შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 4


1-04-2018, 00:05
ავტორი Saally Saally
ნანახია 527

შენს მკლავებში დავლევ სულს 4

ერთი საათია ვმგზავრობთ და ხმას არცერთი ვიღებთ.უცბად ძალიან სწრაფად ატორმუზებს,ისე რომ ლამის მინას შევასკდე და დაძაბული ჩემკენ ძალიან ახლოს იწევს.
-ამდენი ხანი რომ დავდივართ,მიზეზს ვერ ხვდები???
-მიზეზს?
-დაგპირდი,რომ არავინ არაფერს დაგიშავებდა. სიტყვას ვასრულებ,ვერ მოგკლავ.
ვერა?რატომ..როგორ..ვერ მომკლავს?იმის გამო რომ თავის სიტყვას არ აბიჯებს?გონებაში უამრავი აზრი მერევა,დაბნეული ვუყურებ და სიხარული მიელვებს ტანში..ერთს ვერ ვხდები.. ჩემ გამო ასეთ რისკზე როგორ მიდის,ვინმემ რომ გაიგოს... ან უარესი,ნიკამ რომ გაიგოს!
-ახლა რა უნდა ვქნა?მე, მე..
-შენ არაფერი..ერთ ადგილად მიგიყვან და იქ იქამდე იქნები,სანამ მე ჩავთვლი საჭიროდ,ოღონდ დამპირდი ევა,სისულელე არ გააკეთო.არავის დაურეკო,არავინ არ უნდა იცოდეს რომ ცოცხალი ხარ... მქონდეს შენი იმედი??
-კი.
-არ ვიცი ამ ყველაფერს რა დრო დასჭირდება,მაგრამ როცა ყველაფერი გაივლის,აუცილებლად დაგაბრუნებ შენს მშობლებთან და... შენს საქმროსთან.
-კიდევ შორსაა სადაც მივდივართ?
-არცისე.
-ჩემს სანახავად მოხვალ ხოლმე?
-არა.
დარდით ვივსები მის პასუხზე.. გულში თითქოს ისარი მერჭობა იმის გაფიქრებაზე რომ იოანეს ვეღარ ვნახავ...ის არ მოვა ჩემთან..

**********
-იოანე?აქ რა გინდა? აუ რა მაგრად მომენატრე! შემოდი რა
მანქანიდან ვიყურები,იოანე მზერას ჩემკენ სწევს და ისევ ვიღაც ტიპს ელაპარაკება.
-მარტო არ მოვსულვარ,დავით..
-რახდება?
-მოკლედ,ერთი გოგოა,შენთან მინდა იყოს გარკვეული პერიოდი,შეძლებ?
-კაი.რაებს მეკითხები..შენთან იმხელა ვალი მაქვს ვერასდროს გადავიხდი ალბათ..შენ მთხოვე და გავაკეთებ ყველაფერს ძმაო.
-კაი არ გინდა ეგეთები რა,ევა ჰქვია,მოკლედ გიტოვებ და მიხედე.
-არარის პრობლემა.
იოანე ჩემკენ წამოვიდა,მანქანიდან გადმომსვა და დავითის სახლში შემიყვანა. მისაღებში ვდგავარ და მათი საუბარი ყრუდ მესმის.
-წავედი,ნახვამდის. თქვა და სახლი დატოვა. ასე ვუყურებდი კარებს გაშეშებული,დავითმა მხარზე ხელი დამადო და გამომაფხიზლა.
-ევა,გამომყევი,შენს ოთახს გაჩვენებ.
-შენც მკვლელი ხარ?
მან გაოცებულმა შემომხედა,შეიშმუშნა,არ ესიამოვნა შეკითხვა,აშკარად ზედმეტი მომივიდა - გავიფიქრე და ბოდიში მოვუხადე.
მაპატიე.. ვნერვიულობ,დაბნეული ვარ და არ ვიცი რას ვლაპარაკობ.. რა ჩემი საქმეა ვინ ხარ..
-რამდენი ხანი იყავი იოანესთან?
-ერთ თვეზე მეტი.
-ადრე მეც ნიკასთან ვმუშაობდი.
-არა არა...არ ხარ ვალდებული მითხრა..
ცოტახანს გაჩუმდა და ისევ გააგრძელა..
-ნიკა აუტანელია მაგრამ თავისი საქმის სპეციალისტი,მასთან რვა წელი ვიყავი,ბოლოს ძალიან გამიჭირდა,უდედ-მამოდ ვიზრდებოდით მე და ჩემი პატარა და,ხან ვის ვუტოვებდი ხან ვის.. ერთხელ სახლში გვიან მისვლისას გამიკვირდა ჩემი ანასტასია ფხიზლად რატომ იყო..მოვიდა და მითხრა მარტო აღარ დამტოვოო.. მიზეზი რომ ვკითხე სლუკუნით მითხრა ყველაფერი.. თურმე ყველა ვისთანაც კი ვტოვებდი,ცუდად ექცეოდნენ.. ბავშვს არც კი აჭმევდნენ ხვდები?მე მკვლელი ვიყავი,ძიძას ვერ ავიყვანდი... ხომ ხვდები..ამ ყველაფრის გამო გადავწყვიტე რომ ჩემი საქმისთვის თავი დამენებებინა და ჩემი პატარა დისთვის მიმეხედა,გამეზარდა..ნიკას ეს ყველაფერი რომ ვუთხარი,ჯერ დამცინა.. მერე მოკვლიტ დამემუქრა..მაგრამ.. იოანემ ჩემი ადგილი დაიკავა.. ჩემს გამო თავი გასწირა სამუდამოდ.. ნერვიულად უკიდებს სიგარეტს და თითებს ატკაცუნებს...
-რატომ მიეცი უფლება იოანეს შენი ადგილი დაეკავებინა??
-საქმეც ეგ არის,ჩემთვის აზრიც არ უკითხავს...

ოქტომბერი დადგა... ორი თვეა უკვე რაც დათოსთან ვარ.. მე და დავითი ამასობაში დავმეგობრდით,ხშირად ვუყურებ ფილმებს,ხან მე ვარჩევ,ხან ის.. ვკითხულობ საინტერესო წიგნებს,დეტექტიურ წიგნებს რა თქმა უნდა) საჭმელს ხანდახან ვაკეთებ და სახლს ვულაგებ.. ვცდილობ რომ რამეში დავეხმარო,ის ხომ მე მიფარებს.
ერთადერთი ის მაწუხებს, რომ იოანემ ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ დარეკა..ჩემი თავის კი მიკვირს.. თანაც ძალიან მიკვირს ის ფაქტი რომ იოანე საშინლად მენატრება. ნეტავ ახლა ჩემს წინ იდგეს,თუნდაც გაცეცხლებული,როგორც მას სჩვევია...ღმერთო..რა მემართება?ეს მონატრება ერთის მხრივ ძალიან მსიამოვნებს,მეორე მხრივ კი თავს უხერხულად ვგრძნობ,არასწორად,რადგან მე მასზე კიარა... სხვაზე უნდა ვფიქრობდე ახლა...ჩემს თავს ვუბრაზდები მაგრამ ეს გაბრაზება საკმარისი არ არის.. არ არის....
დავითი აბაზანაშია,მისი ტელეფონი კი საწოლზე დევს... თავში ათასი რამ მიტრიალებს.. ახლა რამდენ ადამიანს დავურეკავდი.. ჩემს მშობლებს მაგალითად... ნეტავ მათი ხმა გამაგონა.. მაგრამ იოანეს დავპირდი და პირობას შევასრულებ.. ვეცდები შევასრულო... ტელეფონს სწრაფად ვიღებ და შემოსულ ზარებს ვათვალიერებ სადაც ერთერთ ნომერზე მისი სახელი წერია, თითს ვაჭერ სენსორს და ვწერ "ძალიან მენატრები.." ვფიქრობ გავაგზავნო თუ არა... არა არა... ეს არასწორია.. წაშლას ვაპირებ როცა დავითის ხმა მესმის,აბაზანიდან გამოდის,ტელეფონი ხელში მიკანკალებს ვცდილობ თავის ადგილას მალე დავდო და შემთვევით სენსორზე მეჭირება თითი სადაც ვხედავ,რომ შეტყობინება გაგზავნილია..გაგზავნილ მესიჯს სწრაფად ვშლი... ტუჩზე ვიკბენ და ოთახში შევრბივარ,ტელევიზორს ვუჯდები და არხებს ვრთავ უაზროდ.
ტელეფონი რეკავს.
დავითი აფორიაქებულია და მზერას ჩემკენ აბრუნებს
-მე არაფერი მომიწერია,აბაზანაში ვიყავი ახლახანს გამოვედი რა ხდება? გაკვირვებული პასუხობს იოანეს და ტელეფონს მალევე თიშავს.
-ევა
-დიახ?
-რაიმე შეტყობინება გააგზავნე ჩემი ტელეფონიდან'?
-არა... მმმ.. რა მოხდა?
-ნუ მატყუებ..
- არ გატყუებ...
ამოიოხრა და ოთახში შევიდა.. მეგონა იოანეს რაიმე რეაქცია ექნებოდა ჩემს შეტყობინებაზე მაგრამ მწარედ ვცდები..
მინდა რამე მოვფიქრო,რამე ისეთი ვუთხრა,რის გამოც აქ მოვა.. არ აქვს მნიშვნელობა მეჩხუბება , მიყვირებს თუ რას იზავს,უბრალოდ მისი ნახვა მინდა,ძალიან მინდა..
იოანე... აქ მაინც მოხვალ და მნახავ..
ტელეფონს ისევ ჩუმად ვიღებ და ახალ შეტყობინებას ვგზავნი
"როგორც ხედავ დავითივის ტელეფონს ადვილად ვიგდებ ხელში,მალე მოაგვარე ყველაფერი თორემ ჩემი საქრმო ძალიან მენატრება და იცოდე მალე დავურეკავ"
ვიტყუები...ვიტყუები,იმას ვიტყუები რომ ჩემი საქრმრო მენატრება... მგონია რომ ამ მონატრებას ვერ გავუძლებ და ბოლოს მომიღებს..მისი ნახვა მინდა,მის ღრმა,მწვანე თვალებში ჩახედვა და ძლიერ,ლამაზ სხეულზე მიკრობა,როგორც ადრე..სინდისი მქენჯნის... თანაც ძალიან,რადგან მე სრუილად სხვა მამაკაცი მიტრიალებს გონებაში და წარსულში სრულიად იცრიცება,თითქოს დანიშნული არ ვიყო...
-მოსაღამოვდა. ტელეფონი რეკავს,როცა მე და დავითი ვსაუზმობთ. ის ტელეფონს იღებს და გაოცებული სახით დგას,ტელეფონს მაწვდის და მეუბნება რომ იოანეა.
-ევა,იოანეს შენთან ლაპარაკი უნდა.
ღმერთო.. როგორ მინდა მისი ხმის გაგონება,მისი სუნთვის მოსმენა..მაგრამ არ შემიძლია.. არა,ამას არ გავაკეთებ,ლაპარაკი თუ უნდა მოვიდეს და პირისპირ მნახოს,ისე მელაპარაკოს!!!
-მე არ მინდა! გრუბად ვპასუხობ, ოთახისკენ გავრბივარ და ვიკეტები.
აჰა,ახლა თუ გამოხვალ წყობილებიდან სერიულო მკვლელო!

****
უკვე ვეღარ ვხდები რას ვაკეთებ,ასე იდიოტურად არასდროს მოვქცეულვარ..ევა! გამოფზხიზლდი! მასზე არ უნდა ფიქრობდე! არ უნდა გენატრებოდეს არა! ეს არასწორია!

****

ასე გადის დღეები,კვირები,თითქმის ერთი თვე.. ხიდან ჩამოცვენილ მოყვითალო-მოწითალო ფოთლებს თოვლის ფიფქები ფარავენ,ფანჯრიდან ვიყურები დარდით სავსე,ვუყურებ როგორ თეთრდება ყველაფერი,ყოველი ხე,ყოველი ტერიტორია...იოანე კი.. არცერთი ჩემი ქმედების შემდეგ არ გამოჩენილა..არ მოსულა...ამ ყველაფრის გამო რა თქმა უნდა დავითი ტელეფონს აღარ ტოვებს მარტო.. სულ თან დააქვს სადაც არ უნდა წავიდეს,რომ არავისთან დავრეკო ან შეტყობინება გავაგზავნო.. ახლა ასე მსჯის მკვლელი..
-ევა,კარზე კაკუნით შემოდის დავითი.
-ხო?
-საუზმე მზადაა,მოდი
-არ მშია
-კარგი რა,გუშინ შუადღის მერე არაფერი გიჭამია,ავად გახდები
-იმიტომ არ ვჭამ რომ არ მშია დათო.
-კარგი კარგი,მაინც არ დამიჯერებ.. იოანე არ ვარ რომ დაგაძალო ეგეთები არ შემიძლია დიდი ხანია უკვე
თვალები გვერდით შევატრიალე და ნელნელა მისკენ გავბრუნდი,გაოცებული ვუყურებ
-კარგი ხო ვხუმრობ,ჯიუტო. გაიცინა და გავიდა.

***
-იოანე!იოანე! გაცოფებული თორნიკე მირბის იოანესთან გული ამოვარდნას აქვს.
-რა გჭირს ბიჭო?
-ნიკამ ყველაფერი გაიგო
-რა ყველაფერი?იოანე იძაბება და სიგარეტს ხელით ფშვნის.
-ის ყველაფერი,რო ევა არ მოგიკლავს.. გიბარებს.. ახლავე...

ესეც ახალი თავი ჩემო ძვირფასებო,აბა როგორ მოგწონთ?скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაიმე გული მიშველეთ ფიფოოოოოოოოოოოლლლლ
რა უნდა იმ მანიაკს ააააააააააა
არ შეეხოს ჩემს იოს
გაანებე რა ამ ხალხს თავი
ადამიანი არ ხარ/
მარა არა ეგ

ხომ
მანიაკია
ნამდვილი გველი
იდიოტი,დეგრადირებული ადამიანი\

ძალაინ კარგი თავი იყო

 



№2  offline წევრი gentilsoyez

<3 <3 <3 ძალიან კაიაა

 



№3  offline წევრი Saally Saally

meocnebe avadmyopi
ვაიმე გული მიშველეთ ფიფოოოოოოოოოოოლლლლ
რა უნდა იმ მანიაკს ააააააააააა
არ შეეხოს ჩემს იოს
გაანებე რა ამ ხალხს თავი
ადამიანი არ ხარ/
მარა არა ეგ

ხომ
მანიაკია
ნამდვილი გველი
იდიოტი,დეგრადირებული ადამიანი\

ძალაინ კარგი თავი იყო

დიდიი მადლობაა<3

gentilsoyez
<3 <3 <3 ძალიან კაიაა

მადლობაა,ძალიან მიხარია რომ მოგწოონთ <3

 



№4 სტუმარი Wero

აუუსაუკეთესო ხარ რაა<3 ველოდები შემდეგ თავს<3

 



№5  offline წევრი Saally Saally

Wero
აუუსაუკეთესო ხარ რაა<3 ველოდები შემდეგ თავს<3

მადლობა საყვარელოო! <3

 



№6 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი თავი იყო.მალე დადე ახალი.გელოდებიი;):)

 



№7 სტუმარი სტუმარი tati

dzalian momwons ea iatoria chemshi emociebs agzravs <3 minda male dado mkmdevno tavi . dzalian kargad wer <3

 



№8  offline წევრი Saally Saally

სტუმარი tati
dzalian momwons ea iatoria chemshi emociebs agzravs <3 minda male dado mkmdevno tavi . dzalian kargad wer <3

ძალიან დიდი მადლობა! თქვენ არ იცით როგორ მაბედნიერებთ ჩემი ისტორია რომ მოგწონთ<3 ყველანაირად ვეცდები მალე დავდო

სტუმარი ანა
ძალიან კარგი თავი იყო.მალე დადე ახალი.გელოდებიი;):)

მადლობააა!აუცილებლად ვეცდები რომ მალე დავდოო <3

 



№9 სტუმარი სტუმარი Firefly

ახლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა იმედია მალე დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent