შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი მუდმივად გადაიქცა 5 თავი


31-03-2018, 22:11
ავტორი Girl with pretty smile
ნანახია 953

დროებითი მუდმივად გადაიქცა  5 თავი

ყველაფერი იატაკზე ეყარა,თითქმის ყველაფერი გატეხილი იყო.ნამსხვრევები ყველა კუთხეში ეყარა,თითქოს ბრძოლის ველი ყოფილიყო.ანდრო კი იქვე საწოლთან იყო ჩაკეცილი და ერთ წერტილს უმზერდა,ხელიდან კი სისხლი სდიოდა.როგორც ჩანს ვერც სისველეს და ვერც ტკივილს გრძნობდა რადგან მის სახეზე არაფერი იკითხებოდა.მაშინვე მასთან მივედი,ხელს დავაკვირდი.
ღრმა ჭრილობა არ იყო,მხოლოდ დამუშავება და შეხვევა ესაჭიროებოდა.მაშინვე მუვირბინე,აფთიაქის ყუთით ხელში დავჯექი მის გვერდით და ჭრილობის დამუშავებადავუწყე,შემდეგ კი გადავუხვიე.მინდოდა მეკითხა რა სჭირდა,მაგრამ ვერ გავბედე.არ მინდოდა უარესად გამებრაზებია.
-ანდრო,საწოლში დაწექი.-ჩუმად ვუთხარი.
-არ მინდა.
-რა მოგივიდა?-ბოლოს ვეღარ გავძელი.
-იმ ბ**მა მიღალატა.-ეს,რომ თქვა გავქვავდი.აი თურმე რა არ ჩანდა ლილიანას თვაკებში,მის თვალებში სიყვარულს ვერ ამოიკითხავდი.იმიტომ იყვნენ ისინი ასე ცარიელი.ახლა მივხვდი,რომ ის თურმე იტყუებოდა.ატყუებდა ანდროს,მის თავსაც და ირგვლივ მყოფებს.რაში აწყობდა ეს?მივხვდი,ალვბათ ანდროს ქონების ხელში ჩაგდება უნდოდა,დაქორწინდებოდა მასზე,შემდეგ გაეყრებოდა და ქონების ნახევარს მოითხოვდა მაგრამ რადგან ასპარესზე ანა,ანუ მე გამოვჩდი ყელაფერი ჩაეშალა და ასე აყხსნა ანდროს ის,რომ არ უყვარს.
-აი თურმე რა ხდება-ჩუმდა წარმოვთქვი და ფეხზე წამოვდექი.უნდა შევბრუნებულიყავი,მაგრამ ანდრომ ხელზე დამქაჩა და ისევ მის გვერდით აღმოვჩდი.
-ძალიან გთხოვ კარები ჩაკეტე.არ მინდა ვინმემ ამ სიტუაციაში მახოს და შემდეგ ახსნა განმარტებები ვაბარო.-მეც უხმოდ დავუქნიე თავი და კარები გადავკეტე.მაგრამ შემდეგ მივხვდი თავი რამხეკა შარში გავყავი.
ნელ-ნელა მიახლოვდებოდა,ხელი წავიღე საკეტისკენ მაგრან წამში გაჩდა ცხვირწინ და ხელი დამიჭირა,შემდეგ საპირისპირო მხარეს შენაბრუნდა და ისევ ნელ-ნელა მოიწევდა წინ.
-ანდრო,არ გაბედო მოკარება-გამაფრთხილებლად დავუქნიე თითი,ამას კი პასუხად მხოლოდ სიცილი მოყვა.საშინელი ირონიული სიცილი,სიცილს კი მისი გავარვარებული ტუჩები ჩემსაზე.ხელი ვკარი მაგრამ ამაოდ.
არ მშორდებიდა.
ძალა წამერთვა,ვეღარც ხელებს ვიქნევდი გამწარებული და ვეღარც ფეხებს.ცრემლები კი თავისით მიიკვკევდნენ გზას სახეზ,სახიდან კი ყველში უჩინარდებოდნენ.
ბოლოს კი მხოლოდ სიბნელე მახსოვს,სიბნელე და მეტი არაფერი.
თვალები,რომ გავახილე სინათლემ თითქოს და დამაბრმავა,მაგრამ ბოლოს ძალა მოვიკრიბე და წამოვჯექი.მარა ანსს გაუსაძლისი თავის ტკივილი და თაბრუსხვევა მოყვა.
თავი სე ბალიშზე დავაბრუნე,მაგრამ წამში ჩამიარა თვაკწინ გუშინდეკმა ღამემ.
მაშინვე ამიტყდა ხმამაღალი ტირილი,ხელები სახეზე ავიფარე და მოვთქვამდი.
ასეთი რამე დავაშავე? არასდროს არავისთვის მისურვია რაიმე ცუდი,არასდროს ჩამიდენია საშინელება,არც კი მომიტყუებია.
მაგრამ მაინც დავისაჯე.
რატომ?-არც მე ვიცი,მაგრამ განაჩენი სასტიკი გამოდგა.
იმ გოგოს ჯავრი ჩემზე იყარა,თან რა გზით?
არა,აღარ შმიძლია.
ბოლო ხმაზე მოვთქვამდი და ვფიქრობდი აწი რა უნდა მექნა?როგორ დამეღწია მისგა თავი?!
ამ კონტრაკტს ვერ გავაუქმებ,უკვე გვიანია.ნინას ვთხოვ,რომ სხვა ოთახი მომცეს.არ შემიძლია მე იქ გაჩერება,ვერ გავძლებ.
შეიძლება ერთ დილას არც კი გამომეღვიძოს.ვეღარ გავჩერდები მასთან,აღარ შემწევს ძალა.
უცებ ხელზე ვიღაც მეხება,როცა თავლებჩსისხლიანებულ ანდროს ვხედავ ისევ ტირილი მიტყდება.შემდეგ კი საშინელი ხმით ვეუბნები.
-მომშორდი,შენი დანახვაც არ მინდა.ახლოს აღარ გამეკარო-ვყვიროდი,ნუ ვცდილობდი მაგრამ ხმა არ ამომდიოდა.უფრო ვხაოდი და ჩენ ხმას მხოლოდ გვერდზე მყოფი თუ გაიგონებდა.
-ანა მე…-რაღაის თქმა უნდოდა,მაგრამ ახლა მისი ბოდიშები არაფერს გამოასწორებდა.
-არ გაბედო,არ დამელაპარაკო.-ისევ ვუღრენ და ადგომას ვცდილობ,მაგრამ ყველაფერი მტკივა.
-გადი ანდრო,ოთახიდან გადი-ისევ ვეუბნები და ისიც მემორჩილება.
ბოლოს მეც ვცდილობ და ოდნავ ვიწევი,ამის შემდეგ კი ვდგები საწოლიდან.იქვე მიგდებულ ტანსაცმელს დავყურებ და საშინლად მიბყრობს იმის სურვილი,რომ ახლა მე დავლეწო ყველაფერი,მე ვიკივლო ბოლო ხმაზე და რაღაც არაამქვეყნიური გავაკეთო,მაგრამ ვერ ვახერხებ.
სააბაზანოში შევდივარ და “ვწესრიგდები“ამასაც მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ,რომ სხვებმა რაიმე არ იეჭვონ.შემდეგ ოთახში ვბრუნდები და ყველაფერს ვალაგებ,ბოლოს კი ქვევით ჩავდივარ.
ყველას ვესალომები,ვსაუზმობ და ამის შემდეგ ნინასაც ვიხელთებ მარტო.უნივერსიტეტი გავაცდინე მაგრამ ამაზე პრიბლემა არ მექმნება.
-ნინა,შეიძლება ერთი წუთით?-მორიდებულად ვეკითხები.
-კი საყვარელო,მოხდა რამე?
-იცი,შეგიძლია სხვა ოთახი მომცე?-ისევ მორიდებით ვეკითხები.
-კი მაგრამ,რატომ?
-ასე თავს ორივე კომფორტულად ვიგრძნობთ,ერთ ოთახში კი შებოჭილები ვართ-რაღაც სისულელეს ვიგონებ მაგრამ ნინა ამით კმაყოფილდება და მეც ჩემთვის მისაღებ პასუხს ვიღებ.
შემდეგ სასწრაფოდ შევდივარ ძველ ოთახში,ბარგს ვიღებ და ტანსაცმელ იქ ვაწყობ.
-სად მიდიხარ-თავზე ანდრო წამომადგა და ტანში უსიამოვნოდ გამცრა.
-შენგან შორს-არა და მე მის მოპირდაპირე ოთახში ვიქნები.
-მაინც სად?
-ოთახიდან გადავდივარ-მეტს არაფერს ვეუბნები,ჩანთას ავლებ ხელს და ოთახს ვტოვებ.შემდეგ მეორე ოთახის კარს ვაღებ და იქ ვიკეტები,ვიკეტები იქამდე სანამ თავად არ გავახსენდები.
ბოლოს ისევ ნინამ ამომაკითხა და მთხივა,რომ ქვევით ჩავსულიყავი.მეც მომერიდა და კარები გავაღე,ქვევით როცა ჩავედი მოვდუნდი რადგან ანდრო წასულიყო.მაგრამ ეს სულაც არ მასვენებდა.
ადგილზე ვცქმუტავდი რადგან მეგონა ანდრო წუთი-წუთზე შემოაღებდა კარებს,მე კი არ მინდა მასთან უფრო ახლოს ყოფნა.
არ ვიცი თავიდან როგორ ავირიდო,მაგრამ ამას ყველანაირად მოვახერხებ.
მაგრამ ის მაინც ვერ აგებს პასუხს იმაზე რაც გააკეთა,ამას ვერაფერი გამოასწორებს.
ფილმს ოდნავ გადავაყოლე გული,შემდეგ კი მარიამს დავურეკე და ვთხოვე,რომ შოკოლადები მოეტანა და ჩემთან მოსულიყო.
ვუკვირდები და ჩემი ბრალია,მე,რომ არ ჩამეკეტა კარები ახლა ამ დგომარეობაში არ ვიქნებოდი.მაგრამ მე საიდან უნდა მცოდნოდა?საიდან უნდა მცოდნოდა,რომ ის ასეთ საშინელებას ჩაიდენდა.
მარიამი მალე მოვიდა და შოკოლადებიც მოიტანა,მე კი ერთი-მეორეს მიყოლებით ვჭამდი მათ და თან მარიამს გუშინდელი ღამის შემზარავ კადრებს ვუყვებოდი,რომელიც გულზე ლოდად მაწევს.
-ანუკი…ღმერთო არც კი ვიცი რა ვთქვა-მეგობარი პირღა მიყურებდა და ვერ იჯერებდა ჩემ მონაყოლს.
-ვიცი,რომ ძნელი დასაჯერებელია.
-წამოდი რა,დაანებე ყველაფერს თავი და დაბრუნდი უკან.
-ვერა მარიამ,ამაზე მეც ვიფიქრე მაგრამ უკვე შეუძლებელია რადგან კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ ყველაფერზე მუშაობა.-ჩუმად ვუხსნი ყველაფერს და ისევ ცრემლები.მტირალა გოგო ვარ,აი ჩემ თავს ამ მომენტში რას ვუწოდებ.მაგრამ შვებას მხოლოდ ამაში ვპოულობ,რა გავაკეთო.
მარიამა როცა დამტოვა ცოტახანი ისევ გავჩერდი ქვევით,ოღონდ ამჯერად ეზოში ვიჯექი.სუფთა ჰაერზე და ვფიქრობდი.
რა უნდა გამეკეთებია?-ჩემ თავს კი მე ვცემდი პასიხს რადგან სხვა ამას ვერ გააკეთებდა.პასუხი კი ერთი იყო,უკვე ვერაფერს შეცვლი და ვერც გააკეთებ.
ბევრი ფიქრის შემდეგ,თავატკიებული დავბრუნდი ახალ ოთახში.დავწექი მაგრამ ღამე გავათენე,რადგან სულ იმის მეშინოდა ანდრონიკემ კარები არ შემოანგრიოს-მეთქი.ბოლოს ავდექი და ჩავკეტე,ამის შემდეგ კი გადავეშვი მორფეოსის სამყაროში სადაც საშინელმა კოშმარამა შემაწუხა.


იმედია ანდრო არ შეგზიზღდებათ,ასე უნდა მომხდარიყო ყვეკაფერი.ბოდიში პატარა თავისთვის,მატარებელში ვზივარ და ვცდილობ არ გალოდინოთ და რაღაც მაინც დავწერო.იმედია არ მიწყენთ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nini

kii dzalian kargia mixaria malmale romm deb

 



№2 წევრი meocnebe avadmyopi

აი თურმე რატომ უნდა შემძულებოდა ჩემი სიმპატიჩკა
რატო?ვინაა?რა უნდა?ვისია?
რა უქნა ჩემ ანდრონიკეს?
სად წაიყვანა ის ირონიული და გაწონასწორებული ბიჭი
პიეველი დასტოინი ტიპი,რომელიც მომეწონა(ისტორიებიდან)
აი ახლა კი მძულს ნამდვილად მძულს
გესმის?ვერ ვიტან
გველი,გველისწიწილი(მარა ნინას რას ვერჩი)
არა გეველია აბა რაააააააააა
გველი ხარ ანდრონიკე არგვლიანო
გველიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
შენ კიდე შენი ზედმეტსახელების მატარებლები ნუ გახადე ყველა

ჩუქუ!ჩუქუ!ჩუჩუ!!!!!!!!!!!!!!!!! joy joy

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

shig maq....

 



№4  offline წევრი Girl with pretty smile

nini
kii dzalian kargia mixaria malmale romm deb

მიარია,რომ მოგწონს

meocnebe avadmyopi
აი თურმე რატომ უნდა შემძულებოდა ჩემი სიმპატიჩკა
რატო?ვინაა?რა უნდა?ვისია?
რა უქნა ჩემ ანდრონიკეს?
სად წაიყვანა ის ირონიული და გაწონასწორებული ბიჭი
პიეველი დასტოინი ტიპი,რომელიც მომეწონა(ისტორიებიდან)
აი ახლა კი მძულს ნამდვილად მძულს
გესმის?ვერ ვიტან
გველი,გველისწიწილი(მარა ნინას რას ვერჩი)
არა გეველია აბა რაააააააააა
გველი ხარ ანდრონიკე არგვლიანო
გველიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
შენ კიდე შენი ზედმეტსახელების მატარებლები ნუ გახადე ყველა

ჩუქუ!ჩუქუ!ჩუჩუ!!!!!!!!!!!!!!!!! joy joy

ნუ შეიძლუებთ მეთქი,ვითხოვე შენ კი ჯოჯოხეთის მაშხალად აქციე.ვუჰ შენ ვინ ხარ// მაგრა არაუშავს)) იმედია მოგეწონა

 



№5 სტუმარი Ani gafrindashvili

Ara andronikes ver shevidzuleb radgan is sasowarkvetili iyo goneba dabinduli chemi azrit isic cudataa mets verafers vityvi.
Is gveli ki mainc unda movkla meride liliana....
Ychag dzalian magari gogo xar warmatebebi yoveldge deb da magitom agar ikveteba tavis moculobaaa madloba rom ar agvianeb

 



№6  offline წევრი blondeangel631

ნუ შეიძლებოდა ასე არ მომდარიყო მაგრამ შემდეგი თავები არ ვიცით და ვერ გამოვიტანთ დასკვნას ამიტომ მოგენდობი შემდეგ თავს ველოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



№7  offline წევრი Girl with pretty smile

Ani gafrindashvili
Ara andronikes ver shevidzuleb radgan is sasowarkvetili iyo goneba dabinduli chemi azrit isic cudataa mets verafers vityvi.
Is gveli ki mainc unda movkla meride liliana....
Ychag dzalian magari gogo xar warmatebebi yoveldge deb da magitom agar ikveteba tavis moculobaaa madloba rom ar agvianeb

მუდამ მახარებ შენი სირყვებით)) ძალიან კარგი გოგო ხარ ანნ)) მადლობა,რომ კითხულობ და აფასებ ამ ყველაფერს,რისთვისაც ვწვალობ))

blondeangel631
ნუ შეიძლებოდა ასე არ მომდარიყო მაგრამ შემდეგი თავები არ ვიცით და ვერ გამოვიტანთ დასკვნას ამიტომ მოგენდობი შემდეგ თავს ველოდები heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

მიხარია რომ მენდობი და შევეცდები არ გაგაწბილო))

 



№8  offline წევრი naniko mindia

Pirvelat vkitxulob shen istorias, dzalian kargia kargad wer, warmatwbebi
--------------------
lomidze

 



№9  offline წევრი Girl with pretty smile

naniko mindia
Pirvelat vkitxulob shen istorias, dzalian kargia kargad wer, warmatwbebi

ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე)) მადლობა დიდი))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent