შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამნეზია_(ანუ გულს მგრძნობელობა უბრუნდება) თავი 15


31-03-2018, 21:47
ავტორი Mariam Shengelia_3
ნანახია 632

ამნეზია_(ანუ გულს მგრძნობელობა უბრუნდება) თავი 15

დილით მესიჯის ხმა მაღვიძებს. სანამ ტელეფონს დავხედავ მაქსიმეს სურნელს ვგრძნობ, ბალიშს ძლიერად ვეკვრი და თვალებს არ ვახელ. რამდენი ხანია უივე წავიდა მაგრამ მისი სურნელი მაინც იგრძნობა. მახსოვს როგორ მქონდა კაცის ერთი სუნამო ამოჩემებული, მაგრამ არავიზე მომწონდა, მერე მაქსიმეს ვაჩუქე დაბადების დღეზე და მის მერე სუნამო არ შეუცვლია.
მესიჯი გამახსენდა და ტელეფონს დავწვდი, ვინ თუ არა ჩემი უცნობი.
"ორსულად ვარ"_თავიდან სიცილი მიტყდება, მერე ვიაზრებ შინაარსს და ვშეშდები, ანუ რა გამოდის მართლა გოგოა? ან ვინ იცის, იქნებ მატყუებს კიდეც.
"გილოცავ" დაბნეული ვწერდა შემდეგი მესიჯის მოლოდინში ვინაბები. ისიც არ აგვიანებს
"არ ვიცი რა ვქნა"
"რას ნიშნავს არ იცი?"
"არვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა"
"რას სულელობ? როგორ არ უნდა გიხაროდეს"
"ის ჩემთან არააა"
"უთხარი?"
"არა"
"მერე რას ელოდები"
"მას"
"მესმის რომ რთულია, მაგრამ იცოდე, ბავშვის მოშორებაზე არც კი იფიქრო"
"შეიძლება დაგირეკო?"
"რა თქმა უნდა"
ზარს ველოდები, ამ დროს სკაიპში თამუნა რეკავს, ანდროს ცოლი. გაღიმებული ვპასუხობ
-თამუ როგორ გამახარე რომ დარეკე
-როგორ ხარ ქეთა?_ჩამწყდარი ხმით მპასუხობს
-რამე მოხდა?
-ხო მოგწერე
-რა?
მის სიტყვებს ვერ ვიაზრებ, მაგრამ მალევე ვაკავშირებ ყველაფერს და უცებს გონება მინათდება, ჩემი უცნობი თამუნა იყო.
-თამო შენ იყავი?
-ხო, მაპატიე ქეთა, უბრალოდ ვიცოდი რო ჯერ ამნეზია გქონდა მერე რაღაც პრობლემები და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე რო დაგკავშირებოდი, ძალიან მჭირდებოდა შენთან ლაპარაკი
-რა ბოდიში რასამბობ გოგო
-ქეთა აღარ ვიცი რა ვქნა_თვალები ცრემლებით აევსო
-პირველ რიგში ნუ ნერვიულობ! ბავშვზე იფიქრე თამ, ხოიცი ანდრო გააფრენს რამე რო მოხდეს
-ბავშვის მოშორება არც მიფიქრია ქეთ, მარა მეშინია და რავქნა, ორი შვილი მარტომ როგორ გავზარდო
ღრმად ამოვიხვნეშე და თამუნას ყველაფერი მოვუყევი.
-ანუ ამდენხანს მაგის გამო ვერ ჩამოვიდა?
-ხო თამო, მე ვერ დამტოვა, ხო ხვდები როგორი საქმე იყო არა?
-ხო მაგრამ, ის ქალი_ისევ დაუსევდიანდა თვალები
-ახლა მომისმინე, მე არ გეტყვი რო იმ ქალს შენი ქმარი არ მოსწონს, ასეთი ბიჭი გყავს გვერდით, როგორ შეიძლება ქალებს არ მოწონოთ, მაგრამ იმას დანამდვილებით გეტყვი რომ ანდრიას შენს გარდა არავინ აინტერესებს
-არ ვიცი რა ვქნა
-დაელოდე_ნაზად გავუღიმე
-ნათლიაა_ტიტინით გამოდის ნიაკო ოთახიდან და დედამისს კალთაში უხტება
-ჩემი ლამაზი გოგო როგორ მომენატრე
-ნათლიაა თქენთან მინდა, სენ და მამიკი მომენატლეთ, დედიკოს კიდე ალ ესმის_ამოიკრუსინა და კოპებშეყრილმა გახედა დედამის
-როგორ გავს ეს ბავშვი გაბრაზებაში მამამისს_სიცილით ჩავილაპარაკე
-ნათლია იცი მე და ან ძმა მეკოლება_კმაყოფილმა ამოილაპარაკა, უკანა ფონზე კი ანდროს გაოგნებულ სახეს წავაწყდი
-თამო მგონი ლოდინი აღარ მოგიწევს_ღიმილით ჩავილაპარაკე, თავიდან ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი, მაგრამ ნიაკო რომ მამიკოს ძახილით გაიქძა ანდროსკენ მაშინ მოეგო თამუნა გონს, უკან მიტრიალდა და მსუბუქი შეკივლებაც ამოაყოლა. ტელეფონი გაღიმებულმა გავთიშე და წყვილს განმარტოება ვაცადე.


***ანდრო***
სანამ ნიაკო არ ჩამოეკიდა კისერზე გაშეშებული იდგა და იმის გადახარშვას ცდილობდა რომ მალე მეორე ბავშვის მამა გახდებოდა.
-მამიკო მომენატლე_ტიტინით უსვამდა ხელს გაუპარსავ წვერზე. ხელები ძლიერად მოხვია შვილს და გამობერილი ლოყები დაუკოცნა.
ფრთხილად დასვა ძირს და თამუნას ნელა მიუახლოვდა. ხმას ვერცერთი იღებდა, მზერა მუცლისკენ გააპარა, უჩვეულო სითმობ გადაურბინა სახეზე, მუხლებზე დადგა და ცოლის მუცელს ფრთხილად მიაკრო ტუჩები
-ანდრო_საწყლად ამოისრუტუნა თამუნამ
-არაფერს გეტყვი, ქეთამ უკვე გითხრა ყველაფერი, ისიც გითხრა რომ ის ქალი არ მაინტერესებს, შენ რომ მშვიდად იყო სხვა დეპარტამენტშიც კი გადავიყვანე, ახლა კი არაფერს გკითხავ, ბარგს ალაგებ და მოდიხარ ჩემთან ერთად._შეუვალი იყო ბატონი
ხმა ვერ ამოიღო თამუნამ, იცოდა რომ ანდრო ვერ იტანდა მშიშარა ხალხს, ის კი უკანასკნელი ლაჩარივით გამოუქცა, ან ანდროში ეჭვი როგორ შეეპარა, ამდენი ხანია იცნობს და ერთხელაც არ ჰქონია ანდროსგან ეჭვიანობის საბაბი.
-მაპატიე რა_ამოისრუტუნა და ცრემლებიც გადმოყარა.
-ნუ ტირი, ბავშვზე იფიქრე
- მხოლოდ ბავშვი გაღელვებს, მე?..მე აღარ გიყვარვარ?_უფრო უმატა ტირილს, ვეღარ მოითმინა ანდრიამ, რა ქნას, გიჟდება ცოლის გაბრაზებაზე, მითუმეტეს რომ ახლა ნამდვილად დაიმსახურა თამუნამ ეს მაგრამ როგორც კი მის ბავშვურობას გადააწყდება ეგრევე ულბება გული.
-რა სულელიხარ თამო_ხელი სწრაფად შეუცურა წელზე და მონატრებულ ტუჩებს მადიანად დაეწაფა. მალევე შემოაწყო ამირეჯობის ქალბა საყარელი მამაკაცის კისერზე თითები და კოცნაში აყვა.
-ჩემი ანდრონიკე_კმაყოფილმა ამოილაპარაკა და მთელი ძალით მიეხუტა
-როგორ მაკლდა მაგ სახელის დაძახება რომ იცოდე_ძლიერ მკლავებში მთლიანად ჩამალა თამუნა და საყვარელი თმების სურნელიც ხარბათ შეისრუტა.


***ვაკო***
დარწმუნებული არ არის მაგრამ ქეთას რჩევას ითვალისწინებს. მაღაზიაში ლამაზი მინდვრის ყვავილებს ყიდულობს და უნივერსიტეტთან დგება, თან საკუთარ თავზე ეცინება, ლაწირაკი სტუდენტივით რომ იქცევა.
უნივერსიტეტიდან გამოსულ მარიამს ხედავ და მანქანიდან სწრაფად გადადის. უკვე ახლოს მოსული გოგონა ამჩნევს, ტუჩის კუთხეში ეღიმება, მაგრამ გაბრაზება ახსენდება და მაშინვე ცხვირს იბზუებს.
-გამარჯობა მარიამ_გაღიმებული მიდის მარიამისკენ
-გამარჯობა_უემოციდო პასუხობს და ტრანსპორტს ათვალიერებს
-რა გულთბილი დახვედრაა, კაი ამდენიც არ გინდა ნუ დამახრჩე კოცნაში
-ნუ ოცნებობთ ბატონო ვაკო_ირონიით ეუბნება, მერეღა ამჩნევა მის ხელში ყვავილებს და ღიმილით ეცვლება გამომეტყველება. საშინლად ბრაზდება პატარა გოგოს რეპლიკაზე მაგრამ მის ღიმილს რომ ამჩნევს ყვავილების მიმართ არაჩვეულებრივი გეგმა მოსდის თავში
-მოგწონს?_ყვავილებზე ანიშნა მარიამს
-კი_ლოყები ეფაკლება
-ხო იმ გოგოს მოვაკითხე, იქნებ ვიპოვო
მთელი არსებით ბრაზდება პატარა ქალბატონი, თვალებში ცეცხლი ენთება, მისი ნება რომ იყოს აქვე მოკლავდა ვაკოს და ყვავილებს გულზე დააწყობდა მაგრამ სიმშვიდეს ინარჩუნებს.
-აი მოდის თქვენი გოგო_კბილებიდან ცრის და უნივერსიტეტის შესასვლელისკენ მიუთითებს ვაკოს, მასაც ღიმილი ეფინება სახეზე როგორც კი გოგოს გაბრაზებას გრძნობს.
-წამოდი გაგიყვან_ხმა ულბება გიორგობიანის ბატონს
-არმინდა, მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, ხელს არ შეგიშლით.
გაჩერებიაკენ აპირებს წასვლას მაჯაში რომ გრძნობს შეხებას. მსუბუქი ხელის კვრით მანქანაზე ანარცხებს მარიამს და მოწყურებული ეწაფება მის ტუჩებს. აზრზე ვერ მოდის რას აკეთებს ეს აყლაყუდა კაცი, რასაც არ უნდა აკეთებდეს ძალიან მოსწონს, მაგრამ ვაკო ცილდება თუ არა ტვინს ჟანგბადი მიეწოდება და ახლაღა იზრებს რომ ამ მუსუსმა პირველი კოცნა ასე ურცხვად მოპარა. ვაკოს კმაყოფილი სახე მაშინვე ეცვლება როცა ლოყაზე მარიამის ხელს გრძნობს. აზრზე რომ მოდის მარიამი უკვე ტაქსში ხტება და მიდის. გახევებული ადგილიდან ვერ იძვრის ვაკო, თან ცალ ხელს აწითლებულ ლოყაზე იავამს.
ვაკო გიორგობიანს ვიღაცის კოცნა თუ მოუნდა აისრულებს კიდეც, აუსრულებია აქამდეც, მაგრამ ასე სასტიკად ჯერ არავინ მოქცევია. აზრზე ძლივს მოდის, გაბრაზებული, მაგრამ მაინც კმაყოფილი ხტება მაქნანაში და თან ტუჩების ლოკვით მიდის სანდროს სახლისკენ.

***ქეთა***
ანას და ზურას გაკვირვებული სახეები უკვე ნერვებს მიშლის, ორი საათია ვუხსნი ყველაფერს და მგონი ჯერ კიდევ ვერ გაიგეს.
-ანუ...ანუ რა გამოდის რომ ჩემი ქმარი იმ არამზადამ მომიკლა?_მაშინვე ცრემლები სცვივა ანას.
-კი დედა ეგ გამოდის, დაწყნარდი რა გთხოვ, ორივე ციხეშია და დამიჯერე იქიდან ძალიან ძალია დიდხანს ვერ გამოყოფენ ცხვირს
-ჩემო გოგო, როგორ დამეტანჯე, ვიცოდი დედი რო ამ ყველაფერს ტყუილად არ იზავდი_მთელი ძალით მეხუტება ანა
-კაი დე ნუღა ტირი რა, მაგას გირჩევნია კარტოფილი შემიწვა, მომენატრა შენი შემწვარი
მაშინვე სამზარეულოში გადის თან ცრემლების დამალვას ცდილობს.
მე და ზურა ვრჩებით ოთახში, თვალს არ მაშორებს, სახეზე არანაირი ემოცია აწერია.
-არაფერს მეტყვი?
-რატო არაფერი მითხარი?
-ხო აგიხსენი რატომაც
-ამ ყველაფრის გავლა მარტოს არ უნდა მიგეწია, მე უნდ აგიცავდე, მე უნდა ვზრუნავდე შენზე და ახლა ისე გამივიდა რომ ჩემგამო საფრთხეში ჩაიგდე თავი
-შენც ეგრე მოუქცეოდი ზურა
უხმოდ ადგა და მთელი ძალით მომეხვია
-მაპატიე რომ ცუდად გელაოარაკე ის დღეები
-ნუხარ სულელი, წამო ვჭამით.
ანას შემწვარი კარტოფილი მალე გადავსანსლე, მერე ვაკოს დავურეკე და შეკრება ვთხოვე ყველასი. ნახევარ საათში კი სესილის და სანდროს სახლში დივანზე ვიჯეწი და ზუსტად იგივე დაკერილ სახეებს ვუყურებდი როგორიც ზურას და ანას ჰქონდათ სიმართლის გაგებისას
-რა გამოდის რომ..._წითელთმიანმა სიტყვა ვეღარ დაამთავრა სესილიმ ტირილი რო ატეხა
-რა გატირებს გოგო_შეშინებული მიუახლოვდი
-რამდენი რამე გადაიტანე ჩვენ კიდე გაბრაზებულები ვიყავით, არადა შეიძლებოდა რამე მოგსვლოდა.
-არაფერი მომივიდოდა, ანდრო ყველაფერს აკონტროლებდა
-ვიცოდი რომ ტყუილად არაფერს იზავდი_სიამაყით წამოდგა ვაკო და თავზე მაკოცა_ეგ ანდრო მალე გაგვაცანი რა
-გაგაცნობთ_სიცილით ჩავილაოარაკე და სესილის დასაწყნარებლად შოკოლადი მუვაწოდე, რა თქმა უნდა იმოქმედა.
გიორგი უხმოდ ადგა და აივანზე გავიდა.
-მოდი ჩემთან_ხელი დამავლო აქამდე ჩუმად მჯდომმა სანდრომ და კალთაში ჩამისვა. სახე ჩემს ყელში ჩამალა და ისე დაიწყო ბურტყუნი.
-მაპატიე რა. ვერც წარმოვიდგენდი ეგეთ რაღაცას, ხოიცი როგორ მიყვარხარ, მარა ისე ცუდად მიეწყო ყველაფერი, ძალიან გავბრაზდი.
-მესმის სან, მაგიტო არ გყვებოდით კამათში, ვიცოდი სიმართლეს როცა გაიგებდით მიხვდებოდით ყველაფერს.
-ნათლიამ მაკოცოსო_სიცილით ამოილაპარაკა სესილიმ და ისედაც გამობერილი მუცელი უფრო გამობზიკა. სიცილით დავუსვი ხელი მუცელზე და ვაკოცე.
თვალები აივნისკენ გამექცა, გიორგი ზურგით იდგა და ეწეოდა. ფრთხილად გავაღე კარი და მოაჯირს მივეყუდე, თვალებში ვუყურებდი, თვითონ არა, ან ვერა.
თითებს შორის მოქცეული სიგარეტი გამოვართვი და ღრმა ნაპასი დავარტყი. გიორგის ზურგით დავუდექი და საღამოს თბილისს დავაკვირდი. რამდენ რამეს იტევს ჩვენი დედაქალაქი, ბოროტ და კეთილ ხალხს, ლამაზებს და უშნოებს, კრიმინალებს დაკანონმორჩილებს. ბევრ სხვადასხვასაც აერთიანებს, აი მაგალითად მამაჩემი და ნიკას ბიძაც ხო ოდესღაც გააერთიანა, არადა ისე განსხვავდებოდნენ როგორც ცა და მიწა. მართლა რამდენ რამეს იტევენ დედაქალაქის ქუჩები, მათშია გაჟღენთილი თითოეული ისტორია, მოგონება, ისინი ელოდებიან ახალ ისტორიებს, ისინი ხედავენ ყველაფერს, ხედავენ და საიდუმლოდ ინახავენ. მხოლოდ შენ და მათ იციან რა მოხდა სინამდვილეში. ისინი ამ ქალაქში ერთადერთები არიან, რომლებმაც ყველაფერი იციან და არ გჭორავენ, არავისთან განიხილავენ შენს ცხოვრებას, სტიმულს გაძლევენ რომ იმ ადგილას იგივე თუ არა მიახლოებული შეგრძნებები მაინც გქონდეს, ისე როგორც მე მაქვს ხოლმე თითოეულ ადგილას მოგონება რომელიც მე და მაქსიმემ ერთად გავიარეთ.

ღრმა ამოსუნთქვის მერე მუცელზე გიორგის ხელებს გვრძნობ. უკნიდან მეხვევა და ნიკაპს მხარზე მადევს.
-ამის მერე ყველაფერი მომიყევი რო მეც ასე არ გავბრაზდე და ჩემი მუტრუკობით არ გატკინო გული.
-ხო მოგიყევი რომ ვერ გეტყოდი
-ასეთი რამ აღარ მოხდება!
-იმედია
-ბოდიშს არ მოგიხდი, ხოიცი ვერ ვიტან მაგ სიტყვას, ყველაზე არაფრისმომცემი სიტყვაა, მარა იცოდე რო სასწაულად მიყვარხარ.

ასეთი იყი გიო, ბოდიშს არ იხდიდა, არც მადლობას. სულ იმას ამბობდა ბოდიში საქმეს ვერ შველის. მადლიბა კი რასაჭიროა, ადამიანს რამის გაკეთება რომ არ უნდოდეს შენთვის ისედაც არ გააკეთებს და მადლობა რა საჭიროაო. სამაგიეროდ მადლოერებასაც და დანაშაულის მიხვედრასაც საქციელით გამოხატავდა. აბა გიოს მიყვარხარ ისეთივე იშვიათია როგორც უდაბნოს წვიმა.

მივტრიალდი და მთელი ძალით მოვეხვიე მეგობარს. მაინც რამხელა ძალა აქვს მეგობრობას. ისინი რომ არა რა აზრი ექნებოდა რამეს? თუნდაც ანდრო რომ არა ჩემს ცხოვრებაში რა გადამატანინებდა იმ ერთ წელიწადს. მეგობრები ყველაზე დიდი სიმდიდრეა რაც კი ადამიანმა შეიძლება იპოვნოს.

ჩემი მაქსიმეც ხომ მეგობარი იყო. მეგობრობით დაწყებული სიყვარული კიდევ უფრო ძლიერი რომაა ეგ დრომ დაამტკიცა. და მაინც...'ყველაზე ბედნიერია ადამიანი რომელსაც მეგობარი უყვარდება, რადგან ამ დროს ორ ზეადამიანურ გრძნობას ერთდროულად განიცდის'...


_______
ველი თქვენს შეფასებებს ტკბილებოскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

აიტ პირველი ვარ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით რომ შვიდეული,რომელსაც ერთი აკლია ისევ ასეთი კარგია,მაგრამ ის გაბრაზებული ,მობუსხული ბიჭი მალე დაბრუნდეს თორე არ ვიცი რას ვიზავ

 



№2  offline წევრი Girl with pretty smile

მოსაწყენი მგზავრობა გამიხალისე)) როგორ მიყვარხარ შენ და შენი იტროუაც არ იცი))
მიხარია,რომ შემიძლია მისი წაკითხვა და ყველაფრის ნათლად ხილვა.
მიხარია,რომ წერ და ამ სიამოვნებას არ მაკლებ.
მიხარია,რომ არსებობ და მე მახალისებ და მაბედნიერებ))
ბოდიში ამ მომენტში მეტს ვერ გატყვი,უბრალოდ მადლობა მარიამ.ძალიან დიდი მადლობა))

 



№3  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

meocnebe avadmyopi
აიტ პირველი ვარ ძალიან მომეწონა განსაკუთრებით რომ შვიდეული,რომელსაც ერთი აკლია ისევ ასეთი კარგია,მაგრამ ის გაბრაზებული ,მობუსხული ბიჭი მალე დაბრუნდეს თორე არ ვიცი რას ვიზავ

დიდი მადლობა საყვარელო❤❤ იმედია დიდხანს არ გვალოდინებს ის მობუსული ბიჭი :დდდ ❤

Girl with pretty smile
მოსაწყენი მგზავრობა გამიხალისე)) როგორ მიყვარხარ შენ და შენი იტროუაც არ იცი))
მიხარია,რომ შემიძლია მისი წაკითხვა და ყველაფრის ნათლად ხილვა.
მიხარია,რომ წერ და ამ სიამოვნებას არ მაკლებ.
მიხარია,რომ არსებობ და მე მახალისებ და მაბედნიერებ))
ბოდიში ამ მომენტში მეტს ვერ გატყვი,უბრალოდ მადლობა მარიამ.ძალიან დიდი მადლობა))

შე საყვარელო გოგოვ! მადლობა შენ რომ ასე ერთგულად მომყვები უკვე რამდენი ხანია❤❤❤მახარებ ძალიან ასეთი სიტყვებით❤❤❤

 



№4  offline წევრი Laliashvili009

Dzaliaan momwons ❤❤❤ magram maksime aklia istorias ! :))) imedia male "gairkveva yvelaperi" ❤❤❤

 



№5 წევრი blondeangel631

პატარა იყო მარამ მაინც საოცრება შემდეგს და მაქსიმეს დაბრუნებას ველოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№6  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

Laliashvili009
Dzaliaan momwons ❤❤❤ magram maksime aklia istorias ! :))) imedia male "gairkveva yvelaperi" ❤❤❤

დიდი მადლობა❤

blondeangel631
პატარა იყო მარამ მაინც საოცრება შემდეგს და მაქსიმეს დაბრუნებას ველოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

მადლობა დიდი❤ ვეცდები გავზარდო❤

 



№7  offline წევრი naniko mindia

Marima shen xar tqbili rom aset istorias wer warmatebebi argicnob magram shemayvare tavi sheni istoriebit ❤️❤️❤️❤️veli shemdegs
--------------------
lomidze

 



№8  offline ახალბედა მწერალი Mariam Shengelia_3

naniko mindia
Marima shen xar tqbili rom aset istorias wer warmatebebi argicnob magram shemayvare tavi sheni istoriebit ❤️❤️❤️❤️veli shemdegs

ძალიაან ძალიან დიდი მადლობა საყვარელო❤ ვეცდები მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent