შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი მარგალიტი (1 თავი)


31-03-2018, 22:38
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 571

შავი მარგალიტი (1 თავი)

ამაყად მიაპობდა ხალხის ჯგუფს და არ იმჩნევდა მისკენ მომართულ ათობით წყვილ თვალს. იცოდა , რომ მისი გამოჩენა ყურადღებას მიიპყრობდა. იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი წითელ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილს შავგვრემან ქალს, რომელიც სასამართლო დარბაზისკენ ასე თავდაჯერებულად მიიწევდა.
არანაკლებ ყურადღების მიმქცევი იყო მისი დარბაზში გამოჩენა. სასამართლო პროცესი წუთი-წუთზე დაიწყებოდა. ყველამ იცოდა რომ სწორედ ახლა უნდა გამოჩენილიყო დარბაზში შავი ბრილიანტი, როგორც მას ხალხი უწოდებდა.
რა თქმა უნდა, არც შავ ბრილიანტს დაურღვევია მისი წესი და დარბაზში ბოლოს წუთს შეაბიჯა. ყურადღება არ მიუქცევია აღფრთოვანებულ, შურიან და მტრული მზერისთვის. და შავი თმის ნარნარით მის მაგიდას მიუახლოვდა.
მოსამართლემ სხდომა დაწყებულად გამოაცხადა. ეს საქმე ელიზაბედისათვის მნიშვნელოვანი იყო. მის მოპირდაპირე მხარეს ჭაღარა, უკვე 50 წელს გადაცილებული კაცი იჯდა, რომელიც მის ავ თვალებს დარბაზში აცეცებდა. ადამიანი, რომელიც ელიზაბედს ყველაზე მეტად სძულდა და რომლის სიკვდილიც უდიდეს შვებას მიჰგვრიდა.
როგორც ამბობენ, შურისძიების სურნელი სასიამოვნოაო. გრძნობდა ელიზაბედი ამ სურნელს, ისუნთქავდა და ფილტვებს ივსებდა მისით. გრძნობდა როგორ ჩქებდა სისხლი და როგორ ჰგვრიდა ეს სიამოვნებას.
მაგრამ ყველასთვის უცნობი იყო რას გრძნობდა ის. უცხო თვალი ვერ შეამჩნევდა თუ რა ხდებოდა მასში.
იცოდა როგორ უნდა ემართა ემოციები,გრძნობები, საკუთარი თავი.
ყველა იურისტი გამოირჩეოდა თავშეკავებულობით და დიპლომატიურობით, მაგრამ ალიზაბედი ფლობდა კიდევ რაღაც ამოუცნობს, რომლის საშველებითაც ის ყოველგვარი ემოციურობის, აქტიური მოქმედების გარეშე, მხოლოდ გამოხედვით და სიტყვებით ისეთ ზეგავლენას ახდენდა ადამიანზე, რომ იშვიათად თუ შეეპარებოდათ ეჭვი მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში.

უყურებდა მის წინ მსხდომ მტერს. ბატონ ვაჟას და მის შვილ დიმიტრის, რომელიც ცნობილი იყო მამისაგან განსხვავებულობით. ყველა ამჩნევდა რომ ვერ იტანდა იმ საზოგადოებას, რომელშიც მისი ოჯახი ტრიალებდა. არც მამა-შვილური ურთიერთობა გამოუმჟღავნებიათ ოდესმე.
დარბაზში მსხომებმა იცოდნენ რომ ისინი ორი უძლიერესი მხარის შერკინების მომსწრე იყვნენ. ერთ მხარეს ელიზაბედი იქნებოდა , მეორე მხარეს კი ქვეყანის უდიდესი კომპანიის მფლობელები.

საჩივარი რამოდენიმე მუშამ შეიტანა. „ჯეორჯია პრაუდის“ წინააღმდეგ. კომპანიას ბრალს სდებნენ, რომ ისინი მათ უფლებებს უგულებელყოფდნენ. ელიზაბედმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა, დაარწმუნა მუშები რომ მათ შეეძლოთ ებრძოლათ მათი უფლებებისათვის. საშუალება ჰქონდა კომპანიისათვის უდიდესი დარტმა მიეყენებინა.
მთელი სხდომის განმავლობაში ელიზაბედი ხმას არ იღებდა და საშუალებას აძლევდა მოწინააღმდეგეს ეთქვა ყველაფერი რაც მათ გააჩნდათ. დროდადრო მის წიგნაკში აკეთებდა ჩანაწერებს. მისი დაცვის ქვეშ მყოფები უკვე შეშფოთებულიყვნენ. მაგრამ რა იცოდნენ მათ, იმის შესახებ რომ ამ წუთებში ელიზაბედის გონებაში ქაოსი იყო.
შემოსვლისთანავე ყურადღება მიიქცია ვაჟას გვერდით მჯდომმა ახალგაზრდამ. დიმიტრის სახე მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ მის პირადში ნახვას ამ დღეს ნამდვილად არ ელოდა. იმი ს და მიუხედავად, რომ თავშეკავებული იყო და ემოციების მართვა შესანიშნავად შეეძლო, მაინც ააფორიაქა მისმა მზერამ. ცეცხლი წაუკიდა, პირველად იგრძნო რომ ვიღაცის მზერამ მას დისკომფორტი მიჰგვარა,მაგრამ,როგორც ყოველთვის, მშვიდად გააგრძელა მისი საქმე.
თუმცა მის გონებაში ქაოსი ამას არ გამოუწვევია. უსმენდა მეორე მხარეს და წარმოსათქმელი სიტყვები გაუჩერებლივ ჩნებოდა მის გონებაში. ყოველთვის გაოგნებული იყო, თუ როგორი დაუდევრობით ისროდნენ ადვოკატები სიტყვებს და არ ფიქრობდნენ იმაზე რომ მათი სიტყვები შესაძლოა მათ წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ელიზაბედი კი ამას შესანიშნავად აკეთებდა.

მისი სიჩუმით გაკვირვებულმა მოსაამართლემ სიტყვით გამოსვლა სთხოვა.
და დადგა მისი დროც...
ფეხზე გრაციოზულად წამოდგა და დარბაზის წინაშე თავაწეული გამოვიდა. ქაოსი უკვე დალაგებული ჰქონდა. იცოდა როდის რა უნდა ეთქვა და რა თანმიმდევრობით.
საუბრობდა მშვიდად, გამოკვეთილად. საუბრის დროს სხეულს იყენებდა, ხან ადგილს იცვლიდა, ხანაც ხელებს განსაკუთრებული გრაციოზულობით იყენებდა საუბრისას. მისი თვალები კი ამოწმებდა იმას რომ მისი პირიდან წარმოთქმული ყოველი სიტყვა ჭეშმარიტება იყო.
- მე თან მაქვს ის საბუთები, რომლებიც კომპანიასა და მუშა ხელს შორის გაფორმდა სამუშაოს დაწყებამდე. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ დოკუმენტში ყოველთვის არის საუბარი ორივე მხარის უფლებებზე. გავამახვილოთ ყურადღება რომ საუბარია ორივე მხარის უფლებებზე და არა მხოლოდ კომპანიის- მზერა ბატონ ვაჟას მიაპყრო. ბევრი ვერ გაუძლებდა ამ მზერას.
იყო საპასუხო სიტყვები კომპანიის ადვოკატისაგანაც, რასაც ელიზაბედის პასუხიც მოჰყვა.
- ნუთუ გჯერათ რომ ეს ადამიანები იგონებენ ამ ყველაფერს?! აქ არ არის საუბარი მხოლოდ ორიოდე ადამიანზე, საუბარია 15 ადამიანზე. შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი შემოიყვანოთ მოწმეებად და თქვენვე დარწმუნდებით რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის. რატომ უნდა უნდოდეთ დაკარგონ ტყუილუბრალოდ ის სამსახური, რომელიც უმეტესობისათვის გადამწყვეტია. მათ სახლში შვილები, ცოლები და მოხუცი მშობლები ელოდებიან, ადამიანები რომლებსაც ისინი ზურგით ატარებენ და რომლებიც, მათზე არიან დამოკიდებულნი. სწორედ მათ გამო ითმენდნენ ისინი ამ ყველაფერს თვეების განმავლობაში, მანამ სანამ მოთმინების ფიალაში ადგილი ისევ გამოიძებნებოდა, მაგრამ ამასაც ჰქონდა საზღვარი. მათ აჯობეს საკუთარ თავებს და წარმოთქვეს ის სიტყვები, რომლებიც დიდი ხანია უკვე სათქმელი იყო. ნუთუ არ იცოდნენ კომპანიის მმართველებმა თუ რა ხდებოდა მათ ირგვლივ, არა უფრო სწორად მათ ქვემოთ ?! - მზერა ისევ ვაჟას მიაპყრო, რომელსაც უკვე ბრაზისგან სახე გაწითლებოდა. შემდეგ კი დიმიტრიზე გადაიტანა მზერა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა რომ ამ საქმის და საერთოდ კომპანიის ბედი საერთოდაც არ აინტერესებდა.

მოწინააღმდეგე მხარის სიტყვები გამოიყენა, ადვოკატი უფრო და უფრო მეტ სისულელეს ამბობდა და უფრო მეტ სათქმელსაც აძლევდა ელიზაბედს.
ისევ აპირებდა ადვოკატი შეწინააღმდეგებას, როცა ბატონმა ვაჟამ შეუღრინა და მის სკამზე დააბრუნა.
მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა და ისიც დაამატა რომ კომისია მალე გამოიტანდა განაჩენს.
ელიზაბედი კი მთელი შესვენების განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფთ ესაუბრებოდა.
მთელი ეს დრო მარჯვნიდან გრძნობდა მზერას. იცოდა ვინც იყო და არ სურდა გახედვა. არ უნდოდა უკვე დალაგებული ფიქრები არეოდა და ვინმეს მისი გონება ისევ აეფორიაქებინა.
მოსამართლე მალე შემოვიდა დარბაზში და ყველას სიჩუმისაკენ მოუწოდა.

განაჩენი სასიამოვნო აღმოჩნდა როგორც ელიზაბედისათვის, ისე მრავალი იმ ადამიანისთვის , რომლებიც ელიზაბედს მადლიერი თვალებით ემშვიდობებოდნენ.

ელიზაბედი არასდროს რჩებოდა სასამართლოს დასრულების შემდგომ. მის დაცვის ქვეშ მყოფთ ულოცავდა და მალევე ემშვიდობებოდა მათ.
ბატონმა ვაჟამ სასამართლოს დასრულებისთანავე დატოვა შენობა, მისთვის იქ ყოფნა უკვე აუტანელი იყო, მაგრამ არც გარეთ დახვედრია სახეირო მდგომარეობა. სასამართლოს კარებს ჟურნალისტთა დიდი ალყა ერტყა. დაცვა ცდილობდა გაერღვია ალყა და გზა გაეთავისუფლებინა უფროსისათვის მაგრამ ეს ადვილი არ იყო. სრული ფენომენი იყო ეს ამბავი. ყოფილან მომჩივრები, მაგრამ მხოლოდ გავლენიანები და ვერც მათ დაუკლიათ ბატონი ვაჟასვით რაიმე. ახლა კი, რამოდენიმე მუშამ შეძლო და დიდი დანაკარგი მოუტანა კომპანიას. საუბარია არა მუშების დაკარგვაზე. მათი აქციები წამებში დაეცა. შემოთავაზებებმა იკლო და ვისაც ჰქონდა იმათმაც უკან წაიღეს მათი სიტყვები და ჩამოშორება არჩიეს.
ვერ აგიხსნით რამდენად სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი ელიზაბედისათვის. პირველი დარტყმა ნამდვილად წარმატებულად დამთავრდა.შორიდან უყურებდა როგორ უჭირდა ბატონ ვაჟას ჟურნალისტებთან საუბარი და რამდენად დიდი ყურადღება გამოიწვია ამ ფაქტმა საზოგადოების მხრიდან.

- ყოჩაღ ქალბატონო ელიზაბედ! - ყურთან იგრძნო სასიამოვნო ბგერები. იმედოვნებდა რომ ეს ხმა არ იქნებოდა იმისი ვინც მას ამ წუთებში ამოუტივტივდა გონებაში. ნელა შემობრუნდა ქუსლებზე და მისთვის სამწუხაროდ მის წინ ბატონი დიმიტრი იდგა და ზემოდან დაჰყურებდა მოცინარი თვალებით.
- წესით კარგ გუნებაზე არ უნდა იყოთ, ბატონო დიმიტრი.
- არამგონია სასამართლოზე მოსაუბრე ქალ- ადვოკატმა არ იცოდეს რომ მე ეს საქმეები ნაკლებად მაინტერესებს. - დინჯი ხმით გასცა პასუხი ელიზაბედს და ერთი ნაბიჯით ისევ მიუახლოვდა.ელიზაბედი ღმერთს მადლობას უხდიდა რომ შედარებით მოფარებულ ადგილას იდგნენ, თორემ ჭორი მათი რომანის შესახებ ხვალ ყველა გაზეთში იქნებოდა მოფენილი.
- ჩემი ინტერესი ნამდვილად არ არის ის, თუ რა გაინტერესებთ თქვენ და არც არასდროს იქნება. ახლაა კი უნდა დაგტოვოთ საქმეების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. - სასწრაფოდ მოშორდა იმ ადგილს და გასასვლელისაკენ გაემართა. იცოდა რომ ამ კაცს მასზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო თუ ორ წუთზე მეტს გაატარებდა მასთან, ამიტომაც ნაჩქარევად მოშორება აჯობა, იმის და მიუხედავად, რომ მისი სიახლოვე სიამოვნებდა. ამაში საკუთარ თავს ახლახანს გამოუტყდა.
თუმცა მისი აჩქარების მიზეზი მხოლოოდ მისთვის როდი იყო ცნობილი. ღიმილით უყურებდა ბატონი დიმიტრი როგორი ამაყი ნაბიჯებით მიიკვლევდა გზას შავგვრემანი ადვოკატი, როგორი მოწიწებით დაუთმეს გზა ჟურნალისტებმა გაუჩერებელი კითხვების მიყოლებით იქ, სადაც მამამისს მთელი დაცვა დასჭირდა გასავლელად.


ვფიქრობდი რომ დავამთავრებდი და მერე დავიწყებდი დადებას. მაგრამ ვერ მოვითმინე.
მე თქვენი დადებითი შეფასებები მაძლევს ხოლმე მოტივაციას და მათ გარეშე ვერ შევძლებ ისტორიის დასრულებას.
ეს საცდელი თავიცაა. მაინტერესებს თქვენი აზრი. მოგწონთ თუ არა დამიკომენტარეთ და შენიშვნებსაც ველი ❤❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

dzilis wamali sad vishovo

 


№2 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

მისსა და თავისს ვერ არჩევ ერთმანეთისგან,ორივე სხვადასხვა რამეა.პუნქტუაციაში მოიკოჭლებ,შინაარსითაც განსაკუთრებული არაფერია. იმედია,შემდეგ თავს უფრო დახვეწ.

 


№3  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძალაინ კარგი იყო

 


№4  offline წევრი teengirllove

მე პირადად ძალიან მომეწონა , არანაირი შენიშვნა არ მაქვს , ძალჯან კარგი ქენი რომ დადე..ველოდები შემდეგ თავს :))))

 


№5  offline წევრი CRAZY GIRL 2

მინიატურული პროზაიკოსი
მისსა და თავისს ვერ არჩევ ერთმანეთისგან,ორივე სხვადასხვა რამეა.პუნქტუაციაში მოიკოჭლებ,შინაარსითაც განსაკუთრებული არაფერია. იმედია,შემდეგ თავს უფრო დახვეწ.


მადლობა რჩევებისთვის heart_eyes

meocnebe avadmyopi
ძალაინ კარგი იყო

bowtie heart_eyes

teengirllove
მე პირადად ძალიან მომეწონა , არანაირი შენიშვნა არ მაქვს , ძალჯან კარგი ქენი რომ დადე..ველოდები შემდეგ თავს :))))


მადლობა heart_eyes

 


№6 სტუმარი ია

ელიზაბედი? მეგონა თავიდან შეგეშალა მაგრამ სულ ასე წერია და ანუ ვისაც როგორ მოგვწონს ხო...

 


№7  offline წევრი CRAZY GIRL 2

ია
ელიზაბედი? მეგონა თავიდან შეგეშალა მაგრამ სულ ასე წერია და ანუ ვისაც როგორ მოგვწონს ხო...


დიახ, მე ელიზაბედი დავარქვი ამ პერსონაჟს ????

 


№8 სტუმარი მარი. ელ❤

მალე დადე რაა გთხოვ მომწონს ძალიან იმედია გაგვახარებ მალეე❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent