შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ (თავი 1)


1-04-2018, 01:17
ავტორი ლიდია
ნანახია 464

მხოლოდ შენ (თავი 1)

თავი 1
ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ დღევანდელ სამყაროში სიკეთემ ფასი დაკარგა.
ამას ტყუილუბრალოდ არ ვიძახი. მე ბევრი ბოროტი მინახავს ამ ცხოვრებაში.
სიკეთე კი იმდენად ცოტა, რომ არც კი მახსოვს როგორი გრძნობაა როდესაც ვიღაც კეთილად გეპყრობა, არ დაგცინის და არ გჩაგრავს.
მახსოვს, მაშინ ღამე იყო. ძალიან, ძალიან ბნელოდა, არ ჰგავდა სხვა ღამის სიბნელეს, ეს რაღაც უფრო დემონური შავი ფერი იყო, ჰაერშიც რომ იგრძნობა სიბოროტე - აი ისეთი.
მეძინა. ძალიან პატარა ვიყავი - 6 წლის.
მოსიყვარულე მშობლები არასოდეს მყოლია, ისინი ყოველთვის კამათობდნენ, ამტვრევდნენ ყველაფერს და ყვიროდნენ.
ამ დროს ყურებზე თითებს ვიჭერდი და თვალებს მაგრად ვხუჭავდი, რომ არაფერი დამენახა და მომესმინა.
მაშინაც ჩხუბობდნენ. მამა დედას უყვიროდა - საჭმელი რატომ დაგეწვაო.
ჩემთვის ეს ყველაფერი უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა იყო.
ვერ ვიძინებდი, არადა სხვა დროს თვალების დახუჭვისთანავე მეძინებოდა.
ცუდი წინათგრძნობა მქონდა.
შემდეგ საწოლიდან წამოვდექი, რადგან შემეშინდა.
შემეშინდა სიბნელის, ჩხუბის და მშობლების.
მინდოდა სადარბაზოში გავსულიყავი და მეზობლისთვის დამეძახა, რომ შეეჩერებინათ ეს სისასტიკე, ეს სიბოროტე და ცუდი აურა გაექროთ.
სასტუმრო ოთახში მეტად ცუდი სურათი დამხვდა და აი მაშინ, პირველად ვინანე ის, რომ საწოლში არ დავრჩი.
მინდოდა იქვე ჩამსკდომოდა მიწა და თან ჩავეტანე.
6 წლის ბავშვისთვის, პატარა მშიშარა და დაუცველი გოგონასთვის ეს სურათი ძალიან მტკივნეული იყო.
დავინახე ძირს დაგდებული დედა, რომელსაც ზემოდან მამა მოქცეოდა და დანას მთელი ძალით ურტყავდა მუცელში.
იმ დანას მე რომ მიყვარდა ჩემს გამჩნეს ურტყამდა.
თითოეული დეტალი მახსოვს, არაფერი მავიწყდება, ვერაფერს ვაქრობ გონებიდან.
მახსოვს დანა ვარდისფერი იყო, შავი კოპლებით.
ამ დანით მამა ადრე კარაქს მისმევდა პურზე, შემდეგ “ჯარისკაცებად” ჭრიდა და მაჭმევდა.
დედა კიოდა და ტიროდა.
მამა კი მრისხანე თვალებით უყურებდა და ხელს არ აჩერებდა, ურტყავდა და ურტყავდა.
შემდეგ მე შემომხედეს, ორივემ ერთად.
დედაჩემის უსიცოცხლო თვალებიდან უკანასკნელი ცრემლი ჩამოგორდა და მისი პირის მოძრაობით მივხვდი, რომ მეუბნებოდა - გაიქეციო.
მამამ მე რომ შემომხედა თითქოს მხოლოდ მაშინ მიხვდა რაც ჩაიდინა, გაკვირვებულმა შეხედა დანას, შემდეგ საკუთარ სისხლიან ხელებს და ბოლოს - დასახიჩრებულ დედას.
მისი იმდენად შემეშინდა,რომ გავიქეცი.
სანამ სასტუმრო ოთახის კარს გავაღებდი და გავიქცეოდი, მოვკარი თვალი იმ ფაქტს, რომელიც ასევე არ მავიწყდება.
მამა დედას უსიცოცხლო სხეულს ეხუტებოდა, ტიროდა და პატიებას თხოვდა.მიყვარხარო ღრიალებდა.
მახსოვს გავიფიქრე - გვიანიამეთქი...
შემდეგ იყო სასწრაფო, რომელმაც დედაჩემის გვამი სადღაც წაიღო.
პოლიცია, რომელმაც მამაჩემს ბორკილები დაადო და წაიყვანა.
და მე.. ვიდექი და ყველაფერს ვუყურებდი,ყველაფერს ვიმახსოვრებდი.
ერთი ცრემლიც არ ჩამომგორებია, უბრალოდ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გავგიჟდი.
თვალები მაგრად დავხუჭე და გავახილე, იმის იმედით, რომ მე ისევ ჩემს საწოლში ვიწვებოდი და ეს ყველაფერი უბრალოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იქნებოდა, მაგრამ არა.
თვალებგახელილმა გავაანალიზე, რომ ისევ იქ ვიყავი და ვიღაც ცდილობდა ჩემთან საუბრის გაბმას. მითხრეს:
-ჰეი, წამოდი, უსაფრთხო ადგილას წაგიყვანთ.
უკვე აღარ ვიცოდი სად იყო უსაფრთხო ადგილი, მაგრამ დაჰიპნოზებულივით გავყევი.
უცხო ქალბატონმა უცხო შენობაში შემიყვანა და ვიღაცას უთხრა.
-პატარა გოგონაა, სულ რაღაც ოცი წუთის წინ საზარელ ფაქტს შეესწრო. - შემდეგ მე გამომხედეს და ჩურჩული დაიწყეს.
იმ ქალმა, რომელმაც აქ მომიყვანა, ჩემთან ჩაიმუხლა და შემომხედა.
-პატარავ რა გქვია?
-ნუციკო.. - ჩავილაპარაკე ჩუმად.
-მისმინე ნუციკო. აქ უსაფრთხოდ იქნები, კარგი? აქ თბილი მეგობრები გეყოლება, აქ შენ გარდა სხვა ბავშვებიც იქნებიან.. აქ იცხოვრებ. შენ შეიძლება დაგკითხონ. პოლიციელები მოვლენ და გკითხავენ რაღაცებს, შენც გულწრფელად უპასუხე, კარგი?
-კარგი. - ვუთხარი და პირველად დავაკვირდი.
მაღალი ქალი იყო, წაბლისფერი კარე თმითა და ნაცრისფერი თვალებით.
თითქოს პირველივე წუთიდან შემიყვარდა. ჩავეხუტე. მანაც თბილად მომხვია ხელები.
-ვწუხვარ ნუციკო, ახლა უნდა დაგტოვო.
და წავიდა.
ამ ამბის შემდეგ ათი წელი გავიდა.
ტკივილით და შიშით სავსე ათი წელი.
ამ ათი წლის განმავლობაში ყოველ თვეში ერთხელ ნაცრისფერთვალებიანი ქალბატონი მაკითხავდა, სახელად - მაია.
მე ის ძალიან შემიყვარდა, მასაც ვუყვარდი. ერთადერთი ადამიანი იყო, რომელის კეთილად მეპყრობოდა.
თავშესაფარი მძულდა, მთელი ჩემი არსებით. ტირილით ვერასდროს ვტიროდი. ათი წელია არ მიტირია.
მაგრამ ხომ გითხარით, რომ მახსოვს.
თითოეული დეტალი.
დედას განწირული წივილი მახსოვს.
ისიც არ ვიცი სად დაასაფლავეს.
სხვა ნათესავების შესახებას არაფერი ვიცი.
თავშესაფარში ჩემ გარდა 57 ბავშვი იყო.
წყეული ბავშვები - დემონები!
მე ყოველთვის ჩაკეტილი ვიყავი, გარე სამყაროსგან გამიჯნული.
აქვე გვასწავლიდნენ სხვადასხვა საგანს. გარეთ კვირაში ერთხელ თუ გავიდოდი წყლისა და საჭმლის ამოსაზიდად.
მეგობრები არ მყავდა.
არ ვიცოდი რა იყო მეგობრობა, სიყვარული და სიმშვიდე.
ხომ ვთქვი არ ვტიროდიმეთქი, მაგრამ მთელი ღამე კოშმარები მაწუხებდა. ტირილი ისე მინდოდა, ცრემლები თვალებზე მადგა, მაგრამ რამდენჯერაც დავიყვირებდი ჩემ თავზე გაბრაზებული, ჩემ პატარა ოთახში დირექტორი შემოვარდებოდა ხოლმე და ჯოხით მცემდა.
ოთახი იმდენად პატარა იყო ერთი საწოლი ძლივს ეტეოდა. გვერდით პატარა ტუმბო იდგა, რომელშიც ადვილად ვტევდი ჩემ ტანსაცმელს - ოთხ შავ ჯემპრსა და მაისურს, ორ ცალ შავ შარვალსა და ჰიგიენურ ნივთებს. ჩექმა ერთი მქონდა ზამთრისთვის, თბილ ამინდებში კედები მეცვა.
ამ პატარა ოთახში 14 წლის ასაკში გადმომიყვანეს, მანამდე საერთო ითახში ვცხოვრობდი, სადაც 20 ბავშვი ძლივს ვეტეოდით.
აქ საჭმელიც საზიზღარია, თუმცა უკვე მივეჩვიე. სამჯერადი კვებაა, დილას - პიურე და ჩაი, შუადღისას - ერთი სასისკი, ერთი კოტლეტი, ერთი ნაჭრრი პური და კომპოტი,ხოლო საღამოს - რძის პროდუქტი.
ბევრ ბავშვს მშობელი აკითხავდა და მიჰყავდათ სახლებში, ბევრიც შვილად აჰყავდათ, მაგრამ მე არასდროს არავინ მიყურებდა.
თვეში მხოლოდ ერთი დღით ვიყავი ბედნიერი-მაშინ როდესაც მაია მოდიოდა.
ის უბრალო პოლიციელი ქალი იყო, რომელმაც შვილივით შემიყვარა და ყოველთვე ჩემთვის სასმუსნავი და აქსესუარები მოჰქონდა. ხანდახან ტანსაცმელიც.
ის შევისისხლხორცე, დედას ვეძახი.
ყველა იმაზე მიმახვილებს ყურადღებას, რომ მამამ დედა მომიკლა და თავად ციხეშია, დამცინიან.
ნეტა რა აცინებთ? რატომ უხარიათ სხვისი უბედურება? არ მესმის მათი და ვერასდროს გავიგებ.
დღის უმეტეს ნაწილს ჩემ პატარა კოლოფში ვატარებ წიგნის კითხვაში, წიგნიც მაიას მოაქვს ხოლმე.
ახლა 16 წლის ვარ და მინდა გავიქცე, დავტოვო აქაურობა და წავიდე სადმე-მარტო.
მაიას ბევრჯერ უთქვამს, რომ ძალიან უნდა შვილად ამიყვანოს, მაგრამ არ აქვს სახლში ამის საშუალება, თავადაც ჰყავს ერთი შვილი, ბიჭი და ქმარი. პატარა სახლი აქვთ და მცირე შემოსავალი, ასე რომ მასთან შესახლებაზე თავადაც უარს ვიტყვი.
დღეს მაია მოდის. მინდა ვუთხრა, რომ გაპარვას ვაპირებ.
-რას ნიშნავს გაპარვას აპირებ? - გადმოკარკლა ის ნაცრისფერი თვალები, რომლებიც მე ასე ძალიან მიყვარდა.
-აღარ მინდა მაი აქ! დავიღალე, ძალიან დავიღალე. ყოველდღე ერთი და იგივე, დამცირება და ტკივილი. ბოლო მეთორმეტე კლასს სკოლაში გავატარებ, აქაურობას მირჩევნია იქ ვისწავლო. პარალელურად რაიმე სამსახურს და ბინას ვიშოვი.
-ხელის შეშლის არანაირი უფლება მაქვს. მე შენ გვერდით ვიქნები ყოველთვის. სკოლის საქმეს მე მოგიგვარებ, ჩემი შვილი სადაც სწავლობს იქ შეგიყვან. მერწმუნე თბილი ბავშვები არიან. სამსახურს რაც შეეხება.. ცოტა რთული საქმეა, მაგრამ შემიძლია ისეთი ადგილი გიშოვო სადაც თან იმუშავებ და თან იცხოვრებ. ამის შემოთავაზებას მაშინ ვაპირებდი 18-ის რომ გახდებოდი, მაგრამ რადგან ასე დაიჟინე...
-მადლობა, საუკეთესო ხარ! - ჩავეხუტე მაიას.
მეორე დღეს ჩემს პატარა ზურგჩანთაში ნივთები ჩავალაგე და მარტივად გავიპარე.
აქამდეც მიფიქრია, მაგრამ ზედმეტად პატარა ვიყავი. ახლა კი მაია დამეხმარება ყველაფერში - მე ამის მჯერა!
ვიცი, რომ მამაჩემი ციხიდან ხუთ წელში გამოვა.
ამის მეშინია.
რომ მიპოვოს?
მაგრამ მანამდე დიდი დროა და არ მინდა ამაზე ფიქრში დავხარჯო.
ვაპირებ ატესტატის აღებას და ვეცდები ას პროცენტიანი დაფინანსებით ჩავირიცხო უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე.
გარეთ მაიას შევხვდი, რომელმაც ჩემთვის სრულიად უცნობ ადგილზე წამიყვანა. ორსართულიანი, ლამაზი, სადა, მაგრამ მდიდრული სახლი იყო.
შიგნით ყველაფერი კრემისფერ ფერებში იყო, შუქი ავეჯს კიდევ უფრო ღია ფერს სძენდა.
დერეფანში კედლებზე ფოტოები ეკიდა, ლამაზი ჩარჩოებით.
აქვე იყო უამრავი ქოთნის ყვავილი, მათი სუნი ცხვირში მიღიტინებდა.
გეფიცებით ამაზე ლამაზი არაფერი
მინახავს!
ფრიად აღფრთოვანებული ვიყავი.
-ნუციკო ამიერიდან აქ იცხოვრებ. სკოლაში ივლი და სკოლის მერე სახლის საქმეებს მიხედავ. როგორც ხედავ დიდი სახლია და საქმეც ბევრი იქნება, მაგრამ ამით ორ კურდღელს მოვკლავთ - საცხოვრებელი და კვება უფასო გექნება და პლიუს ამას თვეში ორას ლარს გადაგიხდიან. შენი ოთახიც გექნება.
-მე.. მადლობელი ვარ. ამაზე უკეთესს ვერაფერს ვისურვებდი! - კიდევ ერთხელ ჩავეხუტე ჩემ ნაცრისფერთვალას.
სასტუმრო ოთახში შუახნის ქალბატონი შემოვიდა, გრძელი -სპილენძისფერი თმითა და მუქი - შავი თვალებით. ტუჩებზე თბილი ღიმილი დასთამაშებდა.
-სალამი ძვირფასებო. მაია როგორც ჩანს ჩემი ახალი გოგონა მომიყვანე ხო? - ქალს კრიალა ხმა ჰქონდა.
-ნუციკო გაიცანი ეს შენი უფროსია - ელზა. ელზა ეს ის მამაცი და ჭკვიანი გოგონაა, რომელზეც გიყვებოდი. ახლა უნდა წავიდე, სამსახურში მაგვიანდება. აბა თქვენ იცით. - დაგვემშვიდობა მაია და დაგვტოვა.
უხერხულად გავიღიმე.
არ ვარ ღიმილის მოყვარული - არასოდეს ვიღიმი.
არც ადამიანებთან კონტაქტს ვარ მიჩვეული.
-წამოდი ნუციკო, შენს ოთახს გაჩვენებ. მოწესრიგდი და შემდეგ ჩემი ვაჟი ექსკურსიას ჩაგიტარებს, ხოლო ქალიშვილი დღის განრიგს გაგაცნობს.
ელზამ დახვეული კიბით მეორე სართულზე ამიყვანა და პირველივე ოთახში შემიშვა.
ეს ოთახიც კრემისფერი იყო.
საშინლად არ მიყვარს ღია ფერები, მაგრამ ამის გამო წუწუნს არ ვაპირებ. ამ ადამიანებმა შემიფარეს.
მაიას შემდეგ ელზაა ის ადამიანი, რომელმაც სიკეთე გამიკეთა.
ოთახი დიდია.
ჩემი კოლოფის შემდეგ აქ თავი დედოფალი მგონია.
კარი კედლის შუაგულშია მოქცეული, მის მარჯვნივ განთავსებულია ლამაზი ტრილიაჟი, ოვალური სარკითა და ორნამენტებით.
მარცხნივ დიდი კარადაა, იმავე ორნამენტებით.
ოთახის შუაგულს კი საწოლი ამშვენებს. კრემისფერი, ფუმფულა სა დიდი.
კედლებიც კრემისფერია.
საწოლის მარჯვნივ სააბაზანოა, ხოლო მარცხნივ კედელზე ნახატები.
საწოლს აქეთ-იქიდან ორი ფანჯარა ამშვენებს, რაფებზე ქოთნის ყვავილებით.
საოცრებაში მოვხვდი. არც კი მჯერა, რომ აწი ამ სამოთხეში ვიცხოვრებ.
სააბაზანოში შევდივარ და ვნებივრობ.
ტანზე შავ ჯემრს, ამავე ფერის შარვალსა და კედებს ვიცვამ.
ტრილიაჟს ვუჯდები. უჯრებს ვაღებ და სიცარიელე მხვდება.
აქ ვდებ ჩემ სამ წიგნსა და ჰიგიენურ ნივთებს.
ოთახიდან გამოვდივარ და კვლავ სასტუმრო ოთახში ჩავდივარ, სადაც ელზას ვერ ვპოულობ.
უეცრად ვიღაცას ვეჯახები.
სილუეტი ნამდვილად ჩემზე მაღალი, ასე ერთი თავით მაინც.
უკან ვიხევ და ვათვალიერებ.
მოზრდილი სპილენძისფერი თმა, მუქი - შავი თვალები, სწორი ცხვირი და შეუდარებელი ტანი.
უდაოდ ელზას ვაჟია.
-უკაცრავად. - ჩავიჩურჩულე.
-სალამი. შენ ნუცა ხო? - მკითხა ხრინწიანი ხმით.
-დიახ.
-მე დაჩი ვარ, ელზას შვილი. სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ხელს მიწოდებს და მეც უხერხულად ვაგებებ ჩემსას.
მისი ხელი ისეთი რბილია. თლილი თითები ამშვენებს.
-წამოდი ნუცა - ჩემი სახელი ისე წარმოთქვა თითქოს გემოს უსინჯავსო.
გავყევი.
პირველ სართულზე სამზარეულო, სასტუმრო ოთახი, ორი სააბაზანო და გასართობი ოთახი იყო.
ამ უკანასკნელით ძალიან მოვიხიბლე.
აქ იყო ბილიარდი, მინი კინოთეატრო, ბოულინგი და ასევე კომპიუტერული თამაშები.
მეორე სართულზე ძირითადად საძინებლები იყო.
დაჩიმ ჩემი ოთახის პირდაპირ მდებარე კარზე დააკაკუნა, საიდანაც გოგონას წვრილი ხმა მოისმა:
-შემოდი.
დაჩიმ კარი გააღო.
საწოლზე გოგონა წამოკოტრიალებულიყო, დაახლოებით ჩემხელა იქნებოდა,ან ერთი წლით პატარა. ელზას ასლი იყო.
-უი, სტუმარი უკვე მოგვსვლია? - ფართოდ გაიღიმა გოგონამ და წამოხტა.
-სალამი ნუციკო. მე სალომე ვარ.
სალომე ჩამეხუტა.
იმდენად მოულედნელი იყო, რომ ძლივს მოვითქვი სული.
ერთი დღისთვის ბევრი სიკეთე სა სითბოა.
სიზმარში ვარ?
-მე დაგტოვებთ. - თვალი ჩაგვიკრა დაჩიმ და სალომეს ოთახი დატოვა.
-აბა? როგორ მოგეწონა აქაურობა?
-ძალიან ლამაზია ყველაფერი.
-ნამდვილად! ჩემი გემოვნებითაა მოწყობილი! მეც მიყვარს ჩემი სახლი. მაგრამ დედა ძირითადად სულ საქმეებზეა და სახლის საქმეებს ვეღარავინ აკეთებს. ამიტომ გვყავხარ შენ! როგორც ვიცი მეთორმეტე კლასში შედიხარ, მეც მაგ სკოლაში ვსწავლობ, ასე რომ ერთად ვივლით ხოლმე. შენ ფაქტიურად ჩვენი ძიძა იქნები. უნდა გვაჭამო, დაგვირეცხო, დაგვოუთაო და დაგვილაგო.
-ყველაფერი გასაგებია.
-ძალიანაც კარგი. ახლა მითხარი შეყვარებული გყავს? რა ჟანრის მუსიკებს უსმენ? რამდენი წლის ხარ? აქამდე რომელ სკოლაში დადიოდი? მშობლები სად გყავს? რა ფერი გიყვარს?
მისმა ცნობისმოყვარეობამ თავი ამატკია, არ ჩანდა ცუდი ბავშვი, მაგრამ მშობლებზე მკითხა..
ალბათ არაფერი იცის, იქნებ ასე უკეთესია?
-არ მყავს. არ ვუსმენ მუსიკებს. 16 წლის ვარ. აქამდე სკოლაში არ დავდიოდი. შავი მიყვარს.
-რას ქვია სკოლაში არ დადიოდი?
-იცი.. გრძელი ამბავია.. ძალიან დავიღალე. თუ საქმე არაფერია მე დავწვები.
-კარგი ნუციკო, როგორც იტყვი. დაისვენე.
ოთახში შესვლისთანავე ლოგინზე დავემხე და დავიძინე.




~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~•~

რას ფიქრობთ ახალ ისტორიაზე? ღირს გაგრძელება?
მიყვარხართ <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი naniko mindia

Dzalian kargia gagzele ❤️❤️veli shemdegs
--------------------
lomidze

 



№2  offline წევრი ლიდია

naniko mindia
Dzalian kargia gagzele ❤️❤️veli shemdegs

მადლობა ❤️❤️

 



№3 სტუმარი მარი. ელ❤

ვაუუ ძაან დამაინტერესა კარგად წეერ და ასე გააგრძელე დარწმუნებული ვარ კარგი გამოვაა ველი შემდეეგს❤❤❤❤

 



№4  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
ვაუუ ძაან დამაინტერესა კარგად წეერ და ასე გააგრძელე დარწმუნებული ვარ კარგი გამოვაა ველი შემდეეგს❤❤❤❤

დიდი მადლობა, მახარებს ასეთი კომენტარები ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent