევით რამდენიმე ნაოჭი ასაკს ახსენებდა, თუმცა ქალი საოცრად დახვეწილი იყო. მისი თვალებიდან მომავალი სითბო ძველ ოთახში საოცრად შინაურულ ატმოსფეროს ქმნიდა.
ილარიამ გაკვირვებულმა გახედა ივოს. პირველად დაინახა ბიჭი, რომელიც უკან მიჰყვებოდა. ბოლოსდაბოლოს გაარჩია მისი თვალის ფერი - საოცრად ღია, მანათობელი თაფლისფერი.
-ხო, ეს ჩემი მეგობარია. ბავშვებთან სათამაშოდ მოვიდა - დაუფიქრებლად, დამაჯერებლად უპასუხა ილარიამ.
-ძალიან სასიამოვნოდა, მე თამარი ვარ.
-სასიამოვნოა… ივანე - თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ წარმოთქვა ეს სახელი. გაუკვირდა დიდი ხანია “ივანე” საკუთარი თავისთვის აღარ უწოდებია. გაეღიმა და დაამატა- ივოს მეძახიან.
-ძალიან კარგი. შემოგვიერთდი.
ილარის მძიმე შეკვრებიდან პროდუქტისა და სათამაშოების ამოღებაში დაეხმარა. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ უთქვამს, არც უკითხავს ვინ იყო, ყურადღებას არ აქცევდა და ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა. სირცხვილით ვერც ბედავდა ხმის ამოღებას. უყურებდა უამრავ სათამაშოს და საკუთარი თავი ეზიზღებოდა იმის გამო, რომ დაუფიქრებლად ყველაზე ამაღლებული გააუფასურა. საოცარი სანახავი იყო ბავშვებით გარშემორტყმული ილარიას.თვალებიდან წამოსული სინათლე უფროდაუფრო ღაჟღაჟა ხდებოდა. მისი ღიმილი… მისი ღიმილი სხვა არაფერს ჰგავდა.
…და მაინც ივანე დაუფიქრებლად ამ სახლს-საზარელს, ხოლო ბავშვებს-გაჭირვებულებს უწოდებდა. ის შეჩვეული იყო ყველაფრისათვის ერთი სახელი დაერქვა და ვერ ხვდებოდა ამ სახლში რა ხდებოდა.
ბეჭისქვემოდან ტკვილიც თავს ახსენებდა.
ბავშვებთან თამაშში ივოც გაერთო. ცოტახანს მოწყდა და დაავიწყდა რას ფიქრობდა, სანამ აქ მოდიოდა; არც გახსენებია, რომ ამ ბავშვების გვერდით შემთხვევით აღმოჩნდა, ყველაფერი დაავიწყდა, მაგრამ ისიც მართალი იყო. ეს შინაურული გარემო რომ არა ოთახი მართლაც საზარელი იყო. ჩამოხეულ შპალერს ფერადი ნახატები ამაგრებდა. ოთხი საწოლი იდგა, საკმაოდ ციოდა, ბავშვებს თბილად ეცვათ. მაინც იყო ამ სახლში რაღაც შინაურული, რომელიც ბავშვებთან თამაშით გართულ მეტრეველს ყველაფერს ავიწყებდა. ფერადი კუბიკებით პატარა შავგვრემან ნიკას უფორმო სახლის აწყობაში ეხმარებოდა და ისიც მასთან ერთად ფერებში იძირებოდა.
ოთახში ათიოდე ბავშვი იყო. ალბათ, ყველაზე დიდი თორმეტი ან ცამეტი წლის იქნებოდა.ქალბატონი თამარის გარდა აქ არავინ ჩანდა. მართლაც, აქ სხვა დამხმარე არ ყოფილა. ის იყო ამ სახლის პატრონი, ამ ბავშვების მშობელი. ის მათთვის ცხოვრობდა - ამას ამბობს დანაოჭებული ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. დიდი, დახურული ფანჯრის რაფაზე იჯდა და ცხელი ყავით სიბერე შემოპარულ ძვლებს ითბობდა.
-ილარია ცოტახანს გარეთ გავალ… თუ არ შეწუხდები ბავშვებს ყურადღება მიაქციე - კარისაკან მიმავალი გრძელი თითებით სიგარეტს ათამაშებდა. - ივანე მოწევთ?
-სიამოვნებით
ილარიას მისკენ არც გაუხედავს, თუმცა ეს ივოს არ ანაწყენებდა. ივო ღიმილით, სილაღით სავსე თვალებით უყურებდა როგორ უყვებოდა გოგო, რომელიც მისთვის უკვე ყველაზე დიდი ამოცანა იყო, ზღაპრებს ობლად დარჩენილ ბავშვებს. ხო, ივო ამ ბავშვებს კიდევ “ობლებს” უწოდებდა.
ეზოში არ ციოდა. პატარა ეზო იყო, რამდენიმე მოძველებული, გახუნებული ბურთი ეგდო.
-კიდევ თუ გვესტუმრებით შეეჩვევით… თავიდან ყველა გაკვირვებული უყურებს ამ ადგილს - დახვეწილი მოძრაობებით ღრმა ნაფაზებს არტყამდა.ივოს შერცხვა გაღიმებული თამარი პასუხს არ დალოდებია - 3 წელია აქ გადმოვედით. ნელ-ნელა ვცდილობთ ეს პატარა შენობა ფეხზე დავაყენოთ. აი სამი წლის წინ, რომ აქ მოსულიყავით ალბათ ჭიშკარში ფეხსაც ვერ შემოადგამდით.
-რა კარგი ბავშვები არიან.
-კი, ეს მათი სახლია.
-რა სამწუხაროა.. - წინადადება შუაში გაწყვიტა ივომ
-რომ მშობლები არ ჰყავთ? - ჩვეულზე ნელა, მკაცრი ტონით, გამოკვეთილად წარმოთქვა თამარმა.
-ხო.
-ივანე. იცი პირველად აქ რომ მოვედი და ეს ბავშვები ჩამაბარეს ვერც მე ვხვდებოდი რამხელა ბედნიერება მხვდა წილად. ეს ადგილი, რომელიც შენთვის სევდიანია ჩემი სახლია. ეს ბავშვები ჩემი შვილები არიან. მე საკუთარი შვილი არასდროს მყოლია, ამიტომ ვიცი, რასაც ვამბობ. აქ გაიზრდებიან. მე ყველანაირად ვცდილობ ისინი ფეხზე დავაყენო, აზროვნება ვასწავლო, რომ მერე შენნაირი სისულელე არ წამოსცდეთ და უცხო ადამიანზე უარყოფითი შთაბეჭდილება არ დატოვონ. არა, არ ვბრაზდები. უბრალოდ ძნელია შენს ასაკში ასეთი რაიმე გააცნობიერო. ყველა ილარიას არ ჰგავს… რა თქმა უნდა,ყველა მისი მსგავსი ვერ იქნებდა. ივო, ასე მოგმართო?
-ასე მირჩევნია - გაოგნებულმა, შერცხვენილმა აღარ იცოდა რა უნდა ეპასუხა. სანამ ივო ფიქრობდა თამარმა მეორე ღერს მოუკიდა.
-ეს ადგილი ნელ-ნელა აშენდება. იმედი მაქვს რამდენიმე წელში აქ შეშინებული, გზააბნეული ხალხი აღარ მოვა. ბავშვებიც გაიზრდებიან და შემდეგ თავის ადგილს იპოვიან. მე მომავალს ასე ვხედავ, ეს ჩემი არჩევანია. ივანე, შენს სახლში ბედნიერი ხარ?
-ალბათ.
-რა უმადურობაა, მაგრამ ვერც შენ გაგამტყუნებ. შენ არ იცი რა არის უბედურება, რომ ბედნიერებისაგან გაარჩიო.
არ იცოდა რა უნდა ეთქვა. ხანდახან დარწმუნებული იყო, რომ თავისი ასაკისთვის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ვერასდროს საკუთარი უაზროდ სევდიანი ხასიათის მიზეზი ვერ აეხსნა. კი, მართლა იმალებოდა ივოს თვალებში რაღაც აუხსნელი, რაღაც სევდიანი. ამას თვითონაც ხედავდა… დღეს საკუთარ გამოცდილებაში ეჭვი შეეპარა და შერცხვა, ძალიან შერცხვა.
-რა მნიშვნელობა აქვს… იცი ბავშვთა სახლის ჩაბარება 23 წლისამ გადავწყვიტე. ბავშვები მიყვარდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად კი მიყვარდა ჩემი 8 წლით პატარა ძმა, გუგა… გუგა, რომელიც 17 წლის წინ გარდაიცვალა. ხვდები იმედია შემდეგ რა როგორ იყო. ეს არის სევდა, შეუჩერებელი ტკივილი. ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელსაც თქვენ დეპრესიას ეძახით, ყველასთან არ მოდის. ის მხოლოდ ჩემნაირი უიღბლოების ხვედრია. - ღიმილით, თვალი ჩაუკრა და ისევე დახვეწილად კიდევ ერთ ღერს მოუკიდა.
უყურებდა გაოგნებული, როგორ ეწეოდა. ფრთხილი მოძრაობით სიგარეტი ტუჩებისაკენ მიჰქონდა. გრძელ, ჩუმ ნაფაზებს არტყამდა. მესამე ღერს ეწეოდა, როდესაც ივოს ჯერ ერთიც ვერ დაემთავრებინა.
თამარის ყურებაში გართული გამოფხიზლდა, ყველაფრის გამოსწორება სცადა:
-მე ასე არ ვიფქრობ.
-ვიცი, ივანე. ხანდახან უხეშად მომდის ლაპარაკი. ბოდიშს გიხდი. წამოდი დავბრუნდეთ.
ადგილზე გაყინული ახლა თამარის ზურგს უყურებდა. ის ილარის ზურგს არ ჰგავდა. ბეჭებში გაშლილი, იმ სიმძიმის მიუხედავად, რომელიც მას პატარა ასაკში დააწვა, წინ უფრო ამაყად მიაბიჯებდა. ყოველ ნაბჯს მძიმედ ადგამდა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ექო ყურში ჩაესმოდა. ვერც წარმოედგინა, რამდენი გაევლო ამ ქალს, რომ დღემდე მოსულიყო. მის ყოველ ნაბიჯს უკან რაღაც იმალებოდა. ის სხვა ცხოვრებისგან დაჩაგრულებს არ ჰგავდა. არ ჰგავდა არავის, ვინც ივანეს დღემდე ენახა. არ ჰგავდა, სევდისაგან, სახეგაყვითლებულ, მგლოვიარე ქალებს, რომლებსაც ივანე იცნობდა. თამარი ძლიერი ქალი იყო. ქალი, რომელმაც იცოდა რა იყო ცხოვრება. მისი სიძლიერე კი ჩვენ გმირს მხოლოდ საკუთარ სისუსტეს და უმეცრებას ახსენებდა.
-არ მოდიხარ? - უკანშეუბრუნებლად ჰკითხა თამარმა
-ერთ ღერს კიდე მოვწევ.
-კარგი. მალე შემოდი… ნიკა აშკარად შენ გელოდება.
მართლაც ეს შავგრემანი, პუტკუნა ბიჭი ფანჯარასთან იდგა და ივოს ელოდებოდა. ის რაღაც სხვას გრძნობდა, რაღაც სუფთას, რაღაც ამაღლებულს. იმას, რისი მსგავსიც არასდროს არაფერი უგრძვნია. ახლა მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ეცოდინებოდა თუ არა რა იყო ცხოვრება. ამ სურათს თამარიც ღიმილით უყურებდა.
ეს გრძნობა მისთვის უცხო იყო, მაგრამ ის უყვარდა. ივოს ყველაზე მეტად უსახელო გრძნობები უყვარდა.
ღრუბლები იშლებოდა, წვიმა წყდებოდა, გარშემო ყველგან თეთრი, ნათელი ბუმბულები ცვიოდა.

***
თამარის სიტყვებზე დაფიქრებულმა ისევ გაიარა ჩაბნელებული დერეფანი. განადგურებული კედლები აღარ იყო ისეთი საზარელი. უბრალოდ ვეღარ ამჩნევდა. ბავშვთა სახლის გამგის სიტყვებთან შედარებით ყველაფერი სულ ერთი იყო. რა თქმა უნდა, მართალი იყო. სხვანაირად ვერც იქნებოდა. ივანეს მხოლოდ მისი ზურგის ყურება დარჩენოდა. დარჩენოდა ეყურა ზურგი ქალისა, რომელიც ეკლებში ამოსულ ათასფურცლიან, ნაზ ყვავილს ჰგავდა. ყვავილს, რომელსაც ძლიერი ქარი ნელ-ნელა ფურცლებს აცლიდა, თუმცა ვერც ერთი ქარიშხალი ვერ იქნებოდა საკმარისი, მის მოსაკლავად. არავინ იცის რამდენ ქარს გადარჩენია, თუმცა შედეგი ერთი იყო : თავაწეულს არ ეშინოდა ქარიშხლის, არც სიკვდილის შეშინებია ოდესმე. ეს ყველაფერი იმდენად მარტივი იყო მისთვის რომ აღარც ივოს ეჩვენებოდა ეს ამბავი სევდიანად. ამას ხვდებოდა და წინ მიმავალს თაყვანისცემით სავსე თვალებით უყურებდა.
ახლა, ამ კედლების შემხედვარე მხოლოდ იმაზე ფიქრობდა თუ რამდენი რამ იდო ამ სახლში. რა სასაცილო იყო ახლა ეზიზღებოდა ყველა, ვინც აქ შემოსული იმას იფიქრებდა, რასაც რამდენიმე წუთის წინ თვითონ ფიქრობდა. ნანობდა, თავის სიტყვებს, უაზრო, არაფრისმთქმენ აზრებს ძალიან ნანობდა. მაგრამ სინანულს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მას ხვდა წილად ბედნიერება გამხდარიყო აქაურობის ნაწილი.
პატარა ნიკა ივოს დანახვამ გაახალისა. კიდევ დიდხანს თამაშობდნენ ერთად. ხან- რას, ხან-რას. გვერდიდან არ შორდებოდა, მკლავს უწვალებდა. ივოს აზრადაც არ მოსვლია, რომ ეკითხა ვინ იყვნენ ამ პატარა ბიჭის მშობლები ან საერთოდ ჰყავდა თუ არა, ჩვეულად ეჭვიანს არც ერთი კითხვა არ გასჩენია,
წლების შემდეგ, როდესაც ამ დღეს იხსენებდა იღიმოდა და იმეორებდა, რომ ამაღლებულთან მიახლოვებული თვითონაც მაღლდებოდა.
წვიმას დიდი ხნის წინ გადაეღო. სახურავს მძიმე წვეთები აღარ ეცემოდა.
საღამომდე წასვლა აზრადაც არ მოსვლია. თამარმა გააცილა სტუმრები. ნიკამ პირობა ჩამოართვა, რომ მალე მოვიდოდა. მთელი ამ დროის მანძილზე ივოს და ილარიას არ ულაპრაკიათ.
უკან ერთად ბრუნდებოდნენ. მის ზურგს აღარ უყურებდა, თითქოს წამიერად თანასწორნი გახდნენ. ეს ასე ვერ იქნებოდა. ივომაც იცოდა, უკვე ყველანაირი ეჭვის გარეშე, რომ ეს გოგო სხვა იყო. ფიქრობდა და უკან, უცნობ ქუჩაში მიმავალი თავის თავზე ბრაზობდა. გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ აქ მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ მის ნაკლოვანებაში დარწმუნებულიყო, მაგრამ სიმართლის მიღება მოუწია. სიმართლის, რომელიც სულაც არ იყო საზარელი.
-მოგეწონა?
-კი. ძალიან.
-უკან გამომყევი?
-აქ ხშირად დადიხარ?
-კითხვას თავს ნუ არიდებ
-კი.
-საიდან?
-სახლიდან. ერთ ეზოში ვცხოვრობთ.
-ვიცი - ამ პასუხს ივო ყველაზე ნაკლებად ელოდა. ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ილარიას ის არც კი შეუმჩნევია. მართალიც იყო ილარია იმდენად იყო ფიქრებში გართული, რომ ერთხელაც არ უფიქრია, რომ უკან შეიძლებოა ვინმე გაყოლოდა, თუმცა ერთში ცდებოდა. მან ივო დიდი ხნის წინ შეამჩნია და იცოდა სადაც ცხოვრობდა. გულის სიღმრეში ეს პასუხი ძალიან ესიამოვნა.
-მოგწონს ჩვენი ეზო?
-ჯერ არ ვიცი.
-ხო. ძნელია ძველი სახლის დატოვება
გვერდიგვერდ მიმავალები სულ სხვანაირი სანახავები იყვნენ. ივო წვიმის შემდეგ ჯერაც სველი იყო. ილარიას ხელში ეჭირა იისფერი ქოლგა, ის სულაც არ ჰგავდა წვიმაში მოხვედრილს. ნიაღვარმა მიწაზე სასიამოვნო სურნელი დატოვა. თითქოს ყველასაგან და ყველაფრისაგან გაწმინდა, ქუჩები მათთვის გაამზადა.
-ალბათ ძნელია.
-დიდი ხანია აქ დადიხარ?
-არც ისე. თამარი სამი წლის წინ გავიცანი. ხშირად მივდიოდი მის სანხავად. საოცარი ქალია.
-კი- თამარი მართლაც საუცხოოდ დაამახსოვდა.
-მერე გავიგე, რომ ბავშვთა სახლს პატრონობდა. ამაზე ხშირად არ ლაპრაკობს. ამ ადგილის შესახებ ბევრმა არ იცის. ყველას არ უმართლებს ჩვენნაირად. ამ ადგილს “ბავშვთა სახლს” არასდროს ეძახის, არც ამ ბავშვებს ეძახიან “ობლებს”. ალბათ ამიტომაც არ ეუბნება არავის ამ ადგილის შესახებ. ეშინია ვინმეს რაიმე ზედმეტი არ წამოსცდეს.
-მესმის- ვერ პატიობდა თავის თავს იმ სისულელეს, რომელიც დაუფიქრებლად წამოცდა. მაგრამ ივოც ჩვეულებრივი ადამიანი იყო - ხანაც ცოდვილი, ხან-უცოდველი.
-ნიკას მოეწონე
-ძალიან კარგი ბავშვია
-გიყვარს ბავშვები?
-ძალიან, და ან ძმა არ მყავს. ვიცი, რომ ამის კითხვას აპირებს
-კი, ვაპირებდი
-შენ?
-მეც დედისერთა ვარ
ლაპარაკში გართულები ვერც მიხვდნენ, როგორ აღმოჩდნენ სახლის ჭიშკართან. ეს გზა, რომელიც უსასრულო ჩანდა სულაც არ ყოფილა ასეთი საშინელი, მაგრამ საქმე ამაში იყო- უბრალოდ მათ წინაშე დროსაც ქედი მოეხარა.
-კიდევ, როდის წავიდეთ?
-წამოხვალ?
- რა თქმა უნდა!
-არ ვიცი. გეტყვი წასვლას რომ დავაპირებ.. ან რა მნიშვნელობა აქვს შეგიძლია ისევ უკან გამომყვე.
-ილარია... -ეს სახელი ხმამაღლა პირველად თქვა. რა სასიამოვნო იყო მისთვის.
-ხო.
-ნაწყენი ხარ?
-რატომ?
-უკან რომ გამოგყევი
-ვერ ვხვდები რატომ გამომყევი. გავბრაზდებოდა რომ არ მენახა როგორი გახარებული იყო ბავშვებთან ერთად. ეს ბავშვები მე ძალიან მიყვარს. ისინი იმსახურებენ სიყვარულს, სითბოს, თანადგომას. ძალიან დიდ სიხარულს, მაგრამ ცხოვრება არ ყოფილა უსამართლო მათ თამარი ჰყავთ. ის მათთვის ცოცხლობს.
-ეგრე ფიქრობ?
-იცი ხშირად ვგრძნობთ მარტოობას. ბევრს არ უმართლებს მათ მსგავსად. კი, შეიძლება მათ არ აქვთ სახლი , არ იციან, ვინ არიან მათი მშბოლები, მაგრამ იქნებ ასეც ჯობს. მათ ჰყავთ ადამიანი, რომელიც გულწრფელ, ადამიანურ სითბოს უზიარებს, აძლევს იმას რაც მათმა მშობლება ვერ შეძლეს.
...მშობლიურ ეზოში შევიდნენ.
-შეხვედრამე
-დროებით
ამ ღამით ორივეს ტკბილად დაეძინა.
ღამე გრძელდებოდა, მთვარე ანათებდა.
ამაღლებულთან მიახლოვებულს მშვიდად ეძინა. ეს ღამე არ ჰგავდა სხვა ღამეებს, როდესაც მუცელზე დაწოლილის გულის ცემა ყველაფერს აყრუებდა. ამ ყველაფრის მიზეზი აუხსნელი იყო მისთვის. ისიც გახდა რაღაც სხვის ნაწილი და პირველად უსასრულოდ გაშლილი, მშვიდი ზღვის, რომელსაც ხშირად საკუთარ ცხოვრებას ადარებდა, ნაპირას ვიღაც სხვა გამოჩნდა.
ჩუმი, ჩაძინებული, გაყინული, ეზო ქრებოდა.
სივრცესა და დროს მნიშვნელობა არ ჰქონია. ეს ადგილი არ იყო საზღვარი მათთვის. საზღვარი აღარ არსებობდა. უნივერსალური მის სხვეულსაც შეეხო და ისიც მისი მატარებელი გახდა. ფესვები მის სხეულშიც გაედგა და ნელ-ნელა ტოტების გასაშლელად ემზადებოდა.
ცხოვრება მარადიულ წრე-ბრუნვას უბრუნდებოდა, იისფერფოთლებიანი ხე იზრდებოდა, ტოტებგაშლილი ეგებებოდა, ფილანთროპი გარეთ გამოღწევას ლამობდა, მზის სხივებით განათებულ ტოტზე ათასბუმბულიანი, მაღალყელიანი წერო სახლობდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი Kira

სასიამოვნო წასაკითხია თანაც ძალიან უცხო აქაურობისთვის. რეალური გრძნობები ჩანს, რაც ბევრად ეფექტურს ხდის ამ ისტორიას. წარმატებები:3 და ხშირად დაგვიბრუნდი ხოლმე ასეთი ლამაზი ამბებით <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

Kira
სასიამოვნო წასაკითხია თანაც ძალიან უცხო აქაურობისთვის. რეალური გრძნობები ჩანს, რაც ბევრად ეფექტურს ხდის ამ ისტორიას. წარმატებები:3 და ხშირად დაგვიბრუნდი ხოლმე ასეთი ლამაზი ამბებით <3

უღრმესი მადლობა <3

 


№3  offline წევრი TeddyBear

ძალიან სასიამოვნო და ლამაზი წერის სტილი გაქვს.
მეტი უნდა გკითხულობდეს შენ!
განსხვავებული, უჩვეულო და საინტერესო ხარ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი lukakhati

TeddyBear
ძალიან სასიამოვნო და ლამაზი წერის სტილი გაქვს.
მეტი უნდა გკითხულობდეს შენ!
განსხვავებული, უჩვეულო და საინტერესო ხარ!

მადლობა ასეთი სასიამოვნო სიტყვებისათვის <3 ^^

 


№5  offline მოდერი bla.ell

აი ესეც ძალიან მომეწონა ბრავო...კარგად წერ მართლა განსხვავეუბულად და საინტერესოდ,შეფიქრიანებულ ნაწერსგავს...მასში რომ ჩაეშვები და მოულოდნელად რომ ფხიზლდები და ასრულებ❤❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 


№6  offline ახალბედა მწერალი lukakhati

bla.ell
აი ესეც ძალიან მომეწონა ბრავო...კარგად წერ მართლა განსხვავეუბულად და საინტერესოდ,შეფიქრიანებულ ნაწერსგავს...მასში რომ ჩაეშვები და მოულოდნელად რომ ფხიზლდები და ასრულებ❤❤

დიდი დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent